სულის ტკივილი დამიტოვე მარიამ.მესამე ნაწილის 1 თავი.
მოგესალმებით ყველას და უნდა ვაღიარო,რომ ძალან მომენატრა ჩემი მყუდრო ადგილი სადაც თავს ყველაზე კარგად ვგრძობ და იცით რატომ? აქ ხომ თქვენ ხართ და თქვენგან ვღებულობ ძალიან დიდ სიყვარულს.თქვენთან ერთად კი მომენატრა წუთები, როცა სიახლეს ვდებ და გულის ფრიალით ველოდები ატვირთვის წუთებს.დავბრუნდი ჩემო მონატრებულო მკიხველო და დავბრუნდი იმ ისტორიით მესამე ნაწილის დაწერაც რომ მთხოვეთ.ველოდები თქვენს შეფასებას და ველოდები ასევე კრიტიკას. -ბექა სად არის. -............ -ლუკა არ გესმის? მამაშენი სად არის შვილო.ლუკა ტელევიზორს უცქერდა და არც კი შეხედა დედას ისე უპასუხა. -ვერანდაზეა და თქვა რომ იქ არ გახვიდე,უნდა რომ მარტო იყოს და იფიქროს. -მაშინ გადაეცი,რომ ჩემს საძინებელში ფეხი არ შემოადგას.იქ არ დავინახო,თორემ მოვკლავ. -მაგას ვერ გააკეთებ,ვერ შეძლებ. -რატომ ვერ შევძლებ? -იმიტომ რომ მამა ავადმყოფურად გიყვარს. -მიყვარს,ხო მიყვარს ამაში ცუდს რას ხედავ ის არის ცუდი რომ მიყვარს? ან რა შესაყვარებელია ეს მაიმუნის მაშხალა ჩემი სიცოცხლე რომ დაადნო და ჩააქრო სიხალისე ჩემში. -ნუ დაგავიწყდება დედიკო,რომ იმ მამაკაცზე საუბრობ ვინც ჩემი მამა არის. -არ დაგეკარგოს სადმე. -დავურეო ძია გიორგის? -არ მჭირდება მოსამართლები და ადვოკატები,ყველა ერთნაირები ხართ. -დავურეკო მოვიდეს? -რად მინდა რომ მოვიდეს,მაინც მის მხარეს დაიჭერს და ნერვებსაც მომიშლის. -ნერვების მომშლელი მხოლოდ შენ ხარ აქ და სხვა არავინ,რაც ასაკში შედიხარ კი არ სერიოზულდები,მხოლოდ ტვინი გითხელდება.უთხრა ანას მოულოდნელად სახლში შესულმა ბექამ,ლუკა ჩუმად იცინოდა და ანამ შეასწრო თვალი თუ არა უყვირა. -შენ რა გაცინებს,რას ხედავ აქ სასაცილოს.ბექამ გვერდი აუარა ორივე დედა-შვილს და კარი გააღო,კარში გიორგი შემოვიდა და ანას უთხრა. -ლუკასთან რა გინდა,მას რატომ გადაწვდი ნერვებმა გიმტყუნა? -რატომ უნდა მიმტყუნოს ვითომ ნერვებმა? -რატომ? იმიტომ რომ შენს გარდა აქ სასაცილოს ვერავის რომ ვერ ხედავ ანერვიულდი. -ნუ მელაპარაკები გიორგი და საერთოდ ვინ დაგირეკა,რატომ მოდი არ იცი რომ შენი დაცვა არავის არ სჭირდება? მოვიდა აქ ფრთა გაშლილი და აღრთოვანებული.გიორგის ჩაეცინა და ბექას თვალი ჩაუკრა. -ბერდები და ვერ მივაღწიე იმას რომ დატკბე,რა კარგია და როგორ მიხარია რომ ლუკა შენ არ გგავს ცივი და უჟმური,ის მამას ჰგავს თბილი,ერთგული და მეგობრული.ანამ გიორგის მიუბრუნდა,თვალებში ჩახედა და ცრემლნარევი ხმით უთხრა გავირვებულმა. -შენ ეს ჩემზე თქვი,რომ მე ცივი და უმეგობრო ვარ? მე არ გამიწევია შენთვის მეგობრობა მთელი ეს წლები? მადლობა,ამას შენგან არ ველოდი და მართლა გულით მინდა გითხრა მადლობა.მხიარული ღამე გაატარე იმ ადამიანებთან,ვისაც ჩემზე უკეთესად გაუწევია მეგობრობა,ძმობა და პარტნიორობა.მე რა მესაქმება თქვენთან,დავიძინებ.ცრემლებს ყლაპავდა და მიდიოდა,მაგრამ ოთხის კარი მიიხურა თუ არა უეცრად იფეთქა ცრემლებმა და გულზე ხელი მიიდო -რა მითხრა,რომ მე ცივი ვარ? ეს როგორ მითხრა, რომ მე უმეგობრო ვარ.გაჩვენებ გიორგი როგორ უნდა ტკივილის მოყენება. -რატომ უთხარ ასე,ხომ იცი რომ ძალიან დიდი დრო დაგჭირდება მის შემოსარიგებლად. უთხრა ბექამ და გიორგიც ფეხზე წამოდგა,ანას ოთახის კარს შეხედა მივიდა ფრთხილად დააკაკუნა და შემდეგ კი კარი თავად შეაღო. -უკვე დაიძინე? -მეძინება ნუ მიფრთხობს ძილს შენისთანა მუტანტები,უკვე შენი წასვლის დროა. -მაგდებ სახლიდან? -ასე იციან ცივმა და უმეგობრო ადამიანებმა. -კარგი რა ნუ ჩაეციკლები ახლა ამ ერთ სიტყვას,მე ხომ გეხუმრე. -ნუ ნერვიულობ,უკვე აღარ მახსოვს რაც თქვი. -მაშინ შემომხედე და გამიღიმე იმ ღიმილით შენ რომ იცი. -არ მეღიმება და ძალით ღიმილი არ შემიძლია. -ანა.......... -გიორგი მეძინება,უნდა გავიხადო დავწვე და დავიძინო,ამიტომ მარტო დამტოვე. -ანა იცოდე მაბრაზებ უკვე. -წადი,გიორგი ხვალ ვილაპარაკოთ.კარზე ზარი იყო,სახე დაიმშვიდა გიორგს გვერდი აუარა და კარი გააღო.სახლში კი ლაშა,ალიკა და ალექსანდრე შემოვიდა. -რა გჭირს რძალო,რა მოგივიდა. -რა მჭირს,ვინც დაგირეკა მან არ გითხრა რაც მჭირს? -არა,სასწრაფოდ მოდითო და მოვედით.სამივე გაოცებული უცქრდა ბექას და გიორგის რადგან ვერ გაიგეს რა მოხდა. -არაფერი არ მჭირს,ძალიან კარგად ვარ მხოლოდ ეს ორი იდიოტი წაიყვანეთ და წადით, რომ მშვდად დავიძინო. -სად უნდა წავიდეთ რძალო,სად გვიშვებ.ლაშა ანას უცქერდა. -სადაც გნდათ წადით,მხოლოდ წადით რომ დავისვენო.ლაშამ გაოცებულმა შეხედა გიორგის და კითხა. -რა უქენით ჩემს დას,რატომ გააბრაზეთ ასე ძალიან.ანამ ხელი კრა ჯერ კიდევ ღიად დარჩენილ კარს და თქვა. -ასე ერთნაირად აფერისტები როგორ ხართ ყველა,ვითომ გაუვირდათ ჩემი სიბრაზე და ჩემს დასამშვიდებლად გაიკვრვეს,რაც გინდათ ის ქენით.ოთახში შევიდა და დასაძინებლად მოემზადა.ერთი საათი გავიდა და ბექამ კარი შეაღო,ეგონა ანას უკვე ეძინა,ფრთხილად გაიხადა ტანისამოსი და ანა ფეხზე წამოდგა ბექას ხელში პლედი და ბალიში მისცა,ბექამ გაკვირვებულმა შეხედა ანას და უთხრა. -ეს რას ნიშნავს,სად უნდა დავიძინო ჩემი ადგილი აქ არის შენს გვერდით. -დღეს დივანზე დაიძინებ და მანამდე ვერ დაწვები ამ საწოლში,სანამ არ აღიარებ,რომ შენც და იმ იდიოტმაც დღეს დააშავეთ. -ოოოოოო,შენ ხომ წყლის წვეთივით სუფთა ხარ და არ გიხუმრია ისე რომ გიორგის არ ტკენოდა,მაგრამ მას ეს არასოდეს არ შეუმჩნევია,არ გაუზვიადებია და ყველასთან განცალკავებით დაგლაპარაკებია.მომწყინდა,მომწყინდა უკვე ყელში ამოვიდა შენი ეს გამოხტომები ანა.სერიოზულად გაბრაზდა ბექა ბალიშიც და პლედიც ანას ესროლა ტანისამოსი ჩაიცვა და სახლიდან გავიდა.ანამ კარების ხმა გაიგონა თუ არა ხალათი შემოიცვა და ლუკას ოთახში ფრთხილად შევიდა,მაგრამ ლუკა ოთახში არ დახვდა და დილამდე მოუსვენრად დადიოდა სახლში.6 სთ იყო კარის ხმა რომ გაიგონა,ბექას უძილობისგან დაწითლებულ თვალბს რომ შეხედა თავისი თავი შეზიზღდა,მაგრამ რადგან დარწმუნდა ის სახლში უვნებელი დაბრუნდა,თავის ოთახში შევიდა და დაწვა,უნდოდა ორიოდე საათი დაეძინა რომ არეული სახე დაეწყნარებინა,ბექამ კი ყავა მოიდუღა და ისიც ცოტა ხნხით დივანზე წამოწვა,არ დაეძინა ინათა თუ არა ტანისამოსი გამოიცვალა და კომპანიაში წავიდა.კომპანიაში ჯერ არავინ არ იყო მისული,დაცვის ბიჭებსაც გაუკვირდათ ბექას რომ შეხედეს და მორიდებით ჰკითხეს. -ბატონო ბექა ყველაფერი კარგად არის,კარგად ხართ? -მე კარგად ვარ,აქ კარგად ხართ? -კარგად ვართ უფროსო,სიმშვიდეა. -მაშინ ვიმუშავოთ.უთხრა ბიჭებს ღიმილით და წავიდა.ბექამ მუშაობაში ჩაეფლო და მთელი სიბრაზე იმ მნიშვნელოვან საბუთებზე გადაიტანა რომლებიც იმ დღეს ჭირდებოდათ,რადგან იმ დღეს მნიშვნელოვანი შეხვედრა ჰქონდათ ჩინელ ინვესტორებთან,9 საათზე გიორგიც მივიდა თვალი ანას კაბინეტისკენ გააპარა,მაგრამ ბექამ უთხრა. -არ არის,ნუ ეძებ თვალებით. -რა მოხდა,ერთად არ მოსულხართ? -არა,არ მოსულა მე ადრე წამოვედი და დღევანდელი სხდომა რომ ჩაიშალოს იცოდე სხვას ვერავის ვერ დაადანაშაულებ. -ბექა ბვრს ლაპარაკობ,უკეთესია დაურეკო და გაარკვო სად არის.ხომ იცი ყველა მიშვნელოვნი საბუთი ანას ხელშია და მის გარეშე ჩვენ მკვდრები ვართ.ბექამ უხმოდ ამოიღო ტელეფონი და ანას დაურეკა,მაგრამ პასუხი არ არის,ანა დუმს. -დედაააა,მე მივდივარ,მამა გირეკავდა და უასუხე ნუ აჭრი დღეს ჭკუიდან. -ვიცი,თუ დაგირეკოს უხარი რომ სახლში არ ვარ და არც იცი სად ვარ. -დედა ზედმეტი მოგდის და კარგად იცი,რომ დღეს მნიშვნელოვანი შეხვედრა გვაქვს ჩინელებთან. -შეხვედრა ჩაიშალა,დღეს არ მოვლიან. -რას ჰქვია არ მოვლიან და რას ჰქვია,რომ შეხვედრა ჩაიშალა. -ნუ ნერვიულობ დამირეკეს გუშინ და მითხრეს,რომ დრო უნდათ კიდევ რამდენიმე დღე და თავად დამირეკავენ. -რატომ არ თქვი,მათმა ეს ხომ არ იციან. -წუხელ მინდოდა მეთქვა,მაგრამ ორივემ გამაბრაზა და აღარ ვთქვი,დღეს კი დიდი დღეა. -რატომ დიდი დღე? ლუკას ეცინებოდა ანას რომ უყურებდა,იცოდა რომ დღეს ანა რაღაცას ჩაიდენდა და გიორგს და ბექას ორივეს ააყვირებდა. -იმიტომ რომ ეს დიდი დღე ჩემი დღეა. -გადაწყვიტე,რომ დღეს ორივე ანერვიულო? -როგორ ფიქრობ,არ არიან ღირსები? -რაც გინდა გააკეთე მე მივდივარ, მაგრამ ზედმეტი არ მოგივიდეს. -მეც მალე მოვალ.ლუკა წავიდა,ანამ რამდენიმე წუთში გავიდა სახლიდან და სალონში შევიდა,თავი მოიწესრიგა და კომპანიისკენ წავიდა მშვიდად და აუჩქარებლად. -ბატონო გიორგ წყალი მიირთვით ფერი არ გადევთ სახეზე. -მადლობა,შენ ახალი ხარ მგონი ეკატერინე გქვია ხომ? -დიახ,ეკატერინე რაზმაძე. -ყურადღბით იყავი ეკატერინე დაროგრც კი ქალბატონი ანა მოვა ჩემთან შემოვიდეს. -დიახ ბატონო გიორგი.გიორგის მოთმინების ფიალა უკვე იწურებოდა,კაბინეტში ბექა შევიდა მასაც ცუდი ფერი ჰქონდა სახეზე,ყოველ ხუთ წუთში საათზე იხედებოდა, გიორგიმ ვითომ მშვიდად იყო,მაგრამ ბექას შეხედა და ბრაზმორეულ ხმით შეეკითხა. -დაურეკე? -დავურეკე. -მერე? დრო რამდენი გვაქვს,მალე მოვა? -არ მპასუხობს,არც მობილურზე და არც სახლის ტელეფონზე. -ლუკა? ლუკას დაურეკე? -წამოსულია,სადაცაა მოვა მითხრა დედა სახლში დავტოვეო. -საინტერესოა რას ფიქრობს მის თავში ჩამახედა,კარგი ვიცი რომ ჩემზე გაბრაზებულია,მაგრამ ამ ეგოისტმა ქალმა ეს შეხვედრა უნდა ჩაშალოს მისი გულდიდობის გამო? -ნუ ბუზღუნებ,ხომ იცი რომ შენი ბრალია. -ვიცი რომ ჩემი ბრალია,მაგრამ.............. -ნუ ყვირიხარ თავი მტკივა.მთელი ერთი საათი უხმოდ ისხდნენ,მაგრამ უკვე შეხვედრის დრო ახლოვდებოდა და ანერვიულდნენ არც ანა ჩანდა და არც ჩინელი ინვესტორები.ლუკას სერიოზულად შეეშინდა უკვე გიორგის რომ შეხედა ფერი არ ჰქონდა და ანას ჩუმად დაურეკა. -გისმენ შვილო. -დედა სად ხარ,დაასრულე შენი თამაში და მალე მოდი. -სალონში ვარ,უკვე გამოვდივარ. -დედა მალე მოდი,სადაცაა ორივეს გულის შეტევა მოუვა. -კარგია,სიხარულისგან გული ამიფრიალა ამ ახალმა ამბავმა. -დედა................. -გითხარი მოვდივართქო და ნუ ბრაზობ.ანამ ტელეფონი გათიშა და აუჩქარებლად შეაღო კომანიის კარი,ჯერ თავის კაბინეტში შევიდა ის მნიშვნელოვანი საბუთები გადააწყო რომლებიც იმ დღეს შეხვედრაზე ჭირდებოდა,სარკეში შეათვალიერა მისი ახალი იმიჯი და მტკიცე,მაგრამ აუჩქარებელი ნაბიჯით წავიდა გიორგის კაბინეტში,კარებთან მისულს კი ეკატერინეს ხმა გაიგონა. -ქალბატონო ანა ბატონი გიორგი გელოდებათ. -ვიცი შვილო.კარი უნდა გაეღო რომ გიორგის ხმა გაიგონა. -საინტერესოა აქამდე სად არის,რას ფიქრობს და თუ ფიქრობს საერთოდ დღევანდელ დღეზე. -ახლა ბრაზობ? საინტერესოა შენ ანაზე ბრაზობ თუ შენს თავზე. -გეთანხმები,მე წუხელ დავაშავე,მაგრამ აქ მხოლოდ მე ვარ? აქ ხომ მთელი კომპანიაა მის იმედზე. -დღევანდელ შეხვედრაზე მხოლოდ თქვენ ნერვიულობთ და ჩინელ ინვესტორებს დღეს მხოლოდ თქვენ ორი ელოდებით,მაგრამ იმედები უნდა გაგიცრუოთ,შეხვედრა არ შედგება.თქვა კაბინეტში შესულმა ანამ და საქაღალდეები გიორგის მაგიდაზე დაალაგა. -რას გულისხმობ,რას ჰქვია მარტო ჩვენ ორი ველოდებით დღეს დღევადელ შეხვედრას.შენ არ ელოდებოდი ამ დღეს? -ამ დღეს ველოდებოდი და დაველოდები კიდევ როცა დამირეკავენ და საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებენ,მაგრამ დღეს არაფერს არ ველოდები რადგან არავინ არ მოვა. -ანა უკვე ზედმეტები მოგდის,ნუ თმაშობ ჩემს ნერვებზე.გეთანხმები,შენ მართალი ხარ,მაგრამ ერთად დავბერდით და არ მეგონა კიდევ თუ გიჭირდა ჩემი გამოცნობა. -ჩემზე უკეთ შენ მარიამიც კი არ გიცნობს,ნუ ამოხტი შარვლიდან დაჯექი და მომისმინე.ეს ის მნიშვნელოვანი საქაღალდეებია რომლებიც ჩემს კაბინეტში ინახება,უკეთესია თუ სეიფში შეინახავ მათ,რადგან შეხვედრა დღეს არ შედგება არ მინდა იქ იყოს. -გასაგებია,სეიფში შევინახავ მაგრამ გამარკვიე რა მოხდა. -არ მოვლიან,თავიანთი მიზეზების გამო გადადეს შეხვედრა რამდეიმე დღით. -რატომ,რა პრობლემა წამოიჭრა ან რატომ არ თქვი. -პრობლემა მათი მხრიდან არის,ჩვენგან არა.რაც შეეხება რატომ არ ვთქვი და რატომ არ იცოდით,წუხელ არ დამაცადეთ თქმა და აი შედეგიც,თქვენ ინერვიულეთ და არა მე. -ანა............ -გიორგი................ანა ფეხზე წამოდგა და კარებისკენ მშვიდად წავიდა,მაგრამ ბექას ხმამ შეაჩერა. -შეგიძლია ნორმალურად დაილაპარაკო? გავიგეთ რო გიორგიმ წუხელ შეცდომა დაუშვა,მაგრამ არც ისეთი,რომ ცოტა სიმართლეს არ შეესაბამებოდეს. -ბექა გინდა მითხრა რომ გიორგი მართლია და ის სიტყვები რაც წუხელ მითხრა,გააზრებულად თქვა? -გიორგმ წუხელ იხუმრა,მაგრამ შენ მხოლოდ შენი ხუმრობა გესმის და სხვა თუ გეხუმრა ეს დაუშვებელია და თან დანაშაული.არ მითხრა,რომ სიმართლეს არ ვამბობ. -დაუკვირდი რას ამბობ.თქვა და კარი გააღო,მაგრამ ამჯერად გიორგის ხმამ შეაჩერა. -სად გეჩქარება საინტერესოა,დაგვიანებული მოდი სამსახურში და ისევ გაქცევაზე ხარ.ანამ გიორგის შეხედა,თვალი თვალში გაუყარა და უთხრა. -შენ რაში გაინტერესებს მე სად მივდივარ,უჩემობა ჩემს თავს მოგანატრებს? გიორგის ჩაეცინა და ირონიული ხმით უთხრა. -ადამიანური შეკითხვაა,ვიცოდეთ სად გეძებოთ საჭიროების შემთხვევაში,დაკავებით კი არავინ არ გაკავებს გზა ხსნილია თქვენს წინ მადამ.გიორგიმ თავად გაუღო კარი ანას მაგრამ ბექამ ჩაილაპარაკა. -საინტერესოა სად მიდიხარ,დაგვიანების მიზეზი კი გასაგებია. -რა არის გასაგები. -ის რომ იმიჯის შეცვლას დრო უნდა,იცოდი აქ ვნერვიულობდით და შენ სალონში იჯექი მშვიდად,აუღელვებლად.კმაყოფილი ხარ შენი საქციელით? -იმის მაგივრად გაგიხარდეს ლამაზი ცოლი მყავსო,გშურს. -მშურს?შენი მშურს? -დიახ გშურს,შურიანების გარემოცვა.განსაკუთრებით თქვენ ორი მეზიზღებით,ვერც გიტანთ. -როცა სიმართლეს პირში გახლიან შენ ვერავის ვერ იტან და ზიზღით უცქერ მათ,მაგრამ ეს ზიზღი რომელიც ჩვენს მიმართ გადმოანთხიე დღეს,დაიმახსოვრე დროებითია. უთხრა ბექამ და გიორგის გამოწვდილ ხელს ხელი დაარტყა. -სასაცილოებ ხართ.უთხრა ორივეს ანამ და კაბინეტი დატოვა,გიორგიმ კი ბექას შეხედა და უთხრა. -მოვემზადოთ,ანიჩკა რაღაცას ხლართავს,რაღაცა აქვს ჩაფიქრებული. -მაგას მეც მივხვდი,რომ რაღაც ჩაიფიქრა, მაგრამ რა ამას ვერ მივხვდი. -ვიცი რომ ვერ მოისვენებ და წადი სახლში,დღევანდელი შეხვედრა გადაიდო და მეც ცოტა ხანში წავალ,დღეს ოჯახის გარემოცვაში დავისვენებ.ბექა თითქოს გიორგის თქმას ელოდა,წავიდა და სახლში ახალი სიურპრიზი დახვდა. -ლუკა სად მიდიხართ შვილო.ლუკამ ბექას შეხედა და გაოცებულმა უთხრა. -მე? მე არსად არ მივდივარ,დედა მიდის.შენ რატომ გაგიკვირდა,არ მიდიხარ მასთან ერთად? -სად არის,სად მიდის რას ფიქრობს მე ვინ ვარ რომ არაფერს მეუბნება.ლუკამ ღრმად ამოისუნთქა და თქვა. -ისევ დაიწყო წუხანდელის გაგრძელება და ძალიან მაინტერესებს როდემდე გაგრძელდება ეს თქვენი ბუტიაობა,28 წელია ქორწინებაში ხართ და ისე იქცევით თითქოს ერთი თვის წინ დაქორწინდით და ერთმანეთს ვერ შეეწყვეთ,დავიღალე დედა უკვე თქვენი ჩხუბით. -ხედავ? ბავშვს შენი ქცევებითთთავს აბეზრებ,რას აკეთებ ან რის მიღწევას ცდილობ ქალბატონო. -რას ვაკეთებ? უნდა გაგეყარო. -რა უნდა ქნა? გაოცებული უცქერდა ორივე მამა-შვილი ანას. -უნდა გაგეყარო,დავიღალე შენთან ცხოვრებით.ბექას ცრემლი მოაწვა ყელში და ძლივს ამოიღო ხმა,ანას შეხედა და უთხრა. -უნდა გამეყარო? 28 წლის ქორწინების შედეგ მიხვდი რომ ჩემთან ცხოვრებით დაიღალე? რითინ დაიღალე ანა მე ხომ მხოლოდ სიყვარულს გჩუქნიდი,ამ სიყვარულით დაიღალე? -შენც ხომ მითხარი გუშინ,რომ დაიღალე ჩემთან ცხოვრებით და უკვე აუტანელი ვარ ჩემი კაპრიზებით. -ცდილობ შენი ნათქვამი სიტყვები მე გადმომაბრალო? მე ბევრჯერ შეგაჩერე,ბევრჯერ გამოგედევნე და ჩემგან წასვლის ნებას არ გაძლევდი,მაგრამ თუ ასე ძალიან გინდა ჩემგან წახვიდე და გონია დაგაკავებ ცდები ანა. -რას გულისხმობ ბექა. -რას ვგულისხმობ? ხომ გინდა განქორწინება,განვქორწინდეთ და წადი მე უარს არ გეუბნები,თანახმა ვარ. -ესე იგი თანახმა ხარ. -შენს მოთხოვნას სრულიად დავაკმაყოფილებ,რადგან ასე გსურს წადი.ლუკამ შეატყო მშობლების კამათი სერიოზულ სახეს იღებდა და გიორგის დაურეკა. -გისმენ ლუკა. -სად ხარ,მოდი ამათ მიხედე თორემ გეფიცები საერთოდ წავალ სახლიდან არა,ქცვეყნიდან და აღარასოდეს დავბრუნდები. -რა მოხდა ძმიშვილო. -ეყრებიან,ამდენი წლის ქორწინების შემდეგ ეყრებიან დავიღალე უკვე ამათი კამათით. -გაგიჟდნენ? -როდის იყვნენ დადგენილები რაც ჩემი მახსოვრბიდან მახსოვს,მაგრამ ახლა მართლა გაგიჟდნენ.დაურეკე სხვებსაც და მოდით,მიხედეთ თორემ მივდივარ სახლიდან.გიორგიმ ყველას დაურეკა და ერთად მივიდნენ ბექასთან იმ დროს,როცა ანა ჩემოდნით ხელში გამოვდა ბინიდან. -რა მოხდა,სად მიდიხარ ანიჩკა. -გამატარე გიორგი უნდა წავიდე,მიხედეთ და უკეთესზე დააქორწინეთ. -შენ რა მართლა გარეკე? სახლში შემოდი და დავილაპარაკოთ.გიორგის მკაცრმა ხმამ ცოტა შეაშინა ანა მაგრამ მაინც მაგრად დადგა. -რაზე უნდა დავილაპარაკოთ,მითხრა რომ განქორწინება უნდა ვაჟბატონს და მეც მზად ვარ.ბექა ჭიქა კედელს ესროლა და ანას მთელი ხმით უყვირა. -გული მოგივა თუ არა შენ არ ითხოვ ყოველ ჯერზე განვქორწინდეთო? ჰოდა განვქორწინდეთ,დიდი ხანია ფიქრობდი ალბად ამ დღეზე და ოცნებაც აგისრულე.თავისუფალი ხარ,წადი.ანა ჯერ გაოცებულმა შეხედა ბექას მაგრამ შემდეგ მანაც უყვირა. -და შენც დამთანხმდი,უარი არ გითქვას. -მეც მომბეზრდა შენი დევნა,რამდენი გული მოგივა და გარბიხარ,თან განქორწინებით რომ გგონია მაშინებ,შენ რა გგონია ჩემს ასაკში დავიკარგები?გიორგი ანას ხელი მოკიდა და გვერდით დაისვა. -ანა ორივე ნერვებ მოშლილი ხართ,აყევით ერთმანეთს და ზედმეტებიც უთხარით.ლუკაზე არ ფიქრობთ?რა გგონია თქვენი ეს ბოლო დროინდელი ხშირი კინკლაობა მასზე არ მოქმედებს და გულს არ ტკენთ? გინდათ საერთოდ წავიდეს სახლიდან და მისი ნახვა მოგენატროს ორივეს? -რატომ უნდა წავიდეს,ან სად უნდა წავიდეს. -ახლა ორივე დაჯდებით და მშვიდად დაილაპარაკებთ,წყნარად გადაწყვიტავთ თქვენს ბედს. -გადაწყვეტილია ჩემი ბედი,უნდა წავიდე და შენ ნუ გავიწყდება რომ არც შენ გელაპარაკები.გიორგის ჩაეცინა და უთხრა. -დღეს კარგად მელაარაკე? -ეს საქმის შესახებ,რაც კომპანიას შეეხებოდა. -დაავიწყდა რა დროს მობრძანდა სამსახურში,წავიდა და მეტროზე დაიგრძელა ფრჩხილები.თქვა ბექამ და გაბრაზებულმა შეხედა ანას -რა უნდა დაველაპარაკო ან როგორ დაველაპარაკო,ხედავთ როგორ იღრინება? -დღეიდან გიკრძალავ სალონში ლაქის წასმას. -ეს რაა,ახალი კანონები შემოიღე? რას ნიშნავ სალონში არ წავისვა ლაქი,რატომ? -რატომ? მეკითხები ისე ვითომ არ იცოდე ან ვერ ხვდებოდე. -ვერა,ვერ ვხდები და ამიხსენი. -შენს ლაქს ისეთი მძიმე სუნი აქვს,ტარაკანასაც კი უჭირს ამ სახლში გაჩერება.მე ვერ შევძელი მარტო შენგან თავის დახსნა,ყველა და ყველაფერი შენ გაგირბის. -საზიღარი კაცი ხრ და თან აუტანელი,როგორ გავძელი ამდენი წელი შენს გვერდით. -სიყვარული ძალიან ძნელი დასათმობია. -ნეტავ თუ არსებობს ჩემს გარდა ვინმე ვინც შენ შემოგხედავს. -რატომ არ უნდა შემომხედონ,ანგელოზივით მამაკაცი ვარ.ეს შენ ვერ მაფასებ თორემ,არის ქალები ვინც ოცნებობენ ჩემთან ყოფნას. -ჰოდა იმ ქალებთან მიბრძანდი,ერთი თვე სიტყვა ,,სექსი'' შენგან არ გავიგონო.ბექამ გიორგის თვალი ჩაუკრა და ანას უთხრა. -წასვლა გადაიგფიქრე და ასე გინდა დამსაჯო? -სწორედაც,ეს შენთვის უმაღლესი სასჯელია. -შენ დაისჯი საკუთარ თავს და ჩემზე ნუ შეწუხდები,ძალიან კარგად გავერთობი ამ ერთ თვეს. -ღმერთო რატომ დამსაჯე,რომელი დანაშაულისთვის მომისაჯე ეს სასჯელი რო ეს კაცი ავიტანო.ყველა ჩუმად იცინოდა,მაგრამ რომ შეატყვეს ცოტა შერბილდა მათი ურთიერთობა კარგადაც იხალისეს და მარიამმა შეეკითხა ანას -თმები კიდევ შეიღებე? -შევიღებე,მოგეწონა? -კი,ეს ფერი ძალიან მომწონს და გიხდება კიდევაც. -მართლა? ძალიან მინდოდა ეს ფერი მქონოდა და როგორც იქნა სასურველი ფერი დავიყენე. -სანამ არ გამელოტდება არ ჩერდება. -ელოდე ჩემს გამელოტებას,ვერ მოესწრები ამ დღეს. -სულ მალე დადგება ეს დღე, დღეში ცხრაჯერ თუ გადაიღებავ კიდევ რამდენჰჯერმე თავს მერე პარიკებს გიყიდი ნაირ-ნაირებს და ყოველ დღე იმიჯ შეცვლილი ივლი. -შენ რა გიხარია მერე,მელოტ ქალს რომ მოუსობ ღამე ძილში ხელს ვერ გაიგებ სად ეფერები თავზე თუ ტრაკზე.უთხრა გიორგიმ ბექას და ყველა ახარხარდა. -როცა პირველად დაუნიშნე პაემანი სამჯერ გადაიღება თმა სასურელი ფერი რო მიეღო,გგონია მას შემდეგ ჭკუა მოგემატა? -და შენ დაგავიწყდა 70-ჯერ რომ დამირეკე შეხვედრა არ გადაიფიქრსო და უარი არ მითხრასო? -რომ ჩამოუჯექი გიორგის გვერდით თუ მიდიხარ წადი, აღარ მიდიხარ? თუ რჩები რამე გაამზადე სტურები გყავს. -გინდა წავიდე? -შენ გარბოდი სახლიდან და არა მე.იმ დღეს არა,მაგრამ მეორე დილით უხმდ ადგა და წავიდა,მთელი ხუთი დღე არ გამოჩენილა და არც არავინა არ იცოდა სად იყო,როგორ იყო ან ვისთნ იყო.ტელეფონი გათიშული ჰქონდა და ვერ უკავშირდებოდნენ.ანას არ ყოფნა კომპანიასაც დაეტყო,გიორგი დღეში რამდენჯერმე შეაღებდა მისი ოთახის კრს და დაღონებული ბრუნდებოდა თავის კაბინეტში. -ლუკა შეუძლებელია, ვერ დავიჯერებ რომ შენ არ იცოდე სად არის. -გეფიცები თუ ვიცოდე,არ ვიცი.გიორგიმ ვეღარ აიტანა ანას გარეშე ყოფნა და შეტყობინება მისწერა. -ანა ხომ იცი რა რომ ბოდიშების მოხდა არ მიყვარს,მაგრამ შენი დუმილი აუტანელი ხდება,ვერ ვიტან უშენობას და სად ხარ,გთხოვ დაბრუნდი ჩემს გამო არა,ბექა ძალიან ცუდად არის და თავს დამნაშავედ ვგრძნობ მის წინაშე.ანამ შეტყობინება წაიკითხა და გაეცინა,მაგრამ ბექას ცუდად ყოფნა კი არ მოეწონა თავისი ნივთები ჩაალაგა და სასტუმრო დატოვა,იფიქრა ბექა კომპანიაში იქებაო და პირველად კომპანიაში მივიდა.გიორგის უამრავი ქაღალდების შეკვრა ეჭირა ხელში და ერთ-ერთ დაცვს წევრს ელაპარაკებოდა თვალი ანას რომ მოკრა,ჯერ გაუკვირდა,მაგრამ შემდეგ სიხარულისგან ანთებულმა ბედნიერი ხმით დაუძახა. -ანა დაბრუნდი? ჩემი ანიჩკა დამიბრუნდა. -დავბრუნდი რადგან უთქვენობა ძნელია,ძნელია დაშორდე თქვენნაირ იდიოტ მეგობრებს.გიორგიმ გაბრწყინებული თვალებით შეხედა ანას და უთხრა. -მაპატიე? -შენ როგორ ფიქრობ,სხვაგვარად შეიძლება?გიორგი კიბისთავში იდგა და სიხარულით ჩაირბინა კიბე,მაგრამ ბოლო საფეხურზე ფეხი აუცდა და დაეცა. -ნელა ადამიანო რას შვები, გგონია პატარა ბიჭი ხარ ისევ? -ინერვიულე? -არა,უკეთესია თუ ნელა დაიმტვრევი. -ანა რა საძაგელი ადამიანი ხარ, მომენტს არ უშვებ შენი შხამი და სიმწარე არ გადმოანთხიო. -სიტყვბი შეარჩიე ბატონო გიორგი თორემ იცოდე რომ ისევ წავალ. -არა,არა შენ რადგან დაბრუნდი მე ხმას არ ამოვიღებ,მაგრამ არც ასე მინდა,შენი დუმილი აუტანელი გახდეს რომელსაც მე ვერ ვუძლებ და მომენატრა შენი სიმწარეც კი. -ბექა? სად არის, არ მოსულა? -არა,რაც შენ არ ხარ არ მოსულა, სახლში არის და უშეობას ტირის. -მე აქ მოვედი,რადგან მეგონა აქ ვნახავდი. -წავიდეთ და ნახე თავად რა დღეშია,სადაცაა ლუკას ჭკუიდან გადაიყვანს და არ გაპატიებთ ეკატერინე რომ წავიდეს.ანა დაფიქრებული გაყვა გიორგის არ იმჩნევდა,მაგრამ სიგიჟემდე ჰყავდა ბექა მონატრებული,ბექაც ანას მლოდინში მის ფოტოებს დაჰყურებდა და დასტიროდა. -სად გეძებო სად წახვედი,სად ხარ ჩემო სიყვარულო და ჩემი გულის შხამო.სად ხარ მინიშნება მომეცი,რომ მოვიდე.ოთახის კარი ლუკამ შეაღო და ჩაბნელებულ ოთახში შუქი აანთო,დაინახა ბექას ანას ფოტო გულზე დაედო და ტიროდა. -სად გაიგონე მამა ცოცხალი ადამიანის ტირილი,გაჩუმდი და ნუ ცდი ჩემს ნერვებს. -მკვლელი გავხდები. -რა გახდები? -მკვლელი და არ დამაკავო. -ვინ გინდა რომ მოკლა,რომ დაისვენო. -გიორგის მოვკლავ და დარწმუნებული ვარ მის დასაფლავებაზე მოვა,დაბრუნდება. -და შენ გიორგის დასაფლავებაზე იქ იქნები? მე კი დარწმუნებული ვარ,უკან მიგა....ბს გიორგის ისე,რომ არც დაფიქრდება და მერე საიქიოდან უმღერე სად გამიფრინდი ჩემო ბეღურაო. -დაურეკე,დაურეკე მოვიდეს და ამიხსნას რატო მიატოვა მისი ყველასგან განსხვავებული ქმარი. -მოვა და თვად ნახავს რას დაემსგავსა მისი განსხვავებული ქმარუკა.ლუკამ გაბრაზებულმა დაურეკა გიორგის. -რა მოხდა ლუკა,ბექ კარგად არის? -სანამ ჭკუიდან გადამიყვანა,მოდი და დაელაპარაკე აუტანელია უკვე მისი საქციელი დედას ტანისამოსზე და ფოტოებზე ტირის. -მოვდივარ ლუკა არ ინერვიულო,არაფერი უთხრა მისთვის სიურპრიზი მაქვს.გიორგის და ანას მისვლამდე ალექსანდრე,ალიკა და ლაშა მივიდნენ ბექას სანახავად. -ლუკა როგორ ხართ,სად არის ბექა.შეეკითხა ალიკამ და ლუკამ უხმოდ ანიშა თუ სად იყო ბექა.ალიკამ ოთახში ფრთხილი ნაბიებით შევიდა, ფარდები გადასწია და შეხედა ბექას ანას ფოტზე ჩასძინებოდა. -ბექა რას შვრები მეგობარო,შენ რა სულ გარეკე? -გავრეკე ხო გავრეკე,ანას გარეშე ჩემს ცხოვრებას აზრი არ აქვს. -ცოცხალ ადამიანს ტირი ასე თავგამოდებით? -ჩემთვის აღარაა ცოცხალი არაააა,თუ ცოცხალია სად არის და რატომ არ დაბრუნდა. -ადექი თავი მოიწესრიგედა გამოდი ამ ოთახიდან. -თქვენ არ გტკივათ ჩემი ტკივილი. -ანა ცოცხალია და რა უნდა გვეტკინოს ადამიანო.უყვირა ლაშამ და თავის ხელით შეიყვანა სააბაზანოში.-შეისხი წყალი სახეზე და ცოტა გამოფხიზლდები.კარზე ზარი იყო ლუკამ გააღო და გაბრაზებულმა ქვა. -როგორც იქნა მოაგენი სახლის გზას,მე მივდივარ ამ სახლიდან ან მოიყვაე ჭკუაზე და ან დახოცეთ ერთმანეთი. -სად არის,ოთახშია? -არა, ლაშამ გაიყვანა სააბაზანო რომ ცოტა გამოაფხიზლოს ცივი წყლით. -გიორგი მოვიდა? არ შემოუშვათ,თორემ მოვკლავ. -გამოდი ნახე ვინ მოგიყვანე და მერე მომკალი.გასძახა ბექას გიორგიმ და ლუკას თვალი ჩაუკრა.ბექამ ცივი წყალი შეისხა სახეზე და გაოცებული უცქერდა მის უკან მდგარ ანას.ნეა-ნელა მიბრუნდადა ჯერ გიორგის შეხედა და შემდეგ ისევ ანას. -ანა? ყველამ მხირულად მოეხვია ანას მხოლოდ ბექა იდგა განმარტოვებით და შორიდან უცქერდა,გიორგიმ თვალით ანიშნა ყველას წასულიყვნენ და გასვლისას ბექას უთხრა. -მივდივართ,მაგრამ ერთ საათში არ მიპასუხებ პოლიცია მომყავს და მოვდივარ. -წადი სანამ მშვიდად ვარ.შეუღრინა ბექამ და კარი მიუხურა.მხოლოდ ანა და ბექა დარჩნენ და ერთმანეთისგან შორი შორს დასხდნენ,ანამ ვერ გაუძლო სიჩუმეს და თავად დაარღვია დუმილი. -მაპატიე. -წახვედი და მიმატოვე,იცი რა დღეები გამოვიარე? საინტერესოა შენ თუ გაგახსენდი,თუნდაც ერთხელ. -მე სულ მახსოვხარ,კარგად იცი რა ძნელია ჩემთვის უშენოდ ყოფა,სწორედ უშენობამ დამაბრუნა,ვერ გავძელი და მოვედი. -გიორგიზე გაბრაზებულმა ჩემზე იყარე ჯავრი და დაბრუნებისას პირველად ის იდიოტი ნახე,ის გაახარე ჩემზე ადრე. -მეგონა კომპანიაში იქნებოდი,ამიტომ მივედი იქ მაგრამ არ დახვდი და ორივე ერთად წამოვედით.არ შემირიგდები? -ხარ ღირსი? -ვიცი რომ მეც დავაშავე და ვიცი რომ ყოველ ჯერზე განერვიულებ,მაგრამ მე ხომ ასეთი ხასიათი მაქვს.შენ მართლი ხარ,მე დაგღალე და ამიტომ არ ღირდა ისევ დაბრუნება,მე წავალ.ანა კარებისკენ წავიდა,მაგრამ ბექამ მკლავში წვდა და მისკენ შემოაბრუნა მონატრებულ ბაგეებს დააკვდა და სახეც დაუკოცნა.ანაც ეფერებოდა მონატრებულ საყვარელ ადამიანს და ტიროდა,რადგან მიხვდა მის შეცდომას. -ტირილის დრო არ არის,ახლა მხოლოდ ერთმანეთისთვის გვაქვს დრო და ეს დრო უნდა გამოვიყენოთ,სუნთქვა მეკვრის როდის შეგეხები.ბექამ ფერებაში ტანისამოსი შეოაძარცვა ანას და შეეხო თუ არა მისი ხელები ანას შიშველ სხეულს მანაც შვება იგრძნო,მიხვდა თავადაც როგორ ძალიან მონატრებოდა ეს წუთები.ზუსტად ერთ საათში ბექას ტელეფონმა დარეკა,ბექამ კი ანას შეხედა და უთხრა. -ამ ასაკში ციხეში როგორ წავიდე,ეს იდიოტი რომ მოვკლა. -უპასუხე თორემ ხომ იცი არც დაფიქრდება ისე შემოამტვრევს კარს. -რა გინდა,რა არ გასვენებს სიკვდილს ეძებ? მე რატომ გინდა დამღუპო ადამიანო წადი სხვას თხოვე რომ მოგკლას. -კარგად ხართ ხმაზე გეტყობა,არადა უკვე პოლიციაში ვაპირებდი დარეკვას. -იდიოტი ხარ. -მადლობა,საღამოს აქ მობრძანდი თუ გექნება ძალა შემორჩენილი კარგი კვება გჭირდება ძალების აღსადგენად.რას მეტყვი,გესმის ჩემი? -.................... -ბექა მოხვალთ თუ გააგრძელბთ ერთმანეთის დახოცვას. -ნუ ხარ შენ აუტანელი ადამიანი,მოვალთ. -კარგია,გელოდებით.გიორგიმ ტელეფონი გათიშა და იქვე მდგარ მარიამს უთხრა. -დაიმახსოვრე,შერიგდნენ და თაფლობის თვეს მოითხოვს ორივე. -შენ ხარ დამნაშავე და მიეცი შვებულება სანამ თვად გეტყვიან. -შენ მართალი ხარ,შემოვირიგებ თავისივე ხერხით. -ასე ჯობია,თუ გინდა ორივე შეირიგო. -მივცემ რამდენიმე დღეს მაშინ,როცა მის არ ყოფნაში დაგროვილ საქმეს ამოწურავს. -დაგასვენებო შენ უთხარი ანას და მაგ ყველაფერს ერთ დღეში გააკეთებს. -შევებულება მეც მინდა,რომ შენთან ერთად შემოვიარო მსოფლიო. -ჩვენ დრო გვაქვს წასასვლელად,ახლა დედას უნდა მივხედოთ და თან მარიამს ვჭირდებით. -მარიამი ვიცი,მაგრამ დედას რა ჭირს მარიამ. -არ ვიცი უნდა ავუღოთ ანალიზები,არ მომწონს ეს ბოლო კვირაა მალე იღლება და ხშირად ისველბს ენით ტუჩებს.ვფიქტობ შაქარი არ ჰქონდეს. -ამ ასაკში? -ყველაფერი შესაძლებელია საყვარელო. -კარგი წავიყვანოთ,მარიამის დროც ახლოვდება უკვე უნდა დავიწყოთ ოთახის გაკეთება.როგორ მალე გაფრინდა წლები,მარიამი გუშინ რომ კისერზე მახტებოდა სადაცაა თავადაც დედა გახდება. -დრო ჩვენ არ გველოდება,ის მირბის და ჩვენ მას მივყვებით.მარიამმა რუსოს არაფერი არ გააკეთებინა,თავად მოამზადა ყველაფერი,მაგიდა გააწყო და თავადაც მოემზადა,მალე სახლიც შეივსო. -ლუკა შენები? -მოვლიან ძია ჩვენ სახლიდან არ მოვდივართ,ვახოსთან ვიყავით და ერთად წამოვედით. -კარგი გასაგებია,დასხედით.გიორგიმ მანქანის ხმა გაიგონა და ღიმილი თქვა. -მოვიდნენ,შეხედეთ როგორი კარგი ფერი აქვს სახეზე ჩემს ძმას. -კარგი რა ისევ არ გააბრაზო,არ წავიდეს აქედან გაბრაზებული ძალიან გთხოვ გიორგი.იმ საღამოს ყველა სვამდა,მარიამი ლუკასთან მივიდა და ყურში უჩურჩულა. -რა ბედნიერებაა როცა მშობლებს ხედავ როგორ ძალიან დიდი სიყვარული აერთიანებთ. -დამაწყვიტეს ნერვები,ეს ხუთი დღე ჩემთვის ჯოჯოხეთი იყო დეიდა. -მიეცი დრო და აქ დარჩით,მონატრებულები არიან და დრო უნდათ. -ორივე მთვრალია,მივიყვან სახლში და დავბრუნდები.ბექამ და ანამ ყველას დაემშვიდობა და ანა არეული ფეხით გავიდა სახლიდან,ლუკა არ წაიყვანა ბექამ რადგან არ იყო თავად ძალიან მთვრალი.ლუკამ ტაქსი გამოიძახა და უკან გაყვა ბექას,რომ დარწმუნდა სახლში უვნებლები მივიდნენ მშობლები თავად უკან დაბრუნდა,ანა და ბექა კი სიმღერით შევიდნენ სახლში. -ძალიან დიდ ცოდვას დაიდებს ის ვინც ჩვენს დაშორებას შეეცდება,საყვარელო შურთ ჩვენი ბედნიერების. -მართალი ხარ,გარშემო შურიანები გვყავს ყველა. დილით ანამ თავის ტკივილით გაიღვიძა,თვალი გაახილა და ბექას შეხედა თუ არა წინა ღამე გაახსენდა ეგონა ლუკა მეორე ოთახში იყო და ბექას ისე უჯიკა საწოლიდან გადააგდო მძინარე,ბექამ თვალი გაახილა და ანას ქვემოდან ამოსძახა. -რა გჭირს,გამოიღვიძე და ვერ მიცანი თუ რა გეტაკა.ანამ ზემოდან დახედა ბექას და ჩუმი ხმით უთხრა. -ლუკა სახლშია? რა დღეში ხარ,ჩაიცვი ტანზე ადამიანო. -რა გაგიკვირდა არ გინახივარ ჯერ შიშველი? -ჩაიცვიიიიი. -წუხელ კარგად მეხვეწებოდი გამხადე და შენც გაიხადეო. -დაბერდი და ჭკუა არ მოგემატა,პირიქით გაკლდება ტვინი,გაკლდებააა. -შენ ხომ გასხამს ტვინი თავიდან. -ბექააააა. -ნუ ყვირიხარ,არ არის ლუკა სახლში.ღმერთო, თავი მისკდება.ნაბეღლავი გინდა თუ ბორჯომი. -მოიტანე რომელიც იქნება,სახლი ჯერ კიდევ ტრიალებს რატომ არ გაჩერდა?ბექა ხელი ჩაქნია და სამზარეულოში გავიდა,ცივი ნაბეღლავი გამოიღო და გახურებული გული გააგრილა. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.