შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სიზმრის ქურდი (თავი XXV)


6-09-2016, 22:43
ავტორი ნეპტუნიელი
ნანახია 1 620

ეკა გამოკეთდა. ყველას ძალიან გვიხაროდა, მის პალატაში თითქმის ვეღარ შევდიოდი, რადგან დიდი ხნის მონატრებული მშობლები სულ საკუთარ შვილებთან ატარებდნენ დროს. ექიმებმა კიდევ ერთი კვირა დატოვეს, რადგან ნაკერები ბოლომდე შეხორცებოდა.ერთი კვირის შემდეგ კი გამოწერეს.

-კატერინა-
უნდა გენახათ როგორ მევლებოდნენ თავს. სახლში არაფერს მაკეთებინებდნენ. მთელი დღე საწოლზე ვიწექი. უკვე ნერვები მეშლებოდა. მამაჩემს საპირფარეშომდეც ხელით მივყავდი, ეშინოდათ ჭრილობა არ გახსნილიყო. მოკლედ სახლში საგიჟეთი მქონდა. ანაც თითქმის სულ ჩემთან იჯდა.ოთახში მარტო თითქმის არ გვტოვებდნენ, თუმცა როგორც კი დროს გამოვნახავდი მაშინვე ასათიანზე ვეკითხებოდი.
-ზუსტად არ ვიცი. ბიძაჩემი არაფერს მეუბნება, თუმცა მერე ყური მოვკარი, რომ ჯერ სასამართლო არ ყოფილა. უნდა რომ მას შენც დაესწრო, როგორც მოწმე.
-კარგი, გასგებია.-ვუთხარი და თავი ისევ ბალიშზე დავდე თავი. ამ დროს ჩემი მობილური განათდა. ეკრანს დავხედე და გაბრიელის სახელი, რომ ამოვიკითხე გამეღიმა. სენსორს თითი გავუსვი.
-რას შვრები? ხომ არ გძინავს?-ყურში ჩამესმა საყვარელი ბოხი ხმა.
-ამათ ხელში რას დაიძინებ, სადაცაა სააბაზანოშიც შემომყვნენ რამე რომ არ დამიშავდეს-ვუთხარი და გავიცინე.
- მისმინე, არ გინდა პიკნიკზე წავიდეთ?
-გაბრიელ, გამაგიჟებ ახლა არ გითხარი სააბაზანომდე არ მიშვებენ მარტოს-თქო?
-მარტო არ იქნები. მეც მოვდივარ!-მითხრა და გაიცინა.
-რომ "მოვმჯობინდები" მერე წავიდეთ კაი?-ვუთხარი და ანას გავხედე, რომელიც ინტერესით მიყურებდა.
-არა, მე დღესვე მინდა, რომ გნახო.-მითხრა და გაიცინა.-მე ვეტყვი შენს მშობლებს და გამოგიშვებენ.
-აუ გაბრიელ...-ვაპირებდი რაღაც მეთქვა, მაგრამ მივხვდი, რომ რამის თქმას აზრი არ ჰქონდა. ამიტომ ისევ გაჩუმება ვარჩიე. ცოტახანში კარზე ზარი მართლაც გავიგე. ფეხზე წამოვდექი და ანასთან ერთად შემოსასვლელში ჩუმად გავედი. გავიგე, როგორ შემოიპატიჟეს ჩემებმა გაბრიელი. მათთან არ გავსულვარ. ისევ ოთახში დავბრუნდი და ლოგინზე მოვთავსდი.
-გამაგებინე რა ხდება?-სიცილით მკითხა ანამ.
-გოგო, გაბრილმა აიჩემა პიკნიკზე უნდა წაგიყვანოო და შენს მშობლებს მე დაველაპარაკებიო.
-მაგარია...-მითხრა და გაეცინა.- მაშინ მე წავალ სახლში ხელს არ შეგიშლით. იჭიკჭიკეთ გუგულებო!!-მითხრა და ხარხარი დაიწყო. მეც გამეცინა და სახეზე ავწითლდი. წამისმეასედში ბალიში ავიღე და გავუქანე. ბალიში აიცილა.
-სხვათაშორის გუგულები არ ჭიკჭიკებენ!-მივაძახე და საწოლიდან ავდექი. ის-ის იყო ანა ოთახიდან უნდა გასულიყო, რომ ოთახში გაბრილი შემოვიდა, კმაყოფილი სახით.
-მოიცა, ჯერ კიდევ არ ჩაგიცვამს?!-გაიკვირვა და შემათვალიერა.
-ჩემი მშობლები დაითანხმე?-არც მე დავაკელი გაოცება.
-ეჭვი გეპარებოდა?-ახლა მან მიპასუხა შეკითხვით.მერე კარადასთან მივიდა უტიფრად გამოაღო და შარვალი და მაისური გამოიღო. მე გამომიწოდა და მითხრა.-დროზე ჩაიცვი!-მერე ანას შეხედა, რომელიც ისევ კარებთან იდგა და გაკვირვებული გვიყურებდა.-ვაა, ანუშ შენც აქ ხარ? კარგია. მაშინ შენც წამოდი.
-მე იქ რა მინდა?-გაიკვირვა ანამ.
-ეკა, ანა ჩვენთან ერთად მოდის. წინააღმდეგი ხომ არ ხარ?
-მეე? არა, არანაირად.
-ხოდა გადაწყდა.-თქვა კიდევ უფრო კმაყოფილმა. მოიცა აქ რაღაც ხდება. გაბრიელი უბრალოდ არ დაპატიჟებდა. კარგი, მაგასაც გავარკვევ. ფიქრებში ვიყავი გართული, დედამიწაზე გაბრიელის ხმამ, რომ დამაბრუნა:
-შენ კიდევ არ ჩაგიცვამს?
-დამიდექი აქ და კარგად ჩავიცვამ!-შევუბღვირე.და ოთახიდან გავაგდე. გაბრიელი ოთახიდან, რომ გავიდა ანამ იმწამსვე მკითხა:
-ეკა, მე ვერ წამოვალ! იქ რა უნდა ვაკეთო. შუაში ხომ არ ჩაგიჯდებით? ვერ ვხვდები გაბრიელმა რატომ დაიჟინა!
-კარგი, რა ანუ, წამოდი. გეხვეწები, გეხვეწები.
-არა ეკა.
-გეხვეწები, გთხოვ, "პრაშუ", "ფლიზ", "პორფავორ", "სილვუპლე", "ბიტე", "ოლოლუ"-დავიწყე სხვადასხვა ენაზე თხოვნა და ამან გაჭრა.
--------------------------------------------------------------------------------
უკვე გაბრილის მანქანაში ვიყავით მოკალათებულნი, როცა მანქანა ანდრეასაც გაუჩერა. აი ახლა კი მივხვდი რატომ უნდოდა ასე ძალიან ანას წამოსვლა. ოხ, რა ეშმაკი ბიჭია. ანამ, როგორც კი დაინახა სახის გამომეტყველება შეეცვალა.

---------------------------------------------------------
ბავშვებო, დიდი ბოდიში ამდენი ხანი რომ არ გამოვრჩნდი. ვერ მოვახერხე დაწერა.შEმდეგს ხვალ დავდებ. გთხოვთ დააფიქსიროთ თქვენი აზრი ისტორიასთან დაკავშირებით.



№1  offline წევრი TAkOO1980

როგორ გამიხარდა ახლა თავი რომ დავინახე ვერცკიწარმოიდგენ :3
კიდევ ერთხელ გეტყვი რომ ძალიან მაგარი ისტორიაა და მგონი გაბრიელი შემიყვარდა :დდ ნუ ეს რათქმაუნდა ხუმრობით... <3 :დ

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent