ეს ხაფანგია პატარავ..! #5
დილით სამზარეულოდან მომავალი სუნი სასიამოვნოდ მიღიტინებს ცხვირში და თვალებს ზანტად ვახელ.. გუშინდელი ღამიდან ყველაფერი მახსოვს მაგრააამ რა დამავიწყებს ეს ყველაფერი ისეთი მაგარი იყო... ვდგები, სკამზე გადაკიდებულ დამიანეს მაიკას ვწვდები და ვიცვამ.. სააბაზანოში შევდივარ, ხელპირს ვიბან და სარკეში ვიყურები... თითქოს არაფერი შეცვლილა გარეგნულად მაგრამ სულიერად ყველაფერი სხვაგვარადაა. მე შეყვარებული ვარ, შეყვარებული ქალი რომელსაც შეუძლია განიცადოს ეს გრძნობა და სხვასაც აგრძნობინოს... სამზარეულოში გავდივარ და ჩარჩოს ვეყრდნობი გუშინდელის მერე დამიანეც ბედნიერია -ჰმმ-ვიძახი და მასთან მივდივარ-რას ამზადებ?-ვეკითხები და მკერდზე ვეკრობი -არვიციი.. არ გამომდის-მეუბნება შეწუხებული და ისიც ხელებს მხვევს -ერთად მოვამზადოთ-ვეუბნები ის კი ჩემი იდეით გახარებული მკოცნის და მეკითხება -მე რა გავაკეთო? ამის შემდეგ დაახლოებით ერთი საათი ვცდილობდით რაიმე მოგვემზადებინა და საომარ ადგილს დავამსგავსეთ სამზარეულო -შეგიძლიაა ქურას დაუწიო? დაიწვეება-ვუყვირი დამიანეს რომ მიქსერის ხმა გადავფარო -კიი ეხლავე-მიბრუნებს პასუხს და დაწევის ნაცვლად უფრო უწევს ქურას და ჩვენიი ომლეტიც იწვება... მიქსერს ვრთავ და კედელს ვეყუდები -მოდიი საერთოდ რაიმე გამოვიძახოთ ან არ გვშია -მეეც მაგ აზრამდე დავდივარ-მეუბნება სიცილით ის და ხელში მიტაცებს -მოიცაა რას აკეთებ?-ვეკითხები გაოცებული -შენი აზრით?-მეკითხება წარბის აწევით და ოთახისკენ მიდის... საღამომდე ოთახიდან არ გამოვსულვართ, ფილმებსაც ვუყურეთ, მუსიკებსაც მოვუსმინეთ და მოკლედ რომ ვთქვათ მთელი დღე ერთმანეთს დავუთმეთ. მას შემდეგ რაც გონს მოვედი დღე არ გასულა რომ დამიანე არ მენახა, მეც მიყვარდა მართალიაა ეს არც ერთს არ გვქობდა ნათქვამი ერთმანეთისთვის მაგრაამ სიყვარული ხომ სიტყვებით არ გადმოიცემა უფროსწორად ვერ გადმოიცემა.. გვიყვარდა ერთმანეთი, ყველაფერს ერთად განვიცდიდით და ორივეეს ძალიან გვეშინოდა. გვეშინოდა იმის რომ ერთმანეთს დავკარგავდით, ვცდილობდით რომ სილ ერთად ვყოფილიყავით და შეცდომა არ დაგვეშვა რაც ჯერ-ჯერობით გამოგვდიოდა... -სტასია მიყვარხარ-თვალებში მიყურებს-ძალიან ძალიან მიყვარხარ.. გესმის?-მეუბნება და იღიმის -მესმის, ვიცი და ვგრძნობ-მთელი ძალით ვეხუტები-მეც მიყვარხარ, ძალიან-ვეუბნები და თვალებს ვხუჭავ დასვენება მჭირდება ავარიის შემდეგ ბოლომდე ვერ გამოვკეთდი... მეორე დღეს დამიანეს ხმა მაღვიძებს -ვაგვიანებთ-ამბობს და ოთახში წინ და უკან დარბის-კიდევ ვაგვიანებთ ქალბატონო-მეუბნება და ჩემთან იხრება მოწყვეტით მკოცნის და ისევ მშორდება -მეძინება-ვამბობ და ვამთქნარებ -ანასტასიაა დადიანო მომავალში კი რობაქიძეევ დროზე ადექი ფეხზეე თორემ დაგვაგვიანდა...-"მკაცრ" განცხადებას აკეთებს დამიანე და მაისურს იცვამს -კარგიი ჰო-ვეუბნები და ვდგები-ისე ამხელა კაცი რამ აგაცანცარა?-ვეკითხები და თვალებს ვაწვრილებ -მრბოლელო ქალბატონო სიყვარულს 60 წლის მამაკაცის აცანცარებაც შეუძლია და მე 28 წლის კაცმა რა დავაშავე? -მრბოლელო?-წარბაწეული ვუყურებ -ჰო რა გაგიკვირდა? და საერთოდ ჩემი ნათქვამიდან მხოლოდ ეგ გაიგე? დროზე მოემზადე-მეუბნება ღიმილით და ოთახიდან გადის... სამსახურში მისვლისას როდესაც მე და დამიანე ერთი მანქანიდან გადმოვდივართ და ერთად შევდივართ განყოფილებაში ყველა ჩურჩულს იწყებს. ეს მზერა და ჩურჩული ამ დროის განმავლობაშიც კიი იყო როცა მე და დამიანეს დამთბარ ურთიერთობას ხედავდნენ მაგრაამ ახლა განსაკუთრებით... -ახლა სულ ესე უნდა გვიყურონ?-ვკითხულობ ხმადაბლა დამიანეს კი ეღიმება -შეენ მერე ნახე ცოლობას რომ გთხოვ და საერთოდ ჩემი რომ გახდები-მეუბნება და დერეფანს ღიმილით მიყვება ბოლომდე... კაბინეტში შესვლისას მიკა პირდაპირ შეტევაზე გადმოდის -სად იყავი გუშინ ღამე? თუ კიდევ რაიმე სისულელეებს აკეთებ იცოდე ჩემი ხელით დაგსამარებ და მეც უკან მოგყვები.. არ გამაგიჟო იცოდე-ერთმანეთს აყრის და ხელებს იქნევს -დამიანესთან ვიყავი-ვამბობ და ეს მათქვამი მეტად თბილად გამომდის მიკას ველა უტყდება-ვაიმე რა დაგემართა ვეუბნები და ჩემი მაგიდიდან წყალს ვაწვდი -რა გინდოდა მასთან?-მეკითხება და გამომცდელი მზერით მიყურებს -მეე.. ანუ ჩვენ-ვიბნევი-ხო ხვდები არა? -რას ვხვდები ანასტასია?-მეკითხება ეშმაკური ღიმილით -ჩვენ ერთად ვართ-ვამბობ და სიტყვა ჩვენ ყურებში უცნაურად ჩამესმის... -აიიი ვიცოდიი. ხო ვხედავდი არაა როგორ უჟუჟუნებდით ერთმანეთს თვალებს არა? როგორ შემოგციცინებდა და შენ როგორ ღიმილით უყურებდი-სწრაფად იძახის და იბადრება -კაი კაი გეყოს-ვეუბნები და ჩემს ადგილს ვიკავებ-სამუშაო სამუშაოა-ვამბობ და საბუთებს ვაჩერდები-მიკა ექსპერტიზამ დაასკვნა რომ იმ ქალზე ძალა იხმარეს... -კიმაგრამ ძალადობის კვალი არ იყო და ძალა როგორ იხმარეს?-კითხულობს დაბნეული -როგორ და საძილე საშუალება ჰქონდა მიღებული ასე ვთქვათ ნახევრად მოწყვეტილი იყო... წინააღმდეგობას ფატქობრივად ვერ გაუწევდა-ვამბობ და საბუთებში ჩადებულ ქალის ფოტოსურათს ვუყურებ -ჯანდაბა-ამბობს მიკა-უნდა ვიპოვოთ ეს ვინც გააკეთა და უმკაცრესი ზომებით უნდა დაისაჯოს -ასეც იქნება..-ვამბობ მე-მე მის საფლავზე დავიფიცე რომ ვიპოვიდი და ვიპოვი კიდევაც-თითს ვუსვამ ქალის სახეს და თვალიდან ცრემლი მმვარდება... პ.ს არ ვიცი საიდან დავიწყოო ან რავთქვა და საერთოდ არც ის ვიციი გახსოვართ თუ არაა მაგრამ იმედია გახსოვართ..♡♡ დიდი ბოდიში რომ ამდენი ხანი დავიკარგეე პრობლემები მქონდა...♡♡ იმედია გახსოვთ ჩემი ისტორია და წაიკითხავთ კვლავ..♡♡ თუ წაიკითხავთ ველი თქვენს შეფასებებს..))♡♡ |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.