შეშლილი მერი "მეორე თავი"
_რთულია როდესაც გიწევს სრულიად ახალ გარემოს შეეგუო, უცნობ ადამიანებთან საერთო ენა გამონახო და შენც ისეთივე ტემპით გაჰყვე ახალი ცხოვრების დინებას როგორც მიედინება...ყველაფერი ყოველთვის ისე მარტივად არ ხდება როგორც გვინდა. ბევრ სურვილზე გვიწევს უარის თქმა, ხშირად გვიწევს ვაკონტროლოთ სიტყვები, გვინდა მაგრამ არ შეგვიძლია ვაკეთოთ და იძულებულები ვხდებით ჩვენი სურვილების საწინააღმდეგოდ ვიმოქმედოდ. ეს ჩემთვის იგივე სუიციდია...დიახ, სუიციდი მხოლოდ თვითმკვლელობა არაა..სუიციდია საკუთარი აზრების, სურვილების და მისწრაფებების უგულვებელყოფა..ეს ყველაზე მეტად მტანჯველი და მტკივნეულია..ნელ-ნელა გფიტავს და სულიერად გაუძლურებს..ყოველთვის იმას ვერ იტყვი რისი თქმაც გინდა,იმას ვერ გააკეთებ რისი გაკეთებაც მთელი გულით გინდა, მართალია ხშირ შემთხვევაში სულ იმას ვამბობ რასაც ვფიქრობ, მაგრამ მივხვდი რომ საკუთარი თავისთვის ზიანი მომაქვს მხოლოდ იმის საუბრით და იმის კეთებით რაც მინდა.. ალბათ იფიქრებთ რატომ არ უნდა გააკეთო ის რაც გინდა, თუ კი ის შენ ბედნიერებას მოგანიჭებსო..მართალია რატომ არ ვაკეთებთ? ხშირად ჩვენს სურვილებზე ძლიერი ჩვენი პრინციპები და მორალური ფასეულობებია რასაც ვერ გადავაბიჯებთ და ამის გამო ვხდებით იძულებულები უარი ვთქვათ რაღაცეებზე, ავიტანოთ, მოვითბინოთ, გავუძლოთ.. მოკლედ ჩემი ქადაგებით თავს აღარ მოგაწყენთ და განვაგრძობ ჩემი ისტორიის მოყოლას.. მეორე დღე დიდი შემართებით დავიწყე. ორი საათით ადრე მოვემზადე და დავიწყე ოთახში წინ და უკან სიარული. ეს დროც ზუსტად მაშინ იწელება ყველაზე მეტად როცა გინდა სწრაფად გავიდეს. ხელჩანთა ავიღე და პირველი სამუშაო დღის დასაწყისისკენ გავსწიე. კარების შეღებისას ხელი ამიკანკალდა და ფერდაკარგული შევაბიჯე. -მერი არა? ახალი სტაჟიორი -დიახ _ხელი გავუწოდე და ინტერესით ავათვალიერე -მერი მე დათო დიასამიძე ვარ, დღეიდან ჩემი სტაჟიორი იქნები _გამიღიმა და გამოსაცვლელი ოთახისკენ მიმითითა -წამოდი ფორმა მზადაა და გამოიცვალე _მეც თავისქნევით დავყევი მის ბრძანებას და ჩემთვის სრულიად არაკომფორტული და მოუხერხებელი ფორმა მოვირგე. უკმაყოფილება აშკარად მესახებოდა სახეზე და გამოსვლისთანავე ჩემი დანახვისას დათომ გულიანად გაიცინა -უკაცრავად და რა გაცინებთ? -პატარა ქალბატონო შენ სულ ასე იცვავ ხოლმე ტასაცმელს? _ვერ მივხვდი რას გულისხმობდა და საკუთარი თავი ავათვალიერე. აღმოჩნდა რომ მაისური უკუღმა ჩამიცვავს და წინსაფარიც ისე ამიკრავს.. უხერხულად გავიღიმე და გასახდელში შევბრუნდი. მალევე გავისწორე და ახლა აშკარად უფრო მეკომფორტულა ეს ფორმა. -ახლა ბევრად უფრო გიხდება _თვალი ჩამიკრა და რესტორნის შესასწავლად წინ გამიძღვა. გიდის ფუნქცია მოირგო და დაწვრილებით ამიხსნა სად, რა და როგორ უნდა მეკეთებია. საუბარში მივხვდი, რომ ძალიან კარგი ბიჭი უნდა ყოფილიყო. ფიზიკურად საკმაოდ სიმპატიური, ქერა და ცისფერთვალება იყო. ძალიან საყვარლად მიღიმოდა და თვალებს საყვარლად აფახურებდა. პირველ დღესვე გამოვავლინე ჩემი მოუხერხებელი ბუნება, სველ იატაკზე გემრიელად გავიშხლართე და ხელიც გემრიელად ვიტკინე. დღის დასასრულამდე მეტი არაფერი მომხდარა უფლის წყალობით შინ მშვიდობით მოვაღწიე, მობილური ავიღე და ბებოს დავურეკე ახალი ამბების მოსაყოლად: -ბებიკო როგორხარ? -კარგად შვილო შენ რავახარ? რავა მიგდის საქმები? -კარგად ბები კარგად, მუშაობა დავიწყე. -დედა რატო ვარ ცოცხალი, რაფერ შეიძლება, მამჭერი ხო თავი -რაიყო ბები ვმუშაობ ხალხს კი არ ვკლავ -რას იტყვიან ერთი ბოვში ყავდათ და ისიც ვერ შოუნახიათო? რა გოუჭირდათ მაგის ფასიო არ იტყვიან? დედა რატო ვარ ცოცხალი. -დაწყნარდი ბები არავინ არაფერს იტყვია -იცოდე ბებო ღამით მარტო არ იხეტიალო ქუჩა-ქუჩა. დოუფიქრდი და დაკვირვებულად მეიქეცი, არ მომჭრა თავი და არ დამაქციო თლა. -არ გცხვენია ბებო? როგორ შევარცხვენ შენს სახელს..ბაბუ როგორაა? მომენატრეთ ძალიან -რავა იქნება? ქე წვალობს და ჯახირობს. ორი ძროხა მომითრია კიდე მეზობელი რომ მყავს მაყვალა იმას გამოართვა და დაკანკალებს თავზე. ჭირი გოუჩდა ქათმებს და მეც გავყევი კიღამ ჯავრით. ვართ ასე რას ვიზავთ სხვას. -უი რასამბობ ბებო -რასამბობ თორე გეწყინა მაი ამბავი. თქვენ ახალგაზრდები ტაშ-ფანდურაზე ხართ გადასულები და ჭირიდა მაი უბედურობები რაში გენაღვლებათ. ამკვირაში რაღაცეები მინდა გამოგიგზავნო, მივკონკ-მოვკონკე პაწია რაცხები და ჯუმბერის გამოვატან როწამოვა. -კარგი ბებო არ შეწუხდე -თქვენთვის ვშრომობ შვილო თვარა მე აქანა ერთ ღინღალ ჭადზე გედევივლიდი, რათ მინდა ამდენი ამბავი თუ არაფერი გარგე მაქანა. -ჩემი საყვარელი ბებიკოო, გავიქეცი ახლა დავიძინებ. ბაბუ ჩამიკოცნე. -კაი აბა შენიცოდე. გკოცნით ბევრს გვიყვარხარ და გვენატრები. _ასე დასრულდა ჩვენი დიალოგი, საშინლად უყვარს ბებიაჩემს ბევრი საუბარი და თუ არ შეაჩერე თვითონ მთელი დღე დაუსრულებლად მოყვება სოფლის ამბებს.. როგორც შევამჩნიე ჩვენს რესტორნას უმეტესად უცხოელი ტურისტები სტუმრობენ..მიუხედავ იმისა, რომ ძალიან კარგად ვიცი რუსული, ინგლისური, თურქული და გერმანული საშინლად მეზიზღება სხვა ენაზე საუბარი..პირველივე კლასიდან დავყავდი მშობლება რეპეტიტორებთან უცხო ენების შესასწავლად.. "რაც მეტი ენა იცი მით მეტი კაცი ხარო" მიმეორებდნენ მუდამ და სხვა გზა ფაქტობრივად არ მქონდა. 7წელი დავდიოდი ცეკვაზე, სამი წელი გიტარაზე, 2 წელი დრამზე და არასდროს მქონდა დრო. მხოლოდ ერთი კვირა დღე მქონდა თავისუფალი და ისიც ყოველთვის დასვენებისთვის და ძალების აღდგენისთვის მჭირდებოდა. დიდი სამეგობრო წრით არასდროს გამოვირჩეოდი. ყოველთვის მაკლდა და ეს ფაქტი სულ მტანჯავდა. ძილი ვერ მოვახერხე, ავდექი და ეზოში ჩასვლა გადავწყვიტე. ლიფტი გამოვიძახე და კედელს ავესვეტე. გვერდითა სახლიდან ბიჭი გამოვიდა, ყურადღება არც მიმიქცევია სანამ ლიფტში მისი სუნამოს საოცარი სურნელი არ ვიგრძენი. ინსტიქტურად გავხედე და საოცარი შავი თვალები შემეჯახა. აზროვნების უნარი დავკარგე, შავ თვალებზე მეკეტება, სუნთქვა მეკვრის და გული მიჩქარდება ყოველთვის.. არც დავფიქრებულვარ ისე უეცრად ვაჯახე -შენია? _დაბნეულმა გამომხედა, ღიმილნარევი სახე მომაშტერა და ინტერესით დამიწყო ყურება -თვალები შენია? -არა ჩამიდეს _გულიანად გაიცინა და მაშინ მოვედი აზრზე რა უაზრო შეკითხვა დავუსვი -უკაცრავად, ვიგულისხმე ლინზები ხომ არ გიკეთიათ მეთქი. -არა ჩემია _ისევ გაიცინა და კიდევ კარგი ლიფტის კარიც გაიღო თორე ალბათ მეტს ვერ გავუძლებდი და რამე სისულელეს ისევ წამოვროშავდი. ჰო თქვენთვის არ მითქვამს რომ ჩემ თავთან საუბარი მიყვარს. არა გიჟი არ ვარ. უბრალოდ ჩემ შინაგან მეს ხმამაღლა ვცემ ხოლმე პასუხს და ასე ვმართავთ დიალოგებს. ვცდილობ ხალხმრავლობაში არ ვესაუბრო და დავაიგნორო ვინმეს მართლა გიჟი, რომ არ ვეგონო და ფსიქიატრიულში არ მიკრან თავი. ეზოში ჩასვლისთანავე სკამზე ჩამოვჯექი, გარემოს თვალიერება და მორბენალი ბავშვების ყურება დავიწყე. ჩემი შავთვალაც შევნიშნე ვიღაც გოგოს ეხვეოდა და სურვილი გამიჩნდა რაღაც მესროლა პირდაპირ თავში. "ჩემი" ეს ისე დავამატე. იმდენად საოცარი თვალები ჰქონდა აღარც დავკვირებივარ აღნაგობაზე. არც აღნაგობა ჰქონია დასაწუნი. ნუ მოკლედ გარეგნულად ისეთი ბიჭია როგორებიც მომწონს. ფიქრების გასაქრობად თავი გადავაქნიე და სახლისკენ წამოვედი. -ეიი ჟღალო _უკნიდან მოსული ხმა ჩემს ნერვულ სისტემას პირდაპირ წამში მოხვდა, ჩართული ნეირონიდან მთელს ნერვულ სისტემას მოედო და აფეთქებამდე აღარაფერი მაკლდა. ვერ ვიტან როდესაც ჟღალს მეძახიან ან თუნდაც წითურს. -მერი მქვია მერი _დავიყვირე და შებრუნებისთანავე ისევ იმ კუპრივით შავ თვალებს გადავაწყდი. -ვაა მაგარია, მე გაგა მქვია. -რატომ მეძახდი? -როგორც მივხვდი ერთ სართულზე ვცხოვრობთ არა? -ვაა და მაგას მიხვდი? საოცრებაა პირდაპირ. -ნუ მეცინიკოსები _ გამიღიმა და ეს ღიმილი უკვე ჭკუას მირევდა. -ეს ისე უბრალოდ -მარტო ცხოვრობ? -კი შენ? -მეც -როცა მოგინდება შეგიძლია მესტუმრო, გამიხარდება. -გავითვალისწინებ _ოდნავ გავიღიმე და ლიფტისკენ წავედი. საკმაოდ გვიან იყო, სამსახურში ადრე უნდა წავსულიყავი და პირდაპირ დასაძინებლად გავემზადე. სტაჟირების მეორე დღეც დაიწყო. ნელ-ნელა თანამშრომლებს ვიცნობდი, ყველამ ძალიან კარგი შთაბეჭდილება დატოვა ჩემზე და ძალიან კმაყოფილი დავრჩი.დღემ მშვიდად ჩაიარა თუ არ გავითვალისწინებთ იმას რომ მენეჯერს პირდაპირ პომიდვრიანი კემბრო დავაცალე თავზე.. ჰო პირდაპირი მნიშვნელობით. მაცივრიდან ვიღებდი კემბროს როდესაც დაიხარა და ქვედა უჯრიდან სოუსების გადმოლაგება დაიწყო. ჩემი მოუხერხებლობის წყალობით კემბრო ხელიდან გამიცურდა და პირდაპირ თავზე დაეყარა პომიდვრები.. ისეთი მზერით ამომხედა სიკვდილი მერჩივნა. ბოდიშებს ვუხდიდი ცოტა მაკლდა და ტირილს დავიწყებდი. -ცოტა მეტი ყურადღებით მერი! -ძალიან დიდი ბოდიში, არ მინდოდა მაპატიეთ რა. -კარგი შემთხვევით მოხდა, უფრო ყურადღებით იყავი მომავალში. _გამიღიმა და გასახდელისკენ წავიდა. -ოხხ მერი რა იდიოტი ხაარ!! როგორ მოახერხე მთელი კემბრო პომიდვრის თავზე დაყრა? -ვის ელაპარაკები? _უკნიდან დათოს ხმა მომესმა, გაოცებული მზერით მიყურებდა და ირგვლივ თვალებს ატრიალებდა. -ჩემ თავს -რაა? კარგად ხარ? -კი კი. ასე ველაპარაკები ხოლმე არ მომაქციო ყურადღება. -ისიც გელაპარაკება ხოლმე? -ხო აბა მართლა ისე კი არ ვლაპარაკობ. _მგონი ზედმეტი ვიბოდიალე და ამას მაშინ მივხვდი როდესაც შეშინებული სახით მიყურებდა, სიტუაციის გამოსასწორებლად კი საუბარი განვაგრძე. -იცი დანიელს პომიდორი დავაყარე თავზე _ხელები ერთმანეთში ავხლართე და საწყალი თვალებით ავხედე -რა ქენიი? ვერ გავიგე ხო კარგად? -ჰო სამწუხაროდ.. -ვაიიმე.. როგორ გადაურჩი? მაგის გაბრაზება ატომური ბომბივით როა იცი? -ადვილად გამოვძვერი ანუ? -აწი მეეჭვება კიდევ გამოძვრე. ფრთხილად იყავი. _მხარზე ხელი დამკრა და მომხმარებლებისკენ წავიდა.. სახლში შესვლისთანავე ფეხსაცმელები ჰაერში ვისროლე და მოწყვეტით დავვარდი ლოგინზე. განა ვიღლები ასე ძალიან, მაგრამ არც ადვილი არაა მუშაობას მიუჩვეველი ასე ერთიანად დაწყება..ფეხები საშინლად დაბუჟებული მქონდა. მეგონა ჭიანჭველები მოდიოდნენ და მთელ სხეულში იფანტებოდნენ. კარზე ზარის ხმა გავიგე და გაჭირვებით წამოვდექი. -ვინ არის? -მე ვარ -ვინ შენ -გაგა -ააა ჰოო.. _ კარი გავაღე და რას ვხედავ..რამდენიმე წამი თვალებს არ ვუჯერებდი -მგონი დღევანდელი დღისთვის უკვე ზედმეტია.. _დავიყვირე და თვალები დავხუჭე, ვიფიქრე ჩემი ფიქრები უკვე ზედმეტებში გადასულიყვნენ და დრო იყო გამექრო. თვალები გავახილე და ისევ იგივე სურათი დამხვდა.. ნახევრად შიშველი გაგა ქაფით სავსე ჩემს კართან ასვეტებულიყო -ეს რა ჯანდაბაა? ბედი დამცინის თუ შენ მეკაიფები? -დამეხმარე რა. სააბაზანოში წყალი გაფუჭდა და ასე დავრჩი. გთხოვ შენთან გადავივლებ რა. -კარგი ხო შედი. _ღმერთი აშკარად დამცინის. ხელები მაღლა ავღმართე და ოთახში შეშინებულივით გავიქეცი.. რა დროს გავიდა სახლიდან არ გამიგია, ემოციებით და მუშაობით გადაღლილს მკვდარივით ჩამეძინა.. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.