გულში შემოჭრილი(ნაწილი1)
გულში შემოჭრილი თავი 1 რა არის სიყვარული?ალბათ ხშირად უსვამენ ადამიანები საკუთარ თავს ამ შეკითხვას.აი მე კი არასოდეს გამჩენია მსგავსი კითხვა.მინდა თავად ვიწვნიო მისი გემო.ჰო ,ერთ დღესაც შეიძლება შევიგრძნო მის გამაბრუებელი ეშხი და მივხვდე რომ ჩემს ცხოვრებაში შემოიჭრა „ის“.შესაძლოა ასეც მოხდეს. ------------------------------------- მე ევა ამირეჯიბი ვარ 19 წლის.მყავს საყვარელი ოჯახი.მამა-ერეკლე,დედა-ხათუნა,21 წლის ძმა ანდრია და ჩემი „ნაბოლარა“ და,7 წლის მარიამი.სამედიცინოს სტუდენტი გახლავართ. პირველი კურსის საკმაოდ წარმატებული მოსწავლე. ჩემს ცხოვრებაში ძალია დიდ ადგილს იკავებს რამდენიმე, მაგრამ ნამდვილი მეგობარი.მათ შორისაა ჩემი ძმა ანდრია,ბავშვობის მეგობარი შაკო და კატო ჩემი უსაყვარლესი დაქალი.აი ესაა ჩემი სამეგობრო „წრე“,ძალია პატარა მაგრამ საიმედო. ნუ რაც შეეხება ჩემს გარეგნობას.სიმაღლეში 1.70მ ვარ.მაქვს გრძელი წაბლისფერი,ტალღოვანი თმა,პატარა სწორი ცხვირი და საშუალი ზომის ძალიან წითელი ტუჩები. თბილისში საკმაოდ დიდ სახლში ვცხოვრობდით მთელი ოჯახი.მამაჩემი ერთ-ერთი წარმატებული ადვოკატია.ასე ვთქვათ საკმაოდ შეძლებული ოჯახი მაქვს.რადგან მე და ჩემი ძმა დიდი ხანია გავიზარდეთ მშობლებმა მოითათბირეს და საკმაოდ დიდი,კეთილმოწყობილი ბინა შეიძინეს ჩვენთვის.არანაირ დისკომფორტს არ მიქმნის ის რომ ჩემს ძმასთან ერთად მომიწევს ცხოვრება,პირიქით.ან საერთოდ რატომ უნდაიყოს ასე?მაგრამ არის ერთი რამ.ჩემი ძმის საოცარი მზრუნველობა,რომელიც ცოტა არ იყოს ზედმეტებშიც გადადის და აი ამაზე ჭკუა მეკეტება.მოკლედ უკვე 1 კვირაა რაც ახალ ბინაში გადმოვედით.ვინაიდან ჩემი ძმაც სამედიცინოს სტუდენტია მისი მანქანით მიმაქროლებს უნივერსიტეტში.ასე ვთქვათ სრულ კომფორტში ვარ. სამწუხაროდ ბატონი ანდრია განგრეულ პახმელიაზეა და დღეს ვერ მივყავარ უნივერსიტეტში.ამიტომაც გადავწყვიტე დაქალისთვის მიმემართა. -აუ კატო,ხო არ გაგაღვიძე? -არა გოგო,რა დროს ძილია.რა იყო,მშვიდობა გაქ?-ანერვიულებული ხმით მკითხა ადრიანი ზარით გაოცებულმა დაქალმა. -მე კი მარა ჩემიძმაა გათიშული.-ჩავიცინე და გავაგრძელე.-ჰოდა ვერ მივყავარ დღეს უნიში.ჩემ სახლთან შემხვდი და ერთად წავიდეთ ოქეი? -ოქეი.კაი ახლა გავიქეცი,თორემ ჩემი ამბავი რომ ვიცი დროზე თუ არ გამოვედი დავაგვიანებთ. ტელეფონი გათიშული არ მქონდა დედაჩემის ზარი რომ შემოვიდა. -ხო დე. -ევა,მამა მუშაობს დღეს და მეც წასვლა მიწევს და მარიამს გამოიყვან დედი სკოლიდან? -ჰო,გამოვიყვან და ჩემთან წავიყვან.დარჩეს დღეს.ხვალ მოგიყვანთ,მომენატრა ისედაც.ტანსაცმელიც აქ ჩვენთან და არ იქნება პრობლემა. -კაი დე დაიტოვე მაგრამ არ შეგიშლის ხელს? -რაში უნდა შემიშალოს ხელი.სამეცადინოც არ მექნება შაბათია ხვალ და დავიტოვებთ. დედაჩემს დავემშვიდობე და სწრაფად ჩავირბინე კიბეები.სადარბაზოსთან დავდექი და კატოს დავუწყე ლოდინი.როგორც იქნა მოაღწია და გამეკრიჭა. -გოგო ერთხელ მაინც რომ გამოხვიდე თავის დროზე არ შეიძლება ხო?-სიცილით ვუთხარი და თან ტაქს დავუქნიე ხელი. -ოჰ არ მიცნობდე მაინც.არ იცი რანაირი დაბდურა ვარ?გასაღები კარებში დავტოვე და ისე ჩამოვედი.ნახევარი გზა გამოვლილი მქონდა ჯიბეში რომ ჩავყავი ხელი.მერე მოვწვი სად დამრჩა გასაღები და მივბრუნდი.-ბუზღუნი დაიწყო ქალბატონმა.მის დაბდურობაზე სიცილი ამიტყდა და ასე სიცილ-სიცილით ჩავხტი ტაქსში. დღემ ნორმალურად ჩაიარა.უნივერსიტეტიდან ერთდ გამოვედით მე და კატო.ანდრია 2 დღით მეგობრებთან ერთად წყნეთში ადიოდა ,მე კიდევ მარტო დარჩენა არ მინდოდა და კატო დავითანხე ჩემთან წამოსვლაზე.ჯერ ქალბატონის სახლში გავიარეთ.ნივთები აიღო და ტაქსიც გამოიძახა.მარიკუნას სკოლში მივაკითხეთ.ისეთი მშივრები ვიყავით რესტორნის შერჩევა არ დაგვიწყია და უახლოეს,საკმაოდ სოლიდურ კაფეში შევედით.ვისადილეთ და დესერტზე გადავედით.ვინაიდან ძალიან ცხელოდა ნაყინები შევუკვეთეთ.ქალბატონმა მარიამმა თხილებით „გატენილი“ ნაყინი მითხოვა.ლუკმის ჩადება და მისი ისტერიული ტირილი ერთი იყო.საცოდავ ბავშვს მორყეული კბილი მოსტეხა თხილმა.კიდევ კარგი ის პაწაწუნა კბილი არ გადაცდა.იმხელა ხმაზე ტიროდა გვერდითა მაგიდასთან მჯდომი ბიჭი წამოდგა,ჩვენთა მოვიდა და მარიამს გაუბა ლაპარაკი. -პატარავ რა გჭირს?-ჩემი დის წინ ჩაიმუხლა და მოეფერა. -კბილი მომძვრა.-ამიტირა მარიამმა. -მერე მაგიტომ ტირი ამხელა ხმაზე?-გაუცინა და ცხვირზე თითი ჩამოკრა.საოცრად თბილი ხმა ქონდა.-აღარ იტირო კარგი?ახალი ბევრად ლამაზი კბილი ამოგივა და საოცარი ღიმილი გექნება. ბავშვი ძალიან მალე დააწყნარა და მე მომიბრუნდა. -გოგონავ, არ იცით რომ ამ ასაკის ბავშვს ასეთი რაღაცები არ უნდა აჭამოთ?-არც კი ვიცი როგორ შეძლო წამის მეასედში ასე შეცვალა. სახეზე სიწითლემ გადამკრა,მაგრამ სიამაყე არ დამიკარგავს. -თქვენი საქმე არ არის ჩემს დას რას ვაჭმევ და თავი დიდი ვინმე ნუ გგონია თუ 7 წლის ბავშვი დააწყნარე.ამას მეც მშვენივრად შევძლებდი. ბიჭმა ჩაიცინა და წარმოთქვა. -ჰო ჩანდა როგორაც აწყნარებდით. -გითხარით თქვენი საქმე არ არის მეთქი.-ჩანთას და მარიამს დავავლე ხელი,კატოს თვალებით ვანიშნე წამოსულიყო,ანგარიში გადავიხადე და სწრაფად გავეცალე იქურობას.ვიცოდი რომ რაც უფრო დიდხანს დავრჩებოდი მით უფრო გავამწვავებდი სიტოაციას.კაფიდან გასვლა და ჩემში მყოფი ვულკანის გაღვიძება ერთი იყო. -თავხედი.არა რანაირად გამიბედა ასე ლაპარაკი?თან როგორ მიბღვერდა?დიდი სიამოვდებით დავთხრიდი იმ თვალებს.საზიზღარი.-თვალებიდან ნაპერწკლებს ვყრიდი. -კარგი ევა დაწყნარდი.მართალი გითხრა იმ ბიჭმა.-ჩემი დაწყნარება სცადა კატომ მაგრამ ამით სიტოაცია უფრო გაამძაფრა. -რას ქვია მართალი იყო.ის რომ არ მეჭმია მარისთვის მერე გენახა შენ კივილი.დიდი ამბავი ბავშვს კბილი მოძვრა.ადრე თუ გვიან მაინც ხომ მოძვრებოდა?მაგ იდიოტმა უნდა მასწავლოს რა ვაჭამო ჩემს დას?ვითომ სამედიცოს სტუდენტი არ ვიყო და არ გამეგებოდეს რაიმე. -რუსა მაგან რა იცის სად სწავლობ?-ჩემს ბუზღუნზე სიცილი აუტყდა თამარს. -დიდი ამბავი თუ არ იცის.გაარკვიოს და მერე მეტლიკინოს.-ისევ დავიწყე ბუზღუნი.ტაქსში რომ ჩავჯექით მაშინ გავჩერდი მაგრამ გაბრაზებამ მაინც არ გადამიარა. სახლში ავედით.ბატონი ანდრია დივანზე დამჯდარი დაგვხვდა.ტელევიზორში რაღაცას უყურებდა.უცებ გამოფხიზლადა. -ოჰჰ ჩემი გოგონები.-სწრაფად წამოდგა და გადაგვკოცნა.-ჩემი გაბრაზებული სახე არ გამორჩა და შემეკითხა?-რაო ვინ გამიბრაზა ევა? ისედაც ძლივს ვიკავებდი თავს,ამიტომ მოყოლა დავიწყე.სიტყვა დასრულებული არ მქონდა ანდრიას გამსყრუებელი სიცილი რომ გავიგონე. -აუუ რა ჯიგარი ბიჭი ყოფილაა.უნდა გამაცნო ევა იცოდე.-ძლივს წარმოთქვა ეს სიტყვები ახარხარებულმა ანდრიამ და კარგი მუშტიც მიიღო მუცელში.-ვაიმეე მეტკინა შე თხა. -მოზვეროო.შენ რანაირად გაგაცნო,მე თვითონ არ ვიცნობ,.ღმერთს ვთხოვ არც მომცეს იმ იდოტის გაცნობის საშულება. საღამოს ანდრია წავიდა და მარტო დაგვტოვა გოგონები.ამასობაში მეც დავწყნარდი და ხასიათზეც მოვედი.გადავწყვიტე მაღაზიაში ჩავსულიყავი და ვახშმისათვის საჭირო პრპდუქტები მეყიდა.ლიფტიც ჩემს ჯინაზზე გაფუჭდა და რა მექნა.ძლივს ჩავიარე 10 სართული.მაღაზიაში შევედი კიტრი,ძეხვი,კეჩუპი,ფქვილი,სალათის ფურცლები,მაიონეზი,ყველი და ტორტივიყიდე.დატვირთულს კვლავ გამიჭირდა სახლამდე ასვლა.სახლში შევედი და ძლივს მოვსულიერდი,მე და კატომ პიცა დავაცხვეთ და სალათაი გავაკეთეთ.ვივახშმეთ.მარიამი ვაბანავე და დავაძნე.მე და კატომ კი პოპკორნი გავამზადეთ და ფილმის ყურება დავიწყეთ.რატომღაც კატომ აიტეხა საშინელებათა ჟანრის ფილმს ვუყუროთო და მეც დავთანმხდი.იმდენი ვიკივლეთ მიკვირს ბავშვს როგორ არ გაეღვიძა.ძლივს შევედი ოთახში.კატოც დავაბინავე.საწოლში ჩავწექი და ძილის მოსვლას დაველოდე.საკმაოდ შემაშინმა იმ სადისტურმა ფილმა.ძლივს მოვხუჭე თვალები მაგრამ ვინ მოგასვენა?რაღაცის ფხაკუნი შემომესმა და წამოვხტი.შუქი ავანთე და თვალი კარგა მოზრდილ ვირთხას მოვკარი.სულ არ გამახსენდა რომ გოგონებს ეძინათ ისე დავიწყე კივილი.ორივე შემოცვივდა და ჩემს საწოლზე შიშით შემოხტნენ.ასე ვიყავით სანამ ტელეფონმა არ დამირეკა.ანდრია იყო.ისე ვუყვარვარ იგრძნო რომ რაღაც მიჭირდა თუ რა ეტაკა ვერ გავიგე. -ალოო-დაბნეულმა ვუპასუხე. -ევა რა გჭირს?-აშკარად შეაშინმა ჩემმა ხმამ. -აუუ ანდრია,მეშინია-ამოვიტირე. -ევა აღარ იტყვი რა ხდება? -ანდრო ოთახში ვირთხა მყავს.-ახლა უკვე ავქვითინდი.რა მატირებდა ვერც მე ვერ გავიგე.მაგრამ ანდრიას სიცილის გაგონებისას კინაღამ გადავირიე. -აუ გოგო რა შტერი მყვახარ.რა ვქნა ახლა? -რა ქნა და ჩამოეთრიე,არ მაინტერესებს მიშველე როგორღაც თორე გავაფრენ იცოდე. -კაი ევა დაწყნარდი-ძლივს შეწყვიტა სიცილი.-მე რომ ვერ მოვალ ხო იცი.12 საათია უკვე და გვიანია.ჩემს ძმაკაცს დავურეკავ,დემეტრეს და მოვა. -ეგ რომელია? -აუ ევაა რა მნიშვნელობა აქ?არ იცნობ შენ ახლა ჩამოვიდა ამერიკიდან.ნუ მოკლედ დავურეკავ და გეტყვი რას მეტყვის. ყველაფერი მოვახსენე გოგონებს და გაშეშებული დაველოდე ანდრიას ზარს. -ევა მისმინე, დავურეკე დემეტრეს და მანდვე ვარ 5 წუთში მივალო.არ შეგეშინდეს კაი?-თბილი ხმით მითხრა და პასუხს დაელოდა. -კაი. ტელეფონი გავთიშე,მარიამი დავაწყნარე და თავის ოთახში გავუშვი დასაძინებლად.მე და კატო კი უცნობს მისაღებში დაველოდეთ.ზარის ხმა რომ შემომესმა გახარებული წამოვვარდი ფეხზე და კარები გავაღე.ხმა ძლივს ამოვიღე. -შენ? -აუ მეღადავები?შენ ხარ ანდრიას და? -აუუჰ კაი რა.-ამოვიბუზღუნე.-მე ვარ ხო.შემოხვალ დროზე თუ რას იზამ?-გაბრაზებულმა დავუსვი კითხვა. -თუ არ გაიწიე რანაირად შემოვიდე.-მერე მოვწვი სად და როგორ ვიდექი.ბატონი დემეტრეს წინ,აი იმ ბიჭის წინ დღეს რომ კაფეში გამომლაძღა.და როგორ ვიდექი მის წინ?ერთი მოკლე შორტისა და ბრეტელიანი მაიკისგან შემდგარი საღამურის ამარა.ეცებ წამოვწითლდი და გზა დავუთმე.კატოსაც სღამურები ეცვა მაგრამ იმან გაიაზრა და ხალათი მოიცვა და მე?მე რამ გამომაშტერა?საკუთარ თავს ვლანძღავდი ასეთი დებილი და გონებაჩლუნგი რომ ვიყავი. ბიჭი მისაღებში შევიდა და კატოს მიესალმა,არაბულმაც გაუღიმა და გზა მიასწავლა.5 წუთში ოთახიდან გაცინებული დემეტრე გამოვიდა თან ხელში ის საზიზღრობა ეჭირა. -ხალხო ამ პატარა წრუწუნამ რანაირაად შეგაშნათ? -წრუწუნამო?შენ ვერ ხარ ხო დალაგებული?მაგხელა წრუწუნა სად ნახე შვილო?-გაბრეზებულმა მივახალე ეს რამდენიმე სიტყვა. -არა შენ რომ ცხოველებში ერკვევი ფაქტია.-ირონიულად გამიღიმა და განაგრძო.-კარგი წავედი და იმედია ისევ არ ნახავთ რაიმე ცხოველს. კატოს დავუბღივრე და თვალებით ვანიშნე გაეცილებინა ეს ტირანი.მანაც კარებამდე მიაცილა და თავაზიანად გადაუხადა მადლობა. -ევა მადლობა მაინც ვერ უთხარი? -აუ კატო მადლობა არ ის.რისთვის უნდა მეთქვა მადლობა თავხედი როა?იდიოტი.-ჩავილაპარაკე და ოთახისკენ გავემართე.საწოლში მოწყეტით ჩავესვენე და ტკბილად დავიძინე. ---------------------- ვისაუზმეთ.ამასობაში მარიამსაც მოაკითხა ერეკლემ.ოთახში შემოვიდა,გადაგვკოცნა და მოგვიკითხა.მარიამი მალევე წაიყვანა და დავრჩით მარტონი. -აუუ რა გავაკეთოთ დღეს? -აუუ იცი რა ვქნათ?ჯერ საყიდლებზე წავიდეთ,მერე პროდუქტები ვიყიდოთ და ნაყინი გავაკეთოთ?-ჩემი და კატოს საფირმო ნაყინზე მთელი თბილისი აღტაცებით საუბრობდა, -აუუ რა ჭკვიანი მყავხარ.-გაეცინა და მომზადება დაიწყო. მეც მოოვემზადე ყვავილებიანი,ლამაზი ერთიანი კაბა ჩავიცვი და კატოს დაველოდე.ის ყვითელი კაბით გამოფარფატდა.ჩაცმულობა შევუქე და წავედით საყიდლებზე.ყველაფერი ვიყიდეთ და დაღლილები კაფისაკენ გავემართეთ.აი იმ კაფისკენ სადაც იმ იდიოტს შევხვდი. სამწუხაროდ ბატონი ტირანი ისევ იმ ადგილას იჯდა.(ნეტა ნაყიდი აქვს ეს ადგილი?)მაშნვე სახე შემეცვალა. -კატო წამო რა.არ მმინდა ამის ნახვა.-ამოვიკრუსუნე. -ვაიმე ევაა.ახლა ისე მშია მთელ სიცოცხლეს დავთმობ ორი ლუმისთვის.წამო რა,რას გიზამს? სამწუხაროდ ჩემმა კუჭმა და დაქალობამ სძლია გაბრაზებას.კატოს გავყევი და მაგიდასთან დავჯექი.მას ზურგი შევაქციე და მენიუ ავიღე.ცეზარი და ფორთოხლის წვენი შევუკვეთეთ.პირველი ლუკმა მიმქონდა პირთან კატოს ხმა რომ გავიგონე. -შეხედე რა საყვარელი შეყვარებული ყოლია.-გავიხედე და მასზე მიხუტებული გოგო ნავინახე,დიდი ცისფერი თვალებითა და გრძელი წაბლისფერი თმით.მართლაც ძალიან ლამაზი და საყვარელი იყო.ნამდვილად არ შეეფერემოდა ამ ხისთავიანს.ისე ამ ტირანსაც შეძლებია ღიმილი და სითბოს გამოყოფა.თმაზე ზუსტად ისე ეფერებოდა მე რომ მიყვარდა,აი ასე მეფერება სულ ჩემი ძმა.იცის როგორ მიყვარს მასთან ჩახუტება.ჭამა დავასრულეთ.ანგარიშიც გადავიხადეთ.უკვე მივდიოდით მაგრამ გზად დემეტრე გადაგვეღობა.ახლა შეგვამჩნია.მოგვიახლოვდა და გადაგვკოცნა. -წრუწუნებმა ხომ არ შეგაწუხხათ? -საბედნიეროდ არა.-უთხრა კატომ და თავაზიანად გაუღიმა.ბიჭმაც ღიმილით დაასაჩუქრა.ისე ვაღიარებ რომ ძალიან სიმპატიური იყო,შავი ლამაზად შეჭრილი თმით,კარგად მოვლილი წვერით,სწორი ცხვირითა და შავი ლამაზი თვალებით.ჩაცმითაც ბრენდულად ეცვა.ნუ გარეგნულად უბადლო იყო.მაგრამ ხასიათი ისეთი ჰქონდა... -კატო გვეჩქარება-დაბნეულმა მივმართე კატოს და ხელზე მოვქაჩე. -კარგად.-მოგვაძახა ურჩხულმა და თავის ადგილს დაუბრუნდა. სახლში მისულებმა ჩვენი „საფირმო“ ნაყინი გავაკეთეთ და დაღლილები ჩავესვენეთ საწოლებში.ანდრია საღამოს ბრუნდებოდა ამიტომ კატომ დილასვე დამტოვა.ფილმის ყურება დავიწყე და საღამოს დაველოდე.8 საათი იყო ანდრია რომ შემოვიდა და გვერდით მომისკუპდა.გულში ჩამიკრა და თმა ამიწეწა. -მომენატრე ქაჯო. -მეც ჟირაფო.-ამაზე ორივეს გულიანა გაგვეცინა. -აბა რა ქნა დემეტრემ,მოიგერია თაგვების შემოსევა. -აუ ეგ არ მიხსენო.საერთოდ როგორ მომაყენე ეგ იდიოტი შუაღამეს.პირველივე ნახვისას რომ გამომლანძღა ბავშვის მოვლა არ იციო კი არ გამვიწყებია.ცოტა ხანს ჩუმად იყო მერე კი სიცილი დაიწყო. -ვაიმეე მაგან გითხრა რატომ აწმევ პატარა ბავშვს ამასო? -დიახ. -აუჰჰ.-ისევ სიცილი აუტყდა ანდრიას. -ვითომ რამე იცოდეს.გააგებინე რომ მომავალი ექიმი ვარ იქნებ მიხვდეს რომ მეტი ვიცი.იდიოტი. -აუ ევაა,მაგაზე მეტი მაინც არ გეცოდინება.ბიჭი 4 წელია სამედიცინოზე სწავლობს,მამამის კლინიკა აქვს და დედამისიც ექიმია და შენ ასწავლი რამეს?-ამის თქმა და ჩემი ქვედა ყბის ჩამოვარდნა ერთი იყო. -აბა ასეთი ხისთავიანი რატოა?-ისევ დავიწყე ბუზღუნი. -ვაიმე ევა რა ბავშვი მყავხარ.-უფრო მაგრად მიმიხუტა ანდრომ და შუბლზე მაკოცა. მთელი ღამე იმ ტირანზე ვფიქრობდი.არ ვიცი რატომ მაგრამ ჩემი ფიქრებში შემოიჭრა. თავი 2 მართალია სექტემბერია მაგრამ მაინც საკმაოდ ცხელა.მეორე კვირაა რაც სკოლა დაიწყო.ჩვენი მოუცლელი ლექტორის გამო პირველად ტარდებოდა ქიმია.არც ის ვიცოდი ვისთან ერთად მომიწევდა ლექციაზე ყოფნა.კატოს სიცხე ჰქონდა და დღეს ვერ წამოვიდა.უნივერსიტეში მე და ანდრია ერთად ვერ წავედით,იმიტომ რომ მე ადრე ავდექი და გადავწყვიდე კატოსთან გამევლო,ჩემი ძმა კი ასე ადრე ვერ ავაგდე.კატოს მივაკითხე.საბედნიეროდ უკეთ იყო,მაგრამ დღეს მაინც ავუკრძალე გარეთ გამოსვალ.კატოს სახლიდან პირდაპირ სასწავლებელში გავექანე.საკმაოდ დამაგვიანდა.დავაკაკუნე და აუდიტორიაშ ბოდიშის მოხდით შევედი.იქ მჯდომმა ჩემმა სწერვა კურსელმა ჩაიფხაკუნადა მოაყოლა-„ამან საათი სად დაკარგა“.მკვლელი მზერით გავხედა და ღიმილი სახეზე მივაყინე.ერთადერთი თავისუფალი ადგილი სულ ბოლო რიგში იყო.აი იმ როგში რომელიც ორგანულად მძულს.გაბრაზებული გავეშურე საკუთარი ადგოლისკენ და ოდნავ დამშვიდებული ჩამოვჯექი.ყურები დავძაბე და ლექტორის მოსმენა დავიწყე.საერთოდ არ დავკვირვებივარ იმას თუ ვინ იჯდა აუდიტორიაშ,ისიც არ ვიცოდი ვისი ცხელი სუნთქვა მხვდებოდა გვერდიდან.ძალა მოვიკრიბე და გვერდზე ნერვებდაწყვეტილმა გავიხედე.ჰოი საოცრებავ.ისევ ისი იდიოტი. -აუუ ისევ შეენ?კარგი რა.-ჩუმად დავიჭურჩულე და მობეზრებულმა თავი შევატრიალე. -ისევ მე ევა,ისევ მე.-ეშმაკურად ჩაიცინა და თვალი ჩამიკრა.ამ ჟესმა რაღაც უცნაური გააღვიძა ჩემში.აი რა ეს მეც არ ვიცი. ................................... ცუდ განწყობაზე დავბრუნდი სახლში,მაგრამ შენდეგ გამახსენდა რომ 2 დღეში 22 სექტემბერი მოდიოდი.ჩემი დაბადების დღე.ცოტა ხასიათზე მოვედი.ანდრია საყვარელი საჭმელი გავუკეთე და ოთაში სამეცადინოდ გავედი.მეცადინეობა დავასრულე და ტელევიზორიც ჩავრთე.თვალი ერთ-ერთ საკმაოდ ცნობილ ქართულ სერიალს მოვკარი და იცით როგორი სახე მივიღე,აი ისეთი რაღაც სასიზღარ საჭმელს რომ დახედა და რატომ?იმიტომ როვ ვერ ჩავწვდი იმის აზრს თუ რატომ უნდა დაიმცირო თავი ვიღაც მახინჯი ადამიანის გამო რომელც ყურედღებას არასოდეს მოგაქცევს?ამ ფიქრებშ ვიყავი ანდრიამ რომ შემოვიდა სახლში ჩემი სახელის ძახილით. -ევააა. -ბატონოო. -სად ხარ? -ოთახში. ანდრია ოთახში შემოვიდა და საწოლზე მთელი ძალით დახტა. -ბოჭოოო,ამ საწოლს 2 საათი ვარჩევდი,ჩატყდება ეგრე. -აუჰ კაი ერთი.-გამომაჯავრა ბატონმა ანდრიამ და საუბარი განაგრძო.-ევუშ დაბიდუბიზე რას ვშვებით? -ეს უშ მოაშორე ანდრუშ.-ენა გამოვუყავი და გაბუტულმა გავაგრძელე.-აი აზრზე არ ვარ რა ვქნა .ამ ბევრი ხალხის და კილომეტრიანი სუფრების ნერვები არ მაქ იცოდეთ.კატოს და ჩვენ გოგონებს ვეტყვი და წავალთ კაფეში. -გოგო მე მომტეხე?-ვითომ გამებუტა ვაჟბატონი. -აუუჰ ანდრია რას მებუტები.სახლშიც ავღნიშნოთ. -კაი ეგრე მაწყობს.-უცებ გამოიკეთა ხასიათი და წამოდგა.-ქაჯო,საჭმელი რა გვაქ,ჰა? -ქაჯოო-სახე მოვმანჭე და ენა გამოვუყავი.-პასტა გაგიკეთე. -მე რო მიყვარს.-გამიღამა. -ხო.-მეც გავუღიმე და ტელევიზორს დავუბრუნდი. -აუუჰ რა ჯიგარი მყავხარ დაო.-პირგამოტენილმა გამომძახა სამზარეულოდან. ამაზე სიცილი ამიტყდა.არა რა როგორ მიყვარს ეს ჟირაფი. საღამოს ანდრიამ რესტორანში წამიყვანა.დამაძალა დავჯავშნოთ ახლა თორე მანდ სულ ბევრი ხალხიაო.ასეც მოვიქეცით. მეორე საღამოს კეტომ დამირეკა და მითხრა საშინლად ვარ მოწამლული საავადმყოფოში ვარ და ხვალ ვერ მოვალო მაგრამ რა მექნა.ახლავე გამოვვარდები მეთქი მაგრამ სახლში გამაჩერა.მერე ჩემმა გოგონებმაც დამირეკეს 12ზე მომილოცეს დაბადების დღე,და „მახარეს“ მამამ სოფელში წაგვიყვანა ეკა ბებოს ასთმური შეტევა ქონდაო.აი კიდევ.ესეც ასე ჩამეშალა კარგად დაგეგბილი დაბადების დღე.თავი ვერღარ შევიკავე და ტირილი დავიწყე.პირველი იყო დაწყებული ანდრია რომ შემომივარდა სიმღერით,ხელში შოკოლადის ტორტი ეჭირა შეიგნით ჩარჭობილი სანთლებით.ცრემლი უცებ მოვიწმინდე გავიღიმე,სანთელი ჩავაქრე და ანდრიას მოვეხვიე.მაგრამ ამ დეტექტივს რამეს გამოაპარემ? -ევა რა გჭირს? -ვერავინ ვერ მოდის ხვალ და შეკვეთაც გავაუქნე. -აუუჰ კა რა ნუ ტირი.აუ რა ცუდია.მეც წასვლა მიწევს ევაა.-სისანულით მითხრა და სევდიანი თვალებით გამომხედა. -აუ ჩამეხუტე რა ანდრო.-ქვედა ტუჩი სატირლად დემებრიცა.ჩემი ძმის დიდ ხელებში ჩავხტი და ასზე მიხუტებულმა ტკილად დავიძინე.აი ისე როგორც მჩვევოდა. თავი3 დილაუთენი გავვარდი წყნეთში.ჩემს ძმას მაცივარზე მიკრული წერილი დავუტოვე და წყნეთისაკენ ავღე გეზი.აგარაკხე ავდი.ჩემს ყველაზე მყუდრო სახლში შევედი და ბავშვობუს სურნელი ვიგრძენი.უნებურად გავიღიმე.იქაურობს ხელი შევავლე.დაღლილი ჩამოვჯექი დივანზე.წვიმიანი,წყნარი დღე იყო და გადავწყვიტე ლეპტოპში საყვარელი ფილმი „ორი ნაბიჯით შორს“ ჩამერთო(უკვე მესამედ),აი ის ფილმი გულს რომ ხვდებოდა და ცრებლებს ურცხვად აძლევდა გზას.ფილმის ყურება დავიწყე.აი იმ მოენტზე ვიყავი სტელა სინათლის სანახავად რომ მიდიოდა.სწორედ მაშინ გავიგონე მანქანის ხმა.მაშნვე მივხვდი ვინ იყო.ასე გიჟივით მხოლოდ ჩემი სულელი ძმა ატარებდა მანქანას.სახლში შემოვარდა ბატო ანდრია.თვალები გაბრწყინებული ჰქონდა.ორივე ხელში გაძეძგილი პარკები ეჭირა.ყველაფერი სამზარეულოში დააწყო და ყბაჩამოვარდლის მომიახლოვდა. -აბაა დავიწყოთ მზადება.დატრიალდი ქალბატონო ევა. -ანდრია აბა საქნე მაქვსო?-გაკვირვებუმა დავუსცი კითხვა. -საქმის დედაც არ ვატირე.შენ მყავდე კარგად და საქმეს წუთში მოვაგვარებ.-გულში ჩამიკრა და თავზე მომეფერა. -აუუ ვისთვის გავაკეთო ამდენი რამე? -დაგითრევ სტუმრებს ნუ ღელავ.-ეშმაკურად გამიცინა და თვალი ჩამიკრა.მერე მაგიდას მიუახლოვდა და ლეპტოპს დახედა.-აუ კიდე ეს ქოული?მოგკლავ ევა. -არ მომკლა,კაი.-ისევ იმ ბავშვური ტონით ვუთხარი და ისევ ისე,ბავშვურად გავუღიმე,როგორც ადრე ბავშვობაში ვაკეთებდი ხოლმე.ამაზე თავი ვერ შეიკავა და ლოყაზე მაგრად მაკოცა. -აუ იცი როგორ მიყვარხარ?-მითხრა და რაღაცნაირი სახე მიიღო. -ნწ. -ძალიან. -მეც ანდრია.გამიშვი თორე შენს „დათრეულ“ სტუმრებს ცარიელ თეფშებს დავუწყობ წინ. ე.ი. რამდენიმე საათში დავაცხევე რამდენიმე პიცა,გავაკეთე ცეზარი,ქათმის სალათი,რამდენიმე ხაჭაპურიც კი დავაცხვე.აი ასეთი მარჯვე ვარ. ანდრია ამ ხნის განმავლობაში სადღაც იყო წასული.მიკროტალღურში ბოლო ხაჭაპურს ვდებდი კარებშ შემოსული ჩემი მონატრებული შაკო რომ დავინახე. -შაკოოოოოოოო.-ბოლო ხმაზე ვიკივდე და ფქცილში ამოსვრილი ხელები მოვხვიე. -ნუ გამთხიპნე გოგო. -აუუ მომენატრეე ურჩხულო. -მეც პატარავ.-ისე ჩამიკრა კინაღამ გაჭყლიტა.აღარ დავკვირვებივარ ვინ შემოვიდა „ხაჭააპური დამეწვას“კივილით გავვარდი.კიევ კარგი გადავარჩინე ჩემი ნახლაფორთალი შედევრი.წინსაფარი მოვიხსენი,სამზარეულო მოვაწესრიგე და მისაღებში გავეი.ახა უკვე გიგის და იმ იდიოტსაც მოვკარი თვალი.ორივე ჩამეხუტა და მოლოცვით დამაჯილდოვა.სუფრა გარეთ გავშალე და ეზოში შემოდული ჩემი მოწამლული დაქალი დავინეხე.თავიდან გამიხარდა მაგრამ მერ ბრაზიანმა მარიამმა გაიღვიძა. -აბა ვკვდებიო.-გაბრაზებული მზერა ვსტყორცნე დაქალს და მივუახლოვდი. -აუუ ასე ხუ უფრო გაგახარე. -აუ რა შტერი ხარ კატოო.-ბრაზმა მალევე გადამიარა და ჩამეხუტა.მალევე დადგა საჩუქრების დარიგების დროც.გიგიმ ვერცხლის სამაჯური მაჩუქა,შაკომ სიმბოლური სუვენირი,ანდრიამ ჩემი საყვარელი სუნამო(ამის საყიდლად ვერა და ვერ შევაგროვე ფული),აი დემეტრეს საჩუქარმა მართლა გამაოცა,ისეთი დახვეწილი დაათი მაჩუქა გაკვირვებისგან შევკივლე.არ გამომპარვია მისი თავმომწონე ღიმილი.ბოლოს კატო მომადგა ლამაზ პარკში ჩადებული საჩუქრით.თვალები პატარა ბავშვივით უციმციმებდა. -მართლა ძან ბევრი ვიწვალე და დარწმუნებული ვარ მაგრად მოგეწონე. -აუუ მომეცი დავინდრიგდი.-საჩუქარი გამომიწოდა და დაიკივლა. -არ გახსნა გოგო ჯერ.ანდრია ვიდეო გადაუღეე. -აუუ გული მისკდება.ასეთი მაგარია? -ყველა გაოცებული იყურებოდა.ბატონი ურჩხულიც. ცელოფნიდან ლამაზად შეფუთული საშუალო ზომის ყუთი ამოვიღე.ისე იყო შეფუთული ჩემმა ბასრი ფრჩხილებიც ვერ მოერია.მაკრატელი მოვძებნე და ადგის დავუბრუნდი.ჭინკაათამაშებული თვალებით მიცქერდა კატო რაც უფრო მაინტრიგებდა.ძლივს გავხსენი შეკვრა და ყუთს დავხედე.ხელებაკანკალებულმა გავხენი და იქ ისევ თხელი პარკი შევნიშე.ხელის შეხების თანავე ვიგრძენი რომ შიგნით რაღაც ქსოვილი იყო,არადა იცოდა რომ არ მინდოდა ტანსაცმლის ჩუქება,ამან მართლა გამოცა.ძლივს ამოვირე პარკიდან ლამაზად დაკეცილი მაისური.ჩემს ყურბს კატოს ჩაჩინება მოხვდა.ნახევარი წუთი გაშეშებული ვიდექი.ძლივ მოვწვი ხელშ რა მეჭირა და ავკივლდი.ესე რომ კინაღამ ხმა დავკარგე.არც კი ვიცი როგორ მოვახერხე აკანკალებული მივვარდნილიყავი კატოს და კისერზე ჩამოვეკიდე,ისევ სულელივით ვიკრიჭბოდი.კატოს ისე შევახტი რომ ორივე რბილ მინდორზე გავიშხლართეთ.ისევ ვცახცახებდი.ყველა გაშტერებული მომჩერემოდა.აკანკალებული ძლივს წამოვხედა,ჩემს მაისურს და მასზე დაზატულ საყვარელ მომრერალს დავხედა და გულში ჩავიკარი.ჩემს აჩქარებულ გულისცემას ვგრძნობდი,ბიჭების გაოგნებულ სახეებს ვაიგნორებდი და ისევ ჩემს მაისურს ვაკვირდებოდი.კვლავ დავხედე და ავკივლდი.ესევ ისე ჩავიკარი ჩემი დაქალი და გავიკრიჭე. -რა ხდება ტო?რა გაჩუქა ასეთი?-გაკვირვებული სახით იკითხა შაკომ. ისეთი აღფრთოვანებულ ვიყავი პირში ენას ვერ ვიტრიალებდი.ისე ავკანკალდი ხალხი სერიოზულად შევაშინე.დემეტრე მომვარდა და ხელი ჩამკიდა. -კატო რა აჩუქე ასეთი?ეს გადარეული და სულ რომ გამიგჟე. წელზე მის ხელს ვგრძნობდი.კიდევ ერთხელ შემოიჭრა,კიდევ ერთხელ.ანდრიას ჩემი მაისური გავუწოდე და მის ახარხარებულ სახეზე უნებურად დავბრიცე ტუჩები. -აუუ ევა რა ბავშვი ხარ. -აუჰ დამანებე თავი. ჩემს მაისურს ბჭებმაც დახედეს და მათაც სიცილი ატეხეს. -ევა იქ კიე იდი საჩუქარი.-მითხრა კატომ. -უი,მართლა?მანახ რა.-მე ისევ დემეტრეს მკლავებში ვიყავი მოქცეული. კატომ ანგელოზის გამოსახულების მქონე ვერცხლის ყელსაბამი გამომიწოდა.ზუსტად ისეთი სადა იყო როგორიც მიყვარდა. -ჩემი გოგოო.-სიცილით შემოვიდნენ ეზოში ჩემი და და მშობლები. მათაც დამასაჩუქრეს.ახალგაზრდები წყნეთში დავრჩით.მე და კატო ერთ ოთახში შევიყუჟეთ.ბიჭებმაც იპოვეს თავიანთი ადგილები და აი ასე ბედნიერეად ჩავამთავრეთ ეს დღე. თავი 4 დეკემბერიც დადგა.შემოდგომამ კარი გაიხურა და გზა ცივ ზამთარს დაუთმო.დემეტრე მთელი 2 თვის განმავლობაში მხოლოდ 3 ჯერ ვნახე.რატომღაც თავს უჩვეულოდ ვგრძნობ.თითქოს დამაკლდა მისი მწარე ენა და ირონიული გამოხტომები. უნივერსიტეტიდან გამოვედი და სახლისაკენ მიმავალ გზას დავადექი.ვგრძნობდი რომ უკან მანქანა მომყვებოდა.ნაბიჯს ავუჩქარე.მანაც ააჩქარა სვლა.სახლში ანერვიულებული შევედი.ძლივს დავწყნარდი და მეცადინეობას შევუდექი.გამახსენდა რომ საჭმელი არაფერი იყო და მაღაზიაში ჩასვლა გადავწყვიტე.მოსახვევში ისევ ის შავი მანქანა იდგა.უკვე მაშინებდა და თავსაც მაბეზრებდა.მეორე დღეს ისევ შევამჩნიე ჩემს უკან მომავალი დიდი ჯიპი.ისევ დაიწყო გულმა ჩქარ-ჩქარა ხტუნვა.დილაობით არსად ჩანდა ვფიქრობ იმიტომ რომ ანდრიასთან ერთად დავდიოდი სასწავლებელში.გადავწყვიტე სახლში კატოსთან ერთად დავბრუნებული.აი ამან ნამდვილად გაჭრა.მანქანისთვის თვალიც არ მომიკრავს.მომდევნო დღეს სამწუხაროდ მარტოს მომიწია სახლში დაბრუნება.შავი „რაშიც“ დაუბრუნდა თავის ადგილს.ეს ყველაფერი უკვე ყოველდღიურობად მქცა.ძალიან მაღიზიანებდაა დაბურულ მინებიანი მანქანის ჩემს კუდად ყოფანა.სახლში გაფითრებული შევედი.უკვე გადაწყვეტილი მქონდა ანდრიასთვის მომეყოლა ვიღაც მანიაკის ამბავი. -ევა ფერი არ გადევს.რა დაგემართა?-ანერვიულებულმა მიკითხა და გვერდით დამიჯდა. -ანდრია უკვე ერთი კვირაა ვიღაც დამსდევს,დაბურულმინებიანი შავი ჯიპით.როცა ვიღაცასთან ერთად ვარ არ ჩანს.მარტო დამიგულებს თუ არა ისევ კუდში დამსდევს.უკვე მართლა ძალინ მეშინია ანდრია.ხელი რომ დამავლოს და რაიმე დამიშავოს მე რა გავაკეთო?-ძლივს ვიკავები თავს ტირლისგან. -ვინ ჯანდაბაა ეგ ?-თაზე ხელები შემოიდო ანდრიამ და თავის ნერვიულ ქექვას მოყვა.-ევა მისმინე არ ინერვიულო კარგი?მარტო არსად წახვალ.უნივერსიტეტში ისედაც მე დამყავხარი.იქედან გამოგიყვან,თუ არ მეცლება შაკო ან დემეტრე გასაგებია?-ესევ გვერდით მომიჯდა და მაგრად ჩამიხუტა.მეც საპასუხოდ ოდნავ გავიღიმე. მთელი ერთი კვირა ბიჭების მეთვალყურეობის ქვეშ ვიყავი.ახალი წელიც ახლოვდებოდა.საყიდლებზეე ანდრია წავიყვინე.დღეს ნაძვის ხე,სათამაშოები და საახალწლო მოსარტავები შევიძინეთ პროდუქტებთან ერთად.სახლში მისულებმა ნაძვის ხე ერთად ავაწყვეთ(ისე როგორც ბავშვობაში)კარგადაც გავერთეთ.ვინაიდან უკვე 28 დეკემბერი იყო გადავწყვიტე ნამცხვრის ფენები დამეცხო.მართალია ახალ წელს მშბლებთან,ოჯახურ გარემოში ვხვდებოდით,მაგრამ მე მაინც მინდოდა რაღაცის გაკეთება.ორნაირი ნამცხვრის ფენები გამოვაცხვე და საცივის კეთებას შევუდექი.ანდრია 7 საათზე დაბრუნდა და მითხრა ბიჭები მოდიან გვაქვს რამე სახლში თუ ვიყიდოთო. -საცივი გააკეთე?-მაცივარში შეიხედა და აღტაცებულმა გამომძახა. -აპ,აპ-შევკივლე.-მაგას ხელს არ დაადებ ახალ წლამდე.-კატეგორიული ტონით ვუთხარი და შემდეგ სიცილით გავაგრძე.-წამო მაღაზიაში ჩავიდეთ და ვიყიდოთ რამე,თან აფთიქშიც უნდა სევიარო. -კაი ჩაიცვი და წავიდეთ. 5 წუთში მზად ვიყავით.მე აფთიაქში შევედი და ანდია მაღაზიაში დავტოვე.მაღაზიასთან მალევე დავბრუნდი და ძმას დავუცადე.როგორც ყოველთვის ახლაც საგულდაგულოდ არჩევდა პროდუქტს.კედელს მივეყუდე და გარემოს დავუწყე თვალიერება.ჩემს თვალებს ისევ ის დაწყევლილი მანქანა მოხვდა რომელიც სამწუხაროდ ჩემს წინ გაჩერდა.იქიდან ახოვანი ბიჭი გადმოოვიდა,დაახლოებით 24 წლის იქნებოდა.საკმაოდ სიმპატიური იყო უცნობი.მომიახლოვდა და ლაპარაკი დაიწყო.საკმაოდ ბოხი ხმა ქონდა.მისი ბოროტება ამ ხმაშიც კარგად იგრძნობოდა. -როგორც იქნა პირადად შეგხვდი ლამაზო.-უკვე მოთმინება გამომელია და გავაცოცხლე ბრაზიანი ევა ამირეჯიბი. -ახლა კარგად მომისმინე,მე არ ვარ შენი ლამაზი და არც შენი საკუთრება უკან რომ მსდიო.მე არ ვარ კრიმინალი რომელსაც მუდმივი დაკვირვება სჭიდება რომ რამე არ ჩაიდინოს და არც დამალობანას თამშის თვი არ მაქ.ახლა აქედან დაახვიე და ჩემმა თვალებმა აღარ დაგინახოს,თორემ ჩემს თავზე პასუხს არ ვაგებ.გასაგებია?-მოთმინება გამოლეუმა წარმოვთქვი ეს სიტყვები.ჩემში მყოფი შიში სადღაც გაქრა და ასპარეზზე გამბედაობა გამოვიდა. ბიჭი ახარხარდა და მომართა. -ევა იცი როგო გავხარ მამაშენს?ისეთივე მტკიცე ხარ როგორიც ერეკლენ ჰოდა ამ სიმტკიცის გამო დაისჯება ბატონი ამირეჯიბი.აბა რა ეგონა მამაჩემს ციხეში რომ სვამდა? -ბატონო?-ირონიულად დავჭყანე და კითხვა გავწელე.-მამაჩემი ციხეში არცერთ უდანაშაულოს არ უშვებს გასაგებია.მე ჩემი სათქმელი დავასრულე და ახლა გირჩევნია აორთქლდე.ბიჭმა ირონიულად გაიღიმა და ჩვენს შორის მანძილი შეამცირა.ისე ახლოს მომიტანა სახე აშკარად კოცნას აპირებდა.მუხლის რეფლექსი სასწაულად ამიმუშვადა.ძლიერად ამოვარტყი ფეხებშია და თავი გავითავისუფლე.უცნობი სიმწრისაგან ჩაიკეცა.თვალი ნაცნობ მანქანას მოვკარი,რომელიც ჩვენს წინ გაჩერდა იქიდან აცეცხლებული დემეტრე გადმოვიდა,რომელსაც არანაკლებ გაბრაზებული შაკო მოყვა. -ბიჭო შენ შ*გ ხო არ გაქ?-რიტორიკული კითხვა დაუსვა დემეტრემ უცნობს და სახეში მუშტი გაუქნია,ისე ძლიერეად რომ ცხვირი გაუტეხა.შაკომაც მოიქნია მუშტი.გაქანებულ ცემა-ტყეპაში იყნენ ანდრიამ რომ გამოაღწია მაღაზიიდან.პარკები ძირს დაყარა და ყვირილით გამოვიდა. -ბურდულო აღარ უნდა შეწყვიტო ამ ბოღმის გადმონთხევა?დროზე მოწყდი აქაურობას თორემ დარწმუნებული ვარ ვერცერთს ვერ გადაგვირჩები. -იცოდეთ განანებტ.გოგო ჩემია,ჩემი გაიგეთ? ამის თქმა და დემატრეს წამონთება ერთი იყო. -რას ქვია შენია,შენ სულ გააფრინე?კიდევ ერთხელ იტყვი მსგავს რამეს და მთელი ძვალი აღარ შეგრჩება გაიგე? -შენ საერთოდ ვინ მიგდიხარ ბიჭო? -მე ვინ გიგდივარ?მე კი არა შენ ვინ ხარ ჩემს შეყვარებულზე რომ იძახი ჩემი გოგოა?-ვისზეოო?ისე გამიკვირდა პირი დავაღე და თალები დავქაჩე. -ევას კიდევ ერთხელ დააკეარებ ხელს შე და გაჩენის დღეს გაწყევლინებთ გაიგე.-ახლა შაკო ალაპარაკდდა. უცნობი მანქანას მიუხლოვდა და სანამ ჩაჯდებოდა მოგვაძახა-ამას არცერთს არ შეგარჩენთ. -შენი დედაც.-შეიკურთხა ანდრიამ და ფეხი საბურავს მიარტყა.ბიჭი სწრაფად მოწყდა ადგილს და როგორც იქნა დაგვტოვა.შოკში ვიყავი,მაგრამ ტირილს არ ვაპირებდი. -ანდრია ახლავე ამიხსენი ვინაა ეს იდიოტო?რაღაც იცი და არ მეუბნები.რა წესია ეს,გაიაზრეეტ რომ აღარ ვარ პატარა და მეც უნდა ვიცოდე რა ხდება ჩემს თავს. -ჩემო პატარავ არ ინერვიულო კარგი?-შაკომ ჩამიხუტა მაგრამ მე მაინც არ ვცხრებოდი. -ანდრიაააა. -სახლში მივალთ და მოგიყვები ევა. სახლში ყველანი ერთად დავბრუნდით.კარიშევაღე და დივანზე ჩამოვჯექი. -მოკლედ ანა ხაჩიძე ხომ გახსოვს?ერეკლეს დაცვის ქვეშ მყოფი.17 წლის გოგო ამ იდიოტის პედოფილმა მამა გააუპატიურა.მამამაც დიდხნიანი წვალების შემდეგ ის მანიაკი ციხეში 10 წლით ჩააყუდა.ჰოდა ახლა ამ ნაბიჭვარს უნდა შური იძიოს.შენ არ ინერვიულო გაიგე მოვაგვარებთ ჩვენ. -როგორ არ ვინერვიულო ანდრია?ვიღაც პედოფილის გამოშტერებული შვილი ამეკიდა და არ ვინერვიულო? -ევა დაწყნარდი.-მკაცრად მითხრა დემეტრემ. ოთახში გაბრაზებული შევვარდი.თვალი ძლივს მოვხუჭე.დილას სახლში არავინ დამხვდა.სწავლაც დასრულდა,ამიტომ კატოს დავურეკე და ვთხოვე ჩემთან მოსულიყო.ყველაფერი დაწვრილებით მოვუყევი და მის რეაქციას დაველოდე. -სადისტი,მანიაკი,იდიოტი.ასეთი თავხედი და უსისხლო როგორაა.-უცნობის ლანძღვას მოჰყვა,თვალებიდან ნაპერწკლებს ყრიდა. -პედოფილის შვილი უკეთესი რა იქნება.-საუბარში ვიყავით როცა კარი ანდრიამ შემოაღო.დემეტერეს და შაკოს თანხლებით შემოვიდა სახლში.საუბარი დემეტრემ დაიწყო. -მოკლედ ევა ცოლად უნდა გამომყვე.-საკმოდ უდარდელად წარმოთქვა ეს ფრაზა. -ბატონო? -რა ვერ გაიგე ევა ცოლად უნდა გაყვე.-საუბარი ანდრიამ გააგრძელა.-იმ მაინიაკის მოსაშორებლად ასეა საჭირო.თუ დემეტრეს ცოლად გაყვები თავისუფლებას გაინაღდებ.იმ ს თქმით თუ შენ ვინმეს მითხოვდები ხელს აღარ დაგაკარებს. კინაღამ ხმა ჩამივარდა. -მოცადე.ესეიგი 20 წლის ასაკში უსიყვარულოდ უნდა გავთხოვდე იმ მანიაკის გამო?მთელი ჩემი ცხოვრეება იმას ვამტკიცებ რომ ქალი სანამ სწავლას არ დაამთვრებს და სამსახურს არ იშოვის მანამდე არ უნდა დაქორწინდეს და ახლა თვითონ მიწევს ამ ასაკში გათხოვება.-ცრემლებს ძლივს ვაკავებდი. -ასე გამოდის.-ამოიხვნეშა შაკომ. -და როდის უნდა გაოგყვე საქმროვ?-ისტერიული სიცილი ამიტყდა,აი ისეთი ტირილს რომ მოასწავებს.ჩემს უაზრო საქციელზე დემეტრესაც ჩაეცინა. -უკანასკნელი ერთი თვის განმავლობაში.-ისევ ის გამაღიზიანებელი სიმშვიდე იგრძნობოდა მის ხმაში.როგორ შეეძლო ასე მშვიდად მოეყვანა ადემიანი რომელიც არ უყვარდა. -და შენი შეყვარებული?-უცებ ის გოგო გამახსენდა კაფეში რომ ეხუტებოდა. -ვინ?-გაკვირვებულმა დამისვა კთხვა. -ის გოგო კაფეში რო ეხუტებოდი. -ლიკაზე ამბობს ტო?-ახლა შაკომ დასვა მორიგი შეკითხვა. -ეგ ლიკაა ევა,ჩემი უმცროსი და. ხმა აღარ ამომიღია.აი ასე დამითანხმეს ამ უმნიშვნელოვანესი ნაბიჯის გადადგმაზე,ყოველგვარი ძალისხმევის გარეშე. თავი 5 31 დეკემბერიც დადგა.მშობლიურ გარემოში ვხვდებოდით ახალ წელს.12 ის ნახევარზე ზარის ხმა გაისმა.ზღურბლზე ხელი-ხელ ჩაკიდებული კატო და შაკო შევნიშნე და პირი დავრე. -ჰააა?-გაწელილად წარმოვთქვი რაღაც. -ჰოოო.-ეშმაკურად ჩაიცინა შაკო. -ვაიმეე მიყვარხააართ.-ორივეს შევახტი და ახალი ურთიერთობა მივულოცე.რამდენიმე წუთში ისევ გაისმა ზარის ხმა.ამჯერად კარი დედამ გააღო.გახარებულმა წამოიძახე ეს ვინ მეწვიაა.ოთახშ დემეტრე და მისი მშობლები გამოჩდნენ.სამივე თვიბილად იღიმოდა.სუფრასთან დავსხედით.12 სააათი შესრულდა.დემეტრე წამოდგა და საუბარი დაიწყო. -მინდა ყველს მოგილოცოთ ახალი წელი და უსაზღვრო ბედნიერება გისურვოთ,მინდა ეს წელი თითოეული ჩვენთაგანისთვის განსაკუთრებული იყოს.ყველაზე მეტად კი შენთვი ევა.-გაღიმებულმა გამომხედა და განაგრძო.-ჰო მინდა რომ ლამაზი მომავალი შეგიქმნა და ვუზრუნველყო რომ თითოეული წელი განსაკუთრებული და ბედრიერებით სავსე ყოფილიყოს.მინდა შენი ბედნიერების მიზეზი გავხდე.-ჩემსკენ გადმოდგა რამდენიმე გაბიჯი.ჯიბიდან ბეჭედი ამოაძვრიანა და დაზეპირებული კითხვა დასვა.-ცოლად გამომყვები ჩემო ანგელოზო.-ვიცოდი მისი გრძნობები ყალბი იყო მაგრამ მე არ ვიყავი იმ წამს ყალბი როცა კისერზე შევახტი და მისი სურნელის შეგრძნებისას სახეზე ღიმილი გადამეფინა.თავი დავუქნიე და გახარებულ დამსწრე საზოგადოებას გავხედე.დემეტრე აშკარად გაკვირვებუი ყო ჩემი საქციელით,ისევე როგორც მე.რა დამემართა?არ ვიცი და არც მაინტერესებს.მხოლოდ ერთი რამ მაინტერსებდა.მართლა ყავლბი იყო თუ არა დემეტრეს მიერ წარმოთქმული თითოეული ფრაზა.მაგრამ ის ვიცოდი რომ ჩემი გადამრჩენელი იტო ეს „იდიოტი“ როგორც პირველად ვიწოდე.აჟიტირებულმა მშობლებმა საკმაოდ დიდი ქორწილი დაგეგმეს,რაც სრული კატასტროფა იყო ჩვენთვის.რიცხვი მე და დემეტრემ განვაცხადეთ.ქორწილი საკმაოდ მალე 15 იანვარს შედგებოდა.აი ამ დღიდან დაიწყო სამზადისი.კაბის შესარჩევად ჩემი და კატოს სირბილი.ორგანიზება და ბევრი სხვა რამ.ძალიან მალე გავიდ ამომდევნო 2 კვირა.სასწაულად გაირბინა თხუთმეტმა დაამღლელმა დღემ. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.