შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ცხოვრებავ, მეხუმრები ხო? (თავი 2)


17-07-2019, 15:04
ავტორი Yavista
ნანახია 1 213

-ნია ჩაჯექი მანქანაში მეთქი- ფიქრებიდან ისევ ამ მუტანტის ხმამ გამომიყვანა.
-რა ჭირი და დოზანა გინდა რას გადამეკიდე ვაფშე ვინხარ და რაუფლებით ამბობ რო მე შენი საცოლევარ და საერთოდ მე რას ვაკეთებდი იმ მაღაზიაში რო შევედი და საერთოდ რატო წამოვედი, ნეტა ღვინის ბოთლი სადღა დავკარგე ,ახლა რა გავაკეთო დედაჩემი მომკლავს ეს კომბინიზონიც სულ გამიჭუჭყიანდა შენ რო ძირს დამაგდე მაგის გამო და მეკიდე რას ვდგავარ აქ და ვაფშე რატო გელაპარაკები მაგასაც ვერვხვდები. და საერთოდ ჩემი სახელი შენ რატო იცი?- ერთიანად მივაყარე გაბრაზებულ გულზე ,ფეხის ტკივილმა თავი გამახსენა და დავიკლაკნე პირდაპირი მნიშვნელობით.
-თუ დაამთავრე შეგიძლია ჩაჯდე მანქანაში და ყველაფერს გაიგებ.- მშვიდი და გაწონასწორებული ხმით საუბრობდა მამაკაცი.
-არ მინდა, ადამიანი არ ხარ? გამანებე თავი ,დავიჯერო გოგოები დაილია ამ ქვეყანაზე და მაინც და მაინც მე უნდა გადამეკიდო ამხელა ვირი?- სრულიად შემთხვევით წამოცდენა და მისი გაბრაზებული მზერის და დაძარღვული კისერის გამოჩენა ერთი იყო. მანქანა გააჩერა და გაბრაზებული გადმოვიდა. მე ნელნელა უკან უკან ვიწყე სვლა. შემდეგ ერთიანად შევბრუნდი ისე რომ კისკენ ზურგით ვიდექი და ისე გავაგრძელე გზა თითქოს არ მანაღვლებდა ჩემს უკან რომ მოდიოდა. 10 წუთის მერე ისე ავუჩქარე ნაბიჯს ვეღარც კი მივხვდი ვის სახლში შევდიოდი გამწარებული, ის მახსოვს მხოლოდ რომ ვიგრძენი საშინელი შიში იმ ადამიანის მიმართ ვინც ჩემგან ერთი მეტრის დაშორებით მომყვებოდა და ისეთი მზერით მიმზერდა პირდაპირ ზურგი ამიწვა კიარა გადამიწვა და დამინახშირა რასაც ქვია. დარწმუნებული ვარ ხმის ამოღება და ცხრამთას იქით ჩემი გაქნევა მოსაგონი იქნებოდა. ნაცნობ ეზოში რომ შევდიოდი , გამოვფხიზლდი, სწრაფად დავაკაკუნე კარებზე და დაველოდე როდის გამიღებდნენ . განა ესე უნდა იწელებოდეს ერთი კარის გაღება? გავიფიქრე თუ არა იმ წამსვე ურდულის ჩამოწევის ხმა გავიგე და იქ მდგომ ადამიანს თვალითვალში გავუყარე. ვერ ვინძრეოდი, გაოგნებული ვიყავი ჩემს წინ მდგომით. ეს ის ქალაქელი ბიჭი იყო მე რომ ასე ძალიან მომწონდა. ცოტახანი ისეთი ვუყურებდი, გეგონებოდა მერვე საოცრება დამენახოსო , თუმცა ჩახველება და ჩემი გამოფხიზლება ერთი იყო.
-შენ ნია ალბათ ხო?- როგორი მამაკაცური ხმააქვს ახლა გავგიჟდები და პირდაპირ ხელებში ჩავადნები .
-დიახ... - ძლივს ვუპასუხე და წამსვე გავისუსე მისი ღიმილიანი სახის დანახვისას. ის რა მე მიღიმის? მოიცა ელამია თუ რახდება , საით იყურება?
გავიფიქრე და მის მზერას თვალი გავაყოლე . ვაიმე! ნეტა ვაფშე იქვე ჩამტყდომოდა იატაკი და ჩავმარხულიყავი ოღონდ ისევ ეს კრეტინი მუტანტი არ დამენახა.
-ნიკუშ ძმაო სად ხარ აქამდე ? ამდენიხანი როგორ შეიძლება დაგვიანება. კი გვანერვიულე ყველა- კინაღამ ზედ გადამიარეს მე ვაფშე ვის ვახსოვდი ისე ეხვეოდნენ ეს ძმები კარამაზოები. მოიცა ძმებიო? ხოარ ღადაობთ? ესენი?
- საქმეებს ვაგვარებდი - მე გადმომხედა - და ცოტა შემაგვიანდა. - კაი სერიოზულად? ახლა მე გადამაბრალოს ბარემ ყველაფერი.
- იდიოტი მუტანტი - ჩუმად ჩავიდუდღუნე და კი მივიქციე ძმების ყურადღება.
- ნია კარებში რატო დგახარ საყვარელო?- მოიცა ამან ახლა მე საყვარელოთი მომმართა?ამას ვანახებ მე საყვარელოს. ის ის იყო სიტყვა უნდა მეთქვა დედაჩემი გამოდის სამზარეულოდან და ისე მეხვევა ყელზე თითქოს კაი ხანია არ ვუნახივარო.
-დედა... ვეღარვსუნთქაავ - ამოვთქვი ეს უკანასკელი საწყლად და ძლივს შვება ვიგრძენი.
-როგორ გვანერვიულე ვერ წარმოიდგენ რამოხდა ამდენ ხანს სად იყავი? და ეს კომბინიზონი რაარის ხომ გითხარი ჩემს კარადაში ახალი კაბაათქო და საერთოდ რას გავხარ რატო ხარ ტალახიანი? - ერთიანად მოყრა ამ ყველაფრის და ძმები კარამაზოების ფხუკუნი ერთი იყო.
-ქალბატონო ლალი, რამდენჯერ უნდა გაგაფრთხილო ხალხში ეგრე ნუ მელაპარაკებითქო? რეპუტაციას მილახავ. - გადავუჩურჩულე დედას და დავიმორცხვე თითქოს.- ამომასუნთქე და მოგიყვები რაც გადამხდა თავს.- ძლივს ოდნავ გასაგონად ვთქვი და სახლში შევედი. იქ კიდევ იმხელა სუფრაიყო გაშლილი გეგონება ვინმეს აქორწინებენ და ლოცავენ მთელამბებში არიან.
-ჩვენი გვრიტებიც მოვიდნეენ. უხ თქვე გენაცვალოთ ჩემი თავი აქამდე როგორ გვიმალავდით ასეთ ამბავს.- თამადის მიერ ჩემი მიმართულებით წამოსულ სიტყვებს ყურადღება არ მივაქციე და დედას მივუტრიალდი.
-დედა აქ რახდება?- დედამ ისეთი სახე მიიღო გეგონება სამკვდრო საციცოცხლო კითხვა დავსვი რომლითაც მსოფლიოს განადგურებაში ბოროტმოქმედებს ხელს ვუწყობდი. - რაა?
- შენ რა ჯერ კიდევ არაფერი არ იცი?აი თურმე რატომ ხარ ასე წყნარად... - ეს უკანასკნელი ჩუმად ჩაიდუდღუნა.
-რამე უნდა ვიცოდე?- იმაზე მეტად ხმამაღლა მომივიდა ვიდრე უნდა მეთქვა. ყველას თვალი ჩემსკენ იყო მომართული , მათ შორის ქალაქელი ბიჭისაც.
- ლალი რამე პრობლემაა?- წამოიმართა მამაჩემი ფეხზე და დედაჩემს მიმართა სიტყვით.
- არა გურამ არანაირი.- დედამაც მორჩილად უპასუხა ქმარს.
- დედა არ ამიხსნი რა ხდება აქ? რა გვრიტები...
- მე... შვილო... მე არ შემიძლია ეს... - ისე გაურკვევლად ლუღლუღებდა გეგონება თოფით ვადგავარ და ვაძალებ რამის თქმასო.
მერე უეცრად ვიღაცამ დამავლო ხელი და ჩაბნელებულ ოთახში აღმოვჩნდი კედელზე აკრული.
- შენ არ გინდოდა მანქანაში ჩაჯდომა, რის გამოც მე ძალიან გაბრაზებული ვარ რადგან ფეხით წამოგყევი მთელი ეს გზა, რადგან შენ მე ვირი მიწოდე და რის შედეგადაც ახლა შენ არც არაფერი არ იცი. და არ გაინტერესებს ოდნავ მაინც რახდება შენს თავს?- იმდენად შემზარავი იყო მისი ხმა , რომ არა კედელზე მიყრდნობილი მისი ტორი აუცილბელად შიშისგან ჩავიკეცებოდი.
-მომიყევი რახდება აქ საერთოდ . - მგონი მხოლოდ ის იყო ერთადერთი რომელიც ნორმალურად ამიხსნიდა ყველას უჩვეულო ქცევას.
-ჯერ მთხოვე. - ამაზრზენი ღიმილით მოეფინა სახე, რამაც ისე შემაშინა პირდაპირ თხოვნაზე გადავედი.
-ძალიან გთხოვ ნიკა.- თავადაც გამიკვირდა როგორ ვიყავი მის წინ ასეთი სუსტი და ერთიბეწვა.
-კარგი ყურადღებით მომისმინე. მამიდაჩემი, მარიკა დადიანი, არჩევდა საცოლეს ჩემთვის, რათა დავექორწინებინე და მთელი დადიანების ქონება ჩემს მფლობელობაში გადმოსულიყო. როგორც უკვე ყველამ იცის, დადიანების ქონება არის ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანიის მფლობელობა, - წარმოდგენაც არ მქონდა - რისი ერთი ნაწილის მფლობელიც მამაშენია რათქმაუმდა გეცოდინება. - ნეტა თავი რას მიარტყა? გავიფიქრე - ერთხელ, როდესაც მამაჩემის ოფისის მთავარ კაბინეტში ვიყავი და მამაჩემს ველოდი, მამიდაჩემმა დრო იხელთა და გასათხოვარი გოგონების სურათები მომიტანა, რათა ერთ ერთი ამერჩია, ძალიან გავბრაზდი და მთელი ფოტოები ხელიდან დავაყრევინე. მამიდამ წამსვე წამოხვეტა ყველაფერი და თითქოს დარცხვენილმა დატოვა იქაურობა. არ ვიცი როგორ და რანაირად, მაგრამ ერთადერთი ფოტო , რომლის გატანაც მამიდას დაავიწყდა, მამაჩემის და მამაშენის ხელში აღმოჩნდა. იმ ფოტოზე კი შენ იყავი. მამაშენი გაბრაზდა და იკითხა , თუ საიდან ქონდა შენი ფოტო მამაჩემს კაბინეტში. მამაც პასუხობდა რომ არ იცოდა, მაგრამ როდესაც მივხვდი რომ მამაშენი ძალიან ბრაზდებოდა, ვთქვი რომ შენ ჩემი საცოლე იყავი. მამაშენსაც და მამაჩემსაც ეს იმდენად გაუხარდათ, რომ ამ ტყუილში შენი ჩათრევაც მომიხდა. დიდხანს გეძებდი, მაგრამ შენი მისამართი თბილისში ვერსად ვიპოვე. ამიტომ მამაშენს ვკითზე თუ სად გაქრი ,,მოულოდნელად" მან კი მიპასუხა რომ სოფელში იყავი დასასვენებლად ჩამოსული. ამიტომ აქ ჩამოგაკითხე, ამხელა გზაზე ჩამოვედი რათა შემომეთავაზებინა 2 წლიანი კონტრაქტი , ფიქტიურ ქორწინების სახით. პრინციპში ეს შემოთავაზება მხოლოდ ცალმხრივია, ვგულისხმობ რომ შენ არჩევანის უფლება არ გაქვს. მე და შენ ერთ სახლში ერთ ჭერქვეშ ვიცხოვრებთ სხვადასხვა ოთახებში და შენ მე არ შემაწუხებ და არც მე შენ შეგაწუხებ. მართალია ფოტოში ბევრად უფრო ბავშვური იერი გქონდა მაგრამ... - თვალებით ამითვალიერ ჩამითვალიერა სხეული- ეს უკეთესია. მგონი ყველაფერი გასაგებად ავხსენი ხო?- ამოისუნთქა ბოლოს და დაამატა კიდეც- რამე კითხვები თუ გაქვს ან ახლა მკითხე ან საქორწინო ფიცის დადების შემდეგ.- და ირონიული ღიმილით გადმომხედა.
მე კი თავგზააბნეული დავეხეტებოდი მის სიტყვებს შორის და ვეძებდი იმ პასუხს რასაც ვერც ნიკა , ვერც ქალაქელი , და ვერც დედაჩემი მიპასუხებდა. მხოლოდ მამაჩემი მჭირდებოდა, მაგრამ ცოტა უნდა მომეცადა. რახდება ჩემს თავს?
-დარწმუნებული ხარ რო იქ , იმ ფოტოში გოგო მე ვიყავი და მამაჩემი მამაშენის მეწილეა?- გაბედულად მაგრამ პასუხის მოლოდინში გარინდულმა ვიკითხე.
-კი ყველანაირად. და შენ რა , ეს არ იცოდი? - წარბაწეულმა გადმომხედა.
- ჰო რათქმაუნდა ვიცოდი.-მწარედ ვიცრუე.
- კარგი მაშინ ეს ტანსაცმელი ჩაიცვი და- თეთრი მუხლებამდე კაბა გადმომიღო კარადიდან - დღეს ჩვენი ნიშნობაა. მეტი პოზიტიურობით განეწყვე.
- მაგრამ მე პასუხი არ გამიცია. მე თანახმა არვარ შემოთავაზებაზე და თუ გგონია რომ როდისმე დაგთანხმდები მაგასაც ვნახავთ.- ვუთხარი თუმცა ჩემს სიტყვებში დარწმუნებული სრულებითაც არ ვიყავი.


დადაამ, სულ მალე ისეთ საიდუმლოს აეხდება ფარდა რაც ნიაკოს ცხოვრებას სამუდამოდ შეცვლის. იმედი მაქვს მოგეწონათ , ველი კომენტარებს



№1 სტუმარი სტუმარი თეკო

ესე გაწყვეტა შეიძლებაააა. იმედია მალე დადებ შემდეგ თავს ძალიან საინტერესოა და მოუთმენლად ველი

 


№2  offline წევრი Yavista

სტუმარი თეკო
ესე გაწყვეტა შეიძლებაააა. იმედია მალე დადებ შემდეგ თავს ძალიან საინტერესოა და მოუთმენლად ველი

დღეს საღამოს დაიდება ახალი თავი????

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent