შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მე და ის(თავი 2)


10-08-2019, 23:13
ავტორი Giorgi Uertashvili
ნანახია 975

ერთი კვირა გავიდა იმის შემდეგ, რაც ეს ყველაფერი მოხდა. ამ ერთ კვირაში მოვასწარი თურქული ქალაქების, მათი ღირსშესანიშნაობების დათვალიერება(კუშადასი, ეფესო, ალაჩათი, პამუკალე), ეგეოსის ზღვის და მისი ქვიშიანი თუ ქვიანი სანაპიროს ათვისება, სადაც ყოველ საღამოს ვიყავი. არ ვიცი ამას ჩემამდე ვინმე მიხვდა თუ არა, მაგრამ ზღვა შეუდარებელი დამამშვიდებელია და სამმაგი ეფექტი აქვს(გამშვიდებს, პოზიტივით გმუხტავს და ტალღებით სასიამოვნოდ ეხება შენს სხეულს). ხოდა ალბათ სწორედ ამანაც იმოქმედა იმაზე რომ ადვილად გადამიარა ყველაფერმა. ნუ სიყვარულზე აღარც ვლაპარაკობ, რადგან მთავარი მოქმედი გმირი ის არის. ერთი კვირა არც დამჭირვებია ამ ყველაფრისთვის, ორი დღეც საკმარისი აღმოჩნდა იმისთვის, რომ ყველაფერი ისეთი გამხდარიყო როგორიც მანამდე იყო, უბრალოდ აქამდე წერის დრო არ მქონდა. ახლაც თურქეთში ვარ, ტრაბზონისკენ, შემდეგ ბათუმისკენ და საბოლოოდ თბილისისკენ მივდივარ. ამ კვირის განმავლობაში ერთ "კაპასელასთან და ჩმორიკასთან" ერთადაც მომიწია მგზავრობა(გიჟი და ზედმეტად "სვეცკი" ცოლი და ჩუმი, ცოლის მორჩილი ქმარი). საწყალი კაცი იმხელა ზეწოლის ქვეშ იყო, რომ როცა ამ ქალს ვერ ხედავდა ბედნიერი და გაღიმებული იდგა. მოკლედ ასე... თემიდან გადავუხვიე როგორც მჩვევია ხოლმე...
გაინტერესებთ რას ვფიქრობ დეაზე?! ახლავე მოგახსენებთ: დეა, ამ სახელის გაგონება ჩემთვის ყველაფერს ნიშნავს. ეს ის ადამიანია, რომელიც ყველას და ყველაფერს მირჩევნია. ძალიან მიყვარს, ძალიან მჭირდება და მინდა ყოველთვის ჩემთან იყოს. ის ყველაზე ლამაზი და მშვენიერია ფიზიკურადაც და სულიერადაც. მას ვერავინ შეედრება, ის სულ სხვა არის, ერთადერთი და განუმეორებელია. მიყვარს, მიყვარს, მიყვარს!❤❤❤
თურქეთიდან დეასთვისაც მომაქვს საჩუქრები, როგორც ყოველთვის. ეს საჩუქრები კი სამახსოვრო სუვენირებია ჩემგან. მთავარი ახლა ისაა, როდის ვნახავ მას იმიტომ, რომ სიგიჟემდე მიყვარს და მენატრება.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent