სულის ტკივილი დამიტოვე მარიამ.მესამე ნაწილი 3 თავი.
– ანა სად ხარ? - სახლში ვარ ბექა. – როგორ შეგიძლია ამის გაკეთება,როგორ შეგიძლია ასეთი უგულო იყო. - რა მოხდა ,რატომ ხარ გაბრაზებული.იდგა ანა და გაოცებული უცქერდა ლუკას რომელსაც ვერ გაეგო რა მოხდა. - არ უნდა დაგერეკა და არ უნდა გაგეგო სად ვარ,ან როდის დავბრუნდები? - ხომ მითხარი დღეს ვერ მოვალო გუშინ წასვლისას,დღეს კი გელოდები. - მაშინ კარი გააღე და მომეხმარე.ანამ კარი გააღო და ბექა უზარმაზარი კალათით შემოვიდა სახლში,ანამ აათვალიერა ბექა და შემდეგ უთხრა. - ბექაააააა ყარხარ,სასწრფოდ დაიბანე თორემ გაგშორდები. - ღმერთო შენ მიშველე,სახლში ვარ და გინდა გამშორდე,სახლიდან გავალ და ვერ ძლებ უჩემდ,რადგან დავაპირებ თუ არა გართ წასვლას მალე დაბრუნდიო ამბობ,ამიტომ ანა საყვარელო დაადგინე ბოლო-ბოლო რა გინდა და როდის მშორდები. - დედა რა სუნია,ამ კალათში რა არის.კართან დადგმულ კალათს ფეხი მიარტყა ლუკამ,ბექამ გაბრაზებულმა შეხედა შვილს და უთხრა. - რა სუნია,მე თქვენზე ვიზრუნე და სოფლის ნატურალური ნობათი ჩამოგიტანეთ,ხელები დამიგრძელდა ეს მძიმე კალათი აქამდე მომეტანა და შენ რა სუნი არისო? რა არ მოგეწონა ერთი ამოალაგე და ნახე თავად. - კალათს არ უდის სუნი,სუნი შენ გიდის მამა,სად იყავი ან ეს რა არის. შარვალზე მიუთითა ლუკამ და თან ცდილობდა არ გასცინებოდა.ბექამ გაბრაზებული მზერა მოავლო ორივე დედა-შვილს და სააბაზანოში შევიდა,ცოტა ხაში კი კალათას ალაგებდა და ბუზღუნებდა. - უტვინობი და უმადურები.ცოტა ხაში ბექას ტელეფონმა დარეკა და ანამ უასუხა. - მშვიდობით მიდი სახლში ძვირფასო? მოესმა ანას ქალის განაზებული ხმა და თვალებ- გაფართოვებულმა შეხედა ბექას,ბექას არ მოეწონა ანას უეცარი შეცვლა და ანიშნა ვინ არისო,ანამ კი ტელეფონი გათიშა და ბექას მიუბრუნდა. - ვინ იყო ეს ქალი ძვირფასოთი რომ მოგმართა. - მე რა ვიცი,მაჩვენე რა ნომერია.ანამ ტელეფონი მისცა და ბექამ გაოცებულმა თქვა. - არ ვიცნობ,უცხო ნომერია ალბად შეეშალათ. - კარგი დაგიჯერებ,მაგრამ გადავამოწმებ. - რას იზამ,გადაამოწმებ?შენ რა ჩემი არ გჯერა? - ნუ დაიწყებთ ისევ კამათს,თორემ ერთ დღეს ყელში ამომივა თქვენი კამათი და სახლიდან ისე წავალ თქვენ ცრემლიც კი ვერ შემაჩერებს და როცა შვილიშვილი გეყოლებათ არ გაღირსებთ მის ნახვას.დავიღალე უკვე თქვენი საქციელით,დავიღლეეეეეე.იღრიალა ლუკამ და ჯერ ანას შეხედა და მერე ბექას ისინი კი გაოცებულები უცქერდნენ ლუკას. - შენ რა თქვი,შვილიშვილიო? მე,მე შვილიშვილი მყოლება? ანა გესმის,მე ბაბუა გახდები.ანასთვის ისეთი მოულოდნეი იყო ეს ყველაფერი ლუკას უხმოდ აუარა გვერდი და ეკატერინესთან შევიდა საძინებელში. - შვილო ეს სიმართეა? ეკატერინეს გაეღიმა,მუცელზე ხელი დაიდო და ღიმილით უთხრა ანას. - ჯერ სულ პატარა ვარ ბებო,მაგრამ მალეგ ავიზრდები და რამდენიმე თვეში გესტუმრებითანამ სიხარულისგან არ იცოდა რა გაეკეთებინა და ყველას დაურეკა,ვახო და მართაც ესტუმრათ.დიდ მეგობრულ ოჯახში მარიამის პატარას გარდა კიდევ ორ პატარას ელოდებოდნენ.გიორგი ღიმილით დადიოდა სახლში,მაგრამ ღიმილი სახიდან გაუქრა როცა მარიამის ცივი კივილი მოესმა. - დედაააა,მიშველეეეეე.გიორგიმ და მარიამ მაერთმანეთს შეხედეს ფერდაკარგულებმა და ორივე მარიამის ოთხში შევარდნენ,მარიამი ცდილობდა ძლიერი ყოფილიყო და ანდრეას ეყრდნობოდა,მაგრამ საშინელი მოვლითი ტივილები ჰქონდა და გიორგიმ აიყვანა ხელში,სულ მალე კი ყველა საავადმყოფოში იყვნენ.ყველა ნერვიულობდა,მაგრამ გიორგი და მარიამი ერთ ადილზე ვერ ჩერდებოდნენ.უეცრად მარიამმა რატის შეხედა და უთხრა. - უნდა შევიდე,უნდა დავესწრო. - მარიამ დამშვიდდი. - არა,ვერ დავმშვიდდები იქ უნდა ვიყო და გთხოვ შემიყვანე რატი. - დამშვიდდი ყველაფრი კარგად არის და ნუ ხარ პანიკაში.მარიამიც და ბავშვიც ორივე კარგად იქნებიან,გთხოვ თავი ხელში აიყვანე.უთხრა გიორგიმ მაგრამ თავად უარეს მდგომარეობაში იყო.რამდენიმე წუთში კი ექიმი გამოვიდა და ღიმილით უთხრა გიორგის. - გილოცავთ პატარა რუსოს დაბადებას,ჯამრთელი ბავშვია და დედაც კარგად არის.გიორგის გული აუფრიალდა და რამდენიმე წამი თითქს სუნთქვაც კი შეუჩერდა,შემდეგ კი მარიამს შეხედა და თქვა. - რუსო? პატარა რუსო გვყავს? - დიახ,რუსო გვყავს.ღიმილით დაეთანხმა მარიამი. - შენ იცოდი რუსოს რომ არქმევდა? - არა,არ ვიცოდი.სიმართლე გითხრა არ დამისვას კითხვა თუ რა სახელი ჰქონდა მოფიქრებული,ეს მისი გადაწყვეტილებაა და დარწმუნებული ვარ დიდ რუსოს ძალიან გაეხარდება. -მე კი ისევ მარიამი მქონდა გულში,ასე ვფიქრობდი რომ სახელი მარიამი თაობიდან თაობას გადაეცემოდაჩვენს ოჯახში ეს ისერგორცსაგვარეო განძია. - არა,კარგია რომ რუსო დაარქვა გილოცავ საყვარელო,ჩვენ უკვე შვილიშვილი გვყავს.გიორგიმ მარიამი გულში ჩაიკრა და შემდეგ სიხარულით სავსემ სახლში დარეკა.სახლში რუსო და გოგი ძალიან ნერვიულობდნენ,რუსო სამზარეულოში იყო ტელეფონის ხმა რომ გაგონა და არც დაფიქრებულა მის ასაკზე ისე გაიქცა ტელეფონისკენ და აკანკალებული ხმით იკითხა. - როგორ ხართ შვილო,მარიამი.............. - გილოცავთ დედა,ჩვენ პატარა რუსო გვყავს. - რუსო? რუსო დაარქვა? - ეს თავად მარიამის გადაწყვეტილებაა,ჩვენც ახლა გავიგეთ. - გოგი,სად ხარ მოხუცო,გესმის?მკვირცხლად გაიქცა რუსო რადგან გოგისთვის ეთქვა ახალი ამბავი. - აქ ვარ,რუსო დარეკა გიორგიმ? - დარეკა,დარეკა და იცი ვინ დაიბადა? პატარა რუსო დაიბადა,გოგი პატარა რუსო გვყავს. - მადლობა ღმერთს ყველაფერი კარგად არის,გილოცავ საყვარელო.იმ ღამით ყველამ დალია,დილით ბექამ ადგა და კარგი ნოყიერი საუზმე მოამზადა,ანა გაოცებული უცქერდა სამზარეულოში მოფუსფუსე ქმარს და გიორგის დაურეკა. - რა მოხდა,ანა გთხოვ ის არ მითხრა ვიჩხუბეთ და სახლიდან მივდივარო. - არა,მაგის გამო არ გირეკავ.გაბრაზებული ხმა ჰქონდა ანას და გიორგი საწოლზე წამოჯდა. - აბა რატომ მირეკავ. - რა უქენით ჩემს ქმარს. - რა ვუქენი შენს ქმარს მე? რას გულისხმობ ანა. - სოფლიდან დაბრუნებული ჩემს სახლში სულ სხვა ადამიანი დადის,ჩემი ქმარი სად დატოვეთ გიორგი და ეს ვინ არის აქ. - აააააა,შეცვლილია? - ძალიან და ეს არ მომწონს. - მიეჩვევი ახალ ბექა და ასე ნუ განიცდი,ნუ ნერვიულობ.ბექამ ყველაფერი რაც მოამზადა მაგიდაზედააწყო და შემდეგ ლუკას ფრთხილად მიუკაკუნა. - შემოდი დედა.მოესმა ლუკას ხმა და კარი შეაღო. - დილის საუზმე უკვე მზად არის,შვილო ადექით პატარას მოშივდებოდა. - მამა? საუზმე შენ მოამზადე? დედა სად არის. - სახლშია შვილო,მაგრამ პატარაზე კარგად უნდა ვიზრუნოთ,დედაშენს ლაქი გაცვდება ფრჩხილებზ.ლუკამ და ბექამ ორივემ გულიანად გულიანად გაიცინა და ოთხივე მიუსხდენ მაგდას.რამოდენიმე დღე ანა უცნაური იყო,უხასიათოდ დადიოდა და ყველას უმიზეზოდ უბრაზდებოდა.გიორგის უცნაურად მოეჩვენა ანას ქცევები და უთხრა. - რა გჭირს,ანიჩქა ბებიას როლში თავი არ მოგეწონა? - შემეშვი,არ ვარ ხასიათზე. - კარგი,კარგი მაგრამ თუ დაგჭირდე მისამართი იცი.ანამ გოგოებს დაურეკა და შეხვედრა სთხოვა,მაგრამ არა სახლში,არამედ თავიანთ ძველ კაფეში. - რა მოხდა,ანა კარგად ხარ? აქ რატომ მოგვიყვანე.კითხვები დააყარა ყველამ და ანას ცრემლი მოერია. - გოგოებო,არ ვიცი მაგრამ შეგრძნება მაქვს თითქოს ბექა მღალატობს. - რააააა,ბექა? იყვირა კარინამ. - შეუძლებელია,რაღაც გეჩვენება.უთხრა მარიამმა. - არ გღალატობს,სიმართლეს მე გეტყვი.უთხრა ანას ქეთიმ და სოფელში რა გადახდა ბექას როგნეტასთან ყველაფერი მოუყვა.ანამ ბევრი იცინა და შემდეგ მაინც ეჭვნარევი ხმით კითხა ქეთის. - ქეთი მართლა ასე მოხდა და სხვა არაფერია? - სხვა არაფერი საყვარელო,მხოლოდ ეს და ისე მოიქეცი თითქოს არაფერი არ იცი. - კარგი,ახლა ვიცი რასაც გავაკეთებ. - კარგად ვიცინეთ,თქვენთანაც კარგია ყოფნა მაგრამ უნდა წავიდე მარიამი მელოდება. - საღამოს მეც შევუვლი,მანამდე საქმე მაქვს.უთხრა ანამ მარიამს და სახლამდე ღიმილით მივიდა,კართან მისულმა კი სერიოზული სახე მიიღო და სახლში შესულს ბექას ხმა შემოესმა. - მოვიდა და რა სახე აქვს,არ გამოელაპარაკოთ. - მამა რატომ გინდა ააყვირო,არ დაიწყოთ რა. ბექამ ლუკას თვალი ჩაუკრა და ანას დაუძახა. - სად იყავი საყვარლო,დაგაგვიანდა. - როდის მერე აკონტროლბ ჩემს სახლში მოსვლას,მის მერე ხომ არა რაც უცხო ნომრიდან გირეკავს ვიღაც ქალი.ლუკამ გაოცებუმა შეხედა ბექას. - მამა? რას ნიშნავს დედას სიტყვები. - ნუ მიაქცევ ყურადღებას შვილო დედაშენის სიტყვებს,ანა ხომ გითხარი ვიღაცას შეეშალა ნომერითქო,მის მერე არც დაურეკავ არავის იმ ნომრიდან - არ ვიცი,შესაძლებელია ჩემი ხმა არ მოეწონა ვინმეს ან შენ გააფრთხილე,მე დაგირეკავ შენ არ დარეკოო.უკვე მადა დამიკარგა შენმა უაზრო ქცევებმა,თავად ივახშმე გემრიელად მე ვიძინებ. - მე და ეკატერინეც გავდივართ,შესაძლებელია არ დავბრუნდეთ ამ ღამით,მაგრამ თუ ერთმანეთის დახოცვა გაქვთ გადაწყვეტილი რამე მომწერეთ რომ მივხვდე,თორემ დილით სისხლის გუბეში რომ გნახოთ შემეშინდება. - წადი შვილო წადი გაერთე,მამაშენი მის ასაშიც კარგად ერთობა,ვინ იცის სად და ვისთან ერთად.ლუკას ჩაეცინა და კატერინესთნ ერთად სახლიდან გავიდა,მაგრამ გასვლისას ანას უთხრა. - არ გიხდბა დედა ეჭვიანობა. - წადი,გზას დაადექი და ჩუმად იყავი.ანამ თვალი ჩაუკრა ლუკას და ღიმილით გააცილა შვილი,შემდეგ კი ოთახში შევიდა და დაწვა,ბექამ ვერ გაუძლო სახლში გამეფებულ სიჩუმეს და ანასთან შევიდა ოთახში. -გინდა რამე მოგიტანო? - დამასვენე,ეს საკმარისია ჩემთვის. ბექამ საწოლზე ჩამოუჯდა ანას და ღრმად ამოისუნთქა. - რა გჭირს,რა სიმძიმე გადევს გულზე ღრმად რომ სუნთქავხარ. - სული მტკივა. - რატომ? - რატომ? ისე უგულოდ მეკითხბი სახეზე გემჩნევა რომ აღრ გაინტერესებ,ანა მოდი გულახდილად ვისაუბროთ,ვინმე გყავს? - მყავს,რა თქმა უნდა მყავს.ბექამ გაბრაზებულმა შეხედა ანას და უთხრა. - ვინ გყავს,ვინ არის. - ვინ უნდა იყოს თუ არა ჩემი იდიოტი ქმარი და ჩემი შვილი მისი ცოლით. - ეს გამოდის რომ ისევ გიყვარვარ? ანა ხომ გიყვარვარ.ანამ ბექას შეხედა და უთხრა. - ჩემს გვერდით თმა გაგითეთრდა და ახლა გგონიასადმე გაიშვებ,სხვას ვაჩუქებ შენს თავს?რა თქმა უნდა მიყვარხარ და დღემდე მაგიჟებს შენი ეს გამოხედვა. - ჩემი ანა,ჩემი სული და ჩემი გული.უთხრა ბექამ და ანას მოეხვია,მაგრამ მათი სიხარული სულ რაღაც 5 წუთში დაიმსხვრა,გაქრა ბედნიერი წუთებიც,როცა ბექას ტელეფონზე ისევ უცხო ნომერი დაფიქსირდა,ანას შეხედა და ტელეფონს გაუბედავად უპასუხა. - გისმენთ. - გამარჯობა და ბოდიში ამ დროს რომ გაწუხებთ,მაგრამ თქვენი ნომერი თქვენმა მეუღლემ მომცა. - ჩემმა მეუღლემ? ბექამ ანას შეხედა,მაგრამ ანამ ანიშნა მე არაფერი არ ვიციო. - დიახ,დიახ. - ვინ ბრძანდებით.სიამამცე მოემატა ბექას. - მე უძრავ-მოძრავი ქონების მაკლერი ვარ,თქვენს მეუღლეს მთაწმინდაზე მოეწონა სახლი,მაგრამ უნდა რომ თქვენც ნახოთ და როდის შეძლებთ ნახვას. - რა მაკლერი,რა სახლი ჩემი მეუღლე ჩემს გვერდით არის და თქვენ ვინ მოგცათ ჩემი ნომერი.ბექა უკვე ძალიან გარაზდა და სერიოზული სახე მიიღო. - ქალბატონი როგნეტა. - ეს ქალბატონი ავადმყოფია და არც ჩემი მეუღლეა,აღარ შემაწუხოთ და არ დამირეკოთ. - ვინ არის,რა უნდოდა.შეკითხა ანამ მაგრამ ბექამ გაბრაზებულმა ქეთის დაურეკა. - ქეთი მაპატიე ასე გვიან რომ გირეკავ,მაგრამ რამე იღონე და ეს ავადმყოფი ქალი ჩამომაშორეთ. - რა მოხდა ბექა. - როგნეტა დადის და ბინას დაეძებს რომ ერთად ვიცხოვროთ,ყველა მაკლერს ჩემს ნომერს აძლევს რომ მე მისი ქმარი ვარ,ეს უკვე ზედმეტია ქეთი. - კარგი ნუ ნერვიულობ,მამიდას დავურეკავ და ვეტყვი.ბექამ ანას შეხედა,მაგრამ არაფერი არ თქვა და გაბრაზებული გავიდა სახლიდან,გიორგისთან წავიდა. - რა სახე გაქვს,რა გჭირს. - გიორგი გავიცინეთ ერთხელ და მეც თქვენთან ერთად ვიცინე,მაგრამ საქმე იქამდე მივიდა რომ შესაძლებელია ოჯახი დამენგრეს.გიორგიმ ბექას შეხედა და სერიოზულად კითხა. - რა მოხდა,ასეთი სერიოზული დიდ ხანია არ მინახიხარ. - როგნეტა დადის და ბინას დაეძებს და არა მარტო ეს,ყველას ეუბნება რომ მე მისი საქმრო ვარ. - მართლა? დაუჯერებელია ასე როგორ შუყვარდი ან ძალიან მიიტანა გულთან შენი ქალ-კაცობის ამბავი და უნდა კაცად გაქციოს,რა გულკეთილია რა სერჩი სიკეთის გაკეთება უნდა.გიორგიმ ისე გულიანად გადაიხარხარა,რუსომ გაოცბულმა შეხედა მარიამს. - ბექა მოვიდა და საუბრობენ.უთხრა რუსოს და თავადაც გაეცინა. - ნუ იცინი,გიორგი ნერვები არ მყოფნის და ყოველ ჯერზე როცა ტელეფონი დარეკავს შიშის ჟრუანტელი მივლის. - არა რა,ბედი უნდა ყველაფრს. - რა სინანული შემოგაწვა. - კაცი ვარო შენ უნდა თქვა. - რატომ? - ერთი ქალი სოფელში გყავს და მეორე კი ქალაქში,დაყავი ახლა ერთი საგარეო იყოს და მეორე საშინაო.ხარხარს არ წყვეტდა გიორგი და ბექას ნერვებზე თამაშობდა. - ნუ დამცინი და მიშველე რამე,ანას ყურამდე მივა და ამჯერად მართლა ვერ შემოვირიგებ. - მოიცადე სერიოზულად დავფიქრდეთ,მე ვფიქრობ უნდა ჩავიდეთ სოფელში და დაველაპარაკოთ,რომ უკვე ზედმეტებ მოსდის. - კარგი მე წავალ,არ მინდა ანასთან ისევ დამეძაბოს ურთიერთობა.ბექა წავიდა,ღამემაც მშვიდად ჩაიარა,მაგრამ დილით ანამ გააღო თუ არა კარი კართან სოფლის ნობათით დატვირთული დიდი კალათი დახვდა.დიდი გაჭირვებით შემოიტანა და ყველაფერი უხმოდ თავ-თავის ადგილზე მიინახა,სიამოვნებით მიირთვა სოფლის ნატურალური თაფლი კარაქთან ერთად და ღიღინით დატოვა სახლი,მაგრამ აქ არ დასრულებულა სოფლის სიურპტრიზები, ეს ყველაფერი ყოველ მეორე დღეს ხდებოდა,ერთ დილით კი ანას ნერვებმა უმტყუნა და იფეთქა. - ხმას არ ვიღებ ეს დღეებია,მაგრამ ხომ არ გეჩვენება რომ ეს ყველაფერი უკვე ძალიან ზედმეტია ბექა. ვინ არის და რა უნდა შენგან,რას დაპირდი. - არაფერს არ დავპირდი საყვარელო,ერთი ავადმყოფი ქალია ამბობს მინდა არ მინდა მასზე უნდა დავქორწინდე,ბინასაც დაეძებს რომ იქირავოს და ერთად ვიცხოვროთ თან მდიდრულ უბნებში,ყველა მაკლერს ჩემი ნომრი აქვს. - დავიჯერო ავადმყოფმა აქაც მოგაგნო? როგორ ფიქრობ დებილი ვარ? კამათში მთელი დღე მიილია და კომპანიაში არცერთი არ წასულა,იმ დღეს არაფერი თქვა გიორგიმ მაგრამ მეორე დღესაც რომ არ გამოჩდნენ დაფიქრდა და ალიკას დაურეკა. - ალიკა სად ხარ,თუ დრო გაქვს მიდი ბექასთან და ნახე როგორ არიან. - დაურეკე,არ გადის? - ორივეს გამორთული აქვს ტელეფონი და ვერ ვუკავშირდები. - ახლოს ვარ მათ ბინასთან და მივალ გიორგი.უთხრა ალიკამ და გიორგიც ნერვიულად ელოდა ალიკასგან ზარს,ძალიან გაიწელა ლოდინში დრო და უკვე მოთმინება დაკარგულმა ყველაფერი მიატოვა და წასასვლელად მოემზადა,რომ ალიკამაც დაურეკა. - სად ხარ აქამდე,როგორ არიან ან სად არიან. - არავინ აღეს კარს,დავურეკო ლუკას? - არა,არ ანერვიულო ბავშვეები მოვდივარ.გიორგიმ კომპაიიდან გასვლამდე გელას და ლაშას შეხვდა და მისი ნერვიულობის მიზეზი მათაც უთხრა,სამივემ ერთად წავიდა.შეშინებული გიორგი ხან ზარს აძლევდა კარზე,ხან აკაკუნედა,მაგრამ შიგნიდან არანაირი ხმა არ ისმოდა.მოულოდნელად ლუკა მოვიდა და გაოცებულმა შეხედა აფორიაქებულ გიორგის მაასც აუხსნა რაც ხდებოდა და ლუკამ საჩქაროდ გააღო კარი,მაგრამ სახლში ანა და ბექა არ აღმოჩნდნენ. - სად წავიდოდნენ ასე გაუფრთხილებლად.თქვა გიორგიმ და სხვებს შეეკითხა. - დაფიქრდით,სად შეიძლება წასულიყვნენ. - მოიცადეთ,ტელეფონში ვნახავ თუ მამას ჩართული აქვს მვაგნებთ სად არის.ლუკამ თავის ტელეფონით დაადგინა ბექას ადგილმდებარეობა და ყველამ იქ წავიდა,მაგრამ საოცრება ის იყო ყველა გაოცებული იდგა და უცქერდა მათ წინ მდგარ უზარმაზარ სახლს. - აქ რა უნდათ,ვისი ეს სასახლე ბექამ სახლი იყიდა და ჩვენ არ ვიცით?თქვა გიორგიმ და სახლში ულამაზესი ბაღის მხრიდან შევიდნენ.სახლში სამარისებული სიჩუმე იდგა,ლაშამ კიბეებს შეხედა მეორე სართულზე ასასვლელს და ალიკას თვალი უქნია,გამომყევიო.ორივემ წავიდა და ერთ-ერთი საძინების კარი ოდნავ ღიად იყო,ალიკამ შეიხედა და გოცებული დარჩა,ბექა და ანა ორივე დიდ უზარმაზარ საწოლში იწვა და ზემოდან თეთრი ზეწარი გადაეფარათ.იდგა კარებში ალიკა და უცქრდა შორიდან,ახლოს მისვს ვერ ბედავდა,რადგან მათ სიცოცხლის ნიშან-წყალი არ ეტყობოდათ,აკაკალებული და ფერდაკარგული ჩაირბინა კიბეები,გიორგიმ შეხედა ალიკას და გულზე ხელი მიიდო,მაგრამ თავს ძალა დაატანა და კიბეები დიდი გაჭირვებით აიარა,მათ საწოლს ფრთხილად მიუახლოვდა,ცრემლმორეული დაჰყურებდა ზემოდან ორივეს და სადაც იყო მთელი ხმით იღრიალებდა,მაგრამ შეხედა ბექა შეინძრა და თვალიც გაახილა,ანას გადახედა და ბედნიერმა გაიღიმა,მაგრამ მის თავთან მდგარ გიორგის რომ შეხედა შიშინებულმა იყვირა. - აქ რას აკეთებ ადამიანო გული გამიხეთქე,ან როგორ მომაგენი და როგორ შემოდით სახლში. - ორი დღე და ორი ღამე,ტელეფონი ორივეს გათშული გაქვთ,ამისშემდეგ თქვენ იქრობთ,რომ ნორმალურები ხართ? ლამის მთელი ქალაქი ფეხზე დავაყენეთ და თქვენ აქ რა საქმეებზე წამოსულხართ,სახლში ადგილი არ გეყოთ? შეგრცხვეთ,ორივს შეგრცხვეთ. - ამას რომ ვერსად ვერ დაემალები,აგენტი 007 ხარ.დაკეტილ სახლში ყველა პატარა ჭურჭუტანიდააც კი შედიხარ. - ხმას ნუ იღებ იდიოტო.უთხრა ლაშამ და ბალიში ესროლა თავში ბექას. - უნამუსოები ხართ,ერთი შეტყობინება მაინც გამოგეგზავნათ.დაუყვრა გიორგიმ და ბექასკენ გაიწია,მაგრამ ალიკამ გააჩერა. - დაკავებული ვიყავით და ვერ მოვიფიქრეთ,დროც არ გვქონდა. - ახლაც ხომ არ გაწუხებთ,წავალთ და გაიმეორეთ. - ნუ ღრიალებ ძინავს ჩემს პრინცესას. - უდარდელია და ნახე ხმაურიც არ აწუხებს ისე ღრად ძინავს.თქვა გიორგიმ მაგრამ ანამ ჯერ კიდევ თვალდახუჭულმა თქვა. - ძილშიდაც არ მასვენებს,აქაც მესმის მისი ყეფა. - ვისი,ვინ დაგესიზმრა საყვარელო. - ჩვენი ავჩალკა უფროსი. - თვალი გაახილე და შეხედავ ის ავჩალკა ძილში რომ ნახე,შენს თავთან დგას და საკბენადაა მზად.ანამ თვალი გაახილა,გიორგის გაუიმა და უთხრა. - მე მიჩვეული მყავს და არ მიკბენს,მხოლოდ მიღრენს.გიორგიმ გაბრაზებულმა შეხედა ორივეს და ოთახდან გავიდა.ანამ ადგა სადილი გაამზადა და ეკატერინემ ბექას ჩუმად უჩურჩულა. - დღეს რა დღეა დაგავიწყდა? ბექამ გაოცებულმა შეხედა და უთხრა. - რა დღეა,მართლა არ მახსოვს. - დღეს თქვენ ქორწნების 28 წელი შესრულდა,ახლა წახვალ და საჩუქარს უყიდი ანაბელს. - წამოდი ერთად წავიდეთ,მე არ მეხერხება მასეთები და შენ მომეხმარე,საღამოს კი სადმე გავიყვან. - კარგი წავედით.ორივე ფეხზე წამოდგა და ბექამ თქვა. - მალე მოვალთ,აქ დაგველოდეთ. - სად მიბრძანდები,ვერსად ვერ წახვალ რადგან რაღაც-რაღაცეები გაქვს ასახსნელი ყმაწვილო.უთხრა გიორგიმ მაგრამ ბექამ ხელი დაუქნია მეგობრებს და გავიდა ეკატერინესთან ერთად. - ლუკა სად წავიდნენ. - მართლა არ ვიცი,რძალ-მამამთილი რაღაცას გვიმალავს.ბექამ სახლიდან გასულმა ღიმილით შეხედა ეკატერინეს და უთხრა. - რა გვაქვს გულში,რას ვყიდულობთ? - ვფიქრობ კარგი სამკაული,ან ბეჭედი და ყვავილები. - ყვავილები აუცილებელია? - აუცილებელია,ვარდების დიდი თაიგული გავაკეეთოთ. - მატყუარა,შეხედეთ როგორ უსირცხვილოდ ეფერება თან თვალებით ჩემზე ბევრად ახალგაზრდა და შვილის ასაკის გოგონას,მატყუარა ჩემი ბრალია რომ მოგენდე.მოესმა ეკატერინეს უცნობი ქალის გაბრაზებული ხმა,მაგრამ ყურადღება არ მიაქცია. - შენ გინდა რამე რომ გიყიდო? - მინდა,ქაბაბი მინდა ძალიან ცხარე საწებლით. - სახში გავაკეთთ თუ შევუკვეთოთ და წავიღთ. - ანაბელი აკეთებს ძალიან გემრიელ ქაბაბს.ბექამ ანას დაურეკა და უთხრა. - ანა ნახე მაცივარშ ფარში გვაქვს თუ წამოვიღო - რად გინდა ფარში,რას აკეთებ. - ეკატერინეს ქაბაბი უნდა შენი გაკეთებული. - გავაკეთე,უკვეე მზად არის.სად ხართ,უკვე მოდიხართ? - მალე მოვალთ.ბექამ ტელეფონი გათიშა და ეკატერინეს შეხედა,რომელმაც ყავილების დიდი თაიგული აიღო და ბექას ელოდბოდა ფულის გადასახდელად,მაგრამ ბექას მოულოდნელად როგნეტა გადაუდგა წინ და მრისხანებით ანთებული თვალებით უთხრა. - ვინ არის ეს გოგონა,მისი ასაკის შვილი გყავს არ გრცხვენია მასთან რომ მღლატობ? ბექამ გაბრაზებულმა შეხდა როგნეტას მკლავში ხლი ჩაავლო და უთხრა. - ხმას დაუწიე,რა უფლებით მდარაჯობ. - რატომ დაუწიო ხმას,გრცხვენია? ამ გოგოს თავმყვარობა არ აქვს მამის ტოლა კაცთან რომ ერთობა? - ხმას დაუწიე,რომ გეუბნები.ვინ ერთობა, რძალია ჩემი შვილის ცოლი რას ბოდიალობ,ვინ ხარ რა გინდა და რას გადამეკიდე.რამდენჯერ გითხარი რომ ოჯახი მყავს,28 წელია ქორწინებაში ვარ და შვილიშვილს ველოდები წადი სხვა მოძებნე. - რძალი? შვილიშვილი? ისევ არ გამიმართლა? ისევ მარტო ვარ,ჩემთვის არავინ არ არის.როგნეტამ ცრემლით სავსე თვალებით დაიხია უკან და ნელა-ნელა თვალთა ხედვიდან გაქრა,ბექამ კი შვებით ამოისუნთქა თაგულის ფულიც გადაიხადა და მხიარული დაბრუნდა სახლში.სადილმა მხარულად ჩაიარა,ანასაც მოეწონა საჩუქარი. - ასე გინდა დღეს გადაატარო ჩვენს ნერვიულობაზე? შეეკითხა ბექას გელამ და ყველა გელას დაემოწმა. - დღეს ჩემს მეუღლესთან ერთად მინდა დღე გავატარო,რა მოგივიდათ ჭიპლარი ერთად ხომ არ მოგვიჭრია. - დაჯექი და თქვი ეს სახლი საიდან,როგორ და როდის მერე მოქმედებ ჩუმად,ჩემს გარეშე.უთხრა გიორგიმ დახმაში სიბრაზეც კი გაურია. - მინდოდა დღევანდელი დღე აქ გადამეხადა,ამიტომ არ ვთქვი და რაც შეეხება საიდან,უკვე ხუთი წელია ამ სახლს ვაშენებ და როგორც იქნა დასრულდა. - მებაღეც გყავს? - მყავს,სახლი რომ დასასრულს მიუახლოვდა,ეს ბაღიც შარშან გავაშენეთ.ძალიან მინდოდა ასეთი ეზო,პატარა და ბაღით.ვფიქრობ სწორედ ის არის,რაც მე,მინდოდა. - კარგია,მიხარია რომ ბედნიერი ხარ,მაგრამ მიკვირს რატომ დამიმალე. - მინდოდა ყველასათვის სიურპრიზი ოფილიყო,მაგრამ შენ ხომ ვერ დაგემალება ვერავინ,აქეთ მომიწყვე სიურპრიზი. - კარგია ბუნებასთან ახლოს ყოფნა,გაწვიმდება ნახე ღრუბლები შეერთდნენ ჩვენი წასვლის დროც მოვიდა,დღევადელ საღამოს დაგითმობთ,ხვალ კი იცოდე აქ ვიკრიბებით ყველა. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.