შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

პატარა საქართველოს დიდი თბილისი თავი1


12-07-2019, 18:23
ავტორი kim-analisa
ნანახია 1 492

საქართველო, თბილისი.. პატარა ქვეყნის დიდი დედაქალაქი, დიადი ხალხით. ყოველ შემთხვევაში ასე უწოდებენ მაღალი საზოგადოების „ გმირ" წევრებს. გმირობა სხვა და სხვა გვარი შეიძლება იყოს. მაგალითად დაეხმარო გაჭივრებულებს საჭმლით, სასმლით, ტანსაცმლით ან სწავლაში. დაეხმარო სხვა მდიდრებს „ გაჭირვების" ჟამს ან იქნებ მართლაც გმირი იყო და სამშობლოს ბრძოლაში დაეხმარო?... ყველა ერთშია. ამ დიდებულ ოჯახს რომელზეც ახლა ვსაუბრობ ყველა ნაირი გმირი ჰყავს სახლში... რომელ ოჯახს? აჰ ჰო... თორელების ძლევამოსილ ოჯახს!... მოდი სულ თავიდან დავიწყოთ... გაგეცნოთ? აჰჰ არა. ხომ ვთქვი სულ თავიდან. მე კი ამ ამბის დასაწყისთან არაფერი მაკავშირებს.. მეც მხოლოდ მსმენია.

****

უზარმაზარ შენობაში წინ და უკან დადიოდა და თან ყოველ წუთს დიდ ეკრანს უყურებდა - ჩამოვიდა! - სიხარულისგან წამოიყვირა და წინ გადმოცვენილი გრძელი, წითელი თმა უკან გადაიყარა. ხალხის მასისკენ წავიდა, მათ გვერდი ძლივს აუქცია და წინ გაიჭრა. მაშინვე შენიშნა მაღალი ახალგაზრდა მამაკაცი რომელსაც ასე ელოდა. ქერა თმა საკმაოდ წამოეზარდა და წვერიც მოეშორებინა, თუმცა აშკარა იყო რამოდენიმე დღის გაუპარსავი ჰქონდა. კაცმაც აშკარად შენიშნა. თავისი ღია ლურჯი თვალები შეანათა, მკრთალად გაუღიმა და მისკენ დაიძრა. ქალი გზაში შეეგება და კისერზე ჩამოეკიდა - მომენატრე! - ძალიან დარწმუნებული იყო გოგო საკუთარ სიტყვებში. კაცს კი მის ტონზე ჩაეცინა და წელზე ოდნავ შეახო ხელი, შემდეგ კი სწრაფად მოშორდა - საკმარისია, წავიდეთ.. უთხარი ვინმეს? - მხოლოდ მანქანაში ჩაჯდომის შეხედა ქალს - არა, ხომ მითხარი არავისთვის მეთქვა?
- კარგი გოგო - გვერძე მჯდომს ცხვირზე ხელი პატარა ბავშვივით დაკრა და მანქანა დაქოქა... - რატომ არ ეუბნები სხვებს? სუირპრიზს უწყობ? - უპასუხოდ დატოვებული კითხვების შემდეგ ხელ ახლა სცადა საუბრის წამოწყება - წვერი გაიპარსე?
- ხო და ახლა ისევ ვუშვებ
- რატომ?
- ქართველ გოგოებს ხო ლამბერები ევასებათ? იქ არაა ეგრე - გველურად ჩაიცინა - ანუ ბევრი გყავდა? - ქალის ბავშვურ სიტყვებზე და ტონზე მართლა მოუნდა გაცინება, თუმცა რატომღაც გაჩერდა - არა, შენ გარეშე იმპოტენტი ვარ.. - საწოლიდან წამოდგა, შარვალი ამოიცვა და სიგარეტის მოსაწევად აივანზე გავიდა. მალევე იგრძნო როგორ აეკრო ზურგიდან ნახევრად შიშველი წითური - რატომ არ მეუბნები არაფერს? - კაცმა თვალები მობეზრებით აატრიალა - ვიკაა.. მგონი იცი აქ რისთვისაც ხარ.. უფრო სწორად იყავი, წადი.. - გაბრაზებულმა ქალმა ნივთებს ხელი დაავლო და გარეთ სწრაფად გავარდა. აშკარა იყო ცრემლებს ძლივს იკავებდა - ჩემი კარგიც მო**ყან - ხმადაბლა შიკურთხა და სააბაზანოსკენ გასწია... საშხაპის ცივ კედელს ეყუდებოდა, წყლის ცხელი წყვეთები კი კანს სწვავდა.. ფიქრობდა, ვინ იცის რაზე? მაგრამ ფიქრობდა.. თვალები მაგრად დაეხუჭა, კბილებს კი ისე აჭერდა ერთმანეთს ისედაც გამოკვეთილი ყბის ძვალი კიდევ უფრო მეტად გამოეკვეთა. ხელით სველი თმა უკან გადაიწია... ხმა მოესმა. წითური ნამდვილად წავიდა და რამოდენიმე დღე ამაყი ქალის როლს არ მოიშორებდა. წყალი სწრაფად დაკეტა, პირსახოცს ხელი დაავლო და გარეთ გავიდა.. სავარძელში მშვიდად მოკალათებულიყო, რაღაც საშინლად უაზრო ფორმის პატარა ქანდაკებას ხელებში ათამაშებდა და ისე აკვირდებოდა თითქოს წუთი წუთზე რაიმე ძალზედ მნიშვნელოვანს აღმოაჩენდა - შეგ*ცი თორელო! - მაშინვე წამოიყვირა მამაკაცმა როდესაც გაიაზრა ვის უყურებდა და ბოლო ხმაზე ახარხარდა - შენც ასევე " Big Bro" - ღიმილით დაუკრა თავი დაუპატიჟებელმა სტუმარმა - რა დღეში ხარ შე ჩემა? საშინლად დაუკმაყოფილებელი მამრის სიფათი გაქ! - მასპინძელმა გადაწყვიტა გათამამებული სტუმრისთვის ჭრილობაზე მარილი მოეყარა - ერთი ქალის ერთგულება ცუდი სულაც არაა - ბრძნული ხმით წარმოთქვა უმცროსმა, თუმცა სახეზე ეტყობოდა რომ საკუთარ სიტყვებში ეჭვი ეპარებოდა - შეიძლება არცაა თუ ის ერთი გაძლევს მაინც - ნაგლად გაიცინა უფროსმა - ახ, ახ რა ძალიან გაირყვენი რუსეთში ყოფნისას ყველა მეორეს რომ ჟიმ*ვდი აქ ასე კი არაა. თუ იმდენი ხანია მოწყდი საკუთარ მიწა წყალს დაგავიწყდა. აქ მარტო ის წითური ნაშა თუ გეყოლება ბაბუ და კაი ჰა ერთი ორ ბანძ ძუკნ*საც ააგდებ ალბათ
- არ დამვიწყებია არაფერი. ჩემ ასაკს შეეშვი ღლაპო. ისე გინდა ჩემი ისტორიები მოგიყვე? და მერე შენი უმწიკლო რო გამოგიშვებს და**ძრიე
- ფუუ! დამპალო რა ლექსიკაა? მე შენ ასაკს შევეშვები თუ შენ ჩემ გოგოს შეეშვები და ამ საღამოს მოხვალ!
- სად? - მამაკაცს სასმელი გადასცდა და ხველება აუტყდა - დაწყნარდი, არ გეკადრება თორელების სიამაყე ვაჟს ოჯახის ხსენებაზე დაპანიკება - ბიჭმა ზურგზე ხელი " გამამხნევებლად" დაკრა და გასასვლელისკენ დაიძრა - ჩემი გოგო უნდა წარვუდგინო ოჯახს. თუ გინდა ვიკაც დაპატიჟე!..

****

ტელეფონზე დრო და რესტორნის სახელი მესიჯის სახით მიიღო, თვალები აატრიალა, თუმცა მომზადება მაინც დაიწყო. გადაწყვიტა გაეცნო გოგო რომელმაც უკვე თითქმის ერთი წელი მისი უმცროსი ძმა სერიოზულად გააბა... რესტორანში მისვლამდე ერთ ადგილას შეიარა და დანიშნულების ადგილზე მართალია გვიან, თუმცა საშინლად ეფექტურად გამოჩნდა. მის თეთრ პერანგს, შავ შარვალს, მომაკვდინებელ ღიმილს და ლურჯ თვალებს საშინლად მოუხდა ორი დიდი, წითელი ვარდის თაიგული.. წამში მიიპყრო რესტორანში ყველა ქალბატონის მშიერი და გამწარებული მამაკაცების მზერა. ერთ- ერთ მაგიდასთან მოცინარი ძმა შენიშნა და სასწრაფოდ მისკენ გაემართა. ბიჭი ფეხზე წამოდგა და უფროს ძმას ისე გადაეხვია თითქოს საუკუნე არ ენახოს - ვიცოდი რომ მოხვიდოდი
- იღბლიანი ხარ ნაბ*ჭვარო - გაიცინა და უმცროსს თვალებით ანიშნა ყავისფერ თმიანი გოგონასკენ, რომელიც საკმაოდ თბილად, თუმცა სხვა აქ მყოფი ქალბატონებისგან განსხვავებულად უმზერდა მას - იმედია არავინ მიწყენს თუ თაიგულს ჯერ ჩემ მშვენიერ ქალბატონს მივართმევ - ღიმილით დაიძრა მაგიდასთან მჯდარი თვალებ აწყლიანებული ქალისკენ - დედა - ეს სიტყვა წარმოუდგენელი სითბოთი წარმოთქვა, ალბათ იმიტომ რომ ეს მართლაც ძალიან მნიშვნელოვანი იყო მისთვის - აფერისტო, მოდი ჩემთან - ქალმა ღიმილით უხმო შვილს თავისთან და მაგრად მოეხვია - არ იტირო დე, თორე ხო იცი მაგრა გავჭედავ - თავზე აკოცა და ყურში ჩაჩურჩულა ქალს, მანაც ღიმილით დაუკრა თავი - ახლა კი ამ უცნობ მშვენიერ ქალბატონს გავეცნობი, იოანე თორელი - ღიმილით აკოცა გოგონას მარჯვენა ხელს და შემდეგ თაიგული მიაწოდა - ჯელტმენი - თავისთვის ჩაიბურტყუნა უმცროსმა თორელმა, თუმცა უფროსს ეს არ გამორჩენია და ძმის ქცევაზე ჩაეცინა - სასიამოვნოა, სოფიო ჯავახი. ლექსოსგან თქვენზე ბევრი მსმენია - გოგონამ თაფლისფერი თვალები შეანათა ჯერ იოანეს, შემდეგ კი ლექსოს. აშკარად თვალებით შეუქო ძმა - იმედია მხოლოდ კარგი, ვიმედოვნებ თაიგული მოგეწონებათ, არ ვიცი რა ყვავილი მოგწონთ
- ძალიან მომეწონა...- საღამომ შესანიშნავად ჩაიარა. მართალია სუფრას რამოდენიმე სახე აკლდა თუმცა ამას პრობლემები არ გამოუწვევია. სოფიო შესანიშნავი მოსაუბრე აღმოჩნდა და იოანესთან საერთო ენაც სწრაფადვე გამონახა, მესაკუთრე უმცრო თორელი ვახშმის ბოლოს უკვე აღარც მალავდა თუ როგორი უკმაყოფილო იყო მათი ასე უეცრად დამეგობრებით - მაპატიეთ, ჩემი წასვლის დროა
- აქ ვერ დაგაკავებ საყვარელო. მე წაგიყვან!- სწრაფად წამოიჭრა ფეხზე და შეყვარებულსაც სასწრაფო წესით დაატოვებინა დარბაზი - ეს ღლაპი ჩემზე რა ეჭვიანობს? - მამაკაცს სიცილი აუტყდა როდესაც დედასთან ერთად მარტო დაჩა - არ ეჭვიანობს, უბრალოდ სოფიოს ვერავის უყოფს. როდესაც მე ველაპარაკები მაშინაც ასე იქცევა.. - დედის სიტყვებმა კიდევ უფრო მეტად გაახალისა. ცოტა ხანი კიდევ დაჰყვეს იქ, შემდეგ დედა თავად მიაცილა სახლში და ერთი ნაცნობი ადგილისკენ დაიძრა უფროსი თორელი...




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent