სახლი (სრულად)
ეს ისე დროის გასაყვანად... დღეს დილით რომ გავიღვიძე მაშინვე შემი ოთახის კედლებს შევეჩეხე... მომინდა დამეწერა ჩემი მოულოდნელი აზრი ამ ყველაფერთან დაკავშირებით. იმედია მოგეწონებათ რამოდენიმე საათში შექმნილი ისტორია თუ ჩანახატი. ***** სახლი... 45 წლის წინ აშენდა ჩემი სახლი სადაც დღემდე ვცხოვრობ. 45 წელია ჩემი სახლის კედლები თავის პატრონების ცხოვრებას უყურებს. უყურებს მათ სიყვარულს, ბედნიერებას, ჩხუბს, მწუხარებას… ხედავს და უსმენს თითოეული მაცხოვრებლის გრძნობებს, ფიქრებს, მოქმედებებს. მამაჩემი 10 წლის იყო პირველად რომ შემოდგა ამ სახლში ფეხი თავის მშობლებთან ერთად, ხელში ოთხი წლის და ეჭირა და უყურებდა ყველანაირად ცარიელ კედლებს, რომლებსაც თითქოს იმ წამს შეეცვალა ფერი პატრონის დანახვისას, თითქოს გაბედნიერდა და გათავისუფლდა მარტოობისგან. გადიოდა წლები, სახლი უყურებდა პატრონებს, მათ ცხოვრებას აკვირდებოდა. მხოლოდ სახლმა და მისმა კედლებმა იცოდნენ რა ხდებოდა შიგნით, მხოლოდ ის ხედავდა რა ხდებოდა იმ დროს როცა ბებიაჩემმა ქმრის ღალატი ვერ აიტანა, დაინახა როგორ მოკიდა შვილებს ხელი და სხვაგან წავიდა. არც პაპაჩემი მიდიოდა სახლში, კედლები კი ისევ მარტონი დარჩნენ. წლები იყო გასული ისევ რომ გაიგეს ნაცნობი, მხიარული გოგოს კისკისი. სახლში გიჟივით შევარდა და მონატრებული კედლები მოათვალიერა. -როგორ მომენტა ჩემი სახლიი… -ისეთი თბილი ხმით თქვა სახლიც გათბა. -მონატრება მერე ნახე იმ შენს ტურფას რომ გაჰყვები. -ისევ ისე ამაყად შეაბიჯა სახლში დიასახლისმა როგორც წლების წინ. სახლიც სიამაყით აივსო ასეთი პატრონის შემყურე. -არ მივყვები დედა არა, შეყვარებულია უბრალოდ. -გამაგიჟბს ეს გოგო, გადამრევს… უთხარი რევაზ რამე. -ისე გახედა ქმარს კაცი ადგილზე გააქვავა. მიხვდა როგორ მონატრებია მისი წუწუნი, ალერსი, ჩხუბი, აბსოლიტურად ყველაფერი. -დაანებე თავი მართა, სამოციანებში კარგად მეჟღურტულებოდი, დადიოდი ჩემთან ერთად ყველგან და ჩემს გოგოს როგორ უშლი იმას რასაც შენ აკეთებდი? -წელზე მოხვია ცოლს ხელი და ტუჩებზე აკოცა. ამ დროს სახლიც ბედნიერებით აივსო, ისევ გრძნობდა ძველ სითბოს. -არა ძვირფასო, შენი შვილის ფანტაზია იქამდე ვერ გასწვდება სადამდეც ჩემი მიდიოდა. -მომენატრე იცი? -ზევიდან დახედა ქალს, რომელსაც ყავისფერი საღებავით დაეფარა ჭაღარა. -შენ მე ყოველთვის გენატრები ძვირფასო, როცა ჩემთან ხარ მაშინაც. -კეკლუცურად გაუღიმა და სულ გადარია კაცი. -კიდევ კარგი თქვენ ხართ ჩემი მშობლები. -ორივეს აკოცა და ეზოში გავარდა. -ჯერ შენით დავტკბები და მერე ჩვენი სახლი გავალამაზოთ. -ხელში აიტაცა ცოლის სხეული, კიბეებს სიცილ კისკისით აუყვნენ, ბოლოს კი ისევ გადაეშვნენ სიყვარულის და ბედნიერების მორევში. კედლები კი ისევ ერთ ადგილზე იდგნენ, ისევ უყურებდნენ მათ სიყვარულს… -რა ხდება ნიკოლოზ? -გვერძე მიუჯდა ძმას, ლოყაზე აკოცა და ეზო მოათვალიერა. -ცოლი მომყავს. -ვინ? -ინა. -გაგიჟდი ხო? -უცებ წამოხტა ფეხზე. -რატო? -არ მინდა მე ეგ რძლად! გამოშტერებული გოგოა! -წესიერად ილაპარაკე მარიამ! -იცოდე ხმას აღარ გაგცე მაგ გოგოს თუ აქ მოიყვან! -სერიოზულად? -ვიტირებ! არაფერს შევჭამ იცოდე! -არაფერსაც არ იზავ. მთელი დღე ლოგინში გაატარა, არც საჭმელს ჭამდა, არც წყალს სვავდა, ტიროდა გაუჩერებლად. მხოლოდ სახლმა იცოდა მისი განზრახვის შესახებ. დღის ბოლოს საძინებელში ააკითხა დას, გვერძე მიუწვა და მაგრად მოეხვია. -კაი ნუღარ ტირი, არ მომყავს ცოლად. -მართლა? -ხო, ადექი მიდი, ჩავიდეთ და ვჭამოთ. -მიყვარხარ. -მეც. მას შემდეგ რვა წელი გავიდა. სახლი ისევ ერთ ადგილზე იდგა, მისი კედლები კი ისევ ახლდებოდა, ლამაზდებოდა, იცვლებოდა, წლები ემატებოდა როგორც შიგნით მაცხოვრებლებს. ყოველდღიურად ივსებოდა სახლი პატრონების მეგობრებით, უყურებდა, უსმენდა… ყველაზე მეტად კი ის ახარებდა რომ ამდენი ხალხი ირეოდა ეზოში, თვითონ კი მარტო აღარ იყო. ნოემბრის ცივი ქარი ქროდა, ნიკოლოზ ლომიძე ძაღლს მიასეირნებდა ქუჩაში, უკვე სახლს უახლოვდებოდა გოგოების კისკისი რომ შემოესმა. ყურადღება არ მიუქცევია ისევ განაგრძო სიარული. -უკაცრავად! -ერთერთის ხმა გაიგო და წამსვე იქით შებრუნდა. -გისმენთ. -ლიკა ტაბატაძე სად ცხოვრობს თუ იცით? -ის სახლია. -თითი გაიშვირა ოცდაათ მეტრში მდგომი სახლისკენ. -შავი კარით? -არა ეგ ჩემია, მაგის გვერძე. -გასაგებია, მადლობა. -არაფერს. -რა გქვია პატარავ შენ. -გოგოს ჩუმი საუბარი მოესმა და წამსვე იქით გაიხედა. -ჯეკი. -გაეცინა გოგოს გაფართოვებულ თვალებზე. -მე გოგო რატომ მეგონა. -სიცილით წამოდგა ფეხზე და ნიკოლოზთან ერთად წავიდა სახლისკენ. -ჯერ პატარაა, არაუშავს. -სიცილით თქვა, შემდეგ კი მოხტუნავე გიგოებს შეხედა, რომლებმაც კივილით გაფანტეს ირგვლივ გამეფებული სიწყნარე. უკვე სახლთან იდგნენ, ლიკას ეხვეოდნენ და ათასგვარი სასაცილო კომპლიმენტებით ავსებდნენ. ბოლოს რომ მორჩნენ ხვევნა კოცნას ნიკოლოზს შეხედა ტაბატაძემ. -გაიცანით გოგოებო ჩემი მეზობელი და ბავშვობის მეგობარი ნიკოლოზი… ესენი მაკო მზიკო, ია, შორენა და ნინა არიან. -სასიამოვნოა. -ჩვენთვისაც. -შეხვედრამდე -ყველას მოავლო თვალი, ბოლოს ნინას გაუსწორა მზერა და თავისი სახლის კარში გაუჩინარდა. ერთი წლის შემდეგ ისევ შეხვდა ნინას, სრულიად შემთხვევით, გაახსენდა გოგო მწვანე კაბაში, რომელიც თავისი სილამაზით ნოემბერში განაცრისფრებულ გარემოს აფერადებდა. იმის შემდეგ ლიკას ატანდა ვარდებს ნინასთვის. ერთხელაც თვთონ დაადგა სამსახურში წითელი ვარდებით. არ მოელოდა ქალბატონი ნინა, ლიკა არაფერს ეუბნებოდა ვარდებზე მაგრამ ვერ წარმოიდგენდა ნიკოლოზი თუ იქნებოდა საიდუმლო თაყვანისმცემელი. იმ დღეს პაემანზე წაიყვანა, მთელი თბილისი ფეხით მოატარა. მას შემდეგ გახშირდა ნიკოლოზ ლომიძის ვიზიტები. ერთხელაც მანქანაში ჩაისვა და გაურკვეველი მისამართით წავიდა. -სად მივდივართ? -ცოლად მომყავხარ. -სერიოზულად ნიკოლოზ! -ცოლად მომყავხარ. -უფრო გარკვევით წარმოთქვა სიტყვები და შოკირებულ ნინას გახედა. -რომ არ მიყვარხარ? -შეგიყვარდები. -მტევანზე აკოცა და იმ დღიდან ნინაც ლომიძე გახდა. სახლი ბედნიერი იყო როცა კიდევ ერთი მაცხოვრებელი შეემატა, თავისი მომავლით. მაგრამ მარიამის წასვლა ეწყინა. თვეების შემდეგ ისევ შეემატა ახალი მაცხოვრებელი, პატარა იოანე. სამი წლის შემდეგ კი მეც დავიბადე, ლილე ლომიძე. ოთხ წლამდე მშობლების შუაში ემძინა. ყოველთვის მამას გოგო ვიყავი და ძირითადად მის მკლავზე მედო თავი, ან მუცელზე ვეწექი. რო წამოვიზარდე ჩემს პირად ოთახში გამაგდეს, თავიდან ვერ ვეგუებოდი, ხშირად შემიწუხებია მშობლები ლოგინის ქვეშ დამალული მონტრის გამო. მერე კი ნელნელა შევეჩვიე მარტო ძილს, ისე შევეჩვიე ვერავისთან ვიძინებდი. თოთხმეტი წლის ასაკში ხელი ვიღრძე, არავისთვის მითქვამს მაგრამ ღამით ტკივილმა რომ შემაწუხა ისევ დედას და მამას საძინებელს შევაფარე თავი. პირველად მაშინ მეძინა ისევ ჩემი მშობლების საწოლში, ამჯერად დედაჩემი იწვა შუაში. 16 წლის ვიყავი, რომანტიკით გატაცებული ბავშვი, რომელსაც ყველაფერი აინტერესებდა და თავი ქალი ეგონა. დედას მაშინ ვკითხე მამა გიყვარდა ცოლად რომ გაყევითქო? არაო. ყველაფერი მოვაყოლე და მაშინ გადავწყვიტე რომ მე არ გავთხოვდებოდი თუ კაცი სიგიჟემდე არ შემიყვარდებოდა. ვხედავდი მათ ჩხუბს, კამათს, კინკლაობას, თუ რასაც უწოდებდნენ. მაგრამ ბოლოს ყოველთვის ვრწმუნდებოდი რომ მამაჩემს დედა სიგიჟემდე უყვარდა, შეიძლება არ ეთქვა, უფროსწორედ არც არასდროს გამიგია მისგან ამომავალი სიტყვა ‘მიყვარხარ’, მაგრამ ყოველთვის ყველას გვაგრძნობინებდა თავის სიყვარულს. როცა მარტო ვრჩებოდი მამასთან, უამრავ თემაზე ვესაუბრებოდი, ყველაფერი მაინტერესებდა და ძირითადად მას უფრო ვესაუბრებოდი ზოგად თემებზე ვიდრე დედას. უფრო იმიტომ რომ მამა ყოველთვის დაწვრილებით მიხსნიდა ამა თუ იმ საკითხს. ერთხელ დედას სუნამო დაუვარდა მისაღებში, გაუტყდა და ყველგან მისი სუნი ტრიალებდა. ძმაკცებთან წასული მამა სახლში მთვრალი დაბრუნდა, როგორც კი შიგნით შემოვიდა მაშინვე ღრმა ჩაისუნთქა. “აუ რა სუნებია, ნინაა როგორ მიყვარხარ ნეტავ იცოდე”-ო თქვა და დედაც წამსვე გაინაბა. კეკლუცურად მოხვია მამას ხელები და ტუჩებზე აკოცა. მაშინ პირველად გავიგონე მამას ნათქვამი მიყვარხარ და დედას თამამი ნაბიჯი დავინახე. არ დამავიწყდება მამას თვალები როცა დედამ “მეც მიყვარხარ”-ო უთხრა. მხოლოდ კედლებს ჰქონდათ ნანახი მათი სიყვარულის ამოფრქვევა, მხოლოდ მათ იცოდნენ მშობლების გრძნობებზე, სხვა არავინ. უკვე თვრამეტის ვიყავი პირველად ის რომ დავინახე. ზაფხული იყო, მზე ძალიან აჭერდა, ირგვლივ ყველაფერი იწვოდა, მისმა მზერამ კი საერთოდ დამანახშირა. მამიდაჩემთან წავედი, იქ მეგულებიდნენ მამიდაშვილები და ჩემი ძმა. მამიდას სახლში ისევე ხშირად ირეოდნენ ახალგაზრდა ბიჭები გიორგისთან, როგორც ჩემს სახლში იოანესთან. -ჩემი პრინცესა მოვიდა! -ეზოში ისხდნენ ბიჭები, ფეხზე მდგომი სწრაფად მომიახლობდა და ძლიერ ჩამეხუტა. ფეხბურთიდან უცხოეთში იყო წასული და ორი კვირის უნახავი მყავდა. -მომენატრე. -ყელში ვაკოცე. მიყვარდა, ვგიჟდებოდი ყელში კოცნაზე. გიო იოანეს ტოლი იყო, ლუკა ჩემი. -მეც პრინცესა. -პრივეტ! -იქვე მჯდომ ბიჭებს დავუქნიე ხელი. -როგორ ხარ ლილ? -კარგად ლაშ შენ? -საკაიფოდ. -აუ ისე ცხელა დიდი სიამოვნებით ვიწუწავებდი. -ხელით ვინიავებდი სახესთან, ჩემს ძმას რომ გავხედე და სერიოზული სახე დაკერა მაშინვე სახლისკენ დავიძარი. -ლუკა სახლშია? მამიდა? -დედა სამზარეულოშია, ლუკა თავის ოთახში მგონი, სანდროც იქ ჰყავს, დაა მგონი ლიზიკო უნდა მოვიდეს. -ჰო ბანკეტისთვის ვემზადებით. -კარში შევედი, პატარა დერეფანი გავიარე და უკვე სამზარეულოში შესვლას ვაპირებდი ვიღაც მაღალი ტიპი რომ გამოვარდა. ცოტაც და შემეჯახებოდა. სულ დავიბენი, საითაც გაიწეოდა შემთხვევით იქით ვიწეოდი, ბოლოს სიცილით მომხვია წელზე ხელი, შემატრიალა და ისე დამაყენა უკვე სამზარეულოში ვიდექი. ისე იღიმოდა ვერაფერზე ვფიქრობდი. სწრაფად შეტრიალდა და გარეთ გავიდა. -ლილე მამი. -ხო. -სწრაფად შევტრიალდი მარიამისკენ. გაღიმებული მიყურებდა, თან პიცის ცომზე მასალებს ალაგებდა. -მომეხმარე მოდი. -აუ მამიდ ლუკასთან უნდა შევიდე, პროსტა შენს სანახავად შემოვედი აქ. -ლოყაზე ვაკოცე, თან გაუაზრებლად ფანჯრისკენ გამეპარა თვალი, გიოს წინ იდგა შავთნიანი და რაღაცაზე ესაუბრებოდა. -გიოს გუნდელი. -რა? -დაბნეულმა გავხედე. -ეგ ბიჭი გიოს გუნდელია. -აა… სიმპატიურია. -მხრები ავიჩეჩე სიტუაციის განსამუხტად. -წავედი მე და მერე მოგეხმარები. -მიდი. სწრაფად შევვარდი ლუკას ოთახში, კომპიუტერთან ისხდნენ ორივე და რაღაცეებს აკეთებდნენ. -ლილ ნახე რა მანქანა გავჩითე. -ისე გადამკოცნა ეკრანისთვის თვალი არ მოუშირებია. -უნდა იქირაო? -სანდროც გადავკოცნე და ისე დავაკვირდი მანქანას. -არა გოგო, ვახუნამ მითხრა რომელიც გინდა აირჩიე და გიყიდიო. -ანუ ამით მივდივართ. -ჰოო. -რა მაგარია! -ლიზა სადაა აქამდე? -თვალები აატრიალა სანდრომ. -მოვედი! დაა ის სიმპტიური მაღალი ვინ არის? -ლუკას ლოყაზე აკოცა, მერე სანდროს მოეხვია. -ვინ? -შავ თმიანი, მწვანე თვალება ბიჭი. -გიოს გუნდელიაო მამიდამ. -ისე ვუთხარი რომ ბიჭებს არაფერი ეეჭვათ მაგრამ ლუკა მაშინვე შემოგვიბრუნდა. -ვიზე იძახით? -არ იცი? -წარბები ავწიე. -გადი ნახე, რომ ჩააჩერდი მაგ კომპიუტერს. -გავიდეთ… აუ დღეს აქ დარჩით რა და ვიბაზროთ ყველაფერზე. -დღეს საბასთან არ მივდივართ? -აუ ხო… კაი დაიკი.დეთ. გავიდეთ აბა. -ლუკა მცხელა. -ბასეინი რისთვის მაქვს უკან. -აავსე? -თვალები გამიბწყინდა მოსალოდნელი სიამოვნებისგან. -ხო აბა. -კუპალნიკები აქ მაქვს ლიზ და ჩავიდეთ. -სიამოვნებიით. -გამოვიცვლით ჩვენ და უკან ვიქნებით. -დავაი მიდი. -თავით გვანიშნა ლუკამ, თვითონ კი სანდროსთან ერთად წინა მხარეს გავიდა. უკვე აუზში ვნებივრობდი ბიჭები რომ მოვიდნენ. -დეე აქეთ ვიქნებიით. -გიომ კარებში შეყო თავი და მარიამი გააფრთხილა. -რას შვრებით თქვენ? -ვგრილდებით… აუ არ ჩამოხვიდე! -ვიცოდი, ვიცნობდი მის ხრიკებს. ყოველთვის ჩუმათ მეპარებოდა და წყალში მაყვინთებდა. -გცალიათ დღეს თქვენ? -ბიჭებს მიუბრუნდა. როგორც აღმოჩნდა ყველას ეცალა, რადგან ცოტახანში ორის ნაცვლას შვიდნი ვიყავით. მხოლოდ ჩემი ძმა და მწვანე თვალება ისხდნენ შორტებით და ცხვირზე სათვალე დაკოსილები. ისეთი დაკუნთული სხეული ჰქონდა ირგვლივ ვეღარავის ვამჩნევდი. შავი სათვალის გამო ვერ ვიგებდი სად იყურებოდა, ამიტომ თავი რომ არ გამეყიდა თვალს ვარიდებდი. -პიცები მზადაა. -ორი დიდი პიცა დადო მაგიდაზე მარიამმა, მერე გიოს გახედა. -გააცანი ანდრო გოგოებს? -აუ არა. -თავი მოიქექა. -ლილე იოს და არის, ლიზიკო ლილეს დაქალი და ჩვენი არაბიოლოგიური დაა რა. ეს ჩემი გუნდელია ანდრო… აუ დე, შენ რას აპირებ? -დედასთან მივდივარ. -ჯიგარი ხარ. -ლოყაზე აკოცა, მერე მობილური მოიმარჯვა და წერა დაიწყო. უკნიდან ვიგრძენი ხელების მოხვევა, უცებ წამოვიკივლე ანდროს ყურადღებაც მივიქციე. ძალით არ მინდოდა მაგრამ სანდრო ქვევით მექაჩებოდა. -სანი, გაჩერდი! -ყელზე ვუკბინე, მხოლოდ ასე თუ მოვიშორებდი მის სხეულს. -ვამპირო! მოდი აქ! -მიშველეთ! -სწრაფად ამოვედი წყლიდან, გავრბოდი, სანიც მომდევდა. მთლიან სახლს დავარტყით კრუგი, ბოლოს გიორგის ზურგს ამოვეფარე. -კაი გეყოს, ცოდოა… პიცა ჭამე ასწორებს. -თითით ანიშნა სანის და მისგანაც მიხსნა. ინსტიქტურად გავხედე ანდროს, უემოციო გამომეტყველებით იყურებოდა, მეც დავაიგნორე ყველაფერი, უბრალოდ დავი.კიდე, დავივიწყე და იმის მერე აღარც შემიხედავს. პიცას ვჭამდით, ლუდებიც მოიტანეს და მალე უცნობი გოგოებიც გამოჩდნენ. ერთი პირდაპირ ანდროს ჩაუხტა კალთაში, მკლავები კისერზე მოხვია და მოწყვეტით აკოცა. ესეც დავაიგნორე, ანდრო მაღალი, დაკუნთული, მწვანეთვალება, სწორი ცხვირით და მომნუსხველი გამოხედვით რათქმაუნდა ყველას მოეწონებოდა. არ ვიცი რატომ მაგრამ დარწმუნებული ვიყავი რომ ეს გოგო უბრალოდ გასართობად ჰყავდა. -ლილ… -ჩემი ძმის ხმაზე სწრაფად მოვეგე გონს. -ჰო. -არ გინდა სახლში წახვიდე? -რა გინდა შე ჩემა შეეშვი რა, ჩემთან არის, შენ წადი თუ გინდა. -როგორც კი ჩემი სახე დააფიქსირა გიომ მაშინვე გამოესარჩლა. -მოდი ჩემთან პატარავ… -ისე სწრაფად ამიყვანა ხელში და წყალში ჩახტა გააზრება ვერ მივასწარი. -დაიკ.იდე ეგ. -გავშრები და წავალ თქვენ ხოარ გიყურებთ აბა. იოანე სხვანაირი იყო, ათაში ერთხელ გამოხატავდა გრძნობებს მითუმეტეს საზოგადოებაში. მხოლოდ მაშინ თუ ხასიეთზე იყო, თან მთვრალი. არასდროს მეუბნებოდა წავსულიყავი, ასეთი მომენტების გარდა. რომ დავუფიქრდეთ მართალიც იყო. მისი დის თვალ წინ გოგოსთან ფლირტი ასე რომ ვთქვათ ცოტა ტეხავდა. ამიტომ ყველანაირი ფიქრის შეწინააღმდეგების და ჩხუბის გარეშე ვეცლებოდი ასეთ სიტუაციებს. არც ჩემთვის იყო კომფორტული როცა იოანე გოგოს კერავდა, თან არც ანდროს ყურება მინდოდა, ამიტომ წასვლა ვარჩიე. თითქმის ყოველ დღე ვნახულობდი ანდრო ყიფიანს, მაგრამ მისი ხმა ჯერაც არ მქონდა გაგებული. რაც უფრო ხშირად ვხედავდი უფრო მეტად მიძვრებოდ გონებაში თავისი მზერით. ხომ არაფერს ამბობდა, მაგრამ თვალებით მხვრეტდა. ერთ მშვენიერ დილას გავიღვიძე, უბრალოდ შევხედე ჩემს ლურჯ კედლებს, მამას მაიკა გადავიცვი და პირველ სართულზე ჩავედი. სამშაბათი იყო, სახლში არავინ მეგულებოდა, ამიტომ თამამად დავდიოდი. ყავას ვიკეთები უკნიდან ზურგის წვა რომ ვიგრძენი, ვერ ვხედავდი მაგრამ ვგრძნობდი რომ ჩემს უკან იყო და თავისი მწვანეებით მიყურებდა. გული ამიჩქარდა, მეგონა ცოტაც და გასკდებოდა. ყავას ვასხავდი ჭიქაში, დაბნეულმა შემთხვევით ცერა თითზე გადავისხი და სიმწრისგან მაშინვე წამოვიყვირე. უცებ მწვდა მაჯაში და თითი ცივი წყლის ქვეშ შემაშვერინა. -მეწვიის. -ცრემლებს ვერ ვიკავებდი, ისე მეწვოდა მეგონა ცოტაც და გავგიჟდებოდი. -დაწყნარდი… არაფერია, ქორწილამდე მოგირჩება. -ან მომეჩვენა ან მართლა ანერვიულებული ხმა ჰქონდა, მერე გაეღიმა და ცერა თითზე მაკოცა. -გქონდეს ასე. -ისეთი ხავერდოვანი ხმა ჰქონდა რამის იქვე დავდნი. რბილი ტუჩები, ისეთი რბილი მომინდა სულ ეკოცნა. სწრაფად გამოაღო საყინულის კარი და ერთი ცალი ყინული აიღო. მერე თითზე დამადო. -დამწვრობის მალამო არ გაქვს? -კი, მაცივარში დევს, ბებიაჩემის გაკეთებული. -ჩემი ხმა ძლივს ვიცანი. სკამზე ჩამოვჯექი. წვის ნაცვლად ანდროს ტუჩების შეხებას ვგრძნობდი დამწვრობაზე. გულს ისევ ბაგაბუგი გაჰქონდა. -ეს? -ჰო… მე თვითონ… -დამაცადე… აუ რა სუნიაქვს ტო. -თავი უკან გასწია, მერე თითით ნაზად წამისვა დამწვრობაზე და მტევანზე მაკოცა. -ნუ ტირი რა, გაგივლის მალე. -ცერით შემიმშრალა ცრემლები, რომლებსაც საერთოდ ვეღარ ვგრძნობდი. -მადლობა. -არაფერია. -ჩემს შიშველ მუხლზე ედო ხელი, მე კი აფორიაქებული მისი შეხების გარდა ვეღარაფერს ვგრძნობდი. დაძაბული ვიჯექი და რომ დამხედა ფეხებზე მერე მიხვდა რომ უნდა გამცლოდა. სწრაფად გადაიბანა ხელები, ყავა დამისხა და წინ დამიდო. -იმედია ამასაც არ გადაისხავ. -სიცილით თქვა, მე კი ნერვები მომეშალა. -თვალებით რომ არ გაგებურღე არც იმას გადავისხავდი. -თვალი გავუსწორე, დავინახე როგორ დაიბნა, აშკარად არ ელოდა ჩემს ასეთ პასუხს. მერე ჩაიღიმა, თავი ჩახარა და ცოტახანში ისევ შემომხედა. -დაგაბნიე ანუ? -ეშმაკურად იღიმოდა, თან თვალები უელავდა. -ზოგადად ბიჭები, ვინც არ უნდა იყოს, რომ გვიყურებენ ვიბნებით. -რა მნიშვნელობააქ, იცოდი აქ რომ ვიყავი და არაფერი თქვი. -შენთვის რა უნდა მეთქვა, მეგონა წახვიდოდი… საერთოდ აქ რას აკეთებ, მეგონა არავინ იყო. -ბიჭები გასულები არიან, მოვლენ ცოტახანში, შენ კიდე წადი ჩაიცვი. -უკაცრავად? -რა? ეგრე უნდა იარო? -შენთვის რა მნიშვნელობა აქვს. -არ აქვს, უბრაოდ ბიჭები მოდიან, ისინი ვისაც არ იცნობ და… ვაბშე რამდენს მალაპარაკებ, ადექი და ჩაიცვი. -ვერ ჩავიცმევ, მალამო მისვია! -თითი ავუწიე, ცოტა ხნით ჩუმათ მიყურებდა, მერე ხელში ამიყვანა და კიბეებისკენ დაიძრა. -რომელია შენი ოთახი? -რას აკეთებ დამსვი ახლავე! -კარგი… თვითონ ვნახავ. ირგვლივ მიმოიხედა, მერე პირაპირ ჩემი საძინებლისკენ აიღო გეზი, ჯერშეიჭყიტა, მერე კი შიგნით შემიყვანა. საწილზე დამსვა და ჩემი კარადიდან შორტი გამოიღო. -დამანებე თავი ჩემით ვიზავ! -ვერ იზავ და დამაცადო იქნებ. -სწრაფად ჩამაცვა შორტი, ფეხზე წამომაყენა და წელამდე ასწია, მაიკა შეგნით ჩამიტანა, რამდენჯერმე ჩემს უკანალსაც შეეხო, მერე ელვა და ღილი შემიკრა. -ასე ჯობია… და ნუ წითლდები, უამრავი შიშველი ქალი მინახავს… წავედი მე, ხელი არაფერს მიადო თორემ ისევ გეტკინება და ჩემი თუჩები შორს ყოფნის გამო ვეღარ გიშველის. -თვალი ჩამიკრს და უცებ გაქრა იქიდან. ერთ ადგილზე გაშეშებული ვიდექი, ვეღარ ვიგებდი რას ვგრძნობდი, სულ არეული ვიღავი ყიფიანის გადამკიდე. საღამომდე არ ჩავსულვარ დაბლა, დავალებებს ვაკეთებდი. აღარც საჭმელი მახსოვდა. ბოლოს კუჭმა შემახსენა თავი, სწრაფად ჩავირბინე სამზარეულოში. -გაგიარა ხელმა? -კი. -უცებ შევხედე, მერე სალათი დავიდე თეფშზე და მაგიდას მივუჯექი. -გინდა? -ნწ. -უნდა ვჭამო და გავიქცე. -სად მიდიხარ? -ლიზასთან. -დაუფიქრებლად გავეცი პასუხი, მაინც დავაიგნორე და ჭამა განვაგრძე. აღარაფერი უთქვამს, ადგა და სამზარეულო დატოვა. გარეთ უკვე ღამე იყო, ბიჭების ხმამაღალი საუბარი და სიცილი ისმოდა, ჩანთა მოკიდებული გავედი ეზოში, შევეცადე გვერდი შეუმჩნევლად ამევლო მაგრამ ვერ მოვახერხე. -ლილე! -მხიარული იოანეს ხმა მომესმა და გაოცებული შევტრიალდი მისკენ. -მოდი! -ხელი დამიქნია და მეც იმათკენ დავიძარი. -გაიცანით ჩემი ერთადერთი სიყვარული, ჩემი და ლილე. -ხელი გადამხვია და შუბლზე მაკოცა. გაოგნებულმა შევხედე გიორგის, იმან თვალი ჩამიკრა, იღიმოდა და ჩვენ გვაკვირდებოდა. ყველას სახელი სათითაოდ ჩამომითვალა, წესიერად ვერც დავიმახსოვრე სახელები, ძირითადად დაბღვერილ ანდროს ვუყურებდი. -სასიამოვნოა. -ჩვენთვისაც. -ერთხმად თქვეს. -მოდი ამ ჭიქით დებს გაუმარჯოს, მაგათზე ძვირფასი და წმინდა არაფერი გვყავს. დები სულ სხვა ტიპები არიან, თბილები და საყვარლები. ქალები რომლის გამოვ ნებისმიერს მოვკლავთ. -ჭიქა ასწია იოანემ და ყველამ მას მიბაძა. -მიყვარხარ ჩემო პატარა, შენ რომ არ იყო ალბათ… ჯობია მაგაზე არ ვიციქრო, არასასიამოვნოა უშენობა. -შუბლზე მაკოცა, მე კი ბედნიერებისგან და სიხარულისგან ვბწყინავდი. -ლილეს გაუმარჯოს, ჩემს დათ ის ითვლება, ლილეს თამადობით ყველას დებს დაგილოცავთ… კიდევ დიდხანს გააგრძელეს სმა. მე სულ გადამავიწყდა ლიზასთან წასვლა. გაბადრული ვუყურებდი იოანეს, რამოდენიმეს მზერასაც ვგრძნობდი მაგრამ ერთის ნელნელა მწვავდა. მალევე გამოვეცალე ყველას და ჩემს საძინებელში ავედი. წყლის გადავლების შემდეგ პირსაწმენდი შემოვიხვიე და ისე დავბრუნდი საძინებელში. საწოლზე წამოკოტრიალებული ანდრო დამხვდა. ისე ამათვარიელა სუნთქვა შემეკრა, აშკარად არ იყო ფხიზელი და თვალებიც სხვანაირად უელავდა. ხმის ამოღება ვერ მოვასწარი ისე სწრაფად გაჩნდა ჩემს წინ. დახურულ კარზე ამაკრა და ზევიდან დამაჩერდა. -ანდრო წადი… ვინმემ რომ დაგინახოს… -შჩჩ, უბრალოდ გაჩუმდი და შეწყვიტე ფართხალი. -ისე თქვა ინსტიქტურად გავჩერდი. სახეზე მეფერებოდა თავისი გრძელი თითებით, ტანზე მეკვროდა და ჩემი გულიც გაუჩერებლად ფართხალებდა. ყბის ძვალზე გადამატარა ცერი, ნიკაპზე მომიჭირა და თავი მაღლა ამაწევინა. ცოტა ხანი ტუჩებზე მიყურებდა მერე ნელა დაიხარა და მაკოცა. არ ვიცი ეს ის ჟრუანტელი იყო რომელზეც მსმენია თუ სხვა რამ, მაგრამ ვიგრძენი როგორ დამიარა უცნაურმა გრძნობამ თავიდან ფეხებამდე, გამაბრუა, ვერაფერზე ვფიქრობდი, პირველად ვგრძნობდი მსგავს შეგრძნებებს, ცოტაც და ჩავიკეცებოდი. არ მახსოვს როდის და როგორ მოვახერხე მის ტალღოვან შავ თმებში თითების ახლართვა. აზროვნების საშვალება წამართვა, ვგრძნობდი მხოლოდ მის ტუჩებს და თითებს რომლებიც ჩემს სხეულს პირსაწმენდის გარედან ლაშქრავდა. უკანალზე მტკივნეულად მომიჭირა ხელი და ნელნელა მომიყვანა აზრზე. გაბრუებული ვიდექი, ტუჩები დამბუჟებოდა, თვალებს ძლივს ვახელდი და მუხლები მეკვეთებოდა. გონზე რომ მოვედი იქ აღარ დამხვდა, ირგვლივ მიმოვიხედე, ასე მეგონა ვიღაც მიყურებდა, თურმე კედლები ყოფილან. ისევ შეესწრო ჩემი სახლი მსგავს სცენას, არ ვიცი ეს რისი გამომჟღავნება იყო, ვნების, მიზიდულობის თუ უბრალოდ მოწონების, მაგრამ სახლი ისევ ხედავდა სხვა წყვილისგან შექმნილ გრძნობებს. ისევ ერთნაირი გახდა დღეები, ისევ მივყვებოდით ჩვეულ ცხოვრების რიტმს. ხშირად ვმჯდარვარ ანდროსთან და ბიჭებთან ერთად ტელევიზორთან, ეზოში, აუზთან, მასთან ერთადაც მიცურავია მაგრამ ისე იქცეოდა თითქოს არაფერი მომხდარიყო, ისიც ვიფიქრე უბრალოდ მაშინ უნდოდა ვინმესთან ყოფნა და ხელში მე შემოვრჩითქო. ჩვეულებრივ მესაუბრებოდა სხვადასხვა თემაზე, ისევე როგორც სხვები. დღითიდღე მიღრმავდებოდა გრძნობები მის მიმართ, ბევრს გვაცინებდა როცა ხასიათზე იყო, ზოგჯერ კი საერთოდ ხმასაც არ იღებდა. ისევ წავიდნენ გასტროლებზე, ამჯერად ერთის ნაცვლად ორის მონატრება მკლავდა, მაგრამ ანდროსი უფრო ძლიერად. უნივერსიტეტში უამრავი ბიჭი მეფლირტავებოდა მარტოხელა ლილე ლომიძეს, როგორც კი ვინმეს დავუახლოვდებოდი მოულოდნელად ქრებოდა. ვერ ვხვდებოდი რაში იყო საქმე, ვიფიქრე იოანე მაცილებდა ყველას და ერთხელაც სახლში გაბრაზებული შევარდი. -იოანე! -რა გაყვირებს გოგო? -სამზარეულოდან გამომხედა წარბშეკრულმა, ჩანთა დივანზე მივაგდე და სამზარეულოში შევედი. -არ მოგბეზრდა? -რას გულისხმობ? -გაკვირვებულმა შემომხედა. -ყველა ბიჭი რომელიც ერთი კვირის მერე ძლივს მითანხმებს სადმე გასეირნებაზე მეორე დღეს აღარ ჩანს, ქრება, და რამოდენიმე დღის შემდეგ ისე ჩამივლის ზედაც არ მიყურებს. გუშინ ნიკოს უამრვი თხოვნის შემდეგ დავთანხმდი კაფეში წასვლაზე. დღეს ერთი საათით ადრე მომწერა გელოდებიო, მივედი და არ დამხვდა, ყველა ქრება და რა ხდება გამაგებინებ? -არა ლილ… აზრზე არ ვარ შენ თავს ვფიცავარ. ალბათ ვინმეს სერიოზულად ევასები და სხვებს გაშორებს. -მხრები აიჩეჩა, მერე კი სწრაფად დაასერიოზულა სახე და თვალი გამისწორა. -ვის უნდა შეხვედროდი? -კარგი რა იო, მაგას რამნიშვნელობააქვს… ბოლოდროს უფრო იმას ვაკვირდებოდი როგორ ქრებოდნენ. -მის წინ ჩამოვჯექი და დაღლილმა თავი მაგიდას ჩამოვადე. -კაია ტო, ის როჟა ჩემს საქმეს აკეთებს, პროსტა ეგ რომ გამოჩნდება მერე მითხარი ხარაშო? -ვერ ხარ შენ… გიო როდის ჩამოდიის? მომენატრა. -დღეს. -მართლაა? რა კარგიაა! -ბიჭები უნდა დავხვდეთ, შენ ხვალ ნახე. -ერთი ამათვალიერა, მერე ისევ ტელეფონს მიუბრუნდა და მესიჯობა განაგრძო. არ გამოჩენილა… მთელი ორი თვე არ გამოჩენილა. არ ვიმჩნევდი მაგრამ უკვე საშინლად მენატრებოდა. ახალ წელს როგორც ყოველთვის სახლში შევხვდით, მერე მამიდა მოვიდა ქმარშვილით, მთელი ოჯახი ერთად ვიყავით ერთ ჭერქვეშ. სახლი კი ამ დროს ყველაზე მეტად ბედნიერდებოდა ჩვენთან ერთად. ღამის ოთხი საათი იყო, ჩემების წყალობით კარგად შეზარხოშებული გარეთ ვიდექი და სიცივესაც ვეღარ ვგრძნობდი. -მოგენატრე? -მოულოდნელად გავიგე ნაცნობი ხმა და უკნიდან მოკრული სხეულიც ვიგრძენი. -სად იყავი? -სიმთვრალე ჩემზე ცუდად მოქმედებდა, ყოველთვის იმას ვამბობდი რაც პირზე მომადგებოდა, მითუმეტეს ვიცოდი რომ მეორე დღეს ვინანებდი. -მე ყოველთვის აქ ვარ. -გრძელი თითები დამადო გულზე. სუნთქვა მიჭირდა, თითქოს ჟანგბადი არ მყოფნიდა და გულიც გიჟივით ცემდა. -მოგენატრე? -სიგიჟემდე მომენატრე. -ცრემლები ვეღარ შევიკავე, სწრაფად შევბრუნდი და მთელი ძალით მოვეხვიე. -მთვრალი ხარ? -ჰო. -გაუჩერებლად ვსლუკუნებდი, ტუჩები მის ყელზე მქონდა მიბჯენილი და ანდროს სურნელს ვისრუტავდი, სასიამოვნო სურნელი ჰქონდა, ისეთი ვერასდროს რომ ვერ დაივიწყებდი. -შენ არ მოგენატრე? -ძალიან. -ყელში მაკოცა, სიამოვნებისგან გამცრა. -არ გცივა? -ისეთი თბილი და მზრუნველი ხმა ჰქონდა მთლიანად გავთბი. -არა. -შემომხედე. -თავი ამაწევინა, თან თვალებში მიყურებდა თავისი მწვანეებით. -ნუ ტირი რა. -სწრაფად შემიმშრალა ცრემლებდი და უკვე მეორედ დაეპატრონა ჩემს ტუჩებს. გათამამებული უფრო მეტად ავეკარი ტანზე, ხელების მოჭერაც ვიგრძენი წელზე და მთლიანად გამოვეთიშე სამყაროს. -ჩემი პატარა. -თმაზე გადამისვა ხელი, შუბლზე მაკოცა და თავი მკერდზე მიმადებინა. იმ დღეს ყველანაირად ბედნიერი ვიყავი, ყველაფერი მქონდა რაც მინდოდა, მთავარი რაც იყო ჩემი საყვარელი ადამიანები მყავდა გვერდით და მქონდა სახლი, რომელიც ყველაფრისგან მიცავდა. რამოდენიმე დღე ისევ გადაიკარგა, ვარჯიშები, სამსახური და კიდევ ათასი საქმე ჰქონდა. ალბათ. ხანდახან მოვიდოდა ბიჭებთან, გამიღიმებდა, ლოყაზე მაკოცებდა და მერე ყურადღება მთლიანად ბიჭებზე გადაჰქონდა. ერთხელ ღამე წიგნებზე თავდადებულს ჩამეძინა. ნაცნობი სურნელი ვიგრძენი, ხელების მოხვევა და შუბლზე კოცნა. თვალს ვერ ვახელდი, სასიამოვნო შეგრძნებებს მოეყარათ თავი ჩემს შიგნეულობაში და კომფორტის გარდა ვერაფერზე ვფიქრობდი. მთელი ღამე ვგრძნობდი ანდროს თითებს სხეულზე, ტუჩებს სახეზე, ყეში და მხარზე. თბილად ვიყავი მის სხეულზე აკრული და აღარ მინდოდა გათენებულიყო. უნივერსიტეტთან დამხვდა ორი კვირის შემდეგ, გაბრაზებული ჩანდა, როგორც კი მივუახლოვდი ყველანაირი მოსალმების გარეშე მანქანის კარი გამიღო. მერე სწრაფად მოთავსდა თავის ადგილზე და გაურკვეველი მისამართით დაიწყო მოძრაობა. -ანდრო რა ხდება მეტყვი? -რას დადიხარ ამ ს.რ როჟებთან გოგო? გინდა საბოლოოდ შევიშალო და ვინმე შემომაკვდეს? -უცებ იფეთქა, მეც მოულოდნელობისგან შევხტი. გაოცებული ვუყურებდი გარდაქმნილ ყიფიანს. -ვერ ვხვდები… -რატომ დადიხარ და თანხმდები შეხვედრაზე შენს კურსელებს?! -შენ რა იცი… შენ! შენ მაშორებდი ყველას?.. ეჭვიანობ? -ამ ყველაფრის გააზრების შემდეგ სიცილი ამიტყდა. ეგოისტურად მიხაროდა ასეთი ყიფიანის ნახვა. -არა ლილე! შენ ჩემი ხარ და სხვასთან ისე არ უნდა იქცეოდე თითქოს თავისუფალი გოგო ხარ. -დაკავებული არც ვარ. -ვხვდებოდი როგორ გამომყავდა წყობიდან მაგრამ ვერაფრით ვჩუმდებოდი. -ჩემი გაგიჟება გინდა გოგო? -თავის სახლთან გააჩერა, მეც ინსტიქტურად გადავედი მანქანიდან და სახლისკენ დავიძარი, ისე თითქოს ჩემი იყო. -რა გინდა? ასე ათაში ერთხელ უნდა გამოჩნდე მაკოცო და გაქრე? მერე მოხვიდე და პრეტენზიები წამომიყენო ვისთან ვიარო და ვისთან არა? -ლილე გაჩუმდი თორემ შემომაკვდები! -ყბებზე მომიჭირა ხელები, გაბრაზებული დამცქერიდ ზევიდან, მერე უცებ მაკოცა. მომთხოვნად მიკოცნიდა ტუჩებს, ხელს უკანალზე მიჭერდა და სხეულზე მიკრავდა. -კიდევ დაგინახავ ვინმესთან ერთად და მოგკლავ გეფიცები, ოღონდ სხვანაირად, ჩემებურად. -ისე უციმციმებდა მწვანე თვალები ვმუნჯდებოდი. ანათებდა, პირველად ვხედავდი ასეთ ციმციმა თვალებს. -რატომ მაწამებ? -უნებურად დასცდა ჩემს ტუჩებს სიტყვები, არც დავფიქრებულვარ ისე ვთქვი. -ხომ შეიძლება უფრო ხშირად მნახო. -არ შეიძლება. -ისევ მაკოცა, მერე ხელში ამიტაცა და მალევე მის საძინებელში ამოვყავი თავი. -დღეს აქ დარჩები. -დედაჩემი გაგიჟდება. -მოიფიქრე რამე, მოვალ ახლავე. სანამ ანდრო დაბრუნდებოდა დედას მოტყუებაც მოვასწარი, ვერ ვიტანდი ამ მომენტს მაგრამ ახლა წასვლა არ მინდოდა. -იმ დღეს როგორ შემოხვედი ჩემს ოთახში? -ჩვეულებრივ. -გვერძე მომიწვა, ხელები მომხვია და შუბლზე მაკოცა. -დაიძინე, ხვალ მე წაგიყვან უნივერსიტეტში. -ცუდი კაცი ხარ. -შჩჩ… -ანდრო… -რა? -ის გოგო ვინ იყო ერთი კვირის წინ ზედ რომ გეჯდა. -შენ რა იცი? -ვიგრძენი როგორ გაეღიმა. -დილით მამიდასთან ჩავედი, გიომაც არ იცოდა იქ თუ ვიყავი, მეძინა საღამომდე წინა ღამის უძილოს და… დაგინახე ფანჯრიდან. -მერე რა ქენი? -ზურგზე ამატარა ხელი და მხარზე მომაკრო ტუჩები. -თავიდან ისე გავბრაზდი რამის მოვედი და აუზში ჩაგახრძე, მერე ავდექი და ლიზასთან წავედი გაბრაზებული. ვინ იყო? -არავინ, დაიკ.იდე ყველა გოგო ვინც ზედ მაზის. აღარაფერი მითქვამს. მაინც ვბრაზობდი, თან ვცდილობდი ანდროსთვის გამეგო რომ კაცია და ბუნებრივი მოთხოვნილება აქვს. დილით მძინარე ანდროს დანახვისას ბედნიერებით ავივსე, ისეთი მშვიდი და სიმპატიური სახე ჰქონდა თვალს ვერ ვწყვეტდი. წელზე მომხვია ხელი, თავისკენ მიმწია და ტუჩებზე მაკოცა. მთელი დღე შესანიშნავ ხასიათზე ვიყავი, ვგრძნობდი ვბწყინავდი და ამას სხვებიც ამჩნევდნენ. ერთი კვირის შემდეგ სახლისკენ მივდიოდი ღამით, უკნიდან სირბილის ხმა გავიგე, მერე უცებ ვიღაცამ მომხვია მუცელზე ხელები და ჰაერში ამაფრიალა. შეშინებულმა ბოლო ხმაზე წამოვიკივლე. -მე ვარ. -მაშინვე მოვდუნდი როგორც კი ანდროს ხმა გავიგე, ყელში მაკოცა, მერე თავისკენ შემატრიალა და ტუჩებზე დამაცხრა. -მომნატრებიხარ. -ნოლმალური ხარ? გამისკდა გული. -ჯერ ისევ ვგრძნობდი მოხტუნავე მფეთქავ ორგანოს. -ამშუაღამისას მარტო რატომ დადიხარ? -მე სულ ასე დავდივარ… -ღრმად ჩავისუნთქე, მერე მაგრად მოვეხვიე. დაახლოვებით ნახევარი საათი მეხვეოდა, მკოცნიდა და მელაპარაკებოდა. ბოლოს მაინც შემაგდო სახლში, თვითინ კი ისევ გადაიკარგა. -ლილე! -ერთ დღესაც სახლში შემოსულმა იოანემ ჩემი სახელი დაიყვირა და მეც ადგილზე გავშეშდი. -სად ხარ? -ოთახში! -ძლივს მოვახერხე პასუხის გაცემა, ვერ ვხვდებოდი რა ხდებოდა და წინასწარ ავფორიაქდი. ვიფიქრე ჩემზე და ანდროზე გაიგო, შეშინებული მივდიოდი ძმისკენ, ის კი უცნაური გამომეტყველებით მაკვირდებოდა. მისი ანერვიულებული სახე რომ დავინახე უარესად დავიძაბე. -რა ხდება? -რაღაცას გეტყვი და უნდა დამეხმარო. -გისმენ. -აუ გთხოვ არ გაბრაზდე რა. -რა გააკეთე? -ჯერ არ გამიკეთებია, მაგრამ დიდიხანია რაღაცას გიმალავ, ძალიან დიდი და უკვე მეკეტება, რომ არ გითხრა ისევ მე დამერხევა. -რა ხდება? -გაოცებული ვიყავი, პირველად ვხედავდი ასეთ იოანეს, დამნაშავეს სახით მიყურებდა, მე კი ვერაფერს ვხვდებოდი. -ნაშვილები ვარ? -რა? -გაკვირვებულმა გამომხედა. -არა რა ნაშვილები, თუ გინდა იმას მოგიყვები როგორ მოძრაობდი მუცელში და წიხლებს მირტყავდი. -ჩაიცინა და მეც გამეცინა. -აბა რა ხდება. -არ გაბრაზდე ხო? -ვაიმე იოანეე, თქვი ბოლოსდაბოლოს. -უკვე მომაბეზრებელიც იყო ასეთი იოს ყურება. მიჩვეული ვიყავი მის სერიოზულ სახეს, ათაში ერთხელ რომ გადაურბენდა ღიმილი. -ლიზა უნდა მოვიყვანო ცოლად. -ღრმად ჩაისუნთქა და სიტყვები ერთმანეთს მიაყარა. -ვინ ლიზა? -ლიზაა, შენი ლიზა. -როგორც კი თქვა გავქვავდი. ვერც კი წარმოვიდგენდი იოანეს ლიზას მიმართ გრძნობები თუ ექნებოდა, საერთოდ არასდროს შემიმჩნევია არცერთისგან რაიმე განსხვავებული გამოხედვა ან რამე მსგავსი. ერთმანეთს მხოლოდ ესალმებოდნენ, ლაითად გადაკოცნიდნენ და იშვიათად თუ გამოელაპარაკებოდნენ ხოლმე გარკვეულ საკითხთან დაკავშირებით. მათი მესიჯების ჩათი მხოლოდ ერთიდაიგივე წინადადებით შემოიფარგლებოდა “ლილე სახლშია?” და “ლილე შენთანაა?”. არაფერი დასაეჭვებელი, ახლა კი ვუყურებდი ჩემს ძმას, რომელიც სავარძელზე მჯდომი ფეხს ნერვიულად ათამაშებდა და მოუთმენლად ელოდა ჩემს პსუხს. -ეგ როგორ? რანაირად? ლიზა? რა შუაშია ლიზა? ან… ან როგორ შეგიყვარდა… გიყვაარს? -შოკორიებული წამოვხტი ფეხზე. -ხო. -ისეთი სახე ქონდა თითქოს ეგონა ვეცემოდი და ვცემდი. -რა ხო? ხვდები რას მეუბნები? -ეე ნუ გატ.რაკე რა… მიყვარს და ვსო! რაც გამაცანი იმის მერე მიყვარს, აღარ შემიძლია შორიდან ყურება, ცუდად ვარ უკვე როგორც დის დაქალს ისე რომ ვექცევი. -ვერ ვიჯერებ. -აუ კაი რა ლილ, შენ თავს ვფიცავარ მიყვარს. ტყუილად შენ ხომ არ გეტყოდი არა? -და ჩემი დახმარება რაში გჭირდება? -გამიგე ვუყვარვარ თუ არა… ნუ კი ვგრძნობ რომ ვუყვარვარ მაგრამ ხოაზეხარ რა. -შოკში ვარ. -ხოარ ბრაზობ? -სწრაფად მომიახლოვდა და სახეზე მომკიდა ხელები. -არ ვიცი, არაფერი მესმის. -არ გაბრაზდე, შენი დაქალი გეყოლება რძლად მეტი რაღა გინდა. -სიცილით მაკოცა შუბლზე. -მიდი რა გამიგე ჩემთავს გაფიცებ. -და რომ გითხრა მერე რას იზავ. -ცოლად მოვიყვან ეგრევე. -სულ გაგიჟდი ხო? -ცოლი მოგყავს? -მოულოდნელად გაისმა ლიზას ხმა და ორივემ კარისკენ გავიხედეთ. -ხო მომყავს. -გაღიმებული უყურებდა ლიზას. -ვინ? -მერე გაგაცნობთ. -თვალი ჩაუკრა თვალებ ამღვრეულ ლიზას. ახლაღა შევამჩნიე როგორ უყურებდა იოანეს, არ იმჩნევდა, ძალიან კარგად მალავდა გრძნობებს, მაგრამ მაიმც შევამჩნიე. -როგორც გინდა. -მხრები აიჩეჩა, ადგილიდან არ იძვროდა, მელოდებოდა როდის მივიდოდი. -მიდით მიხედეთ თქვენს საქმეს, წავედი მე... დღეს ბიჭები მოდიან ისე რომ იცოდეთ. -კარგი. -ხელი ჩავკიდე ლიზას და ჩემს სახინეებლში ავედით. უმნიშვნელო თემებზე ვესაუბრებოდი მაგრამ ვხედავდი რომ არ მისმენდა, ბოლოს გავჩუმდი, ვერც ეგ შეამჩნია და მაშინვე მივხვდი რაშიც იყო საქმე. -ლიზ. -ჰოუ. -რა ხდება? -არაფერი. -რამის თქმა ხომ არ გინდა? -არაა. -ლიზ რაღაცას მიმალავ ხო? მიდი რა მითხარი, არ მოგბეზრდა მარტო ანდროზე ამბების მოსმენა? -შენი ამბების მოსმენა არასდროს მბეზრდება ხომ იცი. -მითხარი. -არაფერია მართლა. -ლიზ… იოანე გიყვარს? -რა? -შევამჩნიე როგორ დაიბნა, ისე ანერვიულებულმა შემომხედა ლაპრაკი უკვე ზედმეტი იყო. -საიდან მოიტანე ახლა ეგ. -კარგი რას მიმალავ გოგო? არ იცი რომ ყველაფერს ვამჩნევ? -ვერაფერს ამჩნევ ვერასდროს და გამიკვირდა ეს როგორ შეამჩნიე. -თვალები აატრიალა, მერე სწრაფად შემომხედა და ლოყები შეეფარკლა. იმ დროს ისეთი საყვარელი იყო მომინდა ჩამეკოცნა. -გიყვარს? -გახარებულმა წამოვიძახე. -ხომ არ ბრაზობ? ბოდიში რა, მართლა ძალაით არ მინდოდა, ან ძალით რანაირად შემიყვარდებოდა… უბრალოდ ისეთია… ყოველთვის ვგიჟდებოდი იოანეზე, ღმერთოო… ყოველთვის მიყვარდა, სიგარეტს რომ ეწევა ხოლმე ისეთი სექსუალურია სული მეხუთება… ისიც მიყვარს სერიოზული სახით რომ დადის და ათაში ერთხელ იღიმის. სასწაული ღიმილიაქვს… შენ ვერ ხვდები რომ შენი ძმა სასწაულია უბრალოდ, ღმერთო… ახლა ვიტირებ. -ისე სწრაფად ჩამოარაკრაკა ყველაფერი ძლივს გავიზრე, მერე სახეზე აიფარა ხელები და აქვითინდა. -ლიზ… -ცოლი მოყავს… მე რა გავაკეთო? მოვკვდები… ამდენი წელია მიყვარს და მერე რანაირად გადავიყვარო? ღმერთო რა დავაშავე? -გაოცებული ვიყავი მოსმენილით და ნანახით. კარში მდგომი იოანე დავინახე გაბწყინებული თვალებით რომ უყურებდა ჩემზე მოკრულ ლიზას, მერე ტუჩების მოძრაობით გადამიხადა მადლობა და იქიდან გაუჩინარდა. საღამომდე ვაწყნარებდი ლიზას, ბოლოს ძლივს დავითანხმე დაბლა ჩასვლაზე, სხვენში ჩავედით ბიჭებთან, ფეხბურთს უყურებდნენ, თან სვავდნენ. -ვაა ბარტყებო, რას შვრებით? -მაშინვე გამოგვხედა გიომ. -შეიძლება? -მოდით ტო რას მეკითხები… ლუდი? -დავლევთ კი. -სწრაფად გახსნა ორი ბოთლი და გამოგვიწოდა. -იო სად არის? -აქ ვარ. -იმ წუთას მოსული პირდაპირ ჩვენსკენ წამოვიდა, ლიზას ხელი გადახვია და ჩვენ გადმოგვხედა. -კაროჩე რაღაცას გეტყვით და ზედმეტი კითხვების და პანიკების გარეშე გაიგეთ. -რა ხდება? -გაკვირვებული უყურებდნენ ბიჭები ძმაკაცს, ლიზა კი თვალებგაფართოვებული, სუნთქვა შეკრული იდგა იოანეს გვერდით. -ცოლი მომყავს! -რა? -ლუდი გადმოასხა პირიდან გიომ, ლაშას გადასცდა და ხველება აუტყდა. -ვაა რამაგარია, ვინ ტო? -მხოლოდ ანდრო წამოდგა ფეხზე. -ლიზა. -თვალებ დაჭყეტილს შუბლზე აკოცა. ყველა გაჩუმებული უყურებდა წყვილს. ლიზა აზრზე ვერ მოდიოდა რა ხდებოდა, მე მიყურებდა გაშტერებული. -რაა? -ჰოო ლიზა მომყავს ცოლად, რა ვერ გაიგეთ ტო. -მოგყვება მერე? -ლიზას შეხედა ყველამ, ხმას არ იღებდა, ისევ შოკში იყო. -ხომ მომყვები ლიზ? -ოდნავ შეანჯღრია იოანემ და ლიზაც გამოაფხიზლა. -რა?.. ვერ გავიგე, რამე მკითხე? -ცოლად ხომ მომყვებითქო. -ღადაობ? დამცინი თუ რას აკეთებ? -წარბშეკრულმა შეხედა, თან იოანეს ხელის მოშორებას შეეცადა მაგრამ არ გამოუვიდა. -რას ვღადაობ ტო? მაინცდამაინც მუხლებზე დაგიჩოქო და ისე გთხოვო? არ მევასება ეს რომანტიკები და რაღაცეები ხო იცი არა? რა გავაკეთო. -რამე მოწიე? -ვაიმე ლიზაა… მიყვარხარ გიყვარვარ და რატომ წელავ პასუხის გაცემას. -ეს ვერაა… -სიცილით გამომხედა დაქალმა. -დავიჯერო მეჩვენება? თუ მიყვარხარო მითხრა? -გითხრა ლიიზ! -უცებ წამოიყვირა გიომ. -დასთანხმდი და ქორწილში ვიგულაოთ! -იოანე… არ მესმის. -კაროჩე მიყვარხარ, დიდიხანია უკვე, შენს გარეშე აღარ შემიძლია, გადამეკეტა, ვსო ამომეწურა მოთმინების ფიალა და ცოლად მომყავხარ. უბრალოდ მითხარი, მომყვები თუ არა. -ღმერთო არ მჯერა! -ისე თქვა თვალი არ მოუშირებია იოანესთვის. -მოგყვები ჰო! -ცოტა ხნის სიჩუმის შემდეგ წამოიყვირა და მაშინვე მოეხვია იოს. უცებ დააცხრა ტუჩებზე ლიზას, დანარჩენები ყვიროდნენ და ულოცავდნენ. ბედნიერი ვიყავი, სახლიც ბედნიერი იყო ახალი წევრის შეძენით. ინსტიქტურად ანდროს გავხედე, გაღიმებული უყურებდა წყვილს, მერე მწვანეები გამისწირა და თვალი ჩამიკრა. -შენ არ გამომყვები ცოლად? -ჩუმათ ჩამჩურჩულა და მეც ადგილზე გავშეშდი. -არა. -რატო ვითომ? -უკანალზე მომიჭირა ხელი და გაუაზრებლად კბილები დავაჭირე ტუჩებს. -არ გიყვარვარ. -შენ რა იცი? -ვნებიანი ხმა ჰქონდა, ისეთი რომ ჟრუანტელს მგვრიდა. -მომშორდი. -მერე გავარკვიოთ ეგ. -თმები ამიჩეჩა და ბიჭებისკენ წავიდა. ქორწილში უამრავი ბედნიერი სახე ირეოდა, ლიზა ბწყინავდა, იოანეც არ იყო სერიოზული სახით, სულ იცინოდა, საუბრობდა და ლიზას ყურების დროს თვალები უბწყინავდა. -ულამაზესი ხარ. -წელზე შემიცურა ხელი, მუსიკის მელოდიას ააყოლა სხეული და მეც ამიყოლა. -მადლობა. -წავიდეთ? -სად? -სადმე, აქედან შორს. -არ შემიძლია. -თუ არ გინდა? -ნაზად მაკოცა მხარზე. -მეშინია. -ჩემი? -შენთან ყოფნის და ამისგან გამოწვეული პრობლემების. -არ მენდობი? -საკუთარ თავზე მეტად. -მაშინ რა პრობლემაა? -იოანე. -მეთქი რამე სერიოზულია. -ჩაიცინა. ვერ მივხვდი რას გულისხმობდა, ხმა რომ არ ამოვიღე ისევ განაგრძო საუბარი. -იცის იოანემ რასაც ვფიქრობ შენზე და რა ურთიერთობასაც ვგეგმავ. -რა? -გაკვირვებული ვიყავი, არცერთს არაფერი ემჩნეოდათ, ან ლიზა მართალი იყო და მე ვერ ვამჩნევდი. -წავიდეთ? -არ… -დამთანხმდი თორემ გაკოცებ. -ახლოს მოსწია სახე და მეც წამსვე დავთანხმდი. ხელი ჩამკიდა და იქიდან წამიყვანა. -სად მივდივართ? -ჩემთან. -ანდრო... -ჩავთვალოთ მოგიტაცე. -ანდრო მე… -შენ ძმამ და ნიკოლოზმა უკვე იციან, ვიღაც დაქლიავებული სიძე არ ვიქნები. -სერიოზულად ამბობ? -ხო რა იყო? არ გინდა ჩემი ცოლობა? -ნუ იღიმი ასე, მაბნევ. -ეგ ვიცი. -ისევ გაიღიმა და ხელზე მაკოცა. -ნუ გეშინია. არაფერი მითქვამს სახლამდე. ეზოს კარი შეაღო, შემდეგ სახლის კარის გაღებას აპირებდა უცებ რომ შემოტრიალდა, ჯიბიდან ყუთი ამოიღო, იქიდან ბეჭედი ამოაძვრინა და თითზე წამომაცვა. -დღეიდან ჩემი ცოლი ხდები. -ტუჩებზე დამეტაკა, უცებ შემომისვა წელზე და შიგნით ისე შევიდა. -მოდუნდი და მომენდე. -საძინებელში ვიდექით. ნელნელა მათავისუფლებდა სამოსისგან, თან მკოცნიდა და ძალიან ფრფხილად მეფერებოდა. ჯერ კიდევ ვერ ვიაზრებდი რა ხებოდა, მხოლოდ ის ვიცოდი რომ ეს კაცი მიყვარდა, მთელი სულით და გულით. აღარ მადარდებდა არაფერი. ვიქნებოდი ყიფიანის ქალი სიცოცხლის ბოლომდე. ამაში დარწმუნებული ვიყავი. სრული პიკი იყო ჩემთვის როცა ფეხებს შორის საშინელი ტკივილი ვიგრძენი. არ მეგონა ქალიშვილობის დაკარგვა ასეთი მტკივნეული თუ იქნებოდა, მაგრამ მალევე გადამავიწყდა ყველაფერი, ყველა ტკივილი ანდრომ დაფარა. ისე ნაზად მეალერსებოდა, მიფრთხილდებოდა ჭკუიდან გადავდიოდი. მაშინ უკვე ანდრო ყიფიანის ვიყავი მთლიანად, სულით ხორცამდე. მაშინ პირველად დავფიქრდი კედლებზე, უბრალოდ ვუყურებდი და მიყურებდნენ. ისინი მიყურებდნენ, ხედავდნენ ყველაფერს რაც მათ შორის ხდებოდა. მერეც, მომავალშიც, მხოლოდ მათ იცოდნენ რა ხდებოდა, გარშემო, მე არა, ანდრომ არა, მხოლოდ სახლმა და მისმა კედლებმა, რომლებიც ყველაზე სანდო მესაიდუმლეები იყვნენ. სახლში სადაც ახალი ცხოვრება დავიწყე საყვარელ კაცთან ერთად, შევავსე მოგონებებით, მნიშვნელობა არ აქვს კარგი იყო თუ ცუდი, მაინც ყველაზე მნიშვნელოვანი გახდა ჩემთვის. უამრავჯერ მითქვამს სახლში მისვლისას, “ჩემს სახლს არაფერი სჯობს”-თქო, თითქოს ესმოდა და უხაროდა, თითქოს უფრო ამაყად დგებოდა და ხვდებოდა ყველა მომსვლელ სტუმრებს. ზაფხულს ვერ იტანდა ჩემი სახლი, რადგან შინ არასდროს ვიყავით, თავისთვის იდგა მარტოდ მარტო სიჩუმეში, შემოდგომაზე კი ისევ ერთვებოდა ჩვენს ყოფაცხოვრებაში. ყოველთვის ვფიქრობდი რას ფიქრობდა სახლი, მაგრამ ანდროსთვის არასდროს მითქვამს მის შესახებ. არა იმიტომ რომ გიჟი ვეგონებოდი, უბრალოდ მინდოდა ჩემი და სახლის საიდუმლო ყოფილიყო ჩემი ფიქრები. ჩემი სახლი, ჩვენი, ჩემი და ანდროს სახლი, რომელმაც ბევრი თაობა გაზარდა, ბევრი სიყვარული, სიხარული და უბედურება ნახა… უამრავი ადამიანის მოგონება შეინახა, ისევ აგრძელებდა და არასდროს ბეზრდებოდა ჩვენი ყურება. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.