ერკე მიდასი - მეტრო (1)
დეკემბრის მოღუშული და ღრუბლიანი დღე იდგა. იმ დილით ისევე ეძინა მზეს, როგორც რასტის, მაღალსართულიანი კორპუსის მეშვიდე სართულზე, საკუთარ საძინებელში და გვერდით მეუღლე არ ეწვა. გადაბრუნდა და ხელი საყვარელი ქალის მკერდისთვის უნდა მოეთათუნებინა, როგორც ყოველ დილით აკეთებდა ხოლმე, რაც მის უშფოთველ და ტკბილი, მზიანი დღის გატარებას უდრიდა, მაგრამ როგორც კი სასთუმალი ცარიელი დახვდა თვალები გაახილა. შეშფოთების მიზეზი შეიძლება არც ჰქონდა, მაგრამ გულმა კანკალი დაუწყო და მაშინვე საათს დახედა. უკვე თორმეტის თხუთმეტი წუთი იყო, შუადღემდე ეძინა, ხოლო მისი საყვარელი ქალის და ორი მოგიჟგიჟე გრიალა ტყვიამფრქვევის ხმა სამზარეულოდან ესმოდა. -საყვარელოო, აღარ დგები? - როგორც ჩანს პირველად არ ეხმიანებოდა სათუთი და ულამაზესი კაირა, რომლის სილამაზეც ყოველთვის სახარბიელო იყო ყველა კაცისთვის და სიყვარული კი რასაც რასტისადმი გრძნობდა შესაშური. მაინც რა სჭირდა მას? არასდროს დასძინებია ასე დიდხანს, სამსახურშიც უკვე ძალიან დაუგვიანდებოდა მისვლა. -სამსახური. ჯანდაბა! - მსწრაფლ გადაიძრო ლეიბი და ისე შევარდა აბაზანაში, რომ გზადაგზა იცვამდა. მხოლოდ წყალი შეისხა სახეზე გამოსაფხიზლებლად, თუმცა იმდენი მოუვიდა, რომ ზედ თმაზეც გადაევლო და წვეთები მაისურის შიგნით იკვალავდა გზას. ცივმა ჟრუანტელმა დაუარა. სამზარეულოში შევიდა, ცოლს აკოცა თუ არა მათ გვერდით მდგარი ტყვიამფრქვევები მაშინვე ახმაურდნენ და საბრძოლო რეჟიმზე გადაერთვნენ. -მამიკო, მამიკო, ჩვენ არ უნდა გვაკოცო? - როცა კარისკენ შეტრიალებული იხილა პატარა გოგონამ მამა ტუჩები დაბრიცა და დაიბღვირა. -ჰო, ჩემო ანგელოზო... - ებრდღვნა რასტი, ბავშვი ჰაერში აიტაცა და მის კისერს დაეტაკა. გოგონამ სიცილი დაიწყო, რომელიც მადიან ხარხარში გადაიზარდა და სიყვარულით აენთო თვალები. -შერა, გეყოფა რაა! მეც დამიტოვე მამის ტუჩები, რით ვერ გაძეხი! - თქვა გაბუსხულმა თორმეტი წლის ბიჭმა, რომლის სიმაღლეც ჩვეულებრივ ამ ასაკის ბიჭებთან შედარებით გაცილებით მეტი იყო. მასწავლებლები ხშირად კალათბურთელსაც უწოდებდნენ, მიუხედავად იმისა, რომ საერთოდ არც კი იცოდა რა სპორტი იყო და მხოლოდ ფეხბურთს სცნობდა სპორტის სახეობად, სხვა კი უბრალოდ არც კი მიაჩნდა ყურების ან დროის დათმობის ღირსად. -უნდა გავიქცე ბავშვებო, მაპატიეთ. კაირა, რატომ არ გამაღვიძე ხომ იცოდი სამსახურში ვიყავი წასასვლელი? - უკვე პერანგს ისწორებდა და ზედ ჰალსტუხს იკრავდა. -ვცდილობდი რას, უბრალოდ თან რომ განახა, რა საყვარლად გეძინა... -კაი რა! კაი რა! კაი რა კაირა, რატომ მომექეცი ასე ჩემო ლამაზმანო, რატომ? მართალი იყო ბიძაჩემი, როცა ამბობდა რომ მხოლოდ საყვარელ ქალს შეუძლია გაწყენინოს, თან ისე რომ სიბრაზე გულში დაგიტოვოს და მის მომრგვალებულ ალუბლისფერ, ან თუნდაც მარწყვისფერ ტუჩებს თვალს ვერ წყვეტდეო, რა! -ჰი, ჰი, მართალი ყოფილა, არა? - ნიშნის მოგებით უყურებდა როგორ სიბრაზით შლიდა ხელებს რასტი და თან ისე უკბინა თავისივე ტუჩს, რომ მამაკაცს ნერწყვი მოადგა და ხმაურიანად ჩაყლაპა, თითქოს ტყვიამფრქვევების ზუზუნში უნდა გაქცეულიყო ბრძოლის ველიდან. -ჩემდა საბედნიეროდ მართალი იყო. - გაჩუმდა. - მიყვარხარ. - ისე ჩუმად თქვა, რომ მხოლოდ მისი ტუჩების მოძრაობა თუ იკვეთებოდა, კაირამ თავი დაუქნია და ტუჩების მოძრაობით დაუდასტურა თავისი გულმხურვალე გრძნობა. - დონი მოდი, აკოცე მამას და გავიქეცი. - ჩუმ ყივილით მივარდა ბიჭი მამას, რასტის დახრაც კი არ დასჭირდა ისე გადაეხვია შვილს, ისე აკოცა და წარმატებები უსურვა. თვალი მოავლო ოთახს, თითქოს შინაგანი გრძნობა ჰქონდა, რომ შორს მიემგზავრებოდა და დიდი ხნით ვერ შეძლებდა დაბრუნებას და ყველაფერი რომ დაემახსოვრებინა ისეთი, როგორიც ახლა იყო. გადახედა საკუთარ უმშვენიერეს და გვირილის არომატით გაჟღენთილ ცოლს, რომლის მზერაში ბედნიერი ნაპერწკლები ჩაჰხვეოდა და ამ ბედნიერებას უკურნებელი სენივით გადასდებდა მას, ვისაც მისი თვალები უმზერდა. შეხედა რვა წლის შერას, რომელიც კაირას ახირებული ჟინით დაერქვა და ეხუტებოდა დონის, მის მძაფრ სიყვარულს ისრუტავდა, რაც საგზლად უნდა წაეღო დიდი ხნის სამყოფად. - ბედნიერი ვარ! - თქვა აღტყინებით. - მაგრამ ეს ბედნიერება ცოტა უნდა გადავდოთ, საღამომდე ძვირფასებო. - საღამომდეს თქმისას გულში რაღაცამ უჩხვლიტა და შეეშინდა გულის შეტევა ხომ არ მემართება უზომო ბედნიერებისგანო, მაგრამ წამიერმა ჩხვლეტამ ვერაფერი დააკლო და დავიწყებას მიეცა, მის ფიქრებში შიშის ადგილი არ იყო. -ნახვამდის. - ერთხმად დაემშვიდობა ოჯახი. რასტიმ ტელეფონს უპასუხა, თავისი კუბოკრული შავი ჩემოდანი აიღო მეორე ხელით და ისე გავიდა სახლიდან უკან არ მოუხედავს. არადა რა იცოდა, რომ ეს მართლაც ბოლო დღე იყო მისი ამ სახლში ყოფნის. სულ ამ წუთს გაიხსენებს, ასჯერ, ორასჯერ ან კიდევ უფრო მეტჯერ მომავალში და ყოველწამიერ ფიქრით დაიტანჯებოდა, რომ უფრო მეტი გულმხურვალება წამოეღო მათგან, ან უკან მოეხედა, სიყვარულით გადაევლო კვლავ თავისი კაირასთვის, შერასა და დონისთვის და ბოლოჯერ ეთქვა მათთვის, რომ ძალიან უყვარდა. წაიკითხეთ, მაგრამ თუ არ მოგეწონებათ ეგეც პირდაპირ თქვით. თუ საერთოდ ინტერესი არ გაჩნდება გაგრძელებას აღარ დავდებ. მაინტერესებს ფორმიდან ამოვვარდი ამ პერიოდის განმავლობაში, რაც არ ვწერდი თუ არა. ეს თქვენგან მინდა გავიგო ახლა და არა ხვალ, ან ზეგ და ოცი წლის შემდეგ. გთხოვთ... სამართავი პულტი თქვენთვის მომინდვია ამ მოთხრობის თუ რომანის თუ კიდე ისტორიის. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.