შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

7 ნიშანი იმისა, რომ სამუდამოდ ერთად იქნებით


27-02-2016, 09:45
ავტორი უნდა ვწერო
ნანახია 5 168

უკვე დიდი ხანია ერთად ხართ; გიყვართ ის, როგორც არასდროს არავინ გყვარებიათ; მზად ხართ, მისთვის ყველაფერი გააკეთოთ და ფიქრობთ, რომ ამ ადამიანთან მთელ ცხოვრებას ბედნიერად გაატარებთ?

გამოდის, ყველაფერი სერიოზულადაა... თუმცა, ყოველი შემთხვევისთვის შეამოწმეთ, ასე სერიოზულადაა საქმე, როგორც გგონიათ? აი, 7 ნიშანი იმისა, რომ იდეალური წყვილი ხართ.

1. ეხუტებით ერთმანეთს ძილში
თუ ძილის დროს ერთმანეთს ეხვევით, ეს იმაზე მეტყველებს, რომ თქვენს ურთიერთობაში სიმშვიდე და ნდობაა. ამის გარეშე სერიოზულ ურთიერთობებს ვერ ააგებ.

2. მადლიერი ხართ ამ ადამიანის გამო

თუ თქვენ ნამდვილად მადლიერი ხართ,
რომ ბედმა ეს ადამიანი გარგუნათ, ე.ი. სწორი არჩევანი გააკეთეთ. თუ ამ მადლიერებას მას დაანახებთ, ურთიერთობა უფრო მყარი გახდება.

3. ერთსა და იმავეს ამბობთ
სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ერთ ტალღაზე იმყოფებით, გესმით ერთმანეთის უსიტყვოდ.

4. ქიმია ლოგინში
რთულია ამის ახსნა, მაგრამ იმდენად კარგად გრძნობთ ერთად თავს, რომ გეჩვენებათ, თითქოს ფიზიოლოგიურ დონეზე ერთი მთლიანი ნაწილის შემადგენლები ხართ.

5. გიყვართ სხვა წყვილებთან დროის გატარება

ერთობლივი მოგზაურობები, სასიამოვნო დროის გატარება - ყველაფერი თქვენნაირ წყვილებთან ერთად.

6. მაგრამ ერთად ყოფნა მოგწონთ
იოლად იტყვით უარს ხმაურიანი წვეულებისგან და დარჩებით ორნი მარტო ფილმის საყურებლად, გემრიელი ვახშმის თანხლებით.

7. აღფრთოვანება
პეპლები მუცლიდან არ მიფრინავენ და თქვენი ურთიერთობის ნებისმიერი დეტალი ზედმიწევნით გახსოვთ. ყველა შანსი არსებობს იმისთვის, რომ ერთად ბედნიერად გაატაროთ ცხოვრება და შვილიშვილებს მოუყვეთ თქვენი ლამაზი სიყვარულის შესახებ.



№1  offline ახალბედა მწერალი ერკე

შევამოწმებ, როცა კარგად გავიცნობ :D :D love მადლობააა
--------------------
თავს ღმერთად
შემოქმედად
ვგრძნობ,
როცა კალამს ხელში
ვიღებ.

 


№2  offline მოდერი Tako Tako_2

საინტერესოა........

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent