შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

always and forever (ნაწილი3)


11-07-2019, 12:36
ავტორი nina1998
ნანახია 963

ვახშმობას მოვრჩით და წასვლა დავაპირეთ თუმცა ელაიზამ გვთხოვა რომ ცოტა ხნით კიდევ დავრჩენილიყავით და უარი ვერ ვუთხარით. ჯენა და ელაიზა აივანზე გავიდნენ მე კი ბიჭებთან დავრჩი
- შენ ყველაზე კარგი გოგო ხარ ვინც კი აქამდე მინახავს - მითრა პიტმა
- ოუ მადლობა - ვთქვი ოდნავ დაბნეულმა - აქამდე ბევრ ჩემ ტოლ გოგოს შეხვედრიხარ ? - გავეხუმრე
- კი ჩემს ძმას მოყავდა ხოლმე სახლში თუმცა მათ ზედმეტად გამომწვევად ეცვათ და სახეზეც უამრავი რამ ესვათ - დაიჭყანა
მე ნოას გავხედე გაკვირვებულმა დარწმუნებული ვიყავი რომ გოგო ეყოლებოდა ის ხომ იდეალური იყო მაგრამ სახლში თუ ასე თავისუფლად მიყავდა არ მეგონა
- ახლა ზევით უნდა ავიდე გადაცემას უნდა ვუყურო სასიამოვნო იყო შენი გაცნობა
- ჩემთვისაც - ლოყაზე ვაკოცე ის კი გადამეხვია და თავის ოთახში გაიქცა
- სერიოზულად? შენ ძმას ასეთ მაგალითს აძლევ? - მივუბრუნდი ნოას
- რა?! რა ჩემი ბრალია გოგოებს რომ მოვწონვარ და ჩემთან უნდათ ...
- შეწყვიტე, უბრალოდ შეწყვიტე საზიზღრობაა - სახე დავმანჭე
- მისის იდეალურობავ შეყვარებული საერთოდ თუ გყოლია?
- რა შუაშია
- ოო ღმერთო არ გყოლია ხო ასეა - სიცილს ვერ იკავებდა არც ცდილობდა ყოველ შემთხვევაში
- პფფ საიდან მოიტანე - მშვენიერია ახლა უნდა დამცინოს
- და მაინც რამდენი გყავდა ან ვინ არის
- ჯერ ერთი ეგ შენი საქმე არაა და მერე მეორე რაში გაინტერესებს. გაინტერესებს ის იღბლიანი ვინ არის ? - ვინაგლე
- ისედაც ვიცი ვინაა
- და მაინც ვინ?
- შენი წარმოსახვის ნაწილი - კვლავ იცინოდა
შეკამათებას ვაპირებდი მაგრამ უცებ გაჩერდა და დასერიოზულდა
- შეყვარებული მართლა არ გყავს?
- ჰო არ მყავს მიდი გააგრძელე სიცილი სულაც არ მჭირდება ისედაც მშვენივრად ვგრძნობს თავს. ისეთ გოგოებს არ ვგავარ რომელიც ყველაფერს აკეთებენ ბიჭის შესაბმელად და მასთან საგორაოდ - სულმოუთქმელად მივაყარე
- მაგას მეც მივხვდრი ეგეთი რომ არ ხარ, შენ განსხვავებულიხარ, სრულიად განსხვავებული - მიყურებდა ჩაფიქრებული, მე კი მას ვუყურებდი.
- ისეთი ტვინგამორეცხილი იდიოტიც არ ყოფილხარ როგორიც მეგონე მაგრამ ბევრი რამ მაინც შესაცვლელი გაქვს
- და მაინც რა?
- შენი ძმისთვის მაგალითი უნდა იყო და მას წესიერი მაგალითი უნდა მისცე
- არვიცი ეგ რამდენად გამომივა - ეშმაკურად გაიღიმა
- არგაბედო
- ვითომ რატომ, იეჭვიანებ?
აე ეგ მწარე სიმართლე იყო რაც ძალიან არ მომწონდა. რა ჯანდაბა მჭირს დილით ამ ბიჭს ვერც კი ვიტანდი მაგრამ ვის ვატყუებ პირველი დანახვისთანავე მომხიბლა მაგრამ ამის აღიარებას არ ვაპირებდი
- იცი რა არ მაინტერესებს სახში ვის მოიყვან ეგ ჩემი საქმე არაა უბრალოდ ეცადე რომ ეგ პიტმა აღარ ნახოს - ვუთხარი გაღიზიანებული ტონით და ამის გამო ჩემ თავს ვერ ვიტანდი
- კარგი დედიკო - მისი დამცინავი ხმა
- უკვე ვნანობ რაც გითხარი
- დროს უკან ვერ დააბრუნებ
- საზიზღარი ხარ
- შენ ხო ისეთი მოგწონვარ როგორიც ვარ
- არ მომწონხარ გასაგებიაა!! და არც არასდროს მომეწონები იმიტო რო შენნაირი გაუთლელი ხეპრეები არ მიზიდავს
- რა მიწოდე?
- რაც გაიგე - ჩემკენ სწრაფად წამოვიდა კედელზე ამაყუდა და ხელები მკლავებში მომკიდა
- კიდე ერთხელ მიწოდე ეგ - მისი ცხელი სუნთქვა კანს მიწვავდა ყველაფერი ამერია მაგრამ ვცდილობდი თავი მომეთოკა
- გაუთლელი ხეპრე ხარ და იდიოტიც
- შენ კი უზრდელი - სანტიმეტრებით იყო დაშორებული ჩვენი ტუჩები და მეც მას მივენდე, მან კი კოცნის მაგივრად ტუჩები ჩემს ყურთან მოწია
- არაფრით არ ხარ სხვებისგან განსხვავებული ყველა გოგო ასე იქცევა ვითომ მიუწვდომლები არიან მაგრამ მათთან მიახლოებაც კმარა და მაშინვე მზად არიან ყველაფერი დათმონ - არც კი ვიცი იმ მომენტში რა ვიგრძენი სიბრაზე, აგრესია, ტკივილი მას ხელი ვკარი და სილა გავაწანი
- აღარ გაბედო ჩემი მათთან შედარება, აღარასდროს. - დედას არ დავლოდებივარ სასწრაფოდ წამოვედი იმ სახლიდან
- მეზიზღება, მეზიზღება - ვიმეორებდი ამ სიტყვებს და თან ცრემლებს ვიწმენდდი.როგორ შეეძლო ეს ეთქვა თითქოს ყველაფერი მწყობრში ჩადგა ნუთუ მისი ნათქვამი სიტყვები და ის ჩახუტება ყალბი იყო.
- სულელი ხარ ჰეილი სულელი როგორ დაიჯერე ვითომ მას ადარდები. - სახლში შევედი სააბაზანოში შევედი, სახე ჩამოვიბანე თვალები ჩაწითლებული მქონდა პიჟამოები ჩავიცი და დავწექი. დაძინება ვცადე მაგრამ არ ჩამეძინა. ნახევარ საათში დედაც მოვიდა, თავი მოვიმძინარე არმინდოდა მასთან ლაპარაკი მან შუბლზე მაკოცა და ჩემი ოთახიდან გავიდა.ცოტახანი დაველოდე როცა დედას ნაბიჯების ხმა აღარ მესმოდა ფანჯარაზე მოვკალათდი და ვარსკვლავებს ვუყურებდი თან მუსიკებს ვუსმენდი. უცებ თვალში სინათლე მომხვდა და პირდაპირ გავიხედე ჩვენს წინ ჯონსონების სახლი იყო და ერთ-ერთ ოთახში შუქი აანთეს. ყველაფერს კარგად ვხედავდი რადგან ფარდები გადაწეული იყო და ნოას მოვკარი თვალი. მეხსიერებაში ნოას ოთახი აღვადგინე,დარწმუნებული ვიყავი რომ ეს მართლაც მისი ოთახი იყო. მის ხელების მოძრაობას ვაკვირდებოდი და ვხედავდი როგორ გადაიძრო ზედა
- შეწყვიტე მისი ყურება - ვეუბნებოდი ჩემს თავს მაგრამ თითქოს სხეული არ მემორჩილებოდა მას მივშტერებოდი. კინაღამ გული წამივიდა მის სხეულს რომ შევხედე.
- ნეტა რაზე ვფიქრობდი შეუძლებელია მისნაირმა ბიჭმა ჩემნაირ გოგოს შეხედო - ვთქვი გულდაწყვეტილმა.
მან ბლოკნოტი აიღო ჩემსავით ფანჯრის რაფაზე მოკალათდა და წერა დაიწყო.
- ნეტა რას წერს მწერალია? იქნებ თავის განცდებს წერს მაგრამ მას რა განცდები უნდა ქონდეს - ჩაფიქრებული მივშტერებოდი როცა ბლოკნოტიდან თავი აწია აქეთ -იქეთ იხედებოდა და ამ დროს ზუსტად ჩემი სახლისკენ გამოიხედა და წამებში მოვასწარი სხვა მხარეს გახედვა. აქედანაც კი ვგრძნობდი რომ მიყურებდა და ვცდილობდი რომ არ შემემჩნია. ტელეფონზე ვიბრაცია ვიგრძენი დავხედე და შეტყობინება იყო უცხო ნომრიდან
- “ არამგონია თვალთვალი ნორმალური ადამიანის საქციელი იყოს“ - მან საიდან იცოდა ჩემი ნომერი მას გავხედე
- ’’ჩემი ნომერი საიდან გაქვს?’’
- ’’ჩემს მაგიურ შესაძლბებლობებზე ჯერ არაფერი მითქვამს ხო :D’’
- ’’ჰა ჰა ჰა -_-“
- “დედაშენმა მომცა, მე ვთხოვე“
- “ჩემი ნომერი რაში გჭირდებოდა კიდევ ერთელ რო გეთქვა რომ მეც ქუჩის გოგო ვარ“
- “ბოდიშის მოხდა მინდოდა’’ - მას გავხედე სრულიად სერიოზული იყო
- “შენი არ მჯერა. ერთ მომენტში რბილი ხარ მეორე მომენტშ კი ნამდვილი ნაბი***ვით იქცევი“
- “მაპატიე კარგი. არმინდა რომ ცუდი ურთიერთობა გვქონდეს დედაჩემს ძალიან მოეწონეთ რაც იმას ნიშნავს რომ ხშირად მოგვიწევს შეხვედრა და არმინდა რო აღრენილი მიმზერდე“
- “მხოლოდ მაგიტო მებოდიშები? მარტო ეგ არის მიზეზი “ გაბრაზებული თვალებით გავხედე, მან კი გაკვირვებულმა შემომხედა
- ’’ჯანდაბაშიც წასულხარ“ მივწერე, ტელეფონი გავთიშე და ფანჯრის რაფას მოვშორდი.



№1 სტუმარი კესანეე

სასწაულია პირდაპირ ცოტა თავები გაზარდე
თუ შეიძლება

 


№2  offline წევრი Mariamii:))

ratom agar deb tavebs?

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent