სიყვარულით მოგებული ბრძოლა (თავი 1)
„გულრწფელ მწუხარებას ის განიცდის,ვინც ყველასგან მალულად ტირის“.ვგიჟდები ამ მოსაზრებაზე.რატომ?იმიტომ რომ თითქოს ჩემზეა დაწერილი.მთელი ცხოვრებაა გულრწფელ მწუხარებას განვიცდი და არ მგონია ამ გრძნობამ ოდესმე მიმატოვის.და რის გამო?ჩემი ოჯახის.იმ ადამინთა ერთობის რომელსაც ბედნიერი ოჯახის ნიღაბი ჰქონდა აკრული.მთელი 13 წელი ატარეს ჩემმა მშობლებმა ყალბი სიყვარული და ასეთივე ბედნიერება.რასოდეს მიგვრძვნია დედაჩემისგან წამოსული სითბო.ან საერთოდ როგორ ვიგრძნობდი როცა მთელი ცამეტი წელი მისი უმიზეზო კივილი მესმოდა.16 წლის ასაკში რომ გაათხოვეს მათი შვილების ბრალი ხომ არ იყო?არა რათქმაუნდა.მე და ჩემს ძმას რომ მის უბედურებაში არანაირი წვლილი არ მიგვიძღვის ფაქტია.მაგრამ ჩვენი უბედურების მთავარი მიზეზი რომ მათი უსიყვარულოდ დაწყებული ურთიერთობაა ამას არანაირი მტკიცება არ სჭირდება.ჰო შეცდომით დაიწყო მათი ისტორია.იმ ერთი ღამის შეცდომა ვართ მე და ჩემი ტყუპი ძმა.არ არსებობს დედა რომელსაც თავისი შვილი არ უყვარსო.აი ამის გაგონებისას შესაძლოა სიცილით მოვკვდე და ლოგიკური დასაბუთებაც ექნება ამ ჩემს სიკვდილამდე სიცილის.საკუტარი გამოცდილებით შემიძლია დანამდვიკებიტ გითხრათ რომ ზოგიერთ დედას თავისი შვილები შესაძლოა ყველაზე და ყველაფერზე მეტედ სძულდეს.აი ასეთი იყო დედაჩემი.ჰო იყო და არარ არის იმიტომ რომ 5 წლის წინ თავი მოიკლა.იმედია იქ მაინც არარ იქნება უბედური.რაც შეეხება მამაჩემს ის თავის ბიზნესზეა გადაყოლილლი.აი მამაჩემი კი სრული კატასტროფაა.ხო ფულში ჩამხრჩვალი კატასტროფა.ცდილობს მე და იო ფულით მოგვთაფლოს მაგრამ არ გამოუვა.მე და ჩემი ძმა ამ ყველაფერმა გაგვაძლიერა.დედაჩემის გარდაცვალებიდან 1 კვირის თავზე სახლი დავტოვეთ და ბებია-ბაბუას შევუსახლდით.არ გეგონოთ რომელიმელიმე სოფელში დავიდეთ ბინა.არაფერიც,პპირიქით საკმაოდ თანამედროვე ბებია-ბაბუა გვყავს.მათი დახმარებით სწავლა დავამთავრეთ.ჩემი ოცნება ავიხინე და ჟურნალისტი გავხდი. ჩემი ტყუპი არქიტექტორია.საკმაოდ დიდი შემოსავალი გვაქვს.ერთი თვეა რაც მარტო ვცხოვრობთ საკუთარ სახლში.თავისუფლად შემიძლია ვთქვა რომ უბედურებამ ბედნიერებისკენ მიმავალ გზაზე დაგვაყენა და გვასწავლა ცხოვრებასთან ბრძოლა.“სამი რამ გამოავლენს ადამიანს:შრომა,პატიოსნება,მიღწევები“.ჩვენ შევძელით ამ ყვეაფრის შენარჩუნება და სწორედ ჩვენი შრომისა და პატიოსნების წყალობით მივაღწიეთ იმას რაც გვაქვს.აი ასე.მე 26 წლის დეა აბაშიძე ვარ, საკმაოდ მაღალი,გრძელი წაბლისფერი თმით,ცისფერი თვალებით,ატმისფერი ტუჩებითა და სწორი პატარა ცხვირით.გაგიკვირდებათ მაგრამ ჩემს ტყუპისცალს მხოლოდ თვალებით ვგავარ.ის არის ჩემი მთელი ოჯახი,ის და ანასტასია ჩემი ერთგული დაქალი,ჰო და კიდევ ერთი ჩემი უფროსი ილია,ადამინი რომელსაც მხოლოდ 5 თვეა ვიცნობ მაგრამ საკუთარი ძმასავით ვენდობი.სწორედ მასთან ერთად მივდივარ ხვალ ამერიკაში მივლინებით. -დეაა. -გისმენ იო. -რას აკეთებ? -ბარგს ვალაგებ და კარგს იზამ თუ დამეხმარები. -აუ მეჩქარება დეა მე. -ოო კაი.ხვალ წამიყვან აეროპორტში თუ მომაკითხოს ილიამ? -წაგიყვან მე. -ოკ. ბარგის ჩალაგება ძალიან გვიან დავამთავრე.წყალი გადავივლე და გადავეშვი მორფეოსის სამყაროშო.დილის 7 სააათზე ტასიას ხმამ გამაღვიძზა. -გოგო მიფრინავ დღეს აზრობ? -მე კი ვაზრობ მაგრამ შენ რატო ვერ ტვინავ რომ საცოდავი დაქალს დილაუთენია თავზე არ უნდა დაახტე ჰა? -ადე დროზე თორე მერე ნახავ შენ საცოდავობას. მალევე ვდგები და საააბაზანოში შევდივარ.სახეზე ცივ წყალს ვისხამ და ცოტათი ვფხიზლდები. შუადღის სამ საათზე გავფრენილიყავით.თვითმფრინავში შევდიოდით როცა ილიამ რაღაცის სათქმელად პირი გააღო. -აუ დეა მე რომ ბიზნესკლასით ვმზავრობ მარტო ხომ არ შეგეშინდება? -რაა?მეღადავები?აუუ ილოო. -კა გოგო რა იყო ნახე რა კაი ბიჭი ზის შენი ადგილის გვერდით.-ეშმაკურად გამიცინა და თვალით ბიჭისკენ მანიშნა. -ბიჭო სულ გამოშტერდი ეს დათა წერეთელი არაა? -ვინ? -რამ გამოგალენჩა და თა წე რე თე ლი-ახლა დამარცვლით ვუთხარი მმისი სახელი.-აი ის დათა თბილისში ერთ-ერთი სამშენებლო კომპანიის მმართველი როა რამ დაგაშტერა? -ვაიმეე დათაა.-ძლივს გამოერკვა.-მიდი ჰე მიუჯექი წერეთელს. ჩემი ადგილი დავიკავე.ტელეფონში მუსიკები ჩავრთე და მშვიდად დავიწყე ფანჯრიდან ცქერა.მაქსიმალურად ვცდილობდდი შიში დამემალა და პანიკა არ დამწყებოდა.მაგრამ როგორ გინდა არ გააფრინო როცა გვერდით ზე სიმფატიური ადამიანი გიზის თანაც ეს ვიღაც დათა წერეთელია. -ვაიმეე გვიშველეთ ვინმემ.-უეცრად ქალის განწირული ხმა გავიგონე.მაშნვე ფეხზე წამოვხტი და ქალისკენ გავექანე.მალევე მივხვდი რაც სჭირდა.ვინაიდან ბებიაჩემი ექიმი ძალინ კარგად ვიცი როგორ გამოვძვრე ასეთი სიტოაციებიდან.ქალი მალევე მოვასულიერე და აღევებული დავუბრუნდი საკუთარ ადგილს.მზერა დათას გაკვირვებულ ნაცრისფერ,საოცრად ლამაზ თვალებზე შევაჩერე.არც მისი სიცოცხლით სავსე ღიმილი გამომპარვია.საოცრება იყო ეს ბიჭი.მუქი წაბლისფერი თმა,საოცრად ლამაზი ნაცრისფერი თვალები,სწორი ცხვირი და ძალიან,ძალიან მიმზიდველი ღიმილი.აი ამ ყველაფრის კომბინაცია გახლდათ ბატონი წერეთელი.საოცარ გრძნობას აღვიძებდა ჩემში მისი თვალები. -ექიმი ხარ?-ღიმიით მკითხა.საოცარი ბარიტონი ჰქონდა,საოცარი.ბოხი და მამაკაცური. -არა.-ძლივს წარმოვთქვი ეს ერთი ძალიან,ძალიან პატარა სიტყვა და თავი დავხარე. -აბა საიდან ამდენი ცოდან? -ბებიაჩემი იყო ექიმი. -აჰ გასაგებია.-ისევ ის ღიმილი.-შეიძლება გამეცნო? -დეა აბაშიძე.26 წლის.ვარ ჟურნალისტი.ვცხოვრობ და ვმუშაობ თბილისში.და შენ?შენ რას მომიყვები. -დათა წერეთელი.26 წლის.მაქვს სამშენებლო კომპანია.ვცხოვრობ და ვმოღვაწეობ თბილისში.-ჩემსავიტ ჩამოარაკრაკა და გამიღიმა. -ეგ ისედაც ვიცოდი.-მეც გავუღიმე და საუბარი შევწყვიტე. მალევე დავფრინდით.ძალიან დამღალა ამდენხნიანმა მგზავრობამ.ძლივს მოვკარი თვალი ილიას. -ილოო სად დამეკარგე ჰა?ასე უნდა ბიჭო საუკეთესო მეგობრის მიტოვება? -აუუჰ მიგატოვე არა იხვის ტოლმა.-გამიღიმა და ლოყაზე მიჩქმიტა.რამდენიმე საათში სასტუმროში დავბინავდით.ხვალიდან იწყებოდა სტატიების წერა ამერიკაში მყოფ ცნობილ ქართველებზე.დილას სდრიანა გავიღვიძე.წყალი გადავივლე და გამოვიცვალე.ჯინსის მოკლე კაბა,თეთრი მაისური და ამავე ფერის კედები მოვირგე.ჩემს ფოროაპარატს დავავლე ხელი და სასტუმროდან გავედი.მარაზიიდან გამოსულს ხმაური მომესმა.ჩუმად მივუახლოვდი ამ ხმაურის წყარის და ფოტოაპარატი მოვიმარჯვე.არც კი დავკვირვებივარ ვის ვუღებდი სურათებს.მერე გავიაზრე რომ დათა წერეთელი ვიღაც კაცს ცემდა.თვალი მოვკრი იქვე მდგარ ნახევრად შიშველ გოგონას.ჩქარი ნაბიჯით დავბრუნდი სასტუმროში და სტატიის წერას შევუდექი. [დათა] „წაქცევას მიეჩვიე,რომ ადგომის ფასი ისწავლო და ტირილი ისწავლე,რომ გაიგო სიცილს რამხელა ბედნიერება მოაქვს“.ჰო მე მივეჩვიე წაქცევას,მას შემდეგ რაც დედა და მამა ავტოკატასტროფაში დამეღუპა,აი მაშინ წაიქცა დათა წერეთელი პირველად,13 წლის ასაკში.მეორედ მაშინ წავიქეცი როცა 24 წლის ვიყავი.მაშინ როცა ჩემმა 16 წლის დამ,ჩემს ხელშ გაზრდილმა ნიაკომ თავი ვირაც პედოფილის,ვიღაც მოძალადის გამო მოიკლა.ვისწავლე ტირილი იმისათვის რომ სიცილის მიერ მოტანილი ბედნიერებისთვის გემო გამეგო.ამდენი ხნის შემდეგ პირველად მაშინ გავიღიმე,როცა დეა აბაშიძეს მოვკარი თვალი.ადამიანს რომელსაც სხვისი დახმარების საოცარი ძალა შესწევს.მისმა ღიმილმა, ზღვისფერმა,კამკამა ნატანჯმა თვალებმა კიდევ ერთხელ გამაღიმეს გულრწფელად. .......... [დეა] სტატია დავწერე და ილოს წავაკითხე,მანაც თბილისში გადააგზავნა.იმავე დღესვე დაიწერას სტატია სათაურით „ვის და რატომ სცემს ახლაგაზრდა ბიზნესმენი ამერიკის ქუჩებში?“. საკმაოდ გვიანი იყო როცა დასაძინებლად დავწექი.თვალი მოვხუჭე თუ არა მაშინვე კარებზე კაკუნი შემომესმა. -დეა აბაშიძე გაფრთხილებ თუ დროზე არ გააღებ კარებს შემოვამტვრევ. მალევე წამოვდექი და კარი გავაღე. ოთახში გამწარებული დათა შემოვარდა. -არა დეა როგორ შეგეძლო ასე მოქცეულიყავი?საერთოდ იაზრებ რას აკეთებ?იცი რა პირველივე დანახვისთანავე ვიგრძენი რომ შენში მებრძოლი ქალი ცოცხლობდა.მაგრამ რატომ,რატომ უნდა გააკეთო ის რაც ვიღაცას გულს ატკენს?რახან ცნობილი ვარ გგონია არაფერი მიჭირს?თავს იბრმავებ?ვერ შეხედი ის გოგო რა მდგომარეობაში იყო?და ამ შენი სტატით მე მაყენებ შეურაცყოფას.ყოჩაღ.-ირონუილი ღიმილი წამითაც არ მოუშორებია ისე დაიწყო ტაშის დაკვრა.-მე მეტს არაფერს გეტყვი.მაგრამ მოვა დრო და გაიგებ ეს რატომ გავაკეთე.მე აქ იმისთვის კი არ მოვსუვარ რომ საკუთარი თავი დამეცვა,არა.აქ,ახლა შენს თვალწინ იმიტომ მხედავ რომ მინდა შენს თვალებში აკამკამებული ზღვა არ აიმღვრეს და მის ძლიერ ტალღებში უდანაშაულო ადამიანები არ ჩაიძირონ.ჰო,გახსოვდეს რომ თავს მხოლოდ დამნაშავეები იცავენ. აი ასე შემოვარდა და გავარდა.იმდენად დიდი სიმართლე თქვა ამ წამს წერეთელმა რომ თვალები ამემღვრა და ცრემლები წამომცვივდა.საწოლზე დავესვენე,თვალი ბალიშშიჩავრგე და ტირილი მოვრთე.აი ასე ვიყავი დაახლოებით 2 საათი. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.