შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მთვარეული (თავი 1)


6-08-2019, 18:07
ავტორი ლეა
ნანახია 1 027

ბედისწერის გჯერათ?! დიდი ხანია ამაზე ვფიქრობ. იქნებ არსებობს, იქნებ არ არსებობს და საკუთარ ბედისწერას თავადვე ვწერთ?! მაგრამ არა! ჩემ ცხოვრებაში არსებულ თავგადასავალთაგან არცერთი ჩემი ნება-სურვილით, გამიზნულად, ანდაც "მწერლობის ნიჭით" არ მომხდარა. მაშ, გამოდის, რომ თეატრის სცენაზე მყოფი მსახიობი ვარ, რომელიც წინასწარ გამზადებული სცენარის მიხედვით მოქმედებს. ჩემ ირგვლივ მყოფი ადამიანები კი მაყურებლები არიან, რომლებიც სიტუაციის შესაბამისად, ხან იცინიან, ხანაც ტირიან.
2016 წლის გაზაფხულს, ჯერ კიდევ არ ვიცოდი, რომ ბედისწერა მორიგ, თუმცა მეტად უცნაურ და მნიშვნელოვან გამოცდას მიწყობდა.
- რას აიტეხე ეს გარემოს შეცვლა და სიახლეები?! ხომ იცი, ხშირად გემართება მასე, გადაგივლის, დარჩი რაა
- ტყუილად მეწუწუნები. არ გადავიფიქრებ, თანაც თითქმის ყველაფერი მზად მაქვს. ბილეთი ვიყიდე, სასტუმრო დავჯავშნე, დაზღვევა მაქვს. მხოლოდ ბარგი დამრჩა ჩასალაგებელი და ხომ მომეხმარები?
- არა!
- ესმა გთხოვ...
- არა, მაგდა მე გთხოვ, თავიდან ამოიგდე ეს უაზრო ახირებები
- უაზრო ახირება არაა, დამიჯერე, მე ეს მჭირდება და შენი, როგორც ერთადერთი და განუმეორებელი დაქალის მხარდაჭერაც მჭირდება. ნუ გამატან შენზე დარდსა და სინდისის ქენჯნას
- მოდი ჩემთან...
თვალებცრემლიან, ბავშვობის მეგობარს მკერდზე ვეკვრი და ხელებს ძლიერად ვხვევ. აცახცახებულ მკლავებს მხრებზე მაწყობს და ოხრავს. მის მოტკბო სურნელს ხარბად ვისრუტავ და გულში ღრმად ვიმარხავ.
- მომენატრები
- ვიცი, მეც ძალიან მომენატრები, მაგრამ გახსოვდეს, რომ მე და შენ შორის მანძილი ჩვენს სიახლოვეს ვერ შეცვლის. ყოველთვის, როცა დაგჭირდები ვიგრძნობ და შენთან გავჩნდები. ხომ გჯერა არა?
- მჯერა, მაგდა ძალიან მიყვარხარ
თავს ვეღარ ვერევი, თვალებიდან ცრემლები მცვივა. გონებაში ერთად გატარებული თითოეული დღე ფილმის კადრებივით მიტრიალებს. ვხვდები, რომ ესმას გარეშე გამიჭირდება, მაგრამ ვცდილობ არ შევიმჩნიო.
დილით თავის გაუსაძლისი ტკივილი მაღვიძებს. საწოლიდან მძიმედ ვიწევი და ორი წუთის განმავლობაში გაუნძრევლად, საფეთქლებზე თითებმიბჯენილი ვზივარ. გუშინდელს ვიხსენებ და გულში კვლავ რაღაც მწყდება. ამ დროის განმავლობაში ჩემში ბევრი რამ დაგროვდა. ყველამ და ყველაფერმა დამღალა. ვიცოდი იქ, სადაც მივდიოდი მარტივი და მსუბუქი არაფერი არ იქნებოდა, მაგრამ ადრენალინის მოზღვავებას ვგრძნობდი და ამ გრძნობას ვერაფერს ვერ ვუხერხებდი. ფიქრებიდან კარის ხმამ გამომაფხიზლა
- მაგდა თვალები რას გიგავს. შენ რა მთელი ღამე ტირილში გაატარე?
- გთხოვ ნუ ყვირი, თავი მისკდება
- ღირს კი შენი წასვლა ამდენ ნერვიულობად?
- ესმა ამაზე ხომ ვისაუბრეთ, თავიდან აღარ დაიწყო
- ჯიუტი გოგო ხარ, თავნება და ეგოისტი
ესმას ჯუჯღუნზე გულიანად გამეცინა. უკმაყოფილებას ყოველთვის ასე გამოხატავდა. თვალებს ძირს ხრიდა, ტუჩებს გაბუსხავდა, ხელებს გადაიჯვარედინებდა და ერთ ადგილას ირწეოდა. ვუყურებდი გოგონას ჩემი ბავშვობიდან, წაბლისფერთმიან, ლურჯთვალებას, ხორბლისფერი კანითა და ვარდისფერი ტუჩებით. ვუყურებდი და ვბედნიერდებოდი, რადგან ვიცოდი ესმა ჩემი ნაწილი იყო და რაც არ უნდა მომხდარიყო, ის მუდამ ჩემი იქნებოდა.
- ჩემ ლანძღვას თუ მორჩი შეგვიძლია ჩემებთან წავიდეთ მორიგი გამოსვლის მოსასმენად
- არც კი გრცხვენია, უსინდისო გოგო ხარ! შენზე ვღელავთ, განვიცდით, ვნერვიულობთ შენ კი გამოსვლებს მიწყობთო. ჰაიმე, ჩემო თავო რისი ღირსია ახლა ეს?!
სანამ ესმა ჩემი ლანძღვის მეორე პარტიას დაიწყებდა, ხელი სასწრაფოდ დავტაცე ტელეფონს, მანქანისა და სახლის გასაღებებს და გარეთ უკანმოუხედავად გავვარდი. ისიც უკან მომყვა და ჩემების სახლამდე ენა არ გაუჩერებია. საკუთარ ოჯახთან ასეთი გულაჩქარებული და ფეხდამძიმებული არასოდეს არ მივსულვარ. კარის სახელურს ხელის კანკალით დავეჭიდე, სახეზე კი ყალბი სიმშვიდე ავიკარი. ვის ვატყუებდი?! საკუთარ თავს თუ უახლოეს, ძვირფას ადამიანებს, რომლებიც საკუთარი ხუთი თითივით მიცნობდნენ. სწორედ რომ ეს იყო მათი სიმშვიდის, გამგებიანობისა და მხარდაჭერის მიზეზი. ისინი ჩემს მაჯისცემას გრძნობდნენ და გამიშვეს. აი, ასე უბრალოდ, ყოველგვარი დაჟინების, თხოვნისა თუ იძულების გარეშე. მათ გამიშვეს და მეც სახლიდან ლაღი და მსუბუქი გამოვედი. ზურგსუკან დაკეტილი კარი უკანმოუხედავად დავტოვე და შინისაკენ გავეშურე. სახლში დაბრუნებულმა გრილი წყალი გადავივლე, მაღვიძარა 02:30-ზე დავაყენე და საწოლში მოვკალათდი. ემოციებით დახუნძლულს მალევე ჩამეძინა. მაღვიძარის ხმამ ფეხზე უმალ წამომაგდო, ტაქსი გამოვიძახე და აეროპორტის გზას ახალი იმედებითა და მოლოდინებით დავადექი.



№1  offline წევრი izabella

არ დაგიმალავ და რატომღაც გელოდი, რომ ერთ დღესაც შემოვიდოდი და შენი ნიკით დამხვდებოდა ისტორიის პირველი თავი, მაგრამ მაინც გაოცებულმა გადავამოწმე ნამდვილად შენ იყავი თუ არა.
რაც შეეხება ნაწერს ჯერ დარწმუნებით ვერაფერს ვიტყვი, პატარა თავია და ეტაპობრივად გავიგებ რა მიზეზი ჰქონდა მაგდას ქვეყნიდან წასვლის გადაწყვეტილება რომ მიიღო, ვფიქრობ ძალიან სერიოზული მიზეზი უნდა იყოს. სხვისი არ ვიცი და მე გელოდები შემდეგი თავით.
ისე, ამ ბოლო დროს არაფრის წაკითხვის სურვილი აღარ მაქვს და რატომღაც რომ შემოვიჭყიტე და ეს გრანდიოზული ამბავი დამახვედრე რას არ წავიკითხავდი? ჩვენ ქვეყანაში ნაცნობობა რომ ჭრის ისე არსად)))

 


№2  offline წევრი ლეა

izabella
არ დაგიმალავ და რატომღაც გელოდი, რომ ერთ დღესაც შემოვიდოდი და შენი ნიკით დამხვდებოდა ისტორიის პირველი თავი, მაგრამ მაინც გაოცებულმა გადავამოწმე ნამდვილად შენ იყავი თუ არა.
რაც შეეხება ნაწერს ჯერ დარწმუნებით ვერაფერს ვიტყვი, პატარა თავია და ეტაპობრივად გავიგებ რა მიზეზი ჰქონდა მაგდას ქვეყნიდან წასვლის გადაწყვეტილება რომ მიიღო, ვფიქრობ ძალიან სერიოზული მიზეზი უნდა იყოს. სხვისი არ ვიცი და მე გელოდები შემდეგი თავით.
ისე, ამ ბოლო დროს არაფრის წაკითხვის სურვილი აღარ მაქვს და რატომღაც რომ შემოვიჭყიტე და ეს გრანდიოზული ამბავი დამახვედრე რას არ წავიკითხავდი? ჩვენ ქვეყანაში ნაცნობობა რომ ჭრის ისე არსად)))

ჰაჰააჰ, ძალიან საყვარელი ხარ heart_eyes არ მინდა იმედები გაგიცრუვდეს,ამიტომ ასე გეტყვი ყოველდღიურობაში ბევრი სირთულე გვაქვს, რაც ხანდახან გარემოს შეცვლისა და ყველაფრის გადაფასების მიზეზი ხდება ხოლმე.ისტორია მინდა მსუბუქი წასაკითხი იყოს. არ ვაპირებ არაფრის დამძიმებას,ჩახლართვას,ეჭვიანობისა და შერიგება-დაშორების სცენებს.იმასაც გაგიმხელ, რომ ისტორიაში სიმართლის მარცვლებიცაა და იმედი მაქვს ყველაფერი ერთად კარგ შთაბეჭდილებებს დაგიტოვებს blush kissing_heart

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent