შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ეს ხაფანგია პატარავ..! #6


5-08-2019, 00:03
ავტორი MÔDÎLÎAŇI
ნანახია 9 965

საბუთებს ხელში ვიღებ და დამიანეს კაბინეტისკენ მივდივარ, დასკვნა დაწერილია...
როგორც ყოველთვის ახლაც ვაკაკუნებ მის კარებზე და თანხმობის შემდეგ ვაღებ მას.
უფროსი სავარძელზე ჩაფიქრებული ზის და თვალები ერთ წერტილზე აქვს გაშტერებული
-კარგად ხართ?-ვეკითხები და საბუთებს მაგიდაზე ვაწყობ
-თ?-მეუბნება ისე თითქოს ახლახანს გამოფხიზლდა ხანგრძლივი ძილისგანო და წარბს წევს
-დიახ, ჩვენ სამსახურში ვართ-ვეუბნები და მეღიმება-რაიმეს ინებებთ?
-ჰმმ კი.. ცოტაოდენ სითბოს ჩემიი თანამშრომლისგან რომელიც ასევე მალე ჩემი ცოლი გახდება
-ზედმეტად ბევრი მოგნდომებიათ ბატონო დამიანე-ვეუბნები და ვიცინი
-კარგი, კარგი... ერთი სული მაქვს აქაურობას როდის მოვშორდებით, რომ ხელი მოგკიდო და აღარ გაგიშვა
-მეც-ვამბობ და გული მიფრიალდება საიდან ამდენი რომან"წ"იკა-კარგით დაგტოვებთ-ვეუბნები და ვბრუნდები კარებთან მისულს კი მისი სიტყვები მეწევა
-ეს ქალი შენთვის ვინ იყო?-მეკითხება და საბუთებზე მითითებს
-ამ კითხვას რატომ მისვამთ?-აშკარად ვიძაბები
-ამ საქმეზე მთელ შენს ენერგიას ხარჯავ და თითქოს არვიცი როგორ გითხრა იმაზე მეტად ხარ დაინტერესებული ამ საქმით ვიდრე ვინმე უბრალო რიგით გამომძიებელი იქნებოდა...
-უფროსო, მე რიგითი გამომძიებელი არ ვარ და ყველა საქმეს ასეთი სერიოზულობით ვეკიდებიი. რაც შეეხება ამ საქმეს დიახ მეტად დაინტერესებული ვარ... ვინაიდან და რადგანაც საქმე მეტად საშიშ დამნაშავეებთან გვაქვს რომელთაც ქალი გააუპატიურეს, ამის შემდე აწამეს და მოკლეს... ასეთი შემთხვევისგან არავინ არ იქნება დაზღველი არც მე და არც მაგალითად მიკა ამიტომ ის ან ისინი ზუსტად არც ვიცით ეს ჯგუფური დანაშაული იყო თუარა უნდა დავიჭიროთ და სასამართლოს უმკაცრესი ზომებით უნდა დაისაჯონ..-დამიანემ ჩაახველა და მეც ვჩუმდები
-გასაგებია-იძახის და ცოტა არ იყოს დაბნეული მიყურებს-ანასტასია ხომ კარგად ხარ?
-დიახ-შუბლზე ჩამოყრილ თმას ვისწორებ და ნაბიჯს უკან ვდგამ-დაგტოვებთ ბატონო დამიანე-ვამბობ და სწრაფი ნაბიჯებით გავდივარ ოთახიდან...
კაბინეტში შესვლისას მიკა იქ არ მხვდება და თავს უფლებას ვაძლევ ხმამაღლა ვიფიქრო სამხილევის დაფისკენ ვტრიალდები და ცხედრის სურათსა და ინფორმაციას თვალს ვაყოლებ
-თინათინ გეგეჭკორი, 36 წლის. ქმარ-შვილი არ ყავს მარტოხელა ქალი იყო-ვჩურჩულებ ჩემთვის...სხეულის მრავალი დაზიანება ჰქონდა მაგრამ ეს დაზიანებები ბრძოლაზე არ მიუთითებს.. გარდაცვლილია სისხლის დიდი რაოდენობით დაკარგვის გამო-იქმადე გაწამეს სანამ სისხლის ბოლო წვეთიც არ დაკარგე-ვიძახი და ყელში ბურთი მეჩხირება... მოკლედ გეტყვით რატომ ვარ ამ ადამიანის მკვლელობით ასე შეპყრობილი... თინა დედაჩემის ახლო მეგობარი იყო... ის მეტად ლამაზი ქალი იყო, მისი ეშხი ნებისმიერ მამაკაცს თავგზას უბნევდა და ატყვევებდა მაგრამ როცა გარდაცვლილი ვნახე თვალებს ვერ ვუჯერებდი ძველი, შეუდარებელი ქალისგან არაფერი დარჩენილიყო... გასაცოდავებული, ნაწამები მიებათ ლოგინის კიდეზე და სისხლიანი ტანსაცმელი სხეულზე მიჰკრობოდა...
თინა როცა პატარა ვიყავი ხშირად მოდიოდა ხოლმე ბაბუის სახლში *მშობლების გარდაცვალების შემდეგ ანუ* და რაც საჭირო იყო ყველაფერს გვიკეთებდა მაგრამ დრომ ერთმანეთს დაგვაშორა.. ბაბუის გარდაცვალების შემდეგ ის მოვძებნე და საკმაოდ შეცვლილი იყო, მასთან ახლოს ყოფნა არც მიცდია მაგრამ შორიდან სულ ვაკვირდებოდი განსხვავებული ქალი იყო თინათინი...
მინდა მშობლების მკვლელობაზეც გითხრათ ცოტა რამ... ეს უბრალო მკვლელობა არ ყოფილა, დედაჩემი და მამაჩემი მოკლულები იყვნენ... ავტოავარია უბრალოდ რაღაც სპექტაკლის ნაწილი იყო.. დღემდე ვცდილობ ამ საქმის გამოძიებას და წინსვლა არა და არაა მაგრამ ამ ბოლო პერიოდში ის მაინც გავარკვიე რომ თინას ამ ამბავთან კავშირი ჰქონდა... ეს ყველაფერი ცოტა უცნაურია და ერთიანად ვერ ავხსნი ამიტომ დანარჩენს გზადაგზა გაიგებთ...
-სტასია?-მიკა დაბნეული მიყურებს
-რა ხდება?-ვეკითხები
-შენს თავს ელაპარაკები-მეუბნება და თავის სკამზე თავსდება
-ვიცი.. ამ ბოლო დროს დამჩემდა ეს ჩვევა-ვეუბნები და საზურგეს ვეყრდნობი
-უცნაურია-მეუბნება და მაკვირდება
-რა არის უცნაური?
-აღარ ხარ ისეთი როგორიც ადრე იყავი.. გეგეჭკორის მკვლელობამ რაღაც დაგმართა-სამხილებისკენ იხედება-ხოლო ავარიამ კი საერთოდ შეგცვალა
-ყველაფერს აგიხსნი მიკა, ყველაფერს უბრალოდ ცოტა დრო მომეცი...
-ერთ კითხვაზე მიპასუხე და თავს დაგანებებ-მეუბნება და თვალებს არ მაშორებს-ვინ იყო შენთვის თინათინი სტასია?


პ.ს ესეეც ახალი თავი იმედია მოგეწონებათ♡♡♡
გთხოოვთ შექფასეთ ცუდიიც მითხარით
და თუ იქნება კარგიც...))
მადლობა თქვენ ვინც კითხულობთ...♡♡♡



ვისიამოვნე სიხარულო, ბოდიში რა დღეს რომ ვერ ვდებ? პირობას ვარღვევ მაგრამ შენი ისტორიიით კი ნამდვილად ვისიამოვნე სიხარულოო

 


№2  offline წევრი MÔDÎLÎAŇI

სიყვარული გულს გვტკენს
ვისიამოვნე სიხარულო, ბოდიში რა დღეს რომ ვერ ვდებ? პირობას ვარღვევ მაგრამ შენი ისტორიიით კი ნამდვილად ვისიამოვნე სიხარულოო


მადლობა ჩემო საყვარელო... არაუშავს მთავარია რომ დადებ..))
დაველოდები როგორმე გავძლებ *მაგრამ ჩემი თითოეული ნერვის ფასად
მიჯდება ეგ დალოდება)))*
მიხარია რომ კითხულობ.. იმედიაა მომდევნოო თავებითაც ისიამოვნებ..))♡♡

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent