შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჩემი პროფესია


1-08-2019, 21:36
ავტორი Ellen96
ნანახია 1 419

ჩემი პროფესია
დედაჩემი ყოველთვის მარწმუნებდა, რომ ჩემგან არასოდროს დადგებოდა კარგი ჟურნალისტი. ბავშვობიდან ყოველთვის გარეული ვიყავი უცნაურ ისტორიებში. ყოველთვის მიყვარდა ძიება ადამიანების პირად ცხოვრებაზე, ვეძებდი მათთვის მთავარ პრობლემას და ვცდილობდი ამ პრობლემის ამოხსნას. დედა გამუმებით ,,თავის ტკივილს" მეძახდა და ყოველთვის ჩემს ძებნაში იყო, მაშინ როდესაც 9 წლის ვიყავი სახლიდან გავიპარე, მხოლოდ იმის გამო, რომ ჩემს მეზობლად ცხოვობდა ერთი გოგონა რომელსაც, ჰქონდა ჯამრთელობის პრობლება. თამაშის დროს, ის მოულოდნელად გონებას კარგავდა, ამის შესაებ კი მის მშობლებს არაფერს უყვებოდა. ამბობდა რომ მას დაავადება მალე დაღუპავდა და მისი საბოლოო სურვილი იყო, რაც შეიძლებოდა მაღალ სიმაღლეზე ასულიყო. გოგნას ამ ოცნების ასრულებაში კი, ვეცადე მე დავხმარებოდი და ავედით ჩვენივე საცხოვრებლის სახურავზე, რომლის შენობაც ათ სართულს წარმოადგენდა. იმ ასაკში ეს სიმაღლე ჩემთვისაც ძალიან ბევრს ნიშნავდა და ძალიან შემეშინდა. გოგონამ ტირილი დაიწყო, რადგან მას ოცნება აუსრულდა. რამოდენიმეჯერ მკითხა: შემეშინდა თუ არა? მე კი, ვცდილობდი თავდაჯერებული ვყოფილიყავი, როგორც ეს ძლიერ ვაჟკაცებს შეეფერება და ვპასუხობდია. ,,არა რა სისულელეა, არ მეშინია". რამოდენიმე საათიანი ძებნის შემდეგ, მშობლებმა გვიპოვეს და ძლიერ განგვკითხეს ჩვენი საქციელის გამო. მოგვიანებით გაირკვა, რომ გოგონას გული მისდიოდა მხოლოდ იმის გამო, რომ არ იკვებებოდა სრულყოფილად. რატო გავიხსენე ეს ამბავი? ამ ისტორიას კიდევ უფრო საინტერესო გაგრძელება ჰქონდა. მის შემდეგ, როდესაც მე მას შეკითხვები დაუსვი. ჩავეძიე, თუ რატომ იქცეოდა ასე? რატო გარბოდა გამუდმებით სახლიდან? მან კი ამდენ შეკითხვებს მხოლოდ ერთი პასუხი გასცა. ,,გიპასუხებ იმ შემთხვევაში თუ შენ გახდები ჟურნალისტი და აუცილებლად დაწერ ჩემზე. სამწუხაროდ მის შემდეგ გავიდა ძალიან დიდი დრო, მისი ოჯახი სხვა ქალაქში გადავიდა საცხოვრებლად. დავკარგე მისი კვალი, თუმცა მე კარგად მახსოვს, ის პირობა რაც მაშიმ მე იმ გოგონას მივეცი. დედაჩემს არასდროს არ მოსწონდა ჩემი გადაწყვეტილება იმასთან დაკავშირებით რომ მინდოდა გამოვსლიყავი კარგი ჯურნალისტი ყოველთვის წინააღმდეგობას მიწევდა. მამა კი პირიქით, პატივს სცემდა ჩემს გადაწყვეტილებას და მეუბნებოდა. ,,იყავი ჟურნალისტი იმ შეთხვევაში, თუ იპოვი საკუთარ თავს..." დედა იურისტია, მამა კი მცირე ბიზნესებით არის დაკავებული.
* * *
- გამარჯობათ ჩემი სახელია გაბრიელი....
- დიახ, მობრძანდით უფროსი კაბინეტშია და გელოდებათ...
- ვაა გაბოს გაუმარჯოს როგორ ხარ?
- გმადობთ კარგად, სულ ნახევარის საათი მაქვს დრო და ცოტახნით შემოგირბინეთ. სამქმე მაქვს თქვენთან.
- მიდი გისმენ ხო მშვიდობაა?
- კი კი მშვიდობა, უბრალოდ ახალი საქმე ავიღე. თუ გახსოვს ქალბატონი სოფია? მან მითხრა რო კარგად იცნობთ. მაინტერესებს სად და როგორ გაიცანით ერთმანეთი?
- კი როგორ არა, სოფია მაგარი ქალია. გავიცანი აქ, მაშინ დამხმარეს ვეძებდი და ვაკანსის თაობაზე იყო მოსული. არა ძალიან ლამაზი ქალი კია, მაგრამ სულელი.
- ესეიგი უარი უთხარით?
- კი უარი უთხარი. მან კი ჩემი მოძებნა, სხვა კუთხით სცადა. დღემდე არ ვიცი, საიდან გაიგო რომელ ბარში დავდიოდი. იქ ვნახე მეორედ.
- შემდეგ?
- რა შემდეგ? სახლში ავიყვანე...
- კარგით გასაგებია აღარ გააგრძელოთ, მაინტერესებს თქვენი ურთიერთობა, რამე კავშირშია ამ ახალ ამბავთან?
- არა გაბო, მე ეგ ქალი დიდი ხანია არ მინახავს. ბოლოს ერთი თვის წინ ვნახე მგონი. ბარში ვიღაც კაცთან ერთად იყო ყურადღება არც მიმიქცევია...
- შეხედე, ამ სურათს, ეს პიროვნება იყო?
- არ ვიცი ძმაო არ მახსოვს, ხო გითხარი ყურადღება არ მიმიქცევია.
* * *
სკოლის დამთავრების შემდეგ, სწავლა გავაგრძელე იურისტის განხრივ. ეს ყველაზე მეტად, დედაჩემს გაუხარდა, რადგან წლების განმავლობაში მისი რჩევები უშედეგო არ აღმოჩნდა და მეც მის მსგავსად კარგი იურისტი დავდგებოდი. დედა ხშირად მიმეორებს: ,, იყო იურისტი გულისხმობს, ისწავლო საკუთარი თავის რწმენა, ირწმუნე საკუთარი თავი". კარგი იურისტი გაცილებით მეტ შეკითხვას სვავს ვიდრე ჟურნალისტი, უფრო მეტს წერს ვიდრე მწერალი, ისმენს უფრო მეტს ვიდრე ფსიქიატრი და კითხულობს უფრო მეტს ვიდრე რედაქტორი. ყოველთვის მიყვარდა წერა, როდესაც რამე ძალიან მაწუხებდა. ამ პროფესიამ კი, გაცილებით მეტი შესაძლებლობა მომცა, მესაუბრა ღიად და ვყოფილიყავი უფრო დავდაჯერებული. იურსტი არის პროფესია, სადაც ვიპოვე საკუთარი თავი, თუმცა არის მეორე პროფესიაც, რომელიც მხოლოდ რამოდენიმე მეგობარმა იციან, რომელიც ჯერჯერობით არის ჩემი საიდუმლო. ყოველთვის ახლის ძიებაში ვარ, მიყვარს სიახლეები და არასოდეს უშინდები მათ. მიყვარს აღმოჩენები და ეს საშუალებას მაძლევს უფრო განვითარებული გავხდე. ყოველთვის ვარ მომზადებული, როდესაც ჩემ კლიანტთან მივდივარ შეხვედრაზე, ყოველთვის ვცდილობ დათქმულ დროს მივიდა.
* * *
- მაპატიეთ ისევ დამაგვიანდა...
- არაუშავს დაბრძანდით. გავარკვიე იმ ადამიანის საცხოვრებელი ადგილი, ვინც გაიძულებდათ ფული უკანონოთ გადაგეტანათ საზღვარზე.
- მერე რას უცდით, ადექი წავედით!
- როგორ ფიქრობთ მე არ ვიყავი? ქალბატონო მე შევხვდი მას, ის ამტკიცებს რო მასაც ისევე ემუქრებიან, როგორც თქვენ.
- როგორ დაიჯერეთ, იტყუება!
- ქარბატონო როგორ ფიქრობთ, დამნაშავე ასე მშვიდად იჯდებოდა სახლში და გაგცევას არც ერთი წუთით არ ეცდებოდა? არცერთი ხელმოსაკიდი მაგალითი არ მაძლევს საშვალებას, რომ ის დამნაშავედ ვცნო.
- რას ამბობთ, რომ მე ასე მშიდად ვიჯდე, სანამ სახლში არ მომივარდებიან და ისევ ჩემს მოკვლას არ ეცდებიან?
- ნუ ნერვიულობთ თქვენს სახლს, 24 საათი წარმატებული ოფიცრები იცავენ. სანამ ჩვენს ხელში ხართ, საფრთზე არ გემუქრებათ.
- არ ვიცი, რაც შეიძლება მალე დაასრულეთ ეს საქმე უკვე დავიღალე, როდემდე უნდა მიყურონ თქვენ ძაღლებმა, როგორი გამოვდივარ აბაზანიდან შიშველი.
- არა როგორ გეკადრებათ ჩვენი ბიჭები, ასეთები არ არიან.
- არ ვიცი, მაგრამ რაც შეიძლება მალე დაასრულეთ ეს საქმე. ამდენ ფულს რაში ვიხდი...
* * *
ყველაზე რთული საქმეა რაც უახლოეს რამოდენიმე წელიწადში ამიღია. ყველაზე უტაქტო ქალბატონია, ყველანაირად ვეცადე მას სწორად მივდგომოდი, მაგრამ არ გამომივიდა. უკვე ყველანაირად ვცდილობ თავის შეკავებას რო რაიმე ზედმეტი არ წამომცდეს. ყოველ უქმე დღეს ლანჩზე, რამოდენიმე მეგობარი ამოდის ჩემთან და ერთად განვიხილავთ ჩვენს ყოველდღიურობას. სულ სამი საუკეთესო მეგობარი მყავს გუგა მელანო და რატი. გუგა საბავშო ბაღის დირექტორია ამბობს რო თავად ისევ ბავშვია და ადვილად პოულობს საერთო ენას ბავშვებთან. მელანო დიზაინერია და ძალიან უყვარს თავისი საქმე. აი რატი კი ჯურნაილისტია. ჩემგან განსხვავებით მან ჩააბარე იმაზე რაც უნდოდა და არა იმაზე რაც მშობლებს უნდოდათ მისთვის.
* * *
- როგორც ყოველთვის მადისაღმძვრელია, გაბო ბადლობა.
- გემრიელად მიირთვით. რატის კიდევ არ დაურეკავს?
- მე ველაპარაკე გუშინ.
- არც გამიკვირდები. მელანოს გარდა მგონი ყველა დაავიწყდა.
- არამგონია მეკითხებოდა ბიჭებს, რომელი სუნამო წამოვუღოვო?
- და შენ რა უპასუხე?
- გუგა რა შეკითხვაა? უთხარი ჩემი ოცნების სუნამო.
- ზუსტად ვიცოდი, რომ მაგას იზამდი. ანუ ჩამოდის?
- არ ვიცი, მაგისგან ყველაფერია მოსალოდნელი.
- გაბო მიდი შენ მოყევი, რა ხდება იმ ქალზე? ისევ ისეთი პრეტენზიულია?
- არა რა, მაგას მაინც ნუ გამახსენებთ. დღესაც შევხვდი და მიკვირს თავი, როგორ შევიკავე.
- მე ხო გეუბნებოდი გაეპრანჭე და აი, ნახავ სხვანაირად მოგიდგება.
- კარგი რა მელონო... რა უნდა გავეპრანჭო? ეგ ქალი გიჟია.
- მერე რა, მჯერა, რომ შენ ამას გაუმკლავდები.
- მოიცადეთ, დაავასრულოთ ამ თემაზე საუბარი. კიდევ, რაღაც უნდა გითხრათ.
- მიდი აბა გისმენთ.
- ჩვენი სპორტის მასწავლებელი, გახსოვთ? ბატონი არჩილი. სპორტის ფედერაციის უფროსი გახდა. დღეს ვიყავი მის ოფისში მისული.
- ვაა რა მაგარია, ხო მოგვიკითხე? რა დამავიწყებს მისი თამაშს, არცერთ ბურთს არ მაზავდა ფარში...
- მელანო მომისმინე, მარტო ეგ არ არის. გავარკვიე, რომ ადრე რაღაც ურთიერთობა აკავშირებდათ.
- მერე რა, მაგას ცოლის გარდაცვალების შემდეგ, სულ მსგავსი ურთიერთობები ჰქონა. არ გახსოვთ? ფიზიკის და ლიტერატურის მასწავლებელმა, არჩილის გამო, რომ იჩხუბეს და ბოლოს, როგორს მახსოვს გაირკვა ორივეს ერთდროულად ხვდებოდა.
- კი, როგორ არა მახსოვს.
- მის შემდეგ შევხვდი ეჭვმიტანილს და მან მითხრა, რომ რამოდენიმე დღის წინ, ისინი ერთად ნახა.
- რა გამოდის ანუ, თავად არჩილი ემუქრება?
- დაზუსტებით ვერაფერს ვიტყი. კიდევ მეტი ფაქტები მჭირდება.
* * *
ჩემი გადატვირთული გრაფიკის გამო ვარჯიშისღვის ძალიან ცოტა დრო მრჩება, თუმცა მაინც ვცდილობ, დღეში ერთი საათი, მაინც დაუთმო ვარჯშს დრო. მოგატყუებთ თუ გეტყვით, რომ სწორი კვებასთან ძალიან ახლოს ვარ. დედაჩემი კვირაში ორჯერ, თავის დამხმარეს უშვებს ჩემთან, რადგან მაცივარი საკვებით ამოავსოს. დედაჩემისთვის არ არსებობს დრო, ადგილი ის ნებისმიერ დროს დარეკავს და მკითხავს ,,რა შეჭამე დღეს? ცალკე სწორედ ამ მიზეზის გამო გადმოვედი საცხოვრებლად. უკვე 27 წლის ვარ, თუმცა დედაჩემი მაინც ცდილობს, მუდმივად აკონტროლებს ჩემი ცხოვრება. თვლის, რომ ისევ ბავშვი ვარ და არასოდეს გავიზრდები. ეხლაც როცა იურისტი ვარ და მითუმეტეს, როდესაც მაქვს ჩემი საქმე. ყოველთვის ცდილობს ჩაერიოს ამბობს, რომ ჩემზე გამოცდილია და დამეხმარება სწორი ანალიზის გაკეთებაში. ყველაზე მეტად, ოჯახის წევრებთან მიჭირს ემორციების კონტროლი, მითუმეტეს თუ საქმე დედას ეხება.
* * *
- მამა შენ აქ რას აკეთებ?
- სახლში არ შემომიპატიჯებ?
- კი, როგორ არა შემოდი. უბრალოდ გვიანია და ვიფიქრე რამე ჰო არ მოხდა.
- არა შვილო მშვიდობაა, დედაშენი დაქალებთან ერთად წავიდა. მეც სახლში მარტო ყოფნა მომბეზრდა და შენთან წამოვედი.
- დალევ რამეს?
- კი ლუდს დავლევ. მომიყევი რა ხდება შენსკენ?
- ახალი საქმე ავიღე, ეხლაც სწორედ მაგაზე ვმუშაობდი.
- ძალიან დაღლილი სახე გაქვს. მოდი, როდესაც მაგ საქმეს დაასრულებ სადმე წავიდეთ. თუნდაც სათევზაოთ.
- მამა დიდი სიამოვნებით, მთავარია ეს საქმე დავასრულო რაც დავიწყე.
- დაასრულებ შვილო, შენ ძალიან ყოჩაღი ხარ!
- ბიზნესში რა ხდება?
- მეც ალბათ მალე პენსიაზე გავალ ვგრძნობ, რომ გული მაქვს ცუდად. დედაშენს კი არ ესმის, რომ უკვე ვბერდები.
- კარგი რა მამა, რა დროს სიბერეზე ფიქრია.
* * *
ხანგძლივი საუბრის შემდეგ, მამას დივანზე ჩაეძინა. მე კი, ისევ მუშაობა გავაგრძელე. თავისუფალ დროს სათევზაოთ მიდივართ მე და მამა. იქ ვსაუბრობ ყველაფერზე, მამა არის ერთადერთი ადამიანი, ვისაც არაფერს ვუმალავ. პირველად თევზს ხელით ვიჭერდი, და ძალიან მიხაროდა, თუმცა მალევე ვუშვებდი. ბავშვობიდან კატაგორიული წინააღმდეგი ვიყავი, რამის ან ვინმეს მოკვლის, არ ჰქონდა აზრი ეს ცხოველი იქნებოდა თუ თევზი. ალბათ იქიდანვე მეტყობოდა, ჩემგან რაც გამოვიდოდი. უკვე ღამის 02:00 საათია და ტელეფონზე თომა რეკავს, ის ჩემი დამხმარეა.
* * *
- ბიჭო სოფია გაიქცა...
- რას ქვია გაიქცა? კარგად მოძებნეთ მანდ იქნება.
* * *
ნაწილი მეორე
- დაუყოვნებლივ აქ მოდი, არეულობაა.
- კარგი მოვდივარ! ნახევარ საათში მანდ ვიქნები.
- შვილო, რა ხდება? ასეთ დროს სად მიდიხარ?
- მამა დაიძინე. მე მალე დავბრუნდები.
- კარგი შვილო, თავს გაუფთხილდი!
* * *
თომა არასოდროს მირეკავს, თუ საქმე, სერიოზულ პრობლემას არ ეხება. უკვე ორი წელია, რაც თომა ჩემი მეწყვილეა. ჩვენი მეგობრობა სასწავლებლიდან დაიწყო, როდესაც ჩვენ ერთ, ჯგუფში ვსწავლობდით. თომამ, რაც ცოლი მოიყვანა, მის შემდეგ სამსახურის გარეთ, ვეღარ ვახერხებ შეხვედრას. ეხლა მითუმეტეს, მამა გახდა და იძახის, რომ დრო საერთოდ აღარ რჩება. ძალიან უყვარს მეუღლე. თათბირზეც, როცა ყველა მნიშვნელოვან საქმეს განვიხილავს, ის მისი ცოლისთვის, ეძებს ჩანთას ახალი კოლექციიდან.
- რა ხდება? სოფო სადაა?
- ახალი არაფერია.
- ეს როგორ მოხდა?
- უკვე გვაინი იყო. ბიჭები ბაღში გავიდნენ, მეც მარიმ დამირეკა. გაბის ვერ აძინებდა და ცოტახნით მასთან სასაუბროდ გავედი. ბიჭებმა ოთახში სინათლე შენიშნეს. რო ავდით, სოფო უკვე ოთახში აღარ იყო. საწოლზე კი, ეს წერილი დაგვხვდა.
- მანახეთ აბა, რა წერია? ,, ბიჭებო ცოტახნით გავისეირნე, ჩემზე არ იდარდოთ. მალე დავბრუნდები". არა რა, ჰო ვამბობდი?! გიჟია ეს ქალი.
- არ ვიცი ძმაო, ჩვენ მართლა ყველანაირად ვეცადეთ...
- წადით დაიშალეთ! ამაღამ მე დავრჩები. თომა შენ კიდე, წადი ცოლ-შვილს მიხედე.
- არა ძმაო. ეს შენს მოვალეობაში არ შედის.
- გეუბნებით წადით! დაიშალეთ, დანარჩენს მე მივხედავ.
* * *
სოფია, სხვა კლიანტებისგან განსხვავებით არასდროს საუბრობს ბევრს. არ უყვარს, როდესაც მასზე მეტს ვიგებებ, ცდილობს რაც შეიძლება მეტი დამალოს საკუთარ თავზე. ამბობს, რომ საინტერესო ქალია და მას გარშემო ბევრი ახვევია თავს, თუმცა მარტო ცხოვრობს. მამა ადრე გარდაეცვალა, დედას კი, წლების განმავლობაში საავადყოფოში მკურნალობს. ყავს ძმა, თუმცა არც მასთან ჰქონია დიდი ხნის განმავლობაში ურთიერთობა. მისი სახლი, ერთი შეხედვით დიდ სჩანს, თუმცა ძალიან მყუდროა. ძალიან უყვარს ცხოველები. მის ოთხფეხა მეგობარს, ოჯახის წევრად მიიჩნევს.
* * *
- ოჰჰ, რა პატივია თქვენი აქ მობრძანება! დაბძანდით! ყავას მოგართმევთ თუ ჩაი? სად წავიდნენ შენი ბიჭები? მიხვდით არა? ჩემი დაცვა შეუძლებელია სახლში გაუშვი.
- ქალბატონო, არასწორედ მოიქეცით. ჩვენ თქვენს დაცვას ვცდილობთ.
- შემომხედეთ... მეტყობა მე, რომ დაცვა მჭირდება? იმ ძარლებმა... იუჰ! მაპატიეთ. თქვენს ოპიცრებმა, ისიც კი ვერ გაარკვიეს სახლიდან როგორ გავედი.
* * *
- ნასვამი ხარ?
- წადით! თავი დამანებეთ. თქვენი დაცვა არ მჭირდება.
- იქნებ ჯობია. კიბეზე ასვლაში დაგეხმაროთ.
- შენი დახმარება არ მჭირდება! მარტოც კარგად გავართმევ თავს...
- ქალბატონო! კარგად ხარ?
- არ მომიახლოვდეთ! ჩემით ავდგები.
- დარწმუნებული ხარ?
- ისე, რამდენი ხანია რაც გიცნობ?
- არ ვიცი ალბათ რამოდენიმე კვირა... ფთხილად! ისევ ეცემით.
- ოფიცერო! ჩემზე ნუ ღელავთ.
- მე არ ვარ ოფიცერი.
- ოოჰ, აბა ადვოკატი?
- ქალბატონო უკვე გვიანია, თქვენ დაიძინეთ მე გათენებას დაველოდები და წავალ.
- არა რა, ის ბიჭი ხელიდან გასაშვები არ იყო...
- რა თქვი? არა რა, ყველაზე საინტერესო მომენტში გაითიშა.

* * *
ვერც კი ვხვდები აქ, რას ვაკეთებ? ასე ადრე არასდროს მოვქცეულვარ. თომას ზარმა ძალიან ამაღელვა. საკუთარ თავზე ავიღე, მისი დაცვა და რაც არ უნდა მომხდარიყო, ვერ დაუშვებდი მას, რამე მოსვლოდა. ერთი ასეთი საფრთხე, უკვე გადავიტანე და მეორედ ნამდვილად აღარ მინდა განმეორდეს. როცა საქმე ყველაზე არაპუნქტუალურ ქალს ეხება, იქ პრობლემები ყოველთვის იქნება. მთვრალი პირველად ვნახე და მაინც ისეთია თავდაჯერებული იყო. ძალიან დიდი წარმოდგენა აქვს საკუთარ თავზე. არა მაინტერესებს, არასდროს უფიქრდება თავის ნათქვამს? თუ ამ ყველაფერს შეგნებულად ამბობს და ასეთია. გათენება მიწევს. არ ვიცი, იქნებ მთვარეულია და ძილში დადის მაგისგან ეგაც მოსალოდნელია. გამთენისას, მაინც ჩამეძინა და სამზარეულოდან მესმის, ძალიან ძლიერი დაცემის ხმა. შეშინებული სწრაფად წამოვდექი და რას ვხედავ. მართლაც, რომ ნახევრად მძინარე სოფია, საუზმედ ბუტერბროდებს ამზადებს.
* * *
- ეგრე რატო მიყურებ? დილით, პენუარში გამოწყობილი ქალი არ გინახავს?
- თქვენ ძალიან....
- ძალიან თამამი ვარ?
- დიახ... უფროსწორედ არა. მინდოდა მეკითხა კარგად ხართ?
- ეე, ბიჭო შეეშვი რა! ძრდილობიანად საუბარს, ისედაც მისკდება თავი.
- ცოტახანში ბიჭები მოვლენ.
- არ შეიძლება, ცოტახნით მარტო დავრჩეთ?
- არა! ისედაც თქვენი საქციელის გამო, გუშინ საქმეებს მოვცდი.
- კარგი ხო, ზარალს აგინაზღაურებ. ჩემს მენეჯერს ვეტყვი და ფულს ანგარიშზე დაგისვამს.
- საქმე ფულში არაა. ძალიან გთხოვთ, შეურაწყოფას ნუ მაყენებთ. მეც მაქვს ჩემი თავმოყვარეობა.
- კარგით ხო, ნუ გადამოყოლეთ, რამოდენიმე ჭიქა დავლიე, ცოტაც ვიცეკვე და მოვედი რაა. აბა როდემდე უნდა ვყოფილიავი თქვენი დაცვით სახლში.
- ძალინ გთხოვთ, მეორედ ასე აღარ მოიქცეთ. თუ სადმე წასვლას გადაწყვეტთ, პირველ რიგში, ჩვენ შეგვატყობინეთ. გახსოვდეთ, რომ თქვენი სიცოცხლე ეხლა ჩვენს ხელშია.
- გასაგებია ოფიცერო! შეჭამ?
- არ ვარ ოფიცერი!
- კარგი ხო.
* * *
მძიმე ღამის შემდეგ, როგორც იქნა სახლში დავბრნდი. გუგამ დამირეკა მამაჩემი სახლში წაიყვანა. ეხლა კი, მზად ვარ დარჩენილი საქმე, ბოლომდე მივიყვანო. სანამ სახლიდან გავალ, კიდევ ერთ ამბავს მოგიყვებით ჩემს მეგობარზე. რატი 12 წლის იყო, როდესაც მისი მშობლებს, სამუშაოდ სხვა ქალაქში მოუწიათ წასვლა. რატი კი ბებიასთან დატოვეს, თუმცა ერთმანეთს ვერ ეგუებოდნენ და სახლიდან ხშირად გარბოდა. სკოლის შემდეგ, რატი ჩემთან რჩებოდა. გამუდმებით თავს მარტოსულად გრძნობდა. ადანაშაულებდა მშობლებს და თვლიდა, რომ მათ მიატოვეს. რატის და ჰყავს სალომე. სალომე, რადგან პატარა იყო, მშობლებმა მისი წაყვანა გადაწყვიტეს. რატიმ მშობლების გარეშე, 8 წელი გაატარა, როცა უკვე გაიზარდა, მშობლების განკითხვა დაიწყო. ერთხელ როდესაც ვიკამათეთ, მან მითხრა: ,,შენ ყველაფერი გაქვს. მე კი, არაფერი.\" მამაჩემი თვლიდა, რომ ორი შვილი ჰყავდა და არასოდეს არჩევდა ჩემგან, თუმცა რატი ყოველთვის უკმაყოფილიყო იყო. ერთად ბევრი რამ გადავიტანეთ. ყოველთვის ვცილობდი მძიმე პერიოდში, მის გვერდით ვყოფილიყავი. ჩვენ ხშირად ვჩხუბობდით, თუმცა ძალიან მალევე ვპოულობდით საერთო ენას. ეს ჩემს საუკეთესო მეგობარზე. ეხლა კი, ცოტას ჩემს თავზე გეტყვით. ძალიან ამბიციური ვარ, ყოველთვის საუკეთესოს ძიებაში ვარ. არ მიყვარს, უპასუხისმგებლო ხალხი, თუმცა ძალიან დიდი მოთმინების უნარი მაქვს. შემიძლია დათმობა იქამდე, სანამ ჩემს პრინციპებს არ გადააბიჯებენ.
* * *
- მადლობა რო მოხვედით. დაბრძანდით! ფეხზე რატომ დგეხართ?
- აქ, რატომ დამიბარეთ? ბრალი რამეში მიმიძღვის? მე არ ვარ ის ადამინი, ვისაც თქვენ ეძებთ. მე გლეხი კაცი ვარ...
- ბატონო დაბრძანით! თქვენ არაფერში გადანაშაუებთ. უბრალოდ, რამოდენიმე შეკითხვაზე მიპასუხეთ და გაგანთავისუფლებთ.
- მე რაც ვიცოდი, უკვე ყველაფერი გითხარით.
- არამგონაი, მოდი აბა ამ სურათს შეხედე. დარწმუნებული ხარ, რომ ეს პიროვნება იყო?
- კი ეგ იყო, არჩილი ქვია თუ არ ვცდები.
- შეგიძლიათ გაიხსენოთ ზუსტად, რომელი დღე იყო და საათი?
- აბა რა ვიცი შვილო, მე ჩემი ასაკიც კი აღარ მახსოვს კარგად. გუშინ ვაპირებდი, თქვენთან დარეკვას. სახლი რომელიც ჩემთან ახლოს ქირავდება, იქ კიდევ იყო სინათლე ანთებული. ზუსტად არ ვიცი, შემოსული და გასული არავინ დამინახავს, ახლომახლოს არც მანქანა იდგა.
- დაახლოებით რომელი საათი იყო? არც ეგ გახსოვთ?
- დაახლოებით ღამის 01:00 საათი იქნებოდა.
- კარგით მადლობა. თავისუფალი ხართ. თომა, ბატონი გააცილეთ ძალიან გთხოვ.
- შვილო, არ არის საჭირო გზას მე თვითონაც გავაგნებ.
- კარგად ბრძანდებოდეთ.
- რაღაც არ ვენდობი ამ კაცს.
- თომა თქვენ ჯობია, სოფიას ყურადღება მიაქციოთ. თქვენ უყურადღებლობის გამო, გუშინ მომიწია მისი სიმთვრალის ყურება.
- მოიცა სოფია? მთვრალი მოვიდა გუშინ?
- რა გაცინებს?
- აუ ძმურად მოყევი, მაგარ ვიდზე იყო?
- სხვა საქმე არ გაქვს? გაემზადე, უბანში მივდივართ.
- კარგი რა ძმაო. გუშინაც იქ არ ვიყავით?
- ტყუილად ვაგზავნი ხალხს? მაინც ყველაფერი ჩემი გასაკეთებელია ბოლოს.
- რამე მოხდა?
- წამოდი და გზაში მოგიყვები!
- გაბო ძმაო, კიდევ ერთი პრობლემაა.
- მიდი გისმენ. რა ხდება?
- ბიჭებმა დარეკეს, სოფია სახლიდან გასვლას დაცვის გარეშე ითხოვს. რა ვქნათ?
- არავითარ შემთხვევაში!
* * *
დღემ, უფრო კარგად ჩაირა ვიდრე მე მეგონა. გავარკვიე, რომ სახლი, რომელიც ქირავდებდებოდა, სოფოს გუშინდელ გაუჩინარებასთან არაფერ კავშირშია. მეპატრონემ, სახლი რამოდენიმე დღეა უკვე სხვა ოჯახზე მიაქირავა. ,,ჟურნალისტიკა უფრო მეტია ვიდრე ხელოვნება და არც მთლად იდენტურია, ეს არის რაღაც შუალედურია\" ყოველთვის მჯეოდა, რომ ჟურნალ-გაზეთებში, ადამიანებზე იწერებოდა, მხოლოდ სიმართლე და სწორედ ეს იწვევდა, ხალხში აგრესიას. ხალხის უმეტეს ნაწილს, არ უყვარს სიმართლის მოყვარული საზოგადოება. ისინი ყოველთვის ცდილობენ გამიჯნონ ის რეალობისგან. კარგი ჟურნალისტი, საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი წევრია. ჟურნალისტი ყოველთვის, სწორი ინფორმაციების დაყდნობით უნდა წერდეს, არ უნდა ეზარებოდეს ქუჩებში ბევრი სიარული. მ.მაკგრორი ამბობს: ,, უნდა ვხედავდე უნდა მესმოდეს ეს. არ მინდა ჩემს ნაცვლად უყურებდეს ან უსმენდეს რამეს\" ჟურნალისტმა უნდა მოიგოს საზოგადოების გული, უნდა შეიყვარონ. კარგმა ჟურნალისტმა, ყოველთვის უნდა ეძებოს ახალი. ის მსმენელისთვის უნდა იყოს საინტერესო". ეს ჩანაწერი ჩემი ალბომიდან, ახლახანს ამოვიკითხე და კიდევ უფრო დავრწმუნდი, რომ ჩემი პროფესია არის ის ადგილი, სადაც ვიპოვე საკუთარი თავი. დღეს ჩემი საყვარელი გუნდის, იუვენტუსის თამაშია. აი უკვე მზად ვარ, მშვიდად დავიწყო ფეხბურთის ყურება და ტელეფონზე ზარია.
* * *
- უნდა ვისაუბროთ.
- ეხლა? უკვე გვიანია.
- გაბრიელ, ეხლა ან აქ მოხვალ. ან მე წავალ აქედან. ისევ ისე, როგორც გუშინ.
- მემუქრები? არამგონია ეგ ისევ შეძლო.
- არ მესმის, თქვენ ხართ ჩემი მონები თუ მე? თავი უკვე პატიმარი მგონია.
- არავინ, არავის მონა არ არის და არც თქვენ ხართ პატიმარი.
- რა ხმაა? ფეხბურთს უყურებ? დღეს იუვენსტუსი თამაშობს.
- ფეხბურთს შენც უყურებ?
- კი მაგის ყველა თამაში ვიცი. ლუდს წამოვიღებ და შენთან ამოვალ.
- არა! არ შეიძლება...
- უთხარი ამათ გამიშვან, თორე ჩემს თავზე პასუხს არ ვაგებ.
- რა ვქნათ ძმაო?
- კარგი, ოღონდ შენ წამოიყვანე.
* * *
ყველაფერს ვიფიქრებდი, რომ მელანომ უარი თქვა მისი ესკიზების დასრულებაზე, გუგამ ბაღი მიატოვა, რატიმ კი ჩამოსვლა საბოლოოდ გადაწყვიტა, მაგრამ სოფიას სიყვარულს, ფეხბურთისადმი მართლა ვერ წარმოვიდგენდი. არაეული სახლის სწრაფად დალაგება დავიწყე და აი, ფეხბურთის დაწყება და სოფიას მოსვლაც ერთი იყო. მან ზედაც კი არ შეომხედა, ეგრევე დივანზე ჩამოჯდა და ჯიფსების ჭამა დაიწყო. აცვია არანორმარულად თბილად. არ ვიცი ალბათ იფიქრა ჩემთან სიცივე იქნებოდა.
- ასე იმიტომ მაცვია, რომ გავცივდი.
* * *
- მე არაფერი მიკითხავს.
- შენი გამომეტყველებიდან ვიმსჯელე.
- დიდი ხანია, რაც ამ გუნდს გულშემატკივრობ?
- კი ბავშობიდან. მამას უყვარდა ეს გუნდი ძალიან.
- მეც ამ გუნდს ვგულშემატკივრობ.
- მეგობრები არ გყავს? მარტო რატო უყურებ ფეხბურთს?
- ჩემს არცერთ მეგობარს, არ უყვარს ფეხბურთი.
- ისე ასეთ სერიოზულ კაცს, ნამდვილად არ მეგონა თუ ასეთი პატარა სახლი გექმებოდა.
- არ მიყვარს დიდი სახლები.
- გოოოოლ! ჩემი ბიჭია ეს!
- ვაუ, ასეთ მოკლე დროში, გოლი უკვე კარგია.
- ლუდი მომაწოდე რა.
ვზივარ და გაკვირვებული შევყურებ ქალს, რომელიც დიდი შემართებით უყურებს ფეხბურთს და არ მალავს ემორციებს. მგონი ვიპოვე ის ადგილი, სადაც სოფია მშვიდად გრძნობს თავს. გადავწყვითე ჩავძიებოდი და გუშინდელზე ვკითხე:
- გუშინ სად გახვედი?
- არსად არ გავსულვარ. სახლში ვიყავი.
- მეხუმრები ხო?
- არ არ ვხუმრობ. სახლის სახურავზე ვიყავი ასული.
- რააა? ეხლა რა თქვი?
- ვერ გაიგე, როდესაც თავს ცუდად ვგრძნობ, არკოჰოლთან ერთად სახლის სახურავზე ავდივარ.
- ვინ ხარ?
- ვერ გავიგე?
* * *
ნაწილი მესამე
- თომა შეგიძლია, სოფია სახლში წაყვანო?
- პრობლემა არაა, უბრალოდ მარი ახლახანს გავიდა დაქალებთან, ბავშვს ვერავის დაუტოვებ. ხო გესმის არაა?
- სად იყავი? მეორე ტაიმიც დამთავრდა. ჩვენ გავიმარჯვეთ.
- წამოდი სახში დაგტოვებ.
- რატო აქ არ ვრჩებით?
- არა არ შეიძლება.
- რატო ცოლი გყავს და იეჭვიანებს?
- არა ცოლი არ მყავს.
- უი მართლა შენ, რაღაც მკითხე ხო?
- არა არაფერი...
* * *
საბოლოოდ სოფიას სახლში წაყვანა, მაინც მე მომიწია. მთელი გზა ვფიქრობდი, რომ შეიძლება სოფია, ის აღმოჩნდეს, ვისაც მე წლების განმავლობაში ვეძებდი, მაგრამ არა! თავს ვარწმუნებდი, რომ ეს, რაღაც უბრალოდ დამთხვევა იყო. მთელი გზა ხმა არ ამოუღია. ჩუმად იჯდა, თავი ფანჯრის მინას ჰქონდა მიბჯენილი. უყურებდა მთვარეს, რომელიც ცაზე მკვეთრად ანათებდა. თითქოს თვალებით, ვასკვლავებს ითვლიდა და არც უნდოდა ხმამაღლა რაიმე წამოსცდენოდა. ის საუბრობდა ძალიან ბევრს საუბრობდა, თუმცა ეს ხმები, მხოლოდ მასში იყო. აი უკვე, მის სახლს მიუახოვდით. სოფია კი, ისე გაერთო ფიქრებში ვერც კი შეამჩნია.
* * *
- მოვედით!
- რაა?
- უკვე მოვედით. შენს სახლთან ვართ.
- ააა, ხო. მადლობა.
- გამოჯამთელებას გისურბებთ?
- მოიცადეთ! ამაღამ დაცვა არ მჭირდება?
- ბიჭები, უკვე შიგნით არიან და თქვენ გელოდებათ.
* * *
როგორც კი, სახლში დავბრუნდი ეგრევე სოფიას, საქმეს თვალი კიდევ ერთხელ გადავავლე, თუმცა სოფია მხოლოდ ერთ მისამართზე ფიქსირდება. დაუკერე თომას, მართალია ბავშვს აძინებდა და ძალიან ჩუმად მაგრამ მაინც გავარკვიეთ მისი მშობლების მისამართი. არც ის მისამართი არ აღმოჩნდა, როგორც მე ვფიქრობდი, თუმცა უნდა ვთქვა, რომ ეს მისამართი ძალიან დაეხმარა გამოძიებას. უბანში, სადაც სოფია სახლს ქირაობდა სწორედ მანდ ცხოვრობდა სოფიას დედა. სავაადმყოფოდან ნებართა უკვე ავიღე. ვეცდები ხვალ გავესაუბრო თავად სოფიას დედას.
* * *
- გამარჯობათ! მე გაბრიელი ვარ, დუმბაძე.
- პეპლები! ნახე, რა ლამაზი პეპლები არიან!
- დიახ ძალიან ლამაზია. აი ის! სოფიას გავს, მისი თვალების მსგავსად, მასაც მწვანე თვალები აქვს.
- სოფო მამას გავს. არადა გივიკო მე მამშვიდებდა, გაიზრდება და შენ დაგემსგავსებაო.
- გინდათ ცოტა გავისეირნოთ?
- შენ სოფოს მეგობარი ხარ?
- დიახ, მე სოფოს მეგობარი ვარ.
- მატყუებთ! სოფოს მეგობრები არ ჰყავს. მას არავინ არ უყვარს! არც მე ვუყვარვარ!
- ძალიან გთხოვთ დამშვიდდით. მისმინეთ სოფო ძალიან კარგი ადამიანია, უბრალოდ მას, გვერდით არ ჰყავს ადამიანი, ვინც დაეხმარება და გაუგებს.
- შენ დაეხმარე. უთხარი, რომ დედა არ უნდა მიატოვოს. უკვე ორი წელია, ამ სკამზე ვიზივარ და მას ველოდები. სოფომ მითხრა, რომ აქედან მალე წამიყვანდა.
- დავეხმარები, თუ თქვენც დამპრდებით, რომ ამ ორცხობილას ბოლომდე შეჭამთ.
- სოფო, საყვარელი ადამიანისთვს ყველაფერს ჩაიდენს. ეცადეთ მას, ბოლომდე მოუსმინოთ.
- შეგიძლიათ მანახოთ, ხელში რა გიჭირავთ?
- ეს ჩემი ქმარია, გივიკო. მასაც ველოდები, მალე მოვაა ბადე უნდა მომიტანოს პეპლებისთვის.
* * *
რა შეემიძლია ვთქვა ქალზე, რომელზეც უკვე ორი წელია, ექიმები მასზე მკურნალობას არ წყვეტენ. ქალს, რომელსაც კიდევ სჯერა, რომ ქმარი ცოცხალია და მას წასაყვანად მოაკითხავს. სოფია, თითქიმს ყოველდღე მიდის მის სანახავად, თუმცა მას მხოლოდ, ორი წლის წინ მომხდარი ამბები ახსოვს. ყველანაირად ვეცადე სწორედ მივდგომოდი. კიდევ დიდ ხანს მინდოდა მასთან საუბარი, მაგრამ მალევე მედდა მოვიდა და მთხოვა რომ, ფაციენტი გადაიღალა და მას დასვენება სჭირდებოდა. მეც ოფისში დაბრუნება გადავწყიტე, თუმცა მთელი გზა, მაინცა არ მასვენებდა იმ ქალზე ფიქრი. მისმა მდომარეობამ, ჩემზე ძალიან იმოქმედა. მეტიც, მინდოდა მისი დახმარებაც. ოფისში მისულს, ჩემს კაბინეტში ბატონი არჩილი დამხვდა.
* * *
- გამარჯობა გაბრიელ, აქვე ახლოს ვიყავი და შემოგიარეთ.
- ძალიან კარგი. როგორ ხართ?
- მე რა მიჭირს, კარგად ვარ. შენ რა ქენი, გაარკვიე რამე?
- რასთან დაკაშირებით მეკითხებით ამას?
- კრიმინალებზე, არის რამე სიახლე? გაარკვიეთ ვინ ემუქრება სოფიას?
- თქვენ, ამის შესახებ საიდან იცით?
- თავად თქვით, როდესაც ჩემს ოფისში მოხვედით.
- ხოო, გამახსედა. არა მაგასთან დაკავშირებით, არაფერი სიახლე არ არის.
- კარგით, მაშინ მე წავალ. აღარ მოგაცდენთ.
- კარგად ბრძანდებოდეთ!
- აბა რას იტყვი. რას ფიქრობ ამ კაცზე?
- მაგის უფროსმა ალბათ იფიქრა, რომ მისი კაცის დახმარებით ჩემგან ინფორმაციას მიიღებდა.
- ეხლა რას ვაპირებთ?
- ერთი კაცი გაგზავნეთ საავადმყოფოში. ქალბატონ მაკას, ყურადღება მიაქციოს.
- ხოო, ეგ მეც უნდა მეთქვა. გუშინ ჩვენც ვიყავით მაკასთან, სანახავად და არც ჩვენ, მოგეწონა მისი მკურნალი ექიმი.
- მერე რას უყურებთ! დააჩქარეთ ეს პროცესი და მიხედეთ საქმეებს.
- ძმაო, დღეს მალე უნდა გამიშვა სახლში. მარიმ დამირეკა, ბავშვს სიცხე აქვს.
- კარგი წადი. ოღონდ ჯერ, ეს საქმე მოაგვარე.
- კარგი ძმაო. სოფიას რა უყოთ? შოპინგზეა და ჩხუბობს დაცვა გასახდელთან ნუ მელოდებაო.
- გასასვლელში დაელოდოს! ყველაფერს მე რატო მეკითხებით?
- კარგი ჰო. ნუ ყვირიხარ, გასაბრაზებლად არ მითქვამს.
* * *
დღემ არც ისე ნაყოფიერად ჩაიარა. უკვე საღამოა, მე კი ოფისში დარჩენა და მუშაობა ვარჩიე. კიდე ვერ ვიგდებ თავიდან, იმ პატარა გოგონას სახეს. სოფიას სიტყვებმა, კიდევ უფრო გააღვიძა ჩემში ის გრძნობა, რაც წლების განმავლობაში ვინახავ ჩემში. ვარწმუნებ ჩემ თავს, რომ არანაირი მსგავსება არ არის მათ შორის. მოგონებები, რომელიც ძალიან ღრმა ბავშვობაში მაგდებს, ყოველთვის თვალწინ მიდგას. ჩემთვის, ის წლები, ძალიან წმინდა და სუფრთა იყო. გამუდმებით მახსენდება ის თამაშები, რაც ეხლა ახალგაზრდა თაობებისთის გაუფერულდა. უბანში დაღამებამდე თამაში და მშობლების გაუსაზრისი ყვირილი აივნიდან. ,,გაბო სახლში ამოდი! საჭმელი უკვე მზად არის". ბავშვების, ჟრიამული გამუდმებით, ყურში ჩამესმის და ყოველთვის სევდა მიპყრობს, რადგან დღეს, ასე აღარ ხდება. მე ის ბავშვი ვარ! ვინც დაღამებამდე ქვიშით სასახლეს აშენებდა. მე ის ბავშვი ვარ! ვისაც ზუსტად ახსოვს რა იყო? კლასობანა, ფრემბურდი, ორდროშობანა და კიდევ სხვა თამაშები. თვალწინ ჩაირბინა ყველაფერმა ამან და კიდევ ერთხელ მეამაყება, რომ ასეთი ბავშვობა მქონდა.
* * *
- დედა, აქ რა აკეთებ?
- რა იყო, არ გაგიხარდა ჩემი ნახვა?
- არა რას ამბობ, უბრალოდ გამიკვირდა. შენ ხომ არ გიყვარს, როცა გაფთხილების გარეშე მოდიხარ.
- სასწრაფო საქმე მქონდა და ამას, ტელეფონით ვერ გეტყოდი.
- რა ხდება?
- ბატონი არჩილი, არც თუ ისეთ სახარბიელო საქმეს ეწევე.
- დედა ჰომ გთხოვე. ჩემს საქმეში არ ჩაერიო.
- შვილო, მე მხოლოდ შენს დახმარებას ვცდილობ.
- მადლობა, მაგრამ მირჩევნია ჩემით გავართვა თავი...
- მოიცა სად მიდიხარ? იქნებ რის თქმას ვაპირებ.
- დედაა!
- ბატონი არჩილი და სოფია, ერთად მუშაობდნენ.
- დედა, როგორ ფიქრობ ეგ მე არ ვიცი? რატო ხარ დარწმუნებული, რომ მე, არ ვმუშაობ?
- ისიც იცი, რომ ყოველდღე ერთმანეთს ტელეფონით ეკონტაქტებიან?
- კი ვიცი. მის ოთახში მოსასმენი აპარატი დავამონტაჟე. ეხლა კიდევ, ამას სახლის სახურავიც დაემატა.
- შვილო, სახლის სახურავზე ასვლა რა საჭიროა?
- დედა ბავშობას ვიხსენებ! რა უნდა გავაკეთო? საქმეს ასე დასჭირდა. წამოდი, სახლში დაგტოვებ და ძალიან გთხოვ, ერთხელ და სამუდამოდ შეეშვი, ჩემს საქმეში ხელის ჩაყოფას!
* * *
რაც დრო გადის, უფრო და უფრო მიჭირს დედაჩემთან, ურთიერთობის დამყარება. როგორც კი, ვცდილობ თბილად მოვეპყრო, ის ისევ იწყებს ჩემს საქმეში ქექვას. დედა უკვე 50 წლისაა, მაგრამ მაინც დარწმუნებულია, რომ გამოუცდელი ვარ და დახმარბა ისევ მჭირდება. გაგიკვირდებათ და ჩემივე ფეხით მიწევს სოფიას სახლში მისვლა, რადგან მისი სახლის სახურავი შევამოწმო. თან უკვე დროა, ყველაფრის შესახებ დაველაპარაკო. სახლში, როგორც კი შევედი სოფიას, პრეტენზიული ლაპარაკი შემომესმა. ,,როგორც კი ეს საქმე დასრულდება. ყველას, პასუხს გაგებინებთ!"
- საღამომშვიდობის! ყველას მოგესალმებით. აბა როგორ მიდის საქმეები?
- ძმაო დღეს შოპინგზე ვიყავით. მოვიარეთ ალბათ 30_ მდე მაღაზია და შეიძინა მხოლოდ, ერთი კაბა და ფეხსაცმელი.
- გაძლება მოგცეთ ღმერთმა!
- გაბრიელ, რა კარგია რომ მოხვედი. შეგიძლია ყავა გამიკეთო?
- არა არ შემიძლია!
- რატო?
- ეს ჩემს მოვალობაში არ შედის. გამომყევი!
- საად?
- წამოდი მეთქი!
- ხელი გამიშვი მტკივა!
- როდემდე აპირებ ჩემთან თამაშს? შენ რა, სულელი გგონივარ?!
- ვერ ვხვდები რაზე საუბრობს?
- თავის მოკატუნებას ნუ ეცდები. მე უკვე ყველაფერი ვიცი. თუ არ შეეშვები ჩემს ზურგს უკან გამოძიებას, მე ეხლავე წავალ.
- რა გამოძიებას? რეებს ბოდავ!
- ეს რა არის? ეს სურათი ყველაფერს ამბობს. მე, ყველაფერი გავარკვიე და გავიგე, რომ ამ საქმეში შენი ხელიც ურევია. ეს ყველაფერი შენი მოწყობილია. არჩილიც შენი ერთერთი დამხმარეა, ვისაც ფულს უხდი. რაში გჭირებოდა ეს ყველაფერი? ან ჩვენ, რატო დაგვიქირავე?
- კი თავიდან მართლა მასე იყო. ფული მჭირდებოდა, დედაჩემის ოპერაციისთვის. იძულებული ვიყავი გესმის! იძულებული ვიყავი ეს ყველაფერი გამეკეთებინა!
- წამოდი! განყოფილებაში მივდივართ!
- არაა! ძალიან გთხოვ პოლიციაში არ წამიყვანო! ჯერ მომისმინე ყველაფერს მოგიყვები.
- შენ რაც ჩაიდინე, დანაშაულია და ამისთვის დაისჯები.
- მე მართლა მირეკავენ! ხმოვანი ზარები ეხლაც შენახული მაქვს მოგასმენინებ!
- დანარჩენს განყოფილებაში გავარკვევთ!
- გაბრიელ! ძალიან გთხოვ...
- რას აკეთებ? ადექი ძალიან გთხოვთ.
- დამიჯერეთ! მე ცუდი განძრახვა არ მქონია. დედა ავადაა. მას ოპერაციას თუ არ გავუკეთებ მოკვდება.
- ძმაო, რა ხდეა მშვიდობაა?
- კი მშვიდობაა. გარეთ გადით!
- 24 საათი. 24 საათს გაძლევთ დროს, რომ ყველაფერი მომიყვეთ.
- არ წახვიდე!
- არ მივდივარ. უბრალოდ ბიჭებს სახლში გაუშვებ. მე კი, თქვენთან დავრჩები. მშვიდად დავჯდები და მოვისმენ შენი ჩადენილი დანაშაულების შესახებ.
* * *
ნაწილი მეოთხე
- საიდან დავიწყო?
- ყველაფერი დაიწყე თავიდან.
- ეს ყველაფერი ადრე იყო. დიახ, არჩილი მეხმარებოდა ისიც თავისი ინტერესებიდან გამომდინარე. ბატონი არჩილი, მამაჩემის მეგობარი იყო, როცა დახმარება დამჭირდა დახმარება მას ვთხოვე. მან არაფერი გითხრა, რადგან სიმართლის თქმის შეეშინდა. შეეშინდა, რადგან მისი დანაშაული გამომჟღავნდებოდა. მე მას, არანაირ ფულს არ უხდიდი. ის უბრალო, ჩემს დახმარებას ცდილობდა.
- ფული საიდან იშოვე?
- სანამ მამა ცოცხალი იყო, ძალიან მყარი და ძლიერი ოჯახი გვქონდა. მისი გარდაცვალებას დედა, ძალიან გადაყვა, როდესაც დედამ გონება დაკარგა სავაადმყოფოში ექიმებმა მითხრეს, რომ დედა, ძალიან ძლიერ იყო ავად და მას სასწრაფოდ ოპერაცია ესაჭიროებოდა. ამას კიდევ დაემატა ისიც, რომ მას ფსიქოლოგური პრობლემები აქვს. დასახმარებლად ბატონ არჩილთან მივედი. მან მითხრა, რომ ერთი საქმეა და თუ კარგად ვიმუშავებდი ფულს გადამიხდიდნენ. მეც მალევე დავთანხმდი და სამუშაოდ წავედი სამი კვირის შემდეგ, ფულიც გადამიხადეს. უკან, როდესაც ვბრუნდებოდი აეროპორტიდან, ფული მომპარეს.
- ეგ ყველაფერი უკვე ვიცი. ეხლა მაინტერესებს, რას გეგმავდით შენ და არჩილი, ჩემს ზურგს უკან?
- გამომიშავებული ფულის 75%, აქ უფროსისთვის უნდა ჩამებარებინა, ვინც თავად გამიშვა დავალებაზე. გავარკვიეთ, რომ თავად ის გვემუქრება. ფულის უკან დაბრუნებას ითხოვს.
- როდის აპირებდი, ამ ყველაფრის თქმას ჩემთვის?
- მალე. გეფიცები მალე ვაპირებდი. უბრალოდ მინდოდა ყველაფერი, ჯერ მე გამერკვია.
- შენ თუ ხვდები, რომ დანაშაული გაქვს ჩადენილი და ამისთვის პასუხი მოგეთხოვება?
- როგორც ჩანს არ დაგვჭირდა 24 საათი ამაზე სალაპარაკოთ. შენ საქმეს გადავცემ მათ, ვისაც ეხებათ და ისინი მოგხედავენ.
- არაა! ძალაინ გთხოვ დამეხმარე! დღესაც დამირეკეს და დამემუქნენ. ფულს თუ არ მივუტან, დედაჩემს მოკლავენ.
- რა გინდა? რას ითხოვ ჩემგან?
- ცოტა დრო მომეცი ძალიან გთხოვ. დედაჩემს, ოპერაციას გაუკეთებენ და შემდეგ წამოვალ სადაც გინდა.
- მაპატიე, მაგრამ მე ვერაფრით დაგეხმარრები.
- ჯანდაბა! მე ის ვარ ვისაც შენ ეძებ.
- რას გულისხმობ?
- მართალია შენ ძალიან პატარა იყავი, სულ რაღაც 9 წლის, თუმცა მე მაინც მახსოვს შენი შეშინებული სახე. არ დამავიწყდება, როგორი შეშინებული იყავი და მარწმუნებდი, რომ არ გეშინოდა...
- მას სოფია არ ერქვა.
- კი ვიცი მე ანა მქვია. მშობლებმა ბების სახელი დამარქვეს. პატარა, რო ვიყავი მასე მომართავდნენ. როდესად გავიზარდე სახელი შევიცვალე.
- შენ ფიქრობ, რომ ამის გამო, ჩემს გადაწყვეტილებას შევცვლი?
- უბრალოდ ძალიან გთხოვ. თუნდაც იმ დღეების გამო, რაც ერთად გამოვიარეთ.
- როგორ მიხვდი, რომ მე ვიყავი?
- როდესაც შენს სახლში ვიყავი თაროზე, შენი ბავშვობის ფოტო ვნახე და ეგრევე გამახსნდა.
- დრო რამდენი გჭირდება?
- რამოდენიმე დღე. სულ, რაღაც რამოდენიმე დღე.
- ერთი პირობით. მომიყვები ყველაფერს, არ გადადგამ ჩემს გარეშე, არანაირ ნაბიჯებს და ბოლოს, იქნები ჩემი კონტროლის ქვეშ.
- ყველაფერ გავაკეთებ რასაც მეტყვი.
* * *
,,კერძო დედექტივი ეს ის თემაა, რომელზეც ხმამაღლა არასდროს საუბრობენ. მოკლედ, რომ ვთქვათ კერძო დეტექტივი არის პიროვნება, რომელიც ასრულებს კერძო შეკვეთებს. დამკვეთი კი, თავისი ანაზღაურების ფასად თავისი ოჯახის წევრების ბიზნერსპანტნიორების ცხოვრების დეტალებს იკვლევენ. კერძო დეტექტივს ეკრძალება ტყუილი, ეს არის ისთი საკითხი, რომელია არ ეპატიება, არც ჩვენთან და არც კლიანტთან. ჩვენთან ასევე მიუღებელია, ორმაგი თამაში. სოფია პირველად, როდესაც მოვიდა ჩემთან, მან მითხრა, რომ სჭირდებოდა მეგობარზე მეტი ინფორმაცია. თვლიდა, რომ ის ბევრ რამეს უმალავდა. საქმე თითქმის ბოლომდე მქონდა მიყვანილი, როდესაც სოფიამ, გვიან ღამით დამირეკა და მითხრა რომ, მას სასწრაფოდ დახმარება სჭირდებოდა. სოფია, როდესაც სახლში დაბრუნდა სახლი, არაული დახვდა. მალევე ტელეფონზე დაიწყო ზარები და მუქარები, რომ შემდეგში მას ფიზიკურად გაუსწორდებოდნენ. თუ ის, ფულს არ მოიტანდა. მე, როდესაც გადავწყვიტე საქმე მისთვის გადამეცა, ვისაც ეს ეხებოდა სოფიამ ამაზე უარი განაცხადა. თქვა, რომ თავად მოაგვარებდა. ეხლა კი, როცა ყველაფერი გავარკვიე, ისევ დროს ითხოვს.
* * *
- შეგიძლია გამომყვე?
- კიდევ არ გძინავს?
- რა დამაძინებს, როცა ვიცი, რომ რამოდენიმე დღეც და დამიჭერენ.
- სად მივდივართ?
- სახლის სახურავზე.
- ეს რა არის? აქ ცხოვრობ?
- შეიძლება ესეც ითქვას. ძირითად დროს აქ ვატარებ.
- ეს შენი ნახატებია?
- კი. თავისუფალ დროს ვხატავ.
- მეჩვენება თუ, ნაგლი აღარ ხარ?
- შენ კიდევ, ძალიან პირდაპირი გახდი.
- ეხლა რას აპირებ?
- ხვალ ოპერაცის ნახევარს გადავრიცხავ. დანარჩენს კი, სახლის გაყიდვის შემდეგ.
- სახლს ყიდი?
- სხვა გზს ვერ ვხედავ. ჩემთვის მთავარია დედა იყოს კარგად.
- ხვალ, გამომყვები დედასთან საავადმყოფოში?
- მე რატო?
- იცოდეთ არა ვარ სანდო.
- მაგაში გეთანხმები.
* * *
ამ ხერხმაც გაამართლა. სოფია, ისეთი შეშინებულია არამგონია კიდევ, ჩემს გარეშე რაიმე ნაბიჯი გადადგას. ეს ყველაფერი მე, მას შემდეგ გავარკვიე, როდესაც სოფიამ მითხრა მუქარის შესახებ. შესაფერისს დროს ველოდებოდი, რომ მისთვის ეს ყველაფერი მეთქვა. ეხლა თითოეულ ნაბიჯს ისე დგამს, რომ ყველაფერ მე მეკითხება. აი ეხლაც, მეძახის სამზარეულოდან და მეკითხება. ,,ყავაში შაქარი, ერთი კოვზი ჩავყარო თუ ორი? ყავა ძალიან მიყვარს. ძალიან მეხმარება მუშაობის დროს. ჩემი, საყვარელი კაფე ქალაქის ცენტრშია, სადაც დილაობით ოფისში წასვლადე ყავას მივირთმევ. კაფის უფროსი, უკვე ჩემი მეგობარი გახდა. მე და დიმიტრი ბიძია, სანამ ყავას მივირთმევთ, ერთად განვიხილავთ ამინდის პროგნოზს. სჯერა ასტროლოგების და ყოველ დილით, მაფთხილებ თუ რა მელოდება წინ. ჰოროსკოპით მერწყული ვარ. მერწყულები, ძალიან მგძნობიარეები არიან. ისინი ხშრად არაპროგნოზირებად საქციელს სჩადიან, მაგრამ ამით საფრთხეს არავის უქმნიან. მერწყულები ცდილობენ დიდხანს აირიდონ თავი ქორწინებას და არც ურთიერთობის გასერიოზულება სურთ. ის არ კარგავს პანტნიორს, თუ მას წასვლა უნდა ის აუცილებლად გაუშვებს. ძალიან მეგობრულები არაინ. საყვარელი ადამიანისთვის, თავის გაწირვა შეუძლიათ. ძალიან ცოტას ესმის ჩემი, თუმცა მცირედ რაღაცამაც შეიძლება ჩემი გული მოიგოს.
- რას აკეთებ?
- ფილმს ვრთავ.
- რა ფილმია?
- ,,PRETTY WOMAN".
- ჩემი საყვარელი ფილმია...
- რა თქვი?
- არა არაფერი. გიყვარს ეგ ფილმი?
- კი, ძალიან მიყვარს. რამოდენიმეჯერ მაქვს ნანახი და ყოველჯერზე, ახალი ემორციებით ვისწყებ ყურებას.
- აქ, ძალიან ცივა არაა?
- არასდროს არ მეგონა, რომ გერძო დეტექტივებსაც სციოდათ. პლედს მოგიტან.
- არა არ არის საჭირო. იქნებ ქვემოთ ჩავიდეთ?
- რატო აქ უხერხულად ხარ? მოეშვი, მოდუნდი ყველაფერი კარგად არის.
- ძალიან გთხოვთ გაიწიეთ.
- უბრალო ცხელი შოკოლადის მოცემა მინდოდა თქვენთვის. ჯანდაბა! ძალიან მოუხერხებელი ვარ, მაპატიეთ. ეხლავე გამოსაცვლელს მოგიტანთ.
- არაა! არ არის საჭირო.
- აი აიღე, ეს მამაჩემს პერანგია. დღემდე მის ნივთებს საგულდაგულოდ ვინახავ.
- მადლობა. არ იყო საჭირო. რატო იცინიხარ?
- ძალიან პატარა გაქვს...
- ნუ იცინი! ისე მართლა რა პარატრაა...
* * *
ყველაფრის მიუხედავად, საღამომ, მაინც მშვიდად ჩაიარა. სოფიამ, ჩემი პერანგი გასარეცხად შეაგდო. თვითონ კი, დასაძინებლად წავიდა. მითხრა თუ გინდა სტუმრის ოჯახში დაისვენეო, მაგრამ მე მაინც სასტუმრო ოთახში, დივანზე დაძინება ვარჩიე. ბავშვბაში, რატიმ ძალიან ცუდად გამეხუმრა. მან მითხრა, რომ სარდაფში ვიღაც იყო. იქ ერთად ჩავედით, თუმცა, როდესაც უკან დაბრუნება გადავწყვიტეთ მან, სარდაფში ჩამკეტა. აქედან გამომდინარე, ჩაკეტილი სივრცის შიში ყოველთვის მქონდა. მამაჩემი ამბობდა ,,შენ ყველა ის თვისება გაქვს რაც დედაშენს". დიახ, მე და დედა ძალიან ვგავართ ერთანეთს. ისიც ქალწულია, თუმცა ჩვენ მაინცე ვერ ვუგებთ ერთმანეთს. დედა, ყოველთვის განაწყიბული იყო ჩემზე, რადგან ჩემი მესაიდუმლე ყოველთვის იყო მამა. ყოველთვის, მას ვეკითხებოდი ყველაფერს. მამაჩემისგან, ვისმენდი ყველა იმ რჩევებს, რაც მომავალში გამომადგა. მაგალითად, ერთი ასეთი რჩევა იყო. ,, არასოდეს შეუშინდე სირთულეებს, რაც არ უნდა რთული პერიოდი იყოს შენს ცხოვრებაში, ყოველთვის ეძებე გზა, მის გამოსასწორებლად". მამის ეს რჩევა, ჩემს პროფესიაში ძალიან მეხმარება და ასევე პირად ცხოვრებააშიც. წინდახედული ადამიანი ვარ. ყველაფრის მიუედავად, მაქვს ის ნებისყოფა, რომ ყველაფერი ცუდი კარგით შევცვალო. ეს თვისება მე, ბავშობიდან მახასიათებდა. მამაჩემი, ყოველთვის მეუბნებოდა, რომ მე ბევრს მივაღწევდი ცხოვრებაში.
* * *
- ძმაო რა ხდება? ბიჭებმა მითხრეს, რომ ისევ სოფიას სახლში დარჩი.
- თომა ისე მოვიქეცი, როგორც დავგეგმეთ.
- მაგისთვის ჯერ ადრე არ იყო?
- უკვე დრო იყო. ნეტა ნახო შიშის ფონზე, როგორ მოლბა.
- სერიოზილად? უნდა თქვა, რომ ყველაფერზე აღარ წუწუნებს და არც პრეტენზიულია?
- არა ძმაო. არჩილს, თვალი არ მოაცილოთ. ძალიან არ მომწონს ეს სიწყნარე.
- რატო სიწყნარე. უკვე ახალი თანაშემწე ყავს.
- ეგაც რა, ყოველ კვირა იცვლის დამხმარეებს.
- ძმაო, ბატონ არჩილზე ვსაუბრობთ...
- კარგი ვთიშავ. ხვალ ბიჭეს უთხარი არ მოვიდნენ. აქაურობას მე მივხედავ...
- მოიცადე არ გათიშო! რა ფერის პენუარი აცვია?...
* * *
სოფია სახლს, რომელსაც ყიდის, მის შემდეგ აქვთ, რაც მშობლების სახლი დატოვეს. იმ საღამოს, როდესაც სოფია სახლში დავტოვე. ჩემს მანქანაში, კულონი დაუვარდა, სადაც თავისი ბავშვობის და მამის სურათს ერთად ატარებდა. სოფია, პირველად სწორედ იმ სურათით ვიცანი. იმ საღამოს, მინდოდა უკან დავბრუნებულიავი მეთქვა, რომ მას დიდი ხანი ვეძებდი, რომ მასზე აუცილებლად ჩავწერდი ინტერვიუს. მინდოდა მისთვის გამეხსენებინა ის ბავშვობა, რაც ერთად გავიარეთ. ის პატარა გოგონა, რომელსაც მე სურვილის ახდენაში დავეხმარე. ჩემზე ოთხი წლით უფროსი იყო. მე კი, 9 წლის პატარა ბიჭმა ვივაჟკაცე და ავიყანე სიმაღლეზე. მწვანე თვალები, რომელიც ცრემლებით ივსებოდა, არასდროს მავიწყდებოდა. მისი მშობლებსაც ვერ ვიხსენებდი, რადგან ჩემი ასაკიდან გამომდინარე გამიჭირდა ყველაფრის აღთქმა დამახსოვრება, თუმცა არასდროს არ მავიწყდება, მისი ყვავილებით მორთული აივანი. წლების განმავლობაში, მის აივანს დაკვირვებით ვაკვირდებოდი. ველოდებოდი და გულის სიღრმეში, მაინც მჯეროდა, რომ ისევ დაბრუნდებოდნენ. წლები ისე გადიოდა, მის კვალს უფრო და უფრო ვკარგავდი. ყვავილებმას კი, შემოდგომის მსგავსაც, ოქროსფრად იცვალეს ფერი. ქოთნებმაც, ჟანგის ფერი აიკიდა. ყველაფერი ისე გაუფერულდა, როგორც ჩემი ბავშობა და უბნის ბავშვები, სადაც ჩემი ცხოვრების, ძირითად დროს ვატარებდი. მე წლებია, რაც ის უბანი დავტოვე და როცა დედა ვახშმად მეპატიჟება, მაინც ისე შევცქერივარ იმ აივანს, თითქოს პირველად. წარმოვიდგენ, რომ ისევ ისეთი ლამაზია, რომ ყვავილებმა გაიხარა და ბურთი, რომელიც მუდამ მისი აივნის კუთხეში იყო. ისევ ის არის. შეძახილები, რომელიც დაახლოებით, ასეთი იყო: ,,ბურთი ჩამოიტანე და ჩამოდი!" თუ სამეცადინო ჰქონდა, ან დედა, არ აძლევდა უფლებას უბანში ჩამოსვლის მაშინ. ,, აუუ, ბურთი გადმოგვიგდე რა". ბურთის დაშვება ჩვენთვის, ერთი დიდი თავგადასავალი იყო. მამაჩემის მეგობარს, სახელოსნო ჰქონდა და თუ ღია იყო, იმ შემთხვევაში ეს პრობლემა მალე გვარდებოდა და თუ, ესაც შეუძლებელი იყო მეორე უბანში გადავდიოდით.
* * *
- ასეთ დროს რატო მირეკავ? ხო, გაგაფთხილე. სანამ მე არ განიშნებ არ დამირეკო.
- რაც შეიძლება დროულად მომაშორე შენი მონა. უკვე დიდი ხანია საზღვარხე საქონელი ვერ გადამაქვს.
- არჩილ, უნდა გავთიშო. გაბრიელი ეხლაც აქ არის.
- როგორ დამღალე უკვე, შენი გაბრიელით. გაფთხილებ, არ გათიშო!
დილით, სოფიას გამზადებული ომლეტით, პირველად ვისაუზმე. ნაშუადღევს, საავადმყოფოში ექიმთან ვიზიტი ჰქონდა დანიშნული სოფიას. ექიმს, რომელსაც არ ვენდობი დიდ ხანს ვაკვირდებოდი. ერთი შეხედვით ეტყობოდა, რომ ჩემი ეშინოდა, როცა სოფია რაიმე შეკითხვას სვავდა ის, ბევრ რამეს იმიზეზებდა, რომ ოთახიდან გასულიყო. ყველანაირად ვეცდადე ცალკე მარტო შემეჩერებინა და მისთვს, რამოდენიმე შეკითხვაც დამესვა. დერეფანში, როცა მაკას ანალიზებზე იყო გასული შევაჩერე და ვკითხე:
- ნუ გეშინია. მე არაფერს დაგიშავებ.
- წადით! ჩვენ ერთად არ უნდა დაგვინახონ.
- შეგიძლიათ მენდოთ. რა პრობლემაც არ უნდა გქონდეთ მე, ყველანაირად ვეცდები დაგეხმაროთ.
- ვერ მოაგვარებთ! წადით! თავი დამანებეთ...
* * *
სწორედ ამ დროის შემდეგ, სრული მობილიზება დავიწყე. საქმეში ჩავრთე ჩემი მეგობარი, რომელიც პროკურორია, მას გადავეცი მთელი ეს საქმე მოვუყევი რაც კი ვიცოდი. მოსასმენი აპარატი დამეხმარა, რომ მისი საიდუმლო შეხვედრის ადგილი დამედგინდა. სოფიას, მეტი თავისუფლება მივეცი. ვუთხარი, რომ დღეს ჩემგან თავისუფალი იყო. ამ დროს კი, სოფიამ არცერთი წამი არ დაკარგა, არჩილთან შესახვედრად. ყველამ ერთად, დაველოდეთ მათ დათქმულ დროს და შეხვედრა, როცა უკვე, საქმიან საუბარში გადაიზარდა ჩვენც შევედით.
* * *
- რა სასიამოვნო ტრიოა! იქნებ აქაურობას კიდევ რაღაც აკლია?
- გაბრიელ?
- რაიყო, ქალბატონო სოფია, რატომ გაგიკვირდათ? თქვენ გეგონათ, რომ ასე მარტივად გამასულელებდით?
- ყველაფერს აგიხსნით!
- წაიყვანეთ!
- ,, კოცნა! ის პირველი კოცნაც მახსოვს"...

* * *

გავშეშდი! დიახ, 9 წელი ის ასაკი იყო, როდესაც ანა პირველად ვაკოცე. ამდენი წლის შემდეგ მე, ის ვიპოვე და ჩემივე, შიშველი ხელებით პოლიციას გადავეცი. სახე, რომელიც ასეთი დავიწყებული მქონდა გამახსენდა. დაბნეული ღიმილი, რაც მის პატარა სახეს დაჰკრავდა, კიდევ უფრო დაიმახსოვრა ჩემ გონებამ. იქაური სიტუაციამ, არ მომცა იმის, საშვალება, რომ მეც ხმამაღლა მეთქვა: ,,მახსოვს! ყველაფერი გამახსენდა".
* * *
ნაწილი მეხუთე
- ეე, ბიჭო, სად ხარ აქამდე?
- ძმაო, მაპატიე გაბის, ექიმთან ვიყავი და დამაგვიანდა. მოხდა რამე?
- კი მოხდა. სოფია დაიჭირეს.
- როგორ თუ დაიჭირეს, რატო?
- მისი საქმე, პროკურატურას გადავეცი.
- ჩვენ, ამაზე ჯერ ხო, არ შევთანხმებულვართ.
- უკვე დრო იყო. მე მივდივარ, რამოდენიმე დღე ქალაქში არ ვიქნები.
- დღეს ვიღაც ქალი, იყო მოსულია. ახალი საქმეა...
- არავითარი ახალი საქმე!
- კარგი ხო. დამშვიდდი.
* * *
სახლში, დროზე ადრე დავბრუნდი. ვიდრე ეს ხდება ხოლმე. დღეს დასვენებას ვაპირებ. ხვალ კი, ადრიანად მე და მამა, ქალაქ გარეთ ჩვენს აგარაკზე წავალთ. ამ ორი კვირს შემდეგ, დაგროვილ დაძაბულობას, შრომას და აუვარებელი ნეგატივის შემდეგ, ეს ნამდვილად მჭირდება. ვცდილობ აღარ ვიფიქრო მასზე. რა ხდება, სოფია, როგორ არის? იქ, ვინმე, ცუდად ხომ არ ექცევა? მთელი ძალით ვცდილობ, ხვალინდელ გეგმებზე მოვახდინო კონცენტრაცია. უკვე საღამოს 20:00 საათია. ვახშმად მაკარონი მოვამზადე. მაკარონი კარგი სოუსით, განსაკუთრებულად მიყვარს. რამოდენიმე წუთში, მელანოს და გუგაც მოვა და ვნახოთ ისინი, თუ უმლავდებიან თავის პროფესიას.
* * *
- რა ხდება, შუა კვირაში, როგორც წესი არ ვგეგმავდით მსგავს საღამოოებს. მშვიდობაა?
- კი, კი მელანო, მშვიდობაა. ხვალ ქალაქიდან გავდივარ.
- სოფიას, საქმე უკვე დასასრულს მიუახლოვდა?
- დიახ, დღეს დასრულდა.
- გუგა, მიდი მოყევი. რა ხდება ბაღში?
- დღეს, საშუალო ჯგუფს ზეიმი ჰქონდა და მეც ვიმღერე. აი ნახეთ, ვიდეოც გადავიღე.
- ხო, ვამბობდი შენ თეატრალურზე უნდა ჩაგებარებინა.
- არა, არ არის ეგ ჩემი საქმე. ჯობია იქ ვიყო, სადაც ეხლა ვარ.
- ბოლოს და ბოლოს მოყევი, რა მოხდა და რატო დასრულდა ასე მოულოდნელად, ეგ საქმე?
- მელანო, მაპატიე, მაგრამ ეხლა ამაზე ნუ ვისაუბრებთ.
- მე უნდა გავიქცე. კლიანტი მელოდობა. კაბის, ესკიზები უნდა ვანახო.
- ასეთ დროს?
- კი, ხვალ მიფრინავს და დღეს გვიანობამდე უნდა დავამთავროთ კაბის ესკიზი.
- მელანო, დამელოდე მეც მოვდიარ! ძმაო მაპატიე, რო ჩამოხვალ გაგვაგებინე.
- გუგა, იჩქარე მაგვიანდება!
- კარგი ჰო, მოვდივარ!
* * *
ვახშამმაც ასე მალე ჩაიარა. წესივრად ვერც მოვახერხეთ ერთმანეთისთვის გაგვეზიარებინა ჩვენი, ჯერ არც დასრულებული კვირა. ხვალ ხუთშაბათია, ჩემი პროფესიიდან გამომდინარე. პირველად დავასრულე სამუშაო, კვირის ასეთ დღეს. მამაჩემს, ჩემ ზარმა ძალიან გაახარა. როდესაც უთხარი: ,, მამა, გაემზადე ხვალ აგარაკზე მივდივართ.\\\\\\\" ტელეფონში დედაჩემის, უკმაყოფილო საუბარი ისმოდა. ,,რით ვერ დაიღალეთ! სხვა საქმე არ გაქვთ?\\\\\\\" 14 წლის ვიყავი, როდესაც მამამ, მე და რატი, პირველად წაგვიყვანა აგარაკზე, სათევზაოთ. აგარაკი, ბაბუა თომასია. იქ, ჩასულებს ყოველთვის მომზადებული გვხვდება. ბაბუა, ახლა 86 წლისაა და მაინც, ისევ ისეთი თბილი ხმით და სახით გვხვდება. ძალიან გემრიელ კატლეტს ამზადებს. მართალია ეხლა ცოტა უჭირს, თუმცა ამბობს, რომ მას საიდუმლო რეცეპტი აქვს და აუცილებლად გაგვიმხელს. ბაბუა, თავის პირველ სიყვარულზე ყოველთვის აღტაცებით საუბრობს. ის, 16 წლის იყო, როდესაც ქალაქიდან ჩამოსული გოგონა, ერთი ნახვით შუყვარდა. ისიც, ჩემსავით ძალიან მორცხვი იყო. წლები ისე გადიოდა, მხოლოს მისი შორიდან ცქერით სჯერდებოდა. ერთხელად, როდესაც ის გოგონა, სოფელში აღარ ჩამოვიდა ბაბუამ, ეს ძალიან განიცადა. დაიწყო ძალიან ბევრი გამოკითხვა. მოგვიანებით კი, გაიგო, რომ ძალიან შეძლებული თავადის კაცზე იქორწინა. ბაბუა, რათქმაუნდა ამ ამბავმა ძალიან დაამწუხრა, რადგან მისი პირველი სიყვარული ესე შორიდან დაკვირვბით დასრლდა. მალევე, მას გაურიგეს იმავე სოფელში, მცხოვრები ქალბატონი ეკატერინე, რომელიც რამოდენიმე თვეში, მისი მეუღლე გახდა. გარიგებით დაწყებული სიყვარული ისტორია, კიდევ უფრო ძლიერი აღმოჩნდა. მათი ქორწინება 60 წლამდე გაგრძელდა. ბებია, უკვე რამოდენიმე წელია, რაც გარდაიცვალა. მისმა გარდაცვალებამ, ბაბუაზე და ასეე მის შვილიშვილებზეც ძალიან იმოქმედა. ეხლაც, როცა გაზაფხული დგება. ბაბუა, როგორც უწინ, ეხლაც ყვავილები მიაქვს მისთვის და ამბობს, რომ ,,სიყვარული უკვდავია. მთავარია შენ, გწამდეს ამის. მე ეს ვიწამე და ძალიან ბედნიერი კაცი ვარ ბაბუ.\\\\\\\" ჩემთვის ბაბუა, უკანასკნელი კაცია, რომელმაც დამარწმუნა, რომ სიყვარული არსებობს და ის მასშია. თავისივე წრფელ და კეთილ გულში.
* * *
- აქ რას აკეთებ?
- გეგონა, ასე მარტივად მომიშორებდი თავიან? შემომიშვი!
- არა სოფია, არ შემოგიშვებ! შენ ეხლა...
- ეხლა საკანში უნდა ვიჯდე. ამის თქმა გინდოდა? რა თქმაუნდა. ყველაფერი, ხომ შენი მოწყობილია. შენ მე მახე დამიგე!
- რა მახე, რა მე მინდოა? დამნაშავე შენ ხარ და კიდევ აქეთ ცდილობ ჩემს დადანაშაულებას?
- ეს არ შეგრჩება!
- მემუქრები? საინტერესოა რითი?
- პროკურატურამ გამოძიება უკვე დაიწყო. ეხლა ყველამ ერთად დაველოდოთ. თუ ვინ არის სინამდვილეში დამნაშვე.
- დამნაშავე შენ ხარ და კიდევ შენი ხალხი.
- ძალიან იჩქრეთ გადაწყვეტილების მიღება დეტექტივო. ყველაფერი, ჯერ კიდევ წინ არის. მე შემომხედეთ! თავისუფალი ვარ.
- ეს მანამდე, სანამ სასამართლო იქნება.
- ამისთვის პასუხს აგებთ!
- წადით! ძალიან გთხოვთ, ჩემი სახლიდან მიბრანდით...
- მე ეხლა წავალ, მაგრამ ჩემს სიტყვებზე კარგად დაფიქრდით. მე არა, მაგრამ ის ვინც მე, მემუქრებოდა თქვენზე ყველაფერი იცის.
* * *
არა რა, გიჟია ეს ქალი. ვთქვი ვსიო დამთავრდა, მე, მასთან არანაირი კავშირი აღარ მაქვს და აი ხომ, ხედავთ ისევ გამომეცხადა. თავისი უტაქტო ხასიათებით. ისევ ღამის 01:00 საათზე სახლში მომივარდა. თქვა თავისი სათქმელი და წავიდა. საინტერესოა უნდა მეშინოდეს თუ უნდა ვიჯდე და მეცინებოდეს ამ ყველაფერზე. ჩემს პროფესიაში, ეს შემთხვევა პირველია და იმედია უკანასკნელიც იქნება. მთელი ღამე ვერ დავიძინე, მაინც არ მასვენებდა იმაზე ფიქრი თუ, რა შეიძლებოდა ისევ მოყოლოდა ამ ამბავს. ღამე, როცა ვერ ვიძინებ დროს წერას ვუთმობ. ვცდილობდი ჩემი სიბრაზე ფურცლებზე გადავიტანო, რათა მეორე დღე ჩემთვის უფროს სახარბილო იყოს. აი უკვე, დილის შვიდი საათია და მამაჩემი, უკვე ჩემს კართან მელოდება. მე ყველაფერი ავიღე და ახლი ემორციებით ვაპირებ გამგზავრებას.
* * *
- ყველაფერი მოგაქვს?
- კი მამა, ყველაფერი აქ არის.
- ბადე მოგაქვს?
- კი უბრალოდ გასაშლელია და იქ გავშლით.
- კარგი, მაშინ წავედით.
- მოიცადე მამა მირეკავენ...
- ასე ადრიანად ვინ უნდა იყოს?
- გამარჯობა დეტექტივო. თქვენ ვერ გახვალთ ქალაქიდან.
- ვინ ხართ?
- მაგას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. თუ, თქვენ დღეს ქალაქიდან გახვალთ სოფია მოკვდება...
- რა სისულელეაა...
- ვინ იყო შვილო?
- არავინ მამა. უბრალოდ ვიღაცას ცხოვრება მოსწყინდა და ასე გადაწყვიტა დროის გაყვანა. მიდი დაჯექი, წავედით!
* * *
ჩემს, სოფლამდე გზა 40 წუთის სავალზეა. გზაში დაურეკე თომას, ვთხოვე, რომ სოფიასთვის ყურადრემა მიექციათ. მისი ჭირვეული ხასიათიდან გამომდინარე. ჩემს სარდაფში მოუწიათ ჩაკეტვა. დაუყოვნებლივ ჩემს ნახვას ითხოვს. არ ვიცი, ალბათ კიდევ უნდა ტკივილი მომაყეს თავისი საუბრით. ეხლა იქ, გაზაფხულია. ,, გაზაფხული- ქვეყნად ჯერ არ მინახავს ადამიანი, ვისაც არ უყვარს გაზაფხული. ამ, დროს ჰომ ყველაფერი იღვიძებს, ბუნება იღვიძებს. ო, რა სასიამოვნოა ახალად აბიბინებული ჯეჯილის სუნი. მინდორში ამოსული ია და ენძელა. ნაწვიმარ ამინდში, კიდევ უფრო ორმაგდება მათი სურნელი. სურვილი მიჩნდება, რო მეც მათთან ერთად დავიმარხო...\\\"
* * *
- ო, რა სიუპრიზია! ბაბუ, როგორ გამახარეთ. გაბრიელ როგორ ხარ? როგორ მიდის შენი პროფესიული საქმეები?
- ბაბუ, ყველაფერს მოგიყვები. ჯერ სახლში შევიდეთ.
- მამა, რატო არ სვავ წამლებს, რომელსაც გიგზავნი?
- რათ მინდა წამლები შვილო. გაიხედეთ რა სილამაზეა. ეს არის ჩემი წამალი.
- ბაბუ, მამა მართალია. წამლები უნდა მიიღო საჭიროა.
- მოდით მოშიებულები იქნებით ჯერ ჭამეთ.
- არა ბაბუ, ჩვენ გზაში უკვე ღვეზელები ვჭამეთ.
- შვილო, ბაბუსთან მოდიხარ და ღვეძელებს გზაში რატო ჭამ?
* * *
ბაბუა, ძალია გაგვინაწყინდა, რადგან მის მომსზადებული საუზმე არ მივირთვით. ასეთია, ბაბუ ყოველთვის მზადყოფნაშია. არაჯანი, რომელსაც თავად ამზადებს და ერბოსგან დამზადებული ქადები. ასეთი იყო ბაბუას, დღევანდელი საუზმე. მზის ჩასვლას ველოდებით, რომ მე და მამა, სათევზაოთ წავიდეთ. გაზაფხულზე აქ, ძლიერი წვიმები იცის და მამაჩემი, სულ მეუბნებოდა, რომ საღამოს მდინარე უფრო მშვიდია და კარგია სათევზაოდ. აი, უკვე მზად ვართ მე და მამა წასავლელად. ტელეფონზე თომას ზარია.
* * *
- ძმაო, მაპატიე ასეთ დროს, რომ გირეკავს. ცუდი ამბავი მაქვს.
- ამჯერად, რა მოხდა?
- სოფია, გაუჩინარდა.
- რას ქვია გაუჩინარდა. ჩაკეტილი არ იყო?
- კი ძმა, ყველაფერი ისე გავაკეთე, როგორ მითხარი.
- კარგი მოდივარ!
- შვილო, სად მიდიხარ?
- მამა, მაპატიე სასწრაფოდ ქალაქში უნდა დავბრუნდე. მოდი იცი როგორ მოვიქცეთ? შენ ბაბუსთან დარჩი. მე კი ვეცდები ხვალ უკან დავბრუნდე.
- კარგი შვილო, როგორ გინდა, მაგრამ მშვიდობაა?
- კი მამა, მშვიდობაა, რომ ჩავალ დაგირეკავთ.
- ბაბუ ეს ღვეზელები წაიღე. საქმეს, რომ მორჩები შეჭამე. მშიერი არ დარჩე.
- კარგი ბაბუ. მალე დავბრუნდები!
ჩემი თავის დადანაშაულება დავიწყე. იქნებ დილით მე, იმ პიროვნებისთვის, რომ დამეჯერებინა. ეს ყველაფერი არ მოხდებოდა. ან იქნებ სოფიას, სიტყვების სიმართლე იყო. მთელი 40 წუთი ისევ სოფიაზე, ფიქრში გავატარე. სახლსი დავბრუნებულს თომა დამხვდა.
- აუ, მაპატიე ისევ მე შეგიქმენი პრობლემა.
- კარგი არაუშავს. მიდი მოყევი რა მოხდა?
- მისი ჭირვეული ხასიათის მიუხედავად, ყველაფერი ისე გავაკეთე, როგორც მითხარი. მისთვის წყლის ჩამოსატანად ავედი, რომ დავბრუნდა აღარ დამხვდა.
- დამციხარ? კარის გაღების გარეშე ის, იქიდან ვერ გამოვიდოდა.
- საქმეც მაგაშია, რომ კარები ღია იყო.
- რაღაცას მიმალავ. მიდი მომიყევი, რა ხდება?
- არა ძმაო, არაფერი არ ხდება. მეც ვერ ვხვდები ეს, როგორ მოხდა.
- მიჭებო, მე მეძებთ?
- ჩაკეტილი კარებიდან, როგორ გამოხვედი?
- ძალიან მარტვად. გასაები ვიპოვე.
- სად?
- იქ, სადაც ყოელთვის მალავდი.
- სოფია, თავს რატო არ მანებებ? რა გინდა ჩემგან?
- შენი დახმარება მჭირდება. საავადმყოფოდან დამირეკეს, დედა ავადაა. დამეხმარე, რომ იქიდან წამოვიყვანო.
- რატო გგონია, რომ მე დაგეხმარები?
- ძმაო, მე წავიდე?
- გაბრიელ, ტელეფონი გირეკავს.
- ყველაფერი ისე მიდის, როგორც დავგეგმე. შენი გოგო, უკვე შენთანაა. ეხლა კი, გადაეცი ფულს 24 საათის განმავლობაში, თუ არ მოიტანს დედამისის ვერ ნახავს.
- რა ჰქვია უკვე ჩემთანაა?
- სოფიამ, არ გითხრა, რომ ღამე ჩემთან გაატარა.
- სადაც არ უნდა იყო გიპოვი და...
- ვინ იყო?
- სად იყავი გუშინ ღამით?
- რატო მეკითხები?
- სად იყავითქო?! მიპასუხე!
- მშობლების სახლში.
- მარტო იყავი?
- კი.
* * *
სოფიამ, სახლში წასვლას ჩემთან დარჩენა აარჩია. ყველაფრის მიუხედავად ისე იქცევა თითქოს დაუცველია და თავსშესაფარს ჩემთან პოულობს. გადაწყვიტა, რომ ჩემს ოთახში უნდა დაიძინოს. მე კი, მისაებში დივანზე. საკუთარ სახლშიც კი მავიწროვებენ. აქამდე თუ, ყველაფერი ერთი იყო. რამოდენიმე საათში, ყველაფერი გაორმაგდა. სოფია, სახლიდან თავისი ნივთებით მომზადებული მოვიდა. ძალიან მთხოვა, რომ მხოლოდ, რამოდენიმე დღე სჭირდება თავშესაფარი. ამბობს, რომ ჩემს გვერდით თავს მშვიდად გრძნობს და სახლში წასვლის ეშინია. მაინც და მაინც მელანოს, ეხლა მოუნდა ჩემი შეფასება თავის ნახატებზე. დამირეკა, რომ მოსვლას აპირებს. უარის თქმა ვერც მოვასწარი ტელეფონი დამიკიდა.
* * *
- რა იყო, კარებში რატომ დგეხარ? გამატარე შემოვიდე.
- მელანო, სხვა დროს იყოს.
- გაბრიელ, ძვირფასო სტუმარი გვყავს?
- გაბო, მაპატიე მეგონა მარტო იყავი.
- არა რატო, მობრძანდით. მეც სიამოვნებით გავიცნობ გაბრიელის მეგობარს. გამარჯობა, ჩემი სახელია სოფია.
- ეს ის არის? ყოჩაღ, ჩემი რჩევა გაგითვალისწნებია..
- გაჩუმდი! ყველაფერი ისე არ არის, როგორც ჩანს. აქ, დროებით არის.
- რაზე ჩურჩულებთ, საიდუმლოა?
- სამწუხაროდ, მე უნდა დაგტოვოთ. გაბრიელსთვის, მხოლოდ ამის გადაცემა მინდოდა, ნახვამდის.
- იცოდე ეს ყველაფერი დროებითია. ყველაფერს მერე აგიხსნით.
- არა, არ არის საჭირო არაფრის ახსნა. მიდი, სასიამოვნო ღამეს გისურვებთ.
- ძვირფასო?
- ხო, რაიყო ყოველთვის უხეში კი არ ვარ.
- აქედან როდის წახვალ?
- უნდა მითხრა, რომ ქალთან, თანაცხოვრებას შეჩვეული არ ხარ?
- არა, უბრალოდ დამნაშავესთან ერთად არასდროს მიცხოვრია.
- არ ვარ დამნაშავე! რატო არ გესმის. აქაც სწორედ იმისთვის ვარ, რომ თავის გადარჩენისთვის ვიბრძვი. იქ, ჩემთვის და არჩილისთვის კარგად, რომ მოგესმინა მიხვდებოდი, რომ თავად ჩვენ ვართ ამ ყველაფრის მსხვერპლნი.
- შენთან საუბარს აღარ ვაპირებ. წავედი მეძინება.
- სად მიდიხარ? ოთახში მე ვიძინებ.
- კარგი, მაშინ შენ წადი.
- ესე ძალიან რატო ვერ მიტან?
- რაც შენ გამოჩნდი ჩემს ცხოვრებაში, ყველაფერი თავდაყირა დადგა. ყოველდღე პრობლემებს მიქმნი. ყველაფერი, რაც დავგეგმა ხელს ყოველთვის შენი გამოჩენა მიშლიდი. უკვე, სადაც არ უნდა გავიხედო ყველგან შენ ხარ.
- მერე ეს ცუდია?
- კი ცუდია.
* * *
რამოდენიმე საათის წინ.
- სად ხარ აქამდე?
- ოფისში საქმეები მქონდა.
- მიზეზები არ მაინტერესებ. დღეს შენი უფროსი დახმარების სათხოვნელად შენ დაგირეკავს. სოფიას კი მე ჩამაბარებ. ცოტას შევაშინებ და გამოვუშვებ.
- გაბრიელი, სულელი არ არის, ყველაფერს მიხვდება.
- ე, ბიჭო! ისე მოიქეცი, როგორც მე გეუბნები.

გაგრძელება იქნება!



№1 სტუმარი ლალა

ძალიან კარგია. ისტორია ძალიან ჩამოყალიბებულია, მაგრამ ერი ორი სიტყვა მომხვდა ძალიან თვალში. საშვალება ეხლა და სახში აღარ გაიმეორო .

 


№2  offline წევრი Ellen96

ლალა
დიახ, პატარა შეცდომები არის, თუმცა აქ ახალი ვარ და იმედია ჩასწორებებსაც გავაკეთებ..

 


№3 სტუმარი სტუმარი Nestani

Yochaaag. Zalian zalian momewonaaa

 


№4 სტუმარი სტუმარი ლიკა

ძალიან კარგია ელე აბა შენ იცი

 


№5 სტუმარი სტუმარი ლია

საუკეტესოა საუკეთესოთა შირის.ძალიან მომწონს და დიდი სიამოვნებით ვკიტხულობ ყოველ ნაწილს.წარმატებები.

 


№6  offline წევრი Ellen96

სტუმარი Nestani
Yochaaag. ნესტან ჩემო გოგოვ blush ძალიან დიდი მადლოაბა <3


სტუმარი ლიკა
ლიკუუ ტკბილო heart_eyes მადლობააა kissing_heart kissing_heart


სტუმარი ლია
ლია უღიმესი მადლობა heart_eyes kissing_heart

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent