შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შემდეგ...(9)


5-07-2019, 03:35
ავტორი Stranger things
ნანახია 2 028

-ეს ლევანია, ჩემი ბავშვობის მეგობარი.
ლევანმა გამიღიმა და თითქოს შევნიშნე რომ თვალში სევდა გაუკრთა.
-და თქვენ?-დაძაბული ხმით იკითხა.
-დემნა.-გაუღიმა....გაუღიმაა?!-თეკლას საქმრო.
___________________________________________________

თვალები გამიფართოვდა ხმა ვეღარ ამოვიღე...რაო რა თქვაა?! თავში რამდენჯერმე დავსვი კითხვა მაგრამ პასუხი ისევდაისევ ერთი იყო.
-რას...-დავიწყე მაგრამ დემნას ხმამ შემაწყვეტინა.
-გვაპატიე, ახლა უნდა დაგტოვოთ პირადი საქმეები გვიხმობს.- სათნო ღიმილით შეხედა ლევანს.- შენ ვერ მიხვდები.
-არაუშავს, თეკლასთან ახლოს ვცხოვრობ და ამ დღეებში თუ აქ იქნებით ხშირად შევხვდებით.-ბიჭმა ძლივს ამოიდგა ენა.-გამიხარდა გაცნობა.
-მეც ძალიან, მითუმეტეს ბავშვობის მეგობრის...თეკლა ხშირად მაცნობს ხოლმე თავის მეგობრებს მაგრამ შენ არც კი უხსენებიხარ, შევეჩვიე უკვე რომ უმეტესობა მათგანს აღარც შევხვედრივართ, ამიტომაც არაუშავს თუ ვეღარ გნახეთ...ბედნიერად!- მიაძახა და უსიტყვოდ წამიყვანა სახლისკენ.
რამდენიმე წუთი ხმაც კი ვერ ამოვიღე, საერთოდ რა ილაპარაკა იქ? გაკვირვებულმა შევხედე როგორ გახსნა თავისი მანქანის კარი, ჯერ მე მომათავსა , თვითონ კი საჭეს მიუჯდა და სწრაფად დაძრა.
-იქ რა მოხდა?-ვკითხე მე.
-რა მოხდა?!-გაიმეორა და გაბრაზებული მომაჩერდა.-რა უფლებით მოგხვია ხელი?
-ბავშვობის მეგობარია და ხელი მომხვია, რა პრობლემაა ვერ ვხვდები, შენ საერთოდ რაში გაინტერესებს მე ვინ მომხვევს ხელს?-გავბრაზდი და ერთიანად ამოვიდგი ენა.-ან რა საქმრო, გაგიჟდი?!
-რატომ?! არ შეიძლება შენი საქმრო ვიყო?
-რა შუაშია?!
-თუ არ გინდა არ ვიქნები.-მშვიდად მიპასუხა და ღიმილით გაიხედა გზისკენ...აშკარად ხალისობდა ეს.
-რა სპექტაკლი დადგი!-გავბრაზდი-მოიცა...რატომ მივდივართ?-მხოლოდ მაშინ ვინებე გამორკვევა სოფელს რომ გავცდით.
-გიტაცებ.-წამითაც არ შეცვლია მშვიდი ტონი.
-ნუ მაიმუნობ ერთი, დავბრუნდეთ თორემ ინერვიულებენ ჩემები.
-არა.
-ოოო დემნა, სერიოზულად გვეყო ეს ცირკი და სახლში ვილაპარაკოთ ნორმალურად.
-არა-მეთქი და ნუღარ მალაპარაკებ უაზროდ.
გაბრაზებულმა იმით რომ ვერაფერს ვაგნებინებდი ტელეფონი ამოვიღე და კონტაქტებში მამას მოძებნა დავიწყე, წამით გამომხედა ამიოხრა და ტელეფონი ისე გამომტაცა ხელიდან აღარც შემოუხედავს.
-გაგიგიჟდი?! დამიბრუნე!
-თეკლა, მგონი უკვე გითხარი რომ მოგიტაცე, მოტაცებულის კვალობაზე კიდევ ზედმეტი ბრძანებები ხომ არაა?!
ტელეფონი ჯიბეში ჩაიდო.
-ახლა წყნარად იჯექი და მოითმინე სანამ ადგილამდე მივალთ.
-მართლა გაგიჟდა, ისიც კი არასდროს უთქვამს მომწონხარო და ახლა გაიძახის გიტაცებო.-ამოვიოხრე და თვალდახუჭულმა შუბლი მოვისრისე.
-არ მითქვამს და ახლა გეუბნები.
მანქანა შუქნიშანთან გაჩერდა, დემნამ ამოიოხრა და მობეზრებით დაეყრდნო ფანჯარას, შუქნიშანზე წითელი შუქი ციმციმებდა.
-კარგი, მაშინ ჩემით დავბრუნდები.-ვუთხარი გაბრაზებულმა და კარის გაღება ვცადე, მაგრამ ვინ მაცადა ჩაკეტილი გამოდგა.
უკვე ვაპირებდი კარგად გამომელანძღა ჩვენ გვერდით რომ მანქანა გაჩერდა.
-უკაცრავად!-შევუძახე ახალგაზრდა გოგოს რომელიც დაქალებთან ჭორაობით ზედმეტად იყო გართული.
გოგომ გამომცდელად შემომხედა, დაახლოებით ჩემი ასაკის იქნებოდა, ლამაზი და მიმზიდველი, მზერით დააზუსტა მართლა მას ვეძახდი თუ არა , შემდეგ დემნას შეხედა და მაშინვე გაეღიმა.
-გისმენთ.-მითხრა დამტკბარი ხმით.
დემნამ ამოიოხრა.
-შეგიძლიათ დამეხმაროთ? ამ კაცმა მომიტაცა, ტელეფონი წამართვა და არავინ იცის სად მივყავარ.
-თეკლა ნუ მაიმუნობ.-მობეზრებით მითხრა დემნამ.-გვაპატიეთ, უბრალოდ წუწუნებს.-ახლა გაკვირვებულ გოგოს მიმართა.
გოგომ როგროც იქნა ინება ჩემკენ გამოხედვა და ისე შემომიბღვირა შემეშინდა, შემდეგ ისევ დემნას გახედა ანგელოზის ღიმილით და ტკბილად დაიწყო ლაპარაკი.
-რას ამბობ, ასეთი სიმპატიური ბიჭი გამოგიჭერია და რატომ წუწუნებ არ მესმის.
უკან მსხდომმა დაქალებამაც ხითხითით დაუკრეს თავი.
-შენ ადგილზე მე იმაზე არ ვიფიქრებდი როგორ გავქცეოდი ამ ბიჭს, პირიქით!
დემანს ისე გახედა მეგონა გადმოძვრებოდა და კალთაში ჩაუხტებოდა, ახლა თვითონ მას გავხედე რომელიც გოგოს სიტყვების დასტურად ბედნიერად იღიმოდა...ამ ქათამს კიდე ეგონა მას უღიმოდა.
-ვაიი, ამას უყურეთ!-თავლები ვჭყიტე, დაუფიქრებლად ვისროდი სიტყვებს, გოგოს გაოცება გაბრაზებამ შეცვალა.- წადი და სხვაგან ეძებე კაცი.
ფანჯრებს ორივე მხრიდან ავუწიე, ახლა დაბურული შუშებიდან აღარც ჩვენ ვჩანდით და აღარც ისინი, ხელები გადავიჯვარდინე და ჯერ კიდევ გაბრაზებულმა გოგოს ლანძღავა დავიწყე.
-რაღა შინაბერა, კაცების ხამი გაჩერდა, ხომ შეიძლებოდა ადამიანურად დამხმარებოდა. არა! დაიწყო აქ თვალების ჟუჟუნი, მეტი გამოსაჭერი ვერავინ ნახა.
მანქანის სალონი დემნას სიცილმა მოიცვა, სწრაფად გადმოიხარა ჩემკენ და ლოყაზე მაკოცა. მხოლოდ მაშინ გავიაზრე რომ ვიეჭვიანე...ჯანდაბა, თან მისი თანდასწრებით ვიეჭვიანე, ოჰ თეკლა, ოჰ თეკლა, რას გიზამ შენ ხომ არ იცი! „არა მაინც როგორ უყურებდა“-არ ისვენებდა ჩემი მეორე მე.
-რა?!-ვთქვი გაბრაზებულმა.-რას ხედავ აქ სასაცილოს?! წავედით სადაც მივდივართ და ეგ ფანჯრები არ ჩაწიო.
კიდევ ერთხელ დავიბღვირე იმ მიმართულებით სადაც გოგოს მანქანა უნდა მდგარიყო და თვალები დავხუჭე, არ ვიცი ზუსტად რამდენ ხანს მეძინა გრილი შეხება რომ ვიგრძენი ლოყაზე.
დივანზე ვიწექი უცხო ოთახში, დემნა მუხლებზე იდგა და გრილ ხელებს მისვამდა ლოყაზე.
-არ მინდოდა შენი გაღვიძება.-მითხრა და წამოდგომა დააპირა.
გვერდი ვიცვალე, მისკენ გადავბრუნდი და ახალგაღვიძებულმა ძლივს გავიწვდინე ხელი მისი ლოყისაკენ, ოდნავ უხეშ წვერში შევუცურე თითები და მოვეფერე.
-დედა ინერვიულებს.-ვუთხარი მშვიდად.
-დაწყნარდი, არ ინერვიულებენ.-გამიღიმა და ჩემ თითებს მოეფერა.
-მეძინება, მაგრამ ჯერ მითხარი სად ვართ.-ვთქვი და უკეთესად მოვთავსდი.
-ჩემ აგარაკზე.-მიპასუხა და ფეხზე წამოდგა.-დაიძინე.
-გავიღვიძებ თუ არა მივდივართ, ახლა აქ კომფორტულია და დამელოდე.
დავამთქნარე და მალევე ჩამეძია, დიდ ხანს აღარ მძინებია, გამოფხიზლებულს დემნა იქ არ დამხვდა. ოთახს სწრაფად მოვავლე თვალი, გემოვნებიანად და სადად იყო გაკეთებული დემნას სახლს ჰგავდა თბილისში, მაგრამ ის ნამდვილად არ იყო, ფეხზე წამოვდექი და როგორც მივხვდი ეზოში გასასვლელი კარისკენ წავედი. გარეთ გასულს მეგონა რომ ზღაპარში მოვხვდი, ყველაფერი ისეთი მშვენიერი იყო, დიდ ეზოს ყვავილები და ხისფერი ავეჯი ამშვენებდა, პატარა შადრევანიც აეშენებინათ ,სადაც წყლის მცენარეები ტივტივებდა, ყველაზე ლამაზი კი მზის სხივები იყო რომელებიც მოვარდისფრო შეფერილობის ცაზე ნელ-ნელა ეფარებოდნენ უზარმაზარ მთას, დემნა ჰამაკში იჯდა, მშვიდად უმზერდა სანახაობას, ახლოს მივედი, უსიტყვოდ ჩავეშვი მის გვერდით. ხელები მომხვია და თბილად ჩამიხუტა, ფეხები ავიკეცე და ნახევრად ზედ დავაწექი ჰამაკთან შედარებით რბილ სხეულს, ჩუმად გაეცინა და კიდევ უფრო ამიკრა გულზე, ისეთი თბილი იყო, სამაგიეროდ ძალიან ციოდა მე კი უკვე ნახევრად ვხვდებოდი კიდეც სადაც ვიყავით.
მზე რამდენიმე წუთში სრულად ჩავიდა და ჩამობნელდა, კიდევ უფრო აცივდა მე კიდევ მხოლოდ იმ წამს გავიაზრე რომ ვკანკალებდი, დემნამ თბილად დამხედა, დახუჭულ თვალებზე მაკოცა და მიჩურჩულა.
-არ გშია?
პასუხის გაცემას ვაპირებდი, სინათლე რომ აღვიქვი და ხმაც გავიგე. ეზოში გაჩერებული მანქანიდან უცებ გადმოიშალნენ და ნაცნობი ხმაც უკეთესად გამოიკვეთა.
-მოევედიით!
- წამოდი დავხვდეთ.
დემნა ჩემთან ერთად წამოდგა ფეხზე, მეც დაბნეული მივყევი უკან.
-არ მიმიტაცე?!-იმ წამს გამოვერკვიე და გაბრწყინებულმა შევხედე.
-ნწ.-გაეცინა ჩემ ბავშურობაზე.
-ბარგი მოგიტანე გენაცვალე.-მაკო გადამეხვია და ახლა სახლს ახედა.- ამს უყურეთ!-შეუსტვინა და გაბრწყინებულმა შეხედა დემნას.-ამას გვიმალავდი?!გეთქვა და ინდოეთის ბილეთებზე რაღას ვყრიდით ფულს ,აი სახლი და ეგზოტიკა.
გაიცინა და სახლში შევარდა, მას გოგა, ელენე და ირაკლი მიჰყვნენ.
-წამოდი.
-არ მომიტაცე.-მე ისევ ჩემსას ვიმეორებდი, გაბადრული მივეხუტე მაგრამ მერე გამახსენდა რაც ილაპარაკა ლევანთან და ახალი ბრაზის ტალღა მომაწვა.-მაშ რაღას მანერვიულე?!
-თეკლა, თეკლა.-თავი გააქნია.
-ხო კარგი.-ამოვიოხრე და სახლისაკენ დავიძარი.
როგროც აღმოჩნდა, დედა და მამა სტუმრად წასულან რამდენიმე დღით, ვიღაცის შვილის ქორწილში, ჩემებს კიდე გადაუწყვეტიათ ცოტა ადრე წავსულიყავით დემნას აგარაკზე, ასე რომ ეს ამბავი ჩემ გარდა ყველამ იცოდა, მაკოს თქმით კი ღირსი ვიყავი რადგან მთელი დღე ვერ ამაწიწკნეს საწოლს.
სწრაფად განაწილდნენ უზარმაზარ სახლში და ყველაზე გამოცდილმა მზარეულმა მაკომაც, მაშინვე სამზარეულოს მიაშურა, სანამ გათხოვდებოდა აიტეხა დედამთილს უცოდინარი ვერ შევუალ ოჯახშიო და კულინარიის კურსებზე იარა. ეს კურსები შედარებით წარმატებულად დაამთავრა ვიდრე ცეკვის და ახლა საბედნიეროდ არც ერთს არ გვეშინოდა მოწამვლის...ნუ ხო კარგი, მაკოსთან ცოტა ყველაფრის უნდა გეშინოდეს.
-თეკლა!-გამომძახა სამზარეულოდან.-დამეხმარე, ელენე შენც!
ოთახში მშვიდად შევედი და იმის მიუხედავად რომ ელენეს სთხოვა კარი დაეკეტა მაინც ავუკრძალე ჩემ თავს იმაზე ფიქრი რასაც ვეჭვობდი რომ მოხდებოდა.
-ვიცი რომ შენ და დემნას შორის რაღაც ხდება.-მაჯახა ისე რომ კვერცხის თქვეფა არ შეუწყვეტია.-გუშინ კი არ დავიბადე, თვალები მაქ.
-უკულტურო...-ამოვიოხრე და უსაქმოდ მდგომი დავწვდი იქვე დადებულ ხილს.-შეგეპარებინა მაინც.
-თეკლა...
-არაფერი ისეთი, მე თვითონ ვერ ვხვდები ბოლომდე, ან ვხვდები....არ ვიცი მოკლედ მირჩევნია რომ ჯერ ყველაფერი ჩემთვის დავიტოვო.
-ოჰ კარგი, მაგრამ ის მაინც მომიყევი ქორწილამდე ვიცნობდიო სად გაიცანი.
-ერთ სახლში ვიყავით დასასვენებლად და იქ.
-აჰაა...ახლახან რომ იყავი?
-ხო იქ.
-კარგი მაგარია!
უცებ მივიდა ხასიათზე და მეც გამიხარდა რომ არ ჩამეძია, მშვიდად ვივახშმეთ, შემდეგ ცოტა კარტი ვითამაშეთ, ბოლოს ირაკლიმ აიტეხა საშინელებათა ფილმს ვუყუროთ და უკეთ დაგვეძინებაო, მაკოსაც მეტი რა უნდოდა მაშინვე აარჩია ყველაზე საშიში.
გვიან დავიშალეთ და ჩვენ-ჩვენ ოთახებში გადავნაწილდით. უცხო სახლში დაძინება მიჭირდა, დიდ ხანს ვიწრიალე, შემდეგ ჩემ უძილობას წვიმა და ჭექა-ქუხილიც დაერთო და ამან კიდევ უფრო გაართულა მდგომარეობა, ჩემმა ჭკვიანმა გონებამაც იმარჯვა და დამძიმებული საქმე საშინელებათა ფილმებზე ფიქრით უფრო დაამძიმა... მიდი თეკლა არც ერთი ფილმი არ გამოგჩრეს! ელენემ რაო? დერეფნის ბოლოს ვარ და თუ რამე დაგჭირდება გამოდიო ასე თქვა, ხო და მჭირდები ელენე!
ელვის სისწრაფით წამოვფრინდი რის ვაივაგლახით მივედი დერეფნის ბოლომდე, გზაში კი ათასი ვარიანტი წარმომიდგა თუ როგორ მტაცებდა ურჩხული ხელს და წამაპორწიალებდა სარდაფში...ამ სახლს სარდაფი აქვს ნეტავ? სწრაფად შევვარდი ოთახში და შეშინებული შევხტი გოგოს საწოლში.
-მიშველე, მეშინია და აქ ვიძინებ...გეფიცები არ ვხვრინავ და ჩემთვის ვიწვები.-ვლაპარაკობდი და თვალებს არ ვახელდი.- მოჩვენება როგორ უნდა მოკლა ხომ არ იცი? ვფიქრობდი და ბევრი რაღაც გამახსენდა, ისე აქ სარდაფი იქნება შენი აზრით? ზღაპრებიც ვიცი და თუ აქ დამაძინებ მოგიყვები.
-რა ვიცი უზღაპროდაც დაგაძინებდი მაგრამ თუ გინდა მოყევი.
ხო დამაძინებდა? ძალიან კარგი... მოიცა...ელენეს ხმა....
-ვაი!-ვიკივლე და ისე ავფართხალდი საწოლიდან გადავვარდი.-ელენე!
-დაწყნარდი.-ძილისგან დაბოხებულ ხმაში ბუბუნა ნოტები გამოიკვეთა და მეც იმის გააზრებით შეშინებულმა რომ იატაკზე ვიწექი და ნებისმიერ წამს შემათრევდა საწოლის ქვეშ მონსტრი... ვაიმე.
წამოვფრინდი და ისე ჩავეხუტე ძლიერ სხეულს ხელები მეტკინა.
-გული გამისკდა.-უკვე ვტიროდი.- შემეშინდა.
-მოდი პატარავ.-ხელები მომხვია და კიდევ უფრო მეტად ამიკრა გულზე.-რამ შეგაშინა?
-მეგონა აქ ელენე იწვა და...ხმა.-ამოვთქვი სვენებ-სვენებით.
-დაწყნარდი.-ჩემ კისერში ჩაიცინა.
თითქოს მხოლოდ იმ წამს გავიაზრე სიტუაცია, მთელი სხეული დამიბუჟდა.
-ელენესთან მინდა.-დამფრთხალი მოვშორდი მის სხეულს მაგრამ ვინ გამიშვა.-ამის შემდეგ საშინელებათა ფილმებს რომ ვნახავთ თვალებზე ხელი ამაფარე ხოლმე.
-კარგი აგაფარებ.-ხმაზე შევატყვე რომ ეცინებოდა მაგრამ არ იტყობდა.
-დემნა...-ამოვიტირე.
-არ გინდა ელენე აქ დაიძინე.-თითქოს სხვა მელაპარაკებოდა, სიცილის ნოტები აღარ ერია ხმაში, ახლა გაციებული და ჩამთრევი გაჰხდომოდა.
-მრცხვენია...-ამოვთქვი სიბნელით გათამამებულმა და მივხვდი როგორ მოვდუნდი.
-ხვალ სანამ გაიღვიძებ მანამდე გაგიყვან შენ ოთახში.
-არ მინდა..
-მე მინდა.
ამოვიოხრე, ვეცადე საწოლის კიდისკენ გავწეულიყავი, გადავბრუნდი და თვალები დავხუჭე ისევ რომ მომხვია ხელი და ზურგით ამიკრო.
-არ იფართხალო.-გამაფრთხილა მხარზე მაკოცა და თავი ჩემ თმაში ჩარგო.
მეც იმით დამშვიდებულმა რომ მონსტრები აქ არ მოვიდოდნენ მშვიდად დავხუჭე თვალები, სულ ბოლოს დემნას სიტყვებიღა გავიგე.
-არადა მართლა ჯობდა აქ ზღაპრის სანაცვლოს დამეძინებინე.



№1  offline წევრი დარინა

ვსიო დემნა ჩემია თეკლამ სხვა მოძებნოს, ვგიჟდები ამ ბიჭზე ასეთი საყვარელი რომ არის, ურჩხულებზე და მოჩვენებებზე ბევრი ვიხალისე.

 


№2 სტუმარი სტუმარი თეკლა

ვაიმე ფოტინ ბიჭს მახევენ????????მიშველე

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent