შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სიგიჟემდე, უსასრულოდ..!


11-07-2019, 00:49
ნანახია 1 539

სიგიჟემდე, უსასრულოდ..!

ლიზა ახვლედიანი - 17 წლის საშუალო სიმაღლის, გამხდარი, ღია წაბლისფერი თმით, პატარა ცხვირითა და ზღვისფერი თვალებით, რომელიც მისი სავიტო ბარათია საკმაოზე ლამაზი გოგონაა.
დედა - ელენე ბერიძე (37 წლის), ბავშვივით ლაღი და საყვარელი ქალბატონი, მამა - ადრია ახვლედიანი (40 წლის), მზრუნველი მეუღლე და მამა, და ახვლედიანების სიამაყე რეზი (19 წლის). არ გამოგვრჩეს ლიზას ყველაზე ახლო, განუყრელი მეგობრები - ნინა ჯაფარიძე (17 წლის) და ნიკუშა დოლიძე (18 წლის)

..........
დილით ჩემი ძმის ღრიალი მაღვიძებს, რომელიც ნელ-ნელა მიახლოვდება. თვალებს ვჭყიტავ და კარებთან გაჯგიმული რეზი მხვდება.
- რა გაღრიალებს რეგვენო! -სახე დავმანჭე და ისევ ბალიშში ჩავრგე თავი.
- ადე ნუ ხარ ზარალი, -მომიახლოვდა რეზი, საწოლზე ჩამოჯდა და ლოყაზე ძლიერად მაკოცა, მეც გავიტრუნე და მის მკერდს მივეკარი. - მიდი, შუსტრად მოემზადე მე გაგიყვან სკოლაში -კიდევ ერთხელ მკოცნის და ოთახიდან გადის. მეც უხალისოდ დავიძარი სააბაზანოსკენ, მოვემზადე და ქვემოთ ჩავედი. სამზარეულოში დედა დამხვდა, რომესაც უკვე გაემზადებინა ჩემთის ყავა, მადლობის ნიშნად ლოყაზე ვაკოცე, მამა უკვე წასულიყო კომპანიაში. ყავა და კრუასანები მივირთვი, შემდეგ რეზის ჩავუხტი მანქანაში და სკოლისკენ დავიძარით. სულ რაღაც 10 წუთში დანიშნულების ადგილას მივედით, ღვედი მოვიხსენი და რეზის ლოყაზე ვაკოცე.
- ჭკვიანად -გამაფრთხილა რეზიმ, როგორც უფროს ძმებს ჩვევიათ, ამაზე გამეღიმა, თავი გავაქნიე და მანქანიდან გადმოვედი.
ქეთა კლასში დამხვდა, გადავკოცნე და მის გვერდით დავიკავე ადგილი. ვინაიდან წლის ბოლოა გაკვეთილები თითქმის არ ჩატარებულა, შესაბამისად გადავწყვიტე სახლში ადრე წამოვსულიყავი. სანამ მასწავლებელთან წავიდოდი მცირე შუალედი მქონდა, ამიტომ სახლის მაგივრად პატარა კაფისკენ ავიღე გეზი, რა თქმა უნდა ნინასთან ერთად. იქ დაახლოებით 20 წუთი დავყავით, ცოტა ვისაუბრეთ, შემდეგ კი ნინას დავემშვიდობე, რადგან ის ბიოლოგიაზე უნდა წასულიყო, მე კი ისტორიაზე. გზაში ყურსასმენები მოვირგე და მასწავლებლისკენ ავიღე გეზი. კორპუსს მივუახლოვდი, იქ ნახევრად ბნელოდა, თუმცა ყურადღება არ მიმიქცევია, მშვიდად ავდიოდი კიბეებზე თან მუსიკას ვყვებოდი, ჩემს სტიქიაში ვიყავი, როდესაც ვიღაცამ გიჟივით ჩამოირბინა კიბეებზე და მხარი გამკრა, სანამ რამეს გავიაზრებდი ის უკვე ქვემოთ იდგა წამით გამომხედა, მობოდიშების მიზნით ხელები მაღლა ასწია და ისევ ჩქარი ნაბიჯით გაშორდა იქაურობას. უკმაყოფილოდ ამოვიფრუტუნე და სვლა განვაგრძე, ცოტა ხანში მასწავლებლის კარებთან ვიდექი და ის უცნობი აღარც მახსოვდა. თითქმის 3 საათი გაგვაჩერა ქეთევან მასწავლებელმა, ეროვნული გამოცდები ახლოვდება და კიდევ უფრო აქტიურად დავიწყეთ მომზადება. სკოლაში ყოველთვის წარჩინებული მოსწავლე ვიყავი და წელს ოქროს მედალზეც ვარ. რაც შეეხება ჩემს სამომავლო პროფესიას მომავალი იურისტი ვარ, დედის გზას მივყვები, თუმცა დედას თითქმის არ უმუშავია თავისი პროფესიით. ოჯახი, პატარა ბავშვები და სხვა მრავალი... დედამაც უარი თქვა თავის პროფესიაზე და დღემდე დიასახლისობს თანაც სამაგალითოდ. მამა ყოველთვის ეუბნებოდა, რომ ასეთი ნიჭიერი იურისტი სახლში არ უნდა იჯდეს და ყველანაირად ცდილობდა ხელი შეეწყო მისი პირადი კარიერისთვის, თუმცა დედა მამაზე ჯიუტი აღმოჩნდა და მაინც თავისი გაიტანა, თან არგუმენტად მოჰყავდა ის ფაქტი, რომ ვიღაც უცხოს ვერ ანდობდა თავის შვილებს, რომ დედაზე უკეთესად ვერავინ გაზრდის მათ და ა.შ... სამაგიეროდ ახლა უკვე დიდები ვართ და დამოუკიდებლადაც შეგვიძლია ცხოვრება, თითქმის)) „თითქმის“ იმიტომ, რომ დედას ჯერ კიდევ პატარა, კიკინებიანი გოგო ვგონივარ და თვლის, რომ დამოუკიდებლად ვერაფერს მოვახერხებ. მაგრამ მამა ჩემს მხარეს იჭერს და ყოველთვის აქვს ჩემი იმედი. ჯიუტად ცდილობს დედას დაყოლიებას, მისი კარიერის განვითარებაზე ზრუნავს, ზოგიერთი ქმრებისგან განსხვავებით. დედას ჰპირდება, რომ საკუთარ იურიდიულ ფირმას გაუხსნის. ვნახოთ კიდევ როდემდე იჯიუტებს ქალბატონი ელენე და ამჯერად რას მოიმიზეზებს.

................
სახლში დაღლილი დავბრუნდი, მიუხედავად იმისა რომ ცხელა, ცხელ წყალში ნებივრობა გადავწყვიტე, რამაც კიდევ უფრო მომადუნა, დაახლოებით ნახევარი საათი დავყავი სააბაზანოში, შემდეგ ჩავიცვი და ჩემს რბილ ბალიშს ჩავეხუტე. დიდ ხანს მეძინა, საათს რომ შევხედე 8 სრულდებოდა. საწოლში წამოვჯექი და თვალები მოვიფშვნიტე. ამ დროს ტელეფონის ზარი გაისმა, ნინა მირეკავდა.
-ხო ნინ
-ლიზუ რას შვრები?
-რავი მეძინა, ძაან დავიღალე დღეს და ახლა გავიღვიძე, შენ რას შვრები?
-ხოდა ზუსტად მაგიტო გირეკავ, ვინაიდან ამ დამღლელი წლის გამო ყველა გადაიღალა, ცოტა განტვირთვა არ გვაწყენდა, ამიტომაც გადავწყვიტეთ ამ შაბათ-კვირას ნიკუშასთან წყნეთის აგარაკზე გრიალი, აუ თორე აღარ შემიძლია ამიდუღდა ტვინი, თან ჩვენები ვიქნებით მარტო. რეზის და ნიკუშას რაშებით მივდივართ. აბა ჰე ხვალამდე, გაკოცეე -მომაყარა ერთად, ისე რომ ერთი სიტყვაც ვერ ჩავაკვეხე და გამითიშა. "გიჟია ეს გოგო " -ღიმილით გავიფიქრე და საწოლიდან ავხტი. ქვემოთ ჩავედი. დედა როგორც ყოველთვის სამზარეულოში ფუსფუსებს, მამა კი ჯერაც არ დაბრუნებულა. მაცივრიდან იოგურტი გამოვიღე, მისაღებში გავკუსკუსდი, დივანზე კომფორტულად მოვთავსდი და ტელევიზორს მივუჯექი. სპანჯბობს ვუყურებდი როდესაც უკნიდან რეზი მომეპარა და დივანზე დახტა, მე მოულოდნელად შევხტი და გაბრაზებულმა ჩემს ველურ ძმას მუშტები დავუშინე, ამ დროს ის სიცილით კვდებოდა, მერე ღიტინი დამიწყო და მეც „ნაზად“ ავკისკისდი. ცოტა ხანში დავმშვიდდით და ერთად ვუყურებდით სპანჯბობს.
- უი მართლა, ხვალ ხოიცი ნიკოსთან ავდივართ წყნეთში, ოჯახმაც იცის და შენი თავი მე ჩამაბარეს -წარბები ამითამაშა რეზიმ მე კი სასაციოდ დავეჭყანე.
- ეგღა მაკლია ახლა შენ მეუფროსო -ირონიულად გავუღიმე.
- შენ ამ ბოლო დროს ძალიან დაიგრძელე ენა და ხოარ გინდა ჭკუა გასწავლო?! - ცალი წარბი ამიწია და გამომცდელად შემომხედა.
- ვერაფერსაც ვერ მასწავლი, წესიერად მოიქეცი თორე მამას ვეტყვი -ენა გამოვუყავი პატარა ბავშვივით და გავიბუსხე.
- ბავშვი, -ჩაიცინა ჩემმა ძმამ -პატარა ბავშვი, -თავზე მაკოცა და თმები ამიჩეჩა. ამაზე თვალებდაწვრილებულმა გავხედე და თმები შევისწორე. ამასობაში მამაც მოვიდა და ერთად ვივახშმეთ,შემდეგ კი ჩემს ოთახში ავედი დასაძინებლად.
დილით ნიკას ზარმა გამაღვიძა.
-ხო ნიკუშ -მთქნარებით ვუპასუხე.
- ნიკუშ კიარა შენ კიდე გძინავს? -დამტუქსა მან, -შუსტრად ახლა ადექი და შენ ბედოვლათ ძმასაც მოკიდე ხელი, ამასობაში ჩვენც მოვალთ, გზაში ვართ უკვე. არ მალოდინოთ იცოდეე - მხიარულიხმით მომაძახა და გათიშა. მეც უკვე გამოფხიზლებული სააბაზანოში გავტანტალდი, თავი მოვიწესრიგე, შემდეგ კარადასთან ავიზუტე და ბევრი ფიქრის გარეშე ჩავიცვი ღია ფერის ჯინსი, რომელიც მუხლებზე დახეული იყო, მას შევუხამე თეთრი ტოპი, ფეხზე კი თეთრი "Balenciaga" მოვირგე და მზად ვიყავი. ზურგჩანთას ხელი დავავლე, რომელიც წინა საღამოს მოვამზადე, მობიური და ყურსასმენები ავიღე და ოთახი დავტოვე. გარშემო ჩემი ძმის როხროხი არ ისმოდა, რაც იმაზე მეტყველებდა, რომ ჯერ კიდევ ეძინა. მეც ეშმკური ღიმილით მივუახლოვდი მის ოთახს, ფრთხილად შევედი, ჯერ ვუყურებდი როგორ ბავშვივით ეძინა და მეღიმებოდა, როდესაც წარმოვიდგენდი, რომ ამ უმანკო ბავშვის უკან ნამდვილი ახმახი იმალებოდა. მის საწოლს მივუახლოვდი და დავიკივლე:
- ხანძარიააა - ავკივლდი ბოლო ხმაზე
-რაა? ააა.. როდის? საად? - უცებ ჭყიტა თვალები და დაბნეულმა დაიწყო ბლუყუნი, წამსვე დაფაცურდა, ფეხები საბანში გაეხლართა და იატაკზე მტკივნეულად დავარდა. მე კი უკვე ხმამაღლა ვკისკისებდი, ძლივს მოვიდა აზრზე და გაცეცხლებულმა ამომხედა, მეც ახლა გავიაზრე, რომ აქედან წასვლის დრო იყო, თუმცა უკვე გვიანი იყო, ფეხებში ხელი მომკიდა და მისკენ დამქაჩა, „მსუბუქად“ დავეცი იატაკზე და საცოდავად ამოვიკნავლე, თან თავს ვიწყევლიდი, ვითომ არ ვიცოდი ჩემი იდიოტი ძმის ამბავი, ვალში არასდროს დაგრჩება. ამ ბრაგვანზე დედაც შემოვარდა შეშინებული სახით, ამ სანახაობის დანახვაზე წარბებს კრავს და მკაცრად დაგვყურებს „მოსიყვარულე“ და-ძმას. შემდეგ კი ჩვენთვის კარგად ნაცნობ ლექციებს გვიკითხავს. ჩვენ კი კოცნით ვცდილობთ მისი გულის მოგებას და გამოგვდის კიდეც. ნიკოს ესემესებს და ზარებს უკვე ყურადრებასაც აღარ ვაქცევთ, როგორც კი რეზი მომზადებას რჩება, დედას ვკოცნით, სახლს ვტოვებთ და დინჯად და აუჩქარებლად ვუახლოვდებით ჩვენებს, რასაც მათი გაბრაზება მოჰყვება, თუმცა და-ძმა მათი წუწუნი სულაც არ გვაწუხებს და ჩვენთვის ვხითხითებთ. ყველა სათითაოდ დავკოცნეთ და ახლაღა მომხვდა თვალში ერთადერთი ჩემთვის უცხო პროვნება, დაახლოებით 19-20 წლის ბიჭი, რომელიც დინჯად იდგა. რეზი კარგი ძმაკაცივით შეხვდა. "ნეტავ ვინაა?" -გავიფიქრე ჩემთვის და შემფასებლური მზერა ვსტყორცნე. "ან მე რატომ არ ვიცნობ?" "არადა თითქოს დიდი ხანია ჩემ ბიჭებს იცნობს." ამ ფიქრებში ვიყავი, როდესაც უკნიდან მომიღუტუნეს. რა თქმა უნდა, ეს აკოა. ჩემი ნერვების ჭია, თუმცა ჩემი ყველაზე დიდი დამცველი. მახსოვს, პირველად ბიჭს რომ მოვეწონე ისე ცემა რომ კარგა ხანს ახლოს არავინ მეკარებოდა.
რეზის ძმაკაცები ღვიძლი ძმებივით მიყვარს. ბავშვობიდან ერთად მოვდივართ და ჩემთვის ძალიან ძვირფასი ადამიანები არიან. ნებისმიერ დროს, ბედნიერება იქნება ეს თუ გაჭირვება, მუდამ ერთად დაგვინახავთ, ყველგან და ყოველთვის.








მოგესალმებით ჩემი პირველი ისტორიით. გულის ფანცქალით დავდე სიახლე, არ ვიცი გაამართლებს თუ არა, მაგრამ მე ვცადე. შეფასება თქვენთვის მომინდია, აბა თქვენ იცით, შემაფასეთ და დამაყარეთ შენიშვნების კორიანტელი (მაგრამ მთლად ნუ ჩამქოლავთ ????) ❤



დიდი მადლობაა heart_eyes

 


ძალიან საინტერესო ისტორიაა!შემდეგ თავს ველოდებიი!შეგიძლია ჩემი ისტორია წაიკითხო? ორი თავი მიდევს????

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent