შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მთვარეული (თავი 5)


13-08-2019, 20:00
ავტორი ლეა
ნანახია 903

იმაზე დიდი უიღბლობა რა გინდა,როცა გგონია ყველაფერს შენ მართავ და სადავეები სხვის ხელშია. თუ შესაძლებელია და იმ სამარცხვინო სცენას "მთვარეული" შორიდან აკვირდებოდა, ალბათ, საშინლად დამცინა. ნერვებმოშლილი წინ და უკან დავდიოდი და თან საკუთარ თავს ვლანძღავდი. ზუსტად ვიცოდი, რომ ანდრეისთვის რადაც არ უნდა დამჯდომოდა თავი უნდა ამერიდებინა, წინააღმდეგ შემთხვევაში არც კი ვიცი თვალებში როგორ ჩამეხედა და რა მეთქვა. დილით სახლიდან ქურდივით გამოვიპარე და სამსახურისაკენ სულ სირბილით წავედი. ოფისში შესული კართან შევჩერდი და სუნთქვის დარეგულირებას შევეცადე. ზურგს უკან მაქსი ამომიდგა
- ვინმე მოგდევდა?
- აა, მაქს, გული გამიხეთქე
- ღმერთო ჩემო, მე თუ შენ? რა გაყვირებს?!
- მაქს ვერც კი წარმოიდგენ რა დამემართა. წამოდი კაბინეტში შევიდეთ
მაქსს გუშინდელი ჩემი "გმირობის" ამბავი დაწვრილებით მოვუყევი და მისი ნუგეშის, გამხნევებისა და რჩევის მოლოდინში გავიყურსე. ჩამოთვლილთაგან ერთს მაინც ველოდი გარდა ამისა:
- რა ქენი? ვაჰაააჰაააჰაჰააა, ვაიმე ცუდად ვარ, მაგდა კედელზე, შენ, ხელები, ვაჰაააჰაჰაჰ, ღმერთო მიშველე, მეზობელი, ანდრეიო, ვაიმე, ჰაჰაჰაჰ
მაქსი სიცილისგან ერთიანად გაწითლდა და თვალებიდან ცრემლები ღაპა-ღუპით სცვიოდა.
- მორჩი?
- მაგდა მაპატიე, მაგრამ როგორც კი სუპერ ნინძას როლში წარმოგიდგინე თავი ვერ შევიკავე ჰაჰააააჰაჰ
და ცრემლდენის მორიგი პარტია დაიწყო.
შეიძლება სასაცილოდ ჟღერდა, მაგრამ მომხდარს მართლა განვიცდიდი, ანდრეისიც ძალიან მრცხვენოდა და უიღბლობაზე რაც ვთქვი იმის ჭეშმარიტებაში მას შემდეგ კიდევ უფრო მეტად დავრწმუნდი, რაც სადარბაზოდან გამომავალ ჩემ ძვირფას მეზობელს პირდაპირ მკერდზე შევასკდი. არ შემიხედავს, მისი რეაქციიდან გამომდინარე მივხვდი, რომ ის იყო. დაბნეულობისაგან წამით ისიც კი მომეჩვენა, რომ მან ჩემი სურნელი შეისუნთქა. თავაუღებლივ, ლუღლუღით მოვუბოდიშე და კიბეები კისრისტეხვით ავირბინე. რა ჯანდაბაა, როდის გავხდი ასეთი მოუხერხებელი, სულ იმ "ღამის კოშმარის" ბრალია. მომინდომა იდუმალება და ინტრიგა. გაღვიძებულ ვულკანს ვინ მიაძინებდა თუ არა ესმა. მისი ზარი ყოველთვის დროულია.
- ესმა...
- რაღაც უნდა გითხრა
- გისმენ, რატომ ცქმუტავ?
- საქართველოში მოდიხარ!
- ჰაჰაააჰაჰ, გაგიჟდი ხო?
- მართლა გეუბნები 1 კვირაში აქ უნდა იყო
- მმმ... ერთი მიზეზი მაინც მითხარი რატომ უნდა დაგთანხმდე
- მეჯვარე ხარ!
- ვისი? რა? არაა ესმა მართლა? თხოვდები? ვაიმე
- ხომ ჩამოხვალ, შენს უსაყვარლეს,ერთადერთ და სანუკვარ დაქალს უმეჯვარეოდ ხომ არ დატოვებ?!
- გამორიცხულია!
- რაა გოგო გამორიცხული არ გადამაფსიხო ახლა!
- გამორიცხულია! ჩემი უსაყვარლესი,ერთადერთი და სანუკვარი დაქალის მეჯვარე მარტო მე თუ ვიქნები სხვა არავინ!
- მიყვარხარ!
ვერ ვიჯერებდი, ჩემი ესმა, ჩემი პატარა, ლურჯთვალება გოგო თხოვდებოდა. მის სიხარულს მთელი გულით, სულითა და სხეულით ვგრძნობდი. ვიზიარებდი ბედნიერებას და სიამაყით ვივსებოდი. ახალი ამბით ისეთი აჟიტირებული ვიყავი, იმ საღამოს ჩემზე ამაზე მეტად თუ რამე იმოქმედებდა ვერ წარმოვიდგენდი. აბაზანიდან ახალი გამოსული ვიყავი, კარზე გაბმული ზარის ხმა რომ გავიგე. საათი 01:45 წუთს უჩვენებდა. გამიკვირდა ამ დროს ვინ უნდა ყოფილიყო. გარეთ გაუბედავად გავედი, არავინ არ იყო, კარის დაკეტვას ვაპირებდი ძირს დაგდებული ფურცელი რომ შევნიშნე. ხელში შევათამაშე და გავხსენი. "მთვარეული" პაემანს ასტრონომიულ საათზე მინიშნავდა. თავზარი დამეცა, საათსა და 15 წუთში მას შევხვდებოდი. სასწრაფოდ მომზადება დავიწყე. თმა გავიშრე და ბოლოები ოდნავ ავიხვიე. მსუბუქი, სადა მაკიაჟი გავიკეთე. თავისუფალი, ატმისფერი კაბა ჩავიცვი. ფეხზე თეთრი კედები მოვირგე, ყელზე კი ჩემთვის უსაყვარლესი მთვარე შევიბი. სარკეში ჩემ გამოსახულებას დავაკვირდი და გამამხნევებლად გავუღიმე. დანიშნულების ადგილისაკენ ამაყი, თავდაჯერებული ნაბიჯებით გავემართე. საათს ნელი, გაწონასწორებული ნაბიჯებით მივუახლოვდი,ზევით ავიხედე, თუმცა სიბნელის გამო ვერაფერი ვერ გავარჩიე. სპეციალურად ჩემთვის დატოვებულ მინიშნებებს მივყევი და კოშკზე მოვხვდი საიდანაც მთელი პრაღა ხელისგულივით მოჩანდა. ხედის სილამაზემ ისე გამიტაცა კინაღამ იქ მისვლის რეალური მიზეზი დამავიწყდა. ფეხის ნაბიჯები გავიგე, რომელიც ნელ-ნელა უფრო ახლოდან ისმოდა და ჰოპ, ხელები... მისი ძლიერი, თბილი ხელები წელზე შემომეჭდო და მიმიხუტა. ლაპარაკის დაწყებას არ ჩქარობდა, თითქოს დრო გაჰყავდა. მეფერებოდა ისე, თითქოს არც მეხებოდა. სიამოვნებას ახანგრძლივებდა. მთლიანად მასზე მინდობილი ვიდექი და მომდევნო ნაბიჯს ველოდი...
ცხოვრებას რა ხდის მრავალფეროვანს?! სიგიჟე, სპონტანურობა, რისკი... ადრენალინი აი, ყველაზე დიდი კაიფი. ვიდექი სრულიად უცხო ადამიანის მკლავებში მოქცეული და ვფიქრობდი, რომ პრაღაში ჩამოსვლა ჩემ 23 წლიან ცხოვრებაში საუკეთესო გადაწყვეტილება იყო.
სავსე მთვარეს გავყურებდით, როცა დაბალ ხმაზე მთვარის სონატა გაჟღერდა. "მთვარეულმა" ჩემთან ერთად ნელი მოძრაობა დაიწყო, თან მხურვალე ტუჩებით ყელს მიკოცნიდა. დამეფიცება მსგავსი სიამოვნება არასოდეს არაფრისაგან არ მიმიღია. ყველაფერი ზღაპრის წიგნში გაცოცხლებულ ისტორიას ჰგავდა. ნელ-ნელა თავისკენ შემაბრუნა და პირველად, მთვარის შუქზე აკიაფებულ ნაცრისფერ თვალებში ჩავხედე. მომნუსხა, მომაჯადოვა, მეტყველების უნარი დამაკარგვინა და დედამიწიდან მთვარეზე გადამისროლა. არაამქვეყნიურ შეგრძნებებს მჩუქნიდა და მე კიდევ უფრო მეტი და მეტი მინდოდა. რამდენიმე წამი თვალებდაუხამხამებლად მიყურა, მერე გამიღიმა, ლოყებზე უსაყვარლესი ფოსოები გაუჩნდა, რაც ძალიან მესექსუალურა. შემდეგ, დაიხარა და ბაგეებზე მომთხოვნად წამეტანა. სიამოვნებისაგან თვალები მიმელულა და შეძლებისდაგვარად ავყევი. ტუჩებიდან ყელზე გადავიდა და კოცნებს შორის კბილები მომდო. ჟრუანტელმა დამიარა და კანი დამეხორკლა. ისევ მაკოცა და შემდეგ შუბლით შუბლზე მომეყრდნო. დროის შეგრძნება დაკარგულმა არ ვიცი ერთსაათიიანი თუ საათნახევრიანი სიჩუმის შემდეგ დუმილი დაარღვია და მითხრა ის, რასაც საერთოდ არ ველოდი
- ანდრეი მაჩკოვას იცნობ?
- მეღადავები? ახლა ანდრეი რა შუაშია?
- მიპასუხე, იცნობ თუ არა?
- ჩემი მეზობელია
- მხოლოდ მეზობელი?
- კიდევ ვინ გინდა რომ იყოს?
- უბრალო მეზობლობაზე გაცილებით დიდი ამბიციები მაქვს
- შენ... მოიცა რა?? ანდრეი?
- "მთვარეულს" რომ მეძახდი უფრო მომწონდა
- არა, შეუძლებელია, გამორიცხულია
თვალს არ მაშორებდა, ხელებგადაჯვარედინებული იდგა და იღიმოდა. მეც თვალებში ჯიუტად მივშტერებოდი და გონებაში ყველა მომენტს საგულდაგულოდ ვიხსენებდი. ახლადგამოჩეკილი მეზობელი, შემთხვევა სადარბაზოში, სახეზე ჩამოფხატული კეპი, შეჯახება, ვერგასწორებული თვალები. რა თქმა უნდა! მე ანდრეის სახე არ დამინახავს, რაც იმას ნიშნავს, რომ სრულიად შესაძლებელია "მთვარეული" და ანდრეი ერთი და იგივე პიროვნება იყოს. მაგრამ ხმა? მე ხომ ორივეს ხმა გავიგონე
- ხმა, სხვადასხვანაირი ხმა... როგორ... მე ხომ...
- ჰო, მაშინ გაცივებული ვიყავი და ყელი მტკიოდა
ცოტა ხანს უხმოდ შევყურებდით ერთმანეთს. მე ყველაფრის გადახარშვას ვცდილობდი, ის ხელს არ მიშლიდა, შემდეგ ორივემ ხმამაღლა გადავიხარხარეთ და მანამ ვიცინოდით, სანამ ხმის იოგები არ გვეტკინა.
- შეუდარებელი აღმოჩენა ხარ! ჩემი პირადი აღმოჩენა!
მითხრა და ბაგეებზე ნაზად შემეხო. ჩემი გული ამდენ ბედნიერებას ვეღარ იტევდა. ხელები კისერზე მორიდებით შემოვხვიე და ამბორში ავყევი. დაგვათენდა, მზის პირველ სხივებს ერთად, ასტრონომიულ საათზე შევხვდით და ჩვენი სიყვარულის წამების ათვლა სწორედ რომ ამ საათმა დაიწყო.
- მაგდა, გთხოვ გამიგე, საქართველოში წამოსვლა შენზე მეტად მე მინდა, მაგრამ მნიშვნელოვანი შეჯიბრია, გუნდს ვერ მივატოვებ
- კარგი, მესმის... წარმატებები! როგორც კი ჩავფრინდები დაგირეკავ და მეტი არ მინდა გამარჯვება არ მახარო
- გპირდები!
მიუხედავად იმისა, რომ გული მაინც დამწყდა, ვაცნობიერებდი, რომ ანდრეისთვის თავისი პროფესია, გუნდი ყველაფერი იყო და გადამწყვეტ მომენტში ვერ მიატოვებდა. განვიცდიდი ასეთ მნიშვნელოვან მომენტში მის გვერდით რომ არ ვიქნებოდი, მაგრამ ესმას იმედებს ვერ გავუცრუებდი. მთელ გულსა და გონებას ანდრეისთან ვტოვებდი. ესმას კი გვერდს დავუმშვენებდი. ამ ფიქრებში გავიარე რეგისტრაცია, შემოწმება და თვითმფრინავში მოვთავსდი.
- უკაცრავად, ფანჯარასთან ადგილს ვერ გამიცვლით?
- იცით მე... ანდრეი? აბა შეჯიბრიო?
- ნუ ღელავ, ყველაფერი ისე გავაკეთე მოვიგებთ! აი ნახავ!
- მიყვარხარ!
- მთვარემდე და უკან...
დ ა ს ა ს რ უ ლ ი:-)

ჩემო ძვირფასებო, იმედი მაქვს ისტორიის კითხვისას ისიამოვნეთ. ვეცადე ერთი ამოსუნთქვით წასაკითხი ყოფილიყო ყოველგვარი გაწელვებისა და ზედმეტების გარეშე. ბოდიში თუ იმედები არ გაგიმართლეთ. მადლობა ყველას, ვინც კითხულობდით, თქვენს აზრს აფიქსირებდით და მგულშემატკივრობდით. თითოეული კომენტარი და ემოცია, ჩემი სტიმული იყო, რაც ძალიან მაბედნიერებდა. არ შემიძლია განსაკუთრებული მადლობა არ გადავუხადო LI_BE-ს და ჩემთვის უსაყვარლეს izabella-ს!



№1 სტუმარი სტუმარი LI_BE

ძალიან რომანტიული ყოფილა მთვარეული. უნახავში შეაყვრა თავი ჩვენს გოგოს relaxed

ველოდები ახალ ისტორიას, უფრო დიდს და დატვირთულს. blush

 


№2  offline წევრი ლეა

სტუმარი LI_BE
ძალიან რომანტიული ყოფილა მთვარეული. უნახავში შეაყვრა თავი ჩვენს გოგოს relaxed

ველოდები ახალ ისტორიას, უფრო დიდს და დატვირთულს. blush

ჰო,მასე გამოვიდა:-) ჯერ არ ვიცი ახალი ისტორია როდის "გამოცხვება",მაგრამ თავში რაღაცები მიტრიალებს. ძალიან დიდი მადლობა შეფასებისთვისა და თბილი დამოკიდებულებისთვის!:-*

 


№3  offline წევრი izabella

აი საერთოდ არ ველოდი ასე მალე დამთავრებას. ვერ მომინელებია რა ეშმაკი ვინმე იყო ეს მაჩკოვა, ისეთ ზემოქმედებას ახდენდა მაგდაზე რომ გამოჩენისთანავე საერთოდ თიშავდა გარესამყაროდან და უსირცხვილოდ უფათურებდა ხელებს, უზნეო ეგ laughing laughing თანაც მეგონა გავიგებდით საიდან ან როგორ აღმოაჩინა მაგდა და რამ გამოიწვია ინტერესი, მაგრამ არაუშავრს, ისე კარგად დამთავრდა მაგასაც გადავიტან. მართლაც რომ ერთი ამოსუნთქვით წასაკითხი იყო და იმედებიც გამიმართლდა.
მთლიანობაში ძალიან საყვარლობა იყო heart_eyes heart_eyes
შენ კი ისევ და ისევ გეტყვი რომ ძალიან ნიჭიერი ხარ და რომ ამბობ ამ საიტზე ბევრი ნიჭიერი მწერალიაო, იმათზე არანაკლებ კარგად წერ და სხვათა შორის შენი პირველი ისტორიაა და თუ ერთხელ წაგიკითხეს არა მგონია ვინმემ თავი დაგანებოს. მაგალითისთვის მეც საკმარისი ვარ blush
გელოდები ახალი ისტორიით♥♥♥

 


№4  offline წევრი ლეა

izabella
აი საერთოდ არ ველოდი ასე მალე დამთავრებას. ვერ მომინელებია რა ეშმაკი ვინმე იყო ეს მაჩკოვა, ისეთ ზემოქმედებას ახდენდა მაგდაზე რომ გამოჩენისთანავე საერთოდ თიშავდა გარესამყაროდან და უსირცხვილოდ უფათურებდა ხელებს, უზნეო ეგ laughing laughing თანაც მეგონა გავიგებდით საიდან ან როგორ აღმოაჩინა მაგდა და რამ გამოიწვია ინტერესი, მაგრამ არაუშავრს, ისე კარგად დამთავრდა მაგასაც გადავიტან. მართლაც რომ ერთი ამოსუნთქვით წასაკითხი იყო და იმედებიც გამიმართლდა.
მთლიანობაში ძალიან საყვარლობა იყო heart_eyes heart_eyes
შენ კი ისევ და ისევ გეტყვი რომ ძალიან ნიჭიერი ხარ და რომ ამბობ ამ საიტზე ბევრი ნიჭიერი მწერალიაო, იმათზე არანაკლებ კარგად წერ და სხვათა შორის შენი პირველი ისტორიაა და თუ ერთხელ წაგიკითხეს არა მგონია ვინმემ თავი დაგანებოს. მაგალითისთვის მეც საკმარისი ვარ blush
გელოდები ახალი ისტორიით♥♥♥

მიხარია თუ მართლა მასეა heart_eyes შენ რომ შეუდარებელი მყავხარ მაგაში ვერავინ შემედავება!უდიდესი სტიმული და ბედნიერება ხარ.ყველაფრისთვის ძალიან დიდი მადლობა kissing_heart

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent