შერეულსისხლა ფსიქოპათი
თავი 1 დამპალი და გახრწნილი გვამების სუნი ირგვლივ ყველაფერს საზიზღარს ხდის. ამას კონტრასტულად ერწყმის ხანძრისგან დამწვარი, რამდენიმე საუკუნის წინ აშენებული და სავარაუდოდ, ერთი კვირის წინ დანგრეული შენობა. დიდებული არქიტექტურს ნიშანი თან წაუღიათ მოკვდავთა სულებს. სიბნელეში ძლივსღა შესამჩნევად ბჟუტავს ფანარი. ნესტი საშინელ სუნს უფრო აუტანელს ხდის. ოთახში ორნი არიან. განათების ქვეშ მაინც შეამჩნევდით ბიჭის ავადმყოფურად თეთრ თმას და უძიროდ შავ თვალებს. მეორე ასაკოვანია. ასე სამოცი წლისა. უძრავად დგას და ბიჭის მოქმედებას აკვირდება. -სერ ნილ ლიოვენ. აქ არაფერია. დემონის კვალი არსად ჩანს. მგონი შეგვიძლია წავიდეთ. ნილ ლიოვენი კვლავ ყურადღებით ათვალიერებ კედლებს. არანაირი კვალი. არც სუნი. შეიძლება იქ არც არასდროს ყოფილა დემონი. მაგრამ საიდან მოდიოდა გვამების გახრწნილი სუნი? შეიძლებოდა ვიღაც გონებაარეულმა ერთ ბოთლ არაყში დაიხრჩო თავი, ან შესაძლოა დეპრესიაში მყოფმა სულელმა გოგომ სუიციდს მიმართა. მაგრამ გვამები? სად იყო გვამები? ნილმა კვლავ გააგრძელა ძებნა.მის ფერმრკთან სახეზე იმედგაცრუების კვალს შენიშნავდით. ფრთხილად სწევდა ნივთებს. ჩანდა ქალის ოთახში იყვნენ. აქ იყო ძველი ზარდახშა, ძველისძველი სუნამოს ბოთლი და სადღაც მეთვრამეტე საუკუნის ავეჯი. მოხუცს მოთმინება აღარ ჰყოფნიდა. ის ხომ სულ ტყუილად მოაცდინეს. არკერის კრებას აუცილებლად უნდა დასწრებოდა. მისის სმიტთან შეხვედრა ჰქონდა. საბუთები მოსამზადებელი იყო. სადაცაა ნილს დაუყვირებდა რომ მისი ხმა გაიგო: -მართალს ბრძანებთ, სერ კლიფორდ. მომიტევეთ. ცრუ განგაში იყო. -ვიმედოვნებ მეორედ არ განმეორდება.-თქვა კაცმა და ნილი დატოვა. ნილს მაინც სჯეროდა რომ აქ რაღაც იყო. ულტრაიისფერი მინის სათვალე გაიკეთა და იქაურობა კვლავ მოათვალიერა. კედელზე რაღაც იყო. ნეტავ ეს აქამდე გაეკეთებია და ლუპის გამოყენებით დრო არდაეხარჯა. ნილი ახლოს მივიდა. კედლის შპალერის სიღრმეში მწვანე ლორწო ჩანდა. ნილმა ის ხხელით გასინჯა. აქ აშკარად იყო დემონი და მგონი ნილმა იცოდა რომ ეს ის სახეობა იყო, რომელსაც მთელი არკერი, აგერ უკვე ორი წელია, ეძებდა. არკერის წევრები იდიოტები იყვნენ და მაინც ნილს არ ესმოდა რატომ უნდა დაუჭირო მხარი იდიოტს, რათა მათ დაგიმორჩილონ, ბრძანებლობის სათავეები ხელში აიღონ და არაფერიც არ გააკეთნ. სამწუხაროდ ნილი ჯერ ისევ ახალბედათა რაზმში ირიცხებოდა. ის არ ჰგავდა კესის, რომელიც შესანიშნავად იბრძოდა ან თუნდაც მის ბიძაშვილს დენიელს. ნილი კი ერთი ფერმრკთალი, თეთრთმიანი ბიჭი იყო, რომელსაც ალბათ ერთხელ სჯეროდა რომ რაღაცას მაინც მიაღწევდა. მაგრამ რას? ნუთუ ეგონა რომ რამდენიმე დემონის დაჭერით ჯილდოს მიიღებდა და დაწინაურდებოდა, თუ ეგონა რომ თვით ჰადესის მიმდევრებს დაამარცხებდა. არკერში უნდა დაბრუნებულიყო. ეს მაინც წინ გადადგმული ნაბიჯი იყო. თუმცა.... "ნილ, საჭიროა ჩუმად იყო, რამეთუ მიზნებს ხშირად იტაცებენ აბობოქრებულ განდიდების ტალღაში ჩავარდნილი გაიძვერები და მოღალატეები." ნილი კი ბლომად იცნობდა გიძვერებსაც და მოღალატეებსაც. ასეთი შტაბ-ბინაში ბევრი იყო. ახლა კი მათ სანახავად მიდიოდა. მწვანე ლორწო სინჯარაში მოათავსა გამოსაკვლევად და წასასვლელად მოემზადა. ჩამტვრეულ ანჯამებიანი კარი გააღო და სიბნელეს თვალი შეაჩვია. სწრაფად გამოვიდა იმ დამწვარი სახლიდან და ტემზის სანაპიროსკენ აიღო გზა. ხიდთან გაჩერდა და ყური დაუგდო როგორ ეხეთქბოდა ,მდინარის ტალღები უშველებელ ლოდებს. პირველყოფილთა სუნთქვას მოგაგონებდათ მდინარიდან ამოვარდნილი კვნესის ხმა. შესაძლებელია ეს ნილის სულის გამოძახილიც კი იყო. შემდეგ დაფიქრდა. არა დემონებზე , არამედ საკუთარ თავზე. თითქოს მდინარის ტალღებმა უკარნახეს, მაგრამ არა! ეს არ ჰგავდა დაწყებით სკოლაში მეგობრისგან გადაწერილ დავალების პასუხს. თითქოს გონებაში ჩასძახა ვიღაცამ რომ მარტოსული იყო. -არაუშავს- თქვა ოდნავ შესამჩნევად. ჩურჩულით. მაგრამ ვის უნდოდა გაეგო? მდინარის ტალღებს? ხიდს? თუ პირველყოფილებს, რომელთა სუნთქვა ჯერ კიდევ ჩაესმოდა ყურში.? თუ საკუთარ თავს? ნეტავ რამდენ ხანს მისცემდა ეს დაავადება სიცოცხლის საშუალებას. ნილი ლოცულობდა მარტოსულად დარჩენილიყო. ბოლოს და ბოლოს სტივენ ჩბოსკის არ იყოს ამასაც ქონდა საკუთარი უპირატესობა. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.