შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

დანაშაული და კანონი ^თავი 1^


26-07-2019, 20:44
ავტორი Lilith.Lilith
ნანახია 1 437

პროლოგი
მე ვგრძნობ ყველაფერს, მე ვხედავ ყველაფერს.
ყოველ წუთს და ყოველ გამოცდილებას თითოეული ჩემი სხეულის ნაწილით ვგრძნობ. მე ვცხოვრობ საკუთარ თავში, ის სავსეა საშინელი მოგონებებით და მწარე გამოცდილებით, რომელიც აღარასდროს განმეორდება!
ვეძებ არსებობის საშუალებას, მე დაბმული ვარ მკვდარ ქუჩაზე, სადაც მანქანები არ დადიან, მაგრამ მაინც ველოდები... ველოდები რომ ჩემს გზაზე ჩამოივლის ის ერთი, არ მინდა რომ ისე მიყურებდეს თითქოს მიცნობს და იცის ჩემი შინაგანი სამყარო მე მინდა ადამიანი რომელიც მართლა გამიცნობს და შევუყვარდები ჩემი მინუსებით და პლიუსებით. რომ მიმიღოს ისეთი როგორიც ვარ, და არ მოუნდეს ჩემი შეცვლა.
და აი ისიც...გაჩერდა ჩემს წინ მანქანა,
მშვიდობით წარსულო იმიტომ რომ რაც იყო აღარასდროს დაბრუნდება
ვივიწყებ წარსულს და ვიწყებ ახალ ცხოვრებას ტკივილის გარეშე.
გპირდები რომ შიში არ შემაშინებს და ყოველთვის ავირჩევ ბედნიერებას,
მე ვიბრძოლებ ბედნიერებისთვის.


თავი:1
ნაცრისფერი დილა
უკვე უგემური გაციებული ჩაი,
ჩემში სიცარიელემ დაისადგურა,
ძალიან მჭირდები!
ჩვენ ხომ ერთმანეთის უსიტყვოდ გვესმოდა,არ შეიძლებოდა ჩვენი სხვადასხვა გზაზე წასვლა!
მენატრები!
ისევ "ჩვენს" კაფეში ვზივარ, კვლავ მუსიკის წყნარი ჰანგები ისმის და სიჩუმეს არღვევს
გელოდები მაგრამ ვიცი რომ აღარ მოხვალ შენ ხომ უკვე საცოლე გყავს და ის მე არ ვარ!
რაზე ფიქრობ ძილის წინ?
ვისღა უზიარებ შენს საიდუმლოებებს,
შენ ხომ მარტო მე მიზიარებდი.
მჭირდები!
არ შემიძლია უშენოდ!
შენი თვალები მენატრება!
რომ შეგვძლებოდა უბრალოდ პატიება ყველაფერი შეიცვლებოდა, ერთმანეთს ხელს არ გავუშვებდით და სხვადასხვა გზაზე აღარ წავიდოდით.
მაგრამ იმ დაწყევლილი დღიდან დღეს ზუსტად ერთი წელი გავიდა,
ერთი წელია რაც ერთმანეთთან კონტაქტი არ გვქონია,
მაგრამ მე შენი გადაყვარება ვერ მოვახერხე და ისევ ისე მიყვარხარ.
მუსიკის ჰანგებს, ჩემი ტელეფონის გაბმული ზარი არღვევს და იძულებული ვხდები ვუპასუხო
- გისმენთ
- ააამ ქა... ქალბატონო
ქალს ისე უთრთოდა ხმა სერიოზულად შემეშინდა
- გისმენთ
- ქალბატონო ანინე მე... მე ვარ ვიკა
- ოხ ვიკა გისმენ რამ შეგაწუხა?
ჩემთვის ერთ დროს ძვირფასი მაგრამ ახლა უკვე ყოფილი დაქალი მირეკავდა
-თქვენი დახმარება გვჭირდება
-რა გნებავს?
-იციი... ამ...ლევანი..ის
-ამოღერღე თორემ დიდხანს აღარ მოვუსმენ შენს ბლუყუნს
-მე.. მე ბოდიში
-ბოლოჯერ გეუბნები ნუ ბლუყუნებ თორემ გაგითიშავ
-ლევანი დაიჭირეს
-მერეე?
-თქვენი დახმარება მჭირდება
-შენ მეგობრებს სთხოვე
-რთული საქმეა... ძალიან გთხოვ დამეხმარე, თუნდაც შენი რომელიმე მეგობარი რომელსაც ენდობი
-რაში დებენ ბრალს?
-მკვლელობაში
ეს შეუძლებელია ის უბრალოდ ადამიანს არ მოკლავდა.
-თანახმა ხარ დაგვეხმარო?
-არ ვიცი მოვიფიქრებ
-ძალიან გთხოვ
-გავიგე რომ მთხოვ, ყრუ კი არ ვარ. ახლა კიდე არ მცალია სხვა საქმეებიც მაქვს. საღამოს გადმოგირეკავ თუ დაგთანხმდი
გაქვავებული ვიჯექი მაგრამ რაც ძალა და ღონე მქონდა მოვიკრიბე და წამოვედი.მოგონებებმა ისევ გაიღვიძეს, იმ წამებმა, წუთებმა, დღეებმა თუ წლებმა ჩემ გონებაში საქანელასავით დაიწყო ტრიალი. არ მინდოდა ისევ მენახა ის ადამიანი რომელიც მიყვარდა მთელი ჩემი არსებით და მითუმეტეს გისოსებს მიღმა. არ მინდა მისი ხილვა ვიცი რომ ჩემთვის ეს ძალზე მტკივნეული იქნება.
ფიქრებიდან ტელეფონის ზარმა გამომიყვანა
-ხო მარიამ
-გაიგე?
-კი ვიკამ დამირეკა
-რააა?
იმხელა ხმაზე იყვირა რომ ტელეფონი ჩემგან მოშორებით დავიჭირე
-რა მოხდა? რა გაყვირებს?
-მაგ უნამუსომ როგორ იკადრა შენთან დარეკვა. ჯანდაბა რა მინდაო?
-დახმარება მთხოვა
-რას იზავ?
-ვფიქრობ დავეხმარები... მხოლოდ ძველი მეგობრობის ხათრით
-ჰმმ... მეგობრობის თუ?
-ვიკას დავეხმარები რომ საქმრო დაიხსნას სხვა არაფერი პირადული. მორჩა ჩემსა და ლევანს შორის ყველაფერი.
-გჯერა შენი სიტყვების?
-კი
არ გეგონოთ რომ დაქალს ვატყუებდი, ან საკუთარ თავს ვიტყუებდი უბრალოდ როგორც არ უნდა მიყვარდეს და რაც არ უნდა გააკეთოს საპატიებლად არ ვაპატიებ.
-შენ საიდან გაიგე?
-ნიკუშამ მითხრა. მიკვირს ტელევიზორში რომ არ აჩვენეს.
-ლევანის მამიკოს კარგად დაუმალია ეს საქმე. ვინ არის მკვდარი არ გითხრა?
-არა, ასე მითხრა ტელეფონით ვერ გეტყვიო.
ანუ ისეთი ადამიანია მკვდარი ამ საქმის მიმალვა რომ აწყობთ.
-კარგი მარიამ წავედი და დაგირეკავ მერე, ახლა საქმეები უნდა მოვაგვარო
-კარგი მიდი გაკოცე. არ ინერვიულო რა შენ
-სანერვიულო არაფერი არ მაქვს, მაგათმა ინერვიულონ ბრალი თუ დაუმტკიცდა
-შენ გჯერა რომ ლევანმა მართლა მოკლა?
-იცი? სიმართლე რომ გითხრა უკვე მისგან ყველაფერს მოველი, მაგრამ მაინც არ მინდა დაჯერება.
-როდის წახვალ სანახავად?
-ხვალ... ძალიან მაინტერესებს რა ხდება
მართლა ძალიან მაინტერესებს რა ხდება, ვინ მოკლეს და როგორ მოკლეს. ალბათ ის უფრო მაინტერესებს მკვლელი გახდა და ის ადამიანი აღარაა ვისაც ვიცნობდი თუ ის არ არის დამნაშავე. ხოლო მე სიმართლეს აუცილებლად გავარკვევ როგორი მტკივნეულიც არ უნდა იყოს ჩემთვის.



№1  offline წევრი sanikidzi

მომეწონა ძალიან, მაგრამ არ მეყო. თავები გაზარდე . ველოდები შემდეგ თავს ❤️

 


№2 სტუმარი Marusii

Dzaan sayvarlobaa????????

 


№3  offline წევრი Hela

ძალიან კარგია, და მაინტერესებს შემდეგ თავებში რა მოხდება. იმედია ბევრი საიდუმლოებებიც იქნება, ჯერჯერობით კარგად მიდიხარ უბრალოდ თავები გაზარდე
დანარჩენები ყველაფერი კარგია

 


№4 სტუმარი სტუმარი Liza

Dzalian sasiamovno motxroba iko♥️♥️⭐️

 


№5 სტუმარი სტუმარი ნინო

ძალიან კარგია

 


№6  offline წევრი Lilith.Lilith

Marusii
Dzaan sayvarlobaa????????

sanikidzi
მომეწონა ძალიან, მაგრამ არ მეყო. თავები გაზარდე . ველოდები შემდეგ თავს ❤️

Hela
ძალიან კარგია, და მაინტერესებს შემდეგ თავებში რა მოხდება. იმედია ბევრი საიდუმლოებებიც იქნება, ჯერჯერობით კარგად მიდიხარ უბრალოდ თავები გაზარდე
დანარჩენები ყველაფერი კარგია

სტუმარი Liza
Dzalian sasiamovno motxroba iko♥️♥️⭐️

სტუმარი ნინო
ძალიან კარგია

ძალიან მიხარია რომ მოგეწონათ ♥️ თავებს აუცილებლად გავზრდი ♥️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent