შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მთვარეული (თავი 3)


9-08-2019, 17:36
ავტორი ლეა
ნანახია 880

თითქოს ყველლაფერი აეწყო, სამსახურით კმაყოფილი ვიყავი, შინაგანად დამშვიდებული, მაგრამ რაღაც მაინც იყო, რაც მაფორიაქებდა. პრაღაში ჩამოსვლიდან ესმასთან საუბარი მხოლოდ ორჯერ მოვახერხე. შეიძლება ითქვას თავიდან გავურბოდი კიდეც და თავს მაქსიმალურად ვარიდებდი, რადგან მისი შორიდან ცქერა მარტივი არ იყო. ნელ-ნელა ესეც გადავლახე და ახლა სამსახურიდან დაბრუნებული ვცდილობ ყოველ საღამოს ველაპარაკო.
- დღემ როგორ ჩაიარა?
- მშვენივრად, ყველაფერი კარგადაა. კმაყოფილი ვარ სამსახურითაც და კოლეგებითაც. მალე კორპორატიული გვაქვს. მანდ რა ხდება?
- მმმ... არაფერი
- ესმაა
- რა?
- რაღაც ხდება და შენ მე არ მეუბნები?!
- კარგი ხო, ისეთი არაფერი, უბრალოდ, ოთოსთან ვიჩხუბე
- ისევ? ამჯერად რაზე აუშარდი?
- ხო, აბა რა შენ სულ ის დაიცავი
ესმას წუწუნი საოცრად მართობდა. ამ დროს ისეთი ბავშვური და სასაცილო ხდებოდა, შეუძლებელი იყო არ გაგცინებოდა
- დამშვიდდი, შერიგდებით! თქვენი არც პირველი კამათია და შენს ხელში, ვეჭვობ არც უკანასკნელი
- მაგდაააა
- კარგი ხო მივდივააარ! ჭკვიანად იყავი, ძალიან მიყვარხარ ესმა
დილა ტრადიციულად დაიწყო. მოვემზადე, მსუბუქად ვისაუზმე და სამსახურისაკენ გზას გავუდექი. საღამოს მაღაზიებში გავლა მქონდა გადაწყვეტილი. როგორც კი, ოფისიდან გამოვედი, გეზი უახლოესი გაჩერებისკენ ავიღე. ნაცნობმა გრძნობამ არ დააყოვნა და აჩრდილივით ამედევნა. ბოლო ორი თვეა ამ უცნაური განცდით ვარ შეპყრობილი, მაგრამ ვერ ვხსნი რა ჯანდაბაა. ჩვეულებისამებრ, ახლაც დავაიგნორე და "Nove Mesto"-ზე არსებულ მაღაზიებს დავუყევი. როგორც იქნა, კორპორატიულისთვის შესაფერისი ტანსაცმელი ვიპოვე და იქაურობა კმაყოფილმა დავტოვე. საკმაოდ ბნელოდა, როცა სახლისკენ აღმართს ავუყევი, ჩანთიდან გასაღები ამოვიღე და მთავარ შესასვლელ კართან შევჩერდი, რა დროსაც უკნიდან ვიღაც ამომიდგა. შიშისაგან ადგილზე გავშეშდი. უცნობი ზურგიდან ამეკრო, ერთი ხელი მხარზე მომხვია, მეორე ხელი კი, ნაზად თმაზე ზევიდან ქვემოთ ჩამომაყოლა. ცახცახს ვერ ვწყვეტდი, მაგრამ განძრევასაც ვერ ვბედავდი. ყველაფერი წამებში მოხდა. მოულოდნელად გამოჩნდა და მოულოდნელადვე გაქრა. თითქოს იყო და არც არაფერი ყოფილა. გონს ძლივს მოვეგე. აკანკალებული ხელით კარს გასაღები გაჭირვებით მოვარგე და კიბეები ელვის სისწრაფით ავირბინე. კიდევ დიდხანს ვერ დავმშვიდდი. მეორე დღეს, როცა ყველაფერი გავიხსენე და შეძლებისდაგვარად გავაანალიზე, თავი დავარწმუნე იმაში, რომ ვიღაც უბრალოდ ცუდად "გამეხუმრა". დღეები გადიოდა და მსგავსი უცნაურობები არ წყდებოდა, პირიქით გახშირდა და სისტემატიური სახე მიიღო. ჩემი შიშებიც გაიზარდა და იმ აზრზე დავდექი, რომ მანიაკი გადავიკიდე და შესაბამისი ზომები უნდა მიმეღო.
- შეიძლება?
კაბინეტში თავი ჩემმა ზესიმპატიურმა თანამშრომელმა - მაქსმა შემოყო.
- მოდი მაქს, შენთვის განკუთვნილ საბუთებს ახლა ვამთავრებდი
- საბუთები მოიცდის. მაგდა კარგად ხარ? ამ ბოლო დროს დაბნეული მეჩვენები
- როგორც აღნიშნე გეჩვენები
შეძლებისდაგვარად დარწმუნებით, ამაყად და ღიმილით ვპასუხობ
- ვითომ?
- მართლა!
- კარგი მასე იყოს აღარ ჩაგეძიები, მაგრამ არ მჯერა
ღიმილნარევი ნიშნისმოგებით, რაც ნიშნავს "ვერ მომატყუებ" მხრებში გაჯგიმული მეუბნება და იმასაც აყოლებს რომ მისი იმედი შემიძლია მქონდეს და ნებისმიერ დროს შეუძლია დამეხმაროს. მეც თავს ვუქნევ და ოთახიდან ღიმილით ვაცილებ. ყურადღებისა და მზრუნველობის გამო მისი მადლიერი ვარ. მაქსი ნამდვილად სანდო და კეთილი ადამიანია. შემიძლია თამამად ვთქვა, რომ ის არამარტო თანამშრომელი, არამედ ჩემი მეგობარიცაა.
სახლისკენ მიმავალს გული გამალებით მიცემს. ისევ ის ნაცნობი და წყეული გრძნობა. შეგრძნება მაქვს, თითქოს ვიღაც მითვალთვალებს. ჯიბიდან ტელეფონს ვიღებ და ტექსტს ვკრეფ:
"ესმა, როგორც კი შეტყობინებას ნახავ, გთხოვ მაშინვე დამირეკე".
სადარბაზოში გიჟივით შევვარდი და კიბეები გულამოვარდნილმა ავირბინე. თავი სამშვიდობოს დავიგულე, თვალებდახუჭული კარს თავით მივეყრდენი. შედარებით დამშვიდებულმა თვალები ნელ-ნელა გავახილე და ჰოი, საოცრებავ! ძირს, ზუსტად ჩემი კარის წინ პატარა ზომის ყუთი შევნიშნე. ფეთიანივით უკან გავხტი. შორიდან ვაკვირდებოდი წითელ, მომცრო ყუთს და ვერ ვწყვეტდი რა გამეკეთებინა. საბოლოოდ, ცნობისმოყვარეობამ მძლია და ხელში გაუბედავად ავიღე. სახლში შევედი, მაგიდასთან მოვკალათდი და სწორედ მაშინ, როცა თავის მოხდას ვაპირებდი ჩემი ტელეფონის ხმა გაისმა. შიშისგან ხელი ჰაერში გამიშეშდა და ხმამაღლა წამოვიკივლე.
- ღმერთო ჩემო, ესმა მგონი ვგიჟდები
- რა გჭირს, რა ხმა გაქვს?
- არ ვიცი, ვერ ვხვდები რა მემართება, სიტუაცია სრულიად უკონტროლოა
- მაგდა დამშვიდდი და ისე ამიხსენი რა ხდება, თორემ ვერაფერი ვერ გავიგე
- შენ რას გაიგებ, როცა მეც ვერ ვიგებ
მეგობარს ყველაფერი დეტალურად მოუყვა. ესმა შოკისგან ხმას ვერ იღებდა. შეეშინდა და თან როგორ, მაგრამ ისედაც განერვიულებული მაგდას კიდევ უფრო აფორიაქება არ უნდოდა.
- მაგდა ნუ ღელავ, ყველაფერს სხვა კუთხით შეხედე, იქნებ სულაც არაა მანიაკი და ცუდი მიზნებიც არ აქვს. იქნებ შენთან დაახლოვებას ცდილობს, ოღონდ ასე ინტრიგნულად, არაორდინალურად, შთაბეჭდილების მოხდენის მიზნით
- ჰო, და ამიტომ ჩნდება მხოლოდ ღამით, ქურდულად. არც სახეს აჩენს, არც ხმას იღებს
- პოლიციაში წადი
- და რა ვუთხრა, რა ინფორმაცია მივაწოდო, შეიძლება გიჟად შემრაცხონ
- მართალია, ყუთში რა დევს?
- არ ვიცი, მაშინ დარეკე, როცა ვხსნიდი
- მერე ამდენი ხანს ასე მშვიდად როგორ ზიხარ?! მიდი გახსენი
მაგიდისკენ გავემართე, ესმასგან შეგულიანებულს შიში გამქრობოდა. ყუთი ხელში კიდევ ერთხელ შევათამაშე და თავსახური მოვხსენი. გაოცებულს ხმამაღალი ოხვრა აღმომხდა: "ღმერთო ჩემო"
- რა, რა დევს? მაგდა ხმა ამოიღე!
შიშისგან, მოუთმენლობისა და ცნობისმოყვარეობისაგან ხმას ვეღარ იმორჩილებდა.
- მაგდაააა
- ულამაზესი მთვარის კულონია და ბარათი
- ოჰოო, რა წერია?
- "LOVE U, WANT U TO THE MOON & BACK"
- ჰაა?? ვაიმე, მაგდა შოკში ვარ! უჰუუ ძაან საყვარლობაა
- ვაიმე, ძააალიან!
- აუ, რა ხარ გოგო ასეთი უჟმური
- ესმა, წავედი ძალიან დავიღალე, ხვალ კორპორატიული მაქვს, გვიან მოვალ და ლაპარაკს ვერ შევძლებ
- კარგი წარმატებები, ახალ ამბებს ველოდები
ბოლო დროს იმდენი რამ მოხდა, ყველაფრის ერთად გადახარშვა მიჭირდა. ამდენი მოულოდნელობა, უცნაურობა, ინტრიგა ჩემთვისაც კი ზედმეტი იყო. ალბათ, ყველაზე ცუდი ის იყო, რომ ეს გაუგებრობა მომწონდა, მიზიდავდა და ადრენალინსაც მმატებდა. მიუხედავად იმისა, რომ საკუთარ თავს ვებრძოდი, დარწმუნებული ვიყავი, რომ ცხოვრება რისკის გარეშე არაფერია და ის, რასაც ბედი გვიგზავნის უნდა მივიღოთ. დილით მაქსის ზარმა გამაღვიძა
- მაგდა გეძინა?
- არა რას ამბობ მაქს, კვირას 06:30-ზე ძილი ვის გაუგია
- აჰააჰააჰ, მაპატიე ძვირფასო, მაგრამ დღეს მოგეხსენება კორპორატიული გვაქვს, ბევრი რამაა მოსასწრები და სხვათაშორის ისიც უნდა გახარო, რომ გერგო პატივი ჩემი მეწყვილეობისა, გილოცავ!
- არ მჯერა, ნუთუ?!
- აჰაამ! 7-ზე მზად იყავი
მაქსის წყალობით დილა მხიარულ ნოტაზე დავიწყე. გეზი პირდაპირ სააბაზანოსკენ ავიღე. გრილი წყლის გადავლებამ გამომაფხიზლა და ენერგიით ამავსო. დრო თვალსა და ხელს შუა გამეპარა. საათი უკვე 5-ს უჩვენებდა. სასწრაფოდ დავიწყე მზადება. ჯერ მაკიაჟი გავიკეთე, შემდეგ თმა, ბოლოს კარადიდან სპეციალურად კორპორატიულისთვის ნაყიდი კლასიკური კომბინიზონი გამოვიღე. ხაკისფერი, სადა, მაგრამ ულამაზესი, ელეგანტური კომბინიზონი ჩემ გარუჯულ კანს ძალიან მოუხდა. სარკის წინ ვიდექი და საკუთარ თავს შევყურებდი. უცებ, ის კულონი გამახსენდა, რომელიც "მთვარეულმა" მისახსოვრა და რატომღაც მისი გაკეთება მომინდა. იყო რაღაც მისტიური და მომაჯადოვებელი, რაც დავიწყებისა და გულგრილობის უფლებასა თუ საშუალებას არ მაძლევდა. ყუთიდან ფრთხილად ამოვიღე და ყელზე შევიბნიე. მართლაც, რომ ულამაზესი იყო და რაც მთავარია, ჩემ ჩაცმულობას უზომოდ უხდებოდა. ზუსტად 7-ზე მაქსი ჩემ სახლთან მელოდა. კიბეებზე აუჩქარებლად, ამაყი ნაბიჯებით დავეშვი. ჩემ დანახვაზე მაქსს სათქმელი სიტყვა შუაზე გაუწყდა. მის რეაქციაზე გულიანად გამეცინა.
- მაქს, კიდევ დიდხანს თუ იდგები მასე კორპორატიულზე დავაგვიანებთ
- ღმერთო ჩემო, მაგდა ჩემ გაოცებას ყოველჯერზე როგორ ახერხებ?
- ბუნებრივი ნიჭია
იმ საღამოს ყურადღების ცენტრში ვიყავი, ბევრი კომპლიმენტი მივიღე, კარგადაც გავერთე და სახლში გვიან, საკმაოდ დაღლილი დავბრუნდი. მაქსი დამემშვიდობა, ტკბილი ძილი მისურვა და ლოყაზე როგორც ყოველთვის გემრიელად მაკოცა. ჩანთიდან გასაღები ამოვიღე და საერთო შესასვლელის კარს მოვარგე. სადარბაზოში შესვლა და კედელზე გულ-მკერდით აკვრა ერთი იყო...



№1 სტუმარი სტუმარი LI_BE

პირველი თავიდან მოგყვები და მინდა გითხრა, რომ ძალიან სასიამოვნოდ იკითხება. იდუმალებით მოცულია თითქოს და ინტრიგასაც არ კარგავ. უბრალოდ, იმდენად მოცუცქნული თავებია, რომ ყოველ ჯერზე, უკმაყოფილოს მტოვებს. არა მარტო ზომით, შინაარსობრივადაც.

ველოდები მომდევნო თავს blush blush

 


№2  offline წევრი ლეა

სტუმარი LI_BE
პირველი თავიდან მოგყვები და მინდა გითხრა, რომ ძალიან სასიამოვნოდ იკითხება. იდუმალებით მოცულია თითქოს და ინტრიგასაც არ კარგავ. უბრალოდ, იმდენად მოცუცქნული თავებია, რომ ყოველ ჯერზე, უკმაყოფილოს მტოვებს. არა მარტო ზომით, შინაარსობრივადაც.

ველოდები მომდევნო თავს blush blush

უღრმესი მადლობა თქვენი აზრის დაფიქსირებისთვის:-) თითოეულის მხარდაჭერა უმნიშვბელოვანესია და ვაფასებ ასე რომ მგულშემატკივრობთ. რაც შეეხება ისტორიას- ბოდიშს გიხდით მოცულობის სიმცირისათვის,სხვანაირად ვერ გამოდის. შინაარსი არ მინდა ძალიან გაწელილი და დატვირთული იყოს,თანაც მინდა მკითხველს ფიქრისა და ფანტაზიის გაშლის საშუალება მივცე:-*

 


№3  offline წევრი izabella

უფრო და უფრო მომწონს ეს ისტორია. რატომღაც მგონია რომ ეს ,,მთვარეული" საქართველოდან არის ადევნებული. მაქსზეც მაქვს ეჭვი. რომ იცოდე რამდენი კითხვის ნიშნები გამიჩინე თავში.

 


№4  offline წევრი ლეა

izabella
უფრო და უფრო მომწონს ეს ისტორია. რატომღაც მგონია რომ ეს ,,მთვარეული" საქართველოდან არის ადევნებული. მაქსზეც მაქვს ეჭვი. რომ იცოდე რამდენი კითხვის ნიშნები გამიჩინე თავში.

ჩემო ტკბილო და ერთგულო გოგო heart_eyes heart_eyes ისე ვნერვიულობ და განვიცდი არ მინდა რომელიმე მკითხველს, რომელიც ისტორიას თვალს ადევნებთ იმედები გაგიცრუვდეთ და მოლოდინები არ გაგიმართლდეთ.ზოგადად მჩვევია ბევრი გაურკვევლობა და ალბათ, ამ ისტორიაშიც იპოვი ბევრ კითხვის ნიშანს,რომლებზე პასუხებიც არა ჩემში,არამედ საკუთარ თავში უნდა ეძებოთ. არ აქვს მნიშვნელობა როგორ განვითარდება მოვლენები და როგორი დასასრული ექნება,ყველაფერი თქვენს ფანტაზიაზეა დამოკიდებული wink kissing_heart

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent