იყო,არის და.. (თავი 3)
გონს ძალიან დიდ თეთრ ოთახში მოვედი,არ მესმოდა სად ვიყავი,ვერც იმას ვხვდებოდი რა ხდებოდა ჩემს თავს,არაფერი მეცნობოდა,მხოლოდ ჩემს წინ კედელზე ,დიდი ნაცნობი ნახატი,რომელიც მამამ 15 წლის იუბილეზე მაჩუქა და ძალიან მიყვარდა..არავინ და არაფერი ნაცნობი,მხოლოდ ეს ნახატი და ფანჯრიდან ოთახში შემოჭრილი მზე..ჯერ კიდევ გაოცებული ვათვალიერებდი გარემოს,როცა ვიღაც ქალი „დამესხა“ თავს და სრულიად გაურკვეველ ენაზე დაიწყო ყვირილი,ვერაფერს მივხვდი რა უნდოდა ან ვინ იყო..მალევე დამეხვივნენ თავს ექიმებიც და პირველმა სტრესმა,სწორედ მაშინ გადაიარა,როცა ჩემს მშობლებს მოვკარი თვალი.. __დედა რა ხდება?? __ღმერთო ჩემო თუთი ვერ ვიჯერებ საყვარელო რომ მესაუბრები. შენთან ვართ,ყველაფერი რიგზეა პანიკამ თავიდან მომიცვა,ვხვდებოდი რომ რაღაც ვერ იყო რიგზე,თუმცა ჯერ გარკვევის თავი არ მქონდა,მხოლოდ ის გავიაზრე რომ ფეხებს ვეღარ ვგრძნობდი და უკან ზურგის მიდამოში , საშინელი ტკივილის შეგრძნება მქონდა.. __დედა ხმა ამოიღე რა ხდება? რა მჭირს ? ფეხებს ანესთეზიის გამო ვერ ვგრძნობ ჯეერ?? მითხარი რა ხდება ,გთხოვ ჩუმად ნუ ხარ,ამოიღე ხმა დედას ცრემლები წასკდა ,მამამ კი, როგორც იქნა მოახერხა თავის ხელში აყვანა და მითხრა __თუთი მინდა ეხლა ყურადღებით მომისმინო,პირველ რიგში კი საკუთარი თავის ხელში აყვანა სცადო.. ბოლოს რა გახსოვს? ___ავარიაში მოვყევი,ბათუმიდან რომ ვბრუნდებოდი..სად ვართ და ამიხსენით რა მჭირს? (მიჭირდა თავის გაკონტროლება,თუმცა რაღაცნაირად ჯერ კიდევ ვახერხებდი სიტუაციის სტაბილიზირებას) __ძვირფასო იმ ავარიის შემდეგ 11 თვე გავიდა, __რა სისულელეს მეუბნებით?! ეს ყველაფერი მესიზმრება თუ რა ხდება?! __11 თვე გაუნძრევლად იწექი,უგონოდ.ექიმები იმედს აღარც გვაძლევდნენ რომ გაიღვიძებდი,მაგრამ ხომ ხედავ შენ ეს შეძელი.სხვა დანარჩენსაც გაუმკლავდები __რას გულისხმობ?? კიდევ რაზე მელაპარაკები,შეუძლებელია თითქმის ერთი წელი გავიდა უჩემოდ,რაზე მელაპარაკებით ხალხო. ჭკუიდან ნუ შემშლით __ ამ ხნის განმავლობაში სამი უმძიმესი ოპერაცია გადაიტანე. როცა კლინიკაში მიგიყვანეს გული თითქმის არ მუშაობდა ,ოპერაცია გაგიკეთეს სასწრაფოდ,რამოდენიმე კვირაში კი ფილტვსაც გაუჭირდა ფუნქციონირება,ფეხებს კი ხერხემიდან წამოსული ტრამვის გამო ვერ გრძნობ.. __გაჩუმდი გთხოვ,აღარ გააგრძელო,აღარ მინდა შენი მოსმენა ,გადით ჩემი პალატიდან ..არავინ დამენახოთ,..თუ ვერასდროს გავივლი,მაშინ რა აზრი ჰქონდა გაღვიძებას ?! განწირული ხმით ვუყვიროდი ჩემებს.. სასწრაფოდ მიმაძინეს და მეორედ გონზე მოსული შედარებით მშვიდი და ადეკვატური ვიყავი,თუმცა მხოლოდ ჩემი მშობლების გამო,ვიცოდი მათთვის ეს რა ჯოჯოხეთიც იყო და აღარ მინდოდა სიტუაციის გამძაფრება.. __დედა ,მამა მაპატიეთ მე.. __ძვირფასო რას ამბობ,ჩვენ მხოლოდ ის გვინდა რომ ამ ყველაფერმა ჩაიაროს,ძალები მოიკრიბო და შენს რეაბილიტაციას შევუდგეთ,სადაც ამ ყველაფრის გადატანა მოახერხე, დანარჩენსაც გაუმკლავდები გვჯერა.. __ სად ვართ? __თავიდან თბილისში ვიყავით,შემდგომ გერმანიაში გადმოგიყვანეთ და რადგანაც ახლა უკეთ ხარ მკურნალობას ჩვენთან შვეიცარიაშიი გააგრძელებ.. გადიოდა დღეები ამ უფერულ პალატაში,უამრავი ტკივილით,წამლებით,ემოციით და საშინელი პროცედურებით.