შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მე რომ არ ვიყო ადამიანი.


13-07-2018, 15:57
ავტორი Maiaabuladze
ნანახია 1 932

ჩვენი სახლის აივანზე ვიჯექით მე და ნოა და მზის ჩასვლას ვუყურებდით. სახლის წინ მდებარე ტბა ირეკლავდა მზის უკანასკნელ სხივებს... ნოას თვალი გაეშტერებინა და ტბას უყურებდა თითქოს ჩაძვრომას ლამობსო. თბილი მზერა მომავლო და თვალები დახუჭა .
-ელიიი, რომ არა ადამიანი რა იქნებოდი?
-რა უცნაურ კითხვებს სვამ ნოა? -გაოცებულმა შევხედე. -არ ვიცი, არ მიფიქრია არასოდეს.
მხრები ავიჩეჩე და ისევ ტბას შევხედე. ნოამ მზერა ისევ მზეს გაუსწორა და ჩახლეჩილი ხმით დაიწყო.
-მე ადამიანი რომ არა ალბათ ახალი დღე ვიქნებოდი.
-ახალი დღე?
-ხო, ახალი დღე იმ ადამიანებისთვის ვინც წინა დღით რაღაცის გამოსწორება ვერ მოასწრო. იმ შვილებისა და მშობლების ახალი დღე ვიქნებოდი ვინც წინა დღით ვერ მოასწრო მათ შორის გაჩენილი ბზარის გამთელება... იმედ დაკარგული ადამიანის ახალი დღე ვიქნებოდი ან იქნებ იმედი ვყოფილიყავი, რადგან მთელი ცხოვრება ადამიანების გვერდით გამეტარებინა და არ მოვმკვდარიყავი, მათთან ერთად ვიქნებოდი სულ და ცხოვრების გაგრძელების საშუალებას მივცემდი და ძალას შევმატებდი... არ მივცემდი დაცემის უფლებას წამოდგომას ვასწავლიდი... სულ მათ გვერდით ვიქნებოდი როცა დავჭირდებოდი... რაღაცის ან ვიღაცის იმედი ხომ ადამიანს აძლიერებს.
ნოამ ლაპარაკი დაასრულა და ისე ამოისუნთქა თითქოს მხრებიდან დიდი ხნის წინ აკიდული ტვირთი მოხსნესო. ცოტა ხანს ასე ჩუმად ვიჯექი და ნოას სიტყვებზე ვფიქრობდი, დავფიქრდი მე რა ვიქნებოდი ადამიანი რომ არ ვყოფილიყავი.
-წიგნი... მოწყდა ჩემს ტუჩებს სიტყვა და ჰაერში გამეფებული სიჩუმე დაარღვია.
-რა? ნოამ გაოცებულმა გადმომხედა.
-რომ არა ადამიანი წიგნი ვიქნებოდი. იცი როგორი წიგნი? მკითხველი რომ ჩააფრინდებოდა და ხელის გაშვება აღარ მოუნდებოდა, ისეთი წიგნი მინდა ვიყო რომელსაც ბევრი წაიკითხავს მაგრამ მთავარ აზრს ყველა ვერ გაიგებს, ვერ ჩაწვდება ბოლომდე. ისეთი წიგნი მინდა ვიყო რამდენი წელიც არუნდა გავიდეს თაროზე რომ არ დადებენ და მრტვერი რომ არასოდეს დაფარავს, რომლის წაკითხვასაც ყოველთვის მოინდომებენ და აზრის გასაგებად თუ საჭირო გახდება რამოდენიმეჯერ წაიკითხავენ. დაუვიწყარი წიგნი მინდა ვიყო.
-მაგრამ ელი მე ვფიქრობ რომ ყველაზე საპასუხისმგებლო მაინც ადამიანობაა. დაბადების პირველი წუთიდან, პირველი ამოსუნთქვიდან რომ პასუხისმგებლობას განიჭებს საუკეთესო უნდა იყო როგორც შვილი, შვილიშვილი, და\ძმა, საუკეთესო უნდა იყო სკოლაში, უნივერსიტეტში, მერე საუკეთესო მეორე ნახევარი და მშობელი უნდა იყო. მთელი სიცოცხლე ბრძოლა გიწევს და ამ ბრძოლის დროს ყველაზე მთავარი ადამიანობა არ უნდა დაკარგო.
ნოას უბრალოდ გავუღიმე და მის კალთაში კომფორტულად მოვთავსდი.. ფიქრებმა ისევ დამრია ხელი ნოას ყელში ამოვილუღლუღე.
-მხოლოდ ამისთვის, მხოლოდ შენთვის ღირდა რომ ადამიანი ვარ და ბრძოლა მიწევს.



№1  offline წევრი izabella

ძალიან კარგი ჩანახატია.

 


№2  offline მოდერი Maiaabuladze

izabella
ძალიან კარგი ჩანახატია.

მადლობა ❤

 


№3 სტუმარი ბარვარე

აზრიანი და დამაფიქრებელი ჩანახატია. კარგად წერ.
რომ არა ადამიანი რა ვიქნებოდი? ბავშვობაში ყოველთვის ჩიტი მინდიდა ვყოფილიყავი, ისეთი ჩიტი, რომელსაც ვერავინ დაიჭერს. ახლა ბედნიერება მინდა ვიყო...

 


№4  offline წევრი Mathilda666

საინტერესო და დამაფიქრებელია..

 


№5  offline მოდერი Maiaabuladze

ბარვარე
აზრიანი და დამაფიქრებელი ჩანახატია. კარგად წერ.
რომ არა ადამიანი რა ვიქნებოდი? ბავშვობაში ყოველთვის ჩიტი მინდიდა ვყოფილიყავი, ისეთი ჩიტი, რომელსაც ვერავინ დაიჭერს. ახლა ბედნიერება მინდა ვიყო...

მიხარია თუ დაგაფიქრა ❤ მეც მინდოდა ჩიტობა ახლა, ადამიანობა მომწონს ❤
მადლობა რომ დრო დამითმე ❤

Mathilda666
საინტერესო და დამაფიქრებელია..

მადლობა რომ დრო დამითმე და წაიკითხე ❤

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent