შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მარტოხელა დედა. სრულად


3-07-2019, 22:29
ავტორი katiusha
ნანახია 65 924

მარტოხელა დედა.
ამბობენ ცხოვრება ყოველთვის იმას გვიბრუნებს და იმის პასუხებს გვიგზავნის ბუმერანგივით,რასაც თითოეული ჩვენთაგანი გააკეთებს ან ჩაიდენს.მეც,მთელი ჩემი ცხოვრების ოცდახუთი წლის მანძილზე ვიცოდი რომ სიკეთე და სითბო უანგაროდ უნდა გამეცა,არაფერს უნდა დავლოდებოდი საპასუხოდ,მითუმეტეს მადლობას,მჯეროდა რომ ღირსეულად ვცხოვრობდი და არც ისეთი მიუტევებელი ცოდვა მქონდა ჩადენილი,რომ ცხოვრებას ასე გავეწირე და ამ ყველაფრის საპირისპიროდ მოებრუნებინა ჩემთვის ყველაფერი.რას გაიგებ? შეუცნობელია გზანი უფლისანი,ის არასოდეს გვიგზავნის ისეთ განსაცდელს,რასაც ალბათ ვერ გავუძლებთ და ვერ გადავიტანთ…
ყველაფერი ოცდახუთი წლის ასაკში შეიცვალა,როცა ჩემს ცხოვრებაში პირველი სიყვარული მეწვია და ბედნიერების მეცხრე ცაზე მყოფი მიწას ისე მწარედ დავენარცხე,რომ გონს მოსვლა კარგა ხანს გამიჭირდა. დეპრესიიდან გამოსასვლელად წლები დამჭირდა.არადა ყველაფერი სხვანაირი იყო.ის უეცრად შემოიჭრა ჩემს ერთფეროვან ცხოვრებაში და ისეთი ქარიშხალი შემოიტანა,რომ ყველაფერი აურია,თავდაყირა დააყენა… ერთად გატარებული უბედნიერესი სამი წელი.ბედნიერი დღეები,უაზრო ხეტიალში მოვლილი ქალაქის ქუჩები,საუბრები სხვადასხვა თემებზე,სიუპრიზები.საჩუქრები,ერთმანეთის სამეგობროს გაცნობა.ამ პერიოდში მისთვის ჩაბარებული ქალიშვილობა,რომელიც სრულიად გააზრებულად მოხდა, მერე მშობლების გაცნობა,ქორწილისთვის მზადება და მოლოდინი,რომ ვიქნებოდი საუკეთესო პატარძალი, საკუთარ წარმოსახვაში შექმნილი კაბა რეალობაში გადმოვატანინე და წუთებს ვითვლიდი რომ ამ კაბით მის წინაშე წარვსდგებოდი..მერე..მერე იმ საბედისწერო დღეს გაისმა ტელეფონის ზარი,რომელმაც სრულიად შეცვალა ჩემი ცხოვრება და ამ კაბით დავრჩი რეალობის წინაშე. თავზე დამენგრა ყველაფერი ყოველგვარო ახსნის და მიზეზის გარეშე…
დაიწყო ტკივილიანი დღეები, ტირილში გათენებული ღამეები, პასუხგაუცემელი კითხვები და ცრემლებისგან დასველებული ბალიში...დეპრესია, რომლისგან თავის დაღწევა არ მსურდა.არ მინდოდა არც ჭამა,არც ძილი,არც დამშვიდება და ნუგეშისცემა, ეს უარეს დღეში მაგდებდა.მივატოვე სწავლა და წარჩინებული სტუდენტი,რომელიც პრაქტიკულ კურსს წარმატებით ვასრულებდი გამრიცხეს…
სახლში ყოფნა და ფანჯარაში ყურება. მოლოდინი იმის რომ დაბრუნდებოდა, ისევ დავინახავდი იმ ქუჩაზე ღიმილით მომავალს….
რა თქმა უნდა ადამიანს ყოველთვის ერთგული მეგობარი ან მეგობრები გიმაგრებენ ზურგს და ეს სიტუაცია არ გამორჩენიათ მათაც.სამეგობრო კი საკმაოდ დიდი მყავდა ზოგი ბავშვობის დროინდელი და ზოგიც სტუდენტობისას შეძენილი,მაგრამ ყველანი ნამდვილები..მუდამ ერთად მყოფებს არ გამოჰპარვიათ რომ ჩემს თავს იმაზე სერიოზული რაღაც ხდებოდა,ვიდრე უბრალოდ მიტოვება ან დაშორება იყო…
პირველმა ირმამ მნახა ასეთ მდგომარეობაში და მაშინვე აფრინა საგანგაშო ზარი სოფიასთან და კატოსთან.მათაც ბავშვები ბაღში დატოვეს თუ არა მაშინვე ჩემთან გაჩნდნენ..მთელი დღე საუბრის და ხვეწნა-მუდარის შემდეგ იმას მიაღწიეს რომ მხოლოდ საჭმელი მაჭამეს,ცოტა მოვფერიანდი.
-ასე რატომ იქცევი?კარგი რა,ვინ არ დაშორებია შეყვარებულს? ბოლოსდაბოლოს აწყობილი ოჯახები ინგრევა,ცოლ-ქმარი შორდება,შენ კი რა ვერ გადახარშე ეს ამბავი?თვეზე მეტი გავიდა და შენ მაინც ისევ ისე ხარ.-ბუზღუნებდა ირმა.
-კარგი ირმა,ნუ უმატებ,-დაუბრიალა თვალები სოფიამ.-დაბრუნდება,აი ნახავ დაბრუნდება,უშენოდ ვერ გაძლებს,თუ არადა შენს ცხოვრებაშიც გამოჩნდება ვინმე და შენც ბედნიერი იქნები.
-გთხოვ მეგობარო,ასე ნუ იქცევი, საკუთარ თავს მიხედე,არ გეცოდება? იმედი არ დაკარგო, ყველაფერი კარგად იქნება.
ბოლოს ითათბირეს და გადაწყვიტეს რომ მარტო ჩემი დატოვება არ შეიძლებოდა,ამიტომ ირმამ თავისთან წამიყვანა.მარტო ცხოვრობდა ქმართან და პატარა გაბრიელთან ერთად.ბავშვი ისე მამხიარულებდა, რომ ხანდახან ყველაფერს მავიწყებდა.ერთი კვირის შემდეგ აღმოვაჩინე,რომ ორსულად ვიყავი. თვალებგაფართოებული ვიჯექი ირმას მისაღებში,წინ მეგობრები მესხდნენ და ხმას ვერც ერთი იღებდა…
-უნდა გააჩინო,-გაისმა სოფიას ხმა.
-არ შემიძლია,ცხოვრებას დავიმახინჯებ, ვეღარასოდეს შევქმნი ოჯახს,ვერც ჩემები გაიგებენ ამას და არც მიმიღებენ,უარს იტყვიან ჩემზე.
-გაჩუმდი,აბორტი არ გამაგონო,არც მე მქონდა დაგეგმილი ოთხი შვილი, მაგრამ ვერც ერთზე ვთქვი უარი.ასე რომ დაფიქრდი და მიხვდები რამხელა საჩუქარია დედობა… - კვლავ აქტიურობდა სოფია.
-უნდა იბრძოლო,მასაც უნდა უთხრა.
-არა კატო,მან არ უნდა გაიგოს.ბავშვს არ გამოვიყენებ მის დასაბრუნებლად.
-მაშინ ასე უნდა დაიტანჯო?მას აქვს უფლება იცოდეს.მარტო გაგიჭირდება გაზრდა,თანაც შექმნაში ხომ მიიღო მონაწილეობა?
-ხოდა არ გავაჩენ..
-არ გაბედო მეთქი,გესმის?აბორტის გაკეთება არ გაბედო,-ლამის მიყვირა ირმამ.-შენ ექიმი ხარ და არ გაქვს უფლება სიცოცხლე მოუსწრაფო ჯერ არ დაბადებულ,უცოდველ ბავშვს,მას ნუ აგებინებ პასუხს თქვენს შეცდომებზე.
-არ მინდა არაა,-ავყვირდი,ავკივლდი და ისეთი იტერიკა დამემართა,რომ სასწრაფო გამოიძახეს და დამამშვიდებელი გააკეთებინეს,მათი ქმრები კი გაკვირვებულები მიყურებდნენ თუ რა ხდებოდა.
მეორე დილით ცოტა დამშვიდებული სახლში დავბრუნდი,იქ აღარ დავრჩი,დაფიქრება მინდოდა…
მერე იყო უაზროდ მიღებული გადაწყვეტილება და შეცდომა, რომელიც შეიძლება ვერასოდეს გამომეწორებინა.ხელში ჩავიყარე წამლები და ერთიანად გადავყლაპე. არ გამომივიდა, ამჯერად კატომ მომისწრო.. გადამარჩინეს.. უფრო სწორად გადაგვარჩინეს… საავადმყოფოში საბოლოოდ მივხვდი რას ნიშნავს დედობა,როცა ჩემი სამი მეგობარი შვილებით მომადგნენ სანახავად. მაშინ მივხვდი რომ ჩემს სხეულში იზრდება ახალი სიცოცხლე და მე უკვე მქვია დედა..
რამდენიმე დღე დამტოვეს, მოვღონიერდი…
მერე იყო მშობლებთან მისვლა და მათთვის ყველაფრის ახსნა.ვერ გამიგეს,არც მქონდა იმედი რომ მიმიღებდნენ..ცხვირწინ მომიხურეს კარი..ასეთი შვილის სცხვენოდათ. ცნობილი გვარის წარმომადგენელს ასეთი სამარცხვინო საქციელის ჩადენა არ მაპატიეს.გვარიდან მომკვეთეს კეთროვანივით.არავის უცდია ჩემი დაცვა.
უკან დავბრუნდი ჩემს პატარა ნაქირავებ ბინაში.გადაუხდელობის გამო მეორე დღეს მეპატრონე მომადგა და ბინის დაცლა მთხოვა. მხოლოდ ტანსაცმელი ჩავალაგე და ირმას მივადექი. საღამოს ისევ ერთად ვიჯექით ყველა და გამოსავლის პოვნაზე ვმსჯელობდით.მათი ქმრები ჯერ მამტყუნებდნენ, მიბრაზდებოდნენ, მერე ცოტა მოლბნენ, რომ დამინახეს რა მდგომარეობაში ვიყავი.
-აქედან უნდა წახვიდე,ცოტა ხნით მაინც,-თქვა სოფიამ.
იმ წუთში სკაიპში ზარი გაისმა,ყველამ ერთმანეთს გადახედა,მაშინვე მივხვდით გამოსავალი რა იყო..
ყველამ ერთად შეკრიბა ფული, მოამზადეს საბუთები,მიყიდეს თვითმფრინავის ბილეთი და ჩვენს კიდევ ერთ მეგობართან თაკოსთან გამიშვეს გერმანიაში…
აქ დაიწყო სხვა ცხოვრება ჩემთვის, გერმანიაში ჩასულს ჩემი ნების საწინააღმდეგოდ მომიწია აქაური ცხოვრებისთვის ფეხის აწყობა,სულ დამავიწყდა ტკივილი და დარდი,უფრო სწორად მიყუჩდა დროებით. თაკო უზომოდ გახარებული იყო ჩემი ჩასვლით,უცხო ქვეყანაში მარტო მყოფს მისთვის ერთგვარი შვება ვიყავი,მე მისთვის ის ჩემთვის..დავდიოდით ერთად, ვათვალიერებდით ქალაქს, ვეცნობოდი აქაურობას.ის ყველაფერს აკეთებდა რომ თავი კარგად მეგრძნო. თაკომ თავისი სიტყვა თქვა ჩემს ცხოვრებაში..მამზადებდა გერმანულში და ჩემი საბუთები მაგისტრატურაში შეიტანა. გამოცდები წარმატებით ჩავაბარე...
გადიოდა დრო,იზრდებოდა ჩემი მუცელი და ახლოვდებოდა მშობიარობის დრო…
მერე კი ჩემს ცხოვრებაში შემოვიდა ჩემი შვილი -ჩემი გიორგი,რომელმაც კიდევ უფრო სხვა ადამიანად მაქცია და დამანახა რას ნიშნავს იყო დედა, მივხვდი რამდენი რამის მოთმენა და ატანა გიწევს შვილისთვის..
გერმანიაში რამდენიმე თვით წასული რამდენიმე წელი დავრჩი.დავამთავრე მაგისტრატურა.ვიმუშავე საავადმყოფოში, იმდენ ფულს მოვუყარე თავი,რომ თბილისში ბინის ყიდვა შევძელი.რამდენიმე წარმატებულ საავადმყოფოს ჩემი მონაცემები გადავუგზავნე,დადებითი პასუხი როგორც კი მომივიდა,ხელო მოვკიდე ჩემს შვილს და თაკოსთან ერთად დავბრუნდი…
ჩემს ცხოვრებაში არ ყოფილა მამაკაცი, რამდენიმე გერმანელს კი ჰქონდა მცდელობა მაგრამ დასაწყისშივე დავასრულე,ალბათ იმიტომ რომ ჩემი გული ყოველთვის ერთ ადამიანს ეკუთვნოდა,ჩემი შვილის მამას...
მოკლედ ასე მე მარიამ მაყაშვილი ვარ. ახლა ოცდათორმეტი წლის, მარტოხელა დედა და ვიწყებ ისტორიის მოყოლას,რომელიც ჩემი თბილისში დაბრუნებიდან ერთი თვის შემდეგ დაიწყო…
****
მძიმე სამუშაო დღე იყო,ზოგადად კვირის ბოლოს სულ ასე ხდებოდა ვერასოდეს ვახერხებდი სახლში დროულად წასვლას და შვილის საბავშო ბაღიდან დროულად გამოყვანას.ამჯერადაც ასე იყო,ოპერაცია გვიან დავასრულე, პაციენტის ახლობლებს ოპერაციის შედეგი გავაცანი და მერე საავადმყოფოს დერეფანს გავუყევი რეგისტრატურისკენ რომ პაციენტის ანკეტა ჩამებარებინა,გზად ყავა ვიყიდე აპარატიდან,თან კატოს დავურეკე.
-გთხოვ გიო საბავშვო ბაღიდან გამოიყვანე თუ შეგიძლია.
-ისევ მორიგე ხარ?ცოდოა ბავშვი ასე,ან ძიძა აიყვანე ან სამუშაო გრაფიკი შეცვალე,-მორიგი რჩევა-დარიგეგებით შემოიფარგლა ის.
-კარგი,კარგი,რამეს ვიზავ,ოღონდ ამ ერთხელაც მიშველე.-შევეხვეწე.
-გამოვიყვან,და მერე ჩემებს გავუვლი, მაკდონალდსში უნდა წავიყვანო და იქ მოდი შენც..
-მადლობა მეგობარო,გკოცნი,ჩემი თბილი და საყვარელი გოგო ხარ შენ.
-აფერისტო,-გაეცინა მას.
რეგისტრატურაში ჩავედი,პაციენტის ანკეტა ჩავაბარე,ხელი მოვაწერე საჭირო საბუთებს და ის იყო გამოსაცვლელ ოთახში უნდა წავსულიყავი,რომ სასწრაფო გამაყრუებელი კივილით შემოიჭრა ეზოში.მაშინვე მივხვდი რომ მძიმე პაციენტი მოიყვანეს,ნახევრამდე ჩასული ყავის ჭიქა ურნაში მოვისროლე და იქით გავიქეცი. ახალგაზრდა გოგონა საკაცეზე იწვა გონდაკარგული და გაფითრებული, პირიდან ქაფი გადმოსდიოდა და დროდადრო შეტოკდებოდა ხოლმე, კრუნჩხვა ემართებოდა.გოგონა სახეზე მეცნო,მაგრამ ვერ გავიხსენე საიდან.ჯერ კიდევ ბავშვი იყო,ახლა იწყებდა დაქალებას.სასწრაფოს ექიმმა ანკეტა მომაწოდა,მაგრამ სანამ მასში ჩავიხედე,მანამ მოისმა შემოსასვლელი კარიდან ქალის კივილი და ხმაური და უცნობი ადამიანები შემოცვივდნენ,რაც უფრო გვიახლოვდებოდნენ,მით უფრო ნათლად ვარჩევდი ვინ იყვნენ ისინი. დასამტკიცებლად ანკეტას დავხედე. ჰო ის იყო,არ ვცდებოდი-ელენე ქართველიშვილი ამოვიკითხე და ვიგრძენი როგორ გამომეცალა ფეხქვეშ მიწა.ძალა მოვიკრიბე,კიდევ ერთხელ გავიხედე უკან და გოგონასთან ერთად საოპერაციოს კარს მიღმა გავუჩინარდი….
თავის ხელში აყვანა და გაკონტროლება იმდენად გამიჭირდა, კინაღამ მე თვითონ დამჭირდა ექიმი. პაციენტის ანკეტას და წინასწარ შეგროვებულ ცნობებს კიდევ ერთხელ გადავხედე და მოქმედებაზე გადავედით.
-მოწამლულია,სასწრაფოდ კუჭი ამოვურეცხოთ და ანალიზები ავუღოთ. წნევა აკონტროლეთ…
სანამ გოგონას მდგომარეობა არ დასტაბილურდა მანამდე ვიყავი მასთან ინტენსიური თერაპიის პალატაში.ალბათ უფრო იმიტომ რომ მის ახლობლებთან შეხვედრას ვერიდებოდი.ვერც სხვას გავუშვებდი,მკურნალი ექიმი მე ვიყავი და ესეც რომ არა მე ფიცი მქონდა დადებული და პირველ რიგში პაციენტის სიცოცხლე უნდა დამეყენებინა ყველანაირ პირადულზე წინ.ერთ საათზე მეტი გავიდა,მის საწოლთან ვიჯექი,მისი ხელი მეჭირა და გაყინულ თითებზე ვეფერებოდი.
-რამხელა გოგო ხარ უკვე ელე..არადა როგორი პატარა მახსოვხარ,მაშინ თერთმეტი წლის იყავი...რა დაგემართა?რა მოხდა ასეთი?არ მინდა დავიჯერო რომ სცადე.-კითხვები მოსვენებას არ მაძლევდა.თავში ჭიანჭველებივით დაფუსფუსებდნენ…
უკვე გვიანი იყო,ჩემი სამუშაო საათები დიდი ხნის უკან ამოიწურა. ექთანს დავუძახე,ვთხოვე მასთან დარჩენილიყო და ერთი წუთით არ დაეტოვებინა მარტო და როგორც კი ანალიზების პასუხი მოვიდოდა, მაშინვე შეეტყობინებინა ჩემთვის…
ანკეტას ხელი დავავლე და მიმღებისკენ წავედი,რაც უფრო მეტად ვუახლოვდებოდი მათ,მით უფრო ამიჩქარდა გული და ყელში მომებჯინა,ადვილი არ ყოფილა ჩემთვის მათთან პირისპირ შეხვედრა. გულმა დარტყმებს უმატა,კუთხეში მიმჯდარიყვნენ ელენეს მშობლები. ქმარს ცოლისთვის ხელი მოეხვია და ჩაეხუტებინა,დროდადრო ქალი ამოისლუკუნებდა და ცრემლებს მოიწმინდავდა ხოლმე.საპირისპირო მხარეს მისი ძმები კედელს მიყრდნობოდნენ და გულზე დაეკრიფათ ხელები,აშკარად ნერვიულობდნენ ისინიც.იქვე კი ახალგაზრდა გოგო იჯდა,მივხვდი მისი ცოლი იყო.უდარდელი სახით იჯდა და ტელეფონში რაღაცას ჩაჰყურებდა, უცხო თვალს არ გამოეპარებოდა ეს..
თავი მაღლა ავწიე,ძალა მოვიკრიბე და თამამად წავედი მათკენ.ნეტავ თუ მიცნობენ ან რა რეაქცია ექნებათ როცა დამინახავენ?რას მეტყვიან? ერთ დროს ხომ მათ სარძლოდ ვითვლებოდი.
-გამარჯობათ,-მივესალმე მათ.
ყველა უცებ წამოხტა და ჩემს წინ გამწკრივდნენ.ერთმანეთის მიყოლებით ჩამოვატარე მზერა ყველას და მის ცოლზე შევჩერდი.
„-ნეტავ რას ფიქრობს ახლა? “-გავიფიქრე და უცებ საკუთარი თავის შემრცხვა,ახლა ამის დრო არ იყო.ის კი შევნიშნე,როგორ გააპარა ხელი და როგორ ჩაჰკიდა მას.
-შენ?-პირველი ქალს დასცდა
-მოგესალმებით ქალბატონო მარინა, როგორ ბრძნდებით?
-როგორ ვიქნებით,ჩემი ელენე საავადმყოფოშია,-შემომტირა.
-ვიცი,მე მისი მკურნალი ექიმი ვარ.
-შენ მაინც მითხარი როგორაა ჩემი შვილი.
-ჯერჯერობით სანერვიულო არაფერია, კუჭი ამოვურეცხეთ,ეტყობა რაღაცამ აწყინა,ანალიზები ყოველი შემთხვევისთვის მაინც ავუღეთ და პასუხებს ველოდებით,მანამდე კი რამდენიმე კითხვას დაგისვამთ.
-მადლობა ღმერთს,-შვებით ამოისუნთქა ქალმა და ქმარს იმედიანად შეხედა.
-მარტო ესაა?მხოლოდ უბრალო მოწამვლის გამოა ჩემი და ასეთ დღეში?-მისმა ხმამ ჰაერი გააპო და ჩემამდეც მოაღწია.ისევ ისეთი ხმა ჰქონდა,ხმა რომელიც ოდესღაც მე მეკუთვნოდა და ჭკუას მაკარგვინებდა.
-მოწამვლა უბრალოდ მოწამვლა არაა და ის საკმაოდ საშიშია,თუ დროული დახმარება არ აღმოუჩენეთ პაციენტს, ხშირად სავალალო შედეგითაც მთავრდება,ასე რომ დამშვიდდით ბატონო გიორგი და დამაცადეთ ჩემი საქმის გაკეთება,-მკაცრად ვუპასუხე მას.
-დამშვიდდი შვილო,მიდი დედაშენს ყავა მოუტანე ან წყალი,ჩვენ კი მარიამს დაველაპარაკებით…
თითქმის ძალით გაუშვა მამამ შვილი იქიდან და ჩემსკენ მობრუნდა კითხვების მოლოდინში.
-ბოლო პერიოდში თქვენი ქალიშვილისთვის უცნაურობა ხომ არ შეგინიშნავთ ან ცუდად ხომ არ გამხდარა?ან რამე მსგავსი ხომ არ დასცდენია თქვენთან?
-ისეთი არაფერი,ჯანმრთელი ბავშვი იყო.არის უფრო სწორად,მხოლოდ ერთი უცნაურობა სჭირდა ყოველი კონცერტის ან გასტროლის წინ ნერვიულობდა,იმდენად რომ ჭამითაც ნაკლებად ჭამდა და ამიტომ ვიტამინების მიცემა გვიწევდა მისთვის.ის ხომ ანსამბლის წამყვანი მოცეკვავეა,მერე დამამშვიდებლებს ვასმევდით ექიმის მითითებით და ყველაფერი ლაგდებოდა.
-და ამ ყველაფერს სახეზე ცვლილება გაფერმკრთალება და თვალების ჩაცვენა ახლდა თან?-ვკითხე ბოლოს
-არა,მსგავსი არაფერი,უბრალოდ ეგ ბოლო ერთი კვირაა რაც დაეწყო. ხო,თავბრუც დაეხვა რამდენჯერმე.
-კარგით,მეტი კითხვა არ მაქვს ამ ეტაპზე,დანარჩენს ანალიზების პასუხი რომ მოვა,მერე გაგაგებინებთ. ვფიქრობ ეს ნერვიულ ფონზე დაემართა,მაგრამ მაინც დაველოდოთ.-დავაიმედე,მაგრამ გულში ვფიქრობდი რომ ყველაფერი უფრო სხვანაირად იყო და ელენეს თავს რაღაც ხდებოდა,რაღაც სერიოზული.
-ხომ ნამდვილად კარგად იქნება ჩემი შვილი?-ხელებში მწვდა მარინა და იმედის თვალით შემომხედა.
-კი,კარგად იქნება,-მის გაყინულ ხელებს მოვეფერე.
-შვილი გადამირჩინე მარიამ,გთხოვ,- შემომტირა მან,-ვიცი სულგრძელი ადამიანი ხარ და ჩემი შვილის ცოდვების გამო ელენეს არ დასჯი.
-ეს არც მიფიქრია ქალბატონო მარინა,ერთი წუთითაც არ მიფიქრია. ჩემი და გიორგის ურთიერთობა წარსულია,წარსული,რომელიც წარსულში დარჩა და დიდი ხანია დავივიწყე,თანაც არ ღირს ამის გახსენება.
თავი რომ ავწიე გიორგის თვალებს შევეჩეხე.ყავის ჭიქებით ხელში იდგა და გვიყურებდა.
-დედა ცუდად ხომ არ ხარ,მოდი ჩამოჯექი,ახლა ამაზე საუბრის დრო არაა.-სიცივე გაერია მის ხმაში.
-დამამშვიდებელს მოვატანინებ.-მის წინ ჩავიცუცქე და პულსი შევუმოწმე.
-არაფერი არ უნდა,-უხეშად გამომაწევინა ხელი,არ ვიცი რატომ გაღიზიანდა ასე ან მე რა დავაშავე.
-დედა აი ყავა დალიეთ,დაბალი წნევა გაქვთ და ცოტა აგიწევთ,-გვერდით მიუჯდა რძალი და ყავის ჭიქა მიაწოდა.ო,როგორი ყალბი ჩანდა ეს ყველაფერი.
-კარგად ვარ,კარგად.არაფერი არ მინდა.მადლობა მარიამ,მადლობა რომ ასეთი კარგი ხარ და მაინც მიაღწიე იმას,რაზეც ოცნებობდი.
-მადლობთ ქალბატონო მარინა,-უცებ მზერა შემოსასვლელ კარზე გამიჩერდა.ღიმილი სახეზე შემეყინა. კატო გამოჩნდა ბავშვებთან ერთად და პირდაპირ ჩვენსკენ მოდიოდა..
როგორც კი გიომ დამინახა,მაშინვე ჩემსკენ გამოიქცა ყვირილით.
-დეე,დეე,როგორ მომენატრეე, -ხელები გაშალა, ჩამოუქროლა ყველას,მათ შორის ქართველიშვილების ოჯახს და მუხლებზე მომეხვია.
-დედიკო იცი კატო ნათლიამ მაკდონალდსში წაგვიყვანა,შენც გელოდებოდით,მაგრამ არ მოხვედი და მერე აქ მოვედით შენთან .-ტიტინებდა ბავშვი და არავის არ აქცევდა ყურადღებას.ხელში ავიყვანე,მანაც თავის პატარა ხელები გაშალა,კისერზე შემომხვია და ლოყაზე მაკოცა.
-დედი რამდენჯერ გითხარი რომ ასე მოქცევა და ყვირილი არ შეიძლება,აქ საავადმყოფოა და ბევრი ხალხი მკურნალობს.ავადმყოფები წუხდებიან
გიოს შერცხვა და თავი დახარა. ქართველიშვილების ოჯახი პატარას უყურებდა და ვინ იცის რას ფიქრობდნენ ან რას გრძნობდნენ ახლა.ნეტავ რას გრძნობდა მამამისი?რამდენჯერ წარმომიდგენია მათი შეხვედრა,მაგრამ ასე არა.
ამასობაში კატოც მოგვიახლოვდა თავის ორ ვაჟკაცთან ერთად და სიცილით მითხრა.
-მაპატიე,ვერ შევაჩერე,ძალიან ცელქია,ეტყობა მამამისს ჰგავს.
-ეტყობა,-ჩავილაპარაკე მე,ბავშვი იატაკზე დავაბრუნე და მათ მივუბრუნდი.
-ახლა დაგტოვებთ,ჩემი სამუშაო დღე დიდი ხანია დასრულდა,შეგიძლიათ თქვენც წახვიდეთ,ელენე დილამდე იძინებს.ხვალ მობრძანდით და მის ნახვას შეძლებთ.
-ძალიან საყვარელია,არ ვიცოდი თუ გათხოვდი,-მითხრა ქალმა.
-დიახ,-ამოვილუღლუღე დაბნეულმა. მათ დავემშვიდობე და სანამ გიოს დაელაპარაკებოდნენ ან რამეს ეტყოდნენ,მანამდე ჩავკიდე ხელი და იქაურობა დავტოვეთ.ბავშვი ენას არ აჩერებდა,ტიკტიკით მიხტოდა და თან იცინოდა.მე კი იქამდე ვგრძნობდი მათ მზერას,სანამ კაბინეტში არ შევედით. კარი ხმაურით მივკეტე და შვებით ამოვისუნთქე.
-რა დაგემართა?-მკითხა კატომ,რომ დაინახა ფერი გადამივიდა.
-ვერ იცანი ისინი?
-ვერა,არ შემიხედავს.
-ის იყო,მამამისი და მისი ოჯახი.-ვუჩურჩულე და შვილს გავხედე, ის ჩემს სავარძელში იჯდა და უკვე აეთვისებინათ იქაურობა კატოს პატარებთან ერთად.
-წარმოუდგენელია,-თვალები გაუფართოვდა მასაც,-რა უნდოდათ?
-ელენეა ცუდად,დღეს მოიყვანა სასწრაფომ.მისი მდგომარეობა არ მომეწონა.
-რატომ?რა სჭირს?
-მგონი სცადა,-ისევ ვუჩურჩულე,რასაც კატოს შეკივლება მოჰყვა,მერე კი პირზე ხელი აიფარა,რომ ბავშვებს არ შეშინებოდათ.ისინი სულ არ გვიყურებდნენ ჩვენ.კომპიუტერში შემძვრალიყვნენ და თამაშობდნენ.
-იმედია ყველაფერი მშვიდობიანად დასრულდება.
-მეც მაგის იმედი მაქვს.ანალიზის პასუხებს ველოდები,ყველაფერს მერე გადავწყვიტავ.
-მასთან დაკავშირებით რას აპირებ?-მანიშნა ბავშვზე.
-არაფერს,ყველაფერი ისე იქნება,როგორც აქამდე იყო.დაე ეგონოთ რომ გავთხოვდი და ქმრისგან მყავს შვილი,თუ მაინცდამაინც კითხვებს დამისვავენ და დაინტერესდებიან,ვეტყვი რომ დავშორდით და საზღვარგარეთაა, მაგრამ არა მგონია რომ ინტერესი გამოიჩინოს ამ თემასთან დაკავშორებით…
-შენ შეიძლება ასე ფიქრობ,მაგრამ სისხლი და გენი თავისას შვება და არ იცი როდის იყივლებს.როდის გაიღვიძებს მასში მამობრივი გრძნობა,თან როგორც ვიცი ცოლთან შვილი ჯერ კიდევ არ ჰყავს..
-არ მინდა იმაზე ფიქრი რა იქნება ხვალ,ზეგ,მომავალში...ახლა მთავარია ელენე იყოს კარგად..
-კარგი,წავალ ახლა მე,გვიანია ისედაც,შენ არ მოდიხარ?
-ერთხელაც ვნახავ წასვლის წინ და მეც წამოვალ მერე.
-როგორც გინდა,აბა ბავშვებო მოემზადეთ,მივდივართ..პატარები ძლივს მოსწყდნენ კომპიუტერს და ბუზღუნით და უკმაყოფილოები გაჰყვნენ უკან დედას.გიომ რამდენიმე წამით მოაშორა თვალი ეკრანს,მერე კი ისევ თამაში განაგრძო..
-მოვკალი დეე,ურჩხული მოვკალი,- იყვირა და გაბრწყინებულმა შემომანათა ბედნიერი თვალები..
-ჩემი ყოჩაღი ბიჭი,-კალთაში ჩავისვი და ლოყები დავუკოცნე..მერე მორიგე ექთანი გამოვიძახე და ელენეს მდგომარეობა ვკითხე.გონს მოვიდაო,- მახარა მანაც.ცოტა ხანს გიოსთან დავტოვე და მის სანახავად წავედი.
ფრთხილად შევაღე კარი და ასევე ჩუმად მივხურე.გოგოს გადავხედე. რეაგირება არ ჰქონია,ერთ წერტილს მიშტერებოდა და გაუნძრევლად იწვა თითქმის ჩაბნელებულ ოთახში.
-ელენე,-ხმადაბლა წარმოვთქვი მისი სახელი,ისევ არაფერი,ისევ იგივე.
-ელენე,შემომხედე,ვერ მიცანი?მე ვარ,მარიამი.ჰო,მე ვარ ის მარიამი,შენ რომ გიჟდებოდი?მაშინ პატარა იყავი. ახლა როგორ გაზრდილხარ..რამდენი წლის ხარ?თექვსმეტი?ჩვიდმეტი? უკვე აღარ მახსოვს.მაშინ ბედნიერი სიცოცხლით სავსე ბავშვი იყავი,ახლა რა დაგემართა?ასეთს რომ გიყურებ საშინლად არ მომწონს, დამელაპარაკე, გთხოვ რამე მითხარი,ნუ ხარ ჩუმად,-ნელა და დაკვირვებით ვლაპარაკობდი, სიტყვებს ვარჩევდი რომ მასზე გავლენა მომეხდინა.. მთელი საუბრის განმავლობაში რეაქცია არ ჰქონია, მხოლოდ ბოლოს მოატრიალა თავი და ტანჯული,ჩამქრალი თვალებით შემომხედა.
-ელენე,ვიცი რომ მიცანი,გთხოვ დამელაპარაკე,გარეთ შენი მშობლები არიან,მათ „ნაბოლარაზე“ ღელავენ, შენი ძმები განადგურებულები არიან ცუდის მოლოდინში.მე მელოდებიან,მე კი არ ვიცი როგორ გავიდე და როგორ ვუთხრა რომ მათმა ქალიშვილმა სცადა.
ამან ნამდვილად იმოქმედა და საბოლოოდ მობრუნდა ჩემსკენ,თვალები ცრემლით აევსო
-მითხარი გთხოვ რა მოხდა.რამ გაიძულა ამის გაკეთება,გპირდები დაგეხმარები.არ დავუშვებ ვინმემ რამე დაგიშავოს.ყველასგან დაგიცავ..
გოგომ ტუჩები ოდნავ გახსნა, შევამჩნიე რაღაცის თქმა უნდოდა, მერე ისევ გაჩერდა და საპირისპირო მხარეს გაიხედა.
-კარგი,მაშინ მე წავალ,გვიანია უკვე,შენ დაიძინე,ანალიზის პასუხებს დაველოდები და ისე მაინც გავიგებ რა გჭირს,-თავზე ხელი გადავუსვი,ვაკოცე და მოვბრნდი,რამდენიმე ნაბიჯი გადავდგი,მისი გაპარული და შეშინებული ხმა რომ მომესმა.
-ორსულად ვარ…
თავზარი დამეცა და ერთ ადგილს მივეყინე.მაშინვე ჩემი თავი და ჩემი წარსული გამახსენდა.იგივე..ისევ იგივე მეორდებოდა ან იწყებოდა..ისევ ის რაც მე გადამხდა,ახლა ამ პატარა გოგოში ხდებოდა,მასში მეორდებოდა ჩემი ცხოვრება,თითქოს ვიღაცამ სპეციალურად გამომიგზავნაო..რატომ მოხვდა ელენე მაინცდამაინც იქ,სადაც მე ვმუშაობდი,მაინცდამაინც მე მომიწია მისი გადარჩენა.რატომ მოიყვანა ბედისწერამ ჩემთან? იქნებ იმიტომ რომ რაც მისმა ძმამ მე გამიკეთა,ცხოვრება ბუმერანგივით უბრუნებდა იგივეს თავისი დის სახით.
არა,ელენეს არ უნდა ეგო ამისთვის პასუხი,ის ჯერ პატარა იყო, გამოუცდელი.ჯერ ახლა იწყებდა ცხოვრებას,ჯერ ყველაფერი წინ ჰქონდა.მეც ცოდო ვიყავი,მაგრამ მე მასზე ბევრად უფროსი ვიყავი და ასე თუ ისე ფეხზე მყარად ვიდექი,მქონდა იმის ძალა რომ ცხოვრების სირთულეებს შევჭიდებოდი.ის? ის ჯერ პატარა იყო.მე კი წარმოდგენა არ მქონდა რა პასუხი გამეცა ან რა მერჩია მისთვის..
ძლივს მივედი სკამამდე, ჩამოვჯექი და ელენეს გადავხედე.
-არ ვიცი რა გითხრა,არა უფრო სწორად ვიცი როგორ არ ვიცი, გამოსავალი არაა. პირიქით,უარეს ტკივილს მიაყენებ შენი ოჯახის წევრებს.
-არ მინდა ეს ბავშვი,გთხოვ მარიამ, აბორტი გამიკეთე და არაფერი არ თქვა.
-ელე,ამას ვერ ვიზავ,არ შემიძლია, ყველაფერი რომ დავივიწყო,იმას რა ვუყო რომ არასრულწლოვანი ხარ და ეს დანაშაულია,ციხე არ ამცდება. იქნებ სხვანაირად მოვიქცეთ, გამოსავალი მოვნახოთ, ბავშვს მამა ხომ ჰყავს,მას დაელაპარაკე.
-არა,მარიამ,შენ არ გესმის, არავინ არ უნდა გაიგოს ეს,სულ არავინ,გთხოვ მომკალი,მომეცი სიკვდილის უფლება რომ ამ სირცხვილს და ამ დამცირებას ავცდე.-აყვირდა გოგო და ისტერიკული შეტევა დაეწყო….მომიწია ექთნების გამოძახება და დამამშვიდებლის გაკეთება.დილამდე ეძინებოდა.ცოტა ხანს კიდევ დავრჩი,მერე კი მორიგე ექთანთან დავტოვე და გამოვედი.
განადგურებული დავბრუნდი სამუშაო კაბინეტში,გიოს დივანზე დასძინებოდა,ექთანს პლედი მიეფარებინა და მის გვერდით იჯდა,თითქოს მის მშვიდ ძილს ყარაულობდა. ელენეს პრობლემების გადამკიდე საკუთარი შვილი და საკუთარი თავის კი დამავიწყდა. მისი აღიარების შემდეგ ისეთი შეგრძნება მქონდა თითქოს ვიღაცამ დროის მანქანის დახმარებით წარსულში დამაბრუნდა და იმ ტკივილის პირისპირ კიდევ ერთხელ აღმოვჩნდი…
ექთანს მადლობა გადავუხადე და გავანთავისუფლე,მერე ტანსაცმელი გამოვიცვალე,გიო ხელში ავიყვანე და გამოვედი. უკვე გვიანი იყო და მეგონა ელენეს ოჯახის წევრები წასულები იქნებოდნენ, მართლაც დერეფანში არავინ დამხვდა.თამამად გავიარე. მიმღების წინ ტაქსი შევნიშნე მე რომ გამოვიძახე.
უეცრად ვიღაცამ დამიძახა და საკუთარი სახელის გაგონებაზე ადგილზე შევხტი.
-მე ვარ,ნუ გეშინია.-სევდა შევნიშნე მის ხმაში,ოღონდ ეს რის ან ვის გამო იყო დანამდვილებით ვერ გეტყოდით.
-არ მეშინია.
-გაქვს დრო?ცოტა ვილაპარაკოთ..
-წასული მეგონე.
-ვერ წავედი,ჩემი „ნაბოლარა“ ვერ მივატოვე.
„-ჰმ,ვერ მიატოვე?მე კარგად მიმატოვე„“-გავიფიქრე გონებაში.
-არ შემიძლია,მას ასეთ დღეში ვერ ვუყურებ.რას არ გავაკეთებ რომ მე ვიყო მის ადგილას
ძალიან შემეცოდა,მის თვალებზე ცრემლი შევნიშნე ან იქნებ მომეჩვენა?
-სამწუხაროა რომ მის ადგილზე ვერ იქნები,მითუმეტეს მიზეზი რომ იცოდე ამას არ იტყოდი,- გავიფიქრე ისევ.
-რატომ დუმხარ მარიამ? მითხარი რამე ძალიან გთხოვ..
-მეჩქარება,ბავშვი ცოდოა, ისედაც ნახევარი დღე საავადმყოფოში გაატარა,მთელი დღე კი არ მინახია ნორმალურად,..
-ვერ წარმოვიდგენდი რომ გათხოვდებოდი,მითუმეტეს მისი ასაკიდან თუ ვიმსჯელებთ,ეს საკმაოდ მალე მოახერხე….
-ისევე როგორც შენ მოიყვანე მალევე ცოლი და დიდხანს არ გიდარდია.ისე ბევრჯერ მიფიქრია ჩვენს შეხვედრაზე,რას ვეტყოდით ერთმანეთს ან როგორ მოვიქცეოდით.მაგრამ ეს არასოდეს წარმომიდგენია, ღმერთია მოწმე ასეთი განადგურებული და უმწეო არ მინდოდა ყოფილიყავი.უფრო სწორად შენ ყველაფერს იმსახურებ,ის არა, ელენე ცოდოა,არ უნდა იტანჯებოდეს…
-ასე ნუ მელაპარაკები,შენგან ამას ვერ ავიტან..
-წარმოდგენა მაინც გაქვს რას მეუბნები ახლა?
-კი მაქვს,
-რა უფლებით?მიპასუხე რა უფლებით? არ გეჩვენება რომ დააგვიანე მოთხოვნების წამოყენების უფლება?-ოდნავ ავუწიე ხმას განერვიულებულმა,მაგრამ მერე გიო რომ შეიშმუშნა,ისევ გავჩუმდი.
-სახლში წაგიყვან.
-მადლობა,არ მინდა,ტაქსი უკვე აქაა.
-რატომ უნდა იარო ტაქსით,როცა მე აქ ვარ და შემიძლია წაგიყვანო.
-იმიტომ რომ არ ხარ ვალდებული, იმიტომ რომ ხუთი წელია არ მინახიხარ,იმიტომ რომ ყველაფერი მაშინ დასრულდა და არ მინდა შენთან რამე საერთო მქონდეს.
-ისევ ისე ხარ გაბრაზებული? ოდნავადაც არ გადაგიარა? მითხარი სიყვარულით გათხოვდი?შენი ქმარიც ისევე გიყვარს,როგორც მე გიყვარდი? -მკლავში ჩამავლო ხელი და მისკენ დამქაჩა.უხეშად მოვიშორე და გააფთრებულმა შევხედე.
-კი,მიყვარს,იმაზე მეტად,ვიდრე შენ.მან მე ცხოვრების ხალისი დამიბრუნა,თავიდან დამაწყებინა, შენ თუ გეგონა რომ შენ და შენს ცოდვიან სიყვარულს შევეწირებოდი, ძალიან ცდები.
-ცოდვიანი არ იყო და არც ყოფილა,მე მართლა მიყვარდი.
-ერთი რამე დაიმახსოვრე კარგად სიყვარულს წარსული ფორმა არ გააჩნია,ის სულ იარსებებს შენს გულში, შეიძლება ერთად არ იყოთ, მაგრამ მაინც გეყვარება,არ გეგონოს რომ მძულხარ,მე არ შემიძლია შენი შეძულება, მაგრამ არც პატიება შემიძლია
-გასაგებია,-ჩაღუნა თავი,მერე გიოს შეხედა და მკითხა ისევ.
-ძალიან საყვარელია,ნეტავ ვის გავს შენ თუ მამამისს? -გადაიტანა საუბარი.
-უფრო მამამისს,მისნაირი ხასიათი აქვს.-მთელი ამ დროის განმავლობაში იმდენი სიცრუე ვთქვი,რომ ერთი სიმართლე მეც გამიკვირდა.-ახლა მართლა უნდა წავიდე,შენც წადი, დაისვენე,ხვალ ელენეს ნახვას შესძლებთ,მას დასვენებული ძმა სჭირდება და არა ღამენათევი და დატანჯული.
მეტი აღარაფერი მითქვამს, ტაქსში ჩავჯექი და წამოვედი, გიოს ხელი მაგრად მივხვიე და ტანზე მივიხუტე. ისეთი შეგრძნება დამეუფლა,თითქოს მას წამართმევდნენ….
*****
მთელი ღამე ვშფოთავდი,ვერ ვიძინებდი,საწოლში ვტრიალებდი და გამოსავლის პოვნას ვცდილობდი. როგორ უნდა მეთქვა მისი მშობლებისთვის,მისი ოჯახის წევრებისთვის ეს ამბავი,წარმოდგენა არ მქონდა. ვიცოდი გიორგის ხასიათი,ვიცოდი მისი ძმის ხასიათი და ისიც კარგად ვიცოდი რა შეიძლებოდა დაეშავებინათ გოგონასთვის გამწარებულზე, საშინლად ფეთქებადები და ემოციურები იყვნენ.ამას ვერ გადახარშავდნენ და ვერ გაიგებდნენ..
გამთენიისას ჩამეძინა და მალე მაღვიძარამაც დარეკა. გიო ვასაუზმე,მოვემზადეთ და კატოსთან დავტოვე,დღეს ბაღი არ იყო და წესით არც მე ვმუშაობდი,მაგრამ ცოტა ხნით მაინც გადავწყვიტე საავადმყოფოში მისვლა.
ანალიზების პასუხები მისაღებშივე მომაგება ექთანმა.ისედაც ვიცოდი იქ რა ეწერებოდა,მაგრამ მაინც გადავავლე თვალი,ყველაფერი წესრიგში იყო,მხოლოდ ჰემოგლობინი ჰქონდა დაბალი,არც გამკვირვებია.
ელენეს უკვე ეღვიძა და თითქოს მე მელოდაო.როგორც კი დამინახა, შევამჩნიე სახე როგორ გაეხსნა და დამელაპარაკა.
-როგორ ხარ?-ვკითხე.
-გუშინდელზე უკეთ.
-ძალიან კარგია,ანალიზის პასუხები ვნახე,ყველაფერი წესრიგში გაქვს, ახლა ექოსკოპიაზე წაგიყვანთ,რომ ბავშვის მდგომარეობა შევაფასოთ.
-მარიამ რატომ მაწამებ?გთხოვ გამიკეთე აბორტი და დავასრულოთ ყველაფერი,ისე თითქოს არც ყოფილა.არ უთხრა ჩემებს არაფერი.
-არ შემიძლია ელე,მართლა არ შემიძლია,ბავშვს ხო ჰყავს მამა,მას რომ დაველაპარაკოთ?იქნებ დაგთანხმდეს დაქორწინებაზე და ეს ამბავიც ისე მოვაგვაროთ.
-მას არ უნდა ჩემთან ყოფნა. იცის ყველაფერი.მითხრა რაც გინდა ის გიქნია,ერთი-ორი დღით შენთან გართობას ნუ გადამაყოლებო.
-მოდი იცი რაა,შენ მისი მისამართი მომეცი,მე დაველაპარაკები მას,ერთ-ორ დღეს ვადას მივცემ,იმედი მაქვს ამ პერიოდში რამე შეიცვლება, თუ არადა მერე უკვე მომიწევს შენებისთვის ყველაფრის თქმა.ვეღარ დავმალავ,მაგრამ გპირდები რომ დაგიცავ და არავის მივცემ უფლებას რამე დაგიშავოს,მათ შორის არც შენი ოჯახის წევრებს.ხომ გჯერა ჩემი?
გოგომ იმედის თვალით შემომხედა.
-რატომ აკეთებ ამას?რატომ მეხმარები,როცა ჩემმა ძმამ ასეთი რამე გაგიკეთა და მიგატოვა?
-იმიტომ რომ შენ ჩემი წარსული ხარ.- დავიჩურჩულე და გულში ჩავიკარი.
-ვერ მიგიხვდი..-დაიბნა.
-ყველაფერს აგიხსნი,უბრალოდ ახლა მისამართი მითხარი ჯერ.
მისამართი მიკარნახა,ბიჭის სახელი და გვარი მითხრა და წარმატება მისურვა..
მითითებულ მისამართს ადვილად მივაგენი.ჩემს მეგობრებს რომ გაეგოთ,რასაც ვაკეთებდი,შეიძლება მაგრად გაველანძღე ყველას,მაგრამ ახლა მთავარი ელენე იყო და არა ჩემსა და მის ძმას შორის წარსულში მომხდარი ამბავი.
კარი ახალგაზრდა ქალმა გამიღო, შეიძლება ჩემზე რამდენიმე წლით უფროსი ყოფილიყო,საკმაოდ მოვლილი ჩანდა.
-გამარჯობათ,თქვენს შვილთან მინდა შეხვედრა,ვახო ჰქვია მემგონი ხომ?
-დიახ,მობრძანდით,რასთან დაკავშირებით?
-გასტროლებთან დაკავშირებით რაღაც მაქვს გასარკვევი, შეიძლება დაველაპარაკო?- ვიცრუე ოსტატურად
-მობრძანდით,მე გავდივარ, მაღაზიაში ჩავდიოდი, რამდენიმე წუთით მარტო დაგტოვებთ და მალე დავბრუნდები.
ამაზე ვერც ვიფიქრებდი,მასთან პირისპირ დალაპარაკების საშუალება მექნებოდა,ეს კარგი იყო.ქალმა შვილს დაუძახა, მალე ოთახში სპორტულებში ჩაცმული, თმაგაბურძგნული,შავგვრემანი,მაღალი ბიჭი შემოვიდა, ვერც იფიქრებდით თუ თვრამეტი წლის იყო.
-ალბათ ახლა ფიქრობ ვინ ვარ და რა მინდა,-ვუთხარი,როგორც კი მარტო დავრჩით.
-ნამდვილად.-მიპასუხა და უდარდელი სახით ჩაჯდა სავარძელში.მეც დაუკითხავად მის პირისპირ დავჯექი.
-მარიამ მაყაშვილი ვარ,ექიმი..
-და ჩემგან რა გინდათ?
-პირდაპირ საქმეზე გადავალ.მე ელენეს ახლობელი ვარ და ალბათ უნდა ხვდებოდე რატომ მოვედი.
-რადგან მისი ახლობელი ხარ, დაახლოებით უკვე ვიცი.
-მერე?ასე მშვიდად ხარ,როცა იცი ის რა დღეშია?
-მე რა ვქნა მითხარით? გასაგებად ავუხსენი,რომ არ მიყვარდა,ის რაც ჩვენ შორის მოხდა,მხოლოდ გართობა იყო და ვნებებს ავყებით ორივე, თავის დაცვაც კი ვერ შეძლო. არც არასოდეს მიმიცია იმედი რომ მიყვარდა ან ცოლად მოვიყვანდი.
-ღირსი ხარ ეხლა მაგ სიტყვების გამო სულ მცირე თავი მაინც გაგიტეხო, შენთვის ცემაც ალალია და რომ შემეძლოს არ მოვერიდებოდი,- გამოვცერი კბილებში.მისმა აგდებულმა ტონმა იმდენად გამაღიზიანა,რომ თავის შეკავება გამიჭირდა.
-ახლა კარგად მომისმინე ვაჟბატონო, ორ დღეს გაძლევ ვადას,ორ დღეში ან გადაწყვეტილებას მიიღებ ელენეს სასარგებლოდ და მას იმ საფრთხეს აარიდებ რაც ოჯახის წევრებისგან ელოდება, ან არადა პოლიციაში გიჩივლებ არასრულწლოვანთან კავშირის დამყარებაში და ეს რომ კანონით ისჯება ხომ იცი? ახალგაზრდა გოგოს მომავალს უნგრევ და ისიც კი არ გინდა,რომ პასუხი აგო თქვენს შეცდომებზე
-ელენე რომ ცოლად მოვიყვანო, მე დამენგრევა მიმავალი, ანსამბლის წამყვანი მოცეკვავე ვარ და შანსი მაქვს რომ მსოფლიო ტურნეში წავიდე,მე კი მის ამას ვერ დავთმობ არავის და არაფრის გამო. -მიპასუხა ისევე აგდებულად
-თავხედი ხარ,უზრდელი,მაგრამ გპირდები ორ დღეში შენი გადაწყვეტილება თუ ისეთი არ იყო,როგორიც მე მინდა, გპირდები საქმე ცუდად წაგივა,მაგ ტურნეს საერთოდ ვერ ეღირდები.პირობას გაძლევ,მე სიტყვებს ჰაერზე არასოდეს არ ვისვრი.კაცურად მოიქეცი იცოდე, -თითი გამაფრთხილებლად დავუქნიე და მარტო დავტოვე.
იქიდან მოშხამული და ნირწამხდარი წამოვედი. პირდაპირ საავადმყოფოში წავედი ელენესთვის რომ მომეყოლა ჩვენი შეხვედრის ამბავი.
მიმღებში მის მშობლებს შევეჩეხე.
-მარიამ,მოიცადე ერთი წუთით,- დამიძახა დედამისმა .-რამე ხომ არ გაირკვა?როგორ არის ელენე?
-ახლა ავალ ვნახავ და შემდეგ ექთანს ვთხოვ რომ მის სანახავად წაგიყვანოთ.
-დიდი მადლობა შვილო,-ხელებზე მაკოცა და თავი უხერხულად მაგრძნობინა..
-რა გითხრა?-ნორმალურად შესვლაც არ მაცადა გოგომ და იმედიანი თვალები მომანათა.
-დაველაპარაკე,ორი დღე მივეცი ვადა,ვნახოთ რას გადაწყვიტავს. მანამდე კი შენებს არაფერს ვეტყვი.
ორივეს გვქონდა გულის სიღრმეში იმის იმედი,რომ ვახო გადაწყვეტილებას ელენეს სასარგებლოდ მიიღებდა.
ექთანმა პალატაში ელენეს ოჯახის წევრები შემოიყვანა.
-მოკლედ საგანგაშო არაფერია, მაგრამ მაინც მოგვიწევს ერთი ორი დღით აქ დავტოვოთ,გადასმებს და დამატებით გამოკვლევებს ჩავუტარებთ,ახლა კი მასთან დაგტოვებთ, ილაპარაკეთ, ისაუბრეთ,მაგრამ არ გადაღალოთ.
-სასწაული გოგო ხარ მარიამ, სასწაული,ბედნიერი ვარ რომ ჩემს გოგოს შენ შეხვდი,-აღფრთოვანებული ქალი მომეხვია,თავი უხერხულად ვიგრძენი და მის რძალს გავხედე,რომელიც კუთხეში იდგა და გაცეცხლებული თვალებით მიყურებდა.ან შეიძლება სულაც არ იყო ასე და მე მომეჩვენა…
დავემშვიდობე და წამოვედი. შაბათი საღამო წესისამებრ მეგობრებთან გავატარეთ, ამჯერად ირმასთან შევიკრიბეთ წყნეთის აგარაკზე.კატომ პირდაპირ იქ მოიყვანა გიო.რომ დამინახა,ჩემსკენ გამოიქცა, ჩამეხუტა,მომეფერა, მერე კი ბავშვებთან თამაშზე ვერ თქვა უარი და მათთან გაიქცა..მამაკაცებმა ეზოში მწვადის შეწვა დაიწყეს თან ლუდს მიირთმევდნენ.ბავშვები იქვე თამაშობდნენ ეზოში, ჩვენ კი სამზარეულოში განვმარტოვდით როგორც ყოველთვის ყავაზე და საჭორაოდ მოვემზადეთ.
-ელენეს ამბები მოაგვარე?-მკითხა კატომ. გოგოებმა მაშინვე დაცქვიტეს ყურები.
-ვერა,-მოვიწყინე.
-რამე გამოვტოვეთ?-მკითხა ირმამ.
-აგვიხსენი ვინ ელენე? -ჩამაცივდა სოფია,-ეხლა არ თქვა რომ...
-ხო სოფი,ხოო,გუშინ შემოიყვანა სასწრაფომ გონდაკარგული,როგორც აღმოჩნდა სცადა,-მისი ამბავი მოკლედ მოვყევი,ისინი კი ყურადღებით მისმენდნენ.
-ეჰ,როგორი სამართლიანია ცხოვრება, ხომ ვამბობდი არავის არაფერი არ შერჩება-თქო?აი, ხედავ ამის მაგალითი წინ გვაქვს.სწორედ ის უბრუნდება უკან იმ ვაჟბატონს,რაც შენ გაგიკეთა.
-ასე ნუ ამბობ ირმა,კარგი რაა, ცოდოა ის გოგო.ჯერ ისევ ბავშვია.
-შენ კიდევ დედა ტერეზა და ახლა ცდილობ რომ იმ საქმეში ჩაერიო,რაც არ გეხება.
-ირმა მართალია მარიამ.- ჩაერთო კატო,-არც შენ არ დაგიშავებია არაფერი,მაგრამ ხომ ხედავ როგორ დაისაჯე და რამდენი რამ გადაიტანე.
-ვიცი და ძალიან კარგად მახსოვს ეს,მაგრამ თქვენ ერთი რამე გავიწყდებათ ის ჯერ კიდევ ბავშვია,მე კი ოცდახუთი წლის ვიყავი.მას არავინ არ ჰყავს.
-როგორ არ ჰყავს?ახლა მიხედოს თავის ძმამ,ვნახოთ ერთი რას იზავს..
-ირმა,-დავუბრიალე თვალები.
-გაჩერდით,ახლა თქვენი ჩხუბის დრო არაა,ეს გვაკლია მხოლოდ რაა,- ჩაერთო ჩუმად მყოფი თაკო.-რა უნდა ქნა?- მომიბრუნდა მერე.
-არ ვიცი თაკო,მარტო ის ვიცი რომ, როცა მისი ოჯახის წევრები გაიგებენ დიდი ამბები ატყდება. შეიძლება არც აცოცხლონ
-კარგი რაა,რატომ ფიქრობ ასე? თავიდან იჩხუბებენ,იყვირებენ, მერე ყველა ბედს შეურიგდება.
-მე ვიცნობ მათ,ასე არ მოხდება. იმასაც კი ვფიქრობ რომ სახლში წამოვიყვანო,თუ მასაც ჩემი ბედისწერა აქვს.
-შენ სულ გაგიფრენია,- ირონიულად ჩაეცინა ირმას.-იქნებ ისიც უთხრა რომ მისი ძმისგან შვილი ჰყავს.
-მაგის თქმას არ ვაპირებ, საერთოდაც მოვრჩეთ ამაზე ლაპარაკს,ის ჯერ მხოლოდ თექვსმეტი წლისაა,იქნებ მირჩიოთ როგორ მოვიქცე,როგორ დავიცვა?
-როგორც იურისტი გეტყვი რომ არასრულოვანის დაორსულება დანაშაულია,ასევე თავის მოკვლის მცდელობაც.ან პოლიციას უნდა მიმართო ან ბავშვთა უფლებების დაცვის სააგენტოს.ასევე თუ ელენე სახლიდან გამოუშვეს,შენ კი სახლში წამოიყვან,მოგიწევს მასზე მეურვეობა მოიპოვო,- სრულად ამიხსნა თაკომ.
-ძალიან ვარ დაბნეული,სულ ჩემი თავი მახსენდება,მანაც რომ სცადა,ეს მანადგურებს და მკლავს. დამეხმარეთ გოგოებო.
-კარგი,დამშვიდდი,არ ინერვიულო, ყველაფერი კარგად იქნება.რაც არ უნდა იყოს ჩვენ შენს გვერდით ვართ, შენ კი ყველა ვარიანტში ოჯახისთვის მოგიწევს ამის თქმა.
-ვიცი სოფია და სწორედ ამის მეშინია.
-არაა საჭირო სიტუაციის დრამატიზება, როცა არიცი რა იქნება.
-იმედი მაქვს ყველაფერი კარგად დასრულდება,-ღრმად ჩავისუნთქე და უკვე გაცივებული ყავა მოვსვი.
იმ საღამოს იქ დავრჩით, მეორე დღეს ადრე ჩამოვედი და პირდაპირ საავადმყოფოში წავედი ელენეს სანახავად.
-მაპატიეთ,არ მეგონა აქ თუ იქნებოდით,-უხერხულად ვიგრძენი თავი.
-მოდი მარიამ,მოდი,არაუშავს,- დამიძახა დედამისმა,-დღეს მგონი ცოტა ფერზე მოვიდა ეს ქალბატონი.საჭმელიც მიირთვა,- მარინას ხმაში ისეთი ბედნიერება ვიგრძენი, ვინატრე ხვალინდელი დღე არ დამდგარიყო ან ვახო მოსულიყო.
-კი ნამდვილად კარგად გამოიყურება,-ელენეს გადავხედე, დაბნეული იყო აშკარად და იძულებით იღიმოდა, ვინ იცის იქნებ ეს მისი ბოლო ჩახუტება და ბოლო წუთები იყო მის მშობლებთან. ამას ხვალინდელი დღე გვაჩვენებდა.
გოგოს გავხედე და სანამ რამის თქმა მოვასწარი,კარი გაიღო და ნაცნობმა სურნელმა ცხვირის ნესტოებში შემიღიტინა, ქარივით ჩამიქროლა გვერდით უხმოდ და მაგიდაზე პროდუქტებით სავსე პარკები დააწყო.მერე დასთან მივიდა, გვერდით მიუჯდა,მოეხვია და ლოყები დაუკოცნა.
-ჩემო პრინცესა როგორ ხარ? დედამ და მამამ ხომ არ მოგაწყინეს?
-კარგად ვარ,მიხარია რომ ყველა ჩემთან ხართ,ასე მგონია ერთად ბოლო დღეს ვატარებთ.
-ეს რა ლაპარაკია ეხლა?ეგ მეორედ აღარ თქვა.-გაუბრაზდა გიორგი.
-ხვალ ელენეს გაწერენ და სახლში წავიყვანთ,-თქვა მამამისმა.
-მართლა მარიამ?-პირველად შემომხედა და თვალი თვალში გამიყარა.ვიგრძენი როგორ მომებჯინა გული ყელში.
-დიახ,ხვალ შეეძლება სახლში წამოსვლა.ახლა მაპატიეთ,უნდა წავიდე,საქმეები მაქვს,დღეს დასვენების დღეა,არ ვმუშაობ, მხოლოდ მის სანახავად მოვედი.
გზაში ცოტა დავწყნარდი, მასთან ყოველ შეხვედრაზე ძალიან ვნერვულდებოდი და ვიძაბებოდი. წარსული დრო მახსენდებოდა,მასთან გატარებული დრო,ის წუთები,რომლის დავიწყებას ვცდილობდი და არადა არ მავიწყდებოდა.ის ტკივილიც მიახლდებოდა,მაგრამ უბედურება ის იყო რომ ახლა აღმოვაჩინე,მასთან ამდენი წლის შეხვედრის შემდეგ რომ მისი დავიწყების ყველა მცდელობა ამაო იყო.ის სიყვარული არ გამქრალი ისევ არსებობდა და გულის სიღრმეში ეძინა,არავინ იცოდა როდის გაიღვიძებდა ისევ….
*************
ის საბედისწერო დღე გათენდა,როცა ელენეს ოჯახისთვის ყველაფერი უნდა მომეყოლა.არავინ იცოდა რა მოხდებოდა რამდენიმე საათში და ვისთვის შეიცვლებოდა ცხოვრება.
დილით გიოს გაღვიძება ძალიან გაუჭირდა,ყოველთვის ასე იყო,როცა კატოსთან ვტოვებდი,გვიან მომყავდა იქიდან და გვიან იძინებდა.
-დედიკო,არ მინდა დღეს ბაღში,- მებუზღუნებოდა და ისე მომყვებოდა გვერდით.
-რა ვქნა მერე მე?მითხარი სად წაგიყვანო შვილო?სად დაგტოვო?
-შენს სამსახურში წამიყვანე,ძალიან გთხოვ.
-არ შეიძლება..
-გთხოვ დეე,ამ ერთხელაც და გპირდები მეტს აღარ გავაცდენ ბაღს.
ისეთი სახით შემომხედა და ისე მეხვეწებოდა,უარი ვერ ვუთხარი. თავის პატარა თვალებით შვლის ნუკრივით მიყურებდა.
-კარგი,მხოლოდ ამ ერთხელ და ეს ბოლოა იცოდე.არ იცელქებ და კაბინეტიდან არ გამოხვალ.
თავი დამიქნია და ტაქსში შეხტა. მთელი გზა ენა არ გაუჩერებია,ტაქსის მძღოლი გადარია,ლექსები მოუყვა, ათასი კითხვა დაუსვა,კაციც იცინოდა და მხიარულად პასუხობდა.
მალე მივედით საავადმყოფოში.ხელი ჩავკიდე,მიმღებში საშვი გავატარე და შიგნით შევედით.
-დეე,იცი რომ გავიზრდები მეც შენსავით ექიმი გამოვალ.
-მართლა?რატომ?-გამიკვირდა ბავშვი მისი ასაკის მიუხედავად საკმაოდ გონებაგხსნილი იყო და დიდი ადამიანივით მსჯელობდა.მისმა პასუხმა კი სულმთლად დამაბნია.
-იმიტომ რომ ადამიანებს რამე რომ ეტკინებათ მე ვუშველი და აღარ იტირებენ.
-ადამიანები მაგიტომ ტირიან? -გამეცინა
-ალბათ,აბა მე რომ წავიქცევი და რაღაც მტკივა ვტირი და მერე შენ მშველი.მეც მინდა რომ ღამე როცა ტირიხარ მოვიდე,გიმკურნალო და გიშველო,მაგრამ ჯერ პატარა ვარ და არ შემიძლია.
შვილი შევაჩერე,მის წინ ჩავიცუცქე და თვალებში ჩავხედე.ცრემლი მომერია. ის აშკარად განსხვავდებოდა სხვა ბავშვებისგან.როდის შეძლო იმის დანახვა რომ ვტიროდი,მეგონა კარგად ვახერხებდი დარდის და ცრემლების დამალვას.
-დე,შენ ამისთვის გაზრდა არ გჭირდება, უბრალოდ ჩამეხუტე ხოლმე შენი პატარა ხელებით და ესეც მიშველის,-გამეცინა და შვილი გულში ჩავიკარი.
-კარგი დედიკო.-გამიცინა ბავშვურად და თავის პატარა ხელები მომხვია. უეცრად მზერა გვერდით გამექცა და თვალები შუბლზე ამივიდა. გიორგი იდგა და გაფართოებული თვალებით გვიყურებდა. წამოვდექი. მისალმების ნიშნად თავი დავუქნიე შვილთან ერთად იქაურობას გავეცალე.ფორმა ჩავიცვი და ელენეს პალატაში შევიყვანე გიო.
-დილა მშვიდობისა,-მხიარულად მივესალმე და მას მივუახლოვდით. ელენე საწოლში წამოჯდა და მკითხა.
-ეს ვინაა?
-ეს ჩემი შვილია გიორგი.გიო დეე ეს ელენეა,ჩემი ერთ-ერთი ძვირფასი ადამიანი.
-ჩემზე ძვირფასი?-მაშინვე მკითხა მოურიდებლად და ბავშვურად გამებუტა.ორივეს გაგვეცინა.
-არა დეე,შენ ჩემთვის პირველი ხარ.
ბავშვს ესიამოვნა ეს ნათქვამი,ელენეს საწოლთან მივიდა და წინ გაეჯგიმა.
-მე გიორგი ვარ,სასიამოვნოა შენი გაცნობა.
-ჩემთვისაც პატარა ,-გაეცინა ელენეს და ხელები გაუშალა.-მოდი ჩემთან.
გიო საწოლზე ახტა და ელენეს ჩაეხუტა.გოგომ მოფერება დაუწყო.
-არაფერია მისგან?
-არა,-თავი გამიქნია მან და უცებ მოიღუშა.გიო მაშინვე მისი ტელეფონით დაინტერესდა და ყურადღებას არ გვაქცევდა.
-მეტს რომ ვერ მოვითმენ ხო ხვდები? შუადღეს ყველაფერი უნდა ვუთხრა, მზად ხარ?
-არა,მეშინია მარიამ,გამიკეთე აბორტი და ყველაფერი დასრულდება, ყველაფერი ძველებურად იქნება.
-ძველებურად არაფერი არ იქნება,ეს ახლა გგონია რომ ეგ გამოსავალია, მაგრამ რა იქნება მერე? ვერ დაივიწყებ ამ ამბავს,შესაძლოა შვილი აღარც გეყოლოს,მითუმეტეს შენს ასაკში ეს ცუდად შეიძლება დამთავრდეს.
-თუ არ გამიკეთებ,ს ისევ ვცდი,-დამემუქრა გოგო.
-ახლა კარგად მომისმინე და კარგად დაიმახსოვრე.
-რატომ მეხმარები?
-იმიტომ რომ ოდესღაც მეც ვიყავი შენს მდგომარეობაში,მეც იგივე გადავიტანე,მეც მეშინოდა მშობლების რეაქციის,მართალი აღმოვჩნდი და უარი თქვეს ჩემზე. მეც ვცადე,მეგობრები რომ არ მყოლოდნენ გვერდით ალბათ ახლა ცოცხალი აღარ ვიქნებოდი და არც ეს მაიმუნი დაიბადებოდა.
-მეგონა გათხოვდი…
-ჰმ,,გავთხოვდი და შვილს ჩემი პირველი და ერთადერთი სიყვარულის სახელი დავარქვი?კარგი რაა,-ირონიულად ჩამეცინა.
-ანუ ჩემი ძმა დღემდე გიყვარს?
-ახლა ეს არაა მთავარი,ახლა მთავარი ისაა რომ როცა გიო გავაჩინე მე მარტო ვიყავი,ერთი წამითაც არ მიფიქრია რომ მასზე უარს ვიტყოდი.ყველა წინააღმდეგობა გადავლახე და ყველას დავუპირისპირდი,ისიც გავაანალიზე რომ მარტოხელა დედა ვიქნებოდი და ხალხის სალაპარაკო გავხდებოდი, მაგრამ დამიჯერე შვილზე მთავარი არავინ ყოფილა ცხოვრებაში.არ დანებდე,არ შეგეშინდეს,ძლიერი იყავი,გააჩინე ეს ბავშვი.
-ყველაფერი გავიგე,გარდა იმისა რომ აშკარად რაღაცაზე მიმანიშნე.
-კი,იმას გეუბნები რომ ეს მაიმუნი შენი ძმისშვილია და შენ მისი მამიდა ხარ,ის შენი სისხლი და ხორცია.
გოგოს თვალები გაუფართოვდა და ხმა ძლივს ამოიღო.
-არ მჯერა,ვერ ვიჯერებ,შენ მისგან შვილი გყავს,რატომ?რატომ არ უთხარი?რატომ დათმე ასე ადვილად?
-იმიტომ რომ მან გააკეთა არჩევანი და ეს მე არ ვიყავი,მე კი ვერ ვიტან ისეთ ქალებს,ვინც კაცის დასაბრუნებლად ორსულობას იყენებენ.თანაც მე რომ ორსულობის შესახებ გავიგე,უკვე ქორწინდებოდნენ და აზრი აღარ ჰქონდა,თავს უარესად აღარ დავიმცირებდი…
-საოცარი ადამიანი ხარ მარიამ,-მითხრა და გიოს ჩაეხუტა.
-დეე,გამჭყლიტა,-დაიწუწუნა ბავშვმა, ისევ გაგვეცინა ორივეს
-აბა რას იტყვი?მზად ხარ?
-არ ვიცი რა ვთქვა,მეშინია.
-ვიცი რომ ჯერ პატარა ხარ და ცხოვრებას ახლა იწყებ,მაგრამ იცოდე მე შენთან ვარ და არავის მივცემ უფლებას რომ რამე დაგიშავოს.იქნებ ისეც მოხდეს რომ ვახო გონს მოვიდეს და დაბრუნდეს,მერე ესეც ხომ სანანებელი გაგიხდება რომ ბავშვი მოიშორე.
-არა მგონია ეგ მოხდეს,მაგრამ კარგი, თანახმა ვარ,ვიბრძოლებ ამ ბავშვისთვის.მე უკვე დედა ვარ,-თქვა იმედიანად და მუცელზე მოისვა ხელი,- უფალს მივენდობი და შენ.
-იმედს არ გაგიცრუებ,-მოვეხვიე და გიო წასაყვანად მოვამზადე.-სხვა პალატაში გადაგიყვანენ და დაცვას დაგიყენებ,რომ არაფერი დაგიშავონ, სანამ არ დაწყნარდებიან არ მივცემ შენი ნახვის უფლებას.
-მადლობა,-გამიღიმა,მაგრამ მაინც მივხვდი რომ ეს ნაძალადევი ღიმილი იყო.
*********
ელენეს ოჯახის წევრები შუადღისთვის ჩემთან დავიბარე კაბინეტში,მანამდე კი გიო ექთანს გავატანე და ვთხოვე რაც არ უნდა მომხდარიყო და როგორი ხმაურიც არ უნდა გაეგონათ,ბავშვი არ გამოეშვა. სავარძელში ჩავჯექი და მათ მოლოდინში თავის გამხნევებას და შესაბამისი სიტყვების მოძებნას შევუდექი.ასე მაშინაც არ მინერვიულია,როცა მშობლებთან მივედი და ჩემი ორსულობა განვუცხადე,არც მაშინ როცა მშობიარობის ყველაზე მძიმე წუთებში მარტო ვიყავი. უკვე გაანალზიებული მქონდა რომ რამდენიმე წუთის შემდეგ ელენე მარტო დარჩებოდა და მისი იმედი მე ვიყავი მხოლოდ…
მისი მშობლები ჩემს წინ ჩამოსხდნენ სკამებზე,ძმები და რძალი უკან ამოუდგნენ და მე მომაჩერდნენ პასუხის მოლოდინში.დაწყებას ვაგვიანებდი.
-მარიამ რა ხდება?მშვიდობაა ჩვენს თავს?-დაიძაბა მარინა.
-იცით ცოტა მიჭირს ამის თქმა, ჩემთვის ადვილი არაა და ვიცი რამდენად მნიშვნელოვანია ის რასაც ვიტყვი.
-ნუ აჭიანურებ,პირდაპირ გვითხარი
რა სჭირს ჩემს დას?-ჩაერია გიორგი და სახე შეეცვალა.
-ვიცოდი,ვიცოდი რომ კარგი ამბავი არ იყო და ამიტომ დატოვეთ ამდენი ხანი საავადმყოფოში.-მაშინვე ატირდა დედამისი
-დამშვიდდით,ელენეს არაფერი სჭირს,არც ავადაა,-თითებს ვაწვალებდი ნერვიულობისგან.
-ბოლოსდაბოლოს იტყვი თუ არა?-იყვირა გიორგიმ და მეც შევხტი.
-ელენე ორსულადაა,-ძალა მოვიკრიბე და ხმადაბლა ვთქვი. პირველს გიორგის გავხედე და რიგ-რიგობით გადავავავლე თვალი მორიგეობით ყველას.ჯერ სიჩუმე ჩამივარდა,ისეთი ჭექა-ქუხილის წინ რომ იცის ხოლმე, ალბათ ჩემი ნათქვამის გადახარშვას ცდილობდნენ..
-რაა?რა თქვი...გაიმეორე კარგად,რა თქვი?ჩემი გოგო ორსულადაა?- შეშინებული მზერიდან სახე გაუქვავდა დედამისს.
-იქნებ გეშლებათ?-ჩაერთო მისი რძალი
-დიახ,ნამდვილად ასეა,ანალიზებმა აჩვენა რომ ელენე თითქმის ორი თვის ორსულია და ცუდად იმიტომ გახდა რომ სცადა.
-არაა,-იღრიალა გიორგიმ,მაგიდაზე დადგმულ წყლიან ჭიქას ხელი დასტაცა და კედელზე შემოანარცხა. -იტყუები, იგონებ,შური გინდა რომ ჩემზე იძიო,-მაგიდაზე ხელები დაარტყა და გაცეცხლებული მზერა მტყორცნა.
-ამას როგორ მოვიგონებ?ელენე რა შუაშია ჩვენს ამბავთან?
-აბა ვინაა შუაში?ამდენი წელი ჩუმად იყავი,ელოდებოდი შურს როგორ იძიებდი და აი მიზეზიც მოგეცა, -მკლავში ხელი ჩამავლო და წამომაყენა,ისე ძლიერად მიჭერდა რომ სისხლმა მოძრაობა შეწყვიტა.
-მოვკლავ,მოვკლააავ,-მამამისის ყვირილმა გადაფარა ჩვენი ხმა და გიორგიმაც ხელი გამიშვა.მარინა ტიროდა და ხმას ვერ იღებდა.ატყდა ერთი ამბავი,ყვირილი, ხმაური, მტვრევის ხმა,გიორგიმ და ნიკამ იქაურობა ერთიანად დალეწეს, ქალებს არც უცდიათ მათი შეჩერება. იგინებოდნენ და უშვერი სიტყვებით ლანძღავდნენ შვილს.
-ხომ გითხარი ყურადრება მიაქციე,ნუ ათამამებ, ნუ უშვებ იმ გასტროლებზე მარტო თქო? -ყვიროდა მამამისი.
-მარტო მე ვიყავი ვალდებული მისთვის ყურადღება მიმექცია?თქვენ არ ათამამებდით?თქვენ არ მეუბნებოდით გაუშვი იმ გასტროელბზეო?-აღარ დაუთმო ქალმაც, ეტყობა უკვე გაანალიზა ჩემი ნათქვამი.
-კახპაა,ჩემი შვილიც ისეთივე კახპაა როგორც სხვა დანარჩენები.
-ასე ნუ ამბობთ ბატონო…
-გაჩუმდიი,-მიყვირა მამამისმა, -შენნაირები აფარებენ ხელს ასეთ ქალებს და იმიტომაა რომ ასეთ რაღაცეებს ბედავენ.
აქ კი გადამეკეტა და აღარ დავუთმე.
-გეყოფათ,-ვიყვირე,-დაწყნარდით ერთი წუთით.გეყოფათ ჩემთვისაც და მისთვისაც შეურაწყოფის მოყენება. ჯერ კიდევ გუშინ ხელებს მიკოცნიდით, რომ ის სიკვდილს გადავარჩინე,ახლა რა შეიცვალა? მხოლოდ ის რომ მისი ორსულობის შესახებ გითხარით?ერთი წამით მაინც დაფიქრდით ის რა დღეშია.იმის მაგივრად რომ ახლა მასთან მიხვიდეთ და გვერდით დაუდგეთ, დაელაპარაკოთ და გამოსავალი მოძებნოთ, მას ლანძღავთ, დაუფიქრებლად შეაქციეთ ზურგი
-არ მჯერა რომ ელენე ვიღაცისგან ორსულადაა და ასეთი რამე ჩაიდინა.
-გაჩუმდი,შენ გაჩუმდი,-უყვირა ცოლს გიორგიმ და კაბინეტიდან გავარდა. დერეფანში ღრიალებდა ისე მიდიოდა და ილანძღებოდა.უკან დანარჩენებიც მიჰყვნენ.კიდევ კარგი რომ ის უკვე იქ აღარ იყო.
-მოგკლავ ელენე,მოგკლავ,ოჯახის შემარცხვენელი ხარ,-ყვიროდა გიორგი.ხალხიც და ექთნებიც გაოცებულები უყურებდნენ ამ სანახაობას.
-დაცვა გამოიძახეთ,-მივაძახე ერთ-ერთ ექთანს და უკან გავეკიდე მათ.
-სად ხარ,გამოდი,ნუ იმალები,- პალატაში რომ არ დახვდა უფრო გადაირია.
-მასაც მოვკლავ,ვისთანაც იყავი და შენც ზედ მიგაყოლებ,-არ აკლებდა ნიკაც.ხან ტუალეტში შეიხედეს,ხან სააბაზანოში,არსად იყო,უფრო გადაირივნენ და ყველაფერი რაც ხელში მოხვდათ და რაც იმტვრეოდა დალეწეს.
-დამშვიდდით,დაწყნარდით,ეს საავადმყოფოა,პაციენტები წუხდებიან,-ხან ერთს ვთხოვდი დამშვიდებას,ხან მეორეს და ხანაც მამამისს.-თქვენ რას დამდგარხართ? მომეხმარეთ.
-როგორ დავამშვიდო ისინი,როცა მეც იგივეს გაკეთება მინდა? -გაცეცხლებული იყო მარინაც.
-არ შეიძლება ასე მოქცევა.ელენე ცოდოა,მასზე დაფიქრდით.ის ჯერ ბავშვია,პატარაა,მარტო ნუ დატოვებთ, დედა არ ხართ?შენ მაინც გაუგე,ქალი ხარ,რატომ არაფერს ამბობ მის დასაცავად?
-მე რა უნდა გავაკეთო? დაფიქრებულიყო როცა ამას აკეთებდა, ქუჩის ქალივით რომ მოიქცა.-მიპასუხა რძალმა.ისეთი უდარდელი და უშფოთველი სახე ჰქონდა,მივხვდი რომ ეს ამბავი ესიამოვნა კიდეც.
-შენგან რას ველი?როგორ მაქვს იმედი რომ მას დაიცავ.სამარცხვინო ქალი ხარ.
-შენ რომ მასთან კოტრიალობდი საწოლში შენ არ იყავი სამარცხვინო ქალი?-გაეღიმა დამცინავად. პასუხად თავი ვერ გავაკონტროლე და სახეში სილა გავარტყი.
-ჰეი,რას აკეთებ,-შუაში ჩაგვიდგა გიორგი.
-შენ ცოლს უთხარი.
-ახლა ამის დრო არაა საყვარელო, დაანებე თავი,-მიეაფერისტა გოგო.
-მოდი ახლავე აქ,სად წაიყვანე?სად გადამალე?
-აქ არაა,სხვაგანაა,არ დავუშვებ რომ მას რამე დაუშავოთ.
-მითხარი სადაა,ნუ აჭიანურებ, იცოდე მაინც ვიპოვი და როცა ვიპოვი არ ვაცოცხლებ,არც შენ დაგინდობ,- მკლავებში ჩამავლო ხელი და მაგრად შემანჯღია.მეტკინა,მაგრამ მის შეხებაზე მაინც მთელ სხეულში დამიარა სითბომ და ეკალმა დამაყარა.
-არ გეტყვი სადაა.მაინც ვერ მათქმევინებ. სიკვდილს გადავარჩინე და თქვენგაც დავიცავ.
-უნდა მომკვდარიყო,ასეთ სიცოცხლეს, ისევ სიკვდილი სჯობდა.არ უნდა გადაგერჩინა,რადგან ახლა მე მოვკლავ.-მის სუნთქვას სახესთან ვგრძნობდი,მეფრქვეოდა და ისევე მაბნევდა,როგორც წლების წინ.
-მას რომ რამე მოუვიდეს,თვითონ მივალ პოლიციაში და თქვენს თავს დავაჭერინებ..
-ოჯახის შემარცხვენელია,-იყვირა მამამისმა.
-იქნებ მასაც მოუსმინოთ, გთხოვთ.-უკანასკნელად ვცადე ელენეს დაცვა და მათი გონს მოყვანა,მაგრამ მათ განაჩენი უკვე გამოეტანათ.
-ვატყობ არც შენ ხარ ამ ამბავში უდანაშაულო,მანამდეც ხომ არ იცოდი შენ?მიდი გამოტყდი?-ხელებში ისევ ჩამაფრინდა გიორგი.ამ ყვირილში მაინც დავინახე როგორ გაიღო კარი და როგორ შემოვარდა გიო,ფეხში ჩააფრინდა გიორგის და უყვირა.
-თავი დაანებე დედაჩემს,ნუ უყვირიხარ,-მისმა ნაზმა და წკრიალა, მაგრამ ამავე დროს შეშინებულმა ხმამ ძლივს მოაღწია ჩვენს ყურამდე, გიორგიმ ინსტიქტურად გაიქნია ფეხი, ბავშვმა თავი ვერ შეიკავა და იატაკზე გახოხდა,არ ვიცი საიდან გაჩნდა ჩემში ასეთი ძალა,მაგრამ მას ვაჯობე, ხელები გავაშვებინე,ფრჩხილებით სახე ჩამოვკაწრე და თავი გავინთავისუფლე,
-მხეცო,ნადირო,ჩემი შვილისგან რა გინდა?შვილს მიკლავ?-ვუკივლე და ატირებული ბავშვი გულში ჩავიხუტე, გიო ტიროდა და ცხვირიდან სისხლი მოსდიოდა.ყველა ადგილზე გაშეშდა.
-არაფერია დედას სიხარულო, არაფერი,უბრალო ნაკაწრია,ჩვენ ხომ შევთანხმდით რომ ყველანაირ ტკივილს კაცურად უნდა გაუძლო?
-არ მტკივა დეე,შენ ხომ კარგად ხარ?
ცრემლი მომერია ჩემი პატარა ბიჭის სიტყვებზე.სისხლი მოვწმინდე და ისევ ჩავეხუტე.
-ყვირილი რომ გაიგო და დაგინახა, ვეღარ შევაკავე,ბოდიში მარიამ,- ჩაილაპარაკა ექთანმა
-არაუშავს თავისუფალი ხარ,მადლობა.
გიორგი დამნაშავესავით იდგა,თავი ჩაღუნა და ჩაილაპარაკა.
-მაპატიე არ მინდოდა..
-არ გეყო მე რაც დამიშავე და როგორ მატკინე?ჩემს შვილსაც იგივეს უკეთებ?მას ვერ შეეხები.მის გამო შემიძლია ნებისმიერს დავუპირისპირდე და ნებისმიერი მოვკლა.-ვუღრიალე და თვალები ისე დავუბრიალე,რომ მიხვდა ამის გამკეთებელი ვიყავი.დავინახე როგორ წამოიღო ხელი და ბავშვს თავზე გადაუსვა.
-მაპატიე პატარა კარგი?არ დავფიქრებულვარ,ისე გავიქნიე ფეხი.- ისე დავიბენი,ავცახცახდი. მამა-შვილი ერთმანეთის პირისპირ იყვნენ და ისე უყურებდნენ,რომ ამის შესახებ არც ერთმა არ იცოდა.ისე უყურებდნენ, ვფიქრობდი ალბათ მიხვდნენ ვინ არიან ერთმანეთის-თქო და ახლა გიო მას ჩაეხუტებოდა.დანარჩენებს ავხედე, მარინა ქმარს მიხუტებოდა და ტიროდა,ნიკა კედელზე დარტყმულ მუშტს იზილავდა,ქალბატონი კი ავი თვალებით გვიყურებდა,მისი ბოროტული მზერა მკლავდა.
-შენ ცუდი ძია ხარ,-დაიტიტინა ბავშვმა
-ბოდიში ხომ მოგიხადე?მოდი შევრიგდეთ,-ხელი გამოუწოდა,-რა გქვია?
-გიორგი,-უპასუხა და ხელი კაცურად ჩამოართვა.
-მართლა?რა დამთხვევაა,მეც გიორგი ვარ..-გაეღიმა და მე გამომხედა. თვალი ავარიდე.
-დეე,მასაც ჩემი სახელი ჰქვია, გაეცინა ბავშვს.
-ჰოო,დეე,-ჩავეხუტე ისევ და კითხვის ნიშნით სავსე მზერას თვალი ავარიდე. მერე წამოვდექი და მათ მივმართე.
-მოკლედ ასეა,რადგან ცოტა დაწყნარდით,მიხარია,ახლა სახლში წადით,გაანალიზეთ ყველაფერი, დაილაპარაკეთ,გადაწყვეტილება მიიღეთ,მერე მოდით და ელენეს გაჩვენებთ,ვიმედოვნებ ისეთ გადაწყვეტილებას მიიღებთ,რომ მასზე უარს არ იტყვით.
დაცვამ გააცილა ისინი,სახეზე უკვე ეტყობოდათ რასაც იზავდნენ და რასაც გადაწყვიტავდნენ,მაგრამ იმედს ვიტოვებდი რომ მაინც არ მიატოვებდნენ მას.
ელენემ შეშინებულმა შემომხედა კარი რომ გავაღე,მერე გიოს შეხედა და წამოიყვირა.
-ნუ გეშინია,უბრალოდ პატარა ნაკაწრია ცხვირზე.
-ხო არ მტკივა,მე დიდი კაცი ვარ,-უპასუხა გიომ.
-მოდი ჩემთან,-გაშალა ხელები ელენემ და ისიც მაშინვე მისკენ გაიქცა.მოკლედ მოვუყევი ყველაფერი.
-რომ იცოდეს გიო მისი შვილია,ალბათ უფრო მეტად განიცდიდა ამ ამბავს. ძალიან ინერვიულებდა.-თავის თავზე მეტად მაინც ძმაზე ფიქრობდა გოგო.
-არა ელე,არ უნდა გაიგოს,ხომ შემპირდი რომ არაფერს ეტყვი?
-როგორ ვეტყვი,როცა ჩემს ძმას ჩემი ნახვაც არ უნდა.-ირონიულად ჩაეცინა
-რას ვიზავთ,ხდება ხოლმე ცხოვრებაში ჩვენი ნების საწინააღმდეგოდ რაღაცეები, უბრალოდ დროს უნდა მივენდოთ და ის ყველაფერს თავის ადგილზე დააყენებს.
-არ ვიცი რა იქნება მომავალში, ძალიან მეშინია,ჯერ სკოლაც არ დამიმთავრებია,მოცეკვავის კარიერა დავასრულე,დღეს ჩემი ანსამბლი ტურნეში მიდის.აღარც მეგობრები და ოჯახის წევრები მყავს.ამ ერთი შეცდომით მომავალი გავინადგურე.
-ასე არაა,მოიშორე თავიდან ეს აზრები და კარგზეც იფიქრე,მე შენთან ვარ,ისინი თუ უარს იტყვიან შენზე, ჩემთან წამოხვალ.მე და გიო ვიქნებით შენი ოჯახი.
-არ ვიცი როგორ გადაგიხადო მადლობა მარიამ.
-მადლობა არ მინდა,უბრალოდ გახდი დედა,მერე რაა რომ ჩემსავით მარტოხელა დედას დაგიძახებენ?არ დაგავიწყდეს ჩვენ ყველაზე ძლიერები ვართ,მერე კი ყველას დაუმტკიცე რომ შენზე უარი არ უნდა ეთქვათ.
-გპირდები მარიამ.
-კარგი,წავალ ახლა ვიმუშავებ, მანამდე შენ გიო დაიტოვე,საღამოს კი სახლში წავიდეთ.დე დარჩები ცოტა ხანს?
-ტელეფონში თამაშები გაქვს?-მიუბრუნდა ელენეს.
-მაქვს.-გაეცინა მას.
-მაშინ დავრჩები,კარგად დედა,ხელი დამიქნია და ელენეს გვერდით კომფორტულად მოეწყო…
*******
ხშირად მიფიქრია რა აიძულებთ გოგოებს დაადგნენ არასწორ გზას და გახდნენ მსუბუქი ყოფაქცევის ქალები. ვფიქრობ ამისკენ თავისი ოჯახის წევრები უბიძგებენ მათ,როცა ასე რიყავენ და სახლიდან აგდებენ, მითუმეტეს ასეთ პატარა ასაკში. ისინი მარტივად ცდებიან და ერთი ხელიდან მეორეში გადადიან. შესაძლოა გამოჩნდნენ ძლიერებიც, ისეთები როგორადაც მე ვთვლი ჩემს თავს, ეწინააღმდეგებიან ცხოვრებას და მის გამოცდას აბარებენ.ფეხზე დგებიან. ღირსეულად და ამაყად ცხოვრობენ. როგორი ხმამაღალი განაცხადია არა?მეც კი მეცინება ხოლმე ხანდახან ამაზე.
არასოდეს არ მივცემდი არც თავს და არც არავის რომ ელენეს დაცემა და განადგურება ენახათ.მას აუცილებლად დავაყენებდი ფეხზე და ღირსეულ ქალს დავაყენებდი მისგან. გაანალიზებული მქონდა რომ ახლა ერთი კი არა,დღეიდან სამი ბავშვი მეყოლებოდა აღსაზრდელი…
საღამომდე ერთი პატარა ოპერაცია და უკვე ნაოპერაციევი პაციენტების მონახულება მოვასწარი,მძიმე შემთხვევები დღეს არ იყო,ამიტომ დროულად მოვრჩი მუშაობას. გამოვიცვალე და ელენეს და გიოს მივაკითხე.
-აბა მზად ხართ?წავედით სახლში.
ელენე არ წამომდგარა,გიო კი მაშინვე წამოხტა და კარისკენ გაიქცა.
-ადექი რას ელოდები?
-მერიდება და მცხვენია მარიამ.იქნებ სახლში წავიდე.
-შენები არ მოსულან,არც დაურეკიათ, არ მგონია მათ მიგიღონ და კარი გაგიღონ,სახლში შეგიშვან,ცოტა ხნით მაინც წამოდი.-მისი პატარა სპორტული ჩანთა ხელში ავიღე.
-ელენე ხომ დამპირდი შენს სათამაშოებს ვნახავო?წამოდი გაჩვენებ, თუ მოგეწონება რამე გაგახარებ და გაჩუქებ.-ხელი ჩაჰკიდა გიომ და წამოდიო დაეჯაჯგურა.
დამფრთხალი ჩიტივით იყურებოდა აქეთ-იქით და თითქოს ყველა ადამიანში ოჯახის წევრებს ეძებდა, ელოდა თუ ეშინოდა მათი წარმოდგენა არ მქონდა,არც ის ვიცოდი რას ფიქრობდა გულში, გვერდით მომყვებოდა და ცრემლებს იკავებდა.
ტაქსში ჩავჯექით,სახლის მისამართი ვუკარნახე,გიო როგორც ყოველთვის გარემოს დათვალიერებით იყო გართული.ჩვენ კი ორივე ვდუმდით.
გზად მაღაზიაში გავიარეთ, საკვები პროდუქტები შევიძინეთ და სახლში წავედით.
დაბნეული და მორიდებული მომყვებოდა უკან და სახლშიც ასევე მორიდებით შემოვიდა. გიოს მაშინვე დავავიწყდით, როგორც კი მივედით.მაშინვე თავის ოთახში გაიქცა.ქურთუკი საკიდზე ჩამოვკიდე და პარკები სამზარეულოში გავიტანე.
-ელენე,მოდი მანდ ნუ დგახარ, დღეიდან ეს უკვე შენი სახლიცაა, -გავძახე სამზარეულოდან.
გოგომ თხელი დუტი იქვე მიაკიდა და ჩანთიანად შემოვიდა ჩემთან. მისაღებში გავიყვანე და ჩანთა გამოვართვი.-
-დაჯექი შენ აქ ან წამოწექი თუ გინდა,დაისვენე,ტელევიზორს უყურე,ან რა ვიცი რაც გინდა ის გააკეთე,თავისუფლად იყავი,მე მანამდე წავალ საჭმელს მოვამზადებ და ვივახშმოთ.
-გაწუხებ ხოო?
-რითი?იმით რომ აქ ხარ?კარგი რაა,მიეჩვიე,დღეიდან სულ ასე იქნება,იქამდე ყოველშემთხვევაში სანამ რამე არ შეიცვლება ან შენი ოჯახის მხრიდან ან ვახოს მხრიდან….
მორიდებით დაჯდა,ჩანთა გვერდით მოიდო და ეკრანს მიაჩერდა,სადაც ცნობილი გადაცემა გადიოდა. აღარაფერი მითქვამს,ტანსაცმელი გამოვიცვალე და ვახშმის მომზადებას შევუდექი. დროდადრო გავხედავდი ხოლმე,ჩუმად იჯდა თავისთვის. გიომაც ინება მერე თავის ოთახიდან გამობრძანება და მიუცუცქდა ელენეს,ერთად ერთობოდნენ. მეცინებოდა მათზე,ორი პატარა ბავშვი იყო ჩემს წინ.
ვახშამმა მდუმარებაში ჩაიარა, მაგრამ მერე გიოს მობეზრდა და მაიმუნობა დაიწყო. ცდილობდა ისეთი რამეები გაეკეთებინა რომ ყურადღება მოექცია,ელენეს ეღინებოდა და ისიც უარესს აკეთებდა.ბოლოს რომ აღარ მოისვენა შენიშვნა მივეცი და დაწყნარდა,ჭამა მშვიდად დაასრულა. სანამ სუფრა ავალაგე კიდევ ითამაშეს ცოტა ხანს,მერე კი ძილი მოერია, საძინებელში გავიყვანე,სანამ მოვაწესრიგე, დავბანე და დავაწვინე საკმაო დრო გავიდა.მერე ელენესთვის მოვამზადე საწოლი, მაგრამ მდივანზე ჩასძინებოდა, შემეცოდა,ისე საყვარლად და უდარდელად ეძინა,თითქოს სულ არ ჰქონდა პრობლემები. საბანი გამოვიტანე,მივაფარე და სინათლე ჩავაქრე.
ალბათ ბოლომდე ჯერ კიდევ არ ჰქონდა გააზრებული ცხოვრების ახალ ეტაპზე რომ გადადიოდა და წინ რა სირთულეები ელოდა.მაგრამ ვიცოდი რომ ამ გზას აუცილებლად წარმატებით გაივლიდა. ელენე იყო მიტოვებული და ოჯახიდან გარიყული გოგონა,რომელშიც საკუთარ ანარეკლს ვხედავდი როცა ვუყურებდი, მაგრამ საზოგადოებას ხშირად ავიწყდება ერთი რამ,რომ სწორედ ეს გვაიძულებს დავდგეთ ფეხზე და დავუმტკიცოთ მათ რომ ჩვენ ვართ ძლიერები და ყველანაირი განსაცდელის გადასატანად მზად ვიყავით ჩვენი შვილებისათვის.
დილით ადრიანად გავიღვიძე. ფრთხილად ავდექი და სააბაზანოში გავედი,წყალი გადავივლე,მერე ტანსაცმელი ჩავცვი და სამზარეულოში სუფრის გაშლას შევუდექი საუზმისთვის. ვფრთხილობდი,არ მინდოდა ელენე გამეღვიძებინა,მაგრამ მას უკვე ეღვიძა.შევნიშნე ნამტირალევი თვალები ჰქონდა.
-ისევ იტირე?-ვკითხე მოურიდებლად.ხმა არ გაუცია.
-ელენე რა გჭირს?რამე მოხდა?
-ახლახანს მშობლებმა დამირეკეს, ცოტა დამშვიდებულები ჩანდნენ,აღარ უყვირიათ,მაგრამ გასაგებად ამიხსნეს რომ დღეიდან ქალიშვილი აღარ ჰყავთ.აღარც სახლი მაქვს და უნდა დავივიწყო ისინი.
-ჰოდა იყავი ჩემთან.
-შენ რომ ეს ბავშვი მოგეშორებინა,ასე არ მოხდებოდა,ამას ვერასოდეს გაიგებდნენ და ისევ თავის ადგილზე დალაგდებოდა ყველაფერი.
-მე შენ რა გითხარი?რა აგიხსენი? აბორტით პრობლემა არ მოგვარდებოდა. შემომხედე,-გვერდით მივუჯექი და მხრებზე მოვეხვიე .-აი,ჩემი მაგალითი აიღე და დაისახე მიზნად რომ შენ აუცილებლდ იქნები წარმატებული და ბედნიერი ქალი, მიუხედავად იმისა რომ მარტოხელა დედა იქნები და შესაძლოა ხშირად წააწყდე ისეთ ადამიანებს, რომლებიც ამას გაგახსენებენ.
-შენ არ ხარ ბედნიერი მარიამ,ეს ყველაფერი მოჩვენებითია,შენ სიცრუეში ცხოვრობ,თავს იტყუებ,ეს ბედნიერება სრულყოფილი არაა. შეიძლება შენ გყავს შვილი და დედა გქვია,რაზეც ბევრი ქალი ოცნებობს, მაგრამ არ გყავს გვერდით ქმარი,რაც ასევე მნიშვნელოვანია. იმისთვის რომ იყო სრულყოფილად ბედნიერი ამისთვის ქმარიც უნდა გყავდეს, ოჯახი მინიმუმ სამი წევრისგან უნდა შედგებოდეს და ბავშვს უნდა ჰყავდეს მშობლები.
მისმა სიტყვებმა დამაფიქრა,თან იმდენად დამაფიქრა,რომ პასუხი ვერ გავეცი.ან რა უნდა მეთქვა,განა მე არ ვიცოდი გულის სიღრმეში რომ ის მართალი იყო?ახლა მივხვდი რომ ელენე აღარ იყო პატარა გოგონა,ერთ ღამეში გაზრდილიყო და ჩემს წინ ჩამოყალიბებული ქალი იჯდა და ის მელაპარაკებოდა
-ალბათ ოდესმე იქნება ეგეც,მე იმედი არ დამიკარგავს. -ჩავილაპარაკე.
-ჩემი ძმა ისევ გიყვარს,ვიცი, ვხვდები, როცა მას ახსენებ თვალებში სიხარულის სხივი გიკრთება,ვხვდები რომ შენ სხვას ვერ შეიყვარებ,ეს რომ შეგეძლოს აქამდე გააკეთებდი ამას.
-ახლა ვეცდები ელე.-გავიმხნევე თავი.
-ვერ შეძლებ.გინდა რაღაც გითხრა? დღემდე ვერ ვხვდები რატომ მოიყვანა მან ცოლად ნათია ან რატომ დასრულდა ასე მოულოდნელად თქვენი ურთიერთობა.სახლში სულ ეკითხებოდნენ,მაგრამ სულ ღიზიანდებოდა და პასუხს თავს არიდებდა.არც მათი მზერა ყოფილა ერთმანეთის მიმართ ისეთი,როგორიც თქვენი და არც ისეთი სიყვარულით ჩახუტებიან ერთმანეთს,როგორც თქვენ.
-ხო მაგრამ,დღეს მაინც ისაა მისი ცოლი და არა მე,არ ყოფილა სიყვარული მთავარი ხომ ხედავ.
-რომ გაიგოს გიო მისი შვილია, დარწმუნებული ვარ,მაშინვე შენთან გამოიქცევა.
-არა ელენე,ახლა არა,ჯერ არ დამდგარა დრო.
-როდის დადგება ეგ დრო?
-არ ვიცი.
-ვფიქრობ მას უნდა უთხრა,აი მე ხომ ვუთხარი ვახოს და არ დავუმალე,მანაც გააკეთა თავისი არჩევანი,შენც უნდა უთხრა,ერთმანეთი არ დააკარგვინო მამა-შვილს.
-ვიფიქრებ მაგაზე.ახლა წამოდი ვისაუზმოთ,მერე კი მე და გიო წავალთ,შენ ხომ სახლში დამხვდები საღამოს რომ დავბრუნდები?
-ალბათ.აბა სად წავალ?
-იცოდე რომ ეს შენი სახლიცაა,შენ უცხო არ ხარ, ბოლოსდაბოლოს ჩემი შვილის მამიდა ხარ.-გავუცინე.
-დეე მამიდა რა არის?-შემობაჯბაჯდა ოთახში ფეხშველა გიო პიჟამოებით და აბურძგნული თმებით.კალთაში ჩამიხტა.
-მამიდა არის მამის და,ელენეს უნდა დაუძახო მამიდა.
-კარგი,მაგრამ მამა ვის დავუძახო?-მიამიტურად მკითხა ბავშვმა
ელენეს გადავხედე,ისიც დაბნეული მიყურებდა.
-არავის,-ჩავილაპარაკე და წამოვდექი,-გავიქცეთ,ჩავიცვათ და მერე ბაღში წავიდეთ.
-არ მინდაა,-აბუზღუნდა ისევ.
-შენ მე დამპირდი,-მკაცრად გადავხედე და ისიც მაშინვე გაჩუმდა.
მალე ორივე მოვემზადეთ და წასასვლელად მზად ვიყავით.
-დამპირდი რომ საღამოს სახლში რომ დავბრუნდებით,აქ დამხვდები.
-გპირდები,აბა სად წავალ? წასასვლელი მაინც არ მაქვს.-გამიღიმა.
-კარგი,თუ რამე დაგჭირდეს,ჩემი ნომერი იცი და დამირეკე, საჭმელი მაცივარშია,მშიერი არ იყო იცოდე.
-ნახვამდის მამიდა,-ხელი დაუქნია გიომ.კარგად დაიმახსოვრა წეღანდელი ნათქვამი.
-ნახვამდის პატარა,-კოცნა გამოუგზავნა და კარი დახურა.
გიო ბაღში დავტოვე,მე სამსახურში წავედი, გულდამძიმებული ვიყავი მთელი დღე,ვნერვიულობდი ელენეზე.ისევ არ ეცადა.რამდენჯერმე დავურეკე. ხმაზე შევატყვე რომ მშვიდად იყო.მეც ცოტა დავწყნარდი.
ველოდი რომ ოჯახის რომელიმე წევრი მოიკითხავდა, მაგრამ რატომღაც არავინ გამოჩენილა.
საღამოს ჩვეულ დროს გამოვედი,გიო წამოვიყვანე ბაღიდან და სახლში წავედით.
-აბა როგორ ხარ?როგორ ჩაიარა დღემ?-ვკითხე მაშინვე.
-ჩვეულებრივად,მთელი დღე ვიწექი და ფილმებს ვუყურებდი.
-მე ბაღში ბევრი ვითამაშე, მაგრამ მაინც არ დავღლილვარ, გინდა ჩვენც ვითამაშოთ?-ჰკითხა გიომ.
-შენ ჯერ ტანსაცმელი გამოიცვალე,გაიქეცი მიდი.
-კარგი,მერე ვითამაშოთ ხო?
ელენესგან თანხმობა რომ მიიღო ბედნიერი გავარდა ოთახში.
-გინდა რომ ვივახშმებთ,გარეთ გავიდეთ,სუფთა ჰაერზე გავისეირნოთ,საგრძნობლად დათბა უკვე?
-მირჩევნია სახლში დავრჩეთ.- უარი განაცხადა.
-როგორც გინდა.მაშინ აქ გავერთოთ.გიო რამეს მოიფიქრებს,-გამეცინა და ისიც ამყვა,-მიხარია რომ იცინი.
ვახშმის მერე გიომ მართლაც გაგვართო,ჯერ დამალობანა ვითამაშეთ,მერე გვიცეკვა და გვიმღერა,ბოლოს დაიღალა და დავიძინებო ოთახში წავიდა.
-დიდი ბიჭი ვარ,არ მოხვიდე დეე,-განაცხადა და ამაყად გაემართა ოთახისკენ..
ჩვენ ცოტა ხანს ტელევიზორს ვუყურეთ,ცოტა ვილაპარაკეთ, მერე საძინებელში გავიყვანე, უარს ამბობდა,არ უნდოდა იქ დარჩენა, მაგრამ მე ჩემი გავიტანე,ჩემი ოთახი დავუთმე და მე გიოს ოთახში გადავბარგდი…
მომდევნო ორი დღე წინა ორ დღეს ჰგავდა,დილით ადრე ვდგებოდით, ვსაუზმობდით,მერე ჩვენ მივდიოდით და ელენე მარტო რჩებოდა სახლში. საღამოობით მიყვებოდა დღის ამბებს და ვახშმობის მერე ვიძინებდით..
საერთოდაც ბოლო რამდენიმე დღე ჩემი ცხოვრება ძირფესვიანად შეიცვალა,რაც ელენე სასწრაფომ საავადმყოფოში შემოიყვანა,მას მერე საკუთარ თავს აღარ ვეკუთვნოდი. თითქოს ის განგებ გამომიგზავნა უფალმა,თითქოს ის და მისი ოჯახი ჩემი გამოცდა იყო,სადაც ადამიანობა და დაცემულის გვერდში დგომა იყო მთავარი საგამოცდო საკითხი…
სამსახურში შესვენებაზე ვიყავი საავადმყოფოს წინ კაფეში გადავედი. უკან ვბრუნდებოდი,მოულოდნელად გზა გიორგიმ გადამიჭრა.
-ჩემი სულ როგორ გეშინია,-გაეღიმა ირონიულად,ალკოჰოლის სუნი მაშინვე ვიგრძენი.
-არ მეშინია,ნუ ხარ საკუთარ თავში ასე ძალიან დარწმუნებული.
-მაშინ რატო გაგიკვირდა ჩემი ნახვა?
-როგორ ფიქრობ მიზეზი არ მაქვს,რომ შენი დანახვა არ მიხაროდეს ან მიკვირდეს?
-გაქვს,გეთანხმები ნამდვილად გაქვს,- მის ხმაში სევდა გაერია.
-რადგან აქ ხარ,ესეგი მიზეზი გაქვს,მიდი გისმენ მითხარი რა გინდა, ოღონდ მალე და გაფრთხილებ იმდღევანდელი გიორგი არ დამანახო.
-გიორგი მოკვდა,შენ მოკალი.-ჯიუტად შემომხედა.
-მეე?-გამიფართოვდა თვალები და იმდენად მინდოდა აქვე,ახლავე მეთქვა ყველაფერი რაც გულში მქონდა წლების მანძილზე დაგროვილი,რომ როგორ შევიკავე თავი თვითონაც გამიკვირდა.
-ჰო,ნუ მიყურებ ასე ძალიან გთხოვ,მაგ თვალებით ნუ მიყურებ მარიამ,ჩემი თვალებით ნუ მიყურებ.-ისევ სევდიანად მითხრა,გამახსენდა ერთ-ერთ პაემანზე როგორ მითხრა შენი თვალები ჩემია,შენ ჩემი თვალები ხარ,მაგ თვალებით ვხედავ სამყაროსო.
-შენ ეს თვალები სულ არ შეგეცოდა და ცრემლებისთვის გაიმეტე გახსოვს?- ჯიუტად დავაჭირე ფეხი მტკივნეულ ადგილას.
-ნუ გგონია რომ მე არ დავიტანჯე, იქნებ უფრო მეტადაც კი.ამას შენ ვერ გაიგებ..
-არ მაინტერესებს,მორჩა,მითხარი მალე რა გაქვს სათქმელი,მეჩქარება.
-ელენე სად არის?
-აჰაა,აი თურმე რაშია საქმე, გაგახსენდა რომ და გყავს?
-მითხარი სად არის,სიტყვაა ბანზე ნუ მიგდებ.
-არ ვიცი.
-იცი,აქედან ისე ვერ წავიდოდა,შენ რომ არ მიგეცა ნებართვა.მისი მკურნალი ექიმი ხარ.
-მაგას ახლა იაზრებ და ახლა კითხულობ?იმ დღეს თავზე დაიმხე აქაურობა,ისეთი გამხეცებული იყავი. ისეთი რამეები გააკეთე,მსგავსი ცხოველები კიდევ თუ არსებობდნენ არ მეგონა ან ამ ამბავზე ისევ ასეთი რეაქციები თუ ექნებოდათ ვინმეს, ქვის ხანაში ხომ აღარ ვართ? გამოფხიზლდი ბოლოსდაბოლოს.
-მოკლედ იცი თუ არა სადაა ელენე?აღარ მინდა ამდენი ლაპარაკი.
-არ ვიცი.რომელიღაც ბავშვთა და არასრულწოვანთა ორგანიზაციამ წაიყვანა,ისინი მიხედავენ..
-უნდა გამირკვიო.
-ნუ მიბრძანებ,არაფერსაც არ გაგირკვევ.-მოვბრუნდი და ზურგი შევაქციე,
-კი,გაარკვევ,-მკლავში მტაცა ხელი და თავისკენ მიმაბრუნა,-დალაპარაკება მინდა,მხოლოდ დალაპარაკება.
-არაფერს დაუშავებ?
-არა,გპირდები,მის თავს გეფიცები, რაღაცეები მაქვს სათქმელი და უნდა ვუთხრა.
-ერთი პირობით,ამ შეხვედრას მეც დავესწრები და იურისტიც,და კიდევ შეხვედრა ჩემს კაბინეტში შედგება.არ მინდა გავრისკო და ისევ საფრთხის ქვეშ დავაყენო მისი სიცოცხლე.
-გპირდები.
-ხვალ დილით მოდი და პასუხს გეტყვი,ან ელენეც იქ იქნება თუ მოინდომა შეხვედრა.წავედი,კარგად ბრძანდებოდე.-სწრაფად დავემშვიდობე და სწაფად გავეცალე იქაურობას,მაგრამ მაინც გავიგონე, როგორ ჩაიბუტბუტა ალბათ ჩემს გასაგონად.
„-ყოველთვის ჩემი გოგო იქნები.“
მის სიმთვრალეს მივაწერე ეს,მაგრამ მაინც იმოქმედა და მთელი დღე არეული ვმუშაობდი…
ამჯერად ელენემ შემატყო რომ ხასიათზე ვერ ვიყავი,ჩვეულებრივზე ნაკლებს ვლაპარაკობდი და არ ვხუმრობდი.
-რამე მოხდა?დაძაბული მეჩვენები.
-არა,ისეთი არაფერი,გიოს დავაძინებ და გეტყვი.
-მშვიდობაა?-შეშინდა.
-ეს შენს პასუხზე იქნება დამოკიდებული.,-ვუპასუხე და გიო დასაძინებლად წავიყვანე…
ალბათ როგორ მელოდა და როგორ ნერვიულობდა,ნეტავ რას ფიქრობდა? თითებს აწვალებდა.გვერდით მივუჯექი.
-დღეს შენი ძმა ვნახე,ჩემთან მოვიდა საავადმყოფოში.
-ხომ არაფერი დაგიშავა?-მკითხა შეშინებულმა.
-არა,დამშვიდდი,უბრალოდ მითხრა რომ შენი ნახვა უნდა,შენ შეგიძლია შეხვდე ან არ შეხვდე,მაგრამ მარტო არ იქნები,მე და ჩემი მეგობარი თაკოც წამოვალთ,ის ადვოკატია და იურიდიულად დაგიცავს,არ მისცემს უფლებას შეგეხოს ან რამე დაგიშავოს. ეს შენი გადასაწყვეტია გინდა თუ არა შეხვედრა.
-ვიცოდი რომ არ მიმატოვებდა,- იმედის სხივი გაუკრთა თვალებში ელენეს და ამ დროის განმავლობაში პირველად ვნახე მის სახეზე ბედნიერი ღიმილი.-შევხვდები.
არც მე და ალბათ არც მას არ სძინებია მთელი ღამე,მოსალოდნელი შეხვედრა ორივეს გვანერვიულებდა.
სულ სხვა ელენე დავინახე დილიდანვე, ისეთივე ლაღი,მხიარული და ბავშვური როგორსაც ვიცნობდი.
თაკო წუხელვე ჩავაყენე საქმის კურსში,მანქანით გამოგვიარა და შეხვედრაზე წავედით,ჯერ გიო დავტოვეთ ბაღში როგორც ყოველთვის ბუზღუნით და წუწუნით, გზაში უფრო დეტალურად ავუხსენი სიტუაცია თაკოს და ისიც დაგვპირდა ყველაფერს მოვაგვარებო…
ელენე კაბინეტში დავტოვე თაკოსთან ერთად,მე კი მიმღებში ჩავედი,რომ იქ დავხვედროდი გიორგის.არ მალოდინა დიდხანს,მალე მოვიდა.
-წამომყევი და იცოდე პირობა არ დაგავიწყდეს.კარგიო თავი დამიქნია, საკონფერენციოში შევიყვანე,თაკოს შეტყობინება მივწერე და მათ მოლოდინში სკამზე ჩამოვჯექით, მისგან შორს.ხმას არ იღებდა,ალბათ ისიც განიცდიდა და ნერვიულობდა. ეს მისი კიდევ ერთი განსხვავებული სახე იყო მოწყენილი და სევდიანი.
კარი ოდნავ ხმაურით გაიღო,ჯერ თაკო გამოჩნდა,მერე შეშინებული და დამფრთხალი ელენე.გიორგი რომ დაინახა,სახე გაუნათდა და თაკოს გამოასწრო.
-ძმაო,ვიცოდი რომ მოხვიდოდი და არ მიმატოვებდი,-მისმა ნაზმა ხმამ დაიწკრიალა და თითქოს მზის სხივები შემოტანა,ხელები გაშალა,რომ ჩახუტებოდა,მაგრამ ადგილზევე გააშეშა ძმის პასუხმა.
-დაჯექი მანდ,-მკაცრად უბრძანა
-უხეშობის,ყვირილის და ლანძღვის გარეშე ბატონო გიორგი.- გააფრთხილა თაკომ.
ვხედავდი როგორ უჭირდა ორივეს, როგორ ითმენდა რომ არ წამომხტარიყო და და გულში არ ჩაეკრა,სევდა შევნიშნე მათ თვალებში.ტკივილი და წყენა გიორგის სახეზე.დუმდნენ,ერთმანეთს უმზერდნენ და საუბრის დაწყება უჭირდათ.
-არც კი ვიცი რა ვთქვა,რა გითხრა, სიტყვებს ვარჩევ,რომ რამე ისეთი არ წამომცდეს,რამე ისეთი არ გაკადრო. რის გამოც მერე მთელი ცხოვრება ვიდარდებ…
-მაპატიე ძმაო,არ მინდოდა,-ნიკაპი აუცახცახდა გოგოს.გიორგი ცოტა დაიბნა.
-რა არ გინდოდა?ეს რომ გაგვეგო თუ ის რაც მოხდა?დაგაძალეს? გაიძულეს?- თითქოს ხავსს ჩაებღაუჭა ის.
-არა,არაფერი დაუძალებიათ,მაგრამ არც დაგეგმილად მოხდა, გაუზარებლად მოგვივიდა
-გოგო შენ ნორმალური ხარ?გინდა მითხრა რომ ბოზ..ა გინდოდა და ეს გააზრებულად გაკეთე?-მაგიდას დაარტყა ხელი და იყვირა,ელენე შეხტა,მე და თაკო კი წამოვხტით და გვერდით ამოვუდექით,რომ მისგან დაგვეცვა, ისევე უცებ დაწყნარდა, როგორც აფეთქდა და ჩვენც ადგილზე დავბრუნდით.
-ვინ არის ბავშვის მამა?
-არავინ.
-ელენე,ძალიან მიჭირს თავის შეკავება,ჩემს ნერვებზე თამაშობ.
-მაგას არასოდეს გეტყვი.იმიტომ კი არა,რომ იმას ვიცავ?იმიტომ რომ შენ გიფრთხილდები.ვიცი წახვალ და რამეს დაუშავებ.
-ახლა მიფრთხილდები?ახლა ფიქრობ ოჯახზე?მაშინ რატომ არ ფიქრობდი, როცა ამას აკეთებდი?
-ვფიქრობდი,სულ ვფიქრობდი. ამიტომაც დავლიე წამლები და ვცადე.
-ნახა გამოსავალი,-ცინიკოსობაზე გადავიდა გიორგი.-წარმოდგენა მაინც გაქვს რა დღეში ვართ?რა ხდება სახლში?თითქმის ყოველდღე სასწრაფოს ვიძახებთ,დედა ისე ცუდად ხდება,ნიკუშა სახლში აღარ მოდის, ვშიშობ წამალზე შეჯდა მგონი,რომ დაივიწყოს მომხდარი,მამა სასმელს მიეძალა,მე კი ვზივარ,ვუყურებ მათ განადგურებულებს და არ ვიცი რა ვქნა,ვნატრობ დრო დავაბრუნო და იმ გასტროლებზე არასოდეს გაგიშვა. ნაწილებად ვიგლიჯები,გული ისე მაქვს დაფლეთილი ვერაფერს ვშველი,დალევაც ვცადე,უგონოდ გავითიშე,მაგრამ მაინც არ დამავიწყდა, მაინც არ გაიარა ამ ტკივილმა.სიცოცხლე აღარ მინდა.
წამით მის ადგილზე წარმოვიდგინეთ თავი და ისიც შემეცოდა,ისე შემეცოდა, ძლივს შევიკავე თავი რომ არ ავტირებულიყავი..ელენე ტიროდა.
-ნეტავ მოვმკვდარიყავი და ეს ამბავი არ გაგეგოთ…
-ხალხიც უკვე აჭორავდა,ნათესავებმაც გაიგეს,მოდიან,არ წყდება მათი წადი-მოდი და ვიშ-ვიში.არადა რამდენს უხარია.
ელენეს უეცრად ჩაეცინა,გიორგის სახე ეცვალა.
-რა გაცინებს გოგო?
-აი თურმე რა გადარდებთ და რატომ ხართ ცუდად,ჩემზე კი არ დარდობთ რა მომივა ან როგორ ვიქნები,ის გადარდებთ,რომ სახელი და თავმოყვარეობა შეგელახათ.შენი ცოლი რას შვება?ისიც ცუდადაა? გამშვიდებთ თუ ცეცხლზე ნავთს ასხავს?
-ელენე რას ამბობ?ამის თქმა არ შეიძლება,ყველა დაძაბულია და ნერვიულიულობს,დამშვიდდი,- ჩავერთე მე.
-ნუ მაჩუმებ მარიამ,განა შენ თვითონ არ დაინახე ქართველიშვილების სანაქებო და თითით საჩვენებელი ოჯახის ნამდვილი სახე?ცხოველებიც კი არ იცილებენ შვილს გვერდიდან, ამათმა კი გულიდან ამომიგლიჯეს. მათზე უარესები არიან.
-ამას ახლა მართლა ასე ფიქრობ თუ ჩემს გასაბრაზებლად ამბობ?- თავის შეკავება გაუჭირდა ბიჭს.
-რომ ვფიქრობ,იმიტომ ვამბობ.
-სამწუხაროა რომ შენს შეცდომას და შენს დანაშაულს ვერ ხვდები.ვერ ხვდები იმას როგორ მტკივა სული,რომ ჩემი პრინცესა,რომელზეც მზე და მთვარე ამომდიოდა,რომელზეც ჭკუას ვკარგავდი,რომლის მსგავსი ქალიშვილის ყოლაზე ვოცნებობდი, ვერ დავიცავი,ვერ გიპატრონე,არადა ჩემს ხელში გაიზარდე,ჩვიდმეტი წლის ვიყავი შენ რომ დაიბადე, დედასაც კი არ ვატანდი შენ თავს,მხოლოდ მაშინ მიმყავდი,როცა გშიოდა,ხელში მეჭირე კისერზე გისვამდი და ისე დაგატარებდი,ნიკაც არანაკლებად გიჟდებოდა შენზე და გიფრთხილდებოდა,შენ ჩვენი პრინცესა იყავი,ახლა კი..ახლა რომ გიყურებ გული მერევა,,,არ მინდა შვილი მყავდეს,არ მინდა გოგო მყავდეს,რადგან ის სულ შენს თავს გამახსენებს,შენს სამარცხვინო საქციელს…
-შენ არ იმსახურებ შვილს და იმიტომ არ გაძლევს უფალი,ვინ იცის,ისეთი მექალთანე და ცოდვიანი ხარ იქნებ გყავს კიდეც და დაგიმალეს,რომ შენს ბინძურ გვარს მოარიდონ.მეც ხომ ამ გვარის ღირსეული „ბინძური“ წარმომადგენელი ვარ,სამარცხვინო ლაქა,სინამდვილეში კი სამარცხვინოები თქვენ ხართ,როცა სახლში მიხვალ,სიტყვა სიტყვით გადაეცი ეს შენს ძვირფას ოჯახს..
დავიძაბე,ელენეს რომ არაფერი წამოსცდენოდა.
-როგორ შეიცვალე,ვერ გცნობ,- გაკვირვებულმა შეხედა ძმამ.
-კარგი,არაუშავს,რაც მინდოდა გითხარი,ახლა მთავარზე გადავალ. უკვე იცი რომ სახლში აღარ და ვეღარ დაბრუნდები,რას იზავ მშობლებს არ აინტერესებ,მე კი ბოლომდე ვერ გწირავ,ამ კონვერტში ფულია,არაა იმდენი,რომ მთელი ცხოვრება გეყოს და უზრუნველად იცხოვრო,ამისთვის ჭკვიანად უნდა მოქცეულიყავი და ყველაფერი გექნებოდა,რაში დახარჯავ არ მაინტერესებს,თუ გინდა ბავშვი მოიშორე ან ისევ მას დაახარჯე.კიდევ რაღაცეები წამოგიღე სახლიდან,რაც დაგჭირდებოდა, მაგრამ ასეთ დახვედრას ნამდვილად არ ველოდი ვაღიარებ,გაზრდილხარ და გაუზრდელებულხარ,არ გიხდება,გთხოვ ელენეს სახეს ნუ დაკარგავ, და კიდევ იქ წიგნებია,აუცილებლად დაასრულე სწავლა,არ მიატოვო. მთელი წლის ფული გადახდილია და კარგად იცი ეს რად დაგვიჯდა შენ რომ იმ კერძო სკოლაში გესწავლა. ამიერიდან აღარ შეგხვდები,ჩვენ აღარ გვყავს და. -მკაცრი და შეუვალი იყო გიორგი.აღარც ელენემ დათმო.
კონვერტი აიღო,შიგნით ჩაიხედა,ფული გადათვალა და ჩაეცინა.
-ამდენად მაინც თუ მაფასებთ კარგია, არ ვაპირებდი აღებას,მაგრამ ავიღებ,იმიტომ რომ არსებობს ადამიანი ვისაც ეს ფული ბევრ რამეს გაუკეთებს,შენ კი უმცროსი დისგან პატარა საჩუქარს დაგიტოვებ.- დამცინავი ღიმილი აუთამაშდა გოგოს სახეზე,ჩანთაში დაიწო ქექვა,იპოვა როგორც იქნა,ხელი გაშალა და გიორგის წინ დაუდო…
-ეს ერთეთრიანია,ყველაზე იაფი და უმნიშვნელო ფული ვითომ ერთი შეხედვით,სინამდვილეში კი ყველაზე ძლიერი და მყარი,რატომ?ის არ ხურდავდება ძმაო,არ იშლება როგორც სხვა ყველა დანარჩენი კუპიურა თუ მონეტა,ასეა ცხოვრებაშიც- ერთი რამე სიამაყე და თავმოყვარეობა არც იყიდება და არც ისწავლება,მე თუ ახლა ორსულად ვარ,იმას არ ნიშნავს რომ გადამთელეს და გადამიარეს.მე თუ სახლიდან გამაგდეთ,იმას არ ნიშნავს,რომ ფეხზე ვერ დავდგები, პირიქით ნელა,მაგრამ მაინც შევიქმნი მომავალს და ვიპოვი ბედნიერებას, შეიძლება კაპიკი ღირდეს ის,მაგრამ ვიცი რომ მყარი იქნება,შენ კი დაიმახსოვრე,რომ სიყვარული არ უნდა გაგეყიდა და არც ისეთი იაფფასიანი და მერყევი ყოფილიყავი,რომ კუპიურებივით დაეშალე და ეყიდე იმ ქალბატონს. ჩემზე კარგად იცი რასაც ვგულისხმობ, ამაყად გადახედა ძმას ზემოდან, რომელიც გაფართოებული თვალებით უყურებდა და ღიმილით დატოვა ოთახი,თაკო უკან გაჰყვა. მასთან მარტო დავრჩი.
-ვერაფერს იტყვი შენი დაა და შენი გაზრდილია,ისე შენ ერთი რამე გამოგრჩა ამ ისტორიაში მეც ვიღაცის შვილი ვიყავი და ვიღაცის და ასე არცმე არ უნდა მომქცეოდი.
-ცხოვრებამ უკან დამიბრუნა ჩემი ცოდვები,-ჩაილაპარაკა და ცრემლი მოიწმინდა,ამაყი და ამპარტავანი გიორგი ქართველიშვილი ჩემი კი არა,მისი პატარა დის წინაშე ტიროდა...
******
თავს საშინლად ვგრძნობდი და ვიდანაშაულებდი რომ ელენეს ძმასთან შეხვედრაში დავეხმარე და ამან დადებითი შედეგი არ გამოიღო. მთელი დღე მომხდარზე ვფიქრობდი, ვაანალიზებდი თითოეულ ნათქვამ სიტყვას და რაც უფრო მეტს ვფიქრობდი,მით უფრო მეტად ვრწმუნდებოდი რომ ელენემ რაღაც მნიშვნელოვანი იცოდა,ის რის გამოც გიორგი დამშორდა ან გავლენა იქონია ჩვენი ურთიერთობის დასრულებაში,თუმცა ამას ვერ ვკითხავდი,ალბათ თვითონ უნდა მოენდომებინა რომ მოეყოლა..
რა თქმა უნდა ვიცოდი რამდენად ცუდად იქნებოდა ის და მარტო არ დამიტოვებია,თაკო გამოვაყოლე სახლში,ასე უფრო მშვიდად ვიქნებოდი.
გიორგის მისი ნივთები მიმღებში დატოვა,ძირითადად ტანსაცმელი, წიგნები და კონსპექტები იყო….
შუადღის შემდეგ გადაუდებელი ოპერაციის ჩატარება მომიხდა, სახლში გვიან დავბრუნდი, გიოს გამოყვანა ბაღიდან და ელენეს პატრონობა მთელი დღე თაკოს მოუწია,სახლში რომ დავბრუნდი ორივეს ეძინა,დაქალი კი მისაღებში ტელევიზორს უყურებდა.
-როგორც იქნა მოვედი,მაპატიე,ვერ გამოვედი და ალბათ შენც დაიღალე და მოგაცდინე.
-არაუშავს,ხომ იცი როგორ მიხარია მის გვერდით ყოფნა,-გაეცინა მას და ტელევიზორს ჩაუწია.
-ელენე როგორ იყო?
-მთელი დღე საძინებლიდან არ გამოსულა, იწვა და ტიროდა,საჭმელიც ძალით ვაჭამე. ძალიან მეცოდება,ჯერ პატარაა ამხელა ტვირთისათვის.
-სამაგიეროდ დაგვიმტკიცა რომ ძალიან ძლიერია და ყველაფერს გაუძლებს…
-იმედია ასე იქნება,შენ ფრთხილად იყავი,არავინ იცის მისი ოჯახი რას მოიმოქმედებს,წავედი ეხლა მე, საქმეები მაქვს,თუ რამე მოხდა ან შეგაწუხეს ან რამე, დამირეკე და მეც მაშინვე დაგადგები ჩემი თანამშრომლებით,-გაეცინა მას და დამემშვიდობა.მეც დაღლილი ვიყავი,ემოციურადაც და ფიზიკურადაც და მალევე ჩამეძინა...
დილით ყველას გვიანობამდე გვეძინა,შაბათი იყო- სახლში ყოფნის დღე,გიოს მაინც ყველაზე ადრე გაეღვიძა,არ მოისვენა და მეც გამაღვიძა,ოთახში ითამაშე,ელენეს სძინავს-თქო გავაფრთხილე და არ გამიშვია საძინებლიდან,მაგრამ ვეღარ მოითმინა და აბუზღუნდა, მოშივდა...ის იყო უნდა გამოვსულიყავით რომ თვითონ ელენემ დაგვიკაკუნა
-მარიამ გღვიძავთ?
-შემოდი ელე,-გავძახე შიგნიდან და საწოლში წამოვჯექი.
-რაღაცეების ყიდვა მინდა და გამომყვები?
-მითხარი რა გინდა,იქნებ მაქვს და გასვლა არ მოგიწევს.
-პირადი მოხმარების ნივთებია.
-ყველაფერი შემოსასვლელშია, ჩანთებში,გუშინ გიორგიმ დაგიტოვა და წამოგიღე.აღარ გაგაღვიძე,გვიანი იყო,სახლში რომ მოვედი.
-კარგი,მაშინ წავალ ჩემს ნივთებს დავალაგებ,-კარში გაუჩინარდა ელენე.გიო უკან მიჰყვა,მათთან რომ გავედი ინტერესით ათვალიერებდნენ ყველაფერს და თან შესაბამის ადგილს უძებნიდნენ.კარგად ხალისობდნენ..მეგონა ელენე დეპრესიაში ჩავარდებოდა,მაგრამ ასე არ მოხდა,მასში უკვე მებრძოლი ქალი და დედა დავინახე…
თითქმის მთელი კვირა გავიდა რაც ჩემთან იყო და ჩემი ცხოვრება შეიცვალა,ისე გადავერთე მის პრობლემებზე,მეგობრები სულ დამავიწყდა.არადა დღეს შაბათი იყო და მორიგი შეხვედრა გვიწევდა.ისე გამომრჩა მათთან შეხმიანება, რომ არ დამირეკავს,სამაგიეროდ თვითონ დარეკეს.
-მშვიდობა გაქვს?-მომესმა კატოს ხმა.
-კი გოგოები,უბრალოდ რაღაც პრობლემები მქონდა და ვეღარ შეგეხმიანეთ.სამსახურშიც გადატვირთული ვიყავი.
-მითუმეტეს,ბავშვი სად მიგყავდა? -გაოცებული იყო ირმა.
-ელენეა ჩემთან.
-რააა?-მომესმა სამივეს ხმა ერთად,ალბათ ტელეფონი ხმამაღალზე ჰქონდათ ჩართული.
-ხო,არ მოგესმათ,ის მოხდა რისიც მეშინოდა.
-ახლავე შენთან მოვდივართ, დღევანდელ შეკრებას შენთან გადმოვიტანთ.ყველაფერი უნდა მოგვიყვე.
ნახევარ საათში თაკოსთან ერთად ჩემი სახლში იყვნენ,სამზარეულოში მაგიდას ვუსხედით და ვსაუბრობდით.
ელენე არ შემოგვიერთდა,გიოსთან ერთად საძინებელში თამაშობდა.
-არ მჯერა,ზუსტად ის მოხდა,რაც შენს შემთხვევაში,-ჩემი მონაყოლის მერე ჩამოვარდნილი სიჩუმე პირველი კატომ დაარღვია.
-გიორგიმ რომ გაიგოს მის დას ეხმარები და სახლში წამოიყვანე, დარწმუნებული ვარ შენთან ჩხუბისთვის მიზეზს მოიგონებს ისევ.
-მოიგონებს კი არა,აქვს უკვე მიზეზი სოფია.რაზე ფიქრობ შენ?-მკაცრი იყო ირმა.
-რა უფლება აქვს რომ მეჩხუბოს?ან ვინ მისცემს ამის ნებას? ბოლოსდაბოლოს მასთან მეც შეიძლება მქონდეს პრეტენზიები და მიზეზები არ დაგავიწყდეთ.ჩემთან მაინც არაა მართალი და ის რაც მე დამმართა,არასოდეს არ უნდა იგრძნოს ელენემ,ეს კარგად დაიმახსოვრეთ..
-ბავშვზე იცის?
-კი სოფია,ყველაფერი მოვუყევი.გიო მამიდას ეძახის.ამასწინათ მკითხა მამა ვის დავუძახოო და გული მომიკვდა.ვერაფერი ვუპასუხე.
-თავისთავად ასე იქნება ეს.რაც უფრო გაიზრდება მით უფრო ბევრი კითხვა გაუჩნდება და მით უფრო შეგაწუხებს ამ კითხვით,მერე რას იზავ?
-არ ვიცი,ალბათ დრო რომ მოვა ყველაფერს ვეტყვი.
-და როდის იქნება ეგ დრო?
-არც ეგ არ ვიცი ირმა,მხოლოდ ის ვიცი რომ ,ახლა ელენე და მე ერთნაირ მდგომარეობაში ვართ,არ მინდა მარტო იყოს,თუ შეგიძჺიათ დამეხმარეთ რომ თავი კარგად იგრძნოს,თუ არადა საერთოდ ნუ აგრძნობინებთ ნურაფერს,მისგან შორს დაიჭირეთ თავი.
-შენ ვინ გგონივართ ჩვენ?ასეთი უგულოები კი არ ვართ?უბრალოდ შენ გვეცოდები რომ არ გვინდა კიდევ დაგემატოს პრობლემები თორემ, ელენეს რომ ჩვენი სახით დამცველები და დამხმარები ჰყავს,მაგას თქმა არ უნდა, მიპასუხა კატომ.
-ამ პატარა გოგოსაც ვუპატრონებთ და დავაყენებთ ფეხზე.-მიპასუხა ირმამ და სამივე ჩამეხუტა.
-ჩემი გოგოები…-ბედნიერს ჩამეღიმა. მართლაც არავინ ყოფილა კარგ მეგობარზე ძვირფასი.
გოგოები რომ გავაცილე,ელენე მისაღებში დამხვდა,მოწყენილი იჯდა.
-მათაც ვეცოდები ხო?
-არა ჩემო კარგო.ეს როგორ იფიქრე? ძალიან კარგები არიან.მოვენატრე და ჩემს სანახავად მოვიდნენ.
-დარწმუნებული ვარ ისინიც შენსავით კარგები იქნებიან.
-ხშირად ვიკრიბებით,თითქმის ყოველ შაბათ კვირას ერთად ვატარებთ.ისინი რომ არა მე არ ვიქნებოდი დღეს ის ვინც ვარ.
-გაგიმართლა ამ მხრივ,მე მეგობარიც კი აღარ დამრჩა,ჩემი ამბავი ჩემს საუკეთესო მეგობრებს ვუთხარი, ვიფიქრე დამეხმარებიან და გვერდში დამიდგებიან-თქო,ისინი კი პირიქით მოიქცნენ და ხელი მკრეს.
-არ იდარდო შენ მაგაზე.მე და გიო ხომ გყავართ?ჩათვალე ჩემებიც შენი უფროსი მეგობრები არიან.მოდი ეხლა სხვა რამეზე ვილაპარაკოთ.
-რაზე?
-სწავლაზე.სკოლაში უნდა წახვიდე. სწავლა დაასრულო,ატესტატი აიღო, რომ მომავალში უნივერსიტეტში ისწავლო ან რავიცი,ხომ გქონდა გეგმები?მომიყევი მელაპარაკე.
-ქორეოგრაფიულ სასწავლებელში უნდა ჩამებარებინა,ცეკვა ჩემი ოცნება იყო და სულ ცოტა მქონდა დარჩენილი რომ დიდ ანსამბლში გადავსულიყავი. -მოიღუშა გოგო უცებ ამ ყველაფრის გახსენებაზე.
-მერე ვინ თქვა რომ აღარ შეგიძლია?
-როგორ მარიამ?მე ხომ ორსულად ვარ?ეს ბავშვი ხელს შემიშლის ყველაფერში და სულ ამ შეცდომას გამახსენებს.
-ელენე ხომ შევთანხმდით რომ ამას აღარ დავუბრუნდებით და სულ წინ ვივლით?ორსულად ხარ,ავად ხომ არა? გააჩენ და გააგრძელებ ცეკვას,არ იქნება შენი ადგილი ძველ ანსამბლში?ახალს მოვძებნით,სხვას და მაინც მიაღწევს იმას,რაზეც ოცნებობდი.ბავშვს მე გავზრდი და მე მივხედავ შენ თუ არ გენდომება.
-რათ გინდა სხვისი შვილი მარიამ?ან როგორ გაზრდი?შენც ხომ მუშაობ?
-სხვისი შვილი არაა,ის ჩემი შვილის მამიდაშვილია,მისი სისხლი და ხორცია,ასე რომ დაივიწყე ყველაფერი ცუდი და შენს მომავალზე იფიქრე,ყველაფერი გააკეთე რომ მან შენით იამაყოს,აი როგორც კი ხელში დაიჭერ მაშინვე მიხვდები რისთვის ღირს სიცოცხლე.-კიდევ ერთხელ დავარიგე გოგო,მოვეფერე და გულში ჩავიხუტე.
*******
ორშაბათს ელენე სკოლაში მივაცილე, ცოტა ხანს დაველოდე რომ კლასში შესულიყო,გავამხნევე და წამოვედი, გიო დავტოვე ბაღში. სამსახურში მთელი დღე აფორიაქებული ვიყავი,რაღაცნაირად ვერ დავმშვიდდი,თითქოს ვგრძნობდი რომ ელენეს კარგი არაფერი ელოდა.
საბედნიეროდ შუადღეს თვითონ დამირეკა,მახარა გაკვეთილებმა კარგად ჩაიარა,არავის შევუწუხებივარ და ზედმეტი კითხვებიც არავის დაუსვიაო.გამიხარდა რომ ჩემი წინათგრძნობა არ გამართლდა.
გიოს გავუვლი ბაღში და სახლში წავალთო მითხრა და დამემშვიდობა საღამომდე.დამშვიდებულმა განვაგრძე მუშაობა და საღამოს სახლში დაბრუნებულს ერთად მოთამაშე მამიდა-ძმისშვილი დამხვდა იატაკზე გართხმულები და საყვარლად თამაშობდნენ.
-ორი ბავშვი,-ჩამეღიმა და მივესალმე.
-აბა როგორ გაატარეთ დღე?
-კარგად დეე,მამიდამ იცი რა მაგარი რაღაცეები მასწავლა?-შემომანათა გიომ ბედნიერი თვალები.
-მართლა?მაინც რა ისწავლეთ აბა?
-ცეკვა მასწავლა,აი ნახე,-ხელები გაშალა ბავშვმა და ერთი წრე ჩამოუარა.
-იმედია იცი რომ ცოტა ხანს უხეშ მოძრაობებს და ცეკვას უნდა ერიდო, სამთვემდე,მერე კი ბატონო,იცეკვე რამდენიც გინდა.
-კი,ვიცი,ხომ გამაფრთხილე.
-ჭამეთ რამე?
-კი,მაგრამ მაინც გვშია,ცოტა,- დაიმანჭა სასაცილოდ ელენე.
ვახშმის მერე სამეცადინოდ წავიდა,წიგნთან ერთად ჩაეძინა, საბანი მივაფარე და სინათლე ჩავუქრე,რომ ტკბილად დაეძინა.
თითქოს ყველაფერი დალაგდა, მაგრამ მაინც არ მასვენებდა ეს უცნაური წინათგრძნობა.და აი ერთ დღეს როცა სამსახურში მყოფს საღამოს საბავშვო ბაღიდან დამირეკეს გიო არავის წაუყვანიაო, თავქუდმოგლეჯილი გავვარდი იქ.თან ელენეს ვურეკავდი,ზარი გადიოდა,მაგრამ არ მპასუხობდა.
გიო ისე წამოვიყვანე,ხმა არ ამომიღია,ბავშვმა რამდენჯერმე მკითხა რაღაც,მაგრამ ყურადღება არ მიმიქცევია.
კარი ღია დამხვდა,ვლოცულობდი რომ სახლში ყოფილიყო.საძინებელში, საწოლზე მოკეცილი იწვა ელენე, ხელები ლოყების ქვეშ ამოედო და თვალები ტირილისგან დასიებოდა. საწოლის კიდეზე ჩამოვუჯექი,რეაქცია რომ არ ჰქონდა ჩემს დაძახებულზე, ხელით მსუბუქად შევარხიე.
-ელე რა მოხდა?
-სკოლაში აღარ წავალ.
-პატარა ბავშვივით იქცევი და ახლა გიოსგან არაფრით განსხვავდები. მიდი,მომიყევი რა მოხდა?
-გაკვეთილს ვყვებოდი,ჩემმა ყოფილმა მეგობრებმა კი ამ დროს მთელი კლასის გასაგონად განაცხადეს ჩემი ორსულობის ამბავი და ისიც რაც მშობლებთან მოხდა, კიდევ დაამატეს რაღაცეები, რაც არ ყოფილა ისიც, მასწავლებელმა ვერ გააჩერა,ახლა მთელი სკოლა ჩემზე ლაპარაკობს.
-ამისთვის ხომ მზად ვიყავით?ხომ ვიცოდით რომ შესაძლოა ეს მომხდარიყო?
-მეგონა მზად ვიყავი,მაგრამ ფაქტის წინაშე რომ დავდექი გამიჭირდა.
-არაუშავს,ამასაც გავუძლებთ,ამასაც გადავლახავთ,აი ნახავ შენს პატარას ხელში რომ დაიჭერ,მის სუნს რომ შეიგრძნობ,მაშინ მიხვდები რისთვის ღირდა სიცოცხლე.-ელენეს მოვეხვიე და გულში ჩავიკარი..
მიუხედავად ჩემი დიდი სურვილისა მეორე დღიდან ის სკოლაში აღარ წასულა.ამიტომ მომიწია სკოლაში მისვლა და ჯანმრთელობის ცნობის მიტანა,რომ მას შეძლებოდა გამოცდებზე გასვლა და ატესტატის აღება...
რამდენი არ ვეცადე მაგრამ გოგოს აშკარად დეპრესია დაეწყო.იჯდა სავარძელში და იქიდან თითქმის არ დგებოდა,ფანჯარაში იყურებოდა მუდამ,თითქოს ვიღაცას ელისო.ალბათ ასეც იყო,რამდენიც არ უნდა მეცადა რომ მისთვის მაინც ვერ შევუცვლიდი მშობლებს და ძმებს. არ ლაპარაკობდა, ჭამითაც თითქმის არ ჭამდა,საღამოობით სახლში დაბრუნებულს თითქმის ხელუხლებელი მხვდებოდა საჭმელი. ძალით ვაჭმევდი,რომ ცუდად არ გამხდარიყო.იძულებული გავხდი სამსახურში შვებულება ამეღო.
გიოც უკმაყოფილო იყო იმით რომ ელენე აღარც ბაღში აკითხავდა და აღარც ეთამაშებოდა.ბავშვი ხან რას ეტყოდა,ხან რომელ სათამაშოს მიუტანდა და ხან რომელს,მაგრამ ელენე ყურადღებას მაინც არ აქცევდა. ამან რა თქმა უნდა იმოქმედა მის მდგომარეობაზე იმოქმედა,გახდა, თვალები ჩაუცვივდა და სახეზე ფერიც დაკარგა.ამას დაერთო ტოქსიკოზი, რომელიც თითქმის ყოველ დილით ჰქონდა და ასევე დღეში რამდენჯერმე უმეორდებოდა.სასოწარკვეთილ გოგოს ალბათ გაგიჟებამდე არაფერი უკლდა.მიმალავდა,სანამ შემთხვევით არ მივადექი.მისი შუბლი მეჭირა და ვამხნებდი,მერე ცივი წყლით დავუზილე და საძინებელში წამოვაწვინე.აფთიაქში გადასმისთვის საჭირო საშუალებები ვიყიდე და რამდენიმე გადასხმა თითქმის ძალით გავუკეთე.
რამდენჯერმე გიომ თავის თეფშზე გადაღებული საჭმელი მას მიუტანა და კალთაში ჩაუდო.პატარა ხელებით კოვზით ამოიღო და პირთან მიუტანა.
-მამიდა,თუ არ შეჭამ დიდი არ გაიზრდები,-უთხრა ერთხელაც,როცა ამ მდგომარეობიდან ორი კვირა გავიდა.გოგომ გამოხედა და ჩაეღიმა.
-დედამ მითხრა ასე,ბევრი უნდა ჭამო რომ დიდი და ჯანმრთელი გაიზარდოო.-უღიმოდა ბავშვი
-იცი რომ ძალიან საყვარელი ხარ?-ხელში აიტაცა გოგომ და მუხლებზე დაისვა.
-ვიცი,დედამ ესეც მითხრა.
-ის თუ იცი რომ ყველაზე კეთილი დედიკო გყავს?-ხმას დაუწია გოგომ,მაგრამ მაინც გავიგე.
-ეგ არ ვიცი რა არის,მაგრამ ორივე ვუყვარვართ,
-მეც მიყვარხართ ორივე.
-მეც მიყვარხარ ელენე,ხომ სულ აქ დარჩები?ხომ მეთამაშები ხოლმე?
-ვეცდები პატარა,ვეცდები.მოეხვია გოგო და გულში ჩაიკრა.
დასაძინებლად რომ გავაცილე,ცოტა მოფერიანებული მომეჩვენა.
-მარიამ მოიცადე,-შემაჩერა,როცა შუქის ჩაქრობას ვაპირებდი.
-რა მოხდა საყვარელო?
-ვიცი ნერვიულობ,ალბათ გაინტერესებს რატომ ვარ ასე.-საწოლში წამოჯდა და მრავლისმეტყველი თვალებით მომაჩერდა.
-ძალიან მაინტერესებს,მგონია რომ მე ვარ დამნაშავე ყველაფერში. -საწოლის კიდეზე ჩამოვუჯექი და მისი ხელი ხელებში მოვიქციე.
-დღეს ჩვენი ანსამბლის პირველი გამოსვლაა,იქ მე უნდა ვყოფილიყავი, ერთი თვის უკან ვიცოდი რომ ყველაზე ბედნიერი დღე უნდა ყოფილიყო ეს ჩემს ცხოვრებაში,ახლა კი რა მაქვს?რა დღეში ვარ?სხვის სახლში ვარ,სხვის საწოლში და დარდისგან ვკვდები.-თვალები ცრემლებით აევსო.
-ვიცი ელე,მესმის რომ რთულია ამ ყველაფერს გაუძლო,მაგრამ მომავლის იმედი გქონდეს,არავინ იცის ხვალ ვის რა ექნება და ვინ რა იქნება.შენ ისევ იცეკვებ და არაერთ გასტროლზე წახვალ.გპირდები. დაიძინე ახლა,არაფერზე იფიქრო.-შუბლზე ვაკოცე და მარტო დავტოვე საკუთარ ფიქრებთან ერთად.
დილით გიო ბაღში რომ მიმყავდა ელენე ოთახიდან გამოვიდა, ჩვეულებისამებრ ჩაეხუტა ბავშვს და გააცილა,ორივეს გაგვიხარდა,ალბათ ბევრი იფიქრა.
-ჩვენ მივდივართ,მალე დავბრუნდები, რამე ხომ არ წამოგიღო?
-კი,სიმართლე გითხრა ძალიან მინდა მჟავე კიტრი ,-სასაცილოდ დაბრიცა სახე.გამეცინა,კარგად ვიცოდი რას ნიშნავდა ეს,რა რთული იყო მსგავს სურვილებთან გამკლავება,მითუმეტეს თუ მარტო იყავი და დახმარების იმედი არავისგან არ უნდა გქონოდა.
-მალე დავბრუნდები და წამოგიღებ, მანამდე თუ რამე კიდევ მოგინდა მოიფიქრე და დამირეკე.არ მოგერიდოს.-ხელი დავუქნიეთ და სახლიდან გავედით.
უკან დაბრუნებულს ელენე მისაღებში დამხვდა,წიგნები და კონსპექტები გაეშალა და მეცადინეობაში იყო გართული.გამიხარდა,რომ მაინც არ ტყდებოდა და ბრძოლას აგრძელებდა.
გავუღიმე და პარკები მაგიდაზე დავაწყვე სამზარეულოში.მასთან დავბრუნდი რომ რაღაც მეკითხა, სწორედ ამ დროს კარზე ზარი დარეკეს.გაკვირვებულებმა გადავხედეთ ერთმანეთს,არავის ველოდით,ალბათ ორივემ ერთი რამ ვიფიქრეთ და კარის გასაღებად წავედი,მან წიგნები დახურა და ერთმანეთზე დააწყო.
გაოცებისგან თვალები შუბლზე ამივიდა.კარს იქით ჩემი გოგოები იდგნენ,უამრავი პარკით ხელში. დაუკითხავად მიყოლებით შემოლაგდნენ და დააწყვეს ყველაფერი იქვე პატარა მაგიდაზე,რაც არ დაეტია იატაკზე.
-რა ხდება გოგოებო?-ვიკითხე.
-ჩიტმა ამბავი მოგვიტანა რომ ერთი ქალბატონი არაფერს არ ჭამს ,დეპრესიაშია და ტანსაცმელიც დაუპატარავდაო,-ღიმილით თქვა კატომ.
-ვერ გავიგე.გასაგებად ამიხსენით.
-ქალბატონო ელენე შენ ხომ არ გგონია რომ მარტო დარჩი?ან ვინმეს შენს თავს დავაჩაგვრინებთ?-გვერდით მიუჯდა ირმა.-მართალია შენი აქ მოყვანის ყველაზე დიდი წინააღმდეგი მე ვიყავი და არც შენი ძმა მეხატება გულზე,მაგრამ შენ მარიამმა მიგიღო,ეს კი იმას ნიშნავს რომ შენც ამ დიდი ოჯახის წევრი გახდი უკვე.
-და შენზეც ვიზრუნებთ,შენც დაგაყენებთ ფეხზე.შენს შვილსაც ნახე რამდენი დეიდა ეყოლება?-დაამატა სოფიამ.
-და გვერდით გეყოლები მე,ესენი თუ ხელჩართულ ბრძოლაში არიან მაგრები,მე კანონი მიმაგრებს ზურგს და ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი იურისტი გიდგას წინ.-დაამატა თაკომ.
ელენეს თვალები არასოდეს დამავიწყდება.მის თვალებში იმედის სხივი ციმციმებდა, იმ იმედის ოდესღაც მე რომ გადამარჩინა,ახლა ეს გზა მას უნდა გაევლო და ჩვენი ხუთეული მისი მეგზურები უნდა ვყოფილიყავით.
მის სახეზე ისეთი სიხარული იკითხებოდა,როგორიც იმ პატარა ბავშვის სახეზე,უამრავ შოკოლადს რომ მიუტანენ ან საოცნებო სათამაშოს უყიდიან.გვერდიდან ვუყურებდით მას თითოეული ნივთის ან ტანსაცმელის მოზომების შემდეგ და გული ჩვენც სიხარულით გვევსებოდა,რომ ასეთი მცირედით ამხელა ბედნიერება მივანიჭეთ მას.
-მართლა ბავშვია ჯერ კიდევ, -გადმომიჩურჩულა ირმამ
-ასე თუ გავახარებდით ვერ წარმოვიდგენდი,-თქვა კატომ.
-კარგით გოგოებო გვიანია,წავიდეთ, დასვენება უნდათ.-წამოდგა სოფია.
-ელენე,ჩვენ მივდივართ,-გასძახა თაკომ,გოგო წამოდგა და მათკენ წამოვიდა.
-არც კი ვიცი რა გითხრათ,ისე გამახარეთ,ისეთი ბედნიერი ვარ ახლა,-აციმციმებული თვალები მიანათა ელენემ.
-არაფერი,რა უნდა გვითხრა,უბრალოდ ისეთი ელენე იყავი როგორიც აქამდე,როგორიც ამ ამბამდე,სხვა ყველა დანარჩენს ეშველება.-უპასუხა ირმამ და მოეხვია.
გოგოები რომ წავიდნენ,გიო დავაწვინე და მე და ელენე სალაპარაკოთ ჩამოვჯექით.
-იცი მარიამ დედაჩემაც ასე იცოდა, მოულოდნელად გამახარებდა საჩუქრებით,თუ რამე წამომცდებოდა რომ მინდოდა,არაფერს იტყოდა, ვითომ ვერ გაიგო,მერე კი მოულოდნელად დამახვედრებდა ხოლმე,-სევდიანად ჩაილაპარაკა გოგომ.
-მესმის შენი,მეც ძალიან კარგი მშობლები მყავს,დარწმუნებული ვარ შენებიც კარგები არიან,უბრალოდ არსებობს რაღაცეები,რაზეც თვალს ვერ ხუჭავენ,იმიტომ კი არა რომ არ უნდათ?არა,იმიტომ რომ სახელს უფრთხილდებიან და ხალხის აზრს იმაზე წინ აყენებენ,ვიდრე შვილის სურვილები და კარგად ყოფნაა. სწორედ ამიტომ ისინი უფრო მეტად იტანჯებიან,ვიდრე ჩვენ.
-არ ვიცი მარიამ,მართლა ვერ ვუგებ,არ შემიძლია გავუგო,ახლა როცა მეც მალე დედა გავხდები, ვერანაირად ვერ წარმოვიდგენ იმას რომ მან რაც არ უნდა დააშავოს,რაც არ უნდა ჩაიდინოს,როგორ შეიძლება მას ხელი ვკრა და ბედის ანაბარა მივატოვო.
-ამით განვსხვავდებით ჩვენ მათგან,ეგ არ დაგავიწყდეს.-გავუღიმე.
-როგორ ძლებ მათ გარეშე?არ გიჭირს?მართლა მაინტერესებს.
-მიჭირს,მიჭირს და მერედა როგორ? ნეტავ იცოდე რამდენჯერ მინატრია დედის კალთაში ჩამედო თავი და ჩემი თუნდაც ერთი დღის შესახებ მომეყოლა.რამდენჯერ მინატრია ერთხელ მაინც ჩავხუტებოდი.
-ნეტავ მათ არ უნდათ ჩვენი ნახვა?არ ფიქრობენ ამაზე?
-ალბათ ფიქრობენ..ალბათ ტელეფონიც აუღიათ რამდენჯერმე, რომ დაერეკათ,მაგრამ ვერ გადააბიჯეს საკუთარ სიამაყეს…
-ეჰ,კარგი რაა მარიამ.განა ჩვენ არ ვიცით რომ დავაშავეთ?განა არ ვიცით რა შევცოდეთ ან სიამაყე არ გაგვაჩნია?ჩვენზე უკეთ ვინ იცის ეს?
-უჭირს მათ გაგება,რას ვიზავთ.
-ალბათ,ვერასოდეს წარმოვიდგენდი ამას,ასეთ მდგომარეობაში თუ აღმოვჩნდებოდი,მაგრამ თურმე ასეთი ყოფილა ცხოვრება,რასაც არ წარმოიდგენ,სწორედ ის გელოდება.ამ ასაკში დედა თუ გავხდებოდი,ეს სიზმარშიც არ დამესიზმრებოდა.
-ხო,ასეა,მაგრამ ის თუ გახსოვს ხვალ რა გელოდება?-გამეღიმა.
-არა,არ მახსოვს…
-ხვალ ეხოსკოპიაზე მივდივართ,ხვალ შენ პატარას პირველად დაინახავ და მის გულისცემას მოისმენ.
-მართლა?არ მახსოვდა.ერთი სული მაქვს დავინახო ჩემი ბარტყი, -ბედნიერმა მოისვა მუცელზე ხელი.
დილით გიო ბაღში დავტოვეთ როგორც ყოველთვის ბუზღუნით,მერე კი საავადმყოფოში წავედით.ერთი საუკეთესო გინეკოლოგი გვყავდა ქალბატონი ნანა და სწორედ მასთან ჩავეწერეთ.ელენე ნერვიულობდა და თითებს იწვალებდა,სანამ ჩვენი რიგი მოვიდოდა.მანამდე ანალიზები ჩავაბარეთ და ჩვენი რიგი რომ მოვიდა პასუხებით მივადექით ნანას.
ისედაც ვიცოდი რომ მასში ცვლილებები იქნებოდა და რა თქმა უნდა უარესობისკენ,რაც ნანამაც დაგვიდასტურა.წამლები გამოუწერა და ვიტამინებიც დაუნიშნა. წოლითი რეჟიმიც არ დავიწყებია,სანამ მოღონიერდებოდა მკვეთრ მოძრაობებს და ნერვიულობას უნდა მორიდებოდა.
ეხოსკოპიაზე აპარატი რომ დაადო მოშიშვლებულ მუცელზე,დავინახე როგორ გააჟრჟოლა გოგოს და ეკალმა დაააყარა,მერე კი ოთახში გულისცემა გაისმა,ჯერ სუსტი,შემდეგ უფრო ძლიერი.ელენემ გაბადრულმა შემომხედა და ხელი ჩამკიდა, ძლიერად მომიჭირა ნაზი თითები ხელზე.
-ეს..ეს..-ენა დაება მას.
-ეს შენი შვილის გულისცემაა,ბავშვი ჯანმრთელია და თავს კარგად გრძნობს,მაგრამ შენ ხარ სუსტად,უნდა მოღონიერდე.ჩემი დანიშნულება ზუსტად შეასრულე და ერთ თვეში გელოდები,შემდეგ ვიზიტზე სქესს გავიგებთ,-უპასუხა ჩემს მაგივრად ნანამ.
საავადმყოფოდან ბედნიერები გამოვედით.ელენე სასწაულად შეცვლილიყო.ბედნიერი მიწას ალბათ ფეხს არ აკარებდა და გადმოცემაც უჭირდა იმ გრძნობის რასაც განიცდიდა.მე ხომ უკვე გამოცდილი მქონდა რა შეგრძნება იყო ეს?
წამლები ვიყიდეთ და ტაქსს ხელი გავუქნიე,სახლში ვბრუნდებოდით,თან ვსაუბრობდით. შუქნიშანზე გავჩერდით,უეცრად გოგოს თვალი მაღაზიებისკენ გაექცა. მის მზერას გავაყოლე თვალი და დავინახე საბავშვო მაღაზიები იყო ჩაყოლებაზე.
-გინდა რაღაცეები ვიყიდოთ ბავშვისთვის?
-კი მინდა,-მომანათა ანთებული თვალები.
-აქ გაგვიჩერეთ,სადმე,-ვთხოვე მძღოლს,თანხა გადავუხადე და გადავედით.
მაღაზიაში შესულებს მაშინვე მოგვეგება კონსულტანტი.გვკითხა ვისთვის გვინდოდა ტანსაცმელი. ელენე დაიბნა.
-მარიამ რომ არ ვიცი გოგოა თუ ბიჭი?
-ჩვენც ისეთი ვიყიდოთ ორივესთვის რომ გამოადგება,-ვიპოვე გამოსავალი და სექციებში შევედით.
ელენე ნელა და დაკვირვებით არჩევდა ყველაფერს,ისე თითქოს ამაში დიდი გამოცდილება ჰქონოდა.
-მარიამ რა საყვარელია,ნახე,-ხელში შეათამაშა პატარა ფაჩუჩები.
-ეს რომ გოგოსია?
-გული მიგრძნობს გოგო იქნება,ჩემი წინათგრძნობა ყოველთვის მართლდება.-ჩაილაპარაკა და მოლარეს მიაწოდა.
პატარასთვის ნივთები ვიყიდეთ, გიოსაც ვუყიდე რამდენიმე მაისური და შარვალი და ხელდამშვენებულები გამოვედით მაღაზიიდან.ელენემ თავი გაიგიჟა და მან გადაიხადა თანხა,ის რაც გიორგიმ დაუტოვა.ახლა მივხვდი რატომაც გამოართვა ის ფული.არ უნდოდა ჩემზე ყოფილიყო მთლიანად დამოკიდებული.
-მარიამ ცოტა გავისეირნოთ,-ფეხით დავუყევით ქუჩას თავისუფლებიდან რუსთაველამდე.მერე უცებ საიდანღაც ცხელი ხაჭაპურის სუნი მოვიდა და ტუჩები საყვარლად გაილოკა.
-მოგვშივდა,ვჭამოთ რაა.-შემომხედა საყვარელი თვალებით.
-შევიდეთ,ყველაფერზე ნებართვას რატომ მთხოვ?შენი სურვილი ჩემთვის კანონია,-გამეცინა.
მაჭახელა ხალხის ნაკლებობას არ უჩიოდა,გაგვიჭირდა ადგილის პოვნა.ბოლოს ერთი ადგილი განთავისუფლდა და მაშინვე დავიკავეთ.სწრაფად გამოჩნდა მიმტანი,წინა კლიენტების დატოვებული წამში აალაგა, გადაწმინდა და მენიუ დაგვიდო წინ,შეკვეთა მან მისცა.რამდენიმე წუთში ისეთუ სუფრა გაიშალა, იტყოდით რომ ორი ადამიანი კი არა მთელი ბატალიონი სადილობსო.
-არასოდეს მყვარებია აჭარული ხაჭაპური,პირიქით ამ თოხლო კვერცხზე სულ გული მერეოდა,ახლა ისე მომინდა,ალბათ გული წამივიდოდა,რომ არ მეჭამა,-მითხრა სიცილით რამდენიმე ლუკმის შემდეგ.
-ჭამე საყვარელო,ჭამე,შეგერგოს, -ვუპასუხე და ცეზარი გადმოვიღე თეფშზე.
ისე მადიანად შეექცეოდა,მის სახეზე მეცინებოდა,პირველს მეორეც რომ მიაყოლა კმაყოფილი გადაწვა სკამზე და ღრმად ამოისუნთქა.
-მგონი ბევრი მომივიდა,მაგრამ თავი ვერ შევიკავე,-ჩაილაპარაკა დამნაშავესავით.
-ეს ნორმალურია შენს მდგომარეობაში. მეც ასე ვიყავი.
-გამიმართლა რომ შენ მყავხარ გვერდით და ყველაფერს მისრულებ.
-ნამდვილად გაგიმართლა,მე კი სულ მარტო ვიყავი,აქედან შორს,ჩემს საცოდავ მეგობარს,რომელიც თავიდან დავტანჯე ჩემი პრობლემებით,ხშირად ჩემთვის არ ეცალა,მითუმეტეს შუაღამით როცა რაღაც ისე მომინდებოდა,გული ლამის წამსვლოდა,ან რა აზრი ჰქონდა? ქართული კერძები იქ თითქმის არ იშოვებოდა.-ჩემი წარსულის გამო მომეწყინა,რაც აშკარად შემეტყო.
-ამ დროს კი შენს გვერდით ჩემი ძმა უნდა ყოფილიყო..-ჩაილაპარაკა,
-მართალი ხარ არ იყო.
-რატომ დაუმალე?შეგეძლო გეთქვა,მაინც ვერ ვხვდები ამას.
-იმიტომ რომ ასე იყო საჭირო.
-რატომ მარიამ?რატომ მაქვს იმის შეგრძნება რომ რაღაცას მიმალავ.
-ისევე როგორც შენ.ხომ ასეა?-აი სწორედ ის შემთხვევა იყო ახლა,როცა შემეძლო მეკითხა რა იგულისხმა რაც იმ შეხვედრაზე გიორგის უთხრა.
-ისეთი არაფერია,-დაიბნა გოგო.
-ელენე გთხოვ მითხარი..
-ჩემს რძალს ჩემთვის არაფერი დაუშავებია,უფრო სწორად თავიდან, ზედმეტად კარგადაც კი მექცეოდა,რაც კი მომწონდა,მაგრამ ბავშვური გონებით მაინც ვხვდებოდი,რომ ეს გულსწრფელი არ იყო.ამბობდნენ რომ ერთმანეთი უყვარდათ და სიყვარულით დაქორწინდნენ.ჩემს მიერ დასმულ ბავშვურ კითხვაზე თუ სად წავიდა მარიამი და რატომ იყო აქ ნათია როგორც გიორგის ცოლი,პასუხი არავინ გამცა,ჩემებმაც კი აკრძალეს შენი ხსენება.ამბობდნენ რომ საოცნებო რძალი შემოუვიდათ ოჯახში,ჩემი ძმაც ამტკიცებდა რომ უყვარდა,მაგრამ მისთვის არასოდეს შეუხედავს ისეთი თვალით და მათი მზერა არასოდეს ყოფილა ისეთი, როგორიც თქვენი,მითუმეტეს ის დღესაც კი ასე გიყურებს,იმ დღეს გიორგის თვალებში მე იმედის სხივი დავინახე,რომელიც შენი დანახვისას ჩაუდგა თვალებში..
-მოგეჩვენა ალბათ.თან ეს უკვე წარსულია,-გავაწყვეტინე.
-არა,არ მომჩვენებია.ნუ გგონიათ რომ პატარა ვარ ისევ რა რაღაცეებს ვერ ვიგებ ან ვერ ვანსხვავებ ყალბს ნამდვილისგან.
-შენი მონაყოლი ჩემს კითხვას ისევ უპასუხოდ ტოვებს.
-ხო სად გავჩერდი..თავიდან მართლა ყველაფერი კარგად იყო,მერე კი მათაც დაეწყოთ პრობლემები. მოუხშირეს კამათს და ამას ჩვენთანაც არ ერიდებოდნენ.ბავშვი იყო პრობლემა.გიორგის ბავშვი უნდოდა, ქალბატონი ამბობდა ჯერ ახალგაზრდები ვართ,რა გვეჩქარება კარიერა უნდა ავაწყოო,თანაც გავსუქდები და ფორმაში ვეღარ ჩავდგებიო.მერე ამ ჩხუბში ერთხელ წამოაძახეს ერთმანეთს ის ფული არ მომეცა,ვნახავდი როგორ იჭიკჭიკებდიო.
-არ მინდა დავიჯერო რომ შენმა ძმამ სიყვარული ფულზე გაყიდა.
-არც მე,მაგრამ რაც უფრო მეტს ვფიქრობ მით უფრო ვრწმუნდები ამაში,
-ექნება ამის მიზეზი,არა მგონია ეგ სიმართლე იყოს…-მაინც გავამართლე.
-ისე რომ გაიგოს გიორგი მისი შვილია,ნეტავ რას იზავს?
-აქამდე ხო დავუმალე,ახლა აღარ მინდა ვუთხრა.არც ის მინდა რომ მათ შორის ჩავდგე,რაც არ უნდა იყოს დღემდე ერთად არიან და არ მინდა მათი ოჯახის დანგრევის მიზეზი გავხდე..
-მის მაგივრად მე გიხდი ბოდიშს,მე გთხოვ პატიებას.
-არა ელე,შენ არაფერ შუაში ხარ,ეს ჩვენი პირადი საქმეა და იმის გამო,რომ ჩემთან ხარ არ ჩათვალო თავი ვალდებულად.
უეცრად გოგოს მზერა შემოსასვლელ კარზე გაუშეშდა და დაიძაბა.
-რა მოხდა?-ვკითხე.
-ბიძაჩემია ოჯახთან ერთად,ახლა რომ დაგვინახოს შენც გიცნობს და შეიძლება დიდი ამბავი ატეხოს,-შეშინებულმა მენიუ აიფარა სახეზე.
-ელე,მოიცადე,ასე ნუ იქცევი,ოდნავ ჩამოვაწევინე მენიუ.-ახლა ადგები და მშვიდად გახვალ უკანა კარიდან,მე ანგარიშს გავასწორებ და გარეთ შეგხვდები.
ამ ეტაპზე მისი სიმშვიდისთვის ისევ ასე სჯობდა.ამიტომ მეც ანგარიში გავასწორე და შეუმჩნევლად გავედი იქიდან.შეშინებული ელენე გარეთ მელოდა.ტაქსი გავაჩერეთ და გიოა გამოსაყვანად წავედით ბაღში..
*******
ჩემი გოგოები როგორც მე ვუწოდებდი ყურადღებას არც ელენეს აკლებდნენ და არც მე და გიოს. მართალია ამ ამბავთან მწყრალად იყო ირმა,მაგრამ არ უგრძნობინებია ელენესთვის რომ მის ძმაზე გაბრაზებული კი არა გაცოფებული იყო.ალბათ მე უფრო ვაპატიებდი მას,ვიდრე ის.
იმ საღამოსაც გვესტუმრნენ,რადგან იცოდნენ ექიმთან ვიყავოთ და ელენეს ამბავი აინტერესებდათ.როგორც ყოველთვიდ ამჯერადაც დატვირთულები მოგვადგნენ სახლში საკვები პროდუქტებით და გიოსთვის სათამაშოებით.
-ახლა მართლა გავბრაზდები,თქვენს ქვეოქმედებას ბოლო არ უჩანს,ასე მგონია უმწეო მოხუცი ვარ,-ვუთხარი გაბრაზებულმა.
-შენ ვინ გეკითხება?სამი ბავშვი გყავს სახლში,ხომ არ გავიწყდება,-მიპასუხა ასეთივე სიბრაზით კატომ.
-მაგრამ მე შემიძლია სამივე უზრუნველყო.
-გაჩერდი მარიამ,სანამ რამე გაწყენინეთ,
-თაკო შენც ამ აზრზე ხარ?
-აბა რა გგონია?გგონია ადვილია ეს ყველაფერი?გგონია დიდხანს გაუძლებ?გგონია ის ფული სესხად რომ აიღე ბანკიდან დიდხანს გეყოფა?
-ეგ საიდან იცით?
-ახლა ამას მართლა ვეჩხუბები და არ გამაჩეროთ,-აიფოფრა ირმა.
-გამიგეთ გოგოებო,მეც მაქვს თავმოყვარეობა და სირცხვილის გრძნობა,-დავთმე და წინასწარ მომზადებულ ჭიქებში უკვე მოზადებული ყავა ჩამოვასხი.
-ამას შენთვის არ ვაკეთებთ,ამას ელენეს,გიოს და იმ მომავალი ბავშვისთვის ვაკეთებთ.-მიპასუხა აქამდე ჩუმად მყოფმა სოფიამ.
-აბა რაო ექიმმა?როგორ მიდის ორსულობა?
-ბავშვი კარგადაა კატო,სამაგიეროდ ელენეა სუსტად,ანალიზებში ცვლილებები აქვს,ექიმმა კარგი კვება,ვიტამინები,სუფთა ჰაერი და დასვენება ურჩია.
-აი ხედავ,შენ კიდევ იძახი რომ ეს ყველაფერი არ გჭირდება. -სალაპარაკო მიეცა ირმას.
-ისე იცი რა მაინტერესებს ელენეს ადგილას სხვა რომ ყოფილიყო,ასე მოიქცეოდი?-მკითხა თაკომ,-ასე დაარღვევდი კანონს და სახლში წამოიყვანდი,ასე მოიპოვებდი მის მეურვეობას თითქმის კანონის დარღვევით და ყალბ ცნობას წარადგენდი სკოლაში?
-ჯერ ერთი სულ პატარა დანაშაული ჩავიდინე,მერე რა თუ ვიცრუე?რომ ჯანმრთელობის ცნობაში ოდნავ დავამძიმე მისი მდგომარეობა,თანაც ხომ ნამდვილად ცუდადაა?
-გაგიჟდი შენ?ამას ასე მშვიდად ამბობ?მისმა ოჯახმა რომ გიჩივლოს,იცი რომ დაგიჭერენ ან პირობითს მაინც მოგცემენ,-თვალები დაქაჩა ირმამ.
-მერე რისთვის მყავს იურისტი მეგობარი ან შენი ქმარი რას მიკეთებს პოლიციაში?-გამეცინა
-სულელი ხარ,სულ არ ფიქრობ არაფერზე.
-ვფიქრობ,როგორ არ ვფიქრო სოფია, თანაც მალე ელენე ჩვიდმეტი წლის ხდება,როგორც ვიცი ჩვენი კანონი თექვსმეტი წლისას უკვე სრულწლოვანად ცნობს ადამიანს.
-ოპაა,კარგად წაგიკითხავს ეგ ყველაფერი,-ტაში შემოჰკრა თაკომ.
-გეკითხები სხვასაც ასე მოექცეოდი თქო,ნუ გადაგაქვს საუბარი.
-არა,ირმა,გპასუხობ რომ არა, მართალია მასაც რაღაცა დოზით დავეხმარებოდი,მაგრამ სახლში არ წამოვიყვანდი.არც ასეთი სულელი ვარ.
-რადგან ამას მაინც ხვდები,კარგია.
-აქ რატომ მოხვედით?ისევ უნდა მეჩხუბოთ და გამკიცხოთ თუ..
-უკვე იცი რატომაც,ბავშვებთან,- გაეცინა სოფიას.რადგან დაინახა ელენე და გიო ისე თამაშობდნენ, როგორც მათი შვილები და სულ არ იგრძნობოდა ასაკობრივი სხვაობა.
-იცით ახლა რა მომაფიქრდა?რადგან ელენეს დავსვენება და სუფთა ჰაერი უნდა,ერთი ორი დღით წყნეთში ხომ არ ავიდეთ?ბავშვებსაც წავიყვანთ და გავერთობით.
-კატო,მართლა მაგარია იდეაა, მოკლედ მოემზადეთ,პარასკევს მივდივართ,-ბეჭედი დაარტყა სოფიამ და წასასვლელად მოემზადნენ.
-ერთი პირობით,თუ თქვენი ქმრები ელენეს არაფერს აგრძნობინებენ.
-აბა უყურე ეხლა ამას.ეცი ეხლა პატივი,-გაეცინა ირმას.-ვიტყვით რომ ელენე შენი ნათესავია და მორჩა, ზედმეტ კითხვებს თავს ავარიდებთ, სასწავლებლად ჩამოვიდა სოფლიდან.
-ყოჩაღ,მოგიფიქრებია ყველაფერი.
-მოკლედ ახლა წავალთ და შენ ელენეს დაელაპარაკე,მოამზადე და პარასკევს საღამლა გავალთ.- გამაფრთხილა კატომ.
ელენეს მიყოლებით დაემშვიდობნენ და წავიდნენ.
-ძალიან საყვარლები არიან,-მითხრა გაბადრული სახით,როცა უკან შემოვბრუნდი.
-გეთანხმები ამაში,სხვათაშორის ამ შაბათ-კვირას კატოს აგარაკზე გავატარებთ,აბა მზად ხარ?
-მეც უნდა წამოვიდე?
-რა თქმა უნდა,შენს გამო მივდივართ იქ და კიდევ პატარების გამო, მართალია,ჯერ ისევ ცივა,მაგრამ გაზაფხულია და ბუნება უკვე იღვიძებს, მზე ძალას იკრებს და ახალი ცხოვრების დაწყების იმედს გვაძლევს.
-ჩემი იმედი კი შენ ხარ მარიამ. -გამიღიმა გოგომ.-წავალ დავწვები კარგი?ცოტა დავიღალე და წელიც მტკივა.
-წამლები დალიე,არ დაგავიწყდეს.- გავაფრთხულე და ძილი ნებისა ვუსურვე,მეც გიოსთან ერთად დასაძინებლად წავედი..

პარასკევი უცებ მოვიდა,წინაღამეს ჩავლაგდით,რომ სამსახურიდან გამოსულს დრო არ დაგვეკარგა და პირდაპირ წავსულიყავით. დათქმულ დროს გაისმა ქვემოდან მანქანის გაბმული სიგნალი და მივხვდი რომ თაკომ მოგვაკითხა,დანარჩენებთან ჩვენ ვერ ჩავეტეოდით.
ყველაზე გვიან მივედით,მამაკაცები არ დაგვხვდენ.ბავშვები ეზოში თამაშობდნენ,გიო მაშინვე მათკრნ გაიქცა.
-ფრთხილად დეე,ბევრი არ ირბინო.არ გაიოფლო,-მივაძახე და გოგოებს მივუახლოვდით.დაბინავების შემდეგ მათი ქმრები მოვიკითხე
-უძღები შვილი ოჯახს უბრუნდება,-გაეცინა ირმას.
-ვერ მიგიხვდი..-დავიბენი.
-შოთიკო ბრუნდება,-ამიხსნა კატომ.-ჩემი ქმარი მის დასახვედრად წავიდა აეროპორტში,აჩი და ზურა საჭმელების მოსატანად,ვაჟბატონმა განაცხადა ქართული კერძები მომენატრა და რაც შეიძლება ბევრი რამე დამახვედრეთო.
-ვაა,რა მაგარია,ძალიან გამიხარდა. სულ ბრუნდება?
-კი,აღარ მიდის.ალბათ უკვე ჩამოფრინდა,მალე მოვლენ.მოდი მომეხმარე სუფრის გაშლაში,-მითხრა კატომ და თეფშები მომაჩეჩა.მერე კი ელენეს მიუბრუნდა.
-ელე,საყვარელო,შენ თუ გინდა ზემოთ ადი,დაისვენე,დაგიძახებთ მერე.
-არ დავღლილვარ კატო,უბრალოდ გარეთ გავალ ეზოში,საქანელა დავინახე,ცოტა ხანს ბავშვობას გავიხსენებ.
-მიდი საყვარელო,მიდი,თავი ისე იგრძენი,როგორც საკუთარ სახლში…
ელენე ქვემოთ ჩავიდა,ვუყურებდი და თან სუფრას ვშლიდი.გოგოები ვსაუბრობდით და ძველ ამბებს ვიხსენებდით..მალე ეზოდან ჯერ მანქანების ხმაური მოისმა,მერე კი ხმაურით გამოჩნდნენ მამაკაცები, ზოგი პარკებით დატვირთული,შოთა და ლაშა კი ხელიხელ გადახვეულები. მათ პირდაპირ ელენე იჯდა,ოღონდ ისე იყო გოგონა ჩაფიქრებული,ვგონებ საერთოდ არაფერი გაუგია.
-ძმობას გაფიცებთ,გამოტყდით, რომელმა იმაიმუნეთ ღრმა ბავშვობაში და ეს გოგო რომლის შვილია?-გაიხუმრა შოთამ და მაშინვე სიცილი ატეხა.
-რომელი გოგო?-დაიბნა ლაშა.
-აი ის,-მიუთითა თითით საქანელაზე მჯდარ გოგოზე.
-აჰ,ეს,-თითქოს შვებით ამოისუნთქეს ბიჭებმა.
-ეს ელენეა,მარიამის ნათესავი, გოგოებმა ასე აგვიხსნეს,-გაარკვია აჩიმ.
-ზედმეტების გარეშე იცოდე,-თითი გამაფრთხილებლად დაუქნია ლაშამ ძმას,-არ მიეკარო,არ გაბედო.
-რა გჭირს ძმაო,როდის იყო მე ასეთები მომწონდა,პედოფილი კი არ ვარ?-გადაუჩურჩულა,მაგრამ ნათლად დავინახე როგორ გააპარა მაინც თვალი მისკენ,სანამ ჩვენთან ამოვიდოდნენ…

ყველანი სუფრას ვუსხედით და დიდი ხანია ქეიფიც გახურებულიყო. მამაკაცებს სასმელი მოჰკიდებოდათ, ბავშვებს ეძინათ,ჩვენ გოგოები კი ერთმანეთის გვერდით ვისხედით, შუაში ელენე ჩაგვესვა და ვსაუბრობდით.გოგო აშკარად დაძაბული იყო,ვერ ისვენებდა და წასვლასაც ფიქრობდა,მაგრამ არ გავუშვით
-საყვარელო არ მოგწონს ჩვენთან?-ჰკითხა კატომ.
-კი,მაგრამ დავიღალე,თან წამლების დალევის დროცაა,მგონი აჯობებს რომ წავიდე და დავისვენო.
-როგორც გინდა,წამოდი გაგაცილებ.
-არ მინდა კატო,იყავი გოგოებთან.უკვე ვიცი სადაც უნდა დავიძინო,არ დავიკარგები .
ელენე წამოდგა,ყველას დაემშვიდობა და დაგვტოვა.
-კარგი გოგო ჩანს ძალიან.თან ძალიან მორიდებული,-აღნიშნა ლაშამ.
-ჩემი ნათესავი ცუდი არ იქნება,-შევიფერე…
*******
შოთიკო ასლანიშვილი ოჯახის ყველაზე პატარა წევრი იყო.ორი უფროსი და ჰყავდა და მათ შემდეგ იყო ძმა -ლაშა კატოს მეუღლე.ის გვიანეულ ასაკში გააჩინეს მშობლებმა და თავიდანვე მოინათლა ოჯახის ნებიერად.ათამამებდნენ და უსრულებდნენ ყველა სურვილს რაც კი შეეძლოთ. ახირებები არ აკლდა,მაგრამ პატიობდნენ, პატიობდნენ იმიტომ რომ უსამართლო,უზრდელი და თავგასული ნაძირალა არ იყო როგორც მისი ასაკის სხვა ახალგაზრდები.კარგადაც სწავლობდა,ამიტომ არ გაჰკვირვებიათ როცა საღვარგარეთ წასვლა მოინდომა,მშობლები საქვეყნოდ ცნობილი პროფესორები იყვნენ და შესაბამისად შვილის სწავლისთვის და ნორმალური განათლებისთვის ყველაფერი გააკეთეს.ისე გავიდა რვა წელი რომ იშვიათად ჩამოდიოდა თბილისში და მალევე გარბოდა უკან,ბოლოს როცა შემოთვალა ვბრუნდები სამუდამოდო, არავინ დაუჯერა სანამ საკუთარი თვალით არ იხილეს მთელი ბარგით დაბრუნებული.ეს დაბრუნება კი იმ შეკრებას დაემთხვა კატომ რომ დაგეგმა საკუთარ აგარაკზე.გეგმები აღარ ჩაშალეს და პირდაპირ იქ მიაყვანინეს ბიჭი.აქ კი პირველად წამოიჭრა წინაპრების მიერ მოწოდებული ანდაზა დღის წესრიგში - სადაც არიც ბედი შენი,იქ მიგიყვანს ფეხი შენიო.ხოლო ის რაც ზეცაში იყო გადაწყვეტილი,ალბათ ჩვეულებრივი მოკვდავი ვერანაირად ვერ შეცვლიდა მას და ვერ დაუდგებოდა წინ..
ვერაფრით მოისვენა შოთიკომ.იმ წამიდან როცა საქანელაზე მჯდომი, ჩაფიქრებული და სევდიანი ელენე დაინახა,რაღაცნაირად იგრძნო თავი,ისე რომ ვერც მიხვდა რატომ. პატარა ბავშვად ჩათვალა გოგო, მაგრამ სანამ მას დაშორდა, რამდენჯერმე ფარულად კიდევ შეათვალიერა.აშკარად არ იქნებოდა დიდი ასაკით,ყველაზე მეტად რაც დაინახა,ეს იყო მისი სევდიანი გამოხედვა და წყლიანი თვალები.
მერე მთელი დრო ყურადღებით აკვირდებოდა შორიდან,როცა გასაცნობად დაუძახეს,უხალისოდ წამოდგა გოგო და მისკენ წავიდა,არ ესიამოვნა უცხო მამაკაცი რომ გააცნეს,არც დაუგდია ყური ვინ იყო და არც სახელი დაამხსოვრდა, სამაგიეროდ შოთიკომ დაიმახსოვრა კარგად,როგორ თრთოლვით ჩამოართვა ხელი და წარმოსთქვა გოგომ თავის სახელი.
-ელენე,- მერე კი ვიღაც ექოსავით უმეორებდა ვიღაც მის სახელს მთელი საღამო.
გაშლილ მაგიდასთან რომ სხდებოდნენ,ისე მოახერხა,რომ გოგო მის წინ მჯდარიყო,რათა უკეთ დაჰკვირვებოდა.სასმელიც ნაკლები დალია,თითქმის არ დაულევია,ელენე რომ სუფრიდან წამოდგა და ყველას დაემშვიდობა,ცოტა ხანს ითმინა,მერე კი დასარეკი მაქვსო მოიმიზეზა და იმავე კარში გაუჩინარდა,სადაც ის…
დერეფანში,რომელიც მეორე სართულზე მდებარეობდა,სიჩუმე იყო, წარმოდგენა არ ჰქონდა რატომ იყო აქ ან როგორ უნდა გაერკვია რომელი იყო მისი ოთახი,მაგრამ იმდენად მიიზიდა,როგორც არასდროს არავის.
საბედნიეროდ გაუმართლა, ერთადერთი სააბაზანოს კარი ნახევრად ღია იყო,იქიდან კი ხმაური ისმოდა,უფრო სწორად ვიღაც აშკარად არ გრძნობდა თავს კარგად.კარი შეხსნა ფართოდ და დაინახა ელენე უნიტაზს ორივე ხელით იყო ჩაჭიდებული და აღებინებდა..
-კარგად ხართ?-მივარდა მაშინვე და მის გვერდით ჩაიცუცქა,ზურგზე მოჰკიდა ერთი ხელი,მეორეთი კი შუბლი დაუჭირა.ელენე შეცბა,მოხედა და რაღაცის თქმა დააპირა,მაგრამ ისევ წამოაზიდა და უნიტაზისკენ დაიხარა.მის გაფითრებულ სახეზე ძალიან შეეშინდა ბიჭს,მაგრამ ძლიერად იჭერდა,რომ არ დაცემულიყო.ძალა სრულიად გამოეცალა,რამდენიმე წუთში სხეული მოეშვა და შოთიკოს რომ არ ემარჯვა ალბათ დაეცემოდა კიდეც.იქვე იატაკზე ჩამოსვა,ონკანი მოუშვა,ხელები ცივი წყლით დაისველა და სახეზე მოუსვა, ჩამოყრილი თმა უკან გადაუწია და იმ წამს ბიჭს შეეძლო დაეფიცა, რომ მისი მდგომარეობის მიუხედავად ამაზე ლამაზი და საოცარი ქალი,ბავშვის სხეულით და გულუბრყვილო სახით არსად არასდროს ენახა.
-კარგად ხართ?-ჰკითხა დაბნეულმა.
-კარგად ვარ,-ძალა მოიკრიბა გოგომ და ფერდაკარგულ ტუჩებზე ენა გადაისვა,რამაც კიდევ უფრო დააბნია ბიჭი.
-ავად ხართ?რამე გჭირთ?მარიამს დავუძახებ.
-არა,არ დაუძახო,გაერთოს,ცოდოა ისიც,სულ ჩემზე ზრუნავს,-ხელი დაუჭირა უკვე წამომდგარს და შეაჩერა.-დამეხმარე ოთახში წავიდე,წამოვწვები და გამივლის, წამლებიც იქ მაქვს.
-ესეგი მაინც ავად ხარ და უმალავ.
-არავის არაფერს არ ვუმალავ,ალბათ მალე შენც გაიგებ ყველაფერს,ახლა კი ნუ მკითხავ ნურაფერს,ოთახში წამიყვანე გთხოვ..
-კარგი,მოდი ადექი,-ხელი მოჰკიდა ბიჭმა,წამოაყენა,მხარქვეშ ამოუდგა, წელზე მოჰკიდა მეორე ხელი და ნელი ნაბიჯებით დაიძრნენ ოთახისკენ. ელენე გზას კარნახობდა. მერე დაწოლაშიც მიეხმარა,ტუმბოზე დაწყობილი წამლები მიაწოდა, დაელოდა სანამ დაეძინებოდა,მერე შუქი ჩაუქრო და მარტო დატოვა გოგო თავის სიზმრებთან ერთად.
უკან რომ დაბრუნდა,ლაშას გიტარა ეჭირა ხელში და აჩისთან ერთად მღეროდა.ძმა რომ დაინახა,დაკვრა შეწყვიტა და კითხვით სავსე მზერა მიაპყრო.
-ამდენ ხანს ვის ელაპარაკებოდი?
-რა ეჭვიანი ცოლივით იქცევი? დაკითხვას მიწყობ?-გაეცინა. -ტელეფონზე ვსაუბრობდი და ზემოდან ხმაური მომესმა,ის გოგო ცუდად გახდა და ამიტომ დამაგვიანდა.
-რაა?-მაშინვე შენიშნა რომ მარიამს საშინელი რეაქცია ჰქონდა და შეშინებული გავარდა ზემოთ. დანარჩენის კითხვის უფლება ბიჭებმა აღარ მისცეს,შუაში ჩაისვეს და ქეიფი გააგრძელებინეს.
*******
შეშინებულმა შევაღე საძინებლის კარი,სანამ აქამდე ამოვაღწიე გული ისე მიცემდა,ალბათ დარტყმებსაც ტოვებდა.რომ დავინახე მშვიდად ეძინა,ცოტა დავწყნარდი და ფრთხილად მივხურე კარი
მეორე მხრიდან მოვუარე საწოლს, ფრთხილად მივწექი ჩემს ადგილზე,რომ არ გამეღვიძებინა. ოთახების სიმცირის გამო ერთად გვიწევდა დაძინება,ან რა პრობლემა იყო ამხელა ორსაწოლიანი იდგა.
ვუყურებდი მის მშვიდ,ბავშვურ სახეს და როდის ჩამეძინა არ მახსოვს…
სამაგიეროდ დილით ადრიანად გაგვაღვიძა ქვემოდან ხმაურმა, როგორც ჩანს მამაკაცებს გაეღვიძათ და ეზოში როხროხებდნენ, ფანჯრები კი ოდნავ ღია იყო და ხმაური შემოდიოდა.ელენეს გადავხედე.
-დიდი ხანია გღვიძავს?-ვკითხე.
-არც ისე,ახლახანს გამეღვიძა. -მიპასუხა და საწოლში წამოჯდა.
-გუშინ ცუდად გახდი?
-იმ ბიჭმა გითხრა?
-კი.ოღონდ არაფერი უთხრა, შეშინებული იყო უკან რომ მობრუნდა.
-ცუდად არ ვიყავი,უბრალოდ გული ამერია ისევ და მაშინ შემოვიდა სააბაზანოშო,მას ჰგონია რომ ავად ვარ.-მიპასუხა გოგომ.
-და მე არაფერი ვიცი ხომ?
-ალბათ,-მხრები აიჩეჩა ურეაქციოდ.
-კარგი,მოდი ავდგეთ,ქვემოთ ჩავიდეთ, თორემ ესენი არ დაგვასვენებენ, მაქსიმუმ თხუთმეტ წუთში კარს შემოგვიღებენ და თავზე დაგვადგებიან.-გამეცინა
ნელა წამოდგა ელენე,ტანსაცმელი გამოიცვალა და სააბაზანოში წავიდა მოსაწესრიგებლად.საგაზაფხულო მუხლებამდე კაბა ჩაიცვა და დაბალძირიანი ფეხსაცმელი,რომ სიარული არ გასჭირვებოდა.ისეთი ლამაზი იყო,მე როგორც ქალს, მომეწონა და წარმომიდგენია მამაკაცები რას იზავდნენ მის დანახვაზე.არ მომეწონა მის მიმართ შოთიკოს მზერა,დარწმუნებული ვარ მოეწონა,მაგრამ თავს არასოდეს მისცემდა უფლებას რომ თავისი ძმის ოჯახისთვის ან ჩემთვის გადაებიჯებინა და მისთვის რამე ეგრძნობინებინა.არც უნდა დამეშვა ეს,რადგან წინასწარ ვიცოდი რა რეაქციაც ექნებოდა მას,როცა ელენეს ორსულობას გაიგებდა და სულაც არ იყო გოგო ავად.
ნელ-ნელა ყველა ქვემოთ მოვგროვდით, ბავშვებს უკვე ესაუზმათ, კატო ადრე ამდგარიყო და სოფიასთან ერთად სამზარეულოში საქმიანობდა. ირმა ბავშვებთან ერთად ეზოში თამაშობდა,მამაკაცებიც იქ იყვნენ და დილაადრიან ლუდს მიირთმევდნენ. თან საუბრობდნენ. როგორც გავიგე მოსალოდნელ მატჩს გეგმავდნენ.ისევ ისეთები იყვნენ, როგორებიც ადრე,წლების უკან როცა გავიცანი.
მე რომ დამინახეს,ჩემზე გადმოერთნენ და პირველი დილის ხუმრობაც აჩიმ გამოუშვა.
-მარიამს გაუმარჯოს,როგორ გეძინა ქალბატონო?ძილი ხომ არ დაგიფრთხეთ?
-არა ბატონო აჩი,მე ხომ იცი როგორი ყოჩაღი ვარ,ადრიანად ვდგები.
-იმ გოგოს ისევ სძინავს?
-არა,მასაც ღვიძავს,მალე შემოგვიერთდება.
-ერთი შენი ქმარი დაგვანახა,სხვა არაფერი გვინდა,როდის გვაღირსებ გოგო?
-თავი დაანებე ზურა,ეს ხო იცი ბოლომდე იმ სიყვარულის ერთგულებას აპირებს,-ჩაერია აჩი.
-დაიწყეთ ხო უკვე?-დოინჯი შემოვირტყი და წინ ავესვეტე.
-ვინ ჩვენ?კარგი რაა?რა სისულელეა, ხომ იცი როგორ გვიყვარხარ, უბრალოდ გვინდა ბედნიერი იყო.
-ასეც ბედნიერი ვარ ლაშა,თქვენ ყველა ერთად რომ მყავხართ ამით ვარ ბედნიერი,და მნიშვნელობა არ აქვს მეყოლება თუ არა ქმარი.
-როგორ არ აქვს,ამას მერე მიხვდები, როცა ასაკში შეხვალ,მაშინ იგრძნობ რას ნიშნავს გვერდით საყვარელი ადამიანი.
-კარგი რა ლაშა,ნუ ამატირე,- არარსებული ცრემლი მოვიწმინდე და მერე გულიანად გამეცინა.
-აი ელენე მოდის,არ გვინდა ახლა ასეთი რაღაცეების საუბარი,ბავშვი არ გადარიოთ,-გაეცინა ზურას და ელენეს მიესალმა.
-როგორ ხარ ელენე?როგორ გეძინა?
-კარგად,თქვენ როგორ ხართ?ასე მშვიდად დიდი ხანია არ მძინებია.თან დილით ჩიტების ჭიკჭიკმა რომ გამაღვიძა,თავი რაღაცნაირად ჩემს სოფელში მეგონა უცებ.
-ხოდა ხშირად ამოვიდეთ აქ,მარიამს უთხარი წამოგიყვანოს ხოლმე,დარჩი და დატკბი ამ სილამაზით,-უთხრა ლაშამ და ლუდი ჩამოასხა.
-ხომ არ მიირთმევ?-გოგოს შესთავაზა. რაზეც ელენე დაიღრიჯა,აშკარად არ ესიამოვნა სუნი.წამოაზიდა და პირზე ხელი აიფარა.
-აუ დამღალეთ რაა,ვითამაშოთ თუ ისევ ლაპარაკს აპირებთ?-ჩაერია ჩუმად მყოფი შოთიკო და ლუდი მოსვა.
-ამას უყურე რაა,დამაცადე ბიჭო ცოტა აზრზე მოვიდე.
-ხომ არ დამიბერდი ძმაო?-გაეცინა მას.
-აბა უყურე ეხლა ამას.რა სიბერე ბიჭო, შენზე ცოტათი დიდი ვარ.
-ხო ათი წელი ცოტა დიდია ხო?-არ დაინდო შოთამ.
-მოედანზე შევხვდებით,-ორი თითი ჯერ თვალთან მიიტანა ლაშამ,მერე ძმისკენ მიმართა.
-როგორ შემეშინდაა,-ენა გამოუყო მანაც.
-არც კი ვიცი რომელი ხართ ბავშვი,-გააშველა აჩიმ.
-გოგოებო ჩვენ წავედით,კალათბურთს ვითამაშებთ,სუფრას რომ გაშლით დაგვიძახეთ,-წამოდგა ზურა და მოედნისკენ გაუძღვა ბიჭებს.
ჩვენ უკან შემოვბრუნდით,გოგოებთან სამზარეულოში,ელენეს შიოდა და ვეღარ ძლებდა.მორიდებით ითხოვა ერთი ლუკმა შემაჭამეთ,თორემ გული მიმდისო.მაშინვე დაეხვივნენ გოგოები და რაც კი საუკეთესო იყო წინ დაუდეს თეფშით.
-ამდენიც არ იყო საჭირო,-გაეღიმა და პირველივე ნაჭერ ხაჭაპურს დასწვდა, გემრიელად გაილოკა ტუჩები.უცებ გადასანსლა ყველაფერი და მერე წამალი დააყოლა,არ დავიწყებია.ისე უფრთხილდებოდა თავს…
-ელენე,კიდევ ხომ არ გინდა?
-არა კატო,ისედაც ბევრი მომივიდა.
-ისე გული რას გიგრძნობს?გოგოა თუ ბიჭი.
-მე გოგო მგონია,-გაეცინა და მუცელზე მოისვა ხელი.
-ნეტავ მართლა,თორემ ხომ ხედავ ჩვენთან სულ ბიჭები არიან.გოგო ძალიან კარგი იქნება.რამდენ რამეს ვუყიდით და როგორ გავათამამებთ,- უთხრა თაკომ და გვერდით მიუჯდა.
-კარგი იქნება შენც რომ გეფიქრა რამე,უკვე დრო გაქვს.
-აუ სოფია,ახლა არ დაიწყო გთხოვ,რას გიშლით ხელს ჩემი გაუთხოვრობა, თავს მშვენივრად ვგრძნობ.
-ნუ მასწავლი რა არის მშვენივრად ყოფნა.
-მაინცდამაინც იმიტომ უნდა გავთხოვდე, რომ ქართული აზროვნება ესეთია ქალი უნდა იყო გათხოვილი და ამ ასაკში არ იყოს მარტო?
-ხო თუნდაც.
-მე და მარიამი ამ შეხედულებებს არ ვითავისებთ და ევროპულად ვაზროვნებთ.ხომ ასეა?
-დიახ,გეთანხმები სრულიად ,-დავიქნიე თავი და ელენეს შევხედე,რომელიც უკვე ფანჯარასთან იდგა და გარეთ იყურებოდა.მერე რაღაცაზე ჩაეღიმა.გარეთ რომ გავიხედე,დავინახე მოედნისკენ იყურებოდა.სადაც ბიჭები თამაშობდნენ.
******
წუხანდელმა ქეიფმა უკვალოდ არ ჩაიარა და დილით ყველა ნაბახუსევი იყო.ამინდი შესანიშნავი იყო მზიანი და ჩიტების ჭიკჭიკიც არ აკლდა დილას.ეზოში შეიკრიბნენ ბიჭები ლუდის დასალევად ეგება გვიშველესო.აქვე წამოვიდა იდეა რომ ძველი დრო გაეხსენებინათ და კალათბურთი ეთამაშათ.მარიამი რომ გამოჩნდა,ინტუიციით იგრძნო რომ ელენეც უკან მოჰყვებოდა.არც შემცდარა.ნაზად,პატარა ნაბიჭებით მომავალი გოგო ძალიან ლამაზი ეჩვენა იმ კაბაში და გაშლილ შავ თმაში.დაიბნა,მაგრამ არ შეიმჩნია და ბიჭებს აჰყვა ლაპარაკში. მალე სათამაშოდ წავიდნენ და გამოლაპარაკება ვერ მოახერხეს. მთელი მატჩის განმავლობაში სახლისკენ იყურებოდა,იქნებ კიდევ მოვკრა თვალიო,მოგვიანებით შუა თამაშის დროს სამზარეულოს ფანჯრიდან მომზირალი შეამჩნია და ისე გაშტერდა,რომ ძმის ნასროლი ბურთი თავში მოხვდა და დაეცა.
-ოხ ამის..შეიგინა და ხელები ასწია.-აღარ მინდა თამაში.
-აღიარე რომ ბებერმა ძმამ დაგამარცხა.
-კარგი,მაგრამ რევანში აუცილებლად შედგება და მოემზადე,-მიაძახა და სახლისკენ დაიძრა…
შხაპი მიიღო,ლურჯი ჯინსი და ამავე ფერის მაისური გადაიცვა,თმა უკან გადაივარცხნა და კიბეებზე დაეშვა.
კიბის ბოლოს ელენეს შეეჩეხა,რომელიც გიოსთან ერთად ზემოთ ადიოდა,თან რაღაცეებს ელეპარაკებოდა.ღიმილით დაუთმო გზა და გაატარა,იქამდე ადევნებდა თვალს,სანამ ოთახში არ შევიდნენ.
გაგიჟდა როცა გოგომ ასე დააიგნორა და თან ისე რომ მისი მომხიბვლელობა სულ ვერ შეამჩნია, სამაგიეროდ ერთი დასკვნა გამოიტანა ის არ იყო ჩვეულებრივი გოგო,და არც იმ გოგოებს ჰგავდა, აქამდე რომ იცნობდა.ვერ გაარკვია რომელ კატეგორიას მიეკუთვნებოდა ის,ამიტომ გადაწყვიტა დალოდებოდა მოვლენების განვითარებას და მომდევნო შეხვედრებს,ეს კი იცოდა აუცილებლად მოხდებოდა…
******
საუზმის შემდეგ ჩვენი გართობა ძირითადად ბავშვების ირგვლის ხდებოდა და მათზე გადავერთეთ. ყველამ ერთად ვითამაშეთ ბურთი,მერე დამალობანა,მერე „მგელობანა“ როგორც დაარქვეს,ანუ ბიჭებს გოგოები უნდა დაეჭირათ.ჩვენი მხიარული სიცილ-კისკისი ცას სწვდებოდა.მხოლოდ ელენე იჯდა იქვე შორიახლოს გრძელ საქანელაზე და გვიყურებდა,ალბათ როგორ უნდოდა მასაც ასე ერბინა და ჯერ კიდევ დაუსრულებელი ბავშვობის გემო კიდევ ერთხელ შეგრძნო.დავინახე როგორ მიუჯდა გვერდით შოთიკო და რაღაც უთხრა.ელენეს გულიანად გაეცინა.კატოს გადავხედე,აშკარად მანაც შეამჩნია,მაგრამ არ შეიმჩნია.
მერე მე გამომხედა და გვერდით ამომიდგა.
-ხომ იცი რომ ჩემი დედამთილი ამას არ დაუშვებს.
-ვიცი და დაველაპარაკები საღამოს, მაგრამ ერთი რამ ვიცი მარტო ელენემ კი არა, შოთიკომაც უნდა დაიჭიროს მისგან შორს თავი.მითუმეტეს არ იცის ელენეს მდგომარეობა.
-ხომ იცი რომ მისი საწინააღმდეგო არაფერი მაქვს,მაგრამ არც ბიჭები, არც მე და არც მათი მშობლები ამას არ შეეგუებიან.
-ვიცი,მაგრამ ისიც უნდა იცოდე მგონი რომ რაც უფრო დავუშლით,მით უფრო წინააღმდეგები წავლენ.
-შენ ელენეს დაელაპარაკე და დანარჩენი მე ვიცი.-მიპასუხა კატომ.
საღამომდე ვერ მოვახერხე ელენეს დამარტოხელება,საღამოს,როცა დავწექით,მაშინ ვკითხე.
-ელე დღეს დაგინახე შენ და შოთიკო ლაპარაკობდით.-შევაპარე ფრთხილად.
-მერე რაა,უბრალოდ ვსაუბრობდით, -მხრები აიჩეჩა გოგომ.
-ის ახალგაზრდა ბიჭია,მას შეიძლება მოეწონო…-შევაპარე ფრთხილად.
-ნუ დარდობ მარიამ,კარგად ვიცი და ვაანალიზებ ჩემს მდგომარეობას,მე საერთოდ არ ვფიქრობ ამაზე,ჩემი ცხოვრება მხოლოდ ჩემს შვილს უკავშირდება..
-ანუ მშვიდად ვიყო.
-კი მარიამ.მშვიდად იყავი,მასზე როგორც მამაკაცზე არასოდეს არ მიფიქრია,ან როგორ შეიძლება ვიფიქრო.
-კარგი,გასაგებია,დავიძინოთ,უკვე გვიანია,-გავუღიმე და საწოლში კომფორტულად მოვეწყვე.
*********
ჩემს ცხოვრებაში ელენეს შემოსვლიდან კიდევ ერთი თვე გავიდა.ამ დროის განმავლობაში წამლებმა და დასვენებამ შედეგი გამოიღო,გოგო მოფერიანდა და მოკეთდა.მუცელიც წამოეზარდა, ტოქსიკოზმაც გაუარა.მის გვერდით ვიყავი,ყოველდღიური სამსახური სმენიანზე გადავცვალე და ახლა მორიგეობებზე დარჩენა მიწევდა სამ დღეში ერთხელ,ამ დროს ელენესთან და გიოსთან თაკო რჩებოდა, დანარჩენო ორი დღე სახლში ვიყავი და ვცდილობდით ნაყოფიერად გამოგვეყენებინა ეს დრო ვსწავლობდით და ვუყვებოდი ყველაფერს რაც შეიძლებოდა დასჭირვებოდა ორსულობის პერიოდში,მშობიარობისას და შემგდომ.პარალელურად მასწავლებლებთან ჰქონდა კონტაქტი და სწავლაზეც არ ამბობდა უარს. მიზნად ჰქონდა დასახული რომ წარმატებით დაასრულებდა საატესტატო გამოცდებს და უნივერსიტეტშიც ჩაირიცხებოდა. საოცრად მიზანდასახული იყო,მის ასაკში მე ალბათ ამდენს ვერ გავუძლებდი,მითუმეტეს რომ მსგავს სიტუაციაში როცა აღმოვჩნდი,მართალია მასზე დიდი ვიყავი ასაკით და ასე თუ ისე ყველაფერი აწყობილი მქონდა,მაინც შემეშინდა,მასში კი ამას ვერ ვხედავდი და მიხაროდა რომ დედობისთვის ემზადებოდა და ცხოვრებისთვის იბრძოდა..
დროდადრო მაინც ემართებოდა ერთი-ორდღიანი დეპრესიები,რაც ვერაფრით ავხსენი,იჯდა ერთ ადგილზე, მოულოდნელად გაშტერდებოდა და ერთ წერტილს თვალს არ აშორებდა. ასეთ დროს გიო ბუზღუნს იწყებდა,რადგან ვერაფრით ახსნა რატომ არ ეთამაშებოდა მამიდა.
-დეე,ისევ გაშეშდა,არ მელაპარაკება, გამებუტა,-მოირბენდა ჩემთან და წუწუნს დაიწყებდა ხოლმე.
-დეე,ხომ იცი რომ ხანდახან არ შეუძლია შენთან თამაში?ცუდადაა და გაუგე,შენ ხომ დიდი ბიჭი ხარ?
-მერე შენ ხომ ექიმი ხარ? უშველე, ნემსი გაუკეთე.
-დედი ავად არაა,ნემსი არ უშველის. მან პატარა ბაია უნდა მოიყვანოს და მასზე ფიქრობს.ის შენი და იქნება,ხომ მიხედავ დეე?
-რა მაგარია,-ტაში შემოჰკრა გიომ და მისკენ გაიქცა.დარწმუნებული ვარ აზრი ვერ გაიგო,მაგრამ პატარა ჩაიბეჭდა გონებაში და რაღაც კარგთან დააკავშირა, აღფრთოვანებული გაიქცა მისკენ,წინ დაუდგა და უთხრა.
-მე მინდა რომ პატარა გოგო მომიყვანო.
ელენე უცებ გამოარკვია მისმა ნათქვამმა.
-რა თქვი გიო?
-ხო,პატარა გოგო,აი ისეთი ლამაზი ბაღში ტასო რომ არის,მას მინდა ჰგავდეს.
-მოგიყვან პატარა,აუცილებლად მოგიყვან,-გაეცინა ელენეს,გიო კალთაში ჩაისვა და ჩაეხუტა,მერე ლოყები მიყოლებით დაუკოცნა და იქამდე ეფერებოდა,სანამ გიომ ბუზღუნი არ დაიწყო.
-აბა ახლა მაინც მოხვალ სუფრასთან და შეჭამ?-დრო ვიხელთე მეც და მაშინვე ვუთხარი.
-კი,მოვალ,-გამიღიმა და გიოსთან ერთად მიუჯდა სუფრას.
ორსულობის მეოთხე თვეში რომ გადავიდა ნანა ექიმს მივაკითხეთ დანიშნულ კონსულტაციაზე.ამჯერად მოეწონა მისი მდგომარეობა და შეაქო.
-ყოჩაღ ელენე,ძალიან კარგი გოგო ხარ,შენი მდგომარეობაც მომწონს და ბავშვისაც,-უთხრა და თან მუცელზე აპარატს დაატარებდა.ისევ ისე ისმოდა პატარას გულისცემა ოთახში მკვეთრად და ძლიერად.
-გოგოა,პატარა,საყვარელი,ჯანმრთელი გოგო,-სიხარულით თქვა ნანამ.
-ჩემი გოგო,-თვალები გაუბრწყინდა და შემომხედა,-ხომ ხედავ მარიამ გული არ შემცდარა.მართლაც გოგოა.
-ჩემო ლამაზო,დარწმუნებული ვარ შენსავით ლამაზი და საყვარელი იქნება.
-რაც უფრო გადის დრო,მით უფრო მეტად ვითავისებ ამას და მით უფრო მეტად ვხვდები რამხელა სასწაულია როცა ჩემს სხეულში ახალი სიცოცხლე იზრდება და ვითარდება..
-ჯერ სად ხარ?ხელში რომ დაიჭერ მაშინ უფრო მიხვდები ამას,-უპასუხა ჩემს მაგივრად ნანამ.
იქიდან რომ წამოვედით,ცოტა ფეხით გავისეირნეთ,მერე ბაღიდან გიოს გამოყვანის დრო დადგა და მას გავუარეთ,ყურადღება არ მოგვაქცია იქამდე სანამ ტასო არ წავიდა სახლში.დიდი კაცივით გააცილა, დაემშვიდობა,ერთმანეთს ჰაეროვანი კოცნა გაუგზავნეს და მერე ჩვენსკენ გამოიქცა.
-პატარა მექალთანე,-ჩაეცინა ელენეს,- როგორ ჰგავს ჩემს ძმას,ასე მგონია სულ მას ვუყურებ და ის მელაპარაკება. იცი მარიამ ყველა ადამიანში,ყველა მისი ასაკის მამაკაცში მას ვეძებ,ასე მგონია რომ უცებ მოვა ხელს ჩამკიდებს, ჩამიხუტებს მან რომ იცის ხოლმე ისე და სახლში წამიყვანს…-მოიღუშა გოგო.
-ამაზე ფიქრობ და ამიტომ ითიშები ხოლმე?რეალობას ამიტომ სწყდები?
-კი,ამიტომ.არა,განა ნიკა არ მიყვარს, ან ნაკლებად მიყვარს,მაგრამ გიოს უფრო მეტად გამოსდიოდა იმ სიყვარულის და სითბოს გამოხატვა, რასაც გრძნობდა.
-ეგ მეც კარგად ვიცი,უბრალოდ მგონია რომ მერე იკარგება ხოლმე ამ სიყვარულში და რეალობას ცდება,სადღაც სხვაგან მიდის მისი სიყვარული,ერთი პატარა საშინელი ქცევა კი რამდენი კარგიც არ უნდა აკეთოს ყველანაირ კარგ საქციელს უსვამს ხაზს.
-ადამიანები არ არიან უშეცდომონი, ისინიც ცდებიან,უბრალოდ მიტევება და პატიება უნდა შეგვეძლოს. სინამდვილეში ეს უფრო რთული, ვიდრე შეცდომის დაშვება.
-შენ აპატიე მათ?-ვკითხე
-მე ვაპატიე,მაშინ ვაპატიე როცა ჩემი შვილის გულისცემა მოვისმინე,არ შემიძლია ისე ცხოვრება,რომ გული სიძულვილით მქონდეს სავსე,ეს მე უფრო გამანადგურებს ვიდრე მათ.
-და ამის შემდეგ კიდევ მე მეტყვი რომ დიდებული ადამიანი ხარო.ეს შენ ხარ ყველაზე წმინდა და სუფთა გულის ადამიანი.გული არ გაიტეხო, ყველაფერი კარგად იქნება.ნახავ ოჯახი შეგირიგდება.
-მე მეშინია გვიანი არ იყოს,საქმე იმაშია რამდენად მომინდება მათთან ურთიერთობა,პატიება არ ნიშნავს იმას,რომ მათთან ისევ ისე იყო,როგორც ადრე.-სევდიანად გაიხედა ფანჯარაში ელენემ და შეეცადა თვალს მომდგარი ცრემლი დაემალა,მეც ვითომ ვერ შევიმჩნიე, გიოზე გადავიტანე ყურადღება. ჩასძინებოდა,თავი ჩემს კალთაში ედო და გემრიელად ფშვინავდა…
*********
იმ დილითაც ჩვეულებრივად დავემშვიდობე ელენეს,გიო მე წავიყვანე ბაღში,დღეს მორიგეობა მიწევდა.
-ელე,დღეს თაკოს არ სცალია და გიოს გამოიყვან?თან მარტო უნდა დარჩეთ..
-წადი მარიამ,ყველაფერს მივხედავ, მშვიდად იყავი,ბოლოსდაბოლოს ხომ უნდა მივეჩვიო ბავშვის მოვლას.-გაეცინა.
-მოკლედ ფული მაგიდაზეა,საჭმელი მაცივარში,თუ რამე დაგჭირდა დამირეკე აუცილებლად,მე თუბარა გოგოებს მაინც,თუ ვერ გიპასუხე,ისინი აუცილებლად გიპასუხებენ და დაგეხმარებიან.
-ყველაფერს ისე ვიზავ,როგორც მითხარი,-ხელი დამიქნია და დამემშვიდობა.
სამსახურშს მისულს დიდი ამბები დამხვდა,წუხელ რამდენიმე მძიმე პაციენტი შემოეყვანათ,ორს სასწრაფო ოპერაცია სჭირდებოდა, ორივეს მე ვატარებდი,უკვე გაწერილი იყო გრაფიკი.ჩემს გუნდთან ერთად სწრაფადვე შევუდექი საქმეს..
საღამოს გვიან მოვიცალე,ისეთი დაღლილი ვიყავი,რომ ფეხზე ძლივს ვიდექი.ყავა ვიყიდე,საავადმყოფოს ეზოში ჩამოვჯექი და თან მობილური მოვიმარჯვე,ელენესთან დავრეკე.
-აბა როგორ ხართ?-მხიარულად შევძახე.
-ახლა მოვრჩით ვახშამს,ხელ-პირს დავიბანთ და დავიძინებთ.
-დედიკოა?დამალაპარაკე რა,-მომესმა გიოს ხმა.
-მარიამ ვიდეოთვალი ჩართე,ისე ვილაპარაკოთ.
რამდენინე წამში ეკრანზე ორი გადარეული გამოჩნდა- ორი ბავშვი.გიოს სახე და პირი მთლიანად შოკოლადით ჰქონდა მოსვრილი, ელენე კი სასაცილოდ გაწუწულიყო და თმები აბურდვოდა.
-რა დღეში ხართ?რა ჩაიდინეთ?- ამიტყდა სიცილი.
-ვჭამეთ და ჭურჭელი დავრეცხეთ.
-გიო შენ შოკოლადი ჭამე დეე?ხომ იცი საღამოს არ შეიძლება.
-ოო,კარგი რაა დეე.ელენე მამიდა ისე საყვარლად ჭამდა ვერ მოვითმინე.
-არც შენთვის შეიძლება ქალბატონო ბევრი შოკოლადი.
-თავი ვერ შევიკავე და ცოტა შევჭამე მარიამ,არ გამიბრაზდე,-მოიბუზა უცებ.
-კარგით,მეტი აღარ ჭამოთ,დაიძინეთ ახლა,გვიანია.
-როდის მოხვალ დეე?მომენატრე…
-ხვალ დილით,მანამდე კი მამიდას დაუჯერე.
-კარგი დედა,მიყვარხარ..ხელი დამიქნია შვილმა.
-გამარჯობა მარიამ,-მომესმა უცებ ზურგსუკან და ვიგრძენი როგორ შეხტა ჩემი გული საგულეში,სწრაფად გავთიშე ტელეფონი და ჯიბეში ჩავიდე,ნეტავ ხო არ გაიგო რომ ელენეს ველაპარაკებოდი.ვფიქრობდი გონებაში.სკამზე შევწორდი,ყავის ჭიქას ორივე ხელის თითები შემოვაჭდე და მიწას დავუწყე ყურება.გვერდით მომიჯდა.ჯანდაბა, ისევ ის სუნამო ესხა, სურნელი კი ისევ ისეთი ჰქონდა თავისებური,უფრო სწორად ჩემებური,ჩემი,რაზეც სულ ჭკუას ვკარგავდი.
-აქ რა გინდა?-დავსვი პირველი კითხვა.
-არ ვიცი,-მიპასუხა ყოვლად უაზრო პასუხი.მის ხმაში ის სევდა შევნიშნე,რაც არასოდეს,ძველებურად ომახიანად აღარ ჟღერდა მისი სიტყვები.
-რა სისულელეა,როგორ შეიძლება არ იცოდე .
-ჯანდაბა მარიამ,რომ ვიძახი,ესეგი მართლა არ ვიცი რატომ ვარ აქ.
-ნასვამი ხარ…
-უნდა დამელია…
-მერე გშველის?
-არა,პირიქით უფრო მეტად მახსენდება სიმთვრალეში ელენეს საქციელი და უფრო ვნადგურდები. მისმა აღიარებამ ბოლო ჩემში რაღაც გაანადგურა.ახლა გავუგე ჩემს ძმას,ახლა მივხვდი მან რა ვერ მაპატია და რატომ მოიქცა ასე.ახლა მივხვდი რომ ჩემზე მეტად ის დაიტანჯა.
-და რატომ არ გინდა თავი მის ადგილზე წარმოიდგინო?ხომ არ იცი ეს როგორ ან რატომ მოხდა? სიყვარულისთვის ხომ ყველაფერი დასაშვებია და ყველაფერი შეიძლება საყვარელი ადამიანისთვის.
-შეიძლება,მაგრამ მას არა,მას არ უნდა გაეკეთებინა ეს.იცი ყველაზე მეტად რაზე ვოცნებობდი?მინდოდა რომ როცა დრო მოვიდოდა სახლიდან თეთრი სადედოფლო კაბით გაგვეშვა, დაგველოცა და მისთვის ბედნიერება გვესურვებინა.შენ ვერ წარმოიდგენ რა რთულია როცა იმედს გიცრუებს საყვარელი ადამიანი.
-უცნაურია ამას მე რომ მეუბნები,იქნებ დაფიქრდე და მიხვდე რომ მეც მსგავს სიატუაციაში ვიყავი,მეც გამიცრუვე იმედები,დამინგრიე ცხოვრება და დამაკარგვინე ოჯახი.
-ხო..შენც…-ჩაიდუდღუნა რაღაცნაირად.
-იცი რაა,არ მინდოდა ამის თქმა, მაგრამ ახლა ამის შანსი მაქვს და არ დაგინდობ.
-მარიამ გთხოოვ..
-იცი ელენეს რატომ შეემთხვა ეს ყველაფერი?შენს გამო.შენ ხარ ამის მიზეზი,შენი ცოდვები მას მოეწია და ძალიან ვწუხვარ რომ ის აგებს ამისთვის პასუხს…
-ცოდვები..ცოდვები...ეს ოხერი ცოდვები.როდიდან გახდა მექალთანეობა ცოდვა?-ჩაეცინა ირონიულად.
-მას შემდეგ რაც შენს გამო სხვა სიცოცხლის დასრულებას ფიქრობს და ალბათ გამოუვიდოდა,შემთხვევით კარგ მეგობარს რომ არ მიესწრო.
-ასეთი სუსტი აღმოჩნდი მარიამ?- მაშინვე მიხვდა რომ ეს მე ვცადე.
-შენი სიყვარულის წინაშე სუსტი აღმოვჩნდი.
ისე ვსაუბრობდით,თითქოს ძველი დრო დაბრუნებულიყო,მაგრამ ერთმანეთს მაინც არ ვუყურებდით, ორივე სიბნელეს გავყურებდით
-რატომ გიორგი?
-რა რატომ?
-რატომ მიმატოვე?წლებია ამ კითხვის დასმა მინდა და პასუხის მოსმენა.
-ეჰ რომ შემეძლოს ამის ახსნა…-თავი ჩაღუნა.
-ღვთის გულისათვის ახლა მაინც მითხარი სიმართლე,მითხარი ოდესმე გიყვარდი თუ არა.მითხარი თუ სხვა მიზეზი იყო,გაგიგებ..ნუ ვეცდები გაგიგო..
-კი მიყვარდი,მიყვარდი..მართლა მიყვარდი,მაგრამ ხანდახან ორ შეყვარებულ ადამიანს ერთად ყოფნა არ უწერია.თან ხომ ხედავ არც შენ არ ხარ მარტო,შენც გათხოვდი,შვილი გყავს,ალბათ ქმარიც გიყვარს…
-პირველი სიყვარულის დავიწყება მარტივად არ ხდება გიო,მერე რა თუ გავთხოვდი?მაინც ჩემი სიყვარულის ერთგული ვარ,იმ სიყვარულის, გულწრფელად,უანგაროდ და ბრმად რომ მიყვარდი.შენსავით რომ არასოდეს მითამაშია გრძნობებით.
-არც მე არ ვთამაშობდი,ამაში ეჭვი არასოდეს შეგეპაროს,სამაგიეროდ დარწმუნებული იყავი რომ მეც ისევე ძლიერად მიყვარდი,როგორც შენ.შენ ყოველთვის გესმოდა ჩემი, ყოველთვის მისმენდი.ყოველთვის უხმოდ იგებდი რა მინდოდა და რა მსურდა.
-როგორც ჩანს არ მესმოდა,თორემ ასე უღმერთოდ ხომ არ გამწირავდი?
-ამდენი წლის მერე მაინც ვერ დაივიწყე?
-რა დამავიწყებს რომ?მე ვოცნებობდი ჩვენს ქორწილზე,შენ კი წახვედი, ზღაპარი დაასრულე,იყო და არა იყო რას მსგავსი.დღეს კი აღარ აქვს მნიშვნელობა რა იყო მაშინ და მიზეზებიც უმნიშვნელოა,შენ ცოლი გყავს,მე ქმარი და ამით ყველაფერია ნათქვამი,ახლა კი წავედი,ისედაც დიდი დრო დაგითმე და დავყავი შენთან.-მოვბრუნდი და წასვლა დავაპირე,ხელში რომ ჩამკიდა ხელი და მომატრიალა.
-მარიამ…
-რა?-შევატყვე რაღაცის თქმა უნდოდა, სახეზე ეწერა,მართლა კარგად ვიცნობდი მას.
-არა,არაფერი.
-ელენე მოძებნე გიორგი,ვიცი მასზე უნდა გეკითხა,არ ვიცი სად არის, მაგრამ გთხოვ თუ ჯერ კიდევ გაქვს თავმოყვარეობა დას დაეხმარე, გთხოვ, შენთვის ასე უკეთესია.ის გაუკეთე,რასაც იმსახურებს,შენს გულს მოუსმინე,ყველაფერ წმინდას გაფიცებ გიო,იმ ყველაფერი ლამაზის ხათრით მაინც,რაც ოდესმე ჩვენს შორის ყოფილა.-ვუთხარი და წამოვედი,ოსტატურად კი ვიცრუე,მაგრამ მას რომ ნამდვილად მოეძებნა ელენე,ვიცოდი ისევ პრობლემები გვექნებოდა….
****’
თვის ბოლოს ელენეს გამოცდები დაეწყო,დილით ადრიანად დგებოდა,ცოტას წაიმეცადინებდა და სკოლაში მიდიოდა,მე და გიო ეზოში ველოდებოდით და ყოველი გამოცდიდან გამოსვლის მერე მის ბედნიერ სახეს რომ ვხედავდი, ვხვდებოდი რა დიდ საქმეს ვაკეთებდი ამით.
ამასობაში მუცელიც წამოეზარდა, ხშირად შემიმჩნევია როგორ ეფერებოდა და როგორ ელაპარაკებოდა ბავშვს,უამბობდა დღისით გადამხდარ სასიამოვნო სიახლეებზე. ვხვდებოდი რომ უკვე სრულიად გაანალიზა რას ნიშნავს იყო დედა,დარწმუნებული ვიყავი რომ ცხოვრებაში ბევრს მიაღწევდა…
ბოლო გამოცდას რომ ასრულებდა, მაშინ გამახსენდა რაღაცნაირად რომ მაისის ბოლოს მისი დაბადების დღე იყო.მაშინვე გოგოებს მივაკითხე.
-უნდა დამეხმაროთ.
-რა ხდება?-იკითხა კატომ და ბავშვს გასვრილი ზედა გამოუცვალა.მერე კი სათამაშოდ გაუშვა.
-ელენეს დაბადების დღეა ხვალ,თან გამოცდებს ასრულებს,მინდა ყველაზე დასამახსოვრებელი დღე ჰქონდეს.
-ოო,წვეულების სუნი მცემს,-ტაში შემოჰკრა სოფიამ და გოგოებს გადახედა..
****’*
სახლიდან გასვლას აპირებდა,როცა შემთხვევით ელენე ახსენეს მისმა რძალმა და დაქალებმა.არ უნდოდა,მაგრამ სხვა გზა არ ჰქონდა, ყური მიუგდო,გულგრილად ვერ ხვდებოდა ამ გოგოზე ვერც ერთ სიახლეს,არადა ერთ თვეზე მეტი იყო გასული არაფერი გაეგო მასზე,არც შეხვედრია და არც უკითხავს,ერთი ორჯერ კი იფიქრა ნეტავ როგორ გრძნობს თავს,ისევ ავად ხომ არ არისო და გადაიფიქრა კატოსთვის კითხვა.ახლა კი შანსი გაუჩნდა.
ყველაფრის მოსმენის შემდეგ ჩუმად გამოვიდა იქიდან და დასახმარებლად ძმასთან კი არა,მის მეგობართან წავიდა.ზურას გაუკვირდა მისი სტუმრობა,კაბინეტში შეიპატიჟა და მოსასმენად მოემზადა,ყველაფერი რომ მოისმინა,ცოტა ხანს ჩუმად იყო,მერე ჰკითხა.
-ჩემგან რა გინდა?
-ისეთი არაფერი.ბიჭები უნდა დაარწმუნო რომ იმ წვეულებაზე თქვენც წაგიყვანონ ცოლებმა და მათ შორის მეც.
-დიდი მამაძაღლი ვინმე ხარ შენ,-გაეცინა მას და დაჰპირდა დაგეხმარებიო.ბედნიერი გამოფრინდა იქიდან ბიჭი და საჩუქრის ასარჩევად წავიდა..რადაც არ უნდა დასჯდომოდა ელენე უნდა ენახა,ოღონს ისე რომ არავის ეჭვი არ აეღო,ზურა კი იცოდა საიდუმლოს ნამდვილად შეუნახავდა.
*******
დილით ელენე გამოცდაზე გავაცილე. ცუდად ყოფნა მოვიმიზეზე და არ გავყევი,როგორც კი ტაქსში ჩავსვი და თვალს მიეფარა,მაშინვე დავურეკე გოგოებს.
ნახევარი საათი არ იყო გასული,რომ ისინი შვილებთან ერთად მომადგნენ ტორტით,მზა საჭმელებით და დაბადების დღისთვის საჭირო სპეციალური ატრიბუტებით..
გიომ ყველა ერთად რომ დაინახა, მიხვდა რაღაც კარგი ხდებოდა და პირველმა კითხვამაც არ დააყოვნა.
-დეე რა ხდება?
-დედი მამიდას დაბადების დღეა დღეს.
-ვაშაა,რა მაგარია,ტორტიც გვექნება ხო?-აღფრთოვანებული იყო ბავშვი.
-კი,ტორტიც გვექნება და კარგადაც გავერთობით.
გახარებული გაიქცა ბავშვებთან და რაღაც უთხრა,მე ვერ გავიგე,ისინიც მაშინვე უკან გაჰყვნენ,სავარაუდოდ სათამაშოდ წავიდნენ.
ოთახის ცენტრში გასაშლელი მაგიდა დავდგით და სუფრის გაშლას შევუდექით მე კატო და სოფია,ირმა და თაკო ოთახის მორთვით დაკავდნენ. მაგიდის უკან მთელ სიგრძეზე გააკრეს „ Happy birthday“- პოსტერი,გაბერეს ბუშტები და ზოგი ჩამოკიდეს,ზოგი იატაკზე მიმოაბნიეს.დიდი ვარდების თაიგული გვერდით ჟურნალების მაგიდაზე დადეს,რომ მისვლისას მიეცათ,გვერდით საჩუქრები დაუდეს.
სამზადისი კარზე ზარმა შეგვაწყვეტინა.
ერთმანეთს გადავხედეთ. ნუთუ მოვიდა?-წამოვიძახეთ ყველამ ერთად.კარი რომ გავაღე გაოცებისგან თვალები შუბლზე ამივიდა.
-არა,უჩვენოდ აპირებდით რამეს?არ გაპატიებთ,-წამოიძახა ზურამ და დაუკითხავად შემოვიდა ოთახში და დანარჩენებიც შემოიყოლა. მომზადებულები მოსულიყვნენ თავზე ქუდებით,სასმელებით,კიდევ ერთი ტორტით,სასაჩუქრე პარკებით და საყვირებით.
-საიდან გაიგეთ?-გაუკვირდა ირმას.
-შენ დაგავიწყდა ვინაა შენი ქმარი?
-არა,მაგრამ…
-მაგრამ გავიგეთ და მორჩა,-უპასუხა მან.
-ამ ტორტისთვის ვინმე ადგილს მაპოვნინებს თუ ჩემით მოვიძიო?-იკითხა შოთიკომ.ძალიან არ მომეწონა მისი აქ ყოფნა და ამ ამბავში ჩართვა,კატოს გადავხედე, ისიც უსიამოვნოდ დაიმანჭა,მაგრამ არ შეიმჩნია.
-აქეთ წამოდი,-ვუთხარი და სამზარეულოში გავიყვანე,ტორტი გამოვართვი,მაგიდაზე დავდე და შევაჩერე.
-ეს შენი იდეა იყო ხომ?-
-არა,მე საიდან უნდა მცოდნოდა დღეს რა ხდებოდა.-აიჩეჩა მხრები.
-შოთიკო…-დავუქაჩე თვალები.
-კარგი ხოო,შემთხვევით მოვკარი ყური თქვენს საუბარს და ბიჭებს ვუთხარი.
-მოიწიე აქეთ,-მოვწიე და ჩუმად ვუთხარი.-ელენესგან რა გინდა?
-არაფერი,რა უნდა მინდოდეს?
-მოგწონს?
-აი საიდან მოიტანეთ ეხლა ეს? რადგან ინტერესი გამოვიჩინე და მინდა ადამიანი გავახარო, მაინცდამიანც უნდა მომწონდეს?- გაბრაზდა ის.
-მომისმინე შოთი,გასაკვირი არაა,რომ ასე იყოს,ის ახალგაზრდა,ლამაზი გოგოა და არც შენ ხარ ცუდი ბიჭი,მაგრამ თქვენი ერთად ყოფნა არ შეიძლება,იმიტომ კი არა რომ არ იმსახურებთ,უბრალოდ არსებობს მიზეზი და ეს მიზეზი უკვე პრობლემაა.
-მომისმინე მარიამ არც შენ,არც ჩემ ძმას და არც ჩემი ოჯახის წევრებს არ აქვთ უფლება ჩემს პირად ცხოვრებაში ჩაერიოთ,რამე ამიკრძალოთ ან რამე მიბრძანოთ,თუ მე ადამიანი სერიოზულად მომეწონა,მისთვის ყველაფერს გავაკეთებ და ყველას დავუპირისპირდები,მაგრამ ახლა შეგიძლია მშვიდად იყოთ,თუ გოგოს მიმართ ინტერესი გამოვიჩინე იმას არ ნიშნავს,რომ მომწონს,არ შეიძლება უბრალოდ ადამიანის გახარება მინდოდეს?მითუმეტეს რომ როგორც მივხვდი ელენეს რაღაც რიგზე ვერ აქვს.-შემომხედა გაბრაზებულმა.
ვერაფერი ვუთხარი.იქნებ და მართალი იყო და სინამდვილეში ჩვენ მოგვეჩვენა?მითუმეტეს ელენემაც უარყო მის მიმართ ინტერესი.
საუბარი ტელეფონის ზარმა გაგვაწყვეტინა,ელენე იყო.
-გისმენ საყვარელო?
-ჩავაბარე მარიამ,ყველაზე მაღალი ქულა ავიღე,დირექტორმა უკვე მომცა ნიშნების ფურცელი.პირველი ვარ.ყველას ვაჯობე..
-ჩემო ნიჭიერო გოგო,-ვუპასუხე ბედნიერმა,-ახლა სახლში წამოდი პირდაპირ და ავღნიშნოთ.
-კარგი მარიამ,უკვე მოვდივარ..
ტელეფონი ჯიბეში ჩავიდე და მისაღებში დავბრუნდი.
-უკვე მოდის,გზაშია.
-აბა მოვემზადოთ,ბავშვებო მოდით აქ, კატო მუსიკა ხომ მზად გაქვს?-ბრძანებები გასცა ირმამ,ჩვენში ორგანიზატორული ნიჭით ყველაზე მეტად ის იყო დაჯილდოვებული.ბავშვები მაგიდის წინ ჩაამწკრივა და უკანასკნელად გაამეორებინა სიმღერა და ტექსტი.მერე ყველას ქუდები დაამხო თავზე,საყვირები დაურიგა და მოემზადა.
არასოდეს დამავიწყდება ელენეს თვალები,სახლში რომ შემოვიდა და ალბათ არც შოთიკოს მზერა,რომელიც მისი მუცლისკენ იყო მიმართული.
-რა ლამაზი დღეა,რა ნათელი დღეა,იმიტომ რომ დღეს ელენეს დაბადების დღეა,-მღეროდნენ ბავშვები და ვყვებოდით ჩვენც.ისეთი შეძახილები იყო,მუსიკაც კი გადავფარეთ.მასთან მივედი სანთლებ ანთებული ტორტით.
-სურვილი ჩაიფიქრე და ჩააქრე.
ბედნიერებისგან ტიროდა გოგო.
-აბა ეხლა რა დროს ცრემლებია,არ გამაგიჟო,-გვერდით ამომიდგა ირმა.
ელენეს სანთლებს შეუბერა და ჩააქრო,ტაში ატყდა ოთახში.
-გილოცავთ,-ისევ აყვირდნენ ბავშვები.
მერე რიგ-რიგობით ყველამ მივულოცეთ.შოთიკო მის წინ შეჩერდა, თვალი კიდევ ერთხელ შეავლო,მერე კი ხელები გაშალა და მოეხვია.
-გილოცავ,მრავალს დაესწარი მეგობარო.-მეგობარი ხაზგასმით თქვა.
-აბა ჰეე,სუფრათან მივიდეთ. -შემოსძახა ლაშამ და სუფრის თავში დაჯდა.
-შენ თამადობას აპირებ?-
-აბა ყოველთვის შენ ხომ არ იქნები აჩი?დღეს მე მაცადე.
-არ იჩხუბოთ ძალიან გთხოვთ და ორივე იყავით თუ გინდათ,-გაეცინა ზურას და შუაში ჩაუჯდა.არ იმჩნევდნენ ბიჭები,მაგრამ აშკარად მიხვდენენ ელენე რომ ორსულად იყო.
დაბნეული გოგო გვერდით მოვისვი და სუფრას მივუჯექით.
ლაშამ ტრადიციულად დაიწყო ჯერ უფლის სადიდებელი შესვა,მერე მშვიდობის და მერე იუბილარის სადღეგრძელოზე გადავიდა.
-ელენე,ჩემო კარგო,წამოდგა ფეხზე ლაშა,-ცოტა მიჭირს ახლა სიტყვების პოვნა,მაგრამ რაღაცას მაინც მოვახეხებ.
-ხო,აბა რაა,ასეთ დროს ხომ სულ მე ვპოულობდი გამოსავალს და გკარნახობდი ხოლმე,-გაეხუმრა შოთა.
-აი ძმაც ასეთი უნდა,ხომ ხედავთ როგორ მეპასუხება?
-ჰაა,ახლა გვაღირსე,-ხელი მიჰკრა ზურამ.ყველას გაგვეცინა.ელენეს თვალები სიხარულით ჰქონდა სავსე.
-მოკლედ ჩემო ელენე,დიდი ხანი არაა რაც გიცნობ,არც ის ვიცით ნორმალურად მარიამის როგორი ნათესავი ხარ და საერთოდ რატომ ხარ აქ,ან მშობლები სად გყავს ან და-ძმა თუ გყავს,სამაგიეროდ ის ვიცით რომ რადგან მარიამმა ოჯახის წევრად მიგოღო ესეგი ეს ასეა და ჩვენი ამ დიდი სამეგობროს ისეთი სრულუფლებიანი წევრი ხარ, როგორიც თითოეული ჩვენგანი. კითხვების დასმა არაა საჭირო,რაც საჭირო იქნება ისედაც გავიგებ როცა ამის დრო მოვა.მოკლედ მინდა დაგლოცო ჩემო კარგო,გისურვო ყველაფერი საუკეთესო რაც კი არსებობს ქვეყანაზე,გისურვო დიდხანს სიცოცხლე და ჯანმრთელობა შენს მომავალ შვილთან ერთად, ნუ გაგიკვირდა ჩემო კარგო,გეტყობა და თანაც ორგზის მამა ვარ,მაგ საკითხში გამოცდილი.-გაეცინა ლაშას.
-აბა დავლიოთ,-წამოდგა აჩი და მანაც მიაყოლა ლამაზი სიტყვები,მერე ზურამ,აი შოთიკო რომ წამოდგა ყველა გაისუსა.
-ეხლა ეს რაღაც სასწაულს იტყვის,- დააკომენტარა კატომ
-რა თქმა უნდა რძალო,ხომ იცი როგორი სასწაული მაზლი გყავს?-შეიფერა იმანაც.-ხო,რას ვამბობდი,ელენე ჩემო კარგო მინდა მეც დაგლოცო და გისურვო ისე ყოფნა, როგორც შენ გინდა,როგორც შენს გულს უნდა,გიყურებ თვალებში და იქ სევდის და ტკივილის მეტს ვერაფერს ვხედავ,გისურვებ რომ ეგ ყველაფერი შეცვლილიყოს და მაგ თვალებს სიხარულისგან და ბედნიერებისგან ებრწყინოს,ხოლო შენს გულში იმედი არასოდეს ჩამქრალიყოს.არა მაშინ ისე ძალიან კი შემაშინე,გამიხარდა რომ ავად არ ხარ და ამქვეყნად თუკი რამე არსებობს სასწაული,სწორედ ისეთ მდგომარეობაში ხარ შენ,სულ ვამბობდი რომ ქალი ყველაზე ლამაზი ორსულობის დროსაა და ყველაზე მეტად ეს მდგომარეობა უხდება თქო და აი სწორედ ასე ხარ ახლა შენც, გისურვებ რომ მშვიდობით გაატარო ეს თვეები და მშვიდობით იმშობიარო, მე კი,ისევე როგორც სხვა დანარჩენი, მიმიღე შენც ერთგულ მეგობრად.
-მართალია,მეც სულ ამას მეუბნებოდა საყვარელო,როცა ვბუზღუნებდი გავსუქდი თქო,მოვიდოდა,ერთს მეტყოდა ყველაზე ლამაზი ხარ ასეთ მდგომარეობაშიო და მორჩა ხასიათი უცებ გამომიკეთდებოდა…
-არც კი ვიცი რა ვთქვა,არ მეგონა მარიამს თუ ემახსოვრებოდა ჩემი დაბადების დღე,არადა მეც დამავიწყდა,სინამდვილეში მე მხოლოდ დღევანდელ გამოცდაზე ვნერვიულობდი,აქ კი თურმე რა ამბავი ყოფილა,-გაეცინა გოგოს
-ასე ვიცით ჩვენ,-ამაყად განაცხადა ირმამ.
-ახლა ერთ რაღაცას ვფიქრობდი,ამ წუთიდან კი სრულიად შემეცვალა აზრი.
-აბა გვითხარი.-სთხოვა თაკომ.
-აქამდე სახლიდან გასვლას ვერიდებოდი ჩემი მდგომარებოდან გამომდინარე,მცხვენოდა ხალხი რას იტყოდა,როცა ოჯახის შემარცხვენელს დამიძახებდნენ
-ელენე,იქნებ არ ღირს,-შევაჩერე.
-მოიცადე მარიამ,მათქმევინე.მე მარიამის ნათესავი არ ვარ,მე გიორგის და ვარ.
-რა თქვი?იმ არაკაცის?-უცებ წამოიძახა ზურამ და დაიძაბა.
-ზურა,გთხოვ,-გააჩერა ირმამ ქმარი.
-დიახ,მე იმ კაცის და ვარ,ვინც მარიამს არაკაცურად მოექცა,მე არ ვამართლებ მას,არც არასოდეს გამიმართლებია მარიამთან დაკავშირებით,ვიცი რომ საშინლად მოიქცა.მეც ასე მომექცა, მეც იმავე მდგომარეობაში ვარ, როგორშიც მარიამი იყო,ზუსტად იგივეში,მეც თავს ვიკლავდი,მაგრამ მან გადამარჩინა.ალბათ უფალს ძალიან ვუყვარვარ,იმ დღეს ის რომ შემხვდა,ცხოვრების გზაზე დამაყენა და დამიბრუნა იმედი იმისა,რომ შეიძლება მარტომაც მიაღწიო წარმატებას,სწორედ ამის ნიშანია ის რომ დღეს საუკეთესო ქულებით დავამთავრე სკოლა და ვიცი რომ ზაფხულში გამოცდებს წარმატებით ჩავაბარებ.მე ამის მჯერა და მჯერა ისიც რომ ჩემს ცხოვრებაში ყველაფერი კარგად იქნება.მჯერა რომ ცხოვრებაში ხანდახან მნიშვნელოვანი ადამიანები ოჯახის წევრები კი არა,უბრალო ნაცნობები შეიძლება გახდნენ.მერე რა თუ ორსულად ვარ,სამაგიეროდ ბედნიერი ვარ რომ დედა უნდა გავხდე და ამ ეტაპზე მნიშვნელობა არ აქვს მარტოხელა დედას თუ დამიძახებენ. სამაგიეროდ კარგად ვიცი ისიც რომ ბევრი ქალია,რომელიც შვილზე ოცნებობს და არ უჩნდებათ,მე კი სრულიად გავიაზრე რამხელა ბედნიერებას მანიჭებს ამით უფალი და ისიც კარგად ვიცი რომ მამამისს არ ვუნდივართ, არც ოჯახს.ამიტომ მომიწევს მარტო შევებრძოლო ცხოვრების სირთულეებს.
-რა საყვარელი ხარ,ნუ აგვატირე გოგო,-მოეხვია სოფია და ცრემლი მოიწმინდა.
-ამინ საყვარელო,წარმატებას გისურვებ ყველაფერში,-უთხრა თაკომ
-აბაა რაა,ჩვენც შენს გვერდით გვიგულე,ჩათვალე რომ ჩვენი პატარა და ხარ,ჩვენ ვიქნებით შენი ოჯახი.-გაამხნევა ლაშამ.
-კარგი გოგო ხარ შენ,ამ ასაკში ასე მამაცურად რომ დგახარ ფეხზე. მართალია არც ისე კარგი ამბავია რაც შენ გადახდა,მაგრამ ჩვენ ვინ ვართ რომ განგსაჯოთ?უფალი სამართლიანია,ყველას ისეთ განსაცდელს უგზავნის,რომლის გადალახვაც შეუძლია, შენ რომ არ შეგძლებოდა,ასე მყარად ფეხზე არ დადგებოდი,-უთხრა შოთიკომ.
იმ საღამოს გვიან დავიშალეთ, ელენეს გასამხიარულებლად ბიჭებმა ხან იმღერეს,ხან იცეკვეს და ისიც აიყოლიეს,ხან სასაცილო ამბებს ყვებოდნენ.ქართული საცეკვაო რომ ჩაირთო ლაშამ გაიმაიმუნა და ელენე გაიცეკვა აბა ვნახოთ რა გოგო ხარო.რა იცოდა რომ ელენე ბავშვობიდან ცეკვავდა.
-სცენა მოცალეთ მეგობრებო,-იხუმრა მანაც და ისე ოსტატურად და პროფესიონალურად გაშალა ხელი და ჩამოუარა,რომ ყველა გაკვირვებული დატოვა.დანარნარებდა და დაცქრიალებდა ოთახში,სულაც არ უშლიდა ხელს ოდნავ წამოზრდილი მუცელი.
-აი გეფიცებით ამაზე ლამაზად ოდესმე ვინმეს თუ ეცეკვოს,-თქვა ირმამ.
-არა,რაა ახლა მაინც უნდა ამაცეკვოთ რაა,აბა მიყურეთ,-მაისური იდაყვებამდე აიწია შოთიკომ და მოცეკვევე ძმას შუაში ჩაუხტა.საოცარი დუეტი გამოუვიდათ.
-აი ხედავთ სად გამომადგა მშობლების მონდომება მესწავლა ქართული ცეკვა,-შეიფერა შოთამ,გოგოს ხელი მოჰკიდა და მსახიობურად დაგვკიკრეს თავი.
ბავშვებს ძილი რომ არ მორეოდათ ალბათ კიდევ გვიანობამდე დარჩებოდნენ.
მარტო რომ დავრჩით,სუფრის ალაგება დავიწყე,ელენემ შემაჩერა,ძლიერად ჩამეხუტა და თვალცრემლიანმა მითხრა.
-დიდი მადლობა მარიამ,არც კი ვიცი რა ვთქვა,უდიდეს მადლობას გიხდი და ალბათ არც არასოდეს დავიღლები ამით,მთელი ცხოვრება შემიძლია მადლობა გიხადო.
-შენს სახეზე ღიმილია ჩემთვის მადლობა საყვარელო,ახლა კი წამლები დალიე და მიდი დაიძინე..
-მოგეხმარები,-დასვრილ თეფშებს წაავლო ხელი.
-წადი მეთქი,-დავუცაცხანე და თითქმის ძალით გავუშვი საძინებელში.
*******
პატარა ბავშვივით იყო აღფრთოვანებული,რა სჭირდა თვითონაც ვერ გაეგო.არა როგორ არ იცოდა კარგად იცოდა ეს რომ ელენეს ნახვით იყო გამოწვეული,მაგრამ აღიარება უჭირდა.
ყველაფერი იყიდეს და ბიჭებთან ერთად მარიამის სახლს მიადგნენ.
თვალებით ეძებდა გოგოს,მაგრამ არ ჩანდა,თავი ხელში აიყვანა და გაიღიმა,ხუმრობაში აჰყვა ყველას,ტორტი სამზარეულოში გაიტანა,მარიამიც უკან მიჰყვა,ტორტს რომ ადგილი მიუჩინეს,მისმა კითხვამ რაღაცნაირად დააბნია,როგორც ჩანს მისი მონდომების მიუხედავად მაინც შეეტყო ელენეს მიმართ ინტერესი. აქაც იცრუა,იცრუა რომ მასზე არ ფიქრობდა და უბრალოდ როგორც მეგობარი ისე ფიქრობდა მასზე,არადა კარგად იცოდა თავიდანვე როგორ ფიქრობდა გოგოზე..
არასოდეს დაავიწყდება ელენეს შემოსვლა და გაბრწყინებული თვალები.გოგოს ტანზე საორსულო კაბა რომ დაინახა და ოდნავ წამოზრდილი მუცელი,თვალები მოისრისა,ხომ არ მეჩვენებაო.მაშინ აღიდგინა გონებაში რომ მის რძალსაც ერეოდა ხოლმე ხშირად გული.ახლა მიხვდა რა სჭირდა იმ საღამოს ელენეს.გულში რაღაც ჩასწყდა,რაღაც ძალიან ეტკინა,თვითონაც ვერ მიხვდა რა,სახელი ვერ მოუძებნა,მაგრამ საკუთარ თავთან აღიარა რომ ამაზე ლამაზი ორსული თითქმის არასოდეს უნახავს,მოკრძალება,მორიდება და ბავშვური გამოხედვა ისე უხდებოდა, რომ თვალს ვერ წყვეტდა..
ბოლოს თავი ხელში აიყვანა და მეგობრებს და მხიარულებას შეუერთდა.მისი დალოცვის დრო რომ მოვიდა სიტყვებს ძნელად მოუყარა თავი,იმიტომ რომ არ უნდოდათ სხვებს შეემჩნიათ მისი ინტერესი.მართალია რაღაცეები გაარკვია იმ საღამოს და გოგოს აღიარებამაც გული მოუკლა, მისმა ნათქვამმა გაანადგურა,როგორ შეიძლება საკუთარ დას ასე მოექცნენო, გაიფიქრა და მაშინ გადაწყვიტა ელენესთან თუ სიყვარულის გზა აკრძალული ჰქონდა, სამაგიეროდ მეგობრობას ვერავინ აუკრძალავდა და იქნებოდა მისთვის საუკეთესო მეგობარი,ცხოვრების ბოლომდე გვერდში ედგებოდა.
კიდევ ერთი სიუპრიზი იყო როცა გოგომ ცეკვა დაიწყო,ყველაზე ლამაზად ცეკვავდა და პეპელასავით დაფარფატებდა.როგორც კი შანსი მიეცა მაშინვე ჩაეცეკვა და შესანიშავად იცეკვეს, აბლოდისმენტებიც დაიმსახურეს. ხელი რომ ჩაჰკიდა და თავი დაუკრეს, მერე ვალსი იცეკვეს ერთად. მაშინ შეისუნთქა პირველად მისი სურნელი,მის სხეულს საოცარი სუნი ჰქონდა.ისეთი რომ სახლში დაბრუნებულს მთელი ღამე ცხვირის ნესტოებში უღიტინებდა.იმ ღამეს ისედაც ნასვამი,გათენებამდე იჯდა სახლის აივანზე და სვავდა.როგორ გათენდა არ ახსოვს,აქვე ჩაეძინა სარწეველა სავარძელში,სამაგიეროდ დილით კატოს ქოთქოთმა გააღვიძა,გაეღიმა და გაიზმორა. საძინებელში შედიოდა,მან მარიამი რომ ახსენა და ის რაც არასოდეს გაუკეთა ახლა გააკეთა,ყური დაუგდო ჩუმად.
*******
სახლიდან გავდიოდი,კატოს ზარი რომ გაისმა.ისედაც ვაგვიანებდი და გიო ცალკე მებუზღუნებოდა მეძინებაო, ელენეს პატარა ფურცელზე მივუწერე სამსახურში მივდივარ-თქო, და სახლიდან გავედით.
-გისმენ კატო,თან ტელეფონს ვუპასუხე.
-როგორ ხარ?ძალიან ხომ არ დაიღალე წუხელ?
-არა საყვარელო,უბრალოდ დილით ჩამეძინა და ახლა სამსახურში მაგვიანდება.
-ერთხელაც იქნება გამოგაგდებენ და მერე რა უნდა ქნა?სულ სხვის პრობლემებს რომ აგვარებ და სხვაზე ფიქრობ,ყველას მამიდა შენ ხარ.
-რას ამბობ კატო?ახლა ამის დროა? ისედაც ცოტა გამიჭირსა ფინანსურად, იმედია ხელფასი დროულად ჩაირიცხება, თორემ გზის ფულიც აღარ დამრჩა.
-გოგოებს ვეტყვი და რამეს მოგიხერხებთ.
-არა,არ გაბედოთ.უკვე თქვენც ბევრს აკეთებთ.-ვიუარე და ტაქსს გავუქნიე ხელი,გიო შევსვი,მერე მეც მივუჯექი და ბაღის მისამართი ვუკარნახე.
-ისე ის ვაჟბატონი არ იმსახურებდა ამას,აუტკივარი თავი აიტკივე.
-ელენესთვის კატო.მარტო მისთვის,აი ხომ იცი მე რა დღეში ვიყავი და თქვენ რომ არა ახლა ალბათ ცოცხალი აღარ ვიქნებოდი,როცა ვიცი ეს რასაც ნიშნავს,როგორ მიმეტოვებინა.
-მესმის შენი ადამიანობა და სიკეთე რამხელაზე შეიძლება მიდიოდეს, მაგრამ ეს ამბავი ცუდად რომ შემოგიბრუნდეს?
-ყველაფერი კარგად იქნება…
-იძახე ახლა ეგ,ყველაფერი კარგად იქნება,-მითხრა გაბრაზებულმა,მერე უცებ დაწყნარდა და ხმადაბლა მკითხა:-მარიამ გულწრფელად მიპასუხე,ამას იმიტომ ხომ არ აკეთებ რომ გიორგის გული მოიგო და შენთან ვალში იყოს?
-არა,კატო რა სისულელეა,ჩვენი გზები აღარასოდეს გადაიკვეთება.
-უკვე გადაიკვეთა საყვარელო როცა ელენე გადაარჩინე და სახლში წამოიყვანე.ამას ვეღარ შეცვლი,და ის რომ გაიგოს შვილის არსებობა დაუმალე და ასევე თავისი და, წარმოდგენა არ მინდა რა მოხდება.
-ვერაფერსაც ვერ იზავს,მითუმეტეს ის მიამიტი და გულუბრყვილო, ბრმად შეყვარებული გოგო აღარ ვარ, შესაბამის პასუხს გავცემ,მითუმეტეს მან უკვე მიიღო ცხოვრებისგან მძიმე დარტყმა,უბრალოდ ელენეა ცოდო ასე რომ იტანჯება.
-ელენე აღარ იტანჯება,ის ფეხზე შენზე მეტად დგას მყარად,საკმაოდ მიზანდასაზულია და მჯერა რომ ის ისეთ რამეს მიაღწევს,რომ მისით ძალიან ვიამაყებთ.
-ვიცი,მეც მჯერა ამის.
-კარგი,წავედი საყვარელო აბა შენ იცი,ბავშვებმა გაიღვიძეს,მერე შეგეხმიანები,დროებით
მეგობარს დავემშვიდობე,ამასობაში მითითებულ მისამართზე მივედით შვილი ბაღში დავტოვე და სამსახურში წავედი.მადლობა ღმერთა მძღოლმა სწრაფად იარა და არ დამაგვიანა.
*****
რომ გაიგო დღეს მარიამი სახლში არ იქნებოდა და მუშაობდა,ვერაფრით მოისვენა,მთელი დილა ებრძოდა საკუთარ თავს,მერე ვეღარ გაძლო, თავი მოიწესრიგა და მანქანის საჭეს მიუჯდა.მალე მივიდა დანიშნულების ადგილზე,მაგრამ ერთი ნახევარი საათი კიდევ ქვემოთ იდგა.ვერ ადიოდა ზემოთ,ბოლოს ვეღარ მოითმინა და მანქანიდან გადავიდა…
კართან ისევ შეყოვნდა,ნეტავ თუ სახლშიაო გაიფიქრა და ზარიც დარეკა.რამდენიმე წამიც და კარი გაიღო.შეეძლო კიდევ ერთხელ დაეფიცა რომ ამაზე მშვენიერი არაფერი არსებობდა ქვეყანაზე.მის წინ იდგა თხელ,წვრილბრეტელებიან, ყვავილებიან,საორსულე კაბაში გამოწყობილი ელენე,თმა უწესრიგოდ აეწია ზემოთ და კოსად შეეკრა, ხელში შოკოლადის კარაქით სავსე ქილა ეჭირა,რომელიც ტუჩზე მოსცხობოდა და იმდენად გულუბრყვილო სახით უყურებდა და იმდენად ბავშვური იყო, მოზრდილი მუცელი რომ არა,მართლა ბავშვი გეგონებოდა. საყვარლად აბრიალებდა იმ ლამაზ დიდ მწვანე თვალებს და ბიჭს გაშტერებული უყურებდა.
-გამარჯობა,-მოეგო გონს შოთიკო და თავიდან ფეხებამდე კიდევ ერთხელ შეათვალიერა.
-გამარჯობა,-გაუღიმა ელენემ.
-როგორ ხარ?
-კარგად,შენ?
-მეც...სიჩუმე ჩამოვარდა.ელენეს კარისთვის მოეკიდა მეორე ხელი და არ უშვებდა.
-აქ რაღაც გაქვს,-ხელით ანიშნა ტუჩზე ბიჭმა.
-უიჰ,-წამოიძახა გოგომ,როცა იქვე შესასვლელ კართან ჩამოკიდებულ სარკეში ჩაიხედა და გაეცინა. მოიშორა,შოთასაც გაეცინა.
-მარტო ხარ?
-არა,სახლი დედიკო და მამიკო მყავს,და კიდევ ორი ძმა,-გაეხუმრა ელენე.
-ნეტავ მართლა ეგრე იყოს,-უპასუხა სერიოზულად და დაინახა როგორ მოეღუშა ის გაღიმებული სახე.-აბა ეხლა,მე ამიტომ კი არ მითქვამს,მე აქ შენს წასაყვანად მოვედი.
-წასაყვანად?-გაუკვირდა გოგოს.
-ხო,ვიფიქრე სახლში მარტო იქნება და გავისეირნებთ-თქო,თან გარეთ კარგი ამინდია.
-არ მინდა,სახლში ყოფნა მირჩევნია.
-რატომ არ გადიხარ გარეთ?სულ სახლში რატომ ხარ?
-მე უბრალოდ არ მინდა.
-ახლა ჩაიცმევ და სასეირნოდ წავალთ, უარი არ მიიღება.არც მიჩვეული ვარ ამას,მე რაც მინდა ყოველთვის ვიღებ იმას.
-შენ რაც გინდა იმას ყოველთვის ვერ მიიღებ,-კარის მიხურვა სცადა გაბრაზებულმა ელენემ,მაგრამ შოთამ ფეხი დაუხვედრა და არ დააკეტინა.
-ცუდად არ გაიგო,გთხოვ,ძმისშვილებს გეფიცები მე შენთვის კარგი მინდა, მხოლოდ მინდა რომ გავისეირნოთ და გაგამხიარულო,მეტი არაფერი.
-მართლა?-ეჭვით ჰკითხა გოგომ.
-ჰო,მართლა,-დაუქნია თავი.
-მაშინ მანდ დამელოდე,გამოვიცვლი და მალე გამოვალ.
-სერიოზულად?-გაეცინა ბიჭს,-აქ დაგელოდო სადარბაზოში?
-დიახ,სადარბაზოში,დიდხანს არ გალოდინებ,-უპასუხა ელენემ და კარი მიხურა.
შოთიკოს გაეცინა და მოაჯირს მიეყუდა.რა საყვარელია,-გაიფიქრა გონებაში და ტელეფონით დაკავდა.
თხუთმეტი წუთი დასჭირდა დაახლოებით ელენეს მოსამზადებლად. გოგოების ნაყიდი ტანსაცმელებიდან ყველაზე მეტად ჭაობისფერი საორსულე კაბა მოსწონდა,ის ჩაიცვა,თეთრი ბოტასები,წელამდე შავი თმა გაიშალა,პატარა ჩანთა აიღო და ბიჭის წინაშე წარსდგა.მარიამის გაფრთხილება დაავიწყდა,ალბათ გულისსიღრმეში მაინც გაიღვიძა მასში ქალმა და ბიჭს თავისდაუნებურად გაეპრანჭა.
შოთას ჩაეღიმა მის დანახვაზე და გული შეუფრთხიალდა,ისე მოეწონა, როგორ ყველა ფორმაში ლამაზიაო გაიფიქრა,ხმამაღლა კი უთხრა.
-არასოდეს დავლოდებივარ გოგოს სადარბაზოში.
-მე საერთოდ არ დამლოდებია არასოდეს ბიჭი სადარბაზოსთან კი არა,არსად.-მოწყენილმა უთხრა გოგომ.
-ბავშვის მამა?-დაიბნა შოთა.
-ეს მოკლე ამბავია,იმდენად მოკლე რომ რამდენიმე სიტყვაში შეიძლება მოვყვე.
ნელა გამოვიდნენ სადარბაზოდან გარეთ.
-თუ გინდა მომიყევი.
-მერიდება შენთან.შენ ხომ უცხო ხარ ჩემთვის.
-უკვე აღარ ვარ ელენე,გუშინ შენ ჩვენ ყველას შენი ცხოვრების ყველაზე ცუდი მომენტი მოგვიყევი და გული გადაგვიშალე,მე კი დეტალები მაინტერესებს ბავშვის მამასთან დაკავშირებით.
-რატომ?
-იმიტომ რომ მინდა მეც შენი ისეთი მეგობარი ვიყო,როგორც მაგალითად მარიამი.
-რატომ გინდა ჩემთან მეგობრობა?
-იმიტომ რომ შენს თვალებში ვხედავ როგორი კარგი ხარ.
-ამის მიუხედავად?-მუცელზე მოისვა ხელი.
-ეს შეცდომა კი არა უფლის საჩუქარია და გეუბნები კი ყველაფრის მიუხედავად.
-კარგი,მაგრამ აქ ვიდგეთ ასე?
-იქ დგას ჩემი მანქანა,სადმე გავისეირნოთ.მითხარი საყვარელი ადგილი არ გაქვს?
-არ ვიცი,ჩემთვის საყვარელი ადგილი ისაა,სადაც საყვარელ ადამიანებთან ერთად ვიქნები.
-აჰაა,გასაგებია,მაშინ მე შევარჩევ დღეს,სხვა დროს შენ მოიფიქრე.
-კარგი,გაუღიმა ელენემ და ღვედი გადაიჭირა.
ქალაქში გადატვირთული მოძრაობა იყო და გადაადგილება ჭირდა,ამიტომ გაჭირვებით მიაღწიეს დანიშნულების ადგილს.პატარა კაფე იყო ქალაქის განაპირას,ბევრი ხალხიც არ იყო და გრილოდა. განაპირას დასხდნენ.
-რას მიირთმევ?
-რამე მჟავეს..
შოთიკოს გაეცინა.
-აქ კიტრის მჟავე არ აქვთ.
-ბროწეულის ნატურალური წვენი თუ გაქვთ?-მიუბრუნდა მიმტანს.
-დიახ.
-მაშინ ერთი ფორთოხლის წვენი და ერთი ბროწეულის,-დაასწრო ბიჭმა და კიდევ საფირმო ეკლერები.
-დიახ,ახლავე,-მიმტანმა მარტო დატოვა.
-აბა,მოგწონს აქ?
-კი,სიმშვიდეა და სიგრილე.-თითები ერთმანეთში ახლართა გოგომ.
-ნერვიულობ?
-ცოტას,არ ვარ მსგავს სიტუაციებს შეჩვეული.
-ანუ ბიჭთან ერთად არასოდეს ყოფილხარ კაფეში ან სასეირნოდ?
-არა.
-არც ბავშვის მამასთან?
-არა.
-არ ვიცი რა ვთქვა.
-რაზე?
-ყველაფერზე..
-რაც გინდა ის თქვი,მაგრამ არ შეგეცოდო გთხოვ,ოღონდ ეგ არა.თორემ უფრო ცუდად ვხდები მერე.
-მე არ მეცოდები,იმედია მიხვდი.მე უბრალოდ მინდა რომ გაგამხიარულო. თუ გინდა მომიყევი ყველაფერი რაც გაწუხებს,მე ხომ დაგპირდი გვერდით გეყოლები როგორც საუკეთესო მეგობარი.
-მეგობრები აღარ დამრჩა,მას მერე მითუმეტეს რაც ეს ამბავი გაიგეს.
-არ იდარდო,სამაგიეროდ მე ხომ მოვედი?-გაეცინა შოთას.
-ხო,შენ მოხვედი..
მიმტანმა შეკვეთა მოიტანა,ისე მადისაღმძვრელად გამოიყურებოდა ყველაფერი,რომ ელენემ თავი ვერ შეიკავა და ერთი ცალი მაშინვე შეჭამა და წვენიც დააყოლა.
-ნეტავ ახლა შენი თავი დაგანახა რა საყვარელი ხარ,-გაეცინა შოთიკოს.
-თავს ვერ ვიკავებ ხანდახან ისე მინდა რაღაცეები.
-ეს ნორმალურია შენს მდგომარეობაში.
-ხო სად გავჩერდით.უნდა მომეყოლა ჩემი და ბავშვის მამის ამბავი.
-თუ არ გინდა ნუ მეტყვი.
-არა რატომ,მინდა იცოდე ყველაფერი.
ერთმანეთი ანსამბლში გავიცანით. ექვსი წლიდან ვცეკვავდი და საკმაოდ პერსპექტიულ მოცეკვავედ ვითვლებოდი.ვახო,ასე ჰქვია მას ჩვენთან სამი წლის უკან გადმოვიდა,დანახვისთანავე მომეწონა,ან რატომ უნდა მომწონებოდა დღესაც ვერ ვხვდები მერვე კლასელ ბავშვს,როცა ასეთი რაღაცეები არასოდეს მიზიდავდა.ისე შემიყვარდა ვერ გავიგე,ასე შორიდან ვეტრფოდი და მიყვარდა ცალმხრივად. საკონცერტო ჯგუფი რომ შედგა და საგასტროლოდ დავიწყეთ მზადება ჩემთან დააყენეს წყვილში. ჩემზე ბედნიერი არავინ იყო,ჩემს ყოფილ მეგობართან წამომცდა რომ მიყვარდა,მან კი სავარაუდოდ ვახოს უთხრა.ამას მერე მივხვდი,ის მეორე დღიდანვე შეიცვალა,მიჩვეული იყო გოგოების მხრიდან ყურადღებას და კისერზე ჩამოკიდებას,ეტყობა ჩემი მონადირებაც გადაწყვიტა. გასტორლებზე ერთი თვით წავედით, იტალია,საფრანგეთი და ბულგარეთი მოვიარეთ ერთი თვით.იქ ამიხსნა სიყვარული,ვითომ ვუყვარდი,რომ ვეტყოდი სადმე გავისეირნოთ თქო,უარს მეუბნებოდა,თითქოს საიდუმლოდ შენახვა აჯობებსო.უკვე ბოლო დღეები იყო,წვეულება გვქონდა საღამოს,არ დამილევია, მხოლოდ ერთი ჭიქა კოქტეილი დავლიე,თავი ცუდად მალევე ვიგრძენი,დასაძინებლად წავედი,უკან მომყვა ოთახში, ვუძალიანდებოდი წადი თქო,მაგრამ არ წავიდა,მერე მოფერება დამიწყო, მეც თავი ვერ შევიკავე და ყველაფერი მოხდა...მერე კიდევ..კიდევ…
დილით მარტო გამეღვიძა,თავს საშინლად ვგრძნობდი,არ დამხვდა, ფეხზე ძლივს ვიდექი,მერე მოვძებნე,მაგრამ ვაი ამ მოძებნას. შენთან გავერთე,ის მივიღე რაც მსურდა,ახლა კარგად ბრძანდებოდეო.
გავნადგურდი.უხმოდ წამოვედი,იმ საღამოს ბოლო კონცერტზე არ გამოვსულვარ.ვერ გავიღიმებდი,მაშინ როცა სული მტკიოდა.რეზერვმა შემცვალა,დაბრუნების მერე აღარ მინახავს,ჩემებს რომ ეგონათ ცეკვაზე მივდიოდი,სინამდვილეში ქუჩაში დავბორიალობდი,ერთი თვის შემდეგ აღმოვაჩინე რომ რომ ორსულად ვიყავი.მაშინ ვნახე პირველად იმ ამბის მერე.მომისმინა,მერე კი გადაიხარხარა,საფულე გახსნა,ფული მომცა და მითხრა ბავშვი მოიშორე და სამუდამოდ დაივიწყე რაც ჩვენ შორის მოხდაო.მეც გამოსავალი ვერ მოვნახე და გადავწყვიტე. სწორედ მაშინ გადამარჩინა მარიამმა,ჩემებმა კი ჩემზე უარი თქვეს და ასე მოვხვდი მის სახლში.
ელენემ მოყოლა დაასრულა და შოთიკოს შეხედა.
-არც კი ვიცი რა ვთქვა,ასეთი პატარა ხარ და ამდენი რამე გადაიტანე.ნუ გეშინია,შენ მარიამი კი არა მეც გყავარ და ყოველთვის შენს გვერდით ვიქნები მეგობარო,-მისი ხელები თავის ხელში მოიქცია და ოდნავ მოუჭირა,აგრძნობინა რომ ყველაფერი კარგად იქნებოდა.
********
მეორე დღეს სახლში დაბრუნებულს ელენე შეცვლილი მეჩვენა,არ მიკითხავს რა იყო ამის მიზეზი. ვცდილობდი ზედმეტი კითხვებისგან თავი არ მომებეზრებინა.მართალია მეცადინეობდა,მაგრამ მაინც კარგად შევამჩნიე ის რომ რამდენჯერმე ტელეფონში შეტყობინება მოუვიდა და ბოლო მოვლენებს თუ გავითვალისწინებთ ეს ცოტა უჩვეულო იყო.
-ელე,მე რომ დავიძინო ცოტა ხანს წინააღმდეგი ხომ არ იქნები?წუხელ ძალიან დავიღალე.
-არა,არანაირად,მე ვიმეცადინებ ცოტა ხანს და მერე ხომ შეიძლება გავისეირნო?კარგი ამინდია.
-მე ნუ მეკითხები საყვარელო,შენ როგორც გინდა ისე მოიქეცი,პირიქით გამიხარდება კიდეც სულ სახლში ხომ არ იქნები?
-კარგი.-გაუხარდა პატარა ბავშვივით. -მარიამ…
-დიახ?
-არა,არაფერი.-როგორც ჩანს ბოლომდე მაინც ვერ გაბედა თქმა.
-კარგი,აბა დროებით,რომ წახვალ გამაღვიძე,გიოს მე გამოვიყვან ბაღიდან.
-არ შეწუხდე,მე გამოვიყვან,ისეთ დროს წავალ რომ მასაც გავუვლი.
-მიხარია რომ სახლში აღარ იკეტები.
-ერთმა ადამიანმა მიმახვედრა რომ პრობლემას თვალი უნდა გავუსწორო და ჯიუტად დავუდგე წინ,თორემ ისევ მე დავრჩები წაგებული.-გამიღიმა გოგომ და ტელეფონს უპასუხა.
-გისმენთ...დიახ,მე ვარ..როდის?... არამგონია მოვიდე,მაგრამ თუ მოვიფიქრე,აუცილებლად მოვალ.. რომელ საათზე?..კარგით...ნახვამდის.
ხანმოკლე საუბრიდან ვერაფერი გავიგე,სანამ თვითონ არ მითხრა.
-დამრიგებელმა დამირეკა,კვირის ბოლოს დამამთავრებელი კლასის გამოსაშვები საღამოა და მომიწვია
-მერე რას აპირებ?
-არ ვიცი,არა მგონია წავიდე.
-კარგი იქნება თუ წახვალ.
-იქამდე ჯერ დრო არის,მოვიფიქრებ.
-როგორც გინდა საყვარელო,წავედი მე,აღარ მოგაცდენ..
ელენე ისევ წიგნებს მიუბრუნდა, მაგრამ დავინახე მოსულ შეტყობინებას ისევ უპასუხა.
********
შესანიშნავი დღე იყო.კარგად გაერთნენ და კარგად იმხიარულეს, ერთანეთს გული გადაუშალეს,პატარა საიდუმლოებები მოუყვნენ მათ ცხოვრებაზე.გული მოუკვდა ელენემ რაც უთხრა. არასოდეს უფიქრია რომ გოგოს ამით დაიწუნებდა.პირიქით შეაქო და მის მიმართ კიდევ უფრო მეტი სიმპატიით განეწყო,რომ ასეთ პატარა ასაკში ასეთი განათლებული, მიზანდასაზული და ძლიერი იყო. პატივს სცემდა ელენეს და ქალის ეტალონად მიიჩნია.ელენე ყველაფრით განსხვავდებოდა მისი ასაკის ახალგაზრდებისაგან.სრულიად სხვანაირი იყო.მერე რა თუ ბავშვს ელოდებოდა.მერე რა თუ მისთვის პირველი მამაკაცი არ იქნებოდა ეს ნამდვილად არ იყო შოთიკოსთვის დამაბრკოლებელი ფაქტორი. ევროპაში გაზრდილს სხვა პრიორიტეტები უფრო მნიშვნელოვნად მიაჩნდა ვიდრე ეს. ელენე არ იყო ცარიელი ფიტული, რომლის მხოლოდ გარეგნობა მიგიზიდავდა და სასურველის მიღების შემდეგ მისი მიტოვების სურვილი გაგიჩნდებოდა. შოთიკოსთვის ელენე იყო ქალი, რომელსაც ამოუწურავი შესაძლებლობები ჰქონდა, რომელიც არასოდეს შეგარცხვენდა არანაირ სიტუაციაში,მასთან ერთად ყველგან რომ თამამად გამოჩნდებოდი.ყველა თემაზე რომ შეძლებდი მასთან საუბარს და არც სილამაზე აკლდა, როგორც შინაგანი,ასევე გარეგნული.
ბედნიერი გაფრინდა იმ დღესაც შეხვედრაზე,წინა დღეს ტელეფონის ნომრები გაცვალეს და მიმოწერაც გააბეს.თავი ასე არასდროს არც ერთ გოგოსთან არ უგრძვნია.
სადარბაზოდან რომ გამოვიდა ელენე,მანქანიდან გადავიდა და ღიმილით შეეგება.
-შესანიშნავი ხარ,-გადაკოცნა,ცალი ხელი დაუჭირა და დაატრიალა.
-მადლობა,-გაუცინა გოგომ.
-ხომ არ გაცდენ?
-არა,უკვე ვიმეცადინე.ცოტას დავისვენებ და საღამოს ისევ ვიმეცადინებ.
-მანამდე მოდი ცოტა გაგამხიარულებ, მოიფიქრე სად წავიდეთ?
-რავიცი,ყოველთვის მიყვარდა მთაწმინდაზე წასვლა და სეირნობა და იქ წავიდეთ.
-წავიდეთ,როგორც მიბრძანებთ ქალბატონო.-მანქანის კარი გაუღო და დაჯდომაში მიეხმარა.მერე თვითონაც მიუჯდა საჭეს და ნელა დაძრა. ფრთხილად მიჰყავდა.
-თავს როგორ გრძნობ?
-კარგად.-უპასუხა გოგომ.- ადრე ჩემს ძმებს ხშირად მივყავდი ხოლმე მთაწმინდაზე.ძალიან მიყვარდა ატრაქციონები და ხშირად სხდებოდნენ ჩემთან ერთად.მარტო მეშინოდა და არასოდეს მტოვებდნენ. მეგონა ეს სულ ასე იქნებოდა და სამუდამოდ გაგრძელდებოდა,მაგრამ ასე არ მოხდა,პირველივე დაბრკოლებაზე შეშინდნენ.
-ყველას არ შეუძლია თვალი გაუსწოროს ცხოვრების გამოწვევას და გამოცდას.რას იზავ?ხანდახან ადამიანებს ჰგონიათ რომ ყველაფერს გადალახავენ და გაუძლებენ,მაგრამ ფაქტის წინაშე რომ დგებიან რატომღაც კურდღლებივით იმალებიან. მოდი ამაზე აღარ იფიქრო კარგი?ნუ უბრუნდები იმას რაც უკვე აღარ შეიცვლება.მომავლისკენ იყურე.
-მომავლისკენ ვიყურები და უკვე გადაწყვეტილი და მოფიქრებული მაქვს რას ვიზავ.
-შეიძლება მეც გავიგო რას აპირებ?
-პირველ რიგში გამოცდების ჩაბარებას.
-მერე?
-მერე რავიცი ბავშვიც დაიბადება და მომიწევს ერთმანეთს შევუთავსო დედობა და სტუდენტობა.
-ცოტა რთული იქნება..
-კი,მაგრამ არა შეუძლებელი.ჩემი შვილისთვის ყველაფერს გავაკეთებ.
-გოგოა თუ ბიჭი?
-გოგო.
-უკვე წარმომიდგენია რა საყვარელი და რა ლამაზი იქნება,თუ შენ დაგემსგავსა.
-ხო,მინდა რომ მე მგავდეს,ცოტა ეგოისტური ნათქვამი კი გამომდის, მაგრამ ასე მინდა.არ მინდა ვახოს ჰგავდეს.არ მინდა რამემ გამახსენოს მისი თავი.
-რომ მოვიდეს,ბოდიში მოგიხადოს და შერიგება გთხოვოს,რას იზავ?
-არ მოხდება ეგ ამბავი.ადამიანი ერთხელ რომ წავა შენგან და უარს იტყვის,ის აღარ უნდა დაიბრუნო. ადამიანს თუ თავიდან არ აინტერესებ, არც მერე არ დაანიტერესებ და ვერც ძალით გააჩერებ შენთან.იძულებით არც სიყვარული გამოვა და არც არაფერი.
-მე ხომ არ გამიშვებ შენი ცხოვრებიდან?-შიშით შეხედა ბიჭმა.
ელენეს გაეცინა.
-მართალია ცხოვრებაში ბევრი არაფერი მინახავს და არ ვარ გამოცდილი სასიყვარულო და ასეთ მეგობრულ ურთიერთობებში,მაგრამ ბევრი წამიკითხავს ამაზე და ერთი რამე ზუსტად ვიცი არსებობენ ადამიანები,ვინც შენს ცხოვრებაში შეიძლება უცებ გამოჩნდეს, ვინც იმდენად მნიშვნელოვანი გახდება, რომ მის გარეშე ცხოვრება ვეღარ წარმოგიდგენია.
-ანუ მე ასეთი ვარ?
-დიახ,შენ ასეთი ხარ.დიდი ხანია არაა რაც გიცნობ,მაგრამ მაინც მგონია რომ ძალიან კარგი ხარ და კეთილი.
-ადამიანმა შეიძლება ითამაშოს და თავი კეთილად მოგაჩვენოს. მითუმეტეს ამის მაგალითი უკვე გაქვს წინ.
-შენ სხვანაირი თვალები გაქვს შოთიკო,შენ არ შეიძლება ცუდი იყო.
-კარგი მოდი ახლა იცი რა ვქნათ, მანქანა დავაყენოთ და ფეხით გავისეირნოთ,თან საუბარი გავაგრძელოთ იქ.
მანქანიდან რომ გადავიდა ელენე, სუფთა ჰაერი ღრმად ჩაისუნთქა და თვალები დახუჭა, ჩიტების ჭიკჭიკს მიუგდო ყირი.
-ნახე როგორი სასიამოვნო სიგრილეა, როგორი სიმშვიდე.
-კი,ნამდვილად,რა გავაკეთოთ გავისეირნოთ თუ სადმე კაფეში დავსხდეთ?
-ცოტა ფეხით გავიაროთ გთხოვ.-საყვარელი,ბავშვური თვალებით შეხედა ელენემ და სათვალე ცხვირზე დაიკოსა,მზემ შეუჭყუტუნა თვალებში.შოთიკო გვერდით ამოუდგა და ნელი ნაბიჯებით დაიძრნენ,თან საუბარი გააგრძელეს.
-მე დიდად არ მიყვარს აქ მოსვლა, ადრე უფრო მიყვარდა, ბავშვობაში.
-შენს ბავშვობაში რამე განსხვავებული იყო?-გაეცინა გოგოს.
-ხო,ნუ რაღაცეები იყო,არც მთლად ასე კომფორტული და კეთილმოწყობილი იყო,მე რომ წავედი არც ამდენი კაფე-ბარი და ატრაქციონი იყო.
-ანუ ამით გინდა თქვა რომ ჩემზე ბევრად დიდი ხარ ასაკით, მართლა რამდენი წლის ხარ?
-ბევრის,-გაეცინა შოთიკოს.
-მაინც?-არ შეეშვა გოგო.
-ოცდაექვსის.
-ეტყობა ევროპაში კარგად უვლიდი თავს,არ გეტყობა ასაკი საერთოდ..
-არაა ასე,იქ არც ისე მარტივია ცხოვრება,მუდმივად უნდა იშრომო და ფეხი აუწყო იქაურ ყოფას.იქ არავინ გადაგყვება ზედ,არც ვინმესგან დახმარებას უნდა ელოდო,მხოლოდ საკუთარი თავის იმედი უნდა გქონდეს.
-განა აქაც ასე არაა?-გაუკვირდა გოგოს.
-არა,სულაც არაა ასე.აქ რომ წაიქცე,ვიღაც მაინც შეგაშველებს ხელს,იქ არა.
-მე მაგალითად გასტროლებზე რომ ვიყავი,იმდენი სითბო ვიგრძენი და ისეთი სიყვარული იქაური ხალხისგან, გამიკვირდა კიდეც.ერთხელ მახსოვს იტალიაში ვიყავით,თავისუფალი დღე გვქონდა და ქალაქის დათვალიერება გადავწყვიტეთ,უეცრად რომის ერთ-ერთ ხალხმრავალ მოედანზე ქართული მუსიკის ხმა შემოგვესმა. იქით გავიქეცით.ორი შუახნის მამაკაცი უკრავდა დოლს და გარმონს და ქართული მუსიკის ჰანგებს აჟღერებდნენ.წინ სკამზე პატარა ყუთი დაედოთ,სადაც ფულს უყრიდნენ გამვლელ-გამოვლელი.მათთან მივედით,დაველაპარაკეთ.რომ გაიგეს ქართველები ვიყავით,ისე გაუხარდათ, სიხარულისგან აღარ იცოდნენ რა გაეკეთებინათ.მერე ერთმა ჩვენმა მოცეკვავემ უთხრა აჭარული დაუკარითო და მათაც ისე გულიანად დაუკრეს,მგონი ასე ჩვენი ანსამბლის მუსიკოსებიც ვერ უკრავდნენ. გადმოხტა და ცეკვა დაიწყო,მას ჩვენც ავყევით.მერე სხვა საცეკვაოებიც მიაყოლეს,ჩვენ აზარტში შევედით.ვხედავდით როგორ იზრდებოდა ხალხის რიცხვი და იზრდებოდა ყუთში თანხის რაოდენობაც.ისეთი გახარებულები იყვნენ ის კაცები,დღემდე არ დამავიწყდება მათი აცრემლებული თვალები.მაშინ კიდევ უფრო მეტად დავაფასეთ ჩვენი ფოლკლორი რამდენად უნიკალურია,რადგან თითოეული ცეკვის მერე ხელებს გვიკოცნიდნენ და გვეხუტებოდნენ. მერე იცი რა მოხდა?ჩვენმა ხელმძღვანელმა გამოიარა შემთხვევით იქ და დღეს ის კაცები ჩვენი ამსამბლის მუსიკოსები არიან.ნუ ჩემი ყოფილი ანსამბლის.-ბოლოს მაინც მოღუშულმა დაამთავრა.
-ანუ საჭირო დროს საჭირო ადგილას აღმოჩნდა ის მუსიკოსებიც,თქვენც და თქვენი ხელმძღვანელიც.
-ასე გამოვიდა.თან ის ხალხი იმდენად ნიჭიერი გამოდგა,რომ საკუთარი მუსიკა ჰქონიათ შექმნილი და მათი მოსმენის შემდეგ ახალი ცეკვები შეიქმნა ამ მუსიკაზე.
-გული გწყდება ხომ მათთან რომ არ ხარ?
-რა თქმა უნდა,არ შეიძლება ის რაც პატარაობიდანვე შენი ცხოვრებაა,ასე დათმო და მარტივად დაივიწყო.
-მერედა არ დათმო.ხომ შეიძლება დაუბრუნდე ისევ საყვარელ საქმეს?
-ძნელია,მაგრამ ვეცდები.-ელენე სკამზე ჩამოჯდა და ცოტა შევისვენოთო სთხოვა ბიჭს.
-თუ გინდა კაფეში შევიდეთ.
-არა აქ ვიყოთ,-უცებ ელენეს თვალები ბედნიერად აენთო.მის წინ რამდენიმე მეტრის მოშორებით ნაყინმა ჩამოიარა.შოთიკოს არ გამორჩენია და მაშინვე საყიდლად გაიქცა.მალე ორი ნაყინით დაბრუნდა
-ერთი შენ,ერთიც მე,-გაუცინა,მიაწოდა და გვერდით დაუჯდა.ელენემ როგორც კი გემო გაუგო,სიამოვნებისგან მაშინვე თვალები დახუჭა.
-რა გემრიელია.
-მიხარია,რომ მოგწონს.
ამ დროს ერთმა მოხუცმა,შავებში ჩაცმულმა ქალმა ჩაიარა,წელში მოხრილიყო და ძლივს დაფარფატებდა, ხელში ყვავილები ეჭირა და რაღაცას ბუტბუტებდა. წყვილი რომ დაინახა,მათკენ წამოვიდა და გაღიმება სცადა,მაგრამ დანაოჭებულ სახეზე ვერ შეამჩნევდი ღიმილს.
-ბედნიერება შვილებო და მშვიდობით მშობიარობა,-უთხრა მან.
-მადლობა ბებო,მაგრამ ჩვენ არ ვართ წყვილი,-უხერხულად შეიშმუშნა ელენე,-ჩვენ მეგობრები ვართ.
-მე ვხედავ რომ ხართ,აი მაჩვენე შენი ხელი.-ისე უცებ დასტაცა ელენეს ხელი და ხელისგულზე დახედა,რომ გოგომ უკან გაწევა ვერ მოასწრო.-მე მომავალს ვხედავ აქ ვხედავ რომ ხართ.მალე შვილიც გეყოლებათ გოგო.
-ბებო ცდები,ასე არაა.-შეშინებულმა გამოსტაცა ხელი.
-ძალიან ხარ შეშინებული,ნუ გეშინია,შენ ისეთი მომავალი გელოდება,შენზე დიდხანს ილაპარაკებენ.ეს დარდიც რაც ეხლა გაწუხებს,მალე გაივლის.დამიჯერე,აი ნახავ გამიხსენებ,-უთხრა ქალმა და ისე გაშორდა,როგორ სწრაფადაც მიუახლოვდა.
-ბებო,მოიცადე,-მისი შეჩერება სცადა შოთიკომ,რომ ფულით დახმარებოდა.
-მე მათხოვარი არ ვარ შვილო, -გაუცინა რაღაცნაირად,ისე რომ ელენეს ტანში გასცრა და შოთას გაუაზრებლად ჩაჰკიდა ხელი.-მოიცადე,არ დამტოვო.
-აქ ვარ,არ წავალ,ნუ გეშინია,-მხარზე მოხვია ხელი და გულზე მიიხუტა. -ძალიან შეგეშინდა?
-არც ისე,მას რა უნდა დაეშავებინა, მაგრამ რაღაცნაირად მიყურებდა.
-ხომ იცი რომ სისულეებია ეს ყველაფერი.
-კი ვიცი,მომავლის დანახვა არავის შეუძლია.წავიდეთ კარგი?თან გიო უნდა გამოვიყვანოთ ბაღიდან,არ მინდა მარიამმა ინერვიულოს.
ბავშვი კარებთან ელოდათ,საცობების გამო მისვლა ცოტა დააგვიანდათ.რომ დაინახა ელენე,მასწავლებელს დაემშვიდობა და მაშინვე მისკენ გამოიქცა,ხელები გაშალა და ფეხებზე მოეხვია.
-ჩემო ლამაზო მოგენატრე?-გაეცინა ელენეს ბავშვის ქცევაზე.
-მომენატრე,მამიდა ეს ბიჭი რატომ დადის შენთან ერთად სულ?
-იმიტომ რომ ელენეს მეგობარი ვარ,-ხელი გაუწოდა მეგობრობის ნიშნად შოთამ,ბავშვმაც კაცივით ჩამოართვა.
-ჩემი მეგობარიც იქნები?
-შენ თუ გინდა ვიქნები.
-მინდა,-დაუქნია თავი.
-მაშინ სახლში წავიდეთ.
-არ მინდა სახლში.
-გიო დედა გველოდება.
-შენ ხომ დამპირდი რომ გასართობად წაგიყვანო?-სატირლად მოემზადა უკვე,ელენეს გაეცინა მის აფერისტობაზე,იცოდა რომ მაიმუნობდა.
-კარგი ხო,დედას დავურეკავ და წავიდეთ,-დასთანხმდა ბოლოს.
-სანამ ელენე დედას მოელაპარაკება, მანამდე ჩვენ მოვიფიქროთ სად წავიდეთ.
-გასართობ ცენტრში.-გაუბრწყინდა თვალები ბავშვს.
-წავიდეთ.-დაუქნია თავი.
-აბა სად მივდივართ?-მიუბრუნდა ელენე,როცა ტელეფონზე საუბარს მორჩა.
-გასართობად,-ხელები გაშალა გიომ.
მანქანაში ჩასხდნენ და უახლოესი ფილიალისკენ აიღო გეზი შოთამ.
კარგად გაერთნენ,რაც უნდოდათ ყველაფერი უყიდს,ელენეს არ დაახარჯვინა ფული.ტყუილად ეხვეწებოდა გოგო მე დაგპატიჟებთო.
-მე რა კაცი ვიქნები,ორი ბავშვი,არა სამი რომ ვერ დავპატიჟო თამამად?
-გაეცინა ბიჭს.
ისე კარგად გაერთნენ,რომ ბავშვს წასვლა აღარ უნდოდა.შოთა და გიო გასართობ ცენტრში ისე ხტუნავდნენ და გადადიოდნენ ყირაზე თითქოს ერთი ასაკისები იყვნენ.ხან ბატუტზე იხტუნავეს,ხან ბუშტების ზღვაში იცურავეს,როგორც გიომ შეარქვა.
მერე გათამაშებაში დიდი დათუნიაც მოიგეს,ელენეს რომ არ სწყენოდა მეორე მასაც უყიდა,ცოტა პატარა და ასე ხელდამშვენებული დაბრუნდნენ სახლში.
უკვე დაბინდებული იყო.შოთიკომ ფანჯარას ახედა და მარიამი დაინახა, რომელიც თვალს არ აშორებდა მათ.
-ხომ არ გეჩხუბება?
-არ ვიცი,სიმართლე გითხრა მისი და შენების რეაქციის მეშინია.
-რატომ გეშინია?რამე ისეთს ვაკეთებთ?
-არა,არ ვიცი,ჩვენი მეგობრობა შეიძლება სხვანაირად გაიგონ.
-მე არ მაინტერესებს არავის აზრი.ასე რომ შენ არ ინერვიულო და გაიქეცი ეხლა სახლში.მოგვიანებით მოგწერ,სახლში რომ მივალ და იმედია მიპასუხებ.
-კარგი შოთიკო,დროებით,გაუღიმა გოგომ,გიოს ხელი მოჰკიდა და სადარბაზოში გაუჩინარდნენ.
********
ეჭვი იმის შესახებ თუ ვინ სწერდა ელენეს,მაშინ დავადასტურე,როცა შითიკომ მოაცილა სახლში.იმდენად გაურკვეველ სიტუაციაში აღმოვჩნდი, რომ არც კი ვიცოდი რა მეთქვა მისთვის ან რა მომემოქმედებინა.მე თუ უარი ვთქვი პირად ცხოვრებაზე და გიორგის შემდეგ არავინ მყოლია, ელენეს ამას ვერ ავუკრძალავდი. ახალგაზრდა გოგო იყო,რომელიც ცხოვრებას ახლა იწყებდა და მას უნდა გადაეწყვიტა რა იქნებოდა მისტვის კარგი.უბრალოდ მე რომ არაფერი მეთქვა,ვიცი შოთიკოს ოჯახის მხრიდან გადააწყდებოდა ახალ პრობლემებს.
-დედა ნახე შოთიკომ რა გვიყიდა მე და მამიდას?-აღფრთოვანებულმა ახარა გიომ.
-ის შოთიკო კი არა შენი ბიძიაა,ისევე როგორც ლაშა,აჩი და ზურა
-მაგრამ მან რომ მითხრა ძია არ დამიძახოო?ძმაკაცები ვართო და ძმაკაცები ძიას როდის ეძახიან ერთმანეთს?-გაუკვირდა ბავშვს,მე და ელენეს გაგვეცინა.
-კარგი,იყოს ისე როგორც შენ იტყვი,-დავთანხმდი,-აბა მეტყვით სად იყავით?
-გასართობ ცენტრში.იცი რამდენი ვითამაშეთ?იქ შეჯიბრი იყო და ჩვენ ყველას ვაჯობეთ.ეს დათუნია მოვიგეთ,მერე ელენე მამიდას რომ არ ეტირა,მასაც უყიდა,-გულუბრყვილოდ ყვებოდა ბავშვი დღევანდელ ამბებს.
ვუსმენდი და მეცინებიდა მის მონაყოლზე.ამასობაში ელენემ გამოიცვალა და ჩვენთან დაბრუნდა.
-გიო დეე გაიქეცი ოთახში,ჩვენ ცოტა ხანს ვილაპარაკებთ და მოვალ მერე გეთამაშები.
ბავშვმა თავის დათუნია ძლივს გაათრია ოთახისკენ და მარტო დაგვტოვა.
-ელე,მოდი ვილაპარაკოთ.
-რაზე?-მიპასუხა მან და წინ ჩამომიჯდა.
-იმაზე თუ რა ხდება შენ თავს.
-არ ვიცი მარიამ,მართლა არ ვიცი..
-გულწრფელი იყავი ჩემთან,ხომ იცი ყველაფერში გიგებ და გვერდში გიდგავარ,არ მომატყუო, გულწრფელად მითხარი რა ხდება შენსა და შოთიკოს შორის?
-მეც არ ვიცი მარიამ და შენ რა გითხრა,უბრალოდ ვმეგობრობთ.ნუ მან ასე მითხრა,მე კი უკვე შეგუებული ვარ იმას რომ შვილიან ქალს ბევრის იმედი არ უნდა მქონდეს.
-ამის თქმა არ მინდოდა საყვარელო, შენ ჯერ პატარა ხარ და არ მინდა ამ ასაკში ისევ გეტკინოს გული.რომ გითხრა შოთას კარგად ვიცნობთქო მოგატყუებ,სულ რამდენჯერმე მყავს ნანახი,მაგრამ ვიცი რომ კარგი ადამიანია და საშინლად ჯიუტი,თუ რამე აიჩემა ვიცი თავისას გაიტანს.მე კი არ მინდა მისი აჩემება გახდე.მინდა რომ ბედნიერი იყო.დაფიქრებულხარ რა რეაქცია ექნება თქვენს ურთიერთობაზე მის ოჯახს?რომ არ მიგიღონ?მაშინ შვილიც უნდა დაკარგონ და ეს შენც ხომ იცი რასაც ნიშნავს?
-მარიამ ვიცი რომ ჩემზე შეგტკივა გული,ვიცი ჩემზე ნერვიულობ,მაგრამ ჯერ რაც არ არის იმაზე რატომ ნერვიულობ?ნუთუ არ იცი რომ რაც უფრო ბევრს მელაპარაკებიტ მაგაზე და წინააღმდეგები იქნებით ჩვენი მეგობრობის,მით უფრო მეტად მივეჯაჭვებით ერთმანეთს?-
ვერაფერი ვუთხარი.მართალი იყო.იქნებ და მართლაც არაფერი ჰქონდათ საერთო?იქნებ ტყუილად გვეშინოდა.ან რა იყო საშიში?განა პირველი წყვილი იქნებოდა ან შოთიკო პირველი მამაკაცი იქნებოდა შვილიანი ქალი რომ მოჰყავდა ცოლად?მართლაც რატომაა ეს პრობლემა საქართველოში?რატომაა რომ ადამიანებს უჭირთ ოდნავ განსხვავებულის მიღება?
-შენთვის როგორც უკეთესი იქნება ისე მოიქეცი საყვარელო,მე შენს გვერდით ვიქნები,მაგრამ ერთს გთხოვ მეტი აღარ შეცდე კარგი?-გავუღიმე თბილად.
-მადლობა მარიამ,ვიცოდი რომ გამიგებდი.-გამიღიმა მანაც და წამოდგა,-წავალ ვიმეცადინებ.მალე გამოცდები იწყება და არ მინდა რომ იმედები ისევ გამიცრუვდეს,მინდა წარმატებას მივაღწიო,ეს კი ვიცი რომ ადვილად არ მოდის.
-მე წავალ დავიძინებ,გვიანობამდე არ იყო იცოდე ფეხზე,გავაფრთხილე და დასაძინებლად წავედი.
ის იყო უნდა დავწოლილიყავი,რომ ელენეს კივილი შემომესმა,მეძახდა. გიჟივით გავიქეცი მისაღებში,ცოტა ამოვსუნთქე როცა მდივანზე დამჯდარი დავინახე საღ-სალამათი.
-გაინძრა მარიამ,ჰო მგონი მართლა გაინძრა,-ხელებს იდებდა მუცელზე და ეფერებოდა.-შენ რომ მიხსნიდი მართლა ისეთი შეგრძნება ყოფილა,არა კიდევ უფრო განსხვავებული,მიჭირს გადმოცემა.-თვალები უბრწყინავდა.
-ჩემო გოგო,-გვერდით მივუჯექი და მოვეხვიე,მუცელზე მოვეფერე მეც.
ამ ხმაურში გიოც გამოტანტალდა ფეხშველა,პიჟამოებით და თვალებს ისრესდა.
-მე რატომ არ მეფერებით?-მოიღუშა სატირლად.
- მოდი დედი ჩემთან,-შუაში ჩავისვით და მორიგეობით დავუკოცნეთ ლოყები.
-მამიდა მუცელს რატომ ეფერები?-გაუკვირდა გულწრფელად.
-მე ხომ გითხრაო პატარა გოგო უნდა მოგიყვანო თქო,ხოდა ის აქ არის ჯერ,-აუხსნა ელენემ,მაგრამ არამგონია მას გაეგო აზრი.თუმცა ელენესკენ მიტრიალდა და პატარა ხელებით მოეფერა.
-გამარჯობა პატარა,მე გიორგი ვარ,მინდა რომ მალე მოხვიდე ჩემთან და მეთამაშო.
-მაოცებს ამ ბავშვის გონებაგახსნილობა, საიდან რას მოიფიქრებს ხოლმე.-მითხრა ელენემ.
-მეც მიკვირს,-ვუპასუხე და შვილი გულზე მივუხუტე.-ხვალ გავისეირნოთ კარგი,სადმე წავიდეთ,სულ სახლში ხომ არ ვიქნებით.
-წავიდეთ,თან კაბას ვიყიდი წვეულებისთვის.
-ესეგი მაინც გადაწყვიტე წასვლა?ძალიან მიხარია.
-შოთიკომ დამარწმუნა ამაში.
-ძალიან კარგი,ესეგი თანამოაზრე გამომიჩნდა.
-ასე გამოდის.-გაეცინა მას.
მეორე დღეს როგორც ამინდი იყო შესაშური,ასევე იდეალურ ხასიათზე ვიყავით ჩვენც.დილიდანვე ხმაური იყო სახლში.ელენე და გიო ერთმენთს ეჯიბრებიდნენ ჩაცმაში და გაპრანჭვაში.გოგომ რომ აჯობა გიო გაიბუტა და მერე მის შემოსარიგებლად დაპირებების მიცემა დაგვჭირდა რომ ელენე ახალ მანქანას უყიდდა.
ზაფხული ძალას იკრებდა და მზეც უფრო და უფრო აცხუნებდა. ნახევარი დღე მოვანდომეთ მაღაზიებში სიარულს და შესაფერისი კაბის არჩევას.ზოგი ელენეს არ მოსწონდა,ზოგი არ მოერგო და ამის გამო მოღუშული დადიოდა.ბოლოს შემთხვევით ატმისფერ საორსულო კაბას წავაწყდით და ისეთი გაუხარდა ზუსტად მის ტანზე რომ იყო გამოჭრილი,სიხარულისგან ლამის ხტუნვა დაიწყო.საშუალო სიმაღლის ფეხსაცმელი ავურჩიეთ შესაფერისი სამკაულებით.ბოლოს გიო აბუზღუმდა დავიღალეო და წუწუნი დაიწყო,თორემ ალბათ კიდევ დიდხანს ვივლიდით.
-ეს ბავშვი მამამისის ასლია,ისიც ასე წუწუნებდა ხოლმე,როცა საყიდლებზე მომყვებოდა.
-რამდენიც არ უნდა ვეცადო ამას ვერ შევცვლი,რაც დრო გადის,სულ უფრო ემსგავსება მას.კარგი დეე,წავედით ახლა რამე ვჭამოთ და მერე სახლში წავიდეთ.
-არ მინდა სახლში,შოთიკოს დაურეკე და ისევ გასართობ ცენტრში წამიყვანოს,შემპირდა,-გაჯიუტდა ბავშვი.
-დედი მომისმინე,არ შეიძლება ყველაფერზე მისი შეწუხება,გპირდები მე წაგიყვან,ოღონდ დღეს არა,ძალიან დავიღალეთ დღეს.
-მპირდები?
-გპირდები.
უახლოეს კაფეში შევედით, საჭმელი მივირთვით,მერე კი სახლში წამოვედით.ელენეს ნერვიულობა შევნიშნე გზაში.ვერ ვკითხე,მხოლოდ მაშინ ვუთხარი რა ხდებოდა როცა მარტო დავრჩით.
-დღეს შოთიკო არ შემხმიანებია,- სევდიანად მიპასუხა.
-ეტყობა საქმეები აქვს,არ გაგიკვირდეს,მოიცლის და მოგწერს ან დაგირეკავს.წადი ახლა დაისვენე,არ ინერვიულო კარგი.
-კარგი…
მეორე დღეს სამსახურში წავედი,ბევრი საქმე მქონდა და საღამომდე ელენესთან დარეკვა ვერ მოვახერხე.სამაგიეროდ მორიგი პაციენტი რომ გავუშვი და კაბინეტში შევედი დასასვენებლად თვითონ დამირეკა,გიო გამოვიყვანე ბაღიდან და შენთან მოვდივართ,დედიკოს ნახვა უნდაო.გელოდებით-თქო ვუთხარი და კაბინეტში ჩამოვჯექი დასასვენებლად. არ დამცალდა
ექთანმა მამცნო რომ ჩემთან იყვნენ.პაციენტი მეგონა,მაშინვე თანხმობა განვაცხადე მის შემოყვანაზე.სავარძელში შევსწორდი და მის მისაღებად მოვემზადე,მაგრამ როცა სტუმარი დავინახე,მაშინვე ფერი მეცვალა სახეზე.ალბათ გავწითლდი კიდეც.
-გამარჯობა,-მომესალმა კარიდანვე, ექთანს გვერდი აუარა და დაუკითხავად ჩამოჯდა სკამზე.
-გამარჯობა,-დავუბრუნე პასუხი,-ახლა რაა,ასე დაუკითხავად უნდა მომადგე სამსახურში,იქნებ არ მცალია?- ვუსაყვედურე.
-მაგრამ რომ გცალია?
-ნუ მეკიდები სიტყვებზე..
-შენ წინააღმდეგი ხარ ამის?
-დიახ ვარ.-ვუპასუხე გაბრაზებულმა.-უფლება არ გაქვს როცა მოგესურვება მაშინ მომადგე სანახავად.
-სანახავად?ჰმ,რა იცი რომ შენს სანახავად მოვედი?-ჩაეცინა ირონიით.
მისკენ გადავიხარე და ვუპასუხე.
-ასე თუ არაა,აბა ახლა ჩემს კაბინეტში რატომ ზიხარ?-ჩამეცინა ირონიით.
-ადრე რომ გიხაროდა ჩემი მოსვლა?-გადმოიხარა ისიც.
-ჯანდაბა გიორგი,ეგ ადრე იყო,რით ვერ გაიგე რომ იმ საშინელ წარსულში დარჩა ეგ ყველაფერი?შენც იქ დარჩი, რაა პატარა ბავშვი გგონივარ რომ ვერ ვხვდებოდე რატომ ხარ აქ?გინდა გამამწარო ისევ თუ დარწმუნდე იმაში ისევ მაქვს თუ არა შენს მიმართ გრძნობა.
-ასეც რომ იყოს..
-არ უნდა იყოს,-გავაწყვეტინე,-შენ ცოლი გყავს,მე ქმარი და სხვათაშორის სულაც არაა ლამაზი როცა ყოფილ საყვარელთან მარტო ხარ მის კაბინეტში.რა?რა გაგიკვირდა?ასე არ თქვი მაშინ? შენც ჩემი საყვარლების სიას შეუერთდიო?
-დაივიწყე ეგ წარსული რაა.
-როგორ დავივიწყო?როგორ?-ავუწიე ხმას,მისმა ასეთმა გულგრილმა დამოკიდებულებამ ისე გამაღიზიანა, რომ საქაღალდეს დავტაცე ხელი და ვესროლე.ძლივს მოასწრო სახეზე ხელების აფარება.თვალებზე ცრემლი მომადგა და ვიგრძენი როგორ დამისველა ლოყები.ის წამოხტა, მაგიდას მოუარა და წინ დამიდგა.
-გაეთრიე აქედან,არასოდეს აღარ მომეკარო,არ გაბედო ჩემთან მოახლოება,-ხელით ვანიშნე კარზე. უცებ ხელში მწვდა,ორივე დამიჭირა და თავის ტორებში მომიქცია,გულზე მიმიხუტა,ძველებურად მომეფერა თმაზე,ისე როგორც მაშინ.ამაოდ ვუძალიანდებოდი.
-შენ არავინ არ გგავს,დღემდე მესიზმრები და დღემდე ვერ დაგივიწყე,-ჩამჩურჩულა ყურში.
-ჯანდაბა გიორგი,გამიშვი ხელი არ შეიძლება ასე,არ შეიძლება,
-მიჭირს გაშვება.-სულ უფრო მიხუტებდა
-ერთხელ ხომ გამიშვი,არც ახლა გაგიჭირდება.
-არც მაშინ ყოფილა ადვილი.
-აბა რა მოხდა,ახლა მაინც მითხარი გთხოვ.-შევევედრე და ამოვისლუკუნე.
-არ შეიძლება,შეგეცოდები.
-მე ახლაც მეცოდები,იმიტომ რომ უბედური ხარ.
-არაუშავს,მთავარია რომ შენ ხარ ბედნიერი.-ჩაეღიმა სიმწრით.
-ბედნიერება მოჩვენებითია,არავინ იცის გულში რა ხდება.
უეცრად ხელი გამიშვა,ოდნავ უკან დამწია,სახე დამიჭირა და თვალებში ჩამაშტერდა.
-შენი ქმარი გიყვარს?
-ისე,როგორც შენ გიყვარს შენი ცოლი. დავინახე როგორ გაუნათდა სახე, ჩაეღიმა და შუბლზე მაკოცა.
უეცრად კარი გაიღო და ხმაურით შემოიჭრა გიო.ხელი გამიშვა და ბავშვს შეხედა.
-დეე,მე და მამიდა მოვედით.
სახეზე ფერი გადამივიდა,ახლა ელენე რომ შემოსულიყო,აქ რა ამბავი ატყდებოდა მტრისას,წარმოდგენაც არ მინდოდა..გიორგიმ ყურადღება ბავშვზე გადაიტანა,მის წინ ჩაცუცქდა და ხელი გაუწოდა,
-გამარჯობა ვაჟკაც.
კარისკენ ზურგით იდგა და კიდევ კარგი ელენე არ დაინახა,რომელიც ძმის დანახვაზე შეშინებული გასხტლა იქიდან.მომეშვა და თავისუფლად ამოვისუნთქე.
-თქვენ ის ცუდი ძია ხართ,-მაშინვე გაიხსენა ბავშვმა და ფეხებზე მომეკრო.
-ცუდი არ ვარ,ბოდიში ხომ მოგიხადე. მაშინ ძალიან გაბრაზებული ვიყავი, მაპატიებ?
გიო უცებ მოითაფლა,მისკენ წავიდა და ვაჟკაცურად ჩამოართვა ხელი.მერე მე გამომხედა.
-დედიკო დღეს ეს ძია არ ყვირის. ორივეს ჩაგვეღიმა.გული მომიკვდა,როცა დავინახე რამდენიმე წამში როგორ ისხდნენ ერტმანეთის პირისპირ და ტკბილად საუბრობდნენ მამა-შვილი.
-იცი დღეს ბაღში ვიჩხუბე.ერთი გოგო მომწონს,მან კი ხელი სხვა ბიჭს ჩაჰკიდა და ერთად ითამაშეს,-ტიტინებდა გიო.
-მაგარი ბიჭი ხარ,ყოჩაღ,შენს გოგოს ხელი არავინ არ უნდა დაადოს.-დაარიგა უფროსმა გიორგიმ.
-რას ასწავლი ბავშვს?-გავუბრაზდი, -დეეე მე ხომ გითხარი არ შეიძლება ჩხუბი-თქო.თუ იმ გოგოს არ მოსწონხარ,ჩხუბით ვერაფერს იზავ,იმ გოგოს ვინ მოსწონს?
-არ ვიცი,ვერ გავიგე,ხან მე მეთამაშა, ხან სხვას.-დაიბნა ბავშვი და სასაცილოდ გაშალა ხელები.
-ხოდა ჯერ უნდა გაარკვიო და მერე იჩხუბო.-დავტუქსე ბავშვი,მაგრამ ისე იყო აღფრთოვანებული მამამისით,საერთოდ არ მოუსმენია ჩემთვის.
-მერე იმ ბიჭმა რა ქნა?-ჰკითხა გიორგიმ.
-იტირა.მე კიდევ დავცინე და ის გოგო გამებუტა.
-ცუდი ბიჭი ხარ დედი შენ და ამისთვის დაისჯები.
-დაანებე თავი.კარგი ბიჭია ძალიან. იცი მეც სულ ვჩხუბობდი პატარა რომ ვიყავი და ხშირად გოგოებისთვის.
-რა ვიცი ჩემთვის არასოდეს გიჩხუბია.-ვუთხარი ირონიით.
-ჯერ ერთი შენ სხვანაირი იყავი, ერთგული და ჭკვიანი,მიზეზი არასოდეს მოგიცია რომ ვინმე გაგპრანჭვოდა,არა ისე კი იყო ერთი-ორი,მაგრამ შენ არ იცი.
-უნდა მომეცა მიზეზი და გამეხედა სხვისკენ,მაგის ღირსი იყავი.
-არაფერს გეტყვი მაგაზე.მოკლედ გიო,კაცმა ყოველთვის უნდა მოიქნიოს მუშტი და დაიცვას საყვარელი ქალი.
-ბავსვს ნუ მირყვნი და ნუ ათამამებ.
-ვინმემ ხომ უნდა ასწავლოს.
-მამამისი ასწავლის,შენ კი იმ ბავშვს ასწავლე ასეთი რაღაცეები,შენი ძვირფასი ცოლუკა რომ გაგიჩენს.-ვუპასუხე უკმეხად.-თუ სათქმელი აღარაფერი გაქვს,წადი და დამტოვე მარტო ჩემს შვილთან. ისედაც სულ მენატრება ჩემი სამსახურის გადამკიდე.
-კარგი,წავალ,აბა გიო,ახლა მივდივარ,მაგრამ კიდევ გნახავ.-კაცურად ჩამოართვა ხელი ბავშვმა და დამშვიდობებისას უთხრა.
-დედას ვეტყვი და ჩემთანაც მოდი სახლში.ვითამაშოთ კარგი?-დაპატიჟა უცებ და კინაღამ ტვინში სისხლი ჩამექცა როცა ისიც დასთანხმდა აუცილებლად მოვალო.კაბინეტიდან ეშმაკური ღიმილით გავიდა.
-გიკრძალავ ჩემთან და ჩემს შვილთან მოახლოებას.-მივაძახე და კარი მივაჯახუნე,გაბრაზებულმა შევხედე გიოს,რომელსაც ვერ გაეგო რა დააშავა და კუთხეში მიიყუჟა.ან მას რას ვამტყუნებდი?ის ხომ ბავშვური გულუბრყვილობით აკეთებდა ყველაფერს?ან იქნებ მამის სითბოს ეძებდა ქვეცნობიერად და ამას იმ მამაკაცთან ცდილობდა,რომელიც სინამდვილეში მართლაც მამამისი იყო...აშკარად დამცინოდა განგება...

***********
ელენეს ისე ვამზადებდი გამოსაშვები საღამოსთვის,როგორც ოდესღაც მე მომამზადა დედაჩემმა და მთელი დღე ცდილობდა იმ მღელვარების და ნერვიულობის გაქრობას,მე რომ ვგრძნობდი,რადგან პირველად ვიცვამდი ასე და ამ დღიდან თითქოს ახალ ცხოვრებას ვიწყებდი ბავშვობიდან გოგოობაში ვაბიჯებდი,იქ კი ცხოვრების სხვა ეტაპის დაწყება მიწევდა.
მეც ვცდილობდი ელენესთვის ის მღელვარება დამევიწყებინა,რასაც ასე გრძნობდა ცალკე იმით რომ ასეთ მდგომარეობაში უნდა შეხვედროდა კლასელებს და კიდევ იმით რომ შოთიკოს უნდა წაეყვანა და მისი მეწყვილე ყოფილიყო ამ საღამოს.
უკვე კაბას ირგებდა,როცა კარზე ზარის ხმა გაისმა.მარტო დავტოვე გიოსთან ერთად და კარის გასაღებად წავედი..
-გამარჯობა,როგორ ხარ?როგორც ჩანს ძალიან მოინდომე.-გამეცინა მის დანახვაზე და გვერდით გავიწიე,გზა დავუთმე.
-ხო,რა თქმა უნდა.ასეთ ლამაზ გოგოს გვერდით შესაფერისი პარტნიორი უნდა ჰყავდეს.მზად არის?
-კი,მზადააა,დაჯექი შენ და მე დავუძახებ.-ვუთხარი და ელენეს დასაძახებლად დავაპირე წასვლა,მაგრამ მან დაგვასწრო, ადგილზე გავშეშდით ორივე,ნუ შოთიკო უფრო მეტად. გაოცებულს და დაბნეულს თვალები შუბლზე აუვიდა და გაქვავებულივით იდგა.ელენე მართლაც და ძალიან ლამაზი იყო.
-არც კი ვიცი რა ვთქვა,-წარმოსთქვა ვაი-ვაგლახით.
-შოთიკოოო,-სიტუაცუა გიომ განმუხტა და ხელებგაშლილი გაექანა მისკენ. მანაც მოასწრო ვარდების თაიგულის ელენესთვის ხელში მიჩეჩება და ბავშვი ხელში აიტაცა.
-გაუმარჯოს პატარა ვაჟკაცს,როგორ ხარ?
--კარგად,შენ როგორ ხარ?ჩემთან რატომ აღარ მოხვედი?
-იმიტომ რომ ვმუშაობდი პატარა, მაგრამ დანაპირები არ დამვიწყებია, გპირდები ისევ წავალთ გასართობ ცენტრში.
-გიო დეე,სირცხვილია,ასე არ შეიძლება.ჩამოხტი ძირს,-ჩავერთე მათ საუბარში.
-ხომ არ წავიდეთ?ვაგვიანებთ,
-წავიდეთ,-შოთიკომ ბავშვი ძირს ჩამოსვა და ელენეს გაუწოდა ხელი, მანაც მკლავი გამოსდო და ასე გავაცილე სახლიდან.თითქოს ელენეს დედა ვყოფილიყავი,სწორედ ასე ვადევნებდი თვალს იქამდე სანამ მანქანაში არ ჩასხდნენ.შოთამ ღიმილით მომაძახა არ მოვაწყენ და არ დავაგვიანებთ,თავის დროზე მოვიყვან სახლშიო,რასაც ელენეს კისკისიც მოჰყვა.მერე უკან მოვბრუნდი და შვილთან ერთად გვიანობამდე ვთამაშობდი სხვადასხვა გასართობებს.
********
უცნაურია განგება.როდის რას მოგიმზადებს ვერ გაიგებ.ასე იყო შოთიკოს საქმეც,უამრავი შესანიშნავი და ლამაზი ქალი ყოფილა მის გვერდით,ქართველიც და სხვა ეროვნებისაც,მაგრამ ამდენი წელი რომ არავინ მოსწონებია ასე სერიოზულად და მაინცდამაინც საქართველოში დაბრუნების პირველივე დღეს მოეწონა სერიოზულად გოგო.განგებას დააბრალა.ბედი თუ არ იყო აბა რა იყო ეს?უფრო მეტად რომ იზიდავდა და მისკენ მიუწევდა გული ესეც ამის ბრალი იყო.
ისე ემზადებოდა ამ დღისთვის თითქოს მისი გამოსაშვები საღამო ყოფილიყო.პატარა ბავშვივით უნდოდა ელენეს გახარება და ის რომ მისთვის დაუვიწყარი დღე ყოფილიყო.
გზად ვარდების თაიგული იყიდა და თამამად შეაბიჯა სადარბაზოში.ზარი რომ დარეკა პატარა ბავშვივით აუფრთხიალდა გული.მის დანახვაზე კი საერთოდაც გულისცემა შეწყვიტა, ნორმალურად ვერაფრის თქმა ვერ მოახერხა.
მანქანაში დაჯდომაში მიეხმარა,მერე თვითონაც მიუჯდა საჭეს და მანქანა ადგილიდან დაძრა.
-კარგად გამოიყურები,-დაარღვია მერე ჩამოვარდნილი სიჩუმე.
-მადლობა,მაგრამ უხერხულად ვგრძნობ თავს,მგონია რომ ყველა მე დამიწყებს ყურებას.
-ძალიან ლამაზი ხარ და ამიტომ.
-არ მომწონს ეს იდეა შოთიკო,მოდი დავბრუნდეთ რაა,-შეშინებულმა შეხედა ბიჭს.
-ამაზე ხომ ვილაპარაკეთ?ხომ შევთანხმდით რომ თავს მაღლა ასწევდი და თვალს გაუსწორებდი ყველას და ყველაფერს.
-კი შევთანხმდით,მაგრამ მაინც ვნერვიულობ,ვინმემ რამე რომ თქვას ისევ?ისევ რომ დამცინონ და შეურაწყოფა მომაყენონ?
-შენც ადგები და შესაფერის პასუხს გასცემ.თანაც მე შენს გვერდით ვარ.
-ამისაც მეშინია შენ რომ იქ იქნები. დამპირდი რომ რაც არ უნდა გითხრან არაფერს მოიმოქმედებ და აყალმაყალს არ ატეხავ.
-მაგას ვერ დაგპირდები.
-შოთიკო
-ნუ მთხოვ ელენე,შენი დამცირების უფლებას არავის მივცემ და არავის შევარჩენ.ეს დაიმახსოვრე კარგად.
-მაინც ვერ გადაგარწმუნებ ხო??
-ვერა.-გაუცინა ბიჭმა და მისი ხელი ხელში მოიქცა,მსუბუქად მოუჭირა ხელი.
რესტორნამდე ხმა აღარ ამოუღიათ, მაგრამ ბიჭი კარგად ხედავდა როგორი დაძაბული იჯდა გოგო და თითებს აწვალებდა.
მანქანა რესტორნის წინ ავტოსადგომზე გააჩერა და ელენეს გადასვლაში მიეხმარა.მერე ხელი ჩაჰკიდა მასთან ერთად დაიძრა შესასვლელისკენ.
-მზად ხარ?-ჰკითხა ბიჭმა.
-კი.მოიცადე,-შეაჩერა უცებ,-ერთ კითხვას დაგისვამ და გულწრფელად მიპასუხე,გთხოვ.
-კარგი,მკითხე.
-ამას იმიტომ აკეთებ რომ გეცოდები?
-შესაცოდი რა გჭირს პატარა?-გაეცინა ბიჭს და ცხვირზე დაჰკრა თითი,-შენ ყველაზე მაგარი ადამიანი ხარ, ამიტომ ამაყი იყავი იმის გამო რა მდგომარეობაშიც ხარ.
-კარგი,ერთსაც გკითხავ,იქ შესვლის მერე შესაძლოა ჩემი შვილის მამად ზოგიერთმა შენ ჩაგთვალოს და ამისთვის თუ ხარ მზად?ისინი ჭორაობას დაიწყებენ.
-ნეტავ ვიყო,-გაუღიმა ბიჭმა.
ელენეს ცოტა მოეშვა და ბიჭს გაჰყვა. მაშინვე იგრძნო ყველას მზერა, როგორც კი დარბაზის კარი შეაღეს, ზოგის გაოცებული,ზოგის შურით სავსე.ცოტა შეშინდა,მაგრამ საყრდენი ჰყავდა და მაშინვე ასწია ზემოთ თავი.მარიამის და შოთიკოს სიტყვები სულ ჩაესმოდა და ახლა ყველაზე მეტად გამოადგა. მასწავლებლებისკენ დაიძრა ღიმილით და ბიჭიც გაიყოლა, პირდაპირ შუაში ჩაურა კლასელებს და უკან ჩურჩული და ამდენი თვალის მზერა გაიყოლა.
-გამარჯო ელენე,როგორ ხარ?მიხარია რომ მოხვედი.-უთხრა დამრიგებელმა და გადაკოცმა.
-ძალიან გიხდება ორსულობა, შესანიშნავად გამოიყურები.ეს ბატონი ვინაა?-მიესალმა დირექტორიც და პირველივე კითხვაც არ დააყოვნა.
-დიდი მადლობა ქალბატონო ნინო,ეს ჩემი მეგობარია შოთიკო.
-რა უცნაურები ხართ დღევანდელი ახალგაზრდები,ბავშვის მამას და ქმარს დღეს მეგობარს ეძახით,სად იყო ჩემს დროს ასე,ეტყობა დავბერდი,-გაიხუმრა ქალმა.ელენეს უნდა ეთქვა ასე არ არისო,მაგრამ შოთამ შეაჩერა.
-მიხარია,რომ დღეს აქ ვარ,ელენეს გვერდით,იმედია კარგ დროს გავატარებთ.-გაიღიმა ბიჭმა.
-აბა ბავშვებო და მოწვეულო სტუმრებო,დავიკავოთ ჩვენი ადგილები სუფრასთან და მალე დაჯილდოვებკს ცერემონიალს დავიწყებთ,ნელ-ნელა გასართობ თამაშებს და ცეკვებსაც შევანაცვლებთ.-განაცხადა მიკროფონში დამრიგებელმა.შოთამ ელენეს ჩაჰკიდა ხელი და უახლოესი მაგიდისკენ წაიყვანა.უეცრად ელენე ადგილზე გაშეშდა.
-რა დაგემართა?
-ვახოც აქაა,ჩემს ყოფილ დაქალთან ერთად,-სევდიანად ჩაილაპარაკა გოგომ.
-არ მიაქციო ყურადღება,გაიღიმე,- ჩასჩურჩულა ბიჭმა და სკამი გამოუწია, დაჯდომაში მიეხმარა.
ცოტა ხანში სცენაზე ისევ ავიდა დამრიგებელი და დირექტორიც მიიწვია.მიკროფონი მიაწოდა.
-ჩემო საყვარელო ბავშვებო, გილოცავთ ამ შესანიშნავ დღეს, დღეიდან დახურეთ თქვენს ცხოვრებაში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი- ბავშვობის კარი და ახალ ეტაპზე გადადიხართ, დღეიდან ყველა თქვენ თქვენს გზაზე წახვალთ,დაიფანტებით როგორც თბილ ქვეყნებში მიმავალი ჩიტები. მინდა გისურვოთ წარმატებები და ახლა კი დავაჯილოვოთ ჩვენი სკოლის წარჩინებული მოსწავლეები, რომლებმაც სკოლა ოქროს მედალზე დაამთავრეს.მინდა ვთქვა რომ ასეთები ბევრნი არ არიან,სულ ორი ადამიანია,მათ ჩვენი სკოლის სახელით გადაეცემათ საჩუქრები და ასევე ჩვენი სკოლა გადასცემს ვაუჩერს,რის მიხედვითაც მათი სწავლის პირველი წლის საფასუტს გადავიხდით ჩვენ.აბა მოემზადეთ.
ელენე სულ არ აქცევდა ყურადღებას რა ხდებოდა ირგვლივ,მხოლოდ ვახოს უყურებდა და გულში აუტანელ ტკივილს გრძნობდა.ბიჭი უდარდელად იჯდა და დარწმუნებული იყო იმაში რომ მას დააჯილდოვებდნენ, სინამდვილეში ასე არ მოხდა,მის მაგივრად სხვისი სახელი და გვარი გამოცხადდა,ის ღიმილი რითაც თავს იწონებდა სახეზე მიეყინა.
-ახლა მეორე მოსწავლე,რომელმაც ასეთივე წარმატებით დაასრულა სკოლა.ელენე ქართველიშვილი.
მივულოცოთ მას.
-ელენე,შენ დაგასახელეს,-ხელი მიჰკრა შოთამ.
-რაა?-გამოერკვა გოგო.
-შენ დაგასახელეს.ადი სცენეზე. -წამოაყენა ბიჭმა დაბნეული გოგო.
აქ უკვე ჩაერთო ელენეს ის გრძნობა, რის გამოც ამდენი ხნის განმავლობაში იბრძოდა და შრომობდა. საკუთარი თავით იმდენად ამაყობდა რომ შეეძლო ზემოდან გადმოეხედა ყველასთვის.დიახ, ამაყად თავაწეულმა გადახედა ვახოს და მის ყოფილ დაქალს და სცენისკენ დაიძრა სასურველი პრიზის მისაღებად.შოთიკო ფოტებს უღებდა და ქვემოდან ამხნევებდა.
-რადგან ასეა და დაჯილდოვება დასრულდა,მოდით ახლა ცოტა გავერთოთ და ერთმანეთს შევეჯიბროთ,როგორც იცით ჩვენს კლასში რადენიმე წარმატებული მოცეკვავეა,ხოდა შევაჯიბროთ ისინი ერთმანეთს,აბა ვინ აჯობებს.ჟიურის წევრები იქნებიან ჩვენი დირექტორი, ასევე მათემატიკის,ქართულის და ისტორიის მასწავლებლები.
სცენაზე წყვილები მოიწვია,ვახოც აღმოჩნდა თავის მეწყვილესთან ერთად,ელენე თავის ადგილზე იჯდა და სულაც არ აპირებდა კონკურსში მონაწილეობის მიღებას.
-ადექი წამოდი.
-რას აკეთებ?
-ვიცეკვოთ.
-არ მინდა წაგება.-გაეცინა გოგოს.
-ეჭვი გეპარება ჩემს შესაძლებლობებში? განა მაშინ არ დარწმუნდი მაგაში,პირველად როცა შევხვდით?
-კი,-ისევ გაეცინა გოგოს და ხელი ჩაჰკიდა მის გამოწვდილ ხელს.
-ერთი წუთით,არ დაიწყოთ ჩვენც ვმონაწილეობთ.
-ეს უკვე საინტერესოა,აბა მოვემზადოთ მეგობრებო.
ირთვებოდა სხვადასხვა მუსიკა და ცეკვევდნენ წყვილებიც.ბედნიერი იყო ელენე,თავი ისევ კონცერტზე ეგონა,ის სცენის მტვერი ასე რომ ენატრებოდა თითქოს ახლა იგრძნო.უბრალოდ შეუდარებელი იყო,ისე ცეკვავდა რომ კონკურსის ბოლოს მგონი ყველა მის სახელს ყვიროდა,ისინიც კი ვინც მაშინ დაამცირა.
კონკურსი დასრულდა და ჟიურმაც თათბირი დაიწყო,ცოტა იკამათს, მაგრამ საბოლოო გადაწვეტილებამდე მაინც მივიდნენ.
-მოკლედ მეგობრებო,გამარჯვებულის ვინაობა უკვე ცნობილია,ვიცი ყველა დამეთანხმებით გადაწყვეტილების სისწორეში.მითუმეტეს რომ უდაოდ არის საღამოს მშვენება,რადგან განსაკუთრებულ მდგომარეობაშია და ამის მიუხედავად მაინც შესანიშნავად ცეკვავდა.მაშ ასე,გამარჯვებულია წყვილი ნომერი თორმეტი ელენე და შოთა.
-ისევ გავიმარჯვე,-წამოიყვირა გოგომ და კისერზე შემოხვია ხელები.
-ერთად გავიმარჯვეთ.-გაუღიმა შოთამაც და წელზე მარჯვენა ხელი მოხვია.
-ერთი წუთით,მას რატომ ეკუთვნის ეს გამარჯვება?-მოისმა უცებ ყვირილის ხმა და საიდანღაც ვახო გამოხტა, პირდაპირ მათ აესვეტა წინ.
-რა ხდება?რა დღეში ხარ?-წინ გადაუდგა დირექტორი,მაგრამ არც მას მოერიდა.
-თავი შეიკავე ახალგაზრდა მსგავსი სცენებისგან.
-თქვენ ნუ ჩაერევით.ეს ჩვენი მამაკაცების საქმეა.
-ერთი წუთით ჩემთან გაქვთ პრობლემა?-გაკვირვებულმა ჰკითხა შოთამ.
-დიახ.ზუსტადაც რომ შენთან.
-არ გინდა გთხოვ,-ხელზე დაქაჩა შეშინებულმა ელენემ.
-ეგღა მაკლია ზუსტად რომ შენნაირ პატარა ბიჭებს გავეჭიმო და ჩხუბი გავმართო ამდენი ხალხის წინაშე,-ჩაეცინა ასლანიშვილს.
-შეგეშინდა ხო?აღიარე რომ შეგეშინდა.
-ვისი ან რისი?შენი?როგორი სასაცილო ხარ,-ჩაეღიმა შოთას.-იცი რაა,თავი ვაჟკაცი გგონია,სინდვილეში კი ცხვირმოუხოცავი ღლაპი ხარ, რომელმაც არ იცის სად,როგორ და რანაირად მოიქცეს,პრობლემა გაქვს?კი ბატონო შევხვდეთ სხვა ადგილას და იქ გავარკვიოთ,ოღონდ დღევანდელ დღეს არა კარგი?
-და ვითომ რატომ?არ შეგეშვები იმიტომ რომ ჩემი გამარჯვება და ჩემი გოგო შენ მიისაკუთრე.რა გგონია?მას უყვარხარ?რატომ ერევი იქ სადაც არაა შენი ადგილი.
-აქ საციროკო სანახაობას აწყობ, ხვდები?-მაინც არ კარგავდა მოთმინებას შოთიკო.-ან გაჩუმდი ან წადი აქედან.
-აქ თუ ვინმეა ზედმეტი ეს შენ ხარ და შენ უნდა წახვიდე.
-შოთა გთხოვ წავიდეთ რაა,-ისევ დაქაჩა მკლავზე შეშინებულმა ელენემ.
-ვახო გაჩერდი,აქ არეულობა რა საჭიროა?ბიჭებო გთხოვთ გაიყვანეთ,-ჩაერია სკოლის დირექტორიც.მაგრამ ვახომ არ მოისვენე,ბიჭებს ხელი გააშვებინა და საყელოში სწვდა
-რა გგონია მას უყვარხარ?რატომ ხარ მასთან?როცა იცი რომ სხვისგან ელოდება შვილს?სხვისი ნაბი...რი გინდა გაზარდო?
-როგორ ლაპარაკობ შენს შვილზე შე მართლა ნაბი…..ო?-საყელოში სწვდა შოთაც და ისეთი მოუქნია ბიჭს,რომ დარტყმისგან ძირა დაეცა,ელენემ შეჰკივლა და ატირდა.ბიჭებმა გააკავეს ორივე.ვახო წამოაყენეს და მისი გაყვანა სცადეს.მაგრამ ბიჭი ისევ ყვიროდა.
-არ შეგარჩენ ამას,აი ნახავ როგორ ძვირად დაგისვავ.
-როცა ელენეზე ლაპარაკს დაიწყებ და მასზე ცუდის თქმას დააპირებ გახსოვდეს რომ ის მარტო არ არის და მას ყოველთვის ეყოლება დამცველი ჩემი სახით.გახსოვდეს რომ ბავშვის ჩასახვა არ განიჭებს უფლებას რომ მის მამად ითვლებოდე. თუ საყვარელი ქალის გვერდით არ ხარ და მისი განვითარების და გაზრდის თითოეულ ეტაპს არ ადევნებ თვალს.ელენეს გვერდით თუ ვარ ეს არ ნიშნავს იმას რომ მისი შეყვარებული ვარ ან რამეს ველი მისგან, მეგობრობაც ხომ არსებობს? ნამდვილი მეგობრობა,ასე რომ იცოდე გაფრთხილებ მასთან მიახლოება არ გაბედო.-გააფრთხილა შოთიკომ.
გაცოფებული გაიყვანეს ვახო იქიდან,სიტუაცია კი ისევ შოთამ დააწყნარა.
-არაფერი არ მომხდარა, გავაგრძელოთ საღამო.მას ყურადღებას ნუ მივაქცევთ.ხო კიდევ,რომ გავიგო ელენეზე ვინმე ცუდად ლაპარაკობს გეფიცებით არავის დავინდობ,მნიშვნელობა არ აქვს გოგო იქნება,ბიჭი,ქალი,კაცი, უფროსი თუ უმცროსი.
მერე გოგო ცოტა ხანს სუფთა ჰაერზე გამოიყვანა,დაამშვიდა,ცრემლები მოსწმინდა,გაამხნევა და ისევ უკან დაბრუნდნენ.საღამო გრძელდებოდა, თუმცა მაინც იგრძნობოდა რომ მოხდარს გავლენა მოეხდინა.ვახოც დაემშვიდებინათ.კი სცადა ერთი-ორჯერ ისევ შოთას გამოწვევა, მაგრამ არ აჰყვა ბიჭი და შორს დაიჭირა მისგან თავი.კარგად ატარებდა დროს,ელენესთან ერთად ბევრს ცეკვავდა და გასართობ შეჯიბრებში იღებდა მონაწილეობას, მერე რა რომ ვერ მოიგეს ყველა.
გამოსვლას რომ აპირებდნენ,ვახომ მაინც მოასწრო და შეაჩერა.ელენე მანქანაში ჩასვა თითქმის ძალით და მასთან დასალაპარაკებლად გამობრუნდა.
-ეს ამბავი ასე არ დასრულდება,ხომ იცი?
-არც ვაპირებ რომ აგარიდო თავი.რა გინდა?
-კიდევ შევხვდებით.
-კარგი მიდი ჩემი ნომერი ჩაიწერე და დაველოდები შენს ზარს,ოღონდ იცოდე თუ კაცი ხარ მარტო მოდი და მარტო დამელაპარაკე,თუ ვინმეს წამოყვანას აპირებ ეგეც მითხარი,არც მე არ ვარ უპატრონო.სანამ დამირეკავ კარგად დაფიქდი რამდენად არის შენი კაცობა შეფასებული,როცა უმწეო გოგოს სიყვარუკით ისარგებლე, გამოიყენე და მერე მიატოვე,ისე რომ საკუთარი შვილი სასიკვდილოდ გაიმეტე.დაფიქრდი რას გეტყვიან ამაზე შენი მეგობრები და ვინ გაგამართლებს.-უპასუხა და მანქანაში ჩაჯდა.
-მეგონა ისევ იჩხუბებდით,- ამოისუნთქა ელენემ.
-მე საჩხუბარი არავისთან არაფერი მაქვს,კარგიცაა ასე რომ მოხდა,ახლა ყველამ დაინახა მისი ნამდვილი სახე და ისიც შენ როგორი ხარ.
სახლამდე ხმა აღარ ამოუღიათ. მარიამი ფეხზე იყო და მათ ელოდებოდა.რომ მოვიდნენ ორიოდე სიტყვით გამოჰკითხა როგორ გაერთნენ,არ უთქვამთ მისთვის მომხდარი ინციდენტის შესახებ,მერე შოთა დაემშვიდობა და სახლში წამოვიდა გვიანია სხვა დროს გამოგივლით და უფრო კარგად მოგიყვებიო და სახლი დატოვა.
*********
ისეთი გახარებული იყო ელენე,ვერ მალავდა ამას და სახიდან ღიმილი არ უქრებოდა.ფოტოები დამათვალიერებინა და კუთვნილი პრიზებიც მაჩვენა.მიხაროდა რომ ამ ყველაფრის მომსწრე ვიყავი და უშუალო მონაწილეც.ბოლოს დასაძინებლად თითქმის ძალით წავიყვანე,თუმცა დარწმუნებული ვარ მას არ ეძინებოდა.
მომდევნო დღეებმა უცებ გაირბინა,მე სამსახურში დაავდიოდი,ელენე სახლში მეცადინეობდა და გამოცდებისთვის ემზადებოდა, რომელიც ერთ კვირაში იწყებოდა. შოთა ნაკლებად ჩანდა,რაც გაგვიკვირდა ორივეს.ერთი-ორჯერ შემოირბინა,მაგრამ მალევე წავიდა. ბოლო მოსვლაზე რომ დაურეკეს და გავარდა ელენე ანერვიულდა,რაც მაშინვე შევნიშნე,არადა მეორე დღეს უკვე პირველი გამოცდა ჰქონდა და ეს მასზე იმოქმედებდა.მაშინ მომოყვა იმ ინციდენტის შესახებ რომელიც გამოსაშვებ საღამოზე მოხდა. დავამშვიდე შოთა არ არის ასეთი ადამიანი და შესაბამისად ჩხუბს არ დაიწყებს-თქო.ცოტა დაწყნარდა და მშვიდად დაიძინა.
დილით ადრიანად ავდექით,პირველი გამოცდა ათ საათზე ეწყებოდა,ისევ არ დაურეკია ბიჭს,თუმცა დღეს ნაკლებად ახსენა ის.პირდაპირ გამოცდაზე გადაერთო.ჯერ ის დავტოვე საგამოცდო ცენტრში,მერე გიო საბავშვო ბაღში და უკან მივბრუნდი.ამ სიცხეში ველოდი გარეთ ელენეს სამი საათის განმავლობაში შუა ივლისში და მასთან ერთად ვნერვიულობდი მეც.გამოცდა უკვე რჩებოდა, მოულოდნელად შოთა რომ გამოჩნდა, სიცხეში მორბოდა და ამდენ ხალხში ალბათ მე მეძებდა,რადგან ზემოდან ვხედავდი როგორ ამოიღო ტელეფონი და დარეკა,საპასუხოდ კი ელენეს ტელეფონი აწკრიალდა.ვუპასუხე, ვუთხარი სადაც ვიყავი და ხელი დავუქნიე.
-არ გამოსულა?-მოითქვა სული.
-არა,ალბათ მალე გამოვა.მოიცადე სახეზე რა გჭირს?
-არაფერი ისეთი.
-ვახოს შეხვდი?ელენე მომიყვა იმ ინციდენტის შესახებ.
-არ მინდოდა,მაგრამ არ მოისვენა,ხომ იცი პატარა და თაქარიანი ბიჭი არ ვარ,ვცდილობდი სხვანაირად მომეგვარებინა,ახლა აღარასდროს შეაწუხებს ელენეს.
-ძალიან ბევრი ხომ არ მოგივიდა?-გამეცინა
-ცოტა,მაგრამ მოუხდება,ასეთ ადამიანებს ვიღაცამ უნდა ასწავლოს ჭკუა,თორემ ბევრს დააშავებენ და მერე ჰგონიათ რომ აუცილებლად ეპატიებათ.
-ყოჩაღ,ამ შემთხვევაში ვერ შეგეწინააღმდეგები,თუმცა ძალადობის წინააღმდეგი ვარ.
-აი ელენე მოდის,არაფერი წამოგცდეს.
-ამას შენი სახე ამბობს,მე არა.
-ვაიმე შოთი,მოხვედი?რა კარგია.-გახარებული იყო გოგო.-მოიცადე,ეს რა არის?
-არაფერი,შენ მითხარი როგორ დაწერე?
-კარგად,ძალიან ადვილი იყო.
-მაშინ წავიდეთ და ავღნიშნოთ,მარიამ ხომ წამოხვალ შენც?-მომიბრუნდა მე.
-მე ვერა,თქვენ წადით,გაერთეთ,მე ჩემს შვილთან ერთად გავერთობი.
-გთხოოვ მარიამ,-შემეხვეწა ელენე და უარი ვეღარ ვუთხარი.გიო საბავშვო ბაღიდან ადრიანად გამოვიყვანეთ და ქალაქგარეთ წავედით შოთას მანქანით.
***’***
როგორ უნდოდა ამ საღამოს ელენესთან გატარება,მაგრამ არ მოხერხდა,მთელი დღე ურეკავდა ვახო,საღამოს დაუნიშნა შეხვედრა. მიხვდა ბიჭი მარტო არ იქნებოდა, ამიტომ ზურას მიადგა.საქმის ვითარება აუხსნა.
-ბიჭო პატარა ბავშვებს უნდა გაურჩიო საქმე?-გაეცინა მას.
-მოდიხარ თუ არა?-შეუღრინა,აშკარად არ იყო ხასიათზე.
-ბიჭო ასეთ საქმეზე პოლიციელი მიგყავს?რაღაც ვერ ჯდება კონტექსტში.
-კარგი მარტო წავალ მაშინ,-წამოდგა და წასასვლელად მოემზადა.
-მოიცადე,მოვდივარ,აბა მარტო ხო არ გაგიშვებ,დღეს ეს პატარა ღლაპები ძალიან არიან თავს გასულები.- აედევნა უკან.
-ოღონდ არ ახსენებ რომ პოლიციელი ხარ.
-და შენც ისე არ გაგიჟდები ,როგორც იცი ხოლმე გაჭედვა.
-კარგი…
შეხვედრის ადგილი ქალაქის ცენტრში,ერთ-ერთი მშენებარე კორპუსების ეზოში შედგა.მხოლოდ ქუჩის ლამპიონების შუქი ანათებდა იქაურობას.ამის მიუხედავად შორიდანვე დაინახეს ახალგაზრდების ჯგუფი.ასე ხუთი-ექვსი კაცი.თამამად მიუახლოვდა და მისალმების ნიშნად ხელი აუწია.
-ბიჭებს გაუმარჯოს.
-აქ მისასალმებლად არ დამიბარებიხარ.-,უპასუხა შუაში ჩამდგარმა ვახომ
-აბა რისთვის დამიბარე?საჩხუბრად თუ სალაპარაკოდ?მაგრამ შენ როგორ გელაპარაკო როცა სანდო კაცი არ ხარ?გკითხე მარტო მოხვალ თუ არაო? შენ მიპასუხე მარტოო და ამ დროს ხალხი დამახვედრე?ხო რას მიყურებთ?ასე იტყუება თქვენი ძმაკაცი და მაინც ენდობით?
-ეს ჩვენი საქმეა ვენდობით თუ არა,-უპასუხა მის გვერდით მდგარმა წითურმა ბიჭმა.
-მაშინ ის რის გამოც აქ დამიბარა, ჩვენი საქმეა,ჩვენ ორს გვეხება და არ ჩაერიოთ.-მკაცრი იყო შოთა. თანხმობის მიღების მერე ვახოს ჰკითხა:-აბა,რა პრობლემა გაქვს ჩემთან?
-შენ თვითონ ხარ პრობლემა.
-მეე?-ხელები გულზე დაიწყო შოთამ,-რატომ?იმიტომ რომ ქალის დამცირების უფლება არ მოგეცი? იციან შენმა მეგობრებმა რა ჩაიდინე?
-არ უნდა ჩარუელიყავი ჩემი და ელენეს ურთიერთობაში.ის ჩემია,გესმის?ჩემი. ბავშვიც ჩემია და მინდა მასთან ვიქნები მინდა მივატოვებ.შენ ვინ ჩემი
ყ.. ხარ,რომ ერევი?-ხმას აუწია ვახომ.
-რამდენადაც ელენესგან ვიცი თქვენ საერთო არაფერი გაქვთ.
-იმ ძუკ...ს გჯერა,რომელმაც პირველივე შეთავაზებაზე ამიშვირა ფეხები?
-ოხ,მე შენი დედა… საყელოში სწვდა შოთა,-შენ ის კაცი არ ხარ,რომელსაც გოგო ევედრებოდა ხელი არ დამადოო,შენ კი ისარგებლე და დააძალე,მერე სხვა გზა არ ჰქონდა დაგნებდა,შენ ის კაცი არ ხარ,გოგო რომ გეხვეწებოდა ორსულად ვარ და მიშველეო,შენ კი ფული მიეცი და აბორტის გაკეთება მოსთხოვე?შენ ის არაკაცი არ ხარ საკუთარი შვილი რომ მოსაკლავად გაიმეტე?როგორ ბედავდა როგორ ამცირებ ქალს, რომელიც შენი შვილის დედა უნდა გახდეს?-ხმად აუწია შოთამ.
-უკვე იწვა შენთანაც?-ჩაეცინა ვახოს და მოულოდნელად მოუქნია შოთას,თვალში მოხვდა და წარბი გაუსკდა,აქ კი გადაეკეტა ასლანიშვილს.ხელი სტაცა ბიჭს და ისე ძლიერად დაარტყა,რომ მიწაზე დაეცა.ბიჭებიც გამოერკვნენ და საჩხუბრად გამოიწიეს,მაგრამ ზურამ იარაღი შემართა და მკაცრად გააფრთხილა.
-ადგილიდან თუ დაიძვრებით, სათითაოდ მიგაცხრილავთ ყველას .
გამხეცებული შოთა ზემოდან მოექცა ვახოს და მუშტები სახეში დაუშინა.
-პირველად და უკანასკნელად ახსენე ასე აუგად ჩემთან ელენე, გაფრთხილებ კიდევ ერთხელ რომ წამოგცდეს რამე მსგავსი,არ გაცოცხლებ.ციხეში წავალ,მაგრამ შენნაირ არაკაცებს ცოცხალს არ დავტოვებ.მოგკლავ,მაგრამ მანამდე გაწამებ,ისე გაწამებ რომ რაც კი ქვეყნად გოგოები გყავს გამწარებული ან ცოდვები ჩადენილი,ყველას ხმამაღლა გაძახებინებ.შენ არ იცი ვინ გადაიკიდე და ვის დაუპირისპირდი. არასოდეს მიუახლოვდე მას და არასოდეს სცადო მისთვის რამის დაშავება.ის ბავშვიც სამუდამოდ დაივიწყე.გეფიცები,დღეიდან შენი აჩრდილი გავხდები,რომ გავიგო ისევ იგივე ცხოვრებას აგრძელებ,ამაზე უარესს დაგმართებ.-ღრიალებდა დაჭრილი მხეცივით და თავის კონტროლი უჭირდა.ბიჭს სახე მთლიანად დასისხლიანებოდა და ტკივილისგან იმანჭებოდა.
-შოთა გეყოფა.ზედმეტია უკვე.-შესძახა ზურამ.ბიჭი წამოდგა.ვახო ისევ მიწაზე იწვა.
-უი ხოო,ერთი რამე დამრჩა კიდევ გასაკეთებელი,შენ მოცეკვავე ხარ ხო? თან ელენესჶან ცეკვავდი?შენს გამო ვერ წამოვიდა ამ საოცნებო გასტროლებზე?ახლა შენც დაემშვიდობე ამას.-იქვე მდგარ უზარმაზარ ლოდს დასწვდა და პირდაპირ მის ფეხებზე დაუშვა,ვახოს ყვირილმა გააყრუა იქაურობა.
-ნახვამდის ბიჭებო,თქვენს მეგობარს მიხედეთ,მშენებლობაზე შემთხვევით რომ მოყვა ნანგრევებში.მიხვდით ხო რისი თქმა მინდა?-თვალი ჩაუკრა გაოგნებულ ახალგაზრდებს და ზურას ანიშნა წავედითო.
-ის ბოლო ზედმეტი იყო,-დატუქსა მანქანასთან მისულმა.
-საჭესთან დაჯექი და პირველივე აფთიაქთან გამიჩერე.-უხალისოდ უპასუხა და გასაღები გადაუგდო.
-შარში ხარ,რომ გიჩივლოს?
-მე რა შუაში ვარ,ეგ თუ წინ არ იყურება?
-ხო,პოლიციაში მაგას დაგიჯერებენ.
-პოლიციელი აქ ხარ და ხომ დაინახე როგორ დაეცა.
-ამას ვის გადავეკიდე ღმერთო?რას მერჩოდი?ხომ დამპირდი ზედმეტი არ მომივაო?
-მე რა ვიცოდი რას მეტყოდა ის? გონება დამებინდა,ასეთ დროა კი უკონტროლო ვხდები ხომ იცი?პასუხა სიცილით და სახიდან სისხლი მოიწმინდა.
-ნაბიჭ….ი,ამია დედაც…-შეიგინა ისევ.
-მოიცადე,აი აფთიაქში მოვედით, გადავალ,საჭირო ნივთებს მოვიტან.-ზურა გადავიდა და მარტო დატოვა შოთა,რომელმაც სარკეში შეათვალიერა საკუთარი თავი და მერე კმაყოფილს ჩაეცინა.
-ასე მოუხდება…
*********
ჩვენს ცხოვრებაში მთავარი ელენე და მისი გამოცდები გახდა,ამ სიცხეში მე და შოთიკო ვამხნევებდით და ველოდებით გარეთ,როცა ის შიგნით იყო.დარწმუნებულები ვიყავით რომ ყველაფერს კარგად ჩააბარებდა..
ამასობაში ივლისი მიიწურა და აგვისტო დადგა. მუცელი საკმაოდ გაეზარდა,ბავშვიც აქტიურად მოძრაობდა,ხშირად ვხედავდი ელენეს,რომელიც აივანზე იჯდა ან მისაღებში და ჩუმად ელაპარაკებოდა. უყვებოდა მის თითოეულ დღეზე,რა გაუხადა იმ დღეს,რა მოხდა კარგი და ასე შემდეგ. ხშირად მინახავს გიოც როგორ მიუცუცქდებოდა და სთხოვა მუცელზე მოფერებას.
მიხაროდა გაღიმებულ და მხიარულ ელენეს რომ ვხედავდი,მისი ოჯახი და თავს გადამხდარი ან საბოლოოდ დაივიწყა ან ცდილობდა ჩვენთვის არ ეჩვენებინა როგორ დარდობდა. განსაკუთებით ბედნიერი იყო შოთას დანახვისას.ისიც ისეთი თვალებით უყურებდა,დარწმუნებული ვარ მათი მეგობრობა საზღვრებს გასცდა, უბრალოდ ჯერ ვერ ხვდებოდნენ ან არ უტყდებოდნენ ხმამაღლა ერთმანეთს.
რაც დრო გადიოდა,ელენეს სულ უფრო უჭირდა ქალაქის აუტანელ სიცხეში გაჩერება და ძილიც ნაკლებად ჰქონდა.ამიტომ დღის წესრიგში დადგა დასასვნელებლად წასვლა.მითუმეტეს გიოც აღარ დადიოდა ბაღში.მომდევნო კვირიდან შვებულება მეწყებოდა და გადავწყვიტეთ სადმე მთაში წავსულიყავით დასასვენებლად. მანამდე კი,აგვისტოს დასაწყისში კატოს პატარას დაბადების დღე იყო და უკვე ვიცოდით რომ ეს დღე მარტივად არ ჩაივლიდა.დაიწყებოდა დილიდანვე,მერე გაგრძელდებოდა ბავშვთა გასართობ ცენტრში ბავშვებთან და დედებთან ერთად,საღამოს კი მამებთან ტრადიციული ქართული ლხინი გაიმართებოდა ცოლების გადაღლით და გვიანობამდე სუფრასთან ტრიალით. ასეც მოხდა.
წინასწარ ნაყიდი საჩუქარი ავიღე და გიოსთან და ელენესთან ერთად პირდაპირ გასართობ ცენტრში წავედით.ელენე თავიდან უარობდა საღამოს წამოვალ,ახლა უჩემოდ წადიო,მაგრამ გიო არ მოეშვა და მასაც სხვა გზა არ დარჩენოდა. მხოლოდ ჩვენ გველოდნენ,სხვა ყველა მისულიყო,ელენეს გამოპრანჭვის გამო დავაგვიანეთ.მაგრამ ისეთი ლამაზი იყო და ისე ბრწყინავდა იმ ჭრელ,ყვავილებიან კაბაში,რომ საყვედურს ვინ ეტყოდა?
წინასწარ დაქირავებულმა ანიმატორებმა ბავშვები წაიყვანეს, გაართეს და ჩვენს საჭორაოდ ცოტა დრო გამოგვიჩნდა,რომ მათ გარეშე მშვიდად გვესაუბრა.ელენე ჩუმად იჯდა და ჩვენს საუბარში თითქმის არ ერეოდა.
-ელენე შენ რატომ ხარ საყვარელო ჩუმად?-ჰკითხა სოფიამ
-რავიცი,თქვენ ისე საყვარლად საუბრობთ და ისე ხართ,რომ ვერ ჩავერევი,-გაუღიმა.
-როგორ მიდის ორსულობა?მუცელი გაგზრდია.
-ღვთის წყალიბით კარგად კატო,უკვე ძალიან ცელქობს,განსაკუთრებით ღამით.
-მიხარია ძალიან,თან ცუდად როგორ შეიძლება რამე იყოს,როცა ასეთი პატრონი გყავს?
-ხო რა თქმა უნდა ეს ხო დედა-ტერეზაა,- მაინც წაუმწარა ირმამ, რის გამოც გვერდში მუჯლუგუნი მიიღო.
-მეც ძალიან მერიდება მარიამის, ამდენ რამეს აკეთებს ჩემთვის.ვიცი რომ დავაშავე,მაგრამ ასე რომ მექცევიან ჩემი ოჯახის წევრები ეს უფრო მანადგურებს.წარმოიდგინეთ ამდენი თვე გავიდა და საერთოდ არ გავხსენებივარ არც ერთს,რა მომივიდა არავინ დაინტერესებულა ამით.-მოიწყინა გოგომ და სახე მოეღრუბლა.
-აბა აბა,დღეს ცრემლები არ დამანახო,-მოეხვია კატო და მუცელზე მოეფერა.-ამაზე ხომ ვილაპარაკეთ? ჩათვალე რომ შენ ახალი ოჯახი გყავს. შენ ხარ ჩვენი უმცროსი მეგობარი და უმცროსი და,ისევე როგორც მარიამი.ეს პატარა კი ამ ჩვენი სამეგობროს ბაღს ისევე შეუერთდება,როგორც თითოეული ჩვენგანის შვილი.
-როგორც მარიამის იმედი გაქვს,ისევე უნდა გქონდეს ჩვენი იმედი,-უთხრა სოფიამ.-
-ხომ იცი რომ მეც შენს გვერდით ვიქნები?მაპატიე თუ ხანდახან წამომცდება ხოლმე რამე ისეთი რაც გულს გტკენს ან შენს ოჯახზე ვიტყვი ცუდს.მე ასეთი ვარ პირდაპირი და მწარე.თანაც შენს ძმას ვერ ვპატიობ იმ საქციელს რაც ჩაიდინა,მარიამი რომ ვნახე მაშინ რა მდგომარეობაში იყო,თვალებიდან არ გამომდის ის სცენა.შესაბამისად შენ არაფერ შუაში ხარ.მასზე ვარ გაბრაზებული. ირმამ.
-ალბათ ჩემი ძმის ცოდვებს მე ვიმკი.მეც იგივე დამემართა.მაგრამ იცით რას ვერ ვხვები დღემდე?მაშინ შეიძლება პატარა ვიყავი,მაგრამ ზუსტად ვიცი რომ მარიამი მართლა უყვარდა,უბრალოდ რა მოხდა ასეთი რის გამოც მასზე უარის თქმა მოუწია არ ვიცი.
-ეს როგორი სიყვარულია ვერ ვხვდები?საყვარელი ადამიანი ასე ადვილად როგორ უნდა დათმო?-გაუკვირდა კატოს.
-არ ვიცი,მაგრამ მათი ურთიერთობა ისეთი იდეალური არ ყოფილა, როგორც მარიამთან ჰქონდა, ხშირადაც ჩხუბობდნენ.
მთელ მათ საუბარს ჩუმად ვუსმენდი და სულ უფრო მეტად ვრწმუნდებოდი რომ გიორგის რაღაც სერიოზული მიზეზი ჰქონდა,რის გამოც დამთმო.
-და რატომ კამათობდნენ ან რაზე?
-გიორგის ბავში უნდოდა და ამაზე.ის კი უარს ეუბნებოდა ჯერ ადრეა,რა გვეჩქარებაო.დარწმუნებული ვარ რომ გაეგო მარიამის ორსულობის შესახებ, წამითაც არ დაფიქრდებოდა ისე წავიდოდა მასთან.
-აი,ესეც ჩემს აზრზეა,-დაეთანხმა სოფია.
-არა,მე მინდოდა ის სიყვარულით და ნებით ყოფილიყო ჩემთან და არა ბავშვის გამო.
-როგორც ჩანს მე და შენ სიყვარულით შექმნილი ოჯახისთვის კი არა,მარტო ცხოვრებისთვის ვართ ამ ქვეყნად და იმისთვის რომ გვერქვას მარტოხელა დედა,-გაეღიმა სევდიანად ელენეს.
-შენ არ ინერვიულო,ჩვენც ვიქნებით ბედნიერები,აი ნახე.-გავამხნევე.
გულწრფელ საუბარში დრო ისე გავიდა,რომ როცა საათს დავხედეთ დაბადების დღე უკვე სრულდებოდა. მაგრამ ანიმატორებმა მაინც მოახერხეს ჩვენი მოედანზე შეკრება და შვილებთან ერთად სხვადასხვა თამაშებში ჩართვა.ელენე იჯდა და შორიდან გვიყურებდა.მუსიკა რომ ჩაირთო გიომ იჯენტლმენა და საცეკვაოდ გამოიყვანა და საერთოდაც მალე ბავშვების მიერ შეკრულ წრეში ელენე ცეკვავდა და ბედნიერად იცინოდა.
-რა საყვარელია და რა ბავშვური.
-ისევ ბავშვია კატო,ხომ არ გავიწყდება?--ვუპასუხე.
-ოხ,გიორგის რა ვუთხარი რაა ასე რომ სტანჯავს დას.
-ირმა,ყველას ჩვენი ტვირთი გვაქვს სატარებელი,გიორგის შეეშვი.-უპასუხა სოფიამ
-მოვრჩეთ ახლა პროფილს და სახლში წავიდეთ,კაცები ვეღარ იცდიან.-თქვა კატომ და ბავშვებს დაუძახა,მერე სტუმრებს დაემშვიდობა და ტაქსებში განაწილებულები სახლში წამოვედით.
იქ უკვე გველოდა ყველა.
ბავშვები ბებიებთან ერთად მათი მეთვალყურეობის ქვეშ დავტოვეთ და ჩვენ გაშლილ სუფრას მივუსხედით.
ახლა დაიწყო ნამდვილი ქართული ქეიფი ზურას თამადობით,შოთიკოს გაბრწყინებული სახით და ზეიუმორით, რაც ყველამ შეამჩნია და კომენტარებიც არ დაუშურებიათ. ყველამ ერთად აღნიშნა რომ ეს ბიჭი ძალიან იყო შეცვლილი და მიზეზი არავინ იცოდა ჩემი და ელენეს გარდა.
**********
რაც უფრო მეტად ვითარდებოდა ელენეს და შოთას ურთიერთობა და რაც უფრო მეტად ხდებოდნენ ისინი ერთმანეთზე დამოკიდებულები,მით უფრო მეტად ვხვდებოდი,რომ ამ ამბის კატოსთან განხილვა დამჭირდებოდა და არამგონია ეს მისთვის ან მისი ქმრის ოჯახისთვის მისაღები ყოფილიყო.
იმ დღესაც,როცა დასასვენებლად მივემგზავრებოდით და შოთამ შემოგვიარა წასაყვანად,როგორც იქნა დრო ვიხელთე და სანამ ელენე მოემზადებოდა ამ ამბავზე დაველაპარაკე.
-შოთა შენთან ერთი რამე მაქვს გასარკვევი.
-გისმენ მარიამ.
-საქმე შენი და ელენეს ურთიერთობას ეხება.იმედია ხვდები რომ ეს უკვე პრობლემაა.
-პრობლემა?მე ვერაფერს ვხედავ საპრობლემოს ჩვენს მეგობრობაში.
-თავს ნი იტყუებ და მეც ნუ მატყუებ. თვითონაც იცი რომ ეს ურთიერთობა უკვე მეგობრობას გასცდა?
-კარგი რაა,-გაეღიმა ბიჭს.
-მოდი გულწრფელები ვიყოთ.შენთვის უცნობი არაა ის ფაქტი ელენემ რამდენი რამე გადაიტანა და რა სიტუაციაშია თავისი მდგომარეობიდან გამომდინარე, ჯერ ისევ ბავშვია და კარგად ვერ ხვდება რას ნიშნავს ოჯახის დაკარგვა,რას ნიშნავს იმ პრობლემის წინაშე დადგომა,რაც შენი ოჯახის მხრიდან შეხვდება.შენც ხომ იცი რომ ასეთ დროს არავის არ უნდა ასეთი რძალი? ის რომ მე და შენ ვიცით რატომაა ელენე ასე,საკმარისი არაა სხვებისთვის,სხვები ვერ გაიგებენ.
-მარიამ ახლა კარგად მომისმინე,ამას მხოლოდ ერთხელ ვიტყვი და ჩემს მშობლებსაც მხოლოდ ერთხელ გავუმეორებ.ელენე არ მიყვარს,ნუ ჯერჯერობით ამ ეტაპზე,მაგრამ ძალიან მომწონს,იმდენად მომწონს რომ მისი და მისი ბედნიერების გამო ყველაფერზე ვარ წამსვლელი.ყველას დავუპირისპირდები რომ ის იყოს კარგად.არ ვიცი რა მემართება და რა გამიკეთა ამ გოგომ,უფრო სწორად არაფერი გაუკეთებია,რომ მომწონებოდა,მაგრამ აი ხომ არის ნათქვამი ცხოვრების განმავლობაში მხოლოდ ერთხელ შეხვდები ადამიანს, რომელსაც რომ დაინახავ, მაშინვე იგრძნობ და მიხვდები რომ ის შენიაო,ხოდა სწორედაც რომ ასე დამემართა მისი დანახვისას.ის ნამდვილია,არ არის ყალბი და ჩემთან არ თამაშობს,ნიღაბს არ ირგებს, ერთდროულად ბავშვურობა და ქალობა მასში ისეა შერწყმული,რომ თავბრუს მახვევს და გულს მიჩქარებს მისი თითოეული ნახვა და ხმის გაგონება.ასე რომ როგორ მეუბნები რომ მისი მოტყუება მინდა ან ვერ გავუძლებ ხალხის შემოტევას?
-არც კი ვიცი რა ვთქვა,ღმერთო ჩემო შენ უკვე შეყვარებული ხარ მასზე,- წამოვიძახე გაოცებულმა.
-ეს თუ სიყვარულია,მაშინ ასეა და ნუღარ ჩაერევით ჩვენს ურთიერთობაში. უბრალოდ დამეხმარე იმაში რომ ელენე ბედნიერი იყოს.
მეტი აღარაფერი მითქვამს,ან რა უნდა მეთქვა,როცა ყველაფერი უკვე ცხადი იყო.
-კარგი,მე ხელს არ შეგიშლით,მე გამიხარდება მისი ბედნიერება, მხოლოდ ერთ რამეს გთხოვ ეს ამბავი ჯერჯერობით არავის უთხრათ და არც სოფელში ჩამოაკითხო ხოლმე, დააცადე დაფიქრდეს და მიხვდეს რას გძნობს შენს მიმართ,ნუ ტელეფონით კონტაქტი შეგიძლიათ. დამთანხმდა.
ელენეს მომზადებას დაველოდეთ და მშვიდად გავემგზავრეთ საგურამოში ამჯერად ზურას და ირმას ოაგარაკზე. გოგოები უკვე ჩასულები იყვნენ, როგორც კი მანქანა გაჩერდა,მაშინვე მოგვესმა,აგურით ნაშენები მაღალი ღობის შიგნიდან ბავშვების ხმაური და ირმას კივილი,როგორც ჩანს ძალიან აბრაზებდნენ და ისევ ძიძად იყო გამწესებული.იმის გამო რომ მას სადილების მომზადება ნაკლებად გამოსდიოდა,ბავშვებთან ის რჩებოდა, ჩვენ კი სამზარეულოში ვნაწილდებოდით.ამაზე დღემდე დასცინოდა თავის ქმარი.
არ ვიცი ამას რამდენად ერქვა დასვენება,მაგრამ ამდენი ბავშვის ხელში ნადვილი საგიჟეთი იყო და მგონი უფრო გადაღლილები დავბრუნდით უკან,დასვენების ნაცვლად.ერთადერთი ელენე იყო მშვიდად და მასთან ბავშვებიც კი ჩუმად იყვნენ.გიომ უთხრა რომ ელენე მამიდას პატარა დაიკო უნდა მოეყვანა მისთვის და მათი ბავშვური ლოგიკით არ ვიცით ეს როგორ აღიქვეს,მაგრამ აშკარად სხვანაირად ექცეოდნენ მას.
თუმცა ელენე ხშირად იყო მოწყენილი და ამის მიზეზი კარგად ვიცი რაც იყო. განიცდიდა შოთა რომ აღარ ნახულობდა ხშირად. ორ კვირაში დავბრუნდით,დავბრუნდით იმიტომ რომ გამოცდების პასუხები უნდა ყოფილიყო და თან მეც შვებულება მიმთავრდებოდა,გოგოები კიდევ დარჩნენ და ირმამ გიოც დაიტოვა ცოდოა ბავშვი ამ სიცხეში ქალაქშიო.
დავრჩით მარტო მე და ელენე. დაბრუნების პირველივე დღეს, საღამოს შოთა სახლში მოგვადგა.რამდენიმე დღის შემდეგ ელენემ პირველად გაიღიმა ასე ბედნიერმა.მარტო დავტოვე და ჩემს ოთახში განვმარტოვდი.ირმასთან დავრეკე და ბავშვის ამბები ვიკითხე. დავაძინე უკვე სამივეო მითხრა და მშვიდად განვაგრძეთ სხვადასხვა თემებზე საუბარი.მალე ელენემ შემომიღო კარი.
-შეიძლება რომ შოთასთან ერთად გავიდე ცოტა ხანს?-მკითხა მორიდებით.
-რატომ მეკითხები საყვარელო?შენ როგორც გინდა ისე მოიქეცი.
-კარგი,მაშინ მალე დავბრუნდები.შენ დაიძინე თუ გინდა.
-კარგი,ღამე მშვიდობისა,კარგად გაერთეთ.
ისეთი გაბრწყინებული წავიდა, დარწმუნებული ვარ მთელი საღამო ასე იქნებოდა.
*******
ქალაქის ცენტრში გააჩერა მანქანა შოთამ.გადავიდნენ და სანაპიროსკენ ფეხით ჩაუყვნენ.იქ მდებარეობდა რესტორანი სადაც ბიჭმა დაპატიჯა. მტკვარს გადაჰყურებდა ვერანდა. გზად საუბრობდნენ და სასაცილო ამბებს ყვებოდნენ.უფრო სწორად ბიჭი ყვებოდა და გოგო უსმენდა თან ხმამაღლა კისკისებდა,რაც უფრო მეტად იცინოდა მით უფრო გიჟდებოდა შოთა და მით უფრო ეკიდებოდა სიყვარულის ცეცხლი.უცებ გოგომ შეაჩერა,პირისპირ მიუტრიალდა და უთხრა.
-იცი შოთა ეს დღეები,რაც წასული ვიყავი,ერთ რამეს მივხვდი-როცა შენთან არ ვარ და შენს გვერდით არ ვარ რაღაც მაკლია,თავს არასრულფასოვნად ვგრძნობ.შენ დამანახე რამდენი რამის გაკეთება შემიძლია და როგორ შეიძლება ვიყო ბედნიერი ელემენტარულით რამით.
-მიხარია თუ ასეა.-გაუღიმა ბიჭმა.
-არ ვიცი რა მჭირს ან რა მემართება, მაგრამ ეს რაღაც ძალიან კარგი რომ არის ამას ვხვდები.
-რას გრძნობ ელენე?-ფრთხილად შეაპარა ბიჭმა და პასუხის მოლოდინში გაინაბა.
-შენზე დამოკიდებული გავხდი,სულ შენთან მინდა.-უპასუხა გოგომ და გაუღიმა,მაგრამ უცებ შეეცვალა სახე.
-რა დაგემართა ელე?-ისე შეუმოკლა სახელი რომ თვითონაც ვერ მიხვდა ბიჭი და მხრებში სტაცა ხელი.
-მოძრაობს,ნახე აი აქ ალბათ ფეხია ან ხელი.არ ვიცი ვერ ვხვდები ამას ჯერ, მაგრამ საოცარია,-ხელები მიიდო მუცელზე და ნელა მოეფერა. -ნახე,შენც.აი აქ არის ახლა.
შოთამ მორიდებით შეახო ხელი მის მუცელს და ნათლად იგრძნო ბიძგი შიგნიდან.
-მომარტყა,ნამდვილად ვიგრძენი,- წამოიძახა მანაც.ასეთ სიხარულში ვერ შეამჩნიეს როგორ წამოადგათ თავზე ვიღაც და ჩაახველა.ორივემ ერთდროულად აიხედა და ელენეს თვალები შუბლზე აუვიდა,როცა მასში ძმები ამოიცნო.
-გიორგი,ნიკა,-დაიჩურჩულა შეშინებულმა.
-გიხდება ოჯახობანა.-მშვიდად თქვა გიორგიმ
შოთამ ხელები სწრაფად გაუშვა გოგოს, ძირს დაუშვა და მერე გვერდით ამოუდგა.
-არ გინდა გთხოვ.
-რა არ გვინდა?რაა?ამ არაკაცის გამო ჩაიგდე თავი ასეთ დღეში?-
-გაჩერდი ნიკა,ნუ ყვირიხარ,-შეაჩერა გიორგიმ.
-როგორ?კიდევ მე მაჩუმებ?გამატარე ახლავე უნდა მივუნგრიო სიფათი ამ ნაგავს,ჩემს დასთან მიახლოება როგორ გაბედე?როგორ დაადე ხელი? როგორ დატოვე ასეთ მდგომარეობაში?- იღრიალა ნიკამ და საცრად გაიწია,მაგრამ ისევ უფროსმა ძმამ შეაჩერა და შუაში ჩაუდგა.
-გაჩერდი მეთქი,-უყვირა მანაც.
-ყველაფერი ისე არააა,როგორც შენ ფიქრობ,ეს ის...ელენეს შოთამ წინადადების დასრულება არ დააცადა.ხელი მოუჭირა ხელზე და უჩურჩულა გაჩუმდიო.
-რატომ ყვირიხარ?არ შეგიძლია მშვიდად ილაპარაკო?ის არ გეყო რაც საკუთარ დას დაუშავე?ახლა უარესად არცხვენ მას.
-ჩემთვის მორალის წაკითხვას არ გერჩივნა მასზე მაშინ გეფიქრა როცა ორსული მიატოვე?
-მე ის არასოდეს მიმიტოვებია,ეს თქვენ მიატოვეთ და ბედის ანაბარა დატოვეთ,არავინ იცის რა დაემართებოდა მას ის კარგი ადამიანი რომ არ შეხვედროდა, რომელმაც ყველაფრისგან იხსნა და სახლში შეიფარა,-სიმშვიდეს ინარჩუნებდა შოთა.
-ერთი წუთით,ანუ შენ ამბობ რომ მასზე უარი არ გითქვამს?-ჰკითხა გიორგიმ.
-არა.
-წავიდეთ რაა შოთა,არაფრის ახსნას არ ვაპირებ,ამათთან მე არაფერი აღარ მაქვს გასარკვევი,მე ძმები მას შემდეგ აღარ მყავს,რაც საავადმყოფოდან წავიდნენ და მარტო დამტოვეს,მე აღარ მაქვს ოჯახი,მე ობოლი ვარ და თუ ოდესმე დას მოიკითხავთ,თქვენ არ გყავთ ის, ჩათვალეთ დღეს მე თქვენთვის სამუდამოდ მოვკვდი.
-ასე ვერ წახვალ,იქნებ დავილაპარაკოთ,სადმე დავსხდეთ, -მოესმა ზურგს უკან გიორგის ხმა ელენეს და ეგონა მოეჩვენა,ის იყო უნდა მობრუნებულიყო,რომ იქვე ნიკას სიტყვებმა მოუკლა გული.
-ამ კახ...ს რაზე უნდა ელეპარაკო ძმაო?როგორ უნდა დაჯდე მასთან ერთად სუფრასთან?როგორ უნდა გამონახო საერთო ენა? გიორგიმ გაბრაზებულმა შეხედა ძმას და მერე შოთას მიუბრუნდამ
-მართალია ახლა ცოტა დაბნეული ვარ შენი პასუხიდან გამომდინარე,მაგრამ თუ ბავშვის მამა შენ ხარ,იქნებ მოვაგვაროთ ეს ამბავი?-მიუბრუნდა შოთას.
ელენეს გული კიდევ ერთხელ მოუკვდა,კიდევ ერთხელ განადგურდა ძმისგან,ამჯერად უმცროსმა ძმამ გაასწორა მიწასთან.თვალები ცრემლით აევსო და ლოყაზე ნაკადულივით დაიწყო დინება.თუმცა მობრუნებას არ აპირებდა.რომ არა ზურგს უკან საშინელი ხმაური.რომ მობრუნდა შოთას ნიკა საყელოთი ჰყავდა დათრეული და ისე იყო გამხეცებული,ძნელად თუ გამოგლეჯავდა ხელიდან…
რა მოათმენინებდა ბიჭს,როცა ელენე-გოგო,რომელიც გულში შემოუშვა,ასე დაამცირეს,არავის აპატიებდა ამას,არც ოჯახის წევრს.გიორგიც კი ვერ მოვიდა გონს,ისე გაჩნდა წამში ნიკასთან,ხელი მაგრად წაავლო და თავისკენ დაქაჩა.
-არასოდეს,გესმის?არასოდეს გაბედო მისი დამცირება და შეურაწყოფა, ერთხელ კიდევ რომ გავიგო ელენეზე რამე წამოგცდა,არ დაგინდობ,ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს ძმა ხარ მისი თუ უცხო.-ჩასისხლიანებული თვალებით ჩააცქერდა თვალებში.გიორგიმ გაშველება სცადა,მაგრამ ვერ გააშვებინა ხელი,მითუმეტეს როცა ნიკაც ჩაერთო და გაიბრძოლა.მაგრამ მასზე ძლიერი იყო ასლანიშვილი და თან ისე ჰქონდა გადაკეტილი რომ ვეღარ აზროვნებდა.
-შენი დედაც ნაბიჭ...ო.ახლა გამოდიხარ მაგარი ბიჭი?ახლა გინდა შენი მოსაქმებული მოწმინდო,როცა ხალხმა ყველაფერი გაიგო?
-ხალხის დედაც,ხალხის აზრი არასოდეს მაინტერესებდა.მე საკუთარი გულის მჯეროდა ყოველთვის. მე შენი დისთვის ხელიც არ დამიდია, ის ჩემთვის ამქვეყნად ყველაზე წმინდა ადამიანია,და არასოდეს გაბედო მისი ცუდად მოხსენიება.
-ესეგი კიდევ სხვაა?ბავშვის მამა შენ არ ხარ?სასაცილოა.თუ ასეა რატომ იცავ ასე?-ირონიით ჰკითხა ნიკამ,-მას შენთანაც აქვს რამე ურთიერთობა?
-შენ რანაირი ძმა ხარ,თვითონ არ იცავ შენს დას და სხვას როგორ გააჩუმებ და გაუსწორებ თვალს?თუკი ჩემთვის მისთვის სრულიად უცნობ ადამიანს არ ჰქონდა მნიშვნელობა რა ჰქონდა ჩადენილი,შენთვის რატომ აქვს მნიშვნელობა,შენთვის რატომ აქვს?რატომ ცდილობ საკუთარი სისხლი და ხორცი დაამცირო და მიწასთან გაასწორო?-თავის კონტროლი უჭირდა შოთას.
ამაოდ ცდილობდა გიორგი გაეშველებინა ისინი.
-შენ რატომ ცდილობ ფეხის ჩაყოფას იმ ფეხსაცმელში რომელიც არ გეტევა?
-არ მაინტერესებს მისი წარსული,რა ვერ გაიგე ადამიანო?მის გამო შემიძლია ნებისმიერს გადავუარო და მიწასთან გავაწორო.
-წადი შენი ..-შეაგინა ნიკამ,როცა ვერაფერი მოიფიქრა პასუხად.
-ოხ მართლა შენი..როგორ შეგაგინო დედა,როცა ამით დედამისსაც შეურაწყოფას მივაყენებ?-მოქნეული ხელი დაუჭირა ნიკას და პასუხად მარცხენა ძლიერად ამოჰკრა ყბაში,რასაც ნიკას ყვირილი მოჰყვა და ელენეს შეკივლება.
-შოთა არ გინდა რაა,-აყვირდა გოგო და უცებ მუცელზე წაივლო ხელი, -მტკივა შოთა,მუცელი მტკივა.
ბიჭისთვის ეს საკმარისი აღმოჩნდა, ხელი გაუშვა ნიკას და მასთან მიიჭრა.
-როგორ ხარ?რა დაგემართა?
-არ ვიცი,უბრალოდ მტკივა.-ბიჭი მხარქვპპეშ ამოუდგა და წელზე მოხვია ხელი.
-ახლავე ექიმთან წავიდეთ.
ელენემ შეშინებულმა და ცრემლიანი თვალებით შეხედა ძმებს და გამწარებულმა უთხრა.
-გწყევლით,ორივეს გწყევლით,იმედია ოდესმე თქვენც გამოსცდით იმას,რაც მე გადამატანინეთ.
ნიკამ რაღაც ჩაიბურდღუნა გამწარებულმა,მაგრამ მათ ვერ გაიგეს,მხოლოდ გიორგიმ გაარჩია მისი სიტყვები და ისე შეხედა ძმას,რომ მიხვდა უნდა გაჩუმებულიყო.
-კმაყოფილი ხარ?
-მე რას მიყურებ?
-ახლა იცი როგორ ხარ საცემი? ადამიანურად დალაპარაკება მინდოდა და შენ ყველაფერი გააფუჭე.
-მე რატომ მსაყვედურობ,როცა შენც იგივე ჰქენი თავის დროზე?
-მე რომ ვჭამე დედიჩემისა,შენც იგივე არ უნდა გაგეკეთებინა.-შეუბღვირა გიორგიმ.
-შენ ორჯერ ჭამე და გეყოს მორალის კითხვა,ხომ არგავიწყდება მარიამიც უცოდველი იყო,მაგრამ საკუთარმა ეგოისტობამ დაგღუპა და ფულის სანაცვლოდ ნათია მოიყვანე ცოლად?
-გაჩუნდი გესმის?გაჩუმდი.ნუ მახსენებ სულ ამას,შენ ხომ მაინც იცი ნამდვილი მიზეზი?შენ ხომ მაინც იცი რა ძვირი დამიჯდა ეს?განა შენ არ იდექი ჩემს გვერდით როცა ოპერაციას მიკეთებდნენ?როცა იმდენი თვე ქიმიოთერაპიის საშინელ კურსებს ვუძლებდი?რამდენჯერ მიცდია ?
-და რამდენჯერ უხსნიხარ სიკვდილისგან ელენეს,ისე რომ დღემდე არ იცოდა რა სჭირდა მის ძმას?ახლა რატომ მამტყუნებ მე?ეს მაშინ რატომ არ გაგახსენდა როცა საავადმყოფოში მივატოვეთ?
-ეს ის ცოდვაა,რომელიც ჩვენს საგვარეულოს არასოდეს არ მოგვასვენებს,-ყრუდ უპასუხა გიორგიმ და ძმას ზურგი შეაქცია.
********
ტელეფონის ზარმა გამაღვიძა,არც კი ვიცი როგორ ჩამეძინა,მაგრამ გვიანი კი იყო.შოთას ნომერი რომ ამოვიცანი კი გამიკვირდა და სწრაფად ვუპასუხე.
რამდენიმე წუთში სახლიდან გავვარდი,ისე რომ პირველივე რაც ხელში მომხვდა ის ტანსაცმელი ამოვიცვი.გულგახეთქილი მივვვარდი საავადმყოფოში და პირდაპირ იქ მივაჭერი,სადაც ექოსკოპიის კაბინეტი იყო.იქ არავინ დამხვდა,გადავირიე. ექთანი შემეჩეხა.
-ელენე სად არის?წეღან რომ ახალგაზრდ გოგო მოიყვანეს?
-ნანა ექიმმა გასინჯა მარიამ და პალატაში გადაიყვანეს,მგონი ორასმეორე პალატაა.
-კარგი,მადლობა.-იქით გავიქეცი,დაუკითხავად შევაღე კარი და უცნაურ სურათს წავაწყდი.შოთას ელენეს ხელი ეჭირა და მეორე ხელით სახეზე ეფერებოდა.
-აღარ იდარდო ლამაზო კარგი?ხომ გაიგე ექიმა რა გითხრა?
-გავიგე და გპირდები ასე აღარ ვინერვიულებ.
-გამარჯობათ,-ჩავახველე და მათკენ დავიძარი ღიმილით.
-მარიამ შენც გაიგე?-ოდნავ წამოსწია თავი გოგომ და გაღიმება სცადა.
-რა მოხდა?-ვიკითხე მოურიდებლად
-ვსეირნობდით და ჩემს ძმებს გადავაწყდით შემთხვევით.
-გასააგებია,მეტი აღარაფერი თქვა. აღარ მაინტერესებს.-ვუთხარი,-წავალ ექიმს დაველაპარაკები და მალე დავბრუნდები,მანამდე თქვენ ისაუბრეთ.
მარტო დავტოვე,და დერეფანს ნანას კაბინეტისკენ გავუყევი.უეცრად ჩემი სახელი მომესმა და ჩემს წინ გიორგი აისვეტა.
-აქ ხარ გინდა?ამ დროს?
-ელენეს ამბის გასაგებად მოვედი.
-და რა იცი რომ აქ არის?
-ინტუიციით ვგრძობ.
-ცუდი ინტუიცია გაქვს,-გვერდის ავლა ვცადე,მაგრამ არ გამომივიდა.მკლავში ჩამავლო ხელი და თავისკენ მიმაბრუნა.
--გთხოვ მარიამ…
-კარგი,აქ არის,ოღონდ ჯერ არ ვიცი როგორაა,ახლა ექიმთან მივდივარ, უნდა დაველაპარაკო.
-აქ დაგელოდები,-სკამზე ჩამოჯდა და თვალი გამომაყა,სანამ ნანას კაბინეტში შევედი,რამდენჯერმე გამოვხედე მეც და მის თვალებს ვაწყდებოდი ყოველ გამოხედვაზე.
ნანა კაბინეტში იჯდა და კომპიტერში რაღაცას ამოწმებდა.რომ დამინახა, წამოდგა და თბილად მომიკითხა დაჯექიო სკამზე მიმითითა და დინჯად დაიწყო.
-მოკლედ ჩემო კარგი,ელენეს მდომარეობა გაინტერესებს ვიცი.მას უკვე ველაპარაკე,ახლა შენც გეტყვი.ყველაფერი წესრიგშია,საშიში არაფერია,უბრალოდ ბევრს ნერვიულობს და ეს მოქმედებს იმაზე,რომ მუცლის არეში მოულოდნელ ტკივილებს გრძნობს. სტრესი კი ხომ იცი რამდენად საშიშია მიმავლისთვის?
-კი,ვიცი,ამიტომ დღეიდან მართლა ყველანაირ ნერვიულობას მოვარიდებ.
-კარგს იზავ ძალიან.აბა შენ იცი.მე მჯერა შენი და ასეტ რაღაცას,რასაც შენ აკეთებ დარწმუნებუკი ვარ იშვაათი ადამიანები აკეთებენ.
ნანას დავემშვიდობე და გამოვედი. გიორგი ისევ იქ დამხვდა.თავი ჩაენდრა და იატაკს დასცქეროდა.რომ დამინახა იმედიანი სახით შემომხედა და მერე ისევ იატაკს დააცქერდა. გვერდით მივუჯექი.
-რაო ექიმმა?
-კარგად იქნება..
ამოისუნთქა და ზურგით სკამს მიეყრდნო.
-მასზე ნერვიულობ?
-არა..არ ვიცი..დაბნეულმა მიპასუხა.
-აბა რას გრძნობ?ამ შუაღამისას რატომ მოხვედი მისი ამბის გასაგებად?
-მართლა არ ვიცი მარიამ.აი გეფიცები ძალიან ვიყავი მასზე გაბრაზებული, გაცოფებუკი უფრო,მაგრამ ასეთ მდგომარეობაში რომ დავინახე შემეცოდა და გული მომიკვდა.
-იცი რომ ელენეს შესაცოდი არაფერი სჭირს?
-მაგასაც მივხვდი..
-სამაგიეროდ მე იმას მივხვდი რომ შენსს ჯერ კიდევ ცოცხლობს ის გიორგი მე რომ….. სიტყვა შუაზე გამიწყდა…
-რა შენ?შენ რომ გიყვარდა თუ ისევ გიყვარს?-შემომხედა უცნაური სახით. უფრო სწორად იმედი დავინახე მის სახეზე.
-მე რომ ვიცნობდი,-ვუპასუხე უხეშად.
-სულ რატომ მეკამათები და რატომ მეუხეშები?
-უკაცრავად თუ ჩემში არ ჯდება ეს ევროპულობა რომ დაშორების შემდეგ მეგობრებად დავრჩეთ.ამას შენი მეუღლისგან უნდა ელოდებოდე.
-იცი ყველაზე კარგი დრო რომელი იყო ჩემს ცხოვრებაში?შენთან გატარებული დრო.შენთან სულ სხვა სამყარო მქონდა,სხვანაირად ბედნიერი ვიყავი და სხვანაირი გრძნობები იყო,ისეთი რომელიც ვერავისთან ვნახე,რაც ჩვენ დავშორდით,მას შემდეგ თითქოს დროც გაიყინა,მე ისევ იქ ვარ,აქ კი სულ სხვა ადამიანი ზის შენს წინაშე.
-გულწრფელობის ხასიათზე ხარ? წარმოდგენა მაიმც გაქვს რამდენი წელი ველოდი ამ დღეს?როცა შენგან ამას მოვისმენდი?ან რამდეჯერ მიოცნებია ამ სიტყვების მოსმენაზე?
-ბევრჯერ?
-მეკითხები?
-კი.მიდი მითხარი რასაც გრძნობ, კიდევ ერთხელ მაგრძნობინე რა არაკაცი და ნაგავი ვარ.
-ამას რატომ ამბობ?მე ხომ არაფერი მითქვამს ჯერ?
-იმიტომ რომ ასეა.შენ გგონია მე არ ვიცი?შენ გგონია მე ვერ ვხვდები რამდენად გაგამწარე?ან რა დაგიშავე?
-თუ ხვდები ეგეც კარგია.მაგრამ ერთ რამეს გთხოვ მხოლოდ ელენეს მაინც ნუ მოექცევი ასე..
-ჩემი მარიამი ხარ,-მხარზე მომხვია მოულოდნელად ხელი,მკერდზე მიმიკრა და ცხვირი ჩემს თმაში ჩარგო. წუთიერად დავბრუნდი წარსულში,იმ დროშო როცა ჩვენ ერთი გვერქვა, ახლა ნათლად ვიგრძენი როგორ ძლიერად მიყვარდა ისევ,რომ წარმოდგენა იმის შესახებ თითქოს დრო მკურნალია,სრული სიცრუეა ან უბრალოდ თავის გასამხნევებლად ვიგონებთ ამ სიტყვებს.
-ქმარი არც შენ გიყვარს ხო?-მკითხა უცებ,გონს მოვეგე,ხელი გავაშვებინე და გავსწორდი.
-რას ნიშნავს არ მიყვარს?-გავიკვირვე.
-შენ ასე მითხარი ერთხელ გახსოვს ჩვენ თუ დავშორდით შენს მერე მაინც ვეღარავის შევიყვარებ და თუ გავთხოვდები ეს სიყვარულით ქორწინება არ იქნებაო.
-როგორც ჩანს რაღაცეები იცება და ხშირად ჩვენს ცხოვრებაში ისეთი რაღაცეები ხდება რაზეც ვამბობდით არასდროს…
-მაგაშიც მართალი ხარ.
-რამდენი ხანია აქ ვზივართ, ვსაუბრობთ და მაინც არ გითქვამს რატომ დავშორდით.
-არ შემიძლია გითხრა.მიზეზს რომ გაიგებ შეგეცოდები.
-ახლაც მეცოდები.ბედნიერი არ ხარ და ამიტომ მეცოდები,ვხვდები იტანჯები.
-ოდესმე ძალას მოვიკრებ და გეტყვი,აუცილებლად გეტყვი…. თუ ცოცხალი ვიყავი.-წამოდგა და დამტოვა ასე გაოგნებული.
*********
ელენე მეორე დღესვე გამოწერეს სახლში,თუმცა მე მასთან ერთად არ ვყოფილვარ სამსახურის გამო.ამიტომ შოთას მოუწია მისი წამოყვანა,ბიჭს ვენდობოდი და ზუსტად ვიცოდი რომ მასზე ერთგული ადამიანი ელენეს გვერდით არ ეყოლებოდა.მაინც დავურეკე თაკოს,რადგან იმ დროისთვის მხოლოდ ის იმყოფებოდა თბილისში და ვთხოვე საღამოს ჩემთან დარჩენილიყო.მერე ელენე გავაფრთხილე საღამოს თაკო მოვა და ის დარჩება ,ამიტომ შოთა სახლში წავიდეს-თქო,კი იწუწუნა ცოტა,მაგრამ იცოდა რომ ასე აჯობებდა და მალე დათმო.
იმ ღამე სამსახურშიც და სახლშიც სიმშვიდე იყო,სამაგიეროდ მეორე დღიდანვე შევატყვე ელენეს აფორიაქება.ვკითხე რა ხდება თქო მაგრამ არაფერიო მიპასუხა. მომდევნო რამდენიმე დღის შემდეგ შოთამაც რომ იგივე შეატყო,ჩემთან ერთად ჰკითხა რა ხდებოდა მის თავს. ამჯერად ვეღარ მოითმინა და ატირდა.
გაკვირვებულებმა გადავხედეთ ერთმანეთს.
-ელე,ვიცი რომ ახლა თავის კონტროლი გიჭირს და ორსულობის დროს ქალები მგრძნობიარეები ხდებიან,ხანდახან ზედმეტადაც კი. რა ხდება რამეს გვიმალავ?-ვკითხე.
-ერთი რამე არ მასვენებს. -ამოისლუკუნა.-ცუდად მოვიქეცი.
-რას გულისხმობ?
-გახსოვს შოთა იმ დღეს,როცა ჩემს ძმებს შევხვდით რა ვუთხარი?
-არ მახსოვს,მაშინ ძალიან შემაშინე.
-მარიამ მე ისინი დავწყევლე, საშინელი რამ გავაკეთე,რაც არ უნდა დაეშავებინათ,მე ასე არ დავცემულიყავი. მეშინია რომ უფალი შესაფერისად დამსჯის.-მოუმატა ტირილს.გვერდით მივუჯექი და ჩავეხუტე.
-დამშვიდდი საყვარელო,აი ნახავ ამ პრობლემას მოვაგვარებთ.ეკლესიაში წახვალ და ამ ცოდვას მოინანიებ, აღსარებას ჩააბარებ მამაოს.ასეც აღარ ინერვიულებ,მოგეშვება გულზე.
-მართლა?-შემომხედა იმედიანი თვალით.
-მართლა,მართლა,-დავუქნიე თავი და გავუღიმე.
-თუ გინდა ახლავე წავიდეთ,მიდი მოემზადე.-უთხრა შოთამ.
გახარებული ელენეს სახის დანახვა ერთ სიცოცხლედ მიღირდა.
მეც გავყევი.არ ვიცოდით სად უნდა მივსულიყავით,უნდა ვაღიარო რომ ამ საკითხში საკმაოდ გაუთვიცნობიერებელი ვიყავი, ამიტომ პირველივე რაც გამახსენდა ის ეკლესია ვუკარნახე შოთას.
შუადღე გადასული იყო,მაგრამ ამის მიუხედავად სიონში საკმაოდ ბევრი ხალხი იყო.წირვა მიმდინარეობდა. სანთლები ვიყიდეთ და მომლოცველებს შევუერთდით.მალე დასრულდა ყველაფერი,დაველოდეთ როდის განთავისუფლდა მამაო და მორიდებით მივადექით.
-რამ შეგაწუხათ შვილებო?
-დაგვლოცე მამაო,-უთხრა შოთამ და თავი დახარა.ჩვენც იგივე გავაკეთეთ. მამაომ ღიმილით გადმოგვხედა და დაგვლოცა.
-აბა გისმენთ.-გვითხრა მერე.
-მამაო,მე ცოდვა ჩავიდინე, მოსანანიებლად მოვედი,-უცებ თქვა ელენემ და გაწითლდა.
-ასეთ ანგელოზს და ასეთ მდგომარეობაში რა ცოდვა უნდა გქონდეს შვილო?-ჰკითხა ღიმილით.
ელენე დაიბნა და ვერაფერი უპასუხა, როგორც ჩანს მანაც შეამჩნია ეს.
-კარგი,მაშინ შენს მეუღლეს და მეგობარს აქ დავტოვებთ,შენ კი წამოდი ჩემთან,-ხელი გამოსდო და ნელი ნაბიჯებით წაიყვანა მოშორებით კუთხისკენ.ელენემ იმის თქმაც ვერ მოასწრო რომ შოთა მისი მეუღლე არ იყო.შორიდან ვხედავდით როგორ საუბრობდნენ,როგორ ნერვიულობდა, მაგრამ როგორ შეიცვალა ცოტა ხანში და სულ სხვანაირი სახით ელაპარაკებოდა მამაოს.ჩვენთან უკვე სხვანაირი ელენე დაბრუნდა.
-ყველაფერი მომიყვა,ვიცი ვინ ხართ თქვენ მისთვის,მადლობა იმისთვის რომ ამ არეულ და ცოდვიან ქვეყანაში ჯერ კიდევ არიან თქვენნაირი ადამიანები.ცოდვის ჩადენა მარტივია, მაგრამ უფრო მეტი ის ცოდვაა,როცა ამაყი და ამპატრავანი ხარ,ამან ერთ დროს ანგელოზი დაღუპა და ეშმაკად აქცია.ხოლო იმის გაანალიზება რომ ვცოდავთ,უკვე ბევრს ნიშნავს. მთავარია გულწრფელად ნანობდე, ყველაფერს გაპატიებს უფალი.ამ ანგელოზივით გოგოს კი აბა როგორ არ მიუტევებს?ჯერ მარტო იმიტომ რომ ასეთი პატარა ასაკის მიუხედავად, ასეთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღო -დედა ხდება ყველას წინააღმდეგობის და განსაცდელის მიხედავად.ერთი რამ გწამდეთ შვილებო,უფალი მოწყალეა, ის არასოდეს მოგივლენთ ისეთ განსაცდელს რასაც ვერ გადალახავთ, გახსოვდეთ კიდევ ერთი რამე მრისხანების დროს იყავით გულმოლწყალენი და პასუხი არასოდეს დაუბრუნოთ მოწინააღმდეგეს,რადგან ის უარეს ცოდვაში ჩაგადებთ,ამის მაგალითი უკვე გაქვთ,ელენე შვილო,გახსოვდეს შენ ყველაზე მამაცი გოგო ხარ, არასოდეს მიეცე სასოწარკვეთას, ესეც ცოდვაა,ყოველთვის გაიღიმე და გჯეროდეს ყველაფერი კარგად იქნება, -მამაომ თავისი სათქმელი დაასრულა და გადმოგვხედა.ელენე იღიმოდა.მე კი გული სიხარულით მქონდა სავსე.
-მამა ილარიონ,მარიამიც ჩემს მდგომარეობაშია,ისიც მარტოხელა დედაა,მანაც იგივე გადაიტანა რაც მე,-უთხრა ელენემ.გაღიმებულმა გადმომხედა,რაღაცნაირად დავიძაბე.
-ელენე შვილო,მარტოხელა დედები არ არსებობენ,მათ უფალი მფარველობს და განსაკუთრებით იცავს,ეს სიმამაცეა,ეს გმირობაა გაუწიო შვილს დედობაც,მამობაც, ასწავლო ცხოვრება და დააყენოო სწორ გზაზე,სწორი გზა კი უფლის გზაზე სიარულია.
-მადლობა მამაო,-ვუპასუხე და ხელზე ვემთხვიე.
-ახლა წადით სახლში,საღამოს ილოცეთ,დაფიქრდით თქვენს ცხოვრებაზე,შეცდომებზე,სიკეთეზე და როცა მოახერხებთ ისევ გელოდებით ჩემთან.მე სულ აქ ვარ.ხო ამ ქალბატონს,როცა დაიბადა ვიმედოვნებ მე მომანათვლინებთ და კიდევ ჯვარსაც მე დაგწერთ,-გადახედა ღიმილით მათ და პირჯვარი გადასახა. ორივე დაიბნა.
-თქვენ მე რას გამომაპარებთ? თქვენხელაც ვიყავი და თქვენი ასაკის შვილებიც მყავს,მათაც ჰგონიათ რომ ვერ ვხვდები როგორ უციმციმებთ თვალები როცა შეყვარებულები არიან.-გაეცინა,მერე დაგვემშვიდობა და ასე მხიარულ ნოტაზე დაგვტოვა ჩვენც.
********
აგვისტოს ბოლოს და სექტემბრის დასაწყისს ახალი და სასიამოვნო ამბით შევეგებეთ ელენემ გამოცდები წარმატებით ჩააბარა და ქორეოგრაფიულ ფაკულტეტზე ჩაირიცხა.კიდევ ერთხელ მოგვეცა სიხარულის მიზეზი და შეკრებამაც არ დააყოვნა.ელენემ რომ ძმისგან აღებული ფული გამოიტანა და რესტორანის შერჩევას შეუდგა, გოგოებმა თავი გაიკლეს,იქ ქმრები აჰყვნენ აბა ჩვენ რა კაცები ვიქნებით ერთ პატარა გოგოს უნივერსიტეტში ჩაბარება რომ ვერ ავუღნიშნოთო და თვითონ ითავეს ყველაფერი.საღამო შესანიშნავი გამოვიდა. განსაკუთრებით გაერთო ელენე და შოთა.იმდენი აცეკვა ბიჭმა, ბოლოს მუცლის არეში ცოტა ტკივილს რომ არ შეეწუხებინა,ალბათ კიდევ გაგრძელებდა ცეკვას. ამ საღამოს პირველად შემაჩნია ყველამ რომ მათ შორის რაღაც ნაპერწკალი იყო, თუმცა ხმამაღლა არავის არაფერი უთქვამს. განსაკუთრებით კატო უბღვერდა გოგოს.სამაგიეროდ ლაშა ამშვიდებდა ცოლს და ცდილობდა მისი ყურადღება სხვა რამეზე გადაეტანა.ვიცოდი რომ ამ თემაზე მომავალში ლაპარაკი აუცილებლად მოგვიწევდა და ვგრძნობდი რომ საკმაოდ არასასიამოვნოდ დასრულდებოდა. საბოლოოდ საღამო ისეთი გამოვიდა როგორსაც ველოდით,ალბათ უკეთესიც კი.თუმცა არც თუ ისე გვიან დავიშალეთ,ნუ ბავშვების გამო.უკვე ვეღარ სძლებდნენ,ეძინებოდათ. სახლში ტაქსით წამოვედით,ელენემ უჩემოდ მოაგვარა ის საკითხი რასაც შოთას აჩემება ერქვა,რომ მას წავეყვანეთ სახლში.ნასვამი ხარ და თანაც არ მინდა რამე იეჭვონ ჩვენზეო. ბიჭს არ უნდოდა,მაგრამ სხვა გზა არ დაუტოვა გოგომ.ჭკვიანი იყო ქართველიშვილი თავისი ასაკის მიუხედავად,სახლში დაღლილები დავბრუნდით და მაშინვე საწოლებს მივაშურეთ.
რამდენიმე დღეში ელენემ პირველად შეაღო უნივერსიტეტის კარი.მე,შოთა და გიო მის გვერდით ვიყავით და ვცდილობდით ანერვიულებული გოგო დაგვემშვიდებინა.პირველი დღე მოკლე იყო,ისევე როგორც ხშირ შემთხვევაში ხდება ხოლმე.სანამ ის ლექციაზე იყო,მანამდე ჩვენ ის საკითხი მოვაგვარეთ,რასაც სწავლის საფასურის გადახდა ერქვა,სკოლიდან გამოტანებული საბუთის მიხედვით ელენე პირველ წელს უფასოდ ისწავლიდა,თუმცა არც მომდევნო წელს ექნებოდა ბევრი გადასახადი მან დაფინანსების ორმოცდაათი პროცენტი მოიპოვა.ამაზე არ ვდარდობდი მომავალ წლამდე დიდი დრო იყო და უამრავი რამ შეიძლებოდა მომხდარიყო.
მართლაც და ერთ წელში კი არა ერთ წუთში შეიძლება შეიცვალოს შენი ცხოვრება.ისევე როგორც ჩემს შემთხვევაში მოხდა.შეიძლება მნიშვნელოვანი ადამიანები პირველი თოვლივით გაგიქრნენ ან ისევე მოულოდნელად გამოჩნდნენ როგორც გაზაფხულის წვიმა.აი დილით რომ მზეა და რამდენიმე საათში რომ მოიღრუბლება და თავსხმა წვიმა წამოვა,მის მსგავსად.თუ ამ დროს ქუჩაში დარჩი,ეცდები რომ თავშესაფარი მოძებნო,მაგრამ ვაი რომ სასწაულად ძნელი აღმოჩნდება. გიწევს წვიმაში დგომა და პრობლემებთან გამკლავება.
ელენე არასოდეს ყოფილა ჩემი პრობლემა,ჩემი პრობლემა მისი ოჯახი და მათი დამოკიდებულება იყო მსგავსი საკითხის მიმართ.თორემ გოგო რომ უკვე ჩემი ოჯახის წევრად ითვლებოდა ამას თქმა არ უნდოდა. ერთი ბედის პატრონები ერთმანეთში ვპოულობდით შვებას.
ლექციებიდან რომ გამოვიდა ისევ იქ ველოდებოდით,სადაც დაგვტოვა. ბედნიერი იყო და სახე უღიმოდა,ეს კი ჩვენთვის მთავარი იყო.
-აბა როგორ ჩაიარა პირველმა სასწავლო დღემ?-დამასწრო კითხვა შოთამ.
-ძალიან მაგარი იყო.იცით რა კარგი ჯგუფელები მყავს?ყველა მე მეფერებოდა მუცელზე და მეკითხებოდნენ ბავშვის შესახებ.ხომ არაფერი მიჭირდა ან რამე ხომ არ მინდოდა,-აღფრთთვანებული იყო გოგო.
-ძალიან მიხარია,იმედია სულ ასე გაგრძელდება.
-მამიდა ახლა ისინი იქნებიან შენი მეგობრები და მე აღარ?-მოიღუშა გიო.
-არა პატარა,შენ ჩემი პირველი და მთავარი მეგობარი იქნები,-უპასუხა გოგომ და ლოყაზე ოდნავ უჩმიტა.
-შოთა დღეს მაინც წამოყვან გასართობ ცენტრში?რომ დამპირდი.- ელენესგან სასურველი პასუხის მოსმენის შემდეგ ახლა შოთას მიუბრუნდა გიო და დანაპირები გაახსენა.
-წაგიყვან თუ დედა გამოგიშვებს,- შემომხედა მერე მე.
-არ შეიძლება ასე,ძალიან ათამამებთ.
-კარგი რა მარიამ.ხომ იცი რომ ეს ჩემთვის არაფერია,ჩათვალე რომ ჩემი ძმისშვილებისგან არაფრით ვანსხვავებ მას.
-კი მაგრამ,ის შენში მამას ეძებს და გამიგე,ჩემთვისაც ძნელია.
-ეს მცირედია რაც შეიძლება მისთვის გავაკეთო.
-ისედაც ძალიან შეგაწუხეთ შოთა,სულ ჩვენს გვერდით ხარ,ფაქტიურად ჩვენი- ჩემი,ელენეს და გიოს ცხოვრებით ცხოვრობ.მუშაობას როდისღა ასწრებ?
-ხომ იცი რა ყოჩაღი ვარ?-გაეცინა მას,- ყველაფერს ვასწრებ.
-მოიცადე ჩემთვის არ გითქვამს რომ მუშაობა დაიწყე.-ჩაერთო ჩუმად მყოფი ელენე.
-როგორ არ მითქვამს?გითხარი ამასწინათ,მაგრამ აღმოჩნდა რომ შენ გეძინა.-გაეცინა ბიჭს და ტელეფონს დახედა,რომელმაც იმ წუთას დაურეკა.
-გისმენ ძმაო,..რამე მოხდა?..სასწრაფო თუ არაა საღამოს ვილაპარაკოთ...კარგი,ახლავე წამოვალ.-უხალოსოდ ჩაიდო ჯიბეში და მოწყენილმა გადმოგვხედა.
-უნდა წავიდე…
-კარგი,ჩვენც სახლში დავბრუნდებით.-ვუპასუხე.
-მე მიგიყვანთ და მერე წავალ სახლში.- გვიპასუხა და მანქანის კარი გამოაღო.
*******
სახლის კარი რომ შეაღო მაშინვე თვალში მოხვდა მისაღებში მკაცრი სახით მჯდარი ძმა და რძალი და უცნაურად გამეფებული სიჩუმე. ბავშვები არ ხმაურობდნენ,ეს კი გასაკვირი იყო.ჯერ კიდევ ადრე იყო,ამ დროს მათ ყოველთვის ეღვიძათ და სახლს იკლებდნენ.
-რა ხდება?მშვიდობაა?-შეშინდა თვითონაც.
-კი მშვიდობაა,თუ ამას მშვიდობა ჰქვია-უპასუხა კატომ.
-რა სახე გაქვთ?ვინმეს რამე ხომ არ დაემართა?ნუ მაშინებთ,-შეცბა და წინ ჩამოუჯდა.
-ყველანი კარგად არიან,დამშვიდდი. სხვა რამეზე უნდა ვილაპარაკოთ.
-კარგი ძმაო,ცოტა დავმშვიდდი,-ამოისუნთქა თავისუფლად.- აბა გისმენთ,რატომ დამიბარეთ ოჯახურ თათბირზე?- გაეცინა მერე.
-მოკლედ საქმე შენ გეხება...და იმ გოგოს.-როგორც იქნა ხმამაღლა გააჟღერა ლაშამ.
-აჰაა,აი თურმე რაშია საქმე.- იდაყვებით მუხლებს დაეყრდნო და მათკენ გადაიხარა.
-არ გაბრაზდე რაა გთხოვ.უბრალოდ ჩვენ შევამჩნიეთ რომ იმ გოგოს სხვანაირად უყურებ და სულ მის გვერდით ყოფნას ცდილობ…
-რძალო ხომ იცი რომ დიდ პატივს გცემ,მაგრამ რაც არ უნდა იყოს,მაინც არ მოგცემ ჩემს ცხოვრებაში ჩარევის უფლებას.-უპასუხა ბიჭმა.
-მოიცადე,ხომ გითხარი არ გაბრაზდე თქო?უბრალოდ ვილაპარაკოთ, გავარკვიოთ ყველაფერი,ისიც უნდა იცოდე რომ დედა და მამა ამ ამბავს ასე მშვიდად არ შეხვდებიან.
-ლაშა პირდაპირ მითხარი რისი თქმა გინდა.იმის რომ ასეთი რძალი მათ არ ენდომებათ და არ მიიღებენ?
-შენც რომ მშობელი იყო,შენც ანალოგიურად იფიქრებდი,არც შენ გენდომებოდა ასეთი გოგო რძლად და მით უმეტეს შვილიანი.
-ასეთი როგორი?შემცდარი თუ ოჯახის მიერ მიტოვებული?მოდი მე მიპასუხე ჯერ შენი შვილი რომ ყოფილიყო და იგივე შემთხვეოდა ასე მიატოვებდი უპატრონოდ და არ დაინტერესდებოდი მისი ბედით? ოღონდ არ მითხრა ჩემს შვილს ასეთი რამ არ შეემთხვეოდაო.არავინ იცის ვის რას უმზადებს ბედი.
-ალბათ არ მივატოვებდი და გვერდით დავუდგებოდი,-უპასუხა ლაშამ.
-შენი შვილი რომ მოსწონებოდა რძალო ასეთ მდგომარეობაში ვინმეს მაშინაც ასე იფიქრებდი.
-არა.
-თქვენს კითხვას თავად გაეცით პასუხი,სხვას რას ითხოვთ ჩემგან?-ცოტა გაღიზიანდა ბიჭი.
-არაფერს არ ვითხოვ,უბრალოდ მაინტერესებს რამდენად სერიოზულია ეს გრძნობა.
-რა გრძნობა ლაშა?მე ისიც კი არ ვიცი ის რას გრძნობს ან გარკვეულია თუ არა თავის თავში?მხოლოდ ის ვიცი რომ მინდა უსაზღვროდ ბედნიერი იყოს და მის სახეზე სულ ამ ბავშვურ,გულწრფელ ღიმილს ვხედავდე.
-ანუ სერიოზული გატაცებაა შენთვის. ან უფრო რომ დავკონკრეტდე გიყვარს
-ალბათ მიყვარს,ალბათ კი არა ნამდვილად მიყვარს,უბრალოდ ჯერ ვერ ვეუბნები და არც მინდა ვიჩქარო, ყველაფერს თავისი დრო აქვს.
-მე მაინც არ მომწონს ეს ამბავი და მომკალი თუ გინდა.როგორ ფიქრობ იმდენად ძლიერია შენი ეს გრძნობა,რომ გაუძლებს ხალხის შემოტევას და იმ თავდასხმებს,რაც მოსალოდნელია?-ჰკითხა ძმამ.
-ახლა რასაც ვიტყვი კარგად დაიმახსოვრე ძმაო,იმიტომ რომ მეტს აღარ გავიმეორებ.ან თუ გავიმეორებ მხოლოდ მშობლებთან და იქ დავასრულებ ყველაფერს.ან ჩემთან ერთად იქნებით ან დამკარგავთ. ნუ ფიქრობთ რომ ჩემთვის ადვილია,ასე არაა,არ ვიცი როგორ მოვიქცევი,როცა მასზე ვინმე რამეს იტყვის,თუმდაც რამე დამამცირებელს ან შემარცხვენელს,მაგრამ ერთი ორჯერ ამაზე საშინელი რეაქცია მქონდა და ისიც ზუსტად ვიცი რომ არავის არ შევარჩენ ამას.ასე რომ დარწმუნებული ვარ მე და ელენე იდეალურ ოჯახს შევქმნით და ბედნიერები ვიქნებით.ან იქნებით ჩემთან ან დამკარგავთ.
-არც კი ვიცი რა გითხრა.-ამოიოხრა ლაშამ.
-ხოდა თუ სათქმელი არ გაქვს ნუ იტყვი.აჯობებს ჩუმად იყო.მე მივხედავ ყველაფერს.
-კარგი.მაგრამ მაინც დავაფიქსირებ იმ აზრს რომ თქვენი ამბის წინააღმდეგი ვარ.
-როგორც გინდა.მე სათქმელი ვთქვი. ახლა უნდა წავიდე,დღეს ძალიან დავიღალე.-წამოდგა შოთა.
-რამ დაგღალა?სამსახურში არ ყოფილხარ და საერთოდ ეს ბოლო პერიოდია არ დადიხარ.
-ზარმაცი არ ვარ,მაგრამ ეს პერიოდი არ მეცალა.
-ნეტავ რატომ?-მიაძახა ლაშამ.
-მიზეზი იცი,მაგრამ თუ მაინცდამაინც პრობლემა გაქვს,ხელფასიდან დამიქვითე გაცდენილი საათები.-მიაძახა ღიმილით და საძინებლის კარს მიღმა გაუჩინარდა.
********
წარმოდგენა არ მქონდა რა ხდებოდა ელენეს ოჯახში.გასაგებია რომ შვილზე უარი თქვეს,მაგრამ ხშირად ვფიქრობდი იმაზე თუ როგორ აგრძელებდნენ მის გარეშე ცხოვრებას,მითუმეტეს რომ ბოლოს ელენეს მონაყოლი და ძმებთან შეხვედრა რომ მახსენდებოდა,ეს მაფიქრებინებდა რომ შვილს ალბათ კიდევ დიდხანს არ მოიკითხავდნენ. იმედი იმისა რომ ბოლოს როცა გიორგიმ დას მოაკითხა და მისი ამბით დაინტერესდა, გამიცრუვდა.მას შემდეგ აღარ გამოჩენილა. დავრწმუნდი იმაში რომ ცივსისხლიანები იყვნენ და გიორგისთან დაშორებით უფალმა ბევრ განსაცდელს ამარიდა.არც ოჯახის წევრებს და არც ნათესავებს არ ედარდებოდათ ელენე,არადა ეს თითსტოლა ბავშვი ისეთი მებრძოლი და უდრეკი აღმოჩნდა,რომ მეც მიკვირდა საიდან ჰქონდა ამდენი ძალა საკუთარ თავში რომ ფეხზე დადგომა შეძლო.უნივერსიტეტში ჩაბარება ადვილი საქმე არ იყო და იმის ფონზე რამდენი ნერვიულობაც გადაიტანა,მე გმირობად მიმაჩნდა. ამასთან ერთად სამედიცინო ლიტერატურასაც ეცნობოდა და თეორიულად სწავლობდა როგორ უნდა მოქცეულიყო მშობიარობის დროს რომ გაადვილებოდა ყველაფერი და ამასთან ერთად ბავშვის მოვლაზე ყველაფერს განსაკუთრებულად იმახსოვრებდა.
მიხაროდა რომ შოთასნაირ ადამიანს შეხვდა და ღიმილის მიზეზი იპოვა.
ორივე ვცდილობდით მისთვის ნეგატიური აზრბისგან და ფიქრებისგან დაგვეცვა,ვცდილობდით მასთან მეტი დრო გაგვეტარებინა,მასთან ერთად გვესეირნა,გიო ათასნაირ გასართობს იგონებდა და ცდილობდა ერთად ეთამაშათ.ელენეს,როცა თავისუფალი დრო ჰქონდა,მშვიდად ეთამაშებოდა.ხანდახან ვერც კი ვხვდებოდი რომელი უფრო იყო ბავშვი ისეთი სასაცილოები იყვნენ…
კარგად შეეწყო უნივერსიტეტს და ჯგუფელებს.ჯერჯერობით ლექციები ბევრი არ ჰქონდა და ადრე რჩებოდა.ამიტომ გიოს გამოყვანასაც ასწრებდა ბაღიდან,როცა მე არ მეცალა, მერე კი შოთა მოახერხებდა და ერთად გაისეირნებდნენ ხოლმე.
გოგოებიც გვსტუმრობდნენ და ამხიარულებდნენ ხოლმე მას, ეკითხებოდნენ ამბებს და თავის ამბებსაც ყვებოდნენ.ერთადერთი კატომ მოუკლო ჩვენთან სტუმრობას და მიზეზად მოუცლელობას და ბევრ საქმეს ასახელებდა,არადა ორივემ ვიცოდით ნამდვილი მიზეზი.მერე უკვე ყველამ ყველაფერი შეამჩნია,თუმცა ხმამაღლა თქმას მაინც ერიდებოდნენ.
გოგოებს თან მოჰყავდათ ბავშვებიც, ისე იკლებდნენ სახლს და ისე ერთვებოდა ელენეც მათთან თამაშში რომ სულ ავიწყდებოდა უკვე თითქმის შვიდი თვის ორსული რომ იყო. გასუქდა,მუცელი საკმაოდ გაეზარდა, სიარულიც უჭირდა,ნელა მოძრაობდა, ფეხებმა დასიება დაუწყო.დაეწყო უცნაური მოთხოვნებიც,ხან რა მოუნდებოდა მოულოდნელად და ხან რაა,ვცდილობდი მისთვის ყველაფერი შემესრულებინა მაქსიმალურად, რადგან ვიცოდი რასაც ნიშნავდა როცა მოულოდნელად თუნდაც მჟავე კიტრი ან მარწყვი გინდებოდა და არავის იმედი არ უნდა გქონოდა,ვერავინ მოგიტანდა და საკუთარ სურვილებზე უარის თქმა მიწევდა.რომ არა შოთა ნამდვილად ვერ გავართმევდი თავს.
ერთხელ მორიგეობაზე როცა ვიყავი,მაშინ დამირეკა ღამით, აფირიაქებული მეჩვენა.
-რა მოხდა ელე?რატომ არ გძინავს?-
-ვერ ვისვენებ მარიამ,მუცელი მაქვს დაჭიმული და ძალიან ცელქობს პატარა,სულ მოძრაობს.
-ეს ჩვეულებრივი ამბავია,მალე იმშობიარებ და ემზადება უკვე პატარაც ამისთვის.
-მაინც ვერ ვისვენებ.
-შოთას დავურეკავ და ის მოვა შენთან არ შეგეშინდეს,დამშვიდი კარგი?
-კარგი მარიამ.
როგორც კი ელენეს დავემშვიდობე, ტელეფონში შოთას ნომერი მოვიძიე და მასთან დავრეკე.გვიან მიპასუხა ბიჭმა ნამძინარევი ხმით.
-გაგაღვიძე?-ჩამეღიმა.
-არაუშავს,რა ხდება მარიამ ხომ მშვიდობაა?
-ელენე ვერ არის კარგად და შეგიძლია მასთან მიხვიდე?მე ვერანაირად ვერ ვახერხებ,ცოტა ხანში ოპერაციაზე უნდა შევიდე.
-კარგი,მარიამ,ახლავე წავალ. -მიპასუხა და ხმაურით მივხვდი რომ უკვე იცმევდა.-რომ მივალ დაგირეკავ.
-შოთა გასაღები ხომ გაქვს?-
-შენი წყალობით მაქვს,-გაეცინა ბიჭს და ტელეფონი გამითიშა.მეც გამეცინა მის ქცევებზე და დერეფანში გამოვედი,სანამ ოპერაციაზე შევიდოდი,ყავის დალევა გადავწყვიტე. აპარატთან ჩემი კოლეგა დამხვდა.
-გამარჯობა მარიამ.- მომესალმა.-როგორ ხარ?
-გამარჯობა დიმა,კარგად,შენ როგორ ხარ?
-მეც არამიშავს,შენი ნახვა მინოდა მაგრამ აქამდე ვერ მოგიხელთე ასეთ სიტუაციაში.
-რა ხდება დიმა?რამე დავაშავე? -ვკითხე შეშინებულმა,რადგან ის განყოფილების უფროსი იყო და მასზე საკმაოდ ბევრი რამე იყო დამოკიდებული,მათ შორის ჩემი მუშაობა არმუშაობის საკითხი.
-არა,მარიამ,არაფერი დაგიშავებია, დამშვიდდი,ნეტავ ყველა შენნაირი ექიმი და შენნაირი ადამიანი იყოს,- გაეცინა.-ამასწინათ ერთ ადამიანთან ერთად დაგინახე,მინდოდა მისი ჯანმრთელობის შესახებ მეკითხა.
-ვერ მივხვდი ვისზე მეუბნები?-დავიბენი.
-ზუსტად არ მახსოვს,ახალგაზრდა ბიჭია,მოიცა იქნებ გავიხსენო,-დიმა ჩაფიქრდა,-ხოო,გამახსენდა,ქართველიშვილია მგონი გვარად.
-გიორგი ქართველიშვილი?-ვკითხე გაოცებულმა.
-დიახ,დიახ,ნამდვილად ისაა.როგორც ჩანს ყველაფერი გადაიტანა,რადგან ცოცხალია.
-დიმა,-მხრებში ჩავავლე ხელი და შევანჯღიე,-გთხოვ ყველაფერი მითხარი,რა სჭირდა მას და როდის იყო შენთან.
-მარიამ რა გჭირს?რატომ ტირიხარ? ნეტავ სულ არაფერი მეთქვა,თუ ასე განერვიულდებოდი,-დაიბნა ის.
-არაფერი დამიმალო დიმა.
-დახლოებით ხუთი წლის უკან იყო მგონი,მაგრამ კარგად მახსოვს როცა პირველად ჩემთან მოვიდა.რომ მომიყვა რაც ემართებოდა,მაშინვე ვიეჭვე,რომ კარგი არაფერი სჭირდა. მართალი აღმოვჩნდი.რამდენიმე დღის შემდეგ დიაგნოზი დავუსვი ლეიკემია აღოაჩნდა.მახსოვს პასუხები რომ ვუთხარი ჩემს წინ მუხლებზე დაეცა და ცხარე ცრემლით ატირდა.ისე ტიროდა ძლივს დავამშვიდე,ვუთხარი რომ შეიძლებოდა ემკურნალა და ყველაფერი კარგად ყოფილიყო. მაგრამ რატომღაც აიჩემა რომ ეს დიაგნოზი უკვე სიკვდილის ტოლფასი იყო.ტიროდა ჩემს საცოლეს რა ვუთხრა,როგორ ვუთხრა რომ საყვარელ ადამიანს დაკარგავსო. მას შემდეგ აღარ მინახავს,არაფერი არ ვიცოდი დაიწყო თუ არა მკურნალობა ან რა ქნა.
სანამ დიმა ამას ყვებოდა,მე ცხარე ცრემლით ვტიროდი, მოყოლა რომ დაამთავრა,უკვე ვეღარ გავუძელიბდა ძალაგამოცლილი იატაკზე დავეცი.
გონს პალატაში მოვედი.თავზე შეშინებული დიმა და ექთნები მადგნენ
-მადლობა ღმერთს გონს მოხვედი, როგორ შემაშინე.ნეტავ სულ არაფერი მეთქვა.-თქვა დიმამ და ამოისუნთქა.
-კარგად ვარ,უბრალოდ მარტო დარჩენა მინდა.
-დარწმუნებული ხარ?
-კი,მარტო ყოფნა მინდა,უბრალოდ არ ვიცი ოპერაციის ჩატარებას რამდენად შევძლებ.
-მე ჩავატარებ,შენ არ ინერვიულო. -მითხრა და პალატიდან გავიდა.ექთნებიც გავუშვი და მარტო დავრჩი.მაშინვე მოაწყვეს უამრავმა ფიქრმა ჩემს თავში კრება და იმ დახვეული ძაფივით აიხლართნენ, თავს ან ბოლოს რომ ვერ პოულობდი.
ახლა ვხვდებოდი მისი ქცევის მიზეზს,ახლა გავიგე რატომაც მიმატოვა და ამან საშინლად გამაბრაზა,რომ არ მენდო და მე არ მითხრა.პირიქით,დამშორდა და ნათია მოიყვანა ცოლად.თუ მე შევეცოდე,ის რატომ არ შეიცოდა ან რა მიზეზი შეიძლებოდა ყოფილიყო მათი დაქორწინების?ფული?ნუთუ ფული,რომელზეც ელენე ლაპარაკობდა?უამრავ რამეს ვფიქრობდი და პასუხები მხოლოდ გიორგის ჰქონდა.ახლა ძალა უნდა მომეკრიბა,დავმშვიდებულიყავი რომ მასთან საუბარი შემძლებოდა..
დილით სახლში რომ დავბრუნდი, შოთას მისაღებში დივანზე ეძინა, ამხელა კაცი სასაცილოდ მოკუნტულიყო და ცდილობდა როგორმე მოთავსებულიყო. გამეცინა და ფრთხილად შევანძრიე რომ გამეღვიძებინა.თვალები მოისრისა და ნელა გაახილა.
-უკვე გათენდა?-
-გათენდა,გათენდა,თქვენ კი გძინავთ და ბავშვი სახლში დამიტოვეთ,-გამეცინა.
-მე მეღვიძა,მაგრამ ჩუმად ვიყავი რომ არ გამეღვიძებინა ისინი. -გამოტანტალდა პიჟამოებით გიო და ჩემსკენ გამოიქცა.ხელში ავიყვანე და ჩავეხუტე.ლოყები დავუკოცნე.
-რატომ არ გააღვიძე დეე?-ვკითხე.
-იმიტომ რომ ბაღში წასვლა არ მინდოდა.
-ოი,შე პატარა ოინბაზო,-გაეცინა შოთასაც.
-რატომ არ გინდა დეე?
-იმიტომ რომ შოთა და ელენე უფრო კარგად მართობენ,იქ სულ ვჩხუბობ.
-რატომ ჩხუბობ დედი?არ შეიძლება ხომ იცი?
-იმიტომ რომ ჩემ შეყვარებულს სხვა ბიჭი ეთამაშება ხოლმე და მას ვეჩხუბები.
-რამდენჯერ გითხარი რომ არ შეიძლება ჩხუბი?
-იმ უცხო ძიამ რომ მითხრა როცა შენ შეყვარებულს სხვა ეთამაშება უნდა ეჩხუბოო?-გულუბრყვილობ მკითხა ბავშვმა.
„-ოჰ,გიორგი,“-გავიფიქრე გულში,-მაინცდამაინც ამაში გემსგავსება ეს ბავშვი.
ამასობაში ელენეც გამოჩნდა,სახეზე ეტყობოდა რომ ცუდად ეძინა,თვალის უპეები ჩაშავებოდა,მაგრამ მაინც იღიმოდა და ეს ყველაზე მეტად მიხაროდა.
-მარიამ..რა სახე გაქვს?თითქოს რაღაც მოხდა.-გაიოცა მან.
-არაფერი,უბრლოდ მძიმე ღამე იყო. ერთი სული მაქვს დავიძინო.
-კარგი,მიდი დაიძინე შენ და გიოს ჩვენ მივხედავთ.-მითხრა მან და ბავშვს დაუძახა.ისიც მაშინვე ჩამოხტა და მისკენ გაიქცა….
გარკვეული დრო დამჭირდა რომ დიმას ნათქვამი კარგად გამეანალიზებინა,ფაქტები ერთმანეთთან დამეკავშირებინა,ძალა მომეკრიბა და გიორგისთვის დამერეკა,მაგრამ რამდენჯერაც ტელეფონი ავიღე,იმდენჯერ უკან დავდე და დარეკვა ვერ გავბედე.
ამასობაში შემოდგომა მიიწურა და ზამთარს დაუთო გზა,დეკემბერი მოვიდა.ქალაქმა საახალწლოდ დაიწყო მზადება.ირგვლივ ყველა მაღაზიიდან,კაფიდან თუ ბარიდან სულ საახალწლო სიმღერები ისმოდა და საახალწლოდ იყო განათებული და მორთული ყველაფერი.ელენე ორსულობის ბოლო თვეში იყო. უკვე ისე დამძიმდა და ისე გაიბერა,რომ სიარული მართლა ძალიან გაუჭირდა. კიდევ კარგი რომ უნივერსიტეტში არდადაგები დაეწყო,თორემ იქ სიარულსაც ვერ შეძლებდა. შოთაც ნაკლებად აკითხავდა,სამსახურში ძალიან გადატვირთული იყო,თუმცა ტელეფონით კონტაქტს მაინც ახერხებდნენ…
ნელ-ნელა უკვე მშობიარობისთვის დავიწყეთ მზადება.ბავშვს კიდევ შევუძინეთ რაღაცეები და ელენეს ნივთები,რომელიც საავადმყოფოში დასჭირდებოდა.
საახალწლოდ ერთი კვირა მომცეს დასვენება რათა მასთან ვყოფილიყავი. სახლში სიხარულით გავვარდი რომ მათთან ერთად მომესწრო რაღაცეების გამზადება და ახალი წლის ერთად შეხვედრა.გზად მაღაზიებში შევიარე პროდუქტები და მზა საჭმელი ვიყიდე, ტორტი და ტკბილეული,ელენეს რაც უყვარდა და ძლივს ავიტანე სახლში. არ დამხვდნენ,რაც ძალიან გამიკვირდა. ვიფიქრე ალბათ შოთასთან ერთად არიან სასეირნოდ წასულები-თქო და აღარ დამირეკავს,პირდაპირ საჭმელების მზადებას შევუდექი, მინდოდა მათ მოსვლამდე მომესწრო და სიუპრიზად დამეხვედრებინა. ნაძვის ხე და საახალწლო მორთლობა რამდენიმე დღის უკან გავაკეთეთ. საჩუქრები თავის ადგილზე დავაწყვე და მერე საჭმელების გამოტანას შევუდექი.
სუფრა მისაღებში გავშალე, ვცდილობდი ყველაფერი იდეალურად გამეკეთებინა,მაგრამ შინაგანად ისეთი აფორიაქებული ვიყავი, მიჭირდა ყველაფრის გაკეთება.ვეღარ მოვითმინე და დავურეკე,ელენემ არ მიპასუხა.დამშვიდებას შევეცადე და საქმე გავაგრძელე,მაგრამ ამაოდ. ფიქრები სულ მისკენ იყო მიმართული და რატომღაც კარგზე არაფერზე ვფიქრობდი. ამასობაში ექვსი საათი მოვიდა,უკვე ჩამობნელდა.ამჯერად კიდევ დავურეკე,რომ არ მიპასუხა გავბედე შოთასთან დარეკვა იქნებ ელენეს არ ესმის-თქო.
-შოთა სად ხართ?
-ვართ?-გაუკვირდა ბიჭს.
-მოიცა ელენე შენთ ერთად არაა?
-არა,დღეს არ დაურეკია ჩემთვის და მეც ვერ მოვიცალე დასარეკად, სამსახურში საგიჟეთი გვაქვს,იმდენი ხალხია.
მეც ავნერვიულდი და მასაც შევატყვე ნერვიულობა.
-მარიამ სად არის ელენე?რამე ხომ არ დაემართა?
-არ ვიცი შოთა,სახლში არ დამხვდა,მე შენთან მეგონა,არც გიოა,ალბათ ერთად არიან სადმე გასულები და ერთობიან,-დავიიმედე თავი,თუმცა გულის სიღრმეში ვიცოდი რომ ასე არ იყო და ელენე ასე უპასუხისმგებლოდ არ მოიქცეოდა.
-ახლავე წამოვალ და ერთად მოვძებნოთ,-მითხრა და ტელეფონი გამითიშა.მაგიდაზე დადებაც ვერ მოვასწარი რომ ისევ დარეკა.ელენეს ნომერი რომ დაეწერა მაშინვე ვუპასუხე.
-ელე,სად ხარ საყვარელო?
-დედააა,-მომესმა შვილის ატირებული ხმა.
-გიო დეე,დამშვიდდი და მითხარი ელენე მამიდა სად არის?-ვეცადე სიმშვიდე შემენარჩუნებინა,თან ჩანთას და ქურთუკს ვეძებდი,რომ სახლიდან გავსულიყავი.
-დედაა მამიდა მიწაზე წევს და ხმას არ იღებს
-რას ამბობ გიო?მანდ არავინაა?
-კი არიან ვიღაცეები.
-ვინმეს მიაწოდე ტელეფონი გიო.
უეცრად ელენეს სუსტი ხმა მომესმა.
-მარიამ ჩემს სახლთან ვარ,გთხოვ მალე მოდი,-მითხრა და ტელეფონი გაითიშა,ისევ რომ გადავრეკე საერთოდ გამორთული იყო.არ მინდოდა ცუდზე მეფიქრა,მაგრამ ვიცოდი რომ საქმე კარგად არ იყო.
პირველივე ტაქსს გავუქნიე ხელი და მისამართი ვუკარნახე.თავს უსუსურად ვგრძობდი და მეჩვენებოდა რომ დრო უსასრულოდ გაიწელა სანამ მივედი. გზიდანვე დავრეკე საავადმყოფოში და მისამართზე სასწრაფოს გამოგზავნა ვითხოვე.გამოვიდა ჯგუფიო,-მამცნო მორიგემ და ცოტა დავმშვიდდი,ვიცოდი ვინც იყო ამაღამ მორიგე და მალევე მოვიდოდნენ.
მანქანა ნორმალურად გაჩერებულიც არ იყო რომ ფული სავარძელზე დავუგდე მძღოლს,ხურდას არც დავლოდებივარ,მაშინვე გადავხტი და შექუჩებული ხალხისკენ გავიქეცი, გავარღვიე ბრბო და საშინელი სურათის მომსწრე გავხდი.ელენე მიწაზე იწვა,ვიღაცას მოეფიქრებინა, თავის ქურთუკი გაეხადა და მისთვის დაეფინა,მეორეს თავქვეშ ამოედოთ,წყლით უზელავდნენ სახეს და ცდილობდნენ გონს მოეყვანათ გაფითრებული გოგო, შეშინებული გიო კი მის გვერდით იჯდა, ხელი მოეკიდა,არ უშვებდა და ტიროდა.
-ელენე მამიდა გაიღვიძე გთხოოვ, გაახილე თვალები.-ეუბნებოდა ბავშვი.
მის გვერდით ჩავიმუხლე და ჩანთას წავეტანე.ნიშადური მეგდო სადღაც ზუსტად ვიცოდი.ხელსახოცი დავასველე და გოგოს ვასუნთქე, წამწამები შეარხია და ნელა გაახილა თვალები.
-დედა მოვიდა,-იყვირა გიომ
-მარიამ,დაიჩურჩულა ელენემ და ნელა გაახილა თვალები.-მარიამ მიშველე რაღაც მჭირს,ფეხებში სისველეს ვგრძნობ,მუცელი მტკივა.
-მოვედი ჩემო გოგო,მოვედი, ნუ გეშინია,მე აქ ვარ,დამშვიდდი ჩემო ლამაზო,ყველაფერი კარგად იქნება,მალე სასწრაფო მოვა.-თავზე გადავუსვი ხელი და მისი თავი კალთაში ჩავუდე.
-ჩვენც გამოვიძახეთ უკვე თხუთმეტი წუთი იქნება ალბათ გასული,-მიპასუხა იმ ქალბატონმა,რომელიც სახეს უზილავდა წყლით.
-მადლობა,დიდი მადლობა დახმარებისთვის,დიდი ხანია ასეთ დღეშია?
-არ ვიცით,რომ შევამჩნიეთ უკვე ძირს იწვა,ისიც არ ვიცით დაცემის დროს რამე ხომ არ დაიზიანა.
-მარიამ ძალიან მტკივა მუცელი.
-ნუ გეშინია,ღრმად ისუნთქე.ისე როგორც გასწავლე,აბა მიდი ერთი,ორი…
-არ გამომდის მარიამ,ვერ ვუძლებ, რაღაც მჭირს ვხვდები,ფეხებთან რაღაც სითხეს ვგრძნობ..
ელენეს ფეხებს რომ დავხედე,მივხვდი რაც ხდებოდა,საქმე ცუდად იყო, სისხლი შევნიშნე სანაყოფე წ....ბთან ერთად.უარესად ავნერვიულდი,ნუთუ ბავშვს ვერ გადავარჩენდით?ამის გაფიქრებაც კი არ მინოდა.ამას ვერ დავუშვებდი,ისედაც გამწარებულ გოგოს კიდევ უფრო დიდი ტკივილისთვის ვერ გავიმეტებდი.ვერ დავუშვებდი ამას. რატომღაც თვალი ჩვენს პირდაპირ მდებარე კორპუსისკენ გამექცა.ზემოთ ავიხედე,მათი სახლიდან სინათლეს ვხედავდი და მუსიკის ხმა ისმოდა ხმამაღალზე.ერთ-ერთ ფანჯარასთან ქალი შევნიშნე,დავაკვირდი.ხო ის იყო,ნათია,იდგა და ამაზრზენად იღიმოდა.მერე ფარდა კარგად გადასწია და გაუჩინარდა..სიმწრისგან კბილები ერთმანეთს მაგრად დავაჭირე.ოღონდაც ელენე და ბავშვი კარგად ყოფილიყვნენ,დანარჩენს მერე მივხედავდი.ამ ქალბატონს პასუხს მერე მოვთხოვდი ყველაფრისთვის.
სასწრაფოს ხმა შორიდანვე ჩამესმა და შვებით ამივისუნთქე,ახლა ზუსტად ვიცოდი რომ ელენეს მდგომარეობაში წუთებს ჰქონდა გადამწყვეტი მნიშვნელობა და რადაც არ უნდა დამჯდოდა ჩემები ყველაფერს გააკეთებდნენ.
-მოვიდნენ ელე,მალე კარგად იქნები,ხომ გჯერა ჩემი?
გოგომ თავი დამიქნია და თვალები დახუჭა.
საკაცეზე ფრთხილად გადავაწვინეთ და სასწრაფოს მანქანაში გადავიყვანეთ.გიო შეშინებული და მობუზული იჯდა და ვხედავდი როგორ ცდილობდა არ ეტირა.ტელეფონმა რომ დამირეკა ხმა ძლივს გავიგე.
-მარიამ,ყველას დავურეკე და არავისთან არ არის,არც გოგოებმა იციან რამე,-მომაყარა შეშინებულმა.
-შოთა ვიპოვე,ახლა საავადმყოფოში მივდივართ,მშობიარობა დაეწყო.
-მოვდივარ,-მომიჭრა მოკლედ და გამითიშა.ელენეს გადავხედე,გონზე ისევ არ იყო.რა დაემართა ნეტავ ამ გოგოს ისეთი რომ ამ მდგომარეობაში ჩავარდა?
-დედაა,-ხელი დამადო მხარზე გიომ.
-რა შვილოო?-შევხედე ცრემლიანი თვალებით.
-მე რომ დიდი გავიზრდები შენსავით ექიმი უნდა გამოვიდე,
-ამას რატომ ამბობ დედი?
-იმიტომ რომ როცა ხალხს ელენე მამიდასავით დავინახავ, გადავარჩინო.
-ჩემო ლამაზო,ყველა კარგად ვიქნებით.ელენეც, ბავშვიც და ჩვენც. მივიხუტე გულზე და ელენეს ხელი ორივემ ჩავკიდეთ.
როგორც ვივარაუდე ელენეს რთული მშობიარობა ჰქონდა.ექოსკოპაზე გააქანეს და პარალელურად ოპერაციიათვის დაიწყეს მზადება.გიო ექთანს მივაჩეჩე და მასთან შევედი. ორივეს სიცოცხლე საფრთხეში იყო. საოპერაციოში ვიდექი და ვლოცულობდი.მეტს ვერაფერს ვაკეთებდი.
-მარიამ გადი და მისი ოჯახის წევრებს დაურეკე.უნდა იცოდნენ რომ გოგონაც და ბავშვიც სიკვდილ-სიცოცხლის ზღვარზეა.-მითხრა ნანამ.
-ხო მაგრამ მე იქნებ აქ გავხდე საჭირო?
-ამჯერად აქ არ გვჭირდები.საუკეთესო ექიმები მყავს,შეხედე,ხომ იცნობ ყველას?ხომ გჯერა მათი?ყველაფერს გავაკეთებთ მის გადასარჩენად.
განადურებული გამოვედი იქიდან. სასოწარკვეთილი ვიყავი. სკამზე ჩამოვჯექი და თვალები დავხუჭე. როგორ მინდოდა რომ ახლა ეს ყველაფერი უბრალოდ ცუდი სიზმარი ყოფილიყო.ვიჯექი და ვერ გადამეწყვიტა დამერეკა თუ არა მათთვის,რადგან იმ წუთს,როცა მთელო საქართველო და მთელი მსოფლიო,მათ შორის ელენეს ოჯახი ახალი წლის მოსვლას ზეიმობდა, ისიც და მისი შვილიც სიკვდილს ებრძიდნენ და არავინ იცის როგორ დასრულდებოდა ეს ბრძოლა.
*******
არ ვიცი რამდენი დრო გავიდა ასეთ მდგომარებაში,მაგრამ ტელეფონი რომ ამოვიღე და გიორგის ნომერი ავკრიფე ხელებიც და ხმაც მიკანკალებდა.მისი ხმის გაგონებაზე უარესი დამემართა.
-გიორგი მე ვარ მარიამი.- ხმა გამიწყდა და ვეღარაფერი ვთქვი. იქიდანაც სიჩუმე,მაგრამ ტელეფონში მესმოდა ხმაური და მხიარულების ხმა,მერე კი მიწყდა,მეგონა გამითიშავდა, მაგრამ ასე არ მოხდა,ალბათ სხვაგან გავიდა.
-გისმენ მარიამ,-მომესმა მერე.-არ მითხრა რომ ახალი წლის მოსალოცად მირეკავ?
-ირონიის გარეშე.მოსალოცად და სამხიარულოდ არ გაქვთ საქმე, რადგან ახლა შენი და დისშვილი სიკვდილს ებრძვიან, საავადმყოფოში უნდა მოვხიდე.მათ სჭირდები.
-მატყუებ..
-რატომ უნდა მოგატყუო?
-იმიტომ რომ გინდა ჩემში სინდისი გააღვიძო,მაგრამ შეცდი მარიამ…
-მოიცადე არ გამითიშო,გთხოოვ გიორგი,ყველაზე საყვარელ ადამიანს გაფიცებ.
-იცი ჩემთვის ეგ ადამიანი ვინ იყო?
-ვიცი.ელენე იყო,მხოლოდ მას იფიცებდი,ხოდა ამის ხათრით გთხოვ,იქნებ მართლაც მისი სიცოცხლის ბოლო წუთებია,გთხოვ მოდი,მერე არ ინანო…
არაფერი უთქვამს,ისე გამითიშა. ცრემლებმა თავისით გაიკვალეს გზა ჩემს ლოყებზე და ყელისკენ ჩაედინა. ვგრძნობდი მთელი სახე როგორ დამსველებოდა.
-მარიამ,-მომესმა მამაკაცის ხმა და შეშინებული შოთა დავინახე.ჩემსკენ გამოიქცა და ჩამეხუტა.
-მითხარი რომ კარგადაა.-მის თვალებში აუტანელი ტკივილი დავინახე.
-საოპერაციოშია,ექიმები მათ გადარჩას ცდილობენ. განადგურებული ბიჭი გვერდით მომიჯდა და გაჩუმდა.სიტყვებს ალბათ ისიც ვერ პოულობდა.დრო უსაშველოდ გაიწელა.
-იცი მარიამ ახლა რას ვგრძნობ?შიშს, მისი არა,მათი დაკარგვის შიშს,არც კი ვიცი ასე როგორ გავხდი მასზე დამოკიდებული,ღმერთია მოწმე ეს არც ერთს დაგვიგეგმავს.
-ვიცი შოთა,-გავაწყვეტინე.
-არა,არ იცი,მარიამ,წარმოდგენაც არ გაქვს რას ნიშნავს ორივე ჩემთვის. უცნაური იცი რა არის?ახლა ისე ვარ თითქოს ბავშვის მამა მე ვიყო, წარმოგიდგენია მთელი ეს დრო ელენეს გვერდით ვიყავი.მისი ყველაზე მნიშვნელოვან წუთებში მე ვიყავი მის გვერდით.ჩემთან ერთად იზიარებდა იმ ბედნიერებას,რასაც თუმდაც ბავშვის თითოეული მოძრაობა ანიჭებდა.საოცარი შეგრძნება იყო,როცა პატარა თითოეულ შეხებაზე იქიდან რეაგირებდა და ხან ფეხს,ხან ხელს მომარტყავდა.ის რომ მის ჩასახვაში არ მიმიღია მონაწილეობა,არ ნიშნავს იმას რომ მას ვერ მივიღებ,პირიქით ყველაზე მეტად ეს მინდა რომ ელენესთან ერთად ავღზარდო. ყველაზე მეტად ეს მინდა…
-ყველაფერი კარგად იქნება,-ხელი ხელზე მოვუჭირე და ვაგრძნობინე რომ მათ გვერდით ვიყავი.
-მანადგურებს იმის შიში რომ შეიძლება ორივე დავკარგო.რომ ერთხელ მაინც ვერ დავიჭერ ხელში პატარას,არადა იცი როგორ ველოდებოდით ორივე მის დაბადებას? როგორ მიზიარებდა ყველაფერს და ყველანაირ სიხარულს.
-ელენე ძლიერია,ყველაფერს გაუძლებს.
საუბარი ექიმმა შეგვაწყვეტინა.ნანა რომ დავინახე შიშმა შემიპყრო.
-დასრულდა,გოგონა დაიბადა, სუსტადაა, დამოუკიდებლად სუნთქვა უჭირს და აპარატზე შევაერთეთ.იმედი გვაქვს რომ ყველაფერი კარგად იქნება.
-ელენე?
-გონს ჯერ არ მოსულა.ახლა რეანიმაციაშია,ნარკოზიდან რომ გამოვა,დავაკვირდებით მის მდგომარეობას და საჭიროების დროს პალატაში გადავიყვანთ.
- მისი ნახვა თუ შეგვიძლია?
-არა მარიამ,ცოტა ხანს უნდა მოვიცადოთ.
-გთხოვთ,სულ ხუთი წუთით.-შეევედრა შოთა.
-კარგი,ექთანს ვთხოვ წაგიყვანოს, ტანსაცმელს ჩაგაცმევთ და ხუთ წუთს დაჰყოფთ მხოლოდ.
-დიდი მადლობა.-უთხრა შოთამ და ექთანს უკან გაჰყვა.
-ნანა რამეს ხომ არ მიმალავ?-ვკითხე ეჭვით.
-ყველაფერი ისეა,როგორც გითხარი.-მიპასუხა,-წავალ დავისვენებ ცოტას.მერე კიდევ ერთი საკეისრო მაქვს დანიშნული.
****
სპეციალურ სტერილურ სამედიცინო ტანსაცმელში გამოწყობილი შოთა ექთანმა რეანიმაციაში შეიყვანა.ბიჭს გული მოუკვდა გოგოს დანახვაზე. აპარატებზე მიერთებული გოგო გაფითრებული იწვა გაუნძრევლად, გონდაკარგული.თვალის უპეები ჩაშავებოდა,ტუჩები გამომშრალი და დამსკდარი ჰქონდა.
ნელა მიუახლოვდა,მისი გაყინული ხელი ხელში მოიქცია,სკამი საწოლთან მიაჩოჩა და ჩამოჯდა.
-ცხოვრებაში პირველად ვიწამე,რომ ანგელოზები ამ სამყაროშიც არიან.ხო, შენ ხარ ერთ-ერთი მათგანი.მეორე კი შენი პატარა,ახლა ისიც სიცოცხლისთვის იბრძვის. გთხოვ მასაც და მეც ნუ გაგვიმეტებ მარტოობისთვის.შენ ამ სამყაროში ჩემთვის ის ერთი ცალი ხარ,ვისთვისაც ყველაფერი მინდა.შენი დაკარგვის საოცრად მეშინია.მეშინია რომ შენს საოცარ ღიმილს ვეღარ დავინახავ, მეშინია რომ ვერ გეტყვი,იმას რასაც ვგრძნობ.მეშინია რომ ვერ დაგეხმარები იმ ოცნების ასრულებაში, ერთად რომ დავგეგმეთ. მეშინია რომ ვერ გიხილავ ისევ სცენაზე და ეს მანადგურებს.გთხოვ იბრძოლე კარგი?ჩემი,მარიამის,გიოს, ახლა უკვე შენი შვილის ხათრით.
ასლანიშვილი სულ აქცევდა ყურადღებას,რომ იქ ექთანი იდგა, გული სტკიოდა და ეს ტკივილი აიძულებდა რომ ეტირა,ეტირა იმაზე რომ საყვარელი ქალი ამისგან ვერ დაიცვა…
*********
დაღლილობამ თავისი გაიტანა და სკამზე ჩამთვლიმა.მაგრამ მაინც ვიგრძენი როგორ დაჯდა ვიღაც ჩემს გვერდით.შოთა მეგონა,თუმცა ნაცნობმა სუნამომ მიმახვედრა რომ ის არ იყო და ისიც კარგად მივხვდი ვინ იჯდა ჩემს გვერდით.თვალები გავახილე და მისკენ შევტრიალდი. როგორი სხვანაირი მეჩვენა.ახლა შევნიშნე რომ სახეზე სხვა ფერი ედო- ავადმყოფობის.თმები, რომელიც ყოველთვის მოდურად ჰქონდა შეჭრილი და დაყენებული, დაბალზე შეეჭრა, თითქმის გამელოტებულიყო. ხელი თავისით გამექცა მისკენ და სახეზე ჩამოვუსვი. თვალები დახუჭა და ლოყა მომადო.ცრემლი გადმომივარდა. მივხვდი რომ ავადმყოფობა ვერ დაემარცხებინა.
-ვიცოდი რომ მოხვიდოდი.- ჩავილაპარაკე და ხელი გამოვწიე.
-სიმართლე გითხრა არც ახლა ვიცი,რატომ მოვდივარ ყოველთვის როცა შენ მირეკავ და მეუბნები რომ ელენე ცუდადაა.
-იმიტომ რომ ის შენი დაა,შენი სისხლი და ხორცი.ვიცოდი რომ არ მიატოვებდი,-ვუპასუხე.
-სუფრასთან ვიჯექი,ყველა მხიარულობდა, ისე იქცეოდნენ თითქოს არაფერი მომხდარა,თითქოს ელენე სულ არ ყოფილიყოს ჩვენს ცხოვრებაში.სული შემეხუთა, პირველად ვიგრძენი რომ ეს ყველაფერი ყალბი იყო და ამ სიყალბეში ყოფნა აღარ მინდოდა. მერე უცებ ავდექი და გაუზარებლად წამოვედი.
-მიხარია რომ აქ ხარ,რადგან ცოტა ხნის უკან ელენეს გოგონა შეეძინა, გილოცავ,ბიძა გახდი.
-ახლა მადლობა უნდა გითხრა?
-მე კი არა,შენს დას უთხარი მადლობა. ვიცოდი რომ შენ ყოველთვის სხვანაირი იყავი და სხვანაირად გიყვარდა ელენე,ვიცოდი რომ გული მოგიბრუნდებოდა მასზე.
-მარიამ არ გინდა,ნუ იქცევი ასე,ნუ ცდილობ ჩემში ძველი გიორგის გაცოცხლებას,ის აღარ არსებობს და გული გეტკინება ამას რომ გაანალიზებ ისევ.
-გულს იმაზე მეტად მაინც ვეღარ მატკენ,როგორც ერთხელ უკვე მატკინე.ისე წახვედი არაფერი ამიხსენი,მე კი სიცოცხლე აღარ მინდოდა და ვცადე.-წამომცდა ის რაც მას არასოდეს არ უნდა გაეგო.დავინახე როგორ თვალებგაფართოებულმა შემომხედა და გაფითრდა.
-როგორ გააკეთე ეს?როგორ სცადე? რომ იცოდე სიცოცხლე ყველაფრის მიუხედავად როგორი კარგია,როგორი სანატრელი,ზოგს ამისთვის ყველაფრის გაღება უნდა,მაგრამ მაინც ვერ ინარჩუნებენ,რადგან უძლურნი არიან სიკვდილის წინაშე.
მივხვდი რასაც გულისხმობდა და უარესად ამეწვა სინდისი.
-შენ რატომ გაქვს ახლა ამაზე ასეთი რეაქცია?
-არაფრია,დაივიწყე...ამარიდა თვალი.
-ჩვენი ბოლო შეხვედრების დროს რამდენჯერმე წამოგცდა რომ შემეცოდებოდი,როცა ჩემგან წასვლის მიზეზს გავიგებდი.მითხარი რას მიმალავ ისეთს და რას არ მეუბნები?-არ მინდოდა ჩემგან გაეგო რომ სიმართლე ვიცოდი.
-დაივიწყე,მითხარი ელენე როგორაა?
-თავს არიდებ კითხვაზე პასუხის გაცემას?
-მარიამ…
-კარგი,ჰო ელენე არაა კარგად და არც ბავშვი,მაგრამ მაინტერესებს სახლიდან ასეთ მდგომარეობაში როგორ გამოუშვით?
-რას ამბობ?ელენე სახლში იყო?
-კი,არ იცოდი?
-არა,მე და ნიკა საქმეებზე გავედით, გვიან დავბრუნდით,დედა და მამა საყიდლებზე იყვნენ,სახლში მხოლოდ ნათია იყო.
-ახლა ყველაფერი გასაგებია, დაახლოებით ვხვდები რაც მოხდა, გაფრთხილებ გიორგი ელენეს გონზე მოსვლის შემდეგ თუ ჩემი ეჭვი დადასტურდა,შენს ცოლს საშინელ დღეში ჩავაგდებ.
-რა შუაშია ის?-დაიბნა .
-ელენე სახლში იყო თქვენთან და სახლიდან რომ გამოვიდა თქვენს კორპუსთან გახდა ცუდად.მაგრამ ვფიქრობ ამას წინ რაღაც უძღვის, ისეთი რაც თქვენს სახლში მოხდა.
-აუცილებლად გავარკვევ ყველაფერს.
-მერე რას იზავ?დაელაპარაკები ელენეს?
-რატომ გინდა ასე ძალიან რომ მას შევურიგდე.
-იმიტომ რომ მე კარგად ვიცი რას ნიშნავს ოჯახი რომ ხელს გკრავს და ისიც კარგად ვიცი რამდენად მტკივნეულია მათ გარეშე გატარებული თითოეული დღე.შენმა სიყვარულმა ოჯახი დამაკარგვინა.
-ასე ძალიან გიყვარდი მარიამ?-თვალებში ჩამაცქერდა.
-იმაზე მეტად რომ სიცოცხლე არად მიღირდა.გაღმერთებდი და შენი არსებობით იყო ჩემი სამყარო ბედნიერი.ასე იყო ელენეც.ნუთუ არ გახსოვს სულ შენ გელოდებოდა,არ გშორდებოდა,თვალებში შემოგყურებდა რომ ისეთი კარგი ყოფილიყო როგორიც გინდოდა.იქნებ სწორედ ამან უბიძგა ამ საქციელისკენ ელენეს?არ დაფიქრებულხარ ამაზე? იქნებ შენ გახდი მისი და ჩემი უბედურების მიზეზი?
-უბედურება იცი რა არის?ის რომ დღემდე ვერც შენ გივიწყებ და ვერც ელენეს შეძულება შევძელი,-წამოდგა და წასვლა დააპირა.მის თვალებში ცრემლი შევნიშნე
-თუ რამე დასჭირდეს აუცილებლად დამირეკე არ მოგერიდოს,გონს რომ მოვა ეგეც გამაგებინე.-მითხრა ისე რომ უკან არ მობრუნებულა,
წავიდა. ალბათ ვერასოდეს გავიგებდი რას ფიქრობდა ან რას გრძნობდა ის,ნუთუ სინდისი ისევ ქეჯნიდა?ნუთუ სიკვდილს უნდა წაეყვანა ჩემი ერთადერთი სიყვარული და მე ასე ვმჯდარიყავი,არაფერი მომემოქმედებინა. გადაწყვეტილება, რომელიც იმ წუთას მივიღე,ვიცოდი უკვე მართლა ზედმეტი იყო და მის ცხოვრებაში ჩარევის უფლება არ მქონდა,ვიცოდი გოგოებს რომ გაეგოთ იმაზე უარესად გამლანძღავდნენ ვიდრე ელენეს შემთხვევაში,მაგრამ მე ეს უნდა გამეკეთებინა.მერჩივნა მეცადა და არ გამოსულიყო,ვიდრე არ მეცადა და ვერასოდეს გამეგო გამოიღებდა თუ არა ჩემი მცდელობა შედეგს.
**************
ელენე გონს მეორე საღამოს მოვიდა
სუსტად იყო,მაგრამ შემოწმების შემდეგ მაინც გადაიყვანეს პალატაში ,დიდი რაოდენობით სისხლი ჰქონდა დაკარგული,კი გადაუსხეს მაგრამ საკმარისი არ იყო. კიდევ საჭიროებდა. საჭირო დონორის პოვნა გაგვიჭირდა. ბოლოს გიორგი გამახსენდა,მაგრამ მერე ვინანე,აზრი არ ჰქონდა მისი სისხლი არ გამოგვადგებოდა,ძალა მოვიკრიბე და ელენეს პალატაში შოთასთან ერთად შევედი ღიმილით. ბიჭს უკვე მოესწრო მისთვის ყვავილების და საჩუქრის ყიდვა.
-ყველაზე ლამაზ დედიკოს მსოფლიოში.-უთხრა და ვარდები საწოლთან მაგიდაზე დაუდო.-ეს საჩუქრებიც შენია.
-მადლობა შოთა,მარიამ ბავშვი როგორაა?
-აპარატზეა მიერთებული,მაგრამ ექიმი ამბობს დღეს თუ გაუძლო კარგად იქნებაო.
-ჩემი ბრალია.ვერ გავუფრთხილდი.
-აბა რას ამბობ?აი ნახავ აუცილებლად გამოჯანრთელდება ისიც და ეს ცუდი დღეები წარსულს ჩაბარდება.
-იმედი მაქვს.-გოგომ წამოჯდომა სცადა,მაგრამ ჭრილობამ თავი შეახსენა და ტკივილისგან სახე დაემანჭა.
-ნუ მოძრაობ,-საბანი შეუსწორა შოთამ.
- მინდა მას შენი სახელი დავარქვა - მარიამი.
ეს ჩემთვის ისეთი მოულოდნელი იყო ხმა ვერ ამოვიღე,მხოლოდ გავიღიმე.
-იცი რატომ გადავწვიტე ეს?იმიტომ რომ შენ ხარ ანგელოზი,ჩემი მფარველი ანგელოზი,ამქვეყნად ყველაზე კარგი და კეთილი ადამიანი. უფროსი დასავით მიყვარხარ, რომელიც არასოდეს მყოლია,რაც არ უნდა მოხდეს,გპირდები სულ შენი მადლობელი ვიქნები,ვერასოდეს გადაგიხდი ამ სიკეთისთვის.ძალიან მიყვარხარ.
-მეც ძალიან მიყვარხარ ჩემო პატარა. არ იტირო კარგი.სხვათაშორის წუხელ გიორგ იყო და მოგილოცა.
-ჩემი ძმა აქ მოვიდა?
-ასე მოხდა,მოვიდა.
-შენ უთხარი ხომ?
-არ შემეძლო არ მეთქვა.
-იქნებ მეც მომაქციოთ ყურადღება თორემ ვეჭვიანობ?-ჩაერთო ჩუმად მყოფი შოთა.-მოიცა შენ ტირიხარ?
-ეს ბედნიერების ცრემლებია,-უპასუხა ელენემ და მისი ხელი ხელში მოიქცია.
გარედან ხმაური მოისმა და მალე კარი ჩემმა გოგოებმა შემოანგრიეს საჩუქრებით დატვირთულებმა.რა თქმა უნდა ქმრებთან ერთად.
-თუ გაპატიოთ რაა,-დაასწრო ყველას ირმამ და პარკები იქვე მეორე თავისუფალ საწოლზე ჩამოაწყო.
-არა,როგორ არ გაგვაგებინეთ?-იყო სოფიას საყვედურით სავსე მზერა.
-ყველაფერი ისე გაუაზრებლად მოხდა და ისე მოულოდნელად,ამისთვის ნამდვილად არ გვეცალა,-ვუპასუხემ
--გილოცავ საყვარელო.შენც და შენს პატარასაც ჯანმრთელობას გისურვებთ.
-დიდი მადლობა თაკო.-უპასუხა ელენემ,მილოცვები ყველასგან რომ მიიღო,მაშინ გაახსენდა რომ ვიღაცეები აკლდნენ.
-კატო და ლაშა არ არიან?
მე შოთას გადავხედე,შოთამ მე, დანარჩენებმა ერთმანეთს.ყველამ ვიცოდით მიზეზი რის გამოც ისინი აქ არ იყვნენ.
-ლაშას მოულოდნელი საქმე გამოუჩნდა სამსახურში, თან კატომ ბავშვები ვერ დატოვა,სახლში ბევრი სტუმრები ჰყავდათ.-იცრუა ზურამ
-გასაგებია,იმედია მერე მნახავენ, არაუშავს,-გაიღიმა გოგომ.
-აბა,ეს ამბავი არ ავღნიშნოთ?-იკითხა აჩიმ.
-ელენეს რომ გამოვწერთ საავადმყოფოდან და ბავშვის მდგომარეობაც დამაკმაყოფილებელი იქნება მერე,ახლა ნამდვილად არაა, ამის დრო.-ვუპასუხე.
-ვიცი,მჯერა რომ შენი პატარაც ისეთივე მებრძოლი იქნება,როგორიც შენ ხარ,-გაამხნევა სოფიამ გოგო.
-იმედი მაქვს.-უპასუხა ელენემ.
-ჩვენ ახლა წავალთ,არ გადაგღლით,- წასასვლელად მოემზადა ირმა და მე მომიბრუნდა,-ბავშვი სად გყავს?მე წავიყვან.შენ ახლა მისთვის არ გეცლება.
-ჩემს კაბინეტში ეძინა წუხელ,ახლა ერთ-ერთ ექთანს ჰყავს ჩაბარებული.
-ცუდად ექცევი შვილს,ასე არ შეიძლება,ხან სად გყავს და ხან სად,აქეთ-იქით დააწოწიალებ,ამ დროს კი სხვებს თან ჰყვები.დრო უცებ მიჰქრის მარიამ,მამა არ ჰყავს გვერდით და დედას მაინც ნუ დაუკარგავ.-მიჩურჩულა ირმამ.
-ანუ მეუბნები რომ ცუდი დედა ვარ?
-არც კარგი ხარ,ამას იმიტომ გეუბნები რომ შენ ჩემი მეგობარი ხარ,და ხარ და ის ჩემი დისშვილია ფაქტიურად. ისედაც ძნელია ექიმის შვილობა, მუდმივად უწევს დედის გაყოფა მას პაციენტებთან და გთხოვ ასე ნუ მოექცევი მას,იცოდე დრო უცებ გავა,გაგიუცხოვდება და გაგექცევა, ხომ იცი რა რთულია შვილის აღზრდა. მითუმეტეს მამის გარეშე.მასთან მეტი დრო გაატარე გთხოვ.
-მოიცადე,შევაჩერე ირმა.-გიომ რამე თქვა შენთან?
-ისეთი არაფერი,უბრალოდ მამის დანაკლისი აქვს,ჩემთან როცა არის ზურას რამდენჯერმე ჰკითხა მე რატომ არ მყავს მამაო და მან ვერაფერი უპასუხა,აი რა უნდა გვეთქვა? მითხარი? შენ უნდა აუხსნა მას ყველაფერი და დაელაპარაკო.ახლა წავალ ჩემთან წავიყვან,მაგრამ იცოდე ძალიან არ დააგვიანო.ადრე ვფიქრობდი რომ გიორგი არ იყო ღირსი სცოდნოდა შვილის შესახებ, მაგრამ ახლა ვფიქრობ რომ ისევ ბავშვია ცოდო.
-კარგი,რამეს მოვიფიქრებ,- დავემშვიდობე მეგობარს.ისინი გავაცილე,მერე მეც სახლში წამოვედი.მართლა ძალიან ვიყავი დაღლილი.შოთამ დაისვენე,მე დავრჩები ელენესთანო.უკვე საღამო იყო,მე კი ისევ აქ ვიყავი.
ქალაქის ქუჩები თითქმის ცარიელი იყო,სახლში მალე მივედი და მაშინვე სააბაზანოს მივაშურე.მთელი ღამის ნანერვიულებს ცხელი წყალი საშინლად მესიამოვნა.მერე კი დაღლილს მალევე ჩამეძინა.დილით მაღვიძარამ გამაღვიძა ადრიანად. ელენეს წვნიანი მოვუმზადე,მოზრდილ ქილაში ჩავასხი წასაღებად.გოგონას ძალების მოკრება სჭირდებოდა…
საავადმყოფოში მისულს სასიამოვნო ამბავი დამხვდა,ელენესთვის დონორი ეპოვათ და სისხლი გადაესხათ.ბავშვს კი საბოლოოდ გაემარჯვებინა სიკვდილზე,უკვე დამოუკიდებლად სუნთქავდა აპარატის გარეშე. ელენესთვის ეს ამბავი უკვე ეთქვათ და ისეთი შეცვლილი დამხვდა, სასიამოვნოდ გაოცებული დამტოვა. გოგონა ერთ ღამეში გაზრდილიყო და გასხვანაირებულიყო.
-შოთა სად არის?-ვკითხე.
-ახლახანს გავიდა,ძალიან დაიღალა თან არაფერი უჭამია და კაფეში თითქმის ძალით გავაგდე.-გაიღიმა.
-ხოდა სანამ მოვა მოდი ვილაპარაკოთ.
-რაზე?
-იმაზე თუ რა გინდოდა შენს სახლში, რატომ მიხვედი ,რატომ ჩაიგდე თავი ასეთ ასეთ მდგომარეობაში?ხომ გაგაფრთხილა ექიმმა რომ შენი მდგომარეობა ცოტა გართულდა და თავს უნდა მოფრთხილებოდი.
-არ მინდა ამაზე საუბარი მარიამ. ცუდად მხდის.
-მოგიწევს,იმიტომ რომ ჩვენ ერთმანეთისგან დასამალი არაფერი არ უნდა გვქონდეს,ნამდვილად არ მინდა შენში ეჭვი მეპარებოდეს და ისე ვცხოვრობდეთ.
-მეც არ ვიცი იქ რატომ წავედი.- დაიწყო მოყოლა.-გიომ მთხოვა გავისეირნოთ,სახლში მომბეზრდაო. ჩავიცვით და წავედით.იქ როგორ აღმოვჩნდი არ მახსოვს.ალბათ მონატრებამ მაინც თავისი ქნა,ახალი წელი მოდიოდა და ეს პირველი ახალი წელი იყო მათ გარეშე. მინდოდა მიმელოცა.როცა გონს მოვედი კართან ვიდექი და ზარი დარეკილი მქონდა.
-მერე რა მოხდა?
-კარი ნათიამ გამიღო.გაუკვირდა რომ დამინახა,სახე შეეცვალა.თვალებს არ დაუჯერა,ისეთი სახით შემომხედა,რომ გიოს შეეშინდა და ხელი ჩამკიდა, მამიდა წავიდეთო მითხრა.ქალბატონს მეტი რა უნდოდა წამში იქცა ალქაჯად და ნამდვილი სახე გამოაჩინა.როგორ გაბედე და იმ ძუკნას შვილი აქ როგორ მომითრიეო,ან შენ როგორ მოხვედი, რა ნამუსითო.არც მე დამაკლო უხამსი სიტყვები და არც შენს მიმართ დაიშურა. გაბოროტებული მიყურებდა მუცელზე და იძახდა რომ ეს ბავშვი არ დაიბადებოდა,არ იქნებოდა პირველი შვილიშვილი.მისი შვილი უნდა ყოფილიყო მთავარი.მერე ხელი მკრა, თავი ვერ შევიკავე და ზურგით კედელს მივეჯახე.მერე კიდევ მიბიძგა და კიბეზე დავგორდი.გონება დავკარგე. ისიც არ მახსოვს ქუჩაში როგორ აღმოვჩნდი.მერე კი იცი ყველაფერი.
რაც უფრო მიყვებოდა,მით უფრო მეტად მიპყრობდა სიბრაზე და თავის შეკავება მიჭირდა რომ ახლავე არ წავსულიყავი იქ და ჭკუა არ მესწავლებინა მათთვის.
-ესეგი სახლში არავინ იყო?
-არა,მხოლოდ ის.
-კარგი დამშვიდდი,არ ინერვიულო შენ,მთავარია ყველაფერი კარგად დასრულდა,შენც კარგად ხარ და შენი პატარაც.შენ ის მითხარი შოთასთან რა ხდება?როგორ ხართ?
-არ ვიცი მარიამ,უცნაურად ვარ,- გაწითლდა გოგო და თავი დახარა.
-მოგწონს?
-ძალიან.მაგრამ მეშინია,მეშინია რომ ჩვენი ერთად ყოფნა არ გამოვა და დაგვაშორებენ.
-არასოდეს,გესმის?არასოდეს არ მოხდება ეგ,მე არ ვაპირებ შენს დათმობას და შენზე უარის თქმას.-კარში შოთა იდგა,გადაღლილი სახე ჰქონდა,მაგრამ ელენეს ჯიუტად არ აშორებდა თვალს.
-მე დაგტოვებთ,თქვენ ილაპარაკეთ.
არ ვიცი რა ილაპარაკეს მათ,მაგრამ მე ზუსტად ვიცოდი რა უნდა გამეკეთებინა ახლა და სად უნდა წავსულიყავი როგორც კი განვთავისუფლდებოდი.
გათენებამდე ორი გადაუდებელი ოპერაცია მოვასწარი.ცოტა გადავიტანე გონება ამაზე.მაგრამ როგორც კი სამუშაო საათები დავასრულე,მაშინვე ტაქსი გამოვიძახე და მისამართი ვუკარნახე. ჯერ კიდევ დილა იყო და ვიცოდი ყველა სახლში იქნებოდა.მთელი გზა სიტყვებს ვალაგებდი და ვცდილობდი რამე ისეთი არ მეთქვა, რაც მეც დამაზარალებდა და ელენესაც, სამაგიეროდ ქალბატონს ზუსტად უნდა მიეღო პასუხი ჩადენილზე.
კარზე ზარი რომ დავრეკე კანკალმა ამიტანა,ვეცადე თავი დამემშვიდებინა და ჰაერი ღრმად ჩავისუნთქე სანამ კარი გამიღეს.საკეტი გაჩხაკუნდა და მარინას გაოცებული სახე გამოჩნდა.
-სად არის?-ვიკითხე და დაუკითხავად შევაბიჯე ოთახში.
-ვინ სად არის?-კარი დახურა ქალმა და უკან მომყვა.
-შენი ძვირფასი რძალი.ნათია სად ხარ?გამოდი,ვერსად დამემალები.- მისაღები ოთახის შუაგულში ვიდექი და მის სახელს ვყვიროდი.ნელ-ნელა იკრიბებოდა ქართველიშილები ჩემს წინ,ბოლოს გიორგი გამოჩნდა გაოცებული სახით და უკან ცოლი მოჰყვა.
-რა ხდება მარიამ?რა ამბავში ხარ?რა გაყვირებს?-მკითხა დაბნეულმა.
-შენს ცოლს ჰკითხე,დარწმუნებული ვარ ეცოდინება რატომ მოვედი აქ.
გოგოს ფერი გადაუვიდა სახეზე ქმარმა რომ შეხედა,მაგრამ მერე როგორც ჩანს ძალა მოიკრიბა და გაიღიმა.
-წარმოდგენა არ მაქვს რა უნდა ამ უსირცხვილო ქალს.ან რამ მოიყვანა აქ.
-ახლა ვერ ხვდები ხოო?ელენე რომ სახლიდან გააგდე მაშინ ხომ ხვდებოდი?მაშინ ხომ იცოდი რასაც აკეთებდი.
-ვერ ვხვდები რაზე ლაპარაკობ. -მხრები აიჩეჩა უდარდელად.
-არც კი ვიცი რა გითხრა,როგორი ამაზრზენი ხარ,მეცოდები..ეს სიტყვაც კი მენანება შენთვის.
-რა ხდება ბოლოსდაბოლოს ამიხსნით თუ არა?-იყვირა გიორგიმ და შუაში ჩაგვიდგა.
-რა უფლებით მოდიხარ აქ და ელენეს რატომ ახსენებ?არ იცი რომ ის ჩვენთვის აღარ არსებობს?
-რატომ?რატომ არ არსებობს ნიკა?რა დააშავა შენმა დამ ისეთი რომ ასე მოექეცით?რაა დააშავა ისეთი იმ ბავშვმა რომ ამ ქალბატონმა სასიკვდილოდ გაიმეტა ისიც და ელენეც?
-ბოლოსდაბოლოს იტყვი თუ არა რაში გვადანაშაულებ?-იკითხა ოჯახის უფროსმა.
-რამდენიმე დღის უკან ელენე სახლში მოვიდა,ახალი წლის მოლოცვა უნდოდა, სახლში ეს ქალბატონი დახვდა,არ შემოუშვა გალანძღა და..
-მოიცადე ერთი წუთით,გაჩერდი,აბა რა უნდა ექნა?სახლის კარი გაეღო ისე თითქოს არაფერი მომხდარა? -შემაჩერა მამამისმა
-რა თქმა უნდა.ასე ხომ?ეს თქვენი პოზიცია გასაგებია,მაგრამ იმის უფლება ჰქონდა რომ ხელი ეკრა და კიბეზე დაეგორებინა?საწყალი გოგოც და ბავშვიც სასიკვდილოდ გაემეტებინა?ორივე ძლივს გადაურჩა სიკვდილს,მიდი უთხარი,რას გაჩუმებულხარ?შენც ხომ იქ იყავი?-მივუბრუნდი გიორგის.
-შენ მის სანახავად წახვედი?-
-ჯანდაბა,ხო წავედი,მის სანახავად წავედი,მაგრამ ვერ გავბედე,ვერ ვნახე..-იყვირა გიორგიმ.
-აჯობებდა არ გადაგერჩინა.
-მხოლოდ ამას რატომ იმეორებთ? რატომ არ დარდობთ იმაზე,რაც ამ ქალბატონმა გააკეთა?
-ის გააკეთა,რასაც მეც გავაკეთებდი სახლში რომ ვყოფილიყავი.
-არ მესმის,მართლა არ მესმის რანაირი დედა ხართ?რა ქალი ხარ ასეთი ქვის გული რომ გაქვს?როგორ შეიძლება საკუთარ შვილს,რომელიც ცხრა თვე ატარეთ მუცლით, რომელიც ცხრა თვე შენი სხეულის ნაწილი იყო,ასე მოექცე?
-თვითონ დაინტერესდა რამხელა ტკივილს მოგვაყენებდა,როცა ამას აკეთებდა?
-ქალბატონო მარინა,დიდ პატივს გცემდით ყოველთვის,მაგრამ იქნებ თქვენც დამნაშავეები ხართ?იქნებ მოგესმინათ მისთვის,იქნებ ყველაფერი ისე არ იყო,როგორც თქვენ გამოიტანეთ დასკვნები.
-კიდევ დიდხანს უნდა იყო აქ და ლექციები გვიკითხო?დიდხანს მოგიწია აქ გაჩერება,მამა,უთხარი წავიდეს.-ჩაერთო ნათია და აფერისტულად მიელაქუცა მამამთილს.ოდნავ დამშვიდებული ისევ ავფეთქდი.
-შენ ხმას როგორ იღებ?ხომ არ დაგავიწყდა რაც ჩაიდინე?იქნებ ისიც ვთქვა რა მოისმინე იმ საღამოს?
-გაჩუმდი,არ გაბედო გესმის?-მიკივლა მანაც.
-რა ხდება საბოლოოდ ამიხსენით,- იყვირა გიორგიმ და შუაში ჩაგვიდგა.- შენც რამდენის უფლებას აძლევ თავს?.
-შენ შენი ცოლი ხომ არ გგონივარ რომ მიყვირი?არასოდეს გაბედო ჩემთან ხმის აწევა და ყვირილი.მას მოსთხოვე პასუხი ჩადენილზე.-ისეთი გამხეცებული იყო,თვალებიდან ცეცხლს აფრქვევდა და მის სუნთქვას სახესთან ვგრძნობდი,მაგრამ არც მე დამითმია,დარწნებული ვარ არანაკლებ შეშლილი სახე მქონდა მეც,რამაც აიძულა უკან დაეხია.
-არც მიკვირს,ასეთი ბოროტი რომ ხარ,იმიტომ არ გეღირსა დედობა, იმიტომ არ გაიმეტა უფალმა თქვენთვის შვილი,იმიტომ ვერ გაიგებ რას ნიშნავს დედობის ბედნიერება.
მასაც უმტყუნა ნერვებმა და როგორც იქნა გამოაჩინა კლანჭები.ქმარს წინ გადაუდგა და აგრესია ჩემზე გადმოიტანა.
-რას მაბრალებ ერთი ვიცოდე? თითქოს არ ვიცოდეთ როგორი ქალი ბრძანდები.ამიტომ იცავ ასე ელენეს, რომ ისიც შენნაირია.თავმოყვარეობა არ გაგაჩნია.
-და შენ წმინდანი ხარ?შენ გაგაჩნია? ვინ იცის როგორ იყიდე ქმარი,მაშინ როცა მას მე ვუყვარდი.
-ახლა გამაგიჟებთ ორივე,-ისევ შუაში ჩაუდგა გიორგი და იყვირა.
-შენ რომ პატიოსანი ყოფილიყავი,მას საწოლში არ ჩაუგორდებოდი და მისი საყვარელი არ იქნებოდი.ამიტომ მოგექცა ასე და ამიტომ მიგატოვა რომ მობეზრდი.
-მე ის გულწრფელად მიყვარდა,მე მას ის მივეცი,რასაც შენგან ვერასოდეს ეღირსება.
-რაა?რა მიეცი?საკუთარი სხეული?-ირონიით გაიჟღერა მისმა სიტყვებმა და გამიღიმა,ეს მისი გამარჯვება იყო,რადგან დანარჩენები ახლა მეც ისე მიყურებდნენ,როგორც ელენეს,როცა გაიგეს,რომ ორსულად იყო.
-მე მას ჩემი სული და ჩემი გული მივეცი,შენ კი ეს არასოდეს გაგაჩნდა.
-სამაგიეროდ ჩემი ქმარია.
-ქმარი,რომელიც ვიცი რომ დღემდე ჩემზე ფიქრობს.არც კი ვიცი რატომ გეკამათები და რატომ ვარ ჯერ კიდევ აქ,რატომ არ მივდივარ,რატომ ვიტან თქვენგან ამ ყველაფერს,მაგრამ იცოდეთ,ის რაც თქვენ გააკეთეთ უბრალოდ არაადამიანობა, ცხოველებიც კი არ იქცევიან ასე, თქვენ რა ხართ ასეთი ქვის ლოდები,ასეთი არაადამიანები რომ თქვენში სინდისის პატარა მარცვალიც ვერ გავაღვიძე.გეუბნებით თქვენი შვილი და შვილიშვილი სიკვდილის პირას იყვნენ თქო და რეაქცია არ გაქვთ,მაინც იმას გაიძახით ნეტავ მომკვდარიყოო.როგორ ხართ ასეთები როგორ?მადლობა ღმერთს რომ მე ამ ოჯახში არ შემოვედი,თორემ ალბათ ყველაზე უბედური ქალი ვიქნებოდი ამ ქვეყნად.საბედნიეროდ რძალიც შესაფერისი გიპოვნიათ.
-გეყოფა,გესმის,გეყოფა,აქ არავის აინტერესებს რას იტყვი შენ.
-მივდივარ,ისედაც დიდი დრო დაგითმეთ და დავკარგე თქვენზე. როგორ შევცდი აქ რომ მოვედი.შენ კი მიფრთხილდი.ხომ იცი რომ მივინდომო დაკარგავ მას და ჩემთან წამოვა?ხომ ხვდები რომ ახლა ეს მიზეზი რომ ვთქვა, დაუფიქრებლად გამომყვება.ფრთხილად იყავი ჩიტო.
ვუთხარი ჩუმად,წინ ჩავუარე და გასასვლელისკენ წავედი.არ ვიცი იქ რა მოხდა ჩემი წასვლის მერე,მაგრამ კიბეზე რომ დავეშვი მივხვდი როგორ წამომივიდა ცრემლი,მეც არ ვიცი რა მატირებდა ან რას მივტიროდი.
ტაქსს ვაჩერებდი,როცა ვიღაცამ მკლავში ხელი ჩამკიდა და მომატრიალა,
-მე და შენ უნდა ვილაპარაკოთ,უნდა ამიხსნა რას გულისხმობდი.
-წადი და შენი ცოლი აგიხსნის.
-მე შენგან მინდა,-თითქმის ძალით ჩამტენა თავის მანქანაში და გაურკვეველი მიმართულებით აიღო გეზი.
-გააჩერე მანქანა.-ვუთხარი მკაცრად.
-არა,სანამ არ ვილაპარაკებთ,არსად გაგიშვებ.ვგრძნობ რაღაც მნიშვნელოვანს მიმალავ.
-შენ არ მიმალავ რამე მნიშვნელოვანს?-ვკითხე და თვალი გავუსწორე.
-ნუ მიყურებ ასე,თორემ გავგიჟდები და მოგიტაცებ,ფეხებზე დავიკიდებ ყველას და ყველაფერს და არასოდეს დაგაბრუნებ უკან.
-შენს დას ვჭირდები,ჩემს შვილს…
-შენ ქმარს….
-ქმარი არ მყავს,არც არასოდეს მყოლია,-დავინახე როგორ აუკანკალდა ხელები და ნიკაპი,და ძლივს დაიმორჩილა საჭე.იქვე გზაზე გააჩერა და შემომხედა.
-ბავშვი ვისია მარიამ?
-შენი….

*********
რამდენი დრო გავიდა არ მახსოვს,არ უკითხავს რატომ,საერთოდ არაფერი არ უკითხავს,საჭეზე დაეწყო ხელები, ნიკაპით ეყრდნობოდა და ცარიელ სივრცეს გაჰყურებდა.თვალები ცრემლით ჰქონდა სავსე.მეცოდებოდა, იმდენად მეცოდებოდა რომ საკუთარი ტკივილი და წარსული დამავიწყდა. ეს ისეთი სიტუაცია იყო,ვერასოდეს რომ ვერ წარმოვიდგენდი.რამდენჯერ მიფიქრია ამაზე,როგორ ვეტყოდი ან ვეტყოდი თუ არა საერთოდ.ახლა რატომ მომინდა ან რატომ გადავწყვიტე თქმა ისიც არ ვიცი. ვუყურებდი მას და სიტყვებს ვერ ვპოულობდი.
-რატომ არ მითხარი?აქამდე რატომ არ მითხარი?-მომიბრუნდა როგორც იქნა და თვალებში ჩამხედა.
-რატომ უნდა მეთქვა?იყავი ამის ღირსი?
-ახლა რატომ მითხარი?
-არ ვიცი..
-გასაგებია…საერთოდ ხვდები რა გააკეთე?
-ნუ მსაყვედურობ,ეს იყო ჩემი შურისძიება.
-მერე კმაყოფილი ხარ?დაგავიწყა ის ტკივილი და წარსული ამან?
-არა,ახლა უარესად ვგრძნობ თავს.
-შვილი მყავს...გიო ჩემი შვილია და ჩემი სახელი ჰქვია..
-ხომ არ გავიწყდება რომ შენც არ დაგვინდე...რამდენ რამეს მატყუებდი,სიყვარულს როგორ მატყუებდი და მეთამაშებოდი.
-ნეტავ ოდესმე ეს სიყვარული არ მეგრძნო არასოდეს,ნეტავ ამ წყეული გრძნობისთვის,რასაც შენს მიმართ ვგრძნობდი,ოდესმე თავი დამეღწია.
-ეგ არ მამშვიდებს და არ ცვლის იმ წარსულს რომ თითქმის საქორწინო კაბაში მიმატოვე..
-მიზეზი მქონდა.
-მაინც არაფერი გამართლებს..
-არც შენ,-გაჩუმდა,მერე ისევ წამოიძახა,-დაჯერება ისევ მიჭირს. მისი ნახვა მინდა..
-ახლა ირმასთანაა.
-მათაც იციან ხო?
-კი, ყველამ იცის.
-ყველამ ჩემს გარდა.-ჩაილაპარაკა სევდიანად.
-ყველა ჩემს გვერდით იყო როცა მჭირდებოდი,შენს გარდა.
-ვერ ვიქნებოდი შენს გვერდით,ვერ დაგეხმარებოდი როცა მე თვითონ დასახმარებელი ვიყავი.
-ბოლოსდაბოლოს მეტყვი ნამდვილ მიზეზს?მე შენ ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი რაღაც გითხარი,ასე რომ იქნებ დროა ერთმანეთს ვენდოთ და ყველაფერი ერთხელ და სამუდამოდ გავარკვიოთ.
-არც კი ვიცი როგორ გითხრა.-შეისვენა და მოყოლა დაიწყო.-მაშინ როცა მეგონა რომ ბედნიერება ვიპოვე და ცხოვრების აზრს შევხვდი,მაშინ დამენგრა ყველაფერი.ერთმა მოულოდნელმა ცუდად გახდომამ, ყველაფერი თავდაყირა დააყენა ჩემს ცხოვრებაში.ექიმმა მითხრა რომ ლეიკემია მქონდა.პირველი ვისზეც ვიფიქრე შენ იყავი,წარმოვიდგინე როგორ დაიტანჯებოდი,როგორ იდარდებდი.როგორ ცუდად იქნებოდი. ნორმალურად არც კი მომისმენია მისთვის,გამოვვარდი იქიდან. განადგურებული ვიყავი.მთელი ღამე ვიხეტიალე უაზროდ,ვტიროდი… ვტიროდი არა ჩემს თავს,არამედ შენ რომ იმ ბედნიერებას ვერ გაჩუქებდი და ვერ გაღირსებდი რაც დაგპირდი. ასე გადავწყვიტე შენგან წასვლა, მეგონა ეს გამოსავალი იქნებოდა.შენ შეგეძლო ცხოვრება თავიდან დაგეწყო. ვიცოდი რომ ასე იქნებოდა, ვიცოდი ამას შეძლებდი, იპოვიდი სხვას,ვიცოდი გული გეტკინებოდა, მაგრამ ამას გაუძლებდი,ამას გადაიტანდი,სამაგიეროდ ცოცხალი იქნებოდი,მაშინ როცა ჩემი გული აღარ იფეთქებდა,ცოცხლებში აღარ ჩავითვლებოდი…
-არანორმალური ხარ,-ვტიროდი მეც მასთან ერთად.-როგორ შეგეძლო ასე გეფიქრა,როგორ შეგეძლო რომ უშენოდ ვიცოცხლებდი?შენ თუ ამ ქვეყნად აღარ იქნებოდი,იმას არ ნიშნავს რომ ჩემი გულის ფეთქვა ისეთივე იქნებოდა,როგორც შენთან.
ცოცხალი თუ ვიქნებოდი იმას არ ნიშნავს,რომ ცოცხლებში ჩავითვლებოდი.მეც მოვკვდი იმ ღამეს,როცა წახვედი.არ შემეძლო იმ ქალაქში ყოფნა სადაც შენ იყავი, სადაც იმ ჰაერს სუნთქავდი,რასაც მე,სადაც ყველაფერი შენს თავს მახსენებდა. წარმოიდგინე იმ ღამეს რომ მომერხებინა, როგორ იცხოვრებდი?
-მადლობა ღმერთს ეს არ მოხდა.- გაუნათდა სახე და შემოხედა.თვალები აუციმციმდა რომ გაახსენდა ისევ შვილი ჰყავდა.
-ნათია რატომ შემოვიდა შენს ცხოვრებაში ან როგორ?
-ნათია…-ჩაფიქრდა ისევ.,-მომდევნო ვიზიტზე რომ მივედი ექიმთან, შემთხვევით დამინახა,არ ვიცი საიდან ყველაფერი გაარკვია,პირდაპირ სახლში მომადგა და გარიგება შემომთავაზა.
-ფულზე გაიყიდე?-იმედგაცრუებულმა შევხედე.
-ასე ნუ მიყურებ გთხოვ.ხომ იცი ანგელოზი არასოდეს ვყოფილვარ, მითუმეტეს მაშინ როცა გამიცანი.შენ ასხვანაირებდი ჩემს სამყაროს და შენთან ვიყავი სულ სხვანაირი,შენ ჩემს სულს ჩაწვდი..მას ფული ჰქონდა,ფული რომელიც ჩემს მკურნალობას და სიცოცხლის შენარჩუნებას სჭირდებოდა.ბევრი არ მიფიქრია, დავთანხმდი,ჩემი ოჯახის ბიზნესიც გადაარჩინა და სიცოცხლეც თითქოს შემინარჩუნა,ყველას ჰგონია რომ იმ ოპერაციამ შედეგი გამოიღო, სინამდვილეში ასე არაა.დაავადება ისევ პროგრესირებს და მხოლოდ დონორი თუ მიშველის, რომელიც არ ჩანს..ისევ სევდა ჩაუდგა თვალებში.-ამიტომ ვიქცევი ასე, ამიტომ ვიქცევი ასე ცუდად რომ შემიძულონ.რომ ჩემი სიკვდილის შემდეგ გული ნაკლებად ეტკინოთ და დიდხანს არ მიდარდონ.
-ამას ნუ ამბობ,როგორ შეიძლება არ გიდარდონ,ან რატომ ლაპარაკობ სიკვდილზე?შენი მშობლები მაინც იდარდებენ,შენი ძმა,ელენე...არ არსებობს რომ მას მაინც არ ეტკინოს გული,მეც ხომ გიდარდებ?ასე რომ მაინც ვერ შემაძულებ შენს თავს..
-არ შეგეცოდო გთხოვ..
-არ მეცოდები,გიბრაზდები, გიბრაზდები იმიტომ რომ ამ ყველაფერს ერთად უნდა გავმკლავებოდით,ერთად უნდა გვებრძოლა,წარმოიდგინე რამდენი რამე,რამდენი მნიშვნელივანი რამე გამოტოვე შვილის ცხოვრებაში.
-ძალიან ბევრი..-გაჩუმდა,თავს მეც ისევე ვგრძნობდი,როგორც ის.მასთან ერთად მტკიოდა და მეწვოდა სული. ხელი თავისით გამექცა და მის სახეს მოვეფერე.
-ხომ იცი რომ ყველაფერი კარგად იქნება?ცხოვრებაში ტყუილად არაფერი ხდება,ალბათ ელენეც ამიტომ გამოჩნდა ჩემს ცხოვრებაში და ამიტომ შევხვდით ისევ.ეს რაღაცის ნიშანია.-გავუღიმე.
-ეს იმის ნიშანია რომ ეგოისტი ვარ, ეგოისტი რომელმაც თავისი პრობლემების გადამკიდე,და ვერ დაიცვა მოსალოდნელი საფრთხისგან.
-შენი და ძალიან კარგად არის და გვერდით საყვარელი ადამიანები ჰყავს,ახლა შენ ხარ მნიშვნელოვანი.
-ნუ ფიქრობ ჩემზე.რამდენი რამე დაგიშავე,როგორ დაიტანჯე და მაინც ჩემზე დარდობ.
-ასეთი რომ ვარ ხომ იცი.-გამეღიმა ისევ.
-როდის შევძლებ შვილის ნახვას?
-შვილი?-ჩამეცინა,-სიმართლე გითხრა,მეგონა როცა ამას გაიგებდი იყვირებდი,ერთ ამბავს ატეხდი,შენ კი მშვიდად ხვდები,მაშინებ გიორგი -ფრთხილად შევახე ხელი მხარზე.
-დამრჩა საერთოდ ემოციები?
-ხომ იბრძოლებ?ხედავ ერთ წამში როგორ შეიცვალა შენი ცხოვრება? შვილი გყავს,მისთვის უნდა იბრძოლო, და გყავს რომელსაც უყვარხარ, რომელიც გელის და ახლა უკვე დისშვილი.მარიამი დაარქვა ელენემ. რამდენი ადამიანი ელის შენგან დახმარებას,ნუ გაუცრუებ იმედებს.
შემომხედა,სახე დამიჭირა ორივე ხელით,თვალებში ჩამაცქერდა და მკითხა.
-შენ ხომ იქნები ჩემს გვერდით?
-შენ ცოლი გყავს…
-მაგას მოვაგვარებ..
-არ მინდა ხალხის თვალში ისე გამოჩნდეს,თითქოს ოჯახი დაგინგრიე.
-ამის დედაც...გაჩუმდი მარიამ,-მითხრა გაბრაზებულმა და ტუჩებში მეძგერა.ჩემმა გულმა და სხეულმა იგრძნო რომ ისევ ერთი მთლიანობა ვიყავით….
სახლამდე მიმაცილა,დამშვიდობება გაგვიჭირდა.
-ახლა იცი რა გამახსენდა.ის შემთხვება როცა ფეხზე დამეკიდა დედაჩემს ნუ უყვირიო.საკუთარი შვილი კინაღამ დავასახიჩრე.
-ყველაფერი შემთხვევითობა იყო,რომ იცოდე როგორი ძლიერია და როგორ გგავს ხასიათით,-გამეცინა.
-იცი პირველად რომ დავინახე რა გრძნობა დამეუფლა?თითქოს ჩემს წინ ჩემი ნაწილი იყო.ისე ტიკტიკებდა და ისე მორბოდა შენსკენ,სიყვარულით სავსე თვალებით გიყურებდა.ნეტავ მე თუ შემომხედავს ოდესმე ასე?
-შემოგხედავს,აი ნახავ ავუხსნი ყველაფერს და გაიგებს.
-ასე ადვილად მპატიობ ყველაფერს? ხომ არ გეცოდები?-გამიმეორა ისევ
-მეც არ ვიცი რატომ.სულ ვფიქრობდი რომ არასოდეს გაპატიები,მაგრამ ასე მოხდა,თუ ჩემი პატიება ერთ ადამიანს მაინც გადაარჩენს და სიკვდილისგან იხსნის…
-ანუ მაინც გეცოდები…
-არა თქო ადამიანო,არაა.-ახლა თუ არ გაჩუმდები იცოდე არვიცი რას გიზავ..
გაეცინა.-
-სულ ასეთი იყავი,არასოდეს მაძლევდი დანებების უფლებას.
-არც ახლა მოგცემ.ექიმთან როდის მიდიხარ?
-ერთ კვირაში ქიმიოთერაპიის ახალი კურსი უნდა დავიწყო.
ყველაფერი გამოვკითხე,სად გადიოდა მკურნალობას,რომელ საავადმყოფოში,ვინ იყო მისი მკურნალი ექიმი და ასე შემდეგ.
-მეც შენთან ერთად მოვდივარ და იცოდე უარი არ გამაგონო..
გაეცინა,იცოდა მაინც ჩემსას გავიტანდი,ჩემი სიჯიუტე ყოველთვის ზღვარს სცდებოდა.დავემშვიდობე და დამშვიდებული გადავედი მანქანიდან. კიბეზე მსუბუქად ავედი,თითქოს მხრებიდან ტვირთი ჩამომხსნეს…
იმ დღეს გიორგი აღარ შემხმიანებია, ალბათ ისიც ნათქვამის გაანალიზებას ცდილობდა და მარტო ყოფნას ამჯობინებდა.ემოციებისგან დატვირთულს ცხელი შხაპი ძალიან მესიამოვნა,მერე ირმასთან დავრეკე გიო მოვიკითხე.შესანიშნავად ერთობაო,მიპასუხა დაქალმა და ბავშვს დაუძახა,ტელეფონზე დამალაპარაკა.ორიოდე სიტყვა მითხრა და მერე ისევ სათამაშოდ გაიქცა.
-შენ როგორ ხარ?-მკითხა დაქალმა.
-ყველას დაურეკე,შენთან მოვიდნენ, საღამოს რაღაც მნიშვნელოვანი უნდა გითხრათ.კატოსაც თუ დაურეკავ,კარგი იქნება,ბოლოსდაბოლოს ერთხელ და სამუდამოდ უნდა გავარკვიოთ ყველაფერი
-კარგი,მაგრამ ასეთი რა მოხდა?
-მოხდა,ასე რომ წავალ ეხლა მოვემზადები და საღამოს გნახავ.
მერე ელენეს დავურეკე,მოვიკითხე, ბავშვი მაჩვენეს და უბედნიერესი ვარო,-დაფრინავდა ცაში-მართალი იყავი მარიამ,რასაც მეუბნებოდი, ხელში რომ ავიყვანე,ყველა და ყველაფერი დამავიწყდა.
-მიხარია ჩემო გოგო.-ვუთხარი და ბედნიერს მეც ჩამეღიმა,ჩემი თავი გამახსენდა როცა გიო ხელში ავიყვანე პირველად.
-შოთამაც კი დაიჭირა ხელში მარიამ, წარმოიდგინე ჩემზე უკეთესად ეჭირა,ისე გაიტრუნა მის ხელებში..-მიყვებოდა აღფრთოვანებული.
-ელე საყვარელო შოთა შენს გვერდითაა?
-კი,აქაა.
-დაუძახე ტელეფონთან რაღაც უნდა ვთხოვო.ელენემ ტელეფონი ბიჭს მიაწოდა.მაშინვე მომესმა მისი შეშფოთებული ხმა.
-შოთა,საღამოს ზურასთან ვიკრიბებით,აუცილებლად უნდა მოხვიდე.მნიშვნელოვანი საქმეა.
-კარგი,-მოკლედ მომიჭრა მან და დამემშვიდობა….

გიომ როგორც კი დამინახა,მაშინვე დაანება ბავშვებთან თამაშს თავი და ჩემსკენ გამოიქცა დედიკოს ძახილით, ხელები გაშალა და შემომაფრინდა.
-ჩემო პატარა,ჩემო ლამაზო,ძალიან მომენატრე.
-მეც მომენატრე დედა.-მიპასუხა თავისი წკრიალა ხმით და პატარა ხელები კისერზე მომხვია.
-დაკარგული მოსულა,-დაიძახა ზურამ და ჩემსკენ წამოვიდა,თან თავისი უმცროსი ბიჭი ეჭირა ხელში,რომელსა ფეხი ახალი ადგმული ჰქონდა.
-როგორ ხარ ზურა?
-კარგად,შენ როგორ ხარ?
-მეც არამიშავს,მოვიდნენ?
-ყველა არა,მხოლოდ სოფია და აჩი.
-კარგი,შევალ შიგნით და იმედია მალე შემოგვიერთდებიან.
ნახევარ საათში ყველა მოვიდა. ამჯერადაც ისევ იმ ოთახში ვიჯექით,სადაც მაშინ როცა ჩემი ამბები წყდებოდა.ახლაც მსგავსი სიტუაცია იყო,ახლაც რამდენიმე ადამიანის ბედი იყო დამოკიდებული ამ შეხვედრაზე.ბავშვები ოთახში თამაშობდნენ,ჩვენ კი ვიხსედით ერთმანეთის პირისპირ და ვდუმდით.
-აუ კარგით რაა,რა სახეები გაქვთ? როდის იყო თქვენ პრობლემებს საშუალებას აძლევდით ასე ემოქმედათ თქვენს ურთიერთობაზე? -გაბრაზებულმა წამოიძახა ზურამ და ყველას მორიგეობით გადმოგვხედა.
-მე არავისთან არ მაქვს პრობლემა და საერთოდ აქ იმისთვის ვართ ელენეს და ჩემი შვილის ამბავი გითხრათ. იმიტომ რომ მალე მათი ცხოვრებაც შეიცვლება და ჩემიც.- ვთქვი.
-ახლა რაღა მოხდა?-დაარღვია სიჩუმე კატომ.
-გეტყვი,მაგრამ იქნებ მანამდე შენ და ლაშამ მითხრათ ასე რატომ იქცევით და თავს რატომ მარიდებთ?
-იმიტომ რომ ჩემი ელენესადმი დამოკიდებულება და გრძნობები არ მოსწონთ.-დაასწრო შოთამ.
-ეგ რა შუაშია?ჩვენ ხომ ვილაპარაკეთ?
-კი ლაშა,ვილაპარაკეთ,მაგრამ შენგან არ ვგრძნობ იმ დამოკიდებულებას რაც მითხარი მაშინ.
-ერთი წუთით,მე არ ვიცი თქვენს ოჯახში რა ხდება,მაგრამ ბავშვობის და საუკეთესო დაქალის,ჩემი შვილის ნათლიის დაკარგვას არ ვაპირებ.ასე რომ მითხარი ახლა ყველაფერი რაც გაწუხებს და მერე ეს თემა სამუდამოდ დაიხურება.
-შენ არაფერ შუაში ხარ მარიამ.
-აბა რა ხდება კატო?როდის იყო ვიღაცეების ლაპარაკს და აზრებს ყურადღრებას აქცევდით ან ვითვალისწინებდით?
-იცი რაც ხდება,ელენეს და შოთას ურთიერთობის გამო ხდება ეს,განა წინააღმდეგები ვართ, მაგრამ მაინც რაღაცნაირად იმოქმედა ამან. წარმოიდგინე,ელენე იმ ადამიანის დაა,ვინც წლები გვეზიზღებოდა იმის გამო,რაც შენ დაგიშავა,რამხელა ტკივილი მოგაყენა და კაცმა არ იცის რა მოხდებოდა,ჩვენ რომ არ დაგხმარებოდით.
-მე არ მტკივა და მე არ განვიცდი? ვინმე ჩემზე მეტად განიცდის ამას როგორ ფიქრობთ?მაგრამ მე შვილი მყავს,შვილი მეზრება რომელიც მამას ითხოვს,რომელსაც ამ დანაკლსს ვერ შევუვსებ,მითუმეტეს შეიძლება ისედაც აღარ ჰყავდეს მამა.
-ვერ მიგიხვდი მარიამ რას გულისხმობ?
-რას და მიზეზი გავიგე,რის გამოც გიორგიმ მიმატოვა მაშინ.აღმოჩნდა რომ მას ლეიკემიის დიაგნოზი დაუსვეს და სასიკვდილო სენს ებრძოდა და ებრძვის.ოპერაციის ფული არ ჰქონდათ,შემთხვევით ნათიას გაუგია ეს ამბავი და ამის გამო დაქორწინდნენ.მას უნდოდა რომ მე ბედნიერი ვყოფილიყავი მის გარეშე და ასეც ამიტომ იქცეოდა რომ შევძულებოდი,რადგან როცა სიკვდილის ამბავს გავიგებდი არ შემცოდებოდა ან გული არ დამწყვეტოდა.
-სულელი..ეს როგორ იფიქრა ან როგორ გააკეთა,როცა შენზე მეტად
მას სიცოცხლეს ვერავინ შეუნარჩუნებდა და ვერავინ გაუგებდა.
-ეს უკვე მისი გადაწყვეტილება იყო,ასეა თუ ისე ჩვენ ვილაპარაკეთ და იცის რომ შვილი ჰყავს,მისი გაცნობა უნდა,თუმცა ისედაც იცნობენ ერთმანეთს.
-უკვე გადაგიწყვეტია,ჩვენ რა შუაში ვართ?-იკითხა ირმამ,-ხომ იცი ყოველთვის პატივს ვცემთ შენს აზრს.
-ვიცი მეგობარო,უბრალოდ არ მინდა რომ იმის გამო რომ მე ელენე შევიფარე და ხელს ვუწყობ შოთასთან დაახლოებაში,თავს ვარიდებდეთ ერთმანეთს.
-არ გარიდებ,ამას თუ ჩემზე ამბობ.
-ლაშა,მოდი იცი რაზე მიპასუხე ,ელენეს ადგილზე მე რომ ვყოფილიყავი და მე მოვწონებოდი ვინმეს,გამამტყუნებდი რომ შემყვარებოდა ან ბედნიერებისთვის მებრძოლა?
-არა.მე ხომ ვიცი როგორ დაიტანჯე და როგორ განიცდიდი ყველაფერს ამდენი წლის განმავლობაში?
-ხოდა ჩათვალე რომ ელენე მე ვარ. ან მიიღებ მას ან მეც მკარგავთ და ძმასაც.რას იტყვი შოთა?
-მე მათ უკვე ველაპარაკე ამ თემაზე.- თქვა ბიჭმა.-დასამატებელი არაფერი მაქვს.
-კარგით რაა,რა სისულელეებს ვლაპარაკობთ და რის გამო შევიკრიბეთ თუ ხვდებით საერთოდ?-ჩაერთო ჩუმად მყოფი თაკო,რომელსაც ალბათ უკვე ყელში ამოუვიდა ეს ყველაფერი და მომრიგებლის როლში ყოფნა.
-მართალია თაკო,მართლა სისულელეა ის რის გამოც ერთმანეთს ემდურებით.ყველაზე მეტად ელენეს ჩვენს ცხოვრებაში გამოჩენის და დარჩენის წინააღმდეგი მე ვიყავი, მაგრამ მეც კი შევეგუე ამას და დავუშვი ის რომ ადამიანებმა ოჯახის წევრების გამო არ უნდა აგონ პასუხი.
-ანუ..
-ანუ ისევ მეგობრები ვართ და ისევ ისე იქნება ყველაფერი როგორც აქამდე.-მიპასუხა კატომ,გვერდით გადმომიჯდა და მომეხვია.
-შენ რა გადაწყვიტე ძმაო?-ჰკითხა შოთამ ლაშას.
-ჯანდაბა შენს თავს,მაინცდამაინც ის გოგო უნდა შეგყვარებოდა,ვის ძმასაც და ოჯახს დასანახად ვერ ვიტანთ?
-რა ვქნა ძმაო,სიყვარულს როდის იყო გეგმავდი?ხო იცი რომ ის დაუკითხავად და მოულოდნელად მოდის?
-მთელი ცხოვრება გადარეული და განსაკუთრებული იყავი,რა მიკვირს რომ რაღაც განსაკუთრებულს გააკეთებდი.იყოს ისე,როგორც შენ გინდა,სულ შენს გვერდით ვიქნებით ჩვენც,ოღონდ თუ რამე ისე არ მოხდა და არ გამოგივიდათ,მერე საყვედურები და წუწუნი ჩვენ არ დაგვიწყო.
-როდის იყო ვინმეს ჩემს პრობლემებს გახვევდით თავზე?-ეწყინა შოთას.
-არასოდეს.
-კარგი მაშინ იცი რა ვქნათ,ახლა გოგოები ადგებიან,სუფრას გაშლიან და ამ საღამოსაც ისე დავასრულებთ ,როგორც სხვა დანარჩენებს და არ დაიწყოთ ახლა წუწუნი,-თქვა ზურამ.
-თქვენ მიზეზი მოგეცათ დალევის.- აბუზღუნდა ირმა.
-ცოლო ასეთი მნიშვნელოვანი რაღაც გადაწყდა და ისე როგორ დავტოვოთ?
-კარგი ხოო,მივდივართ,-წამოდგა ირმა და გოგოები გაიყოლა.
-ორი წუთით მარიამს დაველაპარაკები და მოვალთ,-თქვა შოთამ და გამომხედა.
-ერთმანეთის კუდები,მალე მოდი,- მომაძახა კატომ და სამზარეულოში გაუჩინარდნენ.
ეზოში გამოვედით,სკამზე ჩამოვსხედით და მოსასმენად მოვემზადე.
-მადლობა მარიამ.
-რისთვის?
-ამ ყველაფრისთვის,კი მოვაგვარებდი ისედაც,მაგრამ შეიძლება დამეგვიანა ან ვიღაცეები დამეკარგა,ახლა ზუსტად ვიცი რომ მათი იმედი უნდა მქონდეს..
-ელენეს ელაპარაკე?
-ვერა,ჯერ ისევ სუსტადაა და თან ბავშვზე ნერვიულობს,არ მინდა დავუმატო,როგორც კი კარგად გახდება ყველაფერს ვეტყვი.
-დარწმუნებული ვარ ისიც ხვდება, უბრალოდ ეშინია და აჭიანურებს.- გამეცინა.
-რისი ეშინია?-გაკვირვებულმა შემომხედა.
-იმის რომ არ დაგკარგოს.
-არასოდეს,არასოდეს დამკარგავს,ეს მე უნდა მეშინოდეს მისი დაკარგვის..
-არც ერთი არ დაკარგავთ ერთმანეთს, ყველაფერს გავაკეთებ რომ თქვენ მაინც იყოთ ბედნიერები.
ის საღამო როგორც ყოველთვის ისე დასრულდა - ნამდვილი ქართული ლხინით. ცოტა მეც დავლიე,ირმასთან დარჩენა მომიწია.
მეორე დილით შეთანხმებისამებრ შოთამ გამომიარა და გიოსთან ერთად საავადმყოფოში წავედით.ბავშვს მამიდა მონატრებოდა და ჯიუტად ითხოვა მისი ნახვა.
პალატაში რომ შევედით ელენეს პატარა ხელში ეჭირა,საწოლზე წამომჯდარიყო და აჭმევდა.დედის რძეს მიირთევდა პატარა მარიამი და სასაცილო ხმებს გამოსცემდა. რომ დაგვინახა გაგვიღიმა და შოთას შეანათა სიხარულისგან ანთებული თვალები.
-ექიმმა მითხრა რომ საშიშორებამ გადაიარა და ყველაფერი კარგად იქნება,ორ დღეში გამწერენ.
-ძალიან მიხარია,-დაწინაურდა ბიჭი,საწოლის კიდეზე ჩამოუჯდა და თავზე ხელი გადაუსვა.გოგომ დაიმორცხვა,ასეთ მდგომარეობაში მითუმეტეს და გაწითლდა.
-დეე,ნახე მამიდამ დაიკო მოგიყვანა,-ვუთხარი გიოს და ხელი ჩავკიდე,მისკენ წავიყვანე.
-რა პატარაა,-გაეცინა ბავშვს.
-შენც ასეთი პატარა იყავი დეე.მერე გაიზარდე.
გიო საწოლზე აუხტა ელენეს,პატარას დახედა,რომელსაც ჩასძინებოდა დედის მკერდზე.პატარა თითებით მოეფერა მას ფეხზე და მერე ფრთხილად აკოცა ლოყაზე.აშკარად ეტყობოდა რომ გახარებული იყო მისი ამქვეყნად მოვლინებით.
ორ დღეში ელენემ შვილთან ერთად დატოვა საავადმყოფო.გოგოებმაც მოაკითხეს სახლში და უამრავი რამ მოუტანეს ბავშვისთვის.საღამო როგორც წესია ისე დავასრულეთ, მაგრამ ამჯერად მალე დაიშალნენ და ნაკლები იხმაურეს ახალშობილის გამო. როგორც იქნა კატომაც გადმოდგა ნაბიჯი და ისიც ჩვენს გვერდით იყო ამ საღამოს. ელენეს მათი მოსვლა ძალიან გაუხარდა.
გამიკვირდა რომ ის ორი დღე გიორგი არ გამოჩნდა და არც დამირეკა. შევშფოთდი,მაგრამ ისე ვიყავი დაკავებული,აღარც მე არ დამირეკავს.
საოცარი დედა დადგა ელენესგან. კარგად დაიმახსოვრა თუკი რამე მისწავლებია მისთვის ან მითქვამს ამ საკითხზე.პირველივე დღიდან უცვლიდა პამპერსებს და აცმევდა ტანსაცმელს,არ გასჭირვებია ამ ამპლუასთან შეგუება.სულ ბავშვთან იყო, ოდნავ წამოტირებაზეც კი ფეთიანდებოდა და შემომხედავდა თუ ვერ გააჩუმებდა ან რამის გაკეთებას ვერ ახერხებდა.ყველაზე ძალიან მისი დაბანა გაუჭირდა და რამდენჯერმე ჩემთან ერთად დაბანა,მერე ამასაც მიეჩვია,შემეძლო თამამად მეთქვა რომ ჩემზე უკეთესად შეძლო ყველაფრის ათვისება.
პირველი ორი კვირა რაც ბავშვი სახლში მოვიყვანეთ,შვებულება ავიღე და მის გვერდით ვიყავი.თან გიოც ბაღში არ დადიოდა და ელენეს ორ პატარას ერთად ვერ ვანდობდი.
ჩვენთან მოსვლას უკლო შოთამ სამსახურის გამო გადატვირთული იყო, თუმცა ხშირად რეკავდა და ელენეს ელაპარაკებოდა.ერთ ასეთ საუბარში მოაყოლა რომ მივლინებაში მიდიოდა ერთი თვით.გოგოს მაშინვე შეეტყო მოწყენა სახეზე.მათი საუბრისთვის ყური არ დამიგდია, შვილთან ერთად დასაძინებლად წავედი.
შუაღამით ბავშვის ტირილის ხმამ გამაღვიძა.ხალათი მოვისხი და ელენეს ოთახში შევედი.პატარა საწოლზე იწვა და ტიროდა,უაზროდ იქნევდა ხელ-ფეხს.ელენე კი კუთხეში მიმჯდარიყო,ყურებზე ხელები აეფარებინა და ისიც ტიროდა.
-რა გჭირს საყვარელო?-მივედი მასთან,ხელები ჩამოვაშვებინე და წამოვაყენე.-არ შეიძლება შენთვის იატაკზე ჯდომა,გაცივდები.
-არ გამოდის მარიამ.არ გამოდის ჩემგან კარგი დედა,რაც არ უნდა ვეცადო კარგს ვერაფერს ვაკეთებ.
-აბა საიდან მოიტანე ახლა ეგ, დამშვიდდი და მოდი აქ დაჯექი.- საწოლზე ჩამოვსვი.
-ვერ გავაჩუმე,რამდენი ხანია ტირის, არც კი ვიცი რა სჭირს,რა დედა ვარ.შენ უცებ ხვდები ყველაფერს.- მოუმატა ტირილს.
-რატომ მაშინვე არ დამიძახე საყვარელო?მოიცადე დამშვიდდი, ყველაფერს მივხედავთ,- გოგონა ხელში ავიყვანე,საწოვარა მივეცი და გულზე მივიხუტე, ფრთხილად დავარწიე. გამოსაცვლელი არ იყო და არც მშიერი,ალბათ მუცელი სტკიოდა რაც ამ ასაკის ბავშვებში ხშირია. ბავშვთან ერთად გამოვედი მისაღებში, საჭირო წამალი მოვძებნე დავალევინე და დაველოდე შესაბამისი დროის გასვლას,რომ წამალს ემოქმედა.მალე ბავშვის ტირილი შეწყდა და დამშვიდდა,კიდევ ცოტა ხანში კი ჩაეძინა.საწოლზე დავაწვინე დედის გვერდით.ელენე არ ინძრეოდა არ გავაღვიძოო.ერთად ვდარაჯობდით მდუმარენი მის მშვიდ ძილს.
-დამშვიდდი?
-კი,დამიქნია თავი.
-ვიცი ადვილი არაა,დამშვიდდი,ნუ შეგეშინდება და ჩავარდები პანიკაში. ერთად ყველაფერს ვისწავლით.
-კარგი,-დამიქნია თავი.
-იქნებ პატარას ჭირვეულობა არაა ამის მიზეზი?-შევაპარე ჩუმად.
-სხვა რა უნდა იყოს?
-შოთას წასვლა,დამელაპარაკე,ნუ ხარ ჩაკეტილი.
-არ ვიცი მარიამ,მართლა გაურკვევლობაში ვარ,რომ მითხრა ერთი თვით მივდივარო,გული დამწყდა და ტირილი მომინდა,ძალიან შევეჩვიე.
-შეეჩვიე თუ შეგიყვარდა?
-მეშინია მისი შეყვარების.
-რატომ?
-ასე ადვილი არაა,მარიამს რომ ვუყურებ სულ ვახო მახსენდება და მისი დავიწყება რომ ვერ შევძლო? მეშინია შოთას გული არ ვატკინო.არ იმსახურებს ამას.
-ელენე,მოდი ერთ რამეს გეტყვი და კარგად დაიმახსოვრე ეს -შენ შენი შვილის მამა სულ გემახსოვრება,მის დავიწყებას იმის გამო ვერ შეძლებ როგორც მოიქცა და შვილი სულ მას გაგახსენებს,მაგრამ ეს სიყვარული აღარ იქნება,ეს სულ სხვა შეგრძნება იქნება,სამაგიეროდ შენ გაქვს შანსი ახალი ცხოვრება დაიწყო,ისევ შეგიყვარდეს და ისევ იყო ბედნიერი, არ დახურო გულის კარები და მიეცი შენს თავსაც და შოთასაც ბედნიერების შანსი.ჩემსავით ნუ იქნები იმ ადამიანის ერთგული, რომელიც ამას არ იმსახურებს.
-როგორ შეგიძლია ასეთი კარგი იყო მარიამ?როგორ შეგიძლია იმ ყველაფრის მერე შენი სიყვარულის ერთგული დარჩე ცხოვრების ბოლომდე?
-ალბათ უფალს ჰქონდა ამის მიზეზი და ამიტომ მოხდა ასე.წავედი ახლა,გვიანია დავიძინებ და შენც დაისვენე,ყველაფერი კარგად იქნება.- შუქი ჩავაქრე და მარტო დავტოვე გოგო.
მომდევნო დღეებმა უფრო მშვიდად ჩაიარა,მარიამი მშვიდი ბავშვი იყო, ძირითადად ჭამდა და ეძინა,ელენე სულ მის გვერდით იყო,უამრავ ფოტოს უღებდა და კადრებზე აფიქსირებდა. უნდოდა ყველა მნიშვნელოვანი მომენტი აღებეჭდა და არ გამორჩენოდა შვილის ცხოვრებაში..
გიო უზომოდ ბედნიერი იყო მისი გამოჩენით,ახალი საზრუნავი მიეცა.
თვის ბოლოს გოგოს სწავლა დაეწყო და დღის წესრიგში დადგა ძიძის საკითხი,მაგრამ ამჯერად ელენემ უარი განაცხადა,ისედაც ბევრს აკეთებ ჩემთვის და არ მინდა ზედმეტად დაიხარჯოო.ამიტომ სასწავლებელში საბუთი მიიტანა და აკადემიური აიღო.
ხშირად სტუმრობდნენ ჩემი გოგოები, პატარა პირველი გოგო იყო ჩვენს სამეგობროში და რაღაც სხვანაირად უხაროდა ყველას,მათი ქმრებიც კი განსაკუთრებულად უვლიდნენ ხელიდან ხელში გადაჰყავდათ ბავშვი, რომელიც მართლა საყვარელი იყო ძალიან მოსუქდა და მოპუტკუნდა, დედის რძე აშკარად ნოყიერი იყო.
გიოს ბაღი დაეწყო,წასვლა არ უნდოდა,მაგრამ სახლში როგორ დავტოვებდი?ელენე ორივეს ერთად ვერ მოუვლიდა.იმ დილითაც წუწუნით წავიყვანე და დავტოვე,სამსახურში რომ მივედი,ვიღაც გელოდებაო მითხრეს მიმღებში.გიორგი იყო.
-გამარჯობა.როგორ ხარ მარიამ?-მომესალმა და გადამკოცნა.
-შენ როგორ ხარ?გამხდარხარ და გაფითრებულხარ..
-ნეტავ რატომ?-ჩაეცინა ირონიულად.
-წამოდი,ჩემს კაბინეტში წავიდეთ,-საშვი გავატარე და წინ გავუძეხი.
-დაჯექი და მომიყევი შენი ამბები,სად დაიკარგე?მეგონა მეორე დღესვე დამირეკავდი.
-აქ არ ვიყავი,წასვლა მომიწია საზღვარგარეთ სასწრაფოდ,ექიმმა მითხრა მგონი დონორო გამოჩნდაო, მაგრამ არ გამოვიდა,რაღაც არ დაემთხვა,ზუსტად არ ვიცი.
-ვწუხვარ,მართლა არ ვიცი რა გითხრა.-მისი ხელი ხელში მოვიქციე და გამამხნევებლად შევხედე.-ჩემი ხომ გჯერა?ხომ იცი რომ გადაგარჩენ?
-ნუ აკეთებ ამას მარიამ.ნუ მიკეთებ ამას.-თვალები დაუსევდიანდა
-რას ნუ ვაკეთებ.
-იმედს ნუ მისახავ,შენს თავსაც ნუ უკეთებ ამას გთხოვ.მე უკვე შევეგუე რომ მოვკვდები.
-არ მოკვდები,ნუ იმეორებ ამას უსასრულოდ,რადგან ჩემთან მოხვედი და მე ეს გავიგე,ზუსტად ვიცი რომ ეს ტყუილად არ მომხდარა.აბა როდის ნახავ შვილს?
-არ ვიცი,მეშინია მასთან შეხვედრის, იქნებ ჯობია რომ საერთოდ არ ვუთხრათ თუ მაინც ვერ გადავრჩები?
-უკვე მაბრაზებ და სისულელეებს როშავ,ამოიგდე თავიდან ეგ აზრი.
-ჯიუტოო…
-გეფიცები სიკვდილსაც კი დავამარცხებ ხომ იცი როგორი ჯიუტი ვარ არაა?
-ვიცი,ვიცი,-გაეცინა მას.
-სახლში როგორ ხართ?
-არ ვიცი,იმ დღის შემდეგ არ ვყოფილვარ,წამოვედი,მერე კი წასვლა მომიწია.
-მშობლებს ისევ უმალავ?
-ასე აჯობებს.
-ნათია?
-წარმოდგენა არ მაქვს რას აკეთებს. ტელეფონი გამორთული მაქვს რომ არ შემაწუხონ.
-ეგ პრობლემებს არ მოგიგვარებს..
-ვიცი,მაგრამ ახლა რომ დაველაპარაკო ვიცი ორივე ცუდად დავასრულებთ,ამ წამლების გამო თავის კონტროლი ისედაც მიჭირს.
-დამშვიდდი,ყველაფერს ეშველება..
-გიყურებ და საოცარი განცდა მეუფლება,სიმშვიდეს მანიჭებ,ასეთი როგორ ხარ მარიამ?კიდევ რამდენი შეუძლია შენს გულს?
-ძალიან ბევრი გიორგი,ძალიან ბევრი.მე ასეთი ვარ…
-ვიცი…-გაჩუმდა…-ხვალ შეიძლება ვნახო?
-ხუთ საათზე ბაღიდან გამომყავს, მისართს მოგწერ და მოდი,
-კარგი...ახლა წავალ..
-წადი..თავს გაუფრთხილდი,-გავუღიმე და მეც წამოვდექი.
-შენც,-კარი რომ გაიხურა,მაშინვე დაიმსხვრა რკინის მარიამი და ავქვითინდი,იმის გაანალიზება რომ შეიძლება სამუდამოდ დამეკარგა მაშინდელზე მტკივნეული იყო.
*****
-დეე,დეე,ნახე ის ბიძია მოდის,შენს სამსახურში რომ იყო,-ხელზე დამქაჩა შვილმა და შემომტიტინა.
-ვიცი დეე,მეც დავინახე,-გამეცინა და ბავშვი გიორგისკენ წავიყვანე, მის სახეზე დაბნეულობა შევნიშნე, ხელში პატარა სათამაშო თეთრი დათუნია ეჭირა.ბავშვის წინ შეჩერდა და ჩაიცუცქა.
-გამარჯობა.
-გამარჯობა,-უპასუხა გიომ.
-მიცანი?
-კი,გიცანით,თქვენ ის ძია ხართ დედაჩემს რომ უყვიროდა,მერე კი მე წამაქცია.
-ხო მოვაგვარეთ ეგ ამბავი და ხომ შევრიგდით?-ჰკითხა დაბნეულმა.
-ხოო,გამახსენდა,-გაუღიმა ბავშვმა.
-ეს სათამაშო შენ მოგიტანე,მაპატიე, არ ვიცი რა გიყვარს და სხვა ვერაფერი მოვიფიქრე.-დაბნეული იყო,მაგრამ ცდილობდა ბავშვთან საერთო გამოენახა.
-დიდი მადლობა,ესეც ლამაზია, -ხელები გაშალა და კისერზე მოხვია,ჩაეხუტა.თვალები დახუჭა გიორგიმ,შვილი გულში ჩაიკრა და ცრემლის დამალვა სცადა,მაგრამ არ გამოუვიდა,მაინც დავინახე როგორ გაარღვია რამდენიმემ თვალის ჯებირები და ლოყაზე დაეშვა.ღრმად შეისუნთქა შვილის სურნელი
-მოგეწონა?
-ძალიან ლამაზია,მაგრამ მე მანქანები მიყვარს.
-კარგი,გავითვალისწიებ და შემდეგში მანქანას გიყიდი.
-პულტიანს ხო?-გაბრწყინებული თვალებით ელაპარაკებოდა გიორგი-უმცროსი.
-გინდა სადმე წავიდეთ?-ჰკითხა მერე.
-კი მინდა,-ტაში შემოჰკრა ბავშვმა და მე გამომხედა.-დედა გამიშვებ?
-რატომ გაგიშვებს?დედაც წამოვა,ხომ წამოხვალ მარიამ?
-სად წავიდეთ?-ვიკითხე.
-მაკდონალდსში.-იყვირა.იცოდა რომ ასეთ დროს უარს არ ვეტყოდი.
გიორგის მანქანაში ჩავსხედით, კალთაში ჩავისვი და ვცდილობდი მისკენ არ გამეხედა,ვგრძნობდი სარკიდან როგორ მიყურებდა და როგორ უყურებდა შვილს.თითქოს დაჯერებას ცდილობდა რომ ის ნამდვილად იქ იყო და მოჩვენება არ იყო,არ გაქრებოდა.ბავშვი ენას არ აჩერებდა და ტიტინებდა.
-მანქანები ძალიან მიყვარს,მაგრამ დედა მიშლის ხოლმე უცხო ძიებს გავყვე..
-დედიკო მართალია,უცხოებს არ უნდა ჩაუჯდე,მხოლოდ ნაცნობებს-უპასუხა მან.
-მაგრამ მე რომ მიყვარს…
-როცა მოგინდება დედიკოს უთხარი მე დამირეკავს და მე მოვალ შენთან როცა დაგჭირდები.
-რა მაგარია,-ხელი ხელს შემოჰკრა და მე შემომხედა.-დედა რატომ ტირიხარ?-მკითხა უცებ დაბნეულმა. გიორგიც დაიბნა.-დედა ხშირად ტირის ხოლმე,ღამით განსაკუთრებით,მაგრამ მე მაინც ვხედავ,-ბავშვი ენას არ აჩერებდა და სულ უფრო და უფრო უხერხულად ვგრძნობდი თავს.
-მართლა დედიკო?რა გატირებს?ასეთი გულჩვილი ხარ?-გამომხედა ისევ სარკეში.
-იქნებ დაფიქრდე და მიზეზს მიხვდე.
-კარგი,არ გვინდა ახლა უარყოფითზე საუბარი,-თემას თავი აარიდა გიორგიმ.
მალე სადგომზე გააჩერა მანქანა და მაკდონალდსში შევედით.ისეთი ადგილი აარჩია,სადაც სათამაშო მოედანი ახლოს იყო და შვილთან ერთად თამაშს შესძლებდა.მე დამტოვეს,თვითონ კი შეკვეთის მისაცემად წავიდნენ.ბავშვი ვერ იჯერებდა რომ რაც მოესურვებოდა, შეეძლო ყველაფერი აეღო და გამომხედავდა ხოლმე.იმდენი რამე მოიტანეს,სუფრაზე ადგილი აღარ იყო და გიორგის გავუბრაზდი.
-ასე ნუ ათამამებ,ამდენი შემწვარ-მოხრაკული არც ბავშვისთვისაა კარგი და არც შენთვის.
-გიო დედიკო გვიბრაზდება.რა ვქნათ?- მიუბრუნდა ბავშვს.
-დედაა,გთხოოვ.ამ ერთხელ.ხომ შეიძლება ეს ძია ვეღარ ვნახო და დღეს დაგვთანხმდი,-ყელი გამომიწია აფერისტულად.გიორგის გადავხედე. სახეზე ფერი გადასვლოდა.
-დედი,დაიმახსოვრე,ეს ძია სულ შენთან იქნება,როცა მოგესურვება მაშინ ნახავ.
-სახლშიც მოვა?
-სახლშიც მოვა?
-და ისე დარჩება როგორც კატო ნათლიასთან ლაშა ბიძია ან ირმა დეიდასთან ზურა ბიძია?
-არა,ასე არა,არ დარჩება,მაგრამ შენ თუ გინდა შენ დარჩები მასთან.
-ვაშაა,რა მაგარია.-ტაში შემოჰკრა ბავშვმა და ჰამბურგერს დასწვდა.
გიორგი ჩუმად იყო,უყურებდა მას და ვერაფრის გაკეთებას ვერ ახერხებდა, სანამ ხელი არ მივკარი,როგორც იყიდეთ ამდენი რამე ისე ჭამე-თქო.
-შენ არაფერი გინდა?ყავა?ნაყინი?
-დედიკოს ვანილის ნაყინი უყვარს.- წამოიძახა გიომ.
-ვიცი პატარა,ვიცი.ადრეც უყვარდა.-გაეცინა.
-იცი როცა ორსულად ვიყავი,სულ მინდებოდა,განსაკუთრებით ღამით, მაგრამ ვერასოდეს ვახერხებდი მის ჭამას.მარტო ვიყავი და უცხო ქვეყანაში ღამით გარეთ ვერ გავიდოდი.
-კიდევ ერთხელ ვგრძნობ თავს დამნაშავედ,რამდენი რამე გამოვტოვე, რამდენჯერ დაგჭირდით და მე ერთხელაც არ ვიყავი თქვენს გვერდით.-მოიწყინა მანაც ჩემთან ერთად.
-თქვენ ასე უნდა იყოთ მოწყენილები?-შემოგვხედა გაკვირვებულმა.
-ხანდახან ძალიან მაოცებს ამ ბავშვის მიხვედრილობა და გონებაგახსნილობა.-გადავულაპარაკე გიორგის და გამეცინა.
-შენ გგავს,შენსავით ნიჭიერია.
-კარგი რაა,ნუ მაქებ.მე ვიტყვი რომ შენ უფრო გგავს.ხასიათიც კი შენნაირი აქვს.ასე მგონია შენ გიყურებ ამ ასაკში.
-ჭამას მოვრჩი,ახლა ვითამაშოთ.
-ბრძანება გასცა და გიორგიც მაშინვე წამოხტა,სათამაშო მოედნისკენ წაიყვანა.
ვუყურებდი როგორ თამაშობდნენ მამა-შვილი და როგორ ბედნიერები იყვნენ.როგორ გამხდარიყო მისივე ასაკის უფროსი გიორგი და ბავშვივით დახტოდა მასთან ერთად.ისე ეხუტებოდა და ისე იკრავდა გულში, თითქოს მისი სიცოცხლის ბოლო წუთები იყო და მეტჯერ ვეღარ ნახავდა მას.თვალებში ჩამდგარ ცრემლებს გასაქანს არ ვაძლევდი. ვცდილობდი იმედი არ დამეკარგა, გადაწყვეტილება უკვე მიღებული მქონდა,განსაკუთრებით მას შემდეგ რაც გიორგის მკურნალი ექიმი მოვინახულე.დონორს შეეძლო მისი გადარჩენა,დონორი კი არ ჩანდა.ვინ უნდა ყოფილიყო ამის პირველი ვარიანტი,თუ არა მისივე შვილი. ექიმთან ვიზიტი კვირის ბოლოს იყო დაგეგმილი რომ ყველაფერი გაგვერკვია,მანამდე კი თავს ვიკავებდი ამის ხმამაღლა თქმისგან.
-დამიჭირე,დამიჭირე,-გამომაფხიზლა შვილის ყვირილმა და შეშინებულმა გავხედე.სასრიალოს თავზე იდგა და ჩამოსრიალებას აპირებდა,ქვემოთ კი მამამისი ელოდა.ბავშვი გახარებული დაეშვა და პირდაპირ ხელებში ჩაუვარდა.
შევატყვე როგორ დაიღალა და როგორ გადასვლოდა ფერი სახეზე,მაგრამ ბავშვს ვერ თმობდა.მის გვერდით ყოფნაზე უარს ვერ ამბობდა.სანამ ძალით არ მოვიყვანე,არ დაჯდა მანამდე,გიო ბავშვებთან ერთობოდა, მათზე გადაიტანა ყურადღება.
-დაჯექი,დაისვენე,ამდენი არ შეიძლება შენთვის.
-კარგი რაა მარიამ,ნუ ზრუნავ ჩემზე,ნუ მაგრძნობინებ თავს უკანასკნელ არამზადად,ხომ ვიცი რაც ჩავიდინე.
-გაჩუმდი,თორემ ახლა გაგლანძღავ, ხომ ხედავ არაფერს გეუბნები?
-მერე ეგ მკლავს სწორედ.ამდენი რამე დაგმართე და მაინც ასე კარგად მექცევი.
-ეგ ეტაპი უკვე გადავლახე.ახლა აზრი აღარ აქვს გაბრაზებას და გაბუტვას. რადგან ისიც გითხარი რომ შვილი გვყავს,მოგიწევს შეეგუო ჩემს ზრუნვას.
-იცი ალბათ ღირსი ვარ რაც დავიმსახურე,ეს დაავდება იმიტომ მაქვს,რომ უფალმა დამსაჯა იმის გამო რაც ჩავიდინე,იმდენი გოგო მყავს გამწარებული,იმდენს მოვუკალი გული და იმდენს დავუნგრიე მომავალი რომ ვიმსახურებ ამას.რატომ მაიძულებ რომ ვიბრძოლო სიცოცხლისთვის?
-სხვებს თუ დაუშავე,მე თუ დამიშავე შენს შვილს მაინც ნუ გასწირავ და მას შეუქმენი მომავალი.
-კი მაგრამ რა ვასწავლი მას?როგორ შევხედო თვალებში?ახლა ისიც არ ვიცი მინდა თუ არა გაიგოს რომ მამამისი ვარ,რომ ვერ გადავრჩე?მან რომ აგოს ჩემა ცოდვებზე პასუხი?
-შემომხედა შეშინებულმა.
-ყველაფერი კარგად იქნება,-გავუღიმე და მისი ხელი ხელში მოვიქციე.მერე კი ორივემ შვილს გავხედეთ,რომელიც უდარდელად თამაშობდა ბავშვებთან.
****
ელენე სახლში იყო,პატარა ჭირვეულობდა და დაძინებას სულ არ აპირებდა,ხელში აიყვანა და წინ უკან დაატარებდა მისაღებში იქნებ როგორმე დავაძინოო.თუმცა ჯიუტი აღმოჩნდა პატარა მარიამი და იმ ჭრელ თვალებს სასაცილოდ აბრიალებდა.
-დედას სიხარულო,დედას პრინცესა რატომ მაწვალებ დეე?რატომ არ იძინებ?გვიანია უკვე.-იკრავდა გულში და ეჩურჩულებოდა.უეცრად ტელევიზორში რეკლამას მოჰკრა თვალი და პულტს ხელი დასტაცა რომ აეწია.წამყვანი ახალი რეალითი შოუს დაწყებას ამცნობდა ყველას,ვისაც ცეკვა შეეძლო,ვინც მოყვარული იყო,ყოფილი ან მოქმედი მოცეკვავე. იქვე გამოაცხადა რეგისტრაციის მისამართი და საიტი.
ელენე ჩამოჯდა რომ სიხარულისგან არ დაცემულიყო
-დედი ეს ჩემი შანსია,ხომ ხვდები?-ისე ჰკითხა შვილს,თითქოს გაიგოო.მანაც პასუხად უნებურად გაუღიმა.
მაშინვე მიუჯდა კომპიუტერს და ონლაინ რეგისტრაცია გაირა, რამდენიმე წამში ყველაფერი დაასრულა და ბედნიერს ჩაეღიმა.
-ჩემო პატარა შენთვის ვაკეთებ ამას,შენ ისეთ მომავალს შეგიქმნი, როგორიც მე არ მქონია,შენთვის ამ კონკურსს აუცილებლად მოვიგებ.ისეთ ბავშვობას გაჩუქებ მე რომ მაჩუქეს.
წარსული გაახსენდა და ალბათ ატირდებოდა ზარს რომ არ დაერეკა. კომპიუტერი ასე დარჩა ჩართული და კარის გასაღებად წავიდა.
-ჩემი მოკრძალებული სალამი ამ ოჯახის ორ ყველაზე ლამაზ პრინცესას,-ჩვეული მხიარულებით შემოიჭრა ოთახში შოთა პარკებით დატვირთული
-ისევ არ იშლი შენსას?-კარი მიხურა ელენემ და უკან მიჰყვა.ბიჭს სამზარეულოს მაგიდაზე დაეწყო ყველაფერი და თავის ადგილს უჩენდა.
-რა გჭირს?-გაკვირვებულმა შეხედა გოგოს.
-ისე იქცევი თითქოს ოჯახის მასპინძელი იყო,არ ხარ ვალდებული ყოველ მოსვლაზე ამდენი რამე მოიტანო და ასე თავისუფლად დადიოდე ოთახიდან ოთახში.
-კარგი კვება გჭირდება,რომ რძე გქონდეს და ამ ლამაზმა ქალბატონმაც მიირთვას.-გაატარა მისი საყვედური ბიჭმა.
-შოთაა,გთხოვ,თავს უხერხად ვგრძნობ.
-მარიამმა ყველაფრის უფლება მომცა.
-მე მარიამი არ ვარ და უხერხულობისგან არ ვიცი რა ვქნა და როგორ მოვიქცე.-გაუბრაზდა გოგო.
-აჰაა,ესეგი უკვე დაიწყე ხო ჭირვეულობა?მიხარია,იმიტომ რომ როგორც იქნა დაქალებას იწყებ.
-ახლა გაწყენინებ.
-რატომ?-შოთამ ყველაფერს თავის ადგილი მიუჩინა და მისაღებში გამოვიდა.ელენეც უკან მიჰყვა ბუზღუნით.ბიჭს კომპიუტერის ეკრანზე გაუშტერდა თვალი.
-არ არსებობს.
-რა ხდება?-ჰკითხა შეშინებულმა.
-შენ..შენ რეგისტრაცია გაიარე.
-ოო,რა სულელი ვარ,ჩართული დამრჩა.სიუპრიზი მინდოდა ყოფილიყო.
-ძალიან გამახარე,ძალიან,ძალიან.- სიხარულს ვერ მალავდა შოთა.- როდისაა შესარჩევი ტური?
-ზუსტად არ ვიცი,დაახლოებით ერთ თვეში.დამირეკავენ და მეტყვიან.
-ხომ მეტყვი?უნდა წამოვიდე,ამას ვერ გამოვტოვებ,შენს გვერდით უნდა ვიყო.
-შოთა დამშვიდდი,მგონი ჩემზე მეტად შენ გაგიხარდა,-გაეცინა გოგოს.
-იცი რა მიხარია?ის რომ არ ნებდები და მომავლისთვის იბრძვი.მე ხომ გითხარი რომ დაგეხმარები ყველა ოცნების ასრულებაში?ხოდა ასეც ვიზავ.სულ შენს გვერდით ვიქნები.
-ოღონდ არავის არაფერს ვეუბნებით კარგი?სიუპრიზად ვიტოვებთ ამ ყველაფერს.
-რა თქმა უნდა,-უპასუხა შოთამ და პატარა გამოართვა.მოხერხებულად დაიჭირა და ლოყები დაუკოცნა.
-ყავას დალევ?ან რამეს შეჭამ?-ჰკითხა ელენემ
-იყოს ყავა.საჭმელი არ მინდა.შენ ჭამე რამე?
-კი,ახლახანს მივირთვი,მარიამმა იმდენჯერ მომწერა,რომ რომ მეთქვა არაფერი მიჭამიაო გაგიჟდებოდა.
-მართალია,ხომ არ გავიწყდება რომ ამ პრინცესაზეც უნდა იზრუნო.
-არ მავიწყდება,-ელენე სამზარეულოში გაუჩინარდა.
-იცი რომ დედაშენზე ვგიჟდები? საოცრად გაგიმართლა მისი შვილი რომ ხარ.
-რას ეჩურჩულები ბავშვს?-ინტერესით გამოსძახა გოგომ იქიდან.
-ვეუბნებოდი რომ მისი დედიკო ჩემი ოცნების ქალია,რომელიც ჩემთვის გაჩნდა ქვეყნად.-ხმამაღლა გასძახა ბიჭმა და მაშინვე მოჰყვა ამას პასუხად რაღაცის მტვრევის ხმა და ელენეს შეკივლება.შოთა წამოდგა და ღიმილით წავიდა იქით.
-დედაშენი ვერ მიეჩვია ჩემგან ასეთ სიტყვებს,არადა რამდენჯერ გავაფრთხილე,-გაეცინა ბიჭს.
-მოგკლავ იცოდე მაგისთვის, -იატაკიდან ჭიქის ნამსვრევებს ხვეტავდა ელენე და თან ბუზღუნებდა.
-როგორ ვერ მიეჩვიე,გასაგებად არ გითხარი ასეთი ვარ და ასეთი კომპლიმენტებით გაგანებივრებ-მეთქი.
-მეც ხომ გითხარი ენას თუ არ დაიმოკლებ,ამოგაძრობ-თქო?-ცოცხი მოუღერა გოგომ.
-ჩვენ არ გვეშინია,ასე არაა პრინცესა? -დააიგნორა ელენე და ისე ჰკითხა ბავშვს თითქოს დიდი ყოფილიყოს და გაიგებდა.
-მე ხომ გთხოვე დრო მომეცი თქო.
-მერე გაცდი.არსად არ მეჩქარება მე.-მხრები აიჩეჩა ბიჭმა.,-ჩვენ დავიძინებთ დედიკო,მანამდე კი ყავას დაველოდები,ვეჭვობ დააგვიანდება.
შოთამ მარტო დატოვა ელენე დასვრილ სამზარეულოში არეულ ფიქრებთან ერთად.
*****
რამდენიმე დღე გავიდა,გიორგი თითქმის ყოველდღე აკითხავდა ბავშვს საბავშვო ბაღიდან გამოყვანის დროს და გასართობად მიჰყავდა .მშვენივრად შეეწყვნენ ერთმანეთს. უკან დაბრუნების დროს მირეკავდა და მე ვხვდებოდი ქვემოთ.არ მინდოდა სახლში ამოსულიყო და გაეგო რომ ელენე ჩემთან იყო,წარმოდგენა არ მქონდა რა რეაქცია ექნებოდა ამაზე და მაინც თავს ვიკავებდი.
ექიმთანაც მივედი გიოსთან ერთად და ანალიზები ჩავაბარეთ,ცოტა იწუწუნა ბავშმა და იჭირვეულა,მაგრამ მაინც გმირულად გაუძლო.ახლა ლოდინის მეტი არაფერი დაგვრჩენოდა…
იზრდებოდა მარიამიც,ელენეც შეიცვალა,ოღონდ რა იყო ამის მიზეზი ვერაფრით გავიგე.მოუხშირა შოთასთან და ბავშვთან ერთად გარეთ გასვლას…
ერთ საღამოს,მორიგი შეხვედრა გვქონდა მე და გიორგის,ბავშვი მომიყვანა და დამემშვიდობა,გზად მაღაზიაში შევიარეთ,რაღაცეები ვიყიდე,პატარასაც პამპერსი ელეოდა და ისიც საყიდელი იყო.უკან რომ დავბრუნდი ელენეს მარიამი ახალი დაძინებული ჰყავდა და ტელევიზორს უყურებდა.
-ჭკვიანად იყო?-ვკითხე.
-კი,არ უტირია.ადვილად დავაძინე.
-მიხარია რომ ასე ადვილად აუღე ალღო ყველაფერს.
-ყველაფრის ძალას მაძლევს მას რომ ვუყურებ.-ელენემ პამპერსი გამომართვა და საძინებელში გაიტანა.მეც გიო დავაძინე და მასთან სალაპარაკოდ ჩამოვჯექი.
-ელე,მარიამის მონათვლის დროა.
-ხოო..ნათლობა.ეს როგორ დამავიწყდა.მაგრამ ამის საშუალება რომ არ გვაქვს.ისევ შენ უნდა შეგაწუხო.მცხვენია უკვე.
-ელენე.ამასაც გადავიტანთ ხომ იცი?-ხელი დავუჭირე და გავუღიმე.
-ხო,გადავიტანთ,ჩვენ ხომ მარტოხელა დედები ვართ.-მიპასუხა.-და ჩვენ უფალი განსაკუთრებულად გვიცავს.
-მაშინ შენ ნათლიები აარჩიე.მერე მამა ილარიონს დაველაპარაკოთ და დღე დავგეგმოთ.
-კარგი,-დამიქნია თავი.
დილით ირმას კივილმა გამაღვიძა. თავი ჯერ კიდევ სიზმარში მეგონა და გამიფხიზლება გამიჭირდა.გიო ჩემს გვერდით აღარ იწვა.ხალათი მოვისხი და მისაღებში გამოვედი.იქ იყო ყველა.
-რა იყო ხაშია?რა გაკივლებს? -ვუსაყვედურე მეგობარს და სამზარეულოში გავედი ყავა დავადგი.
-არ მჯერა,არ მჯერაა.-ისევ კიოდა ირმა.
-რა ხდება ადამიანო?ბავშვები არიან. ელენე დივანზე იჯდა და მარიამს აჭმევდა.ბავშვები იქვე თამაშობდნენ. თაკო ცალკე იჯდა ჩუმად და ეღიმებოდა.
-რომ დამირეკა ვერ დავიჯერე. წარმოგიდგენია ელენემ მითხრა მარიამის ნათლია ვიყო.რა გამაჩერებდა სახლში.როგორც კი დამირეკა მაშინვე აქეთ წამოვედი.
-მეც მითხრა,მაგრამ მე არ ავკივლებულვარ ასე.მთელი გზაა ვაწყნარებ და აჰაა,არაფერი გამოვიდა,მაინც თავზე დაიმხო ქვეყანა.-უსაყვედურა თაკომ.
-კარგი ნათლიები შეგირჩევია,- გამეცინა.-ორი უკიდურესობა ერთი ყველაზე გადარეული.მეორე ყველაზე მშვიდი.გაიგე ახლა რას დაანათლებენ ბავშვს,-გამეცინა.
-შენ მაგ ყავას მიხედე.
თორემ გადმოგივა, მერე შენს ნაზ თითებს მოუწევს გაზქურის ხეხვა და ეგ როგორ გეკადრება.-წამკბინა მაინც.
ყავა ჭიქებში ჩამოვასხი,ნამცხვარი დავჭერი და ყველა სამზარეულოში მივიწვიე.
-აბა რას ვაპირებთ ან როდის?-იკითხა თაკომ.
-დღეს მამაოს დაველაპარაკები და გეტყვით ზუსტად.რაც შეიძლება მალე მინდა მოვნათლო.
-ძალიან კარგი.-თავი დაუქნია ირმამ..
ერთ კვირაში მართლაც შედგა ნათლობა.პატარა ქალბატონი მამა ილარიონმა გააქრისტიანა და ირმა და თაკო იყვნენ ნათლიები.სუფრა კი როგორც ყოველთვის ყველამ ერთად იკისრა.იმდენი ვიყავით უცხოები ნამდვილად არ იყვნენ საჭირონი ამ მნიშვნელოვან დღეს.ელენესთვის კი ბედის ირონიით უცხონი საკუთარი ოჯახის წევრები გამხდარიყვნენ..
როგორც ხდება ხოლმე აქამდე ეს დღეც იმ განსაკუთრებულ დღეებს შეუერთდა,აქამდე რომ გვქონდა. ბედნიერები ვიყავით, ვმხიარულობდით და ვერთობოდით ჩვენს შვილებთან ერთად,ამ საღამოს განსაკუთრებით ბრწყინავდა ელენე, ულამაზეს,გრძელ ღია ვარდისფერ კაბაში,ვარდივით გაშლილიყო.ალბათ თვითონაც ვერ ხვდებოდა რომ ეს იმ სიყვარულის დამსახურება იყო,შოთას მიმართ რომ ჰქონდა და ალბათ ჯერ საკუთარ თავთანაც არ აღიარებდა.
ერთ-ერთი პრესტიჟული რესტორნის საერთო დარბაზში იყო ჩვენი მაგიდა დაჯავშნილი და ამ ხალხით გადაჭედილ რესტორანში მხოლოდ ჩვენი ხმა ისმოდა.ელენე რის ელენე იქნებოდა,თავის კლასი აქაც რომ არ ეჩვენებინა,პატარა ქალბატონი ნათლიებს ეჭირათ,ის კი შოთასთან ერთად ხალხური ცეკვების უბადლო შესრულებით აკვირვებდა ხალხს. მერე სასმელი დანარჩენებსაც რომ მოერიათ,ისინიც შეუერთდნენ მეუღლეებთან ერთად ჩვენ თქვენზე ნაკლებები ვართო.მართალია ისე პროფესიონალურად არ გამოუვიდათ, მაგრამ მაინც მოახერხეს რაღაც. ვმხიარულობდით,ვხუმრობდით,ვცეკვავდით და უბრალოდ ერთმანეთით ვტკბებოდით.ვუყურებდი მათ და ვფიქრობდი ღმერთო რა ბედნიერებაა ასეთი მეგობრების ყოლა.ასეთი კარგების და ასეთი უბოროტოების….

*****
როგორც კი გაიგო რომ ელენე კონკურში მონაწილეობას აპირებდა, მეორე დღიდანვე დაიწყო ადგილის მოძებნა სადაც გოგო მეცადინეობას და ვარჯიშს შეძლებდა.სხვა თუ არაფერი ფორმაში მაინც უნდა ჩამდგარიყო,სწორედ მაშინ გაახსენდა ძველი ნაცნობი ტიტე და მას მიმართა დასახმარებლად.უარი არ უთქვამს მასაც კვირაში სამი დღე, ორი-სამი საათით დარბაზს უთმობდა ელენეს და ინდივიდუალურ მეცადინეობებს უტარებდა,მიტუმეტეს როცა გაიგეს რომ არა მხოლოდ ქართული,არამედ უცხოური და თავისუფალი ცეკვები უნდა ეცეკვა.
ნიჭიერი აღმოჩნდა გოგო.უცებ ითვისებდა ყველაფერს.ამ დროის განმავლობაში კი,სანამ ელენე მეცადინეობდა,ბავშვი შოთას ჰყავდა და დედას ერთად გულშემატკივრობდნენ.
-საოცრად ნიჭიერი ხარ, დარწმუნებული ვარ აგიყვანენ,აბა როდისაა შესარჩევი ტური?-ჰკითხა მორიგი რეპეტიციის დასრულების შემდეგ ელენეს ტიტემ.
-ერთ კვირაში,-მის მაგივრად უპასუხა შოთამ.
-ძალიან კარგი,ამ ეპატზე ვთვლი რომ მზად ხარ და საკმარისია ეს იმისთვის რომ შესარჩევი ტური გაიარო. დანარჩენზე მერე ვიფიქროთ.
-დიდი მადლობა ორივეს,არც კი ვიცი რა ვთქვა.-აღფრთოვანებული იყო გოგო.
-რომ გაიმარჯვებ,ჩემი სტუდიაც ახსენე,რეკლამა გამიკეთე და ესეც მეყოფა,-გაეცინა ბიჭს,მერე დაემშვიდობა და სტუდიის ბავშვებთან წავიდა გაკვეთილის ჩასატარებლად.
-აბა კმაყოფილი ხარ?რას იტყვი? გაივლი პირველ ტურს?
-ჯერ კიდევ არ ვარ ფორმაში,მაგრამ დარწმუნებული ვარ გავივლი, დანარჩენზე მერე ვიფიქრებ.
-მე მჯერა შენი,-მისი ხელი ხელში მოიქცია შოთამ,მეორე ხელით კი სახეზე ჩამოშლილი თმა გადაუწია ყურზე და გაუღიმა.
-რატომ აქამდე არ გაგიცანი,რატომ გაგიცანი ასე გვიან.-სევდიანად უპასუხა გოგომ.
-გვიანი არაა,მაშინ გამიცანი როცა საჭირო იყო,მაშინ როცა ყველაზე ძალიან გჭირდებოდი.
-უფალს ყოველდღე ვუხდი ამისთვის მადლობას.და კიდევ მაპატიე კარგი? მაპატიე თუ იმავე გრძნობით ვერ გპასუხობ როგორსაც ელი.მაგრამ გთხოვ ცოტაც მოითმინე,სულ ცოტა ხანს ამიტანე კიდევ.ამას რომ გადავლახავ,აი ამ ტურს და ამ კონკურსს,მერე გპირდები ყველაფერი სხვანაირად იქნება.
შოთას არაფერი უთქვამს,მხოლოდ გაუღიმა,მერე კი გულში მაგრად ჩაიხუტა და მის თმაში ჩარგო ცხვირი.
*****
ელენე დაწინაურდა და ყვირილით შემოიჭრა სახლში. თან რაღაც ფურცელს აფრიალებდა.
-ამიყვანეს,ამიყვანეს,შესარჩევი ტურები გავიარე და ფინალურ ათეულში ვარ,-იყვირა და მომეხვია.
-ვერაფერი გავიგე,რა ხდება?სად აგიყვანეს?-ვკითხე დაბნეულმა.
-ახალი რეალითი შოუ იწყება „შენ შეგიძლია ცეკვა“ და შესარჩევი ტურები გავიარე.მალე ფინალური ეტაპი იწყება.
-გილოცავ საყვარელო,ძალიან მიხარია.მე მჯეროდა შენი,ვიცოდი რომ დიდ წარმატებას მიაღწევდი-ისე გამიხარდა პატარა ბავშვივით ავკივლდი მეც.
-ჩვენც მოვედით,-გამომაფხიზლა შოთას ხმამ და მარიამთან ერთად შემოვიდა ოთახში.
-ესეგი შენც იცოდი და ამიტომ უჩინარდებოდით ხოლმე.
-შემთხვევით გავიგე,თორემ მეც არ მეტყოდა დარწმუნებული ვარ.
-ახლა წავალ ყავას მოვადუღებ,მერე დავსხდებით და ყველაფერს დაწვრილებით მომიყვებით, დეტალებში.-დავუქნიე თითი და სამზარეულოში გავედი.
რამდენიმე წუთში მისაღებში ერთმანეთის პირისპირ ვისხედით და ერთმანეთს არ აცდიდნენ მოყოლას.
-კარგი,კარგი,გავიგე ყველაფერი. მაგრამ ელე ერთი რამე უნდა იცოდე ტელევიზორში მთელი საქართველო გნახავს,ყველა გაგიცნობს,შენებიც გნახავენ.მზად ხარ ამისთვის?ჩვენ ხომ არ ვიცით რას მოიმოქმედებენ ისინი.
-მარიამ მე თექვსმეტი წლის ასაკში დავორსულდი ადამიანისგან, რომელიც მეგონა რომ მიყვარდა და მეგონა რომ ვუყვარდი,მივიღე მისგან დამცირება,ვცადე , უარი თქვეს ჩემზე ჩემი ოჯახის წევრებმა, ავიტანე ათასგვარი შეურაწყოფა, მაგრამ შენი წყალობით გადავრჩი, ჩვიდმეტი წლის ასაკში შვილი მყავს და როგორ ფიქრობ მე რამე ან ვინმე შემაჩერებს?ან ვინმესი შემეშინდება?
ისეთი სიმტკიცე და ისეთი სიძლიერე დავინახე მის თვალებში,როგორც არასდროს.ახლა ნამდვილად ვიცოდი რომ ელენეს სახელს კიდევ არაერთხელ გავიგონებდი…

მალე დაიწყო ჩვენს ცხოვრებაში ახალი ეტაპი ალბათ ყველაზე განსაკუთრებული და მღელვარე..
ელენეს თითქმის მთელი დღე უწევდა სტუდიაში ყოფნა,სპეციალირად შოუსთვის შერჩეული ქორეოგრაფები ასწავლიდნენ სხვადასხვა ცეკვებს მონაწილეებს,რომლებიც პირველ კონცერტზე უნდა ეცეკვათ და ამავე დროს უდგავდნენ შოუებს..პატარა მარიამი ამ დროს ცოტა დაგვეჩაგრა დედის არყოფნას გრძნობდა და ხშირად ტიროდა.მოგვიწია მისთვის ხელოვნური საკვების მიცემა. რაც დიდად არ მოსწონდა.ერთადერთი ვისაც მისი დაწყნარება შეეძლო შოთა იყო.მიკვირდა როგორ ახერხებდა ამას.
რეალითი შოუს დაწყებამდე ერთი კვირით ადრე შესარჩევი ტურის ჩანაწერები გავიდა ეთერში და იმ წუთიდან დასრულდა ჩვენი მოსვენება.
ჯერ იყო და გოგოების ზარები არ წყდებოდა.მერე კი საღამოსვე მოვარდნენ ჩვენთან სრული შემადგენლობა და დეტალებში მოაყოლეს ელენეს და შოთას ყველაფერი.
ერთ კვირაში კი დაიწყო საკონკურსო ციებ-ცხელება.ყველა ჩართული იყო მის გამარჯვებაში.
პარალელურად გიორგის ამბები არ დამვიწყებია.გამოკვლევის შედეგები მოვიდა და სრულად შეესებამებოდა ერთმანეთს.შვილს შეეძლო მამის დონორი გამხდარიყო.
უკვე დრო იყო იმის რომ გიოს გაეგო მამის ვინაობა.როგორც კი ელენეს პირველი ლაივ კონცერტი დასრულდა,მეორე დღესვე სასეირნოდ წავიყვანე პარკში დავსხედით.ბავშვი ნაკლებად მიყურებდა, მისი ყურადღება ძირითადად მიმართული ატრაქციონებისკენ იყო.
-გიო,დეე,შენ ხომ დიდი ბიჭი ხარ,ცოტა ხანს მომისმინე კარგი,-ვთხოვე შვილს.
-გისმენ დეე,ოღონდ მალე რაა, ბავშვებთან თამაში მინდა, შემეხვეწა.
-დედი,გახსოვს რომ მითხარი მამა რატომ არ მყავსო?სულ ხომ გინდოდა რომ გყოლოდა?
-ხო,ახლაც მინდა.
-ხოდა შენ გყავს მამა,სხვაგან იყო წასული,მაგრამ სულ შენზე ფიქრობდა, უყვარდი.ახლა დაბრუნდა და უნდა რომ გნახოს.
-მეც მინდა დეე.მეც მეყოლება მამა როგორც ნიკუშას,გაბრიელს და დანარჩენებს ჰყავთ?-სახე გაუნათდა ბავშვს.
-კი დეე..დავუქნიე თავი.
-და ჩემთან დარჩება?
-ეგ ცოტა რთული საკითხია,მაგრამ შენ დარჩები მასთან როცა მოინდომებ.
-ეე,ეგ რანაირი მამა რააა,-გაბრაზდა და ზურგი შემაქცია.
-დეე,არ გაბრაზდე კარგი?-როგორ ამეხსნა ახლა მისთვის რომ მამამისს ცოლი ჰყავდა და ჩვენთან ვერ იცხოვრებდა.
-ახლა მოვა ჩემთან?
-თუ მოინდომებ შენ,მოვა.
-მაშინ დაურეკე..
ტელეფონი მოვიმარჯვე და მისი ნომერი ავკრიფე,მაგრამ გამორთული ჰქონდა და რაღაცნაირად გული დამწყდა.პირველად გამოთქვა შვილმა მასთან შეხვედრის სურვილი და ისიც ვერ შევძელი.
*********
საავადმყოფოდან გამოვიდა, ქიმიოთერაპიის მორიგი კურსი დღეს დაიწყო და თავს კარგად ვერ გრძნობდა.ტელეფონს დახედა,მაგრამ დამჯდარიყო,ჩუმად შეიკურთხა მანქანის სავარძელზე მიაგდო. მარიამისგან არაფერი ისმოდა უკვე რამდენიმე დღე იყო. გადაწყვიტა სახლში ხლებოდა მას, მითუმეტეს რომ ელენე ტელევიზორში ნახა და უნდოდა მასზე ესაუბრა. ახარებდა მისი დის წარმატება,გაბრაზებას გადაევლო,უნდოდა დასთან მისვლა და შერიგება,მაგრამ პირველ ნაბიჯს ვერ დგავდა.ყველაზე მეტად ის უხაროდა რომ გოგომ ფეხზე დადგომა და წარმატების მიღწევა შეძლო. მარიამს მისთვის სახლის მისამართი არ უთქვამს,ჩუმად გაჰყვა რამდენჯერმე, მაგრამ ვერ გაბედა მასთან შესვლა…
კარზე ზარი რომ დარეკა,გული უფანცქალებდა სანამ გაიღებოდა.აი როგორც კი გაიღო თვალები შუბლზე აუვიდა მოულოდნელი შეხვედრისაგან….
-მარიამ,გასაღების წაღება დაგავიწყდა?-მის ყურებს მისწვდა დის წკრიალა ხმა და წამში აისვეტა გოგო. რომ გაარჩია წინ მარიამი კი არა მისი ძმა იდგა, შეშინებულმა უკან დაიხია და ბავშვი გულზე მიიხუტა.
- რა ჯანდაბა ხდება?ამის დედაც….- გაბრაზებულმა მოკუმა მუშტი და კედლისთვის უნდა დაერტყა,რომ დის ხმამ შეაჩერა.
-გთხოვ არ იყვირო,ბავშვს შეეშინდება..-შეევედრა გოგო.
გონს მოეგო,შეკრული მუშტი დაუშვა და დას მიაჩერდა.პატარა ქალბატონი ბიძას უღიმოდა და აღუს ღიღინებდა. ისეთი ლამაზი იყო,ისეთი ანგელოზი, გიორგი მის წინაშე უძლური იყო.
-შემოდი,ვილაპარაკოთ.მარიამიც მალე მოვა...თვითონაც გაუკვირდა როგორ იპოვა საკუთარ თავში ძალა რომ ასე მშვიდი ყოფილიყო.ალბათ იმიტომ რომ სახლში შოთა ეგულებოდა და იცოდა ბიჭი უფლებას არავის მისცემდა მისთვის რამე დაეშავებინა.
მაშინვე წამოდგა შოთა,როგორც კი სტუმარი დაინახა და უხერხულად აიწურა.ყველა ერთმანეთს უყურებდა და უხერხულად ჩამოვარდნილ სიჩუმეს ვერ არღვევდნენ.ბოლოს ისევ ელენემ მოიკრიბა ძალა.
-იმედი მაქვს ცივილეზებული ადამიანებივით მოვიქცევით,არ ვიყვირებთ,არ ვიჩხუბებთ....
-აღარაფრის თავი არ მაქვს,სულ არაფრის.ამაზეც კი ვერ ვრეაგირებ ხომ ხედავ,-სევდიანად ჩაილაპარაკა გიორგიმ.
-იქნებ დაჯდე,სახეზე ფერი არ გაქვს,- უთხრა შოთამ.
მათ პირდაპირ ჩამოჯდა და მორიგეობით უყურებდა ხან ერთს,ხან მეორეს,ხანაც ბავშვს.
-შეგიძლია წყალი დამალევინო,ვერ ვარ კარგად.
ელენემ ბავშვი შოთას მიაწოდა და სამზარეულოში გავიდა.მალე წყლით სავსე ჭიქით დაბრუნდა და ძმას მიაწოდა.ბოლომდე გამოცალა ჭიქა,მაგიდაზე დადგა და გვერდი გვერდ მსხდომთ გადახედა.
-არ მეგონა აქ თუ გნახავდი..
-არც მე,თუმცა ვგრძნობდი რომ ადრე თუ გვიან მარიამს მოაკითხავდი…
-შენ ყველაფერი იცი ხომ ასეა?
-გააჩნია ყველაფერში რას გულისხმობ.
-იმას რომ მე გიოს მამა ვარ…
-მე ხომ არ გავიდე?-იკითხა შოთამ.
-არა იყავი,შენთან დასამალი არაფერი მაქვს.-ხელით შეაჩერა გოგომ.
-იქნებ აჯობებს და-ძმამ ცალკე ისაუბროთ?
-მე ხელს არ მიშლი,პირიქით….
-ესეგი ბავშვის მამა შენ ხარ?თუ ასეა რატომ მანამდე არ მოაგვარე ეს ყველაფერი,ისე რომ ამხელა ამბავი არ ატეხილიყო?
-მე არ ვიცოდი რომ ელენე…..
-მოიცადე შოთა,ნუ იღებ შენს თავზე იმ დანაშაულს რაც არ ჩაგიდენია.
-ელენე ამაზე ხომ ვილაპარაკეთ?
-ვის ვის და გიორგისთვის დამალვას ნამდვილად არ ვაპირებ.
-რა ხდება?ამიხსენით ბოლოსდაბოლოს?ამასწინათაც ახსენე მსგავსი რამ.
-შოთა არ არის ბავშვის მამა.ის მას მერე გავიცანი,რაც თქვენ ჩემზე უარი თქვით.ბავშვის მამა სხვა არის,მაგრამ...
-მაგრამ ჩვენ ერთმანეთი გვიყვარს და სულ არ ვაპირებთ რომ ეს ყველას ავუხსნათ.იმ ბიჭს არც ბავშვი აინტერესებს და არც ელენე,ამიტომ ყველას უნდა ეგონოს რომ მე ვარ მამა,რა საჭიროა საქვეყნოდ ამის ძახილი…
-ვინ არის ის ბიჭი?ნამდვილი მამა?
-მაგას არ აქვს მნიშვნელობა..
-ელენე...
-მან უკვე მიიღო პასუხი იმაზე რაც ჩაიდინა,ასე რომ აზრი აღარ აქვს უკან დაბრუნებას…
-მოიცა შენ მას რამე დაუშავე? -გაბრაზებულმა შეხედა ელენემ შოთას.
-მე კი არა მან დაუშავა საკუთარ თავს, მაშინ როცა ეს დაგმართა და მიგატოვა, მაშინ როცა ჩემს წინაშე აუგად მოგიხსენია.-თვალები აენთო შოთას.
-ბევრი მოგივიდა?-ჰკითხა გიორგიმ
-ნუ ვაღიარებ კი,ცოტა ზედმეტი მომივიდა,მაგრამ არ შემიძლია მშვიდად ვიყო,როცა ვიღაც ელენეს აუგად იხსენიებს ან რაღაც ისეთს იძახის…
-ახლა მე მომისმინეთ…
ორივემ გიორგის შეხედა.
-ვაღიარებ ამას არ ველოდი.არ ველოდი რომ ჩემი და ასეთ პატარა ასაკში დედა გახდებოდა თან რის ფასად კარგად ვიცით.სამაგიეროდ ის დავინახე რომ გვერდით ისეთი ადამიანი ჰყავს,რომელსაც უყვარს და აფასებს.რომელმაც ის შეძლო,რაც მისი ოჯახის წევრებს უნდა გაგვეკეთებინა და ვერ შევძელით,ვერ გადავაბიჯეთ ხალხის აზრს და ძველ დროში ჩავრჩით...მეგონა ეს ჩემს პრინცესას არასოდეს არ დაემართებოდა, ის ანგელოზი იყო და ასეთად უნდა დარჩენილიყო. მინდოდა მშობლებისეული სახლიდან გაგვეცილებინა ქორწილში უმწიკვლო და სუფთა,მაგრამ ასე მოხდა…
ასე მოხდა და ამას ვეღარ შევცვლით. ვეღარ შევცვლით იმას რაც მოხდა და რაც დაგიშავეთ.რაც გითხარით.შენც ხომ ხვდები რომ არც შენ ხარ მართალი?-გიორგი გაჩუმდა..-მაგრამ ეს მაინც არ გვამართლებს.მაინც არ უნდა გვეკრა შენთვის ხელი...
-ძმაო ნუ მაშინებ...უცნაურად ლაპარაკობ.
-ძმაო?ნეტავ იცოდე როგორ მინდოდა ერთხელ კიდევ მომესმინა ეგ სიტყვა შენგან.სანამ მოვკვდებოდი..ნეტავ იცოდე როგორ მიხარია შენი წარმატება,ის რომ შენ თითოეულ ჩვენგანზე ძლიერი აღმოჩნდი…
-სიკვდილს რატომ ახსენებ?-ცრემლი მოერია ელენეს.
-იმიტომ რომ მე ვკვდები ელე. ლეიკემია მაქვს და არავინ არ იცის ხვალინდელი დღე გამითენდება თუ არა.
ელენე მის წინ ჩაიცუცქა,მუხლებზე დაეყრდნო და ახედა.
-შენ არ მოკვდები.მარიამი ამას არდაუშვებს.ხომ გჯერა მისი?
-აღარაფერი აღარ ვიცი უკვე გეფიცები.მართლა არ ვიცი.იმ საბედისწერო დღის მერე ჩემი ცხოვრება უბრალოდ კოშმარს დაემსგავსა.ვცდილობ ფეხზე დავდგე,არ შევეგუო,მაგრამ არ გამოდის.
-გამოვა გიო,ყველაფერი გამოვა.- ხელები დაუჭირა ელენემ და მსუბუქი მოჭერით აგრძნობინა რომ მის გვერდით იყო.
-შეხედე ახლა რამდენი მიზეზი გაქვს რომ სიცოცხლისთვის იბრძოლო. შვილი გყავს,დის შვილიც,შეხედე როგორი საყვარელია,პრინცესას ხომ ჰგავს?შემომხედე მეც ბედნიერი ვარ, ყველაფრის მიუხედავად მეც ბედნიერი ვარ.სხვა არავინ გვინდა,ჩვენ ერთმანეთი გვყავს,ჩვენ ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანი - მარიამი გვყავს.-გაუღიმა გოგომ.
-ამდენი რამის მერე,იმ ყველაფრის მერე რაც დაგიშავეთ,როგორ შეგიძლია ასე მომექცე?
-ჩვეულებრივად,შენ ხომ ჩემი ძმა ხარ და მე შენი პრინცესა ვარ,უფრო სწორად ორი პრინცესა გყავს.
-შეიძლება ავიყვანო?
-რა თქმა უნდა,-ჩუმად მყოფმა შოთამ ბავშვი ფრთხილად მიაწოდა გიორგის. შეშინებულმა გამოართვა და გულზე მიიხუტა.თვალები დახუჭა და მისი სურნელი შეისუნთქა.
-ცხოვრება უცნაური რამ ყოფილა ძმაო.მაშინ როცა შენგან ველოდი დახმარებას და გვერდში დგომას,შენ ეს არ გააკეთე და ხელი მკარი.ახლა შენ გჭირდება დახმარება და ვიცი უარს მეტყვი ამაზე,მაგრამ მე შენს დახმარებას მაინც ვეცდები.
-ნუთუ ასე მარტივი ყოფილა ეს ყველაფერი?ნუთუ ასე მარტივად შეგვეძლო ერთმანეთის გვერდით ყოფნა?
-შეგვეძლო ძმაო,შეგვეძლო,შენ შეგეძლო ის რომ ყველას დაპირისპირებოდი და დაგეცავი.
-რომ მსაყვედურობ ეს უფრო მკლავს.
-იცი ყველაზე მეტად ამ ამბავმა რა მომიტანა?ნაადრევად გამზარდა, ცხოვრების იმ გზაზე დამაყენა, რომელსაც ალბათ არასოდეს დავადგებოდი.ალბათ არასოდეს მივიღებდი ამ კონსურსში მონაწილეობას,ალბათ არასოდეს მექნებოდა ამხელა ამბიციები რომ ვყოფილიყავი წარმატებული ჩემს პროფესიაში,ალბათ ერთ ჩვეულებრივ, საშუალო დონის მოცეკვავედ დავრჩებოდი,რომელიც კარიერას ოჯახის შექმნის მერე ასრულებს.ახლა კი შანსი მაქვს ვიყო პირველი,იქ ამიყვანონ სადაც მინდა, მსოფლიო ტურნე შემოვიარო ნებისმიერ ანსამბლთან ერთად. მქონდეს საკუთარი სტუდია..
-ჩემი ნიჭიერი გოგო,-სევდიანად გაუღიმა გიორგიმ და ლოყაზე მოეფერა.
-კიდევ იცი ვინ მაპოვნინა?აი ეს ადამიანი.ადამიანი რომელიც გაცნობის დღიდან ჩემს გვერდით დგას და ერთხელაც კი არ გავუკიცხივარ იმის გამო რაც დამემართა.
-ასე ნუ მაქებ,ასეთი კარგიც არ ვარ.მეც ჩავიდინე ცუდი რაღაცეები.-
-იმ ბიჭს,ვინც ელენე ასეთ დღეში ჩააგდო,მაგრად მოხვდა?
-კი,ორჯერ,ნუ მეორედ უფრო.
-მოიცა,მეორედ რატომ?ბანკეტზე არ დაასრულეთ ეგ ამბავი?-გაბრაზებული მიუბრუნდა ელენე შოთას.
-რა ვქნა არ დაასრულა და თავს ხო არ დავუხრიდი?მოინდომა და მოხვდა.
-შოთააა,-წამოდგა და წინ დოინჯშემორტყმული დაუდგა გოგო.
-აი ეს გოგო ჭკუიდან გადამიყვანს მალე,მაინცდამაინც ასე რო გამოხედავს მაშინვე ვდნები და ყველაფერს ვაკეთებ მერე..-გაიცინა შოთამ და გიორგის გახედა.
-ბოდიშს გიხდი მაშინდელისთვის, ვაღიარებ ასე არ უნდა მოვქცეულიყავი, ჯერ უნდა გამერკვია ყველაფერი და მერე გადმოვსულიყავი იერიშზე,ანდაც რა უფლება მქონდა ამის?მან არჩევანი გააკეთა და ის შენს გვერდით იყო.
-ჩემი ცემა ასე ადვილი არაა ბატონო გიორგი.იმდენმა მოინდომა,მაგრამ არავის გამოუვიდა.
პატარა ქალბატონმა მოიწყინა ბიძასთან და ტირილი დაიწყო,ელენემ მაშინვე გამოართვა და მკერზე მიიხუტა,მიხვდა ბავშვს მოშიებოდა.
ბოდიშის მოხდით გავიდა საძინებელში რომ ეჭმია.ამ დროს გაიგონა კარის გაჩხაკუნებაც და მიხვდა მარიამი მოვიდა.წამოდგა და საძინებლის კარში ჩადგა,საიდანაც კარგად შეეძლო დაენახა მისი და გიორგის შეხვედრა.მაგრამ მოულოდნელი სურათის მომსწრე გახდა.წინ პატარა გიორგი გამოიქცა,როგორც კი ოთახში უფროსო გიორგი დაინახა,ერთ წამს გაჩერდა,მის წინ დადგა და მიაჩერდა. მერე მოულოდნელად იყვირა და მისკენ გაიქცა.
-მამა,-დაიტიტინა ბავშმა და ქართველიშვილს შეეძლო დაეფიცა რომ იმ წუთას სიკდილისთვისაც მზად იყო…
პატარა ხელებით ეხვეოდა გიო მამამისს კისერზე.იხუტებდა ისიც შვილს და ცრემლები სდიოდა. გაშეშებული იდგა მარიამი და ისიც ტიროდა.
-შვილო,-დაიჩურჩულა გიორგიმ…
-იცი დედამ დღეს მითხრა რომ მამა მეც მყავს და მინდოდა რომ მენახე. დედა გირეკავდა,მაგრამ არ გვიპასუხე და გული დამწყდა.თურმე შენ აქ ყოფილხარ,-მოშორდა ბავშვი და ტიტინი დაიწყო.გიორგიმ მუხლებზე ჩამოისვა და კიდევ ერთხელ მიიხუტა.
-ვიცოდი რომ ჩემი ნახვა გინდოდა და ამიტომ აქ დაგხვდი,სიუპრიზი გაგიკეთე.
-სად იყავი აქამდე?რატომ არ მოდიოდი ჩემთან?-გულუბრყვილოდ ჰკითხა ბავშვმა.
-სად ვიყავი და….
-დეე,ახლა ხო შენთანაა?-შეეშველა მარიამი,როცა დაინახა რომ პასუხს ვერ სცემდა.
იმ ღამეს გვიანობამდე დარჩნენ მარიამთან ყველა,გიოს დაძინება არ უნდოდა არ შორდებოდა მამამისს, სანამ მის კალთაში არ ჩაეძინა.
მერე პირველი შოთა დაემშვიდობა და წავიდა.გიორგიმაც წასვლა დააპირა, დას დაემშვიდობა და მარიამთან ერთად კარებში გაჩერდა. ელენემ მარტო დატოვა ისინი….
******
არ ვიცოდი საუბარი საიდან დამეწყო.კარებში გახიდულ გიორგის ვუყურებდი და ხმას ვერ ვიღებდი.
-მიჭირს წასვლა რაც უფრო დრო გადის..
-მალე უფრო გაგიჭირდება. -გამეღიმა.-რაღაცა უნდა გითხრა.
-რა ხდება მარიამ?
-იმედია არ გაბრაზდები..
-მშვიდობაა?კიდევ რა გააკეთე ისეთი ჩემს ზურგს უკან?
-გიოს ანალიზები ავუღეთ და შენს ანალიზებს შევადარეთ.სრულად ემთხვევა.ანუ მას შეუძლია შენი დონორი იყოს…
-მარიამ,-ხმას აუწია ოდნავ.-რატომ აკეთებ ამას?მას ტკივილს რატომ აყენებ?ცოდოა,ჯერ კიდევ პატარაა.
-ავუხსნი და ყველაფერს გაიგებს.თან ჯერ ადრეა მისთვის მამის დაკარგვა, რომელიც ახლა იპოვა…-გამეღიმა.
არაფერი უთქვამს,უხმოდ დამემშვიდობა და წავიდა…
მე რის მარიამი ვიყავი რომ ის არ დამეთანხმებინა?ამ ქვეყნად ყველაზე ჯიუტს ტყუილად ხომ არ მეძახდნენ?
ჩემმა შვილმა ეს ამბავი ჩვეულებრივად მიიღო, უფრო სწორად ვერც გაიაზრა ნორმალურად რა ხდებოდა.მხოლოდ ის იცოდა რომ მამიკო უნდა გადაერჩინა… ოპერაციას წინა მომსამზადებელი ეტაპები ჰქონდა და გიორგის საავადმყოფოში დაწოლა მოუწია.სრულად ჩაამთავრა ქიმიოთერაპიის კურსი.ხშირად ვსტუმრობდით სანახავად მე და ბავშვი,ელენე მარიამით და ახლა უკვე შოთაც.რა გასაკვირი იყო რომ სადაც ელენე იყო იქ იქნებოდა ასლანიშვილიც?
-მამა,იცი დღეს ბაღში ისევ ვიჩხუბე. -საწოლზე აუხტა გიორგის შვილი. კომფორტულად მოეწყო და დღევანდელი დღის ამბების მოყოლა დაუწყო.
-რამდენჯერ გაგაფრთხილე მე? -დავუბრიალე თვალები.
-ისევ იმ გოგოს გამო?-ჰკითხა მამამისმა.
-კი,ოღონდ ამჯერად მართალი ვიყავი.
-დაარტყი ხელი,-მამა-შვილმა ერთმანეთს ჩამოართვეს ხელი.
-რა იცი შენ რა არის მართალი და რა არა?ასეთი კონფლიქტური როდის აქეთ გახდი შვილო?
-დააცადე მარიამ მოგვიყვეს რატომ მოხდა ეს და მერე გავცეთ პასუხი.აბა გისმენ.
-ის გოგო ჩემთან ერთად თამაშობდა და სათამაშო წაართვა,მერე ეზოში გადაუგდო.მე ვერ მოვითმინე…
-კარგად მოქცეულხარ რომ ის გოგო დაიცავი,მაგრამ ამის მერე მასწავლებელს უთხარი და ის დასჯის.
-კი მაგრამ მამა,შენ რომ მითხარი ჩამშვები არ უნდა იყოო?
გოორგიმ ვერაფერი უპასუხა.
-ეგეც შენ,ხომ გაგცა პასუხი?მიდი ახლა და აუხსენი ყველაფერი.- დავტუქსე ბავშვივით.
-გიო დედა მეჩხუბება…-უჩურჩულა ყურში.
-დედა მამა ავად არის და არ უნდა ვეჩხუბოთ….
მამა-შვილი ელენემ გადაარჩინა.ის მოვიდა პატარასთან ერთად.
-მოგესალმებით თქვენს პატარა ოჯახს მე და ჩემი პრინცესა,-გაგვიღიმა და ძმას აკოცა.გიორგიმ დისშვილი გამოართვა და ისიც გვერდით მოისვა.ეფერებოდა და კოცნიდა.
-თქვენი ვაჟბატონი სად ბრძანდება?
-საქმეეები აქვს,მალე მოვა.
-გილოცავ კიდევ ერთი საფეხურით წინ წასვლას..
-ჯერ ადრეა ზეიმი ძმაო,ჯერ კიდევ დიდი დროა გამარჯვებამდე..
-შენ ყველაფერს შეძლებ.მაპატიე რომ აქ ვარ და ვერ გეხმარები.
-შენ რომ გამოჯანმრთელდები ეგ იქნება ჩემი ყველაზე დიდი დახმარება.-უპასუხა დამ.
მაინც როგორი სხვანაირი იყო და-ძმური სიყვარული.როგორი ბედნიერები იყვნენ,ყველაფრის მიუხედავად.წამით შემშურდა კიდეც მათი და სასწაულად მომინდა და მომენატრა ჩემი ძმა.მისი ერთი ჩახუტება და მისგან თუნდაც ერთხელ დაძახებული დაო ყველაფერს უდრიდა ახლა ჩემთვის. …
მალე ოპერაციის დღე დაინიშნა, იმდენად ვნერვიულობდი,რომ გულს ვერაფერს ვუდებდი,სამსახურშიც ნული გახდა ჩემი შრომისუნარიანობა. კიდევ კარგი დროულად გამაფრთხილა მთავარმა ექიმმა შვებულება აიღე სანამ სერიოზული შეცდომა დაგიშვია რამეო,მითუმეტეს მან კარგად იცოდა რა სიტუაცია მქონდა.
გოგოები ყველანაირად გვერდში მედგნენ,მართალია გიორგის სანახავად არასოდეს მისულან და არც წამოსცდენიათ ის რომ მას პატიობდნენ,მაგრამ გულის სიღრმეში ვიცოდი რამდენად ლმობიერები იყვნენ ისინი და მის სიკვდილს მაინც არ ისურვებდნენ.ჩემს მაგივრად ისინი იდგნენ ელენეს გვერდით და ისინი უვლიდნენ პატარა მარიამს სანამ ელენე საკონცერტოდ ემზადებოდა ხოლმე. დედის ყველა გამოსვლას ესწრებოდა შვილიც შოთასთან ერთად. ისიც ჩერდებოდა მასთან და მშვიდად იყო მთელი კონცერტის განმავლობაში. მე გიორგისთან და შვილთან ერთად მისი პალატიდან ვუყურებდით ტელევიზორში.
ოპერაციის წინა დღეს ვერ მოვითმინებდა მასთან სალაპარაკოდ შევედი.საუბრის დაწყება მიჭირდა.
-ასე ჩუმად რატომ ხარ?
-რაღაც მინდა გითხრა და ვიცი რომ გაბრაზდები ისევ.
-მითხარი,არ გავბრაზდები.
-შენებს უნდა დაურეკო…
-არა.
-კი უნდა დაურეკო,არავინ იცის ოპერაციაზე რა მოხდება,მათ აქვთ უფლება შვილის გვერდით იყვნენ,არ მინდა ამაზე ფიქრი მაგრამ რამე რომ მოხდეს,ეს შენი ბოლო წუთები რომ იყოს,მათ უფლება აქვთ უკანასკნელ წუთებში შვილის გვერდით იყვნენ.
-მე სიკვდილს არ ვაპირებ,-გამიღიმა იმედიანად.
-ვიცი,-მისი ხელი ხელში მოვიქციე.
ტელეფონი აიღო და ჩართო.მაშინვე ახმაურდა და უამრავი შეტყობინება მოვიდა.არც გაუხსნია ისე აკრიფა ნომერი.ზარი დიდხანს გადიოდა.ბოლოს უპასუხეს…
-დედა მე ვარ….კარგად….კარგი დედა დაწყნარდი,ნუ ნერვიულობ...დედაააა ნუ ყვირიხარ...ასე იყო საჭირო,-ოდნავ აუწია მანაც ხმას.მაგრამ ხელზე ჩემი თითების მოჭერა რომ იგრძნო დამშვიდდა.
-ვინ წავიდა?...ძალიან კარგი.დედა მე განქორწინებაზე საბუთები შევიტანე.. ის ბინა მე რომ მიყიდეთ მშენებარე კორპუსში გაყიდეთ და ფული მას მიეცით...მე არაფერში მჭირდება...ასეა საჭირო….ნუ მეკითხები….უცნაურად? ხო უცნაურ მდგომარეობაში ვარ…. კარგად მომისმინე..საავადმყოფოში ვარ,უნდა მოხვიდეთ...იქ სადაც ელენე მოვიყვანეთ,რომ მოხვალთ მარიამი იკითხეთ და ჩემთან მოგიყვანენ.ნუ ტირიხარ დედა ,მშვიდობაა.. გელოდებით.
ტელეფონი გათიშა და შემომხედა.
-ხომ მპირდები რომ კარგად ვიქნები?- თვალს მომდგარი ცრემლი შეაჩერა.
-კი გპირდები…
-როგორ ეგოისტივით ვიქცევი. არა?ისევ ჩემს თავზე ვდარდობ..
-მე ხომ არაფერს ვამბობ?
-მაგრამ ვხედავ,შენს თვალებში ვხედავ რომ ნერვიულობ.
-ეს ნორმალურია…
-მარიამ...რატომ არ გათხოვდი?ნუთუ არავინ იყო შენს ცხოვრებაში ვინც ამაზე დაგაფიქრებდა?
-იყვნენ,მაგრამ ისევე წავიდნენ როგორც მოვიდნენ...არ შემეძლო. .უბრალოდ არ შემეძლო.ვერ დაგივიწყე, ვერ შევძელი.ჩვენს შვილს რომ ვუყურებდი სულ შენ მახსენდებოდი..ალბათ ასე უნდა ყოფილიყო.ხომ იცი ტყუილად არაფერი ხდება?
-ალბათ..არც ელენეს ამბავი მოხდა უბრალოდ.ყველაფერს თავის კანონზომიერება აქვს…
-ცოლს შორდები?ჩემთვის არ გითქვამს.-გადავუტანე საუბარი.
-ასეა საჭირო.მას ყველაფერს ვუბრუნებ,რაც მომცა.
-დაკარგულ დროს ვერ დაუბრუნებ. ისიც მეცოდება,იქნებ მართლა უყვარხარ.მე ხომ ვიცი რას ნიშნავს საყვარელი ადამიანის დაკარგვა.
-ყველა ვკარგავთ,მაგრამ სანაცვლოდ ისევ ვპოულობთ.დასაკარგი დროულად უნდა დაიკარგოს.
-მე დროული ვიყავი თუ უდროო?
-შენ დანაკარგად ვერ ჩაგთვლი.შენ სულ ჩემი იყავი,ისევე როგორც მე შენი.დროს და მანძილის სიშორეს აზრი არ აქვს,როცა სულით და გონებით სულ მასთან ხარ...მითხარი შანსი გვაქვს?
-ჯერ უნდა გადარჩე.მერე ყველაფერი შეიძლება,-გავუღიმე.
-მარიამ.უკაცრავად,თქვენთან არიან..
-ვინ?-გამიკვირდა.
-ალბათ ჩემები მოვიდნენ.
-არა,ძალიან ბევრნი არიან.-მიპასუხა ექთანმა,გაიწია და გზა დაუთმო სტუმრებს.მიყოლებით შემოლაგდნენ ოთახში ჩემი მეგობრები ქმრებთან ერთად,ბოლოს ელენე და შოთა.
-რა ხდება?-ვიკითხე გაკვირვებულმა.
-ერთ დროს სიძედ გთვლიდით,ჩვენს სამეგობროში მიგიღეთ რადგან მარიამს უყვარდი,ახლა როცა ასეთ მდგომარეობაში ხარ,ახლა როცა მარიამი ამდენს ცდილობს რომ გადაგარჩინოს,როგორ შეგვიძლია რომ შენს გვერდით არ ვიყოთ?- დაასწრო ყველას ირმამ.
-შენ ამას ამბობ?-შევხედე გაოცებულმა.
-რატომ გიკვირს?
-ახლა მართლა მომაკვდავივით ვგრძნობ თავს.
-შენ ახლა გადარჩი და პირობას გაძლევ აქედან რომ გამოხვალ მე მოგკლავ,-არ ცხრებოდა ირმა.
-ვერ შევედავები,მართალია ,-დაეთანხმა სოფია.
-ნუ გვაფიქრებინებ რომ მარიამის ძალისხმევა და მცდელობა ამაო იყო.-დაამატა კატომ.- ბოლოსდაბოლოს ჩემი ნათლულის მამა ხარ.
-იმ ყველაფრის მერე რაც მარიამს გავუკეთე,მაინც ასე რატომ მექცევით? გეცოდებით?ყველაზე მეტად ამას ვერ ავიტან.
-მარტო მარიამს კი არა,შენს დასაც,- ვერ მოითმინა მუდამ გაწონასწორებულმა თაკომ.
-ეგ რა სათქმელია,აღარც მახსოვს…-გაიცინა ელენემ
-მოდით ერთ რამეზე შევთანხმდეთ. ყველას ყველაფერი გვახაოვს, უბრალოდ ვცდილობთ რაღაცეები დავივიწყოთ.უბრალოდ შევეცადოთ წიგნში ეს გვერდიც გადავფურცლოთ და ახალი თავს წერა დავიწყოთ.-ჩაერთო ზურა და აქოთქოთებული ცოლი დაამშვიდა…
-კარგი იყოს ასე,-თავი დაუქნი მანაც.
-აბა ახლა გეყოთ,სახლისკენ გაუყევით გზას.ავადმყოფს აწუხებთ,-ვუთხარი მას.
-ნახე რა უმადური ხარ რაა,-მიპასუხა კატომ სიცილით.
-საღამოს ვილაპარაკოთ,ახლა სხვა საქმე გვაქვს მართლა.
-კარგი,მივდივართ,გიოს ვნახავთ ახლა.გავახარებთ ჩემს ნათლულს...
-შენც წადი ელენე,მე დავრჩები. დაისვენებ ხვალ ნახევარფინალია და დასვენება გჭირდება.შოთა წაიყვანე და ცოტა ხანს მასთან დარჩი,სანამ მოვალ.
-კარგი უფროსო,-გაეცინა მას და ელენეს მარიამი გამოართვა….
-რა კარგები არიან,-მითხრა გიორგიმ,როგორც კი მარტო დავრჩით.
გეფიცები ამას ვერასოდეს წარმოვიდგენდი.
-ხომ არ გავიწყდება ისინი ვისი მეგობრები არიან.
-იცი ყველაზე მეტად რას ვნანობ?ამ დაკარგულ დროს რაც შენს გარეშე გავატარე.იქნებ უკეთესი ყოფილიყო შენს გვერდით ვყოფილიყავი,არ შემშინებოდა და არ წავსულიყავი.
-ცხოვრებას თავის კანონზომიერება აქვს ყველაფერი მაშინ და ისე ხდება, როგორც საჭიროა.
-ალბათ,-მიპასუხა სევდიანმა და ხელი მსუბუქად მომიჭირა ხელზე.

რა გააჩერებდა მის მშობლებს სახლში,როცა შვილმა დაურეკა და უთხრა საავადმყოფოში ვარო. დიდი დრო არ გასულა,რომ გვამცნეს ქართველიშვილთან არიანო.ვთხოვე ჩვენთან მოეყვანათ ისინი და მათთან შესახვედრად მოვემზადე.ვიცოდი რომ კარგი საუბარი არ გველოდა.
წარბშეკრულები შემოვიდნენ პალატაში ერთმანეთის მიყოლებით. ბოლოს ნიკა შემოვიდა.გარს შემოეხვივნენ მას.სკამიდან წამოვდექი და მარინას დავუთმე.ქალს რომელსაც ოდესღაც დიდ პატივს ვცემდი.ელენეს შემთხვევის შემდეგ კი მის მიმართ რაღაც გაურკევეველის გარდა არაფერი აღარ დამრჩა.არ შემეძლო მასთან მშვიდად შეხვედრა და თავოს შეკავება გამიჭირდა რომ რამე არ მეთქვა.
გიორგი რომ ასეთ მდგომარეობაში დაინახეს,ფერდაკარგული და წვეთოვანებზე მიერთებული,მაშინვე ელდა ეცა ქალს და ქმრის გამოწვდილ ხელს დაეყრდნო აკანკალებული.
-მე გავალ,სალაპარაკო გაქვთ, -წამოვდექი,სკამი მივაწოდე და დაჯდომაში მივეხმარე.
-რა ხდება შვილო?-მომესმა ზურგსუკან.
-მარიამ იქნებ დარჩე?-შემაჩერა გიორგის ხმამ.
-არა,მე არაფერი მესაქმება აქ.შენ უნდა მოაგვარო ყველაფერი.-ვუპასუხე და მარტო დავტოვე ისინი. წარმოდგენა არ მქონდა რა ხდებოდა შიგნით,რაზე ისაუბრეს ან როგორ შეხვდნენ შვილის ნათქვამს,მაგრამ იმედს ვიტოვებდი რომ ყველაფერი შეიცვლებოდა დღეის შემდეგ.
*****
ჟურნალისტს,რომელმაც პირველმა დაურეკა ინტერვიუზე თავიდან არ დათანხმდა,მაგრამ მერე რომ აღარ მოასვენეს,ფინალის წინა დღეებში ერთ მშვიდ კაფეში დაუთქვა შეხვედრა. არავინ აღარ შეუწუხებია, შვილს ხელი მოჰკიდა და მარტო წავიდა.
ახალგაზრდა გოგონა ოპერატორთან ერთად უკვე იქ ელოდა.მისალმების, მოკითხვებისა და წინასწარი კითხვების შეთანხმების შემდეგ ინტერვიუს ჩაწერა დაიწყეს.
-როგორ დაიწყო ყველაფერი?
-ყველაფერში რას გულისხმობთ?
-იმას,რამაც ამ კონკურსამდე მოგიყვანათ?
-ჩემს შემთხვევაში საქმე ცოტა რთულადაა...დიდი ტკივილის და ტანჯვის გადატანის მერე, მოულოდნელად ტელევიზორში რეკლამა ვნახე და გადაწყვეტილება მაშინვე მივიღე.გავიარე ონლაინ რეგისტრაცია,მერე პირველი ტური, მეორე და ფინალურ ათეულში აღმოვჩნდი.
-ფიქრობდით რომ ფინალამდე მიაღწევდით?
-თავიდან უფრო ვოცნებობდი,ყოველი ლაივის შემდეგ მერე კი იწყებოდა ისევ იმაზე ფიქრი რომ კონკურსში კიდევ ერთი ტური დავრჩენილიყავი..
-ოჯახის წევრებს რა რეაქცია ჰქონდათ ამაზე?
-არ ვიცი..
-როგორ თუ არ იცით..-დაიბნა ჟურნალისტი.
-მათთან ერთად არ ვცხოვრობ.ეს ცოტა რთული გასახსენებელია..
-რადგან ეს ინტერვიუ პირად თემებს ეხება გავბედავ და გკითხავთ მოყვებით თქვენი ცხოვრების ისტორიას?
-მოსაყოლი ბევრი არაფერია.ვიყავი უბედნიერესი ბავშვი.მერე ერთმა საბედისწერო გასტროლებმა ყველაფერი შეცვალა ჩემს ცხოვრებაში.დაბრუნებიდან ერთ თვეში აღმოვაჩინე რომ ორსულად ვიყავი.იმ დროს საყვარელ მამაკაცად მიჩნეულმა ბიჭმა ხელი მკრა და ბავშვის მოშორება მიბრძანა.ვერ გავბედე,სამაგიეროდ ვცადე.იმას კი ვერ ვფიქრობდირომ ამით ორივე საფრთხის ქვეშ ვიყავით. იქ ერთი ძალიან საყვარელი ექიმი და ამქვეყნად საუკეთესო ადამიანი შემხვდა,მხოლოდ მე და ჩემს შვილს კი არ შეგვინარჩუნა სიცოცხლე, დამიცვა ჩემი ოჯახის წევრებისაგან, ცხოვრების გზაზე დამაყენა და აქამდე მომიყვანა…
-დიდი ხანია ასეთი სევდიანი ისტორია არ მომისმენია.
-ცხოვრება ასეთი ყოფილა..- სევდიანად ჩაილაპარაკა ელენემ.
-მაგრამ თქვენ ყველაზე საუკეთესო საჩუქარი მიიღეთ..-ანიშნა ბავშვზე.
-რა თქმა უნდა,ჩემი შვილი საუკეთესო რამაა,რაც კი საჩუქრად მიმიღია.
-ბავშვის მამასთან თუ გაქვთ ურთიერთობა?ნახულობს მას?
-არა,მას არასოდეს მოუკითხავს შვილი და არასოდეს დაინტერესებულა მისით.
-მაგრამ თქვენს გვერდით ხშირად ჩანს ერთი მამაკაცი..ყველა ლაივზე ბავშვთან ერთად გგულშემატკუვრობთ..
-ის ჩემი ცხოვრების კიდევ ერთი საჩუქარია...ისეთ დროს შევხვდი,როცა არ ველოდი.მან მიმიღო ისეთი როგორიც ვარ,ყველანაირი შეკითხვების და ახსნების გარეშე.
-არის თუ არა თქვენს ცხოვრებაში მისი ადგილი?
-ახლა პირველად ვიტყვი ამას ხმამაღლა შოთა მეც ძალიან მიყვარხარ,მზად ვარ მთელი ცხოვრება შენს გვერდით გავატარო..
-ეს უკვე ძალიან კარგია,ძვირფასო მაყურებლებო როგორც ჩანს ჩვენი გადაცემა კიდევ ერთ ახალ სიყვარულს დაუდებს დასაბამს.
-ასე გამოდის,-გაუღიმა ელენემ.
-კარგით,კიდევ ერთი კითხვა,ადამიანი ვინც თქვენს ცხოვრებაში მნიშველოვანი როლი ითამაშა და ვერასოდეს დაივიწყებ?
-კი,ინტერვიუს დასაწყისში ვახსენე. არის ერთი ადამიანი ამქვეყნად ყველაზე სუფთა,ყველაზე მართალი და ყველაზე კეთილი ექიმი მარიამ მაყაშვილი.ადამიანი რომელმაც სიკვდილს გადამარჩინა,რომელმაც მე და ჩემი ჯერარდაბადებული შვილი შეგვიფარა და მიგვიღო ოჯახის წევრებად,ადამიანი რომელმაც იმდენი რამე გააკეთა,იმისთვის რომ მე დღეს ასეთი ვყოფილიყავი,რომ მხოლოდ მადლობა არ კმარა ამისთვის ,მთელი ცხოვრება ვერ გადავუხდი ვალს.
-ძალიან მიხარია რომ დღეს ასეთი უანგარო ადამიანები კიდევ არსებობენ.
-ცოტა სასიამოვნო თემებზე გადავიდეთ.რა მოგიტანა ამ კონკურსმა?თუ გცნობენ ქუჩაში?
-გარეთ იშვიათად გავდივარ,მაგრამ რამდენჯერმე მიცნეს და უნდა ვაღიარო ეს სასიამოვნო შეგრძნება იყო.ერთი-ორჯერ საჩუქარიც გამომიგზავნეს.
-და ამაზე თქვენს მეგობარ მამაკაცს რეაქცია არ ჰქონია?მაინც ქართველია?
-არა,არანაირად.მან იცის რომ ეს ჩვეულებრივი ამბავია და პოპულარობას თან ახლავს.
-და ბოლოსკენ რას ელი ამ კონკურსისგან?
-არ ვიცი,ალბათ გამარჯვებას, გამარჯვებას ჩემი შვილის უკეთესი მომავლისთვის.
-რას გააკეთებ გამარჯვების შემდეგ?
-ეკლესიაში წავალ მამა ილარიონთან, უფალს მადლობას გადავუხდი, ის დამეხმარება როგოდავიწყო ახალი ცხოვრება კონკურსის მერე და როგორ დავრჩე ისეთი,როგორიც ვარ..
-და როგორი ხართ?
-ხმამაღალი განცხადებაა,მაგრამ ვიცი რომ ისეთი ცუდიც არ ვარ,მე უბრალოდ გულუბრყვილოდ მჯერა ზღაპრების და სიკეთის.
-უნდა გვჯეროდეს,სხვანაირად არ გამოვა.
-გაქვთ ვინმესთვის რამე სათქმელი? შეგიძლია მიმართო.
-კი,ჩემი ოჯახის წევრებს ვეტყვი მე არ მცხვენია რაც გავაკეთე,მე ბედნიერი და ამაყი ვარ,რომ ასეთ პატარა ასაკში შვილი გავაჩინე და მასზე უარი არ ვთქვი.მისი უზრუნველი მომავლისთვის ყველაფერს გავაკეთებ.და კიდევ ბედნიერი ვარ რომ მქვია მარტოხელა დედა.ამაში სასირცხვილო არაფერია,თავი ასწიეთ მაღლა მარტოხელა დედებო,ჩვენ უფალი სხვანაირად გვიცავს...
-რას უსურვებთ ჩვენს გადაცემას?
-ბევრ წარმატებულ ეთერს და რესპოდენტს…
ელენემ გაიღიმა და შვილს აკოცა. ოპერატორმა კამერა გამორთო, ჩაწერა დასრულდა.
-სულ ეს იყო,დიდი მადლობა ყველაფრისთვის.თუ რამის ამოჭრა გინდათ ან რამე კითხვა არ გნებავთ რომ გავიდეს,გვითხარით და მონტაჟის დროს ამოვჭრით.
-არა,იყოს.მე ყველაფერი ვთქვი რაც საჭირო იყო.დასამალი არაფერი მაქვს..
-მაშინ დაგემშვიდობებით,-ორივე წამოდგა,-წარმატებებს გისურვებთ და ასევე ფინალში გამარჯვებას..
-დიდი მადლობა,თქვენც,-გაუღიმა ელენემ და ღიმილით გააყოლა თვალი ნელა მიმავალ ჟურნალისტს,რომელიც ოპერატორს რაღაცას ეჩურჩულებოდა.
ტელეფონმა რომ დაურეკა რაღაცნაირად შეხტა და შეშინებულმა დახედა ნომერს.არ ეცნო,მაგრამ მაინც უპასუხა.უსიამოვნოდ შეიშმუშნა ხმის გაგონებაზე და ბავშვს დახედა შეშინებულმა.
-რა გინდა?რატომ მირეკავ?...კარგი, მისამართს მოგწერ და მოდი...მხოლოდ ორიოდე წინადადებით შემოიფარგლა და გაუთიშა.მერე შეტყობინება მისწერა და პატარას დახედა.
-მე და შენ ცუდი ადამიანები უნდა მოვიშოროთ დედი რომ ბედნიერები ვიყოთ…
კარი რომ გაიღო,მაშინვე მიხვდა ვინც იყო,ხელჯოხს ეყრდნობოდა ვახო და მისკენ ნელა მოდიოდა.ბავშვიც რომ დაინახა შეყოვნდა და დააკვირდა, არავინ იცის რა იგრძნო იმ მომენტში, მაგრამ ეს ელენესთვის უკვე გამარჯვება იყო.მამა შვილისკენ მოდიოდა.სკამი გამოსწია და წინ ჩამოუჯდა.მორიგეობით აკვირდებოდა ხან ერთს,ხან მეორეს.
-გისმენ,-გაიჟღერა ელენეს ცივმა ხმამ.
-ძალიან საყვარელია,-ანიშნა ბავშვზე.
-ვიცი..უბრალოდ უცნაურია ამას შენ რომ ამბობ…აბა მიდი მითხარი რისთვის მოხვედი?ისევ უნდა დამამცირო თუ…
-მინდა შვილად ვაღიარო. .-გააწყვეტინა ბიჭმა.
-ბრავო,კარგი გამოსვლაა.შვილად უნდა აღიაროს,გამოაჯავრა გოგომ.-მე რომ არ მინდა?მას რომ არ სჭირდები?
-აბა ვინ სჭირდება?ის ნაბი...ი ასლანიშვილი?-ჩაილაპარაკა გაბრაზებულმა.
-მასზე ჩემი თანდასწრებით უკანასკნელად ამბობ ასე.განანებ გეფიცები,თუ კიდევ ერთხელ წამოგცდება ცუდი.მე ის პატარა ელენე აღარ ვარ,შენ რომ გათელე და გაანადგურე.მე შევძელი ფეხზე დადგომა და ახლა შემიძლია საკადრისი პასუხი გაგცე.
-ოჰ,მართლაც რომ ასეა,ყოჩაღ,კარგად უმუშავიათ.ვინ დაგეხმარა ასე?
-შეეშვი ირონიას,ეგ უკვე აღარაა შენი საქმე.შენ მაშინ წახვედი ჩვენი ცხოვრებიდან,როცა ფული მომეცი და აბორტის გაკეთება მომთხოვე. შენთვის მეც და შენი შვილიც მაშინ მოვკვდით…
-არ გინდა ასე,ახლა აქ ვარ და მინდა მან იცოდეს რომ მამამისი ვარ.-დათმო ბიჭმა.
-მე არ ვიცი შენ რა გინდა,მაგრამ მე არ მინდა.რა შეიცვალა?რამდენიმე წამის უკან დიდ გულზე იყავი?ახლა?
-ახლა ის რომ სიმართლე გითხრა საჩხუბრად სულ არ მოვსულვარ.მე შესარიგებლად მოვედი.
ელენეს გულიანად გაეცინა.
-იცი ახლა რას ვგრძნობ და რა მიხარია? შენც ისე მეხვეწები შემოგიშვა ჩემი და შენი შვილის ცხოვრებაში,როგორც ოდესღაც მე გეხვეწებოდი მიშველე არ გამწირო და არ დამღუპოთქო.
-შენ ხომ ასეთი არ ხარ..
-არ ვიყავი.ახლა რისი იმედი გაქვს?იმის ხომ არა რომ ამდენი წარმატების მერე ჩემს გვერდით უზრუნველად იცხოვრებ?რაო ფეხზე რა დაგემართა?ისევ იჩხუბე?აღარ ცეკვავ და გამოსავალი იპოვე?
-არ იცი რა დამემართა? შენმა საყვარელმა რომ ორივე ფეხი მომტეხა და ფეხზე ძლივს დავდექი.
-შენ ფეხს დარდობ,მე კიდევ შენს გამო ყველა დავკარგე,პატიოსნება და სახელი დავკარგე,მიდი დამიბრუნე ეს ყველაფერი.დამუბრუნე ოჯახის წევრები,დამიბრუნე დრო,დამიბრუნე ის ყველაფერი რაც მქონდა და გეფიცები ისევ შემოგიშვებ ჩემს ცხოვრებაში.შეძლებ ამას?
-ხომ იცი რომ არ შემიძლია.ეგ არავის შეუძლია.
-ხოდა მეც ასე არ შემიძლია დაგაბრუნო უკან.შენ არასოდეს იქნები ჩემს ცხოვრებაში.რაც შეეხება მარიამს,შეგიძლია ნახო,უბრალოდ წინასწარ შემითანხმდები ხოლმე. ის გადაწყვიტავს,როცა გაიზრდება სიმართლის გაგების მერე უნდა თუ არა შენნაირი მამა.მაგრამ არ დაგავიწყდეს რომ მამობა მხოლოდ ის არაა რომ მის ჩასახვაში მიიღო მონაწილეობა.
-მაგრამ მე..
-რა შენ?რა?შენ არ ყოფილხარ ორსულობის პერიოდში ჩემთან,შენ არ გიზრუნია ჩემზე.შენ არ ყოფილხარ ჩემს გვერდით,როცა ორივე სიკვდილს ვებრძოდით.შენ არასოდეს აგიყვანია ის ხელში როცა ტიროდა და არასოდეს დაგიმშვიდებია.არ გითევია მასთან ერთად ღამეები,როცა რაღაც აწუხებდა და მე ვერ ვხვდებოდი რა.ასე რომ ნუ იჩემებ იმას რომ მისი მამა ხარ.ეს უნდა იგრძნო,შენში შიგნით უნდა იყოს,ნამდვილ მამას არ შეუძლია შვილი ასე უპატრონოდ მიატოვოს,როგორც შენ მიგვატოვე.
-ესეგი მორალს მიკითხავ..
-ეგ რა შუაშია?კარგად იცი სიმართლეს ვამბობ.არ ვიცი რა გამოძრავებს ახლა და რას ფიქრობ,ის კი ზუსტად ვიცი რომ რაღაც გაქვს ჩაფიქრებული.
-რატომ ფიქრობ მასე?
-იმიტომ რომ შენნაირი ადამიანები არ იცვლებიან.შენნაირი ადამიანები მთელი ცხოვრება თამაშობენ, უბრალოდ ახლა ვერ ვხვდები ამას რა დავარქვა ანგარება,ფულის და სახელის მოხვეჭის სურვილი თუ ნამდვილი წრფელი გრძნობა,რომ გამოასწორო შენი შეცდომები.
-ასე ცუდი არ ვარ,ნუ ფიქრობ ასე გთხოვ..-ელენემ ვახოს თვალებში რაღაც შეამჩნია,რაღაც სინანულისმაგვარი,მაგრამ არ დაუთმო,არ დაიხია უკან,როგორც კი იფიქრა რომ ვაპატიებო,მაშინვე კადრებივით გაურბინა თვალწინ ყველაფერმა,რაც გადაიტანა და საშუალება არ მისცა რომ ეს გაეკეთებინა.
-მე გეტყვი რატომაც მოხვედი აქ. რატომ გინდა ისევ ჩემს ცხოვრებაში შემოსვლა.იმიტომ კი არა რომ შვილი გადარდებს?იმიტომ რომ მიხვდი მე იმაზე მეტი შემიძლია,იმაზე ძლიერი ვარ და იმაზე ცნობილი და პოპულარულივიდრე შენ და ვიდრე ამას წარმოდგენდი.შენ იმ დიდების ნაწილი გინდა გახდე,მე რომ მივაღწიე ტანჯვის ფასად,მაგრამ არ გამოვა ვახო.რომც მოვინდომო
არ გამოვა. იმიტომ რომ მეზიზღები.ვერაფერი შემაცვლევინებს ამ გრძნობას და სიმართლე გითხრა გვერდით უკვე მყავს საყვარელი ადამიანი და ჩემს ცხოვრებაში შენი ადგილი ამქვეყნად ყველაზე კეთილმა და ყველაზე ღირსეულმა ადამიანმა დაიკავა.
-ესეგი გიყვარს?
-ძალიან,ისე რომ ამ სიყვარულს საზღვარი არ გააჩნია.
-იმის მიუხედავად რაც ჩაიდინა და რაც დამიშავა?
-ის მიუხედავად,თანაც დაუმსასურებლად არაფერი მიგიღია.
-მე ხომ ცეკვას ვეღარ შევძლებ,მაინც არ გეცოდები?მაინც მასთან რჩები?
-მაინც მასთან ვრჩები...შეცოდებით კი ნამდვილად მეცოდები.მეცოდები იმიტომ რომ ამქვეყნად ყველაზე უსინდისო და უნამუსო ადამიანი ხარ.
-ნუ იქცევი ასე და ასე ნუ მელაპარაკები. იცოდე მოთმინებას ვკარგავ,-საბოლოოდ გამოაჩინა სახე ვახომ.
-მე უკვე გამომელია და ვეღარ ვითმენ. შენს გვერდით სული მეხუთება….აი შეხედე,ბავშვიც ვეღარ ჩერდება. - პატარა ქალბატონს მობეზრებოდა იქ ყველანაირი გასართობი და ჭუჭყუნებდა.ელენემ ბავშვს საწოვარა მიაწოდა და ცოტა ხანს გააჩუმა.
-უნდა წავიდე.ისედაც დიდი დრო დაგითმე,იმაზე დიდი ვიდრე საჭირო იყო ან ვფიქრობდი ამას.მანამდე კი უკანასკნად გეტყვი რაღაცას.არის დღეები,წუთები ან ადამიანები, რომელთა ამოშლასაც ვისურვებდი ჩემი ცხობრებიდან და ვინატრებდი რომ არასოდეს ყოფილიყვნენ. შენ და შენთან გატარებული დროც ასეთია. ყველაფერს ვნანობ რაც შენთან მაკავშირებდა,მარიამის გარდა.
-მოიცადე,არ წახვიდე,მითხარი შევძლებ მის ნახვას ხოლმე?
-მხოლოდ წინასწარ განსაზღვრულ დღეებში და წინასწარი შეთანხმების შემთხვევაში.
-ანუ საბოლოოდ მიშვებ შენი ცხოვრებიდან?
-შენ არც არასოდეს ყოფილხარ ჩემს ცხოვრებაში.შენ ყოველთვის სხვებს ეკუთვნოდი,მე არასოდეს.ახლა რომ ვფიქრობ ეს უბრალოდ ბავშვური ამოკვიატება იყო,თორემ შენი სიყვარული როგორ შემეძლო...ახლა უკვე ვიცი რასაც ნიშნავს სიყვარული. არც ახლა ვარ დიდი,მაგრამ საკმაო გამოცდილება მანახეთ შენ და ჩემმა ოჯახის წევრებმა განსაკუთრებით რომ არავის არ ადარდებ,მხოლოდ საკუთარი თავის იმედი უნდა გქონდეს.
-ელენე წამოდგა და ზემოდან დახედა ვახოს.
-ისე იცხოვრე რომ აღარასოდეს გახდე მიზეზი ვინმეს სახეზე ღიმილის გაქრობის და გულისტკენისა.ჩემი მიტევება და პატიება შენ არაფერში გჭირდება,ამას როცა გაანალიზებ, სინდისს მაინც ვერ დაიმშვიდებ.ისე შეგაწუხებს ეს რომ ამქვეყნად დაბადებას ინანებ.მშვიდობით ვახო.
ელენემ ამაყად დატოვა იქაურობა. ახლა უკვე იცოდა რომ ყველაფერი სხვანაირად იქნებოდა.უკვე იცოდა რომ მისი გული სრულად ეკუთვნოდა ასლანიშვილს.
******
არ შევცდები თუ ვიტყვი რომ ისეთი ღამე იყო არასოდეს რომ არ დამავიწყდება და ცხოვრებაშიც რომ არასოდეს მქონია.ელენე სახლში იყო ბავშვთან ერთად.მე კი საავადმყოფოში გიოს პალატაში და მძინარე შვილს ვუყურებდი. უშფოთველი სახე ჰქონდა და მშვიდად ეძინა.მისი პაწაწინა ხელი ხელში მეჭირა და ვლოცულობდი. ვლოცულობდი რომ ისიც და მამამისიც კარგად ყოფილიყვნენ…. წარმოდგენა არ მქონდა რა მოხდა და როგორ დასრულდა მისი ოჯახის წევრების შეხვედრა.ჩუმი ღამე იყო,ისეთი ქარიშხლის წინ რომ იცის ხოლმე..
გამთენიისას წამთვლიმა,მაგრამ როგორც კი მზე ამოვიდა,მაშინვე გამეღვიძა.ფრთხილად გამოვედი დერეფანში,ყავა ვიყიდე და უკან დავბრუნდი.მალე გიოს გაეღვიძა.
-დედა შენ უკვე გაიღვიძე?
-კი ჩემო საყვარელო.
-მამასაც ღვიძავს?შეიძლება ვნახო? ორი დღეა აქ ვარ და რაღაცეებს მიკეთებენ,მე კიდევ მომენატრა,-მოიწყინა ბავშვმა.
-დედი ხომ ვილაპარაკეთ ამაზე?მამიკოს ახლა შენ სჭირდები და ვაჟკაცურად უნდა გაუძლო.აბა გეშინია?
-არ მეშინია დედა..შენ ხომ ჩემთან იქნები,როცა დავიძინებ?
-შენთან ვიქნები ჩემო პატარა და შენი ხელი მეჭირება სულ.
-მამიკოც იქ იქნება ხო?
-კი,შენგან რამდენიმე მეტრში,მაგრამ იქ იქნება…
-მაშინ აღარ შემეშინდება…-პატარა ხელები კისერზე მომხვია და ჩამეხუტა.
ექთნები რომ შემოვიდნენ და გიოს მომზადება დაიწყეს ოპერაციისთვის, უცნაური გრძნობა დამეუფლა.ახლა კარგად გავიგე რა გრძნობაა ოპერაციის დასრულების მოლოდინი…
ორიდე წუთით დრო ვიხელთე და გიორგისთან შევედი.მისი მომზადებაც დასრულებულიყო და საოპერაციოში წასაყვანად ამზადებდნენ.
-როგორ ხარ?
-იმედიანად.-გამიღიმა.
-ყველაფერი კარგად იქნება.მეც თქვენთან ვიქნები,-გავახნევე.
-მადლობა მარიამ.ეს ცოტა მამშვიდებს.ხო კიდევ უკანასკნელად გეკითხები ეს ჩემს შვილს საფრთხეში ხომ არ ჩააგდებს?
-არა,არანაირად.საშიში რომ იყოს მე თვითონ არ მოგცემდი ამის უფლებას. შენებს უთხარი?
-კი,ვუთხარი.
-ყველაფერი?
-მაგაზე მერე ვილაპარაკოთ.ელენე არ მოსულა?
-არა,ეტყობა ვერ მოიცალა,ხომ იცი ხვალ ფინალია და ემზადება.
-ვიცი და მჯერა რომ გაიმარჯვებს.-გულდაწყევეტილი იყო,რომ ოპერაციის წინ და და დისშვილი ვერ ნახა.
საოპერაციოში რომ შეგვყავდა,მაშინ მოგვესმა ელენეს ხმა.დაიცადეთო ყვიროდა და ბავშვთან ერთად მორბოდა.აქოშინებულმა მოირბინა ძმასთან და მის წინ შეჩერდა.
-მეშინოდა რომ ვერ მოგისწრებდი.
-მე კიდევ მეშინოდა რომ ვეღარ გნახავდი.არ ვიცი ოპერაცია როგორ დასრულდება,მაგრამ ბედნიერი ვარ რომ გნახეთ,ბედნიერი ვარ რომ შენ ჩემი და ხარ.მაპატიე ყველაფერი. მაპატიე ის ტკივილი რაც შენთვის მომიყენებია.-გიორგის თვალებში ცრემლი შევნიშნე.
-ნუ ამბობ ამას.მე შენ დიდი ხნის უკან გაპატიე.მეც და ამ ქალბატონმაც.და ვიცი რომ კარგად იქნები.
-ელე,მოიცადე,გთხოვ ნუ შემაწყვეტინებ.თუ რამე მომივა შენ ჩვენს ადვოკატთან მიხვალ და ეტყვი რომ ის საბუთები მოგცეს რაც დავუტოვე.მარიამს ის მივეცი,რაც მის მომავალს უზრუნველყოფილს გახდის. რაც შენ დაგეხმარება თუ მე ცოცხალი აღარ ვიყავი.
-ასე ნუ ამბობ,გთხოვ,-ატირდა ელენე.
-იმას ვამბობ რაც შეიძლება მოხდეს? ხომ შეიძლება ყველაფერი სხვანაირად იყოს?ხოდა მზად მინდა იყო ამისთვის.და კიდევ მაპატოე ყველაფერი,მაპატიე რომ ვერ დაგიცავი.თავსაც გაუფრთხილდი და შვილსაც.ბედნიერებას გისურვებ. დაასრულა გიორგიმ,ექიმებმა აღარ დააცადეს და საოპერაციოს კარს მიღმა გავუჩინარდით.არც ერთმა ვიცოდით რა მოხდებოდა ოპერაციაზე. მხოლოდ ღმერთმა,ჩვენ კი ლოდინის მეტი არაფერი დაგვრჩენოდა.ამ კარს მიღმა დავტოვეთ ელენე და მარიამი, დავტოვეთ შოთა,რომელიც ვიცოდი რომ აუცილებლად მოვიდოდა საყვარელი ქალის გვერდით რომ ყოფილიყო.დავტოვეთ ჩემი მეგობრები მეუღლეებთან ერთად. ამაშიც დარწმუნებული ვიყავი რომ აუცილებლად დაუდგებოდნენ გოგოს გვერდით. შეიძლება მისი ოჯახის წევრებიც მოსულიყვნენ ეს უკვე აღარ ვიცოდი.მაგრამ შეიძლებოდა....
არავინ იცოდა რა მოხდებოდა,რა იქნებოდა ხვალ….
*********
შვილის მდგომარეობა და კარგად ყოფნა ყველა დედასთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია. როცა მარტო გიწევს მისი გაზრდა სხვანაირად აქცევ ყურადღებას და სხვანაირად ხარ მასზე გადართული. მისით სუნთქვას იწყებ.მისი ტკივილი გტკივა,მისი ბედნიერება გიხარია..და როცა ასეთ მდგომარეობაში იყო გიო, როცა ამხელა რისკზე მივდიოდით და როცა მამის სიცოცხლის გადასარჩენად დიდი კაცივით იქცეოდა,მე არ მქონდა უფლება რომ დავნებებულიყავი და ცუდზე მეფიქრა.
ოპერაციის მერე მის გვერდით ვიყავი და მის ნარკოზიდან გამოსვლას ისე ველოდებოდი,თითქოს თავიდან ვმშობიარობდი...ძნელი აღმოჩნდა შვილის ასეთ მდგომარეობაში ხილვა..
მაგრამ გაუძლო და გამოძვრა, მისთვის ყველაფერი კარგად დასრულდა.ნელა გაახილა თვალები, ჯერ ვერ მიხვდა სად იყო და რა სჭირდა, რატომ ვერ ინძრეოდა,მერე ნელ-ნელა აღიდგინა ყველაფერი და მამა სად არისო იკითხა.სასურველი პასუხის მოსმენის შემდეგ,გაეღიმა და ისევ დახუჭა თვალები...
ექთანს დავუტოვე და გარეთ გამოვედი.გიორგის სანახავად წავედი, წესით უკვე ისიც უნდა მოსულიყო გონს.მაგრამ რატომღაც აგვიანებდა ნარკოზიდან გამოსვლას.რეანიმაციის კართან მისი ოჯახის წევრებს მოვკარი თვალი...მდუმარედ ისხდნენ და სულ არ აინტერესებდათ მათ გარშემო ამდენი ხალხი რომ ირეოდა..მარინას თვალები დასიებოდა.ნეტავ ბევრი იტირა?-გავიფიქრე და მის ადგილზე წარმოვიდგინე თავი.ან წარმოდგენა რათ მინდოდა,როცა ჩემი შვილიც არ ყოფილა ნაკლებ დღეში.შეიძლება მძიმე ავადმყოფობა არ სჭირდა, მაგრამ ისიც არ იყო მარტივი, რაც მას გავუკეთეთ..
გონს მოსული დამხვდა გიორგი, სახე უარესად გაფითრებოდა,ეტყობოდა რომ რაღაც აწუხებდა.
-როგორ ხარ?-ვკითხე.
-ასე მგონია მანქანამ გადამიარა. ყველაფერი მტკივა.
-თუ გინდა ექთანს დავუძახებ და გამაყუჩებელს გაგიკეთებენ.
-კარგი იქნება...ჩემი შვილი როგორაა?
სასიამოვნო მოსასმენი იყო მისგან ეს, მაგრამ ცოტა უცნაურად მომხვდა ყურში.
-ახლა სძინავს,კარგადაა…
-კარგია,-ამოისუნთქა და დამშვიდდა, თითქოს ის დაძაბულობაც გაუქრა. - მეძინება მარიამ..
-ეგ წამლის ზემოქმედების ბრალია, დაიძინე,რომ გაიღვიძებ უკვე პალატაში იქნები..
არაფერი უთქვამს,თვალები დახუჭა და მშვიდად დაიძინა.
მეორე დღეც არანაკლებად მნიშვნელოვანი იყო ჩვენთვის. ელენეს ფინალი იყო, ვერ ვაქცევდი ყურადღებას მამა-შვილის გადამკიდე. ისიც ვერ ახერხებდა მოსვლას. მხოლოდ ოპერაციის წინ რომ მოვიდა ეგ იყო და მერე ისევ წავიდა.არც დალოდებია დასრულებას. ტელეფონით შევატყობინეთ რომ ყველაფერმა კარგად ჩაიარა. გამიკვირდა როცა გოგოებმა დამირეკეს და მითხრეს შოთამ მარიამი დაგვიტოვა და სადღაც წავიდაო.მივხვდი რაღაცას აპირებდა, ოღონდ რას ეგ ვერ გავიგე…
პალატაში რომ გადავიყვანეთ გიორგი,მის მშობლებს შევეჩეხე კარში,როცა მის სანახავად მივედი.ეძინა,ამიტომ უკან გამოვბრუნდი..
-მარიამ მოიცადე…-შემაჩერა მარინამ.
-არაფერი მაქვს სალაპარაკო ქალთან რომელიც ორი შვილის უბედურების მიზეზი გახდა…-ვუპასუხე გაგულისებულმა.
-გთხოვ..ხომ ხედავ რა დღეში ვარ? როგორ დავისაჯე?ერთი შვილი არც კი ვიცი სადაა,მეორე სიკვდილს ებრძვის…
-იცით ქალბატონო მარინა ოდესღაც პატივს გცემდით,გაფასებდით, ფაქტიურად დედას გეძახდით.ახლა მაპატიეთ,მაგრამ ჩემში მხოლოდ სიბრალულს და სიძულვილს იწვევთ..
-მეც გამიგე,ჩემი რატომ არ გესმის?
-არ შემიძლია,ვერ გაგიგებთ,როგორ შეიძლება ხალხის აზრის გამო საკუთარ შვილზე უარი თქვათ და ორსული ქუჩაში მიატოვოთ?როგორი დედა ხართ,როცა ისიც კი გამოგეპარათ რომ თქვენს შვილს ასეთი ავადმყოფობა სჭირდა და ვერ შეამჩნიეთ?მე ჩემს შვილში მომხდარ ოდნავ ცვლილებასაც კი ვამჩნევ და ვინტერესდები მისით.
-შენი შვილი..-ქალს ჩაეღიმა.
-მოდით არ გვინდა მასზე ლაპარაკი.. უეცრად საუბარი შევწყვიტე,პალატაში ჩართულ ტელევიზორში ნაცნობი სახელი და გვარი მოგვესმა,მერე კი ელენე გამოჩნდა ბავშვთან ერთად..
გაოცებულები მივაჩერდით და ხმას ავუწიე.მარინა სკამზე ჩამოჯდა და გაფართოებული თვალებით უყურებდა.
გაოცებული ვიყავი მეც.ამის შესახებ არაფერი ვიცოდი.
-შენ...შენ ყველაფერი იცოდი..შენ დაეხმარე მას..-მკითხა ხმის კანკალით,როცა ინტერვიუ დასრულდა და ნიკაპი უცახცახებდა.
-დიახ,-თავი დავუქნიე.
-რატომ გააკეთე ეს?რატომ შეიფარე და რატომ ზრუნავდი მასზე ისე თითქოს შენი ოჯახის წევრი ყოფილიყოს.
-იმიტომ რომ ასეა,რა ტყუილია?განა არ იცით სიმართლე?
-რომელი სიმართლე?
-ის სიმართლე რომ ჩემი შვილი შენი შვილიშვილია? თუ ის რომ ელენეც შენი შვილია და მისი გოგონაც შენი სისხლი და ხორცია?იცი მაინც რა გადაიტანა მან თქვენს გამო?თუმცა გამახსნდა,კი იცით,იცით და მაინც არანაირი რეაქცია არ გქონიათ, არაფერი გაგიკეთებიათ რომ ის თქვენს გვერდით ყოფილიყო..
-მორალს მიკითხავ?
-არა,დედობას გასწავლით.გასწავლით როგორი დედა უნდა იყოთ სინამდვილეში და არა ისეთი როგორიც ხართ. იცით რა განგვასხვავებს მე,ელენეს და ჩვენნაირ დედებს თქვენგან?
-არაფერი,ჩვენ ყველანი ქალები ვართ და დედები გვქვია.
-არა,ვერ გამოიცანით.ჩვენ, მარტოხელა დედები ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის რომ შვილები გვერდით გვყავდეს,ვიზრუნოთ მათზე,დავაყენოთ სწორ გზაზე და გვერდით დავუდგეთ ყველანაირი შეცდომების მიუხედავად..მათ ხელს არასოდეს ვკრავთ და არ ვტოვებთ ბედის ანაბარა.
-ის მართალს ამბობს ქალბატონო მარინა.-მოგვესმა მოულოდნელად ზურგს უკან,მოვიხედეთ ორივემ და ელენე დავინახეთ კარში გახიდული. -ხედავ რას მიაღწიეთ?დედასაც კი ვეღარ გეძახი.ჩემს ცხოვრებაში ვეღარ გიშვებ.
-ელენე აქ რა გინდა?ახლა რეპეტიცია არ უნდა გქონდეს?-ვკითხე გაკვირვებულმა
-ცოტა ხნით გამომიშვეს და ჩემი ძმის და ძმისშვილის ამბის გასაგებად მოვედი.
-ორივე კარგადაა.-ვუპასუხე.
-მიხარია,მაშინ წავალ გიოს ვნახავ და მერე უკან დავრუნდები.აქ არაფერი მაკავებს.
უკან რომ მიბრუნდა,პირდაპირ ძმას და მამას შეეჩეხა და შეცბა.ისინიც დაიბნენ.მოსალოდნელი ქარიშხლის მოლოდინში დავიძაბე,მაგრამ არაფერი მომხდარა.ელენემ უკან დაიხია,ამაყად გაუსწორა ორივეს თვალი და გზა დაუთმო რომ შემოსულიყვნენ.
-აქ რა გინდა?-ჰკითხა მამამ.
-თქვენდა გასაკვირად ძმის მდგომარეობის გასაგებად მოვედი. ამისთვის ნებართვა არ მჭირდება.
-არ მეგონა თუ მოხვიდოდი. -ჩაიდუდღუნა ნიკამ.
-რატომ?თქვენნაირი უგულო რომ არ ვარ?-
-ასე ნუ ამბობ...
-ასე ნუ ამბობ.ასე ნუ ფიქრობ.ასე ნუ აკეთებ.არ გეჩვენებათ რომ თქვენს აკრძალვებს აღარ ვემორჩილები. თქვენი ნაბოლარა და პრინცესა უკვე გაიზარდა და ფეხზე მყარად დგას, აღარ სჭირდებით მას.
-ელე დამშვიდდი.იქნებ გავიდეთ. გიორგის გავაღვიძებთ.
-არა,მარიამ,მოიცადე უცებ ვიტყვი სათქმელს და წავალ.-შემაჩერა და მათ გაუსწორდა.
-დიდ გულზე რომ ხარ,რატომ ჩვენზე არ ფიქრობ?რატომ არ გინდა წარმოიდგინო თავი ჩვენს ადგილზე?- სიმკაცრეს არ თმობდა მამამისი.
-თქვენ თუ წარმოიდგინეთ ეს?თქვენ ერთხელ მაინც დააყენეთ თავი ჩემს ადგილას?ერთხელ მაინც წაემოიდგინეთ რა მდგომარეობაში ვიყავი ან რა მდგომარეობაში დამტოვეთ?-ელენეც შეუვალი იყო.არ თმობდა პოზიციას.
-შენს გამო თავს ვეღარ ვწევთ მაღლა. თავჩაღუნულები და შერცხვენილები დავდივართ და ვივლით.
-ესეგი თქვენი სიამაყე გავთელე ხო? ბრავო ბატონო მიშა,გილოცავთ.არც კი ვიცი რა ვთქვა.არც კი ვიცი რა უნდა მოხდეს ისეთი რომ მამა დაგიძახო ისევ.შევარცხვინე,თურმე ოჯახი შევარცხვინე.იმის მაგივრად რომ ხელები ჩემსკენ გამოგეშვირათ და ჩემზე შეგეწმინდათ,იცით რა უნდა გაგეკეთებინათ?უნდა დაგემშვიდებინეთ და გეთქვათ რომ ნუ გეშინია შვილო ჩვენს შენს გვერდით ვართ და მარტო არ დაგტოვებთო.ამის სანაცვლოდ კი რა გააკეთეთ? ქუჩაში დამტოვეთ..
-ხო,დაგტოვე,ხო არ შემოგიშვი სახლში,იმიტომ რომ ჩემი შვილი იმ წუთს მოკვდა როცა მარიამმა მითხრა რომ ორსულად იყავი..
-მეზიზღები,მძულხარ,მძულხართ მთელი თქვენი მოდგმა და საგვარეულო.მძულს ეს წყეული გვარი,რომელსაც ვატარებ.-ცრემლი მოაგდა თვალზე ელენეს.შევამჩნიე რომ ცუდად გრძნობდა თავს და ხელები მოვხვიე რომ დამშვიდებულიყო.
-დამაცადე მარიამ,ნუ მამშვიდებ,ახლა ვიტყვი სათქმელს და საბოლოოდ დავასრულებ ამ მონსტრებთან ჩემს კავშირს.ვერასოდეს წარმოვიდგენდი თუ ხალხის აზრის და ნათესავების აზრი თქვენთვის ჩემზე მნიშვნელოვანი აღმოჩნდებოდა და ზურგში ჩამარტყავდით დანას.რომ მომიხდებოდა ნაადრევად გაზრდა და ცხოვრების შეცვლა,სხვის სახლში მათხოვარივით ცხოვრება და მორიდებისგან თითოეულ ლუკმის შეჭმის შემდეგ ყელში რაღაც უცნაური ბურთის გადაყლაპვა.რამდეჯერ გამღვიძებია სასოწარკვეთილს, რამდენჯერ მინატრია სიკვდილი, რამდენჯერ მინანია რომ მარიამს ვაწუხებდი და ვერაფრით ვეხმარებოდი, ამ დროს კი თქვენ სახლში იჯექით და ისე იქცეოდით ვითომ არაფერი მომხდარა. ნუ იამაყებთ იმით,რომ მე გვარიდან მომკვეთეთ,იცით რატომ? სახლშიც არაკაცი შვილები გყავს.ხო აი ეს,ჩემი ძმა-გიორგი,შენი საამაყო შვილიც იაევე მოექცა მარიამს და ისე მიატოვა,როგორც მე,ამ ქალსაც მსგავსი ბედი აქვს,ისეთივე როგორც მე.მაგრამ მე ვამაყობ რომ ასეთი ვარ, მე ვამაყობ რომ ისევ შეგვახვედრა ბედმა მე და მარიამი.თქვენ კი ვიცი რომ ოდესმე აიცილებლად ინანებთ. ინანებთ იმას რომ თქვენი ორი შვილიშვილი ჩემი გოგონა და მარიამის შვილი,თქვენგან შორს გაიზრდებიან,რომ არასოდეს ექნებათ შეხება თქვენნაირ სულმდაბალ ადამიანებთან.არასოდეს დამირეკოთ და არ მოხვიდეთ ჩემთან.არ მთხოვოთ გაპატიოთ.არ შემიძლია და წარმოდგენა არ მაქვს შევძლებ თუ არა საერთოდ.რადგან არასოდეს გამომდის ის სიტყვები ყურებიდან. რადგან კოშმარივით მესიზმრება ის სიტუაცია და არც კი ვიცი დამავიწყდება თუ არა. არ ვიცი რას გრძნობთ ან რას აპირებთ ან რატომ ხართ აქ,ნანობთ თუ არა თქვენს საქციელს მაგრამ ჩემს ცხოვრებაში თქვენი ადგილი არ არის. მე მცხვენია თქვენი.მერჩივნა სახლში წაგეყვანეთ და გეჩხუბათ იქ გელანძღეთ,ვიდრე ასე საქვეყნოდ გაგეთელათ ჩემი სიამაყე და ჩემი სახელი.მე ობოლი ვარ,მე თექვსმეტი წლის ასაკში დავობლდი და მას მერე აღარ მყავს ოჯახი..ელენე ისტერიკულად ყვიროდა,თავს ვეღარ აკონტროლებდა. მერე ადგილს მოსწყდა და თვალცრემლიანი გავარდა. უკან არ გავკიდებივარ. გიორგის გაეღვიძა,დროც იყო უკვე პრინციპში ამის,რადგან დამამშვიდებლის ზემოქმედება გადიოდა.ელენს მოჰკრა თვალი და მშობლებს და ძმას გადახედა.მათი სახეებით მიხვდა რაც მოხდა,დამიძახა და საწოლი წამომაწევინა.
-რა უთხარით?-გაიჟღერა მისმა ხმამ და ტანში გამცრა.სიჩუმე.მხოლოდ დედამისის ქვითინი ისმოდა.
-ამის დედას შ….ი რა უთხარით?რა მოხდა სანამ მეძინა?-იღრიალა.
-ნუ ნერვიულობ,გთხოვ დამშვიდდი.- მხრებში მოვკიდე ხელი და მის დამშვიდებას შევეცადე,მაგრამ უხეშად მომიშორა.
-თქვენ რა ხალხი ხართ?ნუთუ ამდენმა ტრაგედიამ და უბედურებამ გონზე არ მოგიყვანათ?ნუთუ ისევ ისეთები ხართ? რად გინდათ ეგეტი სიამაყე თუ სიბერეში მარტო მოკვდებით?
-მარტო არ ვიქნებით,შენ და ნიკა ხართ ჩვენთან.თქვენი ცოლები,შვილები იქნებიან ჩვენს გვერდით.
-არა,მამა,არ ვიქნები,-პირველად ამოიღო ხმა ნიკამ და ადგილს მოსწყდა.
-სად მიდიხარ?-გზა გადაუჭრა მამამ.
-იქ სადაც ჩემი ადგილია,ჩემი დის გვერდით.
-წადი,წადი და აღარ დაბრუნდე, შეგიძლია სამუდამოდ დაივიწყო სახლის კარი,შენი წილიც მემკვიდრეობიდან...დაუნახავებო, უმადურებო...ერთი შვილი მაინც მრჩება გვერდით...გადახედა მერე გიორგის.
-არა,მამა,ცდები,შენ ახლა უკანასკნელი შვილიც დაკარგე.შენ ახლა ნიკაც დაკარგე.მე უკვე დიდი ხანია დაკარგული ვარ.მე უკვე დიდი ხანია უარი ვთქვი შენს შვილობაზე.მე მცხვენია თქვენი.-დინჯად უპასუხა გიორგიმ,რაც ძალიან გამიკვირდა.
-რას ამბობ?
-ალბათ უკვე მიიღებ საბუთებს კომპანიაში რომ მიხვალ. მემკვიდრეობის ჩემი წილი ჩემს შვილს გადავუფორმე.ელენე თავის წილს მიიღებს,ნიკამ თვითონ გადაწყვიტოს უნდა თუ არა შენი წყეული გვარი და მემკვიდრეობა.მე მარიამთან და ჩემს შვილთან მივდივარ.
-რა შვილი?რა მემკვიდრეობა?მე არავისთვის არაფერი მიმიცია.-დაიბმა კაცი
-მიეცი.მართალია მოტყუებით,მაგრამ მაინც მიგაწერინე ხელი საბუთებზე. ვეღარაფერს იზავ,ისეთი პირობებია იქ.ვერ გაასაჩივრებ და ვერც გააუქმებ.
-გველი,გველი გამიზრდიხარ უბეში…
-ვერაფერს იტყვი,შენი საამაყო შვილი ვარ და ყველაფერი შენგან ვისწავლე.- ირონიულად უპასუხა გიორგიმ.
-ამას ასე არ დავტოვებ.ადექი წამოდი,ნუ ტირიხარ და ნუ ღვრი ამათ გამო ცრემლებს.-ხელი ჩაავლო მკლავში ცოლს და იქიდან თითქმის ძალით წაიყვანა.კარის გაჯახუნებაზე შევხტი და თვალები დავხუჭე. შემეცოდა მარინა.ალბათ როგორ უნდოდა შვილებთან ყოფნა და როგორ ვერ აჯობა ქმარს.სკამზე ჩამოჯექი და გიორგის შეხვედე.
-იქნებ არ ღირდა ასე გამწვავება? ისედაც დაძაბული სიტუაცია იყო..
-სწორედ ახლა იყო ამის დრო.
-მეცოდება დედაშენი,ის ყველაზე მეტად იტანჯება.ისეთი სახე ჰქონდა….
-გაჩუმდი მარიამ...გთხოვ გაჩუმდი.. ცოტა ხანს მარტო დამტოვე.-გიორგიმ ზურგი მაქცია და გაჩუმდა.
-კარგი,წავალ გიოს ვნახავ,მერე მოგაკითხავ.
პალატის კარი რომ გამოვიხურე, მაშინვე ელენეს დავურეკე.ტელეფონი გამორთული ჰქონდა.შემეშინდა თავისთვის რამე არ დაეშავებინა და შოთას გადავურეკე.მისმა პასუხმა დამამშვიდა.ელენე უკვე რეპეტიციაზეა და ფინალისთვის ამზადებენო.გახარებულმა მახარა აუცილებლად უყურე ტელევიზორს დიდი სიუპრიზი მაქვს ყველასთვისო.
დამშვიდებულმა შევაღე შვილის პალატის კარები.ექთანს ეთამაშებოდა და ხმამაღლა იცინოდნენ.
-დედა,ეს გოგო ძალიან მომწონს,რომ გამოვჯანმრთლდებით სახლში წავიყვანოთ?-მომანათა მაშინვე სიხარულისგან ანთებული თვალები.
ორივეს გაგვეცინა.ანანო ჩემი ასისტენტი იყო ახლახანს მოვიდა სამსახურში და საკმაოდ კარგ დამწყებ ექთნად იწყებოდა.მადლობა გადავუხადე და შვილთან ერთად მარტო დავრჩი. ვუყურებდი ტელეფონში მოთამაშე გიოს და გულში იმას ვფიქრობდი განა რა უნდა დაეშავებინა მას ისეთი რომ მე მისთვის ხელი მეკრა.ყველაფრის მიუხედავად მაინც მოვახერხებდი, ყველაფერს გავაკეთებდი და მას იმ გზას ვანახვებდი და ისეთს გავზრდიდი რომ შესძლებოდა ცუდის და კარგის გარჩევა და ადამიანად ჩამოყალიბებულიყო.ვინმეს რომ დაესვა კითხვა ჩემთვის თუ ვინ იყო ჩემთვის მისაბაძი მამაკაცი და ვის ვისუვებდი ჩემი შვილი დამსგავსებოდა,ამ ადამიანად მამამამისს ნამდვილად არ დავასახალებდი და არც ჩემი მეგობრების მეუღლეებს,მიუხედავად იმისა რომ ისინი მართლა ძალიან კარგები იყვნენ.აუცილებლად დავასახელებდი ასეთ ადამიანად შოთას იმიტომ რომ ის მართლა იმსახურებდა ამას.მან შეძლო ის რაც ბევრმა მამაკაცმა ვერ გაიაზრა და ვერ გააკეთა.მან ბოლომდე იბრძოლა თავის სიყვარულისთვის და შეძლო საყვარელი ქალის გაბედნიერება ყველას წინააღმდეგობის და უამრავი ბოროტი ჭორის მიუხედავად….
ამაში კი იმან დამარწმუნა რაც იმ საღამოს ფინალზე მოხდა…
ჯერ კიდევ არ მქონდა მონელებული დილანდელი ამბავი,ჯერ კიდევ ელენეზე ვდარდობდი.როცა გიომ მამის ნახვა მოითხოვა.ვიცოდი ისიც განიცდიდა ყველაფერს და ახლა შვილის ნახვა ნამდვილად გაახარებდა.ეტლში ჩაჯდომა გიოს ყველაზე მეტად უხაროდა.მანქანას ეძახდა და მძღოლი ვარო გაიძახდა.
მამამისის პალატაში რომ შევედით გიორგი საწოლში წამომჯდარი დაგვხვდა და შევატყვე რომ ცოტა დამშვიდებულიყო.
-მამა,მოვედი,-დაუძახა ბავშვმა და გაუღიმა გულუბრყვილოდ.
-ჩემი ვაჟკაცი,ჩემი ყოჩაღი.-ხელებით მანიშნა რომ მია გვერდით დამეწვინა. ფრთხილად ავიყვანე შვილი და მის გვერდით დავაწვინე…
-აბა მოემზადეთ,-გამეცინა და ტელეფონი მოვიმარჯვე,ფოტო გადავუღე ჯერ მომღიმარ მამა-შვილს,მერე კი მეც შევუერთდი და სამივემ ერთად გადავიღეთ სელფი.
-მარიამ გეყოფა,ამდენი ფოტოების გადაღება.ეს ხომ ჩემი ცხოვრების ყველაზე საშინელი დღეებია და სულ გამახსენებს ამ დროს.
-ყველაფერი ცუდი უნდა გვახსოვდეს რომ,კარგი დღეების დაფასება შევძლოთ.-გავუღიმე და ტელევიზორის პულტს დავწვდი.-ვიცი ახლა ამისთვის არ გცალია და სხვა რამეზე ფიქრობ,მაგრამ გაგიხარდება ელემეს რომ დაინახავ.
-როგორ დამავიწყდა.დღეს ფინალი აქვს ხო?
-კი,ნამდვილად.
-ჩვენ კი როგორ ვანერვიულეთ და როგორ გავამწარეთ.როგორ უნდა იცეკვოს ასეთ მდგომარეობაში?
-შენ ვერ წარმოიდგენ როგორი ძლიერია ის,აი ნახავ თუ რამე შეტყოს. ყველაფერი ისე იქნება როგორც ვგეგმავდით.
-ყველა იქაა,მე კიდევ ასეთ მდგომარეობაში აქ ვარ.
-სამაგიეროდ იქ ნიკაა,შენს ადგილსაც ის შეუვსებს.
-მართლა?-გაუნათდა თვალები.
-კი,აქედან ისეთი გავარდა დარწმუნებული ვარ უკვე შეხვდა მას და ილაპარაკეს.აბა მოემზადეთ იწყება.
-მარიამ..-ეშმაკურად გადმომხედა გიორგიმ.
-გისმენ.
-იქნებ ჩვენთან მოხვიდე?
-ხო დედაა,მოდი დავეტევით…-მამამისს მიეხუტა გიო და ადგილი გაანთავისუფლეს ჩემთვის.
საავადმყოფოს პატარა საწოლზე ნამდვილად გამოიძებნა ადგილი ჩემთვის და სამეული შესანიშნავად მოვთავსდით.გიორგიმ ხელი მომხვია მხარზე და მიმიხუტა,შუაში კი ჩვენი სიყვარულის ნაყოფი გვეჯდა და ტელევიზის ეკრანს თვალს არ აშორებდა.მამიდამისს მოუთმენლად ელოდა..
*******
ცხოვრებაში პირველად მოახერხა ის რომ მამის და ოჯახის წინააღმდეგ წავიდა.ყოველთვის ეგონა რომ მას თუ დაემსგავსებოდა,მასავით თუ მოიქცეოდა,მამის შექებას დაიმსახურებდა,მაგრამ ასე არ ხდებოდა.ის ყოველთვის სადღაც შუაში იყო გაჭედილი უფროს ძმასა და ნაბოლარა დას შორის.ვერასოდეს მიიღო მამისგან ისეთი შექება, როგორც გიორგიმ,მაგრამ არც არასოდეს შემოუხედავს მამას ისე ავისმომასწავლებლად,როგორც ელენეს უმზერდა მომხდარი ამბების მერე.მისი ყოველი საქციელი,ყოველი ქცევა მამისთვის ესიამოვნებინა უყურადღებოდ რჩებოდა.იქნებ ამიტომ ჩამოყალიბდა ასეთ ეგოისტ,ბოროტად და თავხედ ადამიანად.იქნებ ის რაც გააკეთა დასთან მიმართებაში იმიტომ გააკეთა რომ მამისთვის ესიამოვნებინა,იმის მიუხედავად რომ ნამდვილად არ უნდოდა ეს.და მაინც განსაკუთრებულად უყვარდა, უბრალოდ გიორგიზე ნაკლებად შეეძლო ამის გამოხატვა…
საავადმყოფოდან გამოსული დას გამოეკიდა,მაგრამ ვერ მიაგნო. დიდხანს იბოდიალა,ბოლოს ადგა და მანქანის საჭეს მიუჯდა. გაახსენდა სადავ წავიდოდა გოგო და პირდაპირ საკონცერტო დარბაზისკენ აიღო გეზი.ბილეთის შოვნა გაუჭირდა. მართლაც და ძალიან პოპულარული შოუ იყო და მითუმეტეს ფინალი. უამრავ ხალხს სურდა დასწრება, რომელსაც ბილეთების შოვნა ვერ მოეხერხებინათ.ამაოდ იდგა სალაროსთან და ელოდა იქნებ ვინმეს გაეყიდა ან დაებრუნებინა ბილეთი. თავში ყველაფერი არეული ჰქონდა.ახლა როგორც არასდროს ისე უნდოდა დის ნახვა და კონცერტის წინ გამხნევება,ისე როგორც ადრე…
ფოიეში გამოვიდა წყალს ვიყიდიო. ნაცნობ სახეს მოჰკრა თვალი, ტელეფონზე ლაპარაკობდა მის წინ და თან გამყიდველს ბავშვისთვის წყალი სთხოვა.
-ახლავე მოვალ კატო,ცოტა ხანს როგორმე გაართე,..რიგია,ამდენ ხალხს როგორ გადავახტე?....ტელეფონი ჯიბეში ჩაიდო და ორი წყალი იყიდა.უკან რომ მობრუნდა ვიღაცას შეასკდა და მაშინვე მოიხადა ბოდიში….
-ბოდიშს ნუ მიხდი მეგობარო…- გაუღიმა.
-აქ ნამდვილად არ გელოდი.-დაიბნა შოთა.
-მაგრამ მოვედი...ისედაც დავაგვიანე..
-ელენეს გაუხარდება.ძალიან გაუხარდება…
-მაგრამ მე...მე..როგორ მნახავს..-აბდაუბდა ლაპარაკობდა ნიკა.
-წამოდი..-ხელი ჩაჰკიდა შოთამ და შესასვლელისკენ წაიყვანა.აწურული წაჰყვა უკან ბიჭი.
-არც კი ვიცი რა ვთქვა…
-ეს ის შემთხვევაა როცა სიტყვები არაა საჭირო..-შოთამ კარი შეაღონდა პირდაპირ საპატიო სტუმრების ლოჟაში ამოყო თავი სცენის გვერდით მაგრამ ძალიან ახლოს.
-სად ხარ აქამდე?ვერაფრით გავაჩუმე..-როგორც კი ხმაური შემოესმა,გაბრაზებული შემობრუნდა კატო და უცებ ბიჭი რომ დაინახა, დადუმდა.
-იცნობდეთ ეს ნიკაა ელენეს ძმა,შუათანა ძმა…
-ვიცნობთ ერთმანეთს,-გააწყვეტინა რძალმა ასლანიშვილს.
-სამწუხაროა რომ ყოველთვის ცუდ სიატუაციაში გვიხდებოდა ერთმანეთის ნახვა.-ჩაერთო ირმა.
აწურული იდგა უმცროსი ქართველიშვილი და ხმას ვერ იღებდა.
-მაპატიეთ,არც კი ვიცი რა ვთქვა,ვიცი გამართლება არ აქვს ჩემს საქციელს მაგრამ გულწრფელად ვნანობ, -ჩაქინდრა თავი.
- ადვილი არ ყოფილა არა?-ჰკითხა სოფიამ
-არა,არ ყოფილა ადვილი,დაშავება მარტივია,გამოსწორებაა ძნელი.-უპასუხა ნიკამ.
-თუ არ ჩავერიეთ,ესენი ამასაც გამოატარებენ ერთ ომს,- გადაუჩურჩულა ჩუმად მყოფმა აჩიმ ლაშას და წამოდგა.-გოგოებო გეყოფათ.აჩი,სოფიას მეუღლე. გაუწოდა ხელი მეგობრობის ნიშნად.
-ლაშა,კატოს მეუღლე.
-ზურა,ირმას ცხოვრების თანამგზავრი.
-სხვათაშორის შენი დისშვილის ნათლია ვარ,-გაეცინა ირმას.
აწურული ნიკა ყველას სათითაოდ ესალმებოდა და ნელ-ნელა ხსნიდა სახეს,ხვდებოდა რომ ძალიან ბევრი დათმო,იმით რომ დაზე უარი თქვა და სხვისთვის ცდილიბდა ესიამოვნებინა. ამასობაში კი ყველაზე მთავარი ადამიანური სახე დაკარგა.საკუთარი მე აღარ გააჩნდა…
-მოდი,ძმაო,მანდ რას დგახარ? საბედნიეროდ ადგილები გვაქვს,-გაეცინა შოთას.
-ისე ის ქალბატონი სად არის?მისი დაგვიანება პირველად ვნახე,-გადაუჩურჩულა ირმამ კატოს და დასრულებული არ ჰქონდა სიტყვა რომ კარი გაირო და ნახევრად ჩაბნელებულ ლოჟაში ქალის სილუეტი დაილანდა,აქოშინებული შემოვარდა და რომ არ ელოდა პირდაპირ შეასკდა ვიღაცის განიერ ზურგს.დაიკივლა და მის ხმას მამაკაცის ზმუილიც მიჰყვა….
-მემგონი შემეშალა,-დაბნეულმა ჩაილაპარაკა,როცა უცნობის სახე დაინახა.მაგრამ მალევე მოჰკრა თვალი მის უკან მეგობრებს და ახლა უარესად დაიბნა.
-აჰაა,მობრძანდა ქალბატონი,- ჩაილაპარაკა სოფიამ.
-მოდი,თაკო,მოდი,-მკლავში გამოსდო ხელი და უცნობის წინაშე წარადგინა.
-თაკო,მარიამის და ამ გადარეული სამეგობროს კიდევ ერთი წევრი,თაკო ეს ნიკაა,ელენეს შუათანა ძმა.
-სასიამოვნოა,-ხელი გაუწოდა ბიჭმა. გოგომ თავისი თხელი თითები შეაგება და პირველად იგრძნო შიგნით რაღაც. მთელ სხეულში ელექტროდენებივით დაუარეს ხელიდან დაძრულმა უცნაურმა გრძნობამ და დაბნეულმა წაიღო უკან.
-შეხედე,დაიბნა,რაღაც სჭირს,- გვერდში წაარტყა ხელი ირმამ კატოს.
-ოღონდ ამას რამე ეშველოს და კიდევ ერთი ქართველიშვილის შემოსვლაზეც თანახმა ვარ ოჯახში.- ჩასჩურჩულა მანაც.
-რა ქენი თაკო?მოაგვარე?-ჰკითხა შოთამ.
-კი,აი აქაა,ჯიბიდან პატარა კოლოფი ამოიღო და ბიჭს მიაწოდა.
-მოიცადე,თქვენ რას გეგმავთ უჩვენოდ?
-უკვე დაგეგმილია რძალო და შენს პატარა,საყვარელ ცხვირს ნუ ჰყოფ ამ საქმეში,-გაეცინა შოთას.
-აბა დასხედით,იწყება,თქვენი ხმა არ გავიგო.-ბრძანება გასცა ირმამ და ყველამ თავისი ადგილი დაიკავა. შოთამ ნიკა გვერდით მოისვა და ირმას ბავშვი გამოართვა,რომელიც მისი დანახვის შემდეგ გაყუჩებული იჯდა ნათლიის კალთაში,ახლა კი თვითონ გადაისვა.
-ნახე,ეს შენი დისშვილია მარიამი.
დაბნეულმა ნიკამ ფრთხილად ჩამოუსვა ორი თითი ლოყაზე და ნაზად მოეფერა.
-ელენეს ჰგავს.ისიც ასეთი იყო, თხუთმეტი წლის ვიყავი როცა გაჩნდა,ბედნიერებისგან ცაში დავფრინავდით მე და გიორგი. პრინცესას ვეძახდით,მისთვის ყველაფერი კარგი გვინდოდა და ჰაა? რაც უფრო მეტად ვცდილობდით,მით უფრო დავშორდით ერთმანეთს და მით უფრო დავტანჯეთ.-დასევდიანდა ბიჭი.
-დარწმუნებული ვარ ყველაფერი კარგად იქნება,დღეიდან ყველაფერი შეიცვლება და გაპატიებს, აუცილებლად შერიგდებით.-გაამხნევა შოთამ.
საუბრის დასრულება მოუწიათ, რადგან დარბაზში სინათლე ჩაქრა,სცენაზე ფარდა აიწია და შოუ დაიწყო. შოუს ყველა მონაწილე გამოჩნდა სცენაზე სპეციალურად შექმნილი ნომრით. ცეკვავდნენ, დაჰქროდნენ სცენაზე და უბრალოდ ბედნიერები იყვნენ.მაყურებლის მხრიდან ხმაური და მოწონების შეძახილები მოჰყვა ნომერს. დასრულების მერე წამყვანები გამოჩნდნენ,ყველას მიესალმნენ, გამოაცხადეს სპონსორები, ჩამოთვალეს პრიზები რასაც ფინალისტები მიიღებდნენ, წარადგინეს ჟიური,მერე ჯერ ჩვეულებრივი კონცერტი დაიწყო. იყო რამდენიმე საცეკვაო ნომერი, იმღერეს სპეციალურად მოწვეულმა მომღერლებმა,მერე კი დაიწყო მთავარი ფინალისტების საცეკვაო ნომრები.ყველას ჰქონდა სამი საცეკვაო ნომერი- ერთი ქართული ტრადიციული ცეკვა,მეორე ინდივიდუალური ჰიპ-ჰოპის სტილში და მესამე ლათინო-ამერიკული მეწყვილესთან ერთად. ელენე ქართული ცეკვიდან ჯეირანს ცეკვავდა, თავიდანვე ისურვა ეს,როცა ფინალში გადავიდა,ეს ის ცეკვა იყო რომელიც დიდი ნინო რამიშვილის შესრულების შემდეგ ლეგენდად იქცა და მისი შესრულება ყოველთვის დიდი გამოწვევა იყო.ელენეს კი გამოწვევები და სირთულეები უყვარდა.ეს ცეკვა იყო ბოლო და კონკურსანტებიდანაც ბოლოს ცეკვავდა.. განიცდიდა და ნერვიულობდა.რომ უთხრეს მოემზადე შენი ჯერიაო,დაიბნა და ანერვიულდა, კულისებში იდგა,პირჯვარი გადაიწერა და დარბაზს გახედა ჩუმად.უნებურად იქით გაიხედა სადაც იცოდა რომ შოთა და დანარჩენები ისხდნენ.მათ შორის რომ ძმა დაინახა,დაიბნა და სახეზე შიშმა გადაურა,ვერაფერს მიხვდა,სამაგიეროდ ის კარგად დაინახა როგორ ეღიმებოდა ნიკას. იმედი მიეცა,იმედი იმის რომ ყველაფერი კარგად იქნებოდა.რომ ის მასთან იყო მოსული.თავი ამაყად ასწია და გაიღიმა.სცენაზე მართლაც ჯეირანივით გამონარნარდა. დარბაზი გასუსული იყო,მიმაჯადოებლად ლამაზი იყო ელენე და ასევე მომაჯადოებლად ცეკვავდა.მისთვის ახლა ყველაზე მნიშვნელივანი წუთები იყო.რას გრძნობდა?იმ წუთში რომ გეკითხათ ვერ გიპასუხებდათ.იმ წუთებში ელენე უბრალოდ ნომერზე იყო კონცენტრირებული.სხვა არაფერი..
რამდენიმე წუთში დაასრულა. დაძაბულობა და სიჩუმე მაშინვე დაირღვა როგორც კი ცეკვა დასრულდა.იხუვლა დარბაზმა და კინაღამ დაანგრიეს იქაურობა.ფეხზე იდგა ჟიური,ფეხზე იდგა ყველა,ელენე კი თავს ძლივს იმორჩილებდა რომ არ დაცემულიყო ემოციებისგან.
წამყვანები ამოუდგნენ გვერდით და კიდევ უფრო მეტად ახელებდნენ ხალხს რომ ტაში არ შემწყდარიყო..
ელენეს არ ახსოვს ჟიურის შეფასება, არ ახსოვს რა მოხდა მერე, სამაგიეროდ კარგად ახსოვს ის წუთები როცა დარბაზი ისევ ჩაბნელდა და ნაზი განათების ფონზე სცენაზე შოთა გამოჩნდა.დაიბნა,ვერ გაიგო აქ რას აკეთებდა ბიჭი.მისკენ მოდიოდა და იღიმოდა.
-მაშ ასე მაყურებლებო,სანამ დღევანდელი საღამოს გამარჯვებულს გამოვაცხადებთ,სანამ ყველაფერი გაირკვევა,მანამდე სიუპრიზი ჩვენს ფინალისტს,-მიკროფონში გამოაცხადა წამყვანმა და ელენე სცენის შუაგულში დააყენა.
დაბნეული გოგო აწურული იდგა და თითებს დაუწყო წვალება.შოთა მიუახლოვდა,მის წინ დადგა და გაუღიმა. დარბაზში ნაზი მელოდია გაისმა.
-რა ხდება?რას აკეთებ?-ძლივს მოაბა სათქმელს თავი.
-რას ვაკეთებ და იმას რაც დიდი ხნის უკან უნდა გამეკეთებინა.-გაუღიმა შოთამ და ჯიბიდან რაღაც ამოიღო…
-აბა მეგობრებო მზად ხართ?ახლა პირდაპირ ეთერში მოხდება ის რაც, დიდი ხანია არ მომხდარა.-ემოციებს ვერ მალავდა წამყვანი…
შოთამ კოლოფი გახსნა და ელენეს წინაშე მუხლზე დადგა.მისი ხელი მოიქცია ხელში და მეორეთი ბეჭედი დაიჭირა.
-ახლა ალბათ დაბნეული ხარ,არც კი იცი რა გააკეთო.სამაგიეროდ მე ვიცი..მე ვიცი რომ შენ ხარ ის ქალი,ვის გვერდითაც ცხოვრების გატარებას ვისურვებდი,ვისთან ერთადაც დაბერება მინდა.მინდა ერთად შეგვეპაროს თმაში ზამთარი,ერთად გავატაროთ ყველა გაზაფხული, წელიწადის ყველა დრო.მინდა გერქვას ჩემი შვილების დედა…გახდები ჩემი ცოლი და ჩემთან ერთად ჩააბარებ ცხოვრების ყველა გამოცდას?
-მე უკვე ჩავაბარე ეს გამოცდა,მე უკვე გადაწყვეტილი მაქვს ყველაფერი. თანახმა ვარ..-გაუღიმა ელენემ, ემოციების შეკავება უჭირდა,ახლა ალბათ გული საგულედან გამოხეთქავდა. ჯერ ჩუმად უთხრა, მერე ოდნავ ხმამაღლა,მერე კი საბოლოოდ ამოხეთქა ემოციებმა და ბოლო ხმაზე იყვირა თანახმა ვარო.ფეხზე წამოდგა შოთა,ბეჭედი მოარგო თითზე,მერე სახე დაუჭირა და მის ტუჩებს დააცხრა.ეს იყო მათი პირველი კოცნა.ჭერიდან ვარდების ფურცლების წვიმა წამოვიდა.მუსიკა კიდევ უფრო ხმამაღლა აჟღერდა, მაგრამ ხალხის ოვაციებმა ყველა და ყველაფერი გადაფარა.მთელს დარბაზში ისმოდა მილოცვები. ულოცავდა ყველა,მგონი ყველას დაავიწყდა გამარჯვებული რომ იყო გამოსავლენი.კიდევ ერთხელ ჩაეხუტა შოთა და მარტო დატოვა. მალე გნახავო დაუბარა და კულისებში გაუჩინარდა…
მერე იყო მის ცხოვრებაში დაუვიწყარი რამდენიმე წუთი.მერე იყო ის რომ ის გახდა შოუს გამარჯვებული.მიიღო დამსახურებული პრიზები...იღებდა მილოცვებს და ცდილობდა კარგად დაემახსოვრებინა მის ცხოვრებაში მნიშვნელოვანი მომენტები. პრიზებით და ყვავილებით დახუნძლული იდგა სცენაზე და თავს ძლივს იკავებდა რომ არ დაცემულიყო.ხელში მისი საოცნებო ბინის გასაღები ეჭირა,ახლა შეეძლო ეთქვა რომ ყველაფერი ჰქონდა რაც უნდოდა, ყველაფერი გარდა მშობლებისა და მათი სიყვარულისა…
გასახდელში რომ დაბრუნდა იქ დახვდა ყველა.შოთამ გამოართვა ყველაფერი და მაგიდაზე დააწყო. მიყოლებით ეხუტებოდნენ და ულოცავდნენ გოგოები მეუღლეებთან ერთად.ბოლოს ყველა გაიყო და ძმის პირისპირ აღმოჩნდა…
-გილოცავ.-მორიდებით უთხრა ძმამ…
-მადლობა...არ მეგონა აქ თუ მოხვიდოდი ..
-მოდი ჩვენ წავიდეთ,მარტო დავტოვოთ,ილაპარაკონ,-თქვა ირმამ.
-არა,მოიცადეთ,დარჩით,მალე დავამთავრებ სათქმელს,თან მინდა თქვენც მოისმინოთ ყველაფერი. რადგან აღმოჩნდა რომ თქვენ ყოფილხართ ელენეს ოჯახი,ის ოჯახი ასე რომ სჭირდებოდა და ასე რომ ელოდა მათგან გვერდში დგომას.
-არ გინდა ძმაო..ახლა ხომ აქ ხარ..-ცრემლი ჩაუდგა ელენეს თვალებში.
-არა,უნდა ვთქვა.უნდა ვაღიარო როგორი უგულო და ნაძირალა ვარ, რა არ გაკადრე და რა არ გითხარი.შენ კი მაინც ჩვენზე ფიქრობდი და დარდობდი.მაინც ჩვენგან ელოდი დახმარების ხელს,მაპატიე,მაპატიე რომ ეს არ გავაკეთე,რომ მამას,დედას და საერთოდ ყველა ნათესავს უფლება მივეცით შენთვის ტალახი ესროლათ… მაპატიე რომ მათგან ვერ დაგიცავი,რომ ისეთი ძმა არ აღმოვჩნდი,როგორიც გეგონე… ნიკას ხმა აუკანკალდა და ნიკაპი უცახცახებდა ნერვიულობისგან..
-მე ვამაყობ რომ შენი ძმა ვარ..
-ადრე პირიქით იყო.მე ვამაყობდი რომ მერქვა თქვენი და…
-მოიცადე,ნუ მაწყვეტინებ..არასოდეს გავამრთლებ იმას რომ რაც ჩაიდინე სწორი იყო,ახლაც ვამბობ რომ ცუდად მოიქეცი როცა იმ არაკაცს უფლება მიეცი ასეთ დღეში ჩაგაგდო, ქალიშვილის დედა ხარ და მიხვდები რასაც ვგულისხმობ.სამაგიეროდ ვიცი რომ ეს აღარ შეიცვლება,შენი ცხოვრებაა.მე შენი შეცდომებით მიყვარხარ და ჩემი და იქნები მუდამ. ამას ვერ შევცვლით.როგორც ამბობენ სხვის ანგელოზ და კარგს გოგოს,ჩემი და მირჩევნია თავისი შეცდომებით და თავისი მძიმე ცხოვრებით.თანაც ატა მგონია რომ ვიღავლცა შენზე მაგარი იყოს და შენზე მაგრად ცეკვავდეს..
-ნიკა..-გაეცინა გოგოს და ჩაეხუტა…
-აბა,რადგან ყველა შერიგდა და ყველა ბედნიერია,მგონი აღსანიშნავი დაგვიგროვდა ბევრი რამე.-ჩაერთო ზურა.
-მართალია,წავიდეთ ავღნიშნოთ თორემ ახლა ავტირდები.-გაიხუმრა აჩიმ და ნიკას ხელი მოხვია,-ხომ მოდიხარ ჩვენთან?
-სხვა რა გზა მაქვს?
-მე გამოვიცვლი და დაგეწევით.
-ელენეს მე წამოვიყვან,დაველოდები.
-ერთი წუთით არ დატოვო ახლა,-გვერდში მიჰკრა ხელი კატომ.
-ბავშვს ჩვენ წავიყვანთ,ღმერთო რამდენს უძლებს ეს ბავშვი,წამოდი საყვარელო,-გულზე მიიხუტა ირმამ ნათლული და პირველი გავიდა.მერე დანარჩენები მიჰყვნენ და მარტო დარჩნენ.
-მიყვარხარ,-პირველად უთხრა ასე თამამად და ხმამაღლა ელენემ შოთას. ბიჭისთვის ახალი სამყაროს კარი გაიღო,ეს ის სიტყვა იყო რისგან მოსმენასაც ამდენი ხანი ელოდა ელენესგან .
*****
უკვე გვიანი იყო,გიოს ჩვენს შორის ეძინა,ჩვენ კი ერთმანეთის პირისპირ ვიწექით და ვდუმდით.მომხდარს ვაანალიზებდით,გვიხაროდა ელენეს გამარჯვება და ბედნიერება..
-მოდი ჩვენც დავქორწინდეთ,-თქვა უცებ გიორგიმ.იმდენად არ ველოდი,რომ დავიძაბე და რომ არ მეყვირა პირზე ხელი ავიფარე.
-ნუ სულელობ,-ვუპასუხე.
-რატომ?რატომ არის სისულელე?
-აღარ მინდა.
-რას ჰქვია აღარ გინდა?
-აი ასე,აღარ მინდა.ჩემი ცხოვრების საუკეთესო წლები უშენოდ და ტირილში გავატარე,ახლა აღარ მინდა.
-ნება მომეცი დაგავიწყო ყველაფერი. დაგავიწყო ყველა მწარე მოგონება, თითოეული ჩემთვის დაღვრილი ცრემლი,ჩემს მოლოდინში გათენებული ღამე,ყველა დარდი..
-არა,გიორგი,არ დამავიწყდება,ასე მარტივად არ ხდება.
-მაშინ თავიდან დავიწყოთ.ეს ხომ მაინც შეიძლება?
-ნუ მაძალებ.
-რატომ ჯიუტობ?მიზეზებს რატომ ეძებ.
-არ ვეძებ,უბრალოდ მეშინია,ისევ მარტო არ დავრჩე,ისევ არ მიმატოვო საქორწინო კაბაში და ისევ არ დამიჭკნეს საქორწინო თაიგული მთელი ღამე შენს მოლოდინში…
-ეგ არ მოხდება,აღარასდოს მოხდება. მე შენ დაგიბრუნებ და ვიცხოვრებთ ერთად სანამ სიკვდილი არ დაგვაშორებს.
ამის ხსენებაზე დავიძაბე და გაბრაზებულმა შევხედე.
-სიკვდილს ნუ ახსენებ.ხომ შემპირდი რომ არ დანებდებოდი და იბრძოლებდი?
-ხოდა ვიბრძვი,შენთვის სიკვდილს ვებრძვი.მასავ დავამრცხებ და შენს სიჯიუტესაც გავტეხავ…-გაეცინა და ცხვირზე ორი თითით მსუბუქად მიჩქმიტა.
მერე ტელეფონმა დაგვირეკა, ვიდეოთვალით ელენე და შოთა გველაპარაკნენ.მივულოცეთ.მოგვახსენეს ამბები,ისინი რესტორანს თავზე იმხობდნენ უჩვენოდ.ნიკა რომ მათთან იყო გიორგის ძალიან გაუხარდა. მერე დაგვემშვიდობნენ.
-ძალიან ბედნიერია,-მითხრა გიორგიმ.
-ხო,პირველად ვხედავ ასეთს.იმ დღის მერე რაც პირველად ვნახე,მის სახეს ასეთს პირველად ვხედავ.
-ძალიან დაიტანჯეთ?
-არაა,სიმართლე რომ გითხრა დიდად ვერ ვიგრძენით, გოგოები გვეხმარებოდნენ.
-ყველაფერი რაც აქამდე იყო,წარსულში დარჩება,ამიერიდან ყველაფერი კარგად იქნება,-მიპასუხა და გიოს დახედა,-ამის მიზეზი ნამდვილად მაქვს.ჩემი თითები მოიქცია ხელში და ასე დაიძინა..
*********
ყველაფერი კარგად არ იყო.იყო პრობლემები და იყო განსაცდელიც. თვეები დაგვჭირდა გიორგის გამოსაჯანმრთელებლად...თვეები იყო, რაც საავადმყოფოს პალატის კარი გახდა ჩვენი სახლი.გიომ ჯიუტად განაცხადა ბაღში სიარულზე უარი და მამასთან ატარებდა ძირითადად დროს. ვერც ვუშლიდი რადგან ამით მამა-შვილი თითქოს დანაკლისის შევსებას ცდილობდნენ…
არ მოსულან ელენესთან მშობლები. თუმცა ხშირად აკითხავდნენ გიორგის. გვიწევდა მათთან შეხვედრა,გოგო ყოველთვის ტოვებდა პალატას,როცა ისინი მოდიოდნენ.ნიკაც მხოლოდ იმიტომ ესალმებოდა მათ რომ უბრალოდ ზრდილობა არ ეშლებოდა. ამ მხრივ გაიჭედა ორ ცეცხლს შუა გიორგი.ვერ შეძლო და-ძმის და მშობლების შერიგება.. სამაგიეროდ მათ ჩემი შვილი შვილიშვილად აღიარეს…
ნიკა ვახსენე...ხო მართალი იყო ირმა როცა პირველად მიხვდა რომ თაკო და ის მომავლის წყვილი იყო..მალე დაიწყეს შეხვედრები.თავიდან მალავდნენ,მერე უკვე ხმამაღლა განაცხადეს…
მალევე დაქორწინდნენ შოთა და ელენე და ცალკე გადავიდნენ საცხოვრებლად.სახლიდან რომ ვაცილებდი ასე მეგონა რომ ქალიშვილს ვათხოვებდი.საკუთარი ხელით ჩავულაგე ჩემოდანი და მოვამზადე ქორწილისთვის…
ამ დროისთვის გიორგი არ იყო გამოჯართელებული,მაგრამ დის ქორწილში ცოტა ხნით წამოსვლა მაინც მოახერხა..
არ უნდოდათ რძლად ელენე შოთას მშობლებს,მაგრამ ბიჭი რომ დაელაპარაკა და ყველაფერი აუხსნა,სხვა გზა არ დარჩათ,შეეგუენ და რძლად მიიღეს გოგო..მეტიც ელენემ შეძლო და მათ ეძახდა დედას და მამას,ისინი კი ახალ შეძენილ ქალიშვილად თვლიდნენ მას და მარიამს შვილიშვილი უწოდეს…..
როგორ წავიდა ჩემი ცხოვრება?არ ვიტყვი რომ იდეალურად..მეც მქონდა პრობლემები.მეც განვიცდიდი..მეც ვდარდობდი..მეც მქონდა ბედნიერი და ხალისიანი დღეები ჩემს შვილთან და მეგობრებთან ერთად…
ბედნიერებას რომელსაც ვეძებდი და რომელსაც ალბათ ვიმსახურებდი მაინც ვიპოვე.მაინც მომაკითა დაკარგულმა და ტკივილიანმა სიყვარულმა ოცდაცამეტი წლის ასაკში...ოღონდ ამჯერად პირდაპირ სახლში მომადგა საავადმყოფოდან და თან ისე რომ მოიყოლა მთელი ჩემი სამეგობრო და რეგისტრატორი, რომელმაც პირდაპირ ჩემს სახლში დაგვაქორწინა.ყველანაირი გზა მომიჭრა რომ ისევ მეჯიუტა.
-შენ რომ დაგელოდო ალბათ დიდხანს მეტყვი უარს ან სამუდამოდ შეიძლება გაგრძელდეს ეს.მე კი ისედაც დავაგვიანე და ისედაც ბევრი დაგტანჯეთ,ასე რომ ან ახლა დამთანხმდები ან მართლა საბოლოოდ წავალ შენი ცხოვრებიდანაც და ამ ქვეყნიდანაც. უარს ვიტყვი მკურნალობაზე.
-ეს უკვე შანტაჟია…
-ხომ მიცნობ?ხომ იცი როგორი ნაძირალა და შანტაჟისტი ვარ?ახლა ხომ არ გამიცანი?-
-ასე არ გამოვა.ასე საშინაო ფორმაში ვერ გავთხოვდები…
-გათხოვდები..ხელი ჩამკიდა და პირდაპირ მისაღებში შემიყვანა, სადაც ყველა გველოდა.ასე დამერქვა რამდენიმე წუთში გათხოვილი ქალი….ასე ვიქეცით მე და ელენე მარტოხელა დედებიდან გათხოვილ და ქმარშვილიან ქალებად…ახლა ყველაზე მეტად ვგრძნობდი ჩემი გადაწყვეტილების სისწორეს. რომ სტატუსი მარტოხელა დედა სულაც არაა ცუდი.მერე რაა გვეძახონ ასე,გჯეროდეთ რომ ბედნიერება ყოველთვის მოვა…
******
ერთი წლის შემდეგ,გაზაფხულის ერთ მშვენიერ დილას,როცა მე და გიორგი ვსაუზმობდით,ჩემს ტელეფონზე ზარი გაისმა უცხო ნომრიდან...ინტუიციით რომ იგრძნობ რომ ეს ცუდის მომტანია,სწორედ ის შემთხვევა იყო.
შეშინებულმა ვუპასუხე.
-დედა აღარ გვყავს მარიამ…-მომემსა სასოწარკვეთილი ხმა და მაშინვე ვიცანი ჩემი ძმა..
ხმა არ გამიცია.არც არაფერი მიპასუხია და არც ტელეფონი გამითიშავს,ძალაგამოცლილი ჩამოვჯექი სკამზე და ავქვითინდი. მკერდში მაინც მეტკინა რაღაც,მაინც არ მემეტებოდა სასიკვდილოდ.სულ მეგონა რომ ერთ დღესაც დამირეკავდნენ,პატიებას მთხოვდნენ და ერთად ვიცხოვრებდით,რომ ახდებოდა ჩემი ოცნება და ისევ დავუძახებდი მათ დედას..მამას.. ახლა კი ოცნება ოცნებად დარჩა, აუსრულებელ ოცნებად..
მშობლებისეულ სახლში მისულს უფრო მძიმე სიტუაცია დამხვდა ვიდრე ველოდი.უზარმაზარ მისაღებში ჩასასვენელში გაციებული დედა ესვენა და ჩემი ძმა ეჯდა თავთან. გვერდით კი ეტლში უნარშეზღუდული მამა.ეს იმდენად მოულოდნელი იყო რომ დავიზაფრე და გიორგის რომ არ დავეჭირე დავეცემოდი. მივუახლოვდი,ყვავილები ზემოდან დავაწყვე და დავაცქერდი.ეს ქალი დედაჩემი არ იყო და არც მამა ჰგავდა მამაჩემს.წლებს და დარდს თავისი დაღი დაემჩნიათ მათთვის.თავი დამნაშავედ ვიგრძენი,დამნაშავედ, იმიტომ რომ მათაც თავისი სიმართლე ჰქონდათ.ისინიც მართლები იყვნენ. სხვისი განსჯა ადვილი ყოფილა, მაგრამ რეალობა რთული. მე კი უნდა მებრძოლა,უნდა მებრძოლა რომ ოჯახი არ დაშლილიყო.ასჯერ რომ მოეხურათ კარი,ათასჯერ უნდა მივსულიყავი მაინც მათთან,მანამდე სანამ არ შეეგუებოდნენ და არ გამიღებდნენ სახლის კარებს.არ უნდა დავნებებულიყავი პირველივე წინააღმდეგობაზე…
წამოდგა ჩემი ძმა და დამნასავესავით თავი დახარა,თვალი ამარიდა.ვერ გავუძელი,ცრემლებს გასაქანი მივეცი და ჩავეხუტე.ორივე ვტიროდით, ვქვითინებდით და ერთმანეთისთვის თვალებში შეხედვის გვცხვენოდა.
ჩამოვსხედით,ისევ ორივე ვდუმდით.
-და დაემართა?-დავარღვიე სიჩუმე.
-გულმა უმტყუნა.დიდი ხანია აწუხებდა. წუხელ ცუდად გახდა და ვეღარ გადავარჩინე.
-რატომ წუხელვე არ დამირეკე?
-ვერ ვბედავდი…
-იქნებ მეშველა…-ისევ ავტირდი.-დიდი ხანია ასეთ დღეშია?-ვკითხე მამაზე.
-ერთი წელია...მას შემდეგ რაც გაიგო რომ გათხოვდი და ბედნიერი ხარ..
-ეგ არაა სრულფასოვანი ბედნიერება ძმაო,როცა ოჯახი არ გიდგას გვერდით.
-წერილი დაგიტოვა,-მომაწოდა კონვერტი ძმამ.ჩანთაში ჩავიდე და მამის წინ ჩავიმუხლე.
-შეხედე აქაურობას.ხედავ?გესმის მაინც რას გეუბნები?ღირდა ამისთვის ჩემი სახლიდან გაშვება?სად არიან ის ნათესავები და კეთილის მსურველი ხალხი,მაშინ რომ გედგა გვერდით და ჩემს წინააღმდეგ აგამხედრეს? წავიდნენ,არ არიან,ისინი ბედნიერები იყვნენ იმით რომ ჩვენი ოჯახი ასე დაშალეს და გაანადგურეს,ისინი მოკეთეები კი არა,მტრები იყვნენ.ახლა?ახლა არავინ არაა ჩვენს გვერდით.ახლა მხოლოდ ჩვენ ოთხნი ვართ,ისევ ერთად,მაგრამ აღარასოდეს გვერქმევა ოჯახი…
სათქმელი ვეღარ დავასრულე,მამის თვალზე ცრემლი შევნიშნე,მერე უცნაურად აატრიალა თვალები, საცოდავად დაიკრუნჩხა და სანამ გონს მოვედი,სული განუტევა.იმ დღეს მე და ჩემი ძმა დავობლდით,მარტო ჩვენ დავრჩით ერთმანეთის ნუგეშისმცემლებად….
დაკრძალვაზე ბევრი ხალხი არ ყოფილა,ან რა გამიკვირდა, ყოველთვის ასე ხდება,ბოროტ ხალხს რა დალევს?მათმა ასეთმა დამოკიდებულებამ და ჭორებმა შეიწერა ჩემი-მაყაშვილების ოჯახის ერთიანობა და სიმტკიცე,ის რისიც ყოველთვის შურდათ…
********
-მარიამ,მარიამ,-ყვირილით ამოირბინა ელენემ სახლის კიბეები.
-რა მოხდა ჩემო საყვარელო?ხო მშვიდობაა?გული გამიხეთქე..
-ამიყვანეს…
-ისევ?-გამეცინა,-დეჟავუ მაქვს.
-სუხიშვილების ცნობილ ანსამბლში ამიყვანეს,თან პირდაპირ საგასტროლო ჯგუფში ვარ.
-გილოცავ საყვარელო,ძალიან მიხარია.-გვერდით მომისკუპდა და მომეხვია.
-როგორც ვხვდები,არავინ არ იცის ხომ?
-არა,პირველი შენთან წამოვედი. სიუპრიზს ვუკეთებ ყველას.მინდა დიდი მადლიბა გადაგიხადო მარიამ,ყველაფრისთვის მადლობა.-ლოყაზე მაკოცა და ისევ ჩამეხუტა.
-ამაზე ხომ შევთანხმდით?
-კარგი,აღარ ვიღებ ხმას.
-როდის მიდიხარ ტურნეში?
-ჯერ მოვემზადები,რეპეტიციები, ამბები, შემოდგომაზე წავალთ სამი თვით.
-შოთას რა რეაქცია ექნება?სტუდიას ვის დაუტოვებ?ან ბავშვებს?
-მარიამი უკვე სამი წლისაა და ბებოსთან მშვენივრად გრძნობს თავს, ანასტასია ჯერ ვერ მიხვდება უდედობას,ოთხი თვისაა და ნორმალურად ვერც მნახულობს,შოთა როგორმე გაძლებს უჩემოდ.მეც ხომ ვეგუები მის მივლინებებს,-გაეცინა. -ხო მთავარია,ჩემი ძმისშვილი ჩემს წასვლამდე გააჩინო,რომ დავრწმუნდე ჩემს ნათქვამში.
-წააგებ იცოდე,-გამეცინა და მუცელზე მოვისვი ხელი.
-მოიცადე შენ გაიგე სქესი?-ეწყინა.
-არა,უბრალოდ გული მიგრძნობს რომ ბიჭია.
-მე ვამბობ რომ გოგოა და შენი გული ცდება.სადაა ჩემი ძმა და ძმისშვილი?
-სკოლაში და გიორგი მის გამოსაყვანად წავიდა.
-და ცხრა თვის ორსული მარტო დაგტოვა?-აღშფოთდა გოგო.-მოვკლავ მაგას.
-არაფერი მოხდება,ჯერ არ დამეწყება მშობიარობა.-დამთავრებული არ მქონდა სიტყვდა რომ მუცელში ტკივილი ვიგრძენი და ვიკივლე,-მგონი დამეწყო.
-აი თუ არა,-თქვა ელენემ და სასწრაფოს ნომერი აკრიფა.
ადვილად ვიმშობიარე,საღამოს,ათი საათისთვის ჩემი პატარა ქალბატონი უკვე ჩემს მკერდზე იწვა და ჭამდა. გარედან ჟრიამული მესმოდა,ფანჯარასთან მივედი ,პალატიდან კარგად ჩანდა,ზაფხულის მშვიდი ღამე როგორ აახმაურეს და გაანათეს ფეიერვერკით ჩემმა გადარეულმა მეგობრებმა.მათთან ერთად იყო ჩემი ძმაც ახალშერთულ მეუღლესთან ერთად.
პალატაში გიორგი შემოვიდა.უცნაური შეგრძნება დამეუფლა,ამჯერად ჩემთან იყო,მომიახლოვდა,საწოლის კიდეზე ჩამომიჯდა და ბავშვს დახედა.
-ყოველთვის მიყვარდი მარიამ მაყაშვილო,ჩემი ცხოვრების ერთადერთი სიყვარული იყავი და იქნები..გამიღიმა და შუბლზე მაკოცა…
გარეთ ელენეს და შოთას სიყვარული ზეიმობდა,საავადმყოფოს პალატაში კი ჩვენი...



ვინც დიდხანს ელოდით და კითხულობდით,ვიცი რომ დავაგვიანე და დიდი ხანია გავქრი,მაგრამ საიტზე შექმნილი პრობლემების და წაშლილი
თავების გამო ზოგი რამის თავიდან დაწერა მომიწია.
არ ვიცი გამოვიდა თუ არა ისეტი ეოგორსაც ელოდით,მაგრამ მაინც ველი თქვენგან შეფასებებს.



№1  offline წევრი Maia G.

რამდენჯერ გამახსენდა ეს ისტორია და ველოდი დასასრულს,პირველივე თავიდან მოგყვებოდი და მიხარია სრულად რომ დადე.
♥️♥️♥️????

 


№2  offline წევრი katiusha

მგონი ასე ჯობდა

 


№3  offline წევრი დარინა

მართლა ძალიან მაგარიემოციებით და ცოტა სევდით დახუნძლული ისტორია გამოვიდა ალბათ რამდენიმეჯერ შემოვუბრუნდები წასაკითხად, კითხვისპროცეშში მეც მათთან ერთად განვიცდიდი ყველა ტკივილსა თუ ბედნიერებას. გამიხარდა სრულად რომ ატვირთეე. იმედია ახალი ისტორიით კიდევ უფრო მალე დაგვიბრუნდები წარმატებები.

 


№4  offline წევრი Rania

Rogor gamaxaree. Xeli mqonda chaqneuli. Megona rom agar agrzelwbdii. Zalian momcondaaa da arachveulebrivi dasasruli hqonda. Yochagg. Mzuls aseti mshoblebi. Kesmis rom rtulia fegmzime shvilis saxlahi yola. Xalxis choraoba. Magram deda var da da raunda damishaos shvilma. Veravitari zala ver maozulebs masze uari vtqva.aseti mshoblebis ar mesmiss. Yvelas gvinda idealuri cxovrebaa. Magram es realobaaa. Tavisi naklovanebebit da gverda ver avuvlitt. Madloba shen rom aseti mnishvnelovani sakitxi aseti kutxit dagavanaxee. Da madloba rom daasruleeee. Karg zafxuls gisurvebbb
--------------------
Q.qimucadze

 


№5 სტუმარი Mako

Zalian kargi iyo,gamixarda srulad rom atvirtet.gelodebit axali istoriit,imedia zalian ar gvalodinebt

 


№6  offline წევრი katiusha

დიდი მადლობა ყველას ასეთი თბილი სიტყვებისთვის

 


№7 სტუმარი kati

Zalian kargi iyo.vitire ogond bevri...

 


№8 სტუმარი სტუმარი nancho

სულ გელოდი რა თქმა უნდა,კი გამოვიდა,გამოვიდა და თანაც ძალიან კარგი.ასეთია ცხოვრება,მიტევება აუცილებელია .

 


№9  offline აქტიური მკითხველი ablabudaa

როგორ გამოხარდა სტულად რომ დავინახე, არ მინდა დავიჯერო რომ ელენეს მშობლების ნაირი მშობლები მართლა არსებობენ. კარგად დაასრულე ძალიან, წარმატებები და დაგვიბრუნდი მალე ახალი ისტორიით

 


№10  offline წევრი ნორმი

სამი დღეა ვკითხულობ ძლივს დავამთავრე,გშსინ და გუშინწინ ვიზოგებდი,მაგრამ ოდესმე ხომ უნდა დამემთავრებინა.
ძალიან მომეწონა,კი მართალია იყო მომენტები სადაც განცდას ვერ ვპოულობდი,მაგრამ ბოლოში ყველაფერი გამოსწორდა.
თავიდან ვფიქრობდი ხომ არ დავანებო თავითქო,მაგრამ იმდენად შემიტყუა განცდებიც მივიღე და ყველა საჭირო ემოციაც,ნამდვილად მომეწონა.
ყოჩაღ!
--------------------
მორფეოსი

 


№11  offline წევრი OKI ME

უუჰ, როგორ მიყვარს შენი ისტორიებიიი და შენი წერის სტილიც ❤️❤️ მიუხედავად იმისა, რომ უმეტესობა წაკითხული მაქვს, რატომღაც პირველად ამ ისტორიაზე გიკომენტარებ ❤️❤️❤️

ამ ისტორიის კითხრა დავიწყე და ვერ მოვწყდი სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით. :P კოვიდს მადლობა მხოლოდ იმიტომ რომ ამ ეტაპზე სახლში ვარ და მაქვს საშუალება წავიკითხო ბევრი შესანიშნავი ისტორია. ❤️❤️❤️❤️

რაღაც საოცრებაა, როგორც ყველა შენი ისტორია ❣️❣️ გუშინ დავიწყე და ახლა დავასრულე ❤️❤️❤️ შესანიშნავი, ემოციური და ბევრის მთქმელი ისტორიაა. აი, ისეთი ცხოვრებაზე და ირგვლივ მყოფებზე, რომ დაგაფიქრებს. ❤️

მოკლედ ბევრს აღარ გავაგრძელებ და წარმატებები შენ. ❣️❣️❣️❣️

 


№12 სტუმარი სტუმარი ნანა

ძალიან კარგი იყო

 


№13  offline წევრი დიკო

ერთი ამოსუნთქვით წავიკითხე საოცარი იყო მადლობა ამ სიამოვნებისთვის ❤️❤️

 


№14 სტუმარი თამრიკო.

ძალიან მომეწონა გაიხარეთ წარმატებები,♥️♥️

 


№15 სტუმარი Nana

Ძალიან კარგი იყო, ადამიანმა რას იტყვის ხალხის გულობისთვის, საკუთარი არ უნდა გაწიროს, პირიქით გვერდით უნდა დაუდგეს და ტკივილი გადაატანინოს.
Მიყვარს თქვენი შემოქმედება თქვენი ერთგული მკითხველი ვარ, მადლობა რომ არსებობთ????????♥️

[quote=Nana]გადაატანინოს[/quote]
[quote=Nana]Ძალიან კარგი იყო, ადამიანმა რას იტყვის ხალხის გულობისთვის, საკუთარი არ უნდა გაწიროს, პირიქით გვერდით უნდა დაუდგეს და ტკივილი გადაატანინოს.
Მიყვარს თქვენი შემოქმედება თქვენი ერთგული მკითხველი ვარ, მადლობა რომ არსებობთ????????♥️????????♥️

 


№16 სტუმარი ნანამია

აუუუ... მერამდენედ წავიკითხე რაც დადებულია აღარ მახსოვს... უცნაური ისაა რომ ისევ ისეთი მძაფრი ემოციებით ვარ სავსე... არაჩვეულებრივია... უძლიერესი ისტორიაა ისე როგორც მისი მთავარი გმირები მარიამი და ელენე... უღრმესი მადლობა...

 


№17 სტუმარი ეკა 5

ადრე მქონდა წაკითხული და აღარ მახსოვდა ❤️❤️❤️❤️❤️❤️ახლა ისე გამეხარდაააა

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent