შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

და'ხუჭავს თვალებს (სრულად)


13-08-2019, 20:41
ავტორი ტურაგო
ნანახია 2 711

√ ნაცრისფერი ნისლი ქულებად ეფინებოდა ცვრიან მინდორს, მოკირწლულ ბილიკზე თანდათან იკვეთებოდა აჩქარებული ნაბიჯების ხმა-ეს უკანასკნელი მას შემდეგ მიყუჩდა როცა ბეტონის გალავანს გაუსწორდა, შავკაბიანი რამდენიმე წამს ნოსტალგიურ მონატრების სხივებს ესროდა თვალებით გალავნის შიგნით მდგარ მოძველებულ შენობას, მერე იქვე ბუჩქთან ჩაიმუხლა თავი ხელებში მოიქცია, მოგონებების ეტლი მოიხმო და შორეულ წარსულში სახეტიალოდ გაჰყვა თან...

თვალებდახუჭულს ცხადად დაუდგა თვალწინ ის დღე როცა ამ კარებს შიგნით შეაბიჯა, ახსოვს როგორ ბუტბუტით ამოიკითხა წარწერა "სულიერად დაავადებულთა სამკურნალო ცენტრი" ახალბედა ფსიქიატრმა იცოდა, რომ წინ სირთულეები ელოდა...

ღიმილიანმა დაიწყო მოგონება იმ რამოდენიმე თვეების როცა საქმეს წარმატებით ართმევდა თავს, მერე... მერე თვალწინ დაუდგა დღე როცა საკმაოდ რთული პაციენტი გადააბარეს სიტყვებით:
"ეცადე საერთო ენა გამონახო მარტა! რთული/უხეში პიროვნებაა, ამავ დროს ჰეპატიტი აქვს, მკურნალობას არ თანხმდება"
აქ კი შავკაბიანის გონებამ ფიქრები აირია, წვრილ ძაფებად დაიწყეს ქსელვა, თითქოს წრეზე ბრუნავდნენ და იმ მომენტებს უცოცხლებდნენ პაციენტთთან მუშაობის პერიოდიდან, რომლებიც ყველაზე ნათლად აგონებდნენ მას.

გონებაში თავდაპირველად მასთან შეხვედრის პირველი დღე გამოეკვეთა, ახსოვდა და იმ წამებშიც იგრძნო იგივე აღელვების ტალღა რომელსაც წლების წინ კართან მდგომი ჰყავდა მოცული, მოაგონდა როგორ ფრთხილად შეაღო კარები და სარკმელთან მდგარი მამაკაცის ზურგს დააშტერდა:
-გამარჯობა(უთხრა და იქვე მაგიდასთან დაიკავა ადგილი)
-...
-იქნებ კეთილი ინებო და გამოიხედო მაინც
-მე შენთვის მოსვლა არ მითხოვია(უთხრა ისე რომ ქალისკენ არც კი მოუხედავს)
-მე მითუმეტეს არ მითხოვია შენი მკურნალობა ჩემთვის დაევალებინათ
ახლაღა შემობრუნდა შავგრემანი, წყლიანი თვალები დააშტერა ქალის სახეს და ისე რომ ერთი ნაკვთიც კი არ შეტოკებია მის წინ დაიკავა ადგილი, გამომწვევი/ალმაცერი მზერით შეჰყურებდა... ორივენი დუმდნენ, ღია ფანჯრიდან ქარის ზუზუნი მოისმოდა ხის ტოტები კი გარეთ მხიარულად ეცეკვებოდნენ ერთმანეთს.
ცოტახანში ქალი წამოდგა, გასვლისას კიდევ ერთხელ შემობრუნდა, წუთით დააკვირდა გარეთ მომზირალს და ოთახი დატოვა... დაახლოებით თხუთმეტი წუთი კართან ბოლთას სცემდა, ცდილობდა მოთმინება მოეკრიბა, (ეს კი იყო უკვირდა რა აბრკოლებდა რომ ამ პაციენტთან ასე ეძნელებოდა საუბრის წამოწყება) აზრები მოიკრიბა და მერე ისევ უკან ოთახში შებრუნდა
-რამე დაგავიწყდა (უხეში, ბოხი ხმით გამოეხმაურა მამაკაცი)
-ჩვენ დღეს თერაპია გვაქვს, გინდ არ გინდა მოგიწევს მესაუბრო!ჩემი დანაშაული არ არის რომ შენ თავად გეზიზღება ყველაფერი რაც შენს ირგვლივაა
გაუგებარი ემოციით გაიღიმა მამაკაცმა, თითები აათამაშა მაგიდაზე, ქვევიდან ამოხედა და უთხრა:
-მსგავსი რამ გითხარი?
-თქმა არც არის საჭირო! ვგრძნობ რომ შენს შიგნით უზღვავი აგრესიაა და ცდილობ სხვებზე გადმოანთხიო, მკურნალობაზე უარს აცხადებ უნდა გესმოდეს, რომ ჰეპატიტი სახუმარო დაავადება არ არის
-ძალიან, ძალიან განაღვლებს მე რა დამემართება? (დამცინავი ნოტა გააჟღერა ხმაში) ვფიქრობ არა! ადექი და დამტოვე გაიგე?
-დღეს ასე იყოს...
იმ დღეს ნერვიულად გაიხურა კარები, პირველი კვირაც ასე უწესრიგო საუბრებით სრულდებოდა... მერე ნელ-ნელა ერთმანეთთან საუბარს მიეჩვივნენ...

ბუჩქთან მჯდომს ამჯერად ის დღე ამოუტივტივდა როცა პირველად შეძლო მასთან მშვიდად საუბარი, იმ დღით პირველად მიიღო მარტამ მისალმებაზე პასუხი, შემდეგ კი გაბედა და ჰკითხა:
-რა იწვევს ასეთ აგრესიას შენში?
-სამყარო! (უპასუხა და ჯიუტი მზერით დაუწყო ყურება)
-სამყარო? მხოლოდ უარყოფითს ხედავ ირგვლივ?
-შენ ვარდისფერ ფერებში ხედავ მას? ჩემთან მუქი ფერები ჭარბობს
-გგონია ჩვენ დანარჩენებს არ გვაწუხებს ის რაც ცუდია? მაგრამ თუ კი ყველა ერთმანეთზე გადმოვანთხევთ აგრესიას ბოლოს რა იქნება?
-მისმინე, ნუ ამბობ "ჩვენ" ყველას ერთნაირად ნუ თვლი... რაც შეეხება ჩემს აგრესიას მე ამის კონტროლი არ შემიძლია... მე არ შემიძლია გულგრილად ვხედავდე ადამიანების თვალთმაქცობას, სიყალბეს...
-მაგრამ შენც ადამიანი ხარ
-ვწუხვარ
-... არიან ამქვეყნად კარგი ადამიანები
-ჩემს და შენს შორის განსხვავება იცი რა არის? შენ შეგიძლია ეგ კარგი ადამიანები დაინახო, როცა ვერ ხედავ მაშინაც თავს იტყუებ, მე კი არც თავის მოტყუება შემიძლია და დანარჩენი ასე ვთქვათ "ცუდების"ფონზე ვეღარც მათ ვხედავ... მითხარი მარტა(მცირე პაუზის შემდეგ განაგრძო) ბოლოს ბედნიერად როდის იგრძენი თავი? იცი როგორ ბედნიერებაზე გეკითხები სულს რომ აგიფორიაქებს, სიხარულისგან ისე რომ გინდა იყვირო შენი ხმა ყველას ესმოდეს
-...
-მითხრარი გსიამოვნებს ის რასაც ემსახურები? ეს ის საქმეა რაზეთ ოცნებობდი? ლოთებთან, ნახევრად შეშლილებთან მუშაობა?
-ექიმობა ჩემი მშობლების ოცნება იყო, მე ბალერინობა მინდოდა
-ხედავ, შენც არ ცხოვრობ ისე როგორც გსურს, იცი რამდენი ადამიანია ასეთი რეალურად რომ არ იციან რა უნდათ-არ იციან იმიტომ რომ ფიქრობენ რას იტყვიან დანარჩენები, ამიტომ ვერ ვიტან მაგ დანარჩენებს
-მაგრამ ხომ შეიძლება დავუშვათ შენმა ახლობელმა არ გააკეთოს ის რაც უნდა,იფიქროს რას იტყვი შენ
-ამიტომ გითხარი ცოტა ხნის წინ "ვწუხვარ" თითქოს ჩვენ უნებურად ვუქმნით ერთმანეთს ბარიერებს
-რატომ აქციე ნიკა შენი ცხოვრება ისეთად როგორიც ახლა გაქვს?
-ცხოვრებამ მაქცია იმად როგორიც ახლა მე ვარ!
კედელზე საათმა პირველი ჩამოკრა, რამდენჯერმე გაიხმაურა წუთების ისრმა და მარტამაც დატოვა იმ დღეს ოთახი.

ხვდებოდა/გრძნობდა რომ ეს საუბრები თავად უფრო ედებოდა მალამოდ გულზე ვიდრე მის პაციენტს... უხილავი ძალა უბიძგებდა სულ მასთან ყოფნა/საუბრისაკენ, უნდოდა მის წინ მჯდარიყო თუნდაც ყოფილიყო უხეში, თუნდაც არაფერი ეთქვა, მარტას გული მაინც ნიკასკენ მიიწევდა...
...
ამჯერად მოგონებების აბლაბუდაში იმ ღამის კადრი გაეხვა როცა ნიკამ სთხოვა ღამით გარეთ გასვლაში დახმარებოდა
"ღამის ცის ყურება მომენატრა"
იმ ღამით ვარსკვლავები ცას ვარდისფრად აელვარებდნენ, ნამგალა მთვარე ღრუბლებს შორის დაცურავდა და მცირედით დანათოდა თავს სიბნელით მოცულ მიდამოს... ორივენი შენობის სახურავზე ისხდნენ, ეს იყო დღე როცა ორივენი სიჩუმით უფრო მეტს საუბრობდნენ ვიდრე სიტყვებით შეძლებდნენ ამას.
ორივე ზურგზე გადააწვა სახურავს, შეჰყურებდნენ ვარსკვლავებით მოჭედილ ცას, ისმენდნენ მათ ხმაურს და ორივე გრძნობდა, რომ ეს იყო ის ბედნიერების წუთები არც ერთ მათგანს რომ არ ჰქონია ჯერ ცხოვრებაში...
მერე ჩუმი ხმით მარტამ უთხრა:
-შენ აღარ ხარ ისეთი უხეში როგორიც იყავი
-ესეიგი შენ დამინახე ისეთი როგორიც ვარ, მაგრამ ეს არ ნიშნავს რომ ამას სხვებიც დაინახავენ
-შენ რომ არ უხეშობდე და შენს ნამდვილ სახეს აჩვენებდე...
-მარტა! მე ისეთი ვარ როგორიც ვარ, ეს არის ჩემი ნამდვილი სახე მე თვალთმაქცი არ შემიძლია
-თუ კი ჩემთან კარგი ხარ სხვებთან რატომ არ შეგიძლია?
-ისინი მართლაც სხვები არიან, ძალიან შორს ჩემი სამყაროსგან
-შვებას სასმელი გაძლევდა?
-შეიძლება...
-მე ვერასდროს გავიგებ რატომ გძულს სიცოცხლე
-რთულია გამიგო, მე ასეთი გავჩნდი... ალბათ ზედმეტად მგრძნობიარე, ვერ ვიტან როდესაც უსუსურობას ვგრძნობ ადამიანური ინსტიქტების წინაშე, ვერ ვიტან როცა უბედურების დროს ცრემლების მეტი არაფერი შეგვიძლია... გესმის! დამღალა ყოველივე ამან, მინდა წავიდე, აქ ბევრი ტკივილია... ბევრი
-მე ეგ ცრემლებიც არ შემიძლია(ამ სიტყვებზე მარტას გაკვირვებით გადახედა) ჰო, სამი წელია ანტიდეპრესანტებს ვსვავ და ცრემლები გააშრეს მგონი. ხედავ თუ სხვებს ვეხმარები ეს არ ნიშნავს რომ მე არ მიჭირს!
-შენს ცხოვრებაში საბედნიეროდ არ დამდგარა პერიოდი როცა არავინ და არაფერი გენდომებიდა, მე კი ყოველთვის ასე ვგრძნობდი თავს!

მოგონების ეს ქსელი აქ გაწყდა და აბლაბუდამ მომდევნოს ჩაავლო
ამჯერად ქალის გონებაში გახმაურებული დიალოგი მათი ბოლო საუბარი იყო, და ღიმილიანი სახეც კუშტად შეყრილმა წარბებმა ჩაანაცვლეს

-დღეს ხომ არ გვიწევს სეანსი?
-დღეს მე მინდა შენთან საუბარი, მაწუხებს ნიკა ის ფაქტი რომ...
-მარტა, მარტა! შენს ზღვისფერ თვალებს სევდის ღრუბლები არ უხდება
-ასე მშვიდად როგორ ხარ, გესმის რომ კრიტიკულ მდგომარეობამდე ხარ?
-ვეღარაფერს შევცვლით... ხომ შეიძლებოდა რამდენიმე წლის წინ შეგხვედროდი(ხანგრძლივი სიჩუმე ისევ ნიკამ დაარღვია) იცი, სიზმარი ვნახე-სიზმარში თოვდა, ძლიერ ძლიერ თოვდა, გაურკვეველი გრძნობით მოცული დავაბოტებდი ქალაქის ქუჩებს, მოგონებების ჯარი ავი ფრინველებივით დამტრიალებდნენ თავს ზემოთ, უემოციო სახით შევყურებდი ზეცას მერე იქვე გუბურაში საკუთარ თავს დავუწყე ყურება, ვუყურებდი და ვერ ვცნობდი ჩემს თავს
გაქცევა მინდოდა და არ ვიცი საით, ჩემი ემოციები ყინულის ლოდს ჰგავდა, ჩემი სახე ფიფქების მსგავსად სითეთრემ შთანთქა, ტუჩებმა კი გაზაფხულის ცის მაგვარი ლურჯი ფერი დაიდეს, მე თოვლის სქელ ფენას გადავაწექი ფიფქები კი მათოვდა და მათოვდა...
-შენმა სიტყვებმა ძალიან დამთრგუნეს
-თოვლი სიწმინდეაო სიზმარში მარტა, ალბათ ჩემს შავბნელ ცხოვრებას ფიფქებად შენ ათოვდი
-მე აღარ შემიძლია გისმენდე, გხედავდე და ვაცნობიერებდე რომ მალე აღარ იქნები
-პირიქით მარტა, დამიმახსოვრე დრო რომ გავა და თვალებს დახუჭავ უნდა შეგეძლოს ჩემი სახის აღდგენა, უნდა გახსოვდეს ჩემი ხმა... მაგრამ იმდენად ნუ ჩაიციკლები ჩემზე რომ ცხოვრება გაგირთულოს ფიქრებმა.

***
მერე იყო დღე-დღე როცა საავადმყოფოში მისული თავზე ადგა სხეულს რომელშიც მისთვის ძვირფასი სული აღარ ბუდობდა, ახლა უნდოდა ეყვირა მთელი ხმით, თუმცა ეს ბედნიერების ხმა სულაც არ იქნებოდა, იმ წამს იგრძნო ღაწვებზე სისველე... თვალები დახუჭა და მის ხმას იმახსოვრებდა,იხსენებდა მის ჭაობისფერ თვალებს, ნაკეცს ღიმილის კუთხეში, ნაღვლიან მზერას, გადაღლილ სახეს...


ბუჩქთან მჯდარმა თვალები გაახილა, მოგონებების ეტლი აწყმყოში დააბრუნა.
კიდევ ერთხელ შეავლო თვალი ხავსმოდებულ შენობას,თვალი გადაავლო სანახევროდ წაშლილ წარწერას, შემდეგ ჭაღარაშეპარულ თმებზე ხელი ჩამოისვა, წამოდგა და თავჩაქინდრული, ღიღინით გაუყვა მოკირწლულ ბილიკს... მიაბიჯებდა და ფიქრობდა
"ოდესღაც ყველაფერი აქ დაიწყო/აქვე დამთავრდა. მოგონებები-რას ემსახურებიან ისინი ბედნიერებას გვანიჭებენ რომ შეგვიძლია წარსულში გადავეშვათ თუ უფრო სევდის მოგვრა ევალებათ რადგან განვლილს უკან ვერ ვაბრუნებთ"...


....

ჩემმა გონებამ ეს ისტორია ფურცელზე დაიტანეო-და აი...



№1 სტუმარი სტუმარი მარიამო

განაგრძე სმენა საკუთარი გონებისა. შენს გვერდს ვესტუმრე და რამდენიმე დღის განმავლობაში აქტიურად ვკითხულობდი შენს ნაშრომებს. მომწონს შენი სტილი ლაკონიური, თუმცა მრავალი ემოციისა თუ გრძნობის მტეველი. ბევრ წარმატებულ გონების მონასმენის შექმნას გისურვებ, პატარ-პატარა ნაწილებს დიდი მომავლისა. ბედნიერად კარგო, შევუერთდი შენის მომლოდინე პირთა სიას.

 


№2  offline წევრი ტურაგო

სტუმარი მარიამო
განაგრძე სმენა საკუთარი გონებისა. შენს გვერდს ვესტუმრე და რამდენიმე დღის განმავლობაში აქტიურად ვკითხულობდი შენს ნაშრომებს. მომწონს შენი სტილი ლაკონიური, თუმცა მრავალი ემოციისა თუ გრძნობის მტეველი. ბევრ წარმატებულ გონების მონასმენის შექმნას გისურვებ, პატარ-პატარა ნაწილებს დიდი მომავლისა. ბედნიერად კარგო, შევუერთდი შენის მომლოდინე პირთა სიას.



უღრმესი მადლობა მარიამო რომ მ'კითხულობ... ❤.
მახარებს ის ფაქტი, რომ ჩემმა ისტორიებმა დაგაინტერესეს
მახარებს რომ მკითხველი გრძნობს ჩემს მიერ ისტორიებში დატეულ ემოციებს/გრძნობებს
(იმედია შევძლებ მომავალშიც ისე "ვწერო" მოლოდინები გავამართლო...)

 


№3  offline წევრი izabella

ძალიან საინტერესო და ბევრის მთქმელი იყო. წარმატებები.

 


№4  offline წევრი ტურაგო

izabella
ძალიან საინტერესო და ბევრის მთქმელი იყო. წარმატებები.


დიდი მადლობა იზაბელა

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent