შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სიზმრების მცველი (2)


2-07-2019, 20:51
ავტორი dara
ნანახია 3 727

მანქანა დიდი სახლის წინ გააჩერა და ანასტასიას კარი გაუღო.
-არ დაგავიწყდეს გიყვარვარ!
-მათ მაინც რატომ ატყუებ!
-ასეა საჭირო!
სახლიდან საოცრად ლამაზი ქალი გამოვიდა ზუსტად ალექსანდრეს მსგავსი შავი თვალები ქონდა ღამესავით შავი.
-დე მოვედით!-ალექსანდრემ ლოყაზე აკოცა.
-გამარჯობა!
-გამარჯობა საყვარელო!-თბილად მიესალმა გოგოს.
-მამა სად არის?
-კაბინეტშიმალე ჩამოვა...ამ ბოლო დროსცდილობს შემშალოს მაგრამ არ გამოუვა!-ბიჭს თვალი ჩაუკრა და სახლში შევიდა.
-რა გინდა დედა აღარ იმუშაოს?
-დაანებე ალექსანდრე თავი ვიცი მე რისი ბრალიცაა ეგ!-ამჯერად კიბეზე მომავალმა კაცმა გაიცინა.
-ვაიმე ლევან ნაკანო გაჩვენებ დღეს მოიცა!!-ისე "ჩხუბობდნენ" ტასომ ღიმილი ვერ შეიკავა ვერ გაიგებდით კამათობდნენ თუ ერთმანეთს ეფლირტავებოდნენ.
-აუუ მაკუნაა ყავა მინდა რაა!-ალექსანდრემ ერთ-ერთ დამხმარე გოგოს მიმართა ისიც მაშინვე გაიქცა.
-შენ არ მიირთმევ ძვირფასო?-ახლა ლანამ ტასოს მიმართა.
-არა გმადლობთ!
-სადილი ალბათ მალე იქნება!
-ალექსანდრე მერე ვისაუბროთ საქმესთან დაკავშირებით!
-ლევან!...სულ გააფრინა ამ კაცმა ხომ გითხარი?!რა დროს საქმეა?
-დამშვიდდი საყვარელო ასე ნაოჭები გაგიჩნდება!
-მგონი გავიწყდება ჩემზე უფროსი რომ ხარ!
-როცა არ მეტყობა შეიძლება დამავიწყდეს კიდეც!
-არააა არ გეტყობა ხო იცი?!-ორაზროვნად გაიცინა ლანამ.
-გაჩვენებ მე რა მეტყობა და რა არა!-შეუბღვირა კაცმა.-მეტყობა თურმე.
-იქნებ მერე განაგრძოთ?!მაინც ჩვენც აქ ვართ!
-ალექსანდრე!
-კარგი დედა ჩუმათ ვარ!-გოგონას ყავა გამოართვა.-გმადლობ საყვარელო!-ანასტასია წყალს სვამდა და კინაღამ დაიხრჩო მერე ცინიკური სახით გადახედა ალექსანდრეს რომელმაც მაშინვე მიიღო კმაყოფილი სახე.
-ალექსანდრემ ისე უცებ გამოგვიცხადა ქორწილის შესახებ ნორმალურად არაფერი ვიცი!
-ხო დედა უეცრად გადავწყვიტეთ!
-ზედმეტად!-დაამატა ტასომ.
-ზედმეტად გვიყვარს ერთმანეთი იმისთვის რომ ცალ-ცალკე გვეცხოვრა დედა!-დაასრულა ალექსანდრემ ვითომ ტასოს დაწყებული სიტყვები.
-ანასტასია რაზე სწავლობ საყვარელო?
-ტაისა იურიდიულზე სწავლობს დედა!
-კარგი პროფესიაა!
-დიახ ბავშვობიდანვე ეს მინდოდა.
-კარგია რომ ოცნებებს მიყვები!
სასიამოვნო იყი ლანასა და ლევანთან საუბარი მანამ სანამ კიდევ რამდენიმე სტუმარი არ მოვიდა მათ შორის ანდრია და დედამისი არ მოვიდნენ.როგორც აღმოჩნდა ანდროს წარმოდგენა არ ჰქონდა აქ ალექსანდრე და ანასტასია თუ დახვდებოდნენ.მათი დანახვისას სახე ეცვალა და აშკარად უხერხულ სიტუაციში აღმოჩნდა ანასრასიაც ცუდად გახდა და იქვე მდგარი ალექსანდრე რომ არა შესაძლოა წაქცეულიყო კიდეც.
-დამშვიდდი!
-აქ რა უნდა...იცოდი არა?ამიტომ მომიყვანე!
-არაფერი ვიცოდი და ნუ გამაბრაზებ!
-ფეხებზე შენი გაბრაზება...საპირფარეშო სად არის?
-ზევით!-ანასტასია სასწრაფოდ წავიდა და არ გამოჩენილა კიბისკენ ანდროც რომ დაინძრა ალექსანდრე უკვე გაქცევის პირას იყო.ცოტახანში თავადაც დაიძრა იგივე მიმართულებით ლამის გარბოდა.საშინლად გაბრაზდა დერეფანში ერთმანეთის პირისპირ მდგარი ანდრია და ანასტასია რომ დაინახა.
-ტაისა!-მისმა ხმამ გაკვეთა მანძილი..-გეძებდი საყვარელო აი თურმე სად ყოფილხარ!-წყვილს მიუახლოვდა.-ანდრია არა?! წეხან ვერ მოგესალმეთ დაკავებული ვიყავი!-გაიღიმა,ტაისიას წელზე ხელი შეუცურა,ახლოს მიიზიდა და ლოყაზე ტუჩები მიაკრა.ანდრიამ ნერწყვი მძიმედ გადაყლაპა.
-არაუშავს მთავარია ახლა მაინც გავიცანით ერთმანეთი!
-დიახ!ტაისა ჩვენ რაღაც საქმე გვქონდა, წავიდეთ!უკაცრავად ანდრია!
-არაუშავს მაინც ქვევით ვაპირებდი დაბრუნებას!-ნაძალადევად გაიღიმა და წყვილი გაატარა.ალექსანდრეც სწრაფი ნაბიჯით დაიძრა დაინახა ანდრიაც იმ მხარეს მიდიოდა ამიტომ სწრაფად დაეკონა ანასტასიას ბაგეებს ხელის მარტივი მოძრაობით შეხსნა ოთახის კარი და მსუბუქად უბიძგა.ანდროს სიმწრისგან ყბები დაეჭიმა ისე უნდოდა ახლა ალექსანდრესთვის ხელები დაემტვრია...ოთახში შესვლისთანავე მოშორდა გოგოს.
-რის მიღწევას ცდილობ!-ანასტასიამაც არ დააყოვნა.
-ხმას დაუწიე!-კბილებს შორის გამოსცრა.
-რომ არა რა?!-ალექსანდრემ პასუხი არ მისცა კარი გამოხსნა და აუღელვებლად დატოა ოთახი და ტასო რომელსაც სიმშვიდის არაფერი ეტყობოდა პირიქით აწითლებულიყო და აფორიაქებულიყო.ანდრია და დედამისი უკვე წასვლას აპირებდნენ ალექსანდრე რომ ჩავიდა.
-უკაცრავად ანდრია ყურადღება ვერც კი მოგაქციეთ!-"დამწუხრებული"სახით გახედა.
-არაუშავს!
-ალექსანდრე ანასტასია სად არის?
-ჩემს ოთახში დედა!-ეშმაკურად გაიცინა და ანდრიას გახედა.შემდეგ ოდნავ ახლოს მიიწია-არ მიყვარს როცა სხვის ტერიტორიაზე იჭრებიან!-მტრული მზერით გახედა.
-არც მე!
-მაშინ შეწყვიტე!
.......................................
სახლში მისვლამდე არც ერთს ამოუღია ხმა...სიმართლე ითქვას არც შემდეგ.ანასტასია ანდრიაზე ფიქრობდა,ალექსანდრე კი იმდენად იყო გაბრაზებული საუბარსაც ერიდებოდა.ბოლოს ისევ ანასტასიამ ამოხეთქა.
-რატო წამიყვანე იქ?!იცოდი რომ მოვიდოდა არა?!
-ნუ ყვირი!
-მე რას გეუბნები და რას მპასუხობ!გინდა გამაგიჟო ხო?რატომ დაამცირე ან ის კოცნა რა იყო...მასთან მაინც რა პრობლემა გაქვს...რატომ გინდოდა მისთვის გეტკინა?!
-ხმა აკონტროლე როცა მესაუბრები!უკვე მესამედ გაფრთხილებ!
-ფეხებზე შენი გაფრთხილება!მე ახლა მხოლოდ ის მადარდებს როგორც მოიქევი!
-შენ რაა!-იღრიალა-შენ რატო გადარდებს მის დასანახად რა გავაკეთე!საერთოდ არ მაინტერესებს შენი საყვარლის გრძნობები!მაგრამ თუ გინდა წავალ და მოგიყვან მაინც მარტო დამშვიდება არ გაუჭირდეს და სხვაგან ძებნას აგერ არ ყავხარ?!-ანასტასიამ მხოლოდ ზიზღნარევი მზერა გაუსწორა სილა გააწნა და გავარდა.ისევ ოთახში შევიდა დაემხო და ტირილი დაიწყო.ერ იაზრებდა რატომ ტიროდა მართლა ანდროს ტკივილზე ფიქრობდა თუ ნაკანის სიტყვები ეტკინა...ამაზე მეტად არასდროს არავის დაუმცირებია.
ალექსანდრემაც გაიაზრა რა თქვა და საკუთარ თავზე მოეშალა ნერვები!სკამს ფეხი კრა და სახლიდან გაუჩინარდა
იოანეს დაურეკა და ერთ-ერთ კლუბში მივიდა.ქალდანი აგვიანებდა ამიტომ ბართან ჩამოჯდა და ლალევა დაიწყო.მისი ყურადღება მისივე მხარძე მოსრიალე ხელებმა მიიქციეს.წითელი ლაქი ვინ თუ არა ის.
-ახლა სახლში არ უნდა იყო?!ნუთუ ასე მალე მოგბეზრდა!
-აი შენ კი არასდროს გბეზრდება ჩემი გაღიზიანება!-ხელი ჩაავლო და მაგრად მოუჭირა.
-ნამდვილად მერე უფრო მომწონხარ!
-ჰო არა?!-ირონიული ღიმილი მიაგება.
-აბა მომიყევი რატომ დატოვე სამი დღის მეუღლე სახლში მარტო?-სკამზე ჩამიჯდა და ბარის ზედაპირზე მოჰყვა ფრჩხილების კაკუნს.
-მომწყდი თავიდან თუ შეიძლება!-არც უცდია მასთან ზრდილობიანად საუბარი.
-კარგი რა ახლა გახდი პატიოსანი ბიჭი?!
-დამტოვე მეთქი გასაგებად არ გითხარი?!არ მცალია შენი სისულელეებისთვის!ვინმე სხვა იპოვე!
-ხო მაგრამ შენ ვერავინ შეგცვლის!
-მომშორდი!-თითები ისე მოუჭირა ლამის ძვლები ჩაუმსხვრია.გოგოც შეშინებული წამოდგა და გაეცალა.
-როგორ ხარ?-იოანეც გამოჩნდა და ჩვეული ღიმილი შეაგება.არა ეს ბიჭი სულ კარგ ხასიათზე როგორაა?მაგრამ რა ენაღვლება ცხოვრებაში არანაირი სადარდებელი არ აქვს ზის მთელი დღეები სახლში და ხატავს სამაგიეროდ მამამისი და მისი უფროსი ძმა გადაიყვანა ჭკუიდან ვერაფრით შეიყვანეს საქმეში.ჩიტივით თავისუფალია არავინ აწუხებს როცა უნდა დგება როცა უნდა წვება.
-ცუდად!
-ამჯერად რა დააშავე?!
-მე ხო?!
-ალექსანდრე!
-იოანე აღარ შემიძლია ვერ ვუყურებ როგორ მოთქვამს სხვის გამო!
-ხომ იცოდი რომ ასე იქნებოდა!იცოდი რომ სხვა უყვარდა ასე რომ ნაკანო მორჩი წუწუნს!
-ნეტავ ეს ნაბიჯი არ გადამედგა!
-სისულელეს ამბობ!კარგად იცი ამ შემთხვევაში რა მოხდებოდა!
-ხო ვიცი მაგრამ...
-არავითარი მაგრამ დათა ჩამოვიდა?
-ვინაა დათა?-მობეზრებით გახედა.
-შენი ცოლისძმა ვინაა?
-არ ვიცი...მაგაზე ცალკე მეშლება ნერვები!
-მაგასთან მაინც რა გინდა !
-კაცი თავის დას ვერ უვლის!მეტი რა უნდა მინდოდეს!დებილი წავიდა იქ ალბათ გულაობს ეს ს*** კიდე საქმეებს ხლართავს აქ!
-არ ეცოდინებოდა !...აბა დას ხო არ გაიმეტებდა!
-ხოდა მეც მაგას გეუბნები!კაცი იმდენად როგორ უნდა და**** ის ვერ გაიგო შენ დას რა ჭირს!წარმოიდგინე მე თუ აქედან ვაკონტროლებ ლიზას და მისი ყოველი ნაბიჯი ვიცი ის აქ იყო და ისიცი არ იცოდა შეყვარებული თუ ყავდა!
-კაი დამშვიდდი მთავარია ყველაფერი დროზე გაიგე და მოაგვარე რა!
-რო ვერ მოვაგვარე ეგ არის პრობლემა!
-ალექსანდრე მომისმინე ყოველთვის ჯიგრულ რჩევებს იძლევი და როცა საქმე შენ გეხება მაშინ მოგინდა დაშტერება?!ადექი და იბრძოლე შენი ბედნიერებისთვის!ნუთუ ასეთი რთულია!თუ არაფერი გამოგივა ის მაინც გეცოდინება რომ შენი გააკეთე!თანაც არამგონია ის ანდროა თუ ანდრია მართლა უყვარდეს ხომ გახსოვს ერთად რომ ვნახე მაშინ თითქოს სიყვარულს ასხივებდნენ თუმცა სინამდვილეში ერთმანეთს ისე არ უყურებდნენ როგორც შეყვარებული წყვილები უყურებენ ხოლმე!
-შენ რა იცი როდის გყვარებია რო?-გაეცინა ალექსანდრეს.
-მართლა დადებილდი რაა!დავიჯერო არასდროს გინახავს როგორ უყურებენ ერთმანეთს ლანა და ლევანი?კაი არ გინახავს ნუ გინახავს სამაგიეროდ მე ხშირად ვნახულობ დემნას და მაიკოს!
-აუ ისე რამდენი ხანია არ მინახავს მაიკო მაგის ხაჭაპურებიც კი მომენატრა!
-ხოდა მოკიდე იმ შენს ანასტასიას ხელი და ესტუმრე მეც დიდი ხანია არ ვყოფილვარ თან რძალს უკეთესად გავიცნობ და დედაჩემსაც გავაჩერებ!
-მოკლედ რა როგორ გიყვარს ორი კურდღლის ერთად დაჭერა!
-მოიცა რა შემეშვი!-გარემოს თვალი მოავლო უცებ მზერა შეაჩერა და დაუსტვინა.-მე წავედი იცოდე ახლა ადექი და სახლში წადი!-მხარზე ხელი დასცხო და გაუჩინარდა.
-მარტივი სათქმელია!
სახლში მისული წესისამებრ ოთახისკენ დაიძრა.გამოიცვალა და ისე დაწვა მისკენ არც გაუხედავს,არც უნდოდა გახედვა,მაგრამ ვეღარ გაძლო და გვერდი იცვალა.კინაღამ გაგიჟდა როცა გოგოს ლოყაზე ისევ შენიშნა ცრემლი,მიხვდა ჯერ კიდევ არ ეძინა და ისევ ანდრიას დასტიროდა.კიდევ უფრო გაბრაზდა თუმცა ხმა არ ამოუღია არ უნდოდა ისევ რამე სისულელე ეთქვა.თვალები დახუჭა და ნასვამს მალევე დაეძინა.მთელი კვირა ერთმანეთისთვის ხმაც არ გაუციათ.საბოლოოდ ალექსანდრემ ვეღარ მოითმინა და სამზარეულოში მყოფ მეუღლეს დაადგა თავს.
-დილამშვიდობისა....ანუ პირვანდელ მდგომარეობას დავუბრუნდით აღარ ვიგესლებით და ხმასაც არ ვიღებთ არა? კარგია ასე მეც გამიადვილდება ყველაფერი...ხმას რომ არ ამოიღებ ვეღარც რაიმეს გააპროტესტებ!-სახე ხელებში მოაქცია და დილის კოცნაც მიიღო.-ასე არ ჯობია?-თუმცა ფრაზა დასრულებულიც არ ქონდა ანასტასიას ხელიც რომ მიიღო საჩუქრად პირდაპირ ლოყაზე.-ესეც ასე დილის მისი შესრულებულია!-გაიცინა-ახლა მეც მოვიმზადებ რამეს მაინც შიმშილით რომ არ მომკლა!-საჭმლის თუ რაღაც საშინელების მზადება დაიწყო სიმართლე ითქვას თვითონაც არ იცოდა რას ამზადებდა.ანასტასიაც დაიღალა ამ საცოდაობის ყურებით.
-აუუ გამოდი რა დავიღალე!-ბოლოს ვეღარ მოითმინა მისი საცოდაობის ყურება და თავად დაიწყო საჭმლის მზადება
-ხედავ საჭმელს მიმზაებ!ესეიგი მაპატიე და დაივიწყე ჩემ მიერ ნათქვამი სისულელეები!-უთხრა მას შემდეგ რაც გოგონამ სალათი თეფშზე დაუდო.ანასტასიას სახე მოექუფრა გაახსენდა რამხელა შეურაცყოფა მიაყენა ალექსანდრემ თეფში მაგიდაზე დაუდო და უხმოდ დატოვა ოთახი.ალექსანდრეც უკან გაყვა.-ტაისა კარგი რა როდის უნდა დაივიწყო?!-ოთახის კარი შეხსნა და გოგოს თვალებში ჩახედა.
-რა გინდა?!
-მინდა მაპატიო!-გოგომ ჩაიცინა.-კარგი რა ტაისა გაბრაზებული ვიყავი ვერ ვიაზრევდი რას ვამბობდი!
-რაში გაინტერესებს გაპატიებ თუ არა?
-რა?-დაბნეულმა ამოიბუტბუტა.
-ხო რაში გაინტერესებს?!ვინ ვარ შენთვის?!...არც არავინ ჩვენ უბრალოდ ადამიანები ვართ რომლებიც სიმართლე გითხრა შენი არ ვიცი რამ გაიძულა თუმცა მე დათას გამო ვარ აქ!ჩვენ ერთმანეთისთვის არავინ ვართ!თუმცა ერთად ცხოვრება მოგვიწევს სანამ შენ არ მოგბეზრდება!
-მართალი ხარ!ჩვენ ერთმანეთისთვის არავინ ვართ!ერთმანეთი არ გვიყვარს!არ უნდა მაინტერესებდეს რას ფიქრობ ჩემზე!-გაქვავებული სახით წარმოთქვა ეს სიტყვები კაბინეტში შეიკეტა,
კარზე ზარის ხმა იყო.ანასტასიან კარი გააღო და იქ ყურებამდე გაღიმებული ბიჭი დახვდა რაღაც შეფუთვით ხელში.
-გამარჯობა რძალო!მე იოანე ვარ!ალექსანდრეს მეჯვარე!სამწუხაროდ ქორწილში ვერ გავიცანით ერთმანეთი!-გაუცინა და თბილად გადაეხვია.
--მობრძანდი!
--აბა როგორ შეეგუე მაგ ხისთავიანს?ხო არ გაბრაზებს?
-იოანე!შენ სიმართლე იცი ხომ ასეა?-დაეჭვებით გახედა.
-ვიცი რძალო ვიცი!-უკმაყოფილოდ ამოიბუტბიტა თუმცა მალევე გახალისდა.-აბა სად არის?
-არ ვიცი!
-სახლში არაა?სად გაბრძანდა ვაჟბატონი!არა რა რო ვამბობ არააა ნორმალური რა!
-მოიცა სახლშია!მაგრამ არ ვიცი სად!-შუბლი შეჭმუხნა გოგომ.
-ააა ეგაა პრობლემაა?ახლავე მოვაგვარებ!-ხელი დამშვიდების ნიშნად აუწია და დაიყვირა.-ალექსანდრეეეე!-შენდეგ სამამდე დაითვალა და კიბეზე ალექსანდრეც გამოვარდა.
-ვაიმეე ქალდანო მე შენიიი!რას დამჩხავი თავზე ოთხმოცი წლის ქალივით?!
-გაიღვიძე სიხარულო მოვედიი!-სასაცილოდ დაიმანჭა და წამოვიდა კიდეც მისი მიმართულებით რაღაც.
-რა არის ბიჭო ეს მძიმეა ტავში რო მომხვედროდა მერე რას შვებოდი?!
-აი პროსტა რატო არ მოგხვდა რა!
-შე არასწორო!სად ნახავდი ბიჭო მერე ჩემზე კაი ბავშვის ნათლიას ააა?-სახე რომ ეცვალატ მერე მიხვდა რაც თქვა და ენაზე იკბინა.-აუ ბოდოში ანასტასია რა ასე სისულელეებს ვამბობ ხოლმე მე!-საცოდავი სახით გახედა და გოგოს გულიც მოალბო!
-ყავა გინდა?-გაიცინა გოგომ.
-აუ კიი ჯიგარი ხარ!-ანასტასია გავიდა სამაგიეროდ ალექსანდრე ჩამოვიდა.-რას შვები აბა?
-არაფერს!
-რა არაფერს ბიჭო არეფრის საკეთებლად ხარ აქ?-შეუღრინა მაშინვე.
-იოანე მომეშვი!...ბიჭო ძაან დავიღალე ამ კვირაში მოვაგვარებ რაღაც საქმეებს და წავალ მერე დასასვენებლად!...არ წამოხვალ შეენ?
-შენ ბიჭო ვერ ხარ ხო!სულ გამო*** ამ ბოლო დროს!წამოვალ თურმე და დავჯდები იქ მურმანის ეკალივით!...შენ ცოლს კითხე უნდა თუ არა საერთოდ?
-არა!..ძაან მოსწონს მონის როლში ყოფნა და იქნება! თუ არ აქვს გამოცდები წამოვა!
-აუ ატ*აკებ შენ ძმობას გეფიცები!
-რას აპირებ აბა შენ?
-რასი გაინტერესებს შენ?!მაინც ვერ გაერთობი!დაკავებული ბიჭი ხარ უკვე!-დაეჭყანა და ბალიშიც მოხვდა თავში.
-წადი რა სახლში!
-ოჰ შენც ახლა ხელს არ გიშლიდე „საქმეში“!
-იოანე მომწყდი თავიდან!-დაიღრიალა.
-კაი ხო!აი თუ გაპატიო რაა!-არარსებული ცრემლი მოიშორა.-რძალო აღარ მინდა ყავა მაგდებს შენი უსირცხვილო ქმარი!წავედი მე სულ კარგად ბრძანდებოდეთ!-„ნაწყენი“სახით გახედა ალექსანდრეს მერე ანასტასიას გაუღიმა და სანამ ალექსანდრე დაახრჩობდა მზერით მოშორდა.
-მაგარი ტიპია!-ჩაილაპარაკა ანასტასიამ.
-იმ კვირაში გამოცდები ან რამე მსგავსი ხომ არ გაქვს?
-არა!
-მაშინ ზღვაზე მივდივართ უფრო შორს ვერა საქმეები ისედაც ბევრია!
-კარგი!



№1  offline წევრი n.k.

kargia veli shemdeg tavs

 


№2  offline წევრი izabella

რა ჩახლართულია ყველაფერი, წინასწარ დასკვნასაც ვერ გამოიტან.

 


№3  offline წევრი dara

izabella
რა ჩახლართულია ყველაფერი, წინასწარ დასკვნასაც ვერ გამოიტან.

მართლა ძალიან ჩახლართულია და მეშინია მეთვითონაც არ ავირიო!იმედი მაქვს მოგეწონებათ

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent