შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

პატარა საქართველოს დიდი თბილისი თავი2-3


14-07-2019, 12:58
ავტორი kim-analisa
ნანახია 1 261

თბილისი, თბილისი... რადგან ისევ ამ მშვენიერ ადგილზე ვსაუბრობთ მოგვიწევს ისევ თორელებს შევეხოთ.. დიად თორელებს ბევრი ჰყავს მტერი, ბევრად მეტი ვიდრე მეგობარი. თუმცა მტრებს არ შესწევთ ძალა შეეჭიდონ ქალაქის მეფეებს. არა ყველას... თბილისი დიდია, საქართველოსთვის მართლაც რომ დიდია, თუმცა არც იმდენად რომ ორმა ოჯახმა მართოს. ამიტომაც არიან მხოლოდ თორელები. მართალია პრეზიდენტის რეზიდენცია არ უკავიათ, თუმცა ნუთუ რეზიდენციაზე ბევრად უკეთესი არაა თორელების სასახლე?... ულამაზესი ადგილია. საოცრად დაპროექტებული და წარმოუდგენლად ეული.. უკვე წლებია მხოლოდ ლალი, ზოგჯერ კი ვასილ და ლექსო თორელები ცხოვრობდნენ იქ. არავის უფრთხიან, მითუმეტეს ჟურნალისტებს. ალბათ ამიტომაც არ მალავენ თუ როგორი თავისუფლები არიან. ვერავინ აშინებს მათ. ვერც კრიმინალები და ვერც პოლიტიკოსები... მეტის მეტად ძლიერები ჩანან არა?.. თუმცა ძლიერება არაა მხოლოდ შიშის ზარს სცემდე ყველას.

****

ერთი კვირაა რაც მშობლიურ მხარეს დაუბრუნდა. ამ დროის განმავლობაში ნოსტალგიას ნამდვილად არ შეუპყვრია. არც საყვარელი ადგილების მონახულება დაუწყია და არც ძველ ნაცნობებს სტუმრებია. ძირითადად სახლში იყო, მხოლოდ საღამოობით ტოვებდა თავის ბუნაგს და გარე სამყაროს უერთდებოდა. დღესაც ასე მოიქცა, ხვალიდან ოფიციალურად უნდა შეუდგეს მუშაობას ამიტომ წინასწარ გადაწყვიტა განტვირთვა.. კლუბში შევიდა თუ არა " მოცეკვავე" ახლაგაზრდებს თვალი მოავლო. იცოდა იქ მისი ნაცნობი და მითუმეტეს მეგობარი არავინ იქნებოდა. არ ჰყავს ეს წყეული მეგობრები და იქ ვინ უნდა ეპოვა? მთელი ცხოვრება ლექსოზე ახლობელი არავინ ჰყოლია და რომ ჰკითხო არც სჭირდება... ბართან ჩამოჯდა, ისე რომ მთელი დარბაზისთვის შეძლებოდა თვალის მოვლება და ბარმენს შეკვეთა მისცა. ეს კლუბი დღეს გაიხსნა და ეტყობოდა კიდეც. უბრალოდ თვალიერება დიდი ხანია შეწყვიტა, ახლა უკვე " მსხვერპლს" ეძებდა, როდესაც ნაცნობი წითური თმა შენიშნა რომელიც მთელი მონდომებით ეკვროდა ვიღაცის სხეულს - ეს ძუ*ნა! - სხეული ბრაზისგან დაეჭიმა. ქალი მთელი კვირა გადაკარგული იყო, ახლა კი ამ ფოორმაში მისმა დანახვამ საშინლად გააღიზიანა. ფეხზე სწრაფად წამოიჭრა, მისკენ გადადგა რამოდენიმე ნაბიჯი და სხეულზე სითხის შესხმაც იგრძნო - ჯანდაბა!
- ბრმა ხარ ბიძაჩემო? გზა თუ აგებნა დაცვას დავუძახოთ - მაშინვე შემოესმა წკრიალა ხმა და ერთი წამით სიამოვნებისგან თვალები დახუჭა, თუმცა როდესაც გაიაზრა რა უთხრეს თავისი მ
ლირჯი თვალები ავის მომასწავლებლად მიანათა გოგონას. საშინელი განათების მიუხედავად შეძლო წარბ აწეული გოგონასთვის თვალი შეევლო. მისმა მადის ამღძვრელმა ფორმებმა სწრაფადვე გადააფიქრებინეს გოგოს მოკვლა, თუმცა არა დასჯა. თავის აზრებზე ჩაეცინა და გოგოს დიდ ცისფერ თვალებში ჩააშტერდა - შენი სახელი?
- რა საჭიროა რომ იცოდე? - გოგონას მაცდურმა ღიმილმა მიახვედრა რომ ისიც იგივეზე ფიქრობდა რაზეც თავად. ხელი სწრაფად ჩაავლო და ყველა უკან მოიტოვა. მათ შორის თვალებ აწყლიანებული წითურიც...

****

საწოლზე მოწყვეტით დაეცა და გვერდით მყოფ გოგონას გადახედა, რომელიც უკვე საწოლზე წამომჯდარიყო - საით? - წამოიწია და გოგოს ყავისფერ, გრძელ თმებს " წაეთამაშა" - ჩემი წასვლის დროა - საკმაოდ მკაცრად წარმოთქვა და წასასვლელად მოემზადა - შეგიძლია დარჩე, გვიანია - წარმოუდგენლად მშვიდი ტონით წარმოთქვა და ზურგი აქცია გოგონას, მან კი თვალები მობეზრებით აატრიალა - საჭირო არაა მოწყალება თორელო, ვერ წარმოიდგენ და სახლი მაქ. რაც გვინდოდა ორივემ მივიღეთ. დროა დავიშალოთ - საკმაოდ უდარდელად წარმოთქვა თავისი მონოლოგი, თმა გაისწორა და ოთახი დატოვა - მოიცადე! თავიდანვე იცოდი ვინც ვიყავი? - მამაკაცი სწრაფად წამოდგა ფეხზე, გასასვლელისკენ დაძრულ გოგონას დაეწია და ხელი მაგრად წაავლო - ხო, მერე რა? მეგონა თორელებს ეგეთები მაგრად გეკიდათ? თან ამხელა კაცს გარჩევებს ხომ არ დაგიწყებდი? სად გაქ ახლა შენ მაგდენი დრო - გოგონას თავისივე სიტყვებზე სიცილი აუტყდა, თუმცა კისკისი კივილში გადაეზარდა როდესაც თორელმა თმებში წაავლო ხელი - ახლა კარგად მიყურე პატარა ბ*ზო. " უცხო ბიძიებს არ უნდა ელაპარაკო" - ს გაკვეთილი არ უნდა გამოგეტოვებინა...

****

ადრე გაიღვიძა. უფრო სწორად საერთოდ არ ძინებია იმ პატარა ძ*კნას გამო. თავადაც არ ესმის ასე რამ მოუშალა ნერვები. იმ გოგოს ისეთი არაფერი უთქვამს... გოგონაზე ფიქრისას თავის და უნებურად გაახსენდა მოცეკვავე წითელთმიანი და ტელეფონი ხელში შეათამაშა, თუმცა მოგონებებში ვიღაც უცნობიც ამოტივტივდა, რომელსაც ეს სულელი ქალი ეცეკვებოდა. ისევ იგრძნო როგორ მოაწვა გაბრაზება. თავზე თითქოს ვიღაც მთელი ძალით უჭერდა ხელებს.. მაგრამ ყველაფერი წამში გაქრა როდესაც იმ თავხედი გოგოს ცისფერი თვალები გაახსენდა - რა თქვა, რა მქვიაო?...




თავი 3

თორელები, სამეფო გვარი. თუმცა არა ერთადერთი. ბევრს შიშის ზარს სცემენ, მაგრამ არა ყველას.. კიდევ ვინ არიან? ვის არ ეშინია თორელების? არის ერთი... თბილისი, აქ უამრავი მშვენიერი ადგილია, მაგალითად სამება. ულამაზესია.. მეტად ავღწერო? რატომ? ახლა არ თქვათ ნანახი არ გვაქო.. რატომ დავიწყე ამ ადგილით? დღეს აქ გვარების კურთხევაა, ოღონდ მე ერთ კონკრეტულ გვარზე ვსაუბრობ... არა, არა არ იფიქროთ რომ ისევ მათზე. დიადი თორელები ეკლესიურები ნამდვილად არ არიან. ხოო ეხმარებიან ეკლესიას, მაგრამ არ ჯერათ რომ ლოცვა გადაარჩენთ, მოქმედება ურჩევნიათ. აი ისევ მათზე დავიწყე არა და სხვებზე უნდა მესაუბრა.. ვინ სხვებზე? მოკლედ.. გაზდელიანები. წარმოუდგენლად კეთილშობილები, ეკლესიურები.. ახლაც დგანან ეკლესიაში, სანთლებით ხელში, თავ დახრილები და მთელი გულით „ ლოცულობენ"... თორელებთან შეჯიბრი ნამდვილად არასდროს მობეზრდებათ.. ეს მანამ გაგრძელდება სანამ მიწაზე მთელი ძალით არ დაენარცხებიან ან არ გაიმარჯვებენ...

****

ეკლესიიდან გამოსული გაზდელიანების უზარმაზარი ოჯახი პირდაპირ სახლისკენ დაიძრა.. სახლში შეკრებილების უმეტესობა საკუთარ საქმეს აკეთებდა და დანარჩენებს არც იმჩნევდა.. - რაზე საუბრობენ? - ნახევარ საათში უკვე 30- ჯერ დასვა ქალმა ეს კითხვა და წინ და უკან სიარულს მოჰყვა. სავარძელში მყოფმა თვალები აატრიალა და მხოლოდ ერთი წამით გაიხედა კიბეებისკენ, რომლის დასარულს პირდაპირ იყო დიდი ყავისფერი კარები. - მე ვის ველაპარაკები? - აშკარაა გადაწყვიტა ჯავრი მასზე იყაროს, რადგან მხოლოდ სასწაულით თუ გაიგებს ოდესმე რაზე საუბრობენ ოთახში მყოფები - მეე თინა? - მშვიდი ტონი და ირონიული ღიმილი შეაგება ქალს რომელიც ცოტაც და თმებს დაიპუტავდა - სად ბრძანდებოდი? - მაინც არ ეშვებოდა ქალბატონი თინა საყვარელ გერს - აქვე
- ეგ რას ნიშნავს? ჩვენთან ერთად რატომ არ იყავი?
- როდის მერე ითვლება მიზან შეწონილად ხალხში ჩემნაირ ნაბ*ჭვართან ერთად გამოჩენა? - ქალმა დროის გასაყვანად მომარჯვებული ჟურნალი მაგიდაზე დააგდო და " საყვარელ" დედინაცვალს წინ აესვეტა - პასუხები მუდამ მზად გაქვს ბ*ზი დედაშენივით. იმის მაგივრად დაგვიჩოქო და ყველას ფეხები გვიკოცნო დამდგარხარ აქ ქალბატონივით და მეტლიკინები - ქალბატონი თინა ირონიულ ღიმილს არ იშორებდა, წითელ თმიანს კი სიმწრის ღიმილი მოჰფენოდა სახეზე და სადაცაა გასკდებოდა - ვიკა! - მეორე სართულიდან, ბოხი ხმით წარმოთქმულმა მისმა სახელმა სახე წამში აუმჟავა - თავი დახარა და ნელა ახედა მამაკაცს, რომელიც თან კიბეებზე ჩამოდიოდა და თან სალანძღავ ტექსტს ამზადებდა - სად იყავი? - წინ გადმოყრილი წითელი თმა უკან გადიწია და ოთახში ახლახანს შესულებს კარგად დააკვირდა.. არავინ, საერთოდ არავინ იყო გაზდელიანების უზარმაზარ, დიდებულ ოჯახში ისეთი ვინც მას დაიცავდა.. უკვე აღარავინ.. - ჯობს თინას მოახსენო რაზე ბჭობდით, თორემ სადაცაა გასკდება. მე სად ვიყავი და რატომ მოგვიანებით განვიხილოთ
- რა თქმა უნდა, გაიქეცი. შეგიძლია დაიკიდო ოჯახი და მისი პრობლემები და მოგვაკითხო ისევ მაშინ როცა ფული შემოგაკლდება - ამჯერად კუთხეში, ჩუმად მდგარმა ქერა გოგონამ დაიწყო მისი გაკიცხვა - ლიკუნა თითქოს შენ ფულის გარდა სხვა მიზეზი გაქვს აქ რომ ჩერდები და ჩემ ძვირფას ძმას იტან
- ვიკა! - ზიზღით სავსე თვალებთ მოათვალიერა მთელი ოთახი და გასასვლელისკენ დაიძრა... - სად ჯანდაბაშია ეს ტელეფონი? - მანქანაში სწრაფად მოკალათდა და მობილურის ძებნა დაიწყო. სასურველი ნომერი კონტაქტებში მოძებნა და მაშინვე დარეკა - მიპასუხე, მიპასუხე თორელო...


****

მთელი დღე სამსახურში გაატარა. საქმეებში თავიდან ბოლომდე ჩაფლულს არც ლურჯ თვალება უცნობი გახსენებია და არც " მოღალატე" წითური. გვიანი საღამო ნამდვილად არ ყოფილა თუმცა ამ დროს სამსახურში აღარ უნდა ყოფილიყო.. ფურცლებს დასჩერებოდა თან რაღაც შენიშვნებს იწერდა კარები ყოველგვარი ნებართვის გარეშე რომ შეუნგრიეს - თორელო! ძალიან ბევრს მუშაობ. ასე გაგიჟდები ძმაო.- ძალიან ბედნიერი ხმით საუბრობდა უმცროსი თორელი - თუმცა შენიც მესმის. ისეთ ასაკში ხარ სხვა არაფერი აღარ შეგიძლია, ზიხარ და მუშაობ - ბოლომდე ღიმილით უსმენდა ძმის მონოლოგს, თუმცა ბოლოს გაბრაზებული მზერით მაინც დაასაჩუქრა - რას გადაეკიდე ამ ჩემ ასაკს ღლაპო? და საერთოდ რას აკეთებ აქ? - კითხვას კითხვა დაამატა როდესაც კედელზე დაკიდებულ საათს დააკვირდა. შემდეგ კი ძმის ღრმა ამოოხრება გაიგონა - რა?
- სოფიოს უნდა შევხვედროდი, თუმცა საქმე გამოუჩნდა - ჩუმად, მაგრამ ძმისთვის გასაგონად ჩაილაპარაკა. მას კი მაშინვე სიცილი აუტყდა - ოუ გადაგაგდეს ჩემო ცხოვრებავ?
- იოანე! გაგიფენ უნამუსო ვიყო! - ბიჭმა უფროს ძმას თვალები დაუბრიალა და შემდეგ მაგიდაზე დაყრილი საბუთებიდან ერთ- ერთი აართვა - თურქებთან დასადებ კონტრაქტს ამუშავებ? - წარბ აწევით იკითხა უკვე კომფორტულად მოკალათებულმა და უფროსი ძმისგან ჩუმი თანხმობის მიღების შემდეგ ისევ საბუთებს დახედა - რატომ? ეს ხომ უკვე დაამუშავეს და დასრულებული ვარიანტი წარუდგინეს ვასილს - ფურცლები მაგიდაზე დაყარა. ფეხზე წამოდგა და სიგარეტის კოლოფიდან ერთი ღერი ამოაძვრინა
- შეცდომები ვიპოვე და გადავწყვიტე ყველაფერი თავიდან დამემუშავებინდა - ყველაფერი სწრაფად ახსნა და ძმას გვერდიტ ამოუდგა - რაც გინდა ის ქენი, მაგრამ ისეც ნუ იზამ რომ მთელი კომპანიის საქმეები შენ აკეთო. რა? რა ნაირად მიყურებ ძმობას გაფიცებ? - უმცროსმა თორელმა ტუჩბთან მიტანილი სიგარეტის ღერი დაბლა დასწია და ძმის უცნაურ სახეზე გაიცინა - შენობაში მოწევა არ შეიძლება ლექსო! - კაცმა მთელი სერიოზულობით წარმოთქვა სიტყვები, რაზეც ბიჭს სიცილი აუტყდა - შენობა ჩვენია და რასაც გვინდა იმას ვიზამთ - თუმცა იოანეს სახე არ შეცვლია და ბიჭიც მაშინვე დაწყნარდა - ატრ*კებ? - ღიმილით იკითხა - შენობაში მარტო მოწევა არ შიძლება ლექსო! - ძლივს შეკავებული სიცილი წასკდა თორელს და ძმას სიგარეტის კოლოფი ხელიდან აართვა - მაგარი ს*რი ხარ შენ ძმობას ვფიცავარ!
- ოფფ - " ნაწყენი" ძმის სიტყვები დააიგნორა და ამღერებულ მობილურს დახედა. მაშინვე შეეცვალა სახე და ეს ლექსოსაც არ გამორჩენია - რა მოხდა?.. ე ბიჭო თქვი!
- არაფერი - წყნარად ჩაილაპარაკა და მობილური ჯიბეში ჩააცურა - წამო, წავიდეთ...


****

- ნაბ*ჭვარი ხარ თორელო! - ბოლო ხმაზე იკივლა და საფლავის წინ ჩაიკეცა - ამ ყველაფერს არ შევარჩენ.. გპირდები...




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent