შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ნერვოზი თუ ნევროზი? (თავი 1)


11-08-2019, 01:20
ავტორი Feeling Better
ნანახია 1 785

ნერვოზი თუ ნევროზი?
ფანჯრიდან შემოღწეულმა მზის სხივებმა გააღვიძა. თვალები ზანტად გაახილა და მზერა საათს გაუსწორა. ისრები დილის 10 საათს უჩვენებდა. წამოდგა და სააბაზანოში შევიდა. შხაპის მიღების და გამოფხიზლების შემდეგ აივანზე დაჯდა და საუზმობას შეუდგა. მალევე მოკრა რამდენიმე სხეულს თვალი მეზობლის ვერანდაზე და თვალები ჭყიტა მათ შორის ნაცნობი სილუეტი რომ დაინახა. სწრაფად წამოდგა და ისე ამოყო ვერანდაზე თავი ვერც კი გაიაზრა. ვაჩეს დანახვისას სიხარულით მეცხრე ცას ეწია და ისე შეაფრინდა ყველა მას უყურებდა გაკვირვებული
-ვაჩეეეე, ვაჩიკოო, ვაჩიკუნააა!
-ქეთრიიინ? რამ ამოგაფრინა გოგოო!
-რამ ამომაფრინა კიარა, შე ოხერო შენ! უზრდელო! 5 წლის შემდეგ ჩამობრძანდი და არც მკადრულობ ხო? ამოიყვანე ეგრევე ძმაკაცები და ერთობა ბიჭი! ვიღას ახსოვს ბავშვობის მეგობარი?
-აუუუ პრასწიიიიი ქეთუს....დღეს დილით ჩამოვფრინდი და ბიჭებმა მომიყვანეს რაა....ვაპირებდი შენთან გადმოსვლას შენს თავს ვფიცავარ
-აფერისტო-ესღა უთხრა და ისე მიეკრო ვერავინ მოაშორებდა. ვაჩე ქეთას ბავშვობის მეგობარი იყო, რომელიც როგორც უკვე მიხვდებოდით 5 წლით იყო საზღვარგარეთ წასული, კონკრეტულად ამერიკაში. ახლა კი სამუდამოდ დაბრუნდა და თავისი ბიზნესის საქართველოში დაწყებას აპირებს. ქეთას და ვაჩეს დიდი ხნის მეგობრობა აკავშირებთ და მართლაც რო და-ძმური ურთიერთობა აქვთ. წასული რომ იყო მაშინაც კი საუბრობდნენ და საუკეთესო რჩევებს აძლევდნენ ერთმანეთს....საღამომდე დარჩა ქეთა იქ.პატარაობა გაიხსენეს და ბავშვობის სიგიჟეებიც. სახლში რომ მივიდა ვერ დაიძინა, მაგიდასთან დაჯდა და ხატვა დაიწყო. მგონი დამავიწყდა მეთქვა რომ დიზაინერია ქეთა წერეთელი. მისი სამოსები კი საქართველოს ფარგლებსაც კი ცდება. გვიანობამდე მუშაობდა და ისე ჩაეძინა მაგიდასთან ვერც გაიაზრა. დილით საუბარი ესმოდა მაგრამ თავს გამოღვიძების უფლება ვერ მისცა
-როგორ გავაღვიძოთ?
-რო ჩავარტყათ რამე?
-ლიკუნა! რას ქვია ჩავარტყათ?
-ოოო ტასო აბა შენ მოიფიქრე რამე
-მე ნუ ჩამრევთ! ჩათვალეთ აქ არ ვარ!-ხელი მუცელზე ჩამოისვა და სავარძელში დაჯდა
-აუუ ნინიკო თქვი რამე!
-მოვიფიქრე! მიდი და სამზარეულოდან ქვაბები და ტაფები გამოიტანე
-შენც ის გაიფიქრე რაც მე ხო?
-ხო ოღონდ მე დაგასწარი გაფიქრება-ლიკამ ქვაბები ნინის მიაწოდა, ტაფები თვითონ დაიკავა და ერთდროულად დაიწყეს ბრახუნი. ქეთა ისე წამოფრინდა ჯერ კიდევ აზრზე არ იყო რახდებოდა, მიწისძვრააო ყვიროდა და მაგიდის ქვეშ ძვრებოდა სიცილის ხმა რო გაიგო. განრისხებული გამოძვრა, მისი სახის დანახვაზე გოგონებმა ყველაფერი დაყარეს და ეზოში გაიქცნენ, ქეთამ ძირს დაგდებული ტაფა აიღო და გაეკიდა, ასე მისდევდა ეზოში სანამ ლიკამ მთლიანად არ გაწუწა და ისევ დაიწყეს სიცილი. მოულოდნელად სიცილს ლიკას ყვირილის ხმა რო დაერთო მისკენ გაიხედეს. ვაჩეს ჰყავდა გადაკიდებული მხარზე და აუზში აგდებდა, იგივე ბედი ეწია ნინისაც. ტასოს ჯერი რომ დადგა გაჩერდა
-აიი შენ მაგ პატარამ გადაგარჩინა
-მე ისედაც არაფერ შუაში ვიყავი....
-რომელ თვეში ხარ?
-მეექვსეში, ტყუპებს ველოდები...
-ნუთუ? გოგ-სიტყვის დამთავრება ვერ მოახერხა, ნინიმ დაკრა მხარზე თითი
- ეი ბრატ....გამომხედე აქეთ- ვაჩემ შემოტრიალებაც ვერ მოასწრო ყინულიანი წყალი რომ გადაასხა ლიკუნამ. ვაჩემ თვალები დახუჭა და მუშტები შეკრა., სიბრაზისგან გაწითლდა. სიცილის ხმა ნერვებზე მოქმედებდა. უკან შებრუნდა ლიკუნა მხარზე გადაიდო და თავისი სახლისკენ გაუდგა გზას. მისდევდნენ გოგონები მაგრამ ვერაფერს გახდნენ. სახლში შევიდნენ, მოწესრიგდნენ და საცურაო კოსტუმებში გამოწყობილები ჩაეშვნენ აუზში.ლიაკუნაზე ნერვიუვლობდნენ მაგრამ ქეთა დარწმუნებული იყო რომ ვაჩე ცუდს არაფერს გააკეთებდა. მოულოდნელად ყვირილი მოესმათ მეზობელი სახლიდან და მალევე მიიქცია ყურადღება მეორე სართულიდან გადმოკიდებულმა ლიკამ. როგორც ფილმებში ხდება ხოლმე პლედები და გადასაფარებლები გადაეკოჭა ერთმანეთზე და გადმოეშვა. მართალია ბოლომდე ვერ მიაღწია "თოკმა" მაგრამ მაინც მშვიდობიანად დაეშვა მიწაზე. გაბრაზებული გადმოძვრა ღობეზე და დაადგა გოგონებს თავს
-აი თვქენც თუ დაქალები გქვიათ რა!!! უზრდელებო! უნამუსოებო! თვალებში როგორ მიყურებთ საერთოდ?
-აუუუ პრასწიიი მაია დარაგაია რააა...ვეცადეთ მარა იმხელა ტორები აქვს ვაჩეს ვერ დაგიხსენით.
-თან ვიცოდით შენთვითონ მოახერხებდი რამეს და გამოგივიდა კიდეც
-ის ცხოველი! ველური! ჩამკეტა იმ ოთახში და აღარ გამოგიშვებო მითხრა
-ფაქტიურად მოგიტაცა რაა
-მომიტაცა არა ტყემალი! დეგენერატი ეგ
-აბაა ტყუიური!-გამოაჯავრა ტასომ და სიცილი დაიწყო დანარჩენებიც აყვნენ.
-მოკლედ, ერთი რაღაც გადავწყვიტე-დაიწყო ქეთამ- მომდევნო წელსაც თუ ვერ გავიჩინე შეყვარებული შინაბერობას ვაწვები
-რა შინაბერობა მოგინდა გოგო
-გუშინწინ არ იყავი იმ გიგასთან ერთად პაემანზე?
-ვიყავი...მაგრამ არ გითხარით რა მოხდა? მაგ იფიოტმა წამიყვანა სუშიზე
-ოპააა
-ხო გავმწარდი, გავცეცხლდი! არა რო მივყავარ არ უნდმითხრას სად მივდივართ? არ უნდა გაიგოს მიყვარს თუ არა ის ადგილი ან კერძი?
-კაი რაა, მაგის გამო ეჩხუბეე? მიეცი კიდე შანსი, ერთხელ შეცდა ხო?
-თავიდანვე ამხელა შეცდომა დაუშვა და მერე რას იზამს ხო წარმოგიდგენია?
-აუუ მაგ საცოდავის სახე წარმომიდგენი შენ რო გაავდებოდი- საღამომდე მხიარულად გაატარეს დრო, ვაჩეც არ გამოჩენილა. ბოლოს პუფებში ისხდნენ ბოხი ხმა რო მოესმათ და მალევე დაინახეს ძვირფასი სიძე
-ჩემმა ძვირფასმა ცოლმა დამიტოვა ეს 4 წლის ბავშვი მე და წავიდა თვითონ საგულაოდ ხედავთ თქვენ?
-რაიყო ბავშვსაც ვერ მიხედე ალექსიკო?
-ველ მიმხედა? დედა ლოგოლ გამიმეტე ამ კაცთან დასატოვებლად! საწმელს ძლივს მიკეთებს!
-ვაიმე ჩემი მაშიკო მოსულაოოო, ვინ არისო ჩემი ლამაზიოოო-მაშინვე მოეხვია ქეთა ბავშვს და ხელში აიტაცა- რაო მაშიკო გაბრაზებს მამიკო ხო?
-მაბლაზებს ლომელია! დამიწვა კალტოფილი და სულ შავები იყო იცი? დავლჩი მშიელი! მაჭამე ლა ნათლია ლამეეე-ლოყაზე აკოცა საყვარელ ნათლიას და მიეხუტა. ტასო მეუღლეს მიეკრო და ცოტა მოშხამა კიდეც ბავშვს რომ წესიერად ვერ მიხედა მაგრამ აქვს კიდევ დრო და გამოწვრთნის. ნინი და ლიკა მხიარულად უყურებდნენ ტასოს კაპრიზებზე გაბრაზებულ ალექსს და მაშოს სახეზე გული უთბებოდათ ისე საყვარლად შეექცეოდა ნაყინს პირ მოთხვრილი. ბოლოს ქეთამ იმდენი ქნა მაშო თავისთან დაიტოვა სხვა ყველა კი გაისტუმრა. ჰამაკში იწვნენ და შრეკის მეორე ნაწილის ყურების დროს ჩაეძინა ქალბატონს. ადგომა არც უფიქრია, ლეპტოპი ძირს გადადო, უფრო მჭიდროდ მოხვია ხელი მაშოს და თვითონაც დახუჭა თვალები.
დილით კოცნამ გააღვიძა. თვალები ნელა გაახილა და მაშოსს მაგივრად მის გვერდით ნინი რო იწვა და თმაზე ეთამაშებოდა კინაღამ ჰამაკიდან გადავარდა
-გული გამისკდა აადამიანოოო! რა ჯანდბას აკეთებ აქ ამ დილა უთენია?
-მამალი ვარ მამალიიიიი-შეჰკივლა და შეეცადა მამლის იმიტაცია გაეკეთებინა
-გიჟი ხარ
-ოჰ, აღმოაჩინა ახალი ამერიკა
-არა კი ვიცოდი რომ გიჟი იყავი მაგრამ ახლა უფრო გაგიჟდი მგონი....კაცი გინდა შენ, დაგაწყნარებს ცოტას
-უკაცრავად? კაცი შენ გინდა ჩემო დაო! შენ!
-ეგ მეც ვიცი რო მინდა
-რაო რაგვინდაოო რას ვჭუკჭუკებთ აქ?-ვაჩეს ხმა მიწვდა ყურთა სმენას და დარცხვენილები შეტრიალდნენ მისკენ. ქეთამ ნინის შეატოვა ვაჩე და სახლში შევიდა მოსაწესრიგებლად. რო გამოფრატუნდა იმაზე ბევრად მეტი პიროვნება დახვდა გარეთ ვიდრე დატოვა. ლიკაც მისულიყო და ვაჩეს რამდენიმე მეგობარიც იქ იყო
-აიი მასპინძელიც მოვიდაა
-ოჰჰ შეიკრიბეთ სასტავი? 11 არაა საათი ხალხო ხაშია კიმარა?
-აუუ ხაშიიი-ამოიღმუვლა თემომ და სხვა ყველამ სახე დამანჭა
-სასტავში მარტო შენ გევასება ეგ ხაში ძმაო და ჭამე რამდენიც გინდა
-დაიცა არცერთს არ გევასებათ?
-არა რა გვევასება
-შენ როგორ არაფერი გევასება
-თუ მოვინდომე ყველა და ყველაფერი მევასება-ყველას ხაზი გაუსვა ლიკუნამ და ინსტიქტურად გაიხედა ვაჩესკენ.
-ქეთა არ გვასაუზმებ?
-თუ დამეხმარება ეს ორი ქალბატონი როგორ არა-ლიკა და ნინი წაათრია და ორივე რაღაცით დაასაქმა. ნინიმ ხაჭაპური დააცხო, ქეთამ სენდვიჩები გაამზადა, ლიკუნამ კიი ზოგს ჩაი ზოგს კი ყავა გაუკეთა. ვაჩეს ჭიქაში მარილი ჩაყარა და ისე დაუდო წინ. ბოლოს ყველა ისხდნენ სუფრასთან ქეთამ რო წამოიყვირა
-ვაიმე მაშო! სადაა მაშო! შე დეგენერატო ქალო მაშოს რა უყავი რო მომიწექი დილიდან გვერდით?-ნინის მიუბრუნდა გაგიჟებული
-კაი რაიყო? ახლა გაგახსენდა მაშო ხო? წაიყვანა ალექსმა....არა მართკა რო დაკარგულიყო ბავშვი 2 საათის მერე უნდა გაგხსენებოდა ბატო?
-ვაიმე გული გამისკდა...-სკამზე დაეგდო და კიდევ ერთი ხაჭაპურის ნაჭერი გადაიღო
-აიიი ოქროს ხელები თუ არ გქონდეთ მე ვიყო პომიდვრის წვენი რაა-ჭამის დროს ამოთქვა გიორგიმ და ჭამა განაგრძო...ჩაი რო ოდნავ შეგრილდა დალევა გადაწყვიტა ვაჩემ. ტუჩებთან მიიტანა და ლიკუნაც მზერას არ აშორებდა...ვერ გეტყვით მის ტუჩებზე ჰქონდა მზერა შეყინული და მაგიტო იყო დაშტერებული თუ უბრალოდ ელოდა როდის დაიხრჩობოდა ვაჩე. არც დააყოვნა ამ უკანასკნელმა და პირიდან უკან გადმოასხა, ხველა აუტყდა და წყალი მიაყოლა. გაბრაზებულმა გახედა ლიკუნას რომელიც საყვარლად იღიმოდა და მხრებს იჩეჩდა "მე არაფერ შუაში ვარ" მზერით. როგორმე ისე მოახერხეს ჭამის დასრულება რომ მეტი არაფერი მომხდარა. საღამომდე ქეთას ეზო დაიპყრეს, ხან აუზში იყვნენ ხან ჰამაკში. მუსიკები ჰქონდათ ბოლო ხმაზე აწეული და იყვნენ ერთ ამბავში. ბოლოს გიომ და თემომ აიჩემეს კლუბში წავიდეთო და სახლთან ახლოს ზღვისპირა კლუბში. ზოგმა ეა შეუკვეთა ზოგმა რა, ქეთამ კი გაგიკვირდებათ და მარწყვის კოკტეილთან ერთად კიტრი შეუკვეთა.ყველა რო კარგად შეზარხოშებული იყო და ცეკვავდა, წერეთლის ქალბატონი ბართან იჯდა და თავის დაუჭრელ კიტრს შეექცეოდა. დიდად არავის გაუმახვილებია ყურადღება გარდა გვერდით მჯდომი ახმახისა რომელიც სიცილს ვერ იკავებდა. ჯინსსა და შავ მაისურში გამოწყობილს კარგად ეტყობოდა ნავარჯიშები სხეული. ოდნავ მოზრდილი წვერი კარგად გამოკვეთდდა უცნობის ყბებს და გადაპარსული თმა იმდენად მომხიბვლელს ხდიდა ძლივს მოწყვიტა თვალი ქეთამ. რენტგენული დაკვირვების შემდეგ, რომ გაიაზრა ეს აყლაყუდა კაცი მასზე იცინოდა ცალ წარბ აწეული მიუბრუნდა მობრიალე შავი თვალებით
-უკაცრავად?
-რა უკაცრავად?
-რა რა უკაცრავად?
-რა რა რა უკაცრავად?-ღიმილს ვერ იკავებდა უცნობი და ქეთას მისი გაგლეჯვის სურვილი თან და თან უფრო იპყრობდა
-კიდევ დიდ ხანს უნდა გავაგრძელოთ ეს უკაცრავად უკაცრავად?
-უკაცრავად მაგრამ აღფრთოვანებული ვიყავი თქვენი გემოვნებით, რაც შეეხება უკაცრავადს, ჩემი საყვარელი სიტყვაა კიტრის გოგონავ
-რავქნა, კიტრი რო მიყვარს მაგის უნდა მრცხვენოდეს?
-გააჩნია დიდები გიყვარს თუ პატარები-ქეთა მიუხვდა სათქმელს, ჩაეცინა. ბარმენს დანა თხოვა და მოულოდნელად ისე ოსტატურად დაანაწევრა კიტრი რომ უცნობს პირი ღია დარჩა-თუ კიტრი არ მომწონს, ასეთივე ბედი ეწევა...
-ანუ ეს კიტრი არ მოგეწონა?
-სამწუხაროდ ნორმალურად გასინჯვის საშუალება არ მომეცა
-გაგასინჯო?-სიმწრის ღიმილმა გაუპო ქეთას ბაგე. როგორ აღმოჩნდა ქალების საპირფარეშოში ნიჟარაზე შემომჯდარი ვერც გაიაზრა. მხოლოდ მაშინ მიხვდა რას აკეთებდა, ცხელი ტუჩები რომ შეერწყა მის ბაგეებს და სასიამოვნო ჟრუანტელმაც არ დააყოვნა. საბედნიეროდ თუ სამწუხაროდ ხანგრძლივი კოცნის გარდა მათ შორის არაფერი მომხდარა. რამოდენიმე წუთის შემდეგ მოწყდა უცნობის ბაგეებს და ღაწვებ აწითლებული ნიჟარიდან ჩამოხტა. სარკის წინ დადგა და თავის გამოსახულებას დააკვირდა,რამოდენიმე წამში კი ეშმაკურად მომღიმარი უცნობის თვალებსაც წააწყდა
-ჩემთან თუ შენთან?
-შენ შენთან მე ჩემთან...-მკაცრად უთხრა და ისე გაეცალა საპირფარეშოს ბიჭისთვის აღარც კი შეუხედავს.ეს უკანასკნელი კი ჰორმონებ ათუხთუხებული დარჩა ქალების საპირფარეშოში მარტოდ მარტო.ქეთას იქიდან გაქცევა ზედმეტად თინეიჯერულ საქციელად მიაჩნდა ამიტომ ბოლომდე დაცალა კოკტეილის ჭიქა და მოცეკვავე მეგობრებს შეუერთდა. მამაკაცი სიბრაზისგან თვალებ აელვებული დაუბრუნდა თავის ადგილს, მალევე შენიშნა მოცეკვავე სხეული და თვალს ვერ აშორებდა ქალბატონი "მარწყვის კოქტეილის" ნარნარ მოძრაობებს.გვიანობამდე ერთობოდნენ. სახლისკენ მიმავალმა ქეთამ მოტოციკლი შუქნიშანთან გააჩერა და შავ რეინჯ როუვერს ამოუდგა გვერდით. მოულოდნელად მანქანის ფანჯარა ჩაიწია და უცნობი-ნაცნობის შავი თვალები გამოჩნდა. მამაკაცმა ტუჩის კუთხე ჩატეხა და თავისი სახელი გაამჟღავნა-ჯარჯი
ქეთას ეშმაკურად ჩაეცინა-კიტრის გოგო-ო ესღა უთხრა, თვალი ჩაუკრა დ აისე მოწყდა ადგილს მისი კვალიც კი აღარსად ჩანდა.
მეორე დილით,ჩვეულებრივ ნინიმ გააღვიძა ქეთა. უფროსწორად სცადა გაღვიძება მაგრამ ვერაფერს რომ გახდა, ამიტომ ყინულებიანი ძალიან ცივი წყალი მიიტანა, ზედ გადაასხა და ყვირილი დაიწყო
-რა ამბავია შე სკუნსო ამდენი ძილი! ჩემი სოფლის მმაალმა 9 ქათმის გაუპატიურება მოასწრო უკვე!-ჯერ გამწარებული წამოვარდა ქეთა დამერე მოსმენილის გააზრებისას დაიწყო სიცილი,თან შიგა და შიგ ღრუტუნებდა. ამაზე ნინის აუტყდა სიცილი და ასე ერთმანეთზე დაცინვაში გაწვნენ ძირს. ერთი სიტყვით ორივე დილიდნა მოწოდების სიმაღლეზე გახლდათ.
ქალბატონი ნინია დევდარიანის დღევანდელი დილის შვიდ საათზე თავზე დადგომის მიზეზი კი ღამით შემოსული ზარი გახლდათ რომელიც რუსეთში უხმობდა ჩვენს მწერალს. დიახ. მწერალი გახლდათ ნინიკო და მისი ერთ-ერთი წიგნი "პირველად შენთან მოვიყვან წვიმას" მსოფლიოს სხვადასხვა ენებზეა თარგმნილი.
-ანუ დღეს ღამით მიფრინავ?
-ხო იმ იდიოტებმა გუშინ ღამით მითხრეს კონფერენციაზე! ნუ რა დონის უზრდელები არიან რა...ხო უნდა გამაფრთხილო რამდენიმე დღით ადრე? იქნებ რა გეგმები მაქვს?
-უფ, კარგი. რაღა აზრი აქვს ახლა ჩხუბს. ჩაალაგე ბარგი?
-ერთი პატარა ჩანთა მიმაქვს მხოლოდ, 2 დღით მივდივარ მეტით კიარა....უიი კიდე იცი რა ვიფიქრეე? მთელი თვე რო გრაფიკის ხატვა მაქვს აჩემებული. იქ დავხატავ, ჩემს კვალს დავუტოვებ მოსკოვის კედლებს...
-ოუქეიიი, როგორც გინდა ბეიბიიი-გადაეხვია დაქალს და ცივი წვენით სავსე ჭიქა გადაასხა-ეს დილისთვის სამაგიერო!
საღამომდე ისე გამოემშვიდობა ყველა ვითო ჯარში მიდიოდა მთელი წლით. მშვიდად იფრინა 3 საათიანი გზა და სასტუმროშიც მშვიდად დაბინავდა. მაშინვე გათიშულს დაეძინა.შუა ღამით უცნაურმა ხმებმა გამოაღვიძა. მათში ქალის კვნესა რომ გაარჩია გაგიჟდა. ხმა აშკარად აივნიდან მოდიოდა. გასვლა არ უნდოდა მაგრამ სხვა გზა არ ჰქონდა. გავიდა და გვერდით აივანზე პორნო სცენა რომ დახვდა სულ გადაირია, ხელში აივანის მაგიდაზე მდებარე ჭიქა მოჰყვა და ის ისროლა. გამოშტერებული წყვილი გასწორდა, გოგონამ პლედი მიიფარა და ოთახში შევარდა..ბიჭი კი თან ირონიული თან კი მრისხანე ელვარე თვალებით შესცქეროდა თმააჯეჯილ ნინიას,რომელიც ამორძალს წააგავდა.იმის გამო რომ მაგიდაზე მეტი ჭიქა აღარ დახვდა, იქვე დამლაგებლის იატაკის საწმენდი ჯოხი მოიმარჯვა(რომელიც სავარაუდოდ დამლაგებლეს დარჩა და ნინისაც რო ბედი აქვს რააა) პირდაპირ თავში გაუქანა და მოახვედრებდა კიდეც ისეთი კარგი მიზანი აქვს რომ არა ბიჭის ჩქარი რეფლექსები. სპორტსმენი გახლდათ ეს უკანასკნელი, კალათბურთის თამაში ჰქონდა რუსეთში და გამარჯვებას ხვდებით ალბათ როგორც აღნიშნავდა.
მეზობელს მაშინვე შეეცვალა სახე ამ "შემთხვევითი" ინციდენტის გამო და განსრისხებულმა გადახედა მეზობელ აივანზე მდგარ აფთარს. აათვალიერ-ჩაათვალიერა სააშკარაოზე გამოტანილი "აფთრის" სხეული, და ეშმაკურად ჩაიცინა. მეზობლის ლიბრ გადაკრული თვალებიც კი უცინოდნენ და ნელ ნელა ამცირებდა პერიმეტრს მათ შორის,რაც იმას ნიშნავს რომ უკვე ნინიას წინ იდგა და მათ შორის ერთადერთ ბარიერს მხოლოდ მოაჯირი წარმოადგენდა. წამით დაიბნა რო მიხვდა რამდენად უხერხულ მდგომარეობაში ჩაიგდო თავი მაგრამ მალევე გაახსენდა რატომ კლავდა ამ არსების თავის გატეხვის სურვილი და ისევ უტეხად უცქერდა თვალებში და წარბსაც კი არ არხევდა.
ბიჭი თვალს არ აშორებდა მოკლე პენუარში გამოწყობილ გოგონას და თვალებს რომლებშიც რაღაც განსაკუთრებულს ხედავდა. კიდევ დიდხანს იდგებოდა დაშტერებული რომ არა ნინის სიტყვები
-შემდეგისთვის შეგიძლიათ თქვენი ღირსება აივანზე არ "გაანიავოთ" და საწოლის თუარადა ოთახის ფართობით დაკმაყოფილდით.-რუსულად მიმართა, ირონიული მკვლელი მზერა ტყორცნა და თავ აწერული შებრუნდა ოთახში. ბიჭი კი დატოვა ხახამშრალი და არ მოგერიდებით და გეტყვით- დაყ*ევებული...
საწოლში დაწვა და დაძინებას აპირებდ აივნის კარის ხმა რო გაიგო და ოთახში გამეფებული სიმშვიდე ნაბიჯების ხმამ დაარღვია. თავიდან იფიქრა მეჩვენებაო მაგრამ სასიამოვნო მამაკაცის სურნელმა რომ აუწვა ცხვირის ნესტოები თვალები ჭყიტა და საწოლიდან წამოფრინდა. მეზობლის დანახვაზე შეკრთა, ცოტა შეეშინდა კიდეც
-იცი ჩემი გოგო შენს გამო გაიქცა...მე კიდე ვერ ვიტან როცა ვიღაც რამეში ხელს მიშლის
-რა დამთხვევაა, მეც.... და მე ძილში შემიშალეთ ხელი!
-ხელის შეშლა არ იკმარე და კინაღამ თავი გამიხეთქე იცი?
-მეც გამიხეთქეთ ტვინი იმ გოგონის კვნესით
-ამიტომ გამომივარდი ნახევრად შიშველი?
-ნუ მიახლოვდები!-უკვე ძალიან ახლოს იყო მასთან, უკან იწევდა მაგრამ მალევე მოექცა მასსა და კედელს შორის. იმდენად დაიბნა რა ექნა აღარ იცოდა
-რა გქვია ლამაზო?
-ნინა-ინტიქტურად თქვა ისე რომ ვერ გაიაზრა
-ნინა,ნინი, ნინია...იცი ზედმეტად ლამაზი ხარ...ჩემს ენაზე რომ ვთქვათ "უმშვენიერესი"-ბოლო სიტყვა ქარათულად თქვა და მაშინვე გაუფართოვდა ნინის თვალები. ეშმაკურად ჩაიცინა და ისევ რუსულად მიმართა
-მართლაა? და საიდან ხარ შენ?
-საქართველოდან
-ნუთუ? იცი მეც ვიცი რამდენიმე ქართული სიტყვა...გინდა გითხრა?
-კი და მე კი უფრო მეტს გასწავლი
-აახვიე ჩემი ოთხიდან- ქართულად უთხრა და ბიჭის გაფართოებული თვალების და გამვირვებული სახის დანახვისას სიცილი დაიწყო
-ქართველი ხარ?
-მე სომეხი არის-სიცილს ვერ წყვეტტდა ნინი.
-რა საოცრებაა...მთელი რუსეთი მოვიარე და აქაც ქართველს შევხვდი. თან შენნაირს
-მოიცა მოიცა...ჩემნაირი რას ნიშნავს
-თავ აფეთქებულს
-რო შემომივარდი შუა ღამისას ოთახში რა გეგონა აბა
-რო გამომივარდი შუა ღამისას აივანზე რა გეგონა აბა?
-შეგიძლია წახვიდე
-იქნებ არ ვაპირებ? მაინც გაბრაზებული ვარ მომხდარის გამო-ისევ მიუახლოვდა და ისევ მომაწყვდია კედელთან, მაგრამ ამჯერად ფხიზლად იყო სვანის ქალი და იქეთ მიაყუდა კედელზე, სახეზე ხელი ჩამოუსვა და თვალებში ჩახედა
-რა გქვია?
-ილია
-ილია...მოდი რაღაცას გეტყვი კარგი? ჩემთან თამაშს არ გირჩევ, ახლა გახვალ აივანზე გადაძვრები შენს ოთახში და....რასაც გინდა იმას იზამ მთავარია მე მშვიდად დამაძინებ.
-რო კანკალებ ხვდები?
-მცივა და იმიტო
-მართლა? მე სხვანაირად ვფიქრობ-ხელი წელზე მოხვია და ისე სწრაფად წაართვა პირველი კოცნა ვერც კი გაიაზრა.



№1 სტუმარი სტუმარი anako

Ra magari iyooo dzaan momewona da axal tavs velodebi sakmaod komediuria bolo xmaze vicinodi????????????

 


№2  offline წევრი სესო

აუ რამდენი ვიცინე :დდ კარგია და გააგრძელეე❣️❣️

 


№3 სტუმარი დეაა

ნევროზი დაო ჩემო

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent