თუ გაზაფხული მოვა...(თავი 6-7-8)
თავი 6 ის ღამე ისე გაიწელა... თითქოს მთელი საუკუნე გაგრძელდა. საუკუნეზე მეტიც კი ეჩვენა კესოს... თავს ვეღარ თვლიდა კესანე ორბელიანად. გატყდა. მრავალსართულიანი შუშის შენობასავით-გაიბზარა, გატყდა და ნამსხვრევები ხის იატაკზე მიმოიფანტა. იმ ღამეს არ სძინებია კესოს. და არ სძინებია დათას. სწრაფად მოაშორა თორნიკემ იმ ადგილს ქალი, დათას სთხოვა, ოთახში გადაეყვანა და ისიც ასე მოიქცა. ემბრიონის პოზაში იწვა. მკერდი ჩქარა აუდ-ჩაუდიოდა, ტირილისგან გახშირებოდა სუნთქვა. დასიებული თვალებიდან გადმოგორებული ცრემლი გვერდით მჯდარმა დათამ ნაზად მოსწმინდა. -დამშვიდდი, კარგი?-ხრინწიანი ხმა ჰქონდა დათას. ისე ისმოდა, შორიდან, თითქოს იმ უფსკრულში იკარგებოდა, მასსა და კესოს შორის რომ იყო და თანდათან რომ ფართოვდებოდა,-კესო... -მომიკლა, დათა...-ქალი ერთ წერტილს მიშტერებოდა,-მამა მომიკლა... დათას ხელი კესოს აცახცახებულ მხრებს შეეხო. უნდოდა ეთქვა რამე, თუმცა არ დააცადეს. ტელეფონის ხმა გაიგო. ალბათ, არ უპასუხებდა იმ წამსვე რომ არ მოხვედროდა თვალში ნაცნობი წარწერა ეკრანზე. მერე, ისე, რომ არც უპასუხია, დედის ხმა გაიგო. დაბრუნდაო. მხოლოდ ეს უთხრა და დათაც ფეხზე წამოდგა. უკვე გათიშული ტელეფონი ჯიბეში ჩაიდო და კესოს წინ ჩაიმუხლა. თვალებში უყურებდა და იქ ვერაფერს ხედავდა. -კესო, რამდენი ხანია გიცნობ?-ხმა ჩაუწყდა. -ერთი კვირა,-კესოს ხმაც ძლივს ისმოდა ცარიელ ოთახში. -ზუსტად? -ცოტა მეტი, ალბათ... ან ნაკლები...-ქალი გაუაზრებლად ისროდა სიტყვებს და თან კარგად ესმოდა რას ამბობდა. -ზოგჯერ, ერთი კვირა საკმარისია, კესო... თქვა და წავიდა. წავიდა და აღარ გამოჩენილა. არ დაბრუნებულა. მხოლოდ მეორე დილით, თორნიკესთან საუბრისას მიხვდა კესო, რომ დათას სიტყვები უბრალოდ სიტყვები არ იყო. -კესო,-თორნიკე მის ითახში შევიდა. ნელა, ძალიან ნელა მიუახლოვდა და მის საწოლზე ჩამოჯდა,-კესო!-ოდნავ შეარხია მისი გაშეშებული სხეული და ქალიც, თითქოს გაცოცხლდა, შეხტა, მერე თორნიკეს შეხედა და მის გამჭირვალე თვალებში ტკივილი და თანაგრძნობა დაინახა. -მართალი ხარ,-არ დააცადა თორნიკეს ალაპარაკება, წამოჯდა და უფრო ღრმად ჩაეფლო მის თვალებში,-წავალ. -რა?-კაცს, თითქოს, გაუკვირდა, როგორ მიუხვდა კესო. -მუშაობას თავს დავანებებ. ცოტა ხნით. ეს იყო ბოლოს რაც თქვა და მერე... მერე მხოლოდ თვალებით ესაუბრებოდნენ ერთმანეთს. ესმოდათ... ერთმანეთის იმაზე უკეთ ესმოდათ, ვიდრე საკუთარი თავის. საკუთარ თავს ადანაშაულებდა მომხდარში. ბათუმში ყოფნისას ორჯერ ნახა სისხლით დასვრილი სარკე და არ უფიქრია ვინ იყო ის... ვისი სისხლი იყო ის... არც იმაზე უფიქრია ვინ დაურეკა მთაწმინდაზე, თეოს დაბადების დღეზე. არ უფიქროა დათაზე, რომელიც კვლავ გაუჩინარდა, არ უფიქრია იმაზე, თუ როგორ შეაღწია მის სახლში მკვლელმა. სტუმრები იშვიათად ჰყავდა კესოს. სალხის კარი დღეში საშუალოდ ორჯერ იღებოდა და ამდენჯერვე იხურებოდა. პირველად, როცა კესო სამსახურში მიდიოდა და მეორედ, როცა ის სახლში ბრუნდებოდა. მერე სალხში კოდევ გამოჩნდა ვიღაც. ეშმაკი ანგელოზის სხეულში? შეიძლება. ის უბრალოდ, არსაიდან გამოჩნდა და ასევე გაქრა. უყვარდა კესოს ის გრძნობა, როცა ფანჯარას უყურებდა მის მოლოდინში. და სძულდა ის, რომ... ზუსტად იცოდა, დათას გარდა არავინ შესულა იმ ღამით მის სახლში. და სანამ მამის დასაფლავების წინა დღის დარდს კესანე თეოსთან და ნენესთან საუბრით აქრობდა, დათა დადეშქელიანი საკუთარი თავისა და ოჯახის გადარჩენას ცდილობდა. მეორე დღეს კი მოხდა ის, რაც, ალბათ, არავის უნდოდა რომ მომხდარიყო თორნიკეს გარდა. დევდარიანების ოჯახში ხმაური ატყდა. ისეთი ხმაური, როგორიც 2015 წელს, ნოემბრის ქორწილის შემდეგ. ოჯახს ესტუმრა ორი მამაკაცი. ის ადამიანები, რომლებიც დღეების, თვეების და, ზოგჯერ, წლების განმავლობაშიც კი იკარგებოდნენ. ლუკა დევდარიანმა, ციხიდან გამოპარვის შემდეგ, მალევე მიაკითხა მონატრებულ დედას, დასა და ნახევარძმას. იცოდა, ეს სარისკო იყო. იცოდა, კესანე ორბელიანი თვალს არ მოაშორებდა თაია კალანდაძის მკვლელის სახლს. იცოდა, მტერი ბევრი ჰყავდა და ვიღაც აუცილებლად ჩაუშვებდა. მაგრამ იქ იყო. ოჯახთან იყო. იესე დევდარიანი-ლუკას და მარიტას მამა, თომას მამინაცვალი და ეკას მეუღლე ერთკვირიანი 'შვებულების' შემდეგ სახლში დაბრუნდა. ხელიდან არყის ბოთლი არც ახლა გაუგდია. სასმლის სუნად ყარდა და სწორედ ამით იგრძნეს, რომ ის მოვიდა. ერთ ოთახში შეკრებილი და-ძმა უცებ წამოხტა ფეხზე. სამივე დედისკენ წავიდა. სამივეს საკუთარ თავზე მეტად უყვარდა ის. და პირველი, რაც გააკეთეს, იყო მის გარშემო დადგომა. სახლის კარი გაიღო. გაიღო და აღარც დაკეტილა. მერე სამზარეულოს კარში გამოჩნდა მაღალი მამაკაცი. ადამიანი, რომელიც ყველაფერს ჰგავდა ადამიანის გარდა. ალბათ, ყველას ჰქონია ის გრძნობა, მონატრება რომ ჰქვია... მშობლის მონატრება. ყველას ჰქონია სურვილი ჩახუტებოდა დედას ან მამას და ყველას თვალწინ ეთქვა მისთვის, რამდენად სჭირდებოდა ეს. და ალბათ, უმრავლესობა ამას უბრალოდ არ, ან ვერ გააკეთებს. აი ისინი კი... ისინი უბრალოდ სიძულვილს გრძნობდნენ. სიძულვილს მამის მიმართ. იმ მამის, რომელმაც სასმელში გაცვალა ოჯახი. იმ მამის, რომელიც ცოლისა და შვილების ცემით იღებდა სიამოვნებას. არ გაუღიმია მათი დანახვისას. არ ეტყობოდა, რომ სიამოვნებდა მათი ნახვა. არ უთქვამს გამარჯობა, არ უკითხავს როგორ იყვნენ... -აქ რატომაა,-მხოლოდ ეს იყო რაც თქვა ბნელი, ცივი ხმით და ასეთივე თვალებით უყურებდა დამფრთხალ ოჯახს. თაფლისფერი თვალები ჰქონდა. ლუკასნაირი თაფლისფერი თვალები, მწვანეში გარდამავალი. მხოლოდ ისინი უყურებდნენ თაფლისფერი თვალებით ეკას, მარიტასა და თომას. ლუკაც ასეთი, ცივი თვალებით უყურებდა მამას. და სამივე მისჩერებოდა მას. შიშისგან კანკალებდა ლუკა და ამას მხოლოდ თომა და მარიტა ამჩნევდნენ. ცისფერი თვალებით ცდილობდა ლუკასთვის და იესესთვის ერთდროულად ეყურებინა. უნდოდა მზად ყოფილიყო... მარიტა ფიქრობდა გადარჩენაზე. ძმების, დედის და, იქნებ, საკუთარი თავის გადარჩენაზე... იცოდა, უნდა გაეშველებინა ისინი. ეკა კი ფიქრობდა იმაზე, თუ რა გააკეთა აქამდე. გასწირა შვილები, გასწირა საკუთარი თავი, ნება მისცა თავისი შვილი დაეკავებინათ, თავს უხრიდა ქმარს, როცა უყვიროდა ან სცემდა და არ ინძრეოდა, როცა ის ბავშვებს ეხებოდა... ახლაც იგივეს აკეთებდა... ლუკა... ლუკამ პირობა დადო. საკუთარ თავს შეჰფიცა, რომ დაიცავდა იმ ერთადერთ ოჯახს, რომელიც ჰყავდა. -აქ რა უნდა,-კაცს ხმა გაუმკაცრდა. და იგრძნო ლუკამ, რამდენად დაუცველი იყო, როცა უკან დედა და და-ძმა ედგა. ვერ ხვდებოდა ვის გულისხობდა იესე-მკვლელ შვილს თუ გერს. მხოლოდ დედის ყვირილის მერე მიხვდა, რომ თომა ედგა თვალწინ იესეს. მხოლოდ გერი-ჩვიდმეტი წლის ბიჭი, რომელიც ჯერ კიდევ დამფრთხალი იყო. -გაჩერდი!-თომასკენ აქნეული ხელი ჰაერში დაუჭირა ლუკამ და მხოლოდ მაშინ მიხვდა, რომ უფლება მისცა კარიდან თომამდე გზა გაეარა. -მომშორდი!-კაცის ზიზღით სავსე ხმა ექოდ გავრცელდა მთელ სახლში და თითქოს ბინა დაიდო სამზარეულოში. -მამა, გთხოვ... -მამა! ლუკასა და მარიტას ხმა ერთდროულად გაისმა ოთახში. ორივე ისეთი განწირული იყო, ისეთი საცოდავი... მერე არეულობა დაიწყო. წინ გადაეღობა ლუკა მამას. მარიტა დედას ამშვიდებდა და თან ძმებს თვალს ვერ წყვეტდა. კიოდა საწყალი ეკა, რომელიც უყურებდა საყვარელი ადამიანის სიკვდილს... ლუკა წინ დაუდგა მამამისს, რომელიც უკვე გატეხილი ბოთლის ნაწილით მიიწევდა თომასკენ. -ლუკა!-მხოლოდ ერთხელ შეჰყვირა უმცროსმა და სცადა ხელი ეკრა ძმისთვის, თუმცა... ორი ღრმა ჭრილობა ლუკას სხეულზე მოულოდნელად გაჩნდა. ტკივილი იგრძნო და ამ ტკივილმა გააშეშა. და მერე, სანამ ლუკა გონს მოვიდოდა, ან სანამ იესე მოიმოქმედებდა რამეს, მამაკაცის კისერს ცივი მეტალი მიებჯინა. -დედა, რას აკეთებ,-ლუკამ უხმოდ შეჰყვირა და თითქოს მაინც გაიგო შვილის ხმა დედამ. ხელი აუკანკალდა. და სანამ იესე დანას წაართმევდა ეკას, ეს თომამ გააკეთა. მერე ცისფერი თვალებით მიაჩერდა ლუკას და იქ იმხელა ტკივილი დაინახა... სადღაც, შორს, ლუკად თვალებში ხედავდა უარყოფას იმისა, რასაც აკეთებდა და იქვე, ან უფრო ღრმად, ხედავდა იმას, რომ რასაც აპირებდა, სწორი იყო. იესემ ერთხელ დაიღრიალა, ქალი შეაგინა და გერისკენ სისხლიანი შუშა მოიქნია. ლუკამ თომას დანა წაართვა და... და კაცი ლუკას დანაზე წამოეგო. სამჯერ ჩაარტყა მამას დანა და თითქოს მისი გული იჭრებოდა ყოველ დარტყმაზე. მერე იყო სიჩუმე. სიჩუმე, რომელიც ხმაურზე მეტად ყვიროდა. ლუკას კანზე იესეს სუნთქვა აღარ იგრძნობოდა. მისი სხეული სულის გარეშე ესვენა შვილის მხრებზე... მუხლებზე დაეშვა უკვე უფროსი დევდარიანი. თვალზე ცრემლმომდგარმა დახედა მამის სხეულს. ბევრჯერ უნატრია მისი სიკვდილი, თუმცა არც ერთ მის ოცნებაში მამის სისხლი იმ დანაზე არ იყო, ხელში რომ ჰქონდა... -შვილო...-მხოლოდ ეს აღმოხდა დედას, რომელიც აკანკალებულ ხელს სახეზე ისვამდა, თითქოს ეს რეალობაში დააბრუნებდა. არც თომას და მარიტას უნდოდათ დაეჯერებინათ, რომ ეს იყო რეალობა... -მკვდარია. -ლუკა...-ლუკას ცივი, ტკივილით სავსე ხმა, რომელსაც უემოციობით ფარავდა მარიტას აკანკალებულმა ხმამ ჩაანაცვლა. -პოლიციას დაურეკე. -ლუკა!-ახლა თომა ჩაერთო. -პოლიციაში დარეკე!-უფროსმა ხმას აუწია, ფეხზე წამოდგა. -ლუკა, არა... ახლაც შენ არა...-თომას პატარა სახეზე ცრემლები გადმოგორდა. მხოლოდ ახლა დაფიქრდა ლუკა იმაზე, რომ მეორედ უწევდა მისი დატოვება. მათი დატოვება... -მოვკალი. მარიტა, დამეხმარე, ჭრილობა უნდა გადავიხვიო და...-სისხლიანი ხელი მუცელს შეახო, თავბრუ დაესხა და იგრძნო, როგორ ამოუდგა თომა გვერდში. ყველაფერი თითქმის ისე მოხდა, როგორც მაშინ. ახლა ლუკა არ დაუჭერიათ. გარბოდა. და ამჯერად მართლა მკვლელი იყო. ამჯერად დამნაშავე იყო. საკუთარი მამის სისხლში ჰქონდა ხელები გასვრილი. შორიდან უყურებდა როგორ იცლებოდა დედის ცარიელი თვალები. თითქოს უკვე აღიარა, რომ ლუკა მისთვის არაფერს ნიშნავდა. მარიტამ იცოდა, ასე მხოლოდ მათთვის იქცეოდა და თომას სტკიოდა. სახეზე ჩამოყრილი ქერა თმით ფარავდა ბავშვურ ცრემლებს, აწითლებულ ლოყებზე რომ ჩამოსდიოდა. ლუკას კი ტირილის ძალა არ ჰქონდა. ყველას ძლიერი ეგონა. ყველას მისი იმედი ჰქონდა და ყველამ გასწირა... ყველამ ფეხებზე დაიკიდა, როცა დახმარება ითხოვა. ახლაც ასე იყო... მიდიოდა და ხვდებოდა, უკან ვეღარ დაბრუნდებოდა. ვეღარც მას ნახავდა. შორიდანაც ვეღარ შეხედავდა. მხოლოდ ერთხელ... მხოლოდ დღეს... *** ხალხი უკვე წავიდა. მხოლოდ კესო იდგა საფლავის შავ მიწასთან და ისე უყურებდა მას, თითქოს ელოდა, როდის გაიღვიძებდა მამა. თორნიკეს ხელი მის სუსტ მხრებს ეხვეოდა და გულში იკრავდა ცრემლებგამოლეულს. -კარგი კაცი იყო,-თორნიკეს ხრინწიანი ხმა თითქოს გვიან მივიდა კესომდე. -ვიცი,-ხმაჩამწყდარმა ქალმა ჩუმად უპასუხა. -უყვარდი. -ვიცი. -შენთვის კარგი უნდოდა. -ვიცი. მერე თორნიმეც გაჩუმდა. შორიდან უყურებდა დათას თაფლისფერ-მომწვანო თვალები მათ და ზიზღით ივსებოდა. შორიდანვე დაინახა, როგორ წავიდა თორნიკე. მერე კესოს მიაჩერდა. ქალმა კი თითქოს იგრძნო მონატრებული მწველი მზერა. გაიხედა გვერდით და სადღაც შორს ხეს ამოფარებული დათა დადეშქელიანის დანახვისას სითბომ დაუარა გაყინულ სხეულში. ნელი ნაბიჯით დაიძრა მისკენ. უახლოვდებოდა, და გული უჩქარდებოდა. თვალები კვლავ ცრემლებით ევსებოდა და თავს არ აძლევდა უფლებას ეტირა. უკვე მის წინ იდგა. უყურებდა დათას და ვერ ბედავდა რამე ეთქვა. მის სახეზე კი რაღაც ამოუცნობს კითხულობდა. -მაპატიე,-ისეთი ხმა ჰქონდა დათას, თითქოს ძალიან სტკიოდა რაღაც. კესომ ჰაერი შეუმჩნევლად ჩაყლაპა და სალაპარაკოდ მოემზადა. -წახვედი,-ქალს უცებ წამოუარა დაფარულმა სიბრაზემ და თან ვერ გამოხატავდა იმას, რასაც გრძნობდა. თუმცა დათამ დაინახა... დათა მიხვდა. -მაპატიე,-გაიმეორა. გამჭირვალე, თაფლისფერი თვალები კესოს სახეს არ შორდებოდა. თითქოს უნდოდა შეესწავლა მისი თვალები, მისი ღიმილი, ის წარბებიც კი, სიბრაზისგან რომ შეეკრა. -გაქრი... აორთქლდი... -კესო, მაპატიე. სხვა გზა არ მქონდა... თავს იმართლებდა. ოღონდ ეს არ იყო ისეთი თავის გამართლება, როგორც ყველამ იცის. თითქოს ნამდვილ მიზეზს ხედავდა კესო ამ სიტყვების უკან. -სად იყავი,-მშვიდად იკითხა ქალმა. -სახლში,-დათასაც იგივე ტონი ჰქონდა. კესოს გაეცინა მამაკაცის პასუხზე. -რა იყო,-დათასაც ჩაეცინა, მერე დაახველა, თითქოს სუნთქვა გაუჭირდა და უხეში ხელი ფრთხილად მიიდო მუცელზე. -არაფერი,-კესო კვლავ დასერიოზულდა. მერე დაფიქრდა-ვერ ხვდებოდა, დათას უკანკალებდა ხელი, თუ უბრალოდ მოეჩვენა... რამდენიმე წამით სიჩუმე ჩამოვარდა. მხოლოდ ზაფხულის ცხელი ხმა ისმოდა და არც ერთს სიამოვნებდა ეს. -კიდევ უნდა გაქრე?-კესოს საკუთარი თავის უკვირდა. არ უნდოდა ასე მარტივად ეჩვენებინა დათასთვის, რამდენად აინტერესებდა ის, თუმცა... -რა იყო, ისევ მოგენატრები?-წარბაწეულ დათას ღიმილი გაეპარა ტუჩის კუთხეში -არ მომნატრებიხარ,-ქალმა იუარა, თუმცა აშკარად გასცა თვალებმა. -კი, აბა რა,-დათას ჩაეცინა,-არა, ვიცი, ასეთი მიმზიდველი რომ ვარ, მაგრამ ერთ კვირაში პირველად შევუყვარდი ვიღაცას. -ორ კვირაში,-კესომ შეუსწორა სერიოზული გამომეტყველებით, მერე კი მისი თვალებიც დაწვრილდა ღიმილისას. -ანუ შეგიყვარდი,-თითქოს ცდილობდა მამაკაცი დამცინავი სახე ჰქონოდა, თუმცა ეტყობოდა, სიამოვნებდა კესოსთან ეს საუბარი და ეს სიამოვნება რაღაც ძლიერ სულიერ და ფიზიკურ ტკივილს უხშობდა. -რა?-კესოს თვალები გაუფართოვდა,-არა! -მეც შემიყვარდი,-დათას ირონიული სიცილი ახლა თბილ ღიმილში გადაიზარდა და კესოც გაშეშდა. დათას ახედა. ახლა ისიც შეისწავლიდა მამაკაცის სახეს. აკვირდებოდა მის ოქროსფერ წვერს, სულ ოდნავ რომ ემჩნეოდა მის ხორბლისფერ კანს... -დათა... -ვერ გთხოვ, დამელოდე-თქო...-დათა ახლა აღარ უყურებდა კესოს. თითქოს ისეთ სიმართლეს ეუბნებოდა, ისეთ მტკივნეულს და სასირცხვილოს, მისთვის თვალებში ჩახედვა არ შეეძლო. -რა?-ქალს გაუკვირდა და ვერ დამალა ეს გაკვირვება. -კესო,-დათამ თვალი მოკრა როგორ ლაპარაკობდა შორს თორნიკე ტელეფონზე და თითქოს მიხვდა რას ამბობდა,-კესო, უნდა წავიდე... და, მგონი, ვეღარ დავბრუნდები... -რას ამბობ?! -ვეღარ გნახავ... -სამსახურის მერე, ოფისთან?-კესოს შეუმჩნეველმა, სევდიანმა ღიმილმა გადაურბინა წითლებულ სახეზე. -ვერა... -ვერც ღამით, ოთახში? -ვერც ღამით, ოთახში,-დათამ ყალბი ღიმილი მიანათა კესოს და ქალს ესეც იმდენად ლამაზი მოეჩვენა მაშინ... -ვეღარც აქ? -ვეღარც აქ,-დათამ დაუდასტურა და კესოს ცრემლებით აევსო თვალები. -რა ხდება?-ქალი ჯერ კიდევ ცდილობდა აკანკალებული ხმის დაემალვას. -აგიხსნის,-თორნიკეზე მიანიშნა დათამ, მერე ხელს ისე დახედა, კესოს არაფერი რომ არ დაენახა, თუმცა ქალმა მაინც შეამჩნია შავი მაისური როგორ იცვლებოდა, თითქოს სველდებოდა და ფერს იცვლიდა. -დათა... -ორი კვირა არ ყოფილა საკმარისი, კესო... შენ მე არ მიცნობ,-ჩუმად თქვა, მერე კესოს მიუახლოვდა, თავი ოდნავ ძირს დასწია და ქალს შუბლზე შეახო ტუჩები. იმდენად თბილი იყო მისი კოცნა და იმდენად ნაზი, კესო ვერ მიხვდა, როდის მოშორდა მამაკაცი. თვალი რომ გაახილა დათა უკვე შორს იყო. მიდიოდა. ორი კვირის მანძილზე, განშორებისას, ყოველთვის ელოდებოდა დათა... ელოდებოდა, სანამ თვალს არ მოეფარებოდა კესოს სხეული... ახლა კი კესო უყურებდა დათას, რომელსაც თითქოს ტკივილისგან უჭირდა მოძრაობა, ოდნავ წელში მოხრილი ხეებს ეყრდნობოდა და წინ მიიწევდა. კესო თვალს არ აშორებდა. და ნელ-ნელა თვალებიც ცრემლით ევსებოდა. იგრძნო, როგორ დაუდგა გვერდში ვიღაც და მერე თორნიკეს ხმაც გაიგო. -ლუკა დევდარიანმა მამა მოკლა. ორი ჭრილობა აქვს მუცლის არეში და... თუმცა კესოს უკვე აღარ ესმოდა... ახლა ხვდებოდა, რომ დათა დაჭრილი იყო... ახლა ხვდებოდა, რომ მამა დაკარგა და არა მხოლოდ მამა... ახლა მიხვდა, რომ დათას ვეღარ ნახავდა... და მაინც... რა უცნაურია ადამიანი. აქვს ყველაფერი, იღებს ყველაფერს, აკეთებს ყველაფერს და ვერაფერს ამჩნევს, სანამ ყველაფერს არ დაკარგავს... თავი 7 ოჯახი ოჯახია. ზოგჯერ ცუდი, ზოგჯერ კარგი, ზოგჯერ საშინელი და არასდროს საუკეთესო, თუმცა მაინც... ოჯახია. ჩვენ არ ვირჩევთ და არც მას აურჩევია. არავის უკითხავს ვინ გინდა იყოს დედაშენი ან მამაშენიო, და ან ძმა გინდა თუ არაო. არავის უკითხავს იყო თუ არა მზად იმისთვის, რაც ელოდა და რომ ეკითხათ, აუცილებლად უპასუხებდა, რომ არა, არ იყო. ამბობენ არჩევანი ყველას აქვსო, თუმცა მას არ ჰქონია. მას უბრალოდ ჰქონდა ერთი გზა, რომელიც უნდა გაეარა. უნდა ეცადა მაინც... თუმცა რა რთულია, როცა რაღაც გევალება და იცი, არავინ გიდგას გვერდში. ამბობენ კაცებს არ ეშინიათო, ძლიერები არიანო... მაგრამ მას ეშინოდა და გრძნობდა, ადამიანი იყო... წინ მიდიოდა და ხვდებოდა, ნაბიჯის გადადგმა უჭირდა. ცუდი ადამიანი ხდებოდა. ნამდვილი მკვლელი ხდებოდა. მის გეგმებში არ იყო ეს. მის წარმოდგენებში გზის დასასრული ბედნიერი იყო, სინამდვილეში კი... სინამდვილეში უბრალოდ ყველაფერი თავზე ექცეოდა... ძირს ეცემოდა და სისხლიანი მიხლები იმდენად სტკიოდა, ფეხზე ადგომა უჭირდა... ცუდი ბიჭი ხდებოდა, თუმცა... თუმცა ეს არ უნდოდა. არ უნდოდა და მაინც... მაინც იგივეს იმეორებდა. თავის გადასარჩენად სხვისი დაშავება უწევდა და ამით ემსგავსებოდა იმათ, ვისგანაც იცავდა თავს... კესო, მიუხედავად იმისა, რომ არ მუშაობდა, დიდ დროს ატარებდა თორნიკესთან. ან პირიქით-თორნიკე ატარებდა დროის უმეტეს ნაწილს კესოსთან. მოსწონდა მასთან სიახლოვე. მოსწონდა, როცა სარკეში ხედავდა როგორ ედგა გვერდით. მოსწონდა ის, თუ როგორ ერწყმოდა მისი მწვანე თვალები კესოს თაფლისფერ თვალებს. მოსწონდა, როცა აცინებდა და თვითონაც მასთან ერთად იცინოდა... მაშინ... თავიდან ყველაფერი მარტივი იყო. ასე ჩანდა. მარტივი, თუმცა დამაბნეველი. და ეს ხელს უშლიდა კესოს ეფიქრა არაფერზე, რომელიც დათა დადეშქელიანით იწყებოდა და დათა დადეშქელიანითვე მთავრდებოდა. ეძინა. და კოშმარები თითქოს ვიღაცის მზერამ დაუფრთხო. ესიამოვნა, რადგან იგრძნო, მარტო არ იყო ცარიელ სახლში. თხელი წარბები შეკრა, წითელი ბაგეები ოდნავ შეეხსნა, მერე ფანჯრისკენ გადაბრუნდა ინსტიქტურად... თვალები სწრაფად გაახილა და ფეხზე წამოხტა. ფანჯარას მივარდა გულაჩქარებული. მას ელოდა. ეგონა იქ იდგებოდა. ეგონა დაინახავდა მის მომწვანო-მოთაფლისფერო თვალებს, სიბნელეშიც რომ უცნაურად ანათებდნენ. ენატრებოდა. სჭირდებოდა. თუმცა არსად ჩანდა. ნეტავ, პირობა რომ მიეცა დაბრუნდებოდა? ალბათ, კი. ან არა. მხოლოდ ის იცოდა კესომ, რომ მისი იმედი ჰქონდა. მერე მიხვდა, ტყუილად ელოდა. ზუსტად იცოდა, არ მოვიდოდა. ეს ხომ თვითონ თქვა. აღარ დავბრუნდებიო... ვეღარ გნახავო. უყურებდა ცარიელ გზებს. ხედავდა, როგორ ასველებდა ზაფხულის ცხელი წვიმის გრილი წვეთები მანქანებს. წვიმის ხმა ყრუდ აღწევდა სახლში და საერთოდ ვერ მიდიოდა კესოს სმენამდე. დათას სიტყვებზე ფიქრობდა. მერე წარბშრკრული მოშორდა ფანჯარას, ტუმბოზე დადებულ ლეფტოპს ხელი დაავლო და სასტუმრო ოთახში გავიდა. რბილ სავარძელზე დაეშვა. იქ, სადაც მამამისი იჯდა ხოლმე. სულ რამდენიმე დღე გავიდა და უკვე ენატრებოდა მისი სითბო, მისი ღიმილი და მისი ნათქვამი 'მიყვარხარ.' სულ სხვანაირად ჟღერდა ეს. ფიქრები ისევ დათასკენ წავიდნენ და კესოც მათ მიჰყვა. 'ზოგჯერ ერთი კვირა საკმარისია...' 'ორი კვირაც არ ყოფილა საკმარისი...' 'მგონი, ვეღარ დავბრუნდები...' 'ლუკა დრვდარიანმა მამა მოკლა. ორი ჭრილობა აქვს მუცლის არეში...' იხსენებდა მათ სიტყვებს და თან გამალებით აკეთებდა საქმეს. ბოლოს ეკრანს კმაყოფილმა შეხედა. და მიუხედავად ამ კმაყოფილებისა, სადღაც ღრმად მის თვალებში ჩანდა ტკივილი, რომელიც რეალობამ გამოიწვია. კარზე ზარის ხმა გაიგო. და არაფერი გაუკეთებია. ღიააო, დაიძახა ისე, რომ ეკრანისთვის თვალი არ მოუშორებია და კარიც გაიღო. -კესანე, ტვინი რამ მოგპარა?!-ოთახში მამაკაცის ხმამაღალი ჩურჩული გაისმა. კესოს სახე წაეშალა. ლეფტოპი დაკეტა და თორნიკეს ახედა. -რა იყო... -რამდენიმე დღის წინ სახლში შემოგივარდნენ და მამა მოგიკლეს. ახლა კი ღია კარში ზიხარ და კედელს უყურებ ბედნიერი ღიმილით!-სახე ასწითლებოდა თორნიკეს სიბრაზისგან. -არ შემომვარდნია, შემოიპარა,-კესომ თავი აარიდა უფროსის სიტყვებს, მერე კი, იმ წამსვე დაფიქრდა და მიხვდა, ეს იმ იშვიათი შემთხვევებიდან ერთ-ერთი იქნებოდა, როცა თორნიკე მას უბრაზდებოდა, ამიტომ თემის გადატანა სცადა,-აქ რა გინდა? -შენი ნახვა მინდოდა,-თორნიკე თითქოს დამშვიდდა, კესოს წინ ჩამოჯდა. -თორნიკე, ოთხი საათია, სადაცაა გათენდება... -გარეთ ვიყავი და სინათლე დავინახე... -ამის სინათლე?-თვალებით ლეფტოპზე ანიშნა ქალმა,-და გარეთ რა გინდოდა ამ დროს?! -ვსეირნობდი, უბრალოდ...-თორნიკე თვალს არიდებდა ქალს. -ჩემი სახლის წინ ღამის ოთხ საათზე?-წარბაწეულმა შეხედა კესომ და თორნიკესაც ჩაეცინა, დაბნეულს. -შენი ნახვა მინდოდა,-თავდახრილი ხელებს ვერ აჩერებდა. თითებს ერთმანეთში ხლართავდა, მერე მუხლებზე იდებდა, მერე კვლავ ხლართავდა... -თორნიკე,-ინსტიქტურად ჩაეცინა კესოს,-ხომ კარგად ხარ? -კარგი, რა!-თორნიკემ სიცილით ახედა ქალს. როგორი ლამაზი იყო ის... მისი შავი თმა, მუქი, ყავისფერი თვალები და მარწყვისფერი ტუჩები... კესოსაც ეუცნაურა თორნიკე. ელამაზა მისი სიცილი, მწვანე თვალები, ხვეული თმა, ბოლო დროს რომ გაზრდია და შუბლზე ჩამოყრია... -რა?-თვალებდაწვრილებულმა იკითხა. -არაფერი,-მამაკაცი ფეხზე წამოდგა და სამზარეულოსკენ წავიდა. სანამ მაცივარში რაღაცას ეძებდა კესო ჩუმად იყო და მის თითოეულ მოძრაობას აკვირდებოდა. მერე თორნიკემ წყალი გამოიღო, თითქოს იქ ვერაფერი ნახა სხვა, და ჭიქის ძებნა არც დაუწყია-ბოთლითვე დალია. -აუ, თორნიკე!-კესოს შეძახილზე ბოთლი მოიშორა თორნიკემ და მას გახედა. -გაჩერდი, გაიღვიძებენ მეზობლები,-სწრაფად გადაიტანა მამაკაცმა ყურადღება, ბოთლი მაცივარში დააბრუნა და კესოსთან მივიდა. -დაძინებას არ აპირებ? -რომ ვაპირებდე აქ ვიჯდებოდი?-კესოს ჩაეცინა. -წამო, რა, მეძინება-ოთახისკენ ანიშნა თორნიკემ. -დასაძინებლად მოხვედი? ნენემ გამოგაგდო?-მიუხედავად ნათქვამისა, კესო მაინც წამოდგა და ოღახისკენ გაუძღვა მეგობარს, თორნიკეს კი დის გახსენებაზე გაეღიმა. ნისიმემ არც კი იცოდა რა უნდოდა თორნიკეს... ისე დაწვნენ, ბევრი არაფერი უთქვამთ ერთმანეთისთვის. უკვე ძილისკენ წასულმა კესომ ამოილაპარაკა: -თორნიკე, დათა დადეშქელიანზე ინფორმავია მჭირდება...-მერე თითქოს ძილის სამყაროში წამიერად გადაეშვა. თორნიკემ კი დაინახა... დაინახა როგორ იყურებოდა კესო ფანჯარაში დაწოლამდე. ზუსტად იცოდა იქ ვის ეძებდა. და ისიც იცოდა, რომ ის ვიღაც მის ადგილას უნდა ყოფილიყო კესოს საწოლში... -გამიგე რამე?-ამ სიტყვებით დაიწყო კესოს დილა. თვალებიც არ ჰქლნდა გახელილი. და როცა გაახილა, იქ, მის გვერდით თორნიკე დაინახა, თმააჩეჩილი და ლოყებაწითლებული, და გაეღიმა. -რა?-მამაკაცი დაიბნა, წარბშეკრულმა იმის გახსენება სცადა, რა უნდა გაეგო. -დათაზე... -შენ დათუჩაზე?-მაცდური ღიმილით დაიწყო თორნიკემ, თუმცა კესოს შეხედა თუ არა გაჩერდა,-რა უნდა გამეგო, არც ავმდგარვარ ჯერ. -ხოდა ადექი და გაიგე,-ქალმა აციმციმებული და საქმიანი თვალები მიანათა მეგობარს. თორნიკე ოდნავ დაიბნა. -ახლავე?-ხმაჩამწყდარმა იკითხა. -ახლავე,-უპასუხა ქალმა და მამაკაცი მაშინვე ადგა საწოლიდან. თხუთმეტ წუთში კესომ თორნიკეს ძახილი გაიგო და ისიც მის გვერდით გაჩნდა. თორნიკე მაგიდასთან იჯდა, წინ ლეფტოპი ედო და დამცინავი გამომეტყველებით უყურებდა ეკრანს. -ჩემო კესო,-ასეთივე სახით გახედა კესოს, ამასობაში ქალიც ჩამოჯდა და ეკრანს შეხედა,-იცოდი, რომ შენი დათა, სულაც არ ყოფილა დათა? და ელოდა თორნიკე, რომ კესოს სახე წაეშლებოდა, გაფითრდებოდა, აკანკალდებოდა და უარყოფდა, თუმცა... თუმცა კესანე ორბელიანი სერიოზული გამომეტყველებით უყურებდა ნამდვილი დათას ფოტოს, რომელიც 'კესოს დათას' მართლაც ძალიან ჰგავდა. ეღიმებოდა. ისე ეღიმებოდა, ეს რომ ვინმეს დაენახა, აუცილებლად გაიყინებოდა მისი შემყურე. -თეოსთან წამიყვანე,-მხოლოდ ეს თქვა და იგივენაირი ღიმილით ადგა ფეხზე. თითქოს კედლებიც გრძნობდნენ, რა ხდებოდა. თითქოს ესმოდა კესოს მათი აჩქარებული გულისცემა. ყავისფერი კარის სახელური გადაატრიალა. გაუკვირდა-კარი ღია იყო... თავი დახარა და იატაკს დახედა. მერე ზღურბლს გადააბიჯა და იგრძნო, როგორ გაიმეორა იგივე თორნიკემ. სამზარეულოს მაგიდის გარშემო ისხდნენ თეო ბაქრაძე და ნისიმე ჩადუნელი. ტელევიზორის წინ, შინდისფერ ტახტზე გაბრიელ ბაქრაძე იჯდა და ლუდის ბოთლით ხელში ფეხბურთს უყურებდა. -უი, კესო... მოხვედი?-თეომ 'სტუმარს' გახედა. სტუმარი? რა სისულელეა. დიდი ხანია ასე არ მიმართავენ ერთმანეთს... დაბნეული ჩანდა თეო და მისგან არ განსხვავდებოდა ნენე. აი გაბოს კი ნამდვილად არ აინტერესებდა რა ხდებოდა. მხოლოდ ხელის აწევუთ მისალმრბით შემოიფარგლა, ისე, რომ მათკენ არც გაუხედავს. -ჰო. რა ხდება აქ?-უცნაური ღიმილით იკითხა კესომ. თუმცა საკუთარ თავზე მეტად ის ეუცნაურებოდა, გოგოები მის გარეშე რომ ისხდნენ მაგიდის გარშემო და ღიმილითა და გაბრწყინებული თვალებით ცივ ყავას შეექცეოდნენ. -ამ... არაფერი... ვაპირებდი დარეკვას, მაგრამ თოკომ მითხრა... -ნისიმე, არ მაინტერესებს რა გითხრა შენმა საყვარელმა ძმამ,-წარბაწეული ყალბ ღიმილს ჩუქნის მეგობარს,-გაბრიელ, მოდი აქ!-თითები ერთი-მეორეს მიყოლებით შეახო მაგიდის ზედაპირს და ამან ყველა გააოგნა. მხოლოდ თორნიკე უყურებდა ყველაფერს შორიდან და ფიქრობდა, სიმართლე იყო თუ არა თავისი თეორია. -რა გინდა!-მობეზრებით წამოიძახა გაბომ. რა თქმა უნდა, იმაზე არც კი უფიქრია, რომ დანარჩენებისთვის გაეხედა. -აქ მოდი-თქო!-კესოს ხმა გაუმკაცრდა. იგრძნო, როგორ შეეხო მხარზე თორნიკე, შორიდან გაიგო როგორ ჩაილაპარაკა ვიღაცამ რა სჭირსო, თუმცა ვერ მიხვდა ეს რომელი იყო. გაბო ფეხზე ადგა. უცნაურად შეიშმუშნა, თხელი თითები შავ აშჯ შეიცურა და უკან გადაიწია, მერე კი მათიუახლოვდა. -რა გინდა?-ოდნავ გაეღიმა. ყოველთვის უყვარდა კესოს მისი ღიმილი. უყვარდა როცა უჩანდა ორი დიდი კბილი, უყვარდა, როცა მის ლოყებზე პატარა წერტილები ჩნდებოდა, მისი თვალები კი ნათდებოდა. თუმცა ახლა... ახლა სულ სხვა რამეზე ფიქრობდა. -სად არის დათა, გაბო?-ყალბი, ზედმეტად 'ნაგლური' ღიმილით უყურებს კესო ბიჭს. უფროსი კი იბნევა. -არ დაგემშვიდობა..?-ჩუმად ამბობს, ჩამქრალი თვალებით. კესოს ჩაეცინა. თეოს გახედა. -შენც იცოდი?-კიდევ შეეცვალა ქალს სახე. ახლა თითქოს რაღაც სტკოოდა... -რა... რას გულისხმობ?-შეეშინდა. ხო, რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, თეოს შეეშინდა და შიშის ჟრუანტელმა დაუარა ნენესაც. -კარგი მეგობრები იყავით, გაბო, შენ და ლუკა,-თავდახრილმა თქვა. არ მოსწონდა ეს სიტუაცია. თავი ბოროტი მასწავლებელი ეგონა, რომელიც უდანაშაულო მოსწავლეებს უსამართლოდ სჯიდა. ვერ ხედავდა, თუმცა იგრძნო, როგორ წაეშალა სახე გაბოს. -საერთოდ, თქმას აპირებდი?-ხმაჩამწყდარმა იკითხა კესომ,-შენ იცოდი?-ახლა თეოს ახედა და... და მან თავი დაუქნია. აღარაფერი ესმოდა კესოს. თითწოს თავზე ჩამოექცა ყველაფერი, რასაც წლების განმავლობაში აშენებდა. გამომძიებელს უწოდებდა საკუთარ თავს, თუმცა მტერი ვერ იცნო. მტერი, რომელიც უსამართლოდ უახლოვდებოდა და თავს აყვარებდა, ახალშობილზე უდანაშაულო ეგონა. -...მერე ვხედავდი, როგორ გიყურებდა... სულ შენზე ლაპარაკობდა, კესო! შენც გიყვარდებოდა... ხვდები?! ვიღაც გიყვარდა... მე ამას ვერ წაგართმევდი, კესო...-თვალებაცრემლებული გაბო ცდილობდა აეხსნა. ვერ იტანდა იმ ფაქტს, რომ კესოს სტკიოდა... იცოდა, სტკიოდა... მოატყუეს იმ ადამიანებმა, ვისი იმედიც ჰქონდა... -გაჩუმდი!-ქალმა უხმოდ წამოიყვირა და თითქოს ყველამ გაიგო მისი ხმა. იგრძნო, როგორ მოეხვია თორნიკე. გარეთ გავიდეთო, ჩაილაპარაკა და კარისკენ წაიყვანა. -ის აპირებდა თქმას... მაშინ აპირებდა, მამა რომ მოგიკლეს...-კარის დაკეტვამდე მისი ხმა გაიგო. გაიგო და გაჩუმდა. იცოდა, რამე რომ ეთქვა გამტყდარი ხმით გამოააშკარავებდა თავს. იცოდა, ყელში გაჩხერილი ბუშტი გაუსკდებოდა და წყლით სავსე თვალები დაცლას დაიწყებდნენ. არაფერი უთქვამს, თუმცა იცოდა, გაბო ისევ იტყუებოდა! იცოდა, რომ მამამისი ლუკამ მოკლა, ისე, როგორც თაია კალანდაძე და იესე დევდარიანი... თავი 8 უკვე ბნელდებოდა. ზაფხული იწურებოდა და დღეც მოკლდებოდა. ის კი შორიდან უყურებდა წითელი აგურით მოპირკეთებულ სპილოსძვლისფერ შენობას. დიდხანს არ უფიქრია. ეს მაშინ გადაწყვიტა, როცა წინა ღამით დათა გამოააშკარავა. შავ ჩანთას, რომელიც კარგად ეხამებოდა თეთრ კაბას, ხელი ძლიერად მოუჭირა, მეორე ხელით თმა გაისწორა, რომელიც სინამდვილეში საერთოდ არ ჰქონდა გასასწორებელი, მერე კი სახლისკენ წავიდა. ჯერ ზარი დარეკა, მერე რამდენჯერმე ძლიერად დააკაკუნა შინდისფერ კარზე, რომელიც, ღმერთმა იცის, რამდენ ასეთ დარტყმას იტანდა. როცა არავინ გააღო, 'მასპინძელს' მოუხმო. -მარიტა!-ხმამაღლა დაიძახა,-თომა! ვიცი, რომ სახლში ხართ!-კიდევ ერთხელ დაარტყა ხელი კარს,-მარიტა, გამიღე! რამდენიმეწამიანი სიჩუმე ჩამოვარდა, რომელსაც მხოლოდ კესოს სუნთქვა არღვევდა. სიბრაზემ შემოუტია. იცოდა. ზუსტად იცოდა, სახლში იყვნენ და ეს იგნორი აღიზიანებდა. დასამშვიდებლად ღრმად ჩაისუნთქა ჰაერი, მერე თხელი, გრძელი თითები კარის სახელურს ჩაკიდა და გაღება სცადა. გამოუვიდა კიდეც. დიდი, ხის კარი გაიღო და გამოჩნდა ღია, მოვაფდისფრო კედელზე მიყრდნობილი ქერა ქალბატონი-მარიტა დევდარიანი. წამით ისე გაბრაზდა კესო... თითქოს წარმოიდგინა კიდეც როგორ გააწნა სილა მარიტას მარტო იმიტომ, რომ კართან იდგა და მის გაღებაზე არც უფიქრია. მერე იმაზეც დაფიქრდა, რომ ახლა ყველას და ყველაფერს დაადანაშაულებდა, მაგრამ მარიტასა და თომას წყლისფერ თვალებს ვერაფერს მოუხერხებდა. და აქვე გონებაში ამოუტივტივდა მომწვანო, თაფლისფერში გარდამავალი თვალები. შემოდგომა მოაგონდა. ზუსტად! შემოდგომისფერი თვალები ჰქონდა დათას... არა, ლუკას. 'დათას' გონებიდან განსადევნად რამდენჯერმე დაახამხამა თვალები, მერე ნებართვის გარეშე შეაბიჯა სახლში. -დიახ, ქალბატონო კესანე, შეგიძლიათ შემოხვიდეთ,-მარიტამ თვალები გადაატრიალა. კესომ კი ყური არ ათხოვა, პირდაპირ მისაღებისკენ გასწია. -დიახ, მისაღებში შედით. დაბრძანდით, დაისვენეთ,-მობეზრებით გასძახა უკვე სავარძელში ჩასვენებულ კესოს. -მარიტა, გეყოფა!-მკაცრი ხმა ჰქონდა კესოს. ნაბიჯების ხმა გაიგო და ამ ხმის პატრონიც მალევე დაჯდა კესოს წინ. -თუ დააკვირდი სახლში შენ შემომივარდი,-ხელებგადაჯვარედინებული მიეყრდნო მარიტა სავარძლის საზურგეს. -ლუკას სანახავად მოვედი,-წამიერი დუმილის შემდეგ, კესომ გადაწყვიტა მარიტას გამოხტომა დაეიგნორებინა და საქმეზე გადასულიყო. თუმცა უმცროსს მის სიტყვებზე უცნაური რეაქცია ჰქონდა. ჯერ ჩაეცინა, მერე ცისფერი თვალები აუწყლიანდა და ხმამაღლა მოჰყვა სიცილს. გაკვირვებული უყურებდა კესო, როგორ იშორებდა ის ცრემლებს, რომლებიც თვალის კონტურს არც კი გასცდენიან და რომლებიც ვერ გაეგო, სიცილმა გამოიწვია თუ მწუხარებამ. -რა გაცინებს?!-ახლა უკვე კესოსაც მობეზრებული ხმა ჰქონდა. -იცი, არ ვიცი შეამჩნიე თუ არა, მაგრამ სახლის გარშემო ოცამდე პოლიცია იმალება. გარეთ თვალთვალის გარეშე ვერ გავდივართ და დედაჩვენს, რომელიც ლუკას წასვლის შემდეგ საავადმყოფოშია, კართან უდგას სამი მათნაირი,-ფანჯრისკენ ანიშნა კესოს,-რომ შემთხვევით ლუკა ან ვინმე მისი მსგავსი არ შევიდეს პალატაში. ასე რომ, ჩემო ძვირფასო კესო, სხვა დროს კარგად გათვალე ვისი ნახვა გინდა და როდის. სიტყვით გამოსვლა დაასრულა მარიტამ და ფეხზე ადგა. სამზარეულოში გავიდა. წყალი უნდა დაელია, როცა კესოს ხმა გაიგო. -რატომაა დედათქვენი საავადმყოფოში? -რა?-მარიტა ახლა მისაღებში გამობრუნდა და ხელებგადაჯვარედინებული, მომცინარი სახით მიაჩერდა 'სტუმარს'. კესო კი მხოლოდ ახლა აკვირდებოდა მის კოსად შეკრულ, აჩეჩილ თმას, ჩაშავებულ წრეებს ცისფერი თვალების გარშემო, ხელებს, რომლებიც, მიუხედავად იმისა, რომ მალავდა, შესამჩნევად უკანკალებდა. ღიმილი კი... ეს ღიმილი იმდემად უცნაური იყო... და საშიში. -რა დაემართა...-ძლივს ამოიღო ხმა. -ინსულტი. ქმარი შვილმა მოუკლა თვალწინ და მაინც... უდანაშაულოდ თვლის შვილს, რომელიც, ალბათ, უკვე ღია ჭრილობით დადის თბილისის ქუჩებში და თავის გადარჩენას ცდილობს. და კესოს აღარ ახსოვს ამის მერე რა მოხდა. იქნებ კიდევ დიდხანს ესაუბრებოდა მარიტას, ან იქნებ თბილისის ქუჩებში 'დასეირნობდა', ისე, როგორც ლუკა. საბოლოოდ, როცა გამოფხიზლდა, უკვე თეთრ კედლებს შორის, ნაცრისფერი კარის წინ იდგა და უყურებდა მასთან მდგარ ცისფერთვალება ბიჭს. -მე კესანე ორბელიანი ვარ,-ქალმა ბიჭს ხელი გაუწოდა და დამწუხსებული სახით დაამატა,-კესო. -მახსოვხართ,-ბიჭმა თვალი ააროდა წინ მდგომს. აშკარად, აქაც არასასურველი სტუმარი იყო კესო და გრძნობდა ამას. -ქალბატონი ნინოს ნახვა... -არ შეიძლება,-ბიჭმა თავის მცირე მოძრაობით ანიშნა კესოს კარის წინ, სკამზე მჯდარ ორ მამაკაცზე. ქალმა თავი დახარა. ღრმად ჩაისუნთქა, თითქოს ისევ თავი დაიმშვიდა. მერე ისევ მას ახედა. -თომა, მე... -თქვენი ადგილი აქ არ არის,-იმდენად ცივი იყო ბიჭი... აქამდეც ჰყავდა ნანახი კესოს ის, თუმცა ეს... ეს არ შეუმჩნევია. პატარა ბავშვს ჰგავდა მაშინ. ახლა კი.. -უბრალოდ რაღაცის კითხვა მინდოდა,-მშვიდად საუბრობდა კესო. თითქოს საკუთარ თავს ადანაშაულებდა ლუკას გაქცევაში. ასეც იყო. ლუკამ ორი კვირა გაატარა მასთან, ყოველ ღამე მის გვერდით იყო და დიდებული გამომძიებელი ვერაფერს მიხვდა! -გამომძიებელი უკვე ჩაერთო ამ საქმეში და რამდენადაც სამწუხარო არ უნდა იყოს, ის თქვენ არ ხართ. თომამ ქალს ზურგი აქცია და დერეფანში სიარულს მოყვა. კესო ერთხანს კიდევ იდგა ნაცრისფერი კარის წინ და უყურებდა ბიჭს. გამხდარი თითქოს კიდევ უფრო იყო ჩამომხმარი, ახლადამოსულ წვერს დაეფარა მის სახეზე გამოხატული შიში, მისი თვალები კი თითქოს რაღაცას ელოდნენ... და კესომ იფიქრა, რომ ისიც სწორედ იმავეს ელოდა... სახლში რომ მივიდა ჯერ კიდევ იმაზე ფიქრობდა, რაც მაშინ იგრძნო. ჯერ დევდარიანების სახლიდან გამოსვლისას, მერე კი საავადმყოფოს დატოვებისას. გრძნობდა, რომ ვიღაც უყურებდა. ვიღაც ნაცნობი... და ეს მონატრებული მზერა კიდევ დიდხანს უწვავდა კესოს ზურგს. იმ ღამის მერე აღარ ფიქრობდა ლუკაზე. არა, სისულელეა... შეიძლება უფრო მეტსაც კი ფიქრობდა მის შემოდგომისფერ თვალებზე. ბრაზდებოდა, რომ მოტყუვდა და ფიქრობდა, როგორ უნდა დაეკავებინათ ის. თუმცა ფანჯარასთან აღარ ელოდა. და ახლა სრულიად მარტო გრძნობდა თავს: მეგობრებს ეჩხუბა, სამსახური დატოვა, მამა დაკარგა და... და დათაც წავიდა. დათა, რომელიც ლუკა ყოფილა! ასე გავიდა კიდევ ერთი კვირა. კიდევ შვიდი უძილო ღამე და მარტოობით სავსე დღე. და ამის შემდეგ 15 აგვისტოც მოახლოვდა. ალბათ, არასდროს ჰქონია ასეთი უცნაური დაბადების დღის სამზადისი. უბრალოდ იჯდა და სიახლეებს ისმენდა ტელევიზორში. საინტერესოა-აქამდე არასდროს იზიდავდა ეს... ახლა კი მთელი ინტერესით შესცქეროდა ეკრანს და ვერც გაიგო, როგორ მიუახლოვდა საათის სამივე ისარი თორმეტს. მიუახლოვდა და ბინის კარზეც დარეკა ზარმა. კესომ იგრძნო, რომ არ იყო მარტო. გაიგო ხმა, თვალები დააჭყიტა. უხაროდა? რა თქმა უნდა! ვინც არ უნდა ყოფილიყო... თუმცა, არა... ყველას ნახვა არ გაუხარდებოდა. ათი წამიც არ გასულა, ზარი კიდევ ერთხელ დარეკეს, მერე კი კაკუნიც გაისმა. კესო ფეხზე ადგა. კარს მიუახლოვდა. და ისე გამოაღო, რომ ჭუჭრუტანაში არც კი გაუხედავს. დაინახა... დაინახა თუ არა, ღიმილი გამოესახა სახეზე... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.