შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სასიყვარულო თამაშები ( თავი 4 )


11-07-2019, 22:16
ავტორი sabah alkhyr
ნანახია 3 126

(წარსული)

-ბინის ყიდვა ან ქირაობა მინდა, - გაბრიელის მკერდს ზურგით მიეყრდნო, - ღმერთო, როგორ ცხელა, არ გინდა ზღვაზე წავიდეთ?
-წავიდეთ როცა გინდა. ბინის ქირაობა რატომ გადაწყვიტე?
-ბევრები ვართ სახლში გაბრიელ. ჩემი მშობლები, მე და შემი ორი და სამ ოთახიანში ვერ ვეტევით, თან ჩვენც უკვე დიდები ვართ და ჩვენ ჩვენი სივრცე გვჭირდება.
-ფული? - თმაზე ჩამოუსვა ხელი.
-ფული?! ბევრი არ მაქვს, მუშაობის დროს რასაც ვაგროვებდი ეგ მაქვს მხოლოდ. მამაჩემს ვთხოვ თუ ექნება მასესხებს და ბანკიდანაც გამოვიტან სესხს.
-მე მოგცემ ფულს…
-რაა?!
-ან უკეთესი, მე თვითონ გიყიდი ბინას, - თავი დახარა და მის ტუჩებს შეეხო.
-არა გაბრიელ, ასე არ მინდა. მინდა ჩემით ვიყიდო.
-გიყიდი, - თითქოს არც გაეგოს ანას ნათქვამი, ისე გააგრძელა, - ოღონდ ერთი პირობით… ხახანდახან მეც დავრჩები ხოლმე…

(აწმყო)

უკვე გვარიანად გათენებული იყო ანამ თვალები რომ გაახილა და მის საწოლზე აცოცებული მზის სხივებისგან თვალები მოიჩრდილა. საათი 12- ს უჩვენებდა. საწოლზე ძლივს წამოჯდა, თავს რაკუნი გაჰქონდა და ახსენებდა, რომ საშინელი ბახუსი ექნებოდა. საწოლიდან ფეხები გადაყო და იატაკს შიშველი ტერფებით შეეხო. ცივი ესიამოვნა. დიდი სიამოვნებით გაწვებოდა ცოტახნით და ადუღებულ თავს გააგრილებდა, მაგრამ პირის საშინელმა სიმშრალემ იძულებული გახადა წამომდგარიყო. საწოლის გვერდით მდგარ ტუმბოს ხელით დაეყრდნო და ძლივს დააყენა ფეხზე ძალა გამოცლილი სხეული.

სამზარეულოში ფეხების ტყაპუნით გავიდა და მაცივრის კარი თითქმის გამოგლიჯა, ბოთლით წყალი გამოიღო და უჭიქოდ მოიყუდა. მიუხედავად ამ სეზონისა მისი წყურვილის ერთადერთი დამაკმაყოფილე სითხეს მაცივრის, ცივი წყალი წარმოადგენდა. წყურვილ მოკლულმა აივნის კარი გამოაღო, სიგრილე შეისუნთქა და ოთახში გაზაფხულშეპარული ჰაერი შემოუშვა.

წყლიანი ბოთლი კიდევ ერთხელ მოიყუდა და რამის გადასცდა, სააბაზანოს მიღმა ყრუ ღიღინის ხმა რომ მოესმა. თავი გააქნია იმის იმედით, რომ ეს მხოლოდ მოჩვენებითი იყო და სინამდვილეში არაფერი ესმოდა, მაგრამ ხმა უფრო მკაფიოდ გაისმა და ამ ხმის პატრონის ამოცნობამ ლამის გონება დააკარგვინა. კარს ფრთხილი, გაუბედავი ნაბიჯებით მიუახლოვდა და მიაყურადა. მართლა ის იყო. მკერდზე ბოთლს მიხუტებული კედელს ზურგით აეკრო და სააბაზანოში მყოფის გამოსვლას დაელოდა. კარი, რომ გაიღო და წელს ქვემოთ ტილოშემოხვეული გაბრიელი დაინახა, წამოიყვირა, ბოთლს ხელი უშვა და თვალებზე აიფარა.

-დღემშვიდობისა ძილისგუდა მოსახლე, - ბავშვივით აუჩეჩა თმა თვალებდახუჭულ ანას და სამზარეულოსკენ წავიდა,-საჭმელი რა გვაქვს? ძალიან მშია. დილით გიორგისთან ვიყავი და ვერ მოვასწარი საუზმობა.
-მო… მოსახლე?,-ინტუიციით მიტრიალდა სამზარეულოსკენ და დახუჭული თვალებით გაბრიელს მიაშტერდა.
-ისე ნუ იქცევი, თითქოს შიშველს პირველად მხედავდე. თვალები გაახილე. მაცივარი სულმთლად ცარიელია, შენ რაა შიმშილობ?
-აქ რას აკეთებ? - ძლივს გაბედა თვალების გახელა ანამ და დახლს მიუახლოვდა.
-საცხოვრებლად გადმოვედი,- თვალი ჩაუკრა გაბრიელმა, - ღმერთო, შენს ხელში მშიერი დავრჩები. ეს რა არის ზაზუნა ხარ მარტო სტაფილო რომ გიდევს?
-დაანებე ჩემს მაცივარს და სტაფილოს თავი, მე კმაყოფილი ვარ. შენ ეს მითხარი აქ რას აკეთებ.
-ხომ გითხარი, საცხოვრებლად გადმოვედი.
-რა საცხოვრებლად?
-საცხოვრებლად.
-სად საცხოვრებლად?!
-აქ საცხოვრებლად, - ჩაიიცინა სიტყვების თამაშით გართულმა გაბრიელმა.
-აქ ვერ იცხოვრებ, ჩემი სახლია.
-ჩვენი, - ჩაუსწორა გაბრიელმა და შარვალი და მაისური ჩაიცვა, - მე ქვევით ჩავალ, მაღაზიაში და რამეს ვიყიდი, თორე შენს ხელში შიმშილით მოვკვდები.
-მოიცა, - სანამ რამის თქმას მოასწრებდა გაბრიელმა სახლის კარი გაიხურა, - რაო, რა მოსახლეო?
თავს გაუგონარი ფიქრები ეხვეოდა და გასაქანს არ აძლევდა. საძინებელში ტანსაცმლის ჩასაცმელად შევიდა და კარადა რომ გამოაღო გაშრა, უკან-უკან სვლა დაიწყო და საწოლზე იმაზე გაოგნებული ჩამოჯდა ვიდრე გაბრიელის ნახვამ გამოიწვია. კარადა გადატენილი იყო შემოხიზნულის ტანის სამოსით. ანას ტანსაცმელი გვერდზე გაეწია და თავისი დაეკიდა.
-დეგენერატი, მართლა დარჩენას აპირებს…, - განრისხებულს სუნთქვა გაუხშირდა, ნესტოები დაებერა, ხელები დაემუშტა, - ამას მე ვინ ვგონივარ, ახლა ნახე რა ვუყო, - უჯრაში ჩაკეცილ შავ ჩანთას დაწვდა და გაბრიელის ყველა ნივთი შიგნით მოაქცია, - ჩემ ფეხებს დარჩები ბატონო გაბრიელ, - სავსე ჩანთა მისაღებში ძლივს გაათრია და დაბალ მაგიდაზე შემოდო, დივანზე ჩამოჯდა ღიმილიანი სახით და გაბრიელის მოსვლას დაელოდა.
საკეტში გასაღები გადატრიალდა და პოლიეთილენის პარკებით დახუნძლული გაბრიელმა ზღურბლს გადმოაბიჯა, გასაღები შესასვლელში ფეხსაცმლის კარადაზე მდგარ ხრუსტალის ჯამში ჩააგდო და სამზარეულოსკენ მძიმე ნაბიჯებით დაიძრა.
-იმდენი რამე ვიყიდე ერთი კვირა გვეყოფა, - სიცილით თქვა გაბრიელმა, ცელოფნები სამზარეულოს მაგიდაზე დააწყო და შემობრუნდა. ღიმილი სახეზე შეახმა ნაცნობ ჩანთას, რომ ჰკიდა თვალი, - ანა ეს რა არის?
-ჩანთა, - ღიმილიანი სახით უპასუხა.
-მაგას მეც ვხედავ, მაგრამ აქ რატომ არის, - შუბლი შეკრა გაბრიელმა და ანას მიუახლოვდა.
-აღარ გაწვალე და ტანისსამოსი მე თვითონ ჩაგილაგე, გაბრიელ. უნდა დამაფასო, შენზე ვიზრუნე,-ბედნიერი ღიმილით გადაუსვა ჩანთას ხელი და დივანზე წამოიწია.
-ძალიან დიდი მადლობა ძვირფასო, ვაფასებ შენს მზრუნველობას, მაგრამ უფრო დიდ მადლობას გადაგიხდი თუ ახლა ადგები, ამ ჩანთას ისევ საძინებელში შეათრევ და ყველაფერს იქ დააბრუნებ საიდანაც აიღე, - კმაყოფილმა აუფახულა თვალები და ანას გამოაჯავრა, ბედნიერი ღიმილით გადაუსვა ჩანთას ხელი.
-არც იოცნებო, - ტონი დაუსერიოზულდა ანას, - ახლა მე სააბაზანოში შევალ დ
ა რომ გამოვალ აღარც შენ და აღარც შენი ჩანთა არ დამხვდეთ აქ, გასაგებია? - მხარზე ხელი მოუთათუნა და სააბაზანოში შევიდა.
-სულელი, ჯიუტი გოგო, თამაში გადაწყვიტე? მოდი ვითამაშოთ, - ეშმაკური ღიმილით დაავლო ჩანთას ხელი და მისაღებიდან გავიდა.
სააბაზანოს კარი ჯერ ოდნავ გამოაღო და გაიჭვრიტა, სიჩუმე სუფევდა, ცოცხალი არსების არანაირი კვალი არ იყო. უფრო გაბედულად გამოაღო და მისაღებში ტილოშემოხვეული გაბატუნდა, არც გაბრიელი და არც მისი ჩანთა. ჯერ სიხარულისგან იყვირა და მერე შიშისგან ბარს მიღმა გულზე ხელმიტაცებული გაბრიელის სილუეტი რომ გაჩნდა მის თვალწინ.
-გოგო გული გამიხეთქე, რა გაყვირებს? - ძირს დავარდნილ კართოფილის ნაფრცქვენს დასწვდა და ნაგვის ყუთში ჩააგდო, - შეხედე შენს გამო თითი გავიჭერი. ჩემს ხელს კიდევ ეს უნდოდა? შეხედე რას მიგავს, - წინ გაიშვირა დაბინტული ხელები თავის შესაცოდებლად.
-აქ რას აკეთებ?- ხელი აუქნია გაბრიელს, - ხომ გითხარი სანამ გამოვალ გაქრი თქო?
-შენ მითხარი, რომ ჩანთა გამექრო და ასეც მოვიქეცი, - მხრები აიჩეჩა გაბრიელმა და კართოფილი ქვაბში ჩაყარა.
-მე გითხარი ორივე ერთად თქო.
-არა, არა. რაღაც გეშლება. შენ თქვი,, გაბრიელ, ეს ჩანთა აქედან მოაშორე და შენ თუ გინდა დარჩიო", - თვალი ჩაუკრა განრისხებულ ქალს და დახლს იდაყვებით დაეყდნო. ისე უყურებდა, როგორც ბავშვი დედას, ჩხუბის მოლოდინში,- და მეც დავრჩი, - დაამატა ბოლოს და საოცარმა ღიმილმა სახე გაუნათა.
-გაბრიელ სკლეროზი არ მაქვს. ჩანთა რა უყავი, - განრისხებული, მკერდზე ხელებგადაჯვარედინებული უყურებდა გაბრიელს.
-აკი გითხარი გავაქრე თქო?
-ახლა ჩემს ოთახში შევალ და მეტიმც არ მინდა შენი ნივთები იქ დამხვდეს, - გაბრაზებული ნაბიჯებით ოთახისკენ წავიდა, კარი შეაღო და გაღებულ კარადაში გაბრიელის ტანსაცმელი რომ დაინახა მთელი ხმით იყვირა, - გაბრიეეეეელ…
-ღმერთო შენ მიშველე, - კოვზი წვნიანში ჩაუვარდა, - აამ… მოვდივარ საყვარელო, ყველაფერს მივხედავ, - მორიდებული სიცილით, ჩუმი ნაბიჯით მიუახლოვდა ოთახს და კარის სახელურს მარჯვენა ხელით ჩაეჭიდა, - ახლავე მოგხედავ ძვირფასო მოსახლევ.
-გაბრიელ ეს რა არის? - ხელი გაიშვირა კარადისკენ. საკეტის ხმა რომ გაიგო მთელი სხეულით შებრუნდა და კარს მიეხალა, - გაბრიელ, რას აკეთებ გაგიჟდი? კარი გააღე, გამომიშვი. გამომიშვი მეთქი გაბრიელ. მოგკლავ იცოდე როგორც კი გამოვალ.
-ტყუილად ნუ ყვირი, ენერგია შეინახე, დაგჭირდება, - ანამ ხმა რომ არ გასცა, გაბრიელმა კარზე მიუკაკუნა,- მოკვდი?
-შენ მოკვდები, როგორც კი აქედან გამოვალ, გპირდები, - კარს წიხლი მიარტყა, - ჯანდაბა თითი, - ფეხზე იტაცა ხელი.
-ნუ დაიმტვრევ ახლა კიდურებს. მე წავალ შევჭამ, ძალიან მშია,-მერე ვითომ დანანებით გასძახა კარს მიღმა მყოფს, - აფსუს, არადა რა გემრიელი წვნიანი გავაკეთე, თითებს ჩაიკვნეტ.
-საჭმელი? - თავისთვის თქვა ანამ, - მეც მშია, - მერე ხმას უმატა და ყვირილზე გადავიდა, - გაბრიელ გამიღე, მშია, მწყურია. გამიღე თორემ გიჩივლებ თავისუფლების უკანონო აღკვეთისთვის და სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლით გაგასამართლებენ.
-ოჰ, როდის მერეა, რომ სამართლით დაინტერესდი?
-ყოველთვის მაინტერესებდა. გაბრიელ გამიღე გთხოოვ, მშია მეც, რა ადამიანი ხარ კაცო, რომ მშიერს მტოვებ?-სახელურს დაეჯაჯგურა ანა და გაბრიელის სახელი ისევ გაჰყვირა, მისი ხმა რომ ვერ გაიგო, - გაბრიელ…
-ჭამა მაინც მაცადე ადამიანო, - გაბრაზდა გაბრიელი და კარს მიუახლოვდა, - გამოგიშვებ, ოღონდ ერთი პირობით.
-რა პირობით?
-აქ დარჩენის უფლება უნდა მომცე, - მერე საკეტში გასაღები გადაატრიალა და კარი ოდნავ შეაღო, ნახევრად შიშველი ანა რომ დაინახა დაამატა, - ოღონდ ტანზე სხვა რამე ჩაიცვი, თორე შეიძლება თავი ვერ შევიკავო, - ტუჩზე ვნებიანად იკბინა და თვალი ჩაუკრა, - ახლა კი გრთავთ ნებას არარომანტიკულ საუზმეზე დამეწვიოთ მილედი, - თავი დაუკრა და გზა გაუთავისუფლა.
-მადლობას გიხდით სერ, იდიოტო გაბრიელ, - ეტიკეტისამებრ მოუხადა მადლობა, მუხლები ოდნავ მოკეცა და ხელის თითები ერთმანეთს ჩაჭიდა.
-მშვენიერი წოდებაა, - გაუღიმა გაბრიელმა და ნახევრად შიშველს თვალი ვნებიანად ააყოლა.
როცა საქმე საჭმელს ეხება იქ ანა უძლურია.



№1  offline წევრი დარინა

ძალიან მომეწონა გაბრიელის სტრატეგიაა, აი ძალიან მომწონს უკვე ეს წყვილი და ამ თავში ისე გამამხიარულეს, იმედია ერთმანეთს ყველა შეცდომას აპატიებენ, ლამაზი წყვილია.

 


№2  offline მოდერი sabah alkhyr

დარინა
ძალიან მომეწონა გაბრიელის სტრატეგიაა, აი ძალიან მომწონს უკვე ეს წყვილი და ამ თავში ისე გამამხიარულეს, იმედია ერთმანეთს ყველა შეცდომას აპატიებენ, ლამაზი წყვილია.

მადლობა ძალიან დიდი. მთავარია ანამ აპატიოს გაბრიელს და ყველაფერი იდეალურად ექნებათ❤️❤️

 


№3 სტუმარი Tako

Agar daideba gagrzeleba?

 


№4  offline მოდერი sabah alkhyr

Tako
Agar daideba gagrzeleba?

სასიყვარულო თამაშებს 6 თავი აქვს მხოლოდ და ყველა დევს

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent