შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მეტრო - ლეგენდა (თავი 13)


16-04-2019, 17:27
ავტორი ერკე
ნანახია 1 218

დონი ერთ ადგილს ვერ პოულობდა, რასტი კი შედარებით მყუდროდ მოკალათებულიყო ძველ დახვეწილ ტახტზე საზურგით და პატარა შუშის მაგიდაზე დაყრილ გაზეთებს მისჩერებოდა. ისინი მართლაც თარიღდებოდნენ წინა საუკუნის დროით, რაც მოწმობდა იმას, რომ ასაკოვანი მამაკაცი, დაახლოებით ორმოცდახუთი-ორმოცდაათი წლისა სიმართლეს ამბობდა.
-საყვარელო, - დუმილი პოლკოვნიკმა დაარღვია. ბუხართან ახლოს მიჩოჩებულიყო და თბებოდა, გაზაფხულის კვალობაზე ცივი ამინდი იდგა. - სტუმრებს ჩაი ენდომებათ, თუ არ შეწუხდები, ერთი გემრიელი ლიმონიანი ჩაი გაგვიკეთე, შენ რომ იცი. თუმც იქნებ ალუბლის მურაბით გირჩევნიათ?
-როგორც ინებებთ ბატონო, - რასტი ქალს მიაჩერდა. მართალია ბაბუ ნამდვილად არ ჰყავდა ნანახი და ვერც მოსწრებოდა, მის დაბადებამდე გარდაცვლილიყო, მაგრამ ბებია ფოტოზე ენახა, მას სულ აჩვენებდა რასტი უფროსი. ცდილობდა საკუთარ შვილსაც ხსომებოდა წინაპრები და სცოდნოდა ვინ იყვნენ ისინი, ამიტომ კარგად ჩაებეჭდა მისი სახის ნაკვთები, მისი ყვრილამები, რომელიც ამ ქალისას საოცრად ჰგავდა. იმ საღამოსაც სწორედ ის კაბა ეცვა, რაც სურათში და გულის ამაჩუყებლად მტირალმა წარმოთქვა: - ბებიაა...
-რაო? - გაეცინა ქალს მაშინვე. - ამისთვის ჯერ ახალგაზრდა ვარ შვილო.
-იმის თქმა უნდოდა ძვირფასო იულ, რომ ეს ყმაწვილები, სტუმრად რომ მოვიყვანე ჩვენი სავარაუდო შვილიშვილი და შვილთაშვილები უნდა იყვნენ. - ნიშნის მოგებით, ამაყად გადაულაპარაკა მეუღლეს პოლკოვნიკმა, რაზეც კიდევ ერთხელ დააბრიალა თვალები დონიმ.
-ეგ როგორ შეიძლება? - ინტერესით მიუახლოვდა ბიჭებს და ხელების ფათური დაუწყო სახეზე, რათა რაიმე მიმამსგავსებელი ნიშანი ეპოვა ამ ფაქტის. - რასტი, ნახე თან ეს ბიჭი როგორ გგავს. - ხელი დონის დაადო. - შენი კოპიოა, რა საინტერესოა... თუმცა ვერ ვიჯერებ.
-მოგიწევს იულ, ჩაის რომ მოგვიტან შენც მოგვიჯექი და მოგვისმინე. ყველაფერს თავად გაიგებ, მეც უნდა გავიგო და გავიხსენო ერთი ძველი ზღაპარი, რომელსაც ჩემი დიდი ბაბუა მიყვებოდა, იმას კი მისი დიდი ბაბუა, მას მისი ბაბუ და მას კიდევ მისი, ასე მოაღწია ამ ძველმა დალექილმა ლეგენდამ ჩემამდე.
-თქვენ შვილს უყვებით ხოლმე? - გააწყვეტინა რასტიმ.
-არა. სულ ვფიქრობდი, რომ სისულელე იყო და მისთვის ტყუილად ამის გადაცემას არ ვაპირებდი. ყოველ შემთხვევაში დღემდე მეგონა ასე, მაგრამ ამაშუკელთა გვარი იმდენად მწირია, თან სახელი რასტი, ეს დღევანდელ საქართველოში, რომ არავის ჰქვია დარწმუნებული ვარ. ეს სახელი ოდითგან მოდის, თუმცა მამაჩემი ფიქრობდა, რომ ყოველ თაობაში ერთი რასტი მაინც უნდა ყოფილიყო, ერთი შუქურის მცველი და ამიტომ მან მეც რასტი დამარქვა, მე ჩემ შვილს ვუბოძე ეს სახელი, მას კი ვასწავლი რომ საკუთარ შვილს დაარქვას. სწორედ ამის გამო ვიწამე ეს აფსურდულობაც. ყველაფერს აეხდება ახლა ფარდა და თქვენგან ყოველივეს გავიგებ, რათა დავრწმუნდე რომ ისინი ხართ.
იულია სამზარეულოში ჩაის მოსატანად გავიდა, ოთახიდან ისეთი არომატი ასხივებდა, როცა ლანგრით მოჰქონდა ყველასთვის უფრო მკვეთრმა სურნელმა სულ გადარია ისინი. - ამას ბავშვობაში მასმევდა დედაჩემი. - თქვა რასტი უმცროსმა. - მეუბნებოდა, რომ ეს ძველისძველი რეცეპტია, რომელიც ბებიაშენმა ჩუმად მასწავლაო.
-ძვირფასო, ჩვენი რასტი სად არის?
-არ ვიცი რას, - ზუსტად ასე ეძახდა კაირაც მას, სწორედ ასე ეძახდა დედამისი მამამისს და გული ეწურებოდა, რადგან ეს მომენტი მის ცოლს, უმშვენიერეს მეუღლეს ახსენებდა და ასევე ახსენებდა მის სანუკვარ მშობელ დედას, რომელიც ბავშვობაში დაკარგა. თბილი ხელის გულებით რომ მოეხვეოდა და გადაკოცნიდა შვილს საამოდ. გულს უხარებდა მისი ცქერა, სიყვარულით ავსებდა შერა. - ხომ იცი მაგის ამბავი, როგორ ეტრფის იმ გოგონას არა?
-შერას? - გასაოცარი სიშმაგით წამოსცდა რასტის და გაოგნებულებმა გადახედეს.
-კი, თქვენ... - დონიმაც შეხედა რასტის, თუმცა კბილების ღრჭიალით კი არა, არამედ საოცარი გაკვირვებით, თითქოს ნამდვილად ახლა აღიარა, რომ წარსულში იყვნენ და ყველაფერი სიმართლე ყოფილიყო.
-დიახ, მამაჩემი მიყვებოდა, როგორ სდარაჯობდა მას ფანჯარასთან, როგორ ჩამოეყუდებოდა და ჩუმად უყურებდა, ეტრფოდა. მაშინ 12 – 13 წლის ვიყავიო. სამოცდაცხრამეტი წელია, მამაჩემი სამოცდახუთშია დაბადებული, ოცდაექვს აგვისტოს, ამიტომ ვფიქრობ ახლაა სწორედ ის პერიოდი. - სრულიად გაუაზრებლად, გაუკვირვებლად საუბრობდა რასტი და საოცარი მგზნებარებით უსმენდნენ მას იულია და პოლკოვნიკი. დონი იჯდა მხოლოდ ჩუმად. უნდოდა რამე ეთქვა, თავისებური ბრჭყალები გამოევლინა, მაგრამ პოლკოვნიკთან ამას ვერ ბედავდა.
-მოიცა, მოიცა... უკვე ცოტა გონზე მოვიდეთ. - პოლკოვნიკმა სახეში გაილაწუნა, რათა ეფიქრა, რომ ფხიზლად ვარო. - შერას შვილი ხარ?
-კი. ისინი დაქორწინდებიან.
-გაიგე რას? - გაბრწყინებული თვალებით გაოცებული უყურებდა სტუმარს და ბედნიერებისგან ხტოდა ქალბატონი. ისეთი ბედნიერი იყო, რომ მის სიხარულს ვერაფერი დააოკებდა და მართლაც, მისგან გამოწვეული სიხარულით, უეცრად მიეჭრა რასტის და გადაეხვია. - ჩემო ბიჭო! - სიყვარულით მიმართა მას.
-ჩვენ როგორ ვართ თქვენ მომავალში? თუმცა ისეთი შორიდან მოხვედით ცოცხლები აღარც ვიქნებით...
-2019 ში ვცხოვრობდი როცა პირველად ეს მოხდა. მაპატიე დონი, მაპატიე რომ ასე იგებ ამ ამბავს, არ მინდოდა, გეფიცები ყველაფერი ისე დახლართული და რთული გამოდგა ჩემთვის, რომ ახლაც მიჭირს გააზრება და ჯერ კიდევ ვერ მოვდივარ გონს, მაგრამ რაღაცას მაინც ვხვდები და ვუძლებ. თუმცა ბოლოს, მეტს ვეღარ ვუძლებდი, ვერ ავიტანდი შენს ზიზღიან თვალებს, ვერ ავიტანდი შერას გულგრილ გამოხედვას და დედათქვენის სევდიან, დანაღვლიანებულ გუნებას, რომელიც სულ აი აქ... თავში მიტრიალებს. - თავში დაირტყა ხელი მგრძნობიარედ და სახე ისე დამანჭა თითქოს ს ლამობდეს საკუთარი მუშტებით და გამოუსვლელობის გამო ბრაზობსო. - მაპატიე, რომ ვერ გაგიწიე მამობა... მაპატიე... მე რამდენიმე წამით არ მყავდა შვილი, რამდენიმე საათი, რომელიც უსასრულობას უდრიდა, თქვენ კი ოცდახუთი წელი იყავით ჩემ გარეშე, რამაც საბოლოოდ დამანგრია და გამანადგურა.
-მოკეტე! - გულაჩუყებულმა პირველად ამდენი ხნის განმავლობაში ტირილი დაიწყო, ისე ტიროდა ცრემლები მდინარეებივით ჩამოსდიოდა თვალებიდან, თითქოს ოცდახუთი წლის დაგროვილი, შენახული ემოცია ერთთავად ამოხეთქა და ამოცარიელდა. რასტის სურდა ახლოს მისულიყო. ნელ-ნელა მიიწევდა მისკენ, მაგრამ განზრახვას რომ მიუხვდა დონი თავიდან მოიშორა: - მომშორდი! არ მომეკარო, თორემ გეფიცები მოგკლავ!
-დამშვიდდი შვილო. შენ ერთადერთი არ ხარ ვისაც ასე მოექცნენ. მეც გამოვიარე იგივე. ის მამაკაცი, ვისთან ერთადაც მოვედი თქვენთან - მამაჩემი იყო, ანუ ბაბუაშენი დონ.
-რაა? - გაშრა. - გინდა თქვა, რომ...
-დიახ, ცამეტის ვიყავი როცა ის გაქრა... მან მიმატოვა, ამას მოჰყვა დიდი გაჭირვება ჩვენი ოჯახის და კერძოდ არ ვიტყვი რა. როგორ რთული პერიოდი გვქონდა, რა რთულად გადაგვქონდა და უსახლკარო დავეხეტებოდი მაშინ... ასე იყო. და როცა ორმოცდაოთხში იგი ვნახე მეც თვალებს ვერ დავუჯერე, მეც მისი მოკვლა ვცადე იმის გამო, რომ მიგვატოვა, მაგრამ გავიაზრე, მისი ბრალი არ იყო, გავიაზრე რადგან მეც სწორედ ასე მოვხვდი მომავალში.
-ეს რა მესმის... - ტუჩებში ჩაიდუდღუნა პოლკოვნიკმა და იარაღი შეინახა. - ეს რა ესმის ჩემს ყურებს. მართალი ვყოფილვარ იულ, გესმის? - ცოლმა თავი დაუქნია ხმის ამოუღებლად და სახეზე ელდისმომცემი განცვიფრება ეწერა.
-პოლკოვნიკო... ბაბუა... გთხოვთ... გვითხარით რატომ მოხდა ეს... როგორ უნდა გამოვასწოროთ თუ იცით და ძალიან გთხოვთ, ასევე მოუყევით თქვენს ვაჟს, რათა ეს მოულოდნელობა და საშინელი მომავალი, რომელიც წინ გველის თავიდან ავიცილოთ. გთხოვთ. გვიამბეთ ლეგენდა და იქნებ ასე დავარწმუნო ჩემი შვილი, რომ მართალს ვამბობ, იქნებ ასე მოუბრუნდეს ჩემზე გული... და კვლავ შემიყვაროს. წინააღმდეგ შემთხვევაში სიცოცხლე ჩემთვის უსარგებლო იქნება და კვლავ ვეცდები ს, თუმც ამჯერად სად აღმოვჩნდები ნამდვილად არ ვიცი.
-კარგი, იულ დაჯექი, მომისმინე. ჩემო ძვირფასო. - პოლკოვნიკს მიუჯდა ქალი, კაცმა თავზე ხელი თბილად გადაუსვა და რასტის მონატრებოდა ის მზრუნველობა, რასაც საკუთარი მეუღლის გვერდით ყოლა ერქვა. - როგორც გითხარით, ეს ამბავი ჩემი დიდი ბაბუისგან ვიცი და ეს ამბავი ძალიან დიდი ხნის წინ, თითქმის სამი, ან ხუთი საუკუნის წინ მოხდა, რამაც სათავე დაუდო ჩვენს ამაშუკელობას. ჯერ გვარზე გეტყვით ორიოდ სიტყვით, რომელიც სულ რამდენიმე საუკუნის ჩამოყალიბებული და შექმნილია, მას კი მხოლოდ ერთეულები ატარებენ და ისინი, ვინც შუქოსნების არმიას ემსახურებოდა და იცავდნენ, ოდითგან იცავდნენ დიდ საიდუმლოს, დიდ შუქურას.
უნებლიეთ შეყოვნდა პოლკოვნიკი. ამ დროს იფეთქა დონის სიბრაზემ მისი გულიდან და იმის გააზრების გარეშე, თუ რა მოჰყვებოდა ყოველივეს, მის მოშორებით მჯდომი რასტისკენ გაიწია. დაბრმავებული და გაცეცხლებული მგზნებადობის პატრონმა ვერ შენიშნა მის წინ შუშის მაგიდა, ზედ გადაევლო და ჟურნალ-გაზეთები სულ გადმოყარა. გრძნობის ტალღებზე მოფარფატეს ვერ გაეგო თუ რას სჩადიოდა, მაგრამ ერთი აზრი ვერ ასვენებდა, რომ რაც არ უნდა დაუჯერებლად ჟღერდეს, გვერდით ეჯდა მამამისი, რომლემაც ოცდახუთი წელი დატოვა ოჯახი და ამჯერად ისინი, სამოცდახუთი წლით უკან დაბრუნებულიყვნენ და დიდ ბაბუას ესაუბრებოდნენ. სიბრაზემ წამიერად გადაუარა და შეშინებულმა, პატარა ბავშვივით თვალზე ცრემლმომდგარმა რასტის ჩაეხუტა. იგრძნო სითბო, რომელიც არ ღირსებია წლებია და გულის სანუკვარ ნაწილს მისი სჯეროდა. თავს ვერ უტყდებოდა ამას, მაგრამ ნამდვილად სჯეროდა. შეიძლება ეს მამის მონატრების და მისი ხილვის სურვილის დამსახურება იყო, რომ ზღაპრის ასე მარტივად დაიჯერა, მაგრამ განურჩეველმა აღტყინებამ მალე გაუარა, იგრძნო უხერხულმა მზერამ როგორ დასწვა ზურგი და მაშინვე განერიდა, რომ საკუთარი ადგილი მშვიდად დაეკავებინა. ერთხანს ღრმად სუნთქავდა და როცა საბოლოოდ დამშვიდდა პოლკოვნიკს ანიშნა: - გააგრძელე.
-ცოტაც და მეგონა თქვენი გაშველება მომიწევდა. - გაეღიმა ულვაშიან მამაკაცს. - აბა ბავშვებო, მზად ხართ ზღაპრის მოსასმენად?
-უფრო მეტი რეალობაა, ვიდრე ზღაპარი. -პატარა რასტის ნათქვამს ერთხმად დაუქნიეს თავი და პოლკოვნიკმაც თხრობა დაიწყო:
-შუქურა, ეს დიდებული სინათლის წყაროა, ჩვენი წინაპრების მიერ აღმოჩენილი და გადამალული, რომელიც დედამიწის გულში ინახებოდა, აქ... საგარეჯოში. მისი მბრწყინავი ბურთი იმდენად კაშკაშებდა, რომ ყველას თვალს სჭრიდა. სწორედ ეს შუქურა აძლევს ძალას სამყაროს, ეს შუქურა აბრწყინებს დედამიწას და სხვა გალაქტიკებს და ეს სინათლის წყაროა, რომელიც უზრუნველყობს ამაშუკელების ამხელა ძლევამოსილებას, ასე მიყვებოდა ბაბუაჩემი. ჩვენი გვარიც ამ დროიდან მოდის. ამა-შუქ-ელი, რაც შუქურის მცველს ნიშნავს. შუქურის მფლობელს. დასაწყისს ეს გვარი არ იყო, „ამა შუქ მცველი“ ასე უწოდებდნენ მათ, ვისაც ეს განგებამ არგუნა წილად, თუმცა დროთა განმავლობაში გარდაიქმნა, შეიკვეცა და ცვლილება განიცადა, დღევანდელ დროში კი ეს გვარი ამაშუკელად მოვიდა, რამაც სათავე დაუდო ჩვენს დაბადებას, ჩვენს განსწავლას და მცველის ტიტულს. დიდის ამბით გადმომცა დიდმა ბაბუამ იგი შესანახად და ის საიმედო ადგილას მაქვს დამალული, თუმცა არ მჯეროდა და ვერც ახლა ვიჯერებ, რადგან ის უბრალო ქვაა ჯოხზე წამოცმული ჩემთვის და მეტი არაფერი, მისი ნათება მხოლოდ გადმოცემით ვიცი, თვალით კი არ მინახავს. იგი კვდებოდა, როცა შენახვა მთხოვა და საოცრად გაუკვირდა, როცა არ ანთებულა ჩემი სიცოცხლის მბჟუტავი ჟინით. ისე გარდაიცვალა ვერ იხილა მისი ნათება, თუმცა მას სჯეროდა, რომ შეეძლო ამ ნათებას სიცოცხლე ხელთავიდან ეჩუქებინა. ეს არის დროის განმსაზღვრელიც და ყოველივე ძალის განმკარგავი, რომელიც საერთოდ არსებობს ამა გალაქტიკასა ზედა. ასე ამბობდა თხრობისას და მეც ზუსტად ვციტირებ მის სიტყვებს. მართალია მე მისი ძალა ვერ ვიგრძენი და არც ვიცი რას ვუპირებ მას, მაგრამ ერთი ისაა, რომ რასტისთვის მოყოლას და მის გადაცემას ნამდვილად არ ვფიქრობდი. მეც იმის გამო არ ვუთხარი უარი დიდ მცველს, რათა სიცოცხლე განგებ არ მომესწრაფებინა მისთვის და ყალბი ღიმილისა, გასაოცარი მღელვარებისა და უზადო სურვილის გათვალისწინებით ავიღე ის, ხელში დავიჭირე იმის იმედით, რომ რამე მოხდებოდა, თუმცა არაფერი. მას შემდეგ სარდაფში ვინახავ... იულ, შეგიძლია ამოიტანო? - ქალი წამოდგა, თავი დაუკრა მამაკაცებს და მოთმინებით დატოვა ისინი. - სიყვარულის უსაზღვრო ძალასაც ფლობსო მითხრა, თითქოს ძალუძს ადამიანებს აჩუქოს ის, რაც ოდესღაც ჩვენი ყოფილა და რაც დიდი ხნის წინ უშფოთველად დავკარგეთ - სიყვარული, სითბო და ეს უდრტვინველი ბედნიერება, რომლის მიღმაც ადამიანის გული სათნოებითაა სავსე. თქვენ არ ვიცი რამდენად დაიჯერებთ ამ ქვის ნაჭრის ძლევამოსილებას, მაგრამ ერთი რამეც მინდა გითხრათ, ჩვენს წინაპრებს ასევე აქვთ უამრავი ლეგენდა დროში მოგზაურობაზე, დიდი რასტი პირველი, რომელმაც იპოვა ეს ნათელი ბრწყინვალება დროში მოგზაურობის ფაქტებსაც იხსენებდა შვილიშვილთან და შვილებთან, თუმცა ამ ყველაფერს სასჯელიც თავისებური აქვს, სამყაროს პასუხი ანომალიურ მოვლენებზე... რასტიმ და-ძმა დაკარგა, დაკარგა მშობელი მამა და დედა კი ნაადრევად ცოცხლად დაიმარხა კლდის ნანგრევებში. როგორც გითხარით ყველაფერს თავისი ფასი აქვს, დროის მბრძანებლობასაც და სიყვარულის უანგარო დარიგებასაც, როგორც დადებითი, ასევე უარყოფითი, ამიტომაც ისეთი სქელი რკინის სეიფში მქონდა გამოკეტილი, რომ ხელი არავის შეეხო, მიუხედავად იმისა, რომ რწმენა არ მქონდა მისი თავს ვიზღვევდი. ახლა კი გაჩვენებთ, მომაწოდე ძვირფასო, - მიმართა ცოლს. - ეს ქვა, რომელზეც დიდი ლეგენდა მოგიყევით უბრალო ქვის მთლელის მიერაა გამოჭედილი, არაფერიც არ შეუძლია და მასზე ზღაპრებია შეთხზული, თუმცა ამას ვერ ვხსნი, თქვენ როგორ აღმოჩნდით აქ... როგორ იმოგზაურეთ ჯერ მომავალში, შემდეგ კი წარსულში, დროის ნაპრალი გაარღვიეთ და ხაზი გადაუსვით ყოველგვარ სტერეოტიპს და ადამიანთა უსუსურობა აჩვენეთ. მინდა გაგაფრთხილო, რომ ამის საფასური როგორც დროის უკუჩვენება, შესაძლოა დიდი იყოს ამიტომ ფრთხილად იყავით, როცა კი თქვენ დროს დაუბრუნდებით.
-დავუბრუნდებით კი? - ეჭვნარევად გახედა დონიმ პოლკოვნიკს.
-იმედი მაქვს. ამაში შუქურა დაგეხმარებათ. - დაცინვით თქვა პოლკოვნიკმა და შუქურა ჯერ მან აიღო ხელში, ჩვეულებრივი ლერწმის ჯოხისა და საშუალო ზომის, თუმცა მძიმე ქვისგან დამზადებული, ძლივს დაიჭირა ხელში, რამდენიმე წამს ვერ შემართა სწორად, ბოლოს კი გაასწორა და რასტის გაუწოდა. - აი ამ სისუ... - სათქმელი ვერც კი დაასრულა პოლკოვნიკმა, როცა შუქურა მოქმედებაში მოვიდა, ეტაპობრივად დაიწყო ბჟუტვა, ბოლოს კი ისე გაკაშკაშდა, რომ სახლმა რყევა იწყო, ჭურჭელი თაროებიდან გადმოცვივდა და იატაკზე დანარცხების მაგივრად, ჰაერში გაკავდნენ და ნელა დაეშვნენ ძირს. საოცარი სიმფონია უკრავდა, მომნუსხველი აკორდები იფრქვეოდნენ და სინათლე, რომლის ბრწყინვალებასაც უზადო ძალა ამოჰყვებოდა ქვას უფრო დიდს და შთამბეჭდავს ხდიდა. ვერც ერთი უსწორებდა მას თვალს, ვერავინ უმზერდა მის მფეთქავ სინათლის ხატებას და უეცრად, მყისიერი ელვარებით ძალა გაქრა, სინათლე მბჟუტავ, მკრთალ სხივად იქცა და ქვამ ძველისძველი ფორმა დაიბრუნა.
-ეს რა იყო? - გაოგნებულმა იკითხა დონიმ და პოლკოვნიკი, კიდევ უფრო გაოგნებული თვალებით მიშტერებოდა ამ სხივს. იულია გულწასული იატაკზე ეგდო და მხოლოდ მოგვიანებით შენიშნა იგი პოლკოვნიკმა. მივარდა შეშინებული მას და წამოყენება სცადა, თუმცა ძალა დაჰკარგვოდა და უუნაროდ ცდილობდა მის შველას. კეფა დაერტყა და მუქი წიფელის იატაკი წითლად შეეღება. აღტყინებული მძიმე კვნესა ამოჰყვა პოლკოვნიკის მწუხარე გულისფეთქვას და მის ათრთოლებულ სხივს ძლივსღა დაჰნათოდა სინათლე. წამოდგა, ეწადა შუქურას დაჰპატრონებოდა, ყველაფერი უკან რომ დაებრუნებინა, მაგრამ სტუმრები, რომლებიც ასე გულმხურვალედ გამოიყვანა ციხიდან, სახლში შეიფარა, უეცრად გაუჩინარდნენ. თან გაიყოლეს შუქურაც, რომელმაც ოთახში პატარა სინათლის სხივი დატოვა და იმ ადგილას მთელი საუკუნე იარსებებდა.
კარებთან აყუდებული რასტი ამაშუკელი, ვისაც რამდენიმე წუთის შემომდგარი ჰქონდა ფეხი სახლში და სტუმრების დანახვისას ვერ გაებედა მისაღებში შესვლა, ყველაფერს საკუთარი თვალით შეესწრო.

პ.ს.
_______________
ძვირფასებო... ესეც დადგა ჟამი დროთა სვლისა. მინდა ყურადღება გაგამახვილებინოთ იმაზეც, რომ რაც ამის შემდგომ დაიდება ამითღა დასრულდება ჩვენი ისტორია. ამიტომ წაიკითხეთ, კომენტარებში შეგიძლიათ დატოვოთ თქვენი სავარაუდო გაგრძელება, თუ როგორ დასრულდება ამჟამინდელი რასტის (და არა წარსულის, ან მომავლის რასტის) თავგადასავალი. სულ რაღაც პატარა ჩანართიღა სჭირდება ამ მოვლენებს და ერთ ორ გვერდზეც კი დაეტევა, რაც ჩემმა შეუძლოდ მყოფმა მეგობარმა მიამბო. სულ მალე მის სრულ ისტორიას ნათელს მოვფენ!



№1  offline წევრი Rania

Erke es iyo shoki geficebiii. Rom gitxra simartle. Carmodgenac armaqvs raunda moxdes. Survilebi bevri. Tavs shevikaveb cinacari prognozirebisas. Da dagelodebi tanac didi molodinittt
--------------------
Q.qimucadze

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent