შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჩამჭიდე ხელი (სრულად)


28-07-2019, 01:23
ავტორი ტომაჩკა
ნანახია 25 245

-ნუ გაიტლიკე ენა შენ-დაბღვერილმა გავხედე პატარა მაიმუნს და პიჟამოს ზედა გადავაცვი
-რატო გავიტლიკე? აბა ეს 9 საათზე დაძინება აღარ მინდა, დიდი ვარ უკვე-გამომიცხადა პატარა დამ და ხელები გულზე გადაიჯვარედინა
-ადრე უნდა ავდგეთ, მეც ვიძინებ, რატომ ხარ შეუგნებელი?-შარვალიც ამოვაცვი და საბანში გავახვიე 6 წლის ლაწირაკი.
-კარგი, მოდი გაკოცო-ხელები გამომიშვირა მეამიტი ღიმილით.
სიცილით ჩავკოცნე პატარა სხვეული, მართალია მთელი დღე ჩემი წამების მეტს არაფერს აკეთებს, მაგრამ მაინც ჩემი პატარა, საყვარელი და ერთადერთი დაიკოა.
შუქი ჩავუქვრე ოთახში და სამზარეულოში დავბრუნდი
არეული სახლი მივალაგე და უკვე 12 საათი იყო რომ დავიძინე
--
-მეც მინდა ყავა-წინ დამიდგა გაბუტული მაშო
-გინდა კარგია, წადი და ეგ კაკაო დალიე, რაც დაგისხი თორემ მოგცხებ ტრაკზე-თვალები დავუბრიალე და კიდევ ერთი ყლუპი ცხელი სითხე გადავუშვი კუჭში.
-ამას მაინც არ შევჭამ-მოისაწყლა თავი და კარაქიან და თაფლიან პურზე მანიშნა.
-ჭამე თორემ დაგტოვებ სახლში-გავუცინე და მანაც რამდენიმე წუთში გამოცალა დილის ულუფა.
-წავედით?-წამოხტა ფეხზე ის
-წავედით-გამეცინა და ჯერ მას ჩავაცვი ქურთუკი, შემდეგ კი მე.
-შენი უფროსი არაფერს გეტყვის?-მკითხა როდესაც სამარშუტო ტაქსში ჩავჯექით.
-ნუ გეშინია, კარგი ქალია, უბრალოდ იქ არ უნდა იცელქო-გავაფრთხილე კიდევ ერთხელ.
მაშო ჯერ პირველ კლაშია, სექტემბრიდან როდესაც ის სკოლაში შევიყვანე მუშაობა დავიწყე, თუმცა სამწუხაროდ ვერ მოვახერხე არდადეგებზე ერთი თვით ძიძა ამეყვანა.
ამიტომ მომიწია სამსახურში წამეყვანა ქალბატონი.
ისედაც ჩემი ხელფასი ძლივს წვდებოდა ცხოვრების ხარჯებს და მისთვის ძიძას ვერ ავიყვანდი.
-გამარჯობა-მივესალმე კარში მდგომ დაცვას და გავუღიმე
-გაგიმარჯოს მარიტა-გამიღიმა კაცმა და შიგნით შემიშვა.
სახლის უკანა კარისკენ ავიღე გეზი და პირდაპირ სამზარეულოში შევედი.
ქურთუკი გავხადე მაშოს და ბარზე შემოვაჯინე
-აქ იყავი-გავაფრთხილე და ორივეს ქურთუკი დავკიდე საკიდზე, შემდეგ კი საკუჭნაოდან საუზმისთვის საჭირო ყველა პროდუქტი გამოვიტანე.
-დაიკო, შეიძლება ეზოში გავისეირნო?-მკითხა მაშომ და გამეკრიჭა
-არა, ცივა გარეთ გაცივდები, თან შეიძლება ეზოში ვინმეს გადააწყდე-ვუთხარი მაშინვე უარი და გაზქურა ავანთე კვერცხი რომ მომეხარშა.
სანამ მე პატარა ქვაბით რამდენიმე კვერცხი დავადგი, უკან მობრუნებულს ჩემი დაიკო უკვე ადგილზე აღარ დამხვდა.
-სად ჯანდაბაში წახვედი მაშო-ამოვიღრინე მაშინვე და გარეთ გავვარდი
-მაშო-ვყვიროდი ჩურჩულით, ვინმეს რომ არ გაეგო და უკანა ეზოსკენ წავედი.
აუზთან მოთამაშე რომ დავინახე ვიღაც უცხო ბიჭთან მაშინვე მივვარდი
-უკაცრავად, ახლავე წავიყვან-ვუთხარი უცნობს და ხელი ჩავავლე მაშოს
-რატო? მე და ნიკო ვთამაშობდით-უარზე დადგა პატარა მაიმუნი
-გაცნობაც რომ მოუსწრია ქალბატონს, ჩქარა წამოდი-დავუბრიალე თვალი და მაშინვე სამზარეულოში წავიყვანე
-იცოდე თუ არ გაჩერდები დაგაბამ-დავემუქრე ბავშვს და სალათის დაჭრა დავიწყე
-ვერ გაბედავ-ენა გამომიყო პატარა გატლეკილმა
-გაჩერდი-კიდევ ერთხელ დავემუქრე პატარას და რომ გაჩერებულიყო სტაფილო მივეცი.
-ამას რომ შევჭამ მალე გავიზრდები და მერე ვეღარ დამაძინებ 9 საათზე-მითხრა სიცილით
-აქ იყავი გაფრთხილებ, ამას ავიტან და სამ წუთში დავბრუნდები-დიდი იმედი არ მქონდა ჩემს გაფრთხილებას რომ დაიჯერებდა, მაგრამ სხვა გზა არ მქონდა.
ჩემი ტელეფონი დავუტოვე და სინზე დადებული საუზმე მეორე სართულისკენ წავიღე.
კარზე ფრთხილად დავაკაკუნე და როდესაც თანხმობა მივიღე ოთახში შევედი.
თამარი საწოლზე იწვა, აშკარად შიშველ სხეულს მალავდა თხელი გადასაფარებლის ქვეშ, ფანჯარასთან კი წელს ზემოთ შიშველი მამაკაცი იდგა ზურგით.
რომ შევედი არ მოუხედავს.
-აქ მომიტანე და კიდევ ერთი ყავა ამოიტანე-მითხრა ღიმილით ქალმა.
-ახლავე-ვუპასუხე და მუხლებზე დავუდე სინი
სამზარეულოში ჩასულს გამიკვირდა მაშო თავის ადგილზე რომ დამხვდა მაგრამ ხელი აღარ შევუშალე ტელეფონზე მოთამაშეს, ყავა მოვადუღე და კვლავ ავედი მეორე სართულზე
-ნიკო, აიღე-როდესაც შევედი უთხრა ისევ იმ პოზაში მდგომ კაცს და მეც მისკენ წავედი სინით ხელში.
სინს ვაკვირდებოდი, არც შემიხედავს კაცისთვის, მხოლოდ მის თლილ თითებს დავაკვირდი და როდესაც ფინჯანი აიღო ოთახი სწრაფად დავტოვე.
ეს ვიღაც ნიკო თამარის ახალი საყვარელი იყო როგორც ჩანდა.
არც მიკვირდა.
ღამე არ გადიოდა მას ვიღაც მამაკაცი რომ არ ჰყოლოდა სტუმრად.
ძირითადად 1 მამაკაცი 1 კვირაზე მეტს არ ჩერდებოდა, ეს კი ახალი იყო, როგორც აღმოჩნდა ნიკო ერქვა.
--
-ახლა მითხარი, რა ვითამაშოთ-ვუთხარი როდესაც სამზარეულო მივალაგე და მასთან ერთად დავჯექი მაგიდასთან
-აამ, დავფიქრდებიიი-ტუჩზე მიიდო თითი და ვითომ ჩაფიქრებულმა გამომხედა. მერე ეშმაკურად გამიღიმა და სკამიდან ჩამოხტა
ჩემთან მოცუნცულდა და კალთაში ჩამიჯდა
-რაო ეშმაკუნა?-ვკითხე და მუცელზე მოვუღუტუნე, ისიც მონდომებით აკისკისდა და მკოლოდ მაშინ დავსერიოზულდით თამარი რომ შემოვიდა სამზარეულოში.
-ესაა შენი დაიკო?-გამიღიმა მან და ბავშვსაც გაუღიმა
-მე ვარ-ამაყად უთხრა მაშომ და გაუცინა
-მინდოდა მეთქვა, რომ გავდივარ და როდესაც სახლს დაალაგებ დღეს ამ პრინცესას ხათრით გათავისუფლებ-თვალი ჩაიკრა და ისევე ჩუმად დატოვა სამზარეულო როგორც შემოვიდა.
ფანჯრიდან დავინახე როგორ დაჯდა თავის მდიდრულ მანქანაში თამარი, გვერდით მიუჯდა მამაკაციც და ერთად დატოვეს სახლი.
-ახლა შეგიძლია თავისუფლად ითამაშო-გავუცინე პატარას და მანაც მხიარულად დაიწყო სირბილი მთელს სახლში.
ორი საათი დამჭირდა მთლიანი სახლის მოსაწესრიგებლად და ბედნიერმა ჩავჭიდე ბავშვს ხელი. რადგან ჯერ კიდევ შუადღე იყო მაშო მთაწმინდაზე გავასეირნე და დაღლილები დავბრუნდით სახლში.
--
-ძალიან გთხოვ გარეთ არ გახვიდე, თუ დამიჯერებ საღამოს გვიან დაგაძინებ-ღიმილით ვუთხარი მაშოს და სინით ხელში წავედი მეორე სართულისკენ
ნებართვის შემდეგ ოთახის კარი შევაღე და ოთახში მარტო რომ დავინახე ცოტა გამიკვირდა, ეს იშვიათი შემთხვევა იყო.
-დადე-მითხრა და ლოგინზე მანიშნა, ხელში სიგარეტი ეჭირა, ტანზე კი ხალათი ეცვა.
ძალიან ლამაზი და მიმზიდველი ქალი იყო თამარი, არც მიკვირდა მუდმივად კაცები რომ აკითხავდნენ და გიჟდებოდნენ მასზე
-კიდევ ხომ არაფერს ინებებთ?-ვკითხე გამოსვლისას
-დაგიძახებ თუ დამჭირდი-მითხრა და მეც გამოვიხურე კარი.
სამზარეულოში შევდიოდი საუბრის ხმა რომ გავიგე
-ჩემი დაიკო მოწყენილიახოლმე მაგრამ მე სულ ვამხიარულებ-ესაუბრებოდა ვიღაცას მაშო
-შენ რა მაგარი გოგო ყოფილხარ? კიდე რას მაიმუნობ ხოლმე?-ბოხი ხმა მხიარულად ესაუბრებოდა ჩემ პატარა დაიკოს
-რას და სკოლაში მასწავლებლებს ვაბრაზებ-ამაყად უთხრა მაშომ და მეც მაშინვე შევედი სამზარეულოში.
-რამე გნებავთ?-ვკითხე კაცს და მაშოს თვალბი დავუქაჩე
-წყალი-მითხრა მან და წამით გავუსწორე მხოლოდ მზერა მის მუქ ლურჯ თვალებს, შემდეგ მივბრუნდი, კარადიდან ჭიქა გამოვიღე და კვლავ ვკითხე
-მაცივრიდან გამოგიღოთ თუ ოთახის ტემპერატურის?
-ოთახის-მითხრა და კვლავ მაშოსთან ჩაიმუხლა
-კარგად ქალბატონო მაშო, ალბათ კიდევ შევხვდებით-თვალი ჩაუკრა ბავშვს და ხელზე აკოცა. მაშომაც ჩაიხითხითა და ჩემკენ გამოიქცა, ფეხზე მომეხუტა და ამომხედა.
-აიღეთ-მიაწოდე ჭიქა კაცს და მხარზე დავადე ხელი პატარას.
-მადლობა-ჭიქა მაგიდაზე დადო და უკან მოუხედავად დატოვა ოთახი
-ქალბატონი რატომ დაგიძახა?-დავხედე გაკვირვებულმა ბავშვს
-აუზთან რომ ვნახე გუშინ, პატარავ, აქ რას აკეთებო ასე მკითხა, მე ვუთხარი პატარა არ ვარ უკვე დიდი ვარ და ქალბატონი მაშო დამიძახემეთქი-ამაყად მითხრა ბავშვმა
-ყოჩაღ შენ, მაგარი გოგო ხარ-გამეცინა და კვლავ საქმის კეთებას შევუდექი.
დღეს როგორც ჩანს გასვლას არ აპირებდა თამარი თორემ აქამდე წავიდოდა.
მაშო რასაც ქვია ფეხზე გამოვიბი და მასთან ერთად დავიწყე სახლის დალაგება
ხან მეხმარებოდა, ხან უფრო მირევდა სახლს.
თამარის ოთახთან რომ ჩავიარე კვნესის ხმა გამოდიოდა, ამიტომ სწრაფად გადავდე დერეფნის მოგვა და მოწმენდა და მესამე სართულზე ავედი.
-რა ხმები იყო?-ჩურჩულით მკითხა მაშომ, აბა როგორ მეთქვა სექსის ხმები გამოდიოდა-მეთქი. არვიციმეთქი ვუპასუხე და ისე გავაჩუმე ბავშვი.
---
თითქმის მთელი 3 დღე გრძელდებოდა რუტინულად მაგრამ მაინც განსხვავებულად.
დღე არ გავიდოდა მაშო რომ არ გამოლაპარაკებოდა ზემოთხსენებულ ნიკოს.
ვაფრთხილებდი მაგრამ არაფერი ესმოდა, ბავშვი რა შუაში იყო, ის კაცი თვითონ აკითხავდა სამზარეულოში.
უკვე 30 დეკემბერი იყო, ხვალ და ზეგ წესით ვისვენებდი. მაგრამ თამარმა დამატებით შემომთავაზა საკმაოდ სოლიდური პრემია რომ 31 ში გამეკეთებინა მისთვის საკვები და 9მდე მემუშავა.
მეც ვიფიქრე და დავთანხმდი.
ყოველი შემთხვევისთვის მაშოს ანაბარი გავუხსენი ბანკში, სწავლის ფულს ვუგროვებდი აქედანვე და დარიცხული პრემია მთლიანად იქ გადავრიცხე.
დილით თამარს საუზმე რომ ავუტანე კაცს ლოგინზე გაშხლართულს ეძინა, თვალში მომხვდა მისი განიერი და დაკუნთული მხრები.
მალევე ავარიდე თვალი და ნახევრად შიშველ თამარს საუზმე წინ დავუდე
-კიდევ ხომ არაფერს ინებებთ?-ვკითხე ჩუმად
-არა, შეგიძლია წახვიდე-მითხრა მან ღიმილით და მეც ნელა გამოვიხურე კარი.
-დღეს სად წავალთ?-მკითხა საახალწლოდ გამოწყობილმა მაშომ.
თავზე ირმის რქებიანი აბადოკი ეკეთა, ტანზე კი თოვლის ბაბუის ფორმა, სანამ არ ჩაიცვა არაფრით გამომყვა სახლიდან.
-სად და ლამაზად მორთულ ქუჩებში გავისეირნოთ პატარავ და თოვლის პაპა ვნახოთ, აჩვენე როგორი ლამაზი ფორმა გაქვს შენ-გავუცინე მას და ლოყები დავუწელე
-აუუ, დამანებე თავიი, მერე ლამაზი ლოყები აღარ მექნებაა-უკმაყოფილოდ გამომხედა მან
-შენ, ჩემო პატარავ, სულ ყველაზე ლამაზი იქნები-გამეცინა მასზე და კიდევ ერთხელ ვუჩქმიტე ლოყებზე.
-იცოდე ახლა აქედან გაგეპარები და დავიმალები-დამემუქრა და როდესაც მივხვდი გამკეთებელი იყო ტორტის ერთი ნაჭერი მოვუჭერი და წინ დავუდე
-ყავა მინდა მეე-უკმაყოფილო იყო მაშო
-რადროს შენი ყავაა? იცოდე ახლა არ გამაბრაზო, თორემ თოვლის ბაბუას ვეტყვი და დარჩები უსაჩუქროდ-შევეხე მისთვის მტკივნეულ თემას და მანაც უხმოდ დაიწყო მხოლოდ ნამცხვრის ჭამა მაგრამ მალევე წამოხტა ფეხზე სამზარეულოში შემოსული ნიკო რომ შენიშნა
-ნახე რა მაცვია?-არც კი მისალმებია ისე დაუდგა მამაკაცს წინ ყურებამდე გაკრეჭილი
-ყავა გამიკეთე რა-გამომხედა კაცმა მერე კი მაშოს წინ ჩაიმუხლა
-ეს რა თოვლის ბაბუმ გაჩუქა?-მოჩვენებით გაოიცა და ჯერ ხელი მოკიდა მერე კი დააბზრიალა ბავშვი
-არა ეს დაიკომ მიყიდა, მაგრამ დღეს უნდა მომიტანოს საჩუქარი, მე ვუთხარი რომ პრინცესას დიდი ფრიალა კაბა მინდა-ჩაუკაკლა უცებ კაცს და გამიკვირდა მისი ასეთი დამოკიდებულება.
-ოჰ, ქალბატონო მაშო მერე როგორ იქცეოდით მთელი წელი?-კითხა წარბაწეულმა
-ნუ ცოტა დაიკოს ვაბრაზებდი-მხრები აიჩეჩა მან
-მზადაა-რაღაცის თქმას აპირებდა როდესაც ვუთხარი და ფინჯანი მაგიდაზე დავდე.
ფეხზე წამოდგა მაღალი სხეული, მეგონა ფინჯანს ხელს მოკიდებდა და წაიღებდა, მაგრამ სკამი გამოწია და მაგიდაზე ჩამოჯდა
-ნამცხვარს ხომ არ ინებებთ?-ვკითხე და მაშოს ხელი მოვკიდე, ბარზე შემოვსვი და მისი თეფში ხელში მივაჩეჩე
-კი შევჭამდი-თავი დამიქნია მან-მაშო, მოდი აქ გვერდით დამიჯექი-ანიშნა ბავშვს
-კარგი-გახარებულმა გადადო თეფში გვერდით, ნელა ჩამოვიდა ბარიდან და თავისი თეფშით გვერდით მიუჯდა
ვერ გავიგე რა გამეკეთებინა, უხერხულად ვგრძნობდი ნიკოსთან ერთად სამზარეულოში.
რამდენი კაცი ჰყოლია თამარს, მაგრამ არცერთი შემოსულა სამზარეულოში და ყავა აქ არ დაულევია.
-ყავას დამალევინებ?-კითხა თვალების ფახურით კაცს
-მარიამ-უკვე ძალიან გავბრაზდი მის ქცევაზე.
-კარგი ხო, რაიყო-გამომხედა საწყალი თვალებით, როდესაც მიხვდა ძალიან რომ გამაბრაზა
-ნუ მიყურებ ეგრე-თითი დავუქნიე და უნებურად გავხედე ნიკოც, რომელიც მიყურებდა თან ტუჩის კუთხე ჩატეხვოდა.
-აბა არ გეცოდები?-ვითომ მოკვლავ ვუპირებდი ისეთი მზერით გადმომხედა მან
-მაშო, ნუ მეტლიკინები-ვცდილობდი მის მაიმუნობაზე არ გამცინებოდა, თორემ ისევ გააგრძელებდა.
-მოდი, თუ გინდა მოსვი-ვითომ ჩუმად გაუწოდა ჭიქა ნიკომ მაშოს, ხმა ვეღარ ამოვიღე, რა მეთქვა ჩემი "უფროსისათვის"? ყავას ნუ ასმევ ჩემ დასმეთქი?
-მინდა-თვალები გაუბრწყინდა მაშოს და თვით ნიკოს ჭიქიდან მოსვა ერთი ყლუპი მაგრამ თვალები საშინლად დაქაჩა და ლამის გადმოაფურთხა სითხე
-მაპატიე დაიკო, აწი ყველაფერს დაგიჯერებ-ამოილაპარაკა მას შემდეგ რაც დიდი ნაჭერი ნამცხვარი ჩაიტენა პირში.
-ვიმახსოვრებ-ავუწიე წარბები და ჭურჭლის დალაგება დავიწყე
-აბა, ქალბატონო მაშო, კარგად იყავი-წამოდგა ფეხზე მამაკაცი, მაშოს კვლავ ქალბატონივით აკოცა ხელზე და ისე დატოვა ოთახი არც დამმშვიდობებია
-ხომ სიმპატიურია მარიტა?-მკითხა თვალების ფახურით პატარა ეშმაკმა
-სიმპატიურს გაჩვენებ მე შენ, მეორედ რომ გაბედავ ეგეთ რამეს მიგტყიპავ-დავემუქრე ჩვეულებრივ.
-ძალიან მომეწონა ნიკო-ხელზე ჩამოდო თავი და გაღიმებული ჩაფიქრდა
გამეცინა მასზე. 23 წლის ვარ და ასე არც ერთ ბიჭზე ჩავფიქრებულვარ, ეს ჩემს ასაკში ალბათ ყველა მამრობითი სქესის წარმომადგენელზე შეყვარებული იქნება.
შუადღით კვლავ თამარი ჩამოვიდა და მითხრა რა უნდა მომემზადებინა საღამოსთვის.
მეც დავიწყე მზადება, უკვე თითქმის 7 საათი იყო და მხოლოდ 1 მარტივი კერძი მქონდა მოსამზადებელი ყვირილის ხმა რომ გაისმა ოთახიდან.
-გაეთრიე აქედან-ყვიროდა თამარი ბოლო ხმაზე
ნიკოს ხმა არ გამიღია, მხოლოდ კარის გაჯახუნება, შემდეგ კი ფანჯრიდან დავინახე როგორ დაკრა ქოთანს გაბრაზებულმა ფეხი და თავის ყვავილიანა მოისროლა
-რა გააკეთა?-გაოცებული ლამის გავვარდი და ქოთნის მსგავსად მოვიფრიალე მამაკაცი.
მაშინვე ეზოში ჩავედი და ქოთანს მივვარდი.
ძალიან მიყვარს ყვავილები, ისინი ერთადერთია რაც დედას მაგონებს.
ქოთანი გატეხილი იყო, ყვავილი კი ძირიანა ძირს ეგდო და რამდენიმე ტოტი მოტეხილი ჰქონდა.
-უხეში-ჩავილაპარაკე ჩემთვის და ქოთანში მიწა და ყვავილი შეძლებისდაგვარად პირვანდელი სახით დავაბრუნე, შემდეგ კი ორანჟერიეში შევიტანე და იქ დავდე, ვიცოდი თამარი აუცილებლად გამოუცვლიდა ქოთანს, თუ არა როდესაც დავბრუნდებოდი მე მივხედავდი.
-რა ქნა იმ ხეპრემ, ყვავილი გაგვიფუჭა?-სიგარეტით ხელში შემოვიდა ორანჟერიეში თამარი, მხოლოდ ხალათი და თხელი ჩუსტები ეცვა, ნეტა ამ შუა ზამთარში თუ არ სციოდა მთელი ეზო რომ გადმოიარა.
-არაუშავს, მივხედავთ, ოღონდ მე ახლა სამზარეულოში უნდა დავბრუნდე, გაზქურაზე ხორცი მაქვს-ვუთხარი და ქოთანი თავისუფალ ადგილზე დავდე.
-მარიტა, არ გინდა საღამო ერთად გავატაროთ? არა როგორც უფროსმა და ხელქვეითმა. როგორც მეგობრებმა-ასეთ წინადადებას თამარისგან იმდენად არ ველოდი გაოცებულმა გავხედე, რაზეც სიცილი აუტყდა
-შენთან მეგობრობისთვის ბებერი ვარ?-წარბები აწია ჰაერში მან
-არა, რას ამბობთ, უბრალოდ მაშოს დავპირდი თოვლის პაპას გაჩვენებ-მეთქი, ვაიმე, მაშო-გამახსენდა უცებ მარტო დატოვებული მაშო სამზარეულოში, ჩართულ გაზქურასთან და ცხელ ტაფასთან ერთად და კისრისტეხვით გავვარდი გარეთ.
სამზარეულოში წამებში აღმოვჩნდი, ბავშვი იქ რომ არ დამხვდა მაშინვე მთელი სახლი შემოვირბინე.
ბოლოს იმედგადაწურული ეზოში გავვარდი.
-ვერ იპოვე?-უკანა ეზოში დავხეტიალებდი და ბავშვს ვეძებდი ჩაცმული თამარი რომ მომიახლოვდა
-ვერა, გარეთ ვნახავ-ვუთხარი და ჭიშკრისკენ გავიქეცი, თავს ვიკავებდი, არ მინდოდა ცრემლები მეღვარა ტყუილ უბრალოდ, ვიცოდი სადმე იქნებოდა დამალული და უბრალოდ მეთამაშებოდა
-მაშო-დავიძახე ქუჩაში გასულმა, ჯანდაბა, მაინცდამაინც დღეს არ მუშაობს დაცვა.
ჯერ მარჯვნივ გავყევი ქუჩას, შემდეგ მარცხნივ და ტროტუარზე მსხდომი სხეულები რომ შევნიშნე მათთან მივვარდი
-მაშო, აქ რას აკეთებ?-ვკითხე ნიკოს გვერდით მჯდომს და სწრაფად ხელში ავიყვანე.
-ნიკოს ვესაუბრებოდი-გამიცინა ლაღად ბავშვმა
-ბატონო, პატარა არ ხართ, როდესაც ბავშვს მარტო ხედავთ ქუჩაში უნდა იფიქროთ რომ გამოპარულია და უკან დააბრუნოთ-უხეშად მივუგე კაცს და უკან მოვბრუნდი თამარს რომ შევეჩეხე პირდაპირ და თვალები გამიფართოვდა
-კარგად გაიგონე რას გეუბნება, ნივთების მტვრევას კიდევ შეეშვი, თორემ ბოლოს კარგად არ დასრულდება-თამარმაც მხარი რომ ამიბა გამიკვირდა
-წამოდი-მითხრა და წინ პირველი წავიდა
-აბა, დარჩებით ჩემთან? ბოლოს და ბოლოს 4 წელია ჩემთან მუშაობ და წესიერად არ ვიცნობთ ერთმანეთს-სახლში შესულმა კიდევ ერთხელ მკითხა თამარმა
-მე დაიკომ მითხრა ლამაზად განათებულ ქუჩებს გაჩვენებო-უკმაყოფილოდ დაპრუწა ტუჩები მაშომ
-მაშინ ჯერ წავიდეთ, შემდეგ კი სახლში დავბრუნდეთ-მგონი სიცხე ჰქონდა ქალბატონს.
-კარგად ხართ?-ეჭვის თვალით გავხედე ქალს, არ მახსოვს ვინმე სახლიდან გაეგდოს.
-ასე რთული წარმოსადგენია ვინმესთან საუბარი რომ მინდა?-ჩაეცინა ქალს
-დავრჩებით-გამეღიმა მე, სახლში მაინც არავინ გველოდა.
-მაშინ ჯერ ვახშამი გაამზადე და მერე წავიდეთ-მითხრა ქალმა და მეორე სართულისკენ დაიძრა, მეც მაშოსთან ერთად სამზარეულოში გავედი და ვახშმის კეთება დავასრულე.
-დაჯექი-უკანა კარი გააღო თამარმა და მაშოს ანიშნა, მე წინ დავჯექი, თვითონ კი საჭეს მიუჯდა
თითქმის საათზე მეტხანს დავსეირნობდით ლამაზად განათებულ ქუჩებში, თამარიც მხიარულ განწყობაზე იყო, მაშოს ლამაზი სათამაშო თოჯინა აჩუქა, შემდეგ თოვლის ბაბუასთან მივიყვანეთ და გახარებულ მაშოს უამრავი ფოტო გადავუღე მის საყვარელ ზღაპრის გმირთან ერთად რომელიც ნამდვილი ეგონა.
-საჩუქარი არ უნდა მომცეს?-როდესაც წამოვიყვანეთ უკმაყოფილო იყო მაშო
-საჩუქარს 12 საათზე მოგიტანს-ვთქვი და წამში გამახსენდა მისი ლამაზი, ფუშფუშა კაბა სახლში რომ მქონდა.
-თამარ, შეგიძლია ჩემთან გამატარო?-ვკითხე მორიდებით მანქანაში რომ დავჯექით.
-რა თქმა უნდა-გამიღიმა მან. სახლიდან ლამაზად შეფუთული კაბა უჩუმრად ჩავდე მანქანაში, შემდეგ კი თამართან წავედით.
მანქანიდან გადმოსულმა შევნიშნე, მაშოს უკანა სავარძელზე ჩაძინებოდა
ფრთხილად ავიყვანე ხელში და სასტუმრო ოთახში დავაწვინე.
-თამარ, გავაწყო მაგიდა?-მივმართე დივანზე მჯდომ ქალს
-დაგეხმარები, დღეს ჩემი სტუმარი ხარ-გაეცინა მას და მგონი პირველად წამოვიდა სამზარეულოში რაღაცის გასაკეთებლად.
გაოცებული ვუყურებდი მას, რომელმაც ძალიან კარგად იცოდა ყველა საჭირო ნივთის ადგილსამყოფელი სამზარეულოში.
ორ კაცზე გავაწყვეთ მაგიდა და თითქმის 12 საათი იყო რომ დავჯექით.
სანთლები აანთო ქალმა და თეფშზე ჩემი მომზადებული კერძ გადაიღო.
-შესანიშნავად ამზადებ, ალბათ არასდროს მითქვამს-გადმომხედა მან
-მადლობა-შევიფერე და უხერხულად გადმოვიღე თეფშზე საჭმელი.
-იცი ნიკო რატომ გავაგდე?-მკითხა თამარმა
-არა-ვუპასუხე და ჭიქიდან წვენი მოვსვი
-ზედმეტად ხშირად დადიოდა სამზარეულოში-გაიღიმა მან და მის სიტყვებზე ნერწყვი გადამცდა, რამდენიმე წუთის შემდეგ მოვრჩი ხველებას.
მას რა ჰგონია რომ მე ნიკოსთან რაიმე ურთიერთობა მქონდა?
-ნუ ღელავ, არც მიფიქრია რომ მის შებმას ცდილობდი-გამიღიმა კვლავ მან
-აბა?-ვერ გავიგე საერთოდ რა ხდებოდა ამ ქალის თავს
-რამდენი წლის ვარ იცი?-უცებ გადაიტანა საუბარი.
-არა-უარის ნიშნად თავი გავაქნიე
-მალე ორმოცის გავხდები, მეშინია-ჩაიცინა მან
-არ გეტყობათ-ვუთხარი სიმართლე მე
-ვიცი, ამისთვის ბევრს ვაკეთებ-გაეცინა ხმამაღლა მას.
-19 წლის ვიყავი რომ გავთხოვდი-მითხრა თუარა გაოცებულმა ლამის პირი დავაღე, ის რა გათხოვილი იყო?
-მეც შენსავით ობოლი ვიყავი, ოღონდ დედისერთა. ჩემი ქმარი ჩემზე გაცილებით უფროსი, 28 წლის იყო. მაშინ ძალიან მომწონდა, როგორც ბავშვს, პატარას, თბილად და ნაზად მექცეოდა.
სანამ შემხვდებოდა მექალთანე, მკაცრი, ძალიან სიმპატიური და აი ისეთი იყო, მამაკაცური, არც ვიცი როგორ აღიწერო.
მხოლოდ სამი წელი ვიცხოვრეთ ერთად, შვილი არ გვყავდა, ვთვლიდი რომ პატარა ვიყავი ჯერ პასუხისმგებლობისთვის.
სამ წლიანი თანაცხოვრების შემდეგ მივხვდი, რომ არ ვიყავი მის ცხოვრებაში ერთადერთი ქალი, იგი ისევ ისე აგრძელებდა ცხოვრებას როგორც ადრე.
ავდექი, წამოვედი, რამდენჯერ მთხოვა მეორე შანსი არვიცი, ამასთან ერთად ძალიან ჯიუტი იყო, სულ ჩემს სადარბაზოსთან იყო, რამდენჯერმე გამიტაცა კიდეც, ერთადერთი გამოსავალი სხვა კაცში ვნახე. მას შემდეგ თითქმის ყოველ კვირა ახალ-ახალ კაცებს ვიცვლი, ეს იცი, მაგრამ დროთა განმავლობაში მივხვდი რომ არ იყო ოჯახური ცხოვრება ჩემი, ეს თითქოს მისი მოშორების გამოსავალი ჩემი ერთადერთი გასართობი გახდა.
განათლება მიღებული მქონდა და საკმაოდ პრესტიჟულ სამსახურში ვმუშაობდი, თანდათან ჩემი ბიზნესიც წამოვიწყე და კი ხედავ, როგორ ვარ დღეს.
დღეს მე რომ ნიკო გავუშვი სულაც არ იყო სამზარეულოში ხშირი შემოსვლის ბრალი. არც მისი ბრალი იყო.
ტესტი გავიკეთე, ორსულად ვარ. პირველად ვარ ცხოვრებაში ორსულად და არ ვაპირებ ჩემი საკუთარი შვილი მოვკლა.
დღეს დარჩენა იმიტომ გთხოვე, რომ შენთან წინადადება მაქვს.
მგონი ცოტა დიდი მონოლოგი გამომივიდა, მაგრამ ბოლომდე უნდა გითხრა.
რამდენი წელია აქ მუშაობ? შენს მეტს არავის ვენდობი, ბოლო დღეებში კი კარგად დავინახე როგორ უვლი პატარა დას და ზრდი სრულიად მარტო.
მინდა ორივე აქ გადმოხვიდეთ, ზედმეტად დიდი სახლია და ყველა დავეტევით.
როდესაც ბავშვი გაჩნდება მინდა აღზრდაში დამეხმარო.
სანაცვლოდ, რა თქმა უნდა, ხელფასი გაგიორმაგდება, მაშო კერძო და საკმაოდ პრესტიჟულ სკოლაში ივლის და მთლიან სწავლასაც მე დავუფინანსებ, პასუხი არ მჭირდება დღესვე, რამდენიმე დღე დასვენებას გაძლევ, ხუთში დაბრუნდი და მითხარი-დაასრულა საუბარი მან და მერე მივხვდი, პირდაღებული ვუყურებდი ქალს.
-როდესაც დავბრუნდები გეტყვით-სხვა ვერაფერი მოვიფიქრე რომ მეპასუხა, უხმოდ გავაგრძელე ვახშამი და მხოლოდ მის მონოლოგზე ვფიქრობდი.
ახალ წელს ერთად შევხვდით, წითელი ღვინით სავსე ჭიქები ერთმანეთს მივუჭახუნეთ და კიდევ რამდენიმე საინტერესო თემაზე ვისაუბრეთ, შემდეგ ი დასაძინებლად წავედი.
ფრთხილად დავდე ფანჯარაზე შეფუთული ყუთი და მაშოს მივუწექი გვერდით.
დილთ მისმა კისკისმა გამაღვიძა
-ნახე, მარიტა თოვლის პაპამ რა მომიტანა-კაბა გულზე მიეკრა და მასთან ერთად ტრიალებდა
-მოდი, მაჩვენე, რა ლამაზია-ისე გავიოცე ვითომ პირველად ვხედავდი და ლამაზი ღია ვარდისფერი კაბა შევათვალიერე.
-მიდი, ჩაიცვი-გავუღიმე ბავშვს და დავეხმარე.
-შეიძლება თამარს ვაჩვენო?-შემომცინა თვალებში მან
-კარზე დაუკაკუნე და ისე შედი-დავარიგე ბავშვი და ისიც სირბილით გავიდა ოთახიდან.
მეც ავდექი, თამარის მიერ მოცემული ზედმეტად სექსუალური პენუარი გავიხადე და კვლავ ჩემი ერთიანი, თბილი მუქი მწვანე ნაქსოვი კაბა გადავიცვი, შემდეგ თბილი კოლგოტი ამოვიცვი და ბათინკებიც მოვირგე.
-დაიკო, თამარს ჩემი კაბა ძალიან მოეწონა-შემოვარდა ისევ ოთახში მაშო.
-გილოცავ ახალ წელს შემო პრინცესავ-გავიცინე და ლოყაზე ვაკოცე მას
-ნიკოს აუცილებლად მოვეწონები ამ კაბაში-ჩაიხითხითა ბავშვმა და ჩემთან ერთად დატოვა ოთახი
--
-ქურთუკი ჩაიცვი-კართან ვიდექი მისი ქურთუკით ხელში
-ეგ ხომ კაბას სულ დაფარავს? არ მინდა-უარზე იყო ქალბატონი
-ჩაიცვი და ტორტს გამოგიცხობ-ვცადე მისი მოქრთამვა
-ნიკოსთან თუ დამარეკინებ, ჩავიცმევ-წამომიყენა ულტიმატუმი მან
-სად მაქვს ნიკოს ნომერი? აწუხებ მაგ კაცს, დაანებე თავი, არ ჩაიცვა, გაცივდები და არ მოგხედავ-ქურთუკი გაბრაზებულმა ჩანთაში ჩავდე და მხოლოდ თხელი კაბის ამარა გავიყვანე ყინვაში.
შეცივდებოდა და ჩაიცმევდა
ხუთ წუთიანი სიარულის შემდეგ გალურჯებულმა ამომხედა
-ჩამაცვი რა-ისეთი საწყალი თვალებით ამომხედა მაშინვე ჩავაცვი და ხელში ავიყვანე, მისი მოცუცქნული სხეული სულაც არ წარმოადგენდა ჩემთვის რაიმე სიმძიმეს.
ფეხები ჩემს პალტოში დავუმალე და გაყინული ცხვირიც მალევე ჩარგო ჩემს კისერში.
-ღირსი ხომ ხარ გაცივდე?-უკმაყოფლოდ ვეუბნებოდი და ჩქარი ნაბიჯით მივიწევდი გაჩერებისკენ.
-ვარ-ამიკნავლა მან და კვლავ ჩემი თავი გავკიცხე, ძალით რატომ არ ჩავაცვი?
--
საღამოს ოდნავ ყელი ატკივდა, მეც ჩემს თავზე გაბრაზებული დავუტოვე ჩემი ტელეფონი ყოველი შემთხვევისთვის და აფთიაქში წავედი.
სახლში მისულს როდესაც შევამჩნიე ტელეფონზე ვიღაცას ესაუბრებოდა გამიკვირდა
-თამარია?-ვკითხე, რადგამ მის გარდა არავინ მირეკავდა, ტელეფონი ავაცალე და უცხო ნომერს რომ დავხედე გამიკვირდა
-გისმენთ?-გაკვირვებულმა ვუპასუხე და მაშოს აციმციმებულ თვალებს გავხედე
-ნიკოლოზი ვარ მარიტა
-ვინ ნიკოლოზი?-ვიკიდევ უფრო გამიკვირდა მე, არავის ვიცნობდი ნიკოლოზს
-ნიკო-შეამოკლა სახელი და მაშინვე მივხვდი ვინც იყო, დაბნეულმა მხოლოდ სასწრაფოდ გათიშვა მოვახერხე და თვალებგაფართოებული მივაშტერდი მაშოს
აშკარად ჩემი ნომრიდან იყო ზარი გასული და არა პირიქით
-როგორ დაურეკე?-გაოცებულმა გავხედე მას
-თვითონ დარეკა-საცოდავი თვალებით ამომხედა მან
-შენ გაქვს დანარეკი, ვერ მომატყუებ, საიდან იცოდი მისი ნომერი?
-თვითონ მითხრა-საწყლად მოიბუზა იგი
-კარგი, მეორედ აღარ გავიგო ამ კაცს დაელაპარაკო, მისი ნომერიც დაივიწყე-თვალები დავუბრიალე და ამღერებულ ტელეფონს დავხედე, იგივე ნომრიდან შემოდიოდა ზარი.
-გისმენ-ვუპასუხე და აივანზე გავედი
-რატომ გათიშე?-ისე მკითხა ვითომ დღე და ღამ ერთმანეთს ვესაუბრებოდით ტელეფონით
-მისმინე ბატონო ნიკოლოზ, მეორედ ჩემს დასთან მიახლოებული აღარ გნახოთ, თუ ამ ნომრიდან ზარი კიდევ შემოვიდა დარწმუნებული იყავით რომ ეს მაშოა და არ უპასუხოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში მომიწევს მკაცრი ზომების მიღება-ვცდილობდი მკაცრად მესაუბრა ტელეფონში, რა უნდოდა ჩემს დას ამ კაცისგან ან პირიქით?
-არ გინდა შევხვდეთ?-იყო მხოლოდ მისი პასუხი და გაოცებულმა დავხედე ტელეფონს
-თქვენ რა? სულ გაგიჟდით?-გაოგნებულმა მხოლოდ ამის თქმა მოვახერხე
-არა, რატომ?-ისე გაუკვირდა ჩემი თავის შემრცხვა, ისიც კი ვიფიქრე ერთად ხოარ ვართ და არ მახსოვსმეთქი
-კარგად ბრძანდებოდეთ-ზედმეტად აღარ ავიშალე ნერვები, დავემშვიდობე და გავუთიშე, შემდეგ ნომერი დავბლოკე და მშვიდად დავბრუნდი სახლში.
-ნიკო კარგი ბიჭია-გამომხედა ღიმილით მაშომ
-შენ ყელი აღარ გტკივა?-დავუბღვირე და წამალი მივაწოდე დასალევად
-მითხრა რომ მოწონხარ და როდესაც თქვენ შეხვდებით მეც შემიძლია წამოვიდე-თვალები უბრწყინავდა ბავშვს
-არავისაც არ შევხვდები, დაწყნარდი და კარგად მოიქეცი თორემ თოვლის პაპა ნაჩუქარ კაბას უკან წაიღებს-დავაშინე ის
-არ გავიხდი რომ დავიძინებ და ვერაფერსაც ვერ წაიღებს-ამაყად მითხრა მან
-მეორედ აღარ დაურეკო-თითი დავუქნიე გაფრთხილების ნიშნად და ვახშმის მზადება განვაგრძე.
---
მთელი ხუთი დღე სახლში ვნებივრობდით მე და მაშიკო, ბოლოს ძლივს მივიღე გადაწყვეტილება, მოვკიდე მაშოს ხელი და 5 იანვარს, დილით კვლავ ნაცნობ გზას გავუყევით
-დაიკო მცივა-უკმაყოფილო იყო მაშო
-გითხარი, ჩაიცვი თბილადთქო და არ გინდოდა, რამდენჯერ უნდა გაგაფრთხილო?-დავაშტერდი მას რომელმაც კვლავ თავისი ლურჯი თვალებით ისე ამომხედა მაშინვე მომილბა გული.
ხელში ავიყვანე და ფეხები ჩემს ქურთუკში დავუმალე, რომელზეც მხოლოდ კოლგოტი ეცვა.
თავი მხარზე დამადო და მანაც შემომხვია პატარა ხელები.
-შენ სამსახურში რომ მივალთ კარტოფილს ხომ შემიწვავ?-წამოყო თავი მან მალევე უკვე გამთბარმა და გამიღიმა
-შეგიწვავ-გამეცინა და ნელა განვაგრძე სვლა. უკვე ვიღლებოდი მისი ხელით ტარებით, აღარ იყო ისეთი პატარა, როგორიც ადრე
-იქნებ ჩამოხვიდე?-გავხედე უცნაურად აცქმუტებულ მაშოს დაღლილმა
-შემცივდება-ამოიწუწუნა მან და ჩაიხითხითა
-რა ხდება?-თვალმოჭუტულმა გავიხედე მისი მზერის მიმართულებით და მანქანას მიყრდნობილი, სიგარეტით ხელში ნიკოლოზი რომ დავინახე ნერვები მომეშალა.
-ნუ უყურებ-ვუთხარი და ისე რომ არც მივსალმებივარ გზა განვაგრძე.
-რა სიმპატიურია-ამოილაპარაკა მაშომ და მხარზე დამაყრდნო ნიკაპი, დარწმუნებული ვიყავი, კაცს აშტერდებოდა
-მარიტა-გავიგე ნაცნობი ძახილი და იძულებული გავხდი გავჩერებულიყავი, არც ისეთი უზრდელი ვიყავი, გზა რომ განმეგრძო
-რა გნებავთ?-ვკითხე და მაშო დაბლა დავსვი.
-ქალბატონო მაშო, როგორ ბრძანდებით?-დაიხარა იგი მაშოლკენ და კვლავინდებურად ხელზე აკოცა, მაშოც ახითხითდა და თვალების ფახურით გახედა
-მე კარგად ვარ, შენ როგორ ხარ?-კითხა პატარა ქალბატონმა
-შენი და არც კი მესალმება, როგორ ვიქნები-დამწუხრებულმა აიჩეჩა მხრები კაცმა
-არ გიცნობთ, ანუ არ გესალმებით, კარგად იყავით-ვუთხარი და მაშოსთან ერთად გზა გავაგრძელე, არც ის გამომკიდებია, როგორც მაშოსგან გავიგე მანქანაში დაჯდა და სადღაც წავიდა.
--
-რა გადაწყვიტე?-კარში შესულს შემეგება თამარი, რამაც ძალიან გამაკვირვა
-თანახმა ვარ, თამარ-გავუღიმე მას და ჯერ ბავშვს გავხადე ქურთუკი, შემდეგ კი მე გავიხადე
-ძალიან კარგი, საუზმეს ოთახში შევჭამ-ღიმილით გავიდა იგი სამზარეულოდან.
--
საღამოს თამარმა მძღოლი გამომიყო, რომელიც წამიყვანდა და ნივთების ჩალაგების შემდეგ უკვე ახალ საცხოვრებელში მიიტანდა.
ბევრი არაფერი წამომიღია პირველ ჯერზე, მაშოს ნივთები და ჩემი რამდენიმე ხელი ტანსაცმელი მხოლოდ.
რამდენიმე საათშუ უკან დავბრუნდი და ის ოთახში დავბინავდით, რომელშიც ახალი წლის ღამეს ვიყავით.
მაშოს ძალიან გაუხარდა, ეზოში თამაში ყოველთვის უყვარდა და როდესაც ამიდები გამოვიდოდა, თავისუფლად შევძლებდი მარტოც გამეშვა გარეთ.
თამარი მთელი დღე სახლში იყო, ორანჟერიეში ყვავილებს უვლიდა და ამით ირთობდა თავს.
--
ჩვენი გადმოსვლიდან 1 კვირა იყო გასული თამარი საღამოს კვლავ ნიკოლოზთან ერთად რომ დაბრუნდა.
-ეს კაცი რა მოუშორებელი ჭირია-ჩავიდუდღუნე ჩემთვის და ნერვებმოშლილმა გავაგრძელე სამზარეულოს დალაგება. მაშო ჭკვიანად იჯდა და საშინაო დავალებებს აკეთებდა, რომელიც არდადეგებზე უნდა გაეკეთებინა.
ახლა მთელი ღამე ამათ კვნესას უნდა ვუსმინო? ბავშვი მაინ არ იყოს აქ.
ვახშამი მოვამზადე და მისაღებ ოთახში გავიტანე, როგორც წესი იქ ვახშმობდა ხოლმე.
მაგიდა ორ კაცზე გავშალე და როდესაც მაგიდას მიუსხდნენ მხოლოდ შემდეგ გავიტანე საჭმელი.
წამით შეხვდა მხოლოდ ჩემი თვალები მის ლურჯ სფეროებს, შემდეგ კი სასწრაფოდ დავტოვე ოთახი.
მაშოს დავალებების დასრულებაში დავეხმარე, საჭმელიც ვაჭამე და ოთახში ავიძურწეთ.
მხოლოდ მას შემდეგ ჩავედი ქვემოთ მაშო რომ დავაძინე და მაგიდის ალაგება დავიწყე.
სამზარეულოში ჭურჭელს ვრეცხავდი ნაბიჯების ხმა რომ გავიგე
-ყავა გამიკეთე-არც მომსალმებია ისე ჩამოეყრდნო მაგიდას და გამიღიმა
-ახლავე-ვუთხარი და ნერვები მომეშალა
რა ჯანდაბა უნდოდა? ეთქვა თამარისთვის, ისიც დამიძახებდა და გავუკეთებდი, მაინცდამაინც აქ უნდა იბოდიალოს?
შავი კლასიკური შარვალი ეცვა, თეთრი პერანგი კი შარვლიდან ამოჩაჩული ჰქონდა და ზედა ღილები შეხსნილი.
ძალიან სექსუალური კაცი იყო და სულაც არ მიკვირდა თამარმა კვლავ რომ დაიჭირა მასთან ურთიერთობა.
-ინებეთ-დავუდე ორ წუთში გამზადებული ყავა მაგიდაზე და კვლავ ჭურჭლის რეცხვა განვაგრძე.
-ძალიან გიხდება ეს კაბა-მითხრა ღიმილით და როდესაც მისკენ წარბშეკრული მივბრუნდი ჩაიცინა, შავი ნაქსოვი ტანზე მომდგარი კაბა მეცვა, მუქ მწვანე კოლგოტთან ერთად.
-გაბრძანდით აქედან-ვცდლობდი ნორმალურად მესაუბრა მასთან
-კიდევ შევხვდებით-გამიღიმა და მომიახლოვდა, ჭიქა ნიჟარაში ჩადო და რამდენიმე წამით ჩემს მხარსაც შეეხო თავისი მხარით, შემდეგ კი უკანმოუხედავად წავიდა
-რა გჭირს მარიტა, დამშვიდდი-ნერვებმოშლილი თუ მისი შეხებისგან კმაყოფილი ორჯერ დავისვი მხარზე ხელი, რომელზეც შემეხო, თითქოს ვიფერთავდი, ჭურჭელი სწრაფად გავრეცხე და მაშოს მივუწექი გვერდით.
შუაღამით ტირილმა გამაღვიძა, ძილში ტიროდა პატარა მაიმუნი, შეშინებული წამოვხტი და შუქი ავანთე.
-მაშო, გაიღვიძე-შევარხიე ოდნავ და ცრემლები მოვწმინდე
-გაიღვიძე ჩემო პატარავ-შუბლზე მივაკარი ტუჩები და მანაც მაშინვე გაახილა თვალები.
-მამიკო დამესიზმრა-სლუკუნებდა და მეკვროდა მაშო.
-ახლავე წყალს მოგიტან, ერთი წუთი დამელოდე-ვუთხარი და სწრაფად გავედი ოთახიდან. შეძლებისდაგვარად ჩუმად მივიკვლევდი გზას, არ მინდოდა ხმაურს თამარი გაეღვიძებინა, სამზარეულოში შუქი ავანთე და წყალი სწრაფად ავავსე, გამოსვლას ვაპირებდი წინ წელს ზემოთ შიშველი სილუეტი რომ ამესვეტა
-სად მიდიხარ?-ცბიერად გამიღიმა მან და ჭიქა ხელიდან გამომართვა, იქვე ბარზე დადო და ორივე ხელით ბარს მიეყრდნო, ისე რომ მის ხელებს შუა მომაქცა
-რა გინდა?-ვკითხე და ხელები გულზე მივაწყვე, მინდოდა შორს გამეწია ჩემი სხეულიდან.
-არაფერი, რა უნდა მინდოდეს?-მკითხა და სახე უფრო ახლოს მოწია, მაგრამ წამში მოვეგე გონს და გამახსენდა მაშო ოთახში რომ დავტოვე.
-სწრაფად გამიშვი-ვუთხარი, უკან შევბრუნდი და ჭიქა ხელში ავიღე, შემოტრიალებ ვეღარ მოვასწარი, უკნიდან ძლიერი სხეული ამეკრო.
-რომ არა?-ყურში ჩამჩურჩულა მან და მუცელზე ხელი შემოცურა
-მაშოა ცუდად, გამიშვი-ვუთხარი როდესაც ვეღარაფერი მოვიფიქრე და გავფართხალდი, მანაც სწრაფად შემომაბრუნა და ხელი ჩამჭიქა
-წამოდი მერე, აქ რას დგახარ?-თითქმის სირბილით წამიყვანა საკუთარი ოთახისკენ და მალევე ვიგრძენი როგორ გადამეღვარა წყალი ჭიქიდან
-ფრთხილად, რას აკეთებ-ჩურჩულით ვუყვირე და ხელი გამოვგლიჯე, ოთახში შევედი და საწოლზე ასლუკუნებულ მაშოს მივუჯექი გვერდით
-მოდი, ჩემო პატარავ, დალიე-ფრთხილად წამონაჯინე ის და წყალი დავალევინე.
-მამიკო რომ წავიდა, ის დამესიზმრა-მითხრა მან და ხელები წელზე მომხვია.
-კარგი, დაწყნარდი-ვუჩურჩულე და თავზე ვაკოცე.
ხშირად ესიზმრება მაშოს მამის გარდაცვალების სცენა, მართალია მაშინ 3 წლისაც არ იყო, მაგრამ ღრმად ჩაებეჭდა ტვინში, მას კი არა, მეც სულ თვალწინ მიდგას, მაშინ ვერ მოვიფიქრე ბავშვი რომ გამეყვანა გარეთ, რადგან მეც შოკირებული ვიყავი ნანახით და ადგილიდან ვერ ვიძვროდი, ისე ვუყურებდი უკვე გარდაცვლილ მამას, სამწუხაროდ სახლში მხოლოდ ჩვენ სამი ვიყავით და ძლივს მოვიფიქრე, მეზობლებისთვის დახმარება მეთხოვა.
10 წუთში ჩაეძინა კვლავ და მხოლოდ მაშინ გავხედე ოთახის კარს მიყრდნობილ ნიკოლოზს.
-შეგიძლია წახვიდე-ვუთხარი უხეშად და წამოვდექი, კარის დაკეტვა მინდოდა, მაგრამ ხელით შემაჩერდა და ზემოდან დამხედა.
-დაწყებულს გავაგრძელებ-ჩაიცინა და კვლავ ზურგი მაქცია
-ვნახოთ-ჩავილაპარაკე ჯიუტად და კარი გასაღებით გადავკეტე შიგნიდან.
---
დილით კვლავ საწოლში მივართვი ქალბატონს საუზმე, ნიკოლოზი როგორც ჩანს აბაზანაში იყო.
-ყავა ამოუტანე-მითხრა და მეც მაშინვე დავემორჩილე მის სურვილს.
მხოლოდ ის ვერ გამეგო, რა ჯანდაბა უნდოდა ნიკოლოზს ჩემთან, როდესაც აქ, ყოველ ღამე თამართან ერთად ერთობოდა.
როდესაც ყავის ფინჯანი ავიტანე ვაჟბატონი უკვე პირსახოცშემოხვეული იდგა ფანჯარასთან
-ინებეთ-მივუტანე და კკვლავ დავაკვირდი მის გრძელ და ლამაზ თითებს.
ოთახი სწრაფად დავტოვე და კვლავ ჩემს ადგილზე-სამზარეულოში დავბრუნდი.
დავინახე როგორ დატოვეს მალევე სახლი და მშვიდად ამოვისუნთქე.
საღამოს თამარი მარტო დაბრუნდა, პირდაპირ სამზარეულოში შემოვიდა და ღიმილით დაჯდა მაგიდაზე
-ხვალ კონსულტაციაზე ჩავეწერე, წამომყვები?-მკითხა და თითები მაგიდაზე აათამაშა
-წამოგყვებით-გავუღიმე და სამზარეულოში ახლად შემოსულ მაშოს გავხედე, სირბილისგან გაოფლილი რომ იყო.
-რატომ ირბინე ამდენი?-წარბშეკრული დავაშტერდი და სკამზე დავსვი
-გამოვუცვლი და ჩამოვალ-ვუთხარი ქალს უხერხულად და მაშოსთან ერთად დავტოვე ოთახი.
ჩასულს ქალბატონი იქ არ დამხვდა, მალევე გავიგე ჭიშკრის ხმა და მდიდრული ჯიპი შემოვიდა ეზოში
-ორ კაცზე გააწყვე მაგიდა-როდესაც მხოლოდ თამარისთვის გავიტანე თეფში მითხრა ფანჯრიდან მომზირალმა
მეც დავეთანხმე და როდესაც მეორედ გავედი თეფშით ხელში კართან მდგომ თამარს მოვკარი მზერა, ღიმილით რომ ესალმებოდა ნაცრისფერ მანტოში გამოწყობილ,ზედმეტად სექსუალურ კაცს, უფროსწორად ნიკოლოზს.
მათთვის ყურადღება აღარ მიმიქცევია, მაგიდა გავაწყვე და მაშოსთან ერთად ოთახში ზღაპრების კითხვა დავიწყე.
-ცოტახანს ეზოში ჩავალ?-ყელი გამოიწელა პატარა ქალბატონმა
-უკვე ღამდება, რა გინდა ეზოში?-უკმაყოფილო ვიყავი მე
-აუუ, გთხოვ-ისეთი თვალებით ამომხედა, უარი ვეღარ ვუთხარი, ზუსტად ათ წუთში ამობრუნდა მაშო ხელში რაღაც ფურცელი ეჭირა
-ეს რაარის?-ვკითხე როდესაც ორად გაკეცილი ფურცელი მომაწოდა.
-არვიცი, ნახე-მხრები აიჩეჩა მან და თავის ფანქრებთან და სახატავ რვეულთან ერთად ძირს დაგებულ ხალიჩაზე გადაინაცვლა.
ორად გაკეცილი პატარა ფურცელი გავშალე და ლამაზი კალიგრაფიით ნაწერს დავაკვირდი
"ღამის ორზე ორანჟერიეში გელოდები, თუ არ ჩამოხვალ მე მოვალ მანდ"-ეწერა წერილში და მალევე მივხვდი ვისი გამოგზავნილი შეიძლება ყოფილიყო.
-მოვკლავ-ჩავიჩურჩულე ისე, თითქოს გამკეთებელი ვიყავი და ფურცელი ხელში მოვჭმუჭნე.
-რამდენჯერ გაგაფრთხილე, ამ კაცს ნუ ესაუბრები-გავუბრაზდი მაშოს.
-თვითონ მესაუბრება-როგორც ყოველთვის თავი მოისაწყლა ბავშვმა
-როდესაც დაგელაპარაკება ჩემთან მოდი და მე გავცემ პასუხს-დავარიგე და როდესაც მაშო დავაძინე, ქვემოთ ჩავედი, მაგიდა ავალაგე და ჭურჭელიც მალევე დავრეცხე, ამჯერად აღარ შევუწუხებივარ ვაჟბატონს.
12 იყო რომ დავწექი და დაღლილს მაშინვე დამეძინა.
კარები, რა თქმა უნდა, ჩავკეტე.
სახეზე რაღაც რბილის შეხებამ გამომაფხიზლა, საკმაოდ ფხიზელი ძილი მქონდა, მეგონა კვლავ მაშო იყო და თვალები სწრაფად გავახილე.
ჩემს საწოლზე ჩამომჯდარ მამაკაცს რომ შევხედე ისე შემეშინდა კივილს ვაპირებდი ტუჩებზე რომ ამაფარა ხელი
-ხომ გითხარი, რომ მოვიდოდი?-ვკითხა ნაცნობმა ხმამ და ნელა მომაშორა ხელი პირიდან
-როგორ შემოხვედი-ნერვებმოშლილი წამოვჯექი საწოლზე
-აივნის კარები არ ჩაგიკეტავს-ჩაიცინა მან
-ახლავე გადი, იცოდე თამარს დავუძახებ-შუბლი შევკარი
-გგონია თამარის მეშინია?-გაეცინა მას და უფრო ახლოს მოიწია
-რას აკეთებ? გაეთრიე აქედან-სწრაფად წამოვხტი ფეხზე და ლოგინიდამ მოშორებით დავდექი, თან მაშოს გადავხედე, მაგრამ სიბნელეში მისი სილუეტიც ძლივს გავარჩიე ლოგინზე.
-ხომ გითხარი რომ დაწყებულს დავასრულებდი?-გამიღიმა მან და მომიახლოვდა.
მანამდე ვიხევდი უკან სანამ კედელს არ ავეკარი.
-იცოდე, ვიკივლებ-დავემუქრე მას, მხოლოდ მის სილუეტს ვარჩევდი.
მაღალი იყო, ახოვანი, წვრილი წელითა და განიერი ბეჭებით. თმა მოკლედ ჰქონდა შეჭრილი, მოკლე, მაგრამ შავი წვერი მის სახეს უფრო მეტ მიმზიდველობას სძენდა.
ხმა არ ამოუღია ისე მომიახლოვდა, სახე იმდენად ახლოს მოწია, უკვე მის თვალებსაც ვხედავდი და ტუჩებსაც, უკვე კოცნას აპირებდა რომ გამახსენდა ეს კაცი რისთვის იმყოფებოდა აქ, ის თამარის საყვარელი იყო, შეიძლება რამდენიმე წუთის წინ მისი კოცნით იყო დაკავებული, ახლა კი მე მკოცნიდა, სწრაფად ავიფარე ტუჩებზე ხელები და ჩემი თავი კიდევ ერთხელ დავწყევლე.
როგორ შეიძლება ასე მოახერხოს მან ჩემი მოხიბვლა, როდესაც ვიცი იგი თამართან ერთადაა, შეიძლება დროებით მაგრამ მაინც.
ჯერ ჩემს ტუჩებზე აფარებულ ხელს დახედა, შემდეგ კი თვალებში შემომხედა კიდევ ერთხელ გაიცინა
-მშიშარა-თქვა რაღაცნაირი, თბილი ხმით და თითით შუბლზე ჩამოყრილი თმა უკან გადამიწია.
-წადი-კიდევ ერთხელ ვუთხარი როდესაც ტუჩებს ოდნავ მოვაშორე ხელები
-ახლა წავალ, მაგრამ ერთ დღესაც ვერ გადამირჩები-ჩაიხითხითა მან, ტუჩები ლოყაზე მომაკრო და ამჯერად ჩვეულებრივად, კარიდან გავიდა.
-მაგასაც ვნახავთ-ხელები გულზე გადავიჯვარედინე და კვლავ თბილ საბანში შევძვერი.
-იდიოტი, ვინ ვგონივარ?-ვდუდღუნებდი ჩემთვის და ვერაფრით ვეღარ ვიძინებდი.
მის სხეულზე, ხმაზე, ქცევებზე ფიქრში ისე შემომათენდა ვერც გავიდე. უკვე გათენებული იყო რომ დამეძინა, ორ საათში კი მაშოს კისკისმა გამაღვიძა
-პრინცესა, რა გაცინებს?-თვალები გავახილე და კარადასთან მდგომს გავხედე.
თავის ვარდისფერ კაბასთან ერთად ჩემი მაღალქუსლიანი ფეხსაცმელები ეცვა, დიდი მძივი ჩამოეკიდებინა გულზე და შინდისფერი პომადა რომელიც ჩემს მუქ კანს ძალიან უხდებოდა ნახევარ სახეზე მაინც ესვა.
-მაშო, ეს რაარის?-გამეცინა და სწრაფად წამოვდექი ფეხზე.
-მე ხომ დიდი ვარ უკვე-გამეკრიჭა ის და ქუსლების კაკუნით დატოვა ოთახი. არ შემიჩერებია, უკვე 9 საათი იყო და დარწმუნებული ვიყავი თამარი გაღვიძებული იქნებოდა.
საათს კიდევ ერთხელ შეშფოთებულმა გავხედე.
10ზე საუზმე უკვე უნდა მიმეტანა, სწრაფად გადავიცვი მუქი ლურჯი თავისუფალი კაბა და ბათინკები ამოვიცვი, სამზარეულოში მაშინვე გავიქეცი, თავი რომ მოვიწესრიგე.
ძალიან სწრაფად მოვამზადე საუზმე და უკვე ოთახში მიმქონდა კიბეზე მსხდომ წყვილს რომ წავაწყდი
-მაშო, წადი გამოიცვალე-თვალები ვუბრიალე მას და ნიკოს წამიერად შევავლე მხოლოდ მზერა.
-რატო? ნიკომ მითხრა, ძალიან გიხდებაო-უკმაყოფილო იყო ის.
-ნუ მაბრაზებ, ადექი-ვუთხარი მკაცრად
-მოიცა, არ დაეცე-გაეცინა ნიკოლოზს როდესაც მაშო კიბეებზე ასვლას ცდილობდა, სწრაფად ჩაავლო ხელი ბავშვს, ჰაერში ააფრიალა და ისიც კისკისით მოეხვია ყელზე.
კიბის თავში დასვა გამპრანჭული ქალბატონი, თვითონ კი თამარის ოთახში შევიდა. მეც დავაკაკუნე და როდესაც ნებართვა მივიღე სინი თამარს მივუტანე
-შეგიძლია წახვიდე-გამიღიმა თამარმა, ანუ ვაჟბატონს ყავა არ სურდა.
უხმოდ დავტოვე ოთახი და ამჯერად საკუთარ კეტებში გამოწყობილ და პირდაბანილ მაშოს შევეგებე
-ხვალ სკოლა იწყება ქალბატონო-გავუცინე მას
-ხო ძალიან მომენატრნენ კლასელები-გამიღიმა მანაც
-განსაკუთრებით ალბათ მასწავლებლები, რომლებსაც აგიჟებ-წარბები ავწიე ჰაერში
-რა ვქნა, არ მომწონს არცერთი-უკმაყოფილოდ ამიარა გვერდი და კიბეებზე ჩაირბინა.
---
-რა გინდა თამარ?-უკმაყოფილო იყო მამაკაცი
-მე რა მინდა? შენ რა გგონია სულელი ვარ?-უკმაყოფილოდ დააბიჯებდა ქალი ოთახში ხალათის ამარა
-რატომ მგონიხარ სულელი? შენ გჭირდები რაღაც საქმისთვის, მეც, ხოდა ვსო, ეგაა-კვლავ ფანჯრიდან გაიხედა ნიკოლოზ თაბაგარმა
-ნიკო, შეეშვი იმ გოგოს, პირველად და უკანასკნელად გეუბნები-მკაცრი ტონით გამოაცხადა თამარმა და ჭიქიდან წვენი მოსვა
-შენი საქმე არაა თამარ, მე ვის შევეშვები და ვის გავ'იმავ-უკან არ მოუხედავს ისე გამოაცხადა ნიკომ
-მე გაგაფრთხილე, ეგ გოგო მჭირდება, ტყუილად არ მყავს სახლში-უთხრა თამარმა და სააბაზანოში შევიდა, თან კმაყოფილს გაეღიმა
კარგად იცოდა, თამარის წინააღმდეგობა კიდევ უფრო გაახელებდა კაცს, არ იყო ცუდი გოგო მარიტა ბიბილური, პირიქით, ზედმეტად ლამაზიც იყო იყო, საშუალო სიმაღლის, გამხდარი და საოცრად მიმზიდველი სხეულის ფორმებით, მუქი ყაისფერი სწორი თმით და თაფლისფერი თვალებით, რომლებიც საოცრად თბილად იმზირებოდნენ.
-ვნახოთ, ვნახოთ-კმაყოფილმა ჩაილაპარაკა და ცხელ წყალს შეეყუდა.
--
დაახლოებით ნახევარ საათში ნიკოლოზმა კარი გაიხურა, მე, თამარი და მაშო კი კლინიკაში წავედით კონსულტაცუაზე.
--
ცხრის ნახევარი იყო სახლიდან რომ გამოვედით, მაშოს ჩანთა მე მომქონდა, ის ხალისით დახტოდა აქეთ-იქით.
ზუსტად ჩვენს გვერდით მანქანა რომ გაჩერდა მაშინვე მივიხედე, ნაცნობი ლურჯი თვალების დანახვაზე წამით დავინები, მერე კი მაშოს მაგრად მოვკიდე ხელი და წინ სვლა განვაგრძე
სამწუხაროდ მაშომ მაშინვე შენიშნა მამაკაცი
-დაიკო, ნიკო-თითი გაიშვირა მისკენ და გაიღიმა
-დავინახე მაშო, წავიდეთ ახლა, სკოლაში გაგვიანდება-მინდოდა გზა განმეგრძო, მაგრამ მაშო ადგილიდან არ იძვროდა
-ქალბატონო მაშო, როგორ ხართ?-ბავშვის წინ ჩაიმუხლა კაცი და ხელზე აკოცა
-კარგად, შენ როგორ ხარ?-ჩაიხითხითა ბავშვმა
-მეც კარგად, აბა ქალბატონ მაშოს არ სურს სკოლაში წავიყვანო?-ეშმაკურად გაუღიმა ბავშვს
-არავითარ შემთხვევაში, რამდენჯერ გაგაფრთხილე, მაშოს თავი დაანებე-უხეშად ვუპასუხე და მაშოსთან ერთად კვლავ დავიძახი
-მაშო, გინდა შენი და ახლა ძალით ჩავსვათ მანქანაში და სკოლამდე მოვიტაცოთ?-ისე ჰკითხა ბავშვს, დავფიქრდი ყველაფერი სკორად გავიგე თუ არა მეთქი, რას ქვია მომიტაცოს? მეგონა ეკითხებოდა კარუსელზე დაგსვაო? ისეთი ხმა ჰქონდა.
-მერე არ გაბრაზდება მარიტა?-ამომხედა გაოცებულმა ბავშვმა
-კი მაშო, ძალიან გავბრაზდები, ნიკოლოზ, შენთან საუბარი მინდა-ვუთხარი სერიოზულად მას
-კარგი, დაჯექით მანქანაში, ბავშვს რომ დატოვებ შემდეგ ვისაუბროთ-კმაყოფილმა გადმომხედა მან
-არა, ეგრე არმინდა-წარბები შევკარი მე
-კარგი, აი იმ კაფეში-ხელით მანიშნა მოპირდაპირე ქუჩაზე მყოფ კაფეზე-დაგელოდები, ბავშვს რომ მიიყვან პირდაპირ იქ მოდი-მითხრა და კვლავ ისე მაქცია ზურგი და წავიდა არც დამმშვიდობებია.
საბედნიეროდ სკოლაში არ დავაგვიანეთ, კლასში მისულს ქურთუკი გავხადე და თავის მერხზე დავაჯინე
-დაიკო, ნიკო კარგი ბიჭია, არ ეჩხუბო კარგი?-გამიღიმა ნამცეცამ და ლოყაზე მაკოცა
-კარგი, არ ვეჩხუბები-ვუთხარი და სკოლა დავტოვე.
რამდენიმე წუთში იმ კაფეში შევედი, სადაც წესით ის უნდა ყოფილიყო, მალევე შევნიშნე ერთ-ერთ მაგიდასთან მჯდომი, ყავას მიირთმევდა
-მეგონა აღარ მოხვიდოდი-ჩაეცინა მას
-სამწუხაროდ თუ რამეს ვიტყვი ვაკეთებ-ვუთხარი და სკამზე დავჯექი, არც გამიხდია პალტო, არ ვაპირებდი აქ დიდხანს გაჩერებას
-მოკლედ, გითხარი, ჩემს დას თავი დაანებემეთქი, ნუ იყენებ მას საკუთარი მიზნებისთვის, ნუ სარგებლობ იმით, რომ პატარაა და ჯერ არ ესმის როგორ უნდა მოიქცეს, თუ კიდევ ერთხელ დაელაპარაკები მას, იძულებული გავხდები თამარს ამის შესახებ დაველაპარაკო და მისი სახლი დავტოვო-ვუთხარი და ფეხზე წამოვდექი, წასვლას ვაპირებდი ხელი რომ ჩამავლო და კვლავ სკამზე დამაბრუნა
-აქ მომისმენ თუ როდესაც გახვალ მანქანაში ჩაგტენო?-მკაცრი იყო მისი ხმა, მხოლოდ რამდენიმე კითხვა მიტრიალებდა თავში, რა უნდა? ვინ არის? მანიაკია?
ხმა არ გამიცია, მაგრამ სკამზე რომ დავრჩი კმაყოფილმა გამიღიმა
-მე შენ თავს არ დაგანებებ-მითხრა ერთადერთი წინადადება და ყავის სმა განაგრძო
-შეიძლება წავიდე?-წარბები შევკარი და ისე ვკითხე თითქოს მართლა მჭირდებოდა მისი ნებართვა.
-წაბრძანდი-ჩაიცინა და ვგრძნობდი, მანამ მიყურებდა, სანამ კაფე არ დავტოვე.
--
თითქმის ორი კვირა იყო გასული ნიკოლოზის ბოლო ნახვიდან, მე და მაშო სასეირნოდ ვიყავით გასულები, შაბათი იყო, თამარმაც თავისუფალი დღე მოგვცა და წამოვედით გასართობად
-ზოოპარკში მინდა-მხიარულ განწყობაზე იყო ჩვეულებისამებრ მაშო.
-წავიდეთ ზოოპარკში-ლოყაზე ვუჩქმიტე და ხელი ჩავჭიდე.
-იცი? გუშინ ნიკო იყო სკოლაში ჩემთან მოსული-გამიღიმა ბავშვმა და მეც მაშინვე ვჭყიტე თვალები, უკვე ზოოპარკში ვიყავით და ცხოველებს ვათვალიერებდით
-რა უნდოდა შენთან სკოლაში? ხომ გაგაფრთხილე მარიამ, რატომ მაბრაზებ?-დაბღვერილმა გავხედე ჩემი ქცევით მოქუფრულ ბავშვს
-მოვიდა და რა მექნა? რომ არ მეთქვა ხომ უფრო ცუდი გოგო ვიქნებოდი?-თავი იმართლა მან
-რა უნდოდა?
-არაფერი, მკითხა როგორ ხარ ქალბატონო მაშოო, მე კიდევ ვუთხარი კარგად ვარ ხვალ მარიტას ზოოპარკში მივყავარმეთქი-თვალები ამიფახურა მან.
-კარგი, მეორედ თუ მოვა მაშინვე მასწავლებელთან მიდი და თხოვე ჩემთან დაგარეკინოს-დავარიგე ბავშვი და სპოლოს ვოლიერთან გავჩერდით
-რა საყვარელია არა?-ვკითხე მაშოს და მასთან ჩავიმუხლე
-ძალიან-მითხრა ისე რომ ცხოველისთვის თვალი არ მოუშორებია, უკნიდან ჩახველების ხმა რომ გავიგეთ ინსტიქტურად მივბრუნდით ორივე.
-ნიკოო-გაიღიმა მაშომ და მისკენ გაიქცა, კაციც ჩაიმუხლა და ისე მხურვალედ გადაეხვივნენ ერთმანეთს, ლამის შემშურდა.
და მაშო აღარ დაელაპარაკებოდა შემდეგში ნიკოლოზს? შანსი არ იყო.
-ქალბატონი როგორ გრძნობს თავს?-კითხა და ხელზე კოცნაც არ დაავიწყდა
-ნახე, რა საყვარელი სპილოა-გაახედა ისიც ცხოველისაკენ
-შენთან ერთი შემოთავაზება მაქვს, არ გინდა ბამბის ნაყინი ვჭამოთ?-ლოყაზე უჩქმიტა მაშოს და ხელში აიტაცა
-წამოდი-მითხრა მე, ისე თითქოს მათი მსახური ვყოფილიყავი და სვლა დაიწყო.
-სად მიგყავს?-ავედევნე უკან და წინ გადავუდექი
-ნაყინი უნდა ვჭამოთ, შენ არ გინდა?-გამომხედა ისე, თითქოს არაფერს აშავებდა
-მანიპულატორი ხარ-ვუთხარი წინ წასულს და უკან ავედევნე. არ მინდოდა ბავშვის თანდასწრებით მასთან ჩხუბი.
ჯიხურში მივიდა, სადაც ბამბის ნაყინებს აკეთებდნენ და ორი შეუკვეთა.
ერთი მაშოს მისცა მეორე კი მე გამომიწოდა ღიმილით
-არ მინდა-ხელები გულზე გადავიჯვარედინე
-მაშოც კი არ იქცევა შენსავით ბავშვურად, გამომართვი-მკაცრი გაუხდა ხმა მაშინვე
-არ მინდა-თვალი თვალში გავუყარე ნერვებმოშლილმა
-კარგი-ნაგავში გადაუძახა მაშინვე ბამბის ნაყინს და მაშოსთან ერთად გასასვლელისკენ დაიძრა, რომელიც მის მკლავებში მოქცეული ჭამით იყო გართული
-სად მიგყავს?-უკან ავედევნე მე და სანამ მანქანამდე არ მივიდა მანამდე ვსდიე
-მაშო, იცი მე შენ ერთი ძაან მაგარი ბიჭი უნდა გაგაცნო-მანქანის წინა ნაწილზე შემოსვა ბავშვი და გაუღიმა
-ვინ?-დაინტერესდა პატარა ქალბატონიც, ნიკომ უკან მდგომ მანქანაში მჯდომს ხელით რაღაც ანიშნა, ისიც მანქანიდან გადმოვიდა და მათ მიუახლოვდა, ჯერ კიდევ გაოგნებული ვუყურებდი სცენას, ის ჩემს დას ისე ექცეოდა, თითქოს მისი და ყოფილიყოს.
-ეს ლაზარეა, ჩემი მეგობარი, ეს კი ქალბატონი მაშოა, იცოდე ქალბატონი არ დაგავიწყდეს თორემ საქმე ჩემთან გექნება-წარბი აუწია ბიჭს და მაშოც ნიკოს სიტყვებით გამხიარულებული
-რას იტყვი, ცოტახნით დარჩები მასთან ერთად? ატრაქციონებზე ითამაშეთ ერთად-გაუღიმა მომხიბლავად მაშოს და ისიც მაშინვე დათანხმდა
-რა? სად დარჩება? შენ ხომ არ გაგიჟდი? მაშო, მოდი ჩემთან-წავედი მისკენ, მაგრამ მამაკაცის წელზე შემოხვეულმა ხელებმა გამაჩერა და მისკენ მიმაბრუნა, ამასობაში კი უცნობმა მამაკაცმა სახელად ლაზარემ მაშო აიყვანა და მხიარული სახეებით შევიდნენ კვლავ ზოოპარკში.
-რა გინდა? დამანებე თავი-სიტუაციით გულაჩუყებულმა მაშინვე ცრემლები ჩამიდგა თვალებში და გულზე დავუწყე ხელების დარტყმა
-კარგი, დამშვიდდი, წამოდი მანქანაში დაჯექი-ხელები დამიკავა მშვიდი ღიმილით და ცალი ხელით ლოყაზე ჩამოგორებული ცრემლი მომწმინდა
-დამანებე თავი, არ დავჯდები-გავუძალიანდი მას და მისი ხელის მოსაშორებლად თავი გავაქნია
-ჭკვიანად-თვალები ისე დამიბრიალა, როგორც პატარა ბავშვს და მანქანის კარი გააღო
-გამიშვი-კიდევ ერთხელ გავფართხალდი მაგრამ მაშინვე მანქანაში აღმოვჩნდი, სანამ მოუარა გაღებას ვცდილობდი, მაგრამ შესაბამისი ღილაკი ვერ ვიპოვე, ამასობაში გვერდით მომიჯდა ბატონი ნიკოლოზი და მანქანა დაძრა.
-ღვედი შეიკარი-გამაფრთხილა კაცმა ისე რომ გზისთვის თვალი არ მოუშორებია.
არც მიფიქრია მისი თუნდაც ერთი მოთხოვნის შესრულება, ხელები გულზე გადავიჯვარედინე და წინ დავიწყე ყურება.
-კარგი, როგორც გინდა-მხრები აიჩეჩა მან უბრალოდ და გზა განაგრძო.
სადღაც ნახევარი საათი ვიარეთ, შემდეგ მანქანა ტყის პირას გააჩერა მშვიდ ადგილზე და მანქანიდან გადავიდა.
ამჯერად ჩემი მხრიდანაც გააღო კარი, ხელი მომკიდა და მაიძულა გადავსულიყავი.
-რა გინდა?-ვკითხე და მანქანის წინა ნაწილს მივეყრდენი.
-დაწყებულ საქმეს ვასრულებ-მითხრა და ისე მოულოდნელად დამეტაკა ტუჩებზე, წამით ერთ ადგილზე გავშეშდი და წინააღმდეგობის გაწევაც კი დამავიწყდა.
მის რბილ ტუჩებს ვგრძნობდი ჩემსაზე და მთელ ტანში ჟრუანტელი მივლიდა, მისი ხელები, რომლებიც წელზე მეწყო კი თოთქოს იმ ადგილს მწვავდა სადაც მეხებოდა.
როდესაც მომშორდა მაშინვე მისი ლურჯი თვალები შემეჩეხა და ამჯერად მასში ჩავიკარგე
-აი თურმე რას შეუძლია შენი გაჩუმება-ჩაიცინა ნიკოლოზმა და მეც მაშინვე გონზე მოვედი
-აღარ მომეკარო-ისე მშვიდად ვუთხარი ჩემი თავისაც კი გამიკვირდა, მისი სხეული სწრაფად მოვიშორე და კვლავ მანქანაში დავჯექი.
გვერდით მომიჯდა კაციც
-ხომ დაამთავრე დაწყებული საქმე? ახლა მაინც შეგვეშვები?-ვუთხარი გაბრაზებულმა და ღვედი შევიკარი.
-ვნახოთ-მხრები აიჩეჩა კაცმა, შემდეგ კი უხმოდ დამაბრუნა ზოოპარკთან
-მოიცა სად მიდიხარ?-გაუკვირდა მას როდესაც შიგნით შესვლა გადავწყვიტე
-მათ მოსაძებთან, სად უნდა მივდიოდე?-ყელში ამომივიდა უკვე მისი სულერთიას ტონი
-დავურეკავ და მოიყვანს-გაეცინა და ტელეფონი ამოიღო. მართლაც რამდენიმე წუთში მაშო ჩემკენ მორბოდა, მეც ჩავიხუტე და ხელში ავიყვანე
-წაიყვანე-უთხრა ბიჭს და თვითონ მანქანაში დაჯდა.
-დაბრძანდით-უკანა კარები გამიღო ბიჭმა მაგრამ სწრაფად დავიწყე სიარული მაშოსთან ერთად.
-მარიტა, წაყევი თორემ ისევ ძალით მომიწევს შენი მანქანაში ჩასმა, თანაც ჩემსაში-გავიგე უკნიდან კვლავ ის ბოხი, ხავერდოვანი ხმა
-კარგი, მოდი და ძალით ჩაგვსვი, ასე მაინც დაეკარგება წარმოდგენა შენზე მაშოს-ვუთხარი და მისკენ მივბრუნდი
-რატომ ჯიუტობ?-უკმაყოფილოდ გადმომხედა მან
-შენზე სახელის გარდა არაფერი ვიცი და შენი აზრით ვგავარ იმ ადამიანს კისერზე რომ ჩამოგეკიდება? კარგად იყავი და თუ აღარ შემაწუხებ მადლობელი ვიქნები-ვუთხარი და კვლავ ფეხით გავუყევი გზას. უკან არ მოიხედავს მაგრამ აშკარად არავინ გამოგვკიდებია.
--
სამზარეულოც მივალაგე და ოთახში ავედი, წამითაც არ შემიწყვეტია ფიქრი ბატონ ნიკოლოზზე, მიუხედავად იმისა, რომ მისი სახელის გარდა არაფერი ვიცი მაინც შემოიჭრა ჩემს გულსა და გონებაში.
კიდევ კარგი თამართან აღარ მოდის, ქალბატონს ახალი საყვარელი ყავს და ის ჩვეულებისამებრ ოთახიდან არ გამოდის.
მძინარე მაშოს დავხედე და პენუარი ჩავიცვი, შემდეგ კი საბანში შევძვერი, უკვე დაძინებას ვაპირებდი მაშომ რომ თავი წამოყო.
-რა ხდება?-გამიკვირდა მე და სახეზე მოვეფერე
-დამესიზმრა, რომ ეზოში ჩემი თოჯინა დამრჩა-მითხრა საწყლად მან
-აქ იქნება შენი თოჯინა, გინდა ვნახო?-ვკითხე ღიმილით
-ნახე-თავი დამიქნია მან, მეც შუქი ავანთე და მისი თოჯინის ძებნა დავიწყე, წინა ახალ წელს თოვლის პაპამ რომ აჩუქა.
-აქ არ არის მაშო, სად გაქვს?-ვკითხე თვალებდაჭყეტილ ბავშვს.
-მგონი ეზოში, აუზთან დავტოვე
-კარგი, ჩავალ ვნახავ-თვალები ავატრიალე მე.
ხალათი მოვიცვი პენუარზე, ფეხზე ბათინკები და ჩუმად ჩავუყევი კიბეებს, ეზოში გასული მთვარის სინათლის ფონზე ვცდილობდი აუზთან მისი თოჯინა მეპოვა უცებ უკნიდან ვიღაცამ პირზე ხელი რომ ამაფარა და ჩემი ფართხალის მიუხედავად უკანა კარიდან ქუჩაში გამიყვანა
ნაცნობ მანქანაში რომ აღმოვჩნდი ხელები კვლავ გულზე გადავიჯვარედინე
-არ შეიძლება ნორმალური ადამიანივით მოიქცე?-ვკითხე მას, რომელიც ღიმილით მიყურებდა.
მხოლოდ ახლა შევნიშნე, ღიმილის დროს წვერები ფოსოებს რომ უფარავდა და ჩემს თავზე მომეშალა ნერვები, მგონი საბოლოოდ ვაღიარე ჩემს თავთან რომ უცნობ მამაკაცზე ვარ შეყვარებული.
-არა-გაიცინა და მანქანა დაძრა
-რას შვები? მაშო მელოდება-თვალები გამიფართოვდა მე
-არ გელოდება, იცის რომ ჩემთან ერთად მოდიხარ, ახლა მშვიდად დაიძინებს-გადმომხედა მან, შემდეგ კი ისევ გზას გახედა.
-ღმერთო, მოვკლავ რომ მივალ, იცოდა და იმიტომ გამომიშვა ხო?-თვალები გამიფართოვდა მე
-დიახ, გეგმაც კი მისი იყო
-მაიმუნი ბავშვი-ჩავიდუდღუნე და მხოლოდ ახლა დავხედე ჩემს ხალთს, უხერხულად შევისწორე მეც ნიკოლოზის მსგავსად წინ გავიხედე.
უხმოდ ვიმგზავრეთ, თითქოს უკვე პრობლემას აღარ წარმოადგენდა ჩემთვის მისი სიახლოვე, მაგრამ მაინც ვერ ვგრძნობდი თავს მშვიდად
რამდენჯერმე გავხედე, მაგრამ ის დაჟინებით უყურებდა გზას.
მალევე მანქანა ორსართულიანი სახლის წინ გააჩერა.
-აქ რა გვინდა?-ვკითხე და ჩემს ფეხებს დავხედე, მხოლოდ ფუმფულა დიდი წინდები მეცვა.
-რაღაც უნდა გაჩვენო-მითხრა და მანქანიდან გადავიდა.
მეც გავაღე კარი და გადმოსვლას ვაპირებდი წინ რომ ამესვეტა ძლიერი სხეული
-რას აკეთებ? გაცივდები-გაუკვირდა მას.
-მშრალია, არაუშავს-ფეხი დავდგი ძირს და მაშინვე ვიგრძენი როგორ შემეპარა სიცივე. მართალია ჩემს ხალათზე ცოტა ვნერვიულობდი, მაგრამ არამგონია ისეთ ადგილზე მოვეყვანე, სადაც ხალათით მისვლა შემრცხვებოდა.
მოულოდნელად შევკივლე მის ხელებში რომ აღმოვჩნდი და შეშინებულმა კისერზე შემოვხვიე ხელები.
-რას მოვესწარი? თვით მარიტა ბიბილური მეხვევა-წარბაწეულმა დამხედა სიცილით და მეც მაშინვე შევუშვი ხელები.
-კარგი, არ გიკბენ, დააბრუნე ადგილზე-გაიცინა კვლავ და გზა განაგრძო.
აღარ გავნძრეულვარ სანამ თავისი ნებით არ დამსვა ძირს, შემდეგ კი კარადიდან დიდი ზომის ჩუსტები გამომიღო და გამომიწოდა.
-მადლობა-დავიჩურჩულე და ფეხი გავუყარე შიგნით.
-ხელი ჩამჭიდე-მითხრა მან მომხიბლავი ღიმილით და ხელი გამომიწოდა. რამდენიმე წუთი გაკვირვებული ვუყურებდი, რატომ უნდა ჩამეჭიდა მისთვის ხელი? ხო კარგით, ძალიან კარგად ვიცოდი, თუ ხელს ჩავჭიდებდი ეს ინსტიქტურად ნიშნავდა ჩემს თანხმობას მასთან ურთიერთობაზე.
-კარგი, დადგება ამის დროც, როდესაც საკუთარი სურვილით გააკეთებ ამას-გამიღიმა მან და ჩემი ხელი მისაში მოიქცია, შემდეგ კი დიდი მინის კარიდან უკანა ეზოში გავედით, რამდენიმე ჩამრთველს დააჭირა ხელი მან და ეზოც განათდა. ქვებით მოკირწლულ ბილიკს დავუყევით და სიბნელეში ვერ გავარჩიე სად შევედით, როდესაც შუქი აანთო მხოლოდ მაშინ მივხვდი და გაოცებულმა გავხედე მამაკაცს
-აქ რატომ მომიყვანე?-უამრავი უცხო ჯიშის მცენარით სავსე ორანჟერიეს აღფრთოვანებულმა მოვავლე თვალი.
-გახსოვს გაბრაზებულმა ქოთანი რომ გავტეხე თამართან? დაგინახე როგორ გამოვარდი სახლიდან და საყვარლობა სიტყვებითაც შემამკე-ჩემკენ ახლოს მოიწია ის და ზემოდან დამაჩერდა, შემდეგ ცერით ნაზად დაიწყო მოფერება ჩემს ლოყაზე.
-იმედია ამათაც ეგრე არ მოექცევი, როდესაც გაბრაზდები-ცალი წარბი ავუწიე მე
-არა, იმიტომ რომ ეს შენია-გამიღიმა და შუბლზე მომაკრო ტუჩები.
ვერაფერი ვუთხარი, არ რა მეთქვა? დაბნეული ვუყურებდი და სიტყვებს თავს ვერ ვუყრიდი. კითხვები მაწუხებდა, მაგრამ ვერაფერს ვეკითხებოდი.
-კარგი, კარგი, წამოდი სახლში, გვიანია უკვე-მაჯაზე დაიხედა მან, წელზე ხელი მომხვია და კვლავ სახლის გავლით გამიყვანა მანქანასთან.
-ეს რატომ გააკეთე?-ვკითხე როდესაც სახლთან მიმიყვანა და მანქანიდან გადავედით
-არის რაღაც ზეციური ძალა-ჩაიცინა და ჩემი სახე ხელებში მოიქცია, მისი ტუჩები კიდევ ერთხელ შეეხო ჩემსას და ამჯერად მეც ავყევი კოცნაში, რამდენიმე წამში ისევ მე თვითონ მოვშორდი და ისე გავიქეცი სახლისკენ, არც მიმიხედავს მისკენ.
ოთახში შესულს მაშო უკვე მძინარი დამხვდა.
---
-იცი? გუშინ სკოლაში ნიკომ მომაკითხა-ხითხითით მითხრა მომდევნო კვირას მაშომ როდესაც მთაწმინდაზე მივდიოდით.
-და რაო? უთხარი სადაც მივდიოდით ხო?-გამეცინა უკვე მასზე
-დიახ მითხრა-გავიგე უკნიდან ხმა და ღიმილით შევბრუნდი მისკენ
-მანიპულატორი ხარ-გავუმეორე კვლავ
-ჩამჭიდებ ხელს?-გამომიწოდა ხელი კვლავ მან ღიმილით
-არა-სიცილით გავაქნიე თავი.
-რა გაეწყობა, ისევ ჩემით მომიწევს-მოგვიახლოვდა ის და კვლავ თვითონ მოიქცია ჩემი ხელი თავისაში.
-ლაზარე არარის?-იკითხა მაშომ როდესაც მიხვდა რომ ზედმეტი იყო
-კი, გელოდება-ხელით აჩვენა იქვე მანქანასზე აყუდებული ბიჭი
-იცი? დიდხანს ვფიქრობდი, რომელი უფრო სიმპატიური იყავით, შენ თუ ლაზარე, დღეს გადავწყვიტე რომ შენ, მაგრამ ახლა ლაზარესთან უნდა წავიდე კარგი?-მასთან ჩამუხლულ ნიკოლოზს ცხვირზე აკოცა და ბიჭისკენ გაიქცა
-ამას კოცნით როგორ არ ახრჩობ?-თბილი ლურჯი თვალებით ამომხედა ბიჭმა.
--
-ვიცოდი, რომ ასე მოხდებოდა-კმაყოფილი იღიმოდა თამარი, რომელიც ჩემს საწოლზე იჯდა მუცელგამობზეკილი და მიყურებდა როგორ ვალაგებდი ბარგს
-ჭკვიანი ხარ-თვალი ჩავუკარი მეც სიცილით
--
-ჩამჭიდებ ხელს ბოლოსდაბოლოს?-უკვე საკურთხეველთან მკითხა ნიკოლოზ თაბაგარმა
პასუხი არ გავეცი, ამჯერად მე მოვიქციე მისი უზარმაზარი ხელი ჩემსაში..



№1  offline წევრი ლილილი

ძალიან მომწონს შენი მოკლე-მოკლე ისტორიები,შენი წერის სტილი,მაგრამ კითხვები მაქვს.
ეს ბავშვი საბოლოოდ ვისგან ჰყავდა? ან ორსულ ქალს რატომ უნდა ჰქონდეს სექსი,მითუმეტეს თუ უცხო მამაკაცია

 


№2 წევრი აბლაბუდა

მათბობს შენი პატარა ისტორიები, თუმცა მაინც ვერ გავიგე ვისგან იყო ორსულად თამარი ან რა იყო მისი გეგმა??))

 


№3 სტუმარი სტუმარი Aka

Dzaan kargi istoriaa magram damaklda ar meko da kitxvebic damitova

 


№4 სტუმარი სტუმარი მაკო

საინტერესოდ იკითხება მაგრამ რაღაც გაურკვეველი დავრჩი. ანუ თამარს აწყობდა ნიკოლოზის და მარიტას ურთიერთობა? მისი შვილის მამა სავარაუდოდ ხომ ნიკოა?

 


№5 სტუმარი სტუმარი Anuna

Zalian sasiamovno wasakitxi iko. Saintereso personajebit da situaciac sakmaod kargad ganvitarda magram... Zalian, zalian bevri kitxvebi damitova.

 


№6  offline ახალბედა მწერალი ტომაჩკა

მადლობა დადებითი შეგასებისთვის, ვფიქრობ მართლა დარჩა კითხვები და ამას შემდეგ ნაწილში თამარზე მოგითხრობთ ❤️❤️

 


№7  offline წევრი დარინა

შენს ასეთ გამონათებებზე ვგიჟდები შენს ნიკს რომ ვხედავ ვიცი წინ რომ დამდენიმე სასიამოვნო წუთი მელოდებააა, ხოდა სულ ველოდები როდის გამოჩნდება სიაახლეებში შენი ისტორია, უკვე დამიკიდებული ვარ შენზეე.

 


№8  offline ახალბედა მწერალი ტომაჩკა

დარინა
შენს ასეთ გამონათებებზე ვგიჟდები შენს ნიკს რომ ვხედავ ვიცი წინ რომ დამდენიმე სასიამოვნო წუთი მელოდებააა, ხოდა სულ ველოდები როდის გამოჩნდება სიაახლეებში შენი ისტორია, უკვე დამიკიდებული ვარ შენზეე.

ვაიმე დიდი მადლობაა❤️❤️❤️❤️

 


№9  offline წევრი anako

ძალიან მომეწონააა
საყვარლიბა იყო ესეც როგორც სხვებიი
მოკლედდ შენი ისტორიები მომწონს საშინლად და ესეც არ ყოფილა გამონაკლისი

 


№10  offline ახალბედა მწერალი ტომაჩკა

power
ძალიან მომეწონააა
საყვარლიბა იყო ესეც როგორც სხვებიი
მოკლედდ შენი ისტორიები მომწონს საშინლად და ესეც არ ყოფილა გამონაკლისი

დიდი მადლობა ასეთი თბილი შეფასებისთვისს❤️❤️❤️

 


№11  offline წევრი Rania

Rogorc yoveltvis sascauli iyooo. Yochagggg. Ise mixaria sheni nikis danaxvaaa
--------------------
Q.qimucadze

 


№12  offline ახალბედა მწერალი ტომაჩკა

Rania
Rogorc yoveltvis sascauli iyooo. Yochagggg. Ise mixaria sheni nikis danaxvaaa

დიდი მადლობააა❤️❤️❤️❤️❤️

 


№13  offline აქტიური მკითხველი ანი ანი

აუუუ ძალიან სიყვარულიკო იყოოო.... მომეწონა ^-^

 


№14  offline ახალბედა მწერალი ტომაჩკა

ანი ანი
აუუუ ძალიან სიყვარულიკო იყოოო.... მომეწონა ^-^

მადლობა❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️

 


№15  offline წევრი Maia G.

აი ძალიან საყვარლობა ისტორიაა,ყველა დანარჩენივით,დაველოდები თამარის ამბავს❤

 


№16  offline ახალბედა მწერალი ტომაჩკა

მაია❤
აი ძალიან საყვარლობა ისტორიაა,ყველა დანარჩენივით,დაველოდები თამარის ამბავს❤

დიდი მადლობა❤️❤️❤️

 


№17  offline ახალბედა მწერალი ტომაჩკა

სელენე
ძალიან ლამაზი ისტორია იყო <3 მადლობა

პირიქით,მადლობა შენ რომ წაიკითხე

 


№18  offline წევრი ნორმი

გასარევი კიდევ ერთხელ ვისიამოვნე შენი ისტორიით.
უმაგრესი გოგო ხარ და უმაგრესი წერის სტილი გაქვს..
იმედია მომდვნოც მალევე იქნება
heart_eyes
--------------------
მორფეოსი

 


№19  offline ახალბედა მწერალი ტომაჩკა

ნორმი
გასარევი კიდევ ერთხელ ვისიამოვნე შენი ისტორიით.
უმაგრესი გოგო ხარ და უმაგრესი წერის სტილი გაქვს..
იმედია მომდვნოც მალევე იქნება
heart_eyes

მადლობა დიდიიიი❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️

 


№20  offline ახალბედა მწერალი ტომაჩკა

ჟოზე
როგორ მიყვარს შენი პაწაწკუნტელები მე ❤❤❤
მაშო რა ტკბილი და საყვარელია ❤❤❤ ბოლომდე ღიმილით რომ იკითხება და სასიამოვნო გრძნობებს იწვევს ❤❤ ჩემი ფავორიტი ხარ ❤❤

შენ ჩემი ფავორიტი მკითხველი ხარ joy მადლობა ამდენი თბილი ემოციისთვის❤️❤️❤️❤️

 


№21 სტუმარი სტუმარი Mariamimari

Dzalian momewona, lamazi istoria iyo☺️

 


№22 სტუმარი სტუმარი მარინა

ძალიან თბილი,ლამაზი, საინტერესო ისტორიაა.გაიხარეთ❤❤

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent