საბედისწერო შეჯახება
სახლისკენ მივდიოდი და სწორედ მაშინ ატირდა ცა.ცხარე ცრემლებით დაიწყო ტირილი.კოკისპირულად წვიმდა. არც ქოლგა,არც ქურთუკი, მხოლოდ მოკლე მკლავიანი მუხლებამდე კაბა. გაბრაზებული მივაბიჯებდი. გზა უნდა გადამეკვეთა და არც ვიყურებოდი გზისკენ. მანქანებიც არ მოძრაონდნენ წვიმის გამო ,ამიტომ თას უფლება მივეცი თავისუფლად გადავსულიყავი გზაზე და უცებ საიდანღაც გამოჩნდა სინათლე.. თუმცა ბოლოს გონი დავკაეგე და ყველაფერი ბნელმა მოიცვა. ისევ არ გამიმართლა. ნეტავ ერთხელ მაინც მექნება კარგი დღე?? საავადმყოფოში გავიღვიძე. ნელნელა ამოტივტივდა ყველაფერი გონებაში. პირველი რაც ვთქვი იყო.. -ისევ შარში ვარ? -შარში არა საავადმყოფოში ხარ-მიპასუხა ბიჭმა რომელიც სავარძელში იჯდა ჩემთან ახლოს, მე კი ის მხოლოდ ახლა შევამჩნიე. მიყურებდა და იღიმებოდა. შიშისგან წამოვხტი და წამოვიყვირე. -ნუ გეშინია..რას აკეთებ ასე ცუდად გახდები- აღელვებული სახით მითხრა -მე.. მე არ ვიცი ,არ ვიხედებოდი , მაგრამ შენი ბრალი იყო.. შენ ვერ შემამჩნიეე? -უცებ ავუყვურდი(აი კიდევ მორიგი უაზრო ქცევა ჩემი მხრიდან) -აა ანუ ჩემი ბრალი იყო? მწვანე რომ იყო შუქნიშანზე ანთებული და ჩემ გზაზე მივდიოდი ჩემი ბრალი იყო ხოო? გზაზე რომ გადმომიხტი და უყურადღებოდ რო მიდიოდი ეგეც ჩემი ბრალი იყო?-აშკარად გაბრაზდა მაგრამ ისევ ღიმილით მპასუხობდა -შენ რომ გაგეხილა თვალები? არ შეიძლებოდა? - ხმა ვერ გავაკონტროლე და ოდნავ მაღალი ხმით ვუთხარი. -უმადურო-მარტო ეს მითხრა და პალატიდან გავიდა. და დავრჩი მარტო. სრულიად მარტო როგორც აქამდე ვიყავი. მაგრამ მან ხომ არ იცოდა..არ იცოდა რომ არავინ არ მყავდა..3წლიდან თავშესაფარში რომ ვცხოვრობდი და როცა 18ის გავხდი იძულებული ვიყავი წამოვსულიყავი იქედან ..ანუ დღეს 23 მარტს ჩემის მეთვრამეტე დაბადების დღეზე .მან ეს ყველაფერი არ იცოდა. .ისევ არ მინდობს ბედი. მხოლოდ ერთი სველი და დახეული კაბა მქონდა ,რომელსაც შესაკვარვი გაფუჭებოდა და აღარ შეიძლებოდა მისი ჩაცმა..ისევ არ გამიმართლა.არ ვიცოდი რა გამეკეთებინა.ტირილი დავიწყე და თან ვბუზღუნებდი"მე ხო ბედი არ მაქ" "გამეხილა თვალები რას გავითხლაშე ასფალტზე" და უცებ პალატის კარები გაიღო და ის ბიჭი შემოვოდა. თუმცა ვერ შევამჩნიე და ისევ ვტიროდი. -შენ კიდევ აქ ხარ? - ისევ ღიმილით მკითხა. -მე..შენ არ წასულხარ? ისევ აქ რატომ ხარ?-დაბნეულმა ვკითხე ისევ ტირილით -რატომ ტირი?-ჩემი კითხვა დააიგნორა -უიღბლო ვარ-ეს რომ ვთქვი გაეცინა -ამიტომ ტირი? არც მე ვარ იღბლიანი -შენც 18 ის გახდი დღეს და თავშესაფრიდან წამოხვედი? -დაუფიქრებლად ვუპასუხე და ვინანე იმ წაამსვე მაგრამ გცვიანი იყო -არა.. მე 21ის ვარ და სახლში ვცხოვრობ მარტო.იმიტომ რომ ოჯახი არც მე მყავს და შენგან განსხვავებით 15წლიდან თავს თვითონ ვირჩენ-ხმა ვეღარ ამოვიღე ის მგავდა..თან ძალიან მგავდა. -მეე...არ ვიცო... -არაუშავს. ანუ ამოტომ ტირი რომ წასასვლელი არ გაქვს? და არც კაბა როგორც ვხედავ-ჩემი კაბა დაინახა -მართალია -ნუ ტირი რაა.რა გატირებს. დღეს ხომ შენი დაბადების დღეა და ნახეე საჩუქარიც მოგიტანე უმადურო- მოიწია და დიდი ყუთი დამიდო საწოლზე. -შენ იცოდი? ეს..ბოდიში-თავი დავხარე და შემრცხვა ჩემი საქციელის. - ექთანმა მითხრა. არაუშავს უბრალოდ არ იტირო.-გამიღიმა. ყუთში ულამაზესი კაბა იდო. ვარდისფერი კაბა.მუხლებამდე თეთრი ორნამენტები დაყვეებოდა სიგრძის ბოლოს.ულმაზესი იყო ჩემი პირველი საჩუქარი..დიახ ეს პირველი საჩუქარი იყო. -ძალიან დიდი მადლობა.ძალიან ლამაზია-სიხარული აშკარად შეამჩნია ჩემს სახეზე. -ახლა ჩაიცვი და წავიდეთ -ჩავიცვამ მაგრამ არც კი ვიცი სად წავიდე. -ხმამაღლა ვიფიქრე -ჩემთან. -არა არავითარ შემთხვაში ისედაც ძალიან შეგაწუხე რამეს მოვიფიქრებ.მადლობა. -არამგონია მოიფიქრო რამე. არც სამსახური გაქვს,არც ბინა. -მე..თავშესაფარს ვთხოვ-უცბად მომაფიქრდა -მეღადავები? არ შეგჭამ რა იყო. ოთახს დაგითმობ არავინ შეგაწუხებს. - მე შეგაწუხებთ თქვენ ნამდვილად ასე იყო -თქვენობით რომ მომმართავ მოხუცს ვგავარ?არ შევწუხდები და გადაწყვეტილია უკვე ჩაიცვი და წავედით. აღარაფერი მითქვამს ჩავიცვი და საავადმყოფოდან გავედით. მანქანა იქვე ყავდა დაყენებული. გამეცინა -რა გაცინებს? -ამით დამეჯახე? -არ ვიცოდი შენ თუ გეჯახებოდი თორემ ლიმუზინით დაგეჯახებოდი-სიცილით მითხრა. მანქანაში ჩავჯექით. მხოლოდ ახლა შევამჩნიე რომ ულამაზესი მწვანე თვალები და გრძელი ლამაზი თითები ჰქონდა.რაც მე ძალიან მომწონს. გადაღლილი ვიყვი და ჩამეძინა. ვიგრძენი როგორ გაჩერდა მანქანა მაგრამ თვალებს ვერ ვახელდი დაღლილობისგან. კარები გააღო, ხელში ამიყვანა და ასე შევედით სახლში. რომ გავიღვიძე საწოლზე ვიწექი. კარზე კაკუნი იყო -შემოდით -დილამშვიდობისა -დილამშვიდობის -თავს როგორ გრძნობ?- ღიმილს არ იშორებდა სახიდან -კარგად თქვენ? -თქვენ? -სასაცილოდ აწია ერთი წარბი -კარგად შენ? -აი ასე ჯობია.მეც კარგად. ადექი ვისადილოთ -ახლავე მაგრამ მე შენი სახელიც არ ვიცი-მხოლოდ ახლა მივხვდი. -ალექსანდრე და შენ? -ნატალი -ლამაზი სახელია ნატალი - ღიმილით მითხრა -ლამაზი სახელია ალექსანდრე- მეც ღიმილითვე ვუპასუხე ოთახიდან გავიდა და მეც გავყევი. ახლა შევამჩნიე რომ ეს სახლი ძალიან მყუდრო და ლამაზი იყო.ვისაუზმეთ. შემდეგ ალექსანდრე სამსახურში წავიდა. ვთხოვე შენი ლეპტოპით ვისარგებლებთქო და დამთანხმდა. წავიდა თუ არა სახლის დალაგება დავიწყე, ეტყობოდა რომ აქმხოლოდ ბიჭი ცხოვრობდა. ყველაფერი როცა დავალაგე კმაყოფილი დვჯექი და სამუშაოს ძებნა დავიწყე. განცხდებები ბევრი იყო მაგრამ უმეტესი არ იყო ნორმალური პირობებით. "მესაჭიროება ძიძა 2 წლის გოგონასთვის. მხოლოდ დღის საათებში. სახლში მარტო ბავშვი ძიძა და ბებია იქნება რომელიც დაგეხმარებათ. გამოცდილება სასურველია მაგრამ არა აუცილებელი. მთავარია ბავშვს კარგად მოუაროთ. ანაზღაურება 500 ლარი..."საკონტაქტო ნომერი და მიისამართიც იქვე ეწერა თან ძალაინ ახლოს იყო ამ ადგილიდან.მითითებულ ნომერზე დავრეკე -გამარჯობათ,თქვენი განცხადება ვნახე. ბავშვისთვის მომვლელი გესაჭიროებათ ხომ? -როგორც იქნა ვოღაც გამოჩნდა . დიახ... ხვალ გასაუბრებაზე უნდა მივსულიყავი. ტელეფონი გავთიშე თუ არა ალექსანდრე მოვიდა. - აბაა ნატა რასშვებიი? მოიწყინე? ვაუ სახლი..დაალაგე? მე ვერ ვახერხებ და არც მეხერხება კარგად - დავალაგე და თან სამსახურიც ვიშოვე მგონი-ღიმილით ვუპასუხე - ვაა ყოჩაღ შენ სამსახურიც ტოო- ნამდვილი გაოცება დაეტყო სახეზე. მეორე დღეს გასაუბრებაზე წავედი და სამსახურიც ვიშოვე.ალექსანდრესაც ძალიან გაუხარდა. სამუშაო სიძნელეს არ წარმოადგებდა ამიტომ პარალელურად სახლსაც ვალაგებდი. საღამო იყო.. ალექსანდრემ გააღო კარები თუ არა იმ წამსვე ჩამეხუტა. ალკოჰოლის სუნით იყო გაჟღენთილი. -რა ხდება? კარგად ხარ? -არა,უშენოდ არცერთ წამს არ ვარ კარგად,უშენოდ მკვდარი ვარ.როცა შენ ვერ გხედავ მკვდარი ვარ და როცა ჩემს გვერდით ხარ ვცოცხლდები. -მგონი ბევრი დალიე-ვუპასუხე მაგრამ სულ სხვა რაღაცას ვფიქრობდი. მეც იგივეს ვგრძნობდი მეც მიყვარდა.ყოველდღე უფრო და უფრო მიყვარდებოდა.თუმცა ეს ალკოჰოლის ზემოქმედება იყო თუ ნამდვილი სიტყვები არ ვიცოდი. -დავიძინოთ ნატალი. ჩამეხუტე და დავიძინოთ. მინდა დილით შენი სურნელით გაჟღენთილმა გავიღვიძო. არ შევეწინაამდეგე ,არ ვიცი რატომ მაგრამ მის ნებას მივყევი. ოთახში შევედით საწოლში დაწვა მე ღამის სამოსი ჩავიცვი და დავწექი. მეგონა ეძინა მაგრამ არა , მოიწია ჩემსკენ და ჩამეხუტა. მისი ნათქვამი "შემიყვარდი " და ჩემი პასუხი "მეც შემიყვარდი "მესმოდა მთელი ღამე გაუჩერებლად. გათენდა... დილით ჩემს გვერდით და თან ჩახუტებულმა რომ გაიღვიძა მეგონა გაუკვირდებოდა მაგრამ არა.ჩემი სურნელი შეიყნოსა და მკითხა -შეგაშინე? -არა -ნამდვილად? -ნამდვილად -რას ვაკეთებდი? -მოხვედი და დაიძინე სხვა არაფერი -არაფერი მითქვამს?- მივხვდი რომ ყველაფერი ახსოვდა. -არ მახსოვს -იმედი მქონდა დაიჯერებდა. -ძალიან მიყვარხარ. -მე.. -შენც -შენ რა იცი? -ჩვეულებრივ ესე ტკბილად არ მძინავს მხოლოდ შენმა ორმა სიტყვამ შეძლო ჩემი სიმშვიდე. -ძალიან მიყვარხარ-მფეთქავ არტერიასთან ვაკოცე. -მეც ძალიან-მანაც მაკოცა -ახლა რა იქნება? -ახლა ყველა'ფერი კარგი იქნება. მხოლოდ მე და შენ. -მხოლოდ მე და შენ? -არა -არა? - მე და შენ არა ჩვენ - ჩვენ-ვთქვი და გავიღიმე - არა მარტო ჩვენ - აბა? - ჩვენ და ჩენი ბიჭი - ბიჭი? - აბა გოგოს ბოლოს მაინც მომტაცებს ვიღაც და მე მარტო დავრჩე? - მე შენ არ მიყვარხარ-სერიოზული სახით ვუთხარი - რაა? შენ... - მე არ მიყვარხარ რადგან გაღმერთებ და ეს სიყვარულზე ბევრად მეტია. ისევ ჩამეხუტა შემდეგ სურვილისგან გაგიჟებული დაეწაფა ჩემს ტუჩებს და მერე იყო ფერები..ლამაზი ფერები. დიდი სიყვარულის დიდი ისტორია და პატარა საოცრება ჩვენი სიყვარულის ნაყოფი. პატარა დამიანე.რომელსაც მოვუყვებით თუ როგორ შეცვალა ჩვენი ცხოვრება საბედისწერო შეჯახებამ. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.