შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ინორი!(ლოცვა, ვედრება.)[სრულად]


5-07-2019, 19:14
ავტორი Phoenix..
ნანახია 7 658

ინორი.!
(ლოცვა, ვედრება.)
***
ცრემლებით სავსე ოთახი.. ვარდისფერ ფერებში გაწყობილი, მაგრამ მაინც შავი აურით დაფარული ოთახი. თეთრი ავეჯით იყო დატვირთული, კედელთან ახლოს საწოლი იდგა, ვარდისფერი გადასაფარებლით და დათუნიებით სავსე. კედელსა და საწოლს შორის კი ოთხად მოკეცილი გოგო. ლოყით იატაკზე მიყრდნობილი და აქვითინებული.
-ღმერთო რისთვის? მე რატო მხვდა წილად ასეთი ცხოვრება? კი მარა რისთვის დავიმსახურე ასეთი სიცოცხლე.. გევედრები ღმერთოო.. აი მუხლებზე ვდგავარ.-უცებ მუხლებზე დაემხო, საწოლს იდაყვებით დაეყრდნო და დამდუღვრული თვალებით მზერა მაღლა ააპყრო.- გევედრები რა, დამეხმარე გთხოვ. ვიცი საშინელებები ვაკეთე, მაგრამ გევედრები ასეც ნუ გამწირავ, მაჩვენე გზა.. დამეხმარე უფალო.. გევედრები, მიხსენი ამ ჯოჯოხეთისგან..-ერთმანეთს მიტყუპული მტევნები დააშორა და ახლა სახე დამალა მათში, მთელი სხეულით ცახცახებდა. სხეულის ყოველი ნაწილი ტკიოდა..-რომ ვერ გავუძლო? ამ დანაშაულის გრძნობას რომ ვერ მოვერია უფალო? მჭირდები გესმის?! მჭირდები..საკუთარი ჯოჯოხეთიდან მიხსენი, გევედრეი.!.-მკლავები ერთმანეთს გადაადო, საწოლს დაეყრდნო და ცრემლებით დამბალი სახე დამალა.!
***
აიანო მაისურაძე.. 13 წლის უდარდელი ბავშვია, რომელიც დედასთან ერად ერთ მყუდრო ბინაში ცხოვრობდა. ლამაზ სახეს მუდამ აწითლებული ლოყები უმშვენებს, მისი დანახვისთანავე სურვილს აღვიძებს გემრიელად დაჩქმიტო ისინი. ასე შორიდან ერთი დედის ნებიერა გოგოა! მუდამ ლაღი და მომღიმარი. არადა დამიჯერეთ სულ სხვანაირად არის საქმე..
-ანო ჩამოხვალ ეზოში?- აივანზე გასულმა მისი ეზოს ბავშვებს მოჰკრა თვალი.
- თიკა, დედას ვეტყვი აბა..- სირბილით შებრუნდა სახლში და სამზარეულოში მოფუსფუსე დედას წელზე შემოეხვია. -დედი, ეზოში ჩავალ რა. -ქალს რაღაცის თქმა უნდოდა, მაგრამ შვილმა არ მისცა გასაქანი.- ყველაფერი ვისწავლე, დავწერე დავალებები და რომ ამოვალ ჩაგაბარებ.. აუ გთხოვ რაა. გთხოვ... გთხოვ.-ბუთქუჩა თითებით ყელი გაიწელა და საყვარლად ააფახუნა თაფლისფერი თვალები.
-კაი დე ოღონდ წინა ეზოს არ გასცდე..- ლოყაზე მოეფერა შვილს ქეთი და ეზოში გაუშვა..
გაზაფხულის სასიამოვნოდ თბილი საღამო იყო, უბანი სავსე დახვდა ბავშვებით და გახარებული შეუერთდა მათ.. ენერგიით სავსე იყო მაისურაძე, მიუხედავად იმისა რომ ფუმფულაა არასდროს არ აკლდებოდა წონის გამო თამაშებს და ლიდერიც კი იყო „ წრეში ბურთის“.
-ანო მიდი აბა გაგორდი..-გვერდიდან ბიჭების სიცილი გაიგო. ერთი შეხედა და უსიტყვოდ გაშორდა ადგის.. -ბეგემოტი..-არ წყდებოდა მათი ხმა. მიკვირდა 13 წლის ბავშვს როგორ შეეძლო ასეთ რეაქცია ჰქონოდა რეპლიკებზე, მაგრამ მე არ მახსოვს ეზოში კამათი მოსვლოდა ბავშვებთან. მისკენ ნასროლ „ტალახს“ გმირულად იცილებდა ,თავისი მოთმინებით და ზედაც კი არ უყურებდა ხულიგნებს.
-ანო რატომ არ ეუბები დედაშენს?- ბურთი იღლიაში ჰქონდა ამოჩრილი თიკას და სირბილისგან აწითლებულ სახეზე ხელს ინიავებდა.
-რატომ უნდა ვუთხა? ილაპარაკებენ.. ილაპარაკებენ და მერე ხომ გაჩერდებიან?! არ მაინტერესებს მაგათი სისულელები, მე ხომ ვიცი, რომ ბეგემოტი არ ვარ.-ბოლო სიტყვები ჩუმად, თითქმის თავისთვის ჩაილაპარაკა და ბავშვებს შეუერთდა.. ეზოში ჩასვლის შემდეგ ის ღამე ცრემლებით სრულდებოდა. რა ქმას პატარაა, რაც არ უნდა ამტკიცოს „არ მადარდებსო“ ,გულის სიღრმეში ხომ მაინც იცის როგორ ტკენს ყოველი მათი სიტყვა.
-გოგო ბურთი ვისკენ ისროლე შენ?-ხელიდან ბურთი გამოგლიჯა ერთერთმა და ზევიდან დააშტერდა.. გვერდით ძმაკაცები ამოუდგნენ „სემიჩკის“ ფურთხებით, რომელსაც გოგონას სახეში ესროდნენ.
-მე.. ძალით არ მინდოდა..-ხმა აკანკალებულმა უკან დაიხია და სათითაოდ გადახედა..
-გომბეშო..-პირში მზესუმზირის მარცვალი აათამაშა და პირდაპირ გოგნასკენ ისროლა რომელსაც სახეში მოხვდა, ხელის ზურგით მოიწმინდა ანომ, აფორიაქებული გულ-მუცელი დაიმშვიდა , საიდან ამდენი სიმშვიდე არ ვიცი. სამივეს გაუღიმა და ზურგი აქცია.
„აიანო, მოვა დღე და ყველა ინანებს ამას.!“ -გულში ჩაწვეთებული ცრემლები იმდენად უწვავდა შიგნეულობას სიტყვასაც ვერ ამბობდა. სახლის კარები შეაღო.
-უი უკვე ამოხვედი დე?-მისაღებში იჯდა ქეთი და თავის საქმეებს აკეთებდა.
-ხო დე დავიღალე.. -სააბაზანოში შევიდა, კარები ჩაკეტა და ნიჟარას დაეყრდნო, აი აქ აღარავინ რომ აღარ უყურებდა, გადმოყარა მდუღარე ცრელები და საკუთან ანარეკლს დააკვირდა.
„კი, მაგრამ რითი დავიმსახურე ამხელა აგრესია? მე ხომ მათთვის არაფერი დამიშავებია.! „ -უკვე ნიაღვარად მოსდიოდა ლოყებზე ცრემლები.
-აიანო გამიღე კარები.!-დედის მკაცრი ხმა გაიგო.
-რა იყო დე?
-რატომ ტირი?
-ბავშვებთან ვიჩხუბე და..-არ შეუხედავს დედისთვის ისე თქვა და მისაღებში გავიდნენ.
-რამე უნდა ვიცოდე აიანო?
-არა დე, ყველაფერი კარგადაა.. ხომ იცი არა ჩვენი ამბავი.. -კარგად ხვდებოდა რატომაც იყო ასედ დღეში მისი შვილი. დედაა და გრძნობს ყველა ტკივილს საკუთარივით.
-დე გინდა ხვალ წავიდეთ ექიმთან?
-ექიმთან რა გვინდა?
-ანალიზები გავიკეთოთ რამე ჰორმონალური დარღვევა ხომ არ გაქვს, მერე კიდე დიატაზე დავჯდეთ მე და შენ. ზღვისთვის მოვემზადოთ.
-მსუქანი ვარ ხო?-აწყლიანებული თვალებით ახედა..
-ფუმფულა ხარ.!-ლოყაზე წაეთამაშა. -წავიდეთ ხვალ.!
-წავიდეთ.! -თავი კალთაში ჩაუდო.-აუ დე თმაზე მომეფერე რა.. -ნაწნავი დაიშალა და წაბლისფერი თმა მუხლებზე გადაფინა.-დე მამა როგორი იყო?
-მამა?-მოგონებებმა ქალის მზერაში კინოს კადრებივით ჩიარა.-ძალიან კარგი დე.. მე და შენ ძალინ ვუყვარდით..-ნაღვლიანად გაუღმა.-ერთისული ჰქონდა როდის დაიბადებოდი.მუცელში რომ იჯექი, მხოლოდ მის დაძახებაზე ინძრეოდი.. სხვანაირი ურთერთობა გქონდათ..
-დე გიყვარს?
-დაუსრულებლად მიყვარს.! - ცხვირის ნესტოები აუწვა ცრემლებმა. მტკიცედ თქვა და შვილისკენ დაიხარა, შუბლზე ათრთოლებული ტუჩები მიაკრო.
-დედა აიანო რატომ დამარქვი?
-ოო, მე და მამას იაპონური კულტურა გვიყვარდა ძალიან. ერთმანეთიც უნივერსიტეტში, იაპონურის ლექციაზე გავიცანით. ეს სახელი სამყაროში ორ მნიშვნელოვან რამეს აერთიანებს.-ინტერესით წამოდგა და მოუთმენლად გახედა დედას. -შენი სახელი იაპონურად სინამდვილეში „აია“-არის. „ნო“ მე დავამატე, უფრო გავალამაზე ასე, რომ ვთქვათ.-გაიცინა.- „ა“-არის სიყვარულის იეროგლიფი.დარწმუნებული ვიყავი ჩვენს შვილს ყველაზე დიდი სიყვარული ეცოდინებოდა, ამ გრძნობას მთლიანად დაიტევდა, ხოლო ცალკე „აია“-სილამაზეს ნიშნავს. აქაც დარწმუნებული ვიყავი, ჩემი აიანო ყველაზე ლამაზი იქნებოდა. და დიახ ჩემი აიანო არის ყველაზე ლამაზი.! -გულში სიცილით ჩაიკრა შვილი.
-მე ლამაზი ვარ? -გულწრფელად იკითხა მაისურაძემ.
-ულმაზესი დე.! ულამაზესი ხარ.! -გაბრწყინებული სახით უთხრა შვილს და სახის ყველა ნაკვთი დაუკოცნა.
მეორე დილით დათქმულ დროს ენდოკრინოლოგიურ ინსტიტუტის შენობაში, დერეფანში ისხდნენ და თავის რიგს ელოდა დედა-შვილი. კაბინეტში შესულებს მაგიდასთან ლამაზი ქალი დახვდათ.
-გამარჯობათ.
-გამარჯობათ, დაბრძანდით. შენი სახელი?-გოგონას მიუბრუნდა.
-აიანო.-მხიარულად უთხრა.
-მშვენიერი სახელი გაქვს აიანო. მოკლედ ახლა მე და შენ უნდა ვილაპარაკოთ...-ანკეტას სახელი დააწერა და კალამი ლამაზ, თლილ თითებში აათამაშა.-მე მარტო ვერაფერს შევძლებ, შენ უნდა გამოიჩინო ყველაზე დიდი ნებისყოფა.. აქ მოხვიდე ახალი დიეტა აიღო და შემდეგ სახლში არ დაიცვა ის, დამერწმუნე ტყუილი ფულის ყრა იქნება. ხომ გინდა მაღაზიაშ შესულს ნებისიერი ტანსაცმლის ყიდვა შეგეძლოს, გინდა მხოლოდ იმას ყიდულობდე რასაც დიდი ზომა აქვს..?
-მე, გპირდებით რომ ყველაფერს შევასრულებ.-აციმციმებული თვალებით გახედა ჯერ დედას და შემდეგ ნინო ექიმს.!
-მშვენიერია. მოდი აბა სასწორზე დავდგეთ..-უკან გაჰყვა ექიმს.- ფეხსაცმელი გაიხადე აიანო და ისე დადექი.-ღიმილით დააჩერდა გოგონას, მალევე დადგა მრგვალ შუშის სასწორზე რომელმაც 81,500 აჩვენა.. -აი ნახე მალე აქ ისეთი რიცხვები ეწერება რომელიც გულს გაუხარდება, მთავარია მოინდომო ჰო..- ჯერ ანალიზების სია ჩამოუწერა პაციენტს, რომელიც უახლოეს მომავალში უნდა გაეკეთებინა, შემდეგ პასუხებს დალოდებოდა და ისე ესტუმროდა დიეტოლოგს. და ამის შემდეგ იყო ხანგრძლივი ბრძოლა რომელიც ნებისყოფის გამარჯვებით დასრულდა. ორი წლის მანძილზე აიანო მაისურაძე მხოლოდ სკოლას სტუმრობდა და ცდილობდა სახლიდან ზედმეტად არ გამოსულიყო. უკვე მაღალ კლასებშია და სამეცადინოც ბევრი აქვს. გაზაფხულის თბილი დღე იყო, სახლიდან რომ გამოვიდა. რეპეტიტორთან მიიჩქაროდა. კიბეებზე ლაღად ჩამორბოდა, უცებ სვლა შეანელა და მეზობელ კარებთან წარსულიდან უსიამოვნო ადამიანი დახვდა..
-აიანო?-ბიჭს გაკვირვება ცხადად ეტყობოდა სახეზე.
-დიახ.-მშვიდად უპასუხა.
-აიანო როგორ დაქალებულხარ.. თან როგორი ლამაზი ხარ!-გასაღები გამოაძრო საკეტს და ჯიბეში ჩაიცურა. უკან გაჰყვა ბედნიერ გოგონას და კარგად უთვალიერებდა შავი აბრეშუმით დაფარულ სხეულს.
პირველი კომპლიმენტი რომელიც ამდენი ხნის მერე მიიღო, ზუსტად იმ ადამიანისგან რომელმაც მთელი ბავშვობა ცრემლებად უქცია.კმაყოფილი ღიმილით გაეცალა ეზოს და გაჩერებაზე სასურველ ტრანსპორტს დაელოდა..
***
სკოლის დერეფანში, უბრალო ჯინსა და მაისურში გამოწყობილი გოგონები ხალისიანად მიაბიჯებდნენ. მათ წინ კი ნაცნობი სახე უცნობთან ერთად დინჯი ნაბიჯით მოდიოდნენ. მაისურაძემ ერთი შეავლო თვალი ახალ სახეს და ღიმილით ისევ მეგობარს მიუბრუნდა.
-გიო არ დააგვიანო გაკვეთილზე, ხომ იცი პროექტი უნდა ჩავაბაროთ.-ანომ უკანა სვლით დაიწო სიარული და თან ისე ესაუბრებოდა კლასელს. შეპარვით კი უცნობს უთვალიერებდა სახის ნაკვთებს.
-კაი ხო..-ხელი უდარდელად აიქნია და კედელს მოეფარა.
სწორედ ეს უცნობი გახდა მთელი მისი ოცნებების დამანგრეველი! ასე ურცხვად გააფათურა ხელები მის სულში და მთლიანად მოსპო ის აიანო მაისურაძე, რომელიც მე ასე მომწონდა. თვალსადა ხელშუა გააქრო მხიარული, მეოცნებე გოგონა. რომელსაც სწამდა ჯადოსნური სიყვარულის. სჯეროდა რომ ნამდვილი პრინცები არსებობდნენ და მას რომელიმე იპოვნიდა... გაზაფხულის საღამოებს ახლა უკვე კარგ ნაცნობთან ატარებდა. მხიარული დღეები მუდამ ბედნიერად სრულდებოდა თემო ბელქანიასთან ერთად. პირველი სიყვარულიც ეწვია მალე ანოს და გონებით ზღაპრულ სამყაროში გადავიდა. ყველაფერი მშვენივრად მიდიოდა, თითქოს ლამაზი დასასრულიც უნდა ჰქონოდა მის ასეთ გრძნობას, მაგრამ მაისურაძე ვერ ცნობდა ცუდს და კარგს ადამიანში.!
***
იმდენად გამოუცდელი იყო ურთიერთობებში, ადამიანებში რომ მათ ცუდს ვერ ხედავდა. სწორედ ეს გახდა მიზეზი ხელში ჩავარდნოდა თემო ბელქანიას მსგავს ადამიანს. რომელმაც მაისურაძის ბავშვური ბუნება, მიმდობლობა თავის სასარგებლოდ გამოიყენა.
-ვაიმე თემო ეს რა გავაკეთე...-გონს მოსულმა პანიკამ შეიპყრო, თაფლისფერი თვალები ჩაუსისხლიანდა და სახეზე ერთიანად მოაწვა დარდი.
-კაი რა, გეყოს ტირილი და მოდი ჩემთან. -შიშველ ხელზე მოხვია თავისი ბინძური მტევანი და თავისკენ დაქაჩა. -გეყოსმეთქი ტირილი.-მოთმინება დაკარგულმა უყვირა გოგონას და თავის შეცდომაში კიდევ უფრო გღმად დაარწმუნა. ურთიერთობის დასაწყისში არსებული თბილი ხმა ახლა მხოლოდ საშიშად ეჩვენებოდა აიანოს.! ხმა არ ამოუღია, ისე გადაბრუნდა მეორე მხარეს და ჩუმად განაგრძო ტირილი. -დღეიდან ჩემი გოგო ხარ, იცოდე ზედმეტი არ გაბედო. შემომხედე..- ცრემლით დასველებულ ლოყებზე წაავლო მტკივნეულად ხელი , გამობურცულ ბაგეები კი უხეშად დაუკოცნა. სახლში როგორ მივიდა არ ახსოვს. კართან დიდი ხანი შეყოვნდა, სახე დაალაგა და უცნაურად გაღიმებული შევიდა.
-დე მოვედი..-შესასვლელში დააგდო ჩანთა და სააბაზანოში შევარდა.
-გშია ანო?
-აუ კი რაა. ვიბანავებ და გამოვალ..-მალევე მოიშორა ტანსაცმელი, სარეცხ მანქანაში შეყარა და თავად ცხელი წყლის ქვეშ დადგა. აი ის მომენტი თუ გქონიათ, ცხელი წყლის ქვეშ, ცრემლები უფრო მწველი, რომ ყოფილა?! მდუღარე წყლის ქვეშ იდგა , შუბლით კაფელს მიყრდნობილი. კარგად გრძნობდა ცრემლები როგორ უწვავდა სახეს, შემდეგ ყელსაც წვდებოდნენ და მკერდთან უჩინარდებოდნენ. ნუ გაკიცხავთ! ის ერთი გამოუცდენი გოგონა იყო, რომელიც მოატყუეს.. გამოიყენეს და გაანადგურეს. საკუთარი ხელით დაანგრევინეს მომვალი.
-ღმერთო გამაძლებინე..-ერთი ამოიხრიალა და ჩაიკეცა, მუხლებში დამალა თავი. ტკიოდა, სცხვენოდა დედის, საკუთარი თავის და მამის რომელიც ყველაფერს ხედავდა. ყველაზე არეულ გრძნობებს განიცდიდა. ეშინოდა მისი მომავლის, ხუხულასავით დანგრეული ოცნებები არ ემეტებოდა. უნდოდა ისევ ის ლაღი და ბედნიერი ყოფილიყო, მაგრამ კარგად იცოდა ეს აღარასდროს იქნებოდა. ვეღარ იქნებოდა ბედნიერი. გონს მოვიდა და მთელი სხეულის ხეხვა დაიწყო. ეზიზღებოდა ყოველი კანის ნაგლეჯი,ნეტა შესძლებოდა კანიდან ამოძრომა. ყველაზე რთული ადამიანის ცხოვრებაში ზუსტად ის გარდამავალი წამია, როცა სიკვდილის სურვილი გიპყრობს, ვენებში ეს სურვილი ისე ძლიერად რომ დაედინება, მომენტში შეიძლება საკუთარ თავსაც გადააბიჯო.!
-დედი ხო კარგად ხარ?-კარებზე ფრთხილმა კაკუნმაც უზომოდ შეაშინა.
-კი დე გამოვალ მალე.-კაცმა არ იცოდა საიდან ამხელა სიმშვიდე, საიდან ჰქონდა იმის უნარი ისე მოქცეულიყო თითქოს არაფერი მომხდარა. ყველაფერი ისევ ისეა როგორც ადრე ბედნიერ დღეებში. პირსხოც შემოხვეული ჯერ ოთახში გავიდა. სპორტულები ჩაიცვა..
-აუ დღეს არ წავალ ინგლისურზე რა..
-რატომ ანო?-წარბი ასწია ქეთიმ.
-თავს ცუდად ვგრძნობ და გთხოვ რა..-ისე საუბრობდა საჭმელს თვალს არ აშორებდა. სცხვენოდა დედის.!
-კაი, იცოდე მეორედ არ გააცდენ. მე დეიდაშენთან გავდივარ საღამოს მოვალ. რამე თუ გინდა მითხარი წამოგიღებ. გტკივა რამე?
-არა, უბრალოდ მომივიდა და ხომ იცი..
-კაი..-შუბლზე აკოცა დედამ და მალევე დატოვა მარტო, თავის ტკივილთან.
-„ეს რა ჩავიდინე, ღმერთო ეს როგორ გავაკეთე?! რა ნამუსით შევხედო დედას? „-გაფართოებული თვალებით შესცქეროდა ერთ წერტილს და გაუნძრევლად იჯდა.- „ ან ასეთს ვინღა მომიყვანს ცოლად..საკუთარი ცხოვრება ჯოჯოხეთად ვაქციე.. -ხელებში ჩარგო თავი და მხრები აუცახცახდა..-ერთი გამოსავალი მაქვს მხოლოდ. ბოლომდე თემოსთან უნდა ვიყო.. არ მაქვს უფლება მისგან წავიდე..-როგორ აშინებდა ეს ფიქრი რომ იცოდეთ! რა არის არა ცხოვრება?! ერთი ფეხის დაცდენა და ისე გიმეტებს ტკივილისთვის, ისე მოგანდომებს სიკვდილს როგორც არაფერი. არ გპატიობს ერთ შეცდომას, დაუფიქრებელ ნაბიჯს და ჯოჯოხეთს გიწყობს.. იმ დღის მერე აღარ უფიქრია არაფერზე, მთლიანად გაციებული გულით ცდილბდა დაეჯერებინა საკუთარი თავისთვის რომ ყველაფერი კარგად იქნებოდა.
ბელქანიას სახლში იყვნენ მეგობრები შეკრებილნი..ჯოკერს თამაშობნენ და ერთობოდნენ, მხოლოდ აიანო იჯდა ჩუმად კუთხეში და სახეზე აკრული ღიმილით ადევნებდა თვალს..ფიქრებმა იმდენად შორს წაიყვანა, ისე შეიყვანა ღრმა მომავალში რომ შიშით გააკანკალა, სიცივემ დაუარა ძვალ-რბილში.
-თემო შენს ჟაკეთს ავიღებ, შემცივდა.-ფეხზე წამოდგგა.
-აიღე მაგრამ ამ ზაფხულში რადროს სიცივეა.?-ირონიულად, დამცინავი ტონით უთხრა.. არც ეხლა შეუმჩნევია, თბილ მატერიაშ გაყო მკლავები და კვლავ თავის ადგილს დაუბრუნდა. საათი გავიდა, თამაშს მორჩნენ და ახლა ფილმი ჩართეს, გვერდით დაისვა ბალქანიამ „შეყვარებული“, ხმაურით აკოცა ყბაზე და ზიზღმა იმდენად დაუარა სხეულში მისი ნება, რომ ყოფილიყო ყველა იმ ადგილს დაიჯიჯგნიდა სადაც ეს „ადამიანი“ ეხებოდა! წყლის დასალევად წამოდგა..
-აუ გაიხადე რა ჯაკეტი არ მინდა შენი სუნი ჰქონდეს.-ადგილზე გაყინა მაისურაძე, ვერავინ წარმოიდგენდა რამდენად უჭირდა ამ დამცირების ატანა, რამდენჯერ კვდებოდა დღეში და ყველას ჯინაზე მაინც ცოცხლდებოდა. რამდენიმე წყვილი თვალი უყურებდა გოგონას, რომელიც უსიტყვოდ ემორჩილებოდა ბრძანებას, საკიდზე დაკიდა. ცრემლები უკან დააბრუნდა და შეცვლილი ხმით იკითხა.
-წყალი წამოგიღოთ ? -ყველამ თავი გააქნია და მშვიდად შევიდა სამზარეულოში, ხელის კანკალით გახსნა ონკანი და ცრემლების ღვრით დალია წყალი.
-არ მესმის რა გინდა ამ ყ*ესთან.-ზურგს უკან გიორგის ხმა გაიგო და შეცბუნებული შებრუნდა.
-გიო წყალი გინდა?-დააიგნორა კითხვა.
-არა.-გაბრაზებულმა უთხრა და საკუთარი ჯაკეტი მიაწოდა.-ჩაიცვი, მე არ ვარ წინააღმდეგი შენი სუნი ჰქონდეს..-თავისი ხელით მოაფარა და ცრემლები მოსწმინდა სახიდან..
-მადლობა.-ღიმილით დაბრუნდა ოთახში და თემოს შეხედა. არც კი შეუმჩნევია სხივისი მოსაცმელი რომ ეცვა გოგოს, არც აინტერესებდა აიანო მაისურაძე. -მე უნდა წავიდე, ლიკა რას იზამ დარჩები შენ? -კლასელს კითხა და ფეხზე წამოდგა.
-რატომ მიდიხარ? აი მალე წავლენ ესენიც და ჩვენ დავრჩეთ.-მაღლა უსირცხვილოდ ამოხედა.. სირცხვილისგან გააჟრიალა ტანში.. ყველაზე მეტად ახლა გიორგის ცხვენოდა.
-არა დედა მელოდება უნდა წავიდე.. -უხეშად უთხრა.
-კაი მაშინ მეც წამოვალ ანო.-ფეხზე წამოდგა ლიკაც.დამშვიდობებისას ისევ უხეშად დაუკოცნა ტუჩები ბელქანიამ და გამოუშვა სახლიდან. ბოლოს ისე გამოვიდა რომ ლიკა, გიორგი და ანო ერთად დაეშვნენ დაღმართზე. ხმა არ ამოუღია , ფანჯარაში იყურებოდა, მთელი გონებით გადართული იყო ფიქრის რეჟიმში.
აშინებდა მომავალი, ღამით რამდენჯერ აუღია დანა თავის მოსაკლავად. ისე გაიმეტებდა თავს წამითაც არ დაფიქრდებოდა, ყველაფერი იმდენად სულერთი იყო უკვე მისთვის. სწავლასაც აღარ აქცევდა ყურადღბას. ადრე მხიარული აიანო მაისურაძე მთლიანად შეიცვალა, ახლა ძალით თუ ამოგლეჯდი სიტყვას.. სიბნელეში, იჯდა თავის საწოლზე ლოტუსის ფორმაში და მთვარის შუქით განათებულ კედელს უყურებდა. გრძელი წამწამები დასველებული ჰქონდა, ცრემლებიც აღარსად ჩანდა, თითქოს შეეგუა საკუთარ განაჩენს და ახლა უბრალოდ წარსულ ოცნებებს იხსენებდა.
-ყვველაფერი კარგად იქნება.! იქნებ ისევ ის თემო დაბრუნდეს, ვინც მიყვარდა?! იქნებ გაქრეს ეს უხეში ბიჭი მხოლოდ ჩემი ტკენა რომ ახარებს. ალბათ დაბრუნდება.. უნდა დარუნდეს თორემ უარესად გამიჭირდება მასთან მთელი ცხოვრება ყოფნა.! რა თბილი იყო, მოსიყვარულე. როგორ შეიძლება დამიანში ორი ასეთი პიროვნება ცხოვროდეს?! -ხელებით სველი სახე მომშრალა და თავი საწოლის საზურგეს მიადო.-უნდა შეიცვალოს.!
***
საწოლში შიშველი გოგონა იწვა უსულოდ.. სადღა ჰქონდა შერჩენილი სული? თვალებ დახუჭული და ცდილობდა დაევიწყებინაა იმდროინდელი მდგომარეობა. ბელქანია უხეშად უკოცნიდა სხეულის ნაწილებს.. კბილებით უსერავდა კანს.ცალი ხელით იჭერდა მაისურაძის მტევნებს და უმოწყალოდ „ძალადობდა“..
-დავიღალე რა..-ცივად შეუშვა ხელი. -ან ხელი მომკიდე ან მაკოცე. რა ჯანდაბა გჭირს. -გაბრაზებული წამოდგა საწოლიდან და სააბაზანოში გავიდა. შვებით ამოისუნთქა და დაკბენილი სხეული მთლიანად დაფარა ტანსაცმლით. სანამ გამოვიდოდა ჩუმად გაიპარა სახლიდა. უკვე გაჩარებაზე იყო ჩამოსული ტელეფონი რომ აწკრიალდა.
-რა ყ*ეობა გააკეთე გოგო.
-სახლში წავედი..
-მერე ვინ გითხრა წადიო?-ბოლო ხმაზე ყვიროდა ბალქანია.
-მე მეგონა მორჩი შენს საქმეს და აღარ გჭირდებოდი.
-დავაი რა.-ერთი კიდევ შეიკურთხა და გათიშა. ღრმად ამოისუნთქა აიანომ, გაჩერებულ ავტობუსში ავიდა და მშვიდი მელოდიის ფონზე რომელიც ყურებში ესმოდა სახლში წავიდა. მას მერე ერთი კვირა გავიდა. არც ზარი, არც შეტყობინება არ მიუღია თემო ბელქანიასგან, მშვიდად იყო და შეგუებული იმ აზრს, რომ აღარ უნდა ეფიქრა სიყვარულზე, მოსიყვარულე ოჯახზე ოცნებაც შეეწყვიtა. ისწავლიდა, კარიერას შეიქმნიდა და აუცილებლად გააჩენდა შვილს..ასე მაინც შეიქმნიდა „ლამაზი“ოჯახის ილუზიას.
-აიანო რაღაც არ მომწონს შენი საქციელი ამ ბოლო დროს..-ოთახში დედა შევიდა და საწოლზე მოკეცილ შვილს დახედა.-სულ მოწყენილი ხარ, ხმას არ იღებ დე გიჭირს რამე? -საწოლის კიდეზე ჩამოჯდა. „სიმართლე ვუთხრა? რომ ვერ გამიგოს? იქნებ არ მაპატიოს?! არა ასე ვერ გავრისკავ, ისევ ჯობია მარტო გავუმკლავდე ამ დარდს, მისგან სიცივეს ვერ ავიტან. სჯობს ისევ ეგონოს რომ მისი შვილი ჯერ კიდევ სწორ გზას ადგას.“ საკუთარ თავს ბრძოლა მოუგო და კვლავ სიჩუმემ გაიმარჯვა.!
-რავი აბა ცოტა გამოცდებზე ვნერვიულობ და თან ხომ იცი პროფესიაზეც ვერ ჩამოვყალიბდი და ხასიათში გადამდის.-ბედნიერი ღიმილი აიკრა სახეზე. დახმარებას ითხოვდა, ბოლო ხმაზე შველას ივედრებოდა და ერთადერთ გამოწვდილ ხელს არ ჩაეჭიდა. არ იყო იმდენად ძლიერი საკუთარი დედის იმედგაცრუებული თვალები დაენახა, ალბათ ვერც გაიმეტა ქეთის იმედები და ოცნებები ხუხულასავით დასანგრევად.!
-მართლა დე?
-მართლა...მართლა.-„ბედნიერმა“ გაიღიმა და ლოყებიც საყვარლად ჩაეჩხვლიტა. როგორ უნდა ატკინო ასეთ ადამიანს გული? როგორ უნდა გიამეტო ის ასეთი ცხოვრებისთვის?! -აუ დე მოდი თმა დამიწანი რა..- რბილ ხალიჩაზე, დედის ფეხებს შორის მოკალათდა, თვალები მიელულა ქეთის თითები რომ იგრძნო თმაში.
-ხომ იცი რომ ჩემი იმედი ყველაფერში უნდა გქონდეს? არ არებობს დედამიწის ზურგზე ისეთი საქციელ რასაც დედა შვილს არ აპაიებს.! -როცა დედა ხარ და შენი შვილი 9 თვე მუცლით ატარე, სხეულშივე გრძნობდი მის გულის ცემას, რთულია მოტყუვდე.! კარგად ხვდებოდა შვილს რაღაც უჭირდა.!
მაგრამ პასუცი არ გასცა.!
***
(თავი 2)
ნელ-ნელა აჰყვა ცხოვრების რიტმს, დამშვიდებული გონებით გააგრძელა ცხოვრება და აგერ უკვე მეგობართან ერთდ კინოშიც დადის.
-აუ ლიკუნა წამო რამე ვჭამოთ რა.-დარბაზიდან გამოსულები, საკვები ობიექტების წინ აიარეს და იქიდან გამოსულმა სურნელმა ორივე მიიზიდა.
ცხოვრება გრძელდება.! ბანკეტის დღეც მოახლოვდა. მთელი დღე მზადებაში გაატარა. მსუბუქი მაკიაჟი გაიკეთა, რომელმაც სახის ნაკვთები უფრო გამოკვეთა და გაალამაზა. ლამაზი თვალები აუციმციმდა. კაბაც ასაკის შესაფერისი შეარჩია. ლამაზი ზურმუხტისფერი ნაჭერით შეკერილი, წელზე მომდგარი და მუხლებამდე გაშვებული, თავად როგორც აღწერდა ფერიის კაბა მოირგო და სარკესთან დატრიალდა. საწოლზე მომღიმარი ქეთი იჯდა და სიამაყით უყურებდა ქალიშვილს.
-რა ლამაზი ხარ დე. ულამაზესი.-გაღიმებული წამოდგა და შვილის წინ გაჩერდა, აღფრთოვანებული უყურებდა თვალებში.
-მადლობა დე..-კიდევ ერთხელ აათვალიერა ანარეკლი სარკეში, აწკრიალეულ ტელეფონს დახედა და მალევე უპასუხა.
-ანო მოვედით..-ლიკუნას მხიარული ხმა გაიგო ტელეფონში და ჩანთით ხელში მშვიდად გავიდა გარეთ.
-ვაიმე ლიკუნაა როგორი სხვანაირი ხარ.! -გადაეხვია მეგობარს, ახლა მზერა გიორგისკენ გადაიტანა.-ეს სიმპატიური ბიჭი ვისია?!-წარბები ეშმაკურად აათამაშა.
-ულამაზესო.! -სიცილით უთხრა და კუთვნილი თაიგული მიაწოდა. გახარებული ჩაჯდა მანქანაში და მხიარულებაც დაიწყო. არ გახსენებია თემო ბელქანია და მისი უბედურებები. მთელი საღამო ცეკვავდა და მხიარულობდა. არც ბევრი დაულევია, ზოგადად არ უყვარს სასმელი. უკვე შუაღამისას ყველა თავის სტიქიაში იყო. რამდენიმე ბავშვი მაგიდასთნ ისხდა და სასმელს-სამსელე ცლიდნენ. ზოგიც მუსიკის რიტმს აყოლებდა ტანს. გიორგი გველესიანი კი თავის ადგილს არ შორდებოდა, უაზროდ დაჰყურებდა ჭიქას, ფიქრის დროს უცნაურ მიმიკებს იღბდა. შეუმჩნეველი არ დარჩენია აიანოს გაპარვა გარეთ.
-სად დაიკარგა შენი „შეყვარებული“?- ტუჩებს შორის, ღიმილის კუთხეში ჰქონდა მოქცეული სიგარეტი, რომლის კვამლიც თვალებს უწვავდა, თვითონ კი თასმებს იკრავდა.
-არ ვიცი.
-დაშორდით?
-ალბათ.
- რამდენად კარგი მეგობარიც არის, იმდენად ყ*ე „შეყვარებულია“ შენთვის.-ფეხზე წამოდგა და ზევიდან დააჩერდა მაისურაძეს. -არ მესმის მასთან რა გესაქმება?! აიანო დაიკარგები თემოსთან.! საკუთარ თავს დაკარგავ. დაიფერფლები და ნიავს გაჰყვები. სანამ დროა შეეშვი.! -აღელვებული ესაუბრებოდა მეგობარს. „ გიორგიი როგორ მინდა თემო ბელქანიას კვალი გაქრეს ჩემი ცხოვრებიდან.! როგორ მინდა ის დაღი, რომელც გულზე ასე საშინლად მადევს გაქრეს.! თანახმა ვარ გულიც დავკარგო მთავარია ეს დაღი მომშორდეს.“
-გიორგი შენ არავინ გიყვარს? -უცნაურად მომღიმარმა ახედა გველესიანს და თეთრ პერანგზე უსწორმასწოროდ დამაგრებული ბაფთა გაუსწორა.ტყუილის თქმას ისევ დუმილი ამჯობინა სვანმა.
-შევიდეთ? -უკმაყოფილოდ გააქნია თავი გიორგიმ და თითებში მოქცეული სიგარეტი ოსტატურად გადააგდო, წელზე ხელის მოხვევით უბიძგა წასულიყო.
***
მთელი ღამე უშფოთველად ეძინა, რამდენჯერმე კი გამოეღვიძა მაგრამ ძილი მალევე შეიბბრუნდა. დილით კი იგივე განმეორდა, ნაცნობმა ნომერმა გააღვიძა. რიცხვების ამოცნობის შემდეგ შიშმა აიტანა და მალევე გამოფხიზლდა.
-გისმენ.
-გავიგე გუშინ კარგად გაერთე.-ხმაში სიბოროტე მეფობდა.
-ამისთვის დარეკე?
-რას გეკურკურებოდა ის ჩე**სა?
-ვის გულისხმობ?
-გიორგის.!
-უსირცხვილო ხარ.! გიორგი ჩემი მეგობარია.! -მალევე წამოენთი საქმე მის მეგობარს რომ შეეხო.
-კაი კაი. ამოდი დღეს მომენატრე..-ოღონდ ეს არა.
-დღეს არ მცალია.!
-აიანო! დღეს გელოდები ჩემთან.!-ტელეფონი გათიშა, მაისურაძე კი მოწყვეტით დაეშვა საწოლზე, გონება არაფერზე ფიქრის რეჟიმში გადაიყვანა და ისე აღმოჩნდა ხის კართან ვერ მიხვდა. სასიკვდილო განაჩენზე კიდევ ერთხელ თავისი ფეხით მივიდა. კარზე კაკუნი აკრძალული ჰქონდა, მეზობლებს მისი მისვლა რომ არ გაეგოთ.! ტელეფონით დარეკა და ანიშნა კარები გაეღო.
-პატარავ მომენატრე.-განიერ მკლავებში მოიქცია სუსტი სხეული.
-მეც.-მისთვის საზიზღარი სიტყვები ამოუშვა ბაგეებიდან.
-ჩაის დალევ?-როდის აქეთ იყო დაკმაყოფილებამდე თემო ბელქანია ასეთი თბილი?!
-ყავას, დილით ვერ მოვასწარი.-სავარძელზე დადო ჩანთა და თავად უკან გაჰყვა. მალევე გააკეთა ყავისფერი სითხე და მაგიდაზე დაუდო, თვითონ წინ დაუჯდა. მომღიმარი აკვირდებოდა გოგონას ნაკვთებს. იცით არასდროს უთქვამს რომ ლამაზი იყო, ურთიერთობის დასაწყისშივე იგრძნობოდა უხეში თვისებები, მაგრამ „სიყვარულით“ დაბრმავებული გოგო როდის იყო ასეთ რამეებს ამჩნევდა?! მისგან თბილი სიტყვა არასდროს გაუგია, ერთი-ორჯერ თუ ეტყოდა მიყვარხარო და ესეც ისე იყო ნათქვამი ნეტა არც არასდროს არ ეთქვა.!
-რაო აბა გუშინ როგორი დრო გაატარე?
-ნორმალური, მე და დედა ადრე წამოვედით.
-ისე რაო გიომ?
- შენმა შეყვარებულმა რატომ დამივიწყაო.-ისე თქვა ზედაც არ შეუხედავს.
-გაა*ვას რა.-თქვა და ფინჯანი ხელიდან გამოართვა.. აი დაიწყო მისი სიკვდილით დასჯა. ათას ნაწილად დაიშალა პირველად პერანგი რომ გახადა. შენდეგ მიწის გახსნა და ბექლანიას შიგნით ჩავარდნა ინატრა. გვერდით აქოშინებული რომ გადაწვა შვებით ამოისუნთქა. „კიდევ კაი მალე მორჩა“
-შენ არ გიყვარვარ.! -გადმოხედა გვერდით მწოლიარეს. სახეზე დაყრილი შავი ფერის კულულები თავის ქნევით გადაიწია და ნაცრისფერი თვალები აავლო მისთვის სასურველ, შიშველ სხეულს. თითები ხორბლისფერ თეძოზე აასრიალა.
-როგორ არა.. მიყვარხარ.-როგორ ეგონა ამ სიტყვის წარმოთქმის მერე იგრძნობდა ყველაზე დიდ ბედნიერებას. ფრთები გამოესხმებოდა და ზეცაში აიტაცება, მაგრამ ახლა ჯოჯოხეთის ყველაზე ბნელ ქვესკნელში გდია, იქიდან კი ამოსვლა საერთოდ არ უნდა.!
***
ყველაფერი ძველებურად გაგრძელდა, სკოლის გამოცდებიც წარმატებით ჩააბარა.. ეროვნულებისთვის მზადება განაგრძო, საბედნიეროდ ერთი თვე მისი ცხოვრებიდან კიდევ გაქრა ბელქანია და მშვიდად სუნთქვის საშვალებაც მიეცა აიანოს.
-ვერ ვხვდები ამდენს რატომ უთმენ!-რეპეტიტორიდან მოდიოდნენ გზაში ლიკუნამ საუბარი რომ დაიწყო.
-მიყვარს ლიკუნა.
-არ გიყვარს.! და მე ნუ მაბოლებ რა.. გამაგებინე რა ხდება ასეთი რის გამოც ამდენ დამცირებას იტან.?-ახლა რომ უთხრას სიმართლე დარწმუნებულია გაკიცხავენ, ვერ კი არა, არ გაუგებენ.! ისე მიაგდებენ და ისვრიან ტალახს მისკენ არც კი მოერიდებათ.! შეიძლება ერთი შეხედვით არ ეტყობა, მაგრამ ამ გოგომ კარგად ისწავლა ადამიანის ცნობა.!
-ვაიმე ლიკუნა რა გინდა? გეუბნები კარგად ვარ მასთან თქო.
-ხოდა იჯექი და ისულელე თავი რა.- გაიბუსხა და ნაბიჯს აუჩქარა.
-ყველამ თავის ცხოვრებას რომ მიხედოს არა?-ნერვებ მოშლილმა უაზროდ ჩაილაპარაკა და გზაზე გადაუხვია. უმისამართოდ მიდიოდა, ჩქარი ნაბიჟით.ერთადერთი იყო მთელს ქალაქში, მის გარშემო ყველა და ყველაფერი ნელ-ნელა გაუფერულდა და საბოლოოდ გაქრა. დაიღალა საკუთარი თავის გლოვით.! მობეზრებული ცხოვრებით, იძულებული სუნთქვით და გაუსიძლისი სულის ტკივილით. „ნეტა ახლა უბრალოდ გაქრეს ჩემი არსება!“-ამოიტირა და ისევ მშვიდი, დალაგებული სახით განაგრძო ცხოვრება.
რა რთულია როცა ადამიანს ვერ ენდობი, ხომ არის რაღაც ცხოვრებაში რასაც მშობელს ვერ ეტყვი.. უნდა გაგაჩნდეს საკუთარი მონასტერი სადაც თავს შეაფარებ, უნდა გქონდეს ვინმეს იმედი.. ასე ყველაფრის გარეშე დარჩენილს რთულია გააგრძელო ცხოვრება.
***
ეროვნულმა გამოცდებმა მშვიდად ჩაიარა, გამოცდიდან გამოსული, ტავს დაადებდა და მაშინვე სახლში იმალებოდა. არავის დანახვა არ უნდოდა. უფრო და უფრო იკეტებოდა საკუთარ ქერქში . ქეთი აფორიაქებული, შიშით ვერ ეკითხეოდა რა სჭირდა. არ უნდოდა მისი უარესად გაღიზიანება..ერთი პერიოდი ისიც კი იფიქრა ალბათ ასეთი პერიოდი აქვსო, გამოცდებმა და სტრეულმა სიტუაციამ იმოქმედაო, მაგრამ გულის სიღრმეში მაინც ვერ მშვიდდებოდა დედა.
იფიქრა.. იფიქრა და ბოლოს ეკლესიში წასვლა გადაწყვიტა. დიდუბის პანტეონთან იდგა და შესვლას ვერ ბედავდა. ძლივს ამოისუნთქა და ეზოსკენ ნაბიჯი გადადგა. ტაძარში შესულს უამრავმა ემოციამ შემოუტია და ხატის წინ ატირდა. სანთელი ეჭირა ხელში და მოთქმით ტიროდა.
-იცით მიცვალებულთათვის იქით ანთებენ სანთელს.-მესანთლე მიუახლოვდა სიკვდილით შეწუხებულ და ატირებულ გოგონას. რა უნდა ეპასუხა? ერთადერთი სანთელი დაანთო.
„უფალო..“-როგორ უჭირს ფიქრი, ნერწყვი მძიმედ გადაუშვა.“უფალო შემიწყალე, შეისმინე ჩემი ვედრება. ერთადერთი ხარ ამ გასაჭირში ჩემს გვერდით. ასე მწამს და ვიცი მუდამ ჩემს გვერდით ხარ, გევედრები... მთელი გულით გევედრები როგორმე მაჩვენე სწორი გზა. ვიცი შევცოდე, საშინელება ჩავიდინე მაგრამ შენ მაინც არ მიმატოვო.! ასე ძალიანაც არ გამიმეტო გთხოვ.“-ატირებულმა თავი დახარა და მთელი ტანით აცახცახდა.-იქნებ შენც მიმატოვე და ეს ზუსტად ამიტომ..-სიტყვა გაუწყდა და მაშინვე მოიშორა ეს საშინელი ფიქრები. -ყველაზე უკეთ შენ ხედავ ჩემს სულს, კარგად იცი რასაც განვიცდი. რამხელა ტკივილს ვუმკლავდეი და არავისთან ვწუწუნებ. შენ ხარ ერთადერთი ვისი იმედიც მაქვს. გევედრები შემიწყალე და ოდნავ ასატანი გახადე ეს ტკივილი..- ასლუკუნებულმა ძლივს ამოისუნთქა და გულის დაწყნარება სცადა.-შემიბრალე და მაპატიე ეს საშინელი ცოდვა.! „-პირჯვარი გადაიწერა და სწრაფად გამოვიდა ტაძრიდან.. სირბილით დაეშვა ქუჩაში, თვალზე ბინდ გადაკრული იქვე მუშტაეთის ბაღში ყველაზე მოშორებულ სკამზე ჩამოჯდა. გრძელი თხელი სარაფანა ეცვა მთლიანად დახურული. თავზე დედის ნაჩუქარი ატლასის თავსაბურავი ჰქონდა მოხვეული და ყელთან რამდენიმე ნაკეცით შეკრული. სკამის შუაში დაჯდა, ხელები მუშტად შეკრული მუხლებზე დაილაგა, წელში მოხრილი კი ყველაზე უსუსური ჩანდა.ხმით ტირილი აუტყდა და ვეღარც ამოისუნთქა, ყელთან შეკრული შარფი გაიხსნა, იქნებ რამით გაეადვილებინა სუნთქვა. რამდენიმე ხანი გაგრძელდა ასე და მყუდროება მშვიდმა ბარიტონმა დაარღვია.
-შეიძლება ჩამოვჯდე?-უსიტყვოდ მიიწია კიდისკენ და ჩანთაც გვერდით მიიჩოჩა. ერთხანს გრძნობდა უცნობის მზერას, თვითონ არც კი გაუხედავს მისკენ. თავს ამის უფლებას ვერ მივცემო იფიქრა და წითელი ქვებით დაფარულ ასფალტს დააკვირდა.
-კარგად ხარ?
-არა.! არ ვარ კარგად.!- ხელის ზურგით მოიწმინდა ცრემლი და კვლავ საკუთარ მუხლებს დააკვირდა.-ზედმეტად მარტივი ავღმოვჩნდი ამ ცხოვრებისთვის.!
-ეჰ, იცი რამადენი რამის გადატანა მოგიწევს კიდე ამ ცხოვრებაში? ჯერ სად ხარ.! არავის გამო რომ არ ღირს ასე ტირილი არ უთქვამთ შენთვის? -ქვევიდან გახედა უცნობმა.
-რა უნდა რას გადამეკიდა.?-გონებაში გაიფიქრა და თითები ერთმანეთს უფრო ძლიერად მოუჭირა.
-ასე ტირილით გული ამოგივარდება!-მშვიდად განაგრძნო საუბარი.-ერთ რჩევას მოგცემ.. როცა ტირილი მოგინდება უბრალოდ შოკოლადი შეჭამე და იქ არსებული ენდორფინები ოდნავ მაინც დაგეხმარება..-მუხლებზე ფრთხილად დაუდო მწვანე ალპენ გოლდის ფილა..-და კიდევ..შეიძლება სისულელედ მოგეჩვენოს, მაგრამ დამპირდი! ეცდები იშვიათად იტირო! არავინ არის ასეთი ცრემლეის ღირსი.-გულწრფელი ხმით ესაუბრებოდა აიანოს და სითბოთი ავსებდა ეს ხმა.. დაუფიქრებლად წამოდგა, წვავდა მისი მზერა გონებას კი უცნაურად ურევდდა.! ისეთი სისწრაფიდ გაიქცა ვერც კი შეამჩნია გაშლილ თმაზე როგორ ჩამოსრიალდა ატლასის თავსაბური.!
-მიქაელ დიდი ხანი გელოდოთ?-შემოსასვლელიდან რამდენიმე მეგობარმა გახედა მათსავით ჩაცმულ ბიჭს. ახალგაზრდა ნაკრების მოთამაშე მიქაელი ფეხზე წამოდგა და ღიმილით დატოვა პარკი, თან უცნობის კუთვნილი ნივთიც გაიყოლა, ვერ გაიმეტა ეს ლამაზი და ფაფუკი ნაჭერი დასაკარგად.
***
შოკოლადის ფილა რომელიც იმ დღესვე შეიჭამა მართლაც მოუტანა ღიმილიანი დღეები და მისი პირველი შეფუთვა კი უცვლელად იკავებდა დღიურში საპატიო ადგილს. ყოველთვის ღიმილი მოჰქონდა მის დანახვას.. ბევრს ნიშნავს სწორად შერჩეული სიტყვები! სიტყვას ბევრი რამის შეცვლა შეუძლია.!
-აიანო..
-გისმენ გიო.-ფილმი დააპაუზა და ფანჯარასთან გადაინაცვლა ტელეფონით ხელში.
-დღეს მატჩზე წამოხვალ?
-სად?-სიცილი ვერ შეიკავა როდის იყო დაინტერესებული ფეხბრთით.
-მატჩზე ჩვენები შვეიცარიას ეთაამაშებიან.
-აუ კაი რა გიო როდის იყო მე ფეხბურთზე დავდიოდი?
-ჩემი ხათრით წამოდი, თან ლიკუნაც მოდის. უფასო ბილეთები მაქვს და შენი რა მიდის?
-რომელზეა?
- 6 საათზე იწყება მაგრამ ნახევარზე მაინც უნდა ვიყოთ.
-კაი ლიკუნას დაურეკე და მანამდე მოვემზადებ..
-ოქრო გოგო ხარ. კაი გკოცნი დროებით.-თბილად დაემშვიდობა და ტელეფონი გათიშა. ლეპტოპი მაგიდაზე დაარუნა და კარადას მიუახლოვდა
-რაო დე სადმე მიდიხარ?-ქეთი შემოვიდა ოთახში.
-გიორგიმ აიჩემა გინდა თუ არა ფეხბურთზე წავიდეთო.. -თვალები გადაატრიალა და კარადიდად ის გადმოიღო რაც პირველი მოხვდა თვალში. უკვე დიდი ხანია პანჭვას მოეშვლა.
-მშვენიერი აზრია დე, სულ სახლში ხარ.
-შენც დაიწყე? -ერთი და იგივე საუბრუთ დაღლილმა გადახედა დედას.
-მიდი მიდი ჩაიცვი და წადი გაერთე.- სულ არ ეხალისებოდა, ყველაფერს ერჩივნა სახლში ყოფნა ფილმის ყურება და ენდორფინების მიღება. მალევე დარეკა გიომ და სადარბაზოსთან შეხვდა. ღიმილით გაუდგნენ დინამოსკენ გზას. ტელეფონი აწკრიალდა. გუმანით გრძნობდა ალბათ ბელქანია აიანოს ბედნიერ წუთებს და ყოველთვის ახერხებდა მათ ჩაშხამებას.
-გისმენ.-გამყინავად მშვიდი ხმით უპასუხა ნაცნობ ნომერს.
-როგორ ხარ პატარავ?
-კარგად თემო შენ?-სახელის ხსენეაზე გიორგიმ გაკვირვებულმა გამოხედა.
-მე მომენატრე, რას შვები სად ხარ?
-მე გიო და ლიკუნა ფეხბურთზე მივდივართ. -არ აქცევდა გიორგის გაღიზიანეულ მზერას ყურადღებას ისე ესაურებოდა მის „შეყვარეულს“.
-მომიკითხე ბავშვები. კაი ხვალ ჩამვოვალ ბათუმიდან და დაგირეკავ გკოცნი, მიყვარხარ.-ბოლო სიტყვაზე თვალები კინაღამო გადმოსცვივდა გაკვირვებისგან მაისურაძეს.
-მეც გკოცნი, მიყვარხარ.
-ამას არ უნდა ეუბნებოდე შენ იმას..-გაბრაზებულმა გველესიანმა დაისისინა და აუჩქარა ნაბიჯს..
-შენ სულ გაგიჟდი?-ტელეფონი ჯიბეში ჩაიდო და უკვე კარგად მოშორებულ მეგობარს დაეწია, მკლავში სტაცა ნატიფი მტევანი და მისკენ შემოაბრუნდა..-რომ გაეგო ხომ იცი რაც მოხდებოდა.
-რა მოხდებოდა და ერთხელ მაინც მიიღებდა თავისას.. -უხეშად მოიშორა მეგობრის ხელი და წინ განაგრძო სვლა.
-გიორგი გეყოს რა..წამო აი ლიკუნაც გამოჩნდა.- სტადიონზე თავისი ადგილები მოძენეს და განათებულ მწვანე მინდორს დააკვირდნენ. მატჩიც მალე დაიწყო, გვერდით დამაგრებულ მონიტორებზე ჯერ შვეიცარიის ნაკრების მოთამაშეები გამოჩნდნენ, შემდეგ ქართველები..
-18 ნომრით ითმაშებს მიქაელ ონიანი.-გაისმა მოედანზე კაცის ხმა, რასაც ოვაციები მოჰყვა, უცნაურად დაუარა სხეულში ჟრუანტელმა. სხვანაირი ემოციით აივსო და მოედანზე მორბენალ 18 ნომერს ყურადღბით ადევნებდა თვალს.
***
(თავი 3)

პირველი კურსის დასასრულს მთლიანად შეიცვალა აიანო მაისურაძე. მასში გაუფერულებული ძველი ანო მთლიანად გაქრა. გულში კი დარჩა დიდი ორმო, ამოუვსებელი ორმო.!
-მე იმისთვის არ გამიზრდიხარ დედა იმ ბიჭს გაჰყვვე ცოლად.-აკანლაებული ხმით დასდებდა შვილს ქეთი ოთახიდან-ოთახში.
-დედა მიყვარსდა და..
-ვინ გიყვარს დედი ის ბიჭი? უპერსპექტივო ყოფილი მოჭიდავე? ერთი ნახვითაც შევამჩნიე ვინც არის, საერთო რა გაქვს დედა იმ ბიჭთან? სხვადასხვა ინტერესები, ხედვა, ინთელექტი ნუ გამაგიჟე დედა დავიჯერო ვიზუალმა ასე დაგაბრმავა? -ხელებს გაოცებული იქნევდა ჰაერში. -მისმა ლამაზმა პირ-სახემ ასე როგორ დაგაბრმავა, რომ ცოლად მიჰყვებო. დედაა.-ბოლოს მკლავებში წვდა ერთადერთ შვილს და ერთ ადგილზე გააჩერა.
-დე ყველაფერი კარგად არის, ის კარგი ადამიანია.-ისეთი „მომატყუებელი სითბოთი“თქვა ეს რამდენიმე სიტყვა, რომ თვითონაც კი დაიჯერა.
-დედა გაიძულა რამე? დედა მითხარი არ დამიმალო.!
-არა დე ყველაფერი კარგად არის. –„გულწრფელად“ გაუღიმა..
შემდეგ იყო ქორწილი. კარგად დაფარული ტკივილი და სულში ჩაღვრილი ათასობით ცრემლი, მაგრამ თავიდანვე ვთქი რომ ეს გოგო კარგი მსახიობია. იმდენად შენიღბული საკუთარ თავსაც კი მშვენივრად ატყუებდა.
***
წლები მშვიდად გავიდა, უნივერსიტეტიც წარმატებით დაასრულა სამაგიეროდ ბატონმა ბელქანიამ სახლში დასვა, აბა ცოლს ხომ არ ამუშავებდა! ნელ-ნელა დაიკარგა აიანო, გაუფერულდა და ის ოდნავ შერჩენილი ფერებიც დაკარგა. თაფლისფერი თვალები ჩაუმუქდა და თმაში ჭაღარაც კი შეერია 23 წლის გოგოს. მისმი მეგობრები? გიორგი გველესიანი ბერად აღიკვეცა, ეს გადაწყვეტილება აიანო მაისურაძის ქორწილის შემდეგ დღეებში მიიღო. ვერ გაუძლო საყვარელი ქალის ბოლომდე დაკარგვას, საკუთრი თავი კი სხვისთვის არ ემეტებოდა. იცოდა ასეთი სიყვარული ერთხელ მოვიდა მის ცხოვრებაში და სამუდამოდ დარჩა. ამჯობინა მონასტერში წასვლა და მისთვის ლოცვაში გაეტარებინა მთელი დარჩენილი ცხოვრება. გულის სიღრმეში ალბათ მაისურაძემაც იცოდა გიორგის გრძნობები, თავის დროზე რომ შეემჩნია...

სამზარეულოში ჭურჭელს რეცხავდა, ფიქრებში გართული ერთ წერტილს იყო მიშტერებული.
-ბატონო მიქაელ..-ტელევიზორიდან ჟურნალისტის ხმა მოესმა. -როგორ აპირებთ ცხოვრების გაგრძელებას ასეთი ტრავმის შემდეგ?
-იცით მიუხედავად იმისა, რომ ჩემი ოცნება აუხდენელი დარჩა, არ ვაპირებ გავჩერდე, ჩემს ქვეყანაში დავბრუნდები და მამისეულ საქმიანობას გავაგრძელებ.-ხმის გაგონებაზე ერთად შეგროვებული ჭურჭელი ხელიდან გაუვარდა. ხმა, ამ ხმას რა დაავიწყებს! ათასობით კაცშიც კი გაარჩევდა. წლების გავლის მიუხედავად, დღესაც კარგად ესმის ყურში, ის ბარიტონი ასე რომ გააძლებინა ცხოვრება. ტელევიზორთან მიირბინა და მის წინ მუხლებზე დადგა. უყურებდა მისთვის უცნობ პიროვნებას და დიდი ხნის წინ დამშრალი ცრემლები გამოჩნდა ისევ ღაწვებზე. -დავბრუნდები საქართველოში და გავაგრძელებ ცხოვრებას. ყველაფერი ხდება, არავინ ვართ დაზღვეული რაიმე უბედურებისგან და მე მწამს რომ ეს რაღაც ახლის.. დასაწყისი იქნება.-ღიმილით საუბრობდა და კამერაში ისე იყურებოდა თითქოს გრძნობდა მის მიღმა გაღიმებულ ქალს.
-ცოტა სიგიჟეა შენს ხმაზე შეყვარებული რომ ვარ ხო?!.-ასე გულწრფელად რამნდენი ხანია არ გაუღმია, ასეთი გულწრფელი დედასთნაც არ ყოფილა. სამზარეულოში დალეწილ ჭურჭელს დაუბრუნდა.
დაიჯერებთ 7 წლის განმავლობაში სხვა კაცზე ფიქრები არ შემოტევია,ახლა კი მთლიანად დაუარა სხეულში „აკრძალულმა ფიქრებმა“ . მთელი მისი არსება მოიცვა, პირველად ცხოვრებაში შიშის მაგივრად, თავისუფლებას გრძნობდა, ხომ შეიძლება მის გონებაში მაინც იყოს ლაღი, ბედნიერი. ერთმა ხმამ! ძველმა მაგრამ ყველაზე თბილმა დაუბრუნა ფერები და ისევ ლაღი აიანო დააბრუნა გონებაში.
-ფიქრებს ხომ ვერავინ წამართმევს.!-ჩაილაპარაკა და ნამსხვრევები ურნაში ჩაყარა.
ღამის თერთმეტი საათი სრულდებოდა საწოლში რომ შეწვა, მის გვერდით არსებული ადგილი ჯერ კიდევ თავისუფალი იყო და მაისურაძეც მშვიდად სუნთქავდა. კარის ხმაზე სწრაფად დახუჭა თვალები, თხელი საბნით ნახევრად დაიფარა სახე. ჩაიზნიქა მეორე მხარეც და სხეულზე შეხება იგრძნო.თეძოზე ასრიალდა ძლიერი ხელი და თან აიყოლა სპილოსძვლის ფერი ატლასის პენუარი. უფრო მიეკრო ქალს დიდი სხეული და სველი კოცნები დაუტოვა შიშველ მხარზე...
-მეძინება გთხოვ.-დაბალი ტონით თხოვა.
-კარგი.-უჩვეულო ხმით უპასუხა და თვითონ მალევე დაიძინა. დღეები ასე ნელა მიდიოდა, ბედნიერების ფიქრებით ირთობდა თავს. რა არის არა გონება? წამებში შეუძლია ისეთ ადგილას მოგახვედროს სადაც ცხოვრებაში შანსი არ გაქვს. გონებაში ისეთი ლაღი და ბედნიერი იყო. ლამპიონებით განათებულ ქუჩებში სეირნობდა და მაინც ერთ ადამიანს ხვდებოდა. ყველა ფიქრის დასასრულს, ბოლოში იმ ხმის პატრონი იდგა, რომელმაც შეძლო და ასე დაამახსოვრა თავი.!
-დედა საყიდლებზე გამომყვები? -მხრით ეჭირა ტელეფონი და თან იცვამდა.
-კი დე გამოგყვები. მოვემზადები და გავიდეთ.
-კაი..-ტელეფონი გათშა, სარკეში გაცრეცილ სახეს დააკვირდა. ლამაზი სახე თხელი ლოყებით, მსხვილი ვარდისფერი ტუჩებით და ნუშისფორმის ყავისფერი თვალებით უყურებდა სარკიდან. გრძელი წამწამები ლამაზად მოძრაობდნენ, ღიმილის დროს ყვრიმალები ეკვეთბოდა და გასაოცარ მთლიანობას ქმნიდა. ეს ტუჩები ისევ ისე ლამაზად იმზირებოდა, იცოდა რომ ერთ დღეს, ალბათ მასაც ექნება იმის ბედნიერება რომ შეეხოს სიყვარულით სხვის ბაგეებს, იგრძნოს ვნებით და სიყვარულით სავსე ამბორი..! ეს თვალები კი ელოდება გაბრწყინებას, ჩამქრალ თვალებში აუცილებლად აგიზგიზდება ცეცხლი და აუცილებლად მზერაც დიდი სიყვარულით იქნება სავსე.
ბევრი იარა დედა-შვილმა, უამარავი რამ შეიძინეს.მხიარული მიხვრა მოხვრით დადიოდნენ და ისევ ძველებურად შესცინოდნენ ერთმანეთს. ქეთის გვერდით ისევ ის პუტკუნა, ვარდისფერ ლოყება, თაფლისფერ თვალება გოგო იდგა.
-რა უადგილო ადგილას ააშენეს ეს კორპუსი რა..-ჩაიბურტყუნა მაისურაძემ და ლიფტის ღილაკს თითი მაჭირა.-არადა რა ლამაზი ხედი იყო ჩემი ოთახის აივნიდან.!
-თან ახალი მეზოელიც გადმოდის როგორც სჩანს.-თავით დიდ სატვირთო მანქანისკენ ანიშნა.
-ხოო ალბათ.-პატარა ძველებულ ლიფტში შევიდნენ და სასურველ ციფრს მიაჭირა თლილი თითი. საღამომდე დაიტოვა დედა სახლში, რამდენიმე სახეობის საჭმელი გააკეთა და ახალი ჭურჭელიც მოათავსა თაროებზე.
-ოჰ სიდედრიც აქ ყოფილა..-კარებში მაღალი სილუეტი გამოჩნდა, მუქ ჯინსსა და ღია ფერის მაისურში უფრო კარგად სჩანდა მისი ნაცრისფერი თვალები. ერთ დროს თავბრუ რომ დაახვია აიანოს.
-გამარჯობა თემო.-არც კი შეუხედავს სიძისთვის ისე მიესალმა.-მე წავალ დე, აღარ გჭირდები.
-დარჩენილიყავი, ერთად გვესადილა.-ლუდის ბოთლები დაალაგა მაგიდაზე და თვითონ სკამზე ჩამოჯდა.
-არა მადლობ, საქმეები მაქვს.-ჩაკოცნა ანო და მარტო დატოვა სახლში.
-შეჭამ რამეს?
-რრამე მსუბუქად რა, შუადღისისთ კარგად ვჭამე და..
-კაი სალათა გავაკეთე და.-მაგიდაზე ორი თეფში დადო, ისიც წინ დაუჯდა ქმარს.
„ყვლაფერი კარგად იქნება.! ‘-რატომ გაიფიქრა გონებაში ეს რამდენიმე სიტყვა არ ვიცი, უცებ გული დაწყდა.დაენანა საკუარი თავი ჩაფუშული ოცნებებით.
-აიანო, შენთან სერიოზული სამქე მაქვს.!- ჩანგალი ტეფშზე დადო და ცოლს ამოხედა.
-გისმენ თემო.
-შვილი მინდა.! -მეხის გავარდნასავით იყო ეს აიანოსთვის. ნამდვილად არ სურდა მისი შვილის მამა თემო ყოფილიყო. -უკვე რამდენი წელია ერთად ვართ და შვილი არ გვყავს.!-ხმა გამყინავი ჰქონდა ბელქანიას.დუმილს ვერ არღვევდა მაისურაძე, ან ენა როგორ მოუბრუნდეოდა იმის სათქმელად, რომ საერთოდ არ უნდოდა მისი შვილი.
-რამდენიმე დღეში წავალთ ექიმთან!-შეუვალი იყო.-თუ სამკურნალოა, ყველაფერს გავაკეთებთ და აუცილებლად გვეყოლება შვილი.-მაგიდაზე მიყინულ ქალის თხელ მტევანს, გადაუსვა თავისი დიდი ხელი და მუჭში დამალა.იცოდა რაც იქნებოდა ამის გაგრძელება. კიდევ ერთხელ დაკარგა სულის ნაგლეჯი. კიდევ ერთხელ ჩახედა სიკვდილს თვალებში და უკვე მერამდენჯერ ინატრა გაქრობა..
შუა ღამე იყო, მოაჯირს იდაყვებით დაყრდნობილი, გათიშული გონებით იდგა და უსასრულობაში, სიმშვიდეს, საკუთარ ნაწილს ეძებდა. გრილი ნიავი, სპილოსძვლისფერ ბრეტელებიან ღამის პიჟამას უფრიალედა და მთვარის შუქზე მისი გლუვი კანი ბზინავდა. თავი გვერდით გადახარა და მხარს ლოყით დაეყრდნო. არავის არ ადანაშაულედა მის ასეთ ცხოვრებაში. ვინც ყველაზე მეტად დააშავა ეს სწორედ თვითონ იყო და საკმარისად ისჯებოდა შეცდომებისთვის. საკუთარი გადაწყვეტილებით მოიწყო ამ ქვეყნიური ჯოჯოხეთი.
-მე რომ ცოტა ძლიერი ვყოფილიყავი, იქნებ სულ სხვანაირად ყოფილიყო ჩემი ცხოვრება.? -თავი გააქნია და მოსული ფიქრები განდევნა. აიანო მაისურაძე ფლობს ძალას რომლითაც ჰკურნავს საკუთარ თავს. მას აქვს ძლიერი სული, რომლის დამორჩილებაც სხვებისთვის შეუძლებელია.
***
მოპირდაპირე კორპუსში, ახლად გადმოსული მეზობელი ჩემოდნის ლაგებით დაღლილი, სასმლით ხელში გამოვიდა აივანზე და იქვვე სკამზე ჩამოჯდა. ბოლო სართულიდან მოჰყვ, მისი წინა კორპუსის თვალიერებას და მეხუთე სართულზე მზერა შეაჩერა. უცნაურმა ტალღამ დაუარა სხეულში, წელში გაიმართა და საზურგეს მოშორდა. კარგად დააკვირდა მოაჯირს მიყრდნობილ, ატლასის პიჟამაში გამოწყობილ ქალს. შორიდანაც კარგად ამჩნდევდა მთვარის შუქზე მოელვარე კანს. ქალს გრძელი ბროლივით ყელი, გამოკვეთილი ლავიწები ჰქონდა. ერთ მხარეს გადმოყრილი თმა, რომელიც სიბნელეში შავად მოუჩანდა. ბზინავ ნაჭერში კარგად მოსჩანდა ლამაზი მკერდის კერტები, სიგრილემ უფრო რომ გამოჰკვეთა და კაცს სისხლი აუდუღა ვენებში. ქალის სუსტ მტევანს დააკვირდა საკუთარ მხარზე რომ დააცოცებდა ლამაზ თითებს. ტაომ დაუარა სხეულში. ეცნობა ეს სახე, ეცნობა მაგრამ საიდან არ იცის.!
-გაიხსენე, გაიხსენე..-შულზე მიიჭირა ხელი და გონების ყველა კუნჭულში დაიწყო ხეტიალი. აი ისიც მუშტაეთის ბაღში აღმოჩნდა. გაოცებულმა ასწია თავი და მოაჯირს მიუახლოვდა. -ის არის.-თავისთვის ამოთქვა და კარგად დააკვირდა თავ ჩახრილ ქალს. -გიპოვე პატარავ.! -კმაყოფილების ღიმილი მაშინვე შეაშრა სახეზე, სასურველი ქალის უკან ნახევრად შიშველი მამაკაცი რომ დალანდა. კაცის შეხებამ ისე გააცოფა, თითქოს მისს საკუთრებას ეხებოდნენ.
ბელქანიამ შეატრიალა ცოლო და სახეზე დააკვირდა.
-კარგად ხარ? რატომ არ გძინავს?-ტუჩებისკენ გაიწია მაგრამ ლოყა დაახვედრა ანომ.
-ვერ დავიძინე..
-ალბათ კარგად ვერ დაგღალე..-ურეაქციოდ შეხვდა ქმრის უხამს ხუმრობას და თავის დაღწევა სცადა. წინააღმდეგობა იგრძნო კაცისგან.
***
(4 თავი)
უამრავი ღამე გაატარა აივანზე მიქაელ ონიანმა და სულ რამდენჯერმე მოჰკრა თვალი წარსულის ლამაზ და ხანმოკლე მოგონებას. გონება და გული ერთმანეთს ებრძოდა. ეჭვები გულს უღღრნიდა. ინტერესით კვდებოდა, აინტერსებდა ვინ იყო ის თავხედი ვინც ეხებოდა ამ ლამაზ სხეულს.
***
თეთრი კედლებით სავსე შენობაში ისხდნენ ცოლ-ქმარი და ექიმთან შესასვლელად საკუარ რიგს ელოდნენ. კითხვაზე პასუხი კარგად იცოდა აიანო მაისურაძემ მაგრამ მაინც მშვიდად იჯდა, ხომ ვერ შეეწინააღმდეგეოდა ქმარს.
-აი ჩვენი ნომერია.-კარების მაღლა ანთეულ ციფრებს დააკვირდა მაისურაძე და უკან აედევნა ბელქანიას. -შეიძლება?
-დიახ მობრძნადით.-შუახნის ქალბატონი თბილად მიესალმა წყვილს და ხელით სავარძლებზე ანიშნა. -აბა რამ შეგაწუხათ?
-მოკლედ უკვე ხუთი წელია ცოლ-ქმარი ვართ, ჯერ შვილი არ გვყავს და გამოკვლევებზე მოვედით. სიმართლე გითხრათ თავიდან არც ვჩქარობდით უბრალოდ ახლა ძალიან გვინდა და რაღაც შეგვეშინა.-მაისურაძის მაგიერ საუბრობდა თემო და ცოლის მტევანს ხელებით ეფერებოდა.
-გასაგებია, მოკლედ ანალიზები ავიღოთ ჯერ და პასუხებს დაველოდოთ. შემდეგ ვისაუბროთ რა და როგორ მოვიქცცეთ. -ანკეტაში ყველაფერი ჩაწერა ექიმმა და ანალიზების გასაკეთებლად გაუშვა ცოლ-ქმარი. რამდენიმე დღე მოუთმენლად გალია თემო ბელქანია.
-აიანო რა ხდება?-სავარძელში გასწორდა თემო და შუბლშეკრულმა გახედა ცოლს.
-რაზე მეკითხეი თემო?
-ვერ ვხვდები რატომ ხარ ასე მშვიდად? საერთოდ არ გინდა ხომ შვილი გვყავდეს თუ რა ხდება გამაგებინე?-ნელ-ნელა ტონს უწევდა და ოთახში დაძაბული გარემო იქმნეოდა.
-რა შუაშია თემო ეს, რომ ვინერვიულო რამეს შევცვლი თუ? პასუხებს როცა გავიგებთ მერე ვინერვიულებ, თუ სანერვიულო იქნება.-მაგიდიდან ჩაის ფინჯანი აიღო და სამზარეულოში გავიდა.
-ზედ წამწამზე გიზივარ და რომ შეგეძოს ერთი თვალის დახამხამებით გადამაგდებდი შენი ცხოვრებიდან.!
-თემო..-ღრმად ამოისუნთქა.-ჩხუბის ხასიათზე ხარ?
-არა უბრალოდ დავიღალე უემოციო ცოლთან ცხოვრებით.!-ტონს აუწი.
-ხოდა შეგიძია წახვიდე!-არც აიანომ დაკლო და ცხოვრებაში პირველად აუწია ხმას ბელქანიასთან. სწრაფი ნაბიჯით გავიდა აივანზე, იქნებ აქ მაინც მიეცა საშუალება ესუნთქა. უკნიდან ჩააფრინდა უხეშ ხელები მხრეში და მისკენ შეაბრუნა..
-სხვა გყავს?. ხმა ამოიღე ამის დედაც მოვ**ან.
-ავადმყოფი ხარ, მომეშვი რა.-მტევნები მკერდძე მიაბჯინა და მთელი ძალით ცადა თავის განთავისუფლება.
-ფუ შენი..-უხეშად ჰკრა ხელი და მოაჯირს მიაჯახა.-მე წავედი შენი ყურება ამოვიდა ყელში.-გულზე მოეშვა მაისურაძეს, სკამზე მოწყვეტით დაეშვა და აკანკალებული ხელები მოისვა სახეზე. დიახ ჰყავდა სხვა, გონებაში მასთან იყო ბედნიერი, მისი იყო და ამას ვერავინ წაართმევდა. მერე რა რომ ცხადად ის ერთადერთი არასდროს უნახავს?! საერთოდ აარაა საჭირო, მისი გონების პატრონს არასდროს გასჭირვეია ფანტაზიებში ბედნიერად ცხოვრება. წინ გაიხედა და ადრე მუდამ დახურული დარაბები დღეს ღია დახვდა.
-ალბათ აქ გადმოვიდნენ ახალი მეზოლები. -გაიფიქრა და საზურგეს მიეყრდნო, ფეხები განზე გაშალა და კაბა, წვივებს შორის მოიქცია. საკმაოდ მაღალი ტემპერატურა იყო მიუხედავად იმისა რომ საღამო საათები იყო. ღრმად ამოისუნთქა.
„რა არის ჩემი ცხოვრება?ერთი მსხვერპლად შეწირული სხეული თუ მთლიანად გონების და სხეულის გაჩუქება? არა მე ხომ ჩჩემი ფიქრებით თავისუფალი ვარ! მე მთელი ლამაზი სამყარო მაქვს თავში და იქ ვარ ბედნიერი. აი თვალებს დავხუჭავ, წკაპ და წამებში ლამაზ გაფერადებულ ადგილას ვხვდები, იქ ბედნიერი აიანო იღიმის, უხარია სიცოცხლე და უყვარს.. ძლიერად უყვარს თავისი კაცი. „-თვალებ დახუჭულ აიანოს გაეღიმა და მისი ფანტაზიით შექმინ კაცს გახედა.-„ ისე ნეტა ადრე მაინც გამეცანი, მიქაელ.! იქნებ როგორმე ჩვენი გზები გადაკვეთოდა ერთმანეთს.“-თლილი თითები ყელზე დაისვა და მკერდამდე ჩამოატარა.-„არა.!“-საკუთარ მეს უყვირა და მთელი ფერადი სამყარო გააშავა.-„იქნებ ის ამ ცხოვრებაში ბედნიერია, რატომ უნდა ვნატრობდე სხვისი ცხოვრების შეცვლას მხოლოდ იმიტომ, რომ მე ვარ დღეს უბედური.! „-თვალეი გაახილა და მზერას გადააწყდა, ადგილზე გაიყინა და თვალებიც შუშისფერი გაუხდა. ნუთუ გონებით ისე შორს იყო წასული ჯერ კიდე ვერ მოვიდა გონს? –„ისა, ღმერთო მგონი ისაა. ეს რა ხდება ჩემს თავს.?!“-ფეხზე სწრაფად წამოხტა და მთლიანად ალმოდებული შევარდა საძნებელში, მოწყვეტით დაეშვალ საწოლზე. სახე ბალისში ჩამალა და ხმით ატირდა..
-აი ხედავ, შენი თხოვნა თავადვე დამარღვევინე, რამდენი ხანი არ მიტირია და ახლა შენს გამო ვტირი. ღმერთო რატომ მივლენ ამხელა განსაცდელს. ნუთუ იმდენად ვიყავი გონებით მასთან რომ ჩემამდე მოიყვანე?! ახლა რა უნდა გავაკეთო?-მთელი ძალით უჭერდა ხელებს მატერიას და ტანით ცახცახებდა. გული რომ მოითქვა ტირილით ფეხზე წამოდგა და ფარდები ფანჯრებს ჩამოაფარა, საერთოდ არ სურდა კიდევ ერთხელ დაენახა ის სასურველი.
დილით მეუღლესთან ერთად გავიდა საავადმყოფოში პასუხების გაასაგებად. კანკალით შევიდა კაბინეტში..
-გვარები შემახსენთ?-თეთრ კარადასთან მდარმა ექიმმა გამოხედა ცოლ-ქმარს.
-ბელქანია და მაისურაძე.-მშვიდი ტონით უთხრა ქალმა, მაგრამ კარგად რომ მოგესმინათ დიდ შიშს გაიგებდით მის რამნდენიმე წარმოთქმულ სიტყვაში.
-აი ესეც აქა..-შავ სავარძელში ჩაჯდა და ორი კონვერტი გახსნა. დიდი ინტერესით უყურებდა ჯერ ერთ ფურცელს შემდეგ მეორე. -კაი ამბავი მაქვს, სამკურნალო არც არაფერია.-ხელები ერთმანეთში გადახლართა და ჯერ აიანოს გახედა შემდეგ ბელქანიას.-აიანო ხო?
-დიახ.
-დაორსულება რომ გინდათ ალბათ დაგავიწყდათ წამლების მიღების შეწყვეტა..
-წამლებბის?-გაოცებულმა გახედა ცოლს.
-დიახ, ჩასახვის საწინააღმდეგო აბებს იღბს აიანო და მაგიტომ ...
-გასაგებია. -სახეზე საშინელი ავდარი ეტყობოდა ბელქანიას და აიანოც გულს ამზადებდა მომავალი შტორმისთვის.-მადლობას გიხდით ექიმო, ჩვენ წავალთ.
-კი მარა..-სიტყვა არ დაასრულებინა კაცმა ისე გაიყავა კაბინეტიდან ცოლი და მანქანაში ჩატენა.
-შენი ხმა რ გავიგო სანამ სახლში არ მივალთ.! -კრინტი არც დაუძრავს მაისურაძეს, აწურული იჯდა ავტომობილის სავარძელში. ხელის კვრით შეაგდო სადარაზოში ცოლი და ფეხით აატარა ხუთი სართული. კარები დაკეტილი არ ჰქონდა თემო ბექლანიას საშინლად შემაშინებელი ხმა რომ ამოუშვა იოგებიდან.
-ეს როგორ გაბედე? რატომ დამიმალე სიმართე, იქ ს**ი კაცივით რომ დამაყენე ჰა?-კიდევ ერთხელ ჰკრა ხელი და მისაღების ცენტრში მაგიდასთან აღმოჩნდა ანო.
-არ მინდა ჯერ შვილი.-გაპარული ხმით თქვა.
-მე მინდა გოგო მე.!-მკერდძე მიიჭირა თითი თემომ .- ჩამოუყალიბებელი არსება ხარ.
-შეურაწყოფას ნუ მაყენებ.
-ხმას დაუწიე და არ გაბედო ჩემთან ასე ლაპარაკი.
-არ მინდა შენი შვილი..-გვერდი აუარა და საძინეელში შევიდა.
-რა თქვი?
-რაც გაიგე, არ მინდა შენი შვილის დედა ვიყო. არ მინდა ყოველ დღე ხედავდეს ჩემი შვილი როგორ ამცირებს მამა მის დედა. გესმის? არ მინდა არა..! -ყელზე ძარღვები დაებერა სახე გაუწითლდა მაისურაძეს. მალევე იგრძნო მწარე ხელი სახეში და ლოყა გვარიანად აეწვა. -აი კიდევ ერთი მიზეზი რატომაც არასდროს გაგიჩენ შვილს.!
-მაგასაც განახე.-გიჟივით იყვირა და ტუმბოებს ეცა, ყველაფერი ამოატრიალა და რა წამალიც იპოვა, უნიტაზში ჩარეცხა. ფანჯარასთან იდგა ანო და აკანკალებული უყურებდა.
-არ მომეკარო, თემო არ მომეკარო.-ჩასისხლიანეული თვალებით მისკენ წასულ თემოს ხელები დაახვედრა მაგრამ აქაც უძლური იყო. მუცლით დააგდო საწოლზე ლოყაზე გაშლილი ხელით დააწვა. -არ გინდა გთხოვ..-ცხელი ცრემლები ედინებოდა სახეზე აიანოს და თემოს ხელით აწეულ კაბას უკან აბრუნებდა. ტკივილმა დაუარა მთელ სხეულში, ტანზე მთელი ძალით ჩაფრენილ ხელებს გრძნობდა. ასე რომ იმეტებდნენ გაუსაძლისი ტკივილისთვის.. ბიძგები რომებიც ბოლოს უღებდნენ..
-შენ მაიძულე.! -ქოშინით ეუბნეოდა დაუნდოლად ამოძრავებდა მის დიდ სხეულას ქვემოთ მოქცეულ სუსტ აიანოზე. ბელქანიას დაძაბული სხეული რომ მოდუნდა მიხვდა რომ დასასრული იყო.ფეხზე წამოდგა რიღსება ისევ შარვალში დააბრუნდა მოშიშვლებული საჯდომი ნაჭრით დაფარა. -შენი ბრალია ყველაფერი.-მის ყურთან დაიჩურჩულა და ქამრის შეკვრით დატოვა ოთახი..
-ყველაფერი კარგად იქნება..-კვლავ იმედიანად ჩაილაპარაკა და საწოლიდან ჩამოცურდა. -აკანკალებული ფეხები ძლივს დაიმორჩიალა.აბაზანაში გავიდა. დედამიწაზე ყველაზე იაფასიანი საქონელი ეგონა თავი.! ყველაზე ამაზრზენი რასაც კი შეიძლებოდა ამ ქვეყნად ევლო. დუშის ქვეშ დადგა და თვალებ დახუჭული კვლავ ფერად სამყაროში გადავიდა. მაგრამ იქ აღარავინ დახვდა, მხოლოდ ფერადი გარემო იყო, ალბათ იქაც დატოვეს მარტო.
-მე ვარ აიანო! ჩემი ცხოვრება არ ყოფილა სრულყოფილი,მაგრამ მე ბედნიერი ვარ იმის ცოდნით, რომ ყველა ჩემი დემონის დამარცხება მოვახერხე.! ძველი მე მკვდარია.! მე თითოეული შეცდომით ვისწავლე, ყველა გამოწვევამ მე უფრო ძლიერი გამხადა.! -უკვე კარგად გაცვეთილი სიტყვები გაუმეორა თავს და ოდნავ მაინც შემატა გამბედაობა გაეგრძელებინა ცხოვრება.! განადგურებული, გადათელილი, ყველანაირი ემოციით დაცლილი, გამომშრალი გავიდა აივანზე და ფინჯანი ყავა დაიდო პატარა მრგვალ მაგიდაზე. ნაცნობი მონერი აკრიფა და ზუმერის შეწყვეტისთანავე ხმა ამოიღო.
-როგორ ხარ დე?
-კარგად ანო, შენ როგორ ხარ დე?
-მე?. მე კარგად დე, ცუდად როგორ ვიქნები. შენ მყავხარ.! -ბოლოს დაამატა და ობლად ჩამოვარდნილი ცრემლი მოიწმინდა. ნახევრად გამშრალი თმა რომელიც სახეზე ეფერებოდა უკან გადაიგდო და ყავა მოსვა.
-დედი ხდება რამე?
-არაფერი, ქეთი რა კითხვებს მისვამ? არ შეიძლება დედას ისე დავურეკო?
-კი როგორ არ შეიძლება.
-დე იცი რა დრო მენატრება? ..აი ფუნთუშა რომ ვიყავი, მაშინ ყველაფერი როგორი მშვენიერი იყო, ხო?
-ხო?!
-ხო დე. იმ აიანოს ეგონა რომ დაცინვაზე ცუდი ამ ცხოვრებაში არაფერი ხდებოდა, ახლა კი დე ვხვდეი რომ მაშინ ყველაზე ბედნიერი ვიყავი.
-აიანო რამე მოხდა დედა?-ხმა გაუცივადა ქეთიას.
-არაფერი დე. მიყვარხარ.-ყელში გაჩხერილმა ბურთმა საგრძნობლად შეუცვალა ხმა.
-გინდა მოვიდე შენთან?
-არა, მარტო მინდა ყოფნა.! სუნთქვა მინდა დედა.. მინდა ვისუნთქო გესმის? აი აქ.-ყელზე მოისვა ხელი.-ყელში იმხელა ბურთი მაქვს გაჭედილი არაფრით არ მაძლევს სუნთქვის საშუალებას.მაპატიე დე თუ აგანერვიულე, უბრალოდ რაც ლიკა დავკარგე იმის მერე მეგობარი მხოლოდ შენ დამრჩი.!
-მიყვარხარ დედა. თუ სუნთქვა გინდა, დაბრუნდი ჩემს სახლში. დაბრუნდი შენს ოთახში დედა და ისევ ჩემი ფუნთუშა აიანო გახდი.
-არ შემიძლია დე.! კაი წავედი. მიყვარხარ.-ტელეფონი გათიშა და მაგიდაზე დადო. ხელეს შორის მოიქცია თეთრი ფინჯანი. ისევ ის მზერა, ასე რომ უფორიაქევს სულს. წამით გაუსწორა თვალები კაცის შავ თვალებს და ისევ უსასრულობაში დაიკარგა.
***
მაგიდის გარშემო მეგობართან ერთად იჯდა მიქაელი და ჩაფიქრებული დაჰყურებდა ჭიქას.
-რაღაც მაფორიაქებს და უნდა გითხრა დიმა, თორე მე მარტო დიდ სისულელეს ჩავიდენ.
-გისმენ შე**მა, რა შორიდან მივლი.
-ჩემ წინა კორპუსში ის გოგო ცხოვროს.
-ვინ გოგო?
-ადრე თუ გახსოვს ვარჯიშზე რომ მივდიოდით და მუშტაედის ბაღში გოგო ტიროდა.
-აა, ჰო გამახსენდა. ნუ გაა**აკე ასე ერთი შეხედვით იცანი?
-გამიჭირდა, მაგრამ ვიცანი ძმაო.! -გაღიმებულმა ამოხედა ქერა ბიჭს.
-მერე შე**მა?
-მერე ის რომ ვიღაც კაცთან ერთად ცხოვროს.! -საფეთქელთან მიიჭირა ხელი.
-გათხოვდა ტო?
-რამ გაგაოცა ასე ძალიან დიმა, არრ იცი გოგოები თხოვდებიან?!
-რავიცი..-დაიბნა.-ვატყობ, მოგწონს ის ქალი და ცუდი გეგმები გქვს.
-ხოდა არ ვიცი, ქმარი ყავს შეყვარებული ხომ არაა ასე ამრტივად რომ გავწიო.?! -გაღიზიანდა და ფეხზე წამოდგა.-მაგრამ როგორც ჩანს ცუდი ურთიერთობა აქვს.!
-რა იცი შენ?
-ეტყობა, არაა ბედნიერი. სულ მოწყენილია, ღამე იმის მაგიერ ეძინოს გარეთ ზის და ფიქრობს. ბევრს ფიქრობს, რომ იცოდე რა ლამაზია მთვარის შუქზე.
-შენ კიდე დარაჯივით ადგიხარ ხო?-თავი გააკანტურა დიმამ.-ერთს გეტყვი.-დასერიოზულდა და მეგობარს ხელი დაჰკრა ბეჭზე.-თუ ამჩნევ რომ ქალი ბედნიერია, კარგი ქმარი ყავს და ასე შემდეგ, უნდა შეეშვა. არაა კარგი როცა ქალს პრობლემებს უქმნი. მაგრამ სხვა თემაა თუ კაცთან ბედნიერი არა. თუ ფიქრობ რომ ის შენთან უკეთესად იქნება,ვიდრე იმ ყ*ესთან. იბრძოლე ძმაო და წაართვი. მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ დარწმუნდები რომ ბედნიერი არ არის.!-ჩაფიქრებულ მეგობარს გახედა. -გაიგე?
-გავიგე.. გავიგე.!
-ის მაინც იცი რა ქვია?
-აბა საიდან? შარფზე მხოლოდ ინიციალები წერია. ისიც ძლივს გავარკვიე რა იყო.-გაიცინა.
-ეე ძმაო დაგრია ხელი სიყვარულმა.. -სიცილში აჰყვა მეგობარს.
-ნუ დამცინი რა.-ფიქრებით ისევ იმ ღამისკენ წავიდა პირველად აივანზე რომ ნახა უცნობი ქალი. ღმერთო ისე უდუღებდა სისხლს ის პატარა გოგო, უცნაურ ემოციებს იწვევდა მიქაელში და სურვილს, ძალიან დიდ სურვილს უჩენდა ეს სევდიანი თვალები მისთვის გაბრწყინებულიყო.!
***
(თავი 5)
ამღვრეული თვლებით მოდიოდა, არა უფრო სწორად მორბოდა სახლისკენ. ხელში ჩაბღუჯული ეჭირა აფთიაქცის პაკეტი და აწყლიანებული თვალებით გარშემო გამოსახულებას კარგად ვერ ხედავდა.
-ოღონდ ეს რა, ღმერთო ასე ნუ გამწირავ.-ღმერთს ევედრებოდა როცა სხეულს შეასკდა და ყველაფერი ძირს დაეყარა. -მე მაპატიეთ.-ჩამოგორებული ცრემლი მოიწმინდა.
-არაუსავრს, ჩემი ბრალი იყო.-ღიმილით დახედა ორი თავით დაბალ უცნობ ქალს და გაუღმა. დაბნეული დაიხარა და პაკეტიდან გადმოვარდნილი ორსულობის ტესტი დაძარღვული ხელით მიაწოდა მიქაელმა.
-უკაცრავად.-სწრაფად გამოგლიჯა ხელიდან და სირბილით შევიდა სადარბაზოში. გულის რიტმს ვერ იმშვიდებდა. მისი ხმის გაგონებაზე რამდენჯერმე გამოტოვა გულმა დარტყმა. ახლა უკვე ორი ადამიანის ვედრება ისმოდა ცაში.
„აქ არ იყო რა, გთხოვ გევედრები ოღონდა აქ არ იყო.!“-მუცელზე ისვამდა ხელს და ნიჟარაში ჩაყრილ ტესტებს შიშით ვერ უყურებდა. –„ჩემი თავიც ეყოფა დასატანჟად, გევედრები ის პატარაც არ გაიმეტო ასეთი ოჯახისთვის. გთხოვ ღმერთო..“-ბოლო სიტყვა შიშით წარმოსთქვა და აცრემლებული თვალებით დახედა ნიჟარას. ათამდე ტესტი უარყოფითს აჩვენედა და ქალიც უკვე მშვიდად სუნთქავდა.! „მაადლობა.. მადლობა ბოლომდე რომ არ გამწირე.“-სახე ხელებში მოიქცია ანომ და სხეულის დამშვიდება სცადა.
***
შუაღამე იყო , საწოლში წრიალით დაღლილი ონიანი წამოდგა ფეხზე და სპორტული შარვლის ამარა გავიდა გარეთ. სავარძელში ცაესვენა და მის წინ აივანს გახედა. ქალიც რათქმაუნდა იქ დახვდა.
აიანო შორიდან უყურებდა მეზობლის აივანს და კარიდან გამოსულ სილუეტს მორიდებით გახედა. ნავარჯიშებ სხეულზე, მკერდზე სვირინგი უჩანდა. განიერი მხრები, ხორბლისფერი კანი უბზნავდა და კაცის სურვილს უღვიძებდა აიანო მაისურაძეს. გულ-მკერდის თვალიერების შემდეგ ლავიწებზე გადაინაცვლა, შემდეგ ყელზე და სახის ნაკვთებსაც მიადგა. გვერდები დაბალზე ჰქონდა შეჭრილი და შავი ქოჩორი უწესრიგოდ ეხებოდა შუბლს. ლამაზი მოყვანილობის თვალ-წარბი უფრო იდუმალს ქმნიდა ონიანის მზერას. კეხიანი ცხვილი კი მეზობელს მამაკაცურ იერს სძენდა. ახლაღა შეამჩნია როგორ ურცხვად ათვალიერებდა და თავი დახარა.
-რა სულელი ქალი ვარ.!“- დაბალი სტვენის ხმა მოესმა, ისევ მოპირდაპირე მხხარეს გაიხედა. მოაჯირს დაყრდნობილი მეზობელი თითებით „+“-ს აჩვენებდა. –„ახლა რა გავაკეთო?-გაიფიქრა და უარის ნიშნად თავი გაუქნია.
ისე ამოისუნთქა მიქალემა თითქოს მთელი დედამიწის ტვირთი მოიხსნა მხრებიდან და სახეზე ღიმილმა გადაურბინა! ესეც მათი პირველი კონტაქტი.
-ნეტა თუ ვახსოვარ?-გაიფიქრა ანომ და აფორიაქებული გულით დაბრუნდა ოთხში. საწოლს გახედა, რომლის ერთი მხარეც დაკავებული იყო. მშვიდად ფშვინავდა თემო და ისე თითქოს არაფერი დანაშაული არ მიუძღვოდა. მთელი ძალა მოიკრიბა და სპილოსძვლისფერი გრძელი ხალათი იქვე სკამზე მიფინა. კიდეზე ჩამოჯდა და საწოლშ შეწვა. ემოციური დღის შემდეგ მშვიდად დახუჭა თვალები და სიბნელეში გადაინაცვლა.
***
ქეთი, დატვირთული პარკებით მოდიოდა შვილისკენ. გონებაში უამრავი ფიქრი უტრიალედა. თავს ადანაშაულედა ერთადერი შვილის უბედურებაში, დედისთვის არაფერი უთქვამს, ერთხელაც არ დაუწუწუნია მაგრამ სიტყვები რად სჭირდება დედას იმის გასაგებად რომ მისი პატარა გოგონა იტანჯება. პარკები იქვე ტროტუარზე დააწყო და აწითლებლი ხელები ერთმანეთს გაუსვა.
-ქალბატონო ხომ არ დაგეხმაროთ?-ქალის ყურადღებ კაცის ხმამ მიიპყრო, მისკენ აიხედა. შუბლზე გაშლილი ხელი მიიდო ცოტა მზე რომ დაეჩრდილა და კაცის სახე კარგად ენახა.
-თუ არ შეწუხდებით კორპუსამდე მიმატანინეთ ეს პარკები, გამძრა ქანცი ამ სიცხეში.
-რათქმაუნდა. დიდი სიამოვნებით.-ღიმილით დახედა შავგრემან ქალბატონს და პარკებს ხელი დაავლო. -რომელ სართულზე ცხოვრობთ აგატანინებთ.
-ასეც ვერ შეგაწუხებთ.
-რა შეწუხებაა.აბა მითხარით?
-მეხუთეზე შვილო. ოღონდ იცოდე ცივ ლიმონათზე უარს არ მეტყვით. -უკან მიყვებოდა კიბეებზე ბიჭს და ეღიმებოდა.. კარებს გასაღბი მოარგო და შიგნით შეატარა სტუმარი. -აი სამზარეულოში დააწყე და შენ აქ ჩამოჯექი, ახლავე მოვიტან გამაგრიებელს.
-არ იჩქაროთ. -სახლს თვალი მოავლო.
-მე ქეთი ვარ.-ღიმილით გაუწოდა ხელი მასზე მაღალ ბიჭს.
-მიქაელი ქალბატოონო ქეთი.
-ძალიან სასიამოვნოა მიქაელ. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა დახმარეისთვის.
-რას ამბობთ ქალბატონო ქეთი.
-ჩემი შვილის სახლია და კი არ ვიცი რა სად უდევს.-სამზარეულოდან ესაუბრებოდა სტუმარს და თვითონ ჭიქებს ეძებდა. მალევე დაბრუნდა მისაღებში ორ ჭიქასთან და გრაფინ წვენთან ერთად.
-მადლოთ. -ჭიქა გამოართვა და მოიყუდა, სიცხეში მართლა ესიამოვნა გრილი სასმელი. თვალში მოხვდა კაცის ხელზე დამაგრებული შარფი. ნაცნობი.! რათქმაუნდა, ეს ხომ აიანოს ჩამოუტანა ტოკიოდან. რამდენი არჩია და ძლივს არ ნახა მისი შვილივით ნაზი და ლამაზი.
-რა ლამაზი რამ გიკეთიათ ხელზე.-თვალით შარფზე ანიშნა.
-ეს?! -ღიმილი დახედა და კვანძი გახსნა, ნელა მოიხსნა და ქალს გაუწოდა.
-ეტყობა ძვირფასია თქვენთვის.-ათვალიერებდა, თითქოს რაიმე ნიშანს ეძებდა.
-ადრე ურალოდ ნაპონვნი ნივთი იყო, მაგრამ ახლა მართლაც ძალიან ძვირასია.-კუთხეში იაპონური იეროგლიფი ნახა, ოქროსფერი ძაფით ამოქარგული და გულში სითბო ჩაეღვარა. სპეციალურად შვილისთვის მოაქარგვინა და ისე აჩუქა დაბადების დღეზე. მაგრამ ამ ბიჭს საიდან ჰქონდა ეს ვერ მიხვდა. -ქალბატონო ქეთი ახლა უნდა წავიდე. დიდი მადლობა ცივი სასმლისთვის. -მუხლებს დაეყრდნო და ნელა წამოდგა.
-რას ამბობ თქვენ მადლობა პირიქით რომ არ დამხმარებოდით ჯერ კიდე ქუჩაში ვიქნებოდი.-გაეცინა. ღიმილით ანიშნა მიქაელმა შარფი დამიბრუნეთო და ისევ ლამაზად მოათავსა დაკუნთულ ხელზე. სტუმარი გააცილა და ჩაფიქრებული დაჯდა სამზარეულოში.
-სასწაული თუ გინდა?! ნეტა საიდან აქვს ანოს შარფი ამ ბიჭს. თან არასდროს მინახავს ანოსთან..-მხრები აიჩეჩა და პროდუქტები მაცივარში შეაწყო.
***
აუღლვებელი, უემოციო სახით დაყჰვებოდა ქმარს და საერთოდ არ აქცევდა ყურადღბას, იმ კაცის მზერას რომელიც არცერთ კაბიანს არ ტოვედა შეუხედავად. ალბათ ადრე მისთვის რომ გეთქვათ ასეთ რამეს აიტანო, ერთი გულიანად გაიცინებდა და პასუხსაც არ დაგიბრუნებდათ.! საოცარი რამ არის ცხოვრება, შეიძლება ზუსტად იმის გაკეთება გაიძულოს რასაც არასდროს ჩაიდენდი.! რას ვიზამთ მის წინაშე ყველა უძლური ვართ, ასე ვემორჩილებით, ვხდებით მარიონეტები და მისს სპექტაკლშიც კი შეუმჩნევლად ვასრულებთ „ბედნიერების“ როლს.!
უხეშად შეაღო მაისურაძემ სახლის კარები და მაშინვე საძნეელში გავიდა. ჯინსის შარვალი რომელიც სიცხისგან კარგად მიჰკროოდა კანს გაიხადა და წვივები ლამაზი სპორტული შორტით დაფარა.
-დღეს დედაჩემთან გავდივარ, წამოხვალ შენც?-ოთახშიც არ აცალა განმარტოვება, წელს ზემოთ შიშველი შევიდა თემო.
-არა.! თავს ცუდად ვგრძნობ. დავიღალე ამ სიცხეში უაზრო გოდიალით.-არც კი შეუხედავს ისე გასცა პასუხი და ფანჯარა გააღო. ფარდა ფართოდ გადასწია და მზის სხივვებიც შემოვიდა ოთახშ.
-შენ ამ ბოლო დროს ძალიან მეუხეშები და ხომ არ გავიწყდება ვინ ხარ?-მაჯაში ჩააფრინდა და ძლიერად მოუჭირა ხელი.!
-არა თემო.. ეგ როგორ დამავიყწდეა, ყოველ საღამოს კარგად მაგრძნობინებ ვისი ცოლიც ვარ.!-ზიზღით ზედა ტუჩი აეწია და მმტევანი გამოგლიჯა.
-უკვე ყელში ამოხვედი.!
-შენც.-ტონს აუწია.
-ნუ მაიძულებ ხელი დაგარტყა აიანო.! ნუ მაიძულებ.-ლოყებძე მთელი ძალით მოუჭირა მტევანი და წინ გამობურცულ ტუჩეს აკოცა. ზიზღით გააკანკალა მაისურაძეს და ქმრის მკავებში აფართხალდა. -დამშვიდდი არაფერს არ გიპირებ.! -დამციდავად დახედა ცოლს და შარვალი გაიხადა. ხელის ზურგით მოიშორა კოცნის კვალი და საწოლზე დაწვა ემბრიონის პოზაში.
-„ალბათ ოდესმე ყველაფერი დასრულდება.! ოდესმე მოვიკრებ ძალას და წავალ აქედან.! „- ყოველთვის გამოსდიოდა საკუთარი თავის დაიმედება.! ასე არწმუნებდა ნათელ მომავალში, რომ შემდეგ ბნელ დღეებს ამ ოცნების ხათრით იტანდა! ახლაც ასე იყო გულის სიღრმეში სწამდა, სჯეროდა რომ ერთ მშვნეიერ დღეს, ძალას მოიკრებდა და დატოვებდა ამ ჯოჯოხეთს.! ერთ მშვენიერ დღეს ის წავა.! -ჩემი ცხოვრების მთავარი დანაშაული.!-ხმადაბლა ჩაილაპარაკა და კარადასან მდგარ ბელქანიას გახედა.-ყველაზე დიდი შეცდომა ალბათ ის არის რომ გაქცევა ვერ გავბედე.! „-თვალებ დახუჭული „მეს“ სიმართლეში გამოუტყდა.ყოველ ღამე საკუთარ თავს უამრავ კითხვას უსვამს. რა მოხდებოდა? რა იქნეოდა? და ვერაფრით ვერ იჯერებს იმას, რომ რამე შეიძლება კარგად ყოფილიყო.-ნუ ფიქრო.!-უყვირა გონებას და თვალები დაჭყიტა.-გეყოს იმ ცხოვრების მოგონება რომელიც არ არსებობს! ისევე როგორც შენ.! -სწრაფად წამოხტა ფეხზე და დალაგებული სამზარეულოს თავიდან დალაგება დაიწყო!
***
ოთახში მარტო დარჩენილმა ძველი, კარგად დავიწყებული ნომერი მოძებნა და ტელეფონი ყურთან მიიდო. რამდენიმე ზუმერის შემდეგ, სანდომიანი ხმა გაიგო.
-გისმენთ.
-გიო მე ვარ.-მიუხედავად იმისა რომ გველესიანი ბერი გახლდათ, არასდროს მიუმართავს ოფიციალურად ანოს. მისთვის ისევ ის კლასელი გიოა რომელიც ყოველთვის ცდილობდა აზრზე მოეყვანა.
-აიანო შენ ხარ?-კაცის გაოცებლმა ხმამ ღიმილი მოჰგვარა.
-მე ვარ გიო მე. როგორ ხარ?
-კარგად ანო შენ როგორ ხარ? რამდენი ხანია არ დაგირეკავს ჩემთვის.
-რავი გიო ასე გამოვიდა. ახლა მჭრდება მეგობარი იცი. ისეთი რამ ხდება ჩემს ცხოვრებაში ახლა მეგობარი და მრჩეველი ერთად მჭირდება.
-იცი ამ დღეებში თილისში ჩამოვდივარ, პროდუქტების მოსამარაგებლად და შევხვდეთ სადმე ანო.
-მართლა?
-მართლა .. მართლა- მეორე მხრიდან გულახდილი სიცილი მოესმა.
-ძალიან კარგი, მაშინ დაველოდეი შენს ზარს. არ დაგავიწყდეს რა გთხოვ. მინდა ყველაფერი გაიგო.!
-რა უნდა გავიგო ანო?-დასერიოზულდა კაცის ხმა.
-მთელი ჩემი სიცოცხლე უნდა გაიგო გიო. მთელი ჩემი ტკივილი უნდა გაიგო. უკვე აღარ შემიძლია სიჩუმეში ყოფნა. მოკლედ რომ ჩამოხვალ დამიკავშირდი.
-აუცილებლად. მანამდე გაძლიერდი და ილოცე.-ამშვიდებს ეს ხმა მაისურაძეს. საშინელ სიმშვიდეში აგდებს მაისურაძეს.
***
(თავი 6)
-იქნებ პირველ სიყვარულს ისიც ელოდება.-უეცრად, მისდაუნეურად გაუელვა ეს რამდენიმე სიტყვა თავში ონიანს და სახეზეც ფერებმა გადაურბინა. საღამო ხანს ჯერ მტრედის ფერი ედო ცას აივანზე რომ იჯდა და გარემოს აკვირდებოდა. -მგონი იმ ერთმა წუთმა, ის ერთი ნახვით შემაყვარა?! -უჩვეულო ფიქრებმა შორს გადაისროლა მისი გონება და ისევ უკან დააბრუნა, იმ წარსულში სადაც პირველად ნახა ეს ქალი.არ დავიწყებია ბზინავი, გრძელი წაბლისფერი თმა. ნატიფი თითები უმოწყალოდ რომ უჭერდა ერთმანეთს. მიქაელის ბაგეები ღიმილმა გააპო. მოაჯირს დაეყრდნო და ეზოს მოავლო თვალი.
-გამარჯობათ ქეთი დეიდა.-აივნიდან გადაძახა პროტუარზე მდგარ ნაცნობს.
-უი გამარჯობა მიქაელ.-ზემოთ ახედა და გახარებულმა გაუღიმა.
-როგორ ხართ?
-ცოტა სიცხეები მაწუხებს თორემ ისე რა მიჭირს. მმიქაელ ცუდად არ გამიგო, ამ დღეებში მინდა ჩემთან მოგიპატიჟო. და შენი საკონტაქტო ნომერი რომ მითხრაა.-ჯიბიდან ტელეფონი ამოიღო და მოემზადა პასუხისთვის.
-რათქმაუნდა ქალბატონო ქეთი.-ღიმილით გადმოხედა ონიანმა. და ნომერიც მალევე უკარნახა. რა არის არა მაინც დედა. რამდენჯერმე გაუელვა გულში ნეტა ესეთი ბიჭი მაინც შეჰყვარებოდა ჩემს გოგოსო. მამაკაცის ხელზე არსებული შარფი გაახსენდა და ამ ფაქტმ კიდევ ერთხელ ააფორიაქა.
-ჩავიწერე შვილო, ამ დღეებში შეგეხმიანები.
-კარგი, დაველოდები თქვენს ზარს.-ხელის ქნევით დაემშვიდობა და შვილს სახლში ააკითხა. ფრთხილად დააკაკუნა კარზე და იმდენად ღრმად იყო ჩაფლული ფიქრებში ვერც კი გაიგო როგოორ გაუღ კარები სიძემ.
-ქეთი კარგად ხარ?-მხარზე შეხებით მოიყვანა გონს თემომ.
-აჰ.. ჰო ჰო კარგად ვარ, თქვენ როგორ ხართ?
-მშვენივრად.-უპასუხა და სახლის კარეი დახურა, ისევ ტელევიზორის წინ დაიკავა ადგილი და სპორტულ არხს მიაჩერდა.
-დე აქეთ ვარ.-საძინებლიდან გამოსძახა.
-დე ცუდად ხომ არ ხარ?-აღელვებულმა მიხურა კარები.
-სახლი დავალაგე და ვისვენებ. რა კარგი ამინდია გარეთ..-გაიღიმა და ღია აივანს გახედა. რამდენიმე წუთის წინ შემჩნეული მეზობელი ისევ იქ იდგა.
-ჰო, მაგრამ ძალიან მაწუხებს უკვე ეს სიცხეები.-დაიწუწუნა ქეთიმ და სახესთნ გაშლილი მტევანი დაინიავა.
-ჩემი ტკბილი დედა.-სიცილით გაიწია დედისკენ და თავი კალთაში ჩაუდო.
-დედა რაღაც ამ ბოლო დროს უცნაურად იქცევი.! უნდა ვიცოდე რამე?! -დამძიმებულმა ამოისუნთქა მაისურაძემ.
-არაფერი ქეთი უბრალოდ რაღაც დეპრესიულ ხასიათზე ვარ.
-დამელაპარაკე დედა, ასე როგორ შეიძლება ყველაფერს გულში იტოვებ. გაგისკდება ეგ გული ამდენი საიდუმლოებებით.
-ნეტავ..-დაიჩურჩულა.
-რა თქვი?-შვილისგან პასუხი რომ ვერ მოისმინა, გაშლილ თმაში თითები შეუცურა და ნაზად მოეფერა. -ეს ჩანთა ვისია? სადმე მიდიხართ?
-დღეს საღამოს თემოს თავისი მოსწავლები რამდენიმე დღით ბათუმში მიჰყავს. რაღაც ტურნირია და. -მშვიდად უხსნიდა ანო სიყუაცის, თან თითეით კაბაზე ეთამაშებოდა.
-ძალიან კარგია, ხოდა წამოდ ჩემთან. სახლში მარტო ხომ არ იქნები?
-აუ არა რა. დე მარტო მინდა ყოფნა. გონება გადამეღალა, ამდენი ფიქრისგან. სიმშვიდე მჭირდება.!
-არ მესმის შენი ანო. თუ უბედური ხარ, ამასთან რაღას ჩერდები? მე გაძლევ უფლებას სახლში დაბრუნდე. დედა შემომხედე..- გოგოს სახე ხელებში მოიქცია.-დაშორდი დე თემოს თუ არ გინდა მასთან ყოფნა..
-ალბათ ოდესმე ამის ძალა მეყოფა.-სევდიანი, ამღვრეული მზერით ახედა დედას და მხარზე ჩამოადო თავი. -ალბათ ამ გაუსაძლისად დიდ შიშსაც გადავლახავ დე. ალბათ ოდესმე გამომივა.!
***
აივანზე იდგა და ქუჩაში მიმავალ მეუღლეს ხელებ გადაჯვარედინებული უყურებდა. თითქოს ბელქანიამ იგრძნო ანოს მზერა და ამოხედა. ღიმილით დაუქნია ხელი და მზერით გააცილა. ალბათ ოდნავ თბილი რომ ყოფილიყო თემო ბელქანია არც აიანოს გაუჭირდებოდა მასთან ცხოვრება. ისევ აღმოცენდებოდა ის გრძნობა, რომელიც ძალიან დიდი ხნის წინ მაისურაძის გულში ითესებოდა.! მშვიდად დაბრუნდა სახლში. გონებით გადაღლილი დაწვა საწოლზე და აი პირველად დაიძინა ასე მშვიდად. მთელი ღამე ვუყურებდი მის მშვიდ ძილს და მიკვირდა, მართლა ძალიან მიკვირდა ამდენი დარდით დამძიმებულს როგორ შეეძლო ასე უშფოთველი ძილი. სახე დამშვიდებული ჰქონდა და მშვიდად ფშვინავდა. მე კი თითქოს მის ძილს ვდარაჯობდი.!
***
სახლის კარები კი არ შეაღო ონიანმა შეგლიჯა და გაცოფებული შევარდა. პიჯაკი იქვე სავარძელზე მიაგდო. ნერვებ მოშლილი ბოლო ხმაზე ყვიროდა, იგინებოდა და ხელში მოხვედრილ ნივთებს აქეთ-იქით ისვრიდა. ყელზე ძლიერად წაჭერილი ჰალსტუხი ოდნავ მოუშვა და უწესრიგოდ დატოვა პერანგის საყელოზე. რამდენიმე ღილიც შეიხსნა თეთრი ქათქანა პერანგის და შარვლიდან ტოტებიც ამოიჩეჩა.
კარგად ხედავდა აივანზე მჯდარი, სკამზე ფეხებ აწყობილი ანო მეზობლის კონცერტს თავის სახლში. გაუკვირდა ასეთ აფეთქებას მისგან არ ელოდა..
-ნეტა რა გამიკვირდა, მე ხომ საერთოდ არ ვიცნობ მას. იქნბ მშვიდი სახე საერთოდ არაა ნამდვლილი და ნიღაბია. -ხელები გულზე დაიკრიფა და წამითაც არ მოუშორებია მზერა.
ოთახში სიარული რომ დაასრულა აივნის კარებთან გაჩერდა მიქაელი, მზერამ ზურგი აუწვა და მოპირდაპირე კორპუსისკენ გაიხედა. სადაც ქალი იყო, „მისი ქალი“ , არ ვიცი რატომ მაგრამ ონიანის გონებაში აიანო მაისურაძეს ზუსტად ასე ერქვა.!
ნატიფი თითები, ტუჩის კუთხეებთან დააწყო და ანიშნა გაიღიმეო. ქალის ასეთმა ქცევამ ააღელვა, სიბრაზისგან აკანკალებული ხელები ახლა ვნებისგან დაიძარღვა და რაც შეეძლო მაქსმალურად ახლოს მივიდა ქალთან.
-ენდორფინები არ დაგავიწყდეს.! -ანოს ხმამ კარგად მიაღწია მის აივანზე და მშვენივრად გაიგო რაც უთხრა. ხელებით მოაჯირს დაეყრდნო მამაკაცი და გამომწვევი მზერით გახედა, ვითომ ვერ მიხვდა?-მაგიდიდან პატარა შოკოლადი აიღო და ხელით ანიშნა..-შოკოლადი შეჭამე და ოდნავ მაინც დაგამშვიდებს.-წლების წინ წსორედ მის მიერ ნათქვამი სიტყვები გაუმეორა და კიდევ ერთხელ აჩუქა ღიმილი.!
ქალით მოხიბლული მიქაელი დადუმდა. ხმა ვერ ამოიღო ასე გაუნძრევლად იდგა და უყურებდა მაისურაძის ლამაზ სახეს. სევდიან ღიმილს კარგად უთვალიერედა ონიანი, თვალებ დაწვრილებული არ აშორებდა მზერას ანოს და ერთი პერიოდი მხოლოდ ბაგეებზე აკვირდებოდა. გონს რომ მოვიდა აივანი ცარიელი დახვდა.
-ღმერთო მე მას ვახსოვარ.! -თმაში შეიცურა ხელი.- ამის დედაც.. მას ვახსოვარ.-ახარხარდა და სიცილით ოთახში შევიდა.
***
მიქაელ ონიანისგან განსხვავებით მაისურაძე სააბაზანოში იყო ჩაკეტილი და ცხელი ჭავლის ქვეშ იჯდა. მუხლები ნიკაპამდე ჰქონდა მიტანილი და გაშტერებული ერთ ადგილს უყურებდა. ისევ აუვარდა ტირილი. ხმამაღლა ტიროდა და მომუშტულ მტევანს კბენდა სიმწრისგან.! ხელები მოიშორა სახიდან, რამდენჯერმე ტირილით ამოისუნთქა და ისევ დამალა სახე..
„-ასე ახლოს არ უნდა მივიდე მასთან. ასე დავღუპავ ჩემს თავს.! -მთელი ემოცია ამოაყოლა სიტყვებს და უცებ დამშვიდდა. შუბლით მუხლეს მიეყრდნო, ხელები კი უსულოდ ჩამოყარა.
***
დილით ჩიტების ჭიკჭიკმა გააღვიძა. თვალები ფშვნეტით გაახილა და ოთახს მოავლო მზერა, კვლავ სიმშვიდეა ძალიანაც კარგი. დასიებული ქუთუქოები ისევ ერთმანეთს შეუერთა და სიბლენეში ჩაიკარგა. რამდენი ხანია პარალელურ სამყაროს არ წვევია სტუმრად. მის გაფერადებულ ცხოვრებას გადახედა, სამწუხაროდ ისევ ისეთი ფერები აღარ დახვდა. გონებაშიც გაცრეცილი ცხოვრებიდან დააღწია თავი და დაბრუნდა უკან.! ნელა წამოდგა. აივნისთვის არც შეუხედავს ისე ჩამოაფარა ფარდა კარებს და ოთახი დატოვა. წყნარი მელოდია ჩართო ლეპტოპში და ბოლო ხმაზე აუწია, ყავა მოიმზადა. ეს დილა სხვებისგან განსხვავდებოდა. იმის მაგიერ რომ სიმშვიდე ეგრძნო საოცარ დაძაბული იყო. არც აივნის კარები გაუღია. მიუხედავად იმისა რომ ძალიან უყვარს დილის საათების იქ გატარება. საშუალო ზომის აივანი, რომელიც მის საძნებელს და მისაღებს აერთიანებდა, რკინის მოაჯირებით იყო შემოსაზღვრული, ერთ კუთხეში ქოთნის ყვავილი იწონებდა თავს შუაში კი კრინის მრგვალი მაგიდა იდგა ორი სკამით. დღევანდელი დღე კი სამზარელოში დაიწყო. სკამზე იჯდა,ყავის ფინჯანს დაჰყურებდა, ნელ-ნელა მუსიკას აჰყვა და ხმაც ამოიღო.თვალები დახუჭა და ტექსტს აჰყვა. რამდენიმე თეფში რომელიც ნიჟარაში იდო ამორეცხა და ფანჯარას მიუახლოვდა, თეთრი ტილოს ნაჭერი განზე გასწია და ისევ მეზობლის აივანს მიაჩერდა. მიქაელიც რათქმაუნდა იქ დახვდა, ყავის ფინჯნით და ხელში პლანშეტით. მშვიდად აკვირდებოდა კაცის სახეზე გამოსახულ ემოციებს. ოდნავ გვერდით გადახარა თავი და ქვედა ბაგე კბილეს შორის მოიქცია. ონიანმა როგორც ყოველთვის ქალის დაჟინებული მზერა იგრძნო და ფანჯრიდან ჯაშუშივით მოთვალთვალე აიანოს ღიმილით გახედა და თეთრი ფინჯანი მაღლა ასწია, მიესალმასავით! შერცხვენილმა მაისურაძემ სწრაფად ჩამოაფარა ისევ თეთრი ტილოს ფარდა და მოწყვეტით დაეშვა სკამზე. მომღიმარი სახით გაშლილ მტევანზე ჩამოდო შუბლი და თავი გააკანტურა.
შუადღე იყო დაწყებული ნაცნობი ნომრიდან ზარი რომ შევიდა მაისურაძის ტელეფონში.
-გისმენ გიო.-საერო სახელით მიმართა მეგობარს და გულში დიდი სიხარული იგრძნო.
-ანო თბილისში ვარ. -ქუჩიდან ესაუბრეოდა და მანქანების ხმაური ოდნავ ფარავდა თბილ ხმას.
-ძალიან კარგი, ჩემთან ამოდი თან დაისვენებ ცოტას და გნახავ.
-რაღაც საქმე მაქვს მოსაგვარებელი, ერთ საათში განვთავისუფლდები და აუცილებლად ამოგივლი. შენ მანამდე მომწერე მისამართი.
-კარგი..-ცოტა ხნით გაჩუმდა.-გამიხარდა რომ დამირეკე. -გულწრფელი ბგერები ამოუშვა აიანომ და გაიტრუნა.
-გეგონა დაგივიწყებდი?მითუმეტეს იმ სიტყვების შემდეგ? ანო.. ანო. ისევ ისეთი პატარა ხარ.! მიდი მომწერე მისამართი, რომ წამოვალ დაგირეკავ.
-კარგგი.!-ტელეფონი გათიშა და მაშინვე შეტყობინების წერა დაიწყო.კარებისკენ აფორიაქებული გაიქცა. ორი წუთით გაჩერდა ღრმად ჩაისუნთა და გააღო. ზღურბლზე გველესიანი დახვდა. მთლიანად შეცვლილი, შავ სამოსში გამოწყობილი, წვერიც მოშვებული და ჭაღარა შერეული.
-გიორგი.-აცრემლებულმა ახედა.რამდენი წელია არ უნახავს მეგობარი.
-შემომიშვებ ანო? -ხელები ოდნავ განზე გასწია და მეგობრის რეაქციას დაელოდა.
-შემოდი გიო შემოდი.. -განზე გადგა და გველესიანი სახლში შეატარა.-ხო შეიძლება ასე მოგმართო?
-მე და შენ ხომ მეგობრები ვართ ანო?! რა საჭიროა ოფიციალური საუბარი.. ნახე რა მოგიტანეე.-გაუღიმა მაისურაძეს და რამდენიმე ფილა შოკოლადი აჩვენა.. -როგორც მახსოვს ბოლო პერიოდში ხშირად ჭამდი ამას.
-ჰოო. მადლობა.-გამოართვა და იქვე სავარძლისკენ მიუთითა. -გიო მე არ ვიცი რას შეჭამდი, ხოდა მოკლედ ყველაფერი მოვამზადე.
-არაფერი არ მინდა ჯერ, ყავა დამალევინე მარტო რა.
-კარგი ახლავე მოვალ და დაგელაპარაკები კარგად. მანამდე დაისვენე შენ.! თუ გინდა აივანზე გავიდეთ.
-მოამზადე და ერთად გავიდეთ. -თქვა და სავარძელში მოკალათდა. -სად არის თემო?
-თავისი მოსწავლეები წაიყვანა ბათუმში რაღაც ტურნირი აქვთ და ხვალ ჩამოვა.
-აა, ცუდია მე მეგონა ვნახავდი დღეს. -ანომაც მალე მოამზადა ორი ფინჯანი ყავა შოკოლადები დაალაგა თეფშე, ხილთან ერთად ლანგარზე დააწყო და აივანზე გავიდა. უკან მიჰყვა გიორგიც. ერთმანეთის პიისპირ ისხდნენ და მონატრეულები შეჰყურებდნენ.
-გიო შენ როგორ ხარ? -ნიკაპით დაეყრდნო მტევანს.
-მშვიდად, თავისუფლად. მოდი ჯერ შენზე ვილაპარაკოთ. -თავისკენ მიაჩოჩა ყავის ფინჯანი და ძველ მეგობარს გახედა.
-ყველაზე დიდი შეცდომე წლების წინ დავუშვი.!-ერთი ამოისუნთქა და ნაღვლიანი ღიმილით გახედა გვეელესიანს. -თემო რომ გავიცანი, ძალიან გახარებული ვყავი ის დრო. თბილი იყო ჩემს მიმართ. მთელი ღამეები მწერდა და საოცრად მახალისებდა ხოლმე მისი ხუმრობებით. ისეთი ნაზი ქცევები ჰქონდა სულს მიმშვიდებდა.-წარსულის გახსენებამ ღიმილიც კი მოჰგვარა.! -როცა უკვე მის სიყვარულში დავრწმუნდი მაშინ დავთანხმდი ურთიერთობაზე. მერე თავს იგიჟებდა მუდამ თავის სახლში მეპატიჟეოდა. აღარც ვსეირნოდით და არც ერთად ვჩანდით ხოლმე სადმე. თითქოს მმალავდა. მის ქცევებს ვამართლებდი. ერთხელაც მისი დაჟინეული თხოვნით მოვხვდი მასთან სახლში. იმის მაგივრად ერთმანეთი უკეთ გაგვეცნო, ან რამით გაგვერთო თავი. იძულებით გამხადა ზედა. მე..-ხმა გაუწყდა.-მე ვერ ვეწინააღმდეგებოდი. თითქოს ჰიპნოზს მიკეთებდა და შეწინააღმდეგების უნარს მაკარგვინებდა. ასე გაგრძელდებოდა ერთ ხანს, შემდეგ უკვე შარვლებზე გადავიდა და ბოლოს მოხდა რამაც მთლიანად შეცვალა ჩემი ცხოვრება.-ნერწყვი ხმაურით გადაყლაპა და ნერვიულობოსგან გამშრალი ბაგეები ყავით დაასველა. -ერთად..
-გასაგებია შემდეგ..-გამკაცრებული ხმით გააწყვეტინა ლაპარაკი და შუბლით ხელს დაეყრდნო გველესიანი.
-შემდეგ შენც ხვდებოდი რაც ხდებოდა და მიზეზი რატომაც ამდენ რამეს ვითმენდი უკვე გითხარი. მიყვარდა გიორგი, მართლა მიყვარდა უბრალოდ იმდენად შეიცვალა რომ ბოლოს მისი მეშინოდა. აღარანაირი სითბო არ ჰქონდა შემორჩენილი ჩემს მიმართ.მხოლოდ საკუთარ სიამოვნბაზე ფიქრობდა და საერთოდ არ აინტერესებდა მე რა მტკიოდა. მიუხხედავად იმისა რომ რამდენჯერმე მითხრა მიყვარხარო საერთოდ ვერ ვგრძნობდი მის სიყვარულს. როგორ უნდა მოექცე შენს საყვარელ ადამიანს ასე? სიცოცხლე შემაზიზღა გიორგი.-ხმა დაეძაბა, ყელზე კაპილარები დაეტყო. ორივე ხელით ძლიერად იყო დაყრდნობილი მაგიდაზე და ემოციურად საუბრობდა.
- და მხოლოდ ამიტომ გაჰყევი ცოლად ხო?
-ხო.
-მე რატომ არ მითხარი. მე შენი მეგობარი არ ვიყავი აიანო? ასე როგორ მოიქეცი? მთელი ცხოვრება დაინგრიე.! გმაგებინე მე ან ლიკას რატომ არ გვითხარი. იქნებ დაგხმარებოდით.
-ვერ გეტყოდით! მეშინოდა თქვენი რეაქციის!მეგონა გამრიყავდით, გამკიცხავდით. მე კი მაშინ მხოლოდ თანადგომა მჭირდებოდა, ისედაც ვიცოდი რომ ცუდად მოვიქეცი და თქვენგან ლექციების მოსმენა უფრო დამძაბავდა.
-ხოდა ახლა ხომ ხარ გადასარევად.! -არ წყვეტდა უხეშობას.
-აი ხედავ..-მზერა სივრცეს გაუსწორა მაისურაძემ.
-ცხოვრება დაინგრიე და როგორ გელაპარაკო აბა? ხვდები რა ჩაიდინე? ახლა რატომ არ შორდები?
-ახლა? მეშინია.. ადრე ველაპარაკე ამ თემასთან დაკავშირებით. ისე ირიბად შევეხე დაშორებას და აბა თუ მიხვდები რა მითხრა?...-სიმწრით გაეცინა.-გაგანადგურებო.! ყველას ვეტყვი რომ ბო*ი არისო..არ გაგახარებო.-თავჩახრილი იმეორებდა თემოს სიტყვეს და ცხვირის წვერს არგადმოსული ცრემლები უწვავდა. -თან ჩვენი ნათესაავები. მამაჩემის მხრიდან დაიწყებენ ლაპარაკს უმამოდ ვერ გაზარდაო, რანაირი გაზარდაო და ვერ ავიტან ქეთის ვინმე ცუდად რომ შეეხოს. ამიტო.
-ისევ მსხვერპლს იღებ.-გიორგის ნათქვამი უპასუხოდ დატოვა და ქუჩას დააკვირდა.
-ყველაზე საშინელება კი იცი რა არის ?
-ამაზე საშინელება რა შეიძლება იყოს.-არ უყურებდა მეგობარს ისე ესაურებოდა.
-არსებობს.! სხვაზე ვფიქრობ.-დუმილის შემდეგ გაბედა და თქვა.
-სხვაზე?
-ჰო.-ნერვიულად წამოდგა ფეხზე გიორგი და მოაჯირს დაეყრდნო.
-ანო რა უნდა გითხრა არ ვიცი? ან ასეთი ოჯახხის შენარჩუნება როგორ გთხოვო?!
-არაფერი მითხრა, მე უბრალოდ ამ ყველაფრის თქმა მინდოდა. ვეღარ ვინახავდი ამხელა დარდს.! -გვერდით დაუდგა და მხარზე დაადო თავი. -მე საშინლად ცუდი ადამიანი ვარ! ვერც გავრბივარ და ვერც ვრჩები.უსუსური, მშიშარა ქალი ვარ რომელსაც ისიც კი ვერ მოუხერხეია რომ საკუთარი ბედნიერეისთვის იბრძოლოს.!-სივრცეს გაუსწორა თვალი მაისურაძემ, დანანეით უყურებდა გარემოს თითქოს სადღაც იმედს ეძებსო.!
***
(8 თავი)
შუადღის საათები იყო. თბილისს მზე აცხუნებდა და სუნთქვაც გაუსაძლისი ხდებოდა. ვაკის სასაფლაოს აღმართზე მარტო მიაბიჯებდა ბალზაკის ასაკში მყოფი შავგრემანი ქალი. ხელს ლამაზი ყვავილები უმშვენებდა და სახეზე ტკივილი ჰქონდა გამოკვეთილი. უამრავ საფლავებს შორის ერთი ყველაზე მეტად გამოირჩეოდა. სველი ასვალტისფერი მარმარილოს ქვებით შემოსაზღრული მიწა, მის შუაგულში კი დიდი ქვა იყო საიდანაც ლამაზი პირ-სახის მქონე ახალგაზრდა მამაკაცი იმზირებოდა. მძიმედ ამოისუნთქა ქეთიმ და საფლავის წინ გაჩერდა.
-აი ისევ მოვედი.-ცივ ქვას გაუღიმა და შიგნით შევიდა. ლარნაკიდან დამჭკნარი ყვავილები ამოიღო, ცოცხალი მცენარი ჩადო. -ალბათ როგორი გაბრაზებული ხარ ჩემზე. -ცივი ხმით საუბრობდა მაჭავარიანი და მეუღლის სურათს თვალს არ აშორებდა.-ერთადერთი თხოვნაც კი ვერ შეგისრულე. რა დედა მე ვარ?! საკუთარი ქალიშვილი ვერ გავაბედნიერე. ვაიმე დათი მგონი ყველაზე დიდი შეცდომა დავუშვი და ამას უკვე ვეღარ ვასწორებ. რაღაც გამეპარა დათი და ჩვენი გოგო უბედურია. -მუხლები მოეკვეა და ჩამოჯდა. აცრემლებული თვვალებით ახედა გამოსახულებას. -დათი დამეხმარე ისევ დავუბრუნო ჩვენ პატარას ბედნიერად აციმციმებული თვალები. - ხმა ჩაუწყდა, ღაწვებზე ცრემლეი დაედინა და გაცრეცილი ბაგეები დაუსველა.-რაც წახვედი მას მერე ჩემი ხელები არ გამთარა, ისევ ისეთი ყინულივით ცივი მაქვს როგორც მაშინ სანამ გამოჩნდებოდი. როგორ მენატრბა შენი სუნთქვით გამთარი ჩემი თითბი.-მუხლებთან ჰქონდა ქეთის დაწყობილი ხელები და უკვე აკანკალებულს იმტვრევდა. -როგორი გაუსაძლისია ეს ცხოვრება უშენოდ, ჩემო ერთადერთო. დრო გადის მაგრამ უშენობის ტკივილი არა და არ ნელდება. ვერ ვეგუები უშენოდ დაღამებულ და გათენებულ დღეებს. შენთან მინდა, დათი გესმის შენთან მინდა! -ხმამაღლა ამოიტირა. დახრილი თავი მაღლა ასწია ცას მიაშტერდა თითქოს იქიდან ვინმე უყურებდა.-აღარ შემიძლია ჩემო ცხოვრება..-მხრები აურთოლდა.-უშენოდ სუსტი ვარ. უშენოდ დედადაც კი ვერ გამოვდექი. ჩემი შვილი ვერ დავიცავი დათი ხვდები რამდენად უსუსური ვარ უშენოდ. შენი სიყვარულის გარეშე.! ვაიმე.-ამოიტირა და ხელებში დამალა სახე. -თითქოს გაქრა შენი გამოსახულება ჩემს გონებაში, ამას ვერ ვიტან ამ დგომარეობას ვერ ვიტან, როცა მთელი ძალით ვცდილობ აღგიდგინო. არ მინდა დამავიწყდეს შენი ლამაზი თვალები.არ მინდა დამავიწყდეს როგორი თბილი მზერით გვიყურებდი მე და ანოს. -აცრემლებულს გაეღიმა.-რამდენი გეგმები გქონდა, რამდენი აუხდენელი ოცდება დაგრჩა ჩემო ტკბილო.როგორ უცებ გაქრი ამ ბოროტი სამყაროდან, დაგვტოვე მე და ჩვენი პატარა. ასე როგორ დაგვტოვე.. ყველაფრის გარეშე.. სულის გარეშე დამტოვე დათი, წახვედი და წაიღე ყველაფერი რაც კი გამაჩნდა..-მკერძლში იმხელა ტკივილს გრძნობდა.. დაუტეველს, გაუსაძლის.! თითქოს 22 წლის წინ მომხდარი ავარია ახლა ხდებოდა და ახლა ამ წამებში კარგავდა საყვარელ ადამიანს. ყველა ტკივილი უახლდებოდა. -დღეიდან ვიბრძოლებ ჩვენი გოგონას ბედნიერებისთვის. გამოვასწორებ ყველა დანაშაულს და ბედნიერებისკენ მისასლელ გზას ვაჩვენებ აიანოს. სწორ გაზე გავუშვებ თუნდაც ამისთვის ყველაზე დიდი ცოდვის ჩადენა მომიწიოს. მირჩევნაი ჩვენი გოგონა იყოს ბედნიერი! დაე ვიყო მე ოჯახის დამანგრეველი.!
***
ემოციებისგან დაღლილი სავარძელზე იჯდა და ჩართულ ტელევიზორს ყურადღებას არ აქცევდა. გიორგის ნახვამ ერთიანად აუშალა ემოციები და წარსულში დააბრუნდა. ფიქრებიდან დედის ზარმა გამოარკვია.
-ხო დე.
-რას შვები აიანო?
-რავი დე გიორგი ახლა გავაცილე და ვისვენებ. შენ რას შვები?
-რავი აბა რას უნდა ვშვებოდა დღეს მამას საფლავზე ვიყავი ასული. ისევ დავმძიმდი სევდით და ჩამოვედი. უი ხო რისთვის გირეკავ, მოკლე დე ხვალ სტუმარი მეყოლება და ამომიარე რა საღამოსკენ.
-ვინ სტუმარი დე?-მაგიდაზე დადებულ შოკოლადის ფილას დაავლო ხელი და გახსნა.
-არ იცნობ, რო ამოხვალ ნახავ. მოკლედ ხვალ არ მალოდინო იცოდე.! თან მადამ ბოვარს გავაკეთებ ხომ გიყვარს. ?!
-ვაუ, მაგის ხათრით ამოვალ მაშინ. გკოცნი დე, ძილინებისა მეც დავწვები ახლა.
-გკოცნი ჩემო პატარა. ჩვენ ძალიან გვიყვარხარ.!-უცებ დაიბნა მაისურაძე.
-დე ვინ ქვენ?
-მე და მამას დე.! ძალიან გვიყვარხარ.
- მეც მივარხარ დე, მამაც მიყვარს.-გაეღიმა და ტელეფონი გათიშა. ერთი ნატეხი შოკოლადიც მიირთვა და მშვიდად ჩაწვა გრილ საწოლში. ისევ შორსაა, ნისლებში ჩაიკარგა. ოცნებებში გაცურა და ნატვრაში ჩაეძინა.დილით სახეზე დაფრქვეულმა სუნთქვამ გააღვიძა. მის თავთან ბელქანია იჯდა , მკაცრი სახით დაჰყურებდა. ჯერ სახეზე აკვირდებოდა და შემდეგ მოშიშვლებულ გულ-მკერდს დააშტერდა. ფრთხილად წამოდგა.
-როდის ჩამოხვედი?
-დილით ადრე. არ მინდოდა შენი გაღვიძება.
-არაშავრს, მაინც მალე გამეღვვიძებოდა.-თვალები მოიფშვნიტა, ქმარს გახედა. „იქნებ არც არის ცუდი, იქნე ჩემი სითბოს დანახვის შემდეგ დაბრუნდეს ის თემო ასე რომ ამირია თავ-გზა.?!“მუხლებით დადგა საწოლზე. ათრთოლებული ხელით შეეხო მის წვერიან ლოყას და გაუღიმა. ნელა, გაუბედავად გაიწია მისკენ და ქვედა ბაგეზე თავისი ათრთოლეული ტუჩებით ნაზად შეეხო. ძალიან უნდოდა, მთელი არსებით უნდოდა ეგრძნო მისი ცხოვრების მამაკაცისგან სითბო. ძლიერად შემოხვია ხელი და საწოლზე გადააწვინა.ქმრის ალერს აჰყვა და პირველად მოჰხვია მკლავები ასე თამამად.
- გეშიება ხო შენ?
-კი, რამდენი ხანია ნორმალურად არ მიჭამია. სალაფავეს აკეთებდნენ სასტუმროში. -ხალათი მოიცვა და სამზარეულოსკენ გავიდა, ბელქანიაც უკან აედევნა. ისე იქცეოდა თითქოს რამდენიმე წუთის წინ მასთან ალერს არც კი ცდილოდა. გულში პატარა მბჟუტავი ნაპერწკალიც ჩაქვრა და ცხოვებაც გააგრძელა.
-გუშინ გიო იყო ჩამოსული თბილისში. ჩვენთანაც გამოვიდა, შენი ნახვა უნდოდა.
-ჩემი თუ შენი ნახვა უნდოდა?!-ირონიულად გახედა ანოს.
-არასდროს არ მორჩები ჰო ეგრე ლაპარაკს? ბერია ადამიანო.
-მერე რა, ბერებს რა არ უნდებათ? თუ ადრე შენზე არ უდგე**და.
-საზიზღარი ხარ თემო!-ზიზღით გამოსცრა და მაცივრის კარი უხეშად მიკეტა. კარებში გასვლა ვერ მოასწრო ისე ჩააფრინდა მკლავში ქმრის ხელი და შეატრიალა.
-ახლა სახე დაალაგე და მეორედ ეგრე არ გამომხედო.! მაჭამე საჭმელი და მერე სადაც გინდა იქ წაეთრიე.-უხეშად შეუშვა ხელი. სკამზე მოკალათდა და კოლოფიდან სიგარეტს ერთი ღერი ამოაძვრინა.
-რამდენჯერ უნდა გითხრა სახლში ნუ ეწევითქო! -მაშინვე ფანჯარას ეცა და გამოაღო.-ვერ ვიტან ამ სუნს.-ისევ საჭმელს მიუბრუნდა და ეცადა რაც შეიძლება მალე გააეკეთებინა. როგორც სჩანს დასრულდა მშვიდი და ჰარმონიული დღეები. აშკარად მიხვდა რომ რაც შეიძლება მალე უნდა წასულიყო აქედან.
-მალე რა.-ერთი შეჰყვირა და ფიქრებში გართული ანოც გონს მოიყვანა.
-როგორ დავიღალე ამ ყველაფრით.-მოთმინება დაკარგულმა დაუდგა თეფშით საჭმელი.
-ტყუილად ფიქრობ აქედან წასვლაზე.-ჩანგალი ჩაარჭო კვერცის ულუფას.-მხოლოდ კუბოთი თუ გაგიტანენ აქედან.-პირგამოტენილმა ირონიით ახედა ცოლს.
-თუ გამოსავალი მხოლოდ ეგ იქნება. მაგაზეც თანახმა ვარ.!-დაბალ ხმაზე უთხრა და საძინებელში შეიკეტა.
***
პატარა სამზარეულოში ფუსფუსებდა ქეთი. ღიღინ-ღიღინით ჭრიდა ინგრედიენტეს სადილისთვის. რამდენიმე ხანში კარებზე ხმაც გაიგო და წინსაფარი სკამზე გადაკიდა, სარკეში რომელიცც შემოსასვლელის კედელთან ეკიდა ჩაიხედა და კარებიც ღიმილით გახსნა.
-გამარჯობა.-ზღურბლთან მიქაელი დახვდა.
-გამარჯობა, ხომ ადვილად მოაგენი?
-კი კი, სულაც არ ყოფილხართ შორს. -სახლში შევიდა და ღვინის ბოთლი ქალს მიაწოდა.
-დიდი მადლობა.-ზურგს უკან მიიხურა მაჭავარიანმა კარები.-თავი ისე იგრძენი როგორც საკუთარ სახში.-მასპინძლისთვის შეუცვლელი სიტყვები უთხრა და სავარძლისკენ მიუთითა.
-რა კარგი სურნელი ტრიალებს.
-დიახ დიახ, მადამ ბოვარს ვაკეთებ. როგორც ამბობენ საუკეთესოდ გამომდის.
-ძალიან კარგი, მიყვარს ეს კერძი და ჯერ დედაჩემზე კარგი არსად გამისინჯავს. აბა ვნახოთ.-სიცილით ხელეი ერთმანეთს გაუსვა და ქალს მიაჩერდა.
-აი ჩემი შვილიც მოვა და მივუსხდეთ სუფრას.
-თქვენი შვილი?
-დიახ, ჩემი აიანო მოვა მალე, თან გაგაცნობ. -ერთი ფიქრი ისიც კი იფიქრა მიქაელმა თავს მალე ვუშველოო. სულაც არ მოსწონდა ის აზრი რომ შვილს ურიგედა და ტიპიურ ქართველ ქალს გავდა ქეთი, რომელიც კარგ ყმაწვილზე ნადიროდა. შემოსასვლელიდან სასიანოვნო ხმა მოსწვდა ონიანის სმენას.
-დე მოვედი. -ოთახში შესული ადგილს მიეყინა და თვალებ გაფართოეულმა აათვალიერა სტუმარი.-გამარჯობა.-გაპარული ხმით უთხრა სასიამოვნოდ გაოცებულ მიქაელს. ასე გახევებული იდგა ერთ ხანს მაისურაძე და ტანზე არმიად შემოსეულ ჭიანჭველებს მალავდა. მუქ კონიაკისფერ თვალებს უკვე ნათლად ხედავდა და საოცნებო მზერაში იკარგებოდა
-გამარჯოა. მიქაელ ონიანი.-ხელი გაუწოდა და ანოს ნატიფი მტევანი მოიქცია ხელში. მათი პირვლი შეხება ალბათ არასდროს დაავიწყდება მიქაელს ისეთი აფეთქეა გამოიწვია მის ორგანიზმში.
-აიანო მაისურაძე.-დედას გახედა რომელიც გახარებული სახით უყურებდა ორ ახალგაზრდა.
-დე ეს ის ბიჭია რომ გითხარი დამეხმარა პროდუქტების ამოტანაშითქო. მიქაელი რომ არა ალბათ სული გამძვრებოდა.
-კარგით რა ქალბატონო ქეთი აღარც ღირს ამდენ სალაპარაკოდ.
-ქეთი დამიძახე. მოდით ახლა დავსხდეთ და ვისადილოთ. -მთელი სადილის განმავლობაში აიანოს ხმა არ ამოუღია, ხათრით ყლაპავდა ლუკმებს და მიქალესიკენ არც კი იხედებოდა. ონიანი კი გახარებული იყო ასეთი დამთხვევით და თბილი მზერით ათვალიერებდა ქეთის შვილს. განაბული მზერით უთვალიერებდა ნაკვთებს. ასე ახლოდან პირველად ხედავდა ურცხვად არ აშორებდა თვასლ .
„ღმერთო რა ლამაზია, ნაზია. ეს ქალი როგორ უნდა გავუშვა?! სულ რომ ბედნიერი იყოს როგო უნდა მივცე ჩემ თავს უფლება დავთმო?! გამომხედე.. მიდი აიანო გამოიხედე ჩემსკნე.! „-გონებით ეძახდა და მომენტებში ქეთის საუბარსაც უგდებდა ყურს. ერთი კიდევ შეანათა მზერა კაცს და გონებაც უარესად დაებინდა მიქაელს.
-ბავშვებო მე მეზობელთან ჩავალ დილით მთხოვა დამეხმარეო და დამავიწყდა, სირცხვილია რომ არ ჩავიდე.
-კარგი დე, მალე ამოხვალ?
-ჰო ვკითხავ რამე ხომ არ სჭრდება და..-კარები ფრხილად გაიკეტა და მომღიმარი ჩაუყვა კიბეებს.თვალებში უყურებდა მიქაელი და მზერით ჭამდა ანოს. ახლაღა შეამჩნია კარგად მაისურაძემ კაცის მუქი კონიაკის ფერი თვალები.იცოდა ასე ყურება სადღაც ჩაითრევდა და იქიდავ ვერაფრით დაბრუნდებოდა უკან.ორივე მათგანს მთელი სხეული ეწვოვდათ, ერთმანეთში რეფლექტურ რეაქციებს იწვევდნენ. გრილი სურნელი რომელიც კაცს ასდიოდა ცხვირის წვერს უწვავდა და თავბრუს ახვევვდა
-ესეიგი გათხოვდი.-სიჩუმე მიქაელმა დაარღვია.
-დიახ.
-მაგრამ ბედნიერი არ ხარ.! -მაგიდაზე მკლავებით დაეყრდნო და ქალისკენ გადაიხარა.ისევ ისე როგორც ბავშობაში, დაბლიდან უყურედა თავჩახრილ ანოს.
-როგორ არა..
-მე ვერ მომატყუებ აიანო, კარგად გხედავ მასთან ბედიერი არ ხარ.
-რას ვიზამთ ყველას არ უმართებს ცხოვრებაში.-ფეხზე წამოდგა და თეფშს დაწვდა. არ დაანება თავი ონიანმა და წინ აესვეტა.
-მომცემ უფლებას ვიბრძოლო შენთვის? -ისე ჰკითხა თითქოს ელემენტარულს სთხოვდა. რა საჭირო იყო აქ ზედმეტი ახსნა -განმარტებები.
-რა?-შუბლი შეეჭმუხნა მაისურაძეს და აკანკალებულ ხელში არსებული თეფში ისევ მაგიდაზე დააბრუნა, ზურგს უკან წაღებული მტევნებით დაეყრდნო მაგიდას. ასე ეგონა ფეხ-ქვეშ მიწა გამოაცალეს.
-ჰო. ასე თავხედურად გეკითხები.! -ქალის შუბლი მიქაელის ნიკაპს ძლივს წვდებოდა.-რა ლამაზი ხარ აიანო რომ იცოდე.როგორ არ გიხდება ასეთი სევდისფერი თვალები. წლების წინ ისე გაიქეცი ვერც კი მოვახერხე შენი ნაკვთების დამახსოვრება და ახლა ვხედავ რამდენი დამიკარგავს.!
-გთხოვ არ გინდა რა..-მაგიდასა და ონიანს შორის მოქცეუი სხეული გამოძვრა და სამზარეულოში გაუჩინარდა.
-წლების წინაც ასეთი სევდიანი იყავი აიანო. კი მაგრამ რა ხდება შენს ცხოვრებაში ისეთი ასე რომ გაქვს ჩამქრალი თვალები?-კარის ჩარჩოს მხრით მიეყრდნო.
-შენ გინდა რომ ასე იოლად გაგიხსნა გული და მოგიყვე ის რაც დედაჩემაც არ იცის?-ღიმილის კუთხე ირონიულად ჩატეხა.
-მინდა ის მითხრა რაც ვიცი. რასაც ვხედავ ყოლევ საღამოს ის განმიმარტო. რატომ ხარ იმ კაცთან?
-არაა ეს შენი საქმე და არ მინდა პრობლემები შემექმნას. ეს მხოლოდ ჩემი ცხოვრებაა და ძალიან გთხოვ არ ჩაერიო.
-ნუ გარბიხარ.! ეს გამოსავალი არ არის.რატომ არ გინდა დახმარების ხელს ჩაეჭიდო. იქნებ უკეთესიც გახდეს შენი ცხოვრება?
-ახლა არ მინდა ამაზე საუბარი. არც დროა და არც ადგილი ამისთვის.
-შეეშვი მაგ ჭურჭელს და მიყურე!-ხელებით დაიჭია ქალის სუსტი სახე.-მე მიქაელ ონიანი ვდგავარ შენს წინ და გეუნები რომ მინდა შენს გამო ბრძოლაა.! მიუხედავად იმისა რომ პირველად წლების წინ გნახე და სიმართლე გითხრა ისე გაქრი ჩემი გონებიდან რომ არც მახსოვდი. ახლა აქ შენს წინ ვდგავარ! დიდიხანია აივნიდან გაკვირდები, ვსწავლო შენს ყოველ მოძრაობას, შენს მიმიკებში ვხედავ როდის ფიქრობ ჩემზე.!
-შენზე?
-დიახ ჩემზე.! და ნუ მაწყვეტინებ. მიეცი ადდამიანს იმის უფლება გიხსნას ამ ცხოვრეიდან.! მომეცი უფლება პირველად მე ვნახო შენი აციმციმებული ლამაზი თვალები. მომეცი უფლება სიყვარული გაგრძნობინო.
-მიქაე რთულია! ჩემთვის რთულია ასე ვენდო უცნობ ადამიანს.!
-შენც კი არ გჯერა იმის რასაც ამბობ.! კარგად ხვდები რომ ყვლაზე ახლობელი მე ვარ შენთვის. ასე რომ არ იყოს, სიტყებს რომელიც ძალიან ადრე სპონტანურად გითხარი, გულმოდგინედ არ ჩაიეჭდავდი გონებაში.!-მათ შორის მცირე მანძილიც დაფარა და ცხვირის წვერით გაეხახუნა მაისურაძის რბილ ლოყას. ტაომ დაუარა სხეულშ აიანოს და უგრძნობი ემოციები ჩაეღვარა სხეულში. -შენ რომ ბედნიერი იყო ასე მოახლოების უფლებას არ მომცემდი.!
-მოვედი.! -საუბარი მაჭავარიანის მხიარულმა ხმამ შეაწყვეტინა და აწითლებული მალევე მშორდა მიქაელი სხეულს.
***
(თავი9)
საოცარი სითბოთი წამოვიდა მიქაელი მაჭავარიანის სახლიდან. ქუჩაში მოდიოდა შებინდებულ ჟამს, ხელები შარვლის ჯიბეებში ჩაეწყო და მომღიმარი ღიღინით მოუყვებოდა ტროტუარს. თვალის ბინდზე გადაკრული ჰქონდა აიანოს გამოსახულება, აფაკლული ღაწვები და მოელვარე ყავისფერი თვალები.
-გისმენ დიმა.-მოწკიალე ტელეფონს უპასუხა და სადარბაზოში შევიდა.
-სად ხარ ეე?
-სახლში ავდივარ ისეთი რაღაც მოხდა დედას გეფიცები ჯერაც აზრზე ვერ მოვდივარ. -ბედნიერმა შეაღო სახლის კარი და რკინის მასალა ცეხის კვრით მიკეტა.
-ხო მშვიდობაა?
-მშვიდობა კი არა ღმერთის ნიშანია ძმაო.-სიცილს ვერ იკავებდა.
-ამოვალ და მომიყევი რა მოხდა თორე ისე ქარაგმებით ლაპარაკობ შე ჩამა მგონი პოეტობას აპირებ.
-ამო ამო და სასმელიც წამოაყოლე დღეს დალევის ხასიათზე ვარ.!
-გზაში ვარ უკვე. -ტელეფონი გათიშა და ზედა გადაიძრო, დაკუნთულ მუცელზე ხელი აისვა.ისე უნდოდა ქალის მოფერება, მის ნაზ კანთან ისევ შეხება. გული ყელზე ჰქონდა მიბჯენილი და მოთმინებას ძლივს პოულობდა საკუთარ თავში. გონებით მომავალში დაძვრებოდა და წარმოიდგენდა როგორი სასიამოვნო შეიძლება ყოფილიყო ქალის სხეულთან ალერსი.! ფართოდ გახსნა აივნის კარები რომ შესძლებოდა მეზობლის დანახვა.
დიმაც მალევე ესტუმრა და სასმლის ბოთლები პატარა მაგიდაზე ხმაურით დააწყო.
-შე ჩემა, ისეთ გართული ხარ ფიქრებით ვერც კი შემამჩნია.
-დიმა, ისეთები ხდება ჩემს თავს საერთოდ როგორ ვზივარ მშვიდად ეგეც კი მიკვირს.-ღმილით ახედა ძმაკაცს.
-ჰე მოყევი.!-ლუდის ბოთლი სახსნელით გახსნა, ერთი ონიანს მიაწოდა მეორე კი წინ დაიდგა.
-ბიჭო ამას წინათ ერთ ქალს დავეხმარე რაღაცეების ატანაში. ხოდა იმ დღეს შემიჩნდა გინდა თუ არა ჩემთან უნდა დაგპატიჟოო. ხოდა ვერ გავუტეხე რა..-სიცილითი გააქნია თავი და თმებზე გადაისვა ძლიეერი ხელი.-კიდევ კარგი წავედი. აბა გამოიცანი ვისი დედაა და ვინ გავიცანი?!-ქვედა ტუჩი მოიქცია კბლებ შორის და ღიმილი დაუქნია გაკვირვებულ ძმაკაცს თავი.
-არ გაა**აკო.! მართლა ის გოგო იყო?
-ხოო ბიჭო.! -ერთი მოსმით დალია ნახევარი ბოთლი ლუდი და ნასიამოვნები სახით გადაწვა სავარძელზე.
-შენ უნდა თქვა ბედი მაქვსო ძმაო. რაო მერე იმ გოგომ?
-აიანო ჰქვია.! იცი რა ლამაზია ? კინაღამ გავრეკე ისე მიყურებდა. ბო** შვილი ვიყო თუ იმ კაცთან კიდევ დიდი ხნით დავტოვო. ბიჭო გავრეკე მგონი...
-დამშივდდი ეე.. ისე არ ქნა რამე შარში გახვიო გოგო. ქმარია მაიცნ უბრალო შეყვარებული ხომ არა.! დაფიქრებით გმართებს მოქცევა.. -მიქალეს გახედა რომელიც გარეთ იყურებდოდა და სახეზე დაუტეველი სიბრაზე ეკვეთებოდა.! -რა ხდება ე?-წინ გაიწია და კარებიდან გაიხედა. მეზობელ კორპუსში, მეხუთე სართულზე, რომლის ფარდებიც გადაწეული იყო , თითქმის მთელი მისაღები და საძინებელი ოთახი მოსჩანდა ქალი დალანდა რომლიც რაღაცაზე ეკამათებოდა ქმარს. ისიც არ იშურებდა ხელების უხეშ ფათურს.-ეხლა დამშვიდდი და წყნარად იჯექი მანდ.! -ფეხზე წამომდგარი ონიანი უკან დაარუნდა და აივნის კარები მიხურა რადგან კარგად იცნობდა მეოგბარს, დარწმუნებულიც იყო რაღაც სისულელეს ჩაიდენდა.-არანაირი უფლება გაქვს ჩერიო, მიქალე დამშვიდდი და თავი ხელში აიყვანე ბიჭო!
-დაინახე..-ხელი გაიშვირა აივნისკენ..-დაინახე როგორ ექცევა ის სი**?! დედას მოვუ**ნავ! -კბილებში ცრიდა და უსუსრობაა კლავდა. როგორ არ შეეუძლია დაიცვას თავისი ქალი, ასე როგორ დაასუსტა ცხოვრებამ, რატომ არ აქვს უფლება მივარდეს იმ მხეცს და მიუჩინოს თავისი ადგილი.! ასწავლოს ასეთ ქალღმერთთან მოქცევა.! -ნაბი*ვარი.!-ცარიელი ლუდის ბოთლი კედელს შეაფშვნა და ფეხზე წამოდგა..
***
საღამო იყო სახლშ რომ დაბრუნდა აიანო. სასიამოვნოდ გახარებული. არ ნანობს დაკარგულ დროს და გაფრენილ წლებს. კარგად აქვს გაანალიზებული რომ ის წარსულია და ახლა მომავლისთვის უნდა იბრძოლოს. იმედი გაუჩნდა რომ შეცვლის, დაალაგებს იმას რაც თვითონ თავდაყირა დააყენა.აუცილებლად შეცვლის რამეს თორე უკვე ცხოვრება აუტანელია მისთვის.!
-გეღირსა მოსვლა.!-ნასვამმა მეუღლემ შეუღრინა სახლში შესულ ანოს.
-დედასთან ვიყავი, სტუმრები ჰყავდა და ვეხმარებოდი.-თავი იმართლა, საერთოდ არ უნდოდა ის ბედნიერება გაეფუჭებინა მის ქმარს რაც გულში ჰქონდა.
-უკვე აუტანელია შენი საქციელი. -კიდევ ერთი ჭიქა მოსვა და ხმაურით დაახეთქა მაგიდაზე.
-ბევრს სვამ თემო, არ შეიძლება ამდენი.-ღრმად ამოისუნთქა და გული დაიმშვიდა. არასდროს ჰყვება ასეთ საუბარში მთვრალ ქმარს.
-აა ჭკუასაც მასწავლი უტვინო?-სიცილით შეხედა მაისურაძეს რომელიც მაგიდას ალაგებდა.
-წამო თემო დაწექი.-მკლავში ნაზად მოკიდა ხელი.
-ხელი გაწიე და ნუ მარიგე ჭკუას.-ხელი აიქნია და შებარბაცდა წამოდგომისას. -წამწამზე გიზივარ აიანო და ერთი დახამხამება გინდა რომ გადამაგდო შენი ცხოვრეიდან.-ცოლისკენ გაიწია. -მაგრამ იმდენად მშიშარა ხარ. ამის უნარიც არ გაქვს.-გაიცინა და მკლავებში მოიქცია.
-თემო გთხოვ წამოდი დაწექი. დაისვენე. -არ ჩერდეოდა მაისურაძე და კვლავ თბილად ესაუბრებოდა იმის მიუხედავად რომ გული საკმაოდ უკანკალებდა.
-ჩემგან წასვლა გინდა ხო? -ძლიერად ჩააფრინდა მკლავებში და შეანჯღრია.
-კი მინდა. იმ დღიდან მინდა შენგან წასვლა როცა პირველად გავხდი შენი.-აფართხალდაა კაცის მკლავებში.-ხო ყოვველი შენი შეხება მეზიზღება, რადგან არასდროს არ იგრძნობა იქ შენი სითო და სიყვარული. ამომივიდა შენი მონობა ყელში. -მოქნეული ხელი მწარედ მოხვდა სახეში და გვარიანად აეწვა ლოყა.
-რომელ სიყვარულზე მელაპარაკები? აბა სიყვარული?-ერთ ადგილას მიყინულ ცოლს ირონიულად ელაპარაკებოდა. -როდის მითქვამს რომ მიყვარხარ? თუ რადგან ცოლად მოგიყვანე გგონია მიყვარხარ? -ახარხარდა.
-არა არ მგონია არაფერი.! შენნაირ კაცებმა არ იციან სიყვარული რა არის.
-მიუხედავად იმისა რომ მკვდარივით ხარ საწოლში მაინც მსიამოვნებ.
-გულს მირევ.-ცრემლები გადმოყარა.
-მე კიდე შენი ცრემლები -გაიცინა და კვლვ მოხვია მკლავები.-იცოდე ჩემგან ვერასდროს წახვალ! არ მოგცემ უფლებას მიმატოვო! მოგკლავ გაიგე? მოგკლავ ვინმე სხვას რომ შეხედო და არც იმას არ დავტოვებ მიწის ზემოთ!
-შენი შემხედვარე სიკვდილიც კი სანატრელი მაქვს.-ამოისლუკუნა.-გამიშვი ხელი გთხოვ.-ვედრებაზე გადავიდა.. „დავიღალე. დავიღალე ამდენი ქრონიკული ტკვივილით.! აღარ შემიძლია არა.! „ატირდა და მექანიკურად კაცს მკერდზე მიაადო შუბლი.-როგორ შეგიძლია ასე მომექცე? როგორ შეგიძლია ასეთი ბოროტი იყო ჩემს მიმართ? მე ხომ არაფერი დამიშავებია? თუ არის რამე რის გამოც მსჯი?-მუჭში მოიქცია ქმრის მაისური და სიმწრისგან ისე მოუჭირა ხელები ფრჩხილებმაც კი შეაღწიეს და კანს შეეხნენ.-თემო დაგიშავე რამე?-თავი აწია და აწითლეული თვალებით მიაჩერდა იმის იმედად რომ შეებრალებოდა ცოლი.
-გეყო ისტერიკები მომშორდი,-უხეშად მოიშორა ცოლი და საძინებელში შევიდა.მტევნებით დაეყრდნო მაგიდას, მძიმედ ამოისუნთქა. შარფს დაავლო ხელი მხრებზე მოიხვია და სირბილით დაეშვა კიბეეზე. ბევრი ირბინა, რომ დაიღალა სიარულზე გადავიდა და ნაცნობ ბაღსაც მიუახლოვდა. ძველი ადგილი მოძებნა და ხის, კარგად შეღებილ და გარემონტებულ სკამზე ჩამოჯდა. ძველი იერი არ ეტყობოდა მაგრამ მაიცნ წარსულს ახსენებდა. იმ წარსულ სადაც უფრო ადვილი იყო თავის გადარჩენა.
-როგორი სულელი ავღმოვჩნდი ღმერთო! უკვე ღრმად ვარ შესული ლაბირინთში იქიდან გამოსვლას კი ვერაფრით ვერ ვახერხებ. ვერ ვახერხებ ჩემი შეცდომების გამოსწორებას.დამეხმარე რაა. არ მიმატოვო გთხოვ დამიბრუნე ოცნებები, დამიბრუნე იმედები რომელიც უკვე ნელ-ნელა ქრება.!
-შეისმინა ღმერთმა შენი ვედრება.-თავზე წამოადგა მეზობელი.
-აქ რა გინდა?
-დავინახე რომ გამოიქეცი და წამოგყევი მეც.-გვერდით დაუჯდა და ისევ ისე ფრთხილად დაუდო მუხლებზე მწვანე ალპეენგოლდის ფილა.გაეცია აიანოს, ცრემლეი მოიწმინდა სახიდან.
-რა მოხდა მითხარი.!
-მიქაელ..-კიდევ ამოიტირა და თავი ისევ დახარა.
-ხომ გითხარი ასე არავის გამო იტიროთქო! -მკაცრად უთხრა და სახეზე ჩამოყრილი თმა ყურზე გადაუწია.
-არც შენს გამო?
-არც ჩემს გამო! მომიყევი რა ხდება ასეთი რომ სულ ასეთ დღეში ხარ.
-რომელი ერთი ჩემი შეცდომა გიხრა.-ნაღვლიანად გაუღიმა და ფილა გახსნა.-მოდი ენდორფინები მივიღოთ.-ერთი პატაარა ნატეხი თვითონ შეჭამა.-არასწორი კაცი ავირჩიე და დამენგრა თავზე ყველაფერი. ჩემი ბრალია ყვლაფერი, ოდნავ გაბედული რომ ვყოფილიყავი, ოდნავ მაინც რომ მეფიქრა ჩემზე და არა ხალხზე, ალბათ დღეს ბედნიერი ვიქნებოდი.
-ჩემთან ერთად.!
-ან მარტო!
-რატომ არ ეყრები?
-არ მიშვებს.. არ ვუყვარვარ მაგრამ მაინც არ მიშვებს. მერიდება ამ თემაზე ლაპარაკი შენთან..
-აიანო მიყვარხარ.!-მკაცრად, გაბედულად თქვა. მის ამ ერთ სიტყვაში ეტეოდა მთელი დედამიწის ხელა ძალა, ჩანდა რომ არ დათმობდა ამ ქალის სიყვარულს. სხეულში ცხელმა ტალღამ დაუარა, გულიდან წამოსული ეს სიმხურვალე ჯერ ფილტვებს მოედო ლამის სუნთქვაც შეაწყვეტინა და ბოლოს ყველა შინაგანი ორგანოებს დაუარა.-არ გჯერა ხო? გგონია ასეთ რამეს ჰაერზე ვიტყოდი?! ამის დედა ვატირე როგორ უნდა ვთქვა უგულოდ ეს სიტყვა. წლების მანძილზე ნელ-ნელა მახსენდებოდი და ვერა და ვერ გივიწყებდი. შენი შარფი აქ რომ დააგდე და ისე უგულოდ მიატოვე დღემდე ჩემთან არის. არ ვიცი რატომ შევინახე მაგრამ ვხვდები რომ ზუსტად ის სურნელი რომელიც მასზე იყო შენ თავს მახსენებდა, ასე ნელა შემომეპარე გულში და ბოლოს აივანზე იმ პენუარით რომ გნახე მთელი ემოციები ააფეთქე ჩემში. ორგანიზმში დამიარა შენმა სურვილმა და აღარ მანებებს თავს.! და შენ გგონია ამას მე ჰაერზე ვამობ?! ხომ შეიძლება შემომხედო აიანო.!
-მეშინია, მეშინია შენმა კონიაკისფერმა თვალებმა ბოლომდე არ ჩამითრიოს. ისე არ მიყოს რომ ვეღარაფერმა ძალამ მიშველოს. უსაშველოდ რრთულია გიყვარდეს კაცცი რომელიც მხოლოდ ერთხელ ნახე.მიუხედავად იმისა რომ მხოლოდ შენი ხმა ვიცოდი მაინც შენ მაძლებდი ძალას რომ ამ ბოროტ ცხოვრებას ბოლომდე არ დავნებებოდი.-მორიდებით ახედა.-თემო არასდროს გამიშვებს.! შენ ისეთი შორი ხარ, ისეთი რომ.. -ნატიფი მტევანი მისი სახისკენ გაუბედავად გაწია, მაგრამ შეხება მაინც ვერ გაბედა.
-როგორ მინდა მაგ ლამაზი ტუჩების გემო ვიგრძნო..-ამღვრეული თვალებით მიაჩერდა მაისურაძეს..-როგორ მინდა მხოლოდ მე მეკუთვნოდე და მქონდეს ძალა ის კაცი გავაქრო შენი ცხოვრებიდან.! აიანო..-ლამაზ თვალებს ქალის სახეზე დააცოცებდა და ნაკვთებს აღელვებული უყურებდა.
-არ მოხვიდე ჩემამდე!
-როგორ არასოდეს?!
-არ მოხვიდე.!-ფეხზე წამოდგა კაცს დახედა. -მე შევეგუე ამ მდგმარეობას.! არ იმასახურებ ჩემნაირ ქალს.! არ მინდა წამით მაინც შეგექმნას პრობლემა. გთხოვ უბრალოდ გააგრძელე ცხოვრება.
-აიანო არ დაგთმობ.! არ მივცემ იმ სი**ს უფლებას..
-გაჩუმდი გთხოვ.-მის წინ, ახლოს მდგარ კაცს ახედა, საჩვენებელი თითი ბაგეებთან მიადო. მიქალემა ქალის ნატიფი თითი რომ იგრძნო ტუჩებზე ფრთხილად აკოცა. -დავტოვოთ ყველაფერი ისე როგორც არის.! ტყუილად დავიტანჯებით გესმის ?! შენ არ იცნობ იმ..
-არა ეს შენ არ მიცნობ კარგად და არ იცი როგორ შემიძლია საკუთრებისთვის ბრძოლა. მე დავიგვიანე შენს ცხოვრებაში გამოჩენა და ახლა.. ახლა უკვე გვიანია იმისთვის რომ უკან დავიხიო გესმის?-ფრხილად მოჰხვია მკლავები.. გაფართოეული თვალებით სახე უკან გასწია მაისურაძემ.-ნუ გეშინია არ გაკოცებ. ასეც არ დავაშავებ შენთან.! მაგრამ იცოდე მე ასე ადვილად არ დავნედები.. ახლა კიდე წავიდეთ და გზაში მომიყევი რამე შენზე. ბოლომდე უნდა გაგიცნო.!-მომღიმარმა შარფი კარგად მოახვია მხრებზე შუბლზე ნაზად აკოცა და წითელი ქვით დაფარარულ გზას გაუყვნენ.

***
(თავი 10)
დილით წელის ტკივილმა გააღვიძა, მოუხერხებელმა სავარძელმა წელი გაუშეშა. წუწუნით ნელა წამოდგა, მტევნით მტკივან ადგილს იზელდა.ფეხაკრებით შევიდა საძინებელში, საწოლზე მწოლიარე ქმარს დახედა და სუფთა ტანსაცმელი გამოიღო კარადიდან..
-რომელი საათია?-ზმუილით წამოყო თავი.
-არ ვიცი.-ცივად გასცა პასუხი და სააბაზანოში შეიკეტა. უემოციოდ, დაცლილი გრძნობებით მოწესრიგდა და სველი თმის მშრალებით გავიდა სამზარეულოში. ყავის ფინჯანი ყავისფერი სითხით შეავსო და თაროდან ყველაზე საყვარელი წიგნი გადმოიღ.
-რამე ხდება?-თავის ქექვით გამოვიდა აივანზე თემო და მის წინ ჩამოჯდა.
-არ მცალია შენთვის. -ფეხები სკამზე ააწყო წიგნის პირველი ფურცელი გადაფურცლა და ნაწერებში ჩაიკარგა.
-მშია.
-სამზარეულო იცი სადაც არის, შეგიძლია შენთვითნ გაიმზადო.!
-გუშინდელისთვის ბოდიში.
-არ მჭრდება, სიმართლე გითხა არც არანაირი მნიშვნელოა ჰქონია შენს სიტყვებს.! ახლა კი მაცადე მშვიდად ყოფნა.
-დედასთან წავალ მე, მგონი ასე სჯობს.
-რაც გინდა ის ქენი.-საუბრით დაღლილმა გახედა და ანიშნა წადიო. თავიდან დაიწყო კითხვა.კარების ხმამ კიდევ ერთხელ დაურღვია მყუდროება და ნერვებს აყოლილი მტევანი შუბლზე მოისვა.
***
დილა ონიანის სახლშიც აფორიაქებულად დაიწყო. იმის მიუხედავად, რომ მთელი ღამე თეთრად გაათენა ,მაინც ენერგიულად დადიდა წინ და უკან ოთახში. ჩაფიქრებული გზებს ეძებდა, მის ანოსთან დაახლოების გზებს. ოთახის ცენტრში გაშტერებული მზერით იდგა და თმეში ახლართულ ხელს ნერვიულად ამოძრავებდა.
-ჯანდაბა. ჯანდაა..ჯანდაბა..-ბოლოს იყვირა და მთელი ძალით მიაწყდა კიდელს მტევნებით. -ამ ცხოვრების დედა მოვ**ან.. იმ ცხოვრების დედა ვატირე სადაც ასე დავაგვიანე.! -სიმწრით მუშტი დაუშინა მაგიდას და იქვე კედელთან ჩაჯდა. -რა გავაკეთო?! რა გავაკეთო. - ოაზისივით გამოჩნდა აიანო მაისურაძე ონიანის ცხოვრებაში. უდაბნოში უწყლოდ დარჩენილი მიქაელი ბოლო ძალებს იკრებდა და ცხოვრებას ებღაუჭებოდა, როცა გამოჩნდა ეს ქალი და თითქოს იმედი ჩაუსახა, იმედი იმისა რომ ყველაფერი შეიძლება კარგად დასრულდეს. ოცნების დაკარგვის შემდეგ, ქალის სიყვარულმა სიცოცხლის სურვილი ისე მძაფრად დაუბრუნა, რომ ისიც კი ვერ გააცნობიერა რამდენად არარეალური გრძნობებით გაჩნდა ანო მამაკაცის გონებაში. აფორიაქებულმა ტელეფონი მოიძია ჯიბეებში, ოთახს მოავლო თვალი და სასურველი საგანი სწრაფად აიღო. ნომერი აკრიფა და ხმას დაელოდა.
-გამარჯობა მიქაელ.
-გამარჯობა ქეთი, ცუდ დროს ხომ არ გირეკავთ?-აღელვებულმა ძლივს მოაბა სათქმელს თავი და საწოლზე ჩამოჯდა.
-არა.. არა გისმენ.
-თქვენთან სერიოზული საქმე მაქვვს. იქნებ სადმე შევხვდეთ..
-ხო მშვიდობაა შვილო?-თითქოს მიხვდა „საქმის“ შინაარს ქეთი.
-არ ვიცი.. იქნებ დღს მოიცალოთ?!
-კაი, ერთ საათში ამოდი ჩემთან. ვილაპარაკოთ.
-დიდი მადლობა, კი მეუხერხულება თქვენი მაგრამ სხვა ვერ დამეხმარება.
-რას ამობ მიქალე, მოკლედ ერთ საათში გელოდები.
-დროეით.-მშვიდად ამოისუნთქა და გადაწვა საწოლზე.

***
აიანო მშვიდი ნაბიჟით მიდიოდა ლისის ტბის ღორღიან გზაზე და მხარზე საზაფხულო ჩანთანს ისწორედა. ყვავილებით მორთულ კაბას, ქარი უფრიალებდა და ლამაზ წვივებს უკვეთდა. თმა.. გრძელი და ბზივნვარე, მზის შუქზე თითქოს უფრო გაღიავებულიყო და ლამაზ სხეულს ეფინებოდა. წყლიდან წამოსულვა სუსხმა, ტანზე ეკალი დააყარა და მინდორზე გადაინაცვლა, ერთ-ერთი ხის ქვეშ გაშალა პლედი, მოკალათდა და ფეხები მოკეცა, გარემოს კარგად დააკვირდა. სავსე იყო მომღიმარი, ბედნიერი და სრულყოფილი ოჯახებით. გაბადრული უყურებდა მის წინ მოთამაშე ბავშვს, ასე 3-4 წლისას, რომელიც თეთრ ფუმფულა ძაღლს მოსვენებას არ აძლევდა. ჩანთიდან დილით დაწყებული წიგნი ამოაძვრინა და მუხლებზე დაიდო. თვალი ვერ მოსწყვიტა ორ ცელქ არსებას, ბოლოს გულიანად გაიცინა მათ საქციელზე და თავით ხეს მიეყრდნო..
-ჩემი სიცოცხლე ისე არ დამთავრდება, რომ არ მოვესწრო ამ ბედნიერებას.!-გონებაში მკაცრად გაიჟღერა ანოს ხმამ და ყველაფერი გააქრო გარშემო. მხოლოდ ანო და წიგნი დარჩა,თავით გადაეშვა რომანში და გონებაში წაკითხულის წარმოდგენა დაიწყო, სადაც მთავარი გმირები ანო და მიქაელი იყო.! თითქმის შუაში იყო გასული როცა მიხვდა, რომ წაკითხული საერთოდ არ ახსოვდა. ისევ საკუთარ ცხოვრებას დაუბრუნდა. ჩაფიქრდა.. გონებაში გაუელვა დიდი მაჰათმა განდის სიტყვები-„ ცხოვრება იქაა, სადაც სიყვარულია!- მართლაც ხომ ასეა აიანოსთან, მისი ცხოვრება მოპირდაპირე აივანზეა, იქ საზრდოობს სიყვარულით.!
-გისმენთ.-აწკრიალებულ ტელეფონს ისე უპასუხა არც დაუხედავს.
-აიანო რროგორ ხარ მე ვარ გიორგი.
-გიო კარგად შენ როგორ ხარ?
-მადლობა კარგად. დრო გამომიჩნდა და მოსაკითად დაგირეკე. როგორ გრძნობ თავს?.
-მარტოსულად.-ერთი სიტყვაც საკმარისი იყო იმის აღსაწერად თუ როგორ იყო ახლა მაისურაძე.
-არ გინდა ლიკას დაურეკო? დააბრუნო შენს ცხოვრებაში.
-იცი ამაზე არ მიფიქრია, ჩვენი ურთიერთობა ბოლოს იმდენად ტოქსიკური იყო, რომ ორივეს გვწამლავდა. არამგონია ასეთი ურთიერთობის აღდგენა მოხერხდეს.!
-ახალი მეგორები შეიძინე.!
-გიორგი კაი რა.-თვალები დახუჭა და თავი გააქნია. -გადავწყვიტე დედას ყველაფერი ვუთხრა და თემოსგან წამოვიდე. გუშინ ისეთი რამ მითხრა ამის მეერე მასთან დიდი ხანი ვერ გავჩერდები.
-კარგი გადაწყვეტილებაა. მე დავურეკვ თემოს და დაველააპარაკები. იქნებ იოლად მოხდეს ეს ამბავი.
-არამგონია გიო, იოლად ეს ამბავი არ გამოვა.! როგორც თვითონ ამბობს მხოლოდ კუბოთი შევძლებ იქიდან წასვლას. გამოსავალი თუ მხოლოდ ეს იქნება მაგაზეც თანახმა ვარ.
-ღმერთს ნუ სცოდავ აიანო. არც იფიქრო ასეთ რამეზე..-ხმაში სიმკაცრე შეერია გველესიანს.
-შენ რომ აქ იყო, ყველაფერი იოლად იქნებოდა. შენ რომ ჩემს გგვერდით იყო..
-სულიერად შენთან ვარ.
-მიქაელი გავიცანი, გუშინ ვილაპარაკეთ და..
-და?!
-მითხრა შენთვის ვირძოლებო.! იცი იმედი ჩამესახა. გამოწვდილ ხელს ჩავეჭიდე და ახლა მხოლოდ ეს მახარებს მისი გამოჩენა ასე სასწაულად ჩემს შავ ცხოვრებაში.
-ღმერთი ყოველთის ზრუნავს საკუთარ შვილებზე აიანო. ის არასდროს დაგტოვებს მარტო.
-ილოცე ჩემთვის გიორგი,მე უკვე ამის ძალაც აღარ მაქვს.. გონებაშიც კი ვეღარ ვახერხებ ლოცვას.
-მე ვლოცულო ანო შენზე..მშვიდად იყავი.
-მადლობა გიო, დიდი მადლობა. -კენტად ჩამოგორებულმა ცრემლმა ღიმილის კუთხე დაუსველა მაისურაძეს.
-ანო უნდა წავიდე, გაძლიერდი და არ დათმო შენი წილი ბედნიერება.
-არ დავთმობ გიო.! კარგად იყავი.-მშვიდად უთხრა და გათიშული ტელეფონი ჩანთაში დააბრუნა.
„ჩემი წილი ბედნირება.!ნეტა როგორია ჩემი წილი ბედნიერება?!“
***
ნაცრისფერ კარებზე ძლიერად დაჰკრა მუჭი და გაღებას დაელოდა. ერთ ადგილას ვერ ჩეერდებოდა და ცქმუტავდა.
-მოდი შვილო გელოდებოდი.-კარები გააღო ქეთიმ და განზე გადგა.
-მადლობა ქეთი რომ დამთანხმდი ნახვაზე. -არეული სახით უყურებდა ქალს და ადგილს ვერ პოულობდა.
-ვაიმე მიქაელ მაშინებ უკვე, რა ფერი გაქვს სახეზე.
-ძალიან ვნერვიულო ქეთი, ისეთი რამ უნდა გითხრა, არ ვიცი როგორ გამიგებ? და შენი რეაქცია მაშინებს.
-მოდი დაჯექი და მითხარი თორე გასკდა გული.-სავარძელში მის წინ ჩაჯდა მაჭავარიანი და ფერდაკარგულ კაცს გახედა.
-წლეის წინ ერთ გოგოს შევხვდი, სრულიად შემთხვევით.-ხელები ერთმანეთს გაუსვა, არეული სუნთქვით დაიწყო ამბის მოყოლა.- პარკში იჯდა და ტიროდა. რამდენიმე სიტყვით შემოვიფარგლეთ და გამექცა მერე..-მომღიმარმა თავი გააქნია და მაგიდას დააშტერდა, რომელიც ქეთის და მის შორის იყო მოქცეული.- იქ დაუვარდა შარფი და მას მერე ვინახავ.-მზერა ქალის აფორიაქებული სახიდან საკუთარ მაჯაზე გადაიტანა და ლამაზად დახვეულ ნაჭერს დააკვირდა. -ერთი პერიოდი ხშირად დავდიოდი იმ გზაზე, იმის იმედით რომ კიდევ ვნახავდი უცნო გოგონას და დავუბრუნებდი ნივთს, მაგრამ მას მერე არც მინახავს და ბოლო რამდენიმე წელი ბარსელონაში ვცხოვროდი. -ნერწყვი ხმაურით გადაყლაპა.
-შემდეგ.-მაჭავარიანს ბურთი ჰქონდა გაჩხერილი ყელში და საგრძნობლად ეტყობოდა ხმის ცვლილება.
-შემდეგ დავბრუნდი და ეს გოგო ჩემს მოპირდაპირე აივანზე დავინახე, უკვე გათხოვილი. - მუხლებზე იდაყვებით დაეყრდნო და თავი ჩახარა.
-გინდა თქვა რომ ის გოგო ჩემი შვილია და შენ ის..
-დიახ, მას მერე ხშირად ვხედავდი და ის გრძნობა რომელიც არც კი მეგონა თუ ჩემში იზრდებოდა, სახეში ძლიერად მეცა და გონს მომიყვანა. დიახ მე ის მიყვარს.!-მკაცრად საკუთარ თავში დარწმუნებულმა კიდევ ერთხელ წარმოთქვა ეს სიტყვები.
-არ ვიცი.. -ფეხზე წამოდგა ქეთი.
-მესმის ცუდად გამომდის. არ ვიცი ისეთ კაცს რა ვუწოდა ქმრიან ქალზე რომ კარგავს ჭკუას მაგრამ რა ვქნა?! მითუმეტეს ვხედავ როგორც ექცევა ის..-წამით დაფიქრდა და უწმაწური სიტყვა რომელიც ბელქანიას აღწერდა შეცვალა. -ქმარი.! ცუდად ვხვდები გესმით? აი აქ საერთოდ ვერ ვუშვე იმ აზრს რომ ის სხვისი ცოლის.. -მკერდძე საჩვენებელი თითი მიირტყა და შუბლზე ძარღვგაწყვეტილმა გახედა ქალს..
-უფფ..-მძიმედ ამოისუნთქა.-არ ვიცი რატომ გაყვა თემოს ჩემი შვილი. საერთოდ არ მესმის რა ესაქმება იმ კაცთან. ვერ გადავაფიქრებინე, ვერ ვუშველე ჩემს შვილს.
-ქეთი.-ენით, ნერვიულობისგან გამშრალი ტუჩები დაისველა.-მინდა.. მინდა აიანო ჩემთან იყოს. დავაგვიანე.. მის ცხოვრეაში გამოჩენა დავაგვიანე, მაგრამ მე არასდროს არ ვიხევ უკან. ვგძნობ, მთელი არსებით ვგრძნობ აიანოს საჭიროებას ჩემს ცხოვრებაში.-საფეთქელზე მიიჭირა ხელი და წამით მაინც ეცადა გონების დამშვიდებას.
-მე რითაც შევძლებ დაგეხმარები მიქაელ. არ მეგონა ასე თუ შეგვახვედრებდა ბედნისწერა. მაგრამ მიხარია, ჩემს შვილს მფარველი გამოუჩნდა. დროა უკვე მისი ბედნიერების. !
-მადლობა ქეთი გაგებისთვის.-სახე გაბრწყინებულმა წარმოთქვა და ქალის მტევანი ხელებში მოიქცია.-მისთვის ყველაფერს გავაკეთებ. -ნაზად აკოცა ხელზე.
-მე თქვენთვის ვილოცებ.-გაუღიმა და სახეზე დედა-შვილურად მოეფერა.
***
( თავი 11)
რამდენიმე დღე ისე გავიდა ონიანი არც აივანზე, არც ანოს ცხოვრებაში არ გამოჩენილა. ღმერთმა იცის რა ფიქრებმაა არ გაუელვვა თავში მაისურძეს. იცით როგორ იყო იმ დღეებში ? დასნეულებული ადამიანივით რომელიც, სასწაულმოქმედი წამლის შესახებ იგებს. მის თაფლისფერ თვალებში სიცოცხლის სხივმაც გაიელვა რამდენჯერმე და გაგიკვირდებათ მაგრამ, სურვილიც დაბრუნდა.
-დედა მოვედი.-ძველი სახლის კარი მხიარულად შეაღო და სამზარეულოსკენ აიღო გეზი. იქ შესულს სასიამოვნო სურნელმა აუწვა ცხვირის წვერი და მალევე მისმა მზერამ სილუეტიც იცნო.-გამარჯობა. -მორიდებით უთხრა და ოთახს მოავლო თვალი.
-გამარჯობა აიანო.-ღიმილით წამოდგა ფეხზე ონიანი.
-დედა სად არის? -სურსათის პარკი მაგიდაზე შემოდო.
-გასულია მალე მოვა.-მშვიდი იყო ონიანის ხმა. რას არ მისცემდა ახლა ამ ლამაზი სახის დაკოცვნა რომ შეეძლოს, სურნელის შეგრძნება რომელიც ასე უჩქარებს გულის რიტმს, კანის სინაზე რომელიც სისხლს უდუღებს. -ყავას დალევ?-არ მიუქცევია ქალის გაოცებული სახისთვის ყურადღება, კარადიდან ჭიქა გამოიღო და ხელით ანიშნა.
-კი დავლევ.-დაბნეული ჩამოჯდა სკამზე და გაბადრული მზერით აკვირდეოდა კაცის მიმზიდველ სხეულს. -აქ მარტო რატომ ხარ?
-ქეთიმ მითხრა უნდა მოვიდესო და გასაღები არ გქონდა. ამიტომ დავრჩი მე..-ფინჯანში ყავა ჩამოასხა და გოგონას წინ დაუდო. ერთ ხანს ორივე ჩუმად იჯდა. მომღიმარი სახით უთვალიერებდა მიქაელი სახეს, კიდევ ბევრჯერ დარწმუნდა რომ ეს ქალი ძალიან.. ძალიან სჭირდებოდა.-დიდი ხანი უნდა იჯდე ასე დაძაბული? -ხელზე ნაზად შეეხო.
-მე უნდა წავიდე..-ფეხზე წამოდგა და გასასვლელისკენ გავარდა.
-ვერ წახვალ.-დინჯი ნაბიჯით გაყვა უკან მიქაელი, ჯიბეებში ხელები ჰქონდა დამალული და მშვიდი გამომეტყველებით დაუდგა ზურგს უკან. დიდი ხანი ეჯაჯგურა აიანო კარებს, ვერაფრის დიდეით ვერ გახსნა.
-გამაგებინე რა ხდება?-მკაცრად თქვა და შემოტრიალდა.
-დღეს მე და შენ სახლში ვიქნებით, ვილაპარაკეთ მხოლოდ ჩვენზე, ჩვენს მომავალზე, შვილებზე, სიბერეზე.! ხვალ დილით ქეთი მოვა და კარებს გააღებს.
-ხომ არ გაგიჟდით, თემოს რა ვუთხრა. აქ მარტო რომ მნახოს შენტან მომკლავს..-სახიდან თმები გადაიწია და კვლავ კარებს მიუბრუნდა..მთელი სხეული დაუძაბა აიანოს ნათქვამმა, ორგანიზმში ტორნადოსავით დაუარა სიტყვებმა და ყველა სასიცოცხლო ორგანო დაუფლითა. საშინელებაა! გაიაზრო ის, რომ შენს საყვარელ ქალს ვიღაცის ეშინია.. ნელა შეეხო მკლავზე, ძლიერი მტევანი და მისკენ შეაბრუნდა. შუბლიდან დაიწყო ქალის ყურებდა, მზერა ნელ-ნელა თვალებზე გადავიდა, შემდეგ ლოყებზე და ბოლოს ლამაზ ბაგეებთან გაჩერდა.
-სანამ მე შენთან ვარ.. გესმის ჩემი.. სანამ მე აქ შენს გვერდით ვარ ის ხელსაც ვერ დაგაკარებს. და საერთოდ რატომ ნერვიულობ .. დაურეკე და უთხარი დედასთან ვრჩებიო. არ გინდა ახლოს გამიცნო? -მალევე დაუწია ტონს მიქაელმა, გაბრაზებაც გააქრო და აიანოს სახეზე ხელის ზურგი გადაატარა.-ვკვდები ისე მინდა შენი შეხება. მომეცი უფლება ახლოს ვიყო შენთან, ნუ წამართმევ ამ დღეს გთხოვ.. შენ თავს ვფიცავარ ზედმეტს არაფერს გავაკეთე, ისეთ არაფერს გავაკეთებ რაც შენ ოდნავ მაინც დაგაზარალებს.. გესმის ჩემი აიანო?! შემომხედე რაა.
ხმის ამოუღებლად ახედა კონიაკისფერ თვალებს. მშვიდად დაატარებდა მზერას კაცის ნაკვთებზე.
-“ ყველაზე საშინელებაა იცი რა არის?! ასე ძლიერად რომ მინდა შენთან სიახლოვე, იმდენად ძლიერად ხარ ჩემს გულში მეშინია სასიკვდილო ცოდვა კიდევ ერთხელ არ ჩავიდინო. კიდევ ერთხელ არ დავკარგო თავი და გაწირული ცხოვრება საბოოლოდ არ დავასამარო.! როგორ მეშინია რომ იცოდე.! უშენოდ დარჩენილს უარესად არ გამიჭირდეს ამ სამყაროს, სიცოცხლის ატანა.! - ჩამოგობული ცრემლი ხელის გულით მოიწმინდა და მიქაელს ზურგი აქცია. ონიანმა ა არ დააყოვნა მკერდზე აიკრა და ძლიერად მიიხუტა სუსტი ქალი, ხელები ერთმანეთში ახლართეს ძლიერად..მთელი ემოციით უკოცნიდა ლოყას, საფეთქლს მის მკლავებში შეფარებულ აიანოს.
- აიანო.-ხმადაბლა ამოიჩურჩულა..
-მიქაელ უცნაურად ბედნიერი ვარ, მეშინია ასეთი ემოციის. მეშინია უცებ არ გაქრე და ისევ იმ კოშმარში არ ავღმოვჩნდე..
- ასეთი რეალური არასდროს ვყოფილვარ აიანო. ასეთი ნამდვილი არავისთან ვყოფილვარ და გაქრობასაც არ ვაპირებ.. გჯეროდეს ჩემი, მინდა გწამდეს ჩვენი მომავლის.-მის წინ დადგა, გაბრუებული უყურებდა მაისურაძეს და საერთოდ არ ესმოდა ასე მონდომებით რის ახსნას ცდილობდა. მხოლოდ მისი ტუჩების მოძრაობას აკვირდებოდა.! იზიდავს..! მანძილიც ნელ-ნელა შემცირდა..! სრულიად მოულოდნელად, უსიტყვოდ აკოცა. სახეზე მოხვეული ხელით უფრო მიიზიდა სუსტი სხეული და ვნება მორეულმა, სურვილს აყოლილმა სათითაოდ დაუკოცნა ბაგეები.
აიანო გაოცებული, ჯერ გაუნძრევლად იდგა, ვერც კი ჰყვებოდა კოცნას. მის შიგნით მთელი ქაოსი იყო, ერთმანეთში აერია ყველა ორგანო და მუცელშიც თითქოს ყველაფერმა სირბილი დაიწყო. ბოლოს მისცა თავის თავს უფლება და აი ისიც ამდენი ხნის მერე იგრძნო რას ნიშნავს როცა ადამიანს უყვარხარ.! აკანკალებული ნატიფი მტევნები სახეზე დააწყო მიქაელს და მის ბაგეეს მოწყდა. ქალის შუბლს შუბლით დაეყრდნო, არეული სუნთქვის რიტმის დარეგულირებას ცდილობდა თვალებ დახუჭული და შიგა და შინ აიანოს ცხვირის წვერზე კოცნიდა..
-ჯანდაბა.. ჯანდაბაა. აიანო სულ უფრო მიჭრს თავის შეკავება.-სუნთქვას ამოაყოლა სიტყვები და ოდნავ მოშორდა.
-მოდი რამე ვჭამოთ და ფილმს ვუყუროთ..-დაძაბული სიტუაციის განმუხტვა სცადა მაისურაძემ და სამზარეულოში მიიმალა. მარცხენა მკერდძე ძლიერად მიიჭირა მტევანი და გულის საგულეში გაჩერებას შეეცადა. ღიმილით გადაიტარა თითები ტუჩებზე და კოცნის კვალი რომელიც დარჩენოდა ბაგეეზე კიდევ ერთხელ შეიგრძნო. საღამომ მშვიდად ჩაიარა, გემრიელად ივახშმეს და ფილმსაც მშვიდად უყურეს. ამაღლვებელ მომენტში მუსიკის ჰანგებმა მთელ ოთახში გაიჟღერა. თეატრალურად წამოდგა ონიანი ფეხზე და ქალის წინ დადგა. ხელი გაუწოდა იმის ნიშნად რომ ცეკვის დრო იყო და აიანოს ნების გარეშე წამოაყენა ფეხზე. სხეულზე აიკრა და მხიარულ რიტმს ორივე სხეული ააყოლა..
-ვაიმე მიქაელ..-კისკისით წარმოთქვა სახელი და დატრიალებული კაცის მკლავზე გადაწვა.-ასე სწრაფად ნუ მოძრაო წავიქცევი..-არ ჩერდებოდა ონიანი და მოძრაობას კვლავ აგრძელებდა. გაგიკვირდებათ და მთელ სახლში ორი ბედნიერი ადამიანის ხმა ისმოდა.. მაგრამ.. როგორც ადრე გითხარით ბელქანია განვითარებული აქვს შეგრძნებები და მხოლოდ მაშინ რეკავს როცა მისი არსებობა ავიწყდეა მაისურაძეს. კაცის მკლავებიდან დაიხსნა თავი და მაგიდაზე აწკრიალეულ ტელეფონს უპასუხა.
-გისმენ.
-სად ხარ?
-დედასთან..-ცდილოდა ტყუილი არ ეთქვა..
-მანდ რჩები?
-კი..-თვალი ფანჯარისკენ მიმავალ ონიანს გააყოლა.-ცუდად...
-არ მაინტერესებს. ხვალ არ დააგვიანო მოსვლა.-არც კი დაამთავრებინა სათქმელი ისე გაუთიშა ცოლს ტელეფენო.
-მოკლედ ხვალ ჩემს ადვიკატს დაველაპარაკები. ყველა საბუთის გაკეთებას ვთხოვ...-მტევნებით იყო დაყრდნობილი რაფაზე და თავჩაღუნული ესაუბრებოდა მის უკან მდგარ ქალს. -აღარცერთი დღე არ მინდა იმ კაცთან გაატარო.! -შემობრუნდა და მთლიანად გამქრალიყო ის ხალისიანი მიქაელი წუთის წინ საკუთარ მკლავებში რომ აცეკვებდა ქალს. თვალები მუქი კონიაკისფერი გაუხდა და გარშემო თეთრი გარსი წითელ ფერში გადადიოდა. -ამ ცხოვრეის დედა შე**ცი.!-კბიებში გამოსცრა და მთელი ძალით საცხო კედელს მტევანი. -რატომ გაყევი იმ კაცს ცოლად.
-სხვა გზა არ მქონდა.-გაპარული ხმით თქვა მაისურაძემ.
-რატომ რა მოხდა ასეთი?-ფანჯარას მოშორდა და სავარძელზე ნახევრად ჩამოხდა. მუხლებს ხელები ჩამოადო და ქვევიდან ახედა კედელთან მდგარ მაისურაძეს.
-არ მინდა ამის მოყოლა ეს წარსულია.
-მე მინდა.. უნდა ვიცოდე რამ გაიძულა ამის გაკეთება.
-მე მასთან ვიწექი..-სავარძლებს შორის მდგარ მაგიდაზე ჩამოჯდა ანო და თითები ნერვიულად ახლართა ერთმანეთში.- შეყვარეულები რომ ვიყავით მე მასთან სექსი მქონდა..
-და ამის გამო გაყევი ცოლად?-გაოგნებულმა გახედა ქალს.-რომელი საუკუნე აიანო ამის გამო ვინ თხოვდება ნუ გამაგიჟე..
-მე მეშინოდა გესმის? მეშინოდა დედის ჩამქრალი თვალების.. მაშინ ასე მეგონა.. ასე მასწავლეს.. არავის უთქვამს ჩემთვის რომ ამით ცხოვრეა არ მთავრდება, რომ შემეძლებოდა სიცოცხლის ისე გაგრძელეა თითქოს არანაირი დანშაული არ მიიმიძღვის. ჩემს გარშემო მხოლოდ ის ისმოდა რომ ქამრს პატიოსანი უნდა ჩაბარდეო.არ მინდოდა დედას ჩემს გამო შერცხვენოდა ამიტომ..-აღელვებით საუბრობდა და ყელზე ცისფერი ძარღვები ნელ-ნელა ეკვეთებოდა.-მერე ლაბირინთში ისე ღრმად შევედი იქიდან გამოსასვლელი გზა სრულიად დამეკარგა.-მიქაელმა წელზე შემოხვია ხელი, ისე ოსტატურად გადაისვა მუხლებზე ვერც კი მიხვდა აიანო. მკერდზე მიიხუტა და შუბლზე მხურვალე ტუჩები მიაკრა.
- და ასე გაიმეტე საკუთარი თავი?
-სხვა რომ შემყვარებოდა და ეს წარსული არ ეპატიებინა უფრო მძიმე იქნებოდა ჩემთვის.. უფრო აუტანელი გახდეოდა ცხოვრება. ძალიან გამიჭირდებოდა სუნთქვა, სწორედ ამიტომ დავრჩი თემოსთან.- ხმა არ ამოუღია ონიანს, ძლიერად მიიხუტა ქალი და კომფორტლად დაიწვინა გვერდით.შტორმივით მოვარდნილმა ემოციებმა მთლიანად გამოაცალეს ძალები მაისურაძეს. მხურვალე მკლავებში, უსაფრთხოდ იგრძნო თავი და საკუთარ თავს მშვიდი ძილის უფლება მისცცა.

***
შუადღე იწყებოდა, სახლის კიბეები რომ აიარა მაჭავარიანმა ფრხილად მოარგო გასაღები საკეტს და სახლში შევიდა.. მისაღებ ოთახში კი საოცრად ლამაზი სურათი დახვდა. სავარრძელზე მშვიდა ეძინათ ორივეს. კაცის მკერდძე მშივდად ედო თავი მის შვილს და ალბათ ამდენი ხნის მაძილზე პირველად ეძინა ასე ტკბილად. დაჟინებულმა მზერამ ჯერ ონიანი გააღვიძა შემდეგ აიანო და დარცხვენილმა თვალი აარიდა დედას. სააბაზანოში დაიმალა და ონკნი მოუშვა.
-„სიზმარში ხარ ააიანო თუ რა ხდება? „-სახეზე ცივი წყალი შეისხა და გამოფხიზლება სცადა.-რა ხდება აიანო შეს თავს? ის აღარ ხარ ანო ვინც მახსოვდი, სრულიად სხვა იყურები ახლა ამ სარკიდან.. მგონი ფრთები გაჩუქეს და ცაშიც აფრინდი..-ღიმილით გახედა საკუთარ ანარეკლს.. სააბაზანოდან უკვე დამშვიდებული გავიდა, სამაგიეროდ მისაღბში დახვდა საკმაოდ მძიმე სიტუაცია. სავარძელში გაჯგიმული თემო იჯდა. სიკვდილის ფერმა გადაურბინა სახეზე მაისურაძეს, ასმაგად შემოუტია შიშმა და მთელი მისი გონება მოიცვა. ტირილისპირას მისულმა დედას ვედრებით გახედა..
-აიანო ახლა ვაცნოდი თემოს მიქაელს.-მშვიდი ღიმილით დაიწყო ქეთიმ. -თემო მიქაელი ჩვენი შორეული ნათესავია.
-სასიამოვნოა მე აიანოს მეუღლე ვარ.-ოდნავ გასწორდა და ხელი გაუწოდა.
-ასევე.-დაძაბული ხმით დაუბრუნა სიტყვა. მთელი სხეული ლარივით დაჭიმული ჰქონდა, საკუთარ თავში მოთმინებას ეძებდა, ძაფებად დარჩენილ მოთმინებას მთელი ძალით ეჭიდებოდა. მისი თვალები?! მონადირის თვალებს გავს რომელიც საკუთარი მსხვერპლის მოახლოებას გრძნობს. მისი ხელი? მისი მტევანი კი იმდენად დაჭიმულია ნამდვილად არ ვისურვებდი ჩემი ყელის გარშემო ყოფილიყო ის.!
-აიანო მოემზადე სახლში მივდივართ.-ფეხზე წამოდგა და ისე უთხრა ცოლს ონიანისთვის თვალიც არ მოუშორებია.
-მე მზად ვარ.-ძლივს ამოღერღა ორი სიტყვა. ბელქანიამ თავისი მტევანი ბეჭზე დაადო ცოლს და გასასვლელისკენ უბიძგა.
***
სახლისკენ მიმავალი გზა როგორ გაიარა მიქაელმა არ ახსოვს.! მთელი გზა თვალებში ჯოჯოხეთის ცეცხლი უგიზგიზებდა და ლამის მთელ სხეულზე ეკიდა ალები. სახლის კარები შეგლიჯა და ისე ხმაურით დაკეტა ლამის ყველა ფანჯრის მინა ჩატეხა. მაგიდას დაწვდა და ამოაყირავა. მისი თვალები ისეთი გამჭირვალე გამხდარიყო თითქოს საერთოდ არ ყოფილა კონიაკისფერი. ბინდზე ჰქონდა გადაკრული კაცის ბინძური მტევანი რომელიც მის ქალს ეხებოდა. დაძაბულ, გაბოროტებულ გონებას მთელი ძალით აიძულებდა მხოლოდ აიანოს კოცნაზე ეფიქრა. საეერთოდ არ ამოდის სასურველი ქალის გემო.. ცხადად გრძნობს ისევ პირველ კოცნას. შუაღამემდე ისე მივიდა წამით არ უფიქრია სხვა რამეზე. მთელი დღე დივანზე იწვა, ჭერში ერთ პატარა ლაქა ამოიჩემა და თვალს არ აშორედა. მშვიდი სახის მიღმა, გონებაში ბოლო ხმაზე გაჰკიოდა. „ჩემი! „ .
კარებზე ფრთხილი კაკუნის ხმამ გამოაფხიზლა. ფეხზე გაკვირვებული წამოდგა და რკინის კარებიც გააღო. თვალის დახამხამებაში შევიდა ანო სახლში და ზუგს უკან მიიხურა კარები,თვითონ კი ცივ რკინას აეკრა ზედ.
-აიანო რამე მოხდა?
- ამდენი ხნის განმავლობაში პირველად ვამბობ გულწრფელად რომ ბედნიერი ვარ. არ მადარდებს მომავალი, არ მადარდებს რა მოხდება ხვალ.. არ მაინტერესებს არაფერი დედამიწის ზურგზე ჩვენს გარდა. მიქაელ ახლა თუნდაც საბედისწეროდ საშინელ შეცდომას ვუშვებდე არ მადარდებს გესმის?- წელს ზემოთ შიშველ მამაკაცს თვალებში უყურებდა და ხვდებოდა რამდენად დიდ, ძლიერ და სასიკვდოლოდ საშიშ გრძნობებს გრძნობდა ამ კაცის მიმართ. რომელიც წლების წინ გადაიკვეთა მის გზაზე და მხოლოდ ახლა აღმოაჩინა. - მთელი ცხოვრებაა საშინელ შეცდომეს ვუშვებ, მთელი ცხოვრებაა ყველაფერს ვაკეთებს სხვებისთვის და ერთხელ არ გამიკეთებია ის რაც მე მინდა.! რასაც გული მთოვს.. -ნელა წავიდა ონიანისკენ და შიშველ მკერდძე ნერვებს აყოლილი თითები ფრხილად შეახო კანზე..
-რა უნდა აიანო შენს გულს? -ჩახლეჩილი ხმით დაიჩურჩულა მიქაელმა და ამღვრეული თვალებით დააჩერდა დაბალ ქალს.
-მინდა სიყვარული ვიგრძნო.. მინდა ამ უბადრუკ ცხოვრებაში ერთი ღამე მაინც ვიყო ბედნიერი.-ყელთან შეუცურა მტევანი.-მიქაელ შენთან მინდა. უშენოდ აღარ მინდა.. არცერთი დღე მინდა უშენოდ.-აწყლიანებული თვალებით უყურებდა მიქაელის.წამითაც არ დააცადა ლაპარაკი, ნაზად შეეხო სასურველ ბაგეებს და ცალი ხელი წვრილ წელზე შემოხვია.
-აიანო რომ იცოდე.. რომ იცოდე როგორ მინდიხარ..-ზედ ტუჩეზე ეჩურჩულებოდა და სასიამოვნო სურნელს აფრქვევდა სახეზე.
-მომეფერე გთოხვ.. მაგრძნობინე რომ გიყვარვარ.. - თაფლისფერი თვალებიდან ჩამოგორებულმა ცრემლმა ორივეს ბაგეები დაასველა.. ნელი ნაბიჯით შევიდა საძინებელში. დაბინდებული მზერით დაჰყურებდა საყვარელ ქალს და სულაც არ ჩქარობდა მის შეგრძნებას. ჩახსნილ საკინძეს მკერდისკენ მიჰყვებოდა და გზად კაბის თასმეს ხსნიდა. ტუჩებით დაუყვა ლავიწის ჩაღრმავებიდან მკერდამდე და ისევ ტუჩებს დაუბრუნდა. მხრეიდან გდაწეული მატერია მოწყვეტით დაეცა იატაკზე და ქალის ლამაზი სხეულიც გამოჩნდა მთვარის შუქზე.
-აიანო რა ლამაზი ხარ.-მკერდამდე ჩამოყრილი თმა ხელის ზურგით გადაუწია და სავსე მკერდს ამღვრეული მზერით დააკვირდა. მაისურაძე გაშეშებული იდგა ერთ ადგილას და საერთოდ ვერ ახერხებდა კიდურების დამორჩილებას, მთელი სხეულით მიენდო მის კაცს და იგრძნო ცხოვრებაში ყველაზე ნეტარი წამი. წამი სიყვარულის... სითბოთი გაჟღენთილი წამი.! ატლასის მატერიაზე გადაწოლილ ლამაზ სხეულს შორის მოექცა ბრგე მამაკაცი და ზევიდან დააჩერდა.. მტევნებს მკვრივ საჯდომზე დაასრიალებდა, არ აძლევდა გონზე მოსვლის უფლებას, მთელ სხეულს სველი კოცნებით ფარავდა და სიამოვნების ზენიტამდე აჰყავდა. აი ის გარდამავალი წამიც დადდგა ორი ერთმანეთისთვის სასურველი სხუელები შეერთდენ და ქალის ორგანიზმში ამტომურ აფეთქებას მოჰყვა კაცის სიამოვნების ხმა. დაეფიცება ასეთი ბედნიერი მთელი 23წლის განმავლობაში არ ყოფილა, ასეთი ნამდვილი აიანო გულის სიღრმეშიც კი არ არსებობდა.. მთელი ემოციით იყო დატვირთული სიყვარულის აქტი.
-მიყვარხარ.- გაპობილი გაბეებიდან გაურკვველ გერებს ამოჰყვა ერთი სიტყვა.. სიტყვა რომელმაც მთლიანად შეცვალა ის ღამე. ძალიან კარგად იაზრება აიანო მაისურაძე ყველაფერს, ისიც კაარგად იცოდა რომ ახლად გათენებული დღე უფრო რთული ცხოვრების დასაწყისი გახდებოდა მისთვის.!
***
(თავი 12)
ვნება ჩამცხრალი თვალებით ათვალიერებდა კაცის ნაკვთებს აიანო, რომელის მზერაც ფანჯრისკენ იყო მიმართული. იდაყვით იყო დაყრდნობილი მაისურაძე საწოლზე, გრძელი ბზივვარე თმა ცალ მხარზე ჰქონდა გადმოფენილი და ნატიფი თითებით სახეზე ეფერებოდა კაცს. რო გეკითხათ მაისურაძისთვის, მასზე ბედნიერი დედამიწაზე არავინ დააბიჯებდა. ცხოვრებაში პირველად გადადგა ნაბიჯი და იფიქრა მხოლოდ საკუთარ თავზე. ისე იყო იმ წუთებში აიანო თითქოს ყველა ტკივილი შემოაცალეს, მისი ცხოვრებიდან გააქრეს ყველა დარდით გათენებული ღამე. ისეთი თავისუფალი იყო როგორც ბუმბული, მისი გული კი სიყვარულით სავსე.! გონება მთლიანად დაკავებული იყო სასიყვარულო მომენტებით და საერთოდ არ სურდა რიმე სხვაზე ეფიქრა.
-ხვალიდან დავიწყებ საბუთებზე ჩალიჩს.-ფანჯრიდან მზერა ქალზე გადმოიტანა ონიანმა და შიშველ მხარზე ხელის ზურგით მიეფერა.-რა ლამაზი ხარ აიანო.ჯერ მარტო თმისთვის და თვალებისთვის ღირს შენი თავდავიწყებით შეყვარება-ლოყით მიეფერა კაცის ხელს რომელიც ნელა მოძრაობდა მის კანზე.
-უნდა წავიდე.-ნაზად შეეხო ბაგეებს ანო და საწოლზე წამოჯდა.
-უნდა წახვიდე.-მიქაელი წამოდგა, საცვალი ამოიცვა და ფანჯარას ფარდა ჩამოააფარა. თვითონ იქვე დადგა და შიშველ ქალს დააკვირდა რომელიც ჩაცმას არ ჩქარობდა, ლამაზ თეთრეულს კი მის წინ ამზეურებდა.-ამ ღამით რა დამაძინებს. -ისე თქვა ქალს რომ გაეგო. მის წინ იდგა ქალი, ფრთხილად თლილი თითებით იკრავდა ყველა საკინძეს და თვალს არ აშორებდა ონიანს. ოდნავ განათებულ ოთახშიც კარგად სჩანდა ამ ორის სიყვარულით სავსე მზერა. ისეთი გრძნობით უყურებდნენ რომ, არა უამრავი დაბრკოლება ალბათ არ მოშორდებოდნენ ერთმანეთს. ფრთხილინაბიჯით მიუახლოვდა მიქაელს..
-უნდა იცოდე რომ მე შენ მიყვარხარ.!-ფეხის წვერეზე შედგა და დაჭიმულ ყბაზე ტუჩები მიაკრო. ძლივს გააცილა ქალი სახლიდან და ზღურბლზე გაუჩინარებულს ახლა უკვე აივნიდან ადევნებდა თვალს, გულს უფორიაქებდა მოფარფატე აიანო. ისეთი ლაღი ეჩვენაა იმ მომენტში სასურველი ქალი როგორც არასდროს. დამძიმებული გულით, დარდით სავსე მოკალათდა სავარძელში და მომლოდინემ მეზობელ სახლს გახედა. ახლა უფრო უჭირდა მისი ქალის დათმობა, ახლა უფრო რთული იყო ისევ გაშვება. რომ იცოდეთ მის გულში რა ხდებოდა, მეც კი მიჭირს ამის აღწერა. ალათ წარმოგიდგენიათ სიყვარულით დამძიმებული კაცის ფიქრები როგორი იქნება?! სულს უწიოკებს ის აზრი, რომ ისევ სხვასთან გაუშვა, მისი ნებით გაუშვა სხვასთან და ჯერ არანაირი უფლბა აქვს დაისაკუთროს საბოლოოდ. ასე გამოამწყვდიოს სახლში და თუნდაც მთელი დარჩენილი სიცოცხლე მის ალერსში გაატაროს.!
***
სახლში ჯაშუშივით შეიპარა , მოწყვეტით დაეშვა სავარძელში. ჯერ ვერ იაზრებდა რა გააკეთა, მაგრამ სინანულის არც ერთი მარცვალი არ იყო მის გონებაში.სახე ნატიფი ხელებით მოისრისა და ნიკაპით დაეყრდნო გაშლილ მტევანს. სიამოვნებისგან გაბრუებულმა თვალები მილულა.ცოტახნით მიენდო ამ ბედნიერების წამს და თავი ისე თავისუფლად იგრძნო რომ ალბათ ფრენასაც შეძლებდა. მთელ სხეულზე მიქაელის სურნეს გრძნობდა და საერთოდ არ უნდოდა ეს სასიამოვნო არომატი ოდნავ მაინც გამქრალიყო მისი კანიდან. დივანზე გადაწვა და იქვე მიგდებული პლედი მიიფარა სხეულზე, რამდენიმე წამი ჭერს მიაშტერდა და მომღიმარმა მისი ცხოვრების ყველაზე ბედნიერი მომენტები ამოუტივიტვდა გონებაში, თვალები ნეტარებით მილულა... აი იმ ღამით, რომელსაც მხოლოდ რამდენიმე საათი ჰქონდა დარჩენილი გათენებამდე ყველაზე ბედნიერად ჩაეძინა.. დილით რომ გააღვიძეს ასე ეგონა სულ რამდდენიმე წუთის ჩაძინებული იყო და დამძიმებული ქუთუთუები არ აძლევდა საშუალებას თვალები გაეხილა.
-მშია ადექი რა, რამე გამიმზადე.-საცვლის ამარა დადიოდა ოთახში მისი ქმარი და არ აძლევდა მოსვენებას. უსიტყვოდ წამოდგა, სააბაზანოში თავი მოიწესრიგა და ქმრის თხოვნა შეასრულა. ჩაის ფინჯანთან ერთდ საუზმე დაუდო მაგიდაზე და თვითონ დიდი ხნით შეიკეტა სააბაზანოში. ცხელი ჭავლის ქვეშ მომღიმარი იდგა და საკუთარ სხეულს ნაზად უსვამდა ხელებს.
- რა საოცარია როცა სიყვარულს გრძნობ..-ხელები საკუთარ მხრეს შემოხვია და კეფით მიეყრდნო კაფელს. -ეს ბედნიერების ფერები არ გახუნდება ვიცი, ეს ბედნიერება მაინც დარჩება ჩამთან.! მიქაელ გული გამითბე.-თითის ბალიშები ბაგეეზე გადაიტარა და ახლა უკვე შამპუნით გაიქაფა თმა.
***
ალბათ ცხოვრება ასეთი რთული რომ, არ იყოს მისი ფასიც არ გვეცოდინებოდა, როცა ასეთ ტკივილს გარგუნებს ბედად, უფრო იოლია მისგან ნაბოძები ბედნიერი წუთების დამახსვრება, ასე იყო ანოსთვისაც ის ღამე. ცხოვრების ერთადერთი ბედნიერი ღამე, სიყვარულით და იმედებით სავსე. სწორედ მაშინ გულის სიღრმეში დაპირდა საკუთარ თავს რომ, რაც არ უნდა მომხდარიყო ებრძნოლა საკუთარი „მე“-სთვის.! პირობა მისცა რომ ბედნიერების წუთებს კბილებით ჩაეჭიდებოდა და სულის ბოლო ამოსუნთქვამდე დაიჭერდა.! რომ გეკითხათ შეიძლება არც გამოგტყდომოდათ მაგრამ ახლა ნამდვილად დარწმუნებულია იმაში რომ მთელი ნახევარი ცხოვრების ტანჯვა ღირდა იმ ერთ ბედნიერებად.! ალბათ უბედური, დამთმობი ქალის ცხოვრება მანამ იქნბა უფერული სანამ, ვინმე ან რამე არ გამოჩნდება. ვინც ბრძოლის სურვის ისე აუდუღებს სისხლში რომ კბილებით გაიტანს.! ალბათ სწორედ მიქაელის გამოჩენა იყო მისთვის სასიკვდილოდ მნიშნველოვანი რომ თემოს მარწუხებიდან დაეხსნა თავი.
შუადღის ცხელ დროს რუსთაველის გამზირზე მშვიდი ნაბიჯით მიაბიჯებდა და ხალხის მასას ყურადღებასა საერთოდ არ აქცევდა. ბედნირმა რუტინულ ცხოვრებაში კიდევ ერთხელ შეაბიჯა და სახლში არსებული მძემე ჰაერი გაუშვა ფილტვებში. მაგრამ.. ღმერთო მისი თვალები რომ გენახათ ისეთი თაფლისფერი იყო როგორც არასდროს.!
****
თეთრ ტონალობებში გაწყობილ კაბინეტს ალბათ უკვე მეასე წრეს უვლიდა მიქაელ ონიანი. ნერვებს აყოლილ ხელს ხან სახეზე მოისვამდა, ხანაც თმაზე ძლიერად იჭერდა. რთულია გონებას არ მოუსმინო, მისგან წამოსულ ნეგატიურ ფიქრებს ვერ აისხლიტავ. აი ასე პირდაპირ სახეში გეჯახება და ხშირ შემთხვევაში ყველაზე ცუდსაც კი გაფირებინებს, არა! ხშირ შემთხვევაში გაჯერებს ყველაზე უარეს.!
-მიქაელ, ავაწრიალე მირზა..-აქოშინებული დიმა შემოვიდა კაბინეტში, ეტყობოდა ირბინა და ლამაზი პირ-სახე სულ აწითლებოდა .
-მერე რამე მომიგვარე.?-მოწყვეტით დაეშვა სავარძელზე და სუნთქვა შეკრული ელოდა პასუხს.-ამის დედა მოვ**ყან უკვე ლამისაა გავრეკო.
-მოვაგვარე ხო..-მაგიდაზე საქაღალდე გაუცურა. -ესეც შენი ჩიტუნას თავისუფლების გასაღები.!-ღიმილით დახედა მეგობარს.
-ღადაობ ტო?! ასე მალე?
-რათქმაუნდა ძმაო.! შენთვის ხომ იცი ყველა კარი ღიაა.!
-აუ ხომ არ ღადაობ ტო.. არ მჯერა.! -ისტერიული სიცილით ფურცლავდა დოკუმენტებს..
****
მონასტრის გზას დაადგა ანო მაისურაძე, ლამაზი შავი კაბა ეცვა. გზად გარემოს აკვირდებოდა, ლამაზ ბუნებას თაფლისფერ თვალებით უღიმოდა და გზაზე სიცხისგან დაქანცუ ძაღლს დახედა. მისკენ ფრთხილად დაიხარა..
-ვაიმე შენ რა ქუშქუშა და საყვარელი ხარ.-ყელზე მოეფერა.-გწყურია ხო? ამ სიცხეში კი არავინ გალევინებს წყალ? -ჩანთაში წყლით სავსე ბოთლი მოიძია და საკუთარი პეშვით მოუკლა წყურვილი აქოშინებულ არსებას.
-შენს ამპლუას არ ღალატობ ხო?-უკნიდან უტკბილესი ხმა მოესმა და წელში გასწორდა.
-გიო..-აქეთ -იქით გაიხედა, არ იცოდა როგორ უნდა მოქცეულიყო, არადა ახლა როგორ ჭირდებოდა მეგობრის ჩახუტება.
-მოდი.. მოდი მოგეხვიო ერთი.-ხელები გაშალა და სათნო ღმილით გახედა დაბნეულ ქალს.
-ჩემი გიო, ჩემი.! როგორ მომენატრე რომ იცოდე.. როგორ მაკლიხარ გიო.-მხარზე დაადო თავი და ცხელი ცრემლებით დაუსველა შავი ანაფორა.
-მორჩი გოდებას და დამენახე ერთი.-განზე გასწია ძველი მეგობარი.-უყურე შენ.! რა სჭირს შენ თვალებს?!
-სჭირს გიორგი. ძალიან სჭირს ჩემ თვალებს.. -გაეღიმა.-ბედნიერება სჭირს.!
-მოდი აქვე ჩრდილში ჩამოვჯდეთ.
-გიო..
-მიდი ჩემო კარგო, მომიყევი შენი გულის ნადები.
-რამდენიმე დღის წინ, საკუთარი თავისთვის ყველაზე ბედნიერი ღამე გავიმეტე.- აწყლიანებული თვალები დახუჭა და აკანკალებული ტუჩი კბილებით გააჩერა.-ასე ავდექი და ვიგრძენი რა არის ბედნიერება, რა შეუძლია გააკეტოს საყვარელ კაცს მისი ქალისთვის. დავინახე სიყვარულით მომზირალი თვალები როგორ ანათებს ყველაზე უკუნეთ სიბნელეს. გავიაზრე რომ ვარ ბედნიერი, იმ წამს ყველაზე სრულყოფილ გრძნობას ვგრძნობდი.
-აიანო რა ჩაიდინე.!-შეშინებულა ამოხედა ქალს.
-თემოს ვუღალატე! ვუღალატე იმიტომ რომ ჩემს ხორც უდოდა ეგრძნო სიყვარული, რადგან უკვე აღარ მყოფნიდა სულიერი სიყვარული.!
-ღმერთო შენ შეუნდე.-ხელებში ჩარგო თავი და ანერვიულებულმა წვერი მოისრისა. -აიანო სულ გაგიჟდი?
-ვერ მიგებ გიორგი? ცოტახანი როგორც ჩემმა მაეგობარმა ისე იფიქრე რა, გთხოვ გაიგე რომ ჩემი სულის გადასარჩენად გავაკეთე ეს.
-აიანო რას ამბობ თუ ხვდები?
-ვხვდები, ვიაზრებ რომ თქვენთვის ეს ცოდვაა. მაგრამ გამიგე ამ მოკვდავ ადამიანს რომელსაც მხოლოდ ერთი ცხოვრება აქვს და საერთოდ აღარ მინდა ასე, ბედნიერება მინდა, სიყვარული მინდა.! ჯანსაღი ურთიერთობები დ არა მხოლოდს საჭმლისთვის და სუფთა ტანსაცმელისთვის არსებობა.
-მაშინ რომ მიყვებოდი იმ კაცთან..
-ხო მიქაელთან ვიყავი.! ნუ მიყურებ ასე გიორგი..გემუდარები ნუ გებრალები ასე ძალიან.
-რა გითხრა აიანო. როგორ გინდა ეს საქციელი მოგიწონო? გამაგებინე როგორ უნდა გავჩუმდე ამ უმსგავსო ქცევაზე. -ერთხანს დადუმდა. -შენთვის ვილოცებ.! -გაეცინა მაისურაძეს. სიმწრით გაეცინა და ფეხზე წამოდგა.
-ილოცე გიორგი, მაგრამ უსულოდ დარჩენილ გვამს არამგონია ლოცვამ უშველოს. ძალიან მიყვარხარ. ნახვამდის. -დამძიმებული დაეშვა აღრმართზე, მისი ნაბიჯი ჯერ მშვიდი, ნელ-ნელა ჩქარდებოდა და ბოლოს უკვე გარბოდა. ისე მირბოდა თითქოს რაიმეს გაექცეოდა, თითქოს შეძლებდა და უკან სამუდამოდ მოიტოვებდა სიბრალულით მომზირალ მეგობარს. ეგონა , უფრო სწორად უნდოდა ეს სიბრალული საკუთარი თავიდანაც სამოდამოდ გაექრო. იცოდა გიორგი ვერ გაუგებდა ბოლომდე, არ სწყინდა მისი რეაქციის, ალბათ იმიტომ რომ, დარწმუნებული იყო გულის სიღრმეში აიანოს ბედნიერება მას საკუთარივით უხაროდა.
სახლის კარები უკვე საღამო ხანს შეაღო და კარგა გვარიანად დაღლილმა შეაბიჯა.
-სად ჯანდაბაში იყავი.!-ოთახისკენ მიმავალს ქმრის სიტყვები წამოეწია.-ეს რა ჯანდაბა.? -გაკვირვებული შებრუნდა ბელქანიასკენ.მის ხელში კი ლურჯი საქაღალდე რომ დაინახა ცივმა ოფლმა დაასხა. სწრაფად გამოგლიჯა და გადაფურცვლა.
-გაყრის საბუთებია.! -ჩუმად ჩაიდუდღუნა.
-შენ ხომ არ გამო**ევდი?-დაიღრიალა, იქვე თავისთვის მდგარ სკამს ხელი დაავლო და კედელს შეალეწა.
-წესივრად მელაპარაკე.-მაისურაძის ხმაში ოდნავადაც ვერ გაიგებდით შიშს. აი ახლა კი ნამდვილად იდგა ქალი.! ძლიერი, თავდაჯერებული და საკუთარი ბედნიერებისთვის მებრძოლი ქალი.! და ეს იცით რისი დამსახურებაა? იმ ერთი გარდამავალი ღამის!
-უყურე ერთი ამას.-დამცინავად შეხედა და თავისი ბინძური ხელი სახეზე წაავლო.-შენ ლაპარაკიც გცოდნია.! -ქმრის ხელი უხეშად მოიშორა და საბუთები გაუწოდა.
-აქ მოაწერ ხელს და ჩვენი თანაცხოვრებაც დამთავრდება. და შეგიძლია ახალი მონის მოძებნა დაიწყო.! -ჩანთა იქვე ჩააცურა, აკანკალებულ ხელს დახედა. -ნუ იცინი, არ ვხუმრობ თემო!საერთოდ არ მაქვს სურვილი აქ დავრჩე კიდევ ერთი დღე. სანამ ოფიციალურად გავეყრებით დედასთან გადავალ. -მშვიდად საუბრობდა მაგრამ მის შიგნით საერთოდ არაფერი არ იყო მშვიდად.ოთახში შესულს მალევე დაეწია ბელქანია და მკლავში წაავლო ხელი. მისკენ ისე სწრაფად შეატრიალა ლამის წაიქცა.
-შენ რა გითხარი არ გახსოვს ხო? აქედან წასვლას მხოლოდ მკვდარი შეძლებ. მე და შენ არასდროს დავშორდებით.-უცებ მოლბა, ცოლის სახეზე ხელებში მოიქცია და ტვალებში ჩახედა.- არ მიმატოვო აიანო რა, გთხოვ არ წახვიდე.. -ასეთი ბელქანიას შესახებ წარმოდგენაც არ ჰქონდა აიანოს. -გესმის შენ? არ გაგიშვებ! არ მოგცემ უფლებას ბედნიერი იყო უჩემოდ.!
-თემო გამიშვი ხელი..-ძლიერად უჭერდა ბელქანია ტორებს და შეშლილი თვალებით უყურებდა ცოლს.
-არა..არა.. შენ ვერ გამშორდები.. ხომ არ გაგიჯდი ტო.! შენ ვერ გაადგამ ფეხს ამ სახლიდან.-ცივად შეუშვა ქალს ხელი და საძინებლის კარები ჩაკეტა. კეფაზე შემოიწყო ხელები, ქვედა ტუჩი კბილებ შორის მოიქცია და ოთახს წრე დაარტყა. ერთხანს ასე ჩაფიქრებული დადიოდა და ცოლს ყურადღებასაც კი არ აქცევდა. უცებ ისტერიული ხარხარი ატეხა.-პატარავ ვერასდროს წახვალ ჩემგან.-მომღიმარი სახე წამებში ბოროტებით შეეცვალა და წარბებ შეკრულმა მალევე დაფარა მანძილი, რომელიც აიანოსთან აშორებდა.
-ვერ შემაჩერებ თემო. არ მინდა შენთან ყოფნა. დავიღალე, შენი დამცირების ატანა...
-არა. არაა.. პატარავ შემომხედე..-ნაცრისფერი თვალები სულ გაუუფერულდა. ქალის სახეს ხელებო შემოხვია და შუბლით მიეყრდნოა..-შევიცვლები.! პატარავ შევიცვლები გესმის?!-ოდნავ შეარხია ცოლის სხეული. დამშვიდებულ სახეზე წამის მეასედში ეცვლებოდა ემოციები ბელქანიას.-გესმის!-ხმაც უკვე ბოროტებით ჟღერდა და იმხელაზე იყვირა შიშისგან შეხტა მაისურაძე.
-7 წელი გქონდა დრო.. თემო მტკივა..
-არ მაინტერესებს გესმის.! - ისევ ის ბელქანია დაბრუნდა რაც წლების განმავლობაში იყო და გაშლილი მტევანი აიანოს მარჯვენა ლოყას შეელეწა. წონასწორობა დაკარგული ანო საწოლთან ჩაიკეცა.
-მეზიზღები.. უხ როგორ მეზიზღება ის დღე როცა შენ ჩემს ცხოვრებაში გამოჩნდი.! -აწითლებულ ლოყაც უარესად უწვავდა ცხელი ცრემლები და ტკივილის გასანეიტრალებლად მტევნის ზურგს იდებდა სახეზე.
-არ გეზიზღბი..-დაიყვირა და მკლავებში ჩააფრინდა, ფეხზე წამოაყენა..-ჩემი ცოლი ხარ.
-არა ცოლი არ ვარ.! მონად მაქციე, ფეხქვეშ გათელე ყველაფერი ძვირფასი და წმინდა რაც კი ურთიერთობის დასაწყისსში გვქონდა. ყოველი შენი ძალადობის შემდეგ ნელ-ნელა კვდებოდი ჩემში როგორც კაცი და ადამიანი. მე შენი ცოლი არასდროს ვყოფილვარ. ცოლები უყვართ, პატივსცემენ და უფრთხილდებიან. შენ კიდე ყველანაირად გადამიარე.-მის მკლავებში მოქცეული ფართხალებდა და ტონს ოდნავადაც არ უწევდა. -ახლა რატომ გაგახსენდა ცოლი, სიყვარული და ოჯახი? თუ იმის შეგეშინდა რომ ყურ- მოჭრილ მონას კარგავ..-მთელი სახე გაუწითლდა სიბრაზიზგან ხმა ჩაეხლიჩა და თვალებში ზიზღი აუკიაფდა. -შემეშვი გესმის?! შემეში ან მომკალი შენი ხელით.
-მოგკლავ.-თავი დაუქნია და კიდევ ერთხელ გაასინჯა მისი ხელის სიმწარე.
-სულ ეს ხარ? არაკაცო.!-ატირებული იქვე მის ფეხებთან ჩაიკეცა.
-აიანო გეყოფა მოთქმა, არ გაღირსებ ჩემგან შორს წასვლას. -მასთან ჩაიმუხლა და სახე ააწევინა ასლუკუნებულ ქალს. საჩვენებელი თითი აუთამაშა.-იცოდე მოგკლავ მეორედ ეს საბუთები რომ დავინახო.
-მომკალი რა..-ცრემლებს შემთხვევით ამოაყოლა მავედრებელი სიტყვა.-ხო თემო თუ გიყვარვარ მომკალი, თორემ უკვე ყველანაირად გავნადრუგდი. ასე უსულდგუმოლ ყოფნას სიკვდილი სჯობს გესმის?! ასე ყველაფრით ცარიელს სიკვდილი წამალია ჩემთვის. მომკალი გესმის! -ბოლო სიტყვები მკაფიოდ და ხმამაღლა უთხრა და კაცი კარებთან მისული ადგილზე გაყინა. -მომკალი თორე უკვე ვბოროტდები. ეშმაკს ვემსგავსები რომელსაც ყველაფრის გაკეტება შეუძლია.! -ჩაწითლებული თვალები უფრო აუკიაფდა და ძარღვებ დაბერილ ყელზე მტევანი ძლიერად მოუჭირა. ცოლის ისტერიკის სცენამ ბელქანიას თვალზე ცრემლიც კი მოჰგვარა და მის დასამალად სახე გვერდით შეაბრუნდა.- წლების წინ, ის თემო რომ არ შეცვლილიყო ახლა მე და შენ ბედნიერები ვიქნებოდით.-ტირილით გულ დაღლილმა სვენებ-სვენებით თქვა.-მაგრამ იმდენად უხეში გახდი, იმდენად ცუდი რომ ყველა გრძნობა გააცივე შენს მიმართ. ვინმეს ჩემთვის რომ ეთქვა, ესწავლებინა, მე შენი ცოლი არ ვიქნებოდი. ვინმეს იმედი რომ მქონოდა ამ დაწყევლილ სამყაროში მე დღეს ოდნავ ბედნიერი მაინც ვიქნებოდი.-ხმის იოგები ისევ დაძაბა და უკვე ფეხზე წამოჭრილი მკერდზე მუშტები დაუშინა. -ხოდა მომკალი.! ამის დედა ვატირე მომკალი და ერთი ბედნიერება მაინც მაჩუქე ამ სამყაროში. გამანთავისუფლე ამ ტანჯვისგან. მიხსენი შნგან თემო!-ხმით ატირებულმა შუბლი კაცის მკერდს მიაბჯინა და მუშტად შეკრული ხელები ისევ დაუშინა.
-ვერ მოგკლავ აიანო. ვერ გაგიშვებ ჩემი ცხოვრებიდან. შეეგუე იმას რომ მთელი ცხოვრება ჩემი იქნები. -ძალით შემოხვია მკლავები და გულზე აიკრა.
-მე შენი უკვე აღარ ვარ.! -როგორ გაბედა ამის თქმა.. გააზრებულს უკვე თვალებში ჩასჩერებოდა ქმარი. რა უნდა რატომ ამწვავებს სიიტუაციას, ნუთუ მართლა უნდა იმ მომენტში სიკვდილი. ოდნავ დამშვიდებული სახე მალევე მოექუფრა ბელქანიას. ბოროტება მკაფიოდ იკვეთებოდა მის თვალებში და მტერსაც არ ვუსურვებ იმ მომენტში მის წინ მდგარიყო.
-აიანო რას გულისხმობ.-გამყინავი ხმა გაისმა ოთახში.
-შენი აღარ ვარ.-ისევ ტკივილი სახეში და ბურუსად ქცეული გონება. ყურში გულის გამაწვრილებელი ხმა და სიბნელე.
„მგონი დასრულდა.! „ იმედიანად დახუჭული თვალები და სიტყვები რომელც გონებაში მკაფიოდ გრუხუნებდა.!
***
ყველაფერი ისევ თავის ადგილს დაუბრუნდა. დამძიმებული ქუთუთოები ერთმანეთს ფრთხილად დააშორა და გარემოს მოავლო თვალი. მძიმედ გადაუშვა სასულეში ნერწყვი, თავის აწევა უნდოდა მაგრამ რაღაც არ აძლევდა საშუალებას. სახის ყველა ნაკვთი ეწვოდა, მშვენივრად ხვდებოდა რაც სჭირდა ახლა მას, ცხელი ცრემლები კი აწითლებულ და კან-გახეხილ ლოყებს უარესად სტკენდნენ. უჩვეულო სიჩუმე იდგა ოთახში, სევდიანი თვალებით უყურებდა ჭერს და სუნთქვის საშუალებაც კი არ ჰქონდა. ფრთხილად წამოდგა და სარკის წინ სკამზე ჩამოჯდა.უწყვეტად დაედინა ცრემლები ღაწვებზე, გაშტერებული თვალებით უყურებდა საკუთარ თავს, ალბათ ეს იყო უკანასკნელი რაც მის ცხოვრებას აკლდა, დალურჯებული სახე და დამსკდარი ბაგეები. ერთხანს ასე გაქვავებული იყო და ათვალიერებდა საკუთარ ანარეკლს ბოლოს კი რეალობამ მწარედ აატირა. ისტერიკაში ჩავარდნილი კარს დაეჯაჯგურა.
-გააღე კარები. კარი გამიღე.-მთელი ძალით ურტყავდა გაშლილ მტევნებს ხის მასალას. -საკმარისია გამომიშვი აქედან...გამიშვი.. გამიშვი აქედან აღარ შემიძლია. გამომიშვი აქედან..-მთელ ოთახს ანგრევდა და ბოლო ხმაზე ყვიროდა.. გულ დაღლილი იქვე კედელთან ჩაიკეცა..-აღარ შემიძლია ასე ყოფნა.. გესმის...დავიღალე... გამომიშვი აქედან. გამიღე კარები..-ძალები მოიკრიბა და ისევ კარს შეუტია, ჭკუიდან შლიდა ის ფაქტი რომ იმედი აღარ ჰქონდა.!
***
ნერვილად აირბინა რამდენიმე სართული და კარცე ფრთხილად დარეკა ზარი, დიდხანს არც ალოდინეს..
-მიქაელ, როგორ ხარ? რამ შეგაწუხა.-განზე გადგა და ფერ გადასული ონიანი სახლში შეატარა.
-ქეთი დეიდა, აიანოს ვერ ვუკავშირდები.-შუბლი მოისრისა და ქალს გახედა.
-რას ამბობ დედი, რამდენიმე საათს წინ ველაპარაკე სახლში მიდიოდა.-ტელეფონს დაწვდა ქეთი.
-მის სახლში გაყრის საბუთბი გავაგზავნე, მის მერე ფანჯრები დაკეტილი აქვთ..
-კაი დამშვიდდი ახლა დავკრეავ... უი გათიშული აქვს.-შეშფოტებულმა დახედა ტელეფონს .- თემოსთან დავრეკავ აბა.. -რამდენიმე ზუმერის გაგების შემდეგ სიძემაც უპასუხა.
-თემო ქეთი ვარ.
-ვიცი მიწერია შენი ნომერი. -უხეშად უპასუხა ქალს.
-აიანოს ვურეკავ და გათიშული აქვს ტელეფონი. შენთან ახლოს ხომ არ არის დამალაპარაკე.
-ტელეფონი გაუფუჭდა. მე და აიანო სოფელში წამოვედით და ახლა ვერ დაგალაპარაკებთ არ სცალია.
-უი ჩემთვის არაფერი უთქვამს. კაი რომ მოიცლის დამირეკოს. -უსიტყვოდ გაუთიშა კაცმა ტელეფონი.
***
მიქაელი ონიანი აივანზე იდგა, მოაჯირს დაყრდნობილი და თვალს არ აშორებდა მეზობლის დარაბებს, რომელიც უკვე მეორე დღეა დაკეტილი იყო. გულს საშინელი გრძნობები უღრნიდა. კრიჭა შეკროდა შიშისგან დაა ამხელა კაცი დასსტებული მზერით ელოდებოდა სანატრელი სილუეტის გამოჩენას.
-რაღაც მოხდა ამის დედა მოვ**ან. -ძლიერად დაჰკრა მოაჯირს მტევანი, სახლში შევიდა. მაისური სწრაფად გადაიცვა და კიბეებზე დაეშვა. ბელქანიას სახლთან გაჩერდა, სიბრაზისგან დაბერილი ნესტოებით ჩაისუნთქა მძიმედ და დამშვიდება სცადა.
***
საძინებელი ოთახის შუაგულში ემბრიონის პოზაში მოკუნტული ქალი იწვა იატაკზე და თვალის დაუხამხამებლად შესცქეროდა ერთ წერტილს. ტირილისგან დასიებული თვალები.
„-ღმერთო.. განა ასე რისთვის ვისჯები?!-სუნთქვას ამოაყოლა ფიქრები და კენტად ჩამოგორებულმა ცრემლმა, რომელიც მძიმედ დაეცა ხისფერ იატაკზე დაარღვია ოთახში სულის შემძვრელი სიჩუმე.! -უფალო დამეხმარე რა..“ -კარის მეორე მხრიდან უცნაური ხმაური მოესმა. მტევნებით დაეყრდნო იატაკს და ძლივს აითრია სხეული..-გამიღეთ კარი..თემო გამომიშვი აქედან..-სუსტი ხმით ყვიროდა და მოქნეულ ხელს კარს ურტყავდა.
-შე ნაბი*ვარო გააღე კარი.-სანატრელი ხმის გაგონებამ თვალები ცრემლებით აუვსო.
-მიქაელ.. -ამოიჩურჩულა და კარს ოდნავ მოშორდა.. ზღურბლზე კაცის სხეული დალანდა და ცრემლებმა რომელიც თვალებში ჰქონდა ჩამდგარი გამოსახულება აურია.
-ვაიმე აიანო..-ერთი აღმოხდა და დავარდნილ ბელქანიას მიუბრუნდა.. -ვისზე აწიე ხელი შე პიდ**რასტო..-სიტყვების კორიანტელი დაახვია თემოს და გონ დაკარგულს უმოწყალოდ ურტყავდა. უმოქმედოდ იდგა მაისურაძე და უყურებდა როგორ კარგადა მისი საყვარელი კაცი ადამიანის სახეს.
-მიქაელ გაუშვი.. მიქაელ თავი დაანებეე.-აზრზე მოსული მივარდა კაცს..-მიქაელ წადი აქედან.. -დაიყვირა და ძლივს დაიმსახურა ბოროტებით აღვსილი კაცის ყურადღება.
-აიანო..-დაიბნა.-აიანო წამოდი წავიდეთ.
-არა.! წადი აქედან.
-აიანო გესმის რას მეუბნები?! -მხრებში წაავლო ხელი.-სახე რას გიგავს და შენ ამასთან დარჩენას აპირებ?! -ვერ გაიმეტა, გესმით რას ნიშნავს ეს?! ვერ გაიმეტა ეს კაცი მომაკვდავი დაეტოვებინა და თაავად ბედნიერებისკენ წასულიყო. მისი ბედნიერება სამართლიანი არ იქნებოდა ახლა მას ასე რომ მიეტოვიებინა კაცი, რომელმაც დიდ ტკივილთან ერთად თავის დროზე პატარა, იოტისოდენა ბედნიერებ აჩუქა.
***
პალატაში, წამლის სუნით გაჟღენთილ ოთახში აპარატის გამაწვრილებელი ხმა ისმოდა. ფეხებ აკეცილი იჯდა სკამზე და ჯერ კიდევ უგონოდ მყოფ თემოს სევდიანად უყურებდა.
-აიანო..-სიმშრალისგან გაუხეშებული ბაგეები ენით გაისველა და თვალები გაახილა. ფრთხილად წამოდგა მაისურაძე და მიუახლოვდა.-აიანო აქ ხარ.შენ ჩემთან ხარ. -ქალს მკლავზე შეეხო.
-აქ მხოლოდ იმის გამო ვარ რომ ჯერ კიდევ არსებობს ჩემში ადამიანური რაღაც.-მშვიდი ტონით ესაუბრებოდა.
-რატომ არ მიეცი უფლება მოვეკალი.. -ცრემლმა გადმოკვეთა საზრვარი და სახეზე დაედინა ბელქანიას. ჭერს მიაშტერდა, წუთიერმა დუმილმა მოიცვა იქაურობდა.
-ალბათ არ მინდოდა მასში, შენაირი მოძალადე დამენახა! –ისევ სიჩუმე.- მარტო ამ მომენტში მივხვდი რომ, შენთვის არასდროს მიკითხავს.. ყოველთვის რაღაცა გჭირდება ადამიანს რომ იყო ასეთი ცივი, უხეში, მოძალადე. მე კი არასდროს მიკითხავს რა დაგემართა...მაგრამ ახლა გვიანია.! მადლობა იმ ყველაფრისთვის რაც ამ წლების მანძილზე მაჩუქე. რაც იყო, მართალია ყველაფერი საშინელება მაგრამ შენ რომ არა მე დღეს ასეთი ძლიერი არ ვიქნებოდი.-კათეტერით დაფარულ მტევანს ხელი მოკიდა მაისურაძემ და გაუღმა.. გულწრფელად მთელი სითბოთი გაუღიმა ქმარს. აი ახლა ვხედავთ რამდენად ძლიერია მაისურაძე...
აიანომ შეხედა თემოს და გაუღიმა თბილად, ეს იყო ყველაზე მაგარი მომენტი! გადაახტა ყველაფერს და გაიზარდა, გაადიზარდა როგორც პიროვნება.! ანოს გულწრფელ ღიმილს თემოს ცრემლები მოჰყვა, სინანულით დამძიმებული ცრემლები.
-მშვიდობით.-მშვიდად უთხრა და დატოვა ქმარი. დატოვა ყველანაირი ტკივილი მასთან. ოდესმე გინახავთ დაჭრილი მხეცი?! აი ახლა კი ზუსტად დაჭრილ ნადირს ვუყურებ რომელიც სიცოცხლის ბოლო წუთებს ებღაუჭება.მაისურაძის ზურგს უკან კარგად მოსჩანდა პალატაში ატირებული თემო ბელქანია. თავად ის კი მშვიდი ნაბიჯით ტოვებდა მას და მის უბედურებებს.! გარეთ გამოსულს გრილი ნიავი ეცა სახეში, შეკრული თმა გაიშალა და ყელთან შეკრული რამდენიმე საკინძეც შეიხსნა.
***
ბედნიერებით ფრთებ შესხმულმა მიქაელ ონიანის სახლის კარზე ზარი დარეკა. მალევე გაიღო და მის წინ სახე წაშლილი, ფერ გადასული ნაღვლიანი კაცი დახვდა.
-აიანო მე..
-გამარჯობათ მე აიანო მაისურაძე ვარ, 23 წლის. და მე მინდა ჩემი ახალი ცხოვრება თქვენთან ერთად, სრულიად ახალი ფურცლიდან დავიწყო.. -გაბადრული სახით გაუწოდა ხელი კაცს. დაბნეული, ჯერ ვერ იაზრებდა ანოს სიტყვებს და გაკვირვებული ჯერ მისკენ გამოწვდილ ნატიფ მტევანს შემდეგ კი მომღიმარ სახეს ათვალიერებდა. წამებში მოეგო გონს ხელი მტევანში წაავლო და ტანზე აიკრა საყვარელი სხეული.
-ჩემი ანო..-მის ყურთან დაიჩურჩულა.- მიყვარხარ.
-მიყვარხარ.! -აი ახლა კი მართლა გამოესა ფრთები.
***
ეს ისტორია არა ძლიერ ქალზე, რომელსაც ცხოვრებამ ყველაფერი არგუნა. არაა! ეს ისტორია არის სუსტ,ცხოვრებისგან დაჩაგრულ გოგოზე, რომელმაც ვერაფრით გაუძლო ცხოვრების გამოწვევებს. ბევრჯერ წაიქცა, უამრავი შეცდომა დაუშვა. ალბათ მიზეზიც არ ჰქონდა ბედნიერებისთვის ებრძოლა. საერთოდ ჩვენ ხომ ნელ-ნელა ვსწავლობთ როგორ ვიყოთ ძლიერები, როგორ ვიცუროთ დინების საპირისპიროთ მიზნისკენ. ხოდა ასე ისწავლა ცურვა აიანო მაისურაძემ, საკუთარი ძალებით დადგა ფეხზე ასჯერ წაქცეული. გადახეხილი მუხლები და დასერილი გული შეიხორცა და ახლა ძლიერი ქალია. რადგან გაუძლო ყველა ტკივილს. არ დაკარგა ადამიანობა, არ გაბოროტდა და სიძულვის მის გულში ბინა არ დაუდია, რადგანაც იქ საერთოდ არ იყო მისი ადგილი. ეს იყო ისტორია ქალზე რომელსაც სიძლიერისთვის სჭირდებოდა მიზეზი, სჭირდებოდა სიყვარულით მომზირალი თვალები რომ ერთხელ და სამუდამოდ ერთქვა უარი მისი შიშებისთვის და ებრძოლა საყვარელი კაცისთვის.!

________________
გამარჯობა ჩემო მკითხველო.! მინდა ჯერ ბოდიშით დავიწყო, რადგან მართლა ცუდად მოვიქეცი თქვენს წინაშე და ასე უპასუხისმგებლო გამოვჩნდი. ცხოვრებაში მქონდა კრიზისი რთული პერიოდი რის გამოც ვერ ვწერდი. ვიცი არაფერი არ მამართლებს მაგრამ იმედია მაპატიებთ და ისევ დარჩებით ჩემმი მკითხველი. რაც შეეხება ისტორიას.. დავასრულე და ამოვისუნთქე კიდეც, უამრავი დასასრული მქონდა მოფიქრებული მაგრამ, ამ დასასრულმა რომელიც წაიკითხეთ სრულიად სპონტანურად წერის პროცესში მომაკითხა და ასე დავტოვე. იმედია მოგეწონათ, ისტორია და ჩეი პერსონაჟი რომელიც ასე გაიზარდა თვალსადახელშუა. გაიზარდა როგრც ადამიანი და სიმართლე რომ გითხრათ მე ძალიან შემიყვარდა. მოკლედ ველი თქვენს შეფასებას. მადლობა წინასწარ და დროებით.!



№1 სტუმარი grafi monte cristo

ღალატოს აღარ დადებ?

 


№2  offline მოდერი Phoenix..

grafi monte cristo
ღალატოს აღარ დადებ?

კი აუცილებლად დავდებ კიდევ❤️

 


№3  offline წევრი Maia G.

გელოდი ♥️
ძალიან გამახარე,მომეწონა ძალიან♥️♥️♥️

 


№4  offline მოდერი Phoenix..

მაია❤
გელოდი ♥️
ძალიან გამახარე,მომეწონა ძალიან♥️♥️♥️

მადლობა <3 მიხაია თუ ელოდებოდი ჩემს ისტორიას. <3

 


№5  offline წევრი TamoTi

ძალიან კარგი იყოო♥♥♥ორი დღის წინ წავიკითხე და კომენტარის დაწერა ვერ მოვახერხე ♥♥არ შემეძლო როგორმე მაინც არ გამომრხატა ჩემი ემოციები♥♥♥ძალიან მომეწონა ერთ ერთი საუკეთესო იყო♥♥

 


№6  offline მოდერი Phoenix..

Tamuna Gogaladze
ძალიან კარგი იყოო♥♥♥ორი დღის წინ წავიკითხე და კომენტარის დაწერა ვერ მოვახერხე ♥♥არ შემეძლო როგორმე მაინც არ გამომრხატა ჩემი ემოციები♥♥♥ძალიან მომეწონა ერთ ერთი საუკეთესო იყო♥♥

ძალიან გამახარა შენმა კომენტარმა მართლა დიდ როლს ასრულებს თქვენი შეფასება ჩემს განვითარებააში❤️

 


№7 სტუმარი დედა

[right][/right]ძალადობას არცერთი ქალი არ უნდა შეეგუოს, მაგრამ ისე, რომ ზნეობრივად გამართლებული იყოს,ქმრიანი ქალი თავისი ფეხით მიდის სხვა კაცთან და უწვება-ჯერ გაშორდი ქმარს, არც დედის საქციელი მომეწონა, იცის რომ მიქაელს აიანო უყვარს, თავისთან ახვედრებს და მარტო ტოვებს-არც ეს ჯდება ქართულ მენტალიტეტში, ისე არაუშავს ნაწარმოებს, კარგად წერ და ადვილად. გასაგები ენით იკითხება,წარმატებები.

 


№8 სტუმარი Kriss

ისტორია სასიამოვნო წასაკითხია,მაგარამ ძლიერ ქალზე ნამდვილად არ არის.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent