გატეხილი სარკე
მოკლედ გიამბობთ ჩემზე. 6წლის ვიყავი როცა გარდამეცვალა მამა,ვერ ვეგუებოდი ,ვერ ვძლებდი, მტკიოდა..ამანაც გაიარა.ასე თუ ისე გადავიტანე.არა კი არ გადავიტანე ვისწავლე ამ ტკივილთან ერთად ცხოვრება.18წლის ასაკში სკოლა დავამთავრე. თან მიხაროდა თან გული მწყდებოდა რომ 12წლის მანძილზე მთელი კლასი ერთი ოჯახივით ვიყავით და ახლა ყველა თავის გზაზე წავიდოდა.ესეც გადავიტანე... ისევ იმავე წელს სამედიცინო უნივერსიტეტში ჩავირიცხე. წლები ვსწავლობდი.ვსწავლობდი თავდაუზოგავად. დედასავით კარგი ქირურგი მინდოდა გამოვსულიყავი და გამოვედი კიდეც. ჩემგან დადგა ქალი. 26წლის ასაკში დავქორწინდი საყვარელ კაცზე რომელიც ჩემზე 2წლით დიდი იყო. არ მიყვარს როცა ასაკში დიდი სხვაობაა.27 წლის ასაკში გავხდი დედა. ულამაზესი გოგონას დედა. სახელიც მარტომ შევუჩიე. ნატალი. ყოვველთვის მიყვარდა ეს სახელი. როცა ჩემმა მეუღლემ,გიორგიმ გაიგო რომ გოგონა დაიბადა სახე წაეშალა ბედნიერი გამომეტყველება გაუქრა და იმედგაცრუება დაეტყო სახეზე. სქესი წინასწარ არ გაგვიგია თორემ არვიცი ეს დღე დადგებოდა თუ არა. არვიცი ჩემს გოგონას ხელში ავიყვანდი თუ არა. გავიხარებდი მისი ბედნიერებით? ეს არავინ არ იცის. საავადმყოფოდან გამოწერის შემდეგ ერთ კვირაში სამსახურს დავუბუნდი რადგან იმ დროს გიორგი არ მუშაობდა. შვებულება აიღო და დროებით სანამ ძიძას ავიყვანდი ის უვლიდა ნატალის.ორი კვირა მეგონა რომ ბავშვს უვლიდა და ყველაფერი კარგად იყო თუმცა არა... ერთ დღეს ადრე დავბრუნდი სახლში.ის არ მელოდებოდა.. საშინელება იყო. არასდროს მიფიქრია რომ ჩვენი "ბედნიერი "ოჯახი ასეთ დროს დაინგრეოდა.სახლში შესვლისთანავე გავიგე ქალის ხმა , ასევე გიორგისიც -ჩემი ბიჭი , მამას სიამაყე -მამას და დედიკოს სიამაყეა გიორგი მარტო მამასი არა -მართალი ხარ სიყვარულო -ბოლოს კოცნის ხმაც გავიგე. უნებლიედ წამომივიდა ცრემლი თვალებიდან. ოთახში შევედი.ჩვენს ოახში..სადაც გიორგი, ვიღაც ქალი და პატარა დაახლოებით 3თვის ბავშვი იწვნენ საწოლზე. ნატალი არ შემიმჩნევია. შემეშინდა , მათთვის არაფერი მითქამს , არ შემეძლო ამაზე ფიქრი. მისაღებში გავედი და ბავშვის ტირილი გავიგე მაგრამ რაღაც უშლიდა ხელს. ბავშვი იწვა სარკეზე... დიახ სარკეზე. სარკე წაექციათ დიდი სარკე რომელიც კედელზე იყო ჩამოკიდებული. ეს საკრე იყო ჩვენი სიყვარულის დასაწყისი იცით? პირველად ერთმანეთი ამ სარკეში დავინახეთ.. შემდეგ როცა დავოჯახდით ეს სარკე ვიყიდეთ და ზედ ჩვენი სახელები და ჩვენი შეხვედრის პირველი დღის თარიღი დააწერეთ. ახლა კი ბავში იწვა ცივ სარკეზე რომელიც იატაკზე იდო . ბავშვს საწოვარა ედო პირში რომელსაც ვერ იღებდა რადგან რაღაც წამოეცვათ სახეზე მისი ხმის ჩასახშობად. ნატალი სარკეზე იწვა აკრული პირით. ამაზე საშინელი სანახავი არც ის იყო რაც ჩვენს ოთახში ვნახე და არც რამე მგონია ამაზე მტკივნეული სანახავი დედისთვის. უცებ მივვარდი, ხელში ავიყვანე და საწოვარა მოვშორე. ბოლო ხმაზე დაიწყო ტირილი. ეს არ იყო ჩვეულებრივი ბავშვის ტირილი, ეს ისეთი მძიმე მოსასმენი იყო რომ მეც ცხარე ცრემლებით ავტირდი. ბავშვი დავაწვინე მდივანზე და ახლა მისკენ მივბრუნდი... გაოგნებული მიყურებდა ორივე. გიორგი და მისი "საყვარელი" ქალი როგორც თვოთონ თქვა. მე ვინ ვიყავი? მე რა ჯანდაბა ვიყავი მაშინ? ჩემთან მოახლება სცადა ..ყვირილი დავიწყე - არ გაბედო, არ მომეკარო. გაეთრიეთ ორივე გაეთრიეთ. მოსტრო, ურჩხულო.. როგორ შეგეძლო, ის ხომ სულ პატარაა. ჩემი ბრალია შენი სიყალბე რომ ვერ შევამჩნიე ჩემი ბრალია... დაგვივიწყე.თუ საერთოთ გახსოვდით ოდესმე- ბოლო ხმაზე ვყვიროდი ჩახლეჩილი ხმით და თან ვტიროდი. - სასაცილო ხარ. შენ ისიც კი ვერ შეძელი რომ ბიჭი გაგეჩინა ჩემთვის. მან შეძლო მე ის მიყვარს. როგორ გეგონა რომ მიყვარდი? ჩემთვის იმ წამიდან არ ნიშნავ არაფერს რაც ეს საშინელება დაბადე-მისი ყოველი სიტყვა გულზე ისე მხვდებოდა როგორც გასროლილი ტყვია. მტკიოდა.. ის ქალი იდგა.. ამ ყველაფერს უყურებდა და ტკბებოდა. მისკენ წავედი. ისე მინდოდა მისთვის სილა გამეწნა რომ ეს რომ არ გამეკეთებინა არასდროს ვაპატიებდი საკუთარ თავს და გავაკეთე. გიორგი ამან გააგიჟა და მან ჩემზე აწია ხელი.. აქ კი საბოლოოს მივხვდი რომ ადამიანის არცერთი ნაკვთი არ ქონდა. მთელი არსებით დემონი იყო. სარკეს მივეჯახე,რომელიც უკვე თავის ადგილას ეკიდა , მაგრამ არვიცოდი საიდან გაჩნდა იქ. გატყდა... უნებლიედ მივბრუნდი და ისევ ის დავინახე. როგორც პირველ დღეს.. უბრალოდ აზლა ის სხვა ქალის გვერდით იდგა მის ვაჟთან ერთად. ზდმეტი ვიყავი იქ სადაც ადრე აუცილებლად უნდა ვყოფილიყავი. ბავშვი ავიყვანე და წავედი. არც კი სცადა გამოყოლა...ტაქსი გავაჩერე და მატარებლისკენ წავედი ბორჯომში. სადაც ბებიაჩემის გარდაცვალების მერე არავინ ჩასულა და სახლიც მე მეკუთვნოდა. არაფერი მესსმოდა..მხოლოდ ფიქრები ტრიალებდა თავში. "როგორ მოვტყუვდი" "რამდენ ხანს ტანჯავდა ასე ბავშვს" და მრავალი ამგვარი აზრი მაწუხებდა. სამსახურის გამ მეორე დღესვე ვიქირავე ბინა იქვე ახლოს რომ გზა პრობლემა არ ყოფილიყო. ძიძა მოვძებნე რომელიც ანგოზად მომევლინა გასაჭირში და ცხოვრება განვაგრძე... ყველაფერს ეგუება ადამიანი... დრო გავიდა...1 წელი. მე , ჩემი შვილი და ძიძა რომელიც დასავით შემიყვარდა და რომელსაც ნატალი შეუყვარდა. მე კი ამდენი დრო ბედნიერი არასდროს ვყოფილვარ. დიახ მის გარეშე ძალიან ბედნიერი ვიყავი. ახლა. გამოჩნდა ნამდვილი ადამიანი . რომელსაც მე ვუყვარდი და რომელსაც ჩემთან დაკავშირებული ყველაფერი უყვარდა. ნატალი შვილივით შეიყვარა. ასეთი ლამაზი დღეები არასდროს მქონია. მეორედ დაიწყე ახალი ცხოვრება. ახლა კი ნამდვილად ვიცი რომ ის მყავს გვერდით ვოსავ ვუყვარვარ'თ. ახლა მხოლოდ ჩენ და ჩვენი 3 შვილი ვართ. თუმცა დღემდე ვხედავ სიზმარში გატეხილ სარკეს.. არა იმიტომ რომ დღემდე შემომრჩა გრძნობა მის მიმართ. იმიტომ რომ წარსულის ბნელ დღეებს დღემდე მახსენებდა ღმერთი რადგამ მცოდნოდა რა გამოვიარე. ვინ ვიყავი და ახლა ვინ ვარ. ახლა ძლიერი ქალი ვარ. უბედნიერესი. ლამაზი ოჯახით. ასე ხდება ხოლმე.. ვტყუვდებით..ვბრმავდებით, როცა საქმე სიყვარულს ეხება. თითქოს თვალებს გვიხვევენ გამჭირვალე სახვევით და მაინც ვერაფერს ვხედავთ. თუმცა.. ყოველი წვიმის ბოლოს გამოიდარებს. არაქვს მნიშვნელობა ეს წვიმა დედამიწაზეა თუ სულში.. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.