შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მთებშია თავისუფლება! (8) პირობა


14-07-2019, 14:31
ავტორი truelove
ნანახია 3 385

საღამო იყო თვალი,რომ გავახილე სინათლე მკრთალად ანათებდა ოთახს,თავი მისკდებოდა მეგონა,რომ გუშინდელი ღამე დამესიზმრა..მეორე მხარეს გადმოვტრიალდი და ჩემი ცხვირი ნერსეს ყელთან,რომ აღმოვაჩინე მხოლოდ მაშინ შევნიშნე,რომ ჩემს ოთახში არ ვიწექი. ნელ-ნელა ყველაფერი ამომიტივტივდა გონებაში და გავიაზრე,რომ გუშინ ნერსემ გამთიშა. ძალიან გავბრაზდი,ალბათ ბოლოს ასე მაშინ გავბრაზდი,რომ მომიტაცეს.
-ცხოველო,უსინდისო ჭირვეულო,ხისთავიანო,ტყიურო!-ხელი დავარტყი და უცბად წამოხტა.
-რას აკეთებ ნასია?-ჩახლეჩილი ხმით მითხრა და თმა სულ გაბურძგვნოდა.
-რას ვაკეთებ?! კიდე მე რას ვაკეთებ?-სარკაზმულად გავიცინე და კიდევ ერთი ვუთავაზე ზურგში.
-გაჩერდი!-თავისი ტორებით მთელი ჩემი სხეული მოიცვა და მწოლიარე უკნიდან ჩამეხუტა.
-ნერსე სულ გაგიჟდი ხო?! ესარის შენი ტრადიციულობა?-თავის განთავისუფლებას ვცდილობდი და თითქმის გამომდიოდა.
-ნასია ნუ ფართხალებ დამაძინე,ისედაც შენგამო გავათენე.
-აბა მე მკითხე ეხლა! მთელი ღამე მივდიოდი ცხენით..მე მივდიოდი ცხენით ხაზი გავუსვი ამ წინადადებას.
-დამაძინე თორემ..
-თორემ რა?
-აი ეს!-დაიხარა და ტუჩები საფეთქელზე შემახო.
-აუფ შემეშინდა შენი საფეთქელზე კოცნის.
-რაც უფრო იფართხალებ ჩემი კოცნა უფრო და უფრო ქვემოთ გადაინაცვლებს.-თითით ტუჩზე შემეხო.
-აჰა,მიდი ეხლა და ენდე ტრადიცულ კაცს,კაცი მაინც კაცია!
-რა გითხარი?-ამჯერად ლოყაზე მაკოცა.
-გეყოფა ნერსე მეზიზღება ესეთი რაღაცეები-მისი მკლავის მოშორება ვცადე,მაგრამ ჩემს ხელებს წებოსავით ეკვროდა.
-ვსო უკვე დამღალე-გადმომატრიალა და ზემოდან გადმომაწვა.
-ნერსე არ გაბედო!-თავი იქით გავწიე უკვე მის სუნთქვას ვგრძნობდი,მაგრამ უცბად ბათუს საზარელი ყვირილი გავიგეთ.
-ნერსე!!!-ღრიალებდა ბათუ.
ორივე სასწრაფოდ ავდექით ხალათი შემოვიცვი,ნერსემ ხმალი აიღო მე მშვილდისარი და კიბეებს ელვის სისწრაფით ჩავუყევით..გვეგონა ბათუ ჩვენს სახლშივე შეიპყრო მთავარმა აბა ასე რატო იღრიალებდა?
ეზოში გავვარდით და გაცოფებული ბათუ ვნახეთ,რომელიც სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით განადგურებული იყო.
ნერსემ მარტო,რომ დაინახა ბათუ ხმალი დააგდო და მასთან მიირბინა მეც იგივე მოძრაობებით მივუახლოვდი ბათუს.
-ბათუ,შემომხედე-ნერსემ კისერზე მოკიდა ხელი.-რამოხდა?
-ლილე...
-რა ლილე? ისევ ბათუ?-ხელი გაუშვა ნერსემ და ამჯერად თავზე შემოირტყა.
-ვინაა ლილე რახდება?-დაინტერესებული ვუყურებდი ხან ერთს ხან მეორეს.
-მთავრის ქალიშვილი.-მითხრა ნერსემ.
-ასე რატომ იხსენიებ?-შეხედა ბათუმ-მთავრის ქალიშვილი და ჩემი შეყვარებული.
პირი გავაღე გაოცებისგან.
-კიმაგრამ მთავარმა იცის?
-მთელი პრობლემაც ეგაა.
-არგესმით,ამჯერად ბევრად ცუდადაა საქმე.-ამოიხვნეშა ბათუმ.
-იტყვი რახდება?-ნერვებმა უმტყუნა ნერსეს.
-უნდა,რომ ლილე შენ მოგათხოვოს.
“შენ მოგათხოვოს” ეს ფრაზა ალბათ ერთ წამში ათასჯერ მაინც ვატრიალე ჩემს გონებაში. მთავარს უნდა,რომ ნერსემ საუკეთესო მეგობრის და მათესავის შეყვარებული მოიყვანოს ცოლად და ამ ყველაფერთან ერთად მთავარმა არიცის,რომ თავისი ქალიშვილი ნერსეს ნათესავს ხვდება.
-რა სისულელეა-ნერსეს აღმოხდა.
-რა გავაკეთო დეიდაშვილო მირჩიე.-ეხუტებოდა ბათუ ნერსეს.
-ლილე ჩემ ცოლად? ჯერ თექვსმეტი წლისაა რადროს მაგის გათხოვებაა.
-რაა?-გაოცებულმა შევხედე ნერსეს-ანუ თექვსმეტი წლის რომ არიყოს მოიყვანდი?!-არვიცი ასე სულელურად რატომ მომივიდა,მაგრამ ძალიან ვიეჭვიანე ბათუმ ნერსეს ახედა.
-რა სისულელეს ამბობ,უბრალოდ ავღნიშნე,რომ ლილე ჩემს ცოლად წარმოუდგენელია დასავით მიყვარს,ბათუს შეყვარებულია ეგეთი რაღაც როგორ ჯნდა ვიფიქრო? თანაც მე უკვე ერთ ალქაჯს შევფიცე.-გადმომხედა და გამიღიმა.
-ხალხნო ამის დროა?!-იყვირა ბათუმ-გეკითხებით ხუმრობების დროა? აღარშემიძლია ორი დღეა არ მძინავს,ვერ ვჭამ,ვერ ვსვავ,ლილე ცალკეა გაგიჟებული და ჩემგან ელის გამოსავლის პოვნას მე კი ვერაფროთ ვამშვიდებ იმიტომ,რომ წარმოდგენა არ მაქვს როგორ გამოვიდე ამ სიტუაციიდან.
ბათუს ამმდგომარეობაში ნახვა ძალიან მიჭირდა ის ყოველთვის მხიარული ოპტიმისტი და საყვარელი ბიჭი იყო ახლა კი იწვოდა,უჩინარი ცეცხლი ეკიდა და ჩაქრობას მე და ნერსეს გვთხოვდა.
-გეყოფა ბათუ! დამშვიდდი საერთოდ ნუ ინერვიულებ ამ თემაზე,უარს ვეტყვი მთავარს მერე რას იზავს? ვერც ვერაფერს..პირობას გაძლევ,რომ არ დავუშვებ შენ და ლილეს რამე ცუდი შეგემთხვეთ.-ხელი დაარტყა მხარზე.
-მადლობა ნერსე.-ხელებით სახე გადაიწმინდა.
-მოდი ჩემთან-ხელები გავშალე და ბათუს ძლიერად მოვეხვიე-შენ ერთადერთი ადამიანი ხარ,რომლსაც ჩემი გამხიარულება ნებისმიერ სიტუაციაში შეუძლია,ძალიან მიჭირს ახლა შენი როლის შეთავსება და შენი გამხიარულება,თუმცა სიცოცხლის ფასადაც,რომ დამიჯდეს ორივე თქვენგანს დაგიცავთ იმ დამპალისგან.
-that’s my girl!-ჩაიბურტყუნა ნერსემ.
-უკაცრავად?-ორივემ ავხედეთ.
-გეფიცები ,ბოლოს ნერსემ ინგლისური სიტყვა ექვსი წლის ასაკში გამოიყენა ისიც,მაშინ როცა მე მამეცადინებდა.
ნერსეს ნათქვამზე გამეღიმა.
-წამოდით შევიდეთ მარინემ რაღაც ნამცხვარი გამოაცხო.-თქვა ნერსემ.
-ნამხვარი ხო?!-კიდევ ერთი ვუთავაზე მუცელში-კარგად გამოგდის გოგოების გათიშვა? იცი მაინც როგორ მტკივა თავი? თანაც არც ის დამვიწყებია,რომ გეცოდები.
-თავი მართლა გტკივა?
-არცისე,მაგრამ როგორც იმერლები იტყოდნენ მიბჟუალობს.
-მარინემ ისეთი ნამცხვრები იცის მოგირჩება,რომ შეჭამ.
თავზე მაკოცა და ხელი მომხვია.
-თქვენ შედით,მე ლილეს დავურეკავ დავაწყნარებ-გვითხრა ბათუმ და მობილური ყურზე მიიდო.
-ძალიან საყვარელია-შევხედე ბათუს და გამეღიმა.
-ხო,საყვარელი და სულელი-ჩაიღიმა ნერსემ.

იმ საღამოს ბევრი ვიცინეთ დაჟე ნერსემ ორმაგი ქორწილიც შესთავაზა ბათუს,მაგრამ ბათუმ უარი თქვა მიზეზად კი ლილეს სწავლა დაასახელა.
-მე და ლილეს გვინდა,რომ თბილისში წავიდეთ სასწავლებლად მაგისტრატურის გაგრძელება უცხოეთში გვინდა შემდეგ კი ფესვებს დავუბრუნდები-გაიცინა ბათუმ და მუცელზე შემოიწყო ხელები.
-მარინე დეიდა ღმერთმა დალოცოს თქვენი ხელები.
-შეგერგოს შვილო-გაუღიმა მარინემ და მისაღებ ოთახში გავიდა.
-აუ დღეს რამე ვქნათ რა..-მოწყენილობისგან ვკვდებოდი.
-რა გინდა რო ვქნათ.-ნერსემ შემომხედა.
-არვიცი,თუნდაც სადმე წავიდეთ და გავერთოთ.
-აუუ ძაან კარგი იდეაა,მიდი რა ნერსე.
-კარგით ჯანდაბას თქვენი თავი,ჩაალაგეთ ტბის სახლში წავიდეთ.
-ტბის სახლში რაგვინდა? გაგანია ზაფხული ცხოვრება დიღს და ჩვენ პენსიონერებივით თევზაობაში გავატაროთ ეს სამი თვე?
-თვე ნახევარი-შევუსწორე ბათუს.
-მითუმეტეს.
-ბათუმი?-ტუჩი მოვიკვნიტე და თანხმობის მოლოდინში გავიტრუნე.
ბათუს სახე გაუბრწყინდა და ნერსეს გამომცდელად გადახედა.
-ვერვიტან ზღვას!-თქვა და ფანჯრისკენ გაიხედა.
-გეყოფა რა! ნუ იქცევი მართლა პენსიონერი ბრაზიანი ბაბუასავით,წავიდეთ გავერთობით თან ბათუმში მარტო ზღვა ხოარარი უამრავი ბარი და გასართობია.-შევხედე ნერსეს.
-არვიცი...
-მიდი რა გთხოვ და პირობას გაძლევ აღარ გავიქცევი.
-გაიქცევი და მაინც დაგიჭერ.
-იქნებ შემარჩინო ერთი სიტყვა.
-კარგი,მაგრამ გაქცევას თუ დააპირებ ჩათვალე,რომ სიკვდილამდე სახლიდან ვეღარ გახვალ.
-ნუ მემუქრები შენი ჭირიმე რა!
-კარგით ოღონდ ხვალ დილით შვიდზე გავალთ.
-აუუუ ანასტასია როგორ მიყვარხარ შენ ხოარიცი-ბათუ წამოხტა და ჩამეხუტა.
-ხო აბა რა-დაიწყო ბუზღუნი ნერსემ.
-რახდება რა ყვირილია-მარინე შემოვიდა სამზარეულოში.
-ზღვაზე მივდივართ ბათუმში-პატარა ბავშვივუთ უხაროდა ბათუს და მარინეს წაეცეკვა.
-კი მაგრამ შენ ხო ზღვას ვერიტან ნერსე?
-რავქნა დედა? ორი ერთნაირი რო შეხვდება ერთმანეთს რა გავაკეთო.
-ძალიან კარგი წადით მოსცილდით ცოტახანი აქაურობას,დაისვენეთ გაერთეთ და მერე ჩამოდით.
ბიჭები გარეთ გავიდნენ მე კიდევ მარინე ვეხმარებოდი სუფრის ალაგებაში.
-მარინე დეიდა შეიძლება რაღაც გკითხოთ?
-გისმენ შვილო.
-ნერსე როგორი ბავშვი იყო? ან ბათუ ასაკში როგორი იყო.
-ბათუსნაირი მხიარული არ ყოფილა..ბავშვობიდან სერიოზული იყო მამამისს ყველა საქმეზე დაყვებოდა ოთხი წლის იქნებოდა ჯირითი,რომ ისწავლა მახსოვს ცხენზე თავისით ვერ ძვრებოდა ერთხელ მამამისმა დაინახა არვიცი რა უთხრა ეხლაც არმეუბნება,მაგრამ დღედაღამე ვარჯიშობდა ცხენზე აცოცებაში,ბოლოს კი ჯირითი ისე ისწავლა ყველაზე სწრაფად დაჰქროდა ხოლმე,პირველად სახლიდან მაშინ გაიქცა,როცა გაიგო,რომ მამაშენი თბილისში გადავიდა საცხოვრებლად,სადღაც მთებში წავიდა მთელი ღამე ეძებეს,მაგრამ ბოლოს ისევ თვითონ დაბრუნდა სახლში.-ის ადგილი გამახსენდა ნერსემ,რომ წამიყვანა თან მაშინ მითხრა,რომ აქ გამორბოდა ჩხუბის შემდეგ-ბათუს ასაკში უკვე ქალაქის საუკეთესო მეომრის ტიტული გადასცეს დღემდე ინარჩუნებს ამ წოდებას და შვიდეულში გარანტირებული აქვს ადგილი,თუმცა თვითონ არუნდა,ამბობს მთავრისთვის თავის დახრას მირჩევნია თავი მოვიკლაო.
-ხო ნერსე ძალიან ამაყია.-წყალი დავისხი და მოვსვი.
ოთახში ნერსე შემოვიდა.
-ბათუ სადაა?
-დასაძინებლად წავიდა ხვალ ადრე უნდა ავდგეო,წამო ჩვენც დავიძინოთ ხელი მომხვია
-ღამემშვიდობისა მარინე დეიდა.
-კარგად იყავით შვილო.
მეორე სართულზე ავედით და ოთახისკენ წავედი.
-საით?-მკითხა ნერსემ.
-ჩემს ოთახში.
-შენი ოთახი აქაა-მიუთითა თავის ოთახის კარზე.
-არციოცნებო ბოლო სკანდალის მერე ოთახში მარტო არ დაგტოვებ.
-აბა შენთან ერთად უნდა მეძინოს?!
-ჩემი საცოლე ხარ.
-საცოლე და არა ცოლი შენს საწოლში თავს კომფორტულად არ ვგრძნობ.
-კარგი მაშინ შენს საწოლში დავიძინებ.
ოთახში შევიდა და საწოლზე წამოგორდა.
გაოგნებული ვიყავი მისი ასეთი ქცევით.
-მე ჯერ ვერ დავიძინებ ჩემოდანი უნდა ჩავალაგო.
-ჩაალაგე მერე მე რას გიშლი.
თავქვეშ ხელები ამოიდო და მიყურებდა.
კარადა გამოვაღე ჩემოდანი გავხსენი და ტანსაცმელების ჩალაგება დავიწყე.
-ვაა ისე მეგონა რო გარბოდი უკვე ჩალაგებული გქონდა.
-არგინდა ეს ცინიზმი.-თვალები ავატრიალე და მზისგან დამცავი კრემი ჩავდე.
ერთი საათი მაინც ვალაგებდი ბოლოს დაღლილი წამოვწექი.
-დაიღალე ქალბატონო.-ნერსე ჩემსკენ გადმოტრიალდა.
-აჰამ.-საბნის ქვეშ შევწექი და ზურგი ვაქციე ნერსეს.
-ტკბილი ძილი ნასია.
-მადლობა.-ვუთხარი გამოკვეთილად და თვალები დავხუჭე.


ბათუ მთავრის უკანა ეზოში იდგა და საყვარელ ადამიანს ფანჯრიდან უცქერდა. ლილემ შეამჩნია და ფანჯარა გამოაღო.
-აქ რას აკეთებ რო დაგინახონ მოგკლავენ-გადაუჩურჩულა ანერვიულებულმა გოგონამ.
-უნდა გელაპარაკო-გაუღიმა ბათუმ-თუ არ ჩამოხვალ მე ამოვალ.
-კარგი,ორი წუთი მაცადე და ჩამოვალ.
ლილე ეზოში თხელი საღამურით გავიდა და ბათუსთან ნელა მიირბინა,სულ კანკალებდა სიცივისგან.
-გაგიჟდი?ასე რატომ ჩამოხვედი?-ბათუმ ჩოხა გაიხადა და გოგონას შემოხვია.-ერთი სული მაქვს ჩოხის მაგივრად ნაბადს როდის შემოგხვევ.-დაიხარა და აკოცა.
-ბათუ აქ,რომ მოდიხარ სულ გული მისკდება ვინმემ არ შეგნიშნოს.-აქეთ იქით მიმოიხედა ლილემ და შეშინებული უყურებდა ბათუს.
-კარგი რა ლილე,გეხვეწები ნუხარ ასე დაძაბული რა,თან მე კარგი ამბები მოგიტანე.
-რა ამბები?
-ძალიან მალე მოვიფიქრებთ აქედან როგორ გამოგიყვანოთ ქორწილზე ხო საერთოდ ლაპარაკი არარის.
-არვიცი მე უკვე აღარაფერი აღარ გამიკვირდება მამაჩემისგან.
-ლილე გულწრფელად მიპასუხე..მამაშენი ცუდად შეგეხო?!
ლილემ ვერაფერი უპასუხა.
-ლილე???-ჩაეკითხა ბათუ,კისერზე ხელები ნაზად შემოხვია და თვალებში ჩახედა.
ლილეს ხმა გაეყინა.
ბათუს სახე აელეწა და სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით თვალებიდან ნაპერწკლებს ყრიდა-მოვკლავ მაგ ნაბიჭ**არს ჩემი ხელით გამოვჭრი ყელს-სახლისკენ წავიდა.
-ბათუ არა გთხოვ დაეწია ბათუს და ხელით დაიჭირა.
-გემუდარები არგინდა რა..ბათუ გეხვეწები-ცრემლები გადმოყარა ლილემ და ზურგზე მიეკრო ბათუს,რომ შეეჩერებინა-გთხოვ ბათუ გაჩერდი აღარშემიძლია ამდენი ბრძოლა,სისხლი,ყვირილი დავიღალე უკვე.
ლილე ჩაიკეცა,მაგრამ ბათუმ დაიჭირა და ფეხზე დააყენა იქვე სკამზე ჩამოსვა ჩაიმუხლა და გოგონას ცრემლები მოწმინდა.
-კარგი დამშვიდდი აღარ იტირო გთხოვ,გეფიცები გაგიყვან ამ ჯოჯოხეთიდან,შენთავს ვფიცავარ ერთდღეს ხელს მოგკიდებ და მამაშენის თვალწინ წაგიყვან ჩემთან და აღარასდროს გატირებ-თვალებს უკოცნიდა ლილეს და ეხუტებოდა.
-ძალიან მიყვარხარ ბათუ,რამე რო დაგემართოს ვერ გადავიტან-ხელები შემოხვია ლილემ.
-მეც მიყვარხარ ჩემო პრინცესა და გპირდები,რომ ყველაზე ბედნიერ ქალად გაქცევ ოღონდ აღარ იტირო,გული მტკივა ასეთს,რომ გიყურებ.
-უნდა წავიდე სანამ შენიშნავენ,რომ ოთახში არვარ-ცრემლები მოიწმინდა და ფეხზე წამოდგა.
-მოდი ჩემთან-ხელები მოხვია და ძლიერად ჩაეხუტა ბათუ.
-დამპირდი რო აღარ იტირებ.
-გპირდები.
-კარგი გოგო ხარ.-შუბლზე აკოცა ლილეს.
ლილემ ჩოხა გაიხადა და ბათუს მიაწოდა.
-ძილინებისა-უთხრა ლილემ და სახლისკენ წავიდა.
-ტკბილიძილი.


ნერსემ თვალი,რომ გაახილა შვიდის ნახევარი იყო..ნასიას შეხედა,მისკენ იყო შემოტრიალებული და ტკბილად ეძინა. ხელი შემოხვია მიიხუტა და ლოყაზე ნაზად აკოცა.
-ნასია,გაიღვიძე..-ამჯერად შუბლზე აკოცა.
-მმმმ-ძილს ვერ წყდებოდა ნასია.
-მიდი ადექი-თავზე ხელი გადაუსვა.
-აუუ..-ჩახლეჩილი ხმით თქვა ანასტასიამ და ხელები თვალებზე მოისვა.
-რომელი საათია?-შეწუხებულმა კითხა ნერსეს ისე,რომ თვალები არგაუხელია.
-შვიდი ხდება.
-მეგონა იღადავე გუშინ და მართლა შვიდზე გავალთ?
-ხო.
-აუუ ხაშია?!!!-წამოჯდა ანასტასია.
-პრეტენზიები ულევად გაქვს.
ტანი ძვლივს წამოწია საწოლიდან და კარადა გამოაღო.
-გადი უნდა ჩავიცვა.
-კარგი მეც ჩავიცვამ.-წამოდგა და ოთახში გავიდა.
თხელი კაბა გადავიცვი თმა ავიწიე და მისაღებ ოთახში ჩავედი.
-დილამშვიდობისა ლამაზო-მარინემ ყავა დამიდგა მაგიდაზე.
-დილამშვიდობისა მადლობა რატომ შეწუხდით?-გავუღიმე მარინეს.
-ნერსემ მითხრა ნახევრად ძინავს და იქნებ ყავამ მაინც გამოაფხიზლოსო.
-ხო აბა რაიქნება მამალზე ადრე,რომ გამაღვიძა?!-ყავა მოვსვი.
-წავედით-ჩემოდნებით ჩამოვიდა ნერსე.
-არშეჭამ შვილო?
-არა დე,გზაში დავჯდებით სადმე.
-კარგი ფრთხილად იყავით უფალი გფარავდეთ.
-შენც დე-გადაკოცნა მარინე.
-დროებით მარინე დეიდა-ჩავეხუტე და ნერსესთან ერთად ჩავჯექი მანქანაში.
-ბათუ სადაა?
-ააქ!-უკანა სავარძლების ქვემოდან ამოხტა.
-გადაირიე? რამის გულმა დამარტყა-გულზე მივიდე ხელი.
-აბა წავედით!!-დაიყვირა ბათუმ.
ნერსემ სიცილით დაქოქა მანქანა და ტრასაზე გავიდა.
აი ასე ჩემს საქმროსთან და მის ნათესავთან ერთად წავედით ბათუმში დასასვენებლად თავი ნამდვილად სიზმარში მეგონა.



№1 სტუმარი ელეე

ძაან დააგვიანე ახალი თავი და პატარაა თუმცა საყვარლობა♡ არაფერი დაუშავო ბათუს რა საყვარელი ტიპია♡
წარმატებები და მალე გელი ახალი თავით♡♡

 


№2  offline წევრი Elea_Nora

აუ რა კარგია❤️❤️ იმედია არ მოუწევს ნერსეს ლილეზე დაქორწინება და ყველაფერი კარგად წავა❤️❤️ გეხვეწები რაა მოუგრიხე კისერი იმ მთავარს თორე მე მივალ და მე მოვუგრეხ :დდდ ძაან მაღიზიანებს თავებიც გაზარდე და ძაან კაია❤️ იმედია დადებ მალწ წარმატებები❤️

 


№3 სტუმარი სტუმარი ანი ანი

ძალიან სიყვარულიკო თავი იყოო ძალიან მომეწონა ^-^ სითბოთი ავივსე...
ასე განაგრძე მაგრამ რაღაცაა...დროებს ურევ ძაან ხან პირველ პირში წერ და ხან მესამეში...
მგონი ჯობია საერთოდ მესამეში წერო მაგრამ ეს შენი გადასაწყვეტია.. უბრალოდ ავღნიშნე რო ხაირას ირევა და თუ გამოასწორებ კარგი იქნება..
თვითონ ისტორია საოცარია და იმედია აღარ დააგვიანებ ველი მოუთმენლად♡♡♡♡

 


№4  offline წევრი anako

დიდი სიამოვნებით აგჩეხავდი მარა რა ვქნა მე ესენი ასე ძაან რომ მიყვარს?
საკალელები ალიან
ბათუზე და ლილეს წყვილი ძალიან კარგი გამოდის
ნერსეზე და ნასიაზ რომ არაფერი ვთქვა
კიდევ კარგი ამ ტავში არ გამოჩნდა მთავარი თორემ გული დამისტუკებდა
მოკლედ ძალიან მოყვარული ვარ ამ ისტორიის და არც კი გაბედო დაგვიანება თვარა ჩამერთო სვანური მერე :დ :დ

 


№5  offline წევრი truelove

ელეე
ძაან დააგვიანე ახალი თავი და პატარაა თუმცა საყვარლობა♡ არაფერი დაუშავო ბათუს რა საყვარელი ტიპია♡
წარმატებები და მალე გელი ახალი თავით♡♡


კი დავაგვიანე მაგრამ დღეს დილით უნდა ყოფილიყო დადებული წესით თუმცა ჩემი ბრალი არიყო <3

სტუმარი ანი ანი
ძალიან სიყვარულიკო თავი იყოო ძალიან მომეწონა ^-^ სითბოთი ავივსე...
ასე განაგრძე მაგრამ რაღაცაა...დროებს ურევ ძაან ხან პირველ პირში წერ და ხან მესამეში...
მგონი ჯობია საერთოდ მესამეში წერო მაგრამ ეს შენი გადასაწყვეტია.. უბრალოდ ავღნიშნე რო ხაირას ირევა და თუ გამოასწორებ კარგი იქნება..
თვითონ ისტორია საოცარია და იმედია აღარ დააგვიანებ ველი მოუთმენლად♡♡♡♡


მადლობა რჩევისთვის ვეცდები გავითვალისწინო <3

 


№6 სტუმარი Qetti

Auumaledadera

 


№7  offline წევრი anamaria♡

ძაან საყვარლობაა იმედია არდაიკარგები ესს ველი ახალთავს

 


№8 სტუმარი სტუმარი ანი

დაახლოებით შეგიძლია გვითხრა როდის დადებ?
თორე ყოველ ორ წუთში ვამოწმებ :დ :დ :დ :დ

 


№9  offline წევრი truelove

სტუმარი ანი
დაახლოებით შეგიძლია გვითხრა როდის დადებ?
თორე ყოველ ორ წუთში ვამოწმებ :დ :დ :დ :დ


ვცდილობ ორ დღეში ერთხელ მაინც დავდო,ხან გამომდის ხან არა :დ დღეს არდაელოდო <3

 


№10 სტუმარი Sali

Arc dges velodot?:d

 


№11 სტუმარი სტუმარი ანი

დღეს იქნება???

 


№12 სტუმარი დვ

დაველოდოოოთ დადეეებ?!

 


№13  offline წევრი truelove

ხვალ დაიდება <3 <3

 


№14 სტუმარი სნს

truelove
ხვალ დაიდება <3 <3

ანუ დღეს?

 


№15  offline წევრი truelove

სნს
truelove
ხვალ დაიდება <3 <3

ანუ დღეს?



კი დავამატე უკვე და იმედიმაქვს მალე ატვირთავენ

 


№16 სტუმარი სტუმარი ნესტანი

კარგია მგონი ამათ ერთმანეთი უყვართ და ვერ ხვდებიან კიდევ,მომეწონა

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent