შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სილამაზე შიგნიდან (სრულად)

31-07-2019, 22:43
ავტორი _scorpion_
ნანახია 9 805

ჩექმების მძიმე რახუნით მივიწევდი წინ. მიწაზე დაყრილი, განადგურებული სახლის აგურებს ფეხს ვადგავდი და ისე ვიცილებდი.
თითოეული აგურის ფეხით შედგომისას ვგრძნობდი თითქოს იმ ადამიანებს ვდგებოდი მკერდზე, რომელთაც ამ აგურების ნაწილი ეკავათ, ჯერ კიდევ გუშინ.
- გაინძერი! - შეჰყვირა როლანდმა ერთ-ერთ ებრაელს, რომელსაც ფეხები ეკვეთებოდა. შუა ხსნის კაცი იყო, გამხდარი, ჩამოტყავებული პირ-სახით. გაჭირვებით გასწორდა, როლანდს გვერდულად მოღუშულმა გადახედა და ფეხის თრევა ისევ გააგრძელა თავის მასასთან ერთად.
როლანდმა უხეირო სიტყვებით მიმართა ყველას და მათი მიმართულებით გადააფურთხა.
რამდენიმე ნაბიჯით კიდევ ვიარეთ, წინ მე მივდიოდი, უკან კი ნახირში გასარეკი ცხვრებივით მომყვებოდნენ ებრაელებისაგან შედგენილი 9-10 კაცი.
მარცხნივ გადავუხვიეთ და ჩიხში შევყარეთ, საიდანაც უკან გასაქცევი გზა მოჭრილი ექნებოდათ.
ერთმანეთის მიყოლებით ჩამწკრივდნენ.
ყველა ერთმანეთს ჰგავდა: გამურული სახე, გამხდარი მკლავები, დაძონძილი ტანისამოსი და თვალები,
თვალები, რომლიდანაც შიში, მაგრამ თითქოს მაინც რაღაც იმედის ნაპერწკალი გამოსჭვიოდა.
- მოემზადეთ! - შევყვირე ხმამაღლა, სამი კაცის ფეხის ჩოჩქოლის ხმა გავიგე,რომლებიც წელში გასწორდნენ- დაუმიზნეთ! - გავიმეორე ისევ იმავე ტონალობით. თითქოს გავიგონე მწკრივში ჩაწყობილი ხალხის შიშით ამოსუნთქული ჰაერი - ესროლეთ! - და წამის მეასედში გაისმა იარაღების ერთი მეორეს მიყოლებით სროლის ხმა.
ათივე ებრაელი ტყვიის მოხვედრისას ფეხზე მდგარი აბორძიკდა და მიყოლებით დაეცნენ გაყინულ მიწაზე.
ოთხივე მოვტრიალდით უსულო სხეულის, გვამებისთვის ყურადღების მიუქცევლად.
გასაწმენდად ხვალ ვინმე სხვას გამოვგზავნიდით.
უკან იმავე გზით დავბრუნდით, ხმას არავინ ვიღებდით. უკვე ღამე იყო და მთელი დღის დაღლილობისგან საუბრის თავი არ გვქონდა.
არ ვიცი რატომ, მაგრამ ერთ-ერთი დანგრეული შენობის გვერდით გავჩერდი. აქა-იქიდან ჩამონგრეული კედლები და დაბომბისგან ამოთხრილი მიწები შემზარავ იერს სძენდა სახლს.
- იოჰან! - დამიძახა კარლომ, რომელსაც ცისფერი გერმანული პალტო ძლიერ ჰქონდა შემოკრული - არ მოდიხარ?
- აქ შევამოწმებ, არ დამელოდოთ! - გავძახე და შენობისკენ წავედი. კიდეებზე დაყრილი შუშის ნამხვრევები ეყარა, კარი გაგლეჯილი იყო, ამიტომ ჯიბეებიდან ხელების ამოყოფა აღარ დამჭირდა, შიგნით დაბრკოლების გარეშე შევედი.
შენობა თითქმის ცარიელი იყო, სივრცეს მხოლოდ მეორე სართულზე ასასვლელი ჩამონგრეული კიბე იკავებდა.
გარემოს თვალი ყურადღებით მოვავლე, აქ არაფერი იყო.
მაშინ რა სჭირდა ჩემს შიგნით მცხოვრებ მეორე იოჰანს, რომელიც დაბრუნების საშუალებას არ მაძლევდა?
გული მეთანაღრებოდა, ფეხები ისევ წინ მქაჩავდა.
დაბრკოლებებს ფეხით ვყრიდი გვერდით და გზას ისე ვიკვალავდი.
ეტყობოდა თავის დროზე კარგი სახლი იყო, ალბათ აქ კარგი ხალხიც ცხოვრობდა, შეიძლება ცხოვრობდა.
მინდოდა თავი გამექნია, რომ ფიქრები გამეფანტა, მაგრამ უკვე დიდიხანია ეს მეთოდი აღარ ჭრიდა, ამიტომ უბრალოდ უკან გამოვბრუნდი, რომ სასწრაფოდ გავცლოდი აქაურობას.
შემოტრიალებისას მეორე სართულზე შევამჩნიე პატარა მოაჯირი, რომელზეც ხითა და ყუთებით, ოთხკუთხედად შეკრული პატარა საცხოვრებელი იყო. ზუსტად ისეთი პატარა ბავშვები თამაშის დროს, რომ იშენებენ ხოლმე.
მოაჯირის გვერდით, კედელზე კი გრძელი კიბე იყო მიმაგრებული.
დიდი დრო არ დამჭირდა იმის მისახვედრად, რომ იქ ვიღაც იმალებოდა. ამ კიბის მეშვეობით კი ასვლა ჩამოსვლა უადვილდებოდა.
"კიდევ ერთი ებრაელი".
ამოვიშრიალე გულათანაღრებულმა.
ერთადერთი სურვილი მქონდა, ბრძოლისას რამე მომსვლოდა, რომ ამ ცოდვისგან გავთავისუფლებულიყავი, მაგრამ არ მიმართლებდა.
ნათქვამია: "ვინც თავის ჯერს ელის, მისი დრო არასდროს დადგებაო".
ვიფიქრე მივსულიყავი, ჩამომეგდო მოაჯირიდან და...
მაგრამ მე ვერ მოვკლავდი...
თუმცა რა განსხვავებაა იმ ადამიანს შორის ვინც უბრძანებს, რომ მოკლან და იმათ შორის, ვინც უშუალოდ კლავს?
მაშ...
მაშ აქ დავიცდი და დაველოდები თვითონ როდის გამოვა.
მოაჯირის ქვეშ ფეხაკრეფით მივედი და ჩამოვჯექი. მუხლები მოვხარე და იდაყვით დავეყრდენი.
დაახლოებით ნახევარი საათი ძალიან ნელა გაიწელა.
იქნებ სჯობდა მე თვითონ ავსულიყავი, ან იქნებ იქ საერთოდ არავინ იყო და აქ ყეყეჩი ყმაწვილივით ვიჯექი. უკვე საკმაოდ დაბნელებულიც იყო.
ადგომა დავაპირე, ზემოდან ფხაკუნის ხმა, რომ გაისმა. ადგილზე გავჩერდი. რამდენიმე წამი გაჩუნდა, ალბათ ზევიდან გარემოს ზვერავდა, რომ დარწმუნებულიყო იყო თუ არა ვინმე აქ.
შემდეგ გვერდით, კედელზე მიყუდებული კიბე გაინძრა,
მოაჯირს მიადგა.
ჩუმად კიბეს ხელი ჩამოვუსვი,
ხე ისეთი დამპალი და სველი იყო, მეეჭვებოდა მას რომელიმე კაცი მშვიდობიანად ჩამოეყვანა დაბლა.
მთვარისგან განათებული სხივები სახლში ბჟუტავდა.
დავინახე კიბის პირველ კიდეზე ჩექმიანმა გადმოყო ფეხი,შემდეგ მეორე და ორი ნაბიჯით კიდევ დაბლა ჩამოვიდა. მისი განიერი შარვალი დავინახე.
ფრთხილობდა,ხვდებოდა, რომ კიბე შეიძლება შუაზე გადამტყდარიყო.
რამდენიმე ნაბიჯი კიდევ ჩამოდგა.
მთვარის სხივზე მისი თავი გავარჩიე, რომელიც აბურძგნული და აბურდული ჰქონდა.
ბოლო საფეხური მშვიდობით, რომ ჩამოიარა ჩაიმუხლა და გზის გაკვლევას ხელების ძირს ცეცებით მოჰყვა.
ვერ გავარჩიე ქალი იყო თუ კაცი. ფხაკუნით მიდიოდა.
იმავე ადგილას ვიდექი და ვუყურებდი, სხივები არ მაძლევდნენ საშუალებას გამერჩია რა ფერის იყო, მხოლოდ შავ სილუეტს ვხედავდი.
უცებ მისი ტკივილისგან ამოკვნესების ხმა გავიდე, შავი სილუეტი თავის ხელს დაჰყურებდა. ხელის გული ტუჩებთან მიიტანა და ენით გაილოკა, ვიფიქრე სისხლის შეჩერებას ცდილობდა მეთქი, მაგრამ შემდეგ დავინახე, სილუეტმა შუშის ნატეხი, როგორ აიღო და შუაგულზე ისევ აისვა, ტკივილისგან ყრუდ ისევ დაიკვნესა, შემდეგ კი მტევანი ისევ პირთან მიიტანა და ხელისგულიდან გამოდენილ სისხლს წოვა დაუწყო.
თვალი ავარიდე, პირველი არ ყოფილა, როდესაც ჩემი თავის მიმართ ზიზღის გრძნობა გამიჩნდა, მაგრამ პირველი იყო, როდესაც მხოლოდ ჩემი კი არა, მთელი ჩემი მოდგმის მიმართ კანი ზიზღმა ამიჯაგრა.
სილუეტს გავხედე, ახლა უკვე ფეხზე მდგარი უკან წამოვიდა და ხელის გულს დრო და დრო ენით ლოკავდა.
ცალი ხელით წინ ისევ გზას იკვლევდა.
კიბეს შეეჯახა, მეგონა ისევ ზედ ავიდოდა, მაგრამ კიბეს ასცდა, გვერდით უნდა ჩაევლო, თუმცა ხელი შემთხვევით მხარზე გამარტყა.
გაჩერდა, გავიგე ღრმა ქნეშით თავი უცებ გამოატრიალა, მომიბრუნდა და ხელი კიდევ ერთხელ მხარზე მომკიდა, ალბათ, რომ დარწმუნებულიყო არაფერი მოსჩვენებია.
მხარზე დადებულ ხელზე ხელი დავადე, გამხდარი და გაყინული ჰქონდა.
შიშისგან ამოიკვნესა და უკან გაიწია, ძირს რაღაცას გაჰკრა ფეხი, არ ვიცი დაეცემოდა თუ არა რომ არ დამეჭირა, მაგრამ მომენტალურად ხელი მაინც მკლავში წავავლე და გავაჩერე.
ამოიხავლა,
შეეშინდა.
მიხაროდა, რომ მის თვალებს ვერ ვხედავდი.
ბოლო პერიოდი მრავალი ადამიანების თვალები დავიმახსოვრე, რომელშიც ზიზღისა და შიშის გარდა ვერაფრის ამოკითხვა ვერ შევძელი.
- Ruhig, - ვუთხარი გერმანულად, რომ დამშვიდებულიყო, რაზეც უფრო აღელდა და სხეული დაეძაბა, ფართხალი დაიწყო და ჩემთვის გაუგებარ ენაზე ლაპარაკობდა. ინტონაციით მივხვდი, რომ ხან მემუდარებოდა რაღაცას ხან კი აგრესიული, ზიზღიანი ტემბრით ლაპარაკობდა.
ხმას აუწია, შემეშინდა ვინმეს არ გაეგო და პირზე ხელი ავაფარე.
ამან კიდევ უფრო დაძაბა სიტუაცია, მკერდზე გამხდარი მკლავები ჩამარტყა და პირზე აფარებულ ხელის გულზე მიკბინა.
ტკივილისგან ამოვიგმინე.
- ich werde dich nicht im Stich lassen - ვუთხარი რომ არაფერს დავუშავებდი, მაგრამ შედეგი არ გამოიღო, როგორც ჩანდა გერმანული არ ესმოდა, მე კი მისი ენა არ ვიცოდი.
- sprichst du deutsch? Czy jests polsky? Do you speak englend? - სამ ენაზე ვკითხე იცოდა თუ არა ლაპარაკი, არ ჩერდებოდა.
ცოტა ხნით დავაცადე, ყურს ვუგდებდი, ისევ ფართხალებდა.
რამდენიმე ხანში გაჩერდა.
ღრმად ოხრავდა, სხეული მოუდუნდა და დამშვიდდა.
- გამიშვი, გამიშვი - მომაძახა ქალმა აქცენტით ინგლისურად და ისევ ფართხალი დაიწყო
- საშიშია, შეიძლება გიპოვონ - წამი დამჭირდა იმის გასააზრებლად, რომ ამ წუთას ებრაელს მფარველობა შევთავაზე. გული ამიჩქარდა, ვიფიქრე ახლა შემოცვივდებოდნენ და ვიღაც ისე გასცემდა ჩემი დახვრეტის ბრძანებას, როგორც მე ვაკეთებდი ყოველდღიურად.
ქალმა ფართხალს მოუმატა, იძულებული გავხდი მკლავებზე ძლიერად ჩამეკიდა ხელები და ძალით გამეჩერებინა.
ამოიკვნესა და გაჩერდა. იმდენად სუსტი და დაუძლურებული იყო უჭმელობისგან და გამხდარი, რომ მომენდომებინა შემეძლო ძვლებში გადამემტვრია,
მაგრამ რაღაც ძლიერად მიკავებდა მკლავებს.
ვგრძნობდი ქალს მკერდი ღრმა ოხვრისგან აუდ-ჩაუდიოდა.
ჭუჭყიანი და დასაბანი იყო, მაგრამ
მისი ჟინით სავსე სხეულის სიმხურველეს მაინც ვგრძნობდი.
არ შეიძლებოდა მისი გაშვება,
სხვა იპოვიდა და ის უშიალოდ მოკლავდა.
მაგრამ ეს რატომ მაღელვებს მე?
ისე უნდა ვიქცეოდე ახლა,
როგორც ყოველთვის...
ქალმა კიდევ ერთხელ გაიბრძოლა და სახეში შემომაფურთხა.
- მეზიზღები, მეზიზღებით - მთელი ბოღმით წარმოთქვა სიტყვები. თითოეულ ბგერაში ჩანდა, რამხელა ტკივილის გადატანა მოუხდა ჩვენს გამო.
სახეზე ხელი ჩამოვისვი და ქალი ნელა გავათავისუფლე.
ნაკბენი ხელის გული მუცელზე მოვისრისე.
ქალი გაჩერდა, ვერ ვხედავდი, მაგრამ ვგრძნობდი, რომ დამშვიდდა.
- ეს გამომართვი - სქელი პალტო გავიხადე და ქალს მხრებზე მოვახვიე. წინააღმდეგობა არ გაუწევია.
სითბო, რომ იგრძნო სახელოებში თვითონვე გაყო ხელები და სიამოვნებისგან მშვიდად ამოიხვნეშა.
- მშვიდად იყავი, არაფერს დაგიშავებ - კიდევ ერთხელ შევეცადე დამემშვიდებინა, მაგრამ იმას არ უნდოდა თქმა, რომ ის ჩემს სიტყვებს არ ენდობოდა.
არც მოვთხოვდი რამის დაჯერებას,
ჩემი სიტყვების ჩემივე ყურებს არ სჯეროდათ.

ტალახში ძლივს მივითრევდი ფეხებს. ის ხანში შესული კაცი გამახსენდა გუშინ ძლივს რომ მიბობღავდა.
ჩექმები დაძონძილი მქონდა, თითქოს საუკუნე ვიარე.
ვიღაცამ ფეხი წამომიდო და წავიქეცი,სახე ტალახით გამეთხვარა, გვერდით მიმოვიხედე მაგრამ არავინ დამხვდა.
მაშ ვინ წამომიდო ფეხი?
" მტერმა", მომესმა დაკარგული ხმა.
ისევ მიმოვიხედე,
ისევ ვერავინ დავინახე.
მიწას დავეყრდენი წამოსადგომად და დავინახე ტალახი გაწითლდა, შიშისგან ინერციით უკან წავედი,
სისხლის კვალი გამომყვა,
ფეხზე წამოვდექი და გავიქეცი, უკან მივიხედე, მაგრამ ის ისევ კვალდაკვალ მომსდევდა,
მე დამსდევდა.
რომელიღაც კედელს ამოვეფარე და მივიმალე.
ხელების წვა ვიგრძენი, დავიხედე და თვალში წითელი ფერი მომხვდა, ელდა მეცა.
გაჭუჭყიანებულ მანტოზე სწრაფად გავისვი ხელი მოსაშორებლად, მაგრამ ამაოდ.
ვიგრძენი გული ამიჩქარდა, ცოტა ხანში ფრჩხილებიდან წურწურით გამივიდა სისხლი.
სუნთქვა შემეკრა, ცივმა ოფლმა დამასხა.
ხელებს გაოგნებული ვუყურებდი და უკან გაფითრებული ვიწყებდი სვლას.
არსაიდან ვიღაცამ ისევ წამომიდო ფეხი და თავი გახურებულ ქვას დავარტყი.
საწოლიდან სასწრაფოდ წამოვვარდი და გარემოს მოვავლე თვალი.
ჩემს ოთახში ვიყავი.
ხელები გავშალე, რამდენიმეჯერ ამოვატრიალე, რომ დავრწმუნებულიყავი სისხლის კვალი არსად ჩანდა.
გული დამიმშვიდდა.
საწოლიდან გადმოვედი.
რიჟრაჟი იყო, ჯერ კიდევ დილა.
ქალი გამახსენდა.
საწოლიდან გადმოვედი, ფორმა ჩავიცვი, კარადიდან გაზეთში გახვეული პური და თევზი ავიღე და გავედი.
ჯერ ისევ ადრე იყო, ვერავინ შემამჩნევდა. იმ ნანგრევში შესული კიდევ თუ შემამჩნიეს უეჭველად რაღაცას იყნოსავდნენ.
სიფრთხილე მმართებდა.
ნანგრევებს, რომ გავუსწორდი, ქურდივით აქით-იქეთ კიდევ მიმოვიხედე, შემდეგ კი მკვირცხლად შევედი შენობაში.
მზერა უმალ მეორე სართულზე მივმართე.
გული ამომიჯდა და ხელები ჩამოვყარე.
ხისგან აშენებული ქოხი გადაქცეული დამხვდა.
"წავიდა!" გავიფიქრე ჩამწყდარმა.
გული დამწყდა?
კი მაგრამ რატომ?
მადლობას უნდა ვამბობდე, რადგან შეიძლებოდა მის გამო პრობლემები შემქმნოდა.
გარემოს თვალი მოვავლე, თითქოს მინდოდა აქ სადმე ყოფილიყო,
და მგონი გამიმართლა.
ბოძს უკან ჩემი პალტო დავინახე.
ქალი მის უკან იდგა და ცალი თვალით დაეჭვებული მიყურებდა.
" ღმერთს ჩემთვის პრობლემები სდომებია" გავიფიქრე და მისკენ თამამად წავედი, მაგრამ ჩემმა ნაბიჯმა შეაშინა და ბოძს თავი ამოაფარა.
ნაბიჯი შევანელე.
- დამშვიდდი, არაფერს გავნებ! - დავუყვავე და ხელებით ვანიშნა არ შეშინებოდა.
- მოდი აქეთ, მანდ საშიშია - ვუთხარი და კედელთან ჩავიმუხლე.
ცენტრში მდგარ ბოძთან იყო გაჩერებული.
დამიჯერა ბოძს ნელა მოშორდა და ისიც კედელთან თვალ მოუშორებლად წამოვიდა.
უნდობლობა ეტყბოდა.
კედელს მხრით მიეყრდნო და ნელა ჩაიმუხლა.
მტრულად მიყურებდა.
სახე შავი, დასაბანი, ალაგ-ალაგ კვამლისგან შერჩენილი შავი ლაქები ჰქონდა. ტუჩთან ჩამოღვენთილი, გათხაპნილი სისხლის კვალი მოუჩანდა.
ჩემს მანტოში მთლიანად გახვეულს, მხოლოდ ვეებერთელა, აბურძგნული, ჩალასავით თმა მოუჩანდა.
მანტოში ხელი შევიყავი, ქალი დაიძაბა და უკან გაიჩოჩა.
- დამშვიდდი! - წყნარად ვუთხარი და შევამჩნიე, რომ ეს სიტყვები მტრისთვის არავის არასდროს უთქვამს.
"მტერმა", უცებ გამახსენდა სიზმარში მტრის მიერ წამოგებული ფეხი, რომლის დამსახურებითაც წავიქეცი, თითქოს ტვინი რაღაცის თქმას ცდილობდა, განგაშს რთავდა, მაგრამ გული უბლოკავდა და ჩემამდე მოსვლის საშუალებას არ აძლევდა.
მანტოდან დამალული, გაზეთში გახვეული საკვები გამოვაძვრინე და გავუწოდე.
შუბლშეკრული დამაცქერდებოდა ხან ხელებზე, ხან კი თვალებში.
გაზეთი ძირს დავდე, წინ გავუწიე და გავშალე.
პურისა და თევზის დანახვისას აღარაფერზე დაფიქრებულა, ცაზე მომდგარი ღრუბელივით გადაეწმინდა სახე და პურს იმ მტაცებელივით დაწვდა, რომელიც მკვდარ შველს დამშეული ჰგლეჯდა ნაწილებს.
გაზეთი თავისკენ მიაჩოჩა და თევზს წაეტანა.
პირში უმალ გაიქანა და გაგლიჯა. საჭმლის ნამცეცები პირიდან სცვიოდა.
ლუკმის დაღეჭვისა და გადაყლაპვის გარეშე, შემდეგ ულუფას იდებდა ისევ პირში და ხელის დაწოლით ცდილობდა სასაში გადაეშვა.
შემეცოდა,
ვაღიარე...
უამრავ ებრაელს გამოუვლია ჩემს ხელში, მაგრამ არასდროს მიმიცია იმ გრძნობის გამომჟღავნების საშუალება, რომელსაც სიბრალული და გულმოწყალება ერქვა. არც მაშინ, როდესაც კაცების დახვრეტის ბრძანება გამიცია, არც ქალების,
არც ბავშვების.
გილში ვიკლავდი და ამ გრძნობის გამომჟღავნებას საკუთარ თავს მკაცრად ვუკრძალავდი.
ფეხზე წამოვდექი და ნანგრევებიდან სასწრაფოდ გამოვედი.
ვგრძნობდი, რომ ჩემში რაღაც იმღვრეოდა და სანამ გვიანი არ იყო მანამდე უნდა გავცლოდი აქაურობას.
რიჟრაჟი უკვე საკმაოდ გადასულიყო.
მანტოში ცივი ხელები დავმალე და ისევ მძიმედ გავუყევი უკან ბილიკებს.
ისევ შენობებისგან მონგრეულ აგურებს ვაბიჯებდი ფეხს, მაგრამ იმ განსხვავებით, რომ ახლა ყოველ დადგმულ ფეხს გულზე ვგრძნობდი.
რა შეიცვალა ერთ დღეში?
გრძნობის, რომელი ნაწილი მოსწყდა სხეულს,
ან იქნენ შეიძინა?!

- იოჰან, აქამდე ძილი არ შეგშვენის! - მომმართა დამცინავად ერმინინგელდმა. ჩვენს შორის ყველაზე უფროსი იყო. მარცხენა თვალი თეთრი ნაჭრით ჰქონდა გადამალული, ჯანსაღი თვალით კი აქეთ-იქეთ მალულად იყურებოდა.
- არ ეძინა, ისევ გუშინდელ ქოხს ესტუმრა - თქვა როლანდმა.
ცივმა ნიავმა ძვლებამდე დამიბერა.
პატარა მაგიდასთან იჯდა და შავ პურს ძიძგნიდა, ქვემოდან კი ისე მიყურებდა თითქოს ახლახან ჩამიშვა.
მლიქვნელი და ეშმაკი იყო.
არ გამკვირვებია, როგორ მოახერხა ჩემი დანახვა. გამიკვირდებოდა კიდეც, რომ არ დავენახე.
კაცმა არ იცის, შეიძლება ნანგრევებში შემომყვა და დამინახა, როგორ ვაძლევდი ებრაელ ქალს საკვებს.
ამის გაფიქრებაზე გავფითრდი, ტუჩები გამილურჯდა,
მაგრამ
რომ დავენახე ორივეს იქვე მოგვკლავდა.
- მართლა? იქ რა დაგკარგვია? - ერმინინგელდმა ხელი მუხლზე შემოიდო და ეჭვით შემომცქეროდა.
- გუშინ რაღაც დავკარგე... და უკანა გზაზე საძებრად წავედი - ნელა აუჩქარებლად ვუპასუხე, რომ სუნი არ აეღოთ.
- ამისთვის გცხელათ? ადექით, ტყეში მაწანწალა ბავშვებს უნდა მივხედოთ! - კარლო ფეხზე წამოდგა და ხელი მკლავში გამარტყა, თავით კი მანიშნა წინ გაგვიძეხიო.
მისთვის სულ ერთი იყო, ვინ სად შედიოდა, ვინ რა დაკარგა და იპოვა.
უბრალოდ აკეთებდა იმას, რაც იმ მომენტისთვის საჭირო იყო. მთელი დღე დაგვჭირდა ტყეში მიმალული ბავშვების საპოვნელად.
გონება დანგრეულ ქოხში მყოფი ქალისკენ მქონდა მიმართული.
გული მჯიჯგნიდა და მეგონა, რომ როლანდმა იქ ჯარისკაცები გაგზავნა ქალის ასაყვანად.
- აქეთ! - გავიგეთ როლანდის ხმა. ხმის მიმართულებით მკვირცხლად გავწიეთ, უკან კარლო მომდევდა.
როლანდს იარაღი მიწისკენ ჰქონდა მიმართული და მშრალი სახით იდგა.
თავიდან ვიფიქრე, შეიძლება გარეკა მეთქი, მაგრამ, რომ მივუახლოვდით ორმო დავინახეთ.
შიგნით ხუთამდე ბავშვი იყო.
დაძონძილი ტანისამოსით, პირ-სახე ჭუჭყიანი.
ხელები კეფაზე ჰქონდათ შემოდებული. ხან ამოგვხედავდნენ, ხან კი როლანდის ყვირილზე თავს ისევ დაბლა ჩახრიდნენ.
- დაიჩოქეთ! -დაიყვირა მქისედ, ბავშვებმა კი მისი ხმა ალბათ მტაცებლისას მიამსგავსეს.
- აქეთ! - შორიდან გავიგეთ ერმინინგელდის ხმაც.
როგორც ჩანს მანაც მიაგნო რაღაცას.
- როლანდ, წადი და ისინიც აქ მოიყვანეთ - ორმოში გადააფურთხა და ერმინინგელდის ექოს გაჰყვა.
ახლა კარლომ მიიბჯინა იარაღი და როლანდის მსგავსი პოზიცია დაიკავა.
ნერვი ამეშალა.
- მგონი ეს არ არის საჭირო! - კარლომ კითხვით გამომხედა - იარაღზე გეუბნები, ორმოში არიან, მაინც ვერსად გაიქცევიან.
კარლოს რატომღაც გაეცინა.
- რამდენიმე წუთში მათი დახვრეტის ბრძანება უნდა გასცე და შენ ის გადარდებს, რომ ახლა ამ პოციზიაში მათ წინაშე ვდგავარ? - გულწრფელად მკითხა.
ნერწყვი ძლივს გადავყლაპე და თითქოს ყელი ჩამეფხაჭნა.
ვგრძნობდი თითქოს მადანაშაულებდა, იმაში რასაც ვაკეთებდი და აკეთებდა.
- გაინძერით! -გავიგეთ როლანდის გაციებული ხმა.
ხუთამდე ბავშვი კიდევ მოიყვანეს. იგივე მდგომარეობაში: ჭუჭყიანი, დაძონძილი ბავშვები.
ერთს ხელში თავ წაწყვეტილი თოჯინა ეჭირა.
- ჩადით! - უბრძანა ერმინინგელდმა და ერთ ბავშვს ხელი ჰკრა, რომელიც ორმოში ჩავარდა და სახით დაეცა. დანარჩენებიც მიჰყვნენ.
- სწორდით! - დავიყვირე სწრაფად. ჩოჩქოლით გასწორდნენ. თვალი წინ მქონდა უწვდენელი წერტილისკენ გაშტერებული. მათკენ არ ვიყურებოდი.
- მოემზადეთ! - იარაღები ორმოსკენ დაუმიზნეს. თვალები ვეღარ დავიმორჩილე, დაბლა დავხარე და პატარებს თვალი მოვავლე.
მიკვირდა, რატომ არ ტიროდნენ, ყვიროდნენ ან გარბოდნენ?
ასეთ პატარებს, საიდან ამხელა გული?!
- ესროლეთ! - დავიყვირე, თვალი ავარიდე და ზურგი შევაქციე. სწრაფად გავიწიე უკან, მაგრამ ტყვიების ტკაცატკუცის ხმა მაინც მისწვდა ჩემს სმემას.

ჯარისკაცებს ყურადღება აღარ მივაქციე, სწრაფად წავედი და თვალს, რომ მივეფარე მძიმე ფეხები ავაჩქარე,
მიწაში ღრმად, რომ ჩაეფლობოდა და მძიმედ ამოიწეოდა.
უკვე გავრბოდი,
დაბრკოლებებად მეჩხერულ წვრილ ტოტებს ვიშორებდი და წინ გავრბოდი.
სად გავრბოდი?
რატომ?
ვისგან?
ცივი ნიავი სახეზე გარტყმული ხელივით მეცემოდა.
გავურბოდი იმ ცოდვას, რომელიც მომსდევდა,
იმ სისხლს, რომელიც დღეს დილით მიპყრობდა,
იმ კაცებს, რომლებიც გუშინ დავხვრიტეთ,
ამ ბავშვებს,
იმ ებრაელ ქალს.
მაგრამ, რაც უფრო მეტად და სწრაფად გავრბოდი, შევდიოდი ტყეში, ვხვდებოდი, რომ კი არ ვიცილებდი ამ ცოდვას, პირიქით უფრო და უფრო ვეფლობოდი მასში.
სწრაფად გავჩერდი, ღრმად ვოხრავდი და ქშენით ვხორხოცებდი.
მუხლებზე დავეცი და ძლიერად დავიღრიალე.
როცა გავსწორდი მივხვდი, რომ
ტვინში დაგროვილი ხავსი გადმოვაგდე, მაგრამ გულში ჩაბუდებული ჟანგი ვერ გავიწმინდე.
უკან მივბრუნდი, შედარებით ნელა და მშვიდად.
ტყიდან, რომ გავედი უკვე ბნელოდა ქუჩებში.
ბანაკში ფეხის თრევით მივედი.
- სად გაიქეცი? - მკითხა როლანდმა
- არსად - პირიდან ჰაერივით წამძვრა ბგერები.
- შვებულება მინდა! - თავისი საფიქრალი გაგვანდო ერმინინგელდმა
- რისი შვებულება? - ჩაეკითხა კარლო
- სიმშვიდის - ამოიხორხოცა - მომენატრა ქალის გავის შეხება - გადაიხარხარა და წყალი როხროხით მოსვა
- შვებულება ყველას გვინდა! - ამოთქვა კარლომ
- ყველაფერი, რომ ჩამთავრდება ერთს კარგად მოვილხენ - ამოიტრაბახა როლანდმა და ლამპა აანთო.
კარლოს გაეცინა
- არ მგონია ომი ჩვენს მოსალხენად დამთავრდეს.
- მაგით რისი თქმა გინდა? - ერმინინგელდი ავად აიჯაგრა
- მშვენივრად ხვდები! - არანაკლებ მტრულად შეხედა კარლომ
- ფრთხილად, კარგად არ მთავრდება მათი საქმე ვისაც ჩვენს მარცხზე მიჰყავს ხმები - საუბარში როლანდმა გამოანათა
- წყნარად, არაა საჭირო გველივით დაიგესლოთ შორიდან, დავიშალოთ! - ლაყბობა გავაწყვეტინე და ყველა გავჩუმდით.
მიუხედავად ყველაფრისა, მაინც ვხვდებოდით, იმაზე ლაპარაკს რაზეც გვიკრძალავდნენ მოსალოდნელი იქნებოდა.
ბანაკი ბოლომ დავტოვე.
გეზი მინგრეული შენობისკენ ავიღე.
გზად გარემოს კიდევ უფრო ყურადღებით ვათვალიერებდი. ყური და თვალები, როგორც არ უნდა დამეძაბა, ამ ღამით მლიქვნელ როლანდს მაინც ვერ დავინახავდი.
შენობაში ქურდივით შევიპარე.
იქაურობა მოვათვალიერე,
არც ერთ ბოძთან აღარ იდგა და არ მიყურებდა მალულად, არც მეორე სართულის მოაჯირზე იყო.
გულმა რეჩხი მიყო.
უსიამოვნო ფიქრმა გამიელვა.
ნუთუ როლანდმა იპოვა, მაგრამ ამ შემთხვევაში მეც აღარ ვიქნებოდი ცოცხალი.
ფხაკუნის ხმა გავიგე, უკან მივიხედე.
მთვარე ისე კარგად ანათებდა, რომ შევძელი დამენახა, ძირს დაყრილი ნარჩენებიდან როგორ ამოყო გაბურძგნული თავი.
გული დამიმშვიდდა და სახე გამეწმინდა.
მთლიანად ამოძვრა და კედელთან მიიჩოჩა.
დილანდელი ჩემი რჩევა გაითვალისწინა და ბოძს აღარ აეფარა.
მასთან მივედი, შიშისგან აღარ გამხტარა უკან, მაგრამ დისტანცია მაინც დავიჭირე.
ჩუმად იყო, ისევე როგორც მე.
რა უნდა მეთქვა არ ვიცოდი.
თავში ერთადერთი აზრი მომივიდა და სანამ ტვინი გაანალიზებას მოახერხებდა ბაგეებმა ბგერების დაუკითხავად წამოსროლა დაიწყეს
- ჩემთან წამოდი! - ისევე როგორც მე, მასაც გაუკვირდა და კისერი მოიღერა.
- აქ საშიშია, დღეს თუ არა ხვალ აუცილებლად გიპოვიან. ყოველთვის ასე არ გაგიმართლებს. სხვა თუ არაფერი, შეიძლება აქეთ დამიზნულმა რომელიმე ბომბმა გიმსხვერპლოს
- რატომ? თქვენ ხომ ძლიერად ხართ შეიარაღებულნი, ამის გაკეთება ვინ უნდა მოახერხოს? -მომეჩვენა რომ დამცინა, მაგრამ ეს დაცინვად რატომ უნდა მიმეღო? _ იქნებ იმიტომ, რომ უკვე იმდენად დავსუსტდით, რომ ასეთი შექება უკვე სასაცილოდ ჩანდა.
ამასობაში კი შევამჩნიე, რომ ქალისგან ასეთი გაბედული სიტყვები ჯერ არ გამეგონა.
მასში შიში აღარ იგრძნობოდა.
- წამოდი! - ვუთხარი და ხელი გავუწოდე.
იგივე არ გაუკეთებია, ხელი უკან დავაბრუნე და წამოვდექი.
გასასველისკენ დავიძარი, უკან მომყვა.
კარიდან ქუჩაში გავიხედე, მთვარის შუქი გზას უკვე კარგად ანათებდა.
გულში შევიგინე, უკან მივტრიალდი, ქალი ჩემს შემდგომ ნაბიჯს ელოდებოდა.
ქუდი მოვიხადე და გავუწოდე.
გამომართვა და თავის დიდრონ თმებზე ჩამოიფხატა.
ვინმე, რომ შეგვხვედროდა, არ მგონია ყურადღება მოექციათ, მას ხომ ჩემი პალტო და ახლა უკვე ქუდიც ეფარა.
ყოველ შემხვევაში ღამე მაინც ვერ გაარჩვენდნენ ვერაფერს.
- გვერდით ამომიდექი - ქუჩაში გვერდი გამისწორა და გამომყვა. მშვიდად სუნთქვავდა, რათქმა უნდა ღელავდა.
ქუჩაში არავინ შეგვხვედრია, ამ ქალს ძაღლის ბედი ჰქონდა.
ოთახში შევიყვანე.
კარი სასწრაფოდ გადავკეტე, ფანჯრებზე ფარდები ჩამოვუშვი და ლამპა ავანთე.
ქალი მაგიდასთან სკამზე ჩამოჯდა.
პალტოში ძლიერად იყო გახვეული და გარემოს მალულად ათვალიერებდა.
სახე თითქოს კიდევ უფრო გაემურა.
შუბლი შეკვროდა, თვალებიდან კი ისევ მტრულად მიყურებდა.
- მისმინე, აქ მხოლოდ ეს არის რასაც ხედავ - ხელები გარშემო გავშალე - ის სამზარეულოს მაგვარია - ხელი მარჯვნივ გავიშვირე, სადაც კუთხეში პატარა კარადები და მოუწესრიგებელი ქვაბები ეყარა - ამ კუთხეს დასაბანად ვიყენებ - საჩვენებელი თითი მარცხვინ გავწიე, სადაც ამოჭრილ ადგილს ჩამოშვებული ფარდა ფარავდა.
- ამ კუთხეში კი საწოლია - აბაზანის გასწვრის კუთხისკენ ვანიშნე პატარა საწოლზე - შეგიძლია იქ მოისვენო, მე აქაც დავწვები - სამზარეულოს კუთხისკენ ვანიშნე
- ამისთვის მადლობას არ გადაგიხდი! - მითხრა პირქუშად.
პატარა უმადურ ბავშვს ჰგავდა.
- არ მინდა!
უნდა ვაღიარო,
მისი ხმა მომეწონა.
ფეხზე წამოდგა და საწოლთან მივიდა, ფრთხილად ჯერ დაჯდა, შემდეგ დაწვა, ახალ გარემოს ეგუებოდა, ცოტა ხანში თვალები დახუჭა და მგონი წამსვე ჩაეძინა. ალბათ რამდენი ხანია რბილად, წელის ტკივილის გარეშე არ სძინებია.
რაღაც ნაჭერი მოვნახე და იატაკზე დავაფინე, ლამპა ჩავაქრე და წამოვწექი.
რატომ გამომყვა,
ნუთუ არ შეეშინდა?
დღეს ორჯერ გავოცდი.
საოცარი არსებები არიან ის უსუსური ქმნილებები, რომელთაც ქალებსა და ბავშვებს ვუწოდებთ.

ქალი საწოლში იწვა,
დასაბანად საჭირო ნივთები დასჭირდებოდა.
უხმაუროდ ავდექი, აბაზანაში საჭირო ნივთები დავუწყე და ოთახი ჩუმად დავტოვე.
ფანჯრები,ფარდებ გაფარებული დავტოვე და კარი გარედან ჩავკეტე.
ბანაკში მისვლისას ბიჭებს სამი ებრაელი უკვე დაეჭირათ, მუხლებზე დაეყენებინათ და ერმინინგელდი იარაღით დარაჯობდა.
როლანდი ისევ შავ პურს კიკნიდა, კარლო კი ჩუმად ჩამჯდარიყო ძირს და ფიქრობდა.
- ამათ რა ვუყოთ? - მკითხა ერმინინგელდმა
- უნდა დავხვრიტოთ! - როლანდმა წინ გამისწრო და ერმინინგელდს იარაღი გამოართვა.
- მოიცადე! - გავაჩერე ყვირილით მკერდზე იარაღ მიბჯენილი როლანდი - იქნებ გამოგვადგნენ - ერმინინგელდმა ჩაიფხუკუნა, რაღაცის სათქმელად ბაგეები ერთმანეთს დააცილა, მაგრამ მისი ხმა ძლიერმა ბრახუნდა გადაფარა, რაც ჩვენს ყურთასმენას მძიმედ მოსწვდა.
ყველა გარეთ გავვარდით, რამდენიმე მეტრში ძნელად, მაგრამ მაინც ვამჩნევდით აწიოკებული ხალხის ჩოჩქოლს.
ნასროლი ზარბაზანისგან გამოწვეული მიწების თხარუნს.
მტერი ახლოს იყო.
- ამის... - უხეიროდ შეიგინა ერმინინგელდმა
- უკვე ახლოს არიან! - დაიზმუვლა კარლომ. როლანდმა, რომელიც აქამდე შეუპოვრად აფარებდა ქვეყანას ხელს, ფეხი მიწას ძლიერად ჩაარტყა და მანაც უმისამართოდ შეიგინა.
- გაიქცნენ! - ერმინინგელდის ყვირილი შემზარავად გაისმა. ჰორიზონტისკენ ყურადღება გაფანტულებს, ტყვეების პატრონობა გამოგვეპარა.
ყველა სასწრაფოდ გავიფანტეთ და მათ ძებნას შევუდექით.
- რომ ვიპოვი, სამივეს ჯერ ფეხებს დავაძრობ - დაიღვარძლა როლანდი
- არა, ჯერ თვალები უნდა ამოსჩიჩქნო, რომ წასასვლელი გზა ვეღარ დაინახონ - ავად დაისისინა ერმინინგელდმა.
სადაცაა ომს წავაგებდით, ამას სისხლში ვგრძნობდი.
კარგი იქნებოდა ბოლოს მაინც თუ მოვიხსნიდით იმ აყროლებულ მძორს, კისერზე ესე მძიმედ, რომ გვქონდა დაკიდებული.
მთელი დღე ვეძებეთ.
სამი ტყვე ვერა, მაგრამ როლანდი ერთ ებრაელს წააწყდა და ყოველგვარი ბრძანების გარეშე გაქცეულს ტყვია დააწია.
ალბათ უნდა მიხაროდეს, რადგან კიდევ ერთი კაცის სიკვდილი არ დამაწვა ზურგზე.
ბანაკში ხელცარიელნი დავბრუნდით.
არც ერთს არ გვქონდა ლაპარაკის სურვილი.
როლანდისა და ერმინინგელდის ავად ლაპარაკიც აღარ მაწუხებდა.
ყველა ფიქრობდა.
მაგრამ რაზე?
ომზე,
წაგებაზე,
სიკვდილზე,
ტყვეობაზე,
ქალზე...
არა ეს ჩემი ფიქრები იყო,
ისინი რაზე ფიქრობდნენ წარმოდგენა არ მქონდა და არც მინდოდა მეფიქრა.
საშინელებაა უამრავი ადამიანის ფიქრისა და გასაჭირის გაგება.
შუაღამისას გარემოს დავუარეთ და დავიშალეთ.
სახლში არ წავსულვარ, გზას გადავუხვიე.
ნახევარი საათის სიარულის შემდეგ, ერთ პატარა ფერმასთან გავჩერდი.
ღობის კარი გავაღე და ხმაურზე ძაღლები გამომეყეფნენ.
ცოტა ხანში სახლიდან მასპინძელიც გამოვიდა.
- დაწყნარდით, მოდით აქ! - გაუჯავრდა ცხოველებს და შემომხედა
- იოჰან? შენ ხარ? - მკითხა და ამ სიბნელეში ხელით სახე კიდევ მოიჩრდილა.
- მე ვარ! - დავუდასტურე
- ჩქარე შემოდი! - დამიფაცურდა და სახლში შემიძღვა - სამხედრო პირი ხარ, მაგრამ ამ შუაღამისას შენი აქ ყოფნა მაინც საეჭვოა სხვებისთვის.
- მესმის - ჭრაჭუნა სკამზე ჩამოვჯექი
- ამ დროს რამ შეგაწუხა? - ფართუკზე ხელები გაისვ-გამოისვა და ჭრაჭუნით ისიც სკამზე ჩამოჯდა. ყურადღებით მომაჩერდა
- ცოტა სურსათი მჭირდება! - კეფა უხერხულად მოვიფხანე. დედაკაცმა გაკვირვება ვერ დამალა.
- რათქმა უნდა, მაგრამ იმაზე მეტს ვერ გაგატან რამდენიც არ შეიძლება - მითხრა და სკამიდან წამოდგა, კარადიდან გაზეთი გამოიღო და სურსათის გახვევა დაიწყო
- და კიდევ... - ორჭოფულად დავიწყე ლაპარაკი და თვალი ავარიდე
- კიდევ... - თვალები დააწვრილა და ჩემი ნათქვამი გაწელა
- ქალის რამდენიმე ტანსაცმელი და საჭირო ნივთები მჭირდება - გავბედე თქმა და ქვევიდან ავხედე
- აი თურმე რა! - დოინჯი შემოირტყა და სკამზე ისევ ჭრაჭუნით დაჯდა - მეც არ ვიფიქრე ამ შუაღამისას რა სურსათი აუტყდა მეთქი! რაშია საქმე? - წინ გადმოიხარა
- ნურაფერს მკითხავ, ასე შენც ბევრად უსაფრთხოდ იქნები! - თავზე ჩამოფარებული ქუდი ახლაღა მოვიხადე. დედაკაცი წელში გასწორდა და უკმაყოფილოდ შემომხედა
- კარგი, რახან მასე გინდა, ცოტა ხნით აქ დამიცადე - მომიგო ასევე უკმაყოფილო ტონით და ცალკე ოთახში გავიდა, მალევე გამოყო თავი - როგორია?
- გამხდარია, შენი შვილის აღნაგობა აქვს, მაგრამ ასაკით მასზე დიდია - თავი დამიქნია და ისევ ოთახში შევიდა.
მატილდა კეთილი ქალი იყო.
სურსათით გვამარაგებდა, ასევე სხვა საჭირო ნივთებითაც.
ასევე იყო სანდო ადამიანი, ყველაფრისგან უკმაყოფილო, მაგრამ საიმედო.
ცოტა ხანში პატარა ჩემოდნით ხელში გამოვიდა.
- ერთი ორი ხელი ტანსაცმელია და რაც დაჭირდება ისინი, აგერ ესეც! - ჩემოდანზე გაზეთში გახვეული სურსათი დამიდო.
სახე მადლიერებისგან გამებადრა
- მატილდა, მადლობ! - სკამიდან წამოვდექი, ხელები მოვკიდე და ხელის გულებზე ვაკოცე
- ფრთხილად იყავი იოჰან, ეგ ქალი სიკეთეს არ მოგიტანს
- ვიცი მატილდა, ვიცი!

კარში შესვლისას იქაურობა ჩაბნელებული დამხვდა, მხოლოდ გარედან შემოსული სინათლე ბჟუტავდა.
ლამპა ავანთე და გარემოს თვალი მოვავლე.
საწოლი არეული იყო, ხოლო აბაზანისთვის განკუთვნილი ამოჭრილი ოთახის წინ კი ის ტანსაცმელი ეყარა, რაც ქალს ემოსა ტანზე.
ბანაობს?
მაგრამ ამ დროს?
ფარდის იქით წყლის ხმაც არ ისმოდა.
ნელა მივუახლოვდი ფარდას და უკვე კარგად გავარჩიე ძირს აქა-იქიდან, როგორ მოჩანდა თმის პატარა ნაგლეჯები.
წარბები უსიამოვნოდ შევკარი, ვერ მივხვდი რა იყო.
მოგვიანებით კარგად დავინახე სამართებლის ტარი.
გულმა ცუდი მიგრძნო, შეიძლება დავაგვიანე.
ფარდა ხელით სწრაფად გავწიე და მოულოდნელად ყვირილის ხმა გავიგე.
-გადი! - გრძელ ტაშტში იწვა, ჩემი შესვლისას სწრაფად მოიკუნტა, ხელები მკერდზე აიფარა და ზურგით გაიწია.
უცნაური სანახაობა დამხვდა: გარშემო ყველგან გრძელი თმა ეყარა, ზოგი გროვად დაგდებული, ზოგი კი აქა-იქ თითო ღერად გაშლილი.
ქალის ზურგზე თვალი მოვკარი უამრავ ადგილას ჩალურჯებულ და გამწვანებულ ნატკენებსა და წყლულს.
- გადი! - დამიყვირა კიდევ ერთხელ და მხრები აიბზუა.
- ხო, კი, რათქმა უნდა, ახლავე... - ამოვთქვი პატარა ყმაწვილივით დაბნეულმა და ფარდა სწრაფად გავაფარე.
ღრმად ამოვისუნთქე და ჭრილს მოვშორდი.
ვგრძნობდი ხელის თითები რატომღაც მითრთოდა.
შემრცხვა,
მას რაღა დაემართებოდა!
ფერ დაკარგულმა გრაფინიდან წყალი ჩამოვისხი და მოვსვი.
ცივმა სითხემ ახურებული ორგანიზმი გამიგრილა.
ჩემოდანი გავხსენი და სურსათი ამოვიღე, თითო ოროლა ტანსაცმლით სავსე ჩემოდანი კი ფეხაკრეფით მის საწოლთან მივიტანე.
გაზეთი გავშალე, პური და ყველი მაგიდაზე დავდე, ორი თეფშიც.
მატილდას ცოტა რძეც გამოუტანებია, რომელიც ორი სამი ყლუპი თუ იქნებოდა.
ჭიქაში ჩამოვასხი და ...
და მისი სახელი არ ვიცოდი.
ჭრილს გავხედე და დავფიქრდი რა შეიძლება ყოფილიყო მისი სახელი: ემა? იქნებ ბერტა?
მაგრამ ეს ხომ გერმანული სახელებია,
მაშინ იქნებ იზაბელა ან იანა.
ფარდა ისე სწრაფად გაიწია, ფიქრში გართული სწრაფად გამომაფხიზლა.
გრძელ მანტოში მთლიანად შიშველი იყო გახვეული, რადგან მისი ძველი სამოსი იქვე ეყარა, მხოლოდ თეთრი ტერფები მოუჩანდა.
მანტოში ახლა უკვე აღარ უჩანდა დიდრონი თავი, არამედ პატარა შავი ღინღლებით დაფარული მრგვალი თავი.
ისევ კუშტი თვალებით მიყურებდა, რომელსაც დროდადრო მაცილებდა და ხან მაგიდას უყურებდა ხან ძირს გაიხედავდა.
- მგონი დღეს არაფერი გიჭამია! - თავი უარყოფის ნიშნად გამიქნია.
ოდნავ გავუღიმე, მინდოდა დაძაბულობა და უხერხულობა მოშორებოდა.
ამაოდ, ისევ მოქუფრული ნელა მოვიდა მაგიდასთან.
- ტანსაცმელი გიშოვე - თვალით საწოლზე ვანიშნე - ბევრი არ არის მაგრამ... - რძიანი ჭიქა თეფშთან დავუდგი.
ორივე ხელი მოკიდა და ერთი ყლუპი მოსვა.
ცდილობდა მშვიდად მოზომილად ეჭამა, მაგრამ არ გამოსდიოდა.
ის სიამოვნება დიდი ხნის მოკლებული ჰქონდა, რასაც ჭამა ერქვა.
ღრმად ხვნეშოდა და ჭიქაში დარჩენილი რძით ცდილობდა საჭმელი გულზე არ დასდგომოდა.
ნელ-ნელა დამშვიდდა და მშვიდად განაგრძო ლუკმების ღეჭვა.
ლამპის შუქზე ნათლად ვხედავდი მის უკვე თეთრ სახესა და ატმისფერ ლოყებს.
გამოყვანილ შუბლსა და აწითლებულ ცხვირს.
უფერულ ტუჩებს, რომელიც რძისგან დასველებოდა
- schon! - "მშვენიერია", ვუთხარი გერმანულად, რომ არ გაეგო.
ლუკმის ღეჭვა შეწყვიტა და შემომხედა. ალბათ ფიქრობდა რა მითხრაო.
- წეღანდელისთვის ბოდიში! - თვალი ავარიდე - სამართებელი, რომ დავინახე ვიფიქრე...
- ღია ცისქვეშ, რომ ვიყავი მაშინ არ მომიკლავს თავი, ახლა მითუმეტეს არ ვაპირებ ამას - მისი სიტყვები ცივი იყო,
ნაწყენი,
გულ ნატკენი ხმა ჰქონდა.
- მადლობას მაინც არ გადაგიხდი! - მითხრა ისევ უმადურად.
ისევ გამეღიმა.
სკამიდან ადგა და საწოლთან მივიდა, ჩემოდანი დაბლა დადო და საწოლში პალტოთი შეწვა.
თვალები დახუჭა.
- შეიძლება სახელი გკითხო?
- ივდითი! -მითხრა თვალ გაუხელად.
მაშ, არც იზაბელი და არც იანა.
ივდითი!
ლამაზია ივდითი!
"Schon".

დილით ისევ დილაადრიან გავედი,
ქალი...
უფრო სწორად ივდითი მთლიანად თხელ მატრასში იყო გახვეული და მხოლოდ თავის პატარა ნაწილი მოუჩანდა.
ქუჩაში ჯარისკაცები ჭიანჭველებივით დარბოდნენ,
ბანაკშიც არეულობა დამხვდა.
- სწრაფად, ტყვეები მიგვყავს - დაიძახა ერმინინგელდმა - კარლო არ მოსულა?
- აქ ვარ! - თავი შემოყო კარლომ, თვალებს ისრესდა.
- ძილისთვის დრო აღარ გვაქვს, სწრაფად გავედით.
ჯარისკაცები დავიყავით და ტყვეების გამოყვანა დავიწყეთ.
- გაინძერით! - ფეხი მიკრა ერთ-ერთ ებრაელს როლანდმა. შუა ხნის კაცი იქნებოდა, მელოტი თავით.
ჩემოდანში ჩაწყობილი ერთი ბარგი მიჰქონდა, რომლის პირზეც ალაგ-ალაგ გამოსჩენოდა ტასაცმლის ნაჭრები.
კაცი უსიტყვოდ დაემორჩილა.
თავიც კი არ შეარხია უკმაყოფილოდ.
ალაგ-ალაგ მიჰყვებოდნენ ახალგაზრდა თუ მოხუცი ქალ-ვაჟები.
ცხვრებს ჰგავდნენ,
იმ ცხვრებს ბოსტანში, რომ ჰყავთ დაბმული საბალახოდ,
ჩვენ კი მეცხვარეებს, კმაყოფილ მეცხვარეებს, რომლებიც ამ ცხვრებით გაძღომას ლამობდნენ.
ერთი მწკრივი გავაჩერეთ და დიდი მანქანის საბარგულში ასვლა ვუბრძანეთ.
თუმცა ერთმანეთს ყოყმანით უყურებდნენ, მაინც გაბედეს და ავიდნენ მანქანაში.
იმ იმედით, რომ იქ ბევრად კარგი მომავალი ექნებოდათ.
- სად მივდივართ? - ბრბოს ერთი ახალგაზრდა ჭაბუკი გამოერია და ერმინინგელდს შიშნარევი გამომეტყველებით შეხედა. თვალებს თავდაუჯერებლად აკვესებდა და ჭუჭყიან ხელებს ერთმანეთში ხლართავა.
ერმინინგელდმა ტუჩები ზიზღით აბრიცა, თვალები უმალ ავისებური გაუხდა, გაჯაგრული წვერი აეფოფრა.
დავინახე კარლო, რომ დაიძრა ადგილიდან, მათთან მისვლას აპირებდა, რომ უეცრად სროლის ხმა და ჰაერში ბრბოს ყვირილი გაისმა.
ერმინინგელდს იარაღი წინ გაეწია, ხოლო წუთის წინ ამ იარაღის წინ მდგომი ჭაბუკი უკვე ძირს ეგდო.
შუბლის შუაში დიდი შავი ორმო დაეტყო და პატარა წვეთი ღვარღავრით ჩამოედინა, სახეზე.
შავი სისხლი ცხვირზე წაეპოტინა და მიწაში მძიმედ შთაინთქა.
კარლო ადგილზე დაბრუნდა, მე კი მუშტები ერთმაენთში ძლიერად შევკარი და ყელში ამოსხმული ღვარძლი გაჭირვებით გადავყლაპე.
- მალე! - გვამს ზედ გადააბიჯა და ბრბოს დაჰყვირა.
აგონიაში მყოფი ხალხი უცბად აიშალა და მანქანაში ადგილები დაიკავეს.
რამდენიმე წუთში სივრცე დაცარიელდა, მანქანა დაიძრა, ჩვენც დავიშალეთ, უსულოდ დაგდებული გვამი კი დარჩა, რომელსაც წამოდგომის და თავის გადარჩენის აღარანაირი ძალა აღარ შერჩენოდა.
ებრაელებისგან გაწმენდის სამუშაოები რამდენიმე უბნებზე ვრცელდებოდა.
მე კი მხოლოდ ის მინდოდა, რომ ჩემი ოთახის ფანჯრიდან ივდითს არ დაენახა ყოველივე ეს.
ისევ ჩამობნელდა, ისევ უკუნითი სიბნელემ შთანთქა გარემო.
სახლისკენ დავიძარი, ჩემს ქუჩაზე ფეხი რაღაცას წამოვკარი და მძიმედ დავეცი, ეს რაღაც რბილი იყო.
ხელები მოვათათუნე, რაღაც ცივს შევეხე, ყელი იყო,
ხელო მაღლა ავწიე და გავარჩიე რომ ვიღაცის პირს შევეხე, შემდეგ თვალებს.
ხელები უმალ მოვაცილე და უკან გავსრიალდი.
ესეც გვამი იყო.
ჯანდაბა.
აქაც აუყვანიათ ხალხი,
ალბათ ივდითი ყველაფერს უყურებდა.
ფეხზე წამოვდექი და ხელებს ტანზე ვისრესდი, თითქოს თან ამყვა უსულო სხეულის ტანჯვა და გოდება.
ოთახში ფრთხილად შევედი.
ისევ ბნელოდა.
ლამპა ავანთე და საწოლისკენ გავიხედე,
იქ არ იყო.
მზერა აბაზანისკენ მივმართე.
ნუთუ ისევ იქ იყო?!
მაგრამ სიჩუმეა, დაბლა აღარც ტასაცმელები ყრია და აღარც სამართელები, მისი თმები კი მითუმეტეს.
გუშინდელივით ვეღარ შევალ.
დიდი უტაქტობა იქნ...
- აქ ვარ! - უკნიდან მომესმა პატარა ხმა.
თავი მივატრიალე.
იმ ადგილას იჯდა სადაც ბოლო ორი დღეა მძინავს.
მუხლები მოეკეცა და ხელები გარშემო შემოეხვია.
მუქი წითელი კაბა ეცვა, გარედან კი დიდი შავი შარფი ჰქონდა შემოხვეული. მხრებში იყო გაშლილი და თმით დაუფარავი გრძელი კისერი შველივით გაესწორებინა და მოღუშული მიყურებდა.
- საღამომშვიდობის! - ჩუმათ მივესალმე. მერამდენე დღეა ვხედავ და ამ საღამოს პირველად მივესალმე.
- სად წაიყვანეს? - მკითხა და თავი მუხლებს ამოაფარა.
მივუახლოვდი და მასთან ჩავიმუხლე. მსხვილი შეკრული წარბებით მომჩერებოდა. ლამპის სინათლეზე თვალები ცეცხლივით უელავდა.
- კარგ ადგილას - ვუპასუხე ხმა ჩახლეჩილმა - ისინი კარგ ადგილას წაიყვანეს
- მართლა? -თავი მაღლა აწია და მსხვილი წარბები გადაეშალა - მაშინ აქ ტყუილად ვიმალები, მეც წავალ კარგ ადგილას - თვალებში ჩავაშტერდი,თითქოს ცდილობდნენ გულუბყვილოდ მომჩვენებოდბენ, მაგრამ არ გამოსდიოდათ.
შეუძლებელი იყო ამ თვალების მოტყუება.
- მეც წავალ! - მარდად წამოხტა ფეხზე და გასასველისკენ გაიწია, ვერც კი გავიაზრე, როგორ მივყევი თან, ჩავკიდე მკლავში ხელი და გავაჩერე.
თვალები ხელებს მიაპყო და ნელა ამომხედა.
ასე ახლოდან პირველად ვაკვირდებოდი.
გადაპარსულ თავზე ნაიარევები ეტყობოდა, ზოგი ახალი, ძველი, ზოგი ღრმა და ზოგიც კი უკვე შრამებად მოუჩანდა.
მარმარილოს მხრებსა და ყელზე ალაგ-ალაგ ნაკაწრები.
უფერულ ტუჩებზე კანი აძრობოდა და ატყავებულს დამსგავსებოდა.
- იცი სადაც წაიყვანეს ისინი - მტკიცებითი ფორმით ვუთხარი ჩამწყდარმა. ბაგეები ერთმანეთს დააცილა და ჰაერი მსუბუქად შეისუნთქა.
- ჩემი ნათესავების ნახევარიც ასე წაიყვანეს - მითხრა მსუბუქად - გვითხრეს სხვაგან გადავიყვანთო, მაგრამ წაყვანილებისგან ახალი აღარაფერი გაგვიგია
- ჭკვიანი ქალი ხარ!
- სიჭკვიანე არ ჭირდება იმის მიხვედრას, რომ აქედან წაყვანილებს ან ხვერტთ ან გაზის ინკასატორში გუდავთ. - გულში ჩხვლეტა ვიგრძენი, დაკავებული ხელი გამაშვებინა და ზიზღით შემომხედა
- მართლა ჭკვიანი ქალი ხარ! - გავუმეორე ისევ მოქუფრულმა. არ ვიცი რა მეწყინა; ის რომ სიმართლე იცოდა თუ ის რომ მკვლელებში მრავლობითი ფორმით მეც მომიხსენია.
- ამდენი ინფორმაცია საიდან გაქვს? - თვალის გუგები დავავიწროვე და ისევ გავშალე. დავინახე ნერწყვი, როგორ გადაუშვა ქათქათა დაშავებულ ყელში.
- ბევრ ჩემნაირ ქალსა თუ ბავშვს შევხვედრილვარ, რომლებმაც თქვენი ტყვეობიდან თავის დაღწევა შეძლეს - ყურებისას, მისი ბაგეები მწვავდა და თვალებით იმ დამპალ სულს მიშიშვლებდა, უმანკო ტყავი, რომ მიცავდა - იმ კარგ ადგილას, სადაც ისინი გადაგყავთ, ბავშვებს, ქალებსა და მოხუცებს გაზით გუდავთ, კაცებს კი მონებივით ამუშავებთ, - მისი ხმა ღვარძლიანი გველის სისინს ჰგავდა, რაც ტვინში მირტყავდა და ნერვს მიშლიდა- მერე კი როდესაც ისინიც აღარ გჭირდებათ, კედელზე მიმწყვდეული ნადირივით აყუდებთ, იარაღს ხელის აუკანკალებლად უმიზნებთ და ისე ხვრეტთ არც კი ფიქრობთ იმაზე, რომ იმ წუთას ვიღაცის შვილი, ქმარი და მამა მოკალით.
- საკმარისია! - შევყვირე მქისედ, ტანი შიშისგან შეერხა, ხელის თითები გაშალა და ცოტახანში ისევ მოუდუნდა.
არტერიის ყელთან ფეთქვას ვგრძნობდი, სისხლის ტვინში ჩქეფვას, თვალები ამერია და ყელში დიდი ძვალი გამეჩხირა.
ვიგრძენი კისერზე ჩამოკიდებული ცოდვების მძორი, როგორ დამიმძიმდა და კისრის ტკივი გამიძლიერა.
- რატომ? - დაგუბებულ ყურებს მოსწვდა ქალის პატარა ხმა. გამომეტყველება უსუსურად მოეშტერებინა ჩემზე, მაგრამ შეუპოვარი თვალები ისევ ასპარეზზე გამოსვლას იღწვოდნენ. - არ გინდა სიმართლის მოსმენა?
- არ მინდა! - გავუმეორე მკაცრად - იმას რასაც შენ სიმართლეს ეძახი, ჩვენთვის უკვე კარგად დავიწყებული სიტყვაა
- იცი რამდენი ქალი და ბავშვი დაწანწალებს ტყე-ღრეში? - არ ცდილობდა ჭრილობიდან ფეხის აწევას, მე კი, იმას რასაც ასე გამალებით გავურბოდი ვერ ვუძლებდი სიმართლის ასე სახეში მოხლას. ყურებიდან ბოლი გამდიოდა - იცი რამდენი ცდილობს დაგემალოთ? ტყეებში და მიტოვებულ, დანგრეულ ქოხებში, ნადირებივით როგორ იმალებიან, იცი? - გაბრაზებული ხმის კონტროლს კარგავდა, მე კი ამის მოსმენა აღარ შემეძლო. გაწეულს მკლავზე ისევ ჩავავლე ხელი და ჩემსკენ სწრაფად და უხეშად მოვწიე.
- ვიცი! - გამოვცარი კბილებში ღვარძლიანად, რამდენჯერმე გამიძალიანდა, თვალებში შიში დავინახე. - ვიცი, რადგან მათზე სანადიროდ ყოველდღე დავდივართ, ვპოულობთ და ისე ვკლავთ თითქოს ამით სიცოცხლეს წლობით ვიხანგრძლივებთ.
- გამიშვი! - დამიყვირა და მთელი ტანით აფართხალდა. მეორე ხელი გამხდარ წელზე მოვკიდე, ისე რომ არ მეტკინა, მაგრამ თავის დაძვრენის საშუალებაც არ მიმეცა.
- მათი დახვრეტის ბრძანებას მე გავცემ და ეს იმდენად დიდ სიამოვნებას მანიჭებს, როგორც ქალთან სექსი.
- გაჩუნდი, გამიშვი -თავისუფალ მკლავს მკერდზე მირტყავდა, მაგრამ გაჩერებას არ ვაპირებდი, მინდოდა ისე მეტკინა გული, რომ მეორედ იმ მკვლელების სიაში, მრავლობითი ფორმით მე აღარ მივეწერე.
- აქ რომ პირველად მოგიყვანე, იმ დღეს ტყეში რამდენიმე ბავშვი ვნახეთ, ორმოში ჩავყარეთ და ისე დავხვრიტეთ.
- მორჩი! - დაუძლურებულმა დამკრა ბოლო მუშტი. ვგრძნობდი მოზღვავებული ენერგიისგან ჰაერს როგორ ითხოვდა ჩემი სხეული.
- ერთმანეთის მიყოლებით დაეცნენ, სულის ამოხდამდე ვიდექით და ვუყურებდით სანამ ბოლოს მათი ამოსუნთქვის ხმა არ გავიგეთ.
მისი კვნესის ხმა გავიგე, თვალიდან ცრემლები გადმოუცვივდა, სხეულით აკანკალდა, ხელები გავუშვი და მაშინვე სხეულიდან მომცილდა.
არ შემომხედა, აბაზანისკენ წავიდა და ფარდას მიეფარა.
ღრმად ვოხრავდი, სახეზე ხელები ჩამოვისვი და კედელთან ჩავიმუხლე.
თვალები ძლიერად დავხუჭე და მხოლოდ ყურებით ვუსმენდი ერთი კედლის იქეთ ქალის მოგუდულ ოხვრას.

დილით თვალის გახელისას საწოლისკენ გავიხედე, ცარიელი იყო.
კისრის სრესვით კედელს მოვშორდი და აბაზანისკენ ნელა წავედი.
კუთხეში იჯდა,
გამხდარი მტევნები მოკეცილ მუხლებზე შემოეხვია, თავი კედელზე მიეყრდნო და ეძინა.
ნელა მივუახლოვდი, რომ არ გაღვიძებოდა.
დღის შუქზე ასე ღიად პირველად ვხედავდი.
არ შემიძლია იმის გადმოცემა, რაოდენ სათუთი და ლამაზი იყო.
სინათლე კანის სიქათქათეს აჩვენებდა, ალაგ-ალაგ ნაიარევების ფონზე.
მთლიანად შეჭრილი თმა, მისი ნაზი კისრისა და პატარა მხრების წარმოჩენაში ეხმარებოდა.
ხელი მისკენ ნელა გავწიე, მინდოდა შევხებოდი, მაგრამ ჰაერში გავაჩერე.
ვიყავი კი ღირსი, რომ ამ წმინდანს შევხებოდი?
ეს ცოდვაში ხომ არ ჩამეთვლებოდა?
" ცოდვაში? ", ამ სიტყვის გონებაში გაანალიზებისას გამეცინა. კისერზე იმხელა მძორი , რომ მის სიმყრალეს ვეღარ ვუძლებ.
მაინც შევეხე, თბილი სხეულის შეგრძნებამ ელვასავით დამიარა ძვლებში. ნაზ კისერზე თითები ჩამოვუსვი, არტერია ნელა უფეთქდა. თითები ლოყაზე ავაყოლე, მიუხედავად ჩემი სიფრთხილისა, მეშინოდა არაფერი მეტკინა, ისეთი სუსტი იყო. ღია ვარდისფერი ტუჩები ერთმანეთს დაეშორებინა, რომელზეც კანი სცვიოდა და მშვიდად სუნთქავდა.
ცერა თითი ტუჩებიდან ლოყაზე გადავუსვი და ოდნავ შეიშმუშნა. წარბები შეეკუმშა, ერთამენთზე დაწყობილი თვალები ოდნავ გაახილა და შემომხედა.
სახიდან ხელი არ მომიცილებია.
გასაკვირი იყო, რომ ჩემს მოსაშორებლად არც განძრეულა, მშვიდად მიყურებდა.
მისით იმდენად გავთბი, რომ ჰიპნოზის ქვეშ მომაქცია ისე, რომ ამისთვის არაფერი გაუკეთებია.
- nein, der Engel ist wunderschon! - "არა, ანგელოზზე მშვენიერია" - ვუთხარი ხმა ახორკლილმა გერმანულად, რომ არაფერი გაეგო. წამით ისევ უხმოდ მიყურა, შემდეგ სახე გაწია, ხელი მოვაშორე, პირი კედლისკენ იბრუნა და თვალები დახუჭა.
ჩემი დანახვა არ უნდოდა,
უფრო, რომ არ შემეწუხებინა სახლიდან გამოვედი.
დანიშნულების ადგილზე თავშეყრილებმა, სხვაგან გადაბარგება დავიწყეთ.
- ამის დედაც! - ღვარძლით მოისროლა ტვირთი კარლომ - ვმარცხდებით! - დაიღრინა და ფეხი მიწას დაჰკრა.
- გონს მოდი ყმაწვილო - მტრული ჟესტით მიმართა ერმინინგელდმა - ომი ჯერ არ დამთავრებულა - უთხრა და ფეხის ფლახუნით გააგრძელა ახორკლილი გზა.
- ომი უკვე დიდი ხანია წაგებული გვაქვს! - დაიყვირა კარლომ და ძირს დაყრილი ბარგი ხელში სხარტად აიტაცა - ასე არ არის იოჰან?
- არ ვიცი! - თავი უკმეხად ავარიდე და მის წინ წავედი
- მშიშარა ხარ! - ამ სიტყვებმა ვენებში ყრუდ ჩხვლეტა დამიწყეს, მაგრამ ტკივილს ყურადღება არ მივაქციე და გზა ისევ გავაგრძელე
- მშიშარა ხარ, იოჰან! გეშინია აღიარება, სიმართლის თქმა. გაბღენძლილი როლანდიც კი გჯობია.
ხელში შერჩენილი ბარგი მივყარე და კარლოს გაღიზიანებული მივუბრუნდი, საყელოში ვწვდი და ძლიერად ჩავებღაუჯე
- რა გინდა?
- შენი მოკვლა! - დამიღრიალა და მუშტი გამარტყა, ხელი შევუშვი და ინერციით უკან წავედი, გახეთქილი ტუჩიდან სისხლი მოვიწმინდე და გააფთრებულმა შევხედე
- კარლო, ნუ მეხუმრები! - გაჯანიანებული ისევ ჩემსკენ გამოიწია, მოქნეული მკლავი დავუჭირე და მუცელში მუშტი ჩავარტყი. ამოიგმინა და უკან გაიწია
- აღიარე, რომ წავაგეთ - ამოიოხრა - აღიარე, რომ ომში დავმარცხდით, თქვი, გაბედე თქვი! - დაიღრიალა და ისევ გამარტყა მუშტი. თავი გვერდით გადამივარდა, კბილები ერთმანეთზე გავაღჭრიალე და საპასუხოდ დარტყმა მეც მივაყენე.
- ამის თქმა შვებას მოგგვრის? - დავუღრიალე ააფთრებულმა
- მეზიზღები, იოჰან! შენი მოკვლა მინდა მაშინ, როდესაც ტყვეებისა და ბავშვების მოკვლის ბრძანებას გასცემ - მისი მუშტი მოვიგერიე და გაბრაზებულმა ისევ მუცელში ჩავარტყი. დაიმანჭა, მაგრამ ლაპარაკს ისევ აგრძელებდა
- შენი ჩაძაღლება მინდა, რადგან ლაჩარი და მხდალი ხარ. იმ ხალხს არ ეხმარები, არ ცდილობ გამოასწორო. იმის აღიარებაც არ შეგიძლია, რომ ომს ვაგებთ! - ამოთქვა და ისევ გამარტყა,
გავარტყი,
გამარტყა,
გავარტყი.
სიბრაზე ყელში მაწვებოდა.
ხელი ვკარი და მოვიშორე. სუნთქვა გვიჭირდა და ქანცი გამოგველია.
- და რა გინდა, რომ გავაკეთო? - დავიღრიალე და ყელში მოწოლილი ნერწყვი მოვიშორე - ხო, ომს ვაგებთ! ეს ა*ვრები ტანკებქვეშ გაგვსრესენ. ებრაელი ხალხის ცოდვა მძორივით მაწევს კისერზე
- შეგიძლია, რომ უბრალოდ არ გვიბრძანო მათი მოკვლა, - დაიღრიალა გაწითლებულმა და მიწას ფეხი დაჰკრა - ამის დედაც!
- თუ ამის გაკეთება ესეთი იოლი გგონია, მაშინ ამ ბრძანების დროს პროტესტი გამოთქვი, იარაღი დააგდე და წადი!- ახლოს მივედი და საყელოში ვწვდი -მაგრამ ეს შენ არც ერთხელ არ გაგიკეთებია, რატომ? იმიტომ რომ სხვა გზა არ გაქვს კარლო -დავუყვირე და ხელის კვრით მოვიცილე - სხვა გზა არ გაქვს! - უძლურად ამოვთქვი ბოლოს. მეგონა დადოშმინდა, მაგრამ უფრო გაავდა, დაიღრიალა და მთელი სისწრაფით მეცა.
ძირს დავარდნილები ამტვერებულ მიწაზე ვგორაობდით და დაუნდობლად ვურტყავდით.
- ჰეი, ჰეი! - ერთმანეთი როლანდმა გამოგვგლიჯა - რას აკეთებთ? ტვინი გაანძრიეთ! - გვითხრა ავად როლანდმა. კარლომ ღვარძლით ავსებული თვალები მომარიდა, დაყრილი ბარგი აიღო, გადააფურთხა და გაიარა.
- რეგვენები! - ამოისისინა ისევ როლანდმა და ისიც თავის გზას დაადგა.
მიწაზე ჩავიკეცე და შეკრული მუჭი მიწას დავარტყი რამდენჯერმე. ხელის წვის შეგრძნებისას უღონოდ დავუშვი და მიწას დავაცქერდი.
მიყინული, სველი, ატალახებული იყო.
ეს მიწა თავის ნაირს გვხდიდა, გვიყინავდა სულს, გვიტალახებდა აზრებს და გვიმღვრევდა გონებას.
მრცხვენოდა ამ მიწის კუთვნების.
მიწა, რომელიც გვაიძულებდა იმის გაკეთებას, რაც არ გვინდოდა, გვიკნინებდა გამბედაობის უნარს და გვიკრძალავდა ერთმანეთის დახმარებას.
მძულდა ის მიწა, რომელსაც ჩემი ერქვა, გულს მირევდა მისი სუნი და შეხედვა მზარავდა.
მუშტი კიდევ ერთხელ დავარტყი და ფეხზე წამოვდექი.
ცივი ჰაერი ღრმად ჩავისუნთქე, მაგრამ შვება ვერ ვიგრძენი, ეს ჰაერიც კი მხუთავდა.
მთელი დღისგამავლობაში არეული ფიქრები და კარლოს შეკრული შუბლის ყურება არ მასვენებდა.
არ მასვენებდა ის აზრი, რომ ომს ვაგებდით და ამის ხმამაღლა თქმის გვეშინოდა... მეშინოდა. დღითიდღე გვიახლოვდებოდნენ და იძულებულები ვხდებოდით თანდათან ჩვენც უკან გადაგვეწია.
მტრის მოახლოებასთან ერთად ვგრძნობდი როგორ იმატებდა ჩემში სინანულისა და შიშის გრძნობა, შიშის ყველაფრის დასრულებისა.
თითქოს შევდიოდი იმ ადამიანების მდგომარეობაშიც, რომლებსაც უმოწყალოდ ვხვერტდით, ზოგიერთ მათგანს შიშის შეგრძნების საშუალებასაც არ ვაძლევდით.
დღითიდღე კისერზე დაკიდებული მძორი იმდენად მძიმდებოდა, რომ უკვე შეუძლებელი ხდებოდა მისი მოხსნა და გადაგდება. მყრალდებოდა და მისი სუნი ცხვირს მიწვავდა, შემდეგ მთელს შიგნეულობას გადიოდა და სიგარეტზე ძლიერად ფილტვებს მიხვრეტდა.

გადაადგილებაში მთელი დღე დაგვჭირდა. ყურს წარამარა ყრუ გუგუნი შემოესმებოდა ხოლმე.
სახლში უღონო მივედი, მძიმე ჩექმებს მივითრევდი. ლამპა ავანთე და საწოლს გავხედე, ხელ უხლებელი იყო. მზერა სააბაზანოსკენ მივმართე, ფარდა ჩამოფარებული იყო, მაგრამ იქედანვე ვგრძნობდი დამძაფრებულ აურას.
ლამპა თან წავიღე, ფარდის კიდე გადავწიე და მარჯვნივ გავიხედე. ლამპამ მისი სხეული წყვდიადისგან გაანთავისუფლა,
მაგრამ, დაბალ სინათლეზე, თვალები მაინც მოექუფრა,
წარბი შეკრა და თავი ისევ ძირს დახარა, მკრთალ სინათლეზე გაკვრით შევამჩნიე თვალთან ლაპლაპა ანარეკლი.
დილანდელი წამის მეასედში გამახსენდა, ყელში მომჯდარი ნერწყვი გადავყლაპე და ჩავიმუხლე.
მუხლები კიდევ უფრო მოხარა და ღრმად ამოისუნთქა.
- როგორ შეგიძლია? - ამოიჩურჩულა. მისი ხმა ხიდან მოწყვეტილ ფოთოლს ჰგავდა, ნარნარით, რომ ეშვება ძირს
- რა? - ვკითხე ჩუმად
- ვხედავდი როგორ იხრწნებოდა დედაჩემის სხეული - ტუჩებთან მოხრილი საჩვენებელი თითი მიიტანა და ათრთოლებულ ნიკაპზე მიიდო - მოვიდნენ და მოკლეს. ჯერ ტუჩები გაულურჯდა, შემდეგ გაცივდა. ატმისფერი კანი, რომელსაც ვეხვეოდი ფერი გადაუვიდა. ხელებ... - ღრმად ამოისუნთქა, ჩამღვრეული თვალებით წინ სიბნელეს უყურებდა. ნერწყვი გადააგორა - ხელები, რომლითაც მეფერებოდა ისეთი ცივი ჰქონდა... - ამოიხავლა. სხეული მეკრუნჩხებოდა, ყელზე არტერია გაწყვეტას ლამობდა
- ივდით! - ხმა ვერ ვიცანი, ბაგეებიდან ამომცვივდა ჩუმი ოხვრა და ჰაერში დაიფანტა ტანჯვით წამოსული ბგერები.
- ციტრუსის სურნელი რაღაც მყრალმა ჩაანაცვლა. სიკვდილს სუნი, რომ ჰქონდა მაშინ გავიგე - ლოყაზე აქამდე შეკავებული ცრემლი ნელა ჩამოუსრიალდა - არ ვიცი საიდან, მაგრამ მატლი გაჩნდა, დედას ეხვეოდნენ, მათ მოცილებას ვცდილობდი, მაგრამ მეორე დღეს უფრო მეტი ჩნდებოდა. ბოლოს ჩამოჭკნა, დაიძიძგნა და გაიხრწნა - ტუჩები აეჯაგრა, თვალები დახუჭა და ცხვირით ჰაერიი შეისუნთქა - კუთხესთნ მჯდარი ვუყურებდი დედაჩემის უკვე ძვლად ქცეულ თავის ქალაში ჭიანჭველები, როგორ დაძრწოდნენ. იმ თავში სადაც დედას უამრავი ცოდნა ჰქონდა დაგროვებული, რომელსაც მიზიარებდა ხოლმე -კაბის ბოლოს ხელები მოუჭირა და შემომხედა. მისმა თვალებმა შემაშინა. ისინი ბაგეების მაგივრად მიყვიროდნენ, მლანძღავდენე, ტყვიის მაგივრად მკლავდნენ და სასიკვდილოდ მიმეტებდნენ.
- როგორ შეიძლება ეს სიამოვნებას განიჭებდეს? - სუსტი მტევანი სახეში მომიქნია, რომელიც პატარა ბავშვის ტაშის ხმას გამოსცემდა, მხარში მუშტი ჩამარტყა, შემდეგ მეორე, მერე მესამე.
ვუყურებდი მის მოქმედებას და გული ათასჯერ მიკვდებოდა. საშუალება, რომ ჰქონოდა ყველას ისე მოგვკლავდა არც კი შევენანებოდით - როგორ? - ჩუმი ხავილით დამარტყა ბოლოს
- მაპატიე! - შევხედე და ამოვთქვი. თავი ძირს ჰქონდა დახრილი და სრუტუნებდა. მის ნაირ ქალს ფშუტე, არაფრის მთქმელი ჩუჩუნით ვერ დაამშვიდებდი - მკლავში ნელა მოვკიდე ხელი და მკერდზე ჩავიხუტე. არ შემწინააღმდეგებია, მხოლოდ სრუტუნებდა და ჩუმად ბუტბუტებდა - არ მესმის, არ მესმის, როგორ შეგიძლია?
- ეს არც მე მესმის - ვუთხარი უცხო ხმით და თავზე ხელი ჩამოვუსვი, მისი აპარსული თმა ხელზე სასიამოვნოდ მედებოდა. თავზე ვაკოცე და უკან გავიწიე, რომ სახეში შემეხედა. ამოისრუტუნა და თავი დახარა
- ნუ მიყურებ, არ მიყვარს, როცა მტირალს მხედავენ, მითუმეტეს, როდესაც ეს მტერია - არც ერთი ებრაელის გულგრილი დამოკიდებულება არ მკლავდა, როგორც ამ ქალის. მისი სიტყვები, მაჩვენებდა რეალურად ჩვენი ქვეყნის სახეს: მტაცებლურს, სისხლიანს, რომელნიც ამდენი მძორით ვერ ძღებოდნენ. არც ერთი ტყვის გამოხედვა არ მკლავდა ისე როგორც ამ ქალის.
უკან გაჩოჩდა და ისევ კედელს მიეყრდნო, თავი ისევ კედლისკენ იბრუნა და თვალები დახუჭა. მისი უყურადღებობაც კი ცუდად მოქმედებდა ჩემზე.
- არაფერს შეჭამდი
- შენს მოტანილს აღარაფერს შევჭამ - მომიგო უკმეხად. ღრმად ამოვისუნთქე, ვცადე ნერვებს არ ავყოლოდი, ფეხზე წამოვდექი და ზემოდან დავხედე. ფეხები მოხრილი ჰქონდა და ისე იჯდა.
კუთხეში მიმწყვდეულ პატარა ლეკვს ჰგავდა, მაგრამ ლეკვისგან განსხვავებით ის საცოდავად არ გიყურებდა და შიშითა და ფართხალით დახმარებას არ გთხოვდა, ივდითი აქეთ გაიძულებდა შიშით და ფართხალით შენ თვითონ დახმარებოდი, მაგრამ ამ დახმარებას უმადური ბავშვივით ვერ ხედავდა და მადლობის მაგივრად პირიქით წიხლს აქეთ გაჭერდა. ძაღლისა და პატრონის როლი შევითავსეთ - მე ის პატრონი ვიყავი, რომელიც მის დახმარებას ვლამობდი, ის კი ძაღლი რომელმაც ადამიანის როლი მოირგო და ერთგული ძაღლის მაგივრად, იმ უმადურ პატრონს ჰგავდა, რომელიც მისთვის თავდაუზოგავ, ერთგულ ძაღლს უმადურად ეპყრობოდა.
-წამოდი, ვჭამოთ - დავაყოლე კიდევ ერთხელ, თვალი ავარიდე და იქეთ გავედი. მაგიდაზე შემორჩენილი საჭმელი გავშალე და აბაზანისკენ გავიხედე. ჩამი-ჩუმი არ ისმოდა. ღრმად ამოვიოხრე. რაში მაანაღვლებდა, პირველად დარჩებოდა მშიერი თუ უკანასკნელად? სკამი ხმაურით გამოვწიე და დავჯექი, ერთი ლუკმა ჩავიდე პირში და გულმა რეჩხი მიყო. მაგიდას მუშტი დავარტყი და ფეხზე წამოვდექი. როდიდან გავხდი გულათანაღრებული, მაგრამ წუთისწინ არ ვთქვი, რომ ამ ქალის დამოკიდებულება განსხვავდებოდა სხვა ყველაფრისგან.
აბაზანის ფარდა გადავწიე და მკრთალ შუქში მჯდარს მკლავზე ხელი მოვკიდე, რომ წამომეყენებინა
- ხელი გამიშვი, შენს გაკეთებულს აღარაფერს მივიღებ-მეთქი - გამიძალიანდა და მკლავიდან ხელი უხეშად გამაშვებინა
- მართალა? - ხელები გაკვირვებულმა ირონიით გავშალა - მაშინ აქ რას აკეთებ, რატომ იმალები ჩემი მფარველობის ქვეშ თუ ჩემი გაკეთებული არაფერი გინდა
- იმიტომ, რომ მჭირდება! - მომახალა ხმამაღლა და ფეხზე წამოხტა - იმიტომ, რომ თავშესაფარი მჭირდება იმისთვის, რომ შენნაირმა ნაბი*ვარმა ხალხმა არ გამაუპატიუროს და მერე ვირთხასავით არ მომკლას... იმიტომ, რომ მჭირდება და ამისთვის გიყენებ და ყველაზე უმთავრესი ვალდებული ხარ, რომ დამეხმარო,რადგან იქნებ ყელზე დაკიდებული მძორი ამ საქციელით მაინც შეგიმსუბუქდეს - მკრთალ შუქზე თვალები უელავდა, მესმოდა და ვგრძნობდი ბრაზისგან მკერდი როგორ აუდ-ჩაუდიოდა, ღია უფერო დაშორებული ბაგეებიდან თბილი ორთქლი ამოსდიოდა. მიკვირდა მისი სულისკვეთების.
ცხოვრებაში მეამბოხე, გამბედავი ადამიანი ყოფილა,
უშიშარი და შეუპოვარი.
მისი სულიერი სიძლიერე მასთან უფრო მეტად მაჯაჭვებდა და მიზიდავდა.
სურვილი გამიჩნდა იმ ბაგეებზე შევხებოდი, რომლიდანაც ასე დაუშურებლად იმეტებდა შეუბრალებელ სიტყვებს, ის თვალები დამეკოცნა,რომლიდანაც ასე შეუდრეკლად, ცივად და
ხანდახან ზიზღითაც მიყურებდა.
გული მიბრძანებდა გამეკეთებინა ის რასაც გულის სიღრმეში ვფიქრობდი, ხელს მკრავდა და მგულშემატკივრობდა : "მიდი","მიდი",
მაგრამ...
- მაშინ ისარგებლე ამ შანსით და ბოლომდე გამომიყენე, წამოდი! - ფარდა გავწიე და მაგიდასთან მივედი. გული ამღვრეული მქონდა, ატალახებული. მისმა ნათქვამმა იმოქმედა თუ იმ შეგრძნებამ რამაც მისი კოცნის სურვილი გამიჩინა ვერ გავრკვეულვარ.
წამიც არ გასულა,მალევე მოვიდა და მაგიდასთან მომიჯდა.
მისკენ მზერას ფარულად ვაპარებდი: მსუბუქი მოძრაობით, როგორ ანაცვლებდა ხელებს ერთმანეთს, მშვიდად როგორ ღეჭავდა საკვებს, როგორ მშვიდად სუნთქავდა, ლამაზად ენაცვლებოდა მისი დაკვირვებისგან მონაცვლე თვალები ერთმანეთს.
ამას აქამდე არ მიუპყრია ჩემი ყურადღება...
ის იდეა არ მომწონდა, რასაც ჩემი გული ჩემს დაუკითხავად გეგმავდა,
არ მომწონდა...

დილაადრიან ბომბების ხმაში და არეულობაში ტყვეების გადაყვანას ისევ ვაგრძელებდით. უკვე უკიდურეს მდგომარეობაში ვიყავით, ვმარცხდებოდით, მაგრამ ამას ხმამაღლა არავინ ვაღიარებდი. თვით ერმინინგელდის თვალებშიც იკრთოდა შიშის გრძნობა, რომელსაც სიკვდილის ეშინოდა.
ებრაელებსაც კი აღარ სჯეროდათ იმ ჩიჩინის რასაც ვეუბნებოდით, გულის სიღრმეში იცოდნენ, ეს გზა სადაც მიჰყავდათ, საბოლოო იყო მათთვის.
მანქანაში რამდენიმე ებრაელი კიდევ ავიყვანეთ.
ზოგის თვალებში შიშს ვკითხულობდი, ზოგში ზიზღს, ზოგს გაქვავებული სახე ჰქონდა, თითქოს უკვე დიდიხანია ბედს შეგუებოდნენ.
ჩვენსავით გამოიყურებიან, ჩვენსავით გრძნობენ...
მაშ რატომ გვძულს ისინი?
ერმინინგელდმა ცოტა ხნით მანქანა შეაჩერა და წასვლის საშუალება არ მისცა. მზერა რიგის ბოლოში მჯდარ ქალზე შეაჩერა, რომელსაც ხელში ჩვილი ეჭირა და მკერდზე ძლიერად ჰყავდა აკრული.
- ცოტა ხნით ეს ქალი მჭირდება! - თქვა თუ არა ქალს და ჩვილს ბაგეებიდან კვნესა ერთდროულად წასკდათ. სიცივემ ძვალსა და რბილში დამიარა.
მის გვერდით მჯდომი მამაკაცი ქალს მკლავზე ჩაეჯაჯღურა და ერმინინგელდს მწუხარე თვალებით შეევედრა
- ძალიან გთხოვთ, არ გინდათ! - როლანდმა მკრეხელურად ჩაიცინა და ქვევით შემდეგ მანქანასთან მივიდა. მისთვის სულ ერთი იყო რა ბედი ეწეოდა მათ.
- ჩამოდი! - ახლა პირისპირ ქალს მიმართა და გაბღენძილმა შეხედა. ქალი ისევ თავის შვილს ეჭიდებოდა და თვალიდან ცრემლი რაკრაკით ჩამოსდიოდა.
ფეხი დავძარი, რომ მივსულიყავი და გამეჩერებინა, მაგრამ წამით დამასწრო მოერე რიგში მჯდომმა ერთმა ებრაელმა, რომელიც ფეხზე მარდად წამოიმართა და მანქანის კიდესთან ახლოს გაჩერდა, ერმინინგელდს ზემოდან ზიზზღით დახეთა და უთხრა:
- ამ ქალს თავს დაანებებთ - მის ხმაში მტრობა გამოსჭვიოდა. სრული კაცი იყო, გალეული ტანით - ისიც კმარა, რომ სასიკვდილოდ გვიმეტებთ. თქვენს სიღორეს უფრო მეტ სიბინძურეს ნუ დაუმატებთ
- შენს ადგილს დაუბრუნდი ვირთხა! - ღვარძლით გამოსცრა კბილებში ერმინინგელდმა
- ჯერ ჩემი მოკვლა მოგიწევთ, რომ მას მიუახლოვდეთ - შეუპოვრად იდგა და მზერას არ აცილებდა მის წინ მდგომ "სიკვდილს". მისი სიმტკიცე თითქოს სხვებსაც გადაედოთ, ერთი მეორის მიყოლებით წამოიწივნენ დანარჩენებიც და მათმა სხეულმა საბოლოოდ უკან მჯდომი ქალი დაფარა.
მათმა სიმამაცემ ჩემი უძლურება დამანახა, რამაც ჩემი ტვინის ფშვნა გამოიწვია.
- კარგით! - გადააფურთხა და იარაღი მათ დაუმიზნა.
- ერმინინგელდ! - უცებ ყვირილის ხმა გავიგე და მოკლე ხანი დამჭირდა იმის მისახვედრად, რომ ეს ჩემი ხმა იყო. ძვალსა და რბილში დარბოდა რაღაც და საფეთქელთან ძლიერ მირტყავდა
- ახლავე მოშორდი მანდედან! - კბილებში გამოვცარი
- ოჰ! - გადაიხარხადა და ამრეზით, ქედმაღლურად შემომხედა - უკვე დიდი ხანია შენი უფლებები დაკარგე იოჰან, ვერაფერს მიბრძანებ! - თვალები მძიმედ დავხუჭე, მუშტები შევკარი, იარაღი ძლიერად მოვიმარჯვე და ერმინინგელდს სამ ნაბიჯში მივუახლოვდი. იარაღი გულზე მივაბჯინე და ჩაწითლებული, გადამჟავებული ხმით გავუმეორე
- აქედან მოშორდი-მეთქი - რაღაცის სათქმელად პირი გააღო, მაგრამ არ დასცალდა. კარლომ იარაღი გაღებულ პირში შესჩარა და ძლიერად დააწვა
- აქედან გაეთრიე, შე ძაღლიშვილო! - იარაღი ისევ მიჰკრა და ერმინინგელდი განზე გასწია. ძაღლური, ჩასისხლიანებული თვალებით გამოგვხედა, რომლიდანაც დიდი მუქარა გამოსჭვიოდა, სხვა სიტუაციაში ეს მზერა შემაშფოთებდა, დამაფიქრებდა და მუდამ სიფხიზლეს მომთხოვდა, მაგრამ ახლა თითქოს ეს სულერთი იყო.
უკან მიბრუნდა და სხვა ტვირთებს დაუწყო კონტროლი.
კარლო მოტრიალდა და ცოტა ხნით მომაჩერდა, მასში ვერ დავინახე მეგობარული გამოხედვა, მაგრამ ისეთი იდუმალი მტრული მზერითაც აღარ შემოუხედავს.
შემდეგ იმ ხალხს შევხედე, სრულიად უცნობ ადამიანს, რომ გადაეფარნენ. უემოციო არაფრის მთქმელი გამომეტყველებით მიყურებდნენ.
მეგონა მადლობის ნიშნად თავს დამიქნევდნენ, ან ყველაზე ცოტა გამომეტყველებას მაინც შეიცვლიდნენ, მაგრამ არა, გამომშრალი თვალებით მიყურებდდნენ.
თითქოს პრეტენზია გამიჩნდა იმის, რომ ჩემს გაკეთებულ საქმეზე მადლობას გადაეხედათ, მაგრამ რატომ ან რისთვის? დაგვიანებული სიკეთის გაკეთებას ისევე არ აქვს აზრი, როგორც გაციებული სუპის ჭამას, მაგრამ სუპის გაცხელება შეიძლება, ამ ადამიანების გულის გათბობა კი უკვე შეუძლებელი გამხდარიყო.
ებრაელები თავის ადგილს დაუბრუნდნენ. ქალმა მადლიერი აცრემლებული თვალებით შეხედა და მადლობა გადაუხადა, მის გვერდი მჯდომმა გალეულმა კაცმა ქალს ხელი ძლიერად მოჰკიდა და მანაც მადლობა გადაუხადა იქ მსხდომებს.
მე ზედაც არ შემომხედეს.

სახლში ფეხის ფლასუნით მივედი, გვიანი იყო. ლამპა ავანთე და ინსტიქტურად საწოლისკენ გავიხედე. ეს უკვე რეფლექსად მექცა, მაგრამ ვერ დავიმახსოვრე, რომ ის ან სააბაზანოში იქნებოდა ან უკან, ჩემთვის განკუთვნილ იატაკზე. მივტრიალდი და ისევ იქ დამხვდა ჩამუხლული, მიყურებდა.
ყვითელი, გრძელი ქვედაბოლო ეცვა, ზემოდან კი სხეული შავი შარფით დაემალა.
- საღამომშვიდობის! - მივესალმე, მაგრამ თავი ნელა გვერდით გააპარა და ფანჯარაში შავ სივრცეს გაუსწორა თვალი.
გამეცინა.
სამზარეულოდან დარჩენილი საკვები გამოვიტანე და მაგიდაზე გავაწყვე, ერთი თეფში დავდე და ისევ ივდითს მივმართე
- დაჯექი, რამე ჭამე - ვუთხარი და სააბაზანოში შევედი. რამდენი ხანი იყო წესივრად არ მებანავა. ეს მძიმე ფორმა საშინელ შეგრძნებას მიტოვებდა. გავიხადე და დიდი შვება ვიგრძენი. თითქოს მთელი ცოდვა ამ ფორმაში იმალებოდა. ცოტა ხნით ყველაფრისგან დასვენება მინდოდა. თბილმა წყალმა მომადუნა და ცოტა ხნით დამავიწყა არეულობა ჩემს თავში: ომი, სისხლი, სიკვდილი, ქალი...
ქალი?
არა,ალბათ ამ ქალს ვერაფერი დამავიწყებდა.
უცებ მტვრევის ხმა გავიგე და მივხვდი, დრო იყო ავმდგარიყავი. თხელი შარვალი და მაიკა გადავიცვი.
ბრაგუნა ჩექმების გარეშე, ასე მსუბუქად თავი თითქოს საუკუნეა არ მიგრძვნია.
ფარდა გადავწიე და ჩამუხლული ივდითი დავინახე, რომელიც დამსხვრეულ თეფშს კრეფდა. შარფი მხრებიდან ჩამოვარდნოდა და ქათქათა კანი მოუჩანდა.
ახლოს მივედი და ზემოდან დავხედე, თავზე ისევ ლაქები შევამჩნიე, რომელიც შიშველ მხრებზეც ეტყობოდა. მოულოდნელად წამოიწია და ტანზე მომეჯახა, შიშისა და მოულოდნელობისგან ნამსხვრევები ისევ ხელიდან გაუცვივდა.
თვალებში მომაჩერდა და მხრებში ცოტა მოიხარა.
თითქოს ვერ მიცნო. თვალები ჩამომატარა, მხრებზე დამაკვირდა და შემდეგ ტასაცმელზე, ეტყობა გაუკვირდა ჩემი ასეთ ფორმაში დანახვა. მის რეაქციას თვალს ვადევნებდი და მესიამოვნა ასეთი ყურადღება.
- თეფში გამიტეხე! - ვუთხარი ღიმილით და ფიქრებს ხელიდან გამოვტაცე. თვალებში შემომხედა და ალბათ ჩემი ღიმილიანი სახე, რომ დაინახა ბრაზი მოერია
- არაუშავს, ხვალ-ზეგ მაინც აღარ დაგჭირდება - შიშველ მხრებზე შარფი მოიხვია და ისევ კედელთან მივიდა.
მისმა სიტყვებმა საფეთქელი ამითამაშა და ღიმილი სახიდან წამში მომაცილა. ფაქტობრივად მითხრა, რომ სიკვდილი ახლოს იყო. ნერწყვი მძიმედ გადავყლაპე და მასთან მივედი, ლამპა ფანჯრის მხარეს დავდგი, რომ ჩვენი ანარეკლი ფანჯარასთან არ გამოჩენილიყო.
- ანუ? - ვკითხე მომთხოვნად.
ივდითმა შემომხედა და კიდევ ერთხელ მომავლო თვალი
- იმ სამოსმა დაგამძიმა? - მკითხა მშვიდად და აშკარა მტრული ტემბრით.
- დამამძიმა! - არანაკლებ კატეგორიულად ვუპასუხე მეც.
კიდევ რაღაცის სათქმელად გააღო პირი, მაგრამ თქმა გადაიფიქრა და თავი ისევ გვერდით მიაბრუნა. მის ყელთან კიდევ ერთმა ნაიარევმა მიიპყრო ჩემი ყურადღება. ფეხზე წამოვდექი და სამზარეულოდან მალამო გამოვიტანე. მის წინ დავჯექი და კოლოფს თავი მოვხსენი.
- ახლოს მოიწიე!
- რა? - მკითხა და პირიქით, უკან გაიწვია
- მინდა, რომ ჭრილობებზე ეს წაგისვა - ავუხსენი და მალამო კიდევ ერთხელ დავანახე. სქელი წარბები შეკრა და მკაცრად ისევ უარი გამომიცხადა
- არ მინდა! - მის სიჯიუტეზე ნერვები მეშლებოდა. მალამო ძირს დავდე, ფეხები განზე გავწიე და ჩემს შორის მოვიქციე
- რას აკეთებ? - ფეხზე წამოწევა დააპირა, მაგრამ მკლავი მსუბუქად დავუჭირე და ადგილზე თითქმის ძალით დავსვი
- გამიშვი, არ მინდა, არ მჭირდება... - შემომიტია და იძულებული გავხდი ორივე მკლავი ძლიერად დამეჭირა. ტკივილისგან ბაგეები გაეპო და ამოიკვნესა. შარფი მხრებიდან გადაძვრა და მძიმე ოხვრის დროს შიშველი მხრები რიტმულად ჰყვებოდა მას.
- არ მინდა რამე გატკინო, უბრალოდ ნება მომეცი!.. - მუდარას მიაგავდა ჩემი ხმა.
ნელა დამშვიდდა, ხელები ფრთხილად გავუშვი
- თავი გვერდით მიაბრუნე - აღარ შემეწინააღმდეგა, თავი ნელა მიაბრუნა. მალამო ავიღე და ჯერ თავზე იმ ადგილებზე ფრთხილად წავუსვი, სადაც ნაიარევები და პიგმენტური მწვანე ლაქები ეტყობოდა. ხმას არ იღებდა, ჩუმად იჯდა. შემდეგ ცერა თითი მის ყელზე ჩამოვატარე და ჭრილობაზე რამდენჯერმე გადავუსვი. ტანში ჟრუანტელმა დამიარა თბილი კანის შეხებისას. პირზე თბილი ნერწვი მომადგა, რომელიც ხმამაღლა გადავყლაპე. ძაღლს ვგავდი, მშიერს, რომელსაც ხორცის შემყურეს ნერწყვი პირიდან გადმოსდიოდა. მალამოიანი თითი მის ლავიწს ნელა გადავუსვი, შემდეგ მეორე მხარზე დავუსვი თითი. ცხოვრებაში რამდენჯერ გინატრიათ წამის გაჩერება?
მე პირველად ვინატრე.
ვიგრძენი ისიც დაძაბული იჯდა, ყელთან ძარღვები დაბერვოდა და თითებს მკლავებს ძლიერად უჭერდა.
ნუთუ ჩემი შეხება მოქმედებდა მასზე?!
ჩემს ფიქრებზე გამეცინა...
შეხება მოქმედებს, მაგრამ არა ისე როგორც ჩემზე.
მას მტრის შეხება ერთ სიკვდილად უჯდება, გული ერევა და ალბათ ხვალ ჩემი წასვლისას ტანს კარგად გაიხეხავს, რომ ჩემი კვალი მისი სხეულიდან მოიცილოს.
ხელი ფრთხილად მოვაცილე და გვერდით მომზირალს თვალებში შევხედე
- ძალიან ლამაზი ხარ! - ვერ გავაცნობიერე ისე ღიად ვთქვი ეს სიტყვები. უცებ შემომხედა, თვალებით მეუბნებოდა ამის თქმა, როგორ გამიბედეო.
- იცი საერთოდ რა არის სილამაზე? - მკითხა იმედგაცრუებულმა
- შენ! - მივუგე ამჯერად უფრო თამამად
- არა - მითხრა ცივად - სილამაზე გარეთ არის, უფრო სწორედ იყო. იქ მშვენიერება, სიმშვიდე იყო, რომელიც ამ ხელებით გაანადგურე - გამხდარი თითებით ხელზე დამეპოტინა - და ახლა ამავე ხელით ცდილობ, როგორც შენ ამბობ, ის სილამაზე აღადგინო, რომელიც გაანადგურე? ამ ხელებით? - მაგრად მომიჭირა ხელზე, ყოველ შემთხვევაშ თვითონ ეგონა, რომ მტკენდა.
წყლიანი თვალებით მიყურებდა.
თავი ვერ შევიკავე,
არც მიცდია,
ლოყაზე ხელი სწრაფად მოვკიდე და ტუჩებზე შევეხე. ყურადღება არ მივაქციე მის ფართხალს. თითქოს ვიცოდი ხვალ-ზეგ აღარ ვიქნებოდი და ეს მაძლევდა სითამამეს.
მისი ბაგეები თბილი იყო, სასიამოვნო და მომაკვდინებელი.
უცბად მოვშოდი მის ბაგეებს.
- არამზადა! - დამიყვირა და სილა გამარტყა. ხელები დავუჭირე და ადგომის საშუალება არ მივეცი.
- ხელს ნუ მკიდებ, ნუ მეხები!
- ვწუხვარ, - ვუთხარი და გაჩერდა, ჩემი და მისი აქოშინებული სუნთქვა ერთმანეთს ეჯახებოდა - ძალიან ვწუხვარ იმის გამო, რაც გადაიტანე. არჩევანის საშუალება, რომ მქონოდა... რომ მქონოდა...
- სხვა გზა ყოველთვის არის - შემომიტია და ხელი კიდევ აიქნია.
- ეს იყო სხვა გზა - ხმა მეც ამიკანკალდა - ან მათთან უნდა ვყოფილიყავი ან სიკვდილთან.
- გიღირდა ეს გზა? ამდენი ადამიანის ცოდვა მძორივით გკიდია კისერზე და ცდილობ ჩემი დახმარებით გათავისუფლდე მისგან. გიღირდა? მიპასუხე გიღირდა? - ხმა აუკანკალდა და თვალებიდან ცრემლი გადმოუგორდა
- არ მიღირდა! - ვაღიარე და ვიგრძენი მძორი უფრო დამძიმდა კისერზე.
ივდითმა ხელი მკრა და ფეხზე წამოდგა
- მეორედ ეს აღარ გაბედო! - თქვა მუქარით, ტუჩებზე ხელი გაისვა და აბაზანაში მიიმალა.
გამეცინა, ცოტა სევდიანად, რადგან მეორე შანსი შეიძლებოდა აღარ ყოფილიყო, მაგრამ თუ მომეცემოდა, რათქმაუნდა გავბედავდი,
არც ვიყოყმანებდი.

იმ ღამესვე მომაკითხა სიკვდილმა.
ფიქრებში ვიყავი ჩაძირული, როდესაც საშინელი ბათქანის ხმა გავიგე. კედლები შეზანზარდა და ფეხზე წამოვვარდი.
ივდითი სააბაზანოდან საჩქაროდ გამოვიდა, დაღლილი და ჩაწითლებული თვალებით.
- რა ხდება? - იკითხა ჩუმად
- დამშვიდდი - მასთან მივედი და თბილ მხრებზე ხელი მოვკიდე - დამშვიდდი - ისევ გავიმეორე. მხოლოდ ფეხზე ამოვიცვი ჩექმები.
- ივდით, - ისევ მივუახლოვდი და თვალებში შევხედე. შემეშინდა იმის, რომ შეიძლებოდა უკანასკნელად ვხედავდი - არსად წახვიდე, ნუ გეშინია, აქ დამელოდე - შუბლზე ვაკოცე და გარეთ გამოვედი, კარი კი ჩავკეტე.
გზაში მხოლოდ ივდითის შიში მქონდა. არაფერი მოსვლოდა ან არ გაქცეულიყო. ორივე შიში იმდენად ძლიერი იყო, რომ ვერ გამოვარჩევდი.
ქუჩებში ქაოსი ტრიალებდა, ყველა ერთმანეთში ირეოდა და ყვიროდა.
ცოტა ხანში ჩვენს ბანაკს მივუახლოვდი. მტვერი და უამრავი ქვიშა მხვდებოდა თვალში.
- იოჰან! - ერმინინგელდის ხმა გავიგე, მტვერში ძლივს მოჩანდა. მისი მიმართულებით გავიქეცი.
- მივდივართ! - დამიყვირა უცებ
- რა? სად? - წარმოვთქვი უაზროდ
- როლანდი სად არის? - ყურადღება არ მომაქცია ცალთვალამ
- უკან ვიხევთ იოჰან, გავრბივართ! - მხარი გამკრა კარლომ.
იარაღი ავიღე და უკან გავიქეცით. ცოტა ხანში ბომბი ისევ ჩამოვარდა და ყურები საშინელმა ზმუილმა დაგვიხშო, ერმინინგელდი კი სამუდამოდ დააძინა.
მე და კარლო მინგრეულ კედელს ამოვეფარეთ, დაღლილებმა და შეშინებულებმა მძიმედ სუნთქვა დავიწყეთ.
- ტყუილად ვცდილობთ, - ამოიოხრა - ხომ იცი, რომ მაინც მოვკვდებით - იარაღი დაშალა და ძირს დაყარა
- რას აკეთებ? - ვკითხე და მისმა უცნაურმა საქციელმა დამძაბა. კარლომ შემომხედა და ცალყბად გაიღიმა
- ამ ნაბი*ვრებს საქმეს ვუმარტივებ - თქვა და კედელს მოშორდა. თავიდან გამიჭირდა მიხვედრა, იმის თუ, რას აკეთებდა, მაგრამ ღია მოედანზე ხელებ გაშლილი, რომ დავინახე, ყოველგვარი დაცვითი საშუალებების გარეშე, მივხვდი რომ სიკვდილს ასე ხვდებოდა
- კარლო აქ მოდი! - დავუყვირე და მთელი სახე ამიწითლდა, რადგან შეიძლებოდა რამდენიმე წამში ბომბს გაენადგურებინა - გიბრძანებ შენს ადგილს დაუბრუნდე! - კიდევ ერთხელ დავუყვირე და წამოვიწიე მის გამოსათრევად, მაგრამ უცებ არსაიდან ისევ ძლიერი ხმა გაისმა. ბიძგმა გვერდით გადამაგდო და ყურები წუილით დამიგუბდა.
იდაყვებს დავეყრდენი და იქით გავიხედე სადაც კარლო იდგა,
იქ აღარაფერი იყო დარჩენილი,
ცოტა ხნის წინ ხელებ გაშლილი კარლოს მოგონების გარდა...
ჯერ არ მინახავს ადამიანი ასე ამაყად დახვედროდა სიკვდილს.
მიწას ხელი დავარტყი სიმწრით.
ვიცოდი,
ვიცოდი, რომ აზრი არ ჰქონდა, მაინც მოვკვდებოდი, მაგრამ მანამდე ივდითი უნდა გადამერჩინა, ამ ქვენიდან სხვაგვარად არ წავიდოდი.
ფეხზე წამოვიწიე და დაბინდული გზა ძლივს გავიკვალე.
სახლში მისვლისას კარი დამტვრეული დამხვდა, გული მაშინვე გამიჩერდა, რადგან მივხვდი, რომ ივდითი გაიქცა, მაგრამ მალევე გავიგე ქალის მოგუდული ხმა.
კარში შევვარდი და დავინახე როლანდს, როგორ ყავდა ივდითი დაჭერილი და მასზე ძალადობას ცდილობდა.
გონება დამებინდა და სისხლი გამეყინა. როლანდს ზურგში ხელი ჩავავლე, ივდითს მოვაშორე და სახეში გავარტყი
- ნაბი*ჭვარო! - ტუჩზე ხელი მოისვა და შემომხედა
- ერთი ამას უყურე, ებრაელი ქალი შეუკედლებია და სამშობლოს ღალატობს - დაიქირქილა და ყელში მეცა. მუცელში წიხლი ჩავარტყი, სახეში კიდევ ერთხელ ვუთავაზე და ძირს დაეცა.
უცებ ივდითთან მივირბინე, საწოლის კიდეზე მოკუნტულიყო და კანკალებდა
- ივდით, - მასთან დავიხარე და მხრებზე ხელი მოვკიდე. მეგონა გამაგდებდა, მაგრამ უცებ ხელები გაშალა და მომეხვია.
გამიკვირდა.
წელზე ნელა მოვეხვიე, მის კისერში შევმალე ცხვირი და ახლა უკვე ხელები ძლიერად მოვხვიე. კანკალებდა და ტიროდა. უცებ კიდევ ერთი ბომბის ხმა გაისმა და იძულებული გავხდი ხელები გამეშვა
- კარგად ხარ? ხომ არაფერი დაგიშავა? - სახეზე ხელს კანკალით ვუსმევდი და თვალებიდან ცრემლს ვწმენდდი.
- არა, არა - მიპასუხა გაბზარული ხმით - წამოდი, ეს ძაღლი მალე მოვა გონს - ხელი მოვკიდე და გარეთ გავიყვანე. მისი ხელი ძლიერად მეჭირა და აურზაურსა და ქაოსით მოცული ადგილიდან ვცდილობდი მის გაყვანას.
სროლის ხმა გავიგე.
უკან ბუნდოვნად ჩანდა როლანდი როგორ მოგვსდევდა.
კუთხეში შევუხვიე და ივდითი გავაჩერე. მის ჩაწითლებულ და დაღლილ თვალებს შევხედე.
არ მინდოდა გამეშვა,
არ მემეტებოდა, მაგრამ სხვა გამოსავალი არ მქონდა.
- აღარ წამოხვალ ხო? - თითქოს მიხვდა რის თქმასაც ვაპირებდი. - მისმინე, - მისი სახე ისევ ხელებში მოვიქციე - იმიტომ არ გეხმარები, რომ მინდა ცოდვები შემიმსუბუქდეს. იმ ნანგრევებში სხვა რომ ყოფილიყო ნამდვილად არ ვაცოცხლებდი. გულმა მიკარნახა ასე მოვქცეულიყავი - ვუთხარი და მისი პატარა მტევანი მკერდზე დავიდე - ან შეიძლება ამის გაკეთება შენმა თვალებმა მაიძულა - ნერწყვი ძლივს გადავყლაპე.
- ეს არ გამართლებს და არც ჩემს წარმოდგენას ცვლის - მითხრა და ვგრძნობდი, რომ მასაც უჭირდა
- სხვა ცხვოვრებაში აუცილებლად შევხვდებით
- მაპატიე, მაგრამ სხვა ცხოვრებაში არც ერთი მტრის სახის ნახვა არ მაქვს დაგეგმილი - თვალიდან ცრემლი კიდევ გადმოუგორდა. მისმა სიტყვებმა გული დამიმძიმა.
- მე შენი მტერი არ ვარ ივდით, გესმის, არ ვარ - სიმწრით ვუთხარი. მინდოდა, რომ ჩემში მტერი არ დაენახა, ისევე როგორც მე ვერ ვხედავდი მასში.
- შემდეგ ცხოვრებაში დამელოდე, აუცილებლად დამელოდე, ივდით - შუბლზე ვაკოცე და თითი ლოყაზე გადავუსვი.
მან ხელი მომკიდა და გამიღიმა, პირველად დავინახე მის სახეზე ღიმილი.
მშვენიერი იყო.
- შენი სახელი არ ვიცი! - მითხრა ჩუმად
- იოჰანი, იოჰანი მქვია! - ხელზე ცერა თითი მომისვა და კიდევ გამიღიმა
- კარგი იოჰან, დაგელოდები - სიცოცხლის ბოლო წუთებში ამ სიტყვების გარდა სხვა არაფრის მოსმენა აღარ მინდოდა. უყოყმანოდ მის ტუჩებს შევეხე.
თბილს,
ნაზს,
მომაკვდინებელს.
აღარ შემეწინააღმდეგა,
მომეხვია და ცხელი ბაგეებით ყელზე შემეხო.
ძლიერად ჩავიკარი და მივხვდი, როგორ არ მინდოდა სიკვდილი, რა ძლიერად მიყვარდა და მინდოდა სიცოცხლე.
კიდევ გავიგე გასროლის ხმა, ახლა უკვე ახლოდან.
ჩქარა მოვშორდი ივდითს.
- კიდევ ერთხელ გამიმეორე ივდით, გამიმეორე - ხმა ამიკანკალდა
- დაგელოდები იოჰან, გეფიცები დაგელოდები - მითხრა და ატირდა. ბაგეებზე კიდევ ერთხელ სულის მოუთქმელად ვაკოცე და წასვლისკენ ვუბიძგე.
თითქოს ფეხები უკან რჩებოდა, მიყურებდა.
შემეშინდა წასვლა არ გადაეფიქრებინა, ამიტომ ჰაერში გავისროლე.
ივდითი დაფრთხა და ნაბიჯს აუჩქარა, ცოტა ხანში კი თვალიდან გაქრა.
არაფერი მოუვა,
არაფერი,
მას ხომ ძაღლის ბედი აქვს.
ამოვისუნთქე და კედელს მოვშორდი.
როლანდი კოჭლობით მოდიოდა და ცოტა ხანში მომიახლოვდა. იარაღი ერთმანეთს დავუმიზნეთ.
-არასდროს მომწონდი - მითხრა ზიღით
- გულახდილი საუბარი მოგინდა? - ვკითხე და გამეცინა.
მტერი გვიტევდა ჩვენ კი იმის მაგივრად, რომ მათ ვებრძოდეთ, საკუთარ თანამემამულეს ვუმიზნებთ იარაღს.
სადაცაა უნდა გვესროლა, მაგრამ მოულოდნელად დაბნელდა, ვიგრძენი ძლიერმა ბიძგმა ხელი მკრა და ძირს დამანარცხა.
თვალი ოდნავ გავახილე, ყურებში აღარაფერი მესმოდა, საშინელი ზუილის გარდა. როლანდი კი საერთოდ აეორთქლებინა ბომბს.
ტკივილს ვგრძნობდი.
თავი გვერდით გადავხარე და დავინახე ხელი აღარ მქონდა.
სუნთქვა მიჭირდა, ვგრძნობდი სული მტოვებდა და ყელზე დაკიდებული მძორი მშორდებოდა.
მიხაროდა.
ცაზე ქალი დავინახე, მიღიმოდა და ხელს მიწვდიდა. ჯანსაღი ხელი მისას შევაგებე და გავუღიმე.

გარშემო სამყარო ბრმავდება, მუნჯდება, ყრუვდება და ბნელდება.
სხვა ცხოვრებაში კი ივდითი მელოდება.ექმების მძიმე რახუნით მივიწევდი წინ. მიწაზე დაყრილი, განადგურებული სახლის აგურებს ფეხს ვადგავდი და ისე ვიცილებდი.

სხვა ცხოვრებაში კი ივდითი მელოდება.

№1  offline წევრი Rania

Vitire. Shemzizgda adamianebi da shemiyvardaa. Rogor sheizleba adamians hqondes ase charbad boroteba da sikete ertad. Zalian momecona yochaggg
--------------------
Q.qimucadze

№2  offline წევრი _scorpion_

Rania
Vitire. Shemzizgda adamianebi da shemiyvardaa. Rogor sheizleba adamians hqondes ase charbad boroteba da sikete ertad. Zalian momecona yochaggg

Madloba imistvis,rom mogewona da ar dagezara emociis gadmocema :*

№3  offline წევრი მე-ოცნებე

გული დამიმძიმდა..საოცრება იყო და არ ვიცი მეტი რა ვთქვა.ვერ დავწერ ახლა სითბოებს და სიყვარულებ კომენტარებს,იმდენად დავმძიმდი.უბრალოდ გულწრფელი მადლობა რომ არსებობ და წერ..მე თვითონ ვწერ და ვიცი,ვგრძნობ რამდენად გეტკინებოდა ამ ყველაფრის დაწერა.მადლობა.

№4  offline წევრი დამპალი სული

კიდევ ერთხელ შემძულდა ის ჰეგემონისტი ადამიანები, რომლებიც სხვაზე ძალადობისა და ტკივილის ხარჯზა ცდილობს მსოფლიოში გაბატონებას.
ადამიანები არა, უფრო სწორად ლეშები.

№5  offline წევრი _scorpion_

მე-ოცნებე
გული დამიმძიმდა..საოცრება იყო და არ ვიცი მეტი რა ვთქვა.ვერ დავწერ ახლა სითბოებს და სიყვარულებ კომენტარებს,იმდენად დავმძიმდი.უბრალოდ გულწრფელი მადლობა რომ არსებობ და წერ..მე თვითონ ვწერ და ვიცი,ვგრძნობ რამდენად გეტკინებოდა ამ ყველაფრის დაწერა.მადლობა.

Didi madloba gagebistvis,
Bevrs nishnavs es yvelaferi

დამპალი სული
კიდევ ერთხელ შემძულდა ის ჰეგემონისტი ადამიანები, რომლებიც სხვაზე ძალადობისა და ტკივილის ხარჯზა ცდილობს მსოფლიოში გაბატონებას.
ადამიანები არა, უფრო სწორად ლეშები.

Diax...
Madlob rom waikitxet da tqveni azri gamiziaret

№6  offline წევრი ფარვანა

სიტყვები არ მყოფნის იმდენად საინტერესო და ჩამთრევი იყო...
კარგია რომ ადამიანებს სიყვარული შეგვიძლია ამ ისტორიამ დამარწმუნა ამაში...
--------------------
Phanessa Psykhḗ

№7  offline წევრი _scorpion_

Vivien Sky
სიტყვები არ მყოფნის იმდენად საინტერესო და ჩამთრევი იყო...
კარგია რომ ადამიანებს სიყვარული შეგვიძლია ამ ისტორიამ დამარწმუნა ამაში...

Dzalian didi madloba, rom waikitxe da mitumetes rom shemafase :*

№8 სტუმარი lizi

შესანიშნავი ისტორია იყო და ერთდროულად წარმოჩენილი იყო ადამიანების ორივე მხარე ბოროტიც და კეთილიც და სამწუხაროა რომ მხოლოდ ახლა წავიკითხე

№9  offline წევრი _scorpion_

lizi
შესანიშნავი ისტორია იყო და ერთდროულად წარმოჩენილი იყო ადამიანების ორივე მხარე ბოროტიც და კეთილიც და სამწუხაროა რომ მხოლოდ ახლა წავიკითხე

დიდი მადლობააა, რომ წაიკითხეთ

№10  offline წევრი Barbare ❤

მიყვარს შენი ისტორიები ერთი ამოსუნთქვით წავიკითხე ფაქტიურად ❤ ძალიან კარგად წერ❤ ❤წარმატებები

№11  offline წევრი _scorpion_

Barbare ❤
მიყვარს შენი ისტორიები ერთი ამოსუნთქვით წავიკითხე ფაქტიურად ❤ ძალიან კარგად წერ❤ ❤წარმატებები

უღრმესი მადლობა ,
ვაფასებ

სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent