სასიყვარულო თამაშები ( თავი 5 )
(აწმყო) -კერძების გაკეთება როდის მერე დაიწყე? - ანა თეფშებს რეცხავდა, გაბრიელი კი მაგიდას ალაგებდა. თითქოს ,, ოჯახური იდილია" სუფევდაო მათ შორის. -მას შემდეგ, რაც გავაცნობიერე, რომ აღარავინ გამანებივრებდა,-მაგიდის ნაჭერი სანაგვე ყუთსი ჩაფერთხა და ქალის უკან დახლზე შემოჯდა,-მას შემდეგ, რაც დედაჩემმა ზურგი მაქცია და შენი ხელიც მომაკლდა. -დედაშენმა ზურგი რატომ გაქცია? - ტილოზე ხელი შეიმშრალა და მისკენ შებრუნდა. -შენ, რომ მიგატოვე მაგიტომ, - ჩაიცინა გაბრიელმა და შუბლი მოისრისა, - დედაჩემს ძალიან მოსწონდი, ყოველთვის იმას მეუბნებოდა, რომ შენს გარდა სხვა რძალს არ შეუშვებდა სახლში და მხოლოდ შენი ცოლად მოყვანის უფლება მქონდა. როცა გაიგო რომ დავშორდით სულ უნიათო, უმაქნისი და ლენჩი მეძახა, იმ გოგოს ხელიდან მხოლოდ სულელი თუ გაუშვებდაო. -ჯიგარია რაა, - თავისთვის ჩაილაპარაკა ანამ, მაგრამ გაბრიელის ყურს მაინც მისწვდა ნათქვამი. -ხოო, დედაჩემი შენს მხარეს იყო და დარწმუნებული ვარ ჩვენს ამბავს, რომ გაიგებს სიხარულისგან ცას ეწევა. -რა ამბავს?! - მერე თითქოს თავში გაუელვა, - ოოო, არა გაბრიელ, არა. შენ თუ გგონია, რომ შეგირიგდი და ურთიერთობას ისე გავაგრძელებთ, როგორც შეყვარებულები ძალიან ცდები. -ჩვენ ერთ სახლში ვცხოვრობთ, - დახლიდან ჩამოხტა და ელენე ალყაში მოაქცია, მის გარდი გარდმო ხელებით კარადას დაეყრდნო და გასაქცევი გზა არ დაუტოვა, - ჩვენ ერთად ვცხოვრობთ, ერთი სამზარეულო და სააბაზანო გვაქვს, რა გვიდგას წინ, რომ ურთიერთობა განვაგრძოთ? -ჩემი დამოკიდებულება შენდამი. გაბრიელ გამიშვი, ხელები გასწიე. -გძულვარ? -ვერც კი წარმოიდგენ ისე ძლიერად, - ცინიკურად ჩაიღიმა და მისი მკლავების ქვეშიდან გაძრომა სცადა. გაბრიელმა ხელი დასწია და ალყა უფრო მეტად შეავიწროვა. ახლა მისი ხელები ანას წელს შემოხვეოდა,-გამიშვი. -რამდენად გძულვარ? - ყურადღება არ მიაქცია მის გაბრძოლებას. -გაბრიელ გამიშვი. -რამდენად გძულვარ თქო, - უნებლიედ ხმას აუწია და ანას წელზე შემოხვეული ხელები უფრო მოუჭირა. -შენ ხომ არ გაგიჟებულხარ, რა გაყვირებს, თავი ვინ გგონია. რამდენის უფლებას აძლევ საკუთარ თავს. მოხვედი, ისე დასახლდი აქ, რომ ჩემთვის არაფერი გიკითხავს, ჩემი აბაზანით სარგებლობ, ოთახში მკეტავ და ახლა მიყვირი კიდეც? რა უფლებით? -არ მაქვს უფლება? - ისევ იმ ტონით გააგრძელა ლაპარაკი, - არ მაქვს უფლება რამე აზრი გამოვთქვა შენთან მიმართებაში? არ მაქვს უფლება რაიმე მოვითხოვო შენგან? არ მაქვს უფლება წარსული დაგავიწყო და ცხოვრება ახალი ფურცლიდან დაგაწყებინო? მე ვინ ვარ, ვინ ვარ ანა შენთვის? არავი, ხომ ასეა. მე შენთვის არავინ ვარ, არავინ და არაფერი, მხოლოდ წარსული ვარ, რომელიც ცუდი სიზმარივით უნდა გააქრო ცხოვრებიდან. ხოო, ვაღიარებ, რომ დიდი შეცდომა დავუშვი, ვაღიარებ, რომ მაგარი სი*ი ვარ, მაგრამ არ მაქვს უფლება ყველაფრის გამოსწორება ვცადო? ანა, - აქამდე სამზარეულოში მოუსვენრად მოსიარულემ ხმა დაირბილა და აცრემლებულ გოგონას მიუახლოვდა, - ისევ ისე მიყვარხარ, როგორც ოთხი წლის წინ, უფრო მეტადაც კი, მთელი ამ დროის განმავლობაში ყველანაირად ვეცადე, რომ დამევიწყებინე, მაგრამ არაფერი გამომივიდა და შენ იცი რატომაც, - გაუღიმა და ლოყაზე ჩამოგორებული ცრემლი კოცნით შეუშრო. -არ ვიცი, - ძლივს, სლუკუნით ამოთქვა ანამ და თვალები მილულა გაბრიელის ტუჩებმა მის ყელამდე, რომ ჩააღწია. -იმიტომ, რომ… ღმერთო, ასე რატომ მაწამებ ანნა, ასე რატომ მაწვალებ. ისე ახლოს ხარ ჩემთან და თან ისე შორს, ერთი ხელის გაწვდენაზე ხარ, მაგრამ როცა შენს დაჭერას ვცდილობ მოულოდნელად ქრები და უფრო შორს ჩნდები. ასე რატომ ხდება? -არ ვიცი რაზე მელაპარაკები, გაბრიელ. -იცი რაზედაც, - შუბლით შუბლზე მიეყრდნო და თვალები დახუჭა, - კარგად იცი რაზედაც, - ტუჩები მის ტუჩებს მიაკრო და სულამოუთქმელად აკოცა. ცხოველურმა ვნებამ, რომელიც მამაკაცის სხეულში ბინადრობდა, ქალის სხეულშიც გადაინაცვლა და ახლა მისი პატარა ხელები მისი მაისურის ქვეშ შეძრომას ცდილობდა. გაბრიელმა. ხელში აიყვანა და ისე, რომ მის ტუჩებს ერთი წამითაც არ მოშორებია, მისაღებში გაიყვანა, დივანზე დააწვინა და ზევიდან მოექცა. სუნთქვაგახშირებული მამაკაცის თითოეულ მოძრაობას მორჩილად ჰყვებოდა და ვერანაირ წინააღმდეგობას უწევდა. აფორიაქებული, გრძნობათა მორევში ჩაძირული ვეღარაფერზე ფიქრობდა, ვერც იმაზე, რომ მასსა და გაბრიელს შორის ყველაფერი დამთავრებულიყო და ახლა ეს დიდ შეცდომად ითვლებოდა. მონატრებული შეხება, მონატრებული სურნელი, მონატრებული კოცნა, ახლა მას ყველაფერი ჰქონდა რასაც მთელი ოთხი წლის განმავლობაში ნატრობდა. გაბრიელი ენატრებოდა იმ წამსაც კი, როცა მის მკერდს აკრული ეგულებოდა. ფიქრობდა, რომ ისევ ზღაპარში იყო, ზღაპარში, რომელსაც ყოველ ღამე ხედავდა და ტირილით იღვიძებდა. ახლა კი ცხადში იყო და რეალურად გრძნობდა მისი სხეულს, მძიმედ რომ დასწოლოდა გულ-მკერდზე, ტუჩებს, რომელიც დროდადრო მის ყელსა და ლავიწზე დასრიალებდა, უხეშ ხელებს, რომელიც მის მკვრივ მკერდს ჩაჰფრენოდა და ყველანაირად ცდილობდა სიუხეშის სინაზით გადაფარვას, მაგრამ ახლა მხოლოდ ვნებააშლილი გაბრიელი იყო მის წინ, მამაკაცური სურვილის დასაკმაუოფილებლად ქალის უმწეო სხეულის გამოყენებას რომ ცდილობდა. საკმაოდ გვიან მოვიდა აზრზე და გვიან გაანალიზა, რომ თხელი, ნაქსოვი კაბა აღარ ეცვა და მხოლოდ საცლების ამარა იყო აღტყინებული მამაკაცის წინაშე, რომელიც უკვე მაისურის გარეშე, ეხებოდა მის ნაზ სხეულს. არ ახსოვდა გაბრიელმა თავად გაიხადა მაისური თუ მან გახადა, მაგრამ გონებაში ჩაქუჩივით ურახუნებდა რაღაც და შეჩერებას სთხოვდა ზეშთაგონებულ ანას. მის ზურგს უკან რომ შესრიალდა მამაკაცის ხელები და ბრას შესაკრავს რომ წაეპოტინა, უკვე სრულიად მოეგო გონს და მამაკაცი ყვირილით შეაჩერა. -არა, გაჩერდი. გაბრიელ გაჩერდ. -კარგი, კარგი. ანა დამშვიდდი, არაფერს დაგიშავებ, - თმაზე ხელი ჩამოუსვა და მის ტუჩებს კიდევ ერთხელ წაეპოტინა. -არა, გაჩერდი, ადექი გთხოოვ, ადექი, - მამაკაცი ხელისკვრით გვერდზე გადააგდო, დივნიდან წამოხტა და ოთახში შეიკეტა. გაბრიელი მიხურული კარის სახელურს დასწვდა და გაღება სცადა, მაგრამ დაკეტილი დახვდა. -ანა, კარი გამიღე, - კარს მიღმა მხოლოდ ჩუმი სლუკუნი ისმოდა, - ანა, ძვირფასო, კარი გამიღე გთხოვ. გპირდები ხელს აღარასდროს გახლებ, სანამ შენი სურვილიც არ იქნება. ანა კარი გამიღე გთხოვ, ვილაპარაკოთ. მაპატიე. ისევ იმ შეცდომას ვუშვებდი, ლამის იგივე გავიმეორე, რაც მაშინ, მაპატიე გთხოვ. კარი გამიღე და ვილაპარაკოთ, - კარზე შუბლმიდებულს მწუხარე ცრემლი ლოყაზე დაუგორდა და იატაკზე წკაპუნით დაეცა. -გაბრიელ წადი, - ცრემლამოყოლებული ხმა გაისმა შიგნიდან. -სად წავიდე ანა? წასასვლელი არსად მაქვს. -სახლში წადი გაბრიელ. - მე ისედაც სახლში ვარ ანა, ჩემი სახლი შენი გულია, მე მანდ ვცხოვრობ დიდი ხანია და წასასვლელი სხვაგან არსად მაქვს, - უღონოდ ჩამოუშვა ხელები, კარს მოშორდა და მის პირდაპირ კედელზე ჩაცურდა, - სხვა სახლი არ მაქვს შენს გარდა. -ჩემს გულში დიდი ხანია სინათლე ჩაქვრა, - კარს ზურგით მიაწვა და იატაკზე ჩაჯდა. -და საშუალებას რატომ არ მაძლევ, რომ ხელახლა ავანთო? -ეს შეუძლებელია, - ამოისლუკუნა ანამ და მოხრილ მუხლებს შუბლი დააყრდნო, - არ გინდა გაბრიელ, უბრალოდ წადი. წადი ჩემი ცხოვრებიდან და აღარასდროს გამოჩნდე. წადი გთხოვ. -არ შემიძლია… -გაბრიელ გთხოოვ… -ანა ეს მე გთხოვ, მომეცი ერთი შანსი ყველაფრის გამოსასწორებლად. გულს აღარასდროს გატკენ გპირდები, უბრალოდ მინდა, რომ დაგიბრუნო, ბევრს ხომ არაფერს ვითხოვ? მხოლოდ შენი სიყვარული მინდა. -და თუ ვერ შევძელი შენი შეყვარება ისე, როგორც ადრე მიყვარდი? -პირველ სიყვარულს ასე ადვილად ვერ დაივიწყებდი ანა. ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ დაგიბრუნო და თუ ამისთვის სიცოცხლის გაღება დამჭირდება მე თანახმა ვარ. (წარსული) ნახევრად ჩაძინებულმა ლოყაზე ტუჩების შეხება იგრძნო და ნაცნობი სურნელის შესუნთქვის თანავე თვალები ბოლომდე გაახილა. მის საწოლთან ღვთაებრივი სილამაზის მქონე გოგონა იდგა და უღიმოდა. სიზმარი ეგონა. სიზმარი, რომელსაც ხშირად ხედავდა და მის ახდენაზე ოცნებობდა. აუხდა. -მოვკვდი და სამოთხეში ვარ? - ძილბურანში გაიღიმა და ანგელოზს ხელი ლოყაზე ჩამოუსვა. -ჯერ არა. კვდები და მიქელგაბრიელმა გამომიშვა შენს წასაყვანად, - ანგელოზს სახეზე ფართო ღიმილი გამოესახა. -ასეთ ლამაზ ანგელოზს ქვესკნელშიც ჩავყვები, - ხელი მაჯაში წაავლო და ახლოს მიიზიდა. -ქვესკნელში ჩასვლა არაა საჭირო. თუ გინდა, რომ მასიამოვნო უბრალოდ მიიწიე და მეც დამაწვინე, - მამაკაცი გვერდზე გაიწია და ადგილი გაათავისუფლა, ახლა მის მკერდზე ედო ანგელოზს თავი და მის გულისცემას ყურს უგდებდა. -მომენატრე, - აღმოხდა გრძნობა ამოყოლებით და მოსულს თავზე აკოცა. -მეც. (აწმყო) მოულოდნელად ადგილზე შეხტა, , ქუთუთოები მძიმედ დააშორა ერთმანეთს და თვალები მუჭებით მოისრისა. როდის ჩაეძინა ვერც კი მიხვდა. იქაურობა მოათვალიერა და ოთახის კარი ღია რომ დაინახა ფეხზე წამოხტა და შიგნით შევარდა. ქალი იქ არ დახვდა. -ანა, - სააბაზანოს კარი თითქმის შეგლიჯა. მერე მისაღები და სამზარეულო ნახა. ანა იქ არ იყო, ანა წავიდა. საძინებელში შევიდა კარადის შესამოწმებლად და როცა მიხვდა, რომ მისი ეჭვი გამართლდა, ხელში რაც მოხვდა გაიქნია და კედელს შეალეწა. საწოლზე მოწყვეტით დაეშვა და ხელები გადასაფარებელზე გაასრიალა, ხელში რაღაც ქაღალდი შერჩა. ოთხად გაკეცილი ვარდისფერი ფურცელი ფრთხილად გაშალა და ანას კალიგრაფია იცნო, ამდენი ხნის შემდეგაც კი ისევ ისე წერდა, არანაირი ცვლილება. ,, არ შემიძლია დავრჩე და შენთან ერთად მშვიდად გავაგრძელო ცხოვრება, ისე თითქოს არაფერი მომხდარა და ეს მხოლოდ ცუდი სიზმარი იყო. ყველაფრის შეცვლა უნდა შეგვეძლოს ხომ ასეა? ხოდა მე ჩემი თავი შევცვალე და ვაიძულე რომ გულიდან ამოეშალე. აქამდე თავს ვაჯერებდი, რომ მე ეს შევძელი, მაგრამ გუშინ დავრწმუნდი, რომ უბრალოდ თავს ვიტყუებდი. ვერ შევძელი, ვერაფრით შევძელი დამევიწყებინე და გულიდან ამომეშალე, მაგრამ შენთან დაბრუნება მაინც არ შემიძლია. ვერ ვივიწყებ, გესმის? არ შემიძლია დავივიწყო, შენს დანახვაზე, შენი ხმის გაგონებაზე სულ ის დღეები მახსენდება და სული მეხუთება. ვიცი, რომ სულელურად და ბავშვურად ვიქცევი ახლა, მაგრამ უნდა წავიდე. შენთან ერთად ერთ სახლში ვერ ვიცხოვრებ. მივდივარ და მადლობელი ვიქნები თუ არ ეცდები ჩემს პოვნას“. ანა |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.