ძმები (თავი 7)
ალბათ ვისაც გამოუცდია ეცოდინება, რომ არაფერია დედასთვის იმაზე რთული, ვიდრე თეთრ კედლებში ჯდომა და თეთრ ხალათიანი კაცის ლოდინი როდის გეტყვის გააგრძელებ ცხოვრებას თუ კვდები. ასე იჯდა თამარიც, გვერდით ლამის აცრემლებული ქმარი ეჯდა, მეორე შვილი კი ნენეზე ჩახუტებული გაყინული მზერით მიმჯდარიყო თეთრ კედელთან. ორი დღე ისე გავიდა წესიერი ინფორმაცია არ მიუღიათ, ვერავინ ვერაფერს ამბობდა, მხოლოდ ის იცოდა, რომ მისი შვილი სიცოცხლეს ებღაუჭებოდა. -ყიფიანთან ვინც არის გამომყევით_გაისმა მეოთხე დღეს როგორც იქნა ნანატრი წინადადება, თუმცა პალატის ნაცვლად ექიმის კაბინეტში აღმოჩნდნენ. -პირველ რიგში მაპატიეთ, რომ ამდენი დღე დაჭირდა რაიმეს გარკვევას, მაგრამ სიტუაცია საკმაოდ არეული იყო და დრო სჭირდებოდა. -ახლა რა გაარკვიეთ_მზერა დაეძაბა იოანეს -როგორც იცით თქვენს ძმას ოთხი ტყვია მოხვდა, ამათგან ორი გამავალი ჭრილობა იყო და სწორედ ამან მოიყვანა აქამდე, მესამემ ფილტვი დაუზიანა, მეოთხემ კი გულთან საკმაოდ ახლოს გაიარა. -ღმერთო_ამოიქვითნა თამარმა და ცხვირსახოცი სახეზე აიფარა. -მაგითი რისი თქმა გინდათ?_კბილები გააღჭიალა ტყუპმა -იმისი, რომ მოთმინება უნდა იქონიოთ_ხელები გაშალა ექიმმა -ახლა დროის გარდა არაფერი გვჭირდება, ოთხი ოპერაცია გაუკეთდა, სისხლი გადავუსხით, ამიერიდან ყველაფერი მასზე და მის ორგანიზმზეა დამოკიდებული_თანაგრძნობით გადახედა პაციენტის ოჯახს და გაბრიელის ისტორია დახურა. მეხუთე დღე დაიწყო რაც ოჯახი საავადმყოფოში გადაცხოვრდა, მნახველებს ნამდვილად არ უჩიოდნენ, რეანიმაციასთან დაცვა იყო მობილიზებული, დაჩი თაბაგარი კი დღე არ გადიოდა მათ სანახავად არ მისულიყო. ტყუპი ადგილიდან ფეხს არ იცვლიდა სანამ უფროსმა ლამის მთელი ხმით არ უღრიალა -იოანე, მორჩი ძმის დატირებას, ცოცხალია გესმის? იმის ნაცვლად დამნაშავეები იპოვო აქ ზიხარ და მოთქვამ, გამოფხიზლდი გასაგებია? ისინი ახლაც თავისუფლად დასეირნობენ. ამის შემდეგ ბიჭს ბევრი აღარ უფიქრია, მალევე მიადგა განყოფილებას და თავის მაგიდას მიუჯდა. მთელი ძალით ეცადა მეორე მაგიდისკენ თვალი არ გაქცეოდა და კონცენტრირება საქმეზე მოეხდინა. -მამუკა, რა ხდებოდა ეს დღეები? _მალევე წამოადგა თავზე მისი დანახვით დაბნეულ კაცს. -მაღლაფერიძე გაქრა_მხრები აიჩეჩა კაცმა და ისევ ეკრანს მიუბრუნდა. -წითური ქალბატონი მაინტერესებს. -იოანე, ხომ იცი გაბრიელმა თვალთვალი არ დააწესა, მე კი ჩემი სურვილით კიდევ ერთი კლიენტი არ მომიმატებია._გვერდულად გადმოხედა ბიჭს. -და რა? ხუთი დღე ისე გავიდა არც დაინტერესებულხარ არაფრით? იქნებ მოკლეს და სადმე ხიდიდან გადააგდეს, ან გაქრა და არავინ ყავს ძებნა რომ გამოაცხადოს? ის ხომ მთავარი ფიგურაა. გაბრიელმა კაცი არ მიუჩინა უკან რომ ზდიოს თორემ თვალი არ მიადევნოო არ უთქვამს. ჯანდაბა_მოსაცმლის ჩაცმით გავიდა ოთახიდან და გაყინული მამუკა დატოვა. ასეთ მდგომარეობაში პირველად იყო, თვალი რომ გაახილა და თეთრ კედლებს შეხედა მაშინვე მიხვდა სადაც იყო. ნელნელა კი მომხდარიც გაახსენდა. ვერ იტირა, ალბათ იქ, იმ ცივ იატაკზე დატოვა ცრემლების მთელი მარაგი მუდარის დროს რომ მოდიოდა. მაინც არავის შუმჩნევია, მაინც არავის ჩაუგდია რამედ, მაინც ის გაუკეთეს რაც უნდოდათ და შემდეგ ისე გადააგდეს თითქოს რამე ნივთი ყოფილიყო. არც ექიმებთან გამოუდია თავი ლაპარაკით გაოცებული სახეებით რომ დაჰყურებდნენ, არც მოსულ პოლიციასთან უთქვამს რამე, სამი დღის შემდეგ კი უბრალოდ ჩიცვა და ის ცივი კედლები დატოვა, ერჩივნა სახლში გაეგრძელებინა საკუთარი თავის მოვლა. ორი დღე აცადეს სიმშვიდე, მხოლოდ ორი დღე, მესამე დღეს კი კარებზე მთელი ძალით დაიწყო ვიღაცამ ბრახუნი. გამწარებული აკაკუნებდა იოანე ქალის კარებზე და ელოდა როდის გაუღებდნენ, მაგრამ მასპინძელი აგვიანებდა. ბოლოს, როცა უკვე მძიმე ბრახუნზე გადავიდა ეღირსა და კარიც გაიღო. საკითხავი სიტყვები სახეზე მიეყინა ბიჭს წინ ისეთი სურათი დახვდა. სადღა იყო ის ხალისიანი და მიმზიდველი წითური, რომელიც რამდენიმე კვირის წინ გაიცნო.აბურდული თმები დაუდევრად აეწია კოსად, ალბათ არც კი შეუხედავს რას იცმევდა იმდენად შეუსაბამოდ ეცვა, თვალები გაშავებოდა და ჩაცვენოდა, სახეზე გათეთრებულიყო და ავადმყოფის იერი ყველანაირ სილამაზეს ფარავდა. -პირი დამუწე ბატონო გამომძიებელო, ბევრი ბუზის გადაყლაპვამ კუჭის აშლა იცის_სიგარეტიანი ხელით მიბრუნდა ოთახში გოგო და დივნისკენ წავიდა. ფეხი მოხარა და უნდოდა ჩვეულებრივ დამჯდარიყო, მაგრამ იოანემ დაინახა აწევისას როგორ შეეჭმუხნა სახე ქალს და სულ სხვანაირად სცადა დამჯდარიყო. -რა მოხდა?_ძლივს ამოიღო ხმა ბიჭმა -ოჰ, პოლიციასაც გავახსენდიი, ახლა სად არის შენი ძმა დაცვას რომ მთავაზობდა?_სიმწრით ჩაეცინა ლილუს. -რეანიმაციაში_მოგუდულმა თქვა ტყუპმა. -ვუთხარი არ ჩარეულიყო_მხრები სულერთიას ნიშნად აიჩეჩა გოგომ და ახალ ღერს მოუკიდა. -რა მოხდა? -არამგონია ეს შენი საქმე იყოს, უკვე საკმარისად დამეხმარეთ, თქვი თუ რამე გაქვს სათქმელი თუარადა აა*ვიე აქედან_ძველებური ლილუ ჩანდა მოელვარე თვალებში. -შენ ახლა გამომძიებელს სიტყვიერ შეურაცყოფას აყენებ_წარბი აწია იოანემ. -დიდი რამე, მე უკვე ყველანაირი შეურაცყოფა მომაყენეს, ასე რომ სიმართლე რომ გითხრა, შენც მკი*იხარ, შენი ძმაც და მთელი პოლიცია, სუყველა ჯანდაბაშიც წასულხართ, მაშინ სად იყავით როცა მჭირდებოდით? ახლა რაც გინდათ ის ქენით. კარგად ბრძანდებოდე_ხელის მირტყმით გააგდო გაოგნებული იოანე გარეთ და კარიც ცხვირწინ მიუხურა. დრო იყო ცხოვრების ეს ეტაპი დაემთავრებინა. -მამუკა, გაიგე ამ გოგოს რა დაემართა და ერთ საათში კაბინეტში მთელი ისტორია მედოს. -უკვე გავიგე იოანე, ჯობია მალე მოხვიდე_მძიმე ხმა ქონდა კაცს. -ამის დედაც_გათიშვა ძლივს მოასწრო მანქანა რომ დაქოქა თან და სამსახურში დაბრუნდა. -ექიმო ახალი რა არის?_სახე წაეშალა თამარს ექიმის წარბეშეკრული სახის დანახვისას. -დიახ, ქალბატონო თამარ, სამწუხაროდ, არც ისე კარგი, ტკივილის გამო თქვენი შვილის ხელოვნურ კომაში ჩაგდება დაგვჭირდა. ეს 2-3 დღე გაგრძელდება შემდეგ კი თუ გონზე მოვიდა ყველაფერი კარგად იქნება. -და თუ არ მოვიდა_ჩურჩულად ამოთქვა ქალმა. -სამწუხაროდ ვეღარ დავეხმარებით. -მამუკა, გამაგებინე რა დაემართა ამ გოგოს._მაშინვე კაცის კაბინეტს მიადგა იოანე. -კარგი არაფერი, საავადმყოფოდან ისტორიის ასლი მივიღე, ექიმი არ ვარ მაგრამ აი ნახე,მთელ სხეულზე დალურჯებები, მკერდთან ნაკბენები, წარბი გახეთქილი, ერთი ნეკნი გაბზარული და რაც მთავარია_ხმა დაუდაბლდა კაცს -სა*ო გაუკერეს და რამდენიმე შიგნითვე შერჩენილი პრე***ტივი ამოუღეს_ნერწყვი გადაყლაპა მამუკა. -ჯანდაბააა_თავი მოიქექა ბიჭმაც -გააუ*ატიურეს, აი რატომაა ასეთ დღეში. ამის დედაც. ასე ვინ გაიმეტა. -ეგ უკვე გამომძიებლების საქმეაა_წარბი აუწია კაცმა და მიახვედრა ნაწყენი რომ იყო. -გეყოს, ხომ იცი შეგეშალა, თლად უყურადღებოდ არ უნდა დაგეტოვებინა, ხომ ნახე რამდენიმე დღეში რაები მოხდა. წავედი საქმეს მივხედე, ახლა მაინც მიაქციე ყურადღება_ბეჭეებზე დაკრა ხელი კაცს და თავის კაბინეტს მიაშურა. სათვალთვალო კამერები უნდა შეემოწმებინა, იქნებ სადმე მაღლაფერიძე ან მისი დამქაში გამოეჭირა, თორემ ხელთ ისედაც არაფერი ქონდა. -გამარჯობა ლილუ_ტანში გაცრა ქალს ნაცნობი ამაზრზენი ხხმის გაგონებისას. -რა გინდა? -პირობა არ დაგავიწყდეს საყვარელო. -რეანიმაციაშია. -ესეიგი გადარჩა ეგ , არაუშავს შენ ტყუილა მყავხარ? ხომ გახსოვს თუ არ დამიჯერებ რაც მოხდება? როგორც კი გამოწერენ მაშინვე შეუდგები საქმეს, არ დაგავიწყდეს ორივე ძმა მჭირდება._წყვეტილ ზუმერზე ღრმად ამოიოხრა გოგომ და მთელი ხუთი დღის ნაგროვები ცრემლები ისტერიკის თანხლებით დაცალა. ---------------------------------- მაპატიეთ, ვიცი ეს თავი არ მოგეწონებათ, ისე ცუდ ხასიათზე ვიყავი ეს ორი დღე მეც არ ვიცი რა დავწერე, აუცილებლად გამოვასწორებ... <3 |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.