მთებშია თავისუფლება! (7) დაბრუნება
–ის ახვა*ი მოიტაცებდა ისევ–ნერსე ცოფებს ყრიდა. ჯიშკარიანების სახლში მღელვარება მატულობდა. –დამშვიდდი ნერსე იქნებ სასეირნოდ გავიდა ხო იცი როგორ უჭირს შეგუება ამ ქალაქთან–ამშვიდებდა მარინე. –კარგი რა დედა,უფრო ნუ მაგიჟებ ამ შუაღამეს რა სასეირნოდ უნდა წასულიყო ნახევარი ქალაქი მასზე ნადირობს. –შვილო დაწყნარდი ბიჭებს გავგზავნი მოსაძებნად.–უთხრა ზურამ. –თქვენ ბიჭები გაგზავნეთ და მე მტავართან წავალ.–ნერსე თავლაში შევარდა. –შვილო სისულელე არ გააკეთო მარტო სად მიდიხარ–მარინე წინ გადაუდგა ერთადერთ ვაჟს. –ლინე არარის.–ბათუ გაოგნებული სახით გამოვიდა–როგორც ჩანს ცხენით წავიდა. ნერსეს სახე გაეყინა და ანასტასია ოთახისკენ გაიქცა,კარადა გამოაღო და მარტო წერილი დახვდა. არც ტანსაცმელები,არც ფეხსაცმელები. ჯიშკარიანი აფეთქდა. –ყველა გადით ოთახიდან!–ხმამაღალი ტონით თქვა. –ნერსე შვილო.. –გადით მეთქი!–იყვირა და წერილი აიღო. ოთახი ყველამ დატოვა მარტო ნერსე დარჩა სიბნელეში სინათლე აანთო და წერილი გახსნა. „თუ ამ წერილს კითხულობ ესეიგი მანდ აღარ ვარ,ნერსე არმინდა,რომ ჩემი დაცვა დაგავალდებულო,არც ის მინდა ცოლად მხოლოდ იმიტომ მომიყვანო,რომ არ მოვკვდე. არმინდა გეცოდებოდე,ამ ერთი თვის განმავლობაში რაც ამ დაწყევლილ ქალაქში „ჩამომათრიეს“ ჩემი თავი დავკარგე,ძალიან დაბნეულივარ,თუმცა ერთი რაღაც ზუსტად ვიცი არმინდა იმ კაცს გავყვე ცოლად,რომელსაც არვუყვარვარ და ვეცოდები,არც იმ ქალაქში მინდა ცხოვრება,სადაც ჩემს გამო ორი ოჯახი ერთმანეთს გადაემტერება. შენთვის და შენი ოჯახისთვის მადლობის მეტი არაფერი მეთქმის,მაგრამ ვიცი,რომ თუ აქედან არ წავალ ყველაფერი აირევა და სისხლი ჩემსგამო დაიღვრება ამიტომ მივდივარ და გთხოვ მაპატიო,არასდროს დაგივიწყებთ იმ სიკეთეს,რომელიც ჩემთვის გააკეთეთ.. პ.ს მშვილდისარს ხშირად გამოვიყენებ და ვივარჯიშებ გპირდები. სიყვარულით ათანასია. ნერსემ წერილი ხელში მოკუჭა და ფეხის კვრით სკამი გადააყირავა..გამაგიჟებს ეს გოგო..კიბეებს სირბილით ჩაუყვა და ფარეხში შევარდა,მანქანა დაქოქა და ელვის სისწრაფით გააქროლა ტრასისკენ..არ დაგთმობ,არ გაგიშვებ თუ შენ არ ხარ,არც მე ვიქნები..სიცოცხლის ბოლომდე,რომ მომიწიოს შენი მოძებნა მოგძებნი და სახლში დაგაბრუნებ. მთელი ღამე მივდიოდი ცხენით ვცდილობდი არ დამძინებოდა,ცხენიც საკმაოდ დაიღალა გადავწყვიტე ცოტა დამესვენა და იქვე მინდორში გავჩერდით ცხენი საბალახოდ გავუშვი მეკიდევ იქვე ტრასასთან ახლოს დავჯექი და მანქანას ველოდებოდი,რომელიც იმედი მქონდა,რომ ოდესმე ჩამოივლიდა. გამთენიისას მანქანის შუქები დავინახე და ხელით გავაჩერე..მანქანიდან ახალგაზრდა კაცი გადმოვიდა. –ქალბატონო კარგად ხართ?–მომიახლოვდა. –დიახ..უბრალოდ თბილისისკენ ხო არ მიდიხართ? –არა,მაგრამ მაინტერესებს რა შეგემთხვათ? –იცით ეს თქვენი საქმე არარის.–ფეხზე წამოვდექი და ცხენისკენ წავედი. –რატომ მიდიხარ ასე სწრაფად?!–მკლავით დამიჭირა. –ხელი გამიშვი!–თავის განთავისუფლება ვცადე. –იცი მაინც მთავარმა რამხელა ილდო დააწესა შენს მიყვანაზე? –ხელი გამიშვი გთხოვ! არაფერი დამიშავებია ჩემი მოკვლა სულ ტყუილად უნდათ. –ფეხებზე რატომ უნდა შენი მოკვლა,ან შენი საქმრო სადარის? კი კარგად დაიფიცა,რომ დაგიცავდა? თუ დიდ ჯიშკარიანს საცოლე გამოექცა? –თავი დამანებე!–ხელზე იმდენად მიჭერდა მეგონა ძვალს გადამიტეხავდა. –იქნებ ჯერ ცოტა გავერთოთ და მერე მიგიყვან,ან ვგიდები გოგოს ხვეული თმა,რომ აქვს. –თუ შემეხები ყველას ვეტყვი და ტრადიციების მიხედვით სხვისი ქალის შეხებისთვის სიკვდილით დაისჯები! –ეგ იმათ ეხებათ ვინც იქ დაიბადნენ მე კი უბრალოდ სტუმარი ვარ–ჩაიღიმა უცნობმა. ვარჯიშები გამახსენდა გონება დავძაბე და მუხლი ფეხებსშუა თავის საამაყო ადგილას ამოვარტყი,შემდეგ კი თავქუდმოგლეჯილი გავიქეცი..კიდევ კარგი სირბილი იმდენად მიყვარდა,რომ მალე არ ვიღლებოდი ცხენთან მირბენას აზრი არ ქონდა,რადგან ზედმეტად შორს იდგა თან ჩემი,რომ ვიცი იაზე ასაბობღებლად ორი წუთი მაინც დამჭირდებოდა. მივრბოდი და თან ჩანთის გახსნას ვცდილობდი შიგნით მშვილდისარი მედო..კაცი ჩვენს შორის მანძილს ნელნელა ფარავდა უცბად მანქანა გამოჩნდა,რათქმაუნდა ვიცანი ნერსეს მანქანა და მისკენ გავიქეცი,თუმცა არც კი ვიცოდი,რომ შემომხედავდა რაუნდა მეთქვა,მანქანა უცბად იმ კაცის წინ დაატორმუზა და სწრაფად გადმოვიდა. –ჩაჯექი!–მითხრა მკაცრად. ამჯერად წინააღმდეგობა არ გამიწევია და მანქანაში ჩავჯექი თან ჩანთა გავხსენი და მშვილდისარი ამოვიღე მანქანიდან გადოვედი და ისარი მოვამზადე. ნერსე იმ კაცისკენ წავიდა და მუშტი ძლიერად დაარტყა ჯერ ერთი მერე მეორე მესამე და კაცი ძირს დავარდა,წიხლებს ურტყავდა მერე ზემოდან გადააწვა და სახეში მუშტებს გამეტებით ურტყავდა. –შე ნაბ**რო როგორ გაბედე და როგორ შეეხე!–გაუჩერებლად ურტყავდა..შემდეგ მე შემომხედა და სახე საერთოდ აელეწა.–ნასია მანქანაში!!!–დამიყვირა. –ხელი გაუშვი ნერსე.–ვუთხარი წყნარად. –რა გითხარი?!–უფრო მიყვირა და მანქანისკენ მიმანიშნა. –მეც გითხარი ხელი გაუშვითქო–ისარი უფრო დავუმიზნე. ნერსე დამაკვირდა და ხელი გაუშვა,კაცი ფეხზე წამოვარდა და თავისი მანქანისკენ დაკოჭლებული გაიქცა. ჩავისუნთქე და ისარს ხელი გავუშვი ისარი დაკოჭლებულ ფეხში მოვარტყი მამლის ყივილის მაგივრად მაცხოვრებლები მისმა ღრიალმა გააღვიძა ხოხვა დაიწყო..მასთან მივედი და დავიხარე..ხელი თმაში წავავლე და ჩემსკენ ამოვახედე მთელი სახე დასისხლიანებული ქონდა ნერსეს მუშტებისგან. –მთავარს გადაეცი,რომ ჩემი გატაცება მარტივი აღარარის და თუ კიდევ სცდის,შემდეგ ჯერზე ისარ გაყრილ თავს გავუგზავნი.–ხელი გავუშვი და ფეხზე წამოვდექი. ნერსესკენ წავედი,მაგრამ გავჩერდი და ისევ იმ ტიპთან მივედი–უკაცრავად ჩემი ნივთი დამრჩა–ფეხიდან ისარი გამოვაძრე ისევ დაიყვირა..სისხლიანი ისარი ჯიბიდან ამოღებული ხელსახოცით გავწმინდე..ნერსე გაოცებული მიყურებდა ჩემი თავით მეც გაოგნებული ვიყავი როდის გავხდი ასეთი სასტიკი და თავდაჯერებული ვერგავიგე ნერსეს ჩავუარე და ცხენისკენ წავედი მასზე ისევ გაბრაზებული ვიყავი. –სად მიდიხარ?!–ჯერ კიდევ გაოგნებულმა მკითხა. –სახლში–არც შემიხედავს ისე ვუთხარი და ცხენზე ვცადე ახტომა. –სად სახლში და საერთოდ რა სპექტაკლი მოაწყვე?–უკან გამომედევნა და ხელით დამიჭირა. –ნერსე გამიშვი–თვალებში არ ვუყურებდი. –შემომხედე ნასია. ისევ არ შემიხედავს. –შემომხედე მეთქი!–ჩემი სახე მოიქცია თავის ხელებში მეც შევხედე. –რაგინდა ნერსე? –რატო გაიქეცი? –კარგად იცი რატომაც. –შენგან ფურცლის ნაგლეჯით თავის მართლების მოსმენას არ ვაპირებ! –აბა რაგინდა?!–მისი ხელები მოვიცილე–ჩემგან რას ითხოვ ნერსე?! მაპატიე,მაგრამ შენი ცოლი ვერგავხდები! არშემიძლია სხვა ქალებივით მთელი ცხოვრება სახლში ვიჯდე,არშემიძლია მუდამ „ჩემი ადგილი“ ვიცოდე და ამ ყველა სიკეთესთან ერთად ცოლად გავყვე იმ კაცს,რომელსაც არანაირი გრძნობა არაქვს ჩემდამი გარდა სიბრალულისა.–ვუყვირე. –საიდან მოიტანე ეს სისულელეები? –ცოტა ხმადაბლა ისაუბრე ხოლმე.–მივანიშნე,რომ საუბარი გავიგე. –ეგ საუბარი არაფერს ნიშნავს. –მაშინ რატომ თქვი?! მეგონა რაღაცას მაინც გრძნობდი ჩემს მიმართ,მაგრამ ეს რაღაც თუ სიბრალული იყო არმეგონა. –ათანასია მე არმიყვარს ჩემი გრძნობების გამოხატვა და არც ის მიყვარს,როდესაც ამას ვინმე მავალდებულებს. –არც გთხოვ ნერსე,მაგრამ ნურც იმას მეუბნები,რომ გეცოდები ეს თავს უკანასკნელ ნაგვად მაგრძნობინებს. –სისულელეებს ნუ იძახი მეთქი და ჩაჯექი მანქანაში!– –არა! –ნუხარ ჯიუტი ჩაჯექი ყველა ძალიან ნერვიულობს! –არმაინტერესებს! თბილისში ვბრუნდები. –ვისთან? თბილისში,რომ ჩახვალ ვისთან წახვალ? მამაშენთან,რომელმაც გაგყიდა?!–წამოცდა ნერსეს. სახე გამეყინა და ისედაც დამსხვრეული გული უფრო დამიმსხვრია. –ამის თქმა არმინდოდა–ხელები თავზე დაიდო და ფეხი ხეს მიარტყა. –არა რატომ..მართალი ხარ,თუმცა არც ეგეთი უპატრონო ვარ როგორც გგონია. –მაპატიე არ უნდა მეთქვა. –მიპატიებია. –ნასია სულ,რომ თავი გაიგიჟო ვერ გაგიშვებ ყოველშემთხვევაში იქამდე სანამ მთავარი ცოცხალია. –არ წამოგყვები არავითარ შემთხვევაში სულ,რომ მომკლა არ გამოგყვები. –მაპატიე ნასია. ბოლოს ვერგავიგე რამოხდა,მაგრამ გონება დავკარგე. ნასიას გათიშვა მომიწია სხვა გზა არმქონდა არ წამომყვებოდა ზედმეტად ჯიუტი იყო,თუმცა დღეს პატარა მშიშარა და დაბნეული გოგო ძლიერ დამოუკიდებელ ქალად გადაიქცა ჩემს თვალწინ,ულამაზესი იყო. ხელში ავიყვანე და მანქანაში ჩავსვი,ხვეული თმა მხრებზე ეყარა. გასაშლელი დანა ამოვიღე ჯიბიდან და პატარა კულულა მოვაჭერი ხელსახოცში გავახვიე და ჯიბეში ჩავიდე. მანქანა დავქოქე და დილის შვიდ საათზე სახლში ვიყავით..კარი გამოვაღე და ფრთხილად გადმოვიყვანე ნასია. –შვილო რა დაემართა?–მარინე მომვარდა და ნასიას ხელი მოკიდა. –არაფერი დედა დაწყნარდი. კიბე ავიარე და ჩემს ოთახში დავაწვინე. –შენს ოთახში რატომ დააწვინე?–მკითხა მარინემ. –თავის ოთახში,რომ დამეწვინა ისევ გაიქცეოდა. –თითქოს უკვე შეგუებული იყო და რამ გადარია არვიცი.–თქვა მარინემ–წამოდი შვილო გასაუზმებ,გოგო ღამენათევია საღამომდე არ გაიღვიძებს. –არმინდა დედა წავალ ცოტას მეც დავიძინებ დავიღალე. –კარგი მიდი შვილო. ოთახში შევედი და ნასიას გვერძე მივუწექი..შევხედე და მისი კულულები თითებში მოვიქციე. –სულელი ხარ თუ გგონია,რომ შენს მიმართ მარტო სიბრალულს ვგრძნობ.–ჩუმად ველაპარაკებოდი და ვაკვირდებოდი,მალე ჩამეძინა კიდეც. მთავარი ცოფებს ყრიდა. –ამ კახ*ას დამიხედეთ ერთი! სროლაც უსწავლია. –ძალიან ჩაიხლართა ყველაფერი,მაგრამ მოწმე იძახის,რომ ეს გოგო ჯიშკარიანებს გამოექცათ,მგონი დროა თქვენი ქალიშვილი ჩაერიოს საქმეში,თუმცა მისი ასაკი ცოტა ხელს გვიშლის. –რამოხდა მერე? დედაჩემი მაგის ასაკში იყო,რომ გამაჩინა. –დიახ,მაგრამ 16 წლის გოგონას რამდენად შეხედავს ნერსე ჯიშკარიანი არვიცი. –მოიცა რისი თქმა გინდა,რომ ჩემი შვილი იმ ბო*ს არ ჯობია?!!–იყვირა მთავარმა. –არა რას ბრძანებთ უბრალოდ ყველაფერი კარგად არის დასალაგებელი. –ამ საღამოსვე დაველაპარაკები ჩემს შვილს. სახლში მისულ მთავარს მოახლეები კარებშივე დახვდნენ და სამოსი გახადეს. –ლილე!–იყვირა მთავარმა და დივანზე ჩამოჯდა. –გისმენ მამა–გოგონა ოთახში შევიდა. –დაჯექი–მიანიშნა მამამისმა დივანზე ლილეც დაემორჩილა. –ხვალ წახვალ ჯიშკარიანებთან და ამ წერილს პირადად გადასცემ ნერსეს. –მე რატომ? ჩვენი მოახლე გაგზავნე ხვალ სამეცადინო მაქვს. –სიტყვა არ გავიგო! ყველაფერი,რომ დალაგდება ნერსეს ცოლად უნდა გაყვე. –რაა?–გაოცებულმა შეხედა მამამისს. –რაც გაიგე,წერილს მიუტან და თავს შეაყვარებ დედაშენის შვილს ეგ არ გაგიჭირდება. –დედაჩემზე წესიერად ილაპარაკე!–ფეხზე წამოვარდა ლილე,მთავარიც წამოდგა და ხელი ძლიერად გაარტყა საკუთარ ქალიშვილს. –როგორ ბედავ,რომ მიყვირი?!–ლილე ძირს დაეცა. ლილე ფეხზე წამოდგა. –აიღე!–წერილი მიაწოდა,გოგონამაც გამოართვა და ოთახში გაიქცა. მთელი ღამე ტიროდა ბოლოს მობილური აიღო და ვიღაცას დაურეკა. –აუცილებლად უნდა შეგხვდე–ტირილით უთხრა.–არა გემუდარები არ მოხვიდე მოგკლავს მამაჩემი მე შეგხვდები ჩვენს ადგილას–კარგი მოვალ 10 წუთში. ლილე ჩუმად ჩაუყვა ეზოში კიბეებს და გარეთ გაიპარა..კუთხეში შეუხვია და შეყვარებულს ჩაეხუტა..მანაც ხელები შემოხვია და საყვარელ გოგოს ცრემლები მოწმინდა. –მამაჩემი გეგმავს,რომ ცოლად ნერსეს გამაყოლოს.–ამოღერღა ლილემ. ბათუ ადგილზე გაშეშდა და წარმოდგენაც არ უნდოდა,რა მოხდებოდა ლილე ნერსეს,რომ გაყოლოდა. პ.ს ესეც მეშვიდე თავი ისევ ბოდიში დაგვიანებისთვის იმედიმაქვს მოგეწონათ <3 <3 |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.