შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

აბლაბუდა (მეთოთხმეტე თავი)


31-07-2019, 18:55
ავტორი murachashvili
ნანახია 2 502

- გამოდის ასე უსიტყვოდ, ყოველგვარი გაპროტესტების გარეშე გაუშვით თქვენი ცხოვრებიდან?! - ფიქრებში რამდენიმე წუთში დაბრუნებისა და ურთიერთობის გაგრძელების თხოვნის შესახებ ათასნაირი ხვეწნისა და მუდარის სცენა დავსახე, მაგრამ მომკალით და არც ერთი მათგანი არ ესადაგებოდა ახვლედიანს.
- არ ვაპირებდი იმ ადამიანთან მიმოწერის გაგრძელებას, ჩემს მიმართ ელემენტარული პატივისცემაც რომ არ გააჩნდა. მერე რა, რომ არ ვუყვარდი? ხომ შეიძლებოდა მინიმუმ თავაზიანობა მაინც გამოეჩინა, ოდნავ მაინც ეცადა მოვეხიბლე. მაგრამ არა, იმდენად იყო საკუთარ თავში დარწმუნებული, უფრო სწორი იქნებოდა ალბათ მეთქვა, ქალების ყურადღებით განებივრებული, სულ არ ადარდებდა მე რას ვიფიქრებდი, მივწერდი თუ არ მივწერდი, შევხვდებოდი თუ არა. იეჭვიანებდა თუ არა მეუღლე, მისი საქციელის გამო, ბრმად სჯეროდა რომ მის იქით გზა არ არსებობდა და ადრე თუ გვიან ყველა ქალი, ვისთან ურთიერთობასაც თავად მოინდომებდა, ფეხქვეშ გაეგებოდა.
- მართლა ასე ხდებოდა?
- ალბათ, ისევ მისგანვე ვიცოდი, თუ რა თქმა უნდა არ მატყუებდა, რაშიც ცოტა არ იყოს ეჭვი მეპარება, რომ წინა პარტნიორები, სიტყვა საყვარლებს შეგნებულად არ გამოვიყენებ, ისევ აქტიურად ცდილობდნენ ურთიერთობის აღდგენას.
- მისი ნათქვამის ბრმად გჯეროდათ?
- არა რა თქმა უნდა. თუმცა ბოლო პარტნიორის ფოტო მეც ნანახი მქონდა. ვაღიარებ, საკმაოდ ლამაზი თითქმის ჩემი ასაკის ქალი იყო, ისიც დაოჯახებული და ორი შვილის დედა გახლდათ. - სიცილი ვერ შეიკავა ელენემ.
- გამოდის, სულ დაოჯახებულ, მასზე ასაკით დიდ ქალებთან ჰქონდა ურთიერთობა?
- კი.
- არასოდეს დაინტერესებულხართ, რატომ არჩევდა მსგავსი კატეგორიის ქალებს?
- რთულად მისახვედრია?! მსგავსი ტიპის ქალი თავადაც დაინტერესებული იქნებოდა არ გაეხმაურებინა სასიყვარულო ურთიერთობა და არც მის ოჯახურ იდილიას შეუქმნიდა საფრთხეს.
- დედას გეფიცებით, მართლა გულწრფელად თუ არ მიკვირდეს! - გაოცება ვერ დავმალე - ამ ყველაფერს იაზრებდით და მაინც გაებით?!
ჩემი რეპლიკა უკომენტაროდ გაატარა. მზერა ამარიდა. ყელში მოწოლილი ნერწყვი ხმაურით გადაყლაპა, ჩაახველა, ხმა ჩაიწმინდა და თხრობა გააგრძელა.
- ფაქტია რომ მსგავსი წარმოდგენა ისევ ქალებმა შეუქმნეს. მოკლედ მე პირობა არ დამირღვევია, ვთქვი რომ არ დავურეკავდი, არ დავეკონტაქტებოდი და ვასრულებდი კიდეც. პირველმა ეიფორიამაც გადამიარა, მონატრებასაც შევეჩვიე და ისევ დავუბრუნდი ჩვეულ ცხოვრებას. დღეები შვილთან მიმოწერაში, მუშაობაში და გამოცდებისთვის მზადებაში ისე გადიოდა, რომ ფიქრისთვის ფიზიკურადაც არ მრჩებოდა დრო. მოსამართლის გამოცდა უკვე ჩაბარებული მქონდა და გასაუბრებაზე დაბარებას ველოდი. არ მინდოდა აღიარება, ჩაღრმავება, მაგრამ მაინც ფაქტი იყო, რომ შაკოსთან ურთიერთობა მაკლდა და უნორმოდაც მენატრებოდა.
მასთან მიმოწერის შეწყვეტის შემდეგ, ჩემთვის სრულიად უცნობი ქალი, რომელთანაც საერთო მეგობრებში მხოლოდ შაკოს მიგდებდა, აქტიურად ცდილობდა ჩემს მეგობრებში დამატებას. მიუხედავად იმისა, რომ მივწერე და ვკითხე ვინ იყო, რა სურდა ან მეგობრებში დამატებას რატომ ითხოვდა. პასუხი არ მოუწერია, თუმცა არც მეგობრობის თხოვნა გაუუქმებია.
ქალის ვიზიტი კარგად არ მენიშნა, მით უმეტს აიტის სამსახურის წარმომადგენელმა მითხრა, რომ უცნობი ააიპ მისამართიდან ვიღაც აქტიურად ცდილობდა არამხოლოდ ჩემი ფეისბუქ გვერდის გატეხვას, არამედ ელექტრონული ფოსტაზე შესვლასაც. თუმცა უშედეგოდ.
- გიო, რამე რომ იყოს ჩვენ არ შეგვიძლია იგივეს გაკეთება? - ინტერესით ჩავეკითხე, ნებისმიერი თანამშრომელს ამას ვერ ვეტყოდი, მაგრამ გიორგისთან მთელი ბავშვობა და სხვა თუ არაფერი, საზიარო სკოლის მერხი მაკავშირებდა.
- იმედია ამ მისამართის გატეხვას და კომპიუტერში შესვლას არ აპირებ?
- ზუსტადაც. - მისმა გაოცებულმა სახემ გამამხიარულა. პროგრამისტი სულ რამდენიმე წუთით ეჭვით მიმზერდა, მიუხედავად ჩვენი მეგობრული ურთიერთობისა, აშკარად ფიქრობდა შეიძლებოდა თუ არა ჩემი ნდობა.
- უარი არ მითხრა გთხოვ, - პატარა ბავშვივით ყელი გამოვუწიე - გაიხსენე ბავშვობა, რაც მე შენ საკონტროლოებს გაწერინებდი, ხომ უნდა დამიფასდეს ამაგი?! - უცებ მივამადლე სკოლისდროინდელი დახმარება - რაიმე კონფიდენციალურს არ გთხოვ, უბრალოდ სოციალური ქსელი დავათვალიეროთ. ის მაინც გვეცოდინება ვინაა და რა უნდა.
- მაგ უბრალოზე „სროკია“ იცი? - წარბები ეშმაკურად აათამაშა.
- ვიცი.
- ისე მეც მაინტერესებს ვინაა და რა უნდა, ასე ჩაბჟირებული რატომ ცდილობდა შემოსვლას?!.
დაამტებითი თხოვნა აღარ დამჭირდა, ჩემ კომპიუტერთან მჯდომი გიორგი ხვადასხვა კომბინაციით ცდილობდა მისამართის გატეხვას.
ვაღიარებ კიბერ-სისტემა ჩემთვის იგივე იყო რაც ჩინური ენა, უამრავ ციფრებსა და იეროგლიფებს შორის რას არჩევდა არ ვიცი, თუმცა ფაქტია სულ რაღაც ნახევარ საათიანი წვალების შემდეგ უცნობის კომპიუტერში ისე დაძვრებოდა, როგორც საკუთარში.
შეხედავდით თუ არა კომპიუტერის ეკრანს, მაშინვე მიხვდებოდით ვისაც ეკუთვნოდა. „დესკტოპიდან“ ის უცნობი ქალი მიღიმოდა, სულ რამდენიმე დღის წინ მეგობრობის თხოვნა რომ გამომიგზავნა.
- შაკოს მეუღლე იყო?
- არა. რამდენადაც მე ვიცოდი, შაკოს მეუღლე 28-29 წლის გოგონა უნდა ყოფილიყო. ფოტოდან კი ასე 45 ან იქნებ 50 წლის ქალი კი მიმზერდა.
- აბა რა უნდოდა?
- მეც ეგ მაინტერესებდა.
- იცნობ ამ ქალს? - ინეტერესით მიმზერდა პროგრამისტი.
- არა, თუმცა... - ჩემი მზერა კომპიუტერის დ დისკზე მოთავსებულმა ყვითელმა კონვერტმა მიიქცია, რომელსაც სახელი არც მეტი და არც ნაკლები, „შაკო“ ერქვა.
ბედად სწორედ მაშინ დაურეკეს გიორგის მობილურზე.
- სერვერმა?.... ისევ გაჭედა?... ლევანმა რაო.?... კარგი, ოვდივარ! ელე, ბოდიში, უნდა გავიდე!
ის-ის იყო კომპიუტერი უნდა გამოერთო, რომ ვერ მოვითმინე:
- არ გამოხვიდე რა, სულ ცოტა ხნით დატოვე!
- იცოდე, მე ალბათ ვეღარ შემოვალ, ამ ღილაკს დააჭირე და მაშინვე გამოგაგდებს. დიდხანს არ გაჩერდე, მაქსიმუმ ნახევარი საათით. - თითი დამიქნია გამაფრთხილებლად.
- არის, უფროსო! - კმაყოფილი გავეკრიჭე.
- არ გეხუმრები, თვითონაც რომ მოინდომოს კომპიუტერში შესვლა, სისტემა არ შეუშვებს და მაშინვე მიხვდება. ისეთი შებერტყილი ჩანს, ჩვენი გაშიფრვა არ გაუჭირდება.
- გავიგე, გიო. დიდხანს არ გავჩერდები.
იმ წუთებში იმდენად დიდ ადრენალინს ვგრძნობდი, სულ არ მადარდებდა მიხვდებოდა თუ არა ის ქალი, ცნობისმოყვარეობა მკლავდა სწრაფად მენახა რას ინახავდა აღნიშნულ კონვერტში. მით უმეტეს რომ დისკზე კიდევ ბევრი მსგავსი კონვერტი ჰქონდა შექმნილი სხვადასხვა მამაკაცისა თუ ქალის სახელებით.
გიორგის ოთახიდან გასვლა და კონვერტის გახსნა ერთი იყო. მგონი უკვე მიხვდი რაც დამხვდებოდა. შაკოს ფოტოები გადაღებული სხვადასხვა ადგილებში, სხვადასხვა ქალებთან და რაოდენ უცნაურიც არ უნდა ყოფილიყო რამდენიმე ფოტოზე მეც ვიყავი აღბეჭდილი.
- გითვალთვალებდათ?
- ასე გამოდის.
- მეუღლემ დაიქირავა?
- არ ვიცი, რა მიზნები ამოძრავებდა, ვინ იყო ან ამ მასალას რაში იყენებდა, მაგრამ ფაქტია, რომ შაკოს ცხოვრება შესწავლილი ჰქონდა. იქვე იყო სხვადასხვა მამაკაცების სახელებით დასათაურებული სხვა კონვერტებიც, სადაც დიდი ალბათობით ანალოგიური ინფორმაცია ინახებოდა. იქვე იყო მისი ფეისბუქ გვერდიდან გაგზავნილი მესიჯები, პოსტები. რამდენიმე ფოტოში ერთადაც კი იყვნენ გადაღებულები.
- არ თქვათ, რომ ისიც საყვარელი იყო?!
- არამგონია, ფოტოები ჩემთვის უცნობ სასტუმროს ან რესტორნის ჰოლში იყო გადაღებული. მათი სადღესასწაულო ჩაცმულობითა და დარბაზში მდგომი ნაძვისხით თუ ვიმსჯელებდი, ალბათ, ახალწელს ან შობას აღნიშნავდნენ. ვუმზერდი ფოტოებს და ბრაზი სულ უფრო და უფრო მემატებოდა. რადგან დროში შეზღუდული ვიყავი, სურათების დაწვრილებით შესწავლა არ დამიწყია, ფაილი დავაკოპირე და ჩემ კომპიუტერში გადმოვწერე. თუმცა მხოლოდ ამით არ დავკმაყოფილდი. ძებნის გრაფაში შაკო მივუთითე და მთლიან კომპიუტერში მივეცი ძებნა. სულ სამი იდენტური ინფორმაციის კონვერტი ამოაგდო. მოძებნილი მასალა ერთი ხელის მოსმით წავშალე და კომპიუტერიდანაც გამოვედი.
- გგონიათ ასლი არ ექნებოდა გაკეთებული?
არ ვიცი, შეიძლება ჰქონდა კიდეც. არაფერია გამორიცხული, სადაც ამდენი მოახერხა, დარწმუნებული ვარ თუ დასჭირდებოდა აღდგენასაც შეძლებდა. თუმცა მინდოდა მეც მევნო, მეჩვენებინა, რომ არც ისეთი ძლიერი იყო, როგორც თავი მოჰქონდა და სხვის პირად ცხოვრებაში თავად თუ იქექებოდა, ანალოგიურის გაკეთება სხვასაც შეეძლო. კიდევ ერთხელ გადავამოწმე, ნამდვილად წაშლილი იყო თუ არა მონიშნული ფაილები, მეტი მავნებლობისთვის კომპიუტერის ეკრანზე საკუთარი ფოტოს ნაცვლად ენაგამოყოფილი ღიმილიც დავუყენე და მისი კომპუტერიდან ისევე უპრობლემოდ გამოვედი, როგორც შევედით.
ერთი სული მქონდა ჩამოტვირთული ფაილები იქვე გამეხსნა და მენახა რა იყო ზედ ჩაწერილი. ყველაზე მეტად ცხადია ჩემი და შაკოს ნაწილი მაინტერესებდა, თუმცა ცდუნებას გავუძელი, უნდა ვაღიარო სამსახურის კომპიუტერს ვერ ვენდე. გადმოწერილი ინფორმაცია მეხსიერების ბარათზე გადავიტანე, კომპიუტერიც გავთიშე და კაბინეტიდან გამოვედი.
- ვეღარ ამოვედი, იპოვე რამე საინტერესო? - მიუხედავად იმისა, რომ ტელეფონში იქექებოდა ავტომობილების სადგომზე მდგომ გიორგის ჩემი გამოჩენა არ გამოჰპარვია.
- შენ წარმოიდგინე, კი.
- როგორ მოვიქცეთ, ჩავაყენოთ ადმინისტრაცია საქმის ყურში იმ ქალთან დაკავშირებით?
- არაა საჭირო. მაგ ქალს კომპანიის კი არა, ჩემი ინეტერსი აქვს.
- ელე, ეგ ქალი არ ხუმრობს, აშკარად ვიღაც ა. ხომ იცი თუ რამე ...
- ვიცი გიო, შენი მადლობელი ვარ, მარა საშიში მართლა არაფერია. ერთ-ერთი ჩემი ყოფილი კლიენტის წინააღმდეგ აქვს კომპრომატები მოგროვებული, ეგაა და ეგ.
- ეგაა და ეგ?!... - აშკარად ვერ მოვატყუე მეგობარი - პირველად გავიგე კლიენტებზე გაღიზიანებულები ადვოკატებს დასდებდნენ.
- ამ ქალს ჰაკერებთან არაფერი აკავშირებს! - გაღიზიანებულმა გამოვცერი კბილებიდან.
რადგან წინა თვეებში უკვე გვქონდა ჰაკერების შემოტევის საკმაოდ ცუდი გამოცდილება, ისეთი სახე მივიღე, თითქოს მისი რეპლიკა ვერ გავიგონე და მღელვარება ისევ ამ ფაქტს დავუკავშირე.
- ჰაკერებიც გიტევდნენ?
- რათქმა უნდა, მაგალოთად თუნდაც ეს ერთი შემთხვევა გაოდგება: ყალბი მისამართიდან ერთ-ერთი ჩვენი სტაბილური უცხოელი პარტნიორის სახელით გამოგზავნილი ელექტრონული წერილის მეშვეობით, ცდილობდნენ ჩვენთვის თანხის გამოძალვას, წერილში ნათქვამი იყო, რომ პარტნიორმა საბანკო რეკვიზიტები, შეიცვალა და მისი კუთვნილი თანხა უცხოეთში არსებულ ერთ-ერთ ანგარიშზე უნდა გადაგვერიცხა, ყველა სიკეთესთან ერთად მეილს გაყალბებული ინვოისიც ახლდა.
ჩვენსდა საბედნიეროდ, მხოლოდ წერილს არ ვენდეთ, უცხოელ პარტნიორთან დავრეკეთ და აღნიშნული ინფორმაციის დადასტურება ვთხოვეთ. თავისთავად ცხადია აღნიშნული ფაქტი მაშინვე უარყო. თუმცა ამაზე საუბარი შორს წაგვიყვანს, ისევ ამბავს მივუბრუნდები. არ გამომივდა გიორგისთან თავის გამოშტერება.
- ჰაკერები სულ ფეხებზე . - არანაკლებ გაღიზიანდა გიორგიც - მეტიც არ მინდა შენ გავნონ რამე, იმ შენს კლიენტსაც და ამ კახპასაც ერთ დღეს მოვ.... -
- არაა საჭირო. - ყურებზე სიცილით ავიფარე ხელები, გინება რომ არ მომესმინა - რაც მთავარია ვიცი ვინცაა.
- კი, მაგრამ, ამას შემთხვევითი ადამიანი ვერ გააკეთებს, ფაქტია ერკვევა სისტემებში და პროგრამირებაში. კიდევ რომ სცადოს მეილების გატეხვა?
- ხომ გითხარი, მაგას კომპანიის კი არა, ჩემი ინეტერსი აქვს. იცი როგორ ვქნათ? ეგ მისამართი დავბლოკოთ, ოღონდ ისე რომ თავად ვერ მიხვდეს, წვდომა მხოლოდ გასართობ გვერდზე დავუტოვოთ, ოდნავ მაინც ხომ უნდა დაიკმაყოფილოს ცნობისმოყვარეობა. ოღონდ ისე, რომ რამდენჯერაც შემოსვლას ეცდება, ჩვენც დავინახოთ.
- გადარეულო, დიდხანს ფიქრობდი მაგ სისულელეზე?! კომპანიის გვერდზე გულითაც რომ უნდოდეს ვეღარ შემოვა, უკვე მივბლოკე. შენზე ვღელავ. რამე არ გავნოს. არ გავს რიგით, ცნობისმოყვარე რესპოდენტს.
- რა უნდა დააზიანოს? ჰა, ჰა ჩემ გვერდზე გამოქვეყნებული ნახატები ნახოს. - სხვადასხვა ცნობილი მხატვრების ნამუშევრები ღიად მედო გვერზე, სულაც არ იქნება ცუდი, ცოტა ხელოვნებაში გაერკვევა. - ისევ უდარდელი ნიღაბი ავიკარი სახეზე.
- რისკავ. არ შეიძლება ამის ნდობა.
- ვიცი. მე ეგ მაინტერესებს ერთი რამდენს გაბედავს.
- ჩემი გადარეული, - თავზე პატარა ბავშვივით მაკოცა - ვერ გაიზარდე, ელე. თუ დაგჭირდი, იცოდე შენთან ვარ.
ბევრი რომ არ გავაგრძელო, მხოლოდ იმას ვიტყვი, რომ კომპანიის აიტი-დამცავმა სისტემამ კიდევ რანდენიმეჯერ დააფიქსირა „უცნობი“ ცნობისმოყვარე, რომელიც ერთი და იგივე ააიპ მისამართიდან თითქმის ყოველ მეორე დღეს სხვადასხვა ფეისბუქ მისამართებით ათვალიერებდა ჩემ გვერდს. ჩვევას არც ამჯერად ღალატობდა, არც კომენტარს ტოვებდა, არც რაიმეს მწერდნენ.
მე არც მიმიწერია და აღარც კომპიუტერი გადამიმოწმებია, ექექა და ეძებნა რამდენიც უნდოდა. შემდეგ ალბათ მობეზრდა, ან დაიკმაყოფილა ცნობისმოყვარეობა. უცნობი ქალბატონო ისევე უკვალოდ გაქრა როგორც გამოჩნდა. აღნიშნულ ფაქტს დიდად არ შევუწუხებივარ, ჩემსავით ერთ-ერთ მიტოვებულ, ეჭვიან თაყვანისმცემლად მოვნათლე და აღარც გამხსენებია.



№1  offline წევრი Rania

Zalian sainteresoaaa. Aramgonia ase ukvalod chaiaros misma vizitmaaa. Ai shakos ver gavige ramdeni nigabi da xasiati aqvss. Moutmenlad veli momdevnosss
--------------------
Q.qimucadze

 


№2  offline წევრი Maia G.

მოკლედ ავირიე,დავირიე და ძალიან კმაყოფილიც ვარ ამ გაურკვევლობით :D პირველივე თავიდან მოგყვები და ინტერესი აქამდე არ გამნელებია,ყოჩაღ ❤❤❤

 


№3  offline ახალბედა მწერალი murachashvili

Rania
Zalian sainteresoaaa. Aramgonia ase ukvalod chaiaros misma vizitmaaa. Ai shakos ver gavige ramdeni nigabi da xasiati aqvss. Moutmenlad veli momdevnosss

დიდი მადლობა, მგონი ადრეც ვთქვი და არ დავიღლები გამეორებით, უზომოდ მიხარია, იუხედავად იმისა, რომ იშვიათად ვდებ ახალ თავებს, მაინც კითხულობთ და მახარებთ თქვენი კომენტარებით kissing_heart რაც შეეხება უცნობის გამოჩენას, ერთად ვნახოთ რა მიზნები ამოძრავებდა (სულ ცოტა ინტრიგა დავტოვე), შაკოს კი ნიღბები ნელ-ნელა ერთად მოვხსნათ და ერთად დავინახოთ ვინ შეგვრჩება ბოლოს.

მაია❤
მოკლედ ავირიე,დავირიე და ძალიან კმაყოფილიც ვარ ამ გაურკვევლობით :D პირველივე თავიდან მოგყვები და ინტერესი აქამდე არ გამნელებია,ყოჩაღ ❤❤❤

ძალიან დიდი კომპლიმენტია მაია შენი სიტყვები heart_eyes მიუხედავად იმისა, რომ ისტორიას საფუძვლად რეალური ამბავი უდევს, ყველაზე მეტად სწორედ გაჯანჯლებისა და უაზროდ გაწელილი სიუჟეტის მეშინოდა, არადა ძალიან დიდი იყო ცდუნება, მინდოდა მთელი ამბის სრულად მოყოლაც smiley უზუმოდ მიხარია, რომ მოგწონთ kissing_heart

 


№4 სტუმარი სტუმარი ანნა

მინდოდა გვიან წამეკითხა ეს თავი, შემდეგიც რომ დაიდებოდა მერე, მაგრამ ვერ მოვითმინეეე ???? ძალიან მაინტერესებს, რა მოხდება.

 


№5  offline ახალბედა მწერალი murachashvili

სტუმარი ანნა
მინდოდა გვიან წამეკითხა ეს თავი, შემდეგიც რომ დაიდებოდა მერე, მაგრამ ვერ მოვითმინეეე ???? ძალიან მაინტერესებს, რა მოხდება.

როგორც ავტორს ძალიან მიხარია თქვენი ინტერესი, როგორც მკითხველს კი ნამდვილად მესმის რა რთულია ახალი თავის მოლოდინი. დიდი მადლობა heart_eyes

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent