შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მთებშია თავისუფლება! (4) გატაცება


3-07-2019, 02:24
ავტორი truelove
ნანახია 3 710

დილით სიცივემ გამაღვიძა,საბანი თავზე გადავიხურე და ვეცადე ძილი გამეგრძელებინა,როგორც იქნა ამ სიზმარს თავი დავაღწიე და თითქოს მომეშვა,რომ ეს სიზმარი იყო,თუმცა თვალის გახელის თანავე მივხვდი,რომ ეს ყველაფერი რეალურად მოხდა,ზურგზე დავწექი და ჭერს მივაშტერდი დაახლოებით ნახევარი საათი ვიყავი ასეთ მდგომარეობაში. ყველაფერზე ვფიქრობდი ახლა რაუნდა გამეკეთებინა და მერე რაიქნებოდა,როგორ დასრულდებოდა ეს თავგადასავალი,ყველაფერი ძალიან რთულად იყო,სასწორზე ჩემი სიცოცხლე და ოჯახის შექმნა იდო,ამდენი ფიქრისგან თავი ამტკივდა..საწოლიდან ფეხები გადმოვყავი და სიცივემ მთელს ტანში დამიარა სკამზე გრძელი,ჩუქურთმებით მორთული კაბა იდო,ზურმუხტის ფერი..ახლა კაბა უნდა მცმოდა? იმის მიუხედავად,რომ აქ ყინავდა? მშვენიერია..კაბა ჩავიცვი და სარკეში ჩავიხედე. ძალიან დახვეწილი და თბილი იყო,ჩემ თავს დავაკვირდი თავი პრინცესა მეგონა,რომელიც მოიტაცეს და მაღალ კოშკში გამოკეტეს,რომელსაც დრაკონი იცავდა.
აივანზე გავედი იქიდან სახლის ეზო ჩანდა,სადაც უამრავი ხე იყო დარგული..მარცხნივ ყვავილების ბაღი იყო,ჩემი ყურადღება იქ მდგომმა ნერსემ მიიპყრო,რომელიც თეთრ პერანგში და ჯინსებში იყო გამოწყობილი გამიკვირდა მისი ასეთ სტილში დანახვა..აი დრაკონიც გავიფიქრე და გამეღიმა.
ოთახიდან გავედი და გრძელ დერეფანში აღმოვჩნდი დრეფნის ბოლოს კიბეები შევნიშნე. კიბეზე ჩავედი და ეზოში გავედი.
ნერსესთან ლაპარაკი მსურდა,უნდა მცოდნოდა ახლა რა მელოდა ეს ხომ ჩემი სრული უფლება იყო?! ნერსეს მივუახლოვდი,თუმცა მასთან საუბრის ნაცვლად მისი მოსმენა დავიწყე..მობილურზე ელაპარაკებოდა ვიღაცას.
-ანასტასიას ბედი თქვენ აღარ გეხებათ..შეთანხმება შესრულებულია ანგარიშზე თანხა დღის ბოლომდე დაგერიცხებათ..ვინმეში ხოარგეშლები?!-ნერსეს ტონი წამებში ისე შეიცვალა მეგონა ტელეფონს დალეწავდა-როგორ ბედავ ამის თქმას?! ყურადღებით მისმინე კოკა..ის ახლა ჩემია არ გაბედო და ერთ მეტრზეც არ მოუახლოვდე.
კოკა?! მამაჩემი?! რაუნდოდა? ახლა ისევ ახალი კითხვები გამიჩნდა ვეღარ მოვითმენდი ნერსესთან მივირბინე და წინ დავუდექი.
-მობილური მომეცი მინდა დაველაპარაკო.-წყნარად ვუთხარი და ხელი გავიშვირე.
ნერსემ თვალები დამიბრიალა.
-ნერსე გთხოვ,აუცილებლად უნდა ველაპარაკო-თვალები ცრემლებით ამევსო..5 წამიანი ჭირვეულობის შემდეგ მობილური მომცა.
ყურთან მივიდე და გავისუსე მისი სუნთქვა მესმოდა და ესეც კი მაღიზიანებდა.
-მე ვარ.-ვუთხარი და ღრმად ჩავისუნთე..ძალიან მიჭირდა მასთან საუბარი იმის შემდეგ რაც გამიკეთა.-მართალია შენთვის სულერთია მაგრამ შენი ქალიშვილი ანასტასია ვარ. შენგან არაფრის მოსმენა არმინდა უბრალოდ,რომ არგითხრა ვიცი სიცოცხლის ბოლომდე დამახრჩობს ეს ბოღმა. მეზიზღები. იმდენად მძულხარ ახლა წინ,რომ მედგე ჩემი ხელით გამოგჭრიდი ყელს,იმდენად არაკაცი და იმდენად მშიშარა ხარ,რომ გულიმერევა შენზე..რომ ვფიქრობ და შენი სახე მიდგება თვალწინ მინდა ეგ მატყუარა ქურდი თვალები დაგთხარო. მეზიზღები კოკა მთელი სულით და გულით მეზიზღები,აღარასდროს გაბედო ჩემი მოკითხვა,აღარასდროს გაბედო ჩემზე ფიქრი,იცოდე სადმე თუ გადამეყრები,ერთხელ მაინც თუ მომხვდები თვალში...ჩემი ხელით გამოგასალმებ სიცოცხლეს და შენგან მარტო ძვლებს დავტოვებ.-ზიზღნარევი ხმით ვუთხარი და ტელეფონი გავთიშე. დაახლოებით ორი წუთი გაშეშებული ვიდექი..მობილურს ვუყურებდი ბოლოს მობილური ძირს დამივარდა ერთიანად ავკანკალდი არვიცი ეს ზიზღისგან მჭირდა თუ ნერვიულობისგან მივტრიალდი და გავიქეცი გავრბოდი მთელი ძალით..დავინახე დაცვა როგორ დამედევნა,მაგრამ ნერსემ შეაჩერა. სირბილით ბოღმისგან ვიცლებოდი,თვალწინ კოკა და დედაჩემი დამიდგნენ.
-მეზიზღებით-მთელი ხმის ვყვიროდი და ტყეში მივრბოდი..სირბილი ჩემთვის თავისუფლებაა,რაც უფრო დავრბივარ მგონია,რომ თავისუფლებას უფროდაუფრო ვუახლოვდები..სირბილის დროს არც გზას ვუყურებდი და ვერც იმას აღვიქვავდი,სად მივრბოდი
შემთხვევით ტოტს ფეხი წამოვკარი და მიწაზე გავიშხლარტე. მუხლი გადაყვლეფილი მქონდა ხელები კი დაკაწრული სისხლი მდიოდა,თუმცა ტკივილი სულ არ მაწუხებდა,მეტიც სულიერ ტკივილს ფიზიკური ტკივილის განცდა ამსუბუქებდა ფეხზე ბორძიკით დავდექი რამდენიმე ნაბიჯი გავიარე და იქვე ქვაზე ჩამოვჯექი.
საერთოდ რა იყო ჩემი ცხოვრება?! ამ ქვეყანას იმისთვის მოვევლინე,რომ ბოლოს ძალით გავთხოვდე ან ვიღაცა კაცმა მომკლას?! ტირილი შევწყვიტე და პანიკურ სიცილზე გადავედი. თხუთმეტი წუთი მაინც ვიჯდებოდი ასე უცბად ნაბიჯების ხმა,რომ მომესმა დამფრთხალი წამოვხტი ფეხზე და ქვა ავიღე ხელში. არასდროს ვყოფილვარ მშიშარა ჩემი თავის დაცვა ყოველთვის შემეძლო არც ახლა იქნებოდა გამონაკლისი...ქვა მეჭირა და
აქეთ იქით ვიხედებოდი.
-მშვიდად არაფერს დაგიშავებ-ხის უკნიდან ახალგაზრდა ბიჭი გამოვიდა.
-შენ ვინხარ?!-ქვას ხელიდან არ ვაგდებდი.
-ბათუ მქვია,შენ ალბათ ათანასია ხარ ნერსეს საცოლე.
-ანასტასია-შევუსწორე.
-ანასტასია აქ რას აკეთებ?
-იგივეს რასაც შენ.-მკაცრად მივუგე და უკან დავიხიე.
-მე აქ საკუთარი თავის დასასახიჩრებლად არ მოვსულვარ-გამიღიმა და ჩემს მუხლს შეხედა.
-შემთხვევითობაა-ვუთხარი და თვალებში შევხედე ადამიანების ამოცნობა ყოველთვის მეხერხებოდა ამიტომაც ქვა ხელიდან გავაგდე.
-და მაინც აქ რას აკეთებ.
-სასეირნოდ გამოვედი და დავიკარგე.
-ნერსემ იცის,რომ აქ ხარ? სავარაუდოდ მთელ ქალაქს ააწიოკებდა შენი ძებნით.
-არმაინტერესებს.
-ბათუ შეგიძლია წახვიდე მადლობა-ჩვენსკენ ნერსე წამოვიდა.
-მუდამ შენს გვერდით მიგულე ძმობილო-გაუღიმა ბიჭმა-მომავალ შეხვედრამდე ანასტასია.
-ნახვამდის.-დავემშვიდობე და ხეს მივეყრდენი.
-კარგად ხარ?-ნერსე მომიახლოვდა და ჩემს მუხლს შეხედა.
-არაფერია უბრალოდ ნაკაწრია.
-მე ამაზე არც მიკითხავს,მამაშენზე გკითხე.
-მაგ არაკაცს მამაჩემად ნუ მოიხსენიებ.
-ნასია ჩვენი არჩევანი არარის როგორი მშობლები გვეყოლება.
-შენ მშობლებზე არაფერი გაქვს საწუწუნო.
-ვიცი..-დაიხარა და ჭრილობას დააკვირდა.-წამოდი მინდა სადღაც წაგიყვანო.
-სად?
-ნუ გეშინია არ მოგიტაცებ-გაიცინა და წინ წავიდა.
-ცინიკოსიც ყოფილხარ-ნერვები მომეშალა და უკან გავყევი.
რამდენიმე მეტრის შემდეგ შემოტრიალდა და ხელი გამომიწოდა.
-ხელი მომეცი.
-ჩემითაც შევძლებ სიარულს.
-რატომ არასდროს იყურები ძირს როცა დადიხარ.-მორზე მანიშნა,რომელიც ჩემს ფეხებთან ეგდო.
ხელი ჩავკიდე და გადავაბიჯე.
საკმაოდ ბევრი ვიარეთ ბოლოს სადღაც მთაზე აღმოვჩნდით იქიდან კარგად ჩანდა ნერსეს სახლი...მთის ძირას ისეთი სუფთა და ცივი მდინარე მიედინებოდა სისხლს გაგიყინავდა. სწორედ ამ მდინარესთან მოვიბანე ჭრილობა.
-აქ რას ვაკეთებთ?
-იცი ბავშვობაში,როდესაც მშობლებთან ვჩხუბობდი აქ ამოვდიოდი და მთელ ბრაზს ვანთხევდი.
-სიარულით?-გავიცინე და მას შევხედე.
-ნწ,არა ყვირილით-მიდი იყვირე მაინც ვერავინ გაიგებს ჩემსგარდა.
ეს იდეა ძალიან მომეწონა.
-რავიყვირო?
-რასაც ფიქრობ.
-მეზიზღები!!!-ბოლოხმაზე ვიყვირე..მთელი ჩემი ბოღმა,ტკივილი,სევდა,გაბრაზება..ყველაფერი ამოვყარე და თითქოს მომეშვაო.
-უკეთესია?-გამომცდელად შემომხედა ნერსემ.
-ადრესატამდე მაინცვერ მიაღწევს და რა აზრი აქვს?
-შენ ხო უფრო კარგად გრძნობ თავს აზრიც ამაშია.
-ო,ღმერთო გინდა მითხრა,რომ თავად ნერსე ჯიშკარიანი ამ კლდეზე იდგა და ფილმის პერსონაჟივით ბოლო ხმაზე ღრიალებდა?
-რამოხდა?! გგონია,რადგან ჩოხა მაცვია და მთაში ვცხოვრობ ფილმებს არ ვუყურებ?!.
-ფილმებს კიარა დღეს შენს ტანზე პერანგი და ჯინსი,რომ დავინახე ეგ გამიკვირდა.
-არასწორი წარმოდგენა გაქვს ჩვენზე ნასია-გამიღიმა-ჩვენ მთის ხალხი ვართ..მართალია ტრადიციები და ჩვენი კულტურა შენარჩუნებული გვაქვს,მაგრამ ამასთან ერთად ვვითარდებით კიდეც..ფილმებსაც ვუყურებთ,სერიალებსაც და კლუბებშიც დავიდვართ.
-ვაა ყოჩაღ თქვენ.
-თუმცა ჩვენს თავმოყვარეობას არასდროს ვაბიჯებთ და ისეთს არასდროს არაფერს გავაკეთებთ ჩვენს სისხლს რო შეარცხვენს.
-ამ მთის ხალხს სისხლზე გართულება გაქვთ თუ რახდება?!-გამეღიმა და ბუნება მოვათვალიერე უამრავი მინდვრის ყვავილი იყო..განსაკუთრებით ჩემი ყურადღება ციცქნა ლურჯმა ყვავილმა მიიპყრო..ნერსე დაიხარა და მოწყვიტა.
-კესანე..იცი? ბერძნული ლეგენდის თანახმად როდესაც შემოქმედმა ყველა მცენარეს თავისი სახელი უწოდა ერთი პაწაწინა უსახელო ყვავილი ატირდა: "არ დამივიწყო, უფალო"-შეევედრა ღმერთს.
მაშინ უფალმა მიუგო: "სწორედ ეგ იქნება შენი სახელი"
და მას შემდეგ ამ პატარა ნაზ ყვავილს მსოფლიოს ყველა ენაზე "არ დამივიწყო" ჰქვია...
ჩვენთვის კი უბრალოდ კესანე..-გამიღიმა და ყვავილი გამომიწოდა.
-მიყვარს ლურჯი ფერი..ყვავილს დავხედე..იმდენად ნაზი და ლამაზი იყო,რომ ეს ყვავილი ძალიან შემიყვარდა.
-ნერსე პასუხები მჭირდება.
-გუშინ ხო ყველა კითხვაზე გაგეცით პასუხი?
-მაპატიე,მაგრამ ერთხელ ჩემს ადგილას დააყენე თავი.
ამ ორ დღეში სრული კოშმარი გამოვიარე. სახლში მეძინა,მომიტაცეს,ჩამომიყვანეს სადღაც მთაში,მთელი დღე ვიმგზავრე ცხენით,მიმიყვანეს სადღაც ქალაქში რომლის მმართველსაც ჩემი სიკვდილი უნდა,გავიგე,რომ მამაჩემი ქურდი მკვლელი და მოღალატეა ეს არიკმარა და საქონელივით გამყიდა და ეს ყველაფერი არ მეყოფოდა დავინიშნე კაცზე,რომელსაც ცოლად მხოლოდ იმიტომ უნდა გავყვე,რომ თავი არ მომაჭრან!!! მაპატიე თუ კითხვები მიჩნდება..არვიცი მთაში როგორ არის,მაგრამ ასეთი სიტუაციის დროს ადამიანის ასეთ მდგომარეობაში ყოფნა სრულიად ნორმალურია!
-მაინც რა გაინტერესებს?
-კოკამ რატო დაგირეკა?
-აინტერესებდა სად იყავი და რას ვაპირებდით.
-რატომ?
-არვიცი..
-და რას ვაპირებთ? რაიქნება ახლა.
-ახლა შენზე დავქორწინდები და ვიცხოვრებთ მშვიდად.
-მშვენიერია გეგმები დააწყე უკვე?! ასე უხეშად როგორ შეგიძლიათ სხვის ცხოვრებაში ჩარევა?!-ტონს ავუწიე და ვყვიროდი-მე ადამიანი ვარ გესმის?! ადამიანი! შეიძლება თქვენნაირი სისხლი არ მიჩქეფს მაგრამ დამიჯერე მეც ვსუნთქავ..ჩემს ძარღვებშიც მოძრაობს სისხლი,მეც მაქვს გრძნობები,მეც მაქვს უფლებები,მეც მაქვს პრინციპები და ის რასაც თქვენ აკეთებთ ეს ჩემი უფლებების უხეშად დარღვევაა..თქვენ ჩემი თანხმობის გარეშე გეგმავთ ჩემს ცხოვრებას მამაჩემმ უკანასკნელი საქონელივით გამყიდა თქვენ გამიტაცეთ ეს ფაქტობრივად ტრეფიკინგია,ვიღაც კაცი მოსაკლავად დამსდევს ეს მუქარაა,შენკიდე ცოლად მოგყავარ ეს საშინელი შეურაწყოფაა ჩემი პიროვნებისთვის იქნებ ტრადიციებიდან გამომდინარე ქორწილის ღამეს გამაუპატიურო კიდეც?!
-სისულელეებს შეეშვი ხელს არგახლებ და იცი ეს.
-არა არვიცი! მე შენ არგიცნობ ნერსე! სულ ორი დღეა გხედავ გესმის? ორი!-ორი თითი ავუწიე და ბოლოხმაზე ვყვიროდი-არმინდა ცოლად გავყვე ადამიანს,რომელიც არმიყვარს!
-სიკვდილის უფლებას არ მოგცემ მხოლოდ იმიტომ,რომ ეს ვიღაცის ხუშტურია.-ტონს დაუწია.
-რათქმაუნდა მე ხომ ახლა შენი ღირსების ნაწილი ვარ..ის ფიცი,რომელიც იქ დადე ზეპირად მახსოვს..შენ სიკვდილის უფლებას იმიტომ კიარ მომცემ,რომ ჩემი გადარჩენა გინდა ან შენთვის უდანაშაულო ადამიანის სიცოცხლე რამეს ნიშნავს..უბრალოდ ახლა შენი ღირსება ვარ..სათამაშო ვარ,რომლითაც შენ და ქალაქის მთავარი თამაშობთ..სათამაშო რომელსაც ერთი მხრიდან ის ექაჩება,მეორე მხრიდან კი შენ..ყოჩაღ ნერსე,ეს არის ვაჟკაცობა..აბა თქვენიცით რომელი მოიგებს ვნახოთ..მაგრამერთი რამ დაიმახსოვრე. შეიძლება სათამაშო შუაზე გაიხეს და არცერთს აღარ დაგრჩეთ-მივახალე და გეზი სახლისკენ ავიღე.
მთელი გზა ჩუმად მოვდიოდით სახლში შესულს მარინე დამხვდა,ჩემი მუხლის და ხელების დანახვისას სახეში შემოირტყა ხელები და პირველი დახმარების ყუთი მოიტანა.
-ეს სად მოიწიე შვილო?!-ბამბას სპირტით ასველებდა.
-ყველაფერი რიგზეა ქალბატონო მარინე-გავუღიმე და სპირტის მიერ მოყენებული წვის შეგრძნება დავაიგნორე.
ნერსე ზევით ავიდა.
-მთელი ორი დღეა საჭმელი ნორმალურად არ გიჭამია,მოდი ვისაუზმოთ-მითხრა მარინემ და სამზარეულოში გავიდა.
-რა მოგიმზადო?
-არ შეწუხდეთ ძალიან გთხოვთ.
-არშეიძლება შვილო ცუდად გახდები.
ისე ხო კარგად ვარ გავიფიქრე ჩემთვის..არადა მშიოდა უბრალოდ ლუკმა როგორ უნდა გადამსვლოდა არვიცოდი.
-თუ შეიძლება მხოლოდ ყავას დავლევ.
-ვაი..ჩვენ ოჯახში ყავას არავინ სვავს ამიტომ არ გვაქვს..წავალ მოვიტან.
-არა,არავითარ შემთხვევაში..-ფეხზე წამოვხტი-ამხელა ქალს ამისგამო ვერ შეგაწუხებთ.
კარი გაიღო და სამზარეულოში ბათუ შემოვიდა.
-მარინე დეიდა როგორ ბრძანდებით?-პროდუქტებით გატენილი ცელოფნები მაგიდაზე დაალაგა.
-კარგად შვილო..ეს რაარის?
-ეს ანასტასიასთვის მომატანინა ნერსემ.-მაინც ხო იცით რას გაუგებ ამ ქალაქელებს ხან ეს არმოწონთ ხან ის..-თვალი ჩაუკრა მარინეს და გამომცდელი ღიმილით გადმომხედა.
გამეცინა პასუხიც ვერ დავუბრუნე ნამდვილად კარგად იხუმრა..ეს ბიჭი მომწონდა მასთან თავს ძალიან ხალისიანად ვგრძნობდი.
მარინემ პროდუქტების ამოლაგება დაიწყო.
-ტასო ქვა სად დაკარგე?
-რა ქვა?-მარინემ ინტერესით შემოგვხედა.
ბათუს თვალები დავუბრიალე.
-ტასოს თავისი იღბლიანი ქვა აქვს,ძალიან პატარაა-პირდაპირ ისეთი,რომ ერთი დარტყმით ადამიანს მოკლავს-ჩაიბურდღუნა ბოლოში.
-აი ყავაც აქ არის..-ყავის ბანკა ამოიღო ცელოფნიდან.
-ყავა არა ის..ტალახიანი წყალია.-დაიჭყანა ბათუ.
-ნუ ხარ მასხარა-ხუმრობით ჩაარტყა თავში მარინემ.
-ბათუ წავედით!-სამზარეულოში ნერსეს ხმამ შემოაღწია.
-აბა წავედი..ვატყობ დღეს ნერსე დამალურჯებს ისეთ ხასიეთზეა-თავი გაიქნია და სამზარეულოდან გავიდა.
-რა იგულისხმა ქალბატონო მარინე?
-ბათუ ჩემი ნაბოლარა დის შვილია..ჩემი და 10 წლის უკან გარდაიცვალა იმის შემდეგ ბათუ ჩემთან წამოვიყვანეთ სულ 7 წლის იყო..ნერსე ავარჯიშებს და ბრძოლას ასწავლის..თავის ბრძოლებზე დაყავს ამეცადინებს და მოკლედ ასე ვცხოვრობთ.
-შვილო გეხვეწები ჭამე რა რამე არმომწონს შენი ფერი.
-კარგით ქალბატონო მარინე ასეთ ქალს უარს როგორ გეტყვით თხოვნაზე?-ფეხზე წამოვდეი და მაცივართან მივედი.
-ყიყლიყოებს ხომ გამისინჯავთ?-ვუთხარი და კვერცხი გამოვიღე.
-აუცილებლად,სხვათაშორის ნერსე გიჟდება ყიყლიყოებზე ბავშვობიდან.
ნერსეს ხსენებაზე სახე მომეღუშა.
-სულ დამავიწყდა..კაბისთვის მადლობა ულამაზესია მე კიდევ ეგრევე გავაფუჭე.
-არაფრის საყვარელო,ეგ არაფერია მთავარია კარგად ხარ,თორემ ეგეთ კაბას ჩვენს მეზობელს კიდევ შევაკერინებ თუ გინდა.
-არა როგორ გეკადრებათ-ვუთხარი და კვერცხის თქვეფა დავიწყე.
მარინე ძალიან საყვარელი და საინტერესო ადამიანი აღმოჩნდა..დედასთან არასდროს გამიტარებია ასე დრო ახლა დაახლოებით ვხვდებოდი რას გრძნობდნენ ჩემხელა გოგონები,როდესაც სამზარეულოში დედასთან ერთად ფუსფუსებდნენ,ჩემი ყიყლიყოები მოეწონა..რათქმაუნდა ვერაფერი გამიქარვებდა იმ დარდს,რომელიც ჩემს გულში იყო,მაგრამ ცხოვრების ხალისს ვიბრუნებდი ცოტახნით მაინც.
მთელი დღე აქეთ იქით დავბოდიალობდი,მარინეც საქმეზე გავიდა..ჩემი მომავალი მამამთილი და ამ ქალაქის “მამა” ბატონი ზურა დილით ჯერ კიდევ გათენებული,რომ არარის მაშინ გადის და დილას ეკლესიაში ლოცვუთ ხვდება,ბათუ და ნერსეც გასულები იყვნენ..ალბათ ახლა საუკეთესო შანსი მქონდა გაქცევის,მაგრამ ვინ მომართვა სახლს გარშემო დაცვა იცავდა ყოველ ნაბიჯზე იდგნენ..შანსიც კიარ მქონდა..ოთახების თვალიერება დავიწყე..შემთხვევით ბიბლიოთეკას გადავაწყდი. ულამაზესი და უმყუდროვესი სიტუაცია დამხვდა.
წიგნებს თვალი გადავავლე..იქვე ბუხარი გიზგიზებდა..როგორ მიყვარს ლიტერატურა..ეროვნულებზეც კი ქართული ჩავაბარე დამატებით საგნად..ეროვნულები სულ გადამავიწყდა..ზოგადად სწავლას ყოველთვის დიდ დროს ვუთმობდი. პროფესიად კი იურისტობა შევარჩიე.
უცნაურია,მაგრამ სულ სამი უნივერსიტეტი მეწერა..პირველი თავისუფალი უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტი,მეორე ჯავახიშვილის და მესამე საქართველოს უნივერსიტეტი. რომ დავფიქრდი ძალიან გამეცინა იმაზე,რომ მე ვიქნებოდი პირველი იურისტი,რომლის ემეტესი უფლებები მხოლოდ ორ დღეში დაირღვა თან საქმე ეხება სისხლის სამართლის დანაშაულს..სასაცილოა სატირალი,რომ არიყოს.
ბიბლიოთეკიდან გამოვედი და ოთახების თვალიერება განვაგრძე ერთი ოთახი დაკეტილი დამხვდა. დანარჩენები ჩემსას გავდა ალბათ სტუმრებისთვის იყო განკუთვნილი..ერთ-ერთი ოთახის კარი გავაღე და თვალში პირველი უდიდესი აივანი და ამ აივნის ხედი მომხვდა..აფსუს ჩემი ფოტოაპარატი მაინც მქონოდა. აივნიდან ორი უდიდესი მთის კვეთა ჩანდა..ღრუბლები იმდენად ქვემოთ იყვნენ,რომ ახტომისას შემეძლო შევხებოდი. ასეთი მწვანე,როგორიც მთები იყო არცერთი საღებავების პალიტრაში მქონდა ნანახი..მოაჯირს დავეყრდენი და ქვემოთ ჩავიხედე..ახლა მესამე სართულზე ვიყავი. ამ ოთახის ქვემოთ სვარაუდოდ ჩემი ოთახი იყო.
დიდი სიამოვნებით ვთხოვ მარინეს ამ ოთახში გადმოსვლაზე.
უკან,რომ შემოვტრიალდი მაშინღა შევნიშნე ტანსაცმლით სავსე კარადები,სუნამოებით და სამაჯურებით გატენილი მაგიდა,ჩოხები,რომელიც რაღაცის მიმდევრობით იყო დალაგებული..და ნაბადი..ნაბადი,რომელიც გამოყოფილად ეკიდა კარადაში.
ეს ნერსეს ოთახი იყო..ახლაღა შევამჩნიე,რომ ტყავის სამაჯური ეკეთა გუშინაც და დღესაც..სუნამოს დავსუნე და მისი სუნი ვიგრძენი,თუმცა ნერსეს სუნი უფრო გამორჩეული იყო ვიდრე ეს სუნამო.
მთავარი კარის ხმა გავიგე და სუნამო მაგიდაზე დავდგი..ოთახიდან გამოვიქეცი და მეორე სართულზე ჩავირბინე.
-მოვედი!-ნერსეს ყვირილი ძალიან კარგად გავიგე..ოთახში შევედი და კარს მივეყუდე.
ცოტახანში ოთახის კარზე კაკუნი გაისმა.
-კარი გავაღე და ნერსე მედგა წინ.
-რახდება?
-შენი ნივთები მოიტანეს და თუ არაფერს აკეთებ შემოიტანენ.
-რა ნივთები?!
-რავიცი რაც სახლში გქონდა ყველაფერი წამოიღეს.
-კარგია.
არაფერი უთქვამს შეტრიალდა და წავიდა.
მალე ყველა ნივთი რაც გამაჩნდა ამ ოთახში იდო.
აღარაფრის თავი მქონდა ცხელი შხაპი მივიღე,ჩავიცვი და საწოლში შევიკეცე.
რაღაც არ მომწონდა,ავდექი და კარები გამოვაღე,სიცივე ნამდვილად მაწუხებდა,მაგრამ უჰაერობას მერჩივნა ძილის გაგრძელება ვცადე,მაგრამ ყველგან ნაბადანები და ჩოხოსნები მესიზმრებოდნენ..უცბად საშინელი სპირტის სუნის მეცა ოთახში მარტო არვიყავი ვიღაც ჩემს გათიშვას ცდილობდა..პირზე ხელს მაფარებდა,მაგრამ ბოლო ხმაზე ვყვიროდი. ბოლოს რაც დავინახე ეს “მთავარის” ერთერთი ჩოხოსანი იყო.

პ.ს მეოთხე თავიც დასრულდა..იმისგამო,რომ კომენტარებში რამდენიმე თქვენგანმა იფიქრა,რომ ამ ისტორიის ტრადიციებს კონკრეტულად ერთი სოფლიდან ვიღებ ასე არარის კიდევ ერთხელ ვიმეორებ..ზოგი ტრადიცია ნამდვილად გაგვაჩნდა ქართველებს ზოგი კი ჩემი ფანტაზიის ნაყოფია..უბრალოდ ყველა მთის ტრადიცია გავაერთიანე ისტორიაში მოცემულ სოფელში სულ ესარის..ველოდები შეფასებებს ❤️❤️❤️



№1  offline წევრი Elea_Nora

არაა არაააა არააა! მთავარმა არ მოიშალა თავისი ხოდა მიიღოს ახლა გაგიჟებული ნერსე. აი ვიცოდი რომ ანასტასიას მშობლები ამას იზამდნენ რაა. ეს სულ ადვილი მისახვედრი იყო. ახლა რა ეშველება ნასიას? ბათუ მომწონს და მომკალი, ჩემი იყოს რააა:დდდდ მოკლედ ახალ თავს ველოდები და წარმატებები!

 


№2 სტუმარი სტუმარი ციკო

სუპერრრრრრ,ძაან მაგარი თავი იყოო,ნერსე ჩემი სიცოცხლეა,ვგიჟდები ისე მომწონს,არც ტასოა ნაკლებად საყვარელი,ბათუც მაგარი როჟააა,ნუ ამ თავს რაც შეეხება ძაან მომეწონა,ისტორიაც ნელნელა გახურდა,ისე ვისაც აინტერესებს ეს სისხლის აღება სვანეთში იყო გავრცელებული

 


№3 სტუმარი ......m....

საინტერესოა, ეს თავი შედარებით დიდი და მეტად ემოციური იყო, რაც უფრო ალამაზებს ისტორიას.
ასე გააგრძელე და მოგყვები ბოლომდე...
წარმატებები!

 


№4  offline წევრი anako

ვაიმეე მოვკლავ მთავრს თუ ვინცაა და მერე იძიონ შური თუ მაგარია rage rage
რას გადაეკიდნენ ამ საცოდავს,უდიდესი სიამოვნებით ჩავაძაღლებდი მთავრს თავისი ჩოხოსნებით
rage rage rage
ხო კიდე მიყვარს ნერსე ძალიან heart_eyes heart_eyes
შენც რადგან ასე კარგად წერ kissing_heart kissing_heart
მოკლედ ახალ თასვ ველოდები მალე და მაინტერესებს ნერსე რას მოიმექმედებს,მინდა რომ ის მთავარი მოკლას smiling_imp smiling_imp მარა სადაა ეგრე
მოკლედ მიყვარხარ შენც და ეს ისტორიაც kissing_heart kissing_heart kissing_heart

 


№5  offline წევრი truelove

power
ვაიმეე მოვკლავ მთავრს თუ ვინცაა და მერე იძიონ შური თუ მაგარია rage rage
რას გადაეკიდნენ ამ საცოდავს,უდიდესი სიამოვნებით ჩავაძაღლებდი მთავრს თავისი ჩოხოსნებით
rage rage rage
ხო კიდე მიყვარს ნერსე ძალიან heart_eyes heart_eyes
შენც რადგან ასე კარგად წერ kissing_heart kissing_heart
მოკლედ ახალ თასვ ველოდები მალე და მაინტერესებს ნერსე რას მოიმექმედებს,მინდა რომ ის მთავარი მოკლას smiling_imp smiling_imp მარა სადაა ეგრე
მოკლედ მიყვარხარ შენც და ეს ისტორიაც kissing_heart kissing_heart kissing_heart


მადლობა ესეთი შეფასებებისთვის ძალიან მახარებ ხოლმე ❤️❤️❤️

 


№6  offline აქტიური მკითხველი ანი ანი

ძალიან მაგარია როგორც ყოველთვის..
მიხარია ყველა თავი ერთმანეთზე უკეთესი და ერთმანეთზე უფრო ემოციურები როა..
ნერსეზე ვგიჟდებიიი.. ვაბოდეებ.. ძალიან მესაყვარლება მისი ტიპაჟი.. მართლა ძალიან შემიყვარდა უკვე...
ველი ახალ თავს მოუენლად. ასე განაგრძე წარმატებები..
პ.ს ფოტოების გადაღებაზე მეც ვგიჟდები :დ

ისე დღეს იქნება?

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent