შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მეტრო (დასასრული)


24-07-2019, 19:34
ავტორი ერკე
ნანახია 1 360

ამ ნაწარმოების ეს თავი წაშლილა... ამიტომ ვდებ თავიდან (მადლობა ყველას ყურადღებისთვის)!

სინათლე თან გაჰყვათ.
შუქურა ეჭირა ხელში რასტის და მის ირგვლივ არაფერი ჩანდა.
ბურუსი...
კვლავ ბურუსი, რომელიც უდაბურ სიბნელედ ისახებოდა...
ნისლი...
დონი...
დონი გაქრა...
დონი...
ბურუსი...
სინათლე... დღის სინათლე.
„ერთხელაც დროში დავიკარგები.“ - რასტი გონებას აწვალებდა.
„ერთხელაც საგიჟეთში ამოვყოფ თავს.“ - დონი მიტოვებულ ოჯახზე ფიქრობდა და იმ ადამიანზე, ვისთან ერთადაც იხილა სამყაროს არანორმალურობა. – „მამა?“
ჟრუანტელისებური გრძნობის სიღრმეების გავლის შემდეგ, სინათლემ დაისადგურა. უცნაურმა სინათლემ, რომელიც შუქურის სარკისებური ანარეკლით გამოსჭვიოდა.
-ღმერთო ჩემო, ახლა მაინც სად ამოვყავით თავი? - რეალობის შეგრძნება სულ მთლად დაჰკარგვოდა დონის და ხელებს აქეთ-იქით ამოძრავებდა. სადღაც გზის პირს იდგნენ, მაგრამ მის თვალებში კვლავ ბინდბუნდი იყო, რომლის მიღმაც ტკივილი და სათუთი სათნოება დამალულიყო. - მამა? შენ მამაჩემი ხარ?
-ძალიან მიჭირს ამის აღიარება, მაგრამ კი.
-მეც გამიჭირდებოდა დაჯერება, რომ არა ეს ყველაფერი... ბურუსი ფარავს შენს სახეს. - გზაზე გადავიდა, შუა გზაზე დამდგარი იგივე მოძრაობებს აკეთებდა და არც კი იცოდა სად იყო. - მაშინ, იმ უფსკრულში, შენ აპირებდი ს არა? რატომ?
-ჩემ...
-არა, არა... ყველაფერი მესმის. - ამ დროს ავტომობილები ტრასაზე ძლივს უვლიდნენ გვერდს, რომ არ დასჯახებოდნენ, უსიგნალებდნენ, თუმცა ყურებში დონის მამის ხმის გარდა არაფერი ესმოდა. დაჰიპნოზებულივით გაჰყურებდა მის მტკივნეულ სახეს, თითქოს რაიმესთვის მიერტყა და ყველაფერს ხვდებოდა. - ფიქრობდი, რომ არ მიგიღებდით. ახლა ყველაფერი მესმის. მამა... მიყვარხარ! - თვალნი ეფარა ცრემლით, გული ეწვოდა ცეცხლით.
-დონი... დონი აქეთ გამო, დონი! - გზაზე დიდი სატვირთო მანქანა მოდიოდა მთელი სიჩქარით, რომელიც შორიდანვე უსიგნალებდა, თუმცა დონის არაფერი ესმოდა.
-რა? სად გამოვიდე? რა მითხარი?
-გადმოდი გზიდან! მარცხნივ გაიხედე, მარცხნივ! არააა!
-რატომ ყვირი? სად გზიდან გადმოვიდე? ვერაფერს ვხედავ თვალებში ისეთი შუქი მანათებს. - რასტიმ შუქურას შეხედა, ისე ბრჭყვიალებდა გასაკვირი არც იყო, ზურგს უკან დამალა, მაგრამ შედეგი საერთოდ არ იყო. სატვირთო მანქანა კი მის შვილს უფრო და უფრო უახლოვდებოდა, რაც მის მოსალოდნელ დაღუპვას მოასწავებდა.
ბოლო ძალღონე, რაც კი გააჩნდა მოიკრიბა. ფეხზე ძლივს წამოიმართა და შვილისკენ გაიქცა. ბევრი აღარ უკლდა დაჯახებას, დონის ხელი ჰკრა, თუმცა დრო აღარ იყო თავად გასცლოდა მას. შვილმა ხელი ჩასჭიდა იმ ადამიანური რეფლექსების გათვალისწინებით, რომ არ დაცემულიყო და რასტიც თან გაიყოლა. შვებით ამოისუნთქეს და დონიმაც რეალობაში გაახილა თვალები.
-ეს რა ჯანდაბაა? - ამოისიტყვა დონიმ და სინათლის წყაროზე მიანიშნა.
-ხომ გესმოდა ყველაფერი არა? ღმერთო... ლამის მესამედ დაგკარგე. მესამედ გესმის? ამას ნამდვილად ვეღარ გავუძლებდი. - მოიწმინდა ცრემლები და შვილს ჩაეხუტა, ისეთი სიმწრით გადაეხვივნენ ბალახზე გაწოლილები, უცხო თვალისთვის ნამდვილად არ იქნებოდა მოსაწონი, თუმცა ისინი ვერაფერს აღიქვამდნენ, გარდა ერთმანეთისა და ვერაფერს ისმენდნენ.
ჩაქრა სინათლე...
გაქრა ხმა ყურში...
-მიყვარხარ მამა. - თვალცრემლიანი გადაეხვია მას.
-მეც მიყვარხარ ჩემო ბიჭო. ძალიან მიყვარხარ. - გულიდან მამობრივი სიყვარული ბოლომდე ამოიღო, რაც გააჩნდა და დონის გადასცა. იცოდა იმ წლებს ვერანაირად აუნაზღაურებდა, ამიტომ მაქსიმალურად ცდილობდა ახლა გამოეხატა ყველა სიგიჟე, ახლა ეგრძნობინებინა მისთვის როგორ ძლიერ აკლდა და უყვარდა.
გამვლელები აღარ გაუჩერებიათ და მათთვის არ უკითხავთ თარიღის შესახებ. რუსთაველზე აღმოჩნდნენ, მეტროს წინ გაკრულ პოსტერებს თუ დაუჯერებდნენ ამჟამინდელ დროში, ორი ათას ცხრამეტი წლის დეკემბრის, იმ დილას დაბრუნებულიყვნენ, როდესაც რასტი მეტროში ჩავიდა და მომავალში ამოყო თავი.
-ნუთუ.. დავბრუნდი! არ მჯერა...
-მადლობა მას უნდა გადაუხადო. - შუქურაზე ამბობდა დონი და ხელში აიღო. - მან გამოასწორა შეცდომები და კვლავ აქ დაგაბრუნა.
-კი, მაგრამ შენ? შენ იქ გყავს და, დედა... ეს როგორ იქნება.
-არ ვიცი. თუ ვერ დავბრუნდი მიმიღებ შენს უკანონო შვილად? - ცრემლიანს გაეღიმა. მტკივნეულად უღრღნიდა გულს სიყვარული. საერთოდაც არ ეპიტნავებოდა დარჩენა წარსულში, თუმცა იმდენად მონატრებოდა მამა, რომ მზად იყო მასთან ერთად ამ რეალობაშიც დაბრუნებულიყო.
-უნდა დაგაბრუნო...
-არა, გთხოვ.
-მე აქ ვარ ახლა ძვირფასო. რაც იმას ნიშნავს, რომ ოცდახუთი წლის შემდეგაც აქ ვიქნები. გპირდები, არასდროს მიგატოვებ, რაც არ უნდა მოხდეს შენს გვერდით ვიქნები და მამობრივ სიყვარულს გაჩუქებ... ისეთს როგორსაც შენი გული იმსახურებს. - გულზე ხელი დაადო და კვლავ გადაეხვია შვილს.
-მოდი ეს სცენა გამოვტოვოთ კარგი? ძალიან მასევდიანებს.
-კარგი. სახლში წავიდეთ? წამოხვალ?
-იქ პატარა მეს ვნახავ არა? თორმეტი წლისას. იცი? როცა გავაანალიზე, რომ სამუდამოდ დაგკარგე, აღარაფრის ხსენება და აღარაფერი მინდოდა საერთოდ. თითქოს მე შენ ვიყავი, და შენ კი მე, ამიტომ შენი დაკარგვით, საკუთარი ნაწილი დავკარგე და ალბათ ყველაზე მეტად ოჯახში მე განვიცადე. ემოციებს არ ვამჟღავნებდი, მაგრამ ეს გულს საოცრად მიკლავდა, ახლა კი როცა აქ დგახარ, ჩემთან... მინდა ვიყვირო, მინდა ხელში აგიტაცო და დაგატრიალო, როგორც სასიყვარულო რომანებშია, მაგრამ ემოციების გამომჟღავნება იმდენად უცხო გახდა ჩემთვის, რომ მიჭირს. მიჭირს ხალხში და მიჭირს შენთან.
-მოდი. - გაშალა ხელები მან. - მოდი, ჩანაფიქრი შეასრულე და მე სახლში წაგიყვან. ადრეც გითხარი, ახლაც გეუბნები, რომ არ უნდა დამალო ის რაც გულში გაქვს, მითუმეტეს შენს საყვარელ ადამიანებთან. ისინი ყოველთვის გაგიგებენ, ყოველთვის დაგაფასებენ და ეყვარები ისეთი, როგორიც ხარ.
-ჩვენ რომ ვერ გაგიგეთ? ჩვენ რომ შეგიძულეთ, მამა? - ცხარე ცრემლები იღვრებოდა და სველდებოდა ის ადგილები, სადაც მომავალში ბაღი იყო გაშენებული და სწორედ, რომ მისმა ცრემლმა გააცოცხლა და გაახალისა მცენარეები.
-ჩუ... ნუ ამბობ ამას. თქვენ არ იცოდით სად გავქრი. არც მე ვიცოდი და არც მას ვიცნობდი, ვინც მომავალში ვნახე, მამაჩემს, თუმცა...
-სამყაროში არაფერი იკარგება. ამას მასწავლიდი შენ. ის ქმედებები, რასაც ვახორციელებთ, არაფერი იკარგება და ტოვებენ კვალს. როგორ ფიქრობ, ჩვენი დროში მოგზაურობით გამოწვეული ნაპრალები როგორ გავლენას მოახდენს ჩვენზე? ჩვენს ოჯახზე? სამყაროზე?
-არ ვიცი, უნდა გავარკვიოთ და ამისთვის კი კაირას, შერასა და პატარა დონის უნდა ვესტუმროთ ჩვენს უცვლელ ადგილას, თემქაზე.
-ჰოო, - გაეღიმა დონის. - როგორ მიყვარდა ეგ უბანი და როცა გადავედით ყველაფერი მითუმეტეს უცხოდ მეჩვენებოდა.
-სამყარო, ჩემო ბიჭო, ჩვენს სასიკეთოდ ტრიალებს და ნამდვილად არ იკარგება არაფერი მასში. მე ოცდახუთი წლით დროში გადავადგილდი, დამიჭირეს, მოკვლას მიპირებდნენ, იქიდან გამოქცეული კი არც კი ვიცოდი სად მივდიოდი და თქვენ გადაგეყარეთ, ჩემს საყვარელ ადამიანებს, ვისთვისაც იმ მომენტში მკვდარი ვიყავი. შენ დაგიბრუნე, ახლა კი მინდა შერა და კაირა დავიბრუნო. გთხოვ, ჩემთან იყავი და დამეხმარე. - ხელი ქეჩოში წაავლო და ერთად გვერდიგვერდ მოსიარულეები მეტროსკენ მიბრუნდნენ. - არა, მეტრო არ გვინდა. - გაეცინა რასტის. - მისი უკვე საოცრად მეშინია, ტაქსით წავიდეთ.
ტაქსი გააჩერეს და ჩასხდნენ. მძღოლი ახალგაზრდა მამაკაცი აღმოჩნდა, დაახლოებით იმჟამინდელი რასტის ხნის, ან უფრო მცირე ასაკისაც. მისამართი უკარნახეს და ხმის ამოუღებლად მივიდნენ ადგილამდე. მხოლოდ მაშინ, როცა გადმოსვლას ლამობდნენ დონიმ გადაიხადა და ძველ უბანს, ძველ კორპუსს, სიამაყით ახედა, ისე ჩაუშვა თემქის ჰაერი ფილტვებში, თითქოს მონატრებულს დახარბებოდა და გულს ყოველივე ისე ხსომებოდა, როგორც პირველად.
-დიდი მადლობა მეგობარო. - მიმართა მძღოლს რასტიმ და ხელი ჩამოართვა.
-აბა თქვენ იცით, მშვიდობიანი დღე. - გაუხარდა ადამიანური მოპყრობა მამაკაცს და მანქანა საპირისპირო მიმართულებით დაძრა.
შიში იპყრობდა დონის, რასტის კი მღელვარება ეთამაშებოდა. მისთვის დროის ეს უცნაური წათამაშება ემოციური ფონის გარღვევა იყო და გულის მღელვარე გამონათება, ამიტომ მისთვის რამდენიმე დღე უცოლშვილოდ გატარებული და მომავლის ყოფიერი უცერემონიობა გაცილებით მეტი იყო, ვიდრე მხოლოდ რამდენიმე დღე. ისეთი შეგრძნე ჰქონდა, თითქოს შვილები კვლავ ვერ იცნობდნენ, თითქოს საერთოდ არ ყოფილა მომავალი, წარსული და უბრალოდ მაინც იყო რაღაც, დღეები მათ გარეშე, რასაც კვალი აუცილებლად დააჩნდებოდა და ამის ფიქრში ადგილიდან ვერ იძროდა. ეშინოდა, განსაკუთრებით იმ მოლოდინის გაცრუებისა, რაც ელოდა წინ, მაგრამ გაბედულად აადგა კიბეზე ფეხი და დონიც მას აჰყვა. მკვეთრი ხმოვანება ეჟღერებოდათ, შუქურაც დონის ხელით მოჰქონდა, თუმცა ქურთუკში დამალა და ისე, რომ არვის ენახა ხელზე გადაკიდებული მოჰქონდა. ისევ ჩვეულებრივ ქვად იქცა, როგორიც თავიდან ეფიქრებოდათ.
მეშვიდე სართულზე უცვლელ ნაცნობ კარზე დააკაკუნეს და ტყვიამფრქვევების ზუზუნი კვლავ გაისმა.
-გახსოვს, ტყვიამფრქვევებს რომ გვეძახდი? - ჩურჩულით უთხრა მამას.
-მახსოვს. - სიყვარულისმიერი მღელვარებით გაიღიმა რასტიმ. - შენ ელიოსი გერქმევა. - ორივეს გაეღიმა.
-მამააა! - იყვირა დონიმ და გრიალით ჩაეხუტა.
-მამა, რა ადრე დაბრუნდი? - ეჭვით შეხედა შერამ.
-ოო, მთავარი რამ დამავიწყდა... - გაეღიმა რასტის და განაგრძო, როცა მათ სახეზე ინტერესიანი მზერა გამოისახა. - თქვენთვის მეთქვა, რომ უსაზღვროდ მიყვარხართ და ყველაფერს მირჩევნიხართ!... ამიტომ დღეს სამსახურში არ მივდივარ ჩემო ანგელოზებო.
-ურაააა! - იგრიალეს და მამამ ორივე ხელში აიტაცა. დონი უყურებდა თავის ბავშვობის ანარეკლს და ეღიმებოდა. მისი სიტყვები ახსენდებოდა, როცა შერას ეუბნებოდა მამას არ ვუყვარდით და არც ვჭირდებოდით, სწორედ ამიტომ მიგვატოვაო. როგორ დაუშვა თუნდაც ფიქრებში, რომ მას არ უყვარდა შვილები, ცოლი? როგორ ჩაიბეჭდა ეს უაზრო საკვირველება მის ტვინში? ვინ ჩაუნერგა?
-მიყვარხარ მამა! - ბოლოს დონი კიდევ ერთხელ გადაეხვია და სიყვარულის მზერა, რომელსაც ის ეძახდა, რასტის ესროლა. - ეს კაცი ვინ არის? - უცხოზე მიუთითა.
-ეს ელიოსია დონი, ჩემო ახლად გაცნობილი მეგობარი, რომელიც სახლში დავპატიჟე. იმედია უკეთ გაიცნობ და დაუახლოვდები მას.
-ნუ ღელავ მამა.
-დედა სადაა?
-ოოო, დედა რომ იცოდე რას ამზადებს...
-რას?
-ყვლინებს. - ერთხმად თქვეს დონიმ და მათმა სტუმარმა და ბიჭმა გაოგნებით შეხედა.
-ვაუ! ესე იგი სადილად ყველიანი ბლინები გვექნება. რა მაგარია!
სახლში შევიდნენ და მეუღლესაც გადაეხვია რასტი. ჩუმად ყველასგან დაფარულად ხელი ერთ ადგილასაც გემრიელად ჩაავლო, რაზეც შვილმა გასძახა: - მამა დაგინახეთ! - შე ცუღლუტოო, გამოსძახა სამზარეულოდან რასტიმ და ცოლს აკოცა. გული სიტკბოთი აევსო, ტუჩები მარწყვის არომატით დაეფუფქა.
-ჩემი საზამთრო ხარ. სქელტრაკა საზამთრო და მიყვარხარ.
-ჩუმად რას, გაიგებენ...
-სტუმარი მოგიყვანე, ისე მიიღე, როგორც საკუთარი შვილი, კარგი?
-კარგი სიხარულო. ჩვენც გვაქვს შენთვის სიურპრიზი. - დაუყვავა ქალმა. - მამაშენმა დარეკა, ცოტა ხანში გვესტუმრება და გვინახულებს. ასე თქვა ძალიან მომენატრეთო.
-მამაჩემი? - სახეში იცა ხელები.
-რა გჭირს რას?
-ესეც პეპელა... - აღელვება კუნთებზეც დაეტყო და ფეხზე ძლივს წამოდგა. გრძნობა უგულებელყო, ფიქრი განუყენა საკუთარ თავს და წარსულის იარებზე დაფიქრდა. - როგორ? - სრულიად უნებურად იკითხა.
-რა როგორ? რას ვერ გცნობ... მას მერე ვერ გცნობ, რაც...
-რაც რა? მიპასუხე! - ხმას აუწია კაცმა.
-რაც შენი ძმა... რაც კობარი დავკარგეთ რას.
-ოჰ... - ტკივილის გახსენებით გამოწვეული მღელვარება ცრემლების საწინდარი აღმოჩნდა. ცრემლებს გაუკვალა გზა მისმა მწუხარების ვულკანმა და ტკივილთა სანდო დინებამ. - დედაჩემი?
-ხო, ის მოგვიანებით მოვა, როცა სამსახურს დაამთავრებს.
-ვაიმე. - თვალებიდან გამოხედვა უჭირდა, ხელით ეძებდა კაირას და სახეზე ელამუნებოდა ნაზად. ამით პოულობდა შვებას.
შემდეგ კარის გაღების ხმა და ნაცნობი ლექსი, ნაცნობი ხმის ტემბრით წარმოთქმული მოესმა.
-მიყვარს მე შენი მზერა, ჩემო ლამაზო შერაა! - საერთოდ გაშრა და თვალები დახუჭა რასტიმ. ეს ლექსი იყო, რაც დიდი ხნის დავიწყებული ჰქონდა უკვე, რომელსაც ბავშვობაში მუდამ ალერსიანად აღიქვამდა ამჟამად დაასევდიანა და საწამებელ იარაღად ექცია მისთვის.
-ბაბუაა! - იყვირეს ტყვიამფრქვევებმა და დონი, რომელიც საკუთარ სახლში სტუმარივით იჯდა წამოდგა და კარებთან მივიდა იმის გასაგებად, ნამდვილად ის იყო თუ არა.
ის იყო...
ერთი ნაკვთიც კი არ შეცვლია... ღიმილი... მიმიკები... ყველაფერი მისი იყო...
შემდეგ რასტის დედის ხმა მოესმა, რომელიც მას ეძახდა.
-აჰ, დედა მოხვედით? - ძლივს გაიღიმა და გადაეხვია რასტი მათ. გულს უფუფქავდა ყოველი მათი მზერა და არსებობა, მიუჩვევლობის ზღვარს აბიჯებდა და ისეთ გულისძგერას იწვევდა, რომ სიკვდილი სანატრელი უხდებოდა. განა არ უხაროდა? ისინი ცოცხლები იყვნენ და ახლოს ჰყავდა, თუმცა ამდენი წელი მათ გარეშე და უეცრად ასეთი სიახლე მისთვის საგრძნობლად დამღუპველი აღმოჩნდა. მამას გადაეხვია, ნაცნობი სურნელი იგრძნო და გადაულაპარაკა, რომ გარეთ გასულიყვნენ.
როგორც კი გარეთ გავიდნენ და თვალს მოეფარნენ რასტიმ დაიწყო: - ვინ ხარ?
-რას ქვია ვინ ვარ რასტი უმცროსო! მამაშენი!
-ვიცი, რომ მამაჩემი ხარ, მაგრამ ვინ ხარ? უკვე ყველაფერს სხვაგვარად აღვიქვამ და შენ ის არ ხარ, ვინც უნდა იყო. ვინ ხარ? - ღიმილი შეეყინა სახეზე კაცს.
-ეს მოხდა არა? ეს შენ ხარ, ხომ?
-ვერ გავიგე?
-ღმერთო... ის შენ იყავი. - დამღუპველი გამოხედვა დასთამაშებდა რასტი უფროსს და გულზე ხელი დაიდო.
-შენ წაიღე შუქურა იმ დღეს იმ სახლიდან! შენ იყავი! სადაა შუქურა სასწრაფოდ მითხარი!
-არაფერს არ გეტყვი. შენ მამაჩემი არ ხარ.
-მამაშენი ვარ, და ამ მომენტს მთელი ორმოცი წელი ველოდი. ორმოცი წელი! გესმის? ეს შენ იყავი იმ დღეს ჩვენთან... დაგინახე, სახლში დავბრუნდი და ყველაფერი დავინახე და მოვისმინე. დიახ, მამაჩემი გიყვებოდა შუქურაზე, ხელში აიღე თუ არა მაშინვე გაუჩინარდი... შენ ხარ!
-შეწყვიტე!
-მას მერე დედა დავკარგე, მამაჩემმა კი თავი მოიკლა. აი ვინ ხარ! აი რა მოიმოქმედე! მკვლელი ხარ! - სადარბაზოში მთელი ხმით ყვიროდა იგი. ისინი მეშვიდე სართულზე, კიბეებთან იდგნენ და მათ წინ ღია დიდი ამოჭრილი კედელი იყო, რომელიც პირდაპირ ეზოს გადაჰყურებდა. - და ის სინათლე! სინათლე, რომელიც მან დატოვა... მთელი ბავშვობა დამსდევდა მკვლელო!
-გაჩერდი-მეთქი. გეყო! ხმას დაუწიე და აქედან წადი... უბრალოდ წადი...
-ახლა მაგდებ კიდეც? შე გარეწარო, შენი... - გაღიზიანებულმა მამაკაცმა, რომელსაც საკუთარი სახება გადაშლოდა სახიდან და შეშლილივით გადახსნოდა, ჯიბის დაკეცილი დანა ამოიღო, გაშალა და მყისიერად...
ყვირილის ხმაზე დონი გამოვარდა სადარბაზოდან, უნდოდა გადაღობებოდა რასტის, მაგრამ გააკავა და უკან დაახევინა, მამის ხელი დაიჭირა და ცდილობდა დანა დაეგდებინებინა. იმ მოხუცივით, რომელიც წლებს განგებ დაებერებინა, უფრო მეტი ძალღონით აწვებოდა, რათა საკუთარი სისხლისა და ხორცისთვის ზიანი მიეყენებინა. - შენ იყავი ყველაფრის სათავე! ყველაფერი არანორმალურის და ყოველივე ბოროტის. შენ მომიკალი მშობლები! საკუთარმა შვილმა... ეს როგორ.. დაუჯერებელია. მოკვდი! მოკვდი შენი!
აღტყინებული ცოფიანივით ყოველ ღონეს ხმარობდა. ამ დროს კვლავ დონი ჩაერია დანა დააგდებინა და როგორც რაგბისტი ეჯახება ბურთის მოსაპოვებლად მოწინააღმდეგეს, ისე ეტაკა მამაკაცს და მეშვიდე სართულიდან გადააგდო. იმდენად შეშინებულიყო ახლად ნაპოვნი მამის გამო, რომ დაცემის ხმა ვერც გაიგო, თუმცა კორპუსის წინა ეზო სისხლით მოირწყა და ძვლების მტვრევის ხმა მთელ პერიმეტრზე გავრცელდა. არ იყო ერთი მსხვერპლი, გარკვეული დროის შემდეგ, როცა მეზობლებმა შენიშნეს და ჭახანის ხმაზე გარეთ გამოცვივდნენ დაინახეს, რომ მამაკაცი მარტო არ იწვა. ის ზევიდან ქალს ეწვა, რომელიც იმ დროს იმ ადგილას აღმოჩნდა. ეს იყო რასტისთვის საყვარელი ადამიანი, მაყვალა ბებო, რომელიც სიკვდილს მაინც ვერ გაექცა.
-ხომ არ დაგჭრა მამა! - ძალაგამოცლილი ჩაიკეცა რასტი და დონიც შეშინებული მივარდა მასთან.
-კარგად ვარ. შენ სახლში შედი, გთხოვ. არ უნდა ჩარეულიყავი.
-კი, მაგრამ... მოგკლავდა! ის ახვარი!
-ასე ნუ ამბობ. ის ბაბუაშენი იყო. - ცრემლიც კი არ სდიოდა თვალიდან, რადგან მამამ ის ცამეტი წლის ასაკში მიატოვა და თოთხმეტი წელი მშობლების გარეშე გაატარა, ეს იმდენად ჩვეულებრივი ამბავი იყო მისთვის, რომ ვერც მოასწრო განეცადა და უბრალოდ საკუთარ ჭრილობაზე ხელს იჭერდა, საიდანაც უამრავი სისხლი იღვრებოდა.
-დაჭრილი ხარ! არა...
-კარგად ვარ. - გაიმეორა რასტიმ.
-არ ხარ კარგად. საავადმყოფოში უნდა წაგიყვანოთ. ის ჭრილობაც გაგეხსნა, ფეხზე. ღმერთო...
-არაფერია გავუძლებ.
-ნუ ხარ სულელი!
-შენ როდის გახდი ჭკვიანი? - გაეღიმა რასტის და გული უთბებოდა, როცა ხედავდა როგორ ზრუნავდა მასზე შვილი, ბიჭი რომელიც წესით არ უნდა ყოფილიყო ახლა მასთან. ხელში აიყვანა და კიბეებით, ისე რომ მის ცოლ-შვილს არ დაენახა, ჩაიყვანა, კორპუსიდან გაიყვანა და ძირს გართხმულ სხეულებს არც კი მიაქცია ყურადღება ისე გაიქცა გზისკენ, ტაქსის მოლოდინში, არავინ გამოჩენილა. ბოლოს ადამიანმა, რომელსაც არც კი იცნობდა საერთოდ, უბრალო გამვლელმა, ვინც დაინახა სისხლგასვრილი ტანსაცმლით ორი მამაკაცი, არანაირი ეჭვები, არანაირი კითხვები არ გასჩენია, ისე უყოყმანოდ გაუჩერა, დაეხმარა ჩასმაში და უახლოეს საავადმყოფოში კი არ დატოვა მხოლოდ, არამედ საავადმყოფოს კიბეებზე აყვანაში დაეხმარა, მიმღებშიც დააჩქარებინა პაციენტის მიღება და რამდენიმე წუთში უკვე პალატაში იწვა და მასზე რამდენიმე ექიმი ზრუნავდა.
ბოლოს, გონებაზე მყოფს რასტის დონის სიტყვები ჩაესმა. - მამა, ერთი საათის წინ მითხარი, რაც არ უნდა მოხდეს არასდროს მიგატოვებ, სულ შენთან ვიქნებიო, ჰოდა ახლა ნუ დამტოვებ, მამა გესმის?! არ დამტოვო... გთხოვ. - აცრემლებული ჩააბარა ექიმებს, მასთან შესვლა ეწადა, მაგრამ არ შეუშვეს და გარეთ სკამებზე მიანიშნეს, სადაც ჩამოჯდა და თავი ხელებში ჩარგო. ანერვიულებული უცნობიც მის მსგავსად მოიქცა. ღრმად ამოისუნთქა ბიჭმა. გვერდზე მყოფს გადახედა, ხელი ზურგზე დაარტყა და მიმართა: - დიდი მადლობა მეგობარო, შენი მოვალე ვარ და ვიქნები სამუდამოდ. ძალიან დიდი მადლობა დახმარებისთვის. შენ რომ არა... არ ვიცი როგორ იქნებოდა ყველაფერი.
-რა სალაპარაკოა! - დაამშვიდა მოსაუბრე.
-შენი სახელიც არ ვიცი.
-ელიოსი.
-ბერძნულად წყალობას ნიშნავს, არა?
-კი, ნამდვილად! საიდან?
-გრძელი ამბავია. გამოდის წყალობა ჩვენთანაა და არ დავღუპულვართ. - ნაძალადევად გაუღიმა უცნობს და ფეხზე მეგობრულად დაარტყა ხელი.
-სწორედ ასეა! გენაცვალე...
-იცი, ერთხელ მამაჩემმა ასეთი რამ მითხრა... გული იმ ადამიანის სიყვარულით აქვს ყველას სავსე, ვინც მასზე ზრუნავს და ვისაც უფრთხილდებაო. მე კი ისე გავიდა წლები ვერ შევძელი... ვერ შევძელი გავფრთხილებოდი. - ნაწყვეტ-ნაწყვეტ დამარცვლით იმეორებდა სიტყვებს. - ვერ ვაგრძნობინე ჩემი სიყვარული, ვერ მოვასწარი. ოღონდ ახლა არ წამართვას უფალმა. ოღონდ ახლა არა...
-ყველაფერი კარგად იქნებ, აი ნახავ. მამაშენი შენთან იქნება ყოველთვის. ის არ დაგტოვებს, ახლაც შენთანაა, მაშინაც როცა შენთან არ იყო ის წლები. შენთან იყო, გრძნობდი ამას, მხოლოდ არ გინდოდა აღიარება და საკუთარ თავში იყავი ჩაკეტილი. - ხელები სახიდან მოიშორა და მამაკაცს შეხედა.
-შენთვის არაფერი მითქვამს, ეს საიდან იცი? - გაღიზიანებას ცოტაღა აკლდა, რომ ჩხუბზე გადართულიყო მისი ემოციური სიმძლავრე.
-დამშვიდდი, მეგობარო, დამშვიდდი. შენმა გულმა მითხრა. აპატიე ყველაფერი მას და იგრძენი მისი არსებობა შენში. ეს დაეხმარება მასაც. - თავი დაუქნია დონიმ და რასტის პალატიდან გამოსულ ექთანს მიეჭრა. მისი მდგომარეობა იკითხა.
-ჯერ ვმუშაობთ, და გთხოვთ მოითმინეთ.
-გადარჩება? გთხოვთ მითხარით, ხომ გადარჩება?
-მას ორი ჭრილობა აქვს დანით მიყენებული და ერთიც უცნაური ჭრილობა ფეხში ტყვიით, რომელიც ახალი არ უნდა იყოს, ბევრი სისხლი დაკარგა, ჯერ გადაჭრით ვერ გეტყვით, თუმცა მოცდა მოგიწევთ.
ხელი კეფაში იკრა ბიჭმა. ელიოსისკენ მიიხედა, სადაც უკვე აღარავინ იყო. ძებნა დაუწყო, მთელ შენობაში განცვიფრებული და გაოგნებული ეძებდა, თუმცა ეზოში მის მანქანასაც ვერ მიაგნო, არათუ მას, არამედ არავის დაუნახავს როგორ მოვიდნენ ისინი აქ, მისი შავი მერსედესიც კი არავის შეუმჩნევია, დაცვაც კი ვინც პარკინგს მეთვალყურეობდა ვერაფერს პასუხობს და არც რეესტრში გატარებული მსგავსი მოდელის ავტომობილი არსად იყო.
იწყებდა დაჯერებას, რომ ყველაფერი მის წარმოსახვაში მოხდა, თუმცა საპირისპირო მანიშნებელი წინ ჰყავდა.
დერეფანში იდგა, ოთახის კარიდან უყურებდა ოპერაციის მიმდინარეობას და შორიდან ეხლიჩებოდა გულიც. კაირას შეატყობინა. ის და შერა, რომელიც ქმრის სიკვდილისგან ისედაც სახეშეშლილი, პასუხების ძებნაში იყო საავადმყოფოში მოვარდნენ. ისე ჩაუქროლეს ბიჭს, არც გაჩერებულან და ახალგაზრდა დედამისის გულში ჩაკვრაც ვერ მოახერხა. ექიმებმა ოპერაციის შემდეგ შეუშვეს ქალბატონები, თუმცა დონი კვლავ დერეფანში უპატრონოდ დატოვეს. კედლებს თავს ურახუნებდა, მუშტებს ურტყამდა და უკვე იისე დაჟეჟოდა ხელები... თუმცა მნიშვნელობა მისთვის აღარაფერს ჰქონდა. ის შუქურაც, რომელიც თან ჰქონდა ისევ უსარგებლო ნივთად ქცეულიყო და სასწაულის მოლოდინში მყოფს იმედი უცრუვდებოდა მისით.
და აი, ქალბატონები ცრემლიანი თვალებით გამოდიან პალატიდან და ისე უღიმღამოდ დატოვეს საავადმყოფო, რომ დონი შეშინდა. მამის ხელმეორედ დაკარგვას ვერ გადაიტანდა და გული აუჩქარდა. მთვარეულივით ბარბაცებდა და ხელები კანკალს უწყებდა, თუმცა რასტი ცოცხალი იყო, ჯერ კიდევ ფეთქავდა მისი გული, თუმცა გონზე მოსვლას ვერ ახერხებდა.
-ბევრი სისხლი აქვს დაკარგული. გონზე როდის მოვა ვერავინ იტყვის დარწმუნებით. - მიმღებში უიმედოობა სუფევდა. ცოტა ხანს ჰაერზე გავიდა დონი და გულს გადავაყოლებო, მაგრამ მალევე შემოტრიალდა უკან. ვინ იცის, იქნებ გონზე მოვიდეს და მე იქ არ ვიყოო.
-შემიშვით გთხოვთ. - შეევედრა ოპერატორებს.
-თქვენ მისი ნათესავი ხართ?
-შვი... შორეული ნათესავი ვარ. მის სანახავად ჩამოვედი და უკვე ასე დამხვდა, გთხოვთ. უნდა ვიზრუნო მასზე, ვალდებული ვარ.
-ვერ შეგიშვებთ, მაპატიეთ.
-გთხოვთ. - ქალებმა თავი ჩაღუნეს და უპასუხოდ დატოვეს. დონი ყველაფრის დალეწვის ხასიათზე იყო, საავადმყოფოს ცეცხლს წაუკიდებდა, აქ რომ არ წოლილიყო რასტი. მაინც მოახერხა ჩუმად შეპარვა საღამოს, როცა მორიგეები ერთმანეთს ეცვლებოდნენ და როცა კლინიკა ღამის რეჟიმზე გადადიოდა. შეიპარა, საწოლის გვერდით სკამი დადგა და მოუსვენრად მოკალათდა. მის წინ მწოლიარე, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე შეერთებულ, უსასოდ მყოფ მამაკაცს ხელი დაუჭირა და თავი შიშნარევად ჩაღუნა. ცრემლების დამალვას ცდილობდა. მამამისის გამოჩენისთანავე რამდენჯერ იტირა ხალხშიც, მასთან ერთადაც და ახლაც ცრემლით ივსებოდა მისი უპეები, გული კი გავარვარებულ ცხიმიან ტაფაზე იწვოდა.
-მამა... სიგიჟე იყო ეს ყველაფერი, მაგრამ მინდა იცოდე, რომ მჯერა შენი. ახლა ეს ქვა ძალადაკარგულია, ვფიქრობ ეს ძალა ქვაში კი არა შენს ხელებში იყო, შენ აქციე ის ასეთად, მაგრამ ახლა... ახლა შენი გულიც ძლივს მუშაობს. მინდა იცოდე, რომ ძალიან მიყვარხარ. ძალიან მინდა კვლავ შემომხედო, ჩამხედო თვალებში და მითხრა, რომ ჩემი გჯერა, მითხრა რომ მე შენი პატარა ბიჭი ვარ, გთხოვ მამა... ძალიან მიჭირს... ვერ წარმოიდგენ როგორ მიჭირს უშენოდ, მითუმეტეს მას შემდეგ, რაც გიპოვე და ისევ გკარგავ.
-ნუ ღელავ... მე კარგად ვარ. შენთან ვარ დონ. - ხმა მოესმა და მაშინვე თავი წამოსცია სიხარულსიგან, თუმცა მდგომარეობა არ შეცვლილა, კვლავ უცვლელი სახით მწოლიარე სიკვდილ-სიცოცხლის საზღვარზე სიცოცხლისთვის იბრძოდა. ცრემლი მოიწმინდა.
-უკვე ვგიჟდები კიდეც?
-არა. - შინაგანმა ხმამ უპასუხა და მასში მამამისი ამოიცნო.
იმ დღიდან დონი ყოველ დღესა თუ ღამეს მის გვერდით ატარებდა და იმედიანი მოლოდინით სავსე მამის გაღვიძებას უცდიდა. მან იცოდა, ვერ ახსნიდა საიდან, მაგრამ იცოდა, რომ ის გაიღვიძებდა და იმ მომენტში მასთან უნდა ყოფილიყო. პალატას მხოლოდ რამდენიმე წუთით, მხოლოდ საჭიროებისამებრ ტოვებდა, სხვა მხრივ მასთან იყო, იმედით აღტყინებული გულის მხურვალე ფეთქვას ისმენდა მისას და გრძნობდა, იმ ბურუსში სადაც ის იმყოფებოდა დაუღწეველი არაფერი იყო. ესაუბრებოდა, ძველ დროს ახსენებდა, მათ მხიარულობებს და სჯეროდა, რომ მის ხმაზე ბურუსს თავს დააღწევდა და კვლავ შუქურის ძალით, იმ დიადი შუქურის უკვდავი სინათლის წყალობით, დღის შუქზე გამოვიდოდა. რატომაც არა? ის ხომ რასტი ამაშუკელი იყო. შუქურის უკანასკნელი მცველი, რომლის გულშიც მთელი სამყარო ბუდობდა და ივანებდა.
ე.მ.
19 აპრილი 2019 19:39

მოწოდება მკითხველს:
სანამ დავიწყებდე, ერთ, ზუსტად ამ სამი დღის წინანდელ ამბავს გავიხსენებ, როცა სამსახურში მივდიოდი, მეც სწორედ მეტროთი მივგულაობდი და ჩემს რასტიზე საერთოდ არ ვფიქრობდი, მაგრამ უეცრად სადგურზე "დიდუბე" გაჩერდა მატარებელი და ვიღაცის, მხრებში მოხრილი, ხელში ჯოხით, კოჭლობით მოსიარულე მამაკაცის ყვირილი ისმის. (ვინაიდან რასტიც ფეხში იყო დაჭრილი) ეს კაცი ყვირის "სიკვდილი კომუნისტებს. სიკვდილი კომუნიზმს" და აქსოვს მასში ღვარძლს... მომესმა თუ არა შევშინდი, თვალწინ რასტი წარმომიდგა, სიზმარში ხომ არ ვარ-თქო. ვიფიქრე ამ წლებში იმდენი იხეტიალა უკვე ასაკში შევიდა და ახლა გამომეცხადა-მეთქი, მაგრამ ჩემგან საპირისპირო მიმართულებით მიდიოდა და მისი სახე ვერ დავინახე. ხმა კი საოცრად ჰგავდა მისას, ოღონდ ცოტა მობერებულს (ნუ იკითხავთ საიდან მივხვდი, მის ხმას ყველგან ვიცნობ). შემდეგ ერთი აზრი ამეკვიატა, მეც რუსთაველზე უნდა ამოვსულიყავი და ამოსვლისას მეკითხა რომელი წელი იყო. ჯერ შიშით გავიხედე, ყვავილნარი არ დამხვედროდა, შემდეგ კი მორიგე პოლიციელს ვკითხე დრო. მან საათი მითხრა, მაგრამ შემდეგ დავუკონკრეტე. ისე შემომხედა აშკარად გიჟი ვეგონე, მაგრამ როცა მითხრა 2019 წელიაო დავმშვიდდი... ერთთავად შიში ვჭამე ნამდვილად, თუმცა საინტერესო იქნებოდა გამგზავრება მომავალში, 2044 წელს.



№1  offline წევრი Rania

Zalian gamixardaaaaa rom davinaxeee. Kidev ertxel cavikitxe metroo. Sheni arvici erke. Magram me xshirad amekviata es fiqri atenshi yofnisas. Iq tan imxela metros xazebiaa. Chem qalaqshi ar gvaqvs es siamovnebaa. Saertod miyvars micisqveaha transporti magram. Am istoriis cakitxvis shemdeg gamkenclava xolme albatobis teoriaaa. Neta mec rom movxvde momavalshi ra iqnebaaaa. Armindaaa. Acymoshi shvili myavs. Arminda arsad casvlaaa. Madloba chemi aforiaqebistvisss
--------------------
Q.qimucadze

 


№2  offline ახალბედა მწერალი ერკე

Rania
Zalian gamixardaaaaa rom davinaxeee. Kidev ertxel cavikitxe metroo. Sheni arvici erke. Magram me xshirad amekviata es fiqri atenshi yofnisas. Iq tan imxela metros xazebiaa. Chem qalaqshi ar gvaqvs es siamovnebaa. Saertod miyvars micisqveaha transporti magram. Am istoriis cakitxvis shemdeg gamkenclava xolme albatobis teoriaaa. Neta mec rom movxvde momavalshi ra iqnebaaaa. Armindaaa. Acymoshi shvili myavs. Arminda arsad casvlaaa. Madloba chemi aforiaqebistvisss

დიდი მადლობა პირველ რიგში თქვენ, ქალბატონო, ნამდვილად ვაფასებ თქვენს გვერდში დგომას და ყოველთვის მადლიერი ვიქნები ამისთვის. რაც შეეხება მომავალში მოხვედრას, აუცილებლად მოხვდებით დამიჯერეთ, ჩვენ ხომ სწორედ მომავლისკენ მივექანებით მთელი სისწრაფით და ყველაფერს ვაკეთებთ იქ მოსახვედრად. სამწუხაროა, რომ არავინ ფიქრობს წარსულზე.
დიდი მადლობა კიდევ ერთხელ. რომ შემოვედი და დავინახე ეს ბოლო თავი არ იდო, მომინდა დამედო.
--------------------
თავს ღმერთად
შემოქმედად
ვგრძნობ,
როცა კალამს ხელში
ვიღებ.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent