შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ქრისტეფორეს სამფლობელოში {15 თავი} დასასრული


28-07-2019, 02:23
ავტორი Someone wandering
ნანახია 4 572

მეორე დღეს,სამზადისის შემდეგ რაჭაში წავიდნენ. რაჭა-ლეჩხუმ_ქვემოს-სვანეთის ღისშესანიშნაობები ნამდვილად გამორჩეულია. ეს მხარე არა მარტო გეოგრაფიული უნიკალურობით გამოირჩევა,ასევე მრავალფეროვანი ფლორითა და ფაუნით. თვითმხილველთა აღტაცებას კავკასიონის თეთრად შეფერადებული მწვერვალები,მკაცრი ბუნება,ჩანჩქერები,ტყის მასივები და მთაგრეხილები იწვევს. რაჭა საქვეყნოდ განთქმულია მინერალური წ....ბითა და კორორტებით-აღსანიშნავია,უწერა და შოვი,ასევე გოგირდოვანი წყალი. უმდიდრესი კულტურა,ფოლკლორი,წეს-ჩვეულებები,უძველესი ტრადიციები,არაჩვეულებრივი,განსხვავებული კულინარია და წარსული გააჩნია მთის ხალხს,რომლებიც ქალაქის მცხოვრებლებისგან ცხოვრების სტილითაც კი განსხვავდებიან.  ქრისტეფორეს ბებიის სოფელი იყო რაჭა,რომელიც ბიჭს ძალიან უყვარდა.
-ვფიქრობ,კარგად დავისვენებთ-თვალები დახუჭა მარიტამ და სახე ცას მიაპყრო
-მაგას ფიქრიც არ სჭირდება ჩემო კარგო-გაიღიმა შოთამ
-უკვე რომ ვიფიქრე?-სახე გაუსწორა ბიჭს
-არაუშავს,ფიქრი დანაშაული არ არის-გაიცინა
-ეს პიროვნება,თავის შეყვარებულს,თუ ჰყავს,ნერვებს არ უშლის?-სიცილით იკითხა მარიტამ
-მერედა როგორ-თვალები აატრიალა მარიამმა-მე რომ არ გყავდე რა გეშველებოდა შოთიკო?!-ლოყები დაუწელა ბიჭს გოგომ,მან კი თვალები დააწვრილა
-დაგჭირდება შენ შოთა მეშველიანი და მოგიწევს მარიტას მიაკითხო სურვილების დასაკმაყოფილებლად-თვალი ჩაუკრა გოგოს,რომელიც პომიდორივით აწითლდა
-რა ტუტუცი ხარ-მხარზე დაარტყა ხელი და სახე მის ყელში ჩამალა
-ცუდი გოგო ხარ-ყუში ჩაჩურჩულა მარიამს
-ღმერთმანი,მარიამის გამო რეზის ვერ ვაეჭვიანებ,ისედაც არ უვარგა ნერვები ჩემ ხელში-სიცილს ვერ იკავებდა მარიტა.
-ქალბატონო,აღიარებ შენს ჭრვეულობას? ძეგლი უნდა დაგიდგა,ასეთი აღიარება არასდროს მომისმენია შენგან-იცინოდა თაისა
-ღორი,ღორს ეუბნებოდა შე დრუნჩიანოო,ვფიქრობ მასეთი შემთხვევაა. შენ შენი თავი ნაკლები ჭირვეული გგონია?-თაისას გახედა დავითმა
-რაღა ღორს შემადარე ბიჭო-წარები შეჭმუხნა თაისამ
-უბრალოდ გამოთქმაა თორემ,ხომ იცი რა მზეთუნახავი გვყავხარ თაისა-გოგოს მიუახლოვდა და თმა აუბურდა
-რა პატარა ბავშვივით მექცევი ბატონო დავით,უფროსწორად ბიძია დავით-თმა ძლივს გაისწორა,შემდეგ კი ქრისტეფორეს ამოუდგა უკან და ნიკაპი მხარზე დაადო
-ბავშვს ნუ მინერვიულებ ბიძია დავით-ტუჩის კუუთხე ჩატეხა ქრისტეფორემ და თავი გოგოსკენ მიატრიალა
-ვაიმე,ეს წყვილები არ შემიძლიხართ რაა-ხელი აიქნია ანასტასიამ და დივანზე მოკალათდა
-ანასტასიასაც მოუნდა შეყვარებული და ჯავრს ჩვენზე იყრის-გაიღიმა თაკომ
-ვააჰ,დავიის მიჯნურო-ხელი დაუქნია გოგოს,თან ეცინებოდა ანასტასიას-მართალი ხარ შურით ვსკდები-თვალი ჩაუკრა
-სახეზე გეტყობა როგორც-ხელები შარვლის ჯიბეში ჩაეწყო დაჩის,ნაცრისფერი სპორტულები სხეულზე აკვდებოდა,თან მისი თვალები...
-რა დროს შენი შეყვარებულია გოგო-ხმა გაიმკაცრა ქრისტეფორემ
-ქრისტეფრე,ისე ამბობ თითქოს ვინმეს ხვალვე მივყვებოდე სახლში-თვალები აატრიალა ანასტასიამ
-ვერც გაყვები-ჩაიღიმა ბიჭმა
-თუ მოვინდომე შენ დამიშლი?-გაეცინა ტასოს
-ოჰოო,პატარა ქალბატონს უყურეთ-ტაში შემოკრა შოთამ
-სალხში დედამთილი არ გაგაჩერებს ჩემო კარგო,ცოტა უნდა დავიშაქროთ-გვერდით მიუჯდა შოთა და თავზე აკოცა
-საწყალი დედაჩემი-ჩუმად ჩაილაპარაკა დაჩიმ
-რამე გვითხარი დაჩიკო?-თვალები დააწვრილა ანასტასიამ
-მე?-შეიცხადა ბიჭმა-არა,როგორც ჩანს მოგეჩვენა საყვარელო.
-კარგით ახლა,გვშია და გავჭამეთ-შესძახა ქრისტეფორემ და სხვებმაც კვერი დაუკრეს-ჰეე,შუსტრად ახლა-უკანალზე ხელი მიარტყა ჩუმად თაისას.შედეგად მკვლელი მზერა მიიღო,საბოლოოდ კი სამზარეულოში ‘’’გააძევა’’ გოგონები
-ქრისტეფორე,ეს თუ გაპატიო!-თითი დაუქნია მარიტამ
-მე საჭმლის გაკეთება არ ვიცი,ასე რომ გარეთ გავალ-გაიკრიჭა ანასტასია
-ამას შეხედეთ! რომ არ იცი უნდა ისწავლო,გენაცვალე.
-ქრისტეფორე,ჩემს ნერვზე მოქმედებ ძმაო.
-გოგო,ამ სიცივეში რა გარეთ გასვლა მოგინდა ახლა?
-ჰაერი მჭირდება,დახუთულია ყველაფერი-ჰაეროვანი კოცნა გაუგზავნა ბიჭებს .
გარეთ არსებულ ჰამაკში მოთავსდა და მზერა ვარსკვლავებს მიაპყრო. ამ დროს კი ნაჯების ხმა გაიგო,უკან არც გაუხედავს ისე წამოიძახა
-დაჩი,აქ რა დაგრჩენია?
-ნაბიჯებზეც კი მცნობს-ტუჩის კუთხე ჩატეხა და გოგოს პლედი მიაფარა
-არ იყო საჭირო-ამოილაპარაკა გოგომ. დაჩი კი გვერდით მიუჯდა
-ასეთი მორცხვი რატომ ხარ,ტო?-თავი გააქნია დაჩიმ
-ადამიანები ვერ ვაანალიზებთ,როდის როგორ მოვიქცეთ...ზოგჯერ.
-უნდა დაიწყოო გაანალიზება,პატარა გოგო არ ხარ.
-რა ფილოსოფიური საუბარი გამიმართე აქ,დაჩი-ჩაიღიმა
-ძალიან საყვარელი ხარ,იცი? აი,ეს ფოსოები მაგიჟებს-ლოყაზე ჩამოუსვა ხელი და იქვე ნაზად აკოცა
-არ გინდა,გთხოვ...
-რა არ მინდა,ტასო?-ლოყაზე ეფერებოდა და უღიმოდა
-რა გინდა ჩემგან,დაჩი?-მზერა მის თვალებს გაუსწორა
-მე შენ მჭირდები,ანასტასია-თმა ყურზე ორი თითით გადაუწია-იცი რას მმართებ? თავს მაკარგვინებ,დარხეული მაქვს,პატარავ-ეღიმებოდა
-მეშინია...
-რისი გეშინია,ტასო?-ხმა სერიოზული გაუხდა
-ჩემი წარსულის-თავი ჩახარა
-შენ ისეთი არაფერი ჩაგიდენია,რომ წარსულის შეგეშინდეს,ან შეგცხვეს.
-არ აქვს მნიშნველობა ვისი ბრალია,ფაქტი ერთია,მე წყეული წარსული მაქვს-ცრემლი მოიწმინა და წამოდგომას აპირებდა,როდესაც დაჩიმ მკლავში ხელი ჩაავლო და სახე მისას მიუახლოვა, ხელები მის სახეს შემოაჭდო და ტუჩთან ახლოს უჩურჩულა
-არასდროს,არავის გამო არ იტირო-კატეგორიული ტონით,ცრემლები კოცნით დაუშრო-მე ყველაფერი ვიცი,საერთოდ ყველაფერი. გთხოვ,მომეცი უფლება იმ წყეული დღეების დავიწყებისა,ხელი არ მკრა და გპირდები...ერთად შევძლებთ,დამიჯერე გთხოვ-ცხვირის წვერით ლოყაზე ეხებოდა და მის სურნელს ღრმად შეიგრძნობდა-ეს თუ სიყვარულია,მაშინ მთელი ჩემი გული დაიპატრონე ანასტასია-თითები ყვრიმალებზე ჩამოუსვა
-ჩემი წარსული იცი...იცი და ხელი არ მკარი?!-დაპროგრამებულივით ამოილაპარაკა,თან ცრმელებს ვერ იკავებდა
-უდიდესი ნათელი წერტილი ხარ ჩემს ცხოვრებაში...ასე უეცრად შემოიჭერი ჩემს ტერიტორიაზე და საკუთარ თავს არ ვგავარ,ტასო. ხელს არასდროს გკრავ,ეს გახსოვდეს-ლოყაზე მიაწება ტუჩები,როდესაც გოგო შუბლით მის მხარს მიეყრდნო
-იმედგაცრუების მეშინია დაჩი,ძალიან.
-ვიცი,ჩემო პატარავ,ვიცი...მაგრამ გთხოვ,მომეცი შანსი,ეს შიში გაგიქარწყლო. ამ ტკივილისთვის მემეტები,ლამაზო-თავზე კოცნიდა
-გენდობი,იცი?-ქვემოდან ამოხედა და ყელზე მიაწება ტუჩები,ნაზად და გაუბედავად. ორივეს სხეულში რაღაც მოხდა,ამოუცნობი და ჟრუანტელის მომგვრელი.
-შენ არ იცი როგორ გამაბედნიერე,ტასო-თვალები დახუჭა და გოგოს თმაში ახლართა თითები.
-არ მინდა ჩვენს ურთიერთობას რამე სახელი ერქვას,უბრალოდ ვიყოთ ერთმანეთისთვის ის,ვის გარეშეც სიყვარული ვერ წარმოგვედგინება. ნუ მოვექცევით ჩარჩოებს შორის,დაჩი-თავი ბიჭს ყელიდან აიღო და თვალებში ჩახედა
-ბარიერებისა და ჩარჩოების შემოღებას არც ვგეგმავდი,ეს ჩემს ინტერესებში არ შედის,ლამაზო-ფრთხილად დაიახარა მისკენ და ტუჩზე დაეწაფა,ფრთხილად უკოცნიდა ბაგეს,ორივე ხელი გოგოს ლოყაზე მოეთავსებინა და სასიამოვნო იმპულსები სხეულში გაევრცელებინათ.
-შენი თვალები,უბრალოდ მაგიჟებს,დაჩი-შუბლი ბიჭის შუბლს მიადო
-კიდევ ბევრჯერ გაგაგიჟებს,პატარავ-ცხვირის წვერზე აკოცა-სახლში შევიდეთ,ვისადილოთ-ჩაიღიმა
*****
-ყველაფერი ძალიან გემრიელი იყო,ოქროს ხელები გაქვთ-წამოიძახა შოთამ
-გაიხარეთ გოგოებო-კვერი დაუკრა ძმაკაცს დავითმა
-ჩემი ოქროსხელება გოგოები ხართ თქვენ,შოთიკოს თქმით-ჩამოუარა მათ და ყველას აკოცა ანასტასიამ
-დანაყრდა და აცუნდრუკდა ახლა-გააჯავრა ქრისტეფორემ
-ჩემი ძმა გულდაწყვეტილია,რომ არ ვაკოცე,მოდი ჩემო სიყვარულო-მასთან მიუახლოებას აპირებდა,როდესაც ქრისტეფორემ გააჩერა
-აფერისტები არ მიყვარს-თვალები დააწვრილა,თან ეცინებოდა
-ქრისტეფორეე! კარგი რა,უნდა ჩაგეხუტო-გაიკრიჭა
-არ მინდა!-თავი გააქნია ბიჭმა-არ მიყვარს,ეს პროშნა-ხვევა-ანასტასიამ წარბები შეკრა,თან წყენაც ვერ დამალა და სამზარეულოში გავიდა,იქ არსებულ ჭურჭელს მიადგა და რეცხვა დაუწყო
-კარგი რაა,ეწყინა-ამოილაპარაკა მარიტამ
-ქრისტეფორე,ხომ იცი ანასტასია როგორია?-წარბები შეკრა თაისამ
-როგორია?-იკითხა დაჩიმ
-ძალიან თბილია და სხვებისგანაც იგივეს ითხოვს
-შემჭამეთ ახლა ცოცხლად-ხელები ზემოთ ასწია ქრისტეფორემ-საპირფარეშოში უნდა შევიდე-თუმცა ყველამ იცოდა რომ სამზარეულოში შევიდოდა. ეს ორი ოთახი ერთმანეთთან ახლოს იყო მოთავსებული
-კრეტინი,იდიოტი-ლაპარაკობდა გოგო ,თან ჭურჭელს რეცხავდა,ამ დროს კი ქრისტეფორე ამოუდგა უკან და წელზე ხელები მოხვია,თან თავი ყელში ჩაურგო და ძლიერად აკოცა რამდენჯერმე.
-ჩემი ნაწყენი დაიკო-იღიმოდა ბიჭი და ლოყებსაც უკოცნიდა
-გაბრაზებული უფრო-ჩაიბურტყუნა
-კაი,ნუ ატ*რაკებ ტასუნა,მაპატიე. ხომ იცი როგორ მიყვარს ეს დამპლური თამაშები-თმა აუბურდა
-რა საზიზღარი ხარ. მძულხარ-სახე დამანჭა.
-მეც მძულხარ,იცი როგორ? აი,ძალიან-გაიღიმა და ძლიერად მოეხვია დას,თან თავზე კოცნიდა-რა კარგია,რომ გამოჩნდი.
-აბა,მძულხარო?-ქვემოდან ამოხედა,ძალიან საყვარელი სახე ჰქონდა
-შენც ხომ გძულვარ?-თვალები დააწვრილა და თმა ყურს უკან გადაუწია
-მე ცოტა,აი სულ ცოტა-იცინოდა და საჩვენებელი და ცერა თითით აჩვენებდა სიძულვილის ზომას.
-ჩემი სულელი-თავი სიცილით გააქნია ქრისტეფორემ-და სიყვარული.
-მიყვარხარ,ძალიან-ფეხის წვერებზე აიწია და ლოყაზე ძლიერად აკოცა-რა კარგია,რო მყავხარ ქრის...
-ქრისს,ნუ მეძახი,ქრისტინე მგონია რომ მქვია და კიდევ,შენზე ვაფრენ,პატარა-ტუჩის კუთხე ჩატეხა და გოგოს თავზე მიაწება ტუჩები.
-სამზარეულოს იმ კუთხეში ნახატია,ნახე-გაუღიმა გოგოს,ანასტასია კი დაინტერესებული მიუახლოვდა დანიშნულების ადგილს და უჯრიდან ნახატი ამოიღო,ის იყო! მძინარე ანასტასია.
-ეს...როდის დამხატე?-სახეზე ხელები აიფარა
-გუშინ,არ დამეძინა,ოთახში შემოვიპარე და...-თავზე მიეფერა
-საოცრებაა..მადლობა ქრისტეფორე-ძლიერად ჩაეხუტა ძმას
-მე დაგპირდი რომ დაგხატავდი...
ეს დღეები ძალიან ბევრ ხალისში გაატარეს,ძველი დრო გაიხსენეს,ის რაც ერთმანეთის შესახებ არ იცოდნენ ერთმანეთს გაუზიარეს,კარგად მოილხინეს,ითამაშეს,ანასტასიას რამდენიმე კერძის მომზადებაც ასწავლეს,ამასთან ერთად რაჭის ულამაზეს ღირშესანიშნაბათა ხილვა მათი აღტაცებისა და კმაყოფილების მიზეზად იქცა. არ შემიძლია არ აღვნიშო ბიჭების ‘’კულინარიული ნიჭი’’,რომელთაც მაყალზე არსებული მწვადი სულ გადავარდათ გულს და ნახევარი საათის განმავლობაში წ....ბით დარბოდნენ. ამაზე შემდეგ გოგოებმა ბევრი იცინეს,ბიჭების მოღუშული და ცოტა გაბრაზებული სახის დანახვის დროს კი შედარებით დაშოშმინდნენ,თავიანთი ცხოვრების მეგზურებს მიუახლოვდნენ და კოცნით ყველაფერი აანაზღაურეს,მხოლოდ მარიტა იყო მარტო და მათ უყურებდა. მის ბედს დაჩიც და ანასტასიაც იზიარებდა,რომელბიც შეფარულად უღიმოდნენ ერთმანეთს.
-აუუ,რეზი მენატრება,რას მიკეთებთ ხალხო-არარსებული ცრემლი მოიწმინდა დრამის ქალბატონმა-არა რაა,ახლა მოუნდა მივლინებაში წასვლა
-რეზიც აქ არის-წელზე ხელები შემოხვია ბიჭმა,როდესაც გოგომ შეკივლა
-ვაიმე,ჩემი ბიჭი-შემოახტა და სიცილი დაიწყო
-ჩემი გოგო,როგორ მომენატრე-სახეს უკოცნიდა მარიტას
-ჯანდაბას შენი თავი,მინდიხარ-ყურში ჩაჩურჩულა და ტუჩზებზე დაეწაფა
-ჰმმმ,დაქალო,მეგობარო,სიყვარულო,დაო...ჩვენც აქ ვართ-იცინოდა თაისა
-ჩემი ბიჭი ჩამოვიდა ხალხო,გაიცანით,ეს რეზია,ჩემი გულის პატრონი,რომელმაც ჯაჭვით მიისაკუთრა ის-ხელებს შლიდა
-მშვენიერი დახასიათებაა,ცვლილებებს ვერ შევიტან-იღიმოდა ქრისტეფორე
-გამძლეობა,ძმაო-მხარზე ხელი დაჰკრა შოთამ
ყველამ გაიცნო ეს არაჩვეულებრივი პიროვნება,თან პირველ რიგში...მარიტას ეშველა.
-ვგიჯდები შენზე,ქრისტეფორე ამაშუკელო-ყელზე ხელები შემოხვია ბიჭს თაისამ
-ჩემი ქალღმერთი ხარ შენ,ჩემი სიყვარული-ტუჩებზე დაეწაფა.
სასიამოვნო იმპულსები.
და კვლავ...გული გულის წინ.
ორი შეყვარებული სხეული,ერთმანეთის პირისპირ.
ირგვლივ გამეფებული სასიამოვნო ჰანგები.
და მეგობრობა,ირგვლივ მყოფთა.
******
2 წლის შემდეგ.
-თაისა,დღეს ექიმთან ვიზიტი,რომელ საათზე გაქვთ?
-5-ზე დაგვიბარა ტასო.
-ყველაფერი კარგად იქნება-გაუღიმა გოგომ-ჩემი ძმის ხომ გჯერა?
-ქრისტეფორესი მჯერა,მაგრამ ჩემი მკვდრული საშვილოსნო მაეჭვებს.
--ბანალურად ჟღერს,მაგრამ ხშირად ამბობენრომ უნდა ვიწამოთ,თაისა. ყველაფერი წინ გაქვთ.
-მადლობა ჩემო საყვარელო-გადაეხვია ანასტასიას-მაგრამ ხომ იცი,მარტო რწმენა არ მიშველის
-თაი,როდის ჩამოხვედი ლამაზო?-ნატალია მიეგება მათ და სიტყვა გააწყვეტინა გოგოს
-რამდენიმე საათის წინ ნატი-გადაეხვია ქალს
-შორენა და შალვა როგორ არიან? გუშინ კი ველაპარაკე ორივეს.
-კარგად არიან,უბრალოდ მე ვენატრები-სევდიანად გაიღიმა
-რა ვქნათ ჩემო კარგო,ამირანი კომპანიიდან ვერ გაგიშვებს ხომ იცი,საჭირო კადრი ხარ-გაიცინა ქალმა
-კარიერა ჩემთვის ყველაზე მმნიშვნელოვანია ნატალია,ხომ იცი?-გაიღიმა თაისამ
-არც ქრისტეფორეა დაინტერესებული მამიკოს კომპანიით არც მე.-მხრები აიჩეჩა ანასტასიამ
-მე შენი გადაწყვეტილება ძალიან მომწონს,სიყვარულო-ჩაერთო ნატალია
-აი,როდესაც მოგესურვებათ კბილს ძალიან დიდი ფასდაკლებით გაგიკეთებთ ყველას-თვალი ჩაუკრა ორივეს გოგომ
-ეს რა სტომატოლოგი გოგო გვეზრდება ნატალია-გაიცინა თაისამ
-აბა,რაზე ვიცინით?-ქრისტეფორე შემოუერთდა მათ
-შენს ძალიან მაგარ და ჭკვიან დაიკოზე ვლაპარაკობდით ქრის-გაიკრიჭა ანასტასია
-ტასოო,ნუ მეძახი მასე,გოგო-თავი გააქნია ქრისტეფორემ,გოგომ კი წარბები შეჭმუხნა
-მე ასე მინდა და დაგიძახებ!
-დედა,უთხარი რამე-პატარა ბავშვივით მიუთითა ანასტასიასკენ
- რა ბავშვებივით იქცევით,ღმერთო ჩემო-სიცილი ვერ შეიკავა ნატალიამ
-მე ისედაც ბავშვი ვარ,დიდი ბავშვი-გაიღიმა ანასტასიამ
-ბავშვი არა,9 ნომერი გლეხი ხარ,-გაეკრიჭა ბიჭი,მაგრამ შემდეგ ანასტასია მისკენ დაიძრა,''ლასტები'' გაიხადა და გაქცეულ ბიჭს გაეკიდა
-აი,თუ გადამირჩე ქრისტეფორე,მე ვიყო უკანასკნელი ადამიანი დედამიწაზე-თან ყვიროდა,თან იცინოდა
-ეს შემოგზავნილი ვინ არის,მომაშორეთ რა-სიცილს ვერ იკავებდა ბიჭი-ამ დროს ანასტასიამ ცალ ხელში არსებული ‘’შლოპანცი’’ მას გაუქანა,მაგრამ მის მაგივრად კარში შემოსულ დაჩის მოხვდა თავში
-ჯანდაბა,ციდან ფეხსაცმელები ცვივა?-თავზე დაიდო ხელი ბიჭმა,სიცილი კი ვერავინ შეიკავა
-თაისა,სჯობს ამათ გავეცალოთ ლამაზო-ხელი ჩაავლო გოგოს და ყველას ჰეროვანი კოცნა გაუგზავნა-დროებით და დაჩი,თუ მაგ ალქაჯს სადმე წაიყვან გვიანობამდეც ნუ შეყვებით გარეთ ბოდიალს
-იდიოტოო!-მიაძახა ტასომ
-არის სერ-დაჩიმაც დააყოლა,ქრისტეფორეს სიტყვას თავისი.
-დაჩი,ტასო სადმე აპირებთ გასვლას?
-კაფეში ვაპირებთ კურსელები წასვლას და ტასოსაც გამოვუარე-გაიღიმა ბიჭმა
-ძალიან კარგი,გაერთეთ საყვარლებო-ორივეს გადაეხვია ქალი
-მადლობა ნატი,შეგეხმიანები რომ წამოვალ-ლოყაზე აკოცა ქალს
-მომენატრე-ტუჩები ყელზე მიაწება გოგოს,ნატალიას გასვლის შემდეგ
-მე კიდევ შენი თვალები მომენატრა-გაიღიმა და ტუჩები ბიჭის თვალებს შეახო
-მგონი ამ გოგოს,ჩემი თვალები უფრო უყვარს ვიდრე მე-წარბები შეჭმუხნა ბიჭმა
-შეიძლება მაგაზე დაფიქრება,ხომ იცი შენ?-გაცინა გოგომ და ბიჭის სახე რომ დაინახა დააყოლა-თითქოს არ იცოდეს,როგორ ვაფრენ მასზე-თვალები აატრიალა და ტუჩზე დაეწაფა
-აი,ახლა დავრწმუნდი-გაიღიმა დაჩიმ.
****
ექიმმა რჩევები მისცა თაისას და ქრისტეფორეს,თან წამლები გამოუწერა და სხვა დროს კიდევ დაიბარა,შედეგის სანახავად. ექიმთან ვიზიტი რუტინად ექცათ, მისი კონტროლის ქვეშ იმყოფებოდა თაისა,რაღაც შედეგს ნამდვილად ხედავდნენ ექიმები,თუმცა ბავშვის დაბადების შესაძლებლობა მინიმუმი იყო,ახლა 20%-ით გაზრდილიყო მათი შანსი,სხვისთვის არც არაფერი,მაგრამ ესეც ძალიან ბევრს ნიშნავდა. ბოლო 1 წლის განმავლობაში ამ შედეგს მიაღწიეს მხოლოდ. ბევრი ღამე გაუთენებია თაისას ამაზე დარდით,თუმცა ქრისტეფორე ყოველთვის მის გვერდით იმყოფებოდა,მარტო არასდროს ტოვებდა.
-არ შემიძლია ქრისტეფორე,ხომ ხედავ არაფერი გამოგვდის-თავი მუხლებში ჰქონდა ჩრგული
-ეს მეორედ აღარ გაიმეორო,შენ ყველაფერს შეძლებ პატარავ-გვერდით მიუჯდა და მხარზე ხელები მოხვია
-ეგოისტი გავხდი,პატარა ბავშვებს რომ ვუყურებ მსურს დედა მე ვიყო და არა ვიღაც სხვა,იცი? ეგოისტურად ვფიქრობ,თავს ცუდად ვგრძნობ ამის გამო.
-ეგოისტი არ ხარ,ეს ორივეს სურვილია და თუ ეგ ეგოისტობაა,მაშინ მეც ძალიან ეგოისტი ადამიანი ვყოფილვარ-ლოყაზე მიეფერა გოგოს
-ბავშვი ხომ არ ავიყვანოთ,ქრისტეფორე?-ქვემოდან ამოხედა ბიჭს და ცრემლები წამოუვიდა
-ბავშვი...ეს გსურს?-სახე გაუნათდა ბიჭს-ავიყვანოთ,ჩემო სიცოცხლე,მაგრამ ეს ასეთი მარტივი არ იქნება,ხომ იცი? ოღონდ,არ იტირო...-ცრემლები ხელით შეუშრო და ყვრიმალებზე აკოცა
-მარტივი არც ეს პროცედურებია,პარალელურად ვიმკურნალებ,უბრალოდ მინდა,ავიყვანოთ გთხოვ,ვცადოთ-ჩაეხუტა ბიჭს.
-თაისა..
-გისმენ
-დღეს უნდა დაგხატო-ჩაიღიმა-ხომ შეგპირიდი?
-მიყვარხარ-ყელზე მიაწება ტუჩები ბიჭს.
რა თქმა უნდა ბავშვის აყვანა ასეთი ადვილი საქმე არ არის,მაგრამ ცდილობდნენ,სურდათ და შესაძლებელია მიეღწიათ კიდეც ამ ყველაფრისთვის.
ნახევარი წელი იყო გასული,კვლავ ის დღე იყო,როდესაც ექიმს უნდა სტუმრებოდნენ. დღის მეორე ნახევარში ქრისტეფორე თავპირისმტვრევით შემოვარდა ოთახში,მაგრამ თაისა ვერსად ნახა
-თაისა,აქ ხარ? ჩემო სიცოცხლე-საპირფარეშოს კარზე აკაკუნებდა,ამ დროს კი ცოტა შეშინებული,მაგრამ გაბადრული,სახტად მყოფი გოგო შერჩა ხელთ
-რა მოხდა,რა დაგემართა,პატარავ?-სახეზე ხელები ჩამოუსვა
-ორი ხაზი აჩვენა...ქრისტეფორე-ცრემლები ვერ შეიკავა და ბიჭს მოეხვია
-ჯანდაბა-კბილები ქვედა ტუჩს დააჭირა ბიჭმა და ყვრიმალი ობოლო ცრემლით დაენამა.
-მასე უნდა თქვა ჩვენს შვილზე?-გაიცინა და მხარზე მიარტყა ხელი ბიჭს-არ მჯერა-თავს აქნევდა გოგო,შემდე კი ისტერიული სიცილი აუტყდა-შვილი..შვილი გვეყოლება-გაშტერებული ქრისტეფორე თაისას მიუახლვოდა,მის ქვემოთ დაიხარა და სიტყვები დიდი ძალისხმევის შედეგად წარმოთქვა:
-გვანცაზე მეურვეუბა მოგვანიჭეს,თაისა.
ტირილი ბედნიერებისა.
სიცილი სიხარულისა.
განცდა დედ-მამობისა.
და,უბრალოდ წრფელი და უსაზღვრო სიყვარული ერთმანეთისა.
2019წ,
------------------------------------------------------------------
პ.ს. დავასრულე ეს ისტორია ჩემო კარგებო.
გთხოვთ გამიზიარეთ თქვენი აზრი.
ვაიმე,ესენი როგორ მომენატრებიან ვერც კი წარმოიდგენთ.
ძალიან მიყვარხართ და მომენატრებით.



№1 სტუმარი სტუმარი eleonora

აუუ გული დამწყდა რომ ასრულებ :((( რა ვქნა როგორ მომენატრებიან ქრსი თაი ტასო დაჩი ნატი ამრო და სხვები. აუუ ძალიან კარგად დაამთავრე ეს ისტორია ყოჩაღ. შენ სტილზე უბრალოდ ვაბოდებ. შენი ხატოვანება. აუუუუუუუ მწყინს იცოდე. მაგარი ხარ. წერა არ შეწყვიტო. იცოდე შე.დეგ ისტორიას ველი! ხოდა დაჩი გამოაჩინე თავის თვალებით <3 ძალიან კარგი ხარ.

 


№2 სტუმარი kati

Ertad wavikitxe yvela tavi da zalian kargi iyo.kargad vixalise.

 


№3  offline მოდერი Someone wandering

სტუმარი eleonora
აუუ გული დამწყდა რომ ასრულებ :((( რა ვქნა როგორ მომენატრებიან ქრსი თაი ტასო დაჩი ნატი ამრო და სხვები. აუუ ძალიან კარგად დაამთავრე ეს ისტორია ყოჩაღ. შენ სტილზე უბრალოდ ვაბოდებ. შენი ხატოვანება. აუუუუუუუ მწყინს იცოდე. მაგარი ხარ. წერა არ შეწყვიტო. იცოდე შე.დეგ ისტორიას ველი! ხოდა დაჩი გამოაჩინე თავის თვალებით <3 ძალიან კარგი ხარ.

ვაიმე გაბადრული ვარ ჩემო საყვარელო.
ძალიან ძალიან დიდი მადლობა.
სტიმულია ეს კომენტარი ჩემთვის.
ვაიმე,როგორ მიყვარს ჩემი გასაოცარი მკითხველი. scream heart_eyes

 


№4  offline წევრი მე♥უცნაურე

თავიდან ისეთი აღფრთოვანებული ვკითხულობდი... ბოლოს კი რაღაც დამაკლდა... თითქოს იჩქარე და ისე არ გამოვიდა მთლად, როგორც წარმომედგინა. არადა მჯერა, რომ ცოტა მეტად რომ გქონოდა დრო, დასაწყისივით საუცხოოდ გაგრძელდებოდა და დასრულდებოდა...
ძალიან გავითავისე თაისას პერსონაჟი...
მომწონს დაჩი და ანასტასიაც.
გელოდები, როდის მოგივა ახლის მუზა... ამ ისტორიის მოლოდინიც კი მიყვარდა... მერე რა, რომ ზოგჯერ მავიწყდებოდა, რა მოხდა წინა თავში და ახლიდან ვკითხულობდი.
წარმატებები.

 


№5  offline მოდერი Someone wandering

kati
Ertad wavikitxe yvela tavi da zalian kargi iyo.kargad vixalise.

ძალიააან დიდი მადლობა გენაცვალე. heart_eyes

სტუმარი eleonora
აუუ გული დამწყდა რომ ასრულებ :((( რა ვქნა როგორ მომენატრებიან ქრსი თაი ტასო დაჩი ნატი ამრო და სხვები. აუუ ძალიან კარგად დაამთავრე ეს ისტორია ყოჩაღ. შენ სტილზე უბრალოდ ვაბოდებ. შენი ხატოვანება. აუუუუუუუ მწყინს იცოდე. მაგარი ხარ. წერა არ შეწყვიტო. იცოდე შე.დეგ ისტორიას ველი! ხოდა დაჩი გამოაჩინე თავის თვალებით <3 ძალიან კარგი ხარ.

ვაიმმეე ძალიაან დიდი მადლობაა ჩემო საყვარელო.
სტიმულია ეს კომენტარი ჩემთვის.
როგოორ მიყვარს ჩემი გასაოცარი მკითხვეელი.
დიდიიი მადლობაა კიდევ ერთხელ. heart_eyes

 


№6 სტუმარი Mari

Armindoda rom damtavrebuliko isetii kargi ikoo❤❤ abaa gelodebit aseti kargi istoriebitt ❤ ratkmaunda asrtii situaciebitacc ❤❤❤

 


№7  offline წევრი დარინა

აუ სულ არ მინდოდა რომ დასრულებულიყო, მე ამ ორი გიჟის გარეშე ვეღწარმომიდგენიაა, ისე შევეჩვიე და გავითავისე მათი ყველანაირი ქცევები თუ გრძნობები, განსაკუთრებით მიყვარდა ამათი გიჟობები და ერთმანეთზე ნერვების შლა, იმედია ახალი ისტორიით მალე დაგვიბრუნდებიიი.

 


Au rakargi ikoo❤ rogor momenatreba chemi bichi ❤

 


№9  offline ახალბედა მწერალი ტომაჩკა

ქრისტეფორე მოვარჯულეთ და ესაა ყველაზე მთავარი joy ❤️❤️იცი ისედაც ჩემი აზრი და წარმატებები ველოდებით მალე ახალ ისტორიას❤️❤️❤️❤️

 


№10  offline წევრი Painter

ველოდი კიდეც ასეთ ბედნიერ დასასრულს... საერთოდ ვგიჯდები და უპირატესობას ბედნიერ დასასრულებს ვანიჭებ. შენც იცი რომ მეც ვბედნიერდებოდი ამ წყვილის "ყურებისას" (გონებაში) და გამიხარდა ასეთი საყვარელი ბედნიერი და შესაფერისი დასასრული <3 ალბათ მალე დაბრუნდები ახალი ისტორიებით ასე რომ წარმატებები <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent