შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ნერვოზი თუ ნევროზი?(თავი 2)


12-08-2019, 10:37
ავტორი Feeling Better
ნანახია 1 305

-რას აკეთებ?
-აქ გაჩერება აღარ შეიძლება! სხვა სასტუმროში გადავალ!
-ამ ღამით იშოვი? ვერ გაძლებ 1 ღამე?
-ნორმალური ხარ ადამიანო? ხმა არ გესმის?
-კიი მაგრამ....აუუ იდეა მაქვს-ეშმაკურად ჩაიცინა ქეთამ და თავისი იდეები ნინის გაუმხილა.მანაც მაშინვე დაიწყო განხორციელება. ტელევიზორში პორნო მოძებნა ჩართო და ბოლო ხმაზე აუწია. აივნის კარი გააღო, ჩანთას ხელი მოკიდა და მენეჯერს სხვა ოთახში გადაყვანა სთხოვა. აივნიდან შემომძვრალ გაოგნებულ ილიას ოთახში არავინ რომ დახვდა და ნინის იდეამ გაამართლა სიმწრით ჩაეცინა და თავის ნომერში დაბრუნდა.
მეორე დღე მშვიდად დაიწყო. კონფერენციას დაესწრო. მთელი დღე იქ იყო. ჯდომისგან უკანალი დაუბრტყელდა. ერთი სული ჰქონდა როდის მივიდოდა სასტუმროში და ამ ფორმალურ ტანსაცმელს მოიშორებდა. 7 საათზე დაბრუნდა ნომერში. სპორტული შავი შარვალი და ასეთივე კაპიშონიანი ზედა მოირგო. რამდენიმე წლის წინ რუსეთში ყოფნის დროს ერთი ადგილი იპოვა,სადაც გრაფიკის ხატვა ყველაზე კარგად შეიძლებოდა, ახლაც სწორედ იქ მიდიოდა.
ტაქსიდან ჩამოვიდა და შენობისკენ ფეხით გაუდგა გზას. თავისუფალი ადგილი შენიშნა და იქით წავიდა იქვე სილუეტი რომ შენიშნა. მიუახლოვდა და ილია რომ დაინახა სად წასულიყო და რომელ წყალში ჩამხტარიყო აღარ იცოდა. უკან ვეღარ მიბრუნდებოდა რადგან ბიჭს უკვე შეენიშნა ნინი და მისკენ მიდიოდა...
-ნინია....რას აკეთებ ასე გვიან აქ?
-უნდა დავხატო
-ხატავ?
-კი, ვხატავ. შეგიძლია გამატარო?
-რა თქმაუნდა-გვერდით გადგა და თვალი გააყოლა. კედელთან რო მივიდა და გარფიკის სპრეი ამოიღო გაგიჟდა
-ეგ ჩემი კედელია
-რას ნიშნავს შენი კედელია?
-რას და იმას რომ მე უნდა დავხატო აქ!
-უკვე აღარ-ის იყო ხატვა უნდა დაეწყო ილიამ რომ გაუკავა ხელები და კედელზე ააკრო
-ვაიმეე, რამდენად ბანალური ხაარ? სულ შეიძლება კედელზე მაწეპებდე ზურგით ილუშ?
-მაბრაზებ ნინია, ხვდები ხო?
-ხო აბა-გველურად გაიცინა და ქვედა ტუჩზე იკბინა
-რატო მიწვევ?
-მეე? - ისე საყვარლად თქვა ეჭვი არ შეგეპარებოდათ, კიდევ ერთხელ იკბინა ტუჩზე და სახე ახლოს მიუტანა-ჩემი კოცნა გინდა პატარაავ?
-ჰო-დაჰიპნოზებულმა ამოიღმუვლა ილიამ. ნინიმ კიდევ ერთხელ ჩაიცინა. ილია მიაყუდა კედელზე და უკან დაიხია, ისე ჰქონდ ამაისურზე ხელები მოკიდებული ილია ფიქრობდა აი ახლა ნამდვილად გადაიძრობსო უცებ რომ დააძრო ნინიმ სპრეი და წამსვე შეიღება ილიას ტანსაცმელი ყვითლად. სანამ აზრზე მოვიდოდა კედელზე ხელმოწერა დატოვა და ნახელთებ დროში ამოძრობილი ილიას მანქანის გასაღები ჰაერში აათამაშა. სწრაფად დაჯდა მანქანაში და მალევე მიეფარა თვალს. მანქანა სასტუმროსგან მოშორებით პარკთან გააჩერა და ფეხით მივიდა შენობამდე.ოთახში შევიდა,გამოიცვალა და ოთახის ტელეფონიდან ვისკი შეუკვეთა. რამდენიმე წუთში კარზე კაკუნიც გაიგო და გასაღებად წავიდა. კარებთან განისხებული ილია რომ დახვდა,მაშინცე ცადა მიხურვა მაგრამ მოასწრო ილიამ დაკავებადა ოთახშიც შემოაღწია. ოთახში შესვლისთანავე ფეხსაცმელები გაიძრო და ისე დაიძრა საწოლისკენ ვითომ თავისი სახლი იყო. საწოლზე წამოგორდა და პულტი მოიმარჯვა. მაშინვე პორნო მოძებნა და ყურება დაიწყო.ნინი კი გაშტერებული,თვალებ გაფართოებული შესცქეროდა ამ ყველაფერს. მერე ჩვეული გველური ჩაცინებით დაიძრა საწოლისკენ, გვერდით მიუწვა და წამში წაართვა პულტი. გადართო მულთფილმებზე და მშვიდად დაიწყო ყურება.არხეინად იწვა, მერე ილიას გულმკერდზე დაიწყო თითების თამაში და მალევე დიალოგიც წამოიწყო
-რა იყო ილუშ,იმპოტენტი გახდი და განცდილი კრახის შემდეგ ყურებით კლაყოფილდები?-მოსმენილის გააზრების შემდეგ თავლები დაქაჩა და შემდეგ ირონიულად ჩაეღიმა
-ე.ი. მსგავსებაც გამოგვიჩნდა
-ვერ მიგიხვდი?
-რავიცი, გუშინ შენც კარგად უყურებდი?-ნინი მდგომარეობიდან კარზე კაკუნმა გამოიყვანა და მაშინვე მიხვდა რომ სანატრელი ვისკი ადგილზე იყო. ოთახში შემობრუნებული არ იყო რომ ბოთლით მიიყუდა, ნახევარი სულ მოუთმელად ჩაცალა, საწოლზე დაებერტყა და ბოთლი ილიას გადააწოდა.ილიას, გაეცინა, თავი გააქნია და დარჩენილი ვისკი ბოლომდე დალია.მოულოდნელად ნინი თამაშის ხასიათზე მოვიდა. უჯრიდან კარტი ამოიღო და იმ წამს მოფიქრებული მზაკვრული გეგმის განხორციელება დაიწყო.
-დურაკა ვითამაშოთ
-ჯოკერი არ ჯობია?
-რუსეთში ხარ ადამიანო! დურაკა ვითამაშოთ!-მაშინვე მოთხარა პირველი სისულელე რადგან დურაკაზე კარგად სხვა არცერთ თამაშს არ ფლობდა და დარწმუნებული იყო რომ მოიგებდა.
-რაზე ვითამაშოთ?
-ჰმმმმ...სურვილებზე...- თუ მე მოვიგე ჩემი თვალთა ხედვის არეალს მოშორდები, და თუ შენ მოიგეეე....
-თუ მე მოვიგე ჩემს სურვილს მერე გავამჟღავნებ-თამაში დაიწყეს და ნინის არაჩვეულებრივი ტაქტიკის გამო ილია ხვდებოდა რომ წაგების ზღვარზე იყო, მანამ სანამ არ შეამჩნია ნინის უკან მდებარე სარკიანი კარადა სადაც არაჩვეულებრივად ჩანდა კარტები. ამის დამსახურებით კი საბოლოოდ ილიამ გაიმარჯვა
-ჩემი დროა პატარააავ!
-მალე თქვი სურვილი, უკვე მეძინება-მოჩვენებითი მთქნარებით უთხრა ნინიმ და თვალებ მინაბულმა შეხედა
-მაკოცე!
-რა?
-რა და მაკოცე!
-ოფ, კიდე რა გინდა?
-დანარჩენ სურვილებს ჩემთვის დავიტოვებ, ამ ეტაპზე ამით დავკმაყოფილდები...
-არც კი იოცნებო!
-ვალდებული ხარ! ჩემი სურვილი გმართებს!
-სხვა რამ მთხოვე
-ა რ ა! მაკოცე!
-ა რ ა!-ესღა უთხრა და აივნისკენ გაიქცა, ილიაც გაეკიდა. რო მიხვდა იქიდან გასაქცევი აღარსად ჰქონდა და ილიაც გამარჯვებულის ღიმილით უახლოვდებოდა, ამაზე გაჯავრებულმა და უკვე კარგად შეზარხოშებულმა გადაწყვიტა ადრენალინის გრძნობა გაეხსენებინა და მეთექვსმეტე სართულის აივნიდან აივანზე გადაძრომა დაიწყო. ილია ჯერ თვალებ გაფართოებული უყურებდა ამ გიჟს მაგრამ მალევე მოეგო გონს და უკან გაყვა. ასე ერთ-ერთი აივნიდან აივანზე ძრომის დროს რო მიხვდა გაიჭედა ყვირილი დაიწყო
-ააააა!ილიაააა...მიშველეე...ვვარდები! ვვარდები...ღმერთოო ახლა გადამარჩინე და მეტი არაფერი არ მინდაააა....ნუ ყოველი შემთხვევისთვის დღეეს!!! ილიაა, ილუუუშ! რა გაცინებს შე ბოროტოოოოოო!! მოდი მიშველეე...ვაიმეე ღმერთო ახლა გული წამივა!-მის ყვირილზე ყველა გარეთ გამოვარდა, ილია უკვე ახლოს იყო მაგრამ ხელს არ კიდებდა. მათი დანახვისას ყველა ღიმილით შესცქეროდა გიჟ წყვილს მანამ სანამ მათში ცნობილი მწერალი და ზე სექსუალური კალათბურთელი არ გაარჩიეს.ყველამ ტელეფონი მოიმარჯვა და გადაღებებზე გეგონებოდათ თავი
-მაკოცე და დაგეხმარები
-მაგის დროა იდიოტოოოო? პამაგიწეეეეეე!!!
-ნუ ყვირი გოგო! გითხარი უკვე! მაკოცე და დაგეხმარები!
-არ მინდა შენი დახმარება! იგერ ნახე რა სიმპატიური ქერა ცისფერთვალება ბიჭია ის დამეხმარება! პამაგიწეეეე-ყვიროდა და ცალ ხელს უქნევდა ბიჭს
-ია ზე სკაზალ მაია ლიუბიმაია პაცელუი მენია დოლგა დოლგა...დალშე მოჟნა ვსო ზაბიწ-ამღერდა ილია და აივანზე გამოსული ახალგაზრდებიც აიყოლია. ნინის ამ სანახაობისგან თვალები ტრუსიკში ჩაუცვივდა. არა თვითონ ხომ იყო გიჟი მაგრამ არც ეს ბიჭი იყო მთლად დალაგებული. იაზრებდა რა სიტუაციაში ამოყო თავი. რუსეთში, მოსკოვის ცენტრში ცათამბრჯენის მეთექვსმეტე სართულზე იყო აივანზე გაჭედილი ვიღაც ილიასთან ერთად და რა, უნდა ეკოცნა მისთვის ამდენი ხალხის წინაშე. ფიქრი ბრბოს ყვირილმა გააწყვეტინა რომელიც კოცნას მოითხოვდა. გაბრაზებული იხედებოდა აქეთ-იქით, ბოლოს ამ ზეწოლას რო ვეღარ გაუძლო ერთი შესძახა აჰაა შე არაადამიანო გორილაო და ტუჩები წინ გაწია. მალევე იგრძნო ილიას ტუჩები თავის ბაგეებზე და სიამოვნების ზენიტს ეწვია. აზრზე რომ მოვიდა ხალხი ტაშს უკრავდა და უსტვენდა. როგორღაც გააღწიეს იქიდან და ოთახის კარებთან მისული გაითიშა სიმთვრალისგან.
დილით გამოღვიძებულს მთელი სხეული დაბუჟებული ჰქონდა, თავი უსკდებოდა. მგრძნობელობა რო დაუბრუნდა წელზე მოხვეული ხელი იგრძნო. თავს ძალა დაატანა და თვალები გაახილა. ილია რო დაინახა მის გვერდით სულ გადაირია და ისე დაიწყო ყვირილი და წივილ კივილი ვერც გაიაზრა. საბანი ააფრიალა, რამაც ილიას იატაკზე გადავარდნა გამოიწვია. საბანი მჭიდროდ ჰქონდა მოხვეული ტანზე და კიოდა. მანამ არ გაჩერდა სანამ ილიამ არ ააფარა პირზე ხელი
-ვერ ხარ შენ გოგო? რა გაკივლებს?
-მომშორდი? რას აკეთებ? რას ვაკეთებთ? რა გავაკეთეთ? რა გვინდა აქ? რა გინდა შენ აქ? ღმერთოოოოოოოოოოო დიდებულოოოოოოოოოოოოო
-რა გაყვირებს გოგო გაჩერდი! შემოვარდება ხალხი-სიტყვის ხმა ვერ მოახერხა მესენჯერში რო ზარი გაისმა და მაშინვე უპასუხა როცა ქეთას ფოტო დაინახა. მანაც მაშინვე ყვირილი დაიწყო
-ნინელიიიი! რა ჩაიდინე გოგო? შენ მანდ ვიღაც ტიპტან ერთად ერთობი და მე მიმალავ გოგო? როგორ გაბედეეე? ჩვენ ხო შევთანხმდით რო მარტო მე და შენ გავაკეთებდით ექსტრემალურ ეაღაცეებს! მიღალატე გოგოო? მარა ისე ეს აივანი კაი იდეაა ხო იცი შენ?
-ქეთა რას ბოდავ?
-რას ვბოდავ? ეს ვიდეო რა ჩემი ფეხებია აბააა? ტელეფონი შეატრიალა და ვიდეო აჩვენა როგორ კოცნის ილის აივანზე გადაკიდებული
-არააა! არააა!!! ღმერთო ამას მოვკლავ! ქეთა გეფიცები დავასახიჩრებ!
-ვის კლასვ გოგო? მანდაა მეღადავები? ერთად გეძინათ? მოიცა აბა ტანსაცმელი რატო გაცვია?-ნინიმაც მხოლოდ ახლა შენიშნა რომ ტანსაცმლიანად იწვა და დამორცხვებულმა გახედა განრისხებულ ილიას რომელიც ოთახიდან გავარდა
-ქეთ წავედი, წამოსასვლელად მოვემზადები და რო ჩამოვალ ყველაფერს მოგიყვები.-მაშინვე გაუთიშა და საწოლზე გადაწვა. ჭერს უყურებდა და ვერაფერზე ფიქრობდა, ან რაზე უნდა ეფიქრა საერთოდ. არაფერი ახსოვდა იმის შემდეგ რაც ილიასთან ერთად კარტს თამაშობდა...წარმოდგენაც არ უნდოდა სიმთვრალეში რა სისულელეები ჩაიდინა. და არც ჭირდებოდა. ვიდეო მოძებნა და კიდევ ერთხელ უყურა. რამდენიმე წუთს ასე გაუნძრევლად იწვა. ბოლოს ჩანთას დაავლო ხელი და აეროპორტში წავიდა. რეგისტრაცია გაიარა და მალევე ავიდა თვითმფრინავშიც. ფანჯარასთან უყვარდა ჩვენს მწერალს ჯდომა. ყოველთვის ფანჯარასთან ჯდებოდა და თავს ჩიტად წარმოიდგენდა. როგორ დაფრინავდა ღრუბლებს შორის. უყვარდა ჭიანჭველასავით რომ ჩანდა შენობები ზევიდან. წერა უყვარდა ამ ხედის ყურებისას. მაგრამ როგორც ჩანს ამჯერად არ გაუმართლა. თვითმფრინავში ასულს ფანჯარასთან ადგილი დაკავებული დახვდა. ის იყო ადგილის დათმობა უნდა ეთხოვა უცნობმა თავი რომ შემოატრიალა და ნაცნობი სახე დახვდა.
-შენ? ყველგან შენ რატო ხარ?-გაბრაზებული უცქერდა თვალებში ჭინკებ ათამაშებულ ილიას.
-აქაც მე ვარ, იქაც მე ვარ...იმიტომ რომ მზე ვარ მზეეე ვააარ-წაიღიღინა
-თუ მზე ხარ მაშინ მომშორდი 92ათას რაღაც კილომეტრით, 5 სანტიმეტრში კიარ უნდა მედგე!
-იმიტო რო იწვი ხოო? მოახლების კიარა დანახვის დროსაც იწვი!
-არ ვაპირებ შენთან კამათს, ადგილი დამითმე თუ შეიძლება!
-რას ნიშნავს ადგილი დაგითმო?
-რას და იმას რომ ფანჯარასთან მინდა ჯდომა!
-მეც
-არ მაინტერესებს! ფანჯარასთან დამსვი!
-ა რ ა
-ღმერთო როგორ მიშლის ნერვებს!-ზევით აიხედა და ისე თქვა თითქოს მართლაც იყო იქ ვინმე და ესაუბრებოდა. კიდევ დიდხანს არ დაჯდებოდა გამცილებელს რომ არ ეთქვა მალე ავფრინდებით და ადგილი დაიკავეო...სხვა გზა არ ჰქონდა. იცოდა ილია თავის სიტყვას არ გადათქვამდა ამიტომ აფრენამდე იჯდა. შემდეგ ღვედი შეიხსნა და ფანჯრისკენ გადაწია თავი. იმდენად ახლოს იყო ილიასთან რომ მისი სუნამოს სუნი ცხვირის ნესტოებს უწვავდა. სასიამოვნო ჟრუანტელმა დაუარა. ფანჯრიდან ინტიქტურად გადაიტანა მზერა მის კისერზე რომელიც ისე უმზერდა იქიდან კოცნის და კბენის სურვილი უჩნდებოდა.თავი ვამპირი ეგონა და უნდოდა მაგრად ჩაერჭო კბილები მის კისერში. ისე უცებ შემოატრიალა თავი ილიამ გააზრებაც ვერ მოასწრო, ცხვირით ეხებოდნენ ერთმანეთს და ერთმანეთის სუნთქვა სახეზე ეფრქვეოდათ. წამით გაუსწორა მზერა და მაშინვე გამოწია თავი.
მოპირდაპირე მხარეს ფანჯარასთან მჯდომი მოხუცი ქალბატონი როგორც კი დაინახა, მაშინვე დაებადა კარგი იდეა და განახორციელა კიდეც. ქალბატონს ადგილი გაუცვალა და ამოყო კიდეც თავი ფანჯარასთან ვიღაც უუუ სიმპატიურესი მამაკაცის გვერდით. ილია თავიდან ყურადღებას არ აქცევდა მაგრამ, მალევე რომ გაიაზრა გვერდით ნინიას მაგივრად ვიღაც მსუქანი მოხუცი ეჯდა სულ გაგიჟდა. რო გაიხედა და დაინახა როგორ ეჟღურტულებოდა ვიღაც ბიჭს ამაზე სულ აასხა და ისე წამოდგა და დაადგა თავს ვერც კი გაიაზრა.
-საყვარელო სად გამექეცი?-ხელი მოკიდა, წამოაყენა და თვალის დახამხამებაში დაუკოცნა ტუჩები. ისე გაიხედა გაოგნებული ბიჭისკენ თითქოს მხოლოდ ახლა შენიშნა მისი არსებობა. ისიც უცებ გაქრა და ილიას ადგილი დიაკავა. გამწარებული დაუბრუნდა ნინი ადგილს და გაბუტულმა გახედა უკვე მის გვერდით მჯდომ ილიას რომელსაც კმაყოფილებისგნ უციმციმებდა თვალები.
-რას ნიშნავდა ეს საქციელი?
-აბა სად გაიქეცი ვერ გავიგე?
-შენ რატო გამომეკიდე?
-იმ ქალს საშინელი სუნი ასდიოდა და ვერ გავუძელი
-კი აბა...
-მართლააა, ისე მიყურებდა აშკარად ჩემზე ძალადობა უნდოდა
-ძადობას ახლა გაჩვენებ მე შენ-ეს უთხრა და ისე დაარჭო ფრჩხილები მკლავზე წმაოყვირებაც ვერ მოასწრო ილიამ. მერე მუცელზე გადაინაცვლა და მთელი სხეული დაუპწკინა, მანამ არ გაჩერდა სანამ ილიამ ხელები აე გაუკავა და თითებზე არ უკბინა. ერთმანეთის გამწარება ბორტგამცილებელმა შეაწყვეტინათ რომელიც იუწყებოდა რომ მალე ჩაფრინდებოდნენ. ხმა აღარ ამოუღიათ და შეძლებისდაგვარად მშვიდად ისხდნენ თავიანთ ადგილებზე და ჩუმად აპარებდნენ მზერას ერთნანეთისკენ.
ამასობაში ქეთა ისე შეფრინდა აეროპორტში იმის შიშით რომ დააგვიანა წინაც არ იყურებოდა. მანამ მირბოდა სანამ ვიღაცის მკვრივ სხეულს არ შეასკდა. არც შეუხედავს ბოდიში მოუხადა და გზა გააგრძელა. რომ აღმოაჩინა 15 წუთში ჩამოფრინდებოდა თვითმფრინავი ამოისუნთქა. ლიკაც ძლივს დაეწია, ძლივს სუთქავდა
-რას ბორბოდი გოგო! ვეღარ ვსუნთქავ! ცუდად ვარ...ვაიჰ დედიკოოო..... რომ მორბოდი სად მორბოდიიიი! არანორმალურო შეენ! უფ-გულზე ჰქონდა ხელი მიდებული და უყვიროდა ქეთას
-მეგონა ვაგვიანებდით. შენ კიდე რაიყო ვეღარ დარბიხარ? კედლებზე ხო კარგად ცოცავ?
-ეგ ორი ერთი და იგივეეა გოგო? თან ვბერდები ხოხედავ? ტიტუუუუ რა მეშველებაა! სირბილიც აღარ შემიძლია!
-კაი დაწყნარდი ვსო. დაველოდოთ ქალბატ-სიტყვა გაუწყდა რადგან წელზე იგრძნო ხელის მოხვევა და მალევე იგრძნო კიდეც ცხელი ტუჩების შეხება. ხელი კრა,მოშორება სცადა და მაშინვე დაინახა ნაცნობი შავი თვალები
-კიტრის გოგონავ, სასიამოვნოა შენი ნახვა
-ჯართიი....მეგონა მიგახვედრე რომ შენს ნახვას აღარ ვაპირებდი
-ჯართი?
-ო, მაპატიე, სახელებს კარგად ვერ ვიმახსოვრებ
-მე კი შენი სახელიც არ ვიცი კიტრის გოგოვ
-არცაა საჭირო რომ იცოდე
-ჯარჯი-ლიკას გაუწოდა ხელი და მანამ მაშინვე ჩამოართვა
-ლიკა, სასიამოვნოა
-ჩემთვისაც
-ერთმანეთს....სიდან იცნობთ? ან ესს მისალმება რა იყო?
-კლუბში გავიცანით ერთმანეთი მე და... კიტრის გოგომ...ისე არ გინდა შენი მეგობრის სახელი მითხრაა?-ქეთას ერთი გადახედვა დ თვალების ბრიალიც საკმარისი იყო სხვა სახელის მოსაფიქრებლად და მაშინვე დააბრეხვა რაც პირველი მოუვიდა თავში
-ჯანეტი
-ჯანეტი?
-ხო ხო, ჯანეტი. მოფერებით ჯიჯის ვეძახით ან ჯეკოს ან ჯანეტიკუნას და ასე შემდეგ.....ისეე ეს ჯარჯიი, ზედმეტსახელია თუუ...
-თუუ
-კიდევ დიდხანს აპირებთ საუბრის გაგრძელებას? არ მაინტერესებს ჯარჯი ხარ თუ შმარჟი, არ ვაპირებ შენთან ისეთი ურთიერთობის დაჭერას როგორითაც შენ ხარ დაინტერესებული. შეგიძლია სხვა იპოვო- ამის გაგონებაზე ისე დაეჭიმა სხეული და გაბრაზდა,სულ წითელი იყო. ქეთას კი ყურადღებაც არ მიუქცევია, ის იყო უნდა შებრუნებულიყო, მკლავში რომ წვდა ჯარჯი და ისე მოქაჩა წამში მის წინ იდგა.
-თუ გგონია რომ ასე მარტივად მომიშორებ ძალიან ცდები!
-ნიკოლოზ
-ქეთა- ერთდროულად დაიძახეს ილიამ და ნინიმ და ჯარჯისა და ქეთას ყურადღებაც მაშინვე ახალ ჩამოფრენილებისკენ გადავიდა.



№1 სტუმარი ზორო

მალეე დადე რაა შემდეგი და მეტი ჯარჯი და კამერის გვინდა????????♥️♥️♥️♥️♥️

 


№2  offline წევრი სესო

აუ რაკარგი გოგო ხარ გაღვიძებულს ეს რომ დამახვედრე:დდ❣️❣️ ძალიან კარგია და გაგრძელებას ველი❣️❣️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent