შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ძმები (თავი 3)


4-07-2019, 14:57
ავტორი naattii
ნანახია 2 299

ჩუმად მიჯდომოდნენ ბიჭები კაბინეტში თავიანთ მაგიდებს და გაწყობილ დაფას მიშტერებოდნენ, რომელზეც ფოტოები იყო გაკრული, მათ ქვემოთაც რამდენიმე წარწერა გაეკეთებინათ.
-ესეიგი, პირველად ფეხი ვიპოვეთ_სკამიდან წამოხტა იოანე.
-შემდეგ ტანი...
-და მეორე ფეხი, რამდენიმე საათის განსხვავებით_ერთად დაიწყეს ფიქრი.
-იცი რა მიკვირს, რატომ გარისკეს ნაწილების ასე ცალცალკე დამარხვა, როცა ამითი პოვნის შანსი ორმაგად იზრდება_თავი მოიქექა იოანემ ფლომასტერით.
-არ დაგავიწყდეს ხსნარი ქონდათ მისხმული, რომ არ შევსწრებულიყავი, ვერავინ იპოვიდა_სურათებს ჩააკვირდა გაბრიელი.
-მეორე ნაპოვნ ფეხზე ბორკილის კვალია, გატაცებას ვფიქრობთ არა?_ძმას გამოხედა უნცროსმა.
-მე მისი ვენა უფრო მადარდებს, აშკარად ნანემსრებით აქვს სავსე, ანუ ნარკომანი, მაგრამ სისხლში ვერაფერი უპოვეს. ჯანდაბა, ასეთი ჩახლართული საქმე არ მსმენია რა._წარბები შეკრა გაბრიელმა -კამერის ჩანაწერებს მორჩი?
-არა, რამდენიმე საათი დამრჩა და თვალები შევასვენე, ერთად გავაგრძელოთ რა_ვედრებით გადმოხედა ძმას და ისიც მალევე მიუჯდა გვერდით.
-ამას უყურეეე_დაუსტვინა იოანემ.
-გითხარი დაგვჭირდება ქალბატონის განყოფილებაში მოწვევათქო_უკმაყოფილოდ შეეკრა წარბები გაბრიელს.
-ბიჭებო_მამუკამ შემოყო თავი კარებში -მართალია დავიგვიანე, მაგრამ აი მსხვერპლის მთელი დოსიე, სახელი გვარი, საცხოვრებელი, მოკლედ ყველაფერი დეტალებშ, მისამართი სხვა ქონდა მითითებული და ცოტა ბევრი წვალება მომიხდა._გაიჯგიმა ქების მოლოდინში კაცი.
-თითქმის სამი დღე გავიდა მამუკა, მგონი ბერდები_სიცილით მიარტყა ფაილიანი ხელი იოანემ კაცს ზურგზე და ოთახი დატოვეს.
-პირველი სახლი თუ სექსუალური მატყუარა?
-იოანე, ენას ვერ აჩერებ, მე სხვა იდეა მაქვს_გარეთ მდგომ პატრულს მიუახლოვდა ტყუპი -ბიჭებო, შეგიძლიათ ეს ქალბატონი სადგურთან მდებარე სავარჯიშო დარბაზიდან მოაბრძანოთ? და დასაკითხ ოთახში გაამწესოთ ჩვენს მოსვლამდე_თვალი ჩაუკრა ეკიპაჟს და მანქანა გამოაღო.
-ასე როდის მერე აკეთებ?_გაკვირვება ემჩნეოდა იოანეს
-ცოტა შეეშინდება, დაფიქრდება და მიხვდება, რომ აღარ უნდა მოგვატყუოს_პირქუში სახით დაქოქა მანქანა გაბრიელმა.

აპრილის მიუხედავად უკვე საკმაოდ მცხვუნვარე მზე ანათებდა საღორიის ქუჩებში. ბინები თითოს ერთმანეთის ჯინაზე ისე დამსგავსებოდნენ ერთიმეორეს, რომ არა საღებავით გადღაბნილი ნომრები გარჩევა ნამდვილად გაუჭირდებოდა უცხო ადამიანს. სამი წრის შემოვლის შემდეგ როგორც იქნა 32 ნომერსაც მიაგნეს და როგორც ყოველთვის სინქრონში დატოვეს მანქანა. კიდევ კარგი შუადღის სიცხეს ყველა გაურბოდა, თორემ ცნობისმოყვარე მზერებს საერთო ბინებიდან ვერ გადაურჩებოდნენ. არცერთს ეპიტნავებოდა აქეთ მიეღოთ კითხვები, ვინ იყვნენ და რა უნდოდათ, ეს ხომ ქუთაისია.
-ესეც მეოთხე სართული_სადარბაზო მოათვალიერა იოანემ და მითითებულ კართან შედგა -ხის კარია, შემტვრევა არ გვინდა ხომ?
-ბარემ ჟურნალისტებს დაურეკე და მთელი ქალაქი შეყარე_თავი გადაიქნია გაბრიელმა და ჯიბიდან საკეტის გასაღები ხელსაწყოები ამოიღო.

რამდენიმე წუთში მტვერის სუნით გაჟღენთილ ოთახში შეაბიჯეს. ისეთი სამარისებური სიჩუმე გამეფებულიყო თითოეულ ნაბიჯს იატაკის ჭრიალის ხმა გამაყრუებლად მოსდევდა. არც კი გაკვირვებიათ ბიჭებს გადმოტრიალებული სახლის დახვედრა, თითოეული უჯრა, თარო, კარადა, ლოგინიც კი გადმოტრიალებული იყო, ნივთები დატეხილი და იატაკზე მიმოფანტული, იგივე მდგომარეობა დახვდათ სამზარეულოშიც.
-დაგვაგვიანდაა_თავი მოიქექა იოანემ და დატეხილ ნივთებში განაგრძო სიარული.
-საკითხავია თუ იპოვეს რისთვის ასეთი ამბავი ატყდა.
-არამგონია ეგ გავიგოთ, მაგრამ აი ეს საინტერესოა_დატეხილი ნივთები ფეხით გადაქექა გაბრიელმა და თაროდან ჩამოვარდნილ ჩარჩოს დაწვდა.-ამათ უყურე, ვიცოდი ეს გოგო მოსიარულე ხიფათი რომ იყო, როგორც კი დავინახე_ჩარჩო გაუწოდა ტყუპს და ორმაგად გაცხარებულმა განაგრძო ქექვა.
-მე მეგონა რომ შეხედე სხვა რაღაც დაინახე_გაკვირვებასთან ერთად ენის დამოკლება მაინც ვერ მოახერხა იოანემ და მიიღო კიდევაც საპასუხოდ ძმის დაბღვერილი სახე -ხო კარგი ვხუმრობ, არადა რაღაცნაირად უხდებოდით ერთმანეთს_მაინც მიაყოლა ბოლოს და გაბრიელის ნასროლ ნივთს წამით გაასწრო კარში.

უკვე მესამე საათი იყო ლილუ დასაკითხ ოთახში დააბიჯებდა. ცდილობდა ის ნერვიულობა რასაც გრძნობდა გარეთ მყოფებისთვის შესამჩნევი არ ყოფილიყო. ეშინოდა აქედან გასულს გარეთ ვინმე არ დახვედროდა, ჯერ ბოლომდე არ იცოდა რატომ დაიბარეს და ეს ნერვიულობას უორმაგებდა. სადაც იყო ყვირილის დაწყებას აპირებდა სიმპატიური გამომძიებელი რომ გამოჩნდა, ძნელი იყო გამომძიებელი გაბრიელ ყიფიანი გაგეცნო და გულგრილად ჩაგევლო გვერდი, განსაკუთრებით მას შემდეგ თუ ქალის შესაშურად მქონე გრძელ წამწამებში მოქცეული თაფლისფერებით ჩაგაკვირდებოდათ თვალებში.
-აი თურმე ამდენ ხანს ვის ველოდებოდი_ტაში შემოკრა გოგომ და განკუთვნილ სკამზე დასკუპდა.
-ორაზროვანი ნათქვამია.
-სწორედაც_თვალი ჩაუკრა ბიჭს და საპასუხო ღიმილზე თავადაც ვერ შეიკავა თეთრი კბილების გამოჩენა.
-ალბათ იცით რატომ მოგიყვანეს აქ_იმ წუთას შემოსულ თანამშრომელს დოსიე გამოართვა ბიჭმა და სრაფადვე ჩახედა.
-აბა გამანათლეთ_კაცივით გადაიდო ფეი ფეხზე ლილუმ და წარბ აწეულ გაბრიელს დააკვირდა.
-იმდენი დარღვევა გაქვთ უცხოდ არუნდა გრძნობდეთ აქ თავს_პირდაპირ თვალებში მოუწია ამოხედვა გამომძიებელს და დახვდა კიდევაც ქალის აციმციმებული მზერა.
-მოდი პირდაპირ მითხარით რა გინდათ და დროს დავზოგავთ.
-მოგვატყუეთ რომ ბაჩოს არ იცნობდით, დარბაზიდან ამოღებულ ჩანაწერებში ჩანს თქვენი ახლო ურთიერთობა და ეს მისი ბინიდან ამოღებული ფოტოდანაც ჩანს_დამტვრეული ჩარჩოდან ამოღებული ფოტო დაუდო ბიჭმა წინ რომელზეც ბედნიერად მომღიმარი წყვილი ჩანდა და წინ დაუდო ლილუს. წამით დაბნეულობა გაკრთა გოგოს თვალებში, მაგრამ მხოლოდ წამით.
-კარგი, ბაჩოს ვიცნობდი, ვმეგობრობდით და კარგი ურთიერთობა გვქონდა, სულ ესაა. ახლოს არ ვიცნობდი.
-ხომ ხვდებით, რომ ამ ტყუილს პრაქტიკანტი პოლიციელიც არ დაიჯერებს.
-ეგ თქვენი პრობლემაა_გაბრიელისკენ გადაიხარა გოგო და ლამაზად გაიღიმა.
-ეს ხომ ეჭვმიტანილად გაქცევთ? უბრალოდ მოყევით რაც იცით მასზე_უკვე გაკვირვება ისმოდა გამომძიებლის ხმაში.
-რაც შემეძლო უკვე ვთქვი_ჩამწერ კამერას ახედა გოგომ და შემდეგ ორაზროვნად გაუღიმა ბიჭს -ახლა კი თქვენის ნებართვით წავალ, თუ ისე დამიბარებთ როგორც ეჭვმიტანილს ადვოკატს გამოვიყოლებ_თვალი ჩაუკრა რაღაცის სათქმელად პირ გაღებულ გაბრიელს და დემონსტრაციულად დატოვა ოთახი.

ორმაგი დაკვირვებით ათვალიერებდა ქუჩას გარეთ გასული. უკვე საკმაოდ იყო დაღამებული და განყოფილებიდან გამოსულს არ იცოდა რა ელოდა. იმედია არავის დაუნახია აქ მისი მოსვლა, მაგრამ ვის აიმედებდა, ხომ იცოდა რომ მათ ხალხი ყველგან ყავდათ. თვალებ დახუჭული გადავიდა გზაზე და სადაც იყო გაჩერებასთან მივიდოდა, გვერდით დაბურულ მინებიანმა მერსედესმა რომ შეანელა სიჩქარე.
-ჯანდაბა, ჯანდაბა_გულში იმეორებდა ლამის ატირებული და უშედეგოდ ეძებდა გასაქცევ გზას.
-დაჯექი_მისდა გასაკვირად სასიამოვნოდ ნაცნობი ხმა მოესმა ჩაწეული ფანჯრიდან და გაკვირვებულმა ახედა მანქანის მძღოლს.
-ნუ გამამეორებინებ, დაჯექი სანამ ვერავინ გვხედავს_გარემო მოათვალიერა გაბრიელმა და სასიამოვნოდ გაეღიმა წამში რომ იგრძნო გვერდიდან გოგოს ნაცნობი სურნელი.

--------------------------
მოუთმენლად ველი თქვენს შეფასებებს <3



№1  offline წევრი დარინა

უკვე ძალიან მომწონს ეს წყვილიიი, რაღაცნაირად დაჩი და ლილია გამახსენაა.

 


საინტერესოდ მიმდინარეობს მოვლენები. საინტერესოა რას მალავს წითური ქალბატონი. მომწონს ეს წყვილი და გელოდები❤

 


№3  offline მოდერი naattii

დარინა
უკვე ძალიან მომწონს ეს წყვილიიი, რაღაცნაირად დაჩი და ლილია გამახსენაა.

მეც ვამსგავსებ რაღაცით :D ❤️

რუსკიმარუსია
საინტერესოდ მიმდინარეობს მოვლენები. საინტერესოა რას მალავს წითური ქალბატონი. მომწონს ეს წყვილი და გელოდები❤

როგორი მადლობაა ❤️❤️❤️

 


№4  offline წევრი Maia G.

ძალიან,ძალიან კარგია ♥️♥️♥️♥️

 


№5  offline აქტიური მკითხველი ablabudaa

საინტერესოდ ვითარდება მოვლენენბი, ნელ-ნელა უკვე ჩამითრია და ძალიან მაინტერესებს როგორ გაგრძელდება :)

 


№6  offline მოდერი naattii

მაია❤
ძალიან,ძალიან კარგია ♥️♥️♥️♥️

დიდი მადლობა ❤️

ablabudaa
საინტერესოდ ვითარდება მოვლენენბი, ნელ-ნელა უკვე ჩამითრია და ძალიან მაინტერესებს როგორ გაგრძელდება :)

ვეცდები ბოლომდე ასეთი გამომივიდეს ❤️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent