შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ეს ხაფანგია პატარავ..! #7


6-08-2019, 00:17
ავტორი MÔDÎLÎAŇI
ნანახია 10 005

-მიკა რა კითხვებია?-ვიძახი გაღიზიანებული და ვცდილობ ჩემი მღელვარება დავფარო
-არვიცი სტასია.. აღარაფერი არ ვიცი. ძალიან უცნაურად იქცევი, შენ ასეთი ქცევა არ გჩვევია. მითხარი, რახდება შენს თავს და იქნებ დაგეხმარო-თვალებში ვუყურებდი და ვგრძნობდი რომ ჩემზე მართლა ნერვიულობდა, მისთვის დამალვას არანაირი აზრი არ ჰქონდა...
-კარგი მაგრამ გრძელი ამბავია-ვეუბნები და ნერვულად ვიცინი-არც ის ვიცი რამდენად დამიჯერებ
-მე შენი მჯერა, დაიწყე
-კარგი...-ვოხრავ და თითქოს ამ ოხვრას ვაყოლებ მთელ სულს და გულს-ყველაფერი მაშინ დაიწყო როცა ჩემი დედ-მამა გარდაიცვალა, ან კიდევ უფრო ადრე, ვერ გეტყვი.. მაშინ, როგორც მოგეხსენება ძალიან პატარა ვიყავი და არაფერი მესმოდა ამ ქვეყანაზე მაგრამ გავიზარდე... ყოველთვის ვიცოდი, ვგრძნობდი რომ ჩემი მშობლები რაღაცას შეეწირნენ და ეს უბრალოდ ავტოავარია არ იყო... ამაში მაშინ დავრწმუნდი როცა ბაბუამ გარდაცვალების წინ რაღაც მომიყვა... ეს "რაღაც" მშობლებს ეხებოდა.. მოკლედ რომ გითხრა ისინი მოკლეს თავში ტყვია დაახალეს და ავტოავარია კი გამოიგონეს.. ჩემი მშობლების მკვლელობის ფატქებს საგულდაგულოდ მალავდნენ და არც ამხელდნენ. ამის შესახებ მხოოლოდ ბაბუამ იცოდა რადგან გარდაცვალებამდე რამდენიმე წუთით ან წამით ადრე მამაჩემს ელაპარაკებოდა... ის უსმენდა დედაჩემის აკანკალებულ სუნთქვას და მამაჩემის ღრიალს რომ როგორმე მანქანა მდევრისგან მოეშორებინა...
არვიცი ეს რატომ ან რისთვის გააკეთეს მაგრამ ამას აუცილებლად გავიგებ... რაც შეეხება თინათინს.. ის ჩემი ოჯახის მეგობარი იყო და ზუსტად ვიცი რომ ჩემი მშობლების მკვლელობასთან რაღაცითაა დაკავშირებული-ვასრულებ და მიკას თვალებში ვუყურებ
-ეს დაუჯერებელია-ამბობს და სკამიდან დგება-ამდენი ხანი რატომ არ მეუბნებოდი.. თინათის რა კავშირი უნდა ჰქონდეს? ვერ ვხდები
-მისმინე მიკა მათ საერთო ბიზნესი ჰქონდათ.. მამაჩემს დედაჩემს და თინას.. აქედან გამომდინარე კი ბევრი საერთო მტერიც ყავდათ ბიზნეს საქმეების უმრავლესობა სისხლიან საიდუმლოს ინახავს...
-არ მესმის არა, რატომ ახლა? ხომ შეეძლოთ თინაც ადრევე მოეკლათ
-მე თეორია მაქვს მაგრამ არ ვიცი რამდენად მართალია... მაშინ როდესაც მშობლები დამეღუპა მაშინ ჩემი არსებობის შესახებ არავინ იცოდა ხოლო თინათინიც მხოლოდ მაშინ გვსტუმრობდა მე და ბაბუას როცა თვითონ მოესურვებოდა... ასეთი აზრი მაქვს რომ ამასთან კავშირში მეც ვარ.. თინათინი მაშინ მოკლეს როცა მე მასზე ზედამხედველობა დავაწესე...
ერთი სიტყვით ჩემმა გამოჩენამ და აღმოჩენამ მიკა ყველაფერი არია... იმათ ვინც ჩემი ახლობლები მოკლეს იციან რომ მე ვარსებობ და ეს ხელს შემიწყობს ხვდები? მე მათ ადვილად დავიჭერ.. მიკა მე ერთგვარი სატყუარა ვიქნები და რაც არ უნდა საშიში იყოს ეს ყველაფერი მითხარი რომ შეენ არ ჩაერევი... გესმის?-ვეუბნები და მის უშიშარ თვალებს ვუყურებ
-არა ანასტასია-ამბობს კატეგორიული ტონით-მე შენს გვერდით ვარ და ვიქნები რაც არ უნდა მოხდეს და ისინი ვერ შემაშინებენ.
-ხომ ხვდები რომ საქმე სერიოზულადაა? არ ჩაერიო თორემ ვინანებ რომ გითხარი
-საქმე რომ სერიოზულადაა მაგიტომ არ დაგტოვებ მარტო. მათ ერთად ვიპოვოთ და ერთადაც გავუსწორდებით სტასია..
-ხანდახან ისე ლაპარაკობ მეშინია-ვეუბნები სიცილით
-მეც მეშინია ხანდახან ჩემი თავის
-მეც.. ეხლა განსაკუთრებით. არვიცი რას ვუზამ იმათ ვინც ჩემი მშობლები და თინა დახოცა
-მე შენს გვერდით ვიქნები და გპირდები არ მოგცემ იმის საშუალებას რომ არასწორი გადაწყვეტილება მიიღო
-ყველაზე მეტად მიყვარხარ და არ მინდა ამ საქმის გამო რაიმე ზიანი მოგადგეს მიკა
-მე ვერაფერს დამაკლებენ და ვერც შენ. მთავარია ერთად ვიყოთ...
დღის ბოლოს მიკას შევუთანხმდი რომ დამიანესთან დავრჩებოდი და კომპანიიდან მე და ის კვლავ ერთად გამოვედით
-ნერვებს მიშლიან-ვამბობ აწითლებული
-რა თინეიჯერი გოგოსავით წითლდები რა დაგემართა-მეუბნება სიცილით დამიანე და მაქნანაში ჩაჯდომისთანავე ხელს მკიდებს
-მხოლოდ თინეიჯერები არ წითლდებიან
-ჰმმ.. გითხრა კიდევ ვინ წითლდება?-მეკითხება და ეღიმება
-ჰო-ვეუბნები და მოსასმენად ვემზადები
-ის ვისაც ლამაზი და სუფთა სული აქვს ამიტომ სულაც არ ვარ უკმაყოფილო იმით რომ წითლდები და არც დაგცინი-მეუბნება და მაქნანას ადგილიდან ძრავს
-დამიანე-ვეუბნები ყოყმანით-მმმ... მე ვიცი რომ შენ იცი რომ მე მრბოლელი ვარ-ვამბობ და მის რეაქციას ველოდები
-მერე?-ამბობს და მიყურებს
-მე ისიც ვიცი რომ შენ მრბოლელი ხარ
-მეერეე?-სიტყვას წელავს ის
-წავიდეთ რა რბოლაზე ერთად
-მაგას სერიოზულად ამბობ?
-კიი არც ერთს არ გვიცნობენ და ეხლა გაგვიცნონ
-ნიღბების გარეშე?
-ყოველგვარი ნიღბის გარეშე-ვამბობ დარწმუნებით
-სიცხე ხომარ გაქვს?-ხელს შუბლზე მადევს-არაა.. აბა რატომ ლაპარაკობ ასე? -იძახის დაბნეული
-კარგირა მე სერიოზულად გეუბნები. არგინდა წამოსვლა?
-კაიჰო.. როგორ არაა მითუმეტეს შემთან ერთად ელეონორ-მეუბნება და იღიმის
-თავიდანვე იცოდი არა?
-დარწმუნება მჭირდებოდა...

პ.ს მადლობაა თქვენ ვინც კითხულობთ და გთხოვთ ყველამ
შეაფასეთ ერთი სიტყვიით მაინც..))♡♡



თავები ცოტა გაადიდე რა! ხოლო ამ თავს რაც შეეხება დავიშოკე ამ ამბით, გელი საყვარელო და ჩემი გულის სიხარულო

 


№2  offline წევრი MÔDÎLÎAŇI

სიყვარული გულს გვტკენს
თავები ცოტა გაადიდე რა! ხოლო ამ თავს რაც შეეხება დავიშოკე ამ ამბით, გელი საყვარელო და ჩემი გულის სიხარულო


მაადლობაა ჩემოო ბედნიერება... სტიმულს მაძლევს
შენი კომენტარები და მადლობა ამისთვის.))♡♡
ვეცდებიი მომდევნოო თავიი წინებზე შედარებით დიდი იყოს...
კიდევ ერთხეელ მადლობა და ვეცდები იმედები არ გაგიცრუო..))♡♡♡

 


№3 სტუმარი სტუმარი ნელი

ნუ დაიკარგები.გელოდები.ლოდინი საშინელებაა

 


№4  offline წევრი MÔDÎLÎAŇI

სტუმარი ნელი
ნუ დაიკარგები.გელოდები.ლოდინი საშინელებაა


დიდიი მადლობაა არ დავიკაარგები..))♡♡♡♡

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent