ის აქ არის !(სრულად)
რამდენადაც მახსოვს ყოველთვის მოხიბლული ვიყავი ბუნებით, ველური სასწაულებით... ხშირად დავდიოდით მე და ჩემი მეგობრები ლაშქრობებში, ლამაზი ბუნების სანახავად და დასათვალიერებლად, ყოვეთვის როდესაც დრო გვქონდა არასდროა ვტოვებდით შესაძლებლობას და თავს განტვირთვის საშუალებას ვაძლევდით, ერთ მშვენიერ საღამაოს, როდესაც მე და ჩემი მეგობრები ლუდის ბოთლებით, თასში მოთავსებული ჩიფსებითა და პოპკორნით შეიარაღებულნი ვუყურებდით სიბნელეს, ნეითანს იმავე საღამოს საკუთარი მანქანით ლაშქრობაში წასვლა მოუვიდა აზრად, რადგან ჯერ ადრე იყო და მომზადებასაც დიდ დროს არ ვატანდით, ამ წინადადებასაც მარტივად დავთანხმდით. ფილმი გამოვრთეთ და შესაბამისად გაკოვეწყვეთ. რვა საათისთვის უკვე მზადაც ვიყავით და მალევე მოვთავსდით ნეითანის პაჯეროში. წინ მე და ნეითანი ჩავჯექით. უკან კი ნილი პიტერი და შირაილი. - კიდევ კარგი ამან თავისი ლომსაზარა მგელძაღლა არ წამოიყვანა და დააგლეჯინა ჩვენ თავი.- წარბაწევით გადახედა შირაილმა პიტერს და ჩვენ მოგვმართა, მგელძაღლა მართლა მგელძაღლა იყო, მგლების შთამომავალი და ერთხელ შირაილი მართლა გადასანსლა. - ეგრეც არ იყო- თავი იმართლა პიტერმა- ჩემი კასი კარგი ბიჭია და ძალიან ბუნჩულა. - ხო იმდღეს ჩემზე არ ილესავდა ხო ეგ შენი ბუნჩულა კასი კბილებს? - ყველას გაგვეცინა.- აგერ ნილზეც ილესავდა.- გადახედა ფანჯარაში მომზირალ ჟღალთმიანს. - უკან რომ გავბრუნდეთ ამაზე რა აზრის ხართ?- გადმოგხვედა წითელთავამ ისერო შირაილისთვის ყირადღებას არ მიუქცევია. - რამოხდა შეგეშინდათ?- გადმოხედა ნათანმა - მშიშარა და ქვეშაფსია შენ ხარ!-შეუღრინა შირაილმა. - ამის დედაც- შეიკურთხა ნეითანი და ნელ-ნელა ყველამ ვიგრძენით, როგორ დაიწყო მანქანამ სვლის შენელება, საბოლოოდ კი ნოლზე დაეშვა. - ეს იცი რისი ბრალია? იმის რომ ტარების გატყმაში არხარ.- აენთო ნილი და ნეითანს გადასწვლა საჭესთან. - ახლა არმაქვს შენი თავი.- ხელი აუქნია, ნეითანმა და მანქანიდან ყველა გადავედით, საკმაოდ ბნელოდა, ტრასაზე ვიდექით სა ახლო მახლო მოსახლეობის ნატამალიც არ ეტყობოდა გარემოს. - აჰააა ანუ ახლა არ აქვს ჩემი თავი, შუა ტყეში გაუფუჭდა მანქანა და სხვათაშორის ასე მარტო შეჯ გემართება ხოლმე, ამ ტყეში კი იმდენი კბილებდაკრეჭილი მგელი იქნება, ერთ ლუკმადაც არ ვეყოფით- არ ცხრებოდა ნილი და ნელნელა ხმას უმატებდა. - გეყოფა.- უღრიალა პიტერმა. - რა ჯანდაბააა? - ნუ ბავშვობ? მაგდენ ტლიკინს გირჩევნია ასწიო და უბრალოდ გამოსავალი გვაპოვნინო... თუ ეგეც რ შეგიძლია, უბრალოდ გააჩერე ეგ და გაჩუმდი მაინც, ამის დედაც...- ხელი მანქანის კაპოტს დაჰკრა, შემდეგ მიუბრუნდა და ახსნა. - ძრავს შევამოწმებ.- ნილი ისევ ისე გაოცებული იდგა, ვიგრძენი ცოტა არიყოს ეწყინა კიდეც, უხმოდ შებრუნდა და მანქანაში მოთავსდა. ოცი წუთი იყო გასული რაც აქ გაუნძრევლად ვიდექით, პიტერი კი ამდენიხნია მანძილზე ძრავს არ მოშორებია. - პიტტ! არაფერია სიახლე?- ბალახზე მჯდარმა გავძახე პიტერს, თუმცა პასუხი არ გამცა.- პიიტ!? - ფეხზე წამოვდექი. - რა ჯანდაბაა?- წამომცდა როდესაც მანქანასთან პიტერი ვერ დავინახე, გარემოს გავხედე არსად იყო... - რა ხდება?- წარბები შეჭმუხნა შირაილმა. - პიტი არ არის! - როგორ თუ არ არის.- დაფეთებული წამოხტა ნილი მანქანიდან. - სად გაქრა?- ნეითანს დაწყნარება უჭირდა, მეც ვგრძნობდი, როგორ შემომიძვრნენ პანიკის საცეცები სხეულში... - დავურეკავ.- ნილმა ტელეფონი მოიმარჯვა, პასუხის მოლოდინში ყველა გავყურსულიყავით, თუმცა ოპერატორი გვამცნობდა რომ პიტერის ტელეფონი გამორთული იყო. უცბად არაამქვეყნიური ხავილი გავიგეთ და ყველა ხმის მიმართულებით შევტრიალდით, თუმცა ნისლის მეტი იქ არაფერი იყო, არც კი ვიცი რა იყო, ან თქვენ როგორ აგიხსნათ, ხმა რომელიც ცზოვრებაში არასდროა გამეგო და დამერწმუნეთ ესეთი ხმა არა ხავილი. "ნეთფლიქსის" საშინელებათა ფილმებშიც არ გექნებათ მოსმენილი. - რა ჯანდაბაა? უნდა წავიდე.- სანათნს დასწვდა ნეითანი, როდესაც შევაჩერე. - სულ გადაირიე? - პიტერი საფრთხეშია იაგამ. და რა ვქნათ? აქ ვიდგეთ? პიტერი თუ არა იქნებ რამე მაინც ვიპოვო რაც მანქანის შეკეთებაში დაგვეხმარება. - მისმინე.- თვალებში ჩამაშტერდა ნეითანი.- პიტერი უნდა მოვძებნო...! და თქვენ ვერ წამოხვალთ.- მალევე დამატა როდესაც პირი გავაღე შესაწინააღმდეგებლად.- თუ პიტერს ვერ ვიპოვი, იმის იმედი მაინც მექნება, რომ თქვენ კარგად იქნებით. - გაუშვი.- ხელი გამაშვებინა შირაილმა. - წავიდეს! - მანქანაში ჩასხედით, იმედი მაქვს დავბრუნდები.- ნეითანს დავუჯერეთ და მანქანაში იმ წამსვე ჩავსხედით, გარშემო სიბნელის, ხეების და ნისლის მეტი არაფერი იყურებოდა. ფიქრები ნილის ყრუ ქვითინმა გამაწყვრტინა. - ნუ გეშინია გადარჩები.- მებოზრებით აატრიალა თვალები შირაილმა. - ეგ არ მატირებს.- უმატა! - აბა რა ხდება? - ... - პიტი?- სახელის ხსენება და ნილის ბოლო ხმაზე აღრიალება ერთი იყო, უცბად მოვხვიე ხელი და მხარზე მივიხუტე... აშკარა იყო ყველაფერი და ზედმეტად არცერთი ჩავძიებულვართ... ნეითანი ათ წუთში დაბრუნდა... - რამე სიახლეა?- მივარდა ნილი. - არაფერი, თუმცა ეს ვიპოვე, იქნებ მანქანა შევაკრთო.- ხელში წვეტიანი რკინის მავთული შეათამაშა და მანქანის კაპოტი ახსნა... კარტაარ იჭერდა, უბრალოდ ვისხედით ბედის ანაბარა და ეხლა უკვე ნეითანის იმედზე მივყრდნობოდი მანქანის ძარას... - ნეითან, ხომარ გააკეთე?- წამოდგა შირაილი, თუმცა ნეითანმა ხმა არ ამოიღო. - ჯანდაბა, ნეითან!- დაიყვირა ბოლო ხმაზე შირაილმა, როდესაც ნეითანის ხმა ვერ გაიგო. - რა ხდება? აქ ვარ.- თავი აწია, ძრავაში ძრომიალით გართულმა ნეითანმა და გადმოგვხედა. - ჯანდაბაა...- ხმა აუკანკალდა შირაილს და ნეითანისკენ გაიქცა, მკლავები ისე მჭიდროდ შემოხვია კისერზე წამით მეგონა დაახრჩობდა.- მაპატიე მშიშარა, რომ დაგიძახე!- აშკარა ტირილი იგრძნობოდა მის ხმაში, ცოტათო გამეღიმა კიდეც, ყოველთვის მეგონა, შირაილს ჰქონდა გრძნობები, თუმცა ზედმეტად შეუვალი იყო, ზედმეტად! - ჯანდაბა შირაილ! - ჩაეღიმა ნეითანს.- კარგად ვარ პატარავ!- ცოტაც და ამეტირებოდა( ისე კი მქონდა საქმე სატირლად) ნეითანმა, თმაზე ჩამოუსვა ხელი და თავზე აკოცა, ცოტა ხანს ასე იდგნენ, უცბად, ისეთი კივილის ხმამ შეგვძრა, თითქოს ერთ ქალს, ხუთამდე მამაკაცი აუპატიურებდა... შირაილმა ერთი შეჰკივლა და ნეითანს უფრო აეკრო... - შევამოწმებ და დავბრუნდები.- გამოგვხედა ნეითანმა და შირაილი მანქანისკენ წაიყვანა. - ნეითან, არც გაბედო იცოდე! გთხოვ ნეითან.- ცრემლიანი თვალები შეანათა და მკლავზე მოუჭირა ხელი. - მისმინე პატარავ, ყველაფერი კარგად იქნება, უბრალოდ უნდა შევამოწმო... მალე დავბრუნდები, თქვენ მანქანაში დარჩით და ჩემს მოსვლამდე ფეხი არ გადმოადგათ, გასაგებია? - გამოგვხედა, თავიდავუქნიე, შემდეგ მასზე სუროსავით შემოხვეულ შირაილს შეხედა - გაიგე რა ვთქვი? - ხო...-ამოიხრიალა შირაილმა. მალევე კი ნეითანის მაღაკი სხეული ნისლში ჩაიკარგა... დაახლოებით ღამის სამი საათი სრულდებოდა.. ნახევარი საათი იყო გასული ნეითანის წასვლიდან და ჯერ არაფერი ჩანდა, უკვე ნახევარი საათი იყო გაუნძრევლად ვიჯექით, მანქანაში და სრულ სიბლენეს გავცწეროდით კვალდაკვაკ, სამარისებულ სიჩუმეს კალიების "გალობა" და შირაილის სრუტუნი ფანტავდა... შიშის საცეცები იმდენად ღრმად იყო გამჯდარი ჩემში უკვე, მაკანკაკელბდა, მხოლოდ იმის იმედით ვიყავი, რომ გათენდებოდა და ყველაფერი დალაგდებოდა, თუმცა ნეითანის გაუჩინარებამ, უფრო დაგვძაბა, სამივე! მაშინ მეგონა, რომ ეს ყოველივე იმდენად მალე მორჩებოდა, თვალის დახამხამენაც კი დააგვიანებდა, მასთან შედარებით, როდესაც აშკარად მამაკაცის ღრიალი მოსწყა ჩემს ყურთა სმენას, სწრაფად გადმოვხტით მანქანიან, შირაილის კივილმა ("ნეითან") ხმა გადაფარა... ისე ბნელოდა ვერაფერს ვხედავდი, მოხლოდ ცივი სიო უბერავდა და ასე ვხდებოდი რო სამყაროს ნაწიკი ვიყავი. უცბად იმდენად პანიკური კივილი გავიგე, ყურებიც კი დამიგუბდა, მკლავზე ძლიერი მტევანი ვიგრძენი, რომელმაც, აშჯარად წვეტიანი ფრჩხილები, მაჯაზე მომიჭირა და მტკივნეულად ჩამასო, ისე რომ მთელ მკლავზრ სისხლის წვეთები ვიგძენი, საშუნელმა ტკივილმა მთელ სხეულში დამიარა და მოცელილივით დავეცი, თან დართული შემაძრწყნებელი კივილი უკვე იავნანასავით ჩამესმოდა, ფეხებში ჩავლებული გაყინული და ხორკლიანი ხელებისთვის ყურადღება ფიზიკურად აღარ მიმიქცევია.... - იაგამ! იაგამ გაიღვიძეე!- მესმის დედაჩემის განწირული ხმა, რომელიც სახეზე მეფერებოდა და გული სიხარულით ამევსო... - ჯანდაბა რა მოხდა? - ჩემი საწოლის შეგრძნებისას მეგონა სამოთხეში ვიყავი. - საყვარელო, უბრალოდ ცუდი სიზმარი ნახე. - რა? - ხო, ახლა დაისვენე წუხელ გვიან დაბრუნდი, შემდეგ კი საუზმეზე გელოდებით.- ფრთხილად დამისვა ხელი თავზე და ოთახი დატოვა. - ჯანდაბა.- მკლავზე წვა ვიგრძენი და არტერიაზე, ღრმა ჭრილობა დავინახე, სადაც სამი ფრჩხილის ნაკვალევი , შემხმარ სისხლთან ერთად იწონებდა თავს... სად ჯანდაბაში ვიყავით წუხელ?!... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.