უამრავი ფიქრით,სად იყვნენ ჩემი მეგობრები,რას აკეთებდნენ უჩემოდ,როგორ გავიდა მათთვის ერთი წელი ..მარტო ვიყავი სრულიად უცხო ქვეყანაში,სრულიად უიმედოდ და არც არაფერი სჩანდა სანუგეშო.. ამ ფიქრებში ვიყავი გართული როცა,დედა შემოვიდა პალატაში.. __თუთი ერთ საათში გაგვწერენ.. __ დედა ,აქ რატომ ვარ მარტო ? რატომ არ მკითხულობენ ჩემები? (როგორც იქნა გავბედე და ვკითხე,რადგან იქამდე საოცრად მეშინოდა პასუხის მოსმენის,ვაი თუ დამივიწყეს,იქნებ შეეჩვივნენ იმ აზრს რომ უჩემოდ უნდა განაგრძონ ცხოვრება?! ათასი სავარაუდო პასუხი მქონდა მომზადებული და არცერთი მათგანი არ მხიბლავდა სამწუხაროდ) __ შენი ამბავი არავისთვის გვითქვამს,მხოლოდ ლეომ და ირინკამ იციან,ბავშვებს წარმოდგენაც არ აქვთ რა ხდება, როდესაც შენი ამბავი მოხდა ირინკას დავურეკე და პირველს მას შევატყობინე ,ვთხოვე არ ეთქვა არავისთვის რომ არ ენერვიულათ,არ ვიცი როგორ მაგრამ იმ საღამოსვე გაიგო გოგამ შენი ამბები და როცა კლინიკაში მოვიდა ,მომიყვა რაც მოხდა შენსა და ნოას შორის,ვიფიქრე მომხდარის მერე არ გენდომებოდა მისი ნახვა,ვიდრე არ დამშვიდდებოდი, ამიტომ ლეოს და ირინკას ვთხოვე გაჩუმებულიყვნენ,ვერ აგიხსნი ნოას დასამშვიდებლად რისი გადატანა მოგვიხდა,გიჟივით გეძებდა,ბოლოს დედამისმა დააწყნარა ,იმ იმედით რომ ერთ დღეს დაბრუნდებოდი,რომ დრო გჭირდებოდა დასამშვიდებლად.. შენს მეგობრებთან კი ვთქვით რომ სწავლას გერმანიაში გააგრძელებდი,ავუხსენი მათ რომ ცოტა ხნით არავისთან გსურდა კონტაქტი,სწორედ ამიტომ არავინ არ არის აქ ,უბრალოდ არც იციან რა შეგემთხვა ვუსმენდი დედას და ყურებს არ ვუჯერებდი,თავი რაღაც ფილმის გმირი მეგონა, ანუ ისე გადამმალეს რომ ვერავინ ვერაფერი გაიგო,საოცარია .. ვერ ვხვდებოდი ეს კარგი იყო თუ ცუდი,თუმცა ერთ რაღაცაში კი ნამდვილად ვეთანხმებოდი დედას,ნოას დანახვაც არ მინდოდა..გულის სიღრმეში ყველაფერს მას ვაბრალებდი,მაშინდელ ღამეს,ჩემს ამჟამინდელ მდგომარეობას და ვხვდებოდი რომ ის ჩემი სასწაული რაც მასთან მაკავშირებდა სადღაც გამქრალიყო და მისი ადგილი დიდ შავ ლაქას დაეკავებინა..არ ვიცოდი რა უნდა გამეკეთებინა ,არ მეთმობოდა ის დრო,რაც მასთან გავატარე,ჩემი მოგონებები და ჩემი გრძნობა მის მიმართ,თუმცა ისიც კარგად მესმოდა რომ ჩემი შინაგანი მე ნამდვილად არ იყო მზად მასთან შესახვედრად,მითუმეტეს მის საპატიებლად.. __მამი,ეხლა შემოვა ექთანი ,მოგაწესრიგებენ და სასტუმროში წავალთ,ღამის 1_ზე ფრენაა და შვეიცარიაში გავემგზავრებით.. __ კარგი მამა.. ყველაფერი ,თითქოს ერთი შეხედვით მოგვარდა,ახალი ეტაპი დაიწყო ცხოვრების,წინ უამრავი პრობლემა და უიმედობა მესახებოდა,თუმცა ჩემი მშობლები და უკან საქართველოში დაბრუნების იმედი მაძლიერებდა .. ვიცოდი თავი არ უნდა დამეზოგა,მესმოდა რომ თუ მოვინდომებდი ყველაფერი მოგვარდებოდა,,სწორედ ამ ფიქრებიდან დაიწყო ჩემი დროის ათვლა,უბრალოდ ზედმეტად ოპტიმისტურად განწყობილს,გამიჭირდა იმ პერიოდის გამოცნობა ,რაც ჩემი მიზნის მისაღწევად დამჭირდებოდა.. ასე გავიდა წვალებით,თერაპიით და რეაბილიტაციით ხუთი წელი.. გიკვირთ ხომ?! მე ძალიან. . წარმოდგენაც არ მაქვს ეს დრო როდის და რანაირად გამეპარა..ძველი ახალმა ჩაანაცვლა,წარსული თითქოს ნელ-ნელა გაუფერულდა და სადღაც ღრმად მიიმალა ქვეცნობიერში,თუმცა ნოა და მის მიმართ ჩემი დამოკიდებულება ისევ ისეთი გაურკვეველი იყო როგორც ადრე,სადღაც გულის სიღრმეში თითქოს ვბრაზობდი,რომ ასე მარტივად დამთმო,მერე საკუთარ თავზე მეშლებოდა ნერვები, რადგან კიდევ მეფიქრებოდა მასზე.. ერთი წელი კომაში ,ხუთი წელი რეაბილიტაციის მცდელობაში და წარმოიდგინეთ ამდენი ხნის განმავლობაში არც ერთი სიტყვა,არც ერთი ბგერა..ამ ხნის განმავლობაში მისი არც ერთი მზერა..არაფერი,საერთოდ არაფერი.. ყველა გრძნობა არეული მქონდა ერთმანეთში,ახლოვდებოდა ჩემი უკან დაბრუნების დრო.არ მინდოდა და თან მხოლოდ ამაზე ვფიქრობდი..წარმოდგენაც არ მქონდა ჩემებთან,როგორ უნდა დამეწყო თავიდან ყველაფერი,..მიუხედავად იმისა რომ ამ პერიოდის განმავლობაში მაშოს ვეკონტაქტებოდი და ყველაფერი ვიცოდი რა ხდებოდა თბილისში,იქ მაინც უჩემოდ განვლო ყველა წუთმა და წელმა .. ვიცოდი როგორ უნდოდა ნოას ჩამოსვლა,მაგრამ ძალიან ბევრი ვიწვალეთ ყველამ იმისთვის რომ მე და ის ერთმანეთს არ შევხვედროდით..ჩემები ხან რას ეუბნებოდნენ და ხან რას..6 წლის განმავლობაში ისიც კი ვერ გაიგო, რეალურად სად და რომელ ქვეყანაში ვიყავი.. ალბათ ძალიან რთული იქნება მისი დანახვა,ძალინ გამიჭირდება საერთოდ მასთან საუბარი,რაზე უნდა ველაპარაკო,რა უნდა ვუთხრა როცა ვნახავ..უბრალოდ მივესალმო? რა სისულელეა ეხლა ამაზე ფიქრი..იქნებ სულ არ ღირს დაბრუნება..ან საერთოდ იქნებ დამნაშავეც ვარ,არ ვაპატიე,არც ახსნის საშუალება მივეცი,უბრალოდ გავაქრე ჩემი ცხოვრებიდან და მთელი 6 წელი არ მივეცი უფლება ჩემამდე მოსულიყო.. საერთოდ რას ვბოდავ?! რაში ვარ დამნაშავე? ყველაფერი რაც მოხდა მხოლოდ მისი დამსახურებაა!!! (თითქოს წამებში გამოვფხიზლდი) __დედა მე მზად ვარ,შეგვიძლია გავიდეთ.. __მოვდივარ თუთი,მამა მანქანაშია,ჩადი და დამელოდე.. მამა_ როგორც იქნა დაბრუნდები თბილისში და ნელ-ნელა ყველაფერი მწყობრში ჩადგება,სიარულიც აღარ გიჭირს,უბრალოდ ხომ იცი ჩვენ მხოლოდ 4 დღით მოვახერხებთ დარჩენას,ამიტომ უნდა შემპირდე თუთი რომ წამლებს სისტემატიურად მიიღებ და თავს გაუფრთხილდები..ცოტა დაგვრჩა და ეს ყველაფერი დასრულდება,ხერხემალი მოვაგვარეთ,მაგრამ ეხლა არა ნაკლებად დიდი ყურადღება სჭირდება შენს გულს. სულ ცოტაც და ყველაფერი დამთავრდება.. ისეთი შეგრძნება მაქვს ,თითქოს ფაიფურის თოჯინა ვარ,რომელიც გაუტყდათ,შემდეგ ძლივს ააწყვეს და ახლა გიჟებივით დამფოფინებენ თავს.. __ რა თქმა უნდა მამ,შენ არ ინერვიულო არაფერზე.. საღამოს ექვსი საათი იყო,როცა ჩვენი თვითმფრინავი თბილისში დაეშვა..გული სულ სხვანაირად ძგერდა და ვიგრძენი რომ ეს მხოლოდ ბედნიერებით იყო გამოწვეული.. სახლში მისულებს ბებო,ბაბუ,ირინკა,ლეო და მაშო დაგვხვდნენ..უბედნიერესი ვიყავი მათი დანახვით,მეგონა ეს წუთი აღარასოდეს დადგებოდა,მართალია რამოდენიმეჯერ იყვნენ ჩამოსულები,მაგრამ აშკარად არ იყო ის საკმარისი..ვივახშმეთ თუ არა მაშომ სასწრაფოდ საძინებელში ამიყვანა . __ თუთი არ მჯერა რომ დაბრუნდი __ჯერ არც მე __ამდენი წელი გავიდა..ყველას ძალიან მოენატრე __ნუ გამაცინე..))ვინ ყველას ? ვის ვახსოვარ ? ???????????? აქ ჩემი აღარაფერია.. __აქ არაფერი შეცვლილა,თითქმის ყველაფერი ისევ ისეა ,რაც არ უნდა გასაოცარი იყოს.. დღეს საღამოს ბანუტაში თოკა და ჩვენები რაღაც ივენთს აწყობენ ..მინდა რომ ერთად წავიდეთ __ნუ სულელობ,ვერსად წამოვალ.. __იცოდე ვიდრე არ დამთანხმდები,იქამდე შეგიჭამ ტვინს.. __მაპატიე,უბრალოდ ჯერ მზად არ ვარ.. __ვიცი და სწორედ ამიტომ მინდა,რაც შეიძლება მალე გადალახო ეს ეტაპი,რადგან რაც უფრო ჩაუღრმავდები მერე მით უფრო რთული იქნება.. ასე რომ მოემზადე,მე დაბლა ჩავალ და უფროსებს გავაფრთხილებ რომ გავდივართ __მაშო მეე __არ მაინტერესებს გელოდები.. მივხვდი აზრი არ ჰქონდა მასთან კამათს,ასე რომ მოვემზადე და დაბლა ჩავედი.დედაჩემს სახეზე ფერი აღარ ედო,აშკარად ნერვიულობდა ,თუმცა არ უნდოდა შემჩნევა,ჩანთაში მხოლოდ ჩემი წამლის პატარა ბოთლი ჩამიგდო და ბაღში გავიდა დანარჩენებთან.. __აბა მზად ხარ?? __არა.. __არაუშავს.. მივუახლოვდით ბანუტას თუ არა ,მომენტალურად ყველა მივიწყებული მოგონება ერთად ამოტივტივდა და კიდევ უფრო მეტად გამიმძაფრდა ეს უცნაური შეგრძნება ,რომელსაც ვერ ვხსნიდი. მაშომ პირველმა შეაღო კარი და მეც მალევე შევყევი უკან,ისეთი ხმაური გამოდიოდა მეგონა ვერავინ შეგვამჩნევდა და თითქოს ამ ამბავმა ცოტა დამამშვიდა,მაგრამ სულ ტყუილად.მალევე აღმოვჩნდი დიდი წრის შუაში,სადაც ყველა მიღიმოდა და მეფერებოდა,ათას კითხვას მაყრიდნენ და ყველაფერი დეტალებში აინტერესებდათ.ამ სიტუაციიდან, მაშომ მიხსნა და იქვე ბართან გამიყვანა, თვითონ დალევა დაიწყო,მე კი ნატურალური წვენი მომაჩეჩა ხელში.. გამაყრუებელ მუსიკას, თან საშინელი ალკოჰოლის და თამბაქოს სურნელი ერთად ერეოდა,უამრავი მოცეკვავე სილუეტი კი უფრო მეტად მიმძაფრებდა გულის რევის შეგრძნებას,ამიტომ ცოტა ხნით გარეთ ბაღში გამოვედი და იქვე ბამბუკის მოწნულ სკამზე ჩამოვჯექი.. ფიქრებმა ისევ წამიღო და რელობაში მხოლოდ ძალიან ნაცნობა და სევდიანმა ხმამ დამაბრუნა,რომელიც ჩემს უკან,თუმცა ძალიან ახლოს იყო ჩემთან.. __ გთხოვ მობრუნდი და მითხარი რომ შენ ხარ.გთხოვ, ოღონდ შენ იყავი.. სასოწარკვეთილი ხმა ჩუმად მეჩურჩულებოდა ყურში. ეს ხმა და ეს სურნელი ,რომელიც გონებას მირევდა და გულს მიჩქარებდა ზედმეტად შორეულად მეჩვენებოდა, ფრთხილად შემოვბრუნდი და ჩემს წინ ნოა იდგა,იმდენად ახლოს, რომ თითქმის სახე მის სახეზე მქონდა მიდებული,მის გახშირებულ სუნთქვას ვგრძნობდი, თვალებში მხოლოდ მისი ბაგეები მხვდებოდა, ზემოთ ახედვა და მისთვის თვალის გასწორება კი, სრულიად შეუძლებელად მეჩვენებოდა... __ნუთუ შეძელი და დამივიწყე?! დავიჯერო ასე მარტივად წამშალე და აღარ ვარ?! ნუთუ იმ ღამის გამო ეს ყველაფერი დავიმსახურე?! ორივე ხელით ჩემს სახეს ნაზად ეხებოდა,ოდნავ უკანკალებდა კიდეც,შუბლი ჩემს შუბლზე ჰქონდა მობჯენილი და ცდილობდა, რამენაირად გაერკვია რას და როგორ ვფიქრობდი.. ვგრძნობდი ნერვიულობისგან ფეხზე ძლივს იდგა და ძლივსღა სუნთქავდა.. __6 წელია შენი ხმის გაგონებას ველოდები და ასე აპირებ ჩუმად ყოფნას? ხმა ამოიღე.. ეს არ დამიმსახურებია,მართლა არ დამიმსახურებია..შეიძლებოდა გაბრაზებილიყავი ,ნებისმიერი რამ გაგეკეთებინა ჩემთვის,დაგესაჯე,რაც გინდოდა გეთქვა,გეყვირა, გეჩხუბა,მაგრამ ეს ყველაფერი შენს გვერდით უნდა გადამეტანა,.უშენობა?! ეს სასჯელი ნამდვილად არ დამიმსახურებია,. ხელები აუკანკალდა და მის ხმაში ის ბზარი შევნიშნე,რომელიც რამოდენიმე ცრემლს მოასწავებდა.. გაუნძრევლად იდგა ჩემს სხეულზე აკრული და ცდილობდა სათქმელი დაესრულებინა.. __ რადგან ჩუმად ხარ,მაშინ მე გეტყვი ჩემს სათქმელს ბოლომდე. ამას არასდროს გაპატიებ! დღეს მეც მომეცა შანსი გითხრა, რომ აღარ მჭირდები!! თუთი.. შენზე აღარასოდეს ვიფიქრებ.. ჩემი ცხოვრებიდან ზუსტად ისე ამოგშლი,როგორც ეს შენ გააკეთე წლების წინ.. ეხლა მეც შევძლებ ახალი ცხოვრების დაწყებას და წარსულის წარსულში დატოვებას ,სწორედ ისე როგორც შენ შეძელი.. ჩემი აღარ ხარ,არც აღარასდროს იქნები..მხოლოდ იმ მოგონებებში იცოცხლებ სადაც ჯერ კიდევ ბავშვები ვიყავით,ყველაფერს წავშლი გონებიდან,რაც მერე იყო..ჩემთვის ამ წუთიდან აღარ არსებობ,ჩემთვის მკვდარი ხარ! დღეიდან.. ___ საკმარისია! ამის მოსმენას აღარ ვაპირებ! მართალი ხარ,ყველაფერი წარსულში დავტოვე და შენც იგივეს გირჩევ.. ვინაიდან ჩემთვის ამ გაუჩინარების პატიებას არ გეგმავ,არც მე ვაპირებ ის საღამო გაპატიო.ასე რომ დღეიდან მხოლოდ ნაცნობები ვართ! თუთი და ნოა,ნოა და თუთი აღარ არსებობს.მორჩა! _ვიცი რომ არაფრის მოსმენას არ აპირებ,ამას უკანასკნელი ექვსი წელია ვფიქრობ,მაგრამ გპირდები არც აღარაფრის მოსმენა აღარ მოგიწევს.მე დავამთავრე.ამდენი ხნის მერე,როგორც იქნა,შევძელი და დავამთავრე!! შემოვტრიალდი და წამოსვლა დავაპირე ,უბრალოდ ვგრძნობდი ფეხებიდან,როგორ დამეწყო სიცივის შეგრძნება,გულმა ისე სწრაფად დაიწყო ცემა ,მეგონა გამისკდებოდა,თუმცა შევძელი და იქაურობას მაინც მოვშორდი.. ბარის შესასვლელში კი უკვე მივხვდირომ წუთი-წუთზე დავეცემოდი და იქვე მდგარ უცნობ გოგონას ხელზე ჩამოვეყრდენი.. __უკაცრავად ,რა ხდება?? კარგად ხართ?? __არა ,თუ შეიძლება საპირფარეშომდე მიმაცილეთ უკვე საპირფარეშოში ვიდექი ,როცა მაშო შემოვარდა გიჟივით ჩემი ჩანთით და აბებით ხელში.. __ ჯანდაბა თუთი, როგორ ხარ?? მაპატიე ალბათ მართალი იყავი ,ჯერ ძალიან ადრე იყო..ჩემი იდიოტი ძმა ნახე ხომ?? ნერვიულად დადიოდა მაშო წინ და უკან და მისი ,ბოდიალი კიდევ უფრო მეტად მახვევდა თავბრუს.. __ძალიან გთხოვ ტაქსი გამოიძახე ,სახლში მინდა წასვლა.. __ კარგი ეხლავე..მაპატიე,გთხოვ ნამდვილად არ მეგონა ეს იდიოტი დღეს აქ თუ მოვიდოდა,მეგონა ბიჭებთან ერთად ქალაქ გარეთ აპირებდა წასვლას. ამ ამბიდან ნახევარ საათში უკვე ჩემს საწოლში ვიყავი,სრულიად მოწესრიგებული და გამზადებული დასაძინებლად,მაგრამ ვხვდებოდი რომ იმ ღამეს ძილი ჩემს საძინებელში ნამდვილად არ შემოაბიჯებდა ..უამრავი ფიქრი აიმღვრა ტვინში.. ნერვები მეშლებოდა საკუთარ თავზე რომ ნოამ კიდევ შეძლო ჩემი ასეთ დღეში ჩაგდება და მე მივეცი მას ამის უფლება. რა მინდოდა?! რატომ მივეცი საშუალება ამდენი რამ ეთქვა? რას ვიდექი იქ გაქვავებული და რას ვუსმენდი? ღირსი ვარ! თურმე ეგ ვერ მაპატიებს!! სასაცილოა.. მერე ჩემი მეორე მე ჩაირთო.. მან თავისი ადამიანი დაკარგა,ბავშვობის მეგობარი,შეეშალა ადამიანთან,რომელიც ძალიან უყვარდა და ეს სასჯელი მიიღო..არც ახსნის საშუალება მიეცა.. მოკლედ მთელი ღამე მე და ჩემმა შინაგანმა მემ ბრძოლაში გავატარეთ და ასე დაგვათენდა თავს ,გამთენიისას კი ორივე გავითიშეთ.. დილით ,უფრო სწორად კი,მე მეგონა რომ დილით, არა და შუადღის სამ საათზე,დედაჩემის ხმამ გამაღვიძა.. __თუთი,ძვირფასო გაიღვიძე,სამი საათია,ძალიან დაგაგვიანდა წამლის დალევა. __კარგი დე ,ავდგები ხუთ წუთში.. __ ჩამოდი რამე ჭამე და მერე მიიღე აბები.. __გასაგებია პირველად ხომ არ ვსვავ ამ წამალს,რა სჭირს ამ ქალს?! ჩავილაპარაკე გაღიზიანებულმა,ზანტად წამოვიზლაზნე საწოლიდან და სააბაზანოში შევედი მოსაწესრიგებლად.. როცა სასადილოდ ჩავედი,ჩემები უკვე სადილობდნენ და ლეო გვყავდა სტურად. _თუთი გამარჯობა ძვირფასო,როგორ ხარ? __კარგად ლეო ბიძია,შენ? __მადლობა ,კარგად.. დღეს საღამოს ყველანი ციხისძირში მივდივართ.. ფრაზა არ ჰქონდა დამთავრებული ,უკვე ცუდად ვიყავი. __რატომ?? რა ხდება ?? __შენები სამ დღეში უკან ბრუნდებიან ,იქამდე მოვასწროთ და დავისვენოთ.. __მაგრამ მე.. და ამ დროს დედა ჩაერთო საუბარში.. _თუთი ყველანი მივდივართ,აქ მარტო ვერ დაგტოვებ __მე ბებოსთან და ბაბუსთან დავრჩები,მათთან გადავალ.. ___ისინი დღეს ადიან აბასთუმანში,ძალიან დაცხა და თბილისში ვეღარ გაჩერდებიან,ხომ იცი როგორ უჭირთ აქ ყოფნა ზაფხულში.. __და მაშინ როცა თქვენ წახვალთ აბა მე რა უნდა ვქნა? __ ამაზე უკვე ვესაუბრე ირინკას,მათთან გადახვალ 2_3 თვით მაინც.. __გამორიცხულია!! (შეშფოთებული წამოვვარდი სკამიდან) __დამშვიდდი,დაჯექი ისადილე და შემდეგ წასასვლელად მოემზადე. დანარჩენზე იქ ვისაუბრებთ (მკაცრი ტონით და თვალების ბრიალით თქვა დედაჩემმა) სხვა გზა აღარ დამიტოვეს ,ასე რომ მოვემზადე და საღამოს უკვე,ციხისძირისკენ მიმავალ გზას ვედექით ყველანი. მაშოს ვთხოვე ჩვენს მანქანაში ჩამჯდარიყო,რომ რამენაირად დრო გამეყვანა ,ხო და ამ სვლამ ნამდვილად გაამართლა,მაშოს მთელი გზა არ გაუჩუმებია ენა ისე დავფარეთ 350 კილომეტრი.. __აიი ჩამოვედიიით (გადმოხტა მაშო ,მხიარულად მანქანიდან) __ჩამოვედით ,კი.. (მეც გადმოვედი მანქანიდან,ოღონდ უკვე სახე ამღვრეული და ყველა მოგონება გაცოცხლებული..) გვერძე გავიხედე და არც ნოა იყო უკეთეს მდგომარეობაში აშკარად. __ იმ ამბის მერე ,აქ არ ყოფილა..წელს ჩამოვიდა პირველად (გაისმა მაშოს ბურტყუნი) __არ იყო საჭირო ამხელა მსხვერპლის გაღება! (თითქოს მაშოს ვეცი,იმაზე გამწარებული) ამ დიალოგში ვიყავით,როცა სახლიდან ნანა (სახლის მომვლელი ქალია) შემოგვეგება.. __მობრძანდით,მობრძანდით..როგორ გამახარეთ და მომენატრეთ ყველანი. ყველაფერი მზად მაქვს ,მოწესრიგდით,დაისვენეთ და როცა მეტყვით სუფრასაც გავშლი და გავახშმებთ.. ყველანი ჩავეხუტეთ ნანას,საკმაოდ კეთილი,მშვიდი,პატიოსანი და საყვარელი ქალი იყო.. ჩემს დანახვაზე კი ცრემლების გუბე დააყენა იქვე.. __შვილო თუთი,საყვარელო როგორ მოგვანატრე თავი.მადლობა ღმერთს ყველაფერი რიგზე გაქვს და ყველაფერმა ჩაიარა.. მის სიტყვებზე ყველა ერთდროულად დაიძაბა,მივხვდით რომ უკვე ზედმეტს ლაპარაკობდა ნოას თანდასწრებით,ამიტომ ირინკამ ხელი მოკიდა და საუბარი სხვა თემაზე გადაიტანა,შემდეგ კი სახლისკენ გაძღოლა სთხოვა. დაძაბულობის განმუხტვის მერე თვალი ნოასკენ გამექცა,მივხვდი რომ ყველაფერი ასე მარტივად ვერ ჩაივლიდა და სწორიც ვიყავი..გაშეშებული იდგა და ხან მე მიყურებდა ,ხან მაშოს..ერთი სული ჰქონდა ეკითხა რას ბოდავდა ნანა,მაგრამ როგორღაც ახერხებდა თავის ხელში აყვანას და კონტროლს.. დასაძინებლად ვემზადებოდი,როცა დედა შემოვიდა საძინებელში და აბების მიღება მთხოვა,სწორედ ამ დროს შევნიშნე დერეფანში ,თავისი ოთახისკენ მიმავალი ნოაც.მივხვდი რომ დედაჩემის ნათქვამს ყური მოჰკრა და არ მესიამოვნა.,მაგრამ ვეღარაფერს შევცვლიდი.სწრაფად გადავყლაპე აბები და საწოლში გადავბრუნდი დასაძინებლად! დედას კი შუქის გამორთვა ვთხოვე,გასვლის წინ. __ეს რა იყო? ან ნანა რას ბოდავდა?! მომესმა მკაცრი და ბოხი ხმა სიბნელიდან.. __ჩემი ოთახიდან გადი! (არც გადმოვბრუნებულვარ,ისე ვუთხარი ზურგშექცეულმა) __სანამ არ მიპასუხებ,არსად წასვლას არ ვაპირებ და თუ ჩემი ოთახიდან გაგდება გინდა,მინიმუმ ან უნდა ადგე,ან კითხვაზე მიპასუხო __ უბრალოდ ვიტამინებია. __ ვხედავ ან შენ მოგიწევს ადგომა,ან მე მომიწევს აქ მთელი ღამე ყოფნა. ნერვებ მოშლილი წამოვხტი საწოლიდან ,შევხედე ლანდს,რომელსაც ოდნავ დაჰკრავდა ფანჯრიდან შემოსული განათების და მთვარის შუქი ერთად. . ისევ ისეთია,არაფერი შეცვლილა,მხოლოდ უფრო მამაკაცურია და „დიდი“ გავიფიქრე ჩემთვის,თუმცა სწრაფადვე მოვეგე გონს და იქვე დაბლა დავარდნილი ბალიში ვესროლე. __ჩემი ოთახიდან გაეთრიე და ამ შუაღამეზე ნუ მაყვირებ,ყველას გაეღვიძება. არ ვიცი როდის მომიახლოვდა,ის დრო სადღაც გამომრჩა აშკარად ..ჩემს მაჯებზე,მჭიდროდ მოხვეულ მის ხელებს ვგრძნობდი,მერე მის სხეულს უფრო ახლოს და ბოლოს მის ტუჩებს ჩემს სახესთან.. __რა აზრი აქვს ეს დღეს მოხდება თუ ხვალ?! სიმართლის თქმა აუცილებლად მოგიწევს და თუ შენ არ მეტყვი მე მაინც გავიგებ! ეს ღამე იმის იმედს მაძლევს რომ რაღაც შემეშალა,ხო!! წარმიგიდგენია?! მირჩევნია მე შემშლოდა .. მინდა დავიჯერო რომ ამ ექვს წელს ლოგიკური ახსნა აქვს. მინდა მჯეროდეს რომ ესე მხოლოდ იმ ღამის გამო არ დაგისჯივარ.. და გპირდები,რადგან დღეს ამ ხნის განმავლობაში პირველად ვხედავ იმედს,გაიძულებ სიმართლე მითხრა.. გპირდები აუცილებლად გავარკვევ რა და როგორ მოხდა.. ჩემთან იმდენად ახლოს იდგა ,მის თითოეულ ამოსუნთვას და გულის ცემას საკუთარივით ვგრძნობდი. __ რაში გჭირდება რამის გარკვევა (ძლივს ამოვილუღლუღე ეს ოთხი სიტყვა,რადგან სუნთქვაც კი მიჭირდა ისეთი ძალით მიჭერდა მაჯებზე ხელს,თუმცა იმასაც ვხვდებოდი რომ საერთოდ არ მინდოდა გაეშვა) __გუშინ,როდესაც გითხარი დაგივიწყებდი,დარწმუნებული ვიყავი რომ შენ დიდი ხნის წინ ამომშალე შენი ცხოვრებიდან,მაგრამ დღეს აქ ვდგავარ და ვხვდები რომ შემეშალა.. არაფერი შეცვლილა შენში, ვხედავ შენი არტერია როგორ ფეთქავს ყელთან,თვალებში არ მიყურებ,მაჯაზე ხელს ისე გიჭერ ,ნებისმიერი ადამიანი აქამდე ტკივილისგან დავარდებოდა ,შენ კი აზრადაც არ მოგდის ხელი გამაშვებინო,. ეს ყველაფერი კი მხოლოდ იმედია ჩემთვის,რომელიც მაიძულებს საკუთარი სიტყვების უკან წაღებას.. შენ ისევ გიყვარვარ,. (მშვიდად და სრულიად დარწმუნებულმა მითხრა,რამდენიმე წამიანი პაუზის შემდეგ) ყველაფერს გავარკვევ და ამ სიტუაციას აუცილებლად დავალაგებთ. აშკარად გვიან ,მაგრამ გონს მაინც მოვედი.ხელები სასწრაფოდ გავაშვებინე და მისმა სიტყვებმა რომ თურმე ისევ მიყვარს,ერთი გვარიანად შემომილაწუნეს სახეში.. __ არც მე ვარ 22 წლის და აღარც შენ 24 რომ,რაღაც რომანტიულ დებილობებში გავეხვეთ! ვატყობ ზედმეტად ჩაუღრმავდი ცალკე ამ აბების და ცალკე ამ ნანას სიტყვებს.. ყველაფერი ისე არ არის, როგორც შენ წარმოიდგინე. ჩემს საქციელს რომ ექვსი წელი არ გნახულობდი, არანაირი ახსნა არ გააჩნია,ერთის გარდა! უბრალოდ ასე მსურდა! ამიტომ დაეშვი.. ყველაფერი ისეა როგორც გუშინ, გუშინწინ და იმის წინ იყო..არაფერი შეცვლილა და არც შეიცვლება.. __ ცდები,ამჯერად მართლა ცდები.. შებრუნდა და ფრთხილად გაიხურა საძინებლის კარი..მე კი მოწყვეტით დავეცი საწოლზე და რა საკვირველია ის ღამეც თეთრად გავათენე .. ამრია და ჭკუიდან გადამიყვანა,ნუთუ შეიძლება სიმართლეს ამბობდეს? შეიძლება ისევ მიყვარდეს?? ნუ ბოდავ! სასწრაფოდ ავუკრძალე ჩემს თავს ამის დაშვება და როგორც კი ფიქრი შევწყვიტე,ფაქტიურად იმ წამსვე ჩამეძინა. ბავშვებოო,ვინც კითხულობთ ამ ისტორიაას,ძალიან გთხოვთ გამიზიარეთ თქვენი შთაბეჭდილებები,ემოციები და თქვენი იდეებიც ,როგორ ფიქრობთ რომ განვითარდება მივლენები..♡♡ |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